შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა. (სრულად)


12-05-2020, 14:05
ავტორი Shygirl
ნანახია 8 698

არასდროს ვყოფილვარ თაყვანისმცემლებით განებივრებული გოგონა. არც ბევრი მეგობარი მყოლია. ყველას მოსწონდა ჩემი განსხვავებული აზროვნება, ის თუ როგორ ვსაუბრობდი, რა მომწონდა, რა მიზნები მქონდა,შეეძლოთ საათობით მჯდარიყვნენ და ესმინათ ჩემთვის, მაგრამ მხოლოდ ნაცნობობით შემოიფარგლებოდნენ. რთულია როდესაც გარეგნობა ხელს არ გიწყობს. არა, მახინჯი არასდროს ვყოფილვარ პირიქით, ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები მქონდა, მაგრამ ტანი ხელს არ მიწყობდა. 21-ე საუკუნეში კი ყველას ყველაფერი იდიალური მოსწონს. მთავარია როგორ არის შეფუთული და მნიშვნელობა არ აქვს რა დევს შიგნით. პატარაობაში სხვების მსგავსად მეც ყოველთვის ვოცნებობდი კონკიას ისტორიაზე, მაგრამ ნელ-ნელა ბავშვური ილუზიები მოვიშორე და გულგრილი გავხდი სიყვარულის მიმართ. ყოველთვის რთული ბავშვი ვიყავი. რთული იყო ჩემი გაგება, მაგრამ მე ყველას მოსმენა და მდგომარეობიდან გამოყვანა შემეძლო. უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვიყავი და პარალელურად კაფეში ვმუშაობდი. პატარა ქალაქიდან ვიყავი ჩამოსული, სადაც ყველა ყველას იცნობდა. ჩემს ოჯახს არასდროს უჭირდა, მაგრამ მინდოდა ჩემი შრომით ნაშოვნი ფული მქონოდა. თანაც დღეში მხოლოდ 5 საათს ვმუშაობდი და არ ვიტვირთებოდი. ჩვენი კაფე საკმაოდ განთქმული იყო თბილისში და შესაბამისად ყოველთვის ბევრი მომხმარებელი გვყავდა. მე ბარისტა ვიყავი და მათთან შეხება არ მქონდა, რადგან დიდად არ მხიბლავდა ხალხთან ურთიერთობა. თანაც ძირითადად ქართული ელიტის წარმომადგენლები გვსტუმრობდნენ და ზედმეტად ამაზრზენი იყო მათი დამოკიდებულება თანამშრომლებისადმი.
-თინანო, რაღაც უნდა გთხოვო.-ჩემი უფროსი დამიდგა წინ და მავედრებელი სახით შემომხედა. ვგიჟდებოდი ლოლაზე. ძალიან საყვარელი ქალი იყო. მომსახურე პერსონალთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა.
-რა ხდება?-უსიამოვნოდ შევიშმუშნე.
-დღეს ჩემი და ნიკოლოზის ქორწინების 30 წლის თავია და ცოტა ადრე მიწევს წასვლა. შენ უნდა დარჩე დღეს ჩემს მაგივრად. რა თქმა უნდა ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება. -მომლოდინე თვალებით დამაშტერდა.
-კარგით, რა პრობლემაა. -გავუღიმე და თან ყავის გაკეთება დავიწყე.
-ოქრო ხარ.-ჩამეხუტა, თავის ჩანთას ხელი დაავლო და მაღალ ქუსლიანებით გაბაკუნდა გარეთ.
საშინლად დამღლელი დღე იყო. უამრავი ხალხი შემოდიოდა კაფეში და მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი. უკვე აღარ ვიცოდი რამდენი სასმელი გავაკეთე. თავი საშინლად მტკიოდა. 8 ის მერე არასდროს ვმუშაობდი და თურმე იმდენი ხალხი ყოფილა ყოველთვის, საკუთარი გადაწყვეტილებით ვიამაყე. ჩემს საქმეში იმდენად ვიყავი გართული საერთოდ ვერ ვამჩნევდი გარშემო რა ხდებოდა.
-სად არის ერთი შენი უფროსი? დაუძახე! უსაქმური და უნიათო ხარ. -ყვირილმა გამომაფხიზლა და წარბაწეულმა მოვათვალიერე გარემო. ჩვენი მიმტანი ნატო ნერვიულად იწვალებდა ხელებს და ცდილობდი უკმაყოფილო კლიენტი დაემშვიდებინა, რომელიც გაცეცხლებული ყვიროდა. სწრაფად წავედი მათკენ.
-რატომ ყვირით?-მკაცრად ვიკითხე და გაცეცხლებული გოგო შევათვალიერე. 24-25 წლის იქნებოდა. საკმაოდ ლამაზი იყო. კარგი ტანით და სახის ნაკვთებით, მაგრამ ზედმეტად გათამამებული და კაპასი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
-რატო და მოუხელთებელი თანამშრომლები რომ გყავთ ეგ. სად არის ამ კაფის მფლობელი? -ისეთი ხმით წიოკობდა სიცილი ძლივს შევიკავე.
-რა ხდება აქ,გვანცა?-საიდანღაც მაღალი, უზომოდ სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა. ისეთი გამყინავი ხმის ტემბრი ქონდა წამით ჟრუანტელმა დამიარა და ჩემზე ერთი თავით მაღალს ავხედე.
-გამოშტერებულმა ყავა გადამასხა ზედ.-ცოფებს ყრიდა, როგორც გავიგე გვანცა.
-ქალბატონო, ხელი რომ აიქნიეთ წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და შემთხვევით გადაგესხათ. კიდევ ერთხელ ბოდიში. -დასჯილი ბავშვივით ამოილაპარაკა ნატომ.
-აა, ანუ ჩემი ბრალია? იცით მე ვინ ვარ?გიჩივლებთ.
-თქვენ არ გაქვთ უფლება ასე მიმართოთ ჩვენს თანამშრომლებს! საერთოდ არ ვიცი ვინ ხართ და არც მაინტერესებს. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის რომ ძალიან ცუდად აღზრდილი ბრძანდებით და ელემენტარული ისიც არ იცით საზოგადოებაში როგორ მოიქცეთ. ბოდიში უკვე მოგიხადათ ნატომ. შეგიძლიათ წახვიდეთ და სადაც გინდათ იქ იჩივლოთ. კაფეში დამონტაჟებული კამერებით ყველა კარგად გაიგებს რა მოხდა. ახლა შეგიძლიათ შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადოთ ნატოს!-მტკიცედ წარმოვთქვი და ჯიქური მზერა გავუსწორე. მამაკაცის მზერა გვერდიდან მწვავდა. რაღაცნაირი მზერით მაშტერდებოდა, მაგრამ მე არ ვიმჩნევდი.
-ტიტე, გესმის რას ლაპარაკობს?-ნირწამხდარმა წამოიკივლა. -რამე მოიმოქმედე.
-სახლში მივდივართ!-მკაცრად თქვა და გასასვლელისკენ წავიდა.
-რა? ასე უბრალოდ შეარჩენ?
-ცირკების დადგმა გეყოფა!-დაიგვირგვინა მამაკაცის ხმამ.-გამოადგი ფეხი!-ბრძანებასავით იყო ბოლო სიტყვები და კარში გაუჩინარდა. გაცეცხლებულმა გოგომ ფეხები ააბაკუნა ერთ ადგილას და გაბრაზებული გაყვა უკან.
-ლოლა მოგვკლავს.ჩვენი მუდმივი კლიენტი იყო.-შეშინებულმა ამოილაპარაკა ნატომ.
-დამშვიდდი. თუ რამეა მე დაველაპარაკები.-ვთქვი და საქმის გაკეთება განვაგრძე.

___________________________________________
-რატომ შეარჩინე ასეთი სიტყვების თქმა?-ნაპერწკლებს ყრიდა მანქანაში ქალი.
-იმიტომ რომ მართალი იყო. -მხრები აიჩეჩა კაცმა.
-მე შენი ერთადერთი და ვარ. უნდა დაგეცავი.-ცხვირი აბზიკა გვანცამ.
-ვისგანნ? შენივე მოწყობილი ცირკი იყო, რომელიც უაზროდ წამოიწყე და ხალხსაც სალაპარაკო მიეცი.
-იმ გომბიოს მაინც არ შევარჩენ ამ ყველაფერს.-უფრო თავისთვის ამოილაპარაკა ქალმა.
-ტრა*ი დააყენე გვანცა!-დაიყვირა ტიტემ. -უაზროდ გატუტუცებული ხარ და გგონია შენს გარშემო ბრუნავს სამყარო. რას ფიქრობ ყველა ფეხქვეშ გაგეგება, როცა გაიგებენ რომ ბუბა ჩანქსელიანი შვილი ხარ? მიწაზე დაეშვი და ცოტა გონება გაატოკე. ტვინი მომეტ*ნა უკვე შენი კაპრიზებით!25 წლის ხარ და 10 წლის ბავშვივით იქცევი. -გაკვირვებულმა გვანცამ ხმა ვეღარ ამოიღო და გაბრაზებულმა გაატრიალა თავი ფანჯრისკენ. მანქანის სალონში გამეფებული სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია.
-გისმენ, თედო.-ტელეფონს უპასუხა ტიტემ და თავისი თლილი და გრძელი თითებით ოსტატურად შემოატრიალა საჭე. -რა უნდა მაგ ა*ვარს? რატო ვერ ისვენებს? ..... მოვალ მალე.-ტელეფონი დაკიდა.
- გუშინ შენი შეყვარებული იყო ჩემთან მოსული.-ამრეზით გადახედა დას. გვანცამაც სწრაფად შემოატრიალა თავი და ინტერესით შეხედა ძმას. -მგონი დიდი ხარ იმისთვის რომ შენთვითონ გადაწყვიტო რა გინდა ცხოვრებაში. თუ გინდა ცოლად გაყვე, გაყევი. არასდროს ჩავრეულვარ შენს ცხოვრებაში და არც ახლა ვაპირებ.-მხრები აიჩეჩა კაცმა და მანქანა გააჩერა.
-ანუ პრობლემა არ გაქვს?-ეჭვით შეხედა ტიტეს.
-ჩემსა და გიორგის შორის, რაც მოხდა ჩვენი საქმეა და შენ არ გეხება. პროსტა შენ რატო გინდა მაგას გაყვე ცოლად ვერ ვხვდები.-ირონიულად ჩაიცინა.
-მიყვარს.-გაბრაზებულმა წამოიძახა.
-ოხ, ეს სიყვარული რა ყოფილა.-თეატრალურად წამოიძახა და ჩაიცინა.
-ხო, შენნაირი ხალხი ვერ გაიგებს.-გესლი არ დააკლო გვანცამაც და მანქანიდან გადავიდა.

1 კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ. ლოლამ მომხდარზე გაიგო და პირველი შემთხვევა არ არის, მეც ყელში მაქვს ამოსული გვანცას გამოხტომებიო განაცხადა. კაფეში ისევ 5 საათს ვმუშაობდი, მაგრამ ზამთარი იყო და უფრო მეტი ხალხი შემოდიოდა ცხელი ყავის ან შოკოლადის დასალევად. მეც უფრო მეტი საქმე მქონდა.
-აღარ შემიძლია. საშინლად დავიღალე. -სკამზე მძიმედ დაეშვა ნატო.
-თუ გინდა ცოტა ხანს შეგცვლი და შენ ყავა გააკეთე. -ღიმილით ვუთხარი და ჩემი ადგილი დავუთმე.
-აუ ჯიგარი ხარ.-სიცილით მითხრა და წიგნაკი გამომიწოდა, თვითონ კი ჩემი ადგილი დაიკავა. წინსაფარის სწორებით წავედი მაგიდისკენ და წიგნაკი მოვიმარჯვე.
-გამარჯობა, რას ინებებთ?-ღიმილით ვთქვი და კლიენტებს შევხედე. ჩემს წინ არც მეტი და არც ნაკლები ბატონი ტიტე იჯდა, თავისივე ასაკის მომხიბვლელ გოგონასთან ერთად. თვალები ავატრიალე, მაგრამ სახიდან ღიმილი არ მომიშორებია, რადგან ვფიქრობ კლიენტებს კარგი განწყობით უნდა მოემსახურო.
-შავი ყავა, უშაქროდ.-საშინლად მომხიბვლელი ხმით მითხრა. -თეკლა, შენ რა გინდა?-კითხა გოგონას, მაგრამ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. მე შეკვეთას ვიწერდი და ყურადღებას არ ვაქცევდი.
-მწვანე ჩაი.-წრიპინა ხმით მითხრა ქალმა და ამრეზით ამათვალიერა.
-ახლავე იქნება.-ღიმილით ვუთხარი და ნატოსკენ წავედი. შეკვეთა მალევე მივუტანე და კიდევ ერთხელ ვკითხე:
-კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
-არა, თავისუფალი ხარ.-თვალები დამიბრიალა ქალმა. აშკარად ცუდ დროს მივედი. ცალი წარბი ავწიე და მაგიდას მოვშორდი. კიდევ ნახევარი საათი გავჩერდი კაფეში. უკვე სახლში წასვლის დრო იყო საშინლად, რომ გაწვიმდა. ქოლგას ვერასდროს ვიტანდი, ამიტომ ჩემი ქურთუკი ჩავიცვი და ჩქარი ნაბიჯით გავედი გარეთ. სამი ნაბიჯი მქონდა გაფადგმული უკნიდან ხმა რომ მომესმა:
-შემიძლია სახლში წაგიყვანო...
-უკაცრავად?-წარბაწეული გავტრიალი გვერდით. ალბათ საშინელი დასანახი ვიყავი. წვიმა წურწურით ჩამომდიოდა სახეზე და გაწუწულ ქათამს ვგავდი. აშკარად ცუდი იდეა იყო საწვიმარის სახლში დატოვება.
-სახლში გაგიყვან.-ღმერთო ალბათ დღეში 40 ყუთ სიგარეტს ეწევა ასეთი ბოხი ხმა რომ აქვს.
-არ მინდა, გმადლობთ.-გავუღიმე და ზურგი ვაქციე.
-წვიმს და სანამ ტრანსპორტი მოვა გაილუმპები და გაცივდები.-სიცილით მითხრა. მეთამაშება.
-მშობლებმა მასწავლეს, რომ უცხოს არ უნდა გამოველაპარაკო და მითუმეტეს მანქანაში არ ჩავუჯდე.- ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე.
-ეჭვი მეპარება არ იცოდე ვინ ვარ.-ეჭვისთვალით გამომხედა და ზედმეტად თავდაჯერებული მზერა მტყორცნა.
-წარმოდგენაც კი არ მაქვს ვინ ხართ.-თავი მობეზრებულად გავატრიალე და იმ წამს გაჩერებულ ავტობუსში გავუჩინარდი. დავინახე, როგორ ჩაიცინა და უკან შებრუნდა. იმ ღამით ბატონი ტიტეს სიტყვები გამართლდა და მაღალი სიცხე მომცა.
________________________________________

დილით მამაკაცი ქალის ხმამაღალმა საუბარმა გამოაღვიძა ტელეფონზე დაქალს რომ ესაუბრებოდა და ბოლო ხმაზე იცინოდა. უკმაყოფილოდ ჩამოისვა ხელი სახეზე და საწოლიდან წამოდგა. გვერდით მიყრილი ტანსაცმელი აიღო, ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
-კარგი ქეთუშ, დაგირეკავ ცოტა ხანში. გაიღვიძა ჩემმა ბიჭმა.-პასუხს აღარ დალოდებია, უცბათ გათიშა ტელეფონი, მამაკაცს კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
-ლენკა, არ იცი ეგეთი ბაზარი რომ არ მევასება?-უკმაყოფილოდ თქვა ტიტემ და ქალი მოიშორა.
-რა?-სათქმელს ვერ მიუხვდა ქალი.
-რა ჩემი ბიჭი?
-სიყვარულს გამოვხატავ მასე.-ცხვირი აიბზუა ლენკამ და მკვირი საჯდომი სამზარეულოს მაგიდაზე შემოდო. -აუ, ტიტ, ძაან ბევრს მუშაობ და ვაფშე არ გაქვს ჩემთვის დრო. -ვითომ და მწუხარებით ამოილაპარაკა და გამომწვევად გადაიდო ფეხი-ფეხზე. თავისი ხალათი ოდნავ შეიხსნა, რომ მკერდი კარგად გამოჩენილიყო. მამაკაცი მოუხვდა ქალს სურვილს, მაგრამ დააიგნორა, ზურგი აქცია და ყავა დაისხა ფინჯანში.
-რომ არ ვიმუშაო, ვეღარ იბლატავებ მილიონერი შეყვარებული მყავსო, დაქალებთან. -ირონიულად გაიცინა და წინ დაუჯდა.
-ჩვენ ქორწილსაც ძალიან აჭიანურებ. 2 წელია დანიშნულები ვართ. მალე მინდა შენი ... -წუწუნი დაიწყო ლენკამ. ტიტემ თვალები გადაატრიალა.
-ტვინს მიტ*ნავ უკვე, ლენკა. -წინადადება აღარ დაასრულებინა კაცმა. -არ მცალია ჯერ ქორწილისთვის.
-შენ ჩემთვის არასდროს არ გცალია.-გაღიზიანდა ქალი. -ან სამსახურში ხარ ან სადღაც დადიხარ და არც კი მეუბნები. დავიღალე ძალიან.
-გუშინ, საწოლში კვნესის დროს არ გეტყობოდა რაღაც დაღლა. -ირონია არ დააკლო ხმას და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა.
-ჰო, თედო, ჩამოვდივარ.-ქალისთვის არც კი შეუხედავს ისე დატოვა სახლი და კიბეზე დაეშვა. კორპუსის წინ გაჩერებული მანქანანის კარი გამოაღო და სწრაფად ჩაჯდა.
-რა ხდება აბა?- სიცილით გახედა აშკარად ცუდ ხასიათზე მყოფ მეგობარს თედომ.
-შემ*ა ამ ლენკამ დილიდან. -გაღიზიანებულმა ამოთქვა და სიგარეტის ღერს მოუკიდა.
-ბიჭო და ჰო ორივემ ვიცით, რომ მაგის ცოლად მოყვანას არ აპირებ შენ და რას იტ*ნავ ამ ტვინს?-ნერვები აეშალა თედოსაც.
-ბუბას და მაკას პონტში. მაგათი ბიზნესი და ელიტა ჰო იცი? ეგონოთ ცოტა ხანს ისე, როგორც უნდათ.-მხრები აიჩეჩა ტიტემ.
-ჰო, მერე გამოჩნდება ვინმე შენკენაც და შეგიცვლის წარმოდგენებს სიყვარულზე...-სიცილით გაკრა მხარი მეგობარს.
_________________________________________

სამსახურიდან გამომიშვეს. ჰო აი ასე. ერთ დღეს მივედი სამსახურში და უფროსმა თავის კაბინეტში დამიბარა. ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და შევედი.
-შემოდი, თინანო. დაჯექი. -აშკარად ანერვიულებული იყო ლოლა.
-რა ხდება?-მეც დავიძაბე და მის წინ მდგარ სავარძელში ჩავეშვი.
-ძალიან მიჭირს ამის თქმა. შენგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. -უკვე მივხვდი საუბარი საით მიყავდა და გამეცინა.-მართლა ძალიან კარგი თანამშრომელი ხარ, მაგრამ სამსახურიდა უნდ გაგიშვა.
-გასაგებია, მაგრამ თუ ასეთი კარგი ვარ, რატომ მიშვებთ?-ირონია არ დავაკელი ხმას და ფეხზე წამოვდექი.
-გუშინ გვანცა იყო მოსული, მთელი ამბები აწია. შენზე თქვა, თუ არ გაუშვებთ იმდენს ვიზავ კაფეში არავინ აღარ შემოვა და დახურვა მოგიწევსო. დიდი გავლენა აქვს თბილისის ელიტასში. რამდენიმე რესტორანი ეგრე დაახურინა. არც პირველები ვიქნებით და არც უკანასკნელები. მე კიდე მიყვარს ჩემი კაფე, ნახევარი ცხოვრება შევალიე და ნამდვილად ვერ დავკარგავ ჩემო კარგო. -ნაღვლიანად ამოილაპარაკა და მომეხვია. მეც შემოვხვიე ხელები და გავუღიმე.
-კარგით, გასაგებია. არაუშავს. სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა. -მხოლოდ ეს ვუთხარი და კარი გამოვიხურე. საერთოდ არ მიდარდია სიმართლე რომ გითხრათ. ვიცოდი ძალიან მარტივად შევძლებდი ახალი სამუშაოს პოვნას, რადგან საკმაოდ კარგი გამოცდილება მქონდა პატარა ასაკში და ადვილად მიმირებდნენ, თანაც ჩემს ოჯახს სულაც არ უჭირდა. იმაზე უფრო მეშლებოდა ნერვები, თუ როგორი ამაზრზენნი იყვნენ ეგრედწოდებული ელიტის წევრები. გავლენა აქვთ, რომელსაც ცუდად იყენებენ და ნებისმიერ პატიოსან ადამიანს ისე გაუმწარებენ სიცოცხლეს, წარბსაც არ შეხრიან.გულისამრევი იყო ჩემთვის მსგავსი ქმედებები. მამიკოს ფულით გატუტუცებული შვილები.ადამიანები, რომლებსაც უშრომველად მისდით ყველაფერი, რაც უნდათ და არ აინტერესებთ რა ხდება მათ გარშემო ან რამხელა შრომას დებენ მათი მშობლები. წინა დღის აღებული მქონდა ხელფასი. უამრავი სასუსნავი და რამდენიმე წიგნი ვიყიდე. გაციების გამო ჯერ კიდევ შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, ამიტომ ჭამა და კითხვა ცოტა დროით გვერდით გადავდე და დავიძინე.

_________________________________________

ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ისხდნენ. ქალი გაუჩერებლივ საუბრობდა. მამაკაცი კი გარემოს ათვალიერებდა, მაგრამ თავის ძებნის ობიექტს უკვე 1 კვირა იყო ვეღარ ხედავდა.
-ჰოდა ასე გავაგდებინე ის გოგო კაფიდან-ბოლო წინადადებას ყური მოკრა და სწრაფად გაატრიალა თავი.
-რა ქენი?-თვალები დაუქაჩა ქალს წარბები შეკრა.
-ის გოგო გავაგდებინე სამსახურიდან, წინაზე რომ ბევრი იტლიკინა.-თავისი თავით კმაყოფილმა აათამაშა მაგიდაზე ხელები. მამაკაცს ტვინში სისხლი მიაწვა და ძარღვები დაებერა. ფეხზე წამოდგა, საფულიდან 50 ლარიანი ამოიღო, მაგიდაზე მიაგდო, გვანცას ხელი დაავლო და მანქანისკენ ძალით წაიყვანა.
-რას აკეთებ?-გზად ეკითხებოდა ქალო, მაგრამ ტიტე ხმას არ იღებდა და თავის გაკონტროლებას ცდილობდა. მანქანის კარი გამოაღო, გვანცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შიგნით შეტენა და თვითონაც საჭეს მიუჯდა.
-მუშაობ?-თვალი თვალში გაუყარა ქალს და ცივი მზერით მიაშტერდა.
-რა?
-მუშაობ მეთქი?-იღრიალა ბოლო ხმაზე და შეშინებულ გვანცას გახედა ძმის რეაქციაზე რომ შეეშინდა.
-აარა.-ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა.
-ფული საიდან გაქვს?-ტიტე ისეთ კითხვემს სვამდა, რაზეც პასუხი თვითონაც იცოდა და ეს საშინლად აბნევდა გვანცას.
-მამა მაძლევს. რა კითხვებია?-გამბედაობა მოიკრიბა და გაღიზიანებულმა კითხა.
-მერე არ გიტყდება 25 წლის გოგო, კიდევ მამიკოს ფულებით რომ ცხოვრობ?-ზიზღით ამოილაპარაკა და სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია.
-რანაირად მელაპარაკები?-გაბრაზდა გვანცა და ხმას აუწია.
-მერამდენედ? მერამდენედ უნდა მოიქცე ასე? რამდენი ადამიანი გააშვებინე უკვე სამსახურიდან შენი უაზრო კაპრიზების გამო?შენ რა გგონია ყველას მდიდარი მამიკო ყავს შენსავით და გასართობად მუშაობენ? არავის სიამოვნებს შენი და შენნაირი ადამიანების უაზრო კაპრიზების შესრულება, მაგრამ იმისთვის, რომ სწავლის, ბინის ან წამლის ფული ქონდეთ შრომა უწევთ და შენ, ვიღაც გათამამებული გვანცა ცირკებს უდგავ აქ. გაფრთხილებ! კიდევ ერთხელ რომ გავიგო მსგავსი რამ ყ*ეზე დავიკიდებ ჩემი და რომ ხარ და ნამდვილად არ მოგეწონება, რასაც გავაკეთებ. ახლა გადადი მანქანიდან და წაბრძანდი. -გვანცამ გაბრაზებულმა აათვალიერა ძმა "შენი დედაცო" მიაძახა და მანქანის კარი მაგრად მიაჯახუნა. ტიტემ მანქანის ძრავი ჩართო და სწრაფი სიჩქარით გაუჩინარდა. ნერვები ეშლებოდა თავისი დის თავგასულობაზე. ძალიან ყავდათ ბუბას და მაკას გათამამებული. თვითონ კი 16 წლიდან თავისი შრომით ნაშოვნი ფული ქონდა და უკვე 13 წელი იყო მამამისს კაპიკსაც კი არ ართმევდა. ამიტომაც ეშლებოდა ნერვები თავისი დის საქციელებზე, რადგან იცოდა როგორ წვალობდნენ სხვები პურის ფულის საშოვნელად. თავიდან მამამისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ბუბა ჩანქსელიანის შვილს ბარმენად მუშაობა არ ეკადრებაო, მაგრამ ტიტე თავიდანვე ჯიუტი და დამოუკიდებელი იყო, ამიტომაც მშობლები ვერაფერს გახდნენ და შეეგუვნენ. მერე საზღვარგარეთ წავიდა, ისწავლა. ბევრად უფრო გაზრდილი და დაჭკვიანებული დაბრუნდა საქართველოში. საკუთარი ბიზნესი ქონდა და ამასთანავე მამამისის კომპანიაშიც მუშაობდა. პირველი მილიონი თავისი შრომით, ბუბასგან დამოუკიდებლად იშოვა და ქართული ბიზნესის ბაზარზე ღრმად მოიკიდა ფეხი. ახლაც ჩანქსელიანების კომპანიაში წავიდა. საკუთარი კანბინეტისკენ მიდიოდა ტელეფონში თავჩარგული მთელი ძალით რომ შეასკდა ვიღაცას.
-ფრთხილ... შენ?-გაკვირვებულმა აათვალიერა მის წინ მდგარი გოგონა და ცალყბად ჩაიცინა.
-აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ მზე ვარ მზეე ვაარ.
-აქ რას აკეთებ?-ხელები გადააჯვარედინა მამაკაცმა და ქალი აათვალიერა. -აჰ, უკაცრავად თქვენ ხომ უცხოებს არ ესაუბრებით.-ირონია ჩააქსოვა ტიტემ ხმაში და ცალყბად ჩაიცინა. -მოდი თავიდან გკითხავ. რას აკეთებ ჩემს კომპანიაში?
-აქ ვმუშაობ.-წარბაწეულმა გახედა ქალმა. -მეგონა ეს კომპანია ბატონ ბუბას ეკუთვნოდა. -ირონია, არც ქალმა დააკლო და ნიშნისმოგებით გახედა. -თუმცა ალბათ მალე, არც აქ აღარ ვიმუშავებ.-თვალები აატრიალა. ტიტეს ჩაეცინა. მიხვდა ქალმა რაც იგულისხმა.
-თუ შენი საქმე კარგად გააკეთე არავინ არ გაგაგდებს. -გაიცინა და კაბინეტიდან გამოსულ მამას გახედა. წამში დასერიოზულდა და მკაცრი, გამყინავი მზერა სტყორცნა კაცს.
-ტიტე, შემოდი ჩემთან. -მკაცრი იყო ბატონი ბუბას ხმაც. ტიტეს აღარაფერი უთქვამს ისე გაემართა კაბინეტისკენ და კარი დაუკითხავად შეგლიჯა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-შენ ბიჭო ში* ხო არ გაქვს? რას ჩამოიღე კარი? -ცოფებს ყრიდა ბუბა.
-რის მიღწევას ცდილობ, მამიკო?-ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გამოკვეთა და ზიზღით წარმოთქვა. -რატომ ცდილობ საქმეში ჩამი*ვა?
-იმიტომ, რომ შენ ცდილობ იგივეს. რამდენი ხანია ლენკაზე ხარ დანიშნული და ქორწილს რომ აჭინაურებ შენი აზრით ვერ ვხვდები? -ყვირილით წამოდგა სავარძლიდან. -კახა ამის გამო იკავებს თავს ინვესტიციის ჩადებისგან და მაგის გამო ტრა*ში რომ ვარ არაუშავს?
-ყ*ეზე . შენი ბიზნესია და შენვე მიხედე. მე რატო მრევ ვერ ვხვდები? მე რა შუაში ვარ ეს დედა ნატირები? კაპიკს მაინც გართმევ ამ კომპანიის შემოსავლიდან? მე რატო უნდა გავიღო მსხვერპლი შენი საქმეების გამო? თუ ასე ძალიან გინდა შენ მოიყვანე ლენკა ცოლად. -ზედმეტად მშვიდი იყო ტიტე და ამაზე უფრო ბრაზდებოდა
ბუბა.
-მომისმინე, რა გინდა რომ შენი და და დედაშენი მშივრები დარჩნენ? გინდა რომ გავკოტრდეთ? რა გგონია შენი ბიზნესმენობა დიდხანს გაქაჩავს და ეს კომპანია აღარ დაგჭირდება? ცდები! დავივიწყებ ჩემი შვილი რომ ხარ და საკუთარი ხელით გაგითხრი სამარეს. არ მაინტერესებს, 1 თვეში ქორწილი იქნება! -კატეგორიული იყო მამაკაცი.
-დედას შევე*ი.-ნერვებმა უმტყუნა ტიტეს, ფეხზე წამოხტა და გაცეცხლებული გავარდა გარეთ. იცოდა მამამისს რამხელა გავლენა ქონდა და ისიც იცოდა თუ მოინდომებდა ტიტეს წლობით ნაწვალებ ბიზნესს წყალს თვალის დახამხამების გარეშე გაატანდა. თუმცა, არც თვითონ აპირებდა დანებებას. არასდროს იყო ისეთი ტიპი რამის რომ შეშინებოდა და მითუმეტეს ბუბა ჩანქსელიანის. არ აპირებდა ლენკას ცოლად მოყვანას. საერთოდ არ ჯდებოდა ეს ქარაფშუტა გოგო მის გემოვნებაში. სულ რომ არაფერი მისი მშობლების ჭკუაზე ნამდვილად არ გაივლიდა. უკანა ეზოში, სადაც მანქანა, ეყენა სულ გინებით გავიდა. ნერვები საშინლად ქონდა აშლილი და საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა. იქვე სკამზე მჯდარი თინანო დაინახა. წამში გაიფიქრა რომ მასთან მისულიყო, მაგრამ მერე თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. მანქანის კარი გამოაღო და ის იყო ჩაჯდომას აპირებდა წამით რომ შეჩერდა, მერე კარი მთელი ძალით მიაჯახუნა და ქალისკენ გაემართა. მძიმედ დაიკავა მის გვერდით ადგილი და სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია. თინანომ ჯერ უკმაყოფილოდ გამოხედა, იფიქრა ავდგები და წავალო, მაგრამ კაცის სახეს რომ შეხედა მიხვდა რაღაც უჭირდა და დარჩენა გადაწყვიტა. რამდენიმე წუთით არცერთი ხმას არ იღებდა. ტიტე ეწეოდა და ჰორიზონტს გაყურებდა. თინანო კი მამაკაცს აკვირდებოდა და ელოდებოდა როდის იტყოდა რამეს.
- გქონია მომენტი, როცა გამოსავალს ვერ პოულობ?-სიგარეტის ნამწვი აათამაშა ხელში.
-კი, ბევრჯერ, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ყველაფრის გამოსავალი არსებობს და უფრო კარგად ვიწყებ მის ძებნას. -გაეღიმა ქალს.
-იქნებ ჯობს ხანდახან უბრალოდ დინებას მიყვე და იყოს ისე, როგორც არის. -რაღაც ამოუხსნელი მზერით გახედა თინანოს და სახეზე დააკვირდა.
-არასდროს!-კატეგორიული იყო ქალის ხმა. ტიტეს გაეცინა. -მაგ დროს სრულიად უმოქმედო ხდები. თუ დინებას მიყევი ვერასდროს მიხვალ იქამდე, სადამდეც გინდოდა რომ მიგეღწია.
-აქამდე ვფიქრობდი, რომ ტიტე ჩანქსელიანი ძლიერი იყო და წინ ვერავინ და ვერაფერი გადაუდგებოდა, მაგრამ...
-დაიღალეთ-სიტყვა გააწყვეტინა თინანომ. -და ფიქრობთ, რომ სულ სხვა პიროვნება ხართ. ყველაფერს, რაც გაწუხებდათ ან პრობლემა იყო თქვენთვის თვითონ აგვარებდით და საკუთარ თავში იკლავდით, ახლა კი, როცა ამაზე ხმამაღლა საუბრობთ, როცა გამოსავალს ვერ პოულობთ, იმიტომ რომ დაიღალეთ, გგონიათ სუსტი ხართ. ასე არ არის. ადამიანს ყოველთვის ჭირდება მეორე ადამიანი, რომ მოუსმინოს, რაც არ უნდა ვუარყოთ და ეს სულაც არ ნიშნავს სისუსტეს. -გაუღიმა და თვალებში ჩააშტერდა. -საერთოდ არ გიცნობთ, არ ვიცი რა გაწუხებთ, მაგრამ დაახლოებით ვხვდები როგორიც ხართ და არა მგონია ასე მალე ნებდებოდეთ. დარწმუნებული ვარ გამოსავალს იპოვით, რომ სიტუაციიდან გამოძვრეთ. უბრალოდ ცოტა დასვენება გჭირდებათ.-ბოლო სიტყვები სიცილით თქვა და ფეხზე წამოდგა.
-არ წახვიდე.-ფეხზე წამოხტა ტიტე და ქალს წინ აესვეტა. თავის საქციელზე თვითონაც გაეცინა და გაოცებულ თინანოს გახედა. -ჩემთან ერთად წამოდი, დასალევად.-თვითონაც არ იცოდა რატომ შესთავაზა ეს ქალს, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. დღეს იმდენად არა ადეკვატური იყო საკუთარ თავს ვერ ცნობდა, მაგრამ ქალის სიტყვებმა იმდენად შთააგონა, რომ მიგეშვათ მთელ სამყაროს დაიპყრობდა. საპირველივე დანახვიდან მიიზიდა თინანომ. რაღაც ამოუხსნელი ქონდა ამ ქალს, რამაც მისი ყურადღება მიიქცია. საერთოს არავისთან, არასდროს საუბრობდა ასეთ თემებზე, მხოლოდ მის ბებიასთან, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და როცა შეეძლო ყოველთვის მის სანახავად მიდიოდა. ახლა არ იცოდა რა დაემართა და რატომ ალაპარაკდა ქალთან, მაგრამ იმხელა მოტივაცია მისცა მისმა სიტყვებმა. მართლა საშინლად იყო დაღლილი და გადაწყვიტა მეორე დღეს როზა ენახა.
-შესვენებაზე ვარ გამოსული და სამწუხაროდ არ შემიძლია.-დანანებით ამოილაპარაკა ქალმა. -სხვა დროს იყოს, თუ კიდევ დაგჭირდებათ უცხოსთან ერთად დალევა. -გაუღიმა და შენობისკენ გაემართა.

__________________________________________

-შენ შვილს უნდა, რომ ლენკაზე დავქორწინდე 1 თვეში. -ყავის ჭიქა აიღო და დივანზე გადაწვა.
-რა? იმ გატყლარწულ გოგოზე? სულ გაგიჟდა? ღმერთო ჩემო, არც კი წარმომიდგენია შენს გვერდით.-აღშფოთდა როზა და შვილიშვილს გვერდით მიუჯდა.
-დამშვიდდი როზა, არ ვაპირებ.-სიცილით გააქნია თავი და ყავა მოსვა.
-ისე ტიტე, ჩვენში დარჩეს და -შეფართვით დაიწყო საუბარი და ფრთხილად ამოხედა შვილიშვილს.-30 წლის ხარ უკვე და დროა ცოლზე იფიქრო. შვილთაშვილი მინდა მე. არ გეყო, რაც იგულავე?
-კარგი, როზა რა.-ბებიის ბოლო სიტყვებზე სიცილი ვერ შეიკავა. -რა საჭიროა ოჯახი? ბუბას და მაკას მსგავსად უნდა ვჩხუბობდეთ სულ და უსიყვარულოდ ვიყოთ მთელი ცხოვრება.
-რაღა ცუდისგან იღებ მაგალითს?-გაბრაზდა როზა.-მე და ბაბუაშენს ვერ გვიყურებდი? მზე და მთვარე ამოგვდიოდა ერთმანეთზე. -სიყვარულით აუციმციმდა თვალები და ბუხარზე დადებულ სურათზრ მამაკაცს შეხედა.
-ახლა ყველას ფული აინტერესებს. არავის აინტერესებს როგორი ხარ რეალურად. ვისაც კი ვხვდებოდი ყველას ჩემი გარეგნობა და ფული აინტერესებდა. -მობეზრებით აიქნია ხელი.
-ვაიმე, რას ლაპარაკობ? გინდა რომ გამაგიჟო? ეგ იმიტომ შვილო, რომ ჯერ არ შეგხვედრია შენი შესაფერისი და ეგ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი ადამიანები არ არსებობენ. ჩემი ხელი დაგაკლდაა. რამდენიმე დღე აქ დარჩები. შენი ბიზნესი სულ არ მაინტერესებს მე. -კატეგორიული იყო როზას ხმა.
________________________________

ახალ სამსახურში ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. 1 თვით ვმუშაობდი სულ იქ. რამდენიმე პროდუქტის ლოგო უნდა შეექმნა ჩვენ ჯგუფს და საკმაოზე ბევრად მაღალ ხელფასს ვიღებდი. თანაც იმას ვაკეთებდი, რაც მართლა მსიამოვნებდა. მეორე კვირა იყო დაწყებული, რაც აქ ვმუშაობდი. სიმართლე გითხრათ საშინელი სიტუაცია იყო. ბატონი ბუბა ძალიან მკაცრი იყო და ხშირად უსამართლოდ ლანძღავდა თანამშრომლებს. საშინლად მეშლებოდა ნერვები და ძლივს ვიმორჩილებდი თავს, რომ არ შევწინააღმდეგებოდი. ერთი ამბები ქონდა. თავის შვილის ქორწილს თვითონ და თავისი ცოლი აგვარებდნენ იდეაში, მაგრამ ყველაფერზე სირბილი რიგით თანამშრომლებს უწევდათ. ახლა საშინლად დაღლილი გამოვდიოდი სამსახურიდან. უკვე ეზოში ვიყავი გვალი ტიტეს რომ მოვკარი. ტელეფონზე საუბრობდა და ვერ დამინახა. მეც ყურადღება აღარ მივაქციე და ავტობუსების გაჩერებისკენ ავიღე გეზი, წინ რომ გადამიდგა.
-აბა?-გამომცდელად შემომხედა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-უკაცრავად?-გაკვირვებულმა ავწკიბე ცალი წარბი.
-არ დავლიოთ?
-იცით, საშინლად დაღლილი ვარ და მართლა არ მაქვს არაფრის თავი. -საცოდავად ამოვიკნავლე და სახეზე დავაკვირდი. თითქოს გული დასწყდა ჩემს უარზე, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ. წესიერად არც კი მიცნობდა.
-მოდი ეს თქვენობითი ტონი მოვაშოროთ ჯერ. წამოდი, რა. -თხოვნასავით გაისმა მამაკაცის ხმაში.
-მართლა არ ვარ დალევის ხადიათზე. მთელი დღეა თქვენი ქორწილის დიზაინზე დავრბივარ და თავი ამტკივდა იმდენი რაღაც ვნახე. -საწყლად ავხედე. სახეზე ფერები გადაუვიდა. რაღაცნაირი მზერით გამომხედა და ცალყბად ჩაიცინა.
-ახლა გასაგებია. იმიტომ არ მოდიხარ ჩემთან ერთად,რომ საცოლე მყავს.-გაიცინა კაცმა და ხელები გადაიჯვარედინა.
-არა, ეგ რა შუაშია. -დავიბენი მე.- ერთად დალევით არაფერი დაშავდება, უბრალოდ მართლა არ მინდა დალევა.-ცოტა ხანს ჩავფიქრდი. მივხვდი უბრალოდ რაიმეზე საუბარი უნდოდა.-თუმცა შეგიძლია ყავაზე და ნამცხვარზე დამპატიჟო.
-მე და შენ ახლა რას ვაკეთებთ აქ? - წინ გადაიხარა ქალი და მაგიდას ცალი იდაყვით დაეყრდნო, მეორე ხელით კი ყავის ჭიქა აიღო და მოსვა.
-ყავას ვსვამთ.-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა, სკამის საზურგეს მიეყუდა და ქალს დააკვირდა. თინანოს გაეცინა და არაფერი უთქვამს. -ძალიან განსხვავებული ხარ. -სიჩუმე ისევ ტიტემ დაარღვია.
-ყველა ადამიანი განსხვავებულია, ტიტე.-საკუთარი სახელის თინანოსგან წარმოთქმისას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და სასიამოვნოდ მოედო სხეულს. ძალიან განსხვავებული შეგრძნება იყო მამაკაცისთვის და ადგილზე შეიშმუშნა. - ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მეორე თინანო ან მეორე ტიტე არ არსებობს.
-მე კიდევ არ გეთანხმები. აი ჩემი და და თავისი დაქალები საერთოდ არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.-სიცილით თქვა მამაკაცმა და თინანოსაც გაეცინა. -ჰო, გეთანხმები ყველა ადამიანი განსხვავებულია, მაგრამ მაინც აქვთ რაღაც, რაც არ გამოარჩევს სხვებისგან. შენ კიდევ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი გაქვს. -ქალმა გაკვირვებისგან თვალები გააფართოვა. ტიტეს გაეცინა.-ნასწავლი ბიჭი ვარ. -თვალები აათამაშა.
-ეჭვიც არ მეპარებოდა.-თინანომაც გაიცინა.
-ბევრი გოგო არ დაჯდებოდა საცოლიან კაცთან ერთად კაფეში.
-როგორც შენ თქვი, ჩვენ მხოლოდ ყავას ვსვამთ. შესაბამისად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რომ ნამუსმა შემაწუხოს. -ნიშნის მოგებით გადახედა კაცს. მამაკაცს გაეცინა. იდაყვს ნიკაბით დაეყრდნო და თინანოს მიაშტერდა. ქალმაც გაუსწორა მზერა. არცერთი ხმას არ იღებდა. თითქოს მზერით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ტიტე რაღაც ამოუხსნელი ემოციით ივსებოდა და ეს იმდენად განსხვავებულო იყო მისთვის სახელს ვერ არქმევდა. თან მოსწონდა თან საკუთარ თავს უბრაზდებოდა. იდილია ტელეფონის ზარმა დაარღვია. თინანოს ურეკავდნენ. ორივე გამოერკვია და მამაკაცმა სიგარეტის ღერი ნერვულად ამოიღო და ტუჩებს შორის მოიქცია. თინანომაც თავი გადააქნია, ისიც ანერვიულებული იყო და დაბნეულმა დაიწყო ტელეფონის ძებნა.
-გისმენ, ნატო.-ანერვიულებულმა უპასუხა.
-სად ხარ, თინანო? ახლა მოვედი შენთან და გელოდები. -მეორე მხრიდან მოესმა მეგობრის ხმა.
-ახლავე მოვდივარ.-უთხრა და გაუთიშა. ანერვიულებულო წამოდგა და მის წინ მჯდარ მამაკაცს გახედა. მთელი ამ დროის განმავლობაში რომ აკვირდებოდა და სიგარეტს ეწეოდა.
-უნდა წავიდე.-აზრზე მოსულმა წამოიძახა ქალმა.
-გასაგებია.-თავი დაუქნია მამაკაცმა და ადგილიდან არ განძრეულა.-იმედია სხვა დროსაც შევხვდებით.
-იმედია. ნახვამდის.-გაუღიმა და ადგილიდან გაუჩინარდა.

____________________________________

-დიდხან უნდა იჯდე ასე დაყ*ევებული? -მოთმინებამ უმტყუნა თედოს.
-შემეშვი.-ხელი აიქნია და კოდევ ერთი ჭიქა ვისკი გადაკრა.
-რა გჭირს შე*ემა?-ეს რამდენიმე დღეა ვეღარ გცნობ.
-რა ჩემი ყ*ე ვქნა აზრზე არ ვარ. პირველად ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი რა ვქნა. ბუბას იმხელა კავშორები აქვს, რომ მოინდომოს ჩემს ბიზნესს, რაზეც ტონა ოფლი ვღვარე სულის შებერვით გააქრობს.
-არეული ხარ ძმაო და მაგიტო. ჩემი აზრით შენს გეგმას უნდა მიყვე და რამე საბუთზე იჩალიჩო, რაც მამაშენის წინააღმდეგ გამოგადგება. პროსტა, ბიჭო მამაა და ეგრე რა პონტში იქცევა არ ვიცი. -გაკვირვებული და ჩაფიქრებული იყო თედო.
-მაგისთვის მთავარი ფულია, სხვა ყველაფერი ფეხზე კიდია. რამეს უეჭველი გამოვუნახავ, თუ არადა რამე სხვას მოვიფიქრებ. ლენკას ცოლად ასი წელი არ მოვიყვან.
-ვიცო ძმაო, ბაზარი არ არის. ვაფშე არ არის შენი შესაფერისი. -გაიცინა და მერე ეშმაკური მზერით გახედა მეგობარს. -ისე შენ ძალიან მოუხშირე იმ გოგოსთან შეხვედრებს და რა ხდება?-თინანოს გახსენებაზე თავისდაუნებურად გაეღიმა ტიტეს და რომ მიხვდა უცბათ დასერიოზულდა, თუმცა თედომ მაინც შეამჩნია და გადაიხარხარა.
-წადი შენი-ამოიკურთხა ტიტემ და მეგობარს მხარი გაკრა.

________________________________________

ძალიან ხშირად ხვდებოდნენ. თითქმის ყოველდღე. უსასრულოდ საუბრობდნენ. ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ ლაპარაკი და არ წყნდებოდათ. თუმცა თინანო უკვე ხვდებოდა, რომ ამ ყველაფერმა მეგობრილი შეხვედრების სახე დაკარგა. ყოველშემთხვევაში მისთვის, რადგან რაღაც სიმპატიას გრძნობდა ტიტეს მიმართ. სულ სხვანაირი აღმოჩნდა, თავისი წარმოდგენებისგან სრულიან განსხვავებული. გრძნობდა მამაკაცსაც ქონდა მის მიმართ სიმპათია და ეს უფრო გაურკვევლობაში აგდებდა. რამდენიმე დღეში ქორწილი ქონდა ტიტეს. ცოლი მოყავდა და მათი საქციელი არ იყო სწორი. არაფერს აშავებდნენ, მაგრამ თინანომ იცოდა ეს გრძნობა მალე უფრო გაძლიერდებოდა და მერე უფრო გაუჭირდებოდა თავის დაღწევა. ამიტომ უნდა დაემთავრებინა და ასეც მოიქცეოდა.
__________________________________________

-ტიტე, იქნებ მოწყდე საქმეებს და სავადმყოფოში მოხვიდე?-ირონია ნარევი ხმა გაიგო ტელეფონში.
-რა ხდება?-დაიძაბა მამაკაცი.
-როზაა ცუდად.-სხვა არაფერი მოუსმენია. ტვინში სისხლმა აასხა. ბებიამისი მისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი ადამიანი და ნათელი წერტილი იყო. არც კი წარმოედგინა როგორ უნდა გაეგრძელებინა მის გარეშე ცხოვრება. აქამდე არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ რამე შეიძლება დამართნოდა. ახლა კი ფაქტის წინ დადგა და იმდენად უსუსური იყო საკუთარი თავი ეზიზღებოდა. ჩაჯდა მანქანაში და სწრაფად მოწყდა ადგილს. დერეფანში სირბილით შევიდა და ანერვიულებული მივიდა პალატასთან.
-როგორ არის?-ყველაზე საშინელის მოლოდინში გაჩუმდა და დედამისს გახედა.
-ახლა არაუშავს. სტაბილურადაა. -ამ სიტყვებზე ამოისუნთქა და თავით მიეყრდნო კედელს. -ხანდახან მგონია, რომ ბებიაშენი უფრო გიყვარს ვიდრე მე.-ღვარძლით სავსემ ამოილაპარაკა მაკამ და შვილს ახედა.
-ხანდახან მგონია, რომ როზამ უფრო გამიწია დედობა, ვიდრე შენ.-ირონია არ დააკლო ხმას და იმ წამს გამოსულ ექიმს გახედა.
-ყველაფერი კარგადაა ახლა, მაგრამ 1 თვე მაინც უნდა დაისვენოს და იწვეს. ყურადღება და მოვლა ჭირდება. ხმაურიან ადგილებს უნდა მოერიდოს. ახლა შეგიძლიათ ინახულოთ.-თქვა მოხუცმა ექიმმა და ტიტე არავის დალოდებია ისე შეაჭრა როზას პალატაში.
-კარი დაკეტე!-უცბათ ამოთქვა ქალმა და გაკვირვებულ შვილიშვილს სიცილით გახედა. კარი დაკეტა და წარბაწეული მიუახლოვდა საწოლს, სადაც ეშმაკური ღიმილით მომზირალი ქალი იწვა.
-რა ხდება როზა?-ეჭვისთვალით გახედა.
-დროს გაძლევ.-შეთქმულივით ამოილაპარაკა და გაიცინა.
-რა?-ვერ მიხვდა რის თქმას ცდილობდა ქალი.
-ვიცოდი, რომ დრო გჭირდებოდა ლენკასთან ქორწინებისგან თავის დასაღწევად და აი მიზეზიც. -ტოტე გამოშტერდა. ცოტა ხნით ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა და თვალებგაფართოებული დააკვორდა მოხუცს.
-მეღადავები, როზა?-ძლივს ამოთქვა.-იცი რამდენი ვინერვიულე? სანამ აქამდე მოვედი ლამის მოვკვდი. შენ კიდე თურმე ხუმრობ.-ხმა ვერ დაიმორჩილა მამაკაცმა.
-ეგრე ძალიან გიყვარვარ, ბებია?-თვალები აუცრემლიანდა ქალს.
-არა, ამ წამს საერთოდ არ მიყვარხარ.-გაბრაზდა ტიტე.
-ბებო, რომ იცოდე რა ვიჩალიჩე აქ რომ მოვხვედრილიყავი.-ქალის ნათქვამზე გაეცინა და საწოლზე ჩამოჯდა. -ჩემს ძველ მეგობარს დავურეკე და იმდენი ვეხვეწე ტყუილად რომ დავეწვინე აქ, ვერ გეტყვი. -სიცილით უყვებოდა ქალი.-მე ეგ ლენკა არ მომწონს და არ დავუშვებ ეგ გოგო იყოს შენს გვერდით!-კატეგორიული იყო ქალი.
-დამშვიდდი, როზა. ისედაც მქონდა გეგმაში რაღაც, მაგრამ მადლობა, ჯიგარი ხარ.-ტიტესაც გაეცინა და თავი გადააქნია.

ჩანქსელიანების კომპანიიდან გამოდიოდა. თავისი საქმე დაამთავრა. ახლა ამ კომპანიაში უკვე აღარაფერი ესაქმებოდა. ანაზღაურება მისცეს და ღიმილით გაისტუმრეს მთელი ჯგუფი. ახლას უკვე ეზოში იყო გამოსული, ნაცნობი მანქანა რომ გადაეღობა წინ.
-ჩაჯექი, ყავა დავლიოთ.-ღიმილით გამოხედა მამაკაცმა და მანქანის კარი შიგნიდან გაუღო. ტიტეს დანახვისას გამოწვეული ყველა ემოცია დააიგნორა და მანქანაში ჩაჯდა.
-სალაპარაკო მაქვს.-სერიოზულად გახედა კაცს.
-კარგი, მივიდეთ კაფეში და ვილაპარაკოთ.-დასერიოზულდა მამაკაციც.
-არა, ახლავე უნდა გითხრა. -აცახცახებული ხელები ერთმანეთს მოუჭირა, ნერვიულობა რომ არ დატყობოდა.
-რა ხდება, თინანო?-წარბი აწია მამაკაცმა და მანქანა გზიდან გადაიყვანა.
-უნდა მოვრჩეთ. -ძლივს ამოილუღლუღა ქალმა.
-ვერ გავიგე?-თინანოსკენ შეტრიალდა და თვალებში ჩააშტერდა.
-შენ საცოლე გყავს, რამდენიმე დღეში ცოლადაც მოიყვან და სწორი საქციელი არ არის ჩვენი შეხვედრა.-ძალა მოიკრიბა და თვალი გაუსწორა ტიტეს. მამაკაცს მწარედ ჩაეცინა.
-მეგონა შენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. შენ თვითონ თქვი, რომ ამით არაფერს ვაშავებთ.-ნიშნის მოგებით გაუმეორა თავისი სიტყვები.
-კი, ასე იყო, მანამ სანამ...-გაჩერდა და თავი დახარა. სათქმელი ვეღარ გააგრძელა.
-სანამ რა?- გაბრაზება შეერია კაცის ხმაში.
-ტიტე, მისმინე. შენთვის არა, მაგრამ ჩემთვის ამ შეხვედრებმა უკვე სხვა სახე შეიძინა. არ მინდა ღრმად შევტოპო. ჩემი მხრიდან ეს არ არის სწორი საქციელი. ვხვდები რომ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც თავიდან. რაღაც შეიცვალა ჩემში. დროა გავჩერდე. -ქალის სახეზე უამრავ ემოციას მოეყარა თავი. მამაკაცს თვალებში უყურებდა და ცოტა სევდანარევი სახით საუბრობდა. ტიტეს საშინლად არ ესიამოვნა ქალის ნათქვამი სიტყვები. თან რაღაც ბედნიერმა ემოციამ აავსო. თინანომ,ფაქტობრივად პირდაპირ უთხრა რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო.
-თინანო, ამას არ გააკეთებ.-ბრძანებასავით იყო მისი ნათქვამი. ქალმა წარბი აწია. არ ესიამოვნა ტიტეს ნათქვამი.
-გავაკეთებ.სასიამოვნო იყო შენთან ურთიერთობა. შენ იმდენად ძლიერი ხარ ტიტე, ვიდრე წარმოგიდგენია. დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივა, რასაც კი მოინდომებ.-მამაკაცისკენ გადაიხარა და ლოყაზე ტუჩები ფრთხილად მიაკრო. ტიტეს მთელ სხეულსი ჟრუანტელმა დაუარა და ელდანაკრავივით შეცბა. -კარგად.-ქალმა გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. მამაკაცი კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე. ლოყაზე მიიდო ხელი. ის ადგილი ეწვოდა, სადაც რამდენიმე ხნის წინ ქალის ტუჩები ეხებოდა.
-დედა მოვტ*ან. -გაბრაზებულმა შეიკურთხა და მანქანის საჭეს ხელი ძლიერად დაარტყა.

_________________________________________

-აუ ტიტ, წავიდეთ რაა, გთხოოოვ.-სიტყვა გაწელა ლენკამ და ტელეფონში ჩამძვრალ კაცს უკნიდან მოეხვია.
-არ მცალია, ლენკა. -ქალი მოიშორა და ფეხზე წამოდგა.
-არსად არ დამყვები, ტიტე. მამაჩემის დაბადების დღეა და ვალდებული ხარ წამოხვიდე. -გაბრაზდა ქალი.
-მოვიფიქრებ.-ხელი აიქნია კაცმა და სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა.
-2 კვირაში ჩვენი ქორწილია. ძლივს. ერთი სული მაქვს შენი ცოლი როდის გავხდები. -დაბერილი ტუჩები წინ გამობზიკა და კაცს წინ დაუდგა. -ნერვები ამეშალა ისედაც, რომ გადაიდო.
-დამშვიდდი, ლენკა. რაც მთავარია ქორწილი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს როდის.-იქვე დივანზე დაჯდა და მობეზრებულმა გახედა ქალს. ლენკა მივიდა და კაცს კალთაში ჩაუჯდა. გამომწვევად დააჩერდა და ტუჩებზე წაეტანა. მამაკაციც აყვა და ხელები საჯდომზე მოუჭირა. ქალმა სიამოვნებისგან წამოიყვირა და თავი უკან გადააგდო. მამაკაცმა ბიუსჰალტერი შეუხსნა და მკერდზე ხელებით წაეთამაშა.
-ღმერთო ჩემო -თავი ვეღარ გააკონტროლა ლენკამ. ხელები მამაკაცის შარვლისკენ გააცოცა და ელვა შესაკრავი შეუხსნა.


___________________________________________

1 კვირა იყო გასული, რაც მამაკაცი ბოლოჯერ ნახა. ყავის დალევისას სულ ახსენდებოდა, როგორ იჯდნენ კაფეში და უამრავ თემაზე საუბრობდნენ, იცინოდნენ და კამათობდნენ კიდეც. 2 კვირაში ქორწილი ექნებოდა და აღარ იქნებოდა თავისუფალი. ქალს თავის თავზე ეცინებოდა, ვინ მოსწონდა? ადამიანი, ვისთანაც შანსი არ ქონდა. საცოლე რომ არ ყოლოდა, მაინც მასზე ასჯერ და ათასჯერ ლამაზი გოგოები გიჟდებოდნენ ტიტეზე და მამაკაცი სერიოზულად, არც კი შეხედავდა მას. უბრალოდ კაცი თავს კომფორტულად გრძნობდა მასთან საუბრისას და მორჩა. ყველანაირად ცდილობდა არ ეფიქრა. ნატოსთან დროს ისედაც ხშირად ატარებდა და ახლა თითქმის მასთან გადაცხოვრდა. ახლა თავის სახლში იყვნენ და თავიანთ გამომცხვარ ნამცხვარს გემრიელად ჭამდნენ.
-რა გჭირს, თინანო?-ცარიელი თეფში მაგიდაზე დადო და მეგობარს გახედა.
-რა მჭირს?-შეიცხადა ქალმა.
-გამოშტერებული ხარ ეს დღეებია.-გაიცინა და წარბაწეული დააკვირდა.
-დავიღალე, ნატო. ძალიან დატვირთული ვარ ჰო იცი.-სიტუაციიდან გამოძრომა ცადა.
-აუ, ახლა სამსახურში წასასვლელი არ ვიყო განახებდი მე შენ დაღლას. პროსტა დღეს ღამე მიწევს მუშაობა.-ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.-საუბარი არ დაგვისრულებია.-თითის დაქნევით მიაძახა მეგობარს და კარი გაიხურა. ისევ მარტო დარჩა თავის ფიქრებთან. მალე გადაიწვებოდა. არ უნდოდა მასზე ეფიქრა. არასწორი იყო. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა და ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე. ცოტა ხანში კარზე გაისმა ხმა. ეგონა ისევ ნატო იყო და რამე დარჩა. უცბათ გამოაღო კარი და არც შეუხედავს ეგრევე იკითხა.
-რა დაგავიწყდა, ნატო?
-აი ეს.-მამაკაცი უცბათ მივარდა და ტუჩებზე დაეწეფა. იგრძნო, რომ ტიტე იყო და მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა. უნდოდა კაცს მოშორებოდა, მაგრამ არ შეეძლო. გული და გონება სხვადასხვა მხარეს იდგნენ და ვერ გადაეწყვიტა რომლისთვის დაეჯერებინა. ბოლოს დანებდა და მამაკაცს კოცნაში აყვა. მთელი გრძნობით კოცნიდნენ ერთმანეთს და არცერთი ფიქრობდა გაჩერებას. მამაკაცს ორივე ხელით ეჭირა თინანოს სახე და საშუალებას არ აძლევდა გაწეულიყო, თუმცა ქალი ამას არც ცდილობდა. არ შეეძლო ამხელა სიამოვნებას მოწყვეტოდა, მაგრამ ბოლოს თითქოს გონზე მოვიდაო ხელით მიაწვა მამაკაცს და გაიწია.
-რას აკეთებ?-თვალები დაქაჩა და კაცს გახედა.
-იმას, რისი გაკეთებაც დიდი ხანია მინდა.-ტიტემ მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიო და დივანზე მოკალათდა.
-ტიტე, ეს სწორი არ არის. ცოლი მოგყავს და შენ ჩემთან მოდიხარ და მკოცნი?-სასოწარკვეთილი იყო ქალი და ხელებს უმისამართოდ იქნევდა.-რა საქციელია ეს ამიხსენი.
-დამშვიდდი,თინანო. -ფეხზე წამოდგა და ქალის წინ დადგა. -ეს რომ არ გამეკეთებინა, ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებდი და ვერც ახლა ვაპატიებ.-კიდევ ერთხელ დასწვდა ქალის ტუჩებს და მთელი გრძნობით დაუწყო კოცნა.

მეორე დღესაც მოვიდა. იგივე დროს. არ ვიცი ზედმეტად ბედნიერი იყო, თუ მომეჩვენა.
-აქ არ უნდა მოდიოდე, ტიტე.-გაბრაზებულმა ვუთხარი და კარში ისე ჩავდექი შიგნით რომ არ შემოსულიყო. გაიცინა, გამწია და ისე შემოვიდა ოთახში თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო.
-არ ვაპირებ ლენკას ცოლად მოყვანას, თინანო.-გამომიცხადა და თვალები ამითამაშა.
-რატომ?-თვალებში ჩავაშტერდი, რომ ამომეკითხა მართალს მეუბნებოდა თუ არა.
-არ მიყვარს.-ისე გრაციოზულად გამოაცხადა, ვითომც არაფერი.
-ჰოო? აბა აქამდე რატომ მოგყავდა ცოლად?-წარბი ავწიე და სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი.
-ფორმალურად არის ეგ ყველაფერი. ბუბას და მაკას უნდათ ლენკა ცოლად მოვიყვანო, თავისი ბიზნესის გამო, მაგრამ გამოყ*ევდებიან, როცა ქორწილის დღეს ხახამშრალები დარჩებიან.-სიცილით მიმხელდა საკუთარ გეგმებს. ეჭვი შემეპარა მის ნათქვამში.
-ტიტე, მოდი მითხარი ჩემგან რა გინდა? ჩემნაირი და ჩემზე მილიონჯერ უკეთესი გოგოები გყავს გვერდით. -მობეზრებულად ავატრიალე თვალები და ფეხზე წამოვდექი.
-შენ მინდიხარ! შენნაირი და შენზე უკეთესი არ არსებობს ვაბშე. აი ვყ*ევდები შენ რომ გხედავ. რომ ლაპარაკობ შენი აზრები მაგიჟებს. შენი სიმშვიდე მაგიჟებს. -გამოვშტერდი. მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი და ძალიან მესიამოვნა მისი ნათქვამი, მაგრამ მაინც ეჭვები მღრღნიდა. არ მეგონა, რომ ჩემთან ერთობოდა, პირიქით ვფიქრობდი რომ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა და შეეძლო ისეთი რაღაცები ეთქვა ჩემთვის, რასაც ვერავის ეუბნებოდა. ამიტომ მომეჯაჭვა. ამ ფიქრებში ვიყავი ნელ-ნელა რომ მომიახლოვდა და ისე დამაცხრა ტუჩებზე გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. მეორედ.


__________________________________________

მეორე დღეს ნატო ამოვიდა ჩემთან. ვგიჟდებოდი ამ გოგოზე. უნივერსიტეტის პირველ დღეს გავიცანით ერთმანეთი და იმის მერე ერთად მოვდივართ. ასე რომ ვთქვა, განუყრელი მეგობრები ვართ. ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, მაგრამ პლიუსი და მინუსი ერთმანეთს იზიდავსო და ეგ დაგვემართა ჩვენც.
-ყველა ჩემს დაზე ჭორაობს. გაუთხოვარია, შეყვარებული დაშორდა და დაორსულდაო. აქამდე ყველა პატივს ცემდა და ახლა უცბათ გახდა ყველასთვის საძულველი. - ტიროდა ნატო და ჩემს მხარს ეყრდნობოდა.
-ეგრეა, ნატო. ადამიანს ერთი ფეხი აგიცდება, შეცდომას დაუშვებ და ყველა ზურგს გაქცევს. თვითონ დაუშვებენ შეცდომას და შენგან ითხოვენ შეცოდებას, მაშინ როცა შენ ყველამ ფეხზე დაგიკიდა. ხახლმა ერთმანეთის გვერდშო დგომა არ იცის. როცა ყველაზე მეტას გჭირდება თანადგომა, ისე გაგწირავენ თვალს არ დაახამხამებენ. ნუ გიკვირს. მთავარია მაგ დროს ერთმა ადამიანმა მაინც გაგრძნობინოს, რომ მარტო არ ხარ და ამ ტვირთს მარტო არ ზიდავ. შენ დას ჭირდება ახლა შენი თანადგომა. ძლიერი უნდა იყო. - თმაზე ვეფერებოდი და ვცდილობდი დამემშვიდებინა.
-შენს გარეშე რა მეშველებოდა.-გამიცინა და ცრემლი მოიწმინდა.
-არც არაფერი.-მეც გავიცინე და სამზარეულოში გავედი. ხილი და ყავა გავიტანე და მაგიდაზე დავდე. მერე ფილმი ავარჩიეთ. ეს იყო ჩემი და ნატოს იდეალური განტვირთვა. ამ დროს ძალიან ბევრს ვხალისობდით, რადგან ყოველთვის კომედიური ჟანრის ფილმებს ვუყურებდით.
- თორნიკე დამხვდა გუშინ სახლში.-შემაპარა ფრთხილად.
-მერე?-ურეაქციოდ შევხედე.
-ისევ შენზე დაიწყო ლაპარაკი. ვურეკავო და არ მპასუხობსო.-თორნიკე ნატოს ბიძაშვილი იყო, რომელსაც ვუყვარდი, მაგრამ ამის არ მჯეროდა, რადგან ჩემს გარდა კოდევ მილიონობით გოგოს წერდა. სულ იმას მეუბნებოდა შენ უბრალოდ მითხარი, რომ გიყვარვარ და ყველას შევეშვები საერთოდო. ამაზე მე ძალიან ვხალისობდი. საერთოდ არ ჯდებოდა თორნიკე ჩემს გემოვნებაში და ოდნავი სიმპატიაც არ მქონდა მის მიმართ.
-სხვისი ნომრითაც მირეკავდა, მაგრამ არ ვუპასუხე. მინდა, რომ თავი დამანებოს. -მტკიცედ ამოვთქვი და უკვე დამთავრებული ფილმიდან სხვაგან გადავრთე. ჩემი ყურადღება ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენილმა ნაცნობმა სახემ მიიქვია. მწარედ გამეღიმა. მამაკაცს ბედნიერად მოექვია ქალისთვის ხელი და კამერებს უღიმოდა.
-მოკლედ გვითხარით თქვენი ქორწილის შესახებ.
-ჩვენს ქორწილზე მთელი ქვეყანა ილაპარაკებს ძალიან დიდხანს. ისე გვიყვარს ერთმანეთი, ეს გრძნობა ჩვენს ქორწილშიც ნათლად აისახება.-ბედნიერი სახით ლაპარაკობდა ქალი და მომღიმარ მამაკაცს უყურებდა. -არა საყვარელო?
-რა თქმა უნდა.-გამომწვევად გაიცინა მამაკაცმა და ქალის ტუჩებს დასწვდა.იმ მომენტში თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში, მაგრამ ყველანაირად ვეცადე ემოციები დამემალა. მწარედ გავიღიმე და მზერა ისევ ტელევიზორს გავუშტერე.
-მოგეხსენებათ ახალგაზრდა ბიზნესმენის ტიტე ჩანქსელიანისა და ბიზნესმენ კახა კვინიკაძის ქალიშვილის, ლენკა კვინიკაძის ქორწილი სამ დღეშია დაგეგმილი...-მეტი აღარაფერი მომისმენია. ჩემს თავზე გამეცინა. სხვას არც არაფერს ველოდი. არ მქონდა პრეტენზია არაფერზე. არც მრცხვენოდა. არ მრცხვენოდა იმ ორი კოცნის გამო, რომელმაც მე უდიდესო სიამოვნება მომანიჭა, მაგრამ მაინც გული მეტკინა.
-რა სულელია ეს გოგო, რა გრძნობა ქორწილშო აისახება, რას ლაპარაკობს.-ეცინებოდა ნატოს, მაგრამ მე რომ გამომხედა უცბათ დასერიოზულდა. -რა ხდება, თინანო? რა ფერი გაქვს?
-არაფერი, წნევამ ამიწია ეტყობა.-ვიცრუე მე და მაშინვე სინდისმა შემაწუხა. ყველაფერი მოვუყევი და თითქოს დიდი ლოდი მომხსნეს მხრევიდან. არ მიყვარდა, როცა ნატოს რამეს ვუმალავდი.
-რა უნდა ქნა?-ახლა მან დამიწყო თმაზე მოფერება.
-არ ვიცი, დღეს საღამოს წავალ რაჭაში, ჩემებთან. დიდი ხანია არ ვყოფილვარ.თან ცოტა გულს გადავაყოლებ, ჩაივლოს ეს ქორწილი და ამბები და ჩამოვალ. -გავუღიმე და მისი კალთიდან თავი წამოვწიე.
-კარგი იდეაა, მოგეხმარები ჩალაგებაში. - გამხიარულდა ნატო და ჩემი ოთახისკენ პირველი წავიდა. მეც გამეცინა და უკან მივყევი.


__________________________________________
რვა საათი იყო რაჭისკენ მიმავალ ტრანსპორტში რომ ვიჯექი.ტელეფონი დამჯდარი მქონდა და უკაბელო დამტენი სახლში დამრჩა. ძალიან მიყვარდა მგზავრობა. ყოველთვის ფანჯარასთან ვიკავებდი ადგილს და ხედებით ვტკბებოდი მუსიკის ფონზე. უკვე მცხეთაში ვიყავით მიკროავტობუსში აჟიოტაჟი რომ ატყდა.ყურსესმენები მოვიხსენი და გაბმული სიგნალის ხმა გავიგე.
მერე წამის მეასედში ჩაიქროლა ნაცნიბმს მანქანამ ჩემს ფანჯარასთან და წინ ჩაგვიდგა.
-რას აკეთებს, ჰო არ გაგიჟებულა?-ბრაზობდა მძღოლი. საშინლად ავნერვიულდი. მიკროავტობუსი გვერდით გადააყენა მძღოლმა და სანამ გადავიდოდა, მანამ გაიღო კარი და სალონში თვით ტიტე ამოვიდა.
-ბოდიშს გიხდით ბატონო, უბრალოდ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა და თქვენი ერთ-ერთი მგზავრი მჭირდება.-სანდომიანად გაუღიმა კაცს და მერე განრისხებული სახით მე შემომხედა. ცალი წარბი ავწიე. ადგილიდან დაძვრას არ ვაპირებდი.
-თინანო, ჩამოდი. -ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა. ვიცოდი სერიოზულ ამბავს აწევდა, თუ მის ნებას არ დავემორჩილებოდი, ამიტომ ცირკის მოწყობა არ მინდოდა, ჩემი ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი.
-დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის. 100 ლარი გაუწოდა და ღიმილიანი სახით დაემშვიდობა მძღოლს. მე კი უხეშად მომკიდა ხელი და თავის მანქანაში ძალით შემტენა.
-არ უნდა გეთქვა რომ მიდიოდი?-გააფთრებული შემოტრიალდა და მანქანა დაძრა.
-უკაცრავად? რატომ უნდა მეთქვა? რაიმე ვალდებულება მაქვს შენს წინაშე და არ ვიცი? -წარბი ავწიე, როგორც ვიცოდო ხოლმე და გაბრაზებული დავაჩერდი.
-კი, გაქვს. კიდევ კარგი ადრე მოვედი და სულ რაღაც 20 წუთით აგცდი.
-ვინ გითხრა სად მივდიოდი?-ნერვევმა მიმტყუნა.
-რა მნიშვნელობა აქვს. რომ დაადე თავი და წახვედი, იმის ღირსოც არ ვიყავი რომ გაგეფრთხილებინე? თან წინა დღეს შენთან ვიყავი და სიტყვა არ დაგცდენია. -გაბრაზებული უჭერდა ხელს საჭეს და თან მე მომჩერებოდა.
-ტიტე, არ გვინდა ეს ფარსი. გუშინ შენც სხვანაირად ლაპარაკობდი, მაგრამ დღეს კი გნახე ტელევიზორში სიყვარულით დაბრმავებული. მანქანა გააჩერე. მე ჩემი გზით წავალ და შენ შენი გზით წადი. მალე ქორწილი გაქვს და მე არ უნდა დამდევდე. -სიმშვიდედ როგორ ვინარჩუნებდი არ ვიცი. რამდენიმე საათის წინ თავის საცოლეს კოცნიდა, ახლა კო ჩემთან ერთად იჯდა მანქანაში და ჩემი საქციელის ახსნას მთხოვდა. გაეცინა და არაფერი მითხრა. კოლოფიდან სიგარწტი უზომოდ გრძელი თითებით ამოიღო და მოუკოდა. -დაყრუვდი? გააჩერე მანქანა. სად მიდიხარ?- ყვირილზე გადავედი მე.
-გიტაცებ.
-რას ქვია მიტაცებ? დროზე გააჩერე მანქანა!-პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, უბრალოდ ტონს ავუწიე და მობეზრებულად გავხედე.ხმა არ ამოიღო. -ტიტე, მე ის ადამიანი არ ვარ, ვისთანაც დროის გასაყვანად ან გასართობად მიხვალ. -მანქანა ისე სწრაფად დაამუხრუჭა გააზრება ვერ მოვასწარი. კარი ისევ ჩაკეტილი ქონდა და არ აღებდა.
-გგონია შენთან ვერთობი? -წარბი ამიწია და მკვლელი მზერით შემომხედა.
-აბა რას ნიშნავს შენი საქციელი? მოდიხარ ჩემს სახლში, როცა გინდა, მკოცნი, მერე მეუბნები რომ ცოლის მოყვანას არ აპირებ და სინდისი დამშვიდებული უნდა მქონდეს, რადგან ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ მეორე დღეს ტელევიზორში ძალიან ბედნიერი ეხვევი შენს საცოლეს. მე არ მინდა ვინმეს ოჯახი დავანგრიო. ცოლიან ან შეყვარებულიან ადამიანებთან ურთიერთობა მსგავსი ფორმით არ მინდა. არაკაცი ხარ. მე მკოცნი და მერე იმ ტუჩებით მიდიხარ და შენს საცოლეს ეფერები. არასწორია ეს ყველაფერი. -ისეთი მშვიდი ვიყავი და ამ ყველაფერს ისე მშვიდად ვამბობდი მეც კი მიკვირდა.
-ლენკას დედაც მოვტ*ან. არ მიყვარს ეგ გოგო არააა. არ ვაპირებ მაგის ცოლად მოყვანას. 3 დღეში ქორწილო მაქვს და იმის მაგივრად, რომ საქმეებზე დავრბოდე შენ მიმყავხარ სვანეთში და იქიდან 2 კვირა არ ვაპირებ ჩამოსვლას. ყველაფერს აგიხსნი, რომ ჩავალთ. მანამ კი შენი ხმა არ გავიგო!-მკაცრად მითხრა, თვალები დამიბრიალა და მანქანა ადგილიდან დაძრა. ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექი. ამ თემაზე ლაპარაკს აზრი არ ქონდა. ჩემს გაშვებასაც ვიცი არ აპირებდა. თავი მინაზე მიმედო და ხედებს ვათვალოერებდი. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და ვხედავდი როგორ ეჩხვლიტებოდა ტუჩის კუთხე. მეც გამეღიმა და გავხედე.
-ღმერთო, როგორ მიშლი ხანდახან ნერვებს. -გაეცინა და თავისი უგრძესი თითები სახეზე ჩამოისვა. -მიდი ახლა, მომიყევი შენს თავზე. სულ ჩემზე რომ გელაპარაკები ხოლმე. მითხარი რაზე ოცნებობ?-გაიცინა.
-კოსმოსში გაფრენაზე. -სიცილით ვუთხარი და თვალებში დავაშტერდი.
-კარგი, ტო. რა კოსმოსში გაფრენა რამე რეალური მითხარი. -გაიცინა და იმ მომენტში ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად მომეჩვენა. მომეჩვენა არა, იყო!
-21-ე საუკუნეში ადამიანს კოსმოსში გაფრენა გიკვირს? -წარბი ავწიე და გავიცინე.ცოტა ხანს გაღიმებული დამაშტერდა.-წინ იყურე. -თვალებით ვანიშნე.
-მართლა, რაზე ოცნებობ? ახლო მომავალში ახდენის პერსპექტივით. -მოგზაურობა მინდა. ახალი ადგილების აღმოჩენა და ახალი თავგადასავლები. უცხო ქალაქში დაკარგვა და ფეხით ქუჩების შემოვლა. მთების დალაშქვრა და ზღვების და ოკეანეების გადაცურვა მინდა. ღამეების კოცონთან თენება საყვარელ ადამიანებთან ერთად. პატარა კაფე მინდა შვეიცარიის მთებში და ხის ქოხი თუშეთში ან სვანეთში. კიდევ ლაპლანდიაში წასვლა მინდა, იმიტომ რომ, ვგიჟდები თოვლზე, ახალ წელზე,ზამთარზე და თოვლის ბაბუის ზღაპარზე.-ღიმილით დავასრულე სათქმელი.
-სახე როგორ გიბრწყინავს, მაგ ყველაფერზე საუბრისას. - თითქოს რაღაცით აღფრთოვანებულმა მითხრა და სახე გაუნათდა. -აუცილებლად აგიხდენ ყველა ოცნებას.
-ადამიანს იმას ნუ დაპირდები, რასაც ვერ შეასრულებ. -გავიცინე და თავი გავატრიალე.
-მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას.-თვალი ჩამიკრა. სახეზე ეტყობოდა უძინარი იყო. ხშირად ისმევდა სახეზე ხელს, რომ გამოფხიზლებულიყო.
-თუ გინდა მე ვატარებ მანქანას.-შევთავაზე და მზრუნველად გავუღიმე.
-რატომ?უკან რომ დამაბრუნო? - ეჭვისთვალით გამომხედა და სიგარეტის ღერის ტუჩებით ამოიღო კოლოფიდან.
-არა, აშკარად გეძინება. -გავიცინე. წამით არ მომიშორებია თვალი.
-კარგი.მზრუნველო. -გაიცინა და მანქანა გზიდან გადაიყვანა. მეც გადავედი და მძღოლის ადგილას დავიკავე ადგილი. ტიტემ სავარძელი ბოლომდე გადაწია უკან, ზედ გადაწვა და თვალები დახუჭა. მე მუსიკა ჩავრთე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მიხვდა და თვალები არ გაუხელია ისე მითხრა.
-სპეციალურად ამ დღისთვის და შენთვის შევარჩიე. -გაიღიმა და კომფორტულად მოთავსდა. მანქანაში მე, ტიტე და მუსიკა იყო. შესანიშნავი ტრიო. ორივე ჩუმად ვიყავით. ვერ ვხვდებოდი ჩაეძინა თუ ჯერ კიდევ ცდილოდა დაძინებას. ახლა ზუსტად ვიცოდი ეს ის ადგილი და მდგოარეობა იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი. მნიშვნელობა არ ქონდა რა მოყვებოდა შედეგად.
- Take my hand, take my whole life too
For i can't help falling in love with you.

________________________________________

-სად წავიდა შენი ვაჟი? - დივანზე მოწყვეტით დაეშვა უფროსი ჩანქსელიანი. საშინლად გაბრაზებული ჩანდა.
-რა ხდება?-გაკვირვებული მაკა გამოვიდა.
-უკვე მეორე დღეა შენი შვილი არ ჩანს. თავისთვისვე აჯობებს დროულად გამოჩნდეს. ხვალ ქორწილია.-კბილებში გამოცრა ბუბამ.
-ისე ამბობ შენი შვილიო, თითქოს მარტო მე გავაკეთე. - ხელი აიქნია ქალმა. -ნეტა ვის გავს? გამოჩნდება.
-სად მოვძებნო, სად წავიდოდა? გაგიჟებას გავს კახა. ტვინი მომიტ*ნა უკვე. წეღან დამირეკა რა ხდებაო? დავამშვიდდე. მიწიდან ამოვთხრი დაა მაინც მივიყვან იმ ქორწილში.-ხელი მაგრად დაარტყა მაგიდას და იმ წამს შემოსულ დაცვის უფროსს გახედა.
-ტიტე იპოვეთ, ლევან. რაც შეიძლება სწრაფად. ცემაც რომ მოგიწიოთ და ძალით წამოყვანა, წამოიყვანეთ! - ბრძანება გასცა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული. -კახას ინვესტიცია სასიცოცხლო მნიშვნელობის არის და ჩემი ხელით მოვკლავ ტიტეს მის გამო გარიგება რომ ჩაიშალოს!

__________________________________________
ხანდახან არის მომენტი, როცა გინდა დრო გაჩერდეს, ერთ მომენტზე გაიყინოს და იმ წამით დატკბე. მეც ასე ვიყავი. მეორე დღე იყო ტიტესთან ერთად და არ მინდოდა დამთავრებულიყო.
-ლენკა 5 წლის წინ გამაცნო მამაჩემმა. არასდროს არ ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთად აღმოვჩნდით. არასდროს მინდოდა სერიოზული ურთიერთობები. არც ლენკასთან მქონდა სერიოზული ურთიერთობა. პროსტა, ისე მოხდა, რომ მამაჩემს თავისი კომპანიისთვის ინვესტორი დასჭირდა. ითათბირეს კახამ და ბუბამ და გადაწყვიტეს დავექორწინებინეთ. მე თავიდანვე უარი განვაცხადე, მაგრამ მამაჩემი საკმაოდ გავლენიანია და ჩემი ბიზნესის ჩაძირვით მემუქრებოდა. მე კიდევ აღარც მახსოვს ბოლოს როდის გამოვართვი ფული ბუბას. სულ ჩემით ვმუშაობდი, მერე ბიზნესიც დავიწყე და არ მინდოდა ჩემი წვალებით ნაშოვნის ასე ერთ წამში გაფლანგვა. ამიტომ დავთანხმდი, იმ იმედით რომ რაიმეს ვიპოვიდი საშანტაჟოდ. დიდი ხანი ვეძებე და ზუსტად იმ დღეს ვიპოვე, როცა აქ ჩამოვედით. ახლა თავისუფალი ვარ.-სიცილით დაამთავრა თავისი ამბის მოყოლა.
-არ მესმის შვილს, როგორ უნდა დააძალო ისეთი ადამიანის ცოლად შერთვა, რომელიც არ უყვარს.-გავიკვირვე და ყავა მოვსვი.
-არასდროს გვქონდა მამა შვილური ურთიერთობა. 6 წლიდან იმას მაყურებინებდა, როგორ აწამებდა თავის მევალეებს და თვალების დახუჭვის საშუალებას არ მაძლევდა. 15 წლამდე წესიერად ვერ გავდიოდი გარეთ თავისი კაპრიზების გამო.მას მხოლოდ ფული ადარდებს. დედაჩემიც ასეა. არასდროს მიგვრძნია რომ დედა მყავდა. სულ ბებიაჩემი მზრდიდა, მაგარი ჯიგარია. აუცილებლად გაგაცნობ.- თვალები აუციმციმდა და ჩემს გვერდით დაჯდა.
- ამ ყველაფრის შემდეგ შენ ძალიან ძლიერი ხარ.დამოუკიდებლად მიაღწიე ყველაფერს და რაც მთავარია ადამიანობა არ დაგიკარგავს. -გავუღიმე და ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი. ტანზე ბუსუსებმა დააყარა და გამეღიმა. უკან უნდა დამებრინებინა ხელი, რომ დამიჭირა და მთელი ძალით მიმიხუტა.
-არ მჯერა, რომ გიპოვე...
-თინანო, სწრაფად ჩაიცვი, მივდივართ.-დილით თავზე დამადგა ტიტე და საბანი გადამხადა.
-რა ხდება?- ნამძინარევი სახე წამოვწიე და ტუჩებზე ხელი მოვისვი. ასეთი ჩვევა მქონდა. ისედაც დიდი ტუჩები მქონდა და ძილის დროს უფრო მებურცებოდა. ტიტე რაღაცებს ალაგებდა, რომ დამინახა წამით გაჩერდა და სახეზე დამაკვირდა.
-ღმერთო, რა საყვარელი ხარ. -ამოთქვა და ისე სწრაფად დაეწაფა ჩემს ტუჩებს გააზრებაც ვერ მოვასწარი. ჟრუანტელმა დამიარა. ძალიან ახლოს იყო ჩემთან და ვგრძნობდი, როგორ სწრაფად უცემდა გული. მერე მომშორდა და ბედნიერმა გამიღიმა. -მიდი ჩაიცვი და წავედით. -ტანსაცმელი ჩავიცვი, ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და ტიტეს გავყევი უკან.
-რატომ მივდივართ? -გულ დაწყვეტით ვკითხე და ტიტეს უკან მივყევი.
-დღეს ჩემი ქორწილია. -ტვინში სისხლმა ამასხა. ხმა ვერ ამოვიღე. -ბუბამ გაიგო სადაც ვარ და ბიჭები გამოუშვა. სადმე უნდა წავიდეთ სხვაგან სანამ ეს დღე ჩაივლის. -გამიღიმა და თავზე მაკოცა. ამოვისუნთქე.
-ჩემს შესახებ იციან?-თავში კარგი იდეა მომივიდა.
-არა.
-ვიცი სადაც უნდა წავიდეთ. -ჩემი სოფლის გახსენებაზე გამეღიმა. ბახმაროში ბებიის დატოვილი სახლი გვქონდა, რომელიც ძალიან მიყვარდა. მანქანაში ჩავჯექით და გურიისკენ დავადექით გზას. სამი დღე საკმარისი იყო იმისთვის, რომ სვანეთი და მისი აწოწილი მთები შემყვარებოდა.
-მეტროში არასდროს ვმჯდარვარ.-სიცილით დაიწყო საუბარი ტიტემ.
-რას მეღადავები? -არ დავიჯერე მე და მხარზე ხელი მივკარი.
-მართლა.16 წლამდე მამაჩემის მძღოლი მატარებდა სკოლაში. მერე ჩემი მანქანა ვიყიდე და არ დამჭირვებია მეტროში ჩასვლა. -გაიცინა და გამომხედა.
-თბილისში რომ ჩავალთ მეტროში მიმყავხარ პაემანზე. -გავიცინე და გზას გავხედე.
-ოუ, რა პატივია.-გაიცინია და ხელი ჩამკიდა. მერე ჩემი ხელი ტუჩებთან ძალიან დიდხანს მიიტანა და ბოლოს მაკოცა. -ჩემს დას მადლობა უნდა ვუთხრა.
-რატომ?
-შენთან კაფეში რომ მოვიდა იმ დღეს. -გამიღიმა და სიგარეტის ღერს მოუკიდა.

___________________________________________

-გამოშვებას ვიწყებთ სკანდალური ამბით. ლენკა კვინიკაძის და ტიტე ჩანქსელიანის ქორწილი ჩაიშალა. როგორც მათთან დაახლოებული პირი ამბობს, ტიტე ჩანქსელიანი უკვე მესამე დღეა არ გამოჩენილა...
-აააააააააააა-იკივლა ლენკამ და მთელი ძალით გაუქანა გადასართველი ტელევიზორს.
-ეგ ნაბი*ვარი, მიწიდან ამოვთხრი და ვანანებ ამ ყველაფერს. -ცოფებს ყრიდა ვახო.
-ეს რა გამიკეთა. ნიკუშას უნდა დავთანხმებოდი თავის დროზე. პროსტა ტიტე უფრო მაგარი ტიპი იყო. დებილი ვარ.-ტიროდა ლენკა.
-თავი გაიგიჟე ცოლად უნდა გავყვეო. გეუბნებოდი არ მომწონს ეგ ბიჭი მეთქი და აჰა.-ხმა ამოიღო დედამისმა და შვილი მიიხუტა.
-გული მიგრძნობდა, რომ რაღაცას გააჩალიჩებდა. დედა მოტ*ნული ბიჭია. მიკვირდა ბუბას ჭკუაზე როგორ დადის მეთქი და თურმე სად ბანაობ? -ხელი მაგრად დაარტყა მაგიდას.
-მამა რამე მოიფიქრე. ცოლად უნდა გავყვე. ვთქვათ, რომ დაიკარგა ან ავარიაში მოყვა. -ფეხზე წამოხტა ლენკა და მამამისთან მივიდა.
-კიდე მაგის ცოლობა გინდა?-გაბრაზდა ვახო.
-მინდა! ყველას შურდა ჩემს გამო. ახლა ყველა დამცინებს, რომ მიმატოვა.
-დამშვიდდი. ყველას დედას მოვუტ*ნავ. გამოჩნდება ტიტე, აბა სად წავა? -ერთადერთი ქალიშვილი დაამშვიდა და გულზე მიიხუტა კაცმა.


___________________________________________

1 კვირის მერე დაბრუნდნენ თბილისში. ქალი სახლში დატოვა და დაუბარა საღამოს გამოგივლიო. თვითონ სახლში წავიდა.სახლთან დაცვის უფროსი ლევანი შეხვდა, რომელმაც გაკვირვებულმა აათვალიერა ტიტე.
-აქ რას აკეთებ? ყველა სახლშია, შე*ემა.-ჩუმად ამოიჩურჩულა და მეგობარს გაბრაზებულმა გახედა.
-დამშვიდდი, ლევან.ისეთი ბერკეტი მიჭირავს ხელში, გამოყ*ევდებიან. -გაიცინა და სახლში რაღაც ფურცლებით შევიდა. მისაღებ ოთახში გავიდა, სადაც ყველას მოეყარა თავი. ტიტეს დანახვაზე ფეხზე წამოიჭრა ბუბა, დანარჩენები უბრალოდ გაკვირვებულები ისხდნენ.
-როგორ ხართ, ოჯახო? -ბოლო სიტყვები ცინიზმით ამოთქვა.
-კითხულობს კიდეც ეს ნაბი*ვარი? -ფეხზე წამოდგა ვახო.
-დამშვიდდი, სიმამრო. -გაიცინა, სავარძელში არხეინად ჩაეშვა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-დოდოშკა, ყავა მომიტანე რა. -თხოვნით გახედა კედელთან აწურულ ქალს, რომელიც თითქოს ამის თქმას ელოდებოდა. სწრაფად გავარდა სამზარეულოში.
-ყავის დალევის ხასიათზეა ბიჭი. რა გგონია, აქ მოხვალ და შენი საქციელის გამო არავინ არ მოგკითხავს?-ყვირილით დაიწყო საუბარი ვახომ.
-ჰო იცი ამ საქციელს რაც მოყვება? გაგაფრთხილე არაფერი მიქარო, თორემ დავივიწყებ ჩემი შვილი რომ ხარ და ჩაგძირავ მეთქი?-კბილებში ბოროტულად გამოცრა ბუბამ.
-უი, ეგ გახსოვდა შენი შვილი რომ ვარ? -მოჩვენებით გაიკვირვა ტიტემ. მერე სახე შეეცვალა და ხორცშესხმულ ეშმაკს დაემსგავსა, მისი თვალები ისეთი შავი და ბოროტებით სავსე გახდა. -ამ საბუთებში წერია, როგორი პატიოსანი გზით გააკეთეთ ორივემ ბიზნესი, თან დაწვრილებით არის აღწერილი. შეგიძლიათ წაიკითხოთ.-ორივეს გაუწოდა საბუთები და თვითონ დოდოშკას მოტანილ ყავას დასწვდა. ვახომ და ბუბამ საბუთებს დახედეს და სახე გაფითრებულები, ორივე მძიმედ დაეშვა სავარძელზე.
-რა გინდა?-ჩამწყდარი ხმით იკითხა ვახომ.
-თავს დამანებებთ და ჩემს ბიზნესს არ შეეხებით, თორემ დედას მოგიტ*ნავთ ორივეს. -ბოროტული ღიმილი სტყორცნა ორივეს.

___________________________________________

-წამოდი ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო. -სახლში შევიდა თუ არა სავარძელში მჯდარ ქალს უთხრა.
-რა? რატო? -დაიბნა ქალი და ფეხზე წამოდგა.
-რა რატო? მიდი ჩაიცვი გვეჩქარება.-ხელით უბიძგა თავისი ოთახისკენ.
-სად მივდივართ? რომ ვიცოდე როგორ ჩავიცვა.-თინანო აშკარად დაბნეული იყო. არ იცოდა რა სტატუსით უნდა გაეცნო მამაკაცს
ქალი მეგობრებისთვის. არცერთს ულაპარაკია ამაზე და არც სიყვარული აუხსნიათ ერთმანეთისთვის. სიტყვებს ხშირად ძალა არ აქვთ და ყველაფერს საქციელებით უნდა მივხვდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში თინანო ფიქრობდა, რომ სიტყვები საჭირო იყო. ყვვავილებიანი სარაფანი ჩაიცვა და თხელი ჟაკეტი მოიცვა. ფეხზე კი შავი ბათინკი მოირგო. თმა ზემოთ აიწია და ძალიან მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა. 15 წუთში მზად იყო და მისაღებში გავიდა.
-მზად ვარ.
-გოგო ასე სწრაფად ემზადებოდეს პირველად ვნახე.-არც შეუხედავს თინანოსთვის ისე თქვა და ფეხზე წამოდგა. ქალისკენ მიტრიალდა და ცოტა ხნით ხმა ვერ ამოიღო.
-რა ლამაზი ხარ. ჯანდაბა, ძალიან ლამაზი ხარ. -სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა ტიტემ და ქალისკენ გაიწია. ტუჩებზე დაეწაფა. ისე ფაქიზად იქცეოდა თითქოს ფაიფურის თოჯინას კოცნიდა და არ უნდოდა ხელში შემოტყდომოდა. ბოლოს ისევ ქალი მოეგო გონს და მოშორდა.
-გვეჩქარება. -ეშმაკურად შეახსენა და კარისკენ წავიდა.
-30 წლის ვარ და პირველად მიმყავს მეგობრებთან ჩემი შეყვარებული გასაცნობად. -მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ თქვა კაცმა. თინანოს გული აუჩქარდა. ტიტემ ფაქტობრივად თავისი სტატუსი განუმარტა. ქალმა უბრალოდ გაუღიმა.
-რა ქენი, შენებთან მოაგვარე საქმე?-ინტერესით იკითხა თინანომ.
-კი, მშვიდად შეგვიძლია ერთად ყოფნა. -გაუცინა კაცმა და ხელი ჩაკიდა. ხმა აღარცერთს ამოუღია. ქალაქის გარეუბანში, ძალიან ლამაზი სახლის ეზოში გააჩერა ტიტემ მანქანა. ქალს ხელი ჩაკიდა და შიგნით შეიყვანა.
- ვაა, გაქცეული სიძე მოვიდა -სიცილით გამოვარდა სამზარეულოდან თემო და მეგობარს გადაეხვია. -ეს ვინ მოგიყვანია.-ქალს გახედა თემომ და თვალები გაუბრწყინდა. -არ არსებობს. ხალხოოო, მოდით ტიტემ შეყვარებული მოიყვანა თუ მელანდება?- ემოციებს ვერ იმორჩილებდა თემო.
-თემო, დაყენდი.-თვალები დაუბრიალა ტიტემ. თინანოს ეცინებოდა თემოზე. მალე მისაღებში გამოვიდა ყველა. ორი ულამაზესი მუცელგაბერილი გოგო და სამი მამაკაცი გამოვიდა.
-გაიცანი, ეს თორნიკეა და მისი მეუღლე ანა. -ქერა თმიან გოგოზე და ბიჭზე მიმითითა. და-ძმას უფრო გავდნენ, ვიდრე ცოლ-ქმარს.- ეს ლევანია, მამაჩემის დაცვის უფროსი და ჩემი ჯაშუში -სიცილით მიმითითა, მაღალ, ჩაფსკვნილ მამაკაცზე. -ნუ თემო გაიცანი . ეს კი ვატო და მისი ცოლი დიანა.-ყველა გამაცნო ტიტემ. -ქალბატონებო და ბატონებო, გაიცანით თინანო, ჩემი შეყვარებული. -ისე გრაციოზულად წარმოთქვა ეს სიტყვები გამეღიმა.
-ძალიან სასიამოვნოა. ძლივს გვაღირსა ამ ბიჭმა შეყვარებული, თან რა ლამაზი. - ბედნიერად ამოილაპარაკა დიანამ.
-გაძლება მოგცეს ღმერთმა, ამ გადარეულის ხელში. წინასწარ გიზიარებ. -აღრენილმა გადახედა ლევანმა ტიტეს და მერე მე გამიღიმა.
-რას ვდგავართ, წამოდით დავსხდეთ. -ყველას სამზარეულოსკენ გაგვიძღვა ანა და მერე მე გადმომიჩურჩულა. -ყველაფერი ბიჭებმა გააკეთეს და შეგიძლია არ ჭამო. მაინც არ დავიწამლოთ. -შეთქმულივით მეუბნებოდა გოგო.
-ანა, ყველაფერი გავიგონე.-გაბრაზებულმა წამოიყვირა თორნიკემ. ყველა ძალიან კარგად შემხვდა და მალევე გავშინაურდი.
ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. ძალიან ბევრი ვიცინეთ და ძველი ამბები გავიხსენეთ.
-როგორ გაიცანით ერთმანეთი, მოყევით.-მოუთმენლად წამოიძახა დიანამ.
-ჩემს დას ბოდიშს ახდევინებდა კაფეში, მე რომ შევედი. -სიცილით გადმომხედა ტიტემ და თავზე მაკოცა.
-არარსებობს.-სიცილით და ცოტა გაკვირვებულმა ამოილაპარაკა თემომ. -წარმომიდგენია როგორ გაგიჟდებოდა გვანცა. -სიცილით იგუდებოდა თემო.
-ჰო, მერე სამსახურიდან გამომიშვეს მაგის გამო. -თვალები ავატრიალე და გავიცინე.
-არ მიკვირს. -სახე დამანჭა ვატომ.
კიდევ უამრავ თემაზე ვისაუბრეთ, თან ბიჭები სვამდნენ. სიყვარულის სადღეგრძელო იყო, ტიტე რომ ძალიან მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა.
-მიყვარხარ.

საერთოდ, როცა ძალიან ბედნიერი ხარ, შიში გიპყრობს, რომ რაღაც ცუდი აუცილებლად დაგატყდება თავს. მე ასე არ ვყოფილვარ. ყოველთვის ერთი დღით ვცხოვრობდი და არ მაინტერესებდა რა მოყვებოდა ჩემს ქმედებას. არც მომავლის ფიქრებით ვიკლავდი თავს. მანამ სანამ ერთ დღეს ქალბატონი მაკა არ მოვიდა სტუმრად. მაშინ მე და ტიტე უკვე ერთად ვცხოვრობდით. დილის ცხრა საათი იყო, რომ დაგვადგა. ტიტეს ჯერ კიდევ ეძინა, მე კი ყავას ვსვამდი და სიახლეებს ვეცნობოდი ინტერნეტში.
-გამარჯობა.-კარი გავაღე თუ არა არ დავიბენი და ვუთხარი. ალმაცერად ამათვალიერა, ჩაიცინა და სახლში ისე შემოვიდა ხმა არ გაუცია. ღრმად ამოვისუნთქე და უკან მივყევი. დივანზე დაჯდა და გარემო მოათვალიერა. ტიტეს ეძებდა.
-ტიტეს ძინავს, რამეს დალევთ? -სამზარეულოს მაგიდას დავეყრდენი და თვალი თვალში გავუყარე. ხმა არ გაუცია. თვალს არ მაშორებდა და ზიზღით მიყურებდა. მხრები ავიჩეჩე, ცინიკური მზერით ავიღე ჩემი ყავის ჭიკა და მის წინ სავარძელში ჩავჯექი. ისევ უჩუმრად იჯდა და ყველა მოქმადებას სწავლობდა.
-ტიტემ ნამდვილად ჩვენს გასამწარებლად დაიწყო შენთან ურთიერთობა. არ უყვარხარ და გიყენებს, რომ ჭკუიდან გადაგვიყვანოს. -ძლივს ამოიღო ხმა და ისე თქვა თითქოს ვიღაც სხვაზე მელაპარაკებოდა.
-ცუდია, რომ თქვენს შვილს კარგად არ იცნობთ. -არ ავყოლილვარ. ვიცოდი ამას ჩემს გასაბრაზებლად ამბობდა.
-აუ, თინანო ყავა გამიკეთე რა.-მაისურის ჩაცმით გამოვიდა ტიტე და გაკვირვებულმა შეხედა დედამისს. -ოჰო, რა სურპრიზია, მაკა.-ირონია არ დააკლო ხმას. ჩემს გვერდით დაჯდა და ღიმილოთ მაკოცა თავზე.-დილამშვიდობისა.-ყურთან ჩამჩურჩულა და ისევ ირონიული მზერა მიაპყრო სტუმარს.
-ჰომ უნდა გამეცნო ბო*ი, რომელთან ერთადაც ჩემი შვილი ცხოვრობს. -ტიტეს ამის გაგონებაზე ძარღვები დაებერა და ჩემს მხრებზე მოხვეული ხელი დაეჭიმა.
-ადექი და წადი. -ისე უცბათ დაიყვირა მაკას შეეშინდა და ადგილზე შეხტა. -თინანო მიყვარს და არავის ვაპატიებ მისთვის ასე მიმართვას. შენს გარშემო მყოფებში ნუ გერევა და ყველა მათნაირი ნუ გგონია. ადექი და დროზე წადი. -დაიყვირა და ფეხზე წამოდგა. მაკაც მას მიჰყვა.
-ვის გამო უყვირი საკუთარ დედას? ამ ბო*ის გამო? აბა რა ხარ საცოლიან კაცთან რომ ურთიერთობას იწყებ? ან რა შენი შესაფერისია არაფერი ამას არ უვარგა.-ხელი ჩემსკენ გამოიშვირა გაბრაზებულმა. -გეყოფა ამბოხებულის როლის თამაში და მოიყვანე ლენკა ცოლად. -ტიტე რაღაცის თქმას აპირებდა მე რომ გავაჩერე.
-ბედნიერი ვერასდროს იქნებით, თუ ადამიანებს გარეგნობით შეაფასებთ. მე საერთოდ არ მრცხვენია, რომ თქვენი შვილი შემიყვარდა და არც საკუთარ თავს მივიჩნევ ბო*ად. რაც არ უნდა გააკეთოთ და რაც არ უნდა მეძახოთ, მე ტიტეზე უარს არ ვიტყვი. -მტკიცედ ვიდექი, მაგრამ შიგნიდან გამოფიტული ვიყავი და ვიცოდი ტიტე ამას ხვდებოდა. გააზრება ვერ მოვასწარი ისე მისწვდა მკლავში სტუმარს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძალით მიიყვანა კართან.
-ახლა ამ კარიდან გახვალ და აღარ დავინახო ოდესმე აქ მოხვიდე. გასაგებად ვთქვი? -არაფრის თქმა დააცადა ისე მიუხურა კარი ცხვირწინ.
-ტიტე, დედაშენია და არ შეიძლება ასე უხეშად მოექცე. -დაღლილმა ამოვილაპარაკე და სავარძელში ჩავეშვი. გვერდით მომიჯდა და მთელი ძალით მიმიხუტა.
-თინანო ასეთი რატომ ხარ? გამოგლანძღა და გინდა წესიერად ველაპარაკო? მე შენ მიყვარხარ. 2 თვეში ვიგრძენი შენგან იმდენი სიყვარული რამდენიც ჩემი, თითქმის, 30 წლიანი ცხოვრების განმავლობაში დედაჩემისგან არ მიგრძვნია.არავის ვაპატიებ შენს შეურაცხყოფას.
-არ მინდა მე ვიყო ის ადამიანი, ვინც შენ და შენს ოჯახს შორის ჩადგება. -საშინლად ვგრძნობდი თავს, რადგან ვიცოდი ტიტეს მუდმივ კონფლიქტში ყოფნა მოუწევდა ჩემს გამო.
-ჭკუიდან ნუ გადამიყვან ახლა. მე და ჩემს ოჯახს არასდროს გვქონია კარგი ურთიერთობა, თინანო. შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც ყველაფერი აურია, პირიქით ასე მშვიდი და დალაგებული ჩემი ცხოვრება ჯერ არ ყოფილა. -ჩემს ტუჩებს დასწვდა და დივანზე ისე სწრაფად დამაწვინა გააზრებაც ვერ მოვასწარი.

___________________________________

ვიჩხუბეთ. ისეთ უაზრო თემაზე, ზუსტად აღარც მახსოვს კონკრეტული მიზეზი. იეჭვიანა. მაშინ პირველად შეეპარა ჩემში ეჭვი და არ მენდო. ახსნით რომ დავიღალე, ჩემი ნივთები წამოვკრიფე და სახლში დავბრუნდი. ყოველთვის მარტო ვცხოცრობდი, მაგრამ ახლა ისე ცარიელი მომეჩვენა ჩემი ბინა ტირილი მომინდა. რამდენიმე კვირა იყო, რაც ტიტესთან გადავედი, მაგრამ იმდენად მივეჩვიე ყოველ დღე მის დანახვას ვეღარ წარმომედგინა მარტობაა. ნატო თავის დასთან იყო და ვერც მას ვთხოვდი გამოსვლას. ჩემი ბრალი არ იყოს, რაც მოხდა. საერთოდ არ ვიდანაშაულებდი თავს. საშინლად ვბრაზდებოდი ტიტეზე. ამიტომ ფიქრების გადასატანად წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე. ვგიჟდებოდი წიგნებზე. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა. ახლაც ჩემს საწოლში უზარმაზარი ფინჯანი ყავით ხელში მოვკალათდი და კითხვა დავიწყე. მიყვარდა ეს პროცესი. როგორ ვხატავდი ჩემს გონებაში გმირებს და წარმოვიდგენდი სიტუაციებს. ღამის ოთხი საათი იყო კარზე კაკუნი რომ გაისმა. არ შემშინებია. ვიცოდი ტიტე იყო. ჩემი უზარმაზარი პიჟამით გავედი და კარი გავუღე.
-მაპატიე, რა.-ჩახრეწილი ხმით თქვა და ამღვრეული თვალებით გამომხედა.
-შენ მე არ მენდობი.
-შენ თავს ვფიცავარ გენდობი, მაგრამ იმ ა*ვრებს არ ვენდობი, ვინც შენს გვერდით არიან. ვაღიარებ ტრა*ულად მოვიქეცი. ზედმეტი მომივიდა. ჩემი თავის მეც გამიკვირდა, მაგრამ საქმე შენ რომ გეხება არ ვიცი რა მემართება. დღეს სახლში რომ შევედი და არ დამხვდი შევიშალე. ჯანდაბა, არ ვიცი რას მმართებ. მადებილებ და მაგიჟებ. -ისე გულუბრყვილოდ ამოილაპარაკა გამეცინა და გავიწიე, რომ სახლში შემოსულიყო. პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავიდა და ხელჩაკიდებულმა წამიყვანა. ჩემს ამოულაგებელ ჩანთას გახედა.
-არ ამოგილაგებია?
-არა, ვიცოდი რომ მომაკითხავდი. -მხრები ავიჩეჩე და დაწოლილს გვერდით მივუწექი. ჩემს სიტყვებზე გაეცინა და ძლიერად მიმიხუტა.
-აღარასდროს წახვიდე ჩემგან.-ისეთი ტემბრით მითხრა ჟრუანტელმა დამიარა.
-თუ საბაბს არ მომცემ არასდროს. -გავიცინე და საწოლში კომფორტულად მოვკალათდი.

გათენდა თუ არა მაშინვე სახლში წამიყვანა. ჩემი ტანსაცმელი თვითონ ამოალაგა და ყველაფერი თავის ადგილას რომ დაიგულა თავისი ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. მივლინებით მიდიოდა სამი დღით.
-რა ამბავია სამი დღე.-სიცილით ჩამოვუჯექი გვერდით.
-ერთ დღეში ფიზიკურად ვერ მოვასწრებ, თორემ არ დაგტოვებდი ამდენ ხანს ჩემი ალერსის გარეშე.-ეშმაკურად აათამაშა თვალები.
-მე რა,შენგან განსხვავებით მშვენივრად შემიძლია ჩემი ჰორმონების დაშოშმინება. შენ იდარდე. -ვითომც არაფერიო მხრები ავიჩეჩე და ნივთების ჩალაგებაში მივეხმარე.
-ეგრე ჰო? ბაზარი არ არის. ვნახოთ ერთი როგორ შეგეძლება. -გაიცინა და ჩალაგებული ჩანდა მხრებზე მოიკიდა. წასვლის დრო იყო. წელზე ხელი მომხვია და მის სხეულზე ამაკრა. -მიყვარხარ.-ტუჩებზე დამწვდა და ძალიან დიდხანს მკოცნიდა.
-შოკოლადები ჩამომიტანე, თორემ მართლა არ გაპატიებ შვეიცარიაში უჩემოდ წასვლას.-გაბრაზებულმა ავწკიპე ცალი წარბი.
-ჰო დაგპირდი, რომ აგიხდენდი შენს ყველა ოცნებას, ცოტაც და შვეიცარიაში კი არა ყველგან წაგიყვან. -გაიცინა და მთელი ძალით მიმიხუტა.

___________________________________________

23 ოქტომბერი. დღე როდესაც ტიტე მივლინებიდან ბრუნდებოდა და დღე როდესაც ლენკა სტუმრად მეწვია. გაოცებული და ცოტა დაბნეული ვიდექი კარში და ჩემს წინ მდგარ გოგონას ვუყურებდი.
არაფერი უთქვამს ისე შემოაჭრა და სახლში შემოვიდა. მე უკან მივყევი და მის წინ დავიკავე ადგილი.
-მაინც არ ეშვები არა ტიტეს?-გაბრაზებულმა მითხრა.
-ბატონო?-წარბი ავწიე და გაკვირვებული დავაკვირდი.
-იცი რომ მე და ტიტე ბავშვს ველოდებით, მაგრამ მაიმც არ მიდიხარ მისგან. -ისეფი შეგრძნება მქონდა, რომ თავში ჩაქუჩი ჩამარტყეს. სავარძელში უცბათ ჩავეშვი და ვერაფრის თქმა მოვახერხე. -2 თვეა უკვე, რაც ტიტემ იცის და ნუ თამაშობ თითქოს არაფერი უთქვამს. -ყოველ სიტყვაზე უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. ბოლოს საერთოდ შოკში ვიყავი. ტიტემ იცოდა ეს და მე დამიმალა. ლენკა არ ჩერდებოდა.-მისმინე, მე არ მინდა ჩემი შვილი მამის გარეშე დაიბადოს და ნაბი*ვარი ეძახონ. ჩემი შვილი იმსახურებს სრულყოფილ ოჯახს. ამიტომ გეყოს სინდისი და ტიტესგან თავი შორს დაიჭირე. -არაფრის თქმა დამაცადა. ისე წავიდა. ან რა უნდა მეთქვა. საშინელ ადამიანად ვგრძნობდი თავს. სრულიად განადგურებული ვიყავი. თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ყველა ოცნების კოშკი თავზე ჩამომენგრა. 5 წუთი დასჭირდა ყველაფრის დანგრევას. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მიუხედავად ცოდნისა რომ ტიტეს საცოლე ყავდა, მაინც გავაგრძელე მასთან ურთიერთობა, დავუახლოვდი და შევიყვარე. გაუჩერებლივ ვტიროდი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც ზუსტად 5 წუთში ჩამოინგრა. ყველაფერს ვიხსენებდი, გაცნობის დღიდან დღემდე, ყველა მოგონებას. ბოლოს ტირილისგან დაღლილს ჩამეძინა.
-თინანო.-შეხებამ და ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლა. ჩემს წინ ტიტე იდგა და შეშინებული მიყურებდა. ძალიან მომნატრებოდა. -შენ რა იტირე?-ჩემსკენ წამოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა. არ გავნძრეულვარ. ეუცნაურა და მომშორდა. -რა ხდება?
-როდემდე უნდა დაგემალა?-ისე ჩუმად ვთქვი ძლივს გაიგო. მიხვდა რაზეც ვამბობდი და ჩემს წინ უღონოდ დაეშვა იატაკზე. წამში ჩამოიშალა ჩემს თვალწინ.
-ისე კარგად ვიყავით ერთად, უბრალოდ არ მინდოდა რაიმეს შეეშალა ხელი. -თავის მართლება დაიწყო.
-როდემდე უნდა დაგემალა? სანამ ფეხს არ აიდგავდა და თვითონ არ მეტყოდა სალამი, მე ტიტეს შვილი ვარო? რას აპირებდი? -ხმა ვეღარ გავაკონტროლე და დავიყვირე. გაკვირვებულმა ამომხედა. არასდროს არ ვუწევდი ხმას. ყოველთვის მშვიდი ვიყავი, მაგრამ ახლა უბრალოდ კონტროლი დავკარგე ჩემს თავზე. ხმას ვერ იღებდა. ისე დაპატარავდა ჩემს თვალწინ, უფრო ცუდად გავხდი.
-ეს არაფერის ცვლის, თინანო.- ბოლოს ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა.
-რა არ ცვლის? მალე შვილი გეყოლება და რა გინდა უმამოდ რომ გაიზარდოს? ტიტე, მე მივდივარ.-განაჩენივით იყო ჩემი ბოლო სიტყვები. სწრაფად შემომხედა და თავის აქეთ იქით ქნევა დაიწყო.
-არა, არა. შანსი არ არის. რის გამო? მე ლენკა არ მიყვარს, თინანო. ეს ბავშვიც მაშინ ჩაისახა, როცა მე და შენ ერთად არ ვიყავით ჯერ. - ხელების უმისამართოდ ქნევა დაიწყო და მომიახლოვდა. -თინანო, გთხოვ...
-ტიტე, 2 თვეა ამ ყველაფერს მიმალავ. ლენკა შენს შვილს ატარებს მუცლით და ვალდებული ხარ მასზე იზრუნო. -ფეხზე წამოვდექი და კარებისკენ წავედი. უკან გამომყვა.
-თინანო, არ წახვიდე. რამეს მოვიფიქრებ, გთხოვ არ წახვიდე. დედა მომეტ*ვნება შენს გარეშე. -მთხოვდა, მაგრამ მე არ შემეძლო დარჩენა. ნაღვლიანად გავხედე და კარში სწრაფად გავუჩინარდი. უკან დამედევნა.
-თინანო, მოიცადე ...-კიბეებზე ჩამორბოდა ისიც, რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი და სადარბაზოდან გავედი თუ არა იქვე გაჩერებულ ტაქსიში ჩავჯექი.
-სწრაფად დაძარით.-მძღოლმაც მალევე ჩართო ძრავი და ადგილს გაეცალა. ზუსტად იმ წამს მივხვდი რომ ყველაფერი დამთავრდა. ამ წამს არაფერს ვნანობდი, მიუხედავად დასასრულისა, რომელიც ასეთი მტკივნეული აღმოჩნდა, თავიდან დაწყება რომ შემძლებოდა მაინც იგივეს გავაკეთებდი. თუმცა ის ტკივილი, რასაც შინაგანად ვგრძნობდი აუტანელი და გაუსაძლისი იყო. სახლში არ წავსულვარ. ვიცოდი აუცილებლად მომაკითხავდა, ამიტომ ნატოს დავურეკე და მის დასთან სახლში ავაკითხე.
-რა მოხდა?- განადგურებულს რომ შემომხედა ნატომ სახე შეეცვალა და სწრაფად შემიყვანა სახლში.
-თინანო, რა დაგემართა? -ჩემს დანახვაზე შეყვირა ანამ.
-ტიტესგან წამოვედი.-ძლივს ამოვილაპარაკე და სკამზე მძიმედ დავეშვი.
-რატომ?-ნატოსთვის წარმოუდგენელი იყო ეს ფაქტი.
-ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. თუ შეიძლება რამდენიმე დღე აქ დავრჩები, თუ არ შეგაწუხებთ. სახლში დარწმუნებული ვარ მომაკითხავს. მერე რამეს მოვიფიქრებ. -მუდარით გავხედე გოგოებს.
-ვაიმე, რა პრობლემაა. სულ მარტო ვართ ხოლმე სახლში მე და ჩემი პატარა და ვინმეს მაინც დაველაპარაკები.-გულწრფელად გამიღიმა ანამ უზარმაზარ მუცელზე ღიმილით ჩამოისვა ხელი.
-ნათლიაჩემთან უნდა წავიდე.-ცოტა ხნის შემდეგ ჩაფიქრებულმა ვთქვი.
-იტალიაში? -გაკვირვებულმა აატრიალა თვალები ნატომ.
-ჰო. აქ იმდენს იზავს აუცილებლად მომაგნებს და არ მოისვენებს. უნდა გავეცალო ქალაქს ცოტა ხნით. თან დიდი ხანია მეპატიჟება. რაღაც დანაზოგი მაქვს და მეყოფა.-მტკიცედ ვთქვი და საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა თავი დავაქნიე.

_____________________________________

იტალია. ყოველთვის მინდოდა ამ ქვეყანაში ჩამოსვლა, მაგრამ ვერასდროს ვახერხებდი. ვფიქრობდი იტალია იყო ცენტრი ყველანაირი სიამოვნებისა. მართალიც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვგრძნობდი თავს და წესიერად ვერაფერს ვერ აღვიქვავდი, ფლორენციის ლამაზმა ქუჩებმა მაინც გამოიწვიეს ჩემში აღფრთოვანება. უკვე 2 კვირა იყო, რაც ჩამოვედი, მაგრამ ქალაქის სილამაზე ვერ ამოვწურე. ზამთრის პერიოდშიც კი უმშვენიერესი იყო და წარმომედგინა როგორი ლამაზი იქნებოდა ფლორენცია ზაფხულში. დღისით ყველანაირად ვცდილობდი ყურადღება სხვადასხვა ადგილების თვალოერებაზე გადამეტა და ტიტეზე აღარ მეფიქრე, მაგრამ ღამით ვერაფერს ვახერხებდი. ვიცოდი ისიც ცუდად იყო და ეს ორმაგად მიძლიერებდა ტკივილს. გაუსაძლისი იყო მონატრება. ტიტესთან გატარებული ყოველი წამი თვალწინ მედგა და წუთით არ მტოვებდა. მის მზერას ქუჩაში ვეძებდი და სახლში იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი. ნეტავ ახლა რას აკეთებს? ყოველი დილა ამ კითვით იწყებოდა და ღამე ამ კითხვით მთავრდებოდა. როცა საყვარელი ადამიანისგან შორს ხარ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს შენი რაღაც ნაწილი გაკლია და სწორედ ის ადამიანი გჭირდება სრულფასოვნებამდე. ასე მაკლდა ტიტე. ვერ ვიშორებდი ჩვევას და ყოველ დილით საწოლის მეორე მხარეს იმ იმედით მივშტერებოდი, რომ იქ იწვებოდა.
-როგორ ხარ?-ეკრანიდან ბედნიერი და მოუსვენარი მიმზერდა ნატო.
-რა ხდება? -წარბაწეული დავაკვირდი გამოსახულებას.
-ჩემი მშობლები ანას შეურიგდნენ. -ხელები შემოკრა ერთმანეთს და წამოიყვირა.
-ვაიმე, რა მაგარია. წარმომიდგენია ანა როგორი ბედნიერია. -მეც წამში გავმხიარულდი.
-ჰო, ახლა სჭირდება მათი გვერდში დგომა.-ემოციებით სავსე იყო ნატო.
-ვერც წარმოიდგენ ისე მიხარია.-გულწრფელად ვუთხარი და გავუღიმე.
-შენ როგორ ხარ?-მკითხა ნატომ და იმ წამს გაისმა ზარი კარზე.
-მისმინე, კარზე არიან. ნათლიაჩემია ალბათ. გადმოგირეკავ ცოტა ხანში.-ნატოს დავემშვიდობე და კარის გასაღებად გავემართე.
-გასაღები ისევ დაგავიწყდა?-კარი გავაღე და ჩემს წინ ის ადამიანი იდგა, რომელიც მთელი ჩემი არსებით მენატრებოდა. წამით მეგონა რომ მომეჩვენა და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს, მაგრამ გამოსახულება არ შეიცვალა. ცინიკური ღიმილით მომზირალი, დაუკითხავად შემოვიდა სახლში და დივანზე დაჯდა. მე დაპროგრამებულივით გავყევი უკან და მის წინ დავიკავე ადგილი.
-რა იყო, გეგონა საქართველოდან თუ წახვიდოდი ვერ მოგაგნებდი?- ჩემს წინ თვალებ ჩაწითლებული, დაღლილი სახით და საშინლად გამხდარი, მაგრამ მაინც უღმერთოდ სიმპატიური ტიტე ჩანქსელიანი იჯდა. ცინიკურად მიღიმოდა და სიგარეტს ეწეოდა. ვერც კი შევამჩნიე როდის ამოიღო კოლოფიდან. მაშინ მივხვდი, რომ იმაზე მეტად მენატრებოდა ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ არ შემეძლო მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, რადგან ახლ ჩემს წინ მჯდომი ბევრად უფრო შორს იყო ჩემგან ვიდრე ოდესმე.
-აქ რას აკეთებ?-ისეთი ჩამწყდარი ხმით ვიკითხე ჩემი ხმა მე ძლივს ვიცანი.
- ისეთ ყ*ეს ვგავარ, რომელიც შენ დაგკარგავს? -მწარედ ჩაეცინა. -თინანო, კიდე ვერ დაგიმტკიცე ჩემი სიყვარული? რანაირად დაგიმტკიცო ეს დედამოტ*ნული მითხარი? ვაფშე შენს გარეშე ვერ ვცხოვრობ. სახლში რომ მივდივარ და არ მხვდები ჭკუიდან ვიშლები. არავინ არ მინდა შენს გარდა. უაზროდ გავბანალურდი, მაგრამ . ჩემს გვერდით უნდა იყო. სხვაგვარად არ გამოვა. მე შენს დათმობას არ ვაპირებ, მითუმეტეს, როცა ვიცი რომ გიყვარვარ. ეს 1 თვე იცი რას ნიშნავდა ჩემთვის? ფაქტობრივად მაგრად დამსაჯე. სამაგიერო გადამიხადე იმისთვის რომ ლენკას ამბავი დაგიმალე. ადამიანს აღარ ვგავდი და ყველა ადამიანში შენ გეძებდი, მაგრამ შენნაირი ვაფშე არავინ არ არის. მაგრად დამენ*რა, ამის დედაც. -ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და ხელებს გაურკვეველი მიმართულებით იქნევდა. ბოლომდე გულწრფელი იყო. ხმის ტონში ოდნავი სიმკაცრეც გაერია. ჩემთან მოახლოება და შეხება უნდოდა, მაგრამ ყოველ წინ გადმოდგმულ ნაბიჯს ისევ უკან დგავდა.
-ტიტე, არ გამოვა.-ღმერთმა იცის როგორ მიჭირდა ამ სიტყვების თქმა.-ლენკა და შენ ბავშვს ელოდებით, რომელსაც მზრუნველი და ერთიანი ოჯახი სჭირდება. ორივე მშობელი გვერდით უნდა ყავდეს და თბილს გარემოში გაიზარდოს. მე არ მინდა თქვენს შორის ჩავდგე. თანაც შენ მე ორი თვე მიმალავდი ამ ამბავს. -თავი ვერ გავაკონტროლე და ცრემლები წამომცვივდა. მიჭირდა ამ ყველაფრის თქმა. თანაც ჩემს წინ ისეთი განადგურებული იჯდა ტიტე, უფრო უარესად ვხდებოდი.
-მე უბრალოდ შენი დაკარგვა არ მინდოდა. აუცილებლად გეტყოდი გეფიცები. შევცდი გავიგე თუ არა მაშინვე უნდა მეთქვა, მაგრამ უკვე გვიანია. მაპატიე. - ნერვიულად წამოდგა ფეხზე და უფრო ახლოს მოიწია ჩემთან. სუნთქვა შემეკრა და წამით მის ტუჩებზე გამიშტერდა მზერა. -ბავშვს რაც შეეხება, მე მასზე უარს არ ვიტყვი. არაკაცი არ ვარ. ფიქრობ ბავშვი თბილ გარემოში გაიზრდება, როცა მამას დედა არ უყვარს და სულ სხვა ქალის სახელს ეძახის? გამუდმებული ჩხუბი ბავშვისთვის კარგი იქნება? მე ის მეყვარება. მას ჩემს გვარს მივცემ და იმ მამურ სითბოს, რაც მე არასდროს მიგრძვნია, მაგრამ დედამისთან ვერ ვიქნები. არ მინდა ჩემს შვილს მშობლების შემხედვარე ეგონოს, რომ სიყვარული გამუდმებული ჩხუბი და აურზაურია. მე შენ მიყვარხარ თინანო და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორედ მკარი ხელი ისე რომ ახსნაც არ დამაცადე, მაინც შენს წინ ვდგავარ. არ ფიქრობ რომ ბარი-ბარში ვართ? -ამოიხვნეშა და სახე ისე ახლოს მოწია ჩემს სახესთან ცხვირის წვერები თითქმის ერთმანეთს ეხებოდა. გულისცემა ამიჩქარდა და მიუხედავად იმისა, რომ ტიტეს არ ვეხებოდი იგივეს ვგრძნობდი მისგან. თვალებში ჩამაშტერდა. მეც მზერა გავუშტერე და მის სიღრმეში ჩავიკარგე. ყოველთვის ვგრძნობდი და დარწმუნებული ვიყავი რომ ვუყვარდი, მაგრამ ახლა ამ გრძნობას მის თვალებში ისე მძაფრად ვხედავდი ჟრუანტელმა დამიარა სიამოვნებისგან.
- არასწორია...-წინადადების დამთავრებას ვერ მოვაბი თავი და მზერა დავხარე.
-რა არის არასწორი ამის დედა ვა*ირე, სიყვარულია არასწორი? -წყობილებიდან გამოვიდა ტიტე. -თინანო, რა გჭირს? არ გინდა ჩემთან ყოფნა? ვერ დავიჯერებ მაგას. რატო მტანჯავ? ყველას დედა შევე*ი საერთოდ ვის გამო იკავებ თავს გოგო? რატო ამბობ ჩემზე უარს? არ ვიმსახურებ თინანო რა, არა. - ასეთი ნაღვლიანი და ანერვიულებული ცხოვრებაში არ მენახა. იმ წამს თითქოს გონს მოვედი. თავი ყველაზე საშინელ ადამიანად ვიგრძენი, რადგან ტიტე ყველაფერს ცდილობდა ჩვენი ერთად ყოფნისთვის მე კი ლენკას გამო ვამბობდი უარს. ისე უცბათ მივედი მასთან და ტუჩებზე დავწვდი, რომ გააზრება ეგრევე ვერ მოახერხა და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ამყვა. ძლიერად შემომხვია ხელები და მთელი ძალით მიმიხუტა. ისე მკოცნიდა თითქოს მთელ თავის მონატრებას ამ კოცნაში ატევდა. - საშინლად მომენატრე. - მას შემდეგ თქვა, რაც ძლივს მოვშორდით ერთმანეთს და დივანზე ჩახუტებულები დავსხედით.
-მაპატიე. გეფიცები შენზე უარს არასდროს არ ვიტყვი და მარტო აღარ დაგტოვებ. -გულწრფელად გავუღიმე და თავი მკერდზე დავადე. გული ძალიან სწრაფად უცემდა.
-ხანდახან ისე მიშლი ნერვებს მინდა რამე დაგმართო, მაგრამ შენთან უძლური ვარ.-მოჩვენებითი სიბრაზით გამომხედა და თმა ამიჩეჩა.
-აუ ტიტე, არ მიყვარს მასე რომ მიშვრები.-გაბუტულმა მოვაშორებინე ხელი და წამოდგომა ვცადე.
-სად მიდიხარ? გგონია იმ 1 თვეს ასე მარტივად ამინაზღაურებ? -ადგილზე დამაბრუნა და უფრო მაგრად მიმიკრა სხეულზე.
-ელენე მოვა ახლა და საჭმელი უნდა გავაკეთო. - ამოვიწუწუნე და თავის დაღწევას შევეცადე.
-წავიდე მე?
-რა? არა გიჟი ჰო არ ხარ?-ისე შეშინებულმა წამოვიყვირე წამის წინ მისი მკლავებისგან განთავისუფლებას რომ ვცდილობდი, ახლა ჩემი ნებით მოვიხვიე სხეულზე. ამაზე გაეცინა.
-ძალიან მიყვარხარ.-ისე გულწრფელად ამოილაპარაკა და ისეთი თვალებით შემომხედა ადგილზე ჩამოვდნი.

___________________________________________
კიდევ ერთი კვირა დავრჩით იტალიაში და შემდეგ უკან, საქართველოში, დავბრუნდით. ჩემს სახლში არც კი მიმიყვანა პირდაპირ თავისთან წამიყვანა. მაშინ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რომ მთავარი სირთულეები ჯერ კიდევ წინ გველოდა. პირველი სირთულე კი მეორე დღეს სახლში დამდგარი მაკა იყო. ტიტე სამსახურში იყო წასული და მე მარტოს მომიწია მისი გესლის ატანა.
-მაინც არ ეშვები ჩემს შვილს არა? - მრისხანედ მითხრა სახლში დაუკაკუნებლად შემოსვლის თანავე და ჩემს წინ დოინჯშემორტყმული დადგა.
-არა და არც არასდროს შევეშვები. - მხრები ავიჩეჩე და დივანზე დავჯექი.
-როგორ არ გრცხვენია. მალე შვილი ეყოლება და გინდა ბავშვი უმამოდ გაიზარდოს?-ისეთი გაცოფებული იყო, მეგონა უცბათ მეცემოდა და ადგილზე მომკლავდა.
- ტიტე უკვე დიდია და საკუთარი ცხოვრება აქვს, რომელშიც არ უნდა ჩაერიოთ. ჩემთან ყოფნა უნდა და თქვენ პატივი უნდა სცეთ ამ გადაწყვეტილებას. - ისე მშვიდი ვიყავი ნერვიც კი არ მიტოკდებოდა და ამაზე უფრო ბრაზდებოდა ქალბატონი მაკა.
-შენთან მხოლოდ ერთობა. მობეზრდები და მალე შენგანაც წავა. -გესლიანად ჩაილაპარაკა.
-მაშინ რა პრობლემაა თქვენთვის? იჯექით და ელოდეთ მაგ დროს. -გავიცინე და იმ წამს მოსულ შეტყობინებას დავხედე. ტიტესგან იყო. "ტეხავს შენთან ყოფნის ნაცვლად ამ უაზრო შეხვედრაზე რომ ვზივარ. სულ შენზე ვფიქრობ :(" ბედნიერებისგან გამეღიმა. საერთოდ ძალიან ცოტაა ბედნიერებისთვის საჭირო. თუნდაც შენი საყვარელი ადამიანისგან მოწერილი უბრალო წერილი, რომელიც მთელ დღეს გილამაზებს.
"საშინლად მსიამოვნებს შენი სიტყვები <3" მივწერე და მაშინღა გამახსენდა სახლში მჯდომი გველეშაპის შესახებ.
- არაფერი შენ არ გაქვს წესიერი, არც გარეგნობა, არც სამსახური, არც გავლენა, არც ოჯახი. რა ნახა ჩემმა შვილმა შენში. - დანანებით მითხრა და ზიზღით ამომხედა. აი აქ კი ნამდვილად შეტოპა. ყველაფერი, მაგრამ ჩემს ოჯახზე ცუდის თქმას არავის არასდროს არ შევარჩენდი.
- ახლა კარგათ მომისმინეთ. ამ მომენტში ჩემთვის ისე დაბლა დაეცით თავსაც კი არ გაგიყადრებთ და თქვენ თონემდე არ ჩამოვალ. უბრალოდ იცოდეთ, რომ ჩემი ოჯახი ჩემი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს და ყველა ჩემს გადაწყვეტილებას პატივს ცემს. ჩემი ოჯახი თქვენსავით არ ამცირებს სხვა ადამიანებს, პირიქით ყველანაირად ეხმარება მათ. ჩემი ოჯახი თქვენსავით სამარცხვინო არ არის, რადგან მათთვის მე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვარ, ვიდრე ფული და გავლენა. მიხარია რომ ტიტე არ დაგემსგავსათ. ის იმდენად კარგია, იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, რომ თქვენი შვილია. -ზიზიღით გავხედე და ჩემი და ტიტეს საძინებლის კარი ხმაურით მივხურე. აღარ მინდოდა ამ ქალთან საუბარი. მიუხედავად იმისა რომ თავი ძალიან მხნედ მეჭირა, მაინც ძალიან ცუდად ვვრძნობდი თავს. საშინელებაა, როცა საყვარელი ადამიანის ოჯახს შენი მიღება არ უნდა და პირიქით ყველაფერს ცდილობენ რომ გაგრიყონ. თუმცა მიღირდა, ყველაფერს ავიტანდი ტიტეს ერთი ჩახუტებისთვის. ოღონდ ის მყოლოდა გვერდით.



_________________________________________

მეორე დღეს ყველაფერმა პიკს მიაღწია, როცა უფროსი ჩანქსელიანი დამადგა სახლში მკაცრი მზერით და ისე შემოვიდა სახლში ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. წარბები შეკრული დაეშვა სავარძელზე და დამელოდა როდოს მივიდოდი ახლოს.
-რამდენი გინდა? -მობეზრებულმა აატრიალა თვალები.
-ბატონო?-თვალები გადმოვყარე და პირი დავაღე.
-რამდენი გინდა, რომ ჩემს შვილს შეეშვა?-ახლა მრისხანება შემატა ხმას და თვალები დამიბრიალა. წამით ვერ გავიაზრე რა ხდება. მერე გონს მოვეგე და ცინიკურად ჩამეცინა. მთელი ოჯახი ყველაფერ გააკეთებდა ოღონდ თავი დამენებებინა ტიტესთვის. არ ადარდებდათ მათი შვილის ბედნიერება, მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ თავისი მიეღოთ.
-ღმერთო, მთელი ოჯახი როგორი ამაზრზენი ხართ. მიკვირს ასეთი კარგი შვილი როგორ გაზარდეთ. არ ვიცი თქვენთან როგორ მოსულა, მაგრამ ყველაფერს ფულით ვერ იყიდით. მე ტიტე მიყვარს და ვერცერთი რიცხვი ვერ აღწერს მასდამი ჩემს გრძნობას. ასე რომ ცდას შეეშვით და აქედან მიბრძანდით. -ისეთი ზიზღი და სიმკაცრე იგრძნობიდა ჩემს ხმაში მიკვირდა ამხელა ემოცია საიდან დავიტიე. მიუხედავად იმისა რომ ძლიერი ვჩანდი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ყველაფრის მიუხედავად საშინელი შეგრძნებაა, როცა საყვარელი ადამიანის ოჯახს არ უნდა შენი მიღება და ყველაფერს აკეთებს თქვენს დასაშორებლად.
-მისმინე პატარა ბო*ო, თავს უცოდველ კრავად ნუ მაჩვენებ. მეტჯერ აღარ გაგიმეორებ. თანხა დაასახელე და აქედან გაქრი. არ ვაპირებ შენს გამო მთელი ჩემი ნაღვაწი წყალს გავატანო.-ღვარძლიანად ამოილაპარაკა და მომიახლოვდა. ისეთი ბოროტი თვალებით დამაშტერდა რომ წამით ტანში გამცრა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ცინიკურად გავუღიმე.
-ფეხებზე თქვენი ფული. ორივემ კარგად ვიცით პატიოსანი შრომით რომ არ არის მოპოვებული. დროა ის დაკარგოთ, რაც თქვენ არ გეკუთვნით. -მხრები ავიჩეჩე და კარისკენ წავედი, მაგრამ უცბათ საშინელი ტკივილი ვიგრძენი ყელის არეში და სუნთქვა შემეკრა. მთელი ძალით მიჭერდა ყელზე ხელებს უფროსი ჩანქსელიანი და ისე ავის მომასწავლებელი სახით მიყურებდა, ისეთი ზიზღი ჩაბუდებოდა მის თვალებში, რომ ცხოვრებაში ასეთი მზერა არსად მინახავს. მე ვხვდებოდი რომ სუნთქვა მეკვროდა და მალე გონებას დავკარგავდი.
-24 საათს მოგცემ დასაფიქრებლად ან ისე გაგაგორებ შენს გვამს მამა ზეციერიც კი ვერ იპოვის. -ამოისისინა, ხელი წამით უფრო მაგრად მომიჭირა. მერე მიხვდა ცოტაც და გავითიშებოდი, ამიტომ ხელი შემიშვა და კარში გაუჩინარდა. ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი კართან ჩაკეცილი. მთელი დროის ნაგროვებმა ერთ დროულად მოიყარა თავი და ცხარე ცრემლით, ბოლო ხმაზე ავტირდი. ვტიროდი იმის გამო, რომ ამდენი რამის ატანა მიწევდა მხოლოდ იმისთვის რომ მიყვარდა. მიუხედავად იმისა რომ ტიტეს გარდა მართლა არავინ მაინტერესებდა, მაინც რთული იყო, ყველაფრის ატანა. საშინელებაა, როცა ყველა თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგია და ყველაფერს აკეთებენ თქვენს დასაშორებლად. ვტიროდი რომ ემოციისგან ბოლომდე დავცლილიყავი და ცოტა აზრზე მოვსულიყავი. მერე საათს დავხედე, ტიტე მალე მოვიდოდა სწრაფად ავდექი და სარკესთან მივედი. ტანში გამცრა ისე საშინლად მეტყობოდა ჩალურჯებები. ვერც დავფარავდი წესიერად. ტიტეს რომ ენახა წარმოდგენაც არ მინდოდა რა მოხდებოდა. ისევ საშინლად მტკიოდა და ლაპარაკიც მიჭირდა ტკივილისა და ტირილის გამო. სასწრაფოდ ტონალური წავისვი ყელზე, მაგრამ მკრთალად მაინც მაჩნდა სილურჯეები. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო და საშინლად ცხელოდა ყელიანი სვიტრი გადმოვიღე და ჩავიცვი. პიჟამოს თბილი შარვალიც ამოვიცვი, რომ უფრო დამაჯერებელი ვყოფილიყავი და ტიტეს ვერაფერი შეემჩნია.
-თინანო, მოვედი. -მისაღებიდან ხმა გავიგე და შევცბი. უცბათ მოვწესრიგდი და ოთახიდან გავედი. სწრაფად მივეჭერი მასტან და ტუჩებზე დავწვდი. -მომენატრე.-რომ მოვშორდი მაშინ მითხრა და ეჭვის თვალით დამაჩერდა. -რა გჭირს? ზამთარი მოვიდა?
-მგონი გავცივდი. ყელი საშინლად მტკივა და სიცხეც მაქვს. -ჩავარდნილი ხმით ვიცრუე და სამზარეულოსკენ გავედი. ტიტემ ერთი შემათვალიერა ცალი წარბი მაღლა აწია და სააბაზანოში შევიდა. მალევე გამოვიდა და უკვე გაშლილ სუფრასთან მჯდარს გამიღიმა. რაღაცნაირი მზერით მათვალიერებდა და მაკვირდებოდა.
-სულ დაბანილი თავით რომ დადიხარ და არ მიჯერებ მაგიტო გაცივდი. -დამტუქსა და სამზარეულოში ონკანი მოუშვა. ტილო დაასველა და ჩემ წინ დადგა. -თინანო, ყ*ეს ვგავარ? -სახე მრისხანე გაუხდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-რა?-ძლივს ამოვიბლუყუნე და დამფთხალმა ავხედე. ისე სწრაფად მოვიდა ჩემთან და ყელზე სველი ტილო დამისვა, რომ გააზრებაც ვერ მოვახერხე. სახეზე ფერები გადაუვიდა და წაშლილი მზერით გამომხედა.
-რა გაქვს ყელზე?-ჩამწყდარი ხმით მითხრა.
-არაფერია.-ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა ისეთი რომ დაეჯერებინა.
-გოგო, რატო მაშტერებ?-დაიყვირა და ჩემი ყელი კარგად შეათვალიერა. -რა გჭირს?
-დავეცი და ყელ...-სიტყვა არ დამამთავრებინა მრისხანედ რომ დაიგვირგვინა.
-ნუ მატყუებ!-თვალები ისე დამიბრიალა მივხვდი აზრი არ ქონდა აღარაფერს, მაგრამ მეშინოდა რომ საშინელება დატრიალდებოდა.
-მამაშენი იყო მოსული. -ისე ჩავიჩურჩულე მე ძლივს გავიგე. გამომეტყველება შეეცვალა. წამით ადგილზე გაშეშდა და ჩამქრალი თვალებით დამაკვირდა.
-დედას შევე*ი. -სწრაფად წავიდა კარისკენ.
-ტიტე, არ გინდა გეხვეწები. -ვუყვიროდი და უკან მივდევდი.ისე სწრაფად ჩადიოდი კიბეზე მეშინოდა, რომ ვერ დავეწეოდი. -ტიტე, გაჩერდი.-არ ჩერდებოდა და სწრაფად მიიწევდა გასასვლელისკენ. უკვე მანქანის დაქოქვას აპირებდა უცბათ რომ მოვასწარი და მის გვერდით დავიკავე ადგილი.
-მანქანიდან გადადი.- ემოციებს ვერ აკონტროლებდა.
-ტიტე, არ წახვიდე. გთხოვ, არ წახვიდე.-ვემუდარებოდი და მის შეჩერებას ვცდილობდი.
-თინანო, მანქანიდან გადადი მეთქი.-კბილებში გამოცრა და შემომხედა.
-აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი, თუ ჩემთან ერთად არ წამოხვალ. -აღარაფერი უთქვამს ღრმად ამოიოხრა და მანქანა დაძრა. სწრაფად მიდიოდა და წინ მიმავალ მანქანებს ოსტატურად აცილებდა გვერდა. არაფერს მეუბნებოდა გადმომხედავდა ხოლმე, ჩემს ყელს დააშტერდებოდა და ისევ გატრიალდებოდა. უამრავი ხვეწნის მიუხედავად მაინც მივაღწიეთ ჩანქსელიანების სახლთან. სწრაფად გადავიდა მანქანიდან და არც კი დამლოდებია ისე შევიდა შიგნით. მისაღებში შევიდა, სადაც ცოლ-ქმარი რაღაცას გაცხარებულები განიხილავდნენ. ტიტე სწრაფად მივარდა მამამის და მთელი ძალით დაარტყა მუშტი სახეში. შიშისა და მოულოდნელობისგან წამოვიყვირე.
ტიტემ უფროსი ჩანქსელიანი იატაკზე გადმოაგდო და მთელი ძალით დაუწყო ცემა.
-შვილო, რას აკეთებ?-დაიყვირა მაკამ და მათ გაშველებას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ტიტე თავს ვერ აკონტროლებდა და გაცხარებული ურტყავდა მუშტებს.
-ტიტე, საკმარისია.-რაც შემეძლო ვიღრიალე, მაგრამ მალევე შემახსენა ყელმა თავი. ტიტე გაჩერდა და მამამისს დააკვირდა. თუმცა ბატობმა ბუბამ ცინიკურად ჩაიცინა და შვილს დააჩერდა
-სულ ეს ხარ?-სახე მთლიანად სისხლიანი ქონდა, მაგრამ მაინც ცდილობდა შვილის გაღიხიანებას. ტიტე ისევ დარტყმას აპირებდა. უცბათ მასთან ახლოს მივედი და სახეზე ხელები მოვკიდე. ჩემსკენ შემოვატრიალე და თვალებში ჩავაშტერდი.
-ტიტე, არ გინდა. გთხოვ. -ცრემლიანი თვალებით დავაკვირდი. ჯერ მე დამაკვირდა, მერე მამამისს და ფეხზე წამოდგა. წელზე ხელი შემომხვია და მშობლებს დაალვირდა. მაკა ქმრის წამოყენებას ცდილობდა და სიტუაციაში ჯერ ვერ გარკვეულიყო.
-ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ. ყველას დედას მოვუტ*ნავ, ვინც ოდნავ მაინც შეეხება თინანოს და ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას შეეცდება. ფეხებზე ვინ იქნება. მე ეს ქალი მიყვარს. ვგიჟდები. მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს და არ ვაპირებ არავის გამო მასზე უარის თქმას. შეეგუეთ და ჩვენს ახლო მახლოს არ გამოჩნდეთ. გამეორებას აღარ ვაპირებ. არცერთი არ დაგინახოთ თინანოს სიახლოვეს. ახლაც მას უმადლოდე ბუბა, რომ ცოცხალი დაგტოვე. მრცხვენია, რომ თქვენი შვილი ვარ. თქვენი ფორმალური შვილი, რადგან ისეთი ურთიერთობა არასდროს გვქონია, როგორც ნამდვილ მშობლებს და შვილს. თქვენი შემხედვარე ვისწავლე, როგორი ადამიანი და მამა არ უნდა ვიყო. სიყვარული ისეთი მაგარი გრძნობაა, რომ ზედმეტად ეგოისტი ვარ მის დასათმობად. არცერთს არ მოგცემთ უფლებას ჩვენს შორის ჩადგეთ, რადგან მე თინანოსთან ერთად დაბერებას ვაპირებ.
-ამ ქალის გამო ყველაფერზე იტყვი?-მრისხანება ჩაუდგა ხმაში მაკას. -შენ შვილზეც უარს იტყვი?
-ჩემი შვილის მამა ტიტე არ არის. -განაჩენივით გაისმა ლენკას ხმა ოთახში. ტიტემ გაოცებულმა გახედა ქალს.
-ლენკა რას აკეთებ?-ძლივს წამოდგა ფეხზე ბუბა. -არ გაბედო არაფრის თქმა.
-იცით ტიტეს ვუსმენდი ახლა და მივხვდი, რომ მეც მინდა ვინმეს ისე ვუყვარდე, როგორც ამ ორს უყვარს ერთმანეთი.-ხელი ჩვენკენ გამოიშვირა ლენკამ. -მე თქვენი შვილი არასდროს მყვარებია, ისევე როგორც მას, მაგრამ იმდენად ვიყავი დაბრმავებული და ისე მსიამოვნებდა ყველასთვის სასურველი მამაკაცი, ჩემი ქმარი რომ ხდებოდა, ყველაფერი დავივიწყე. ეს ფარსი კი მამაშენის და მამაჩემის დაგეგმილია. -ტიტეს მოუახლოვდა და წინ დადგა. ჩანქსელიანმა უფრო ახლოს მიმიკრა.-გვეგონა ასე მაინც შემირთავდი ცოლად, მაგრამ შენი სიყვარული თინანოს მიმართ ისეთი ძლიერია, ვხვდები რომ ვერაფერი ჩადგება თქვენს შორის. მე აღარ ვაპირებ. ისედაც ძალიან ვწუხვარ ყველაფრის გამო. გუშინ ჩემთან რომ მოხვედი ტიტე და მითხარი ისეთი არაკა*ი არ ვარ რომ ჩემს შვილზე უარი ვთქვა, არც ის მინდა დეენემის ანალიზები ვუტარო უბრალოდ სიმართლე მითხარი ჩემი შვილია თუ არაო, მაშინ მივხვდი რომ არ უნდა მომეტყუებინე, მაგრამ ისე ღრმად მქონდა შეტოპილი ვერ გავტყდი. ახლა კი ვფიქრობ შესაფერისი დროა სიმართლისთვის. -როგორ უცბათაც გამოჩნდა ისე უცბათ წავიდა ლენკაც. გახევებული ვიდექი ერთ ადგილას და ქალის ნათქვამს ვხარშავდი. ტიტეს გაკვირვება არ ეტყობოდა სახეზე და უემოციო მზერით იდგა.
-ვფიქრობ ყველაფერი გაირკვა. -ხელი ჩამკიდა და სწრაფად გამიყვანა სახლიდან.
-იცოდი?-მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ვკითხე.
-დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი რაღაც ისე ვერ იყო. - უემოციოდ მითხრა.
-რატომ არ მითხარი?
-იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვიყავი, თინანო. ახლა აღარაფერს აქვს აზრი. ყველაფერი გაირკვა და შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ. -ხელზე მაკოცა და რაღაცნაირად გამიღიმა. მივხვდი, რომ მაინც ძალიან წყდებოდა გული ამ ამბის გამო.

_________________________________________

2 თვე გავიდა იმ ამბის შემდეგ. საშინლად გავხდი. თავიდან ძალიან ვდარდობდი ყველაფერზე.ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მაინც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი ყველაფერში, მიუხედავად იმისა რომ ტიტე გამუდმებით მარწმუნებდა ჩემს უდანაშაულობაში. მაინც მეგონა რომ მშობლეთან ურთიერთობა ჩემს გამო აერია. თავიდან ჩემს თავს სარკეში ვეღარ ვცნობდი იმდენად ჩავარდნილი და ჩაშავებული თვალები მქონდა. მერე თითქოს გონს მოვეგე. ვხვდებოდი ტიტე ძალიან განიცდიდა ჩემს მდგომარეობას, ამიტომ თვითგვემას მოვრჩი და საკუთარ თავს მივხედე.
-თინანო, პატარა, ადექი მივდივართ. ლამაზი კაბა ჩაიცვი.-ხელები შემოარტყა ერთმანეთს და მხიარულად წამომაგდო სავარძლიდან.
-სად მივდივართ?-სიცილით შემოვაწყე კისერზე ხელები და მოწყვეტით ვაკოცე.
-ვქორწინდებით.-უზომოდ ბედნიერმა და თვალებში უცნაურ ჭინკებ ათამაშებულმა მითხრა.
-რა?-გაკვირვებული მოვცილდი. -მეღადავები?
-არა. ისედაც ჰო ჩემი ხარ და მინდა ოფიციალურადაც ჩემი იყო. -მტკიცედ ამოთქვა და მთელი ძალით მიმიკრა სხეულზე.
-ოჰ, იქნებ არ ვარ თანახმა? - ცხვირი ავიბზუე.
-შენზე არ არის დამოკიდებული. -მხრები აიჩეჩა ვითომც არაფერიო. -ახლა ხელს მოვაწერთ, მერე დიდ ქორწილს გადავიხდით.
-არ მინდა დიდი ქორწილი. -გავუღიმე და საძინებელ ოთახში შევედი. ერთადერთი თეთრი კაბა მეგულებოდა კარადაში, რომელიც დიდი ხნის წინ ვიყიდე, მაგრამ მერე გავსუქდი და აღარ მეტეოდა. ახლა იდეალურად მექნებოდა. მალევე მივაგენი და ჩავიცვი. თავი კმაყოფილმა გავაქნიე და ოთახიდან გავედი.
-წავედით.-კარისკენ წავედი. უკვე გასვლას ვაპირებდი რომ მიხვდი უკან არ მომყვებოდა. -რა იყო? გადაიფიქრე? -წარბაწეულმა გავხედე.
-ჯანდაბა, ძალიან ლამაზი ხარ. არ მჯერა რომ რამდენიმე წუთში ჩემი ცოლი გახდები. - ისე გულწრფელად თქვა ვერ მოვითმინე და მთელი ძალით დავეწაფე ტუჩებზე.
-საკმარისია, წავედით. - ძლივს მოვწყდი და სწრაფად წავიყვანე კარისკენ. იმ დღეს ხელი მოვაწერეთ და ოფიციალურად გავხდით ცოლ-ქმარი. თვალებიდან არ ამომდის მისი ბედნიერი მზერა. ნატო, ანა და ტიტეს მეგობრებიც ჩვენს გვერდით იყვნენ.
-თორნიკე რომ გაიგებს გაგიჟდება. ისედაც რა გოგო იყავი და რაც წონაში დაიკელი უფრო გასექსუალურდი.-ჩაისისინა ნატომ და გაიცინა.
-თორნიკე ვინ არის?- თავზე დაგვადგა წარბ აწეული ტიტე.
-თინანოზე გამიჯნურებული ტარიელი.-ნატოს რეპლიკაზე ყველას გაგვეცინა. იმ დღეს იმდენი სიგიჟე ჩავიდინეთ და იმდენი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ, ვერც მოვთვლი. ტიტეს ულამაზესი ბეჭდები ქონდა ნაყიდი წინასწარ და ჩვენს თითებზე მოხდენილად იკავებდნენ ადგილს. ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვიყავი, თუმცა უკეთესი დღეები წინ მელოდა.

სახლში სასიამოვნოდ გაკვირვებული შევედი. ახალი ამბავი მქონდა ტიტესთვის და აჟიტორებულმა არ ვიცოდი როგორ მეთქვა.
-თინანო, შენთვის სურპრიზი მაქვს.-არაფრის თქმა დამაცადა ტიტემ. ხელი მომკიდა და სავარძელზე დამსვა.
-მეც.მაგრამ ჯერ შენ მითხარი. -აღელვებულმა და ანერვიულებულმა დავიწყე თითების თამაში. ტიტემ რაღაც ფურცლები აიღო მაგიდიდან და მომაწოდა. თვითმფრინავის ბილეთები იყო.
-შენი ოცნება უნდა აგიხდინო. მოგზაურობას ვიწყებთ.
-ორსულად ვარ.


ეს ისტორია ადრეც მედო მეორე ექაუნთზე, მაგრამ გადავწყვიტე ახალი გამეხსნა, სადაც სრულად ავტვირთავ ხოლმე ისტორიებს. იმედი მაქვს ისიამოვნებთ და კარანტინში დროს გაიყვანთ. გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ.



№1  offline წევრი ეირინ

მეორე ექაუნთი რომელია? სხვა ისტორიებსაც ვნახავდი

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა საინტერესო წასაკითხია იყო მადლობა

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

მიყვარს ეს ისტორია რაღაცნაირად.
ადრეც ბევრჯერ გადამიკითხავს.

ბუბას და მაკასნაირ მშობლებს მშობლად არსებობის უფლება არ აქვს :/

 


№4 სტუმარი მირანდუხტი

მომწონს ეს ისტორია????

ძალიან თან... ყოჩაღ ავტორს.

 


№5  offline წევრი ვიპნი

მეთქი რა ხდება,ეს ხო წავიკითხე უკვე :) წარმატებები ჩემო კარგო ❣️

 


№6  offline წევრი Marikagogolqdze

სამწუხაროა მაგრამ მაკასმაირი და ბუბასნაირი მშობლები მრავლად არიან თბილისში. უფრო ისინი ვისაც ბევრი ფული აქვს

 


№7 სტუმარი Lile

ძალიან კარგი იყო. მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს რომ უხამს სიტყვებს თუ არ გამოიყენებთ უმეთესია. ეს უბეალოდ ჩემი აზრია. მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent