ტყუილი მილიონ დოლარად *6*
ნაზი სიო ჰქროდა,იმდენად ნაზი,თითქოს სახეზე სათუთი თითებით ეფერებოდა ყოველ გამვლელს და მის საიდუმლოს უყვებოდა.გაზაფხული იწურებოდა,თუმცა ხეებზე ჯერ კიდევ ახლად ამოსული ყვავილები მორცხვად ხრიდნენ თავს, ზოგიც სიოს მიჰყვებოდა და ერთ ტემპში მოძრაობდნენ,ზოგიც ხის ტოტიდან ობლად ეშვებოდა ნელი სვლით,ცვრიან ბალახზე. თოვლის ფიფქებივით ჰქროდნენ აყვავებული ალუბლის პატარა,თეთრი ფურცლები. თბილისს ოდნავ მოშორებულ მანქანის საქარე მინებს ნაზად ელამუნებოდნენ,შემდეგ კი შორდებოდნენ.. სიოს მოტანილი,კვლავ სიოს მიჰქონდა უკან. გაფაციცებით ადევნებდა თვალებს გზისპირა ჩამწკრივებულ ხეებს,რომელთა ტოტებშიც ჩამავალი მზის სხივები იჭრებოდნენ. საჭესთან მჯდომისთვის მთელი გზა არ გაუხედავს,თუმცა იმდენად დაძაბულები ისხნდნენ ორივენი,მთელი სხეულით ბურღავდნენ ერთი მეორეს. საჭეს ჩაბღაუჭებული სამხარაძე კანში ვერ ეტეოდა,უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად მოეშორებინა ის,ვინც მის გვერდს ასე თავხედურად უმშვენებდა..ის,ვინც მის სავარძელში არაერთხელ მჯდარა,თუნდაც სრულიად შიშველი,უთვალავად რომ აღმოხდომოდა კვნესა მამაკაცის მარწუხებში,ან მის ღირსებაზე შემოკრული თლილი თითებით და ტუჩების არაამქვეყნიური მოძრაობით რომ აგიჟებდა და სამყაროს წყვეტდა. ოფლი ასხამდა,თუმცა არ იმჩნევდა,ჭკუიდან შლიდა ამ ქალთან სიახლოვე,რომელსაც წლები მოანდომა,ყველანაირად შორს დაეჭირა თავი და ახალი ცხოვრება დაეწყო,მას შემდეგ,რაც ბენდელიანთან უღალატა სისხლით და ხორცით..სული გაუყიდა და ნაკუწებად უქცია,ისე რომ თვალიც არ დაუხამხამებია "საყვარელ ქალს". - მოვედით! უღიმღამოდ გადახედა გვერდით მჯდომს და ღვედი მოიხსნა,საქარე მინიდან ახედა ობლად მდგომ პატარა სახლს,სადაც ავად მოჩანდა მოციმციმე სანათი ერთ-ერთ ოთახში. - ეს სახლია? - გახლავს. სიტყვა მიუგდო და მანქანის კარი ხმაურიანად მიხურა. - იქნებ მორჩე ამ გაუთავებელ ქიშპობას და საქმეს მივხედოთ? - შენი აზრით რას ვაკეთებ?! უბრლოდ,გზაში ვერთობი! - ჩემით ერთობი?! რაღაც ვერ ვატყობ სიამოვნებას ღებულობდე ამ გართობით. - მიდი,მიდი,ფეხი გადაადგი..და მაშინ მაინც მოიშორე ეს თორმეტსანტიმეტრიანები,როცა საქმეზე მიდიხარ! - უკვე თავი მომაბეზრე.. თვალები აატრიალა ქალმა და ცხვარივით უკან გაჰყვა სამხარაძის ნაბიჯებს. კარში საკეტი მოათავსა,რამოდენიმეჯერ გადაატრიალა და ძალდატანებული ღიმილით ანიშნა წკრიალაშილს,შიგნით შესულიყო. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა სამხარაძემ,ფარდა ფრთხილად გადასწია და ოთახის კუთხეში,იატაკზე დაფენილ საბანზე,ემბრიონის ფორმაში მწოლიარე ახალგაზრდა გოგონას დახედა,რომელსაც ნახევრამდე ავსებული წყლით სავსე ჭიქა ედგა,ორი წამლის კოლოფი და ჯოხზე ჩამოკიდებული ფიზიოლოგიური ხსნარი. იასონი მისკენ დაიხარა,ქურთუკი გაიხადა და მუხლებზე მდგომმა,ფრთხილად შეახო ხუჭუჭას ხელები. - გამარჯობა,მია.. სატირლად გამზადებულ ტუჩები დაებრიცა გოგონას,ჯერ მამაკაცისთვის შეეხედა,შემდეგ თავზე მდგომი ქალისთვის და გაურკვევლობაში მყოფი,მეტად შეეპყრო შიშს. - დამშვიდდი..მე,იასონ სამხარაძე ვარ.პოლიციის განყოფილების უფროსი,რომელიც შენთან დასახმარებლად მოვიდა,მე არაფერს დაგიშავებ.. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო,სენსორს თითები გამოჰკრა და სატელეფონო ზარის მეორე ხაზიდან მამაკაცის ნამძინარევმა ხმამ გაიჟღერა. - პაჭკორიძეს ვახლავარ!გამარჯობა! - იასონ? მამაკაცი უმალვე გამოფხიზლდა სამხარაძის ხმის გაგონებისას და სხარტად წამოხდა. - გოგონასთან მოვედი,მცხეთაში ვარ..იქნებ მომახსენო მარტო რატომ დატოვე?! გასაგებად არ თქვა დიმიტრიმ,რომ თვალი არ მოგეშორებინათ მისთვის?! - დიახ,ბატონო იასონ..გადაუდებელი ოპერაცია დაიგეგმა ჩვენს საავადმყოფოში..იძულებული ვიყავი მცხეთა დამეტოვებინა,ეჭვს ვერ გავუჩენდი კოლეგებს,ხომ ხვდებით..მაპატიეთ,ახლაც საავადმყოფოს კედლებში ვარ გამომწყვდეული..ექთნებს გამოვაგზავნი,არ ინერვიულოთ. - რა ექთნებს?! რა ექთნებს გამაგებინე?! ბარემ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო ჩამირთე,ბლ*იად!ახლავე მითხარი ამ გოგოს მდგომარეობა,მალეე!! წკრიალაშვილი წამით შეხტა მამაკაცის ყვირილზე,დამფრთხალ გოგონასთან ჩაიმუხლა და მისი ხელები თავისაში მოიქცია.- დამშვიდდი,არაფერზე ინერვიულო. ფართოდ გაუღიმა და კვლავ სამხარაძეს შეავლო თვალები,რომელიც ბრაზისგან გმინავდა და აქეთ-იქით დადიოდა გააფთრებული. - მისი ჯანმრთელობა სტაბილურია,თუმცა რაც შეეხება მის ემოციურ ფონს,ჯერ კიდევ მძაფრი შოკის ქვეშაა,დასტრესილი და შეშინებულია..ჩემი მოვალეობა შევასრულე,წამლები დავტოვე. თქვენ თუ დაგჭირდებათ,შემიძლია სანდომიანი პიროვნება გირჩიოთ,რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს. - წადი შენი შე სი*რო! ჩუმად ჩაილაპარაკა სამხარაძემ,ტელეფონი გათიშა,ჯიბეში ჩაიცურა და წამლების კოლოფს დაავლო ხელი. - რა ხდება? ჩაეკითხა წკრიალაშვილი და მის გვერდით ჩამომჯდარ იასონს დახედა,რომელიც ყურადღებას არც კი აქცევდა. - მია,დღეიდან ჩემთან იცხოვრებ გარკვეული პერიოდი. მოიწიე,ფრთხილად. ხელი წელზე შემოხვია და ხელში ფრთხილად აიტაცა,ელენას თვალით ანიშნა წამოეღო მისი ნივთები. კარი ფეხის კვრით გააღო და ფრთხილი ნაბიჯებით ჩაიარა ბილიკი მანქანამდე.გოგონას თავი სამხარაძის მკერდზე დაედო,ხუჭუჭა თმა კი ხელს უშლიდა კაცს,სახეზე რომ ედებოდა და თავისებურად უღიტინებდა კანზე. - კარი გააღე. წკრიალაშვილი დაჰყვა მის ბრძანებას და კოპებშეკრულმა აათვალიერა გოგონა,რომელსაც ასე ყურადღებით და მზრუნველობით ექცეოდა სამხარაძე. - რას უდგახარ? წამოხვალ თუ დარჩები?! ტუჩებსშორის მოთავსებულ ღერს ცეცხლი გაუკიდა იასონმა და მანქანას შემოუარა. - მოვდივარ! ვერცხლისფერი მერსდესი ნელი სვლით ცდილობდა ვიწრო ეზოდან გასვლას,საბურავებს აბუქსავებდა ქვებით გავსებულ ბალახზე და უკუსვლით ძლივს გამოეყვანა მანქანა,შემდეგ კი მთელი სისწრაფით აეწყვიტა ცარიელი ტრასისკენ,სადაც მალევე გამოჩენილიყო ტრაფარეტზე წარწერა "თბილისი". * * * ყურსასმენები გამოიგლიჯა ყურებიდან,იქვე უმისამართოდ მიყარა და ფარდიდან ჩუმად გაიხედა,სადაც მანქანის ფარები ანთებულიყო და ჩამქვრალიყო. სენსორზე შინდისფრად ღებილი ლაქიანი თითები სწრაფად აამოძრავა,"მოდი."გაგზავნის ღილაკს დააჭირა და სავარძელში ჩამჯდარი,კვლავ წამოხტა,სარკის წინ დადგა და თავზე მოხვეული პირსახოცი,რომელიც უკვე შუბლზე ჩამოსვლოდა ყურსასმენების გზას გადაულოცა.წარბები თითებით ზევით აქაჩა და სახე გადაიჭიმა..აკვირდებოდა მის დაღლილ მზერას და უსინათლო თვალებს,ჩაშავებულ თვალის უპეებს,ტირილისგან დამსკდარ დასიებულ ტუჩებს..სარკეში საკუთარ ანარეკლს ამრეზით უყურებდა,როცა კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა,წელზე ძლიერად შემოიჭირა ხალათი და ფრთხილი ნაბიჯებით მიახლოვდა შემოსასვლელს.. - გამარჯობა.. კარის ზღურბლს ორივე ხელით მიყრდნობილი მამაკაცი,მაშარელის მოძრაობებს აკვირდებოდა,როდის მისცემდა სახლში შესვლის ნებართვას,რამაც არ დააყოვნა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან და ანიშნა,ნაცნობი ადგილი წინ გაძღომის გარეშე გადაეკვეთა. - ესეც დამთხვევაა? გამტყდარი ხმით ჩაეკითხა ბარბარა და სკამისკენ ანიშნა,ჩამომჯდარიყო. - მივხვდი რომ არ გეძინა..მინდოდა გამეგო როგორ ხარ,მაშკა.. - არ ვარ კარგად..გეცოდინება. სახე აარიდა თაბაგირს,რაც მამაკაცს არ გამოჰპარვია,ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მდგარ მაშარელს ნელნელა მიუახლოვდა. - რატომ არ მიყურებ? ნიკაპზე მოავლო გრძელი თითები და წყლიან თვალებში ჩახედა. - უბრალოდ.. ხელი გააშვებინა მაშკამ და სახე კვლავ აარიდა,რაზეც მამაკაცმა კვლავ მისკენ მიაბრუნა და დაჟინებით დაუწყო ცქერა. - მელაპარაკე. ბაგეები ორად გაეპო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მამაკაცის სიახლოვისგან დამუხტულს სურდა მისგან ოდნავ გათავისუფლება,ამიტომ მისი თითები სახიდან მოაშორებინა და ადგილი შეიცვალა. - იცი რა არ მესმის ამ იდიოტურ სიტუაციაში? - გისმენ. თაბაგირი სკამზე ჩამოჯდა,ფეხები ფართოდ გაშალა და ყველანაირად ეცადა დაეფარა ის ღიმილი,რომელსაც მაშარელის ყურებისას ვერ აკონტროლებდა. - არ მესმის...ვერაფრით ვერ გავიგე,აქ რა ჯანდაბა გინდა?როდის დავახლოვდით? როდიდან გახდი ჩემი მეგობარი?ჩემი მწუხარების და ბედნიერების გამზიარებელი? ღმერთო...ამდენი ფიქრი უკვე აღარ შემიძლია..მგონია რომ გავგიჟდები..ორივე ხელი ყურებზე აიფარა; მთელი დღეა ვშფოთავ..ცუდად ვარ..მგონია,რომ ყველაფერი ჩემს გარშემო ნადგურდება..მხოლოდ მე ვარ დარჩენილი ამ საშინელ სამყაროში და მხოლოდ მე მიწევს ამ ბოროტებასთან გამკლავება,სადაც შვება არ არის..მერე?ჰომ.. მერე?! არსაიდან ჩნდები შენ..შენ ხო,შენ.. ხელი მის წინ გაიშვირა; იმ დღეს,როცა შიშის ზარი დამეცა შენი გამოჩენით..როცა მთელი ორი კვირა სახლში ვიყავი და ერთადერთი რაც ყურებში გაუთავებლად მესმოდა იარაღების ღმუილი იყო!!!ამის შემდეგ..შენ ისევ აქ დგახარ,ჩემს წინ და თითქოს ეს ჩვეულებრივი მომენტი იყოს ბატონო დიმიტრი,დგახარ და მისამძიმრებ მეგობრის გარდაცვალებას..ჩემგან რას ითხოვ?რატომ მირევ გონებას? ნუთუ იმ წყეული დღის გამო დავიმსახურე ეს ყველაფერი?! ცრემლები თვალის ჯებირებს კარგა ხანს გაცდენოდა და ბარბარას გამომშრალ კანს ნემსებივით ერჭობოდა წვრილწვრილად..ხელის შეხებისას კი იმდენად ეწვოდა,სახეს მტკივნეულად მანჭავდა. - არ მჯერა,რომ შენი გონება სტერეოტიპებითაა გაჟღენთილი..ვერ მომატყუებ,ვერ დამაჯერებ..თუმცა,მაინც გკითხავ: რას ფიქრობ,როგორ უნდა გაიცნო ადამიანი?! სადმე ძვირიან რესტორანში,მეგობრის ბიძაშვილის დაბადების დღეზე,სადაც არც არავის დაუპატიჟებიხარ? ლაშქრობის დროოს?! თუ რომანტიულ გარემოში,სადაც ყველას სირ*ე ჰკიდია ნამდვილი გრძნობები და მხოლოდ ის უტრიალებთ გონებაში,მათ წინ მჯდომ ლამაზ ქალს როდის მოაქცევენ თავიანთ ღირსებაზე?!!!ხალხი არ იცნობს ერთმანეთს ბაღის,სკოლის და უნივერსიტეტის პირველ დღეს..არ მეგობრდებიან მხოლოდ სოციალური ქსელით..არ უყვარდებათ მხოლოდ ანგარებით ან მხოლოდ საერთო ინტერესებით.. რა ჯანდაბა მინდა აქ?! არ ვიცი ამხელა კაცი აქ რატომ ვდგავარ..მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი..შენთან მინდა ამის დედაც...მინდა,რომ გიყურო,სულ გიყურო! ვიზრუნო,დაგეხმარო..თუნდაც იმის გამო,რომ არ გამთქვი..ხო,მერე რა რომ დაგემუქრე?! გგონია,მართლა ვიფიქრე რომ მშიშარა იყავი,როცა უკანმოუხედავად გაიქეცი ჩემი მანქანიდან?საერთოდ,ვინმე გიცნობს?!აი ეს შენი ყვირილი ვინმეს გაუგია?!ასე ვინმეს მოქცევიხარ?! მიდი..მიდი მაშკა..ამოხეთქე..მაჩვენე ვინ ხარ..პირველივე დღიდან გაგიცანი..მაშინვე მივხვდი და გავიაზრე,რომ იმაზე ძლიერი ხარ,ვიდრე თავად წარმოგიდგენია..ქარიშხალი ხარ,რომელსაც შეუძლია ირგვლივ ყველაფერი სადღაც ჯანდაბაში ჩაიტანოს..თუ ვინმე ასეთს არ გიცნობს,საერთოდ არაფრის აზრზე არაა.. - გაჩუმდი! არ მიცნობ,საერთოდ არ მიცნობ და ნუ ცდილობ შენი ფსიქოლოგიური ზეწოლით თავზე მომახვიო ეს სისულელეები! - ცდილობ გამაჩუმო,იმიტომ,რომ სიმართლეს ვამბობ? - შენთან საუბარი არ მინდა! იცი როგორი ხარ?! იციი?! არ აქვს მნიშვნელობა მართალი ვარ თუ არა..შეგიძლია გადამარწმუნო,შეგიძლია შენი სიტყვებით დამაჯერო რომ ეს ისე არ არის,როგორც მე მგონია,მეც გყვები,ვიჯერებ! საშინელი მანიპულატორი ხარ..ახლაც,ახლაც ცდილობ რომ გონება ამირიო..ხელები აფათურო ჩემს აზრებში,მაგრამ არ გამოგივა! ვერ მიიღებ მაგ სიამოვნებას! - გეთანხმები..მანიპულატორი ნაბიჭ*ვარი ვარ მაშინ,როცა მჭირდება,როცა რაღაცის მიღება მინდა და უკან არაფერზე დავიხევ,უკანასკნელ საქციელსაც ჩავიდენ,მიზანს რომ მივაღწიო...მაგრამ,არა შენთან მაშკა.. - შენ მაშინაც დამარწმუნე,რომ შენს მანქანაში ჩავმჯდარიყავი,ზუსტად ჩემი შეყვარებულის წინ!! დამაჯერე,რომ აუცილებლად გამიგებდა..ხოო,ეს ყველაფერი ჩემს საუკეთესო მეგობარს შეეხებოდა,მაგრამ რატომ მაინც და მაინც იქ?! რატომ?! რატომ არა მაშინ,როცა მარტო ვიყავი?! - და რატომ არ უნდა დაგეჯერებინაა?! რადგან შენი შეყვარებული ისე არ მოიქცა,როგორც კაცს შეეფერება,მე ვარ ცუდიი?! თუ რაიმე არ მოეწონა,მოსულიყო და ეთქვა,ვინ ჯანდაბა ვიყავი და ვინ აახია შეყვარებული მანქანით და სად დატყდა..და თუ შენი მეგობრის ამბავიც საკმარისი მიზეზი არ ყოფილა,მაშინ შენი ბიჭი ნამდვილი სი*რია!! - ასე ნუ საუბრობ მასზე!! აღარ გაბედო!! - კარგი.. პირი გააწკლაპუნა თაბაგირმა და ხელები გადააჯვარედინა. დაფიქრდი,შენ თვითონ გადაწყვიტე რა არის სწორი..ჩემი აქ ყოფნაა პრობლემა? დავიჯერო,იმდენად უგულო ხარ,მსგავსი რამ მე რომ დამმართნოდა,არ მომიკითხავდი?არ დაგაინტერესდებოდა როგორ ვარ?! მიპასუხე! - არ ვიცი! მე არ ვიცი რას გავაკეთებდი! - იცი..მაგრამ არ გინდა ჩემთან აღიარო..უბრალოდ უფლება მომეცი,რომ შენს გვერდით ვიყო,თუ რაიმე გაწუხებს მითხარი..შეგიძლია მელაპარაკო და როგორც შევძლებ,გაგცემ ყველაფერზე პასუხს.. - აღარ მჭირდება შენთან დებატები..ლანა ნანობაშვილის გადაცემაში არ ვართ,სადაც უსაფუძვლო დისკუსიებით და უაზროდ გამოტენილი აზრებით ახვევ თავს აუდიტორიას!!! თაბაგირმა თავზე ხელი გადაისვა,სიცილის დასაფარად ტუჩზე მწარედ იკბინა,ისე მწარედ სანამ სისხლმა არ გამოჟონა და ჟანგის გემო არ შეიგრძნო მისმა რეცეპტორებმა. - ჩემს გადაცემებს უყურებ?! თვალები აატრიალა მაშარელმა და მამაკაცის ჯიბისკენ გააპარა თვალი,სადაც გადმოვარდნის პირას მყოფი სიგარეტის კოლოფი მოჩანდა. - არა,არ ვუყურებ! ერთხელ მოვკარი თვალი! - როგორც ჩანს,პოლიტიკაში ვერ ერკვევი..თუმცა,შემიძლია გაგარკვიო,თუ მოვესწრები.. კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა და ტუჩებს შორის მოაქცია,თვალებმოჭუტული შეჰყურებდა კოპებშეკრულ მაშკას,გაბუტული ბავშვივით რომ იდგა ოთახის კუთხისკენ და საკმაო დისტანცია დაეცვა მისგან. - რა იყო,სიკვდილს აპირებ ახალგაზრდა კაცი?! წარბები აზიდა მაშარელმა და დიმიტრის ტუჩებიდან გამოსულ ნაცრისფერ კვამლს დაჰიპნოზებულმა გახედა,თაბაგირმაც საპასუხოდ მხრები აიჩეჩა,თითქოს მართლა ჩაფიქრდაო და გუნებადაკარგულმა,საფერფლე მისკენ ახლოს მიიტანა. - შენისთანები დიდხანს ცოცხლობენ.. მამაკაცისკენ ახლოს მიიწია და სავარძელში მჯდარს,ზემოდან დააჩერდა. - როგორები არიან ჩემისთანები? დიდი რაოდენობით ნიკოტინი აივსო ფილტვებში,რომლის უკან გამოთავისუფლებას არ ჩქარობდა. - ჯიბეგასქელებული..თვითკმაყოფილი ტიპები..ალბათ,ძალიან ბევრი ქალი რომ ახვევიათ თავს,თითზეჩამოსათვლელ რომანებში,პოლიტიკურ ინტრიგებში გახვეულნი...დაახლოებით ორი,ან სამ სართულიანი ლუქს-აპარტამენტებში მიწვეულნი,პრესტიჟულ აგარაკზე,მხოლოდ მაღალი საზოგადოების ხალხი,მხოლოდ ელიტა რომ ისვენებს..მერე,იქვე აუცილებლად ვინმე ფოტოაპარატით ხელში უნდა გაფიქსირებდეს,აუზის კიდესთან მჯდომს,შეზლონგის გასწვრივ ერთი მარგარიტა რომ უდევს,ცხვირზე სათვალე აქვს მობჯენილი და წიგნი უკუღმა უჭირავს!ამ ყველაფერს კი ჟურნალ-გაზეთების გარეკანი ამშვენებდეს და იმ ფულს,რასაც დასვენებაში დებენ,ორმაგად რომ იღებენ უკან,ხალხის ჯიბიდან! - არა,ბარბარა,მთლად ასეთი განებივრებულებიც არ ვართ ქართველი პოლიტიკოსები,მაგრამ..გააჩნია.. ცხვირი შეჭმუხნა მამაკაცმა და გულიანად გაიცინა. - დარწმუნებული ვარ,"გააჩნიას" გუნდს,შენ უერთები და სათავე ადგილი გიკავია. - ჯანდაბა,მაშკა..კარგი..კარგი,ვთქვათ აგარაკი მაქვს,სოფელში..ოღონდ,ერთსართულიანია..ძვირფასი პაპა ცხოვრობს,ვენახს უვლის..ბებია არ მყავს,ორიოდე წლის წინ გარდაიცვალა და პაპაც სოფელში დარჩა,მის საფლავზე ყვავილებს რწყავს ხოლმე და მთელი მონდომებით უვლის,სარეველა არ გაჩნდეს სადმე..სახლიც მაქვს..ერთი ის,რაც ბავშვობიდან გამაჩნდა,მამისგან დატოვებული..იქ დედა ცხოვრობს,დამხმარე ქალთან ერთად..მე,კი ხან სად ვარ,ხან სად..ძირითადად,ჩემს ოფისში,სადაც ვცდილობთ რაიმე ბიზნესი წამოვიწყოთ..იმ გაზულუქებულ ბიძიებზე,რომლებზეც შენ საუბრობ,ვერ ჩავძირავთ და ვერც დავეწევით..თუმცა,შეგვეძლება ჩვენი თავები დავიკმაყოფილოთ..მე,მინისტრი აღარ ვარ,შესაბამისად არ ვიჩითები მაღალ საზოგადოებაში; ხელები თეატრალურად გაშალა თაბაგირმა; სხვათაშორის,არც მანამდე ვნებივრობდი მსგავსი შემოთავაზებებით,ნუუ..გამიგიტყდები,ათასში ერთხელ,კი..აბა,კიდევ რამეს ხომ არ დაამატებ,მაშკა? - რა გულისამაჩუყებელია,გული დამინაღვლიანე,იციი? ჩაიქირქილა მაშარელმა და ფანჯრიდან გაიხედა. - შენს პორშეზე რას იტყვი,ეს ვისგან დაგრჩა? თითი მიადო მინას მანქანის მიმართულებით და დიმიტრის გახედა,გაუნძრევლად რომ იჯდა და ღიმილი ეპარებოდა ტუჩის კუთხეებში. - დამცინი კიდეც..ეს უკვე მომწონს.. პორშე ჩემი მინისტრობის პირველივე დღიდან მხვდა წილად..სამახსოვროდ დავიტოვე. - საინტერესოა. - მაშკა..4-ის ნახევარია..მაჯაზე გადაკრულ საათს დახედა თაბაგირმა და გოგონას მიუახლოვდა. ისევ ტორნადოსავით გაეხვია მაშრელის სხეული საამო სურნელში,ცივ სუნამოსა და სიგარეტის ნაზავთან ერთად,რამაც ოდნავ გააბრუა და დააბნია. - ღამე ვერ ვიძინებ. კბილებში გამოსცრა და თვალები მოიფშვნიტა..შენ წადი. გვიანია. - უფრო სწორედ გათენდა,თითქმის. - როცა ვერ ვიძინებდი,მეგის ვწერდი ხოლმე,დილამდე ერთმანეთს ველაპარაკებოდით და ასე გაგვყავდა დრო. - როცა ვერ დაიძინებ,შეგიძლია მე მომწერო,ან დამირეკო.მეგის ადგილს ვერავინ შეგიცვლის,მაგრამ არც მე ვარ ცუდი მოსაუბრე.. - გმადლობ. - მიხარია,რომ არ გამაგდე. ან რამე არ მესროლე. სკამზე გადაკიდებულ პალტოს სახელოებში გაუყარა ხელები და მხრებზე გაისწორა.თავით ფანჯრის მინაზე მიყრდნობილ მაშარელს გახედა,რომელმაც მზერა სწრაფად მოაშორა და ჩამწკრივებულ ლამპიონებს გახედა,რომლის შუქსაც შავად მოლივლივე პორშეს მარკის ავტომობილი ირეკლავდა. - ასე ძალიან მოგწონს? - ლამაზია,ალბათ კომფორტულიც. - გინდა? გამომცდელად ჩახედა თვალებში თაბაგირმა და ცხვირი შეჭმუხნა. - რა? - პორშეთი სეირნობა,ღამის მიტოვებულ ქუჩებში. - სახლში დავრჩები. - როგორც გინდა,მაშკა.. ცერით ყვრიმალზე შეეხო და ჯერ კიდევ ნამიანმა თმის სურნელმა შეუღიტინა ნესტოებში. - არ გაცივდე,ძილინებისა. - ძილინებისა. მზის სხივებს თავის ქსელში გაება მთელი ქალაქი,ღია ფანჯრიდან ბავშვების გაუთავებელი წიოკი უბურღავდა სმენის არეალს,რომლებიც შემთხვევით მოხვედრილ ბურთს ფანჯარაზე ან რკინის კარებზე,მეზობლის გაუთავებელი ყვირილი და ლანძღვა მოსდევდა. - ამის დედაც.. ბალიში გვერდით მოისროლა, თვალები ფართოდ გაახილა და ტუმბოზე გადადებულ ტელეფონს დახედა,სადაც საათი უკვე თერთმეტის ოც წუთს აჩვენებდა. კართან მდგომი შავგვრემანი გოგონას შემხედვარე,უცბად შეცბა,შემდეგ კი ნელნელა ამოუტივტივდა გონებაში წუხანდელი.ერთ ადგილას აწურული იდგა,თმა აბურდული ჰქონოდა სასაცილოდ,ფეხშიშველი ხან ერთ ფეხზე იდგა,ხანაც მეორეზე.მაისური,რომელიც თავისზე ბევრად დიდი იყო და თან დაერთვოდა მამაკაცის სარეცხი ფხვნილის სურნელი,მუხლებისკენ იქაჩავდა ხელებით. - ასე ტანსაცმელს გამიფუჭებ. ღიმილი გაუკრთა სახეზე სამხარაძეს და საწოლიდან წამომდგარი ფრთხილად მიუახლოვდა მიას. - როგორ გეძინა? მზრუნველად ჩაეკითხა და კულულები სახიდან გადაუწია. - კარგად. აქ რატომ ვარ.. - იმიტომ რომ უსაფრთხოდ იყო,მალე გამოკეთდე..გაიხსენო რაღაც დეტალები..ბევრი მიზეზია,მია.. ხელის იმიტაციით ანიშნა ღია კარიდან გასულიყო. გოგონაც დაჰყვა მის ნებას და სამზარეულოში შესულ მამაკაცს დააკვირდა,რომელიც მხოლოდ ნაცრისფერი სპორტული შარვლის ამარა იდგა და ერთ ხელში მოთავსებული ჩაიდნიდან,ცხელ წყალს ასხამდა ფინჯანში. - მალე სამსახურში გავალ,შენ კი თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში,თუ რამე დაგჭირდება,დამირეკე. ეს შენი ტელეფონია.მოწყობილობა მაგიდაზე დადო და ყავის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.მაჯაზე მოთავსებულ საათს დახედა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სავარჯიშო ოთახისკენ.ოფლით დაცვარული სხეული პირსახოცით შეიმშრალა,ვენებგამომჯდარი ტანი რომელიც უდუღდა,გრილ შხაპს მიანდო და სახლიც მალევე დატოვა. ავტომობილში მოთავსებული თაბაგირთან დაკავშირევას ცდილობდა,საიდანაც გარდა წყვეტილი ზარისა,პასუხი არ იყო. უნივერსიტეტის შესასვლელთან იდგა,ყოველ წუთას ტელეფონს უყურებდა და ნინას გამოჩენას ელოდებოდა,ცალი ყურსასმენიდან სასიამოვნო ჰანგები იღვრებოდა,ცალი კი მისი ქურთუკის ელვისკენ გადავარდნილიყო.ლამის ფეხების ბაკუნი დაეწყო,იმდენად ნერვიულობდა ნაცნობ სახეებს არ შეხვედროდა და თავი აერიდებინა არცისე კარგი საუბრებისთვის. ავტობუსების გაჩერებასთან ფურცელაძე შენიშნა,კონსპექტებში ჩაფლული,რომელიც წინაც არ იყურებოდა და მხოლოდ მაშინ ახედა დაქალს,როცა კიბეები ერთიანად აირბინა. - ამდენ ხანს სად ხარ?! - მაპატიე რა..ქსეროქსის რიგში ვიდექი.თან ამ ვაჟამ არ იცი რა ლაყბობა იცის გოგოებთან?!ლამის იქვე გავგლიჯე. - კარგი წამოდი,დროზე შევიდეთ აუდიტორიაში,აქ დგომა აღარ მინდა. - დამშვიდდი,მას ყოველთვის ვერ გაექცევი,არ იცი? - ვიცი! მაგრამ ეხლა არ მინდა. არ შემიძლია. მისი სიტყვის დასრულება და წინ სახე ალეწილ ყურაშვილთან ატუზვა ერთი იყო. მაშარელმა ფურცელაძეს ისე ძლიერად მოხვია ხელი და ტკიპასავით მიეკრო,თითქოს მის წაგლეჯვას ვინმე აპირებდა. - ვაა..ნიკუშ,როგორ ხარ?! გადაეხვია ფურცელაძე და ხელკავით მდგარ ბოჭორიშვილს შეხედა,ლამის ყურებამდე რომ იღიმებოდა. - რავი,კარგად..ზუსტად ახლა ვაპირებდით მე და თეონა კაფეში შესვლას,ბარბარე,შენ იქ აღარ მუშაობ ხოო?! - არა,ნიკუშა,წამოვედი. კბილებში გამოსცრა და მის გვერდით მდგარ ბოჭორიშვილს გახედა,თითები რომ ამაზრზენად ჩაებღაუჭებინა მამაკაცის ტორზე. - კაფეშიი..სიტყვა გააგრძელა ფურცელაძემ და ძალდატანებით გაიცინა. თქვენც მეცადინეობთ ბოლო გამოცდისთვის?! - არა..მე და თეო უბრალოდ ერთად ვართ..კარგი,მეჩქარება,აბა კარგად! ხელი დამშვიდობების ნიშნად აიქნია და გოგონებს მოშორდა ახალ მეწყვილესთან ერთად,რომელიც შიგადაშიგ ლოყაზე ხმაურიანად კოცნიდა და ყურში ჩასჩურჩულებდა. - ბარბარე,გთხოვ! მუდარით სავსე თვალებით გახედა მეგობარს და ხელები ძლიერად წაავლო.დაივიწყე ეს ნაბი*ჭვარი! ჯანდაბაშიც წასულა!გთხოვ..წამოდი,ლექციაზე შევიდეთ რა.. - სამაგიეროს მიხდის ახალი გოგოთი. - მისმინე..თეონა არაფერ შუაშია,ხვდები?!ვინც არ უნდა იყოს მის გვერდით,ისინი არაფერ შუაში არიან.. - ვიცი. - გთხოვ,არ იტირო..წამოდი,ლექტორი გველოდება.წამოდი. მაშარელის ძირს დაგდებული ჩანთა თავად გადაიკიდა და ხელში ჩაბღაუჭებული,მთელი ენერგიით მიექაჩებოდა მეგობარს,აუდიტორიამდე. * * * ტკივილისგან ათრთოლებული სხეული ლარივით დაჭიმვოდა,მაჯებზე კი სისხლისგან გამოჟონილ სისველეს გრძნობდა,რომელიც სკამის უკან მიებათ მავრთულით.ცივ ბეტონზე იჯდა,თავი გვერდით გადაეგდო და ბუშტად ამობჯენილ ცალ თვალს ვერც კი ახამხამებდა..ბუნდოვნად გამოჩენილი,საშუალოს სიმაღლის სილუეტის დანახვისას,ლამის ხარხარი აეტეხა..თუმცა არც ამის თავი ჰქონოდა,კბილებსშორისაც სისხლი მოუჩანდა ვამპირივით და ყბის ძვლები საშინლად სტკიოდა. - ბენდელიანო..შე ნაბიჭ*ვარო.. გულამოვარდნილმა,ძლივს წარმოთქვა სიტყვები და მისკენ ხრიალით მიტრიალებულ სკამზე ჩამომჯდარმა,სოლიდირ სამოსში გამოწყობილმა მამაკაცმა ხელები გადააჯვარედინა და ზიზღით დახედა ძირს მგდომ თაბაგირს.. - კეთილი იყოს შენი მობრძანება,ჯოჯოხეთში... ვიცი,ცოტა არ იყოს ცუდად მოვიქეცი და დამაგვიანდა..:)მადლობა ვინც მელოდით და აქ ხართ ისევ,ჩემთან. იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი თავი. :* :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.