შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები. თავი 4


7-05-2020, 20:49
ავტორი Gu.ka
ნანახია 847

რენოს ხელში ის მათლაფა ეჭირა, რომელსაც მე ვიყენებდი. ამოტრიალებული, ძირი ჩემსკენ ჰქონდა მიმართული და მასზე ამოტვიფრული იყო: „61008“ „სამი საათი“
სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს ყველა საკუთარ გონებაში ცდილობდა გაერკვია რას ნიშნავდა ეს წარწერა. ემბერმა შემომხედა.
-რას უნდა ნიშნავდეს?- ჩამეძია, თითქოს იცოდა,რომ პასუხს გავცემდი.
-არ ვიცი ემბერ, ეს რიცხვები არასდროს მინახავს ერთად, ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. შეიძლება რაღაც დიდი ამოცანის ნაწილი იყოს, შეიძლება მინიშნება იყოს, შეიძლება სულაც დამთხვევაა და არაფერსაც არ ნიშნავდეს...
-იქნებ მისამართია- დაამატა ორქიდეამ.
უცებ გონება გამინათდა და მივხვდი, რაც უნდა გვექნა.
-ვინმეს მობილური ხელში გაქვთ? ჩემი მეორე სართულზე დავტოვე.
-რათქმაუნდა, ინებეთ- კმაყოფილი გამომეტყველებით მომაწოდა თავისი მობილური რენომ, ესიამოვნა, რომ დახმარება შეძლო.
-მადლობ- გამოვართვი, ინტერნეტში შევედი და საძიებელ ველში ჩავწერე: „zip code_61008”
-ოჰო, ჭკვიანურია- შემაფასა ემბერმა, თან ცერებზე აწეული ჩაჰყურებდა რენოს მობილურს.
შედეგებმა გვაჩვენა შემდეგი ინფორმაცია:
Zip code: 61008
City: Belvidere
Time zone: Central (GMT-06:00)
თავი ავწიე, სხეულში შიშის ტალღამ დამიარა, ცივმა ოფლმა დამასხა.
-ჩემი ოჯახი.
სამივე შეშფოთებული სახით მომაშტერდა.
-რას გულისხმობ, შენი ოჯახი? ყველაფერი კარგადაა?- ანერვიულდა ემბერი
-ბელვიდერი... ეს ის ქალაქია, სადაც დედაჩემი და ჩემი პატარა ძმა ცხოვრობენ. ეს რაღაცას ნიშნავს, დამთხვევა ვერ იქნება, რატომ არის ამოტვიფრული ჩემი ოჯახის მისამართი რაღაც თიხის მათლაფაზე?- დავიბენი, ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა ამ ინფორმაციით, მაგრამ უცებ გამახსენდა ამოტვიფრული წარწერის მეორე ნაწილი, რომელსაც ყურადღება ნაკლებად მივაქციეთ: „სამი საათი“
-ბავშვებო, ჩემი ოჯახი საფრთხეშია.ეს გაფრთხილებაა, ან ნიშანი, სასწრაფოდ უნდა გავემგზავრო ბელვიდერში, სამი საათი მაქვს...
ყველა ერთმანეთს შეჰყურებდა. დარწმუნებული ვარ არც ისე მარტივი იყო ამ ინფორმაციის გაანალიზება.
-დაგეხმარებით- ოდნავ შეხუხებული და სევდიანი ტონით გამომეხმაურა რენო- წამოგყვებით.
-არა რენო. თქვენ სამნი აქ დარჩით, ბანაკს მიხედვა ჭირდება, ამას თავად მოვაგვარებ, მაგრამ შემოთავაზებისთვის გმადლობ.
-მგონი რაღაც გავიწყდება- შემაჩერა ემბერმა, წინ დამიდგა და სახასიათო ცინიკური ღიმილით შემომხედა- „იმისთვის, რომ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არცისე კარგი ბედი გვეწევა...“ შენი ნათქვამია, ცოტა ხნის წინ მე ვაპირებდი ამ წესის დარღვევას, მაგრამ მიმახვედრე, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, ამით ყველას და ყველაფერს ჩავაფლავებდი. პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩინე. მიკვირს, რომ შენც იგივეს აპირებ, რაზეც წუთების წინ მეკამათე.
წამიერად გავიაზრე რაც ემბერმა მითხრა, და მივხვდი რომ სიმართლეს ამბობდა. იმ წესების დარღვევას ვაპირებდი, რომლის დაცვაზეც მას ვუთითებდი. ეს უსამართლო იქნებოდა და ამასთან ერთად ყველაფერს წყალში ჩავყრიდი.
-მართალი ხარ, პირადულ ცხოვრებას არ უნდა მივცე საშუალება ყველაფერი ჩაშალოს. ყველანი ერთად მივდივართ ბელვიდერში. ახლავე.
-კი მაგრამ, როგორ აპირებ სამ საათში ფეხით მიღწევას ბელვიდერამდე?- ჩამეკითხა დეა.
-არ ვიცი. მაგრამ რაიმე გზა უნდა იყოს. ასეთი დავალება არ დაგვხდებოდა მისი შესრულება რომ შეუძლებელი იყოს. ჰმმ... იქნებ კიდევ რაიმე წერია რიცხვებთან ერთად, კარგად დაათვალიერეთ.
უცებ შორი-ახლოდან სტვენის ხმა მოგვესმა. ჩვენი ყურადღება და მზერა მიიპყრო ბანაკის ჭიშკართან მდგარმა დაბალმა იასამნისფერმა ავტომობილმა, რომელშიც იჯდა მამაკაცი. 30-40 წლის იქნებოდა, შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა, მოკლე მაგრამ შესამჩნევი წვერ-ულვაში გრძელ, გამოკვეთილ და მამაკაცურ სახეს უმშვენებდა და თვალებზე შავი მზის სათვალეები ეკეთა.
-ჩასხედით!- გვიხმო უცხომ.
-პედოფილია, ნამდვილად პედოფილია, ღმერთო არ მიუახლოვდეთ თორემ ხელებს დაგაცლით!- აფორიაქდა ორქიდეა, როგორც ჩანს მასში მეექვსე „ადამიანების ამომცნობმა“ გრძნობის უნარმა გაიღვიძა.
-ჯანდაბა ხალხნო, ისე შორს ვარ რომ ჩემი ხმა არ გესმით თუ მაიგნორებთ?- მამაკაცმა კარი გააღო, ავტომანქანიდან გადმოაბიჯა, შავი პიჯაკი შეისწორა და ჩვენსკენ გამოემართა.
-რას შვება- ჩაიჩურჩულა პანიკაში ჩავარდნილმა დეამ, დანარჩენებმაც შფოთვა დაიწყეს.
მეც არანაკლებ შეშინებული ვიყავი, მაგრამ როცა ისე მოგვიახლოვდა, რომ ჩვენს შორის დაშორება ხუთი მეტრი დარჩა, ვეცადე დამეშინებინა და შეძლებისდაგვარად მკაცრი ტონით შევძახე:
-ვინ ხარ და რა გინდა ჩვენგან?!
მამაკაცი დაიბღვირა და ცივად მომიგო:
-მესმის თქვენი დაბნეულობა, კითხვებზე მოგვიანებით გაგცემთ პასუხს. ახლა, კი ყველასთვის აჯობებს წამომყვეთ და მანქანაში ჩაჯდეთ-გაბრუნდა ის და ისევ კარიბჭისკენ გაემართა.
-არ მოგყვებით, შეგიძლია მარტო გაემართო, გზა მშვიდობისა!- შევეწინააღმდეგე მე.
შეჩერდა და ღრმად ამოიოხრა.
-ბავშვები...- თავისთვის ჩაიჩურჩულა და ჩვენსკენ მოტრიალდა- მეზიზღებიან თქვენნაირი ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამიანები. როცა სამყარო საჩუქარს გიგზავნის, უნდა შეირგო და მადლობელი დარჩე. ახხ... მოკლედ,-წელში გაიმართა და თვალებში შემოგვხედა- ჩემი სახელია ტორო. აქ თქვენს დასახმარებლად ვარ გამოგზავნილი. როგორც იცით, ერთ-ერთი თქვენგანის ოჯახი საფრთხეშია და სამი საათი გაქვთ, მათ გადასარჩენად. ახლა კი წამომყევით, თორემ გაფრთხილებთ, რამე თუ მოხდება, პასუხისმგებელი არ ვარ...

ვწუხვარ დაგვიანებული სიახლისთვის, იმედია იმავე ინტერესით წაიკითხავთ ამ თავსაც.
ფოტოზე ორქიდეაა გამოსახული. იმედია მოგეწონათ, შეხვედრამდე!



№1 სტუმარი Future Friend ^^

პატარა თავია თუმცა მომწონს <333
ასე განაგრძეე^^

 


№2  offline მოდერი Mary Drey

როგორც ყოველთვის... innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent