პატარავ შენ ღირსი ხარ ბედნიერების (თავი 12)
ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა გავხსენი კონვერტი და წერილი ხელის კანკალით ამოვიღე, ყველა გაფითრებული და შეშინებული თვალებით მიმზერდა, მე კი ნერვიულობის პიკზე ვიყავი ნელა და ხმამაღლა დავიწყე წერილის კითხვა: ,,პატარავ, ახლა შენ თუ ამას კითხულობ, დამერწმუნე, რომ შენს ცხოვრებაში მე აღარ გამოვჩნდები. არ მინდა დავიძინო, არ მინდა წასვლა.მე ვფიქრობდი და გონებაში ხატავდი როგორი შეიძლება, რომ გახდე მომავალში, რადგან მე ვერასდროს ვერ ვნახავ ამ დღეებს. არ ვიცი ასე რატომ ხდება, ალბათ ვიმსახუებ ამას, ხომ? მე ვცდილობდი, რომ ყველაფერი კარგად გამეკეთებინა, მაგრამ შენც იცი, რომ მე იდეალური არ ვარ. როდესაც დაგტოვებ, იმედი მაქვს, რომ იპოვი სხვას, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს, მართალია ახლა ეს, რომ მენახა ის ვიღაცა ვერ გადარჩებოდა მაგრამ შენი შედნიერება მეც გამახარებს. შენ ახალგაზრდა ხარ ამდენი ტკივილისთის, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გაგიკეთებია, გათხოვება, ოჯახი, წარმოიდგინე როგორ უყურებ შენს ქმარს, თქვენს საერთო შვილთან ერთად, რომ ერთობა და გულში იხუტებს. გული სიყვარულით აგევსება და ნებისმიერი სადარდებელი გადაგავიწყდება. იმედი მაქვს, რომ სამოთხეში მოვხვდები და კიდევ ერთხელ შევძლებ შენს ნახვას. ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იყო, მაგრამ შენ მაძლევდი იმის უფლებას, რომ ცოტა ხნით მაინც მესიამოვნა იმით, რომ შენ ჩემი იყავი. გთხოვ, ერთ რაღაცას, რომ არ დამივიწყო, მაგრამ იმის საშუალებასაც ნუ მომცემ, რომ ცხოვრების რაღაც ნაწილი წაგართვა. ვიცი, რომ სასტავი ერთად ხართ და როგორ მენატრებით და როგორ მინდა, რომ ყველა, ერთად კიდევ გავერთოთ, სადმე წავიდეთ, მაგალითად ზღვისპირეთში. კარგი იქნებოდა არა? ბიჭებო ხომ იცით, რომ ჩემი ძმები ხართ და თქვენს გარდა მე თითქმის არავინ მყავს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ არეულობას წერტილი დავუსვა. ბოდიში თუ წარსულში გული ძალიან გატკინე სალო. შენ ყოველთვის ახერხებდი ჩემს გამხიარულებას. მალე ჩემს გარეშე იქნები, ბოდიში, რომ დამკარგე. პატარავ, შენ ღირსი ხარ ბედნიერების! პ.ს. ვიცი, რომ ახლა ტირიხარ, მაგრამ შეიმშრალე ცრემლები, ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან მაგ სითხეს, გახსოვდეს, რომ ყოველთვის მიყვარდი.“ წერილის კითხვის დროს ხანაც ვტიროდი და ხანაც სიცილნარევი ტირილით განვაგრძობდი კითხვას. წარმოიდგინეთ, ვიღაცამ პირადპირი მნიშვნელობით გულთან ძალიან ახლოს დანით დაგჭრათ. არ ვიცი რას ვგრძნობ, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს გრძნობა გაუსაძლისია, მტკივა. -დამიანეეეე... შე იდიოტო, შენ დამპირდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.. ვყვიროდი და ამ დროს მუხლბეზე დავეცი, არავინ მაინტერესბდა, ახლა ყველაზე მეტად მინდდა,რომ დამიანე ჩემს წინ დამდგარიყო, ხელები მჭიდროდ მოეხვია ჩემთვის და ეთქვა, რომ მე ყველაზე მტირალა ვარ მსოფლიოში და ის, რომ ეს ერთი დიდი ხუმრობა იყო, მაგრამ... მაგრამ... ოხ ეს მაგრამ, რატომ არსებობს საერთოდ? დამიანე... ეს იყო ერთი დიდი და შავი ჯურღმული ჩემს გულში. ვერ ვხვდებოდი ასე რატომ მტკიოდა? ასე სულის შემაწუხებლად. იმის მიუხედავად, რომ მან ჩემზე უარი თქვა, მე მაინც შემიყვარდა. ვამბობდი და მჯეროდა იმისი, რომ სიყვარული აუცილებლად მ ომიტანდა ტკივილს, ეს ვიცოდი და მიანც მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ შემყავრებოდა სიგიჟემდე და უსასრულობამდე. პაოლო კოელიოს უთქვამს, ,,სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა, როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ გვანადგურებს, როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს, როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს“, მე ამ მომენტამდე მჯეროდა, რომ სიყვარლი დამორჩილებას შევძლებდი, მე ხომ ასეთი ძლიერი ვიყავი, მაგრამ სიყვარული უფრო ძლიერი და ურყევი აღმოჩნდა, გონზე მხოლო ნიკას არამიწერმა ღრიალმა მომიყვანა. -ამის დედას შევე*ი... ფუ შენი... ხეს მთელი ძალით დაარტყა მუშტი, დავინახე როგორ იწყებდა სისხლი მისი კანდან გადმოსვლას, მაგრამ ეს ტკივილი ვერ შეედრებოდა იმას რასაც ახლა ნიკა გრძნობდა. მან სწრაფად მოიმარჯვა ტელეფონი და ვიღაცას დაურეკა. -დამიანე სად არის? -სავადმყოფოში... ახლა ამ წუთს ოპერაციას უკეთბენ უკვე 5 საათია. -მისამართი გამომიგზავნე. ნიკა არც დალოდებია პაუხს ისე გათიშა. ცხოვრებაში, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩამოუგორდა ობოლი ცრემლი თვალზე. მას ბავშვობის მეგობარი და ძმა ტკიოდა. ვინ თქვა, რომ კაცები არ ტირიანო? კაცებიც განიცდიან და კაცებიც გრძნობენ, ისინიც ხომ ადამიანები არიან. მათაც აქვსთ ადამიანური ემოციები. ამასობაში ვერც კი შევამჩნიე, რომ ყველა, ყველა დარდობდა და ყველას მაინც ჰქონდა თვალზე მომდგარი ერთი წვეთი მარილიანი სითხე. ვერ გაივგე როგორ მივედით საავადმყოფომდე. სრულიად გაუაზრებლად მივრბოდი დიდ და ერთი შეხედვით უსასრულო დრეფანში და მანამ არ გავჩერდი, სანამ ორი ერთნაირი გოგონა არ დავინახე, ძალიან ჰგავდნენ დამიანეს, მაგრამ ეს... ეს როგორ... შეუძლებელია... ამისთვი დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მთელი სიძლიერით მივქროდი საოპერციოსაკენ და ვყვიროდი, რომ შევეშვე, მაგრამ ამის ნებას არ მთვრდნენ. მალევე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები და კედელზე მიყრდობილი, იატაკისაკენ ჩავსრიალდი, თავი მუხლებშა ჩავრგე და ტირილი განვაგრძე, არ მიყავდრა ის, რომ ვინმეს თვალში სუსტი ვჩანდი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, მხოლოდ დამიანეზე ვიყავი კონცეტრირებული. ვიგრძენი ორივე მხარზე შეხება და თვი, რომ აწიე ისევ ის გონები დავინახე. -შენ სალომე ხარ? მკითხა ერთ-ერთმა და გაფართოებული წყლიანი თვალებით მომაჩერდა. ტყუპები იყვნენ. -კი... მე ვარ... -იცი დამიანეს როგორ უყვახარ? ამაზე უარესად ამიტყდა ტირილი. -ჩემი ბრალია... ის ჩემს გამოა ასეთ მდგომარეობაში და რა ვქნა მერე თუ ვეღარასდროს ვეღრ ვნახავ? -შენი ბრალი არაფერი არაა სალომე... დამიანეს უყვარდი და ის შენ გიცავდა ყევლაფრის ფასად, ეს მისი არჩევანი იყო და არა რომელიმე ჩვენგანის. -ხოლო რაც შეეხება მის ნახვას... ის ძლიერია, ყველაზე ძლიერი ვინც კი მინახავს და გადაიტანს, დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება. -თქვენ ვინ ხართ? -ჩვენ დამიანეს უმცროსი დები ვართ. მე სოფი ვარ. -მე კი ნინი. -კი მაგრამ... თქვენ... მას ხომ... -დამშვიდდი, ის ვერ დაუშვებდა, რომ ჩვენ რამე მოგვსვლოდა, შენზე სულ რაღც ერთი წლით პატარები ვართ. -იცი რამდენს გვიყვებოდა შენზეეე? როდესაც ვინმე შენს სახელს იტყოდა, მაშინვე ებადრებოდა სახე. -ასეთი დიდი ხანია არ გვინახავს. -რა საყვარლები ხართ და როგორ გავხართ ძმას. ეს ორი გოგო მივიხტე გულზე, მათ არ იციან, რომ ახლა ბედნიერების და იმედის მიზეზი მომცეს. ის სამირთლე იყო, რომ ორივე ძალიან გავდა დამიანეს, მასავით მწვანე თავლები დშავი თა, მხოლოდ უფრო თბილი და საყვარელი გამოხედვა ჰქონდათ. კიდევ 4 საათი ველოდეთ, მთელი ღამე არცერთს არ მოგვუხუჭვას თვალი. მე კი დროდადრო ისევ ვტიროდი. ნიკა მომიახლოვდა და თავისი ხელები მომხვია მჭიდროდ და მიმისუტა. -დაწყნარდი საყვარელო... -ჩემი ბრალია ნიკა... მე, რომ... -ჩშშშ... სალო, ნუ ტირიხარ... შენი ბრალი არაფერი არაა, ეგ, რომ არ ყოგილიყო გამოშტერებული ნაბი*ვარი კარგი იქნებოდა... მის მკალვებში კიდევ უფრო და უფრო ვუმატე ტირილს. მან კი სახე ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. -სალომე, ნუ ტირიხარ, ხომ იცი როგორ არ უყვარს ეს, გაუძლებს, ძლიერი ბიჭია დამიანე... ბავშვობაში მეორე სართულიდან გადმოვარდა და ახლა რა მოკლავს. სიცილით ლაპარაკობდა, მაგრამ მე ვხედვადი მის თვალებში სევდას, რომელიც ცოტა არ იყოს მაშინებდა. კიდევ გავიდა რამდენიმე საათი და როგორც იქნა გამოვიდა ექიმი, მაშინვე ავესვეტე წინ და იმედიანი თვალები შევანათე. -როგორ იქნება? ექიმის სახეზე უკმაყოფლებამ და სევდამ ძალიან დამაბნია. -ბოდიშით, ჩვენ ყველანი ბევრს ვეცადეთ, ოპრეციის დროს რამდენჯერმე გაუჩერდა გული და ავუმუშავეთ, ახლა აპარატის მეშვეობითც ძლივს უცემს გული, უიმედო შემთხვევაა, თუ რათქმაუნდა რამე სასწაული არ გამოჩნდა... მომიტევეთ, ახლა სხვა პაციენტი უნდა ვინახულო. გაშეშებული ვიდექი და წაშლილი სახე მქონდა, ბოლო იმედიც კი დავკარგე, შემდეგ ბავშვებს გავხედე და ისინიც არანაკლებ მდგომარეობაშ იყვნენ, მეკი იმედი მქონდა, რომ ისინი მაინც იტყოდნენ რამე სანუგეშოს, მაგრამ ჯიუტად დუმდნენ. -ღმერთო გთხოვ, გადაარჩინე და მეტი არაფერი არ მინდა. ჩუმად ვბუტბუტებდი მსგავსი შინაარსის სიტყვებს და უკვე ვეღარც ვტიროდი ცრემლები აღარ მქონდა შემორჩენილი. ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი-როცა რაღაც არ გაქვს, ძალიან გინდება და გენატრება, მაგრამ ამაზე მაშინ არ ფიქრობ როცა გაქვს. ახლა დამიანე მჭირდებოდა ყველაზე მეტად, მე მინდოდა აქეთ გადამეხადა სამაგიერო, იმისათვის, რომ ასე მარტივად მომიშორა, მაგრამ არა, ახლა თვითონ მიხდის სამაგიეროს, რომ მე ჯიუტად არ დავრჩი მასთან, შევცდი ჩემი ბრალია, მე, რომ მაინც მასთან ვყოფილიყავი ყველაფერი კარგად იქნებოდა ნეტავ რა მოხდა? ახლა დამანიტერესა მიზეზმა, რატომ ებრძოდა დამი სიკვდილს. და აი დავინახე მისი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ახლახანს შემოვიდა საავადმყფოში დასისხლიანებული. -შენ დამიანეს მეგობარი ხარ ხომ? -კი, შენ ალბათ სალომე. ლაითად გამიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი იყო ძალიან თბილი და გულრწრფელი. -რა მოხდა? -წამოდი დავსხდეთ და ისე მოგიყვები -არა... მოიცადე, შენ დაჭრილი ხარ... -მე არაფერი არ მიჭირს. -როგორ არა. ახლავე ექიმთან. -ახლა მესმის, რატომ შეუყვარდი დამიანეს ასე ძალიან. ისიც შეიყვანეს პალატაში და მალე დაუმუშავეს ჭრილობა. მარტონიც მალე ავღმოჩნდით იქ. -აბა... -ხო, ესიგი შენ ელბათ იცი, ხომ იმ ნაბი*ვარი ზურას შესახებ. -არა... -აღარ მიკვირს, რომ გაბრაზდი. -მითხარი ვაახ... -კარგი, თავიდან დავიწყებ, იმედია მკვლელობაზე მაინც იცი. -კი ეგ მომიყვნა ნიკამ. -კარგია, ვინც ეგ გააკეთა იყო ზურა ბერიძე, ის თავიდან ბატონი ლაშას, მამაშენის მეგობარი იყო, თითქმის ძმები იყვნენ, მაგრამ მან უღალატა, ბევრმა ფულმა და სიმდიდრემ სძლია, მას უნდოდა, რომ ლაშას ბიზნესი ჩაეგდო ხელში და ამისთის ყველაფერს აკეთებდა, ცალკე შმოკრიბა ლაშას მტრები, ოდესმე ვინც კი ყოლია მას და ერთად დაიწყეს მოქმედება, შესაბამისად ერთ-ერთი მტერი იყო მაფიის სამყაროში ცნობილი დამიანეს მამა, ბატონი ვახო, მაგრამ არ გეგონოს, რომ ის მამაშენის მტერი იყო, არა პირიქით, ის აწვდიდა ინფორმაციას, ლაშას, თუ რის გაკეთბას აპირებდნენ ზურა და თავისინები, ბოლოს აღმოაჩინეს, რომ იფრომაცია გადიოდა გარეთ და ძებნა დაუწყეს, ძალიან დიდი ძლები ჩაერთო ამაში და ვახოც ვეღარ გადარჩა ცოცხალი. ახლა კი გაიგეს შენს არსებობაზე და იმასაც ეჭვოდნენ, რომ დამიანე არ იყო ნამდვილი შვილი, ამიტომ დაურეკეს და უთხრეს, რომ მარტო მისულიყო რაღაც მიტოვებულ ქარხანაში, დამიანემ ეგერევე მოწვა რაც ხდებოდა და ჩვენ ჩუმად მაინც წავყევით, დამიანემ იარაღი წაიღო, მაგრამ იქ იმდენი დახვდნენ, რომ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა, მაგრამ გაგვაფრთხილა, რომ მის ნიშანზე დავტყომოდით თავს. მას ესროლეს თან არაერთხელ, შემდეგ ჩვენს შვვარდით და იქ ვინც იყო ზოგი მკვდარია, ზოგიც კიდე გისოსებს იქითაა გამომწყვდეული, მაგრამ შენ შიშის მიზეზი აღარ გაქვს ზურა მკვდრების სიას მიეკუთვნება, უკვე, მე კი ვერ მოვედი ამ დრომდე, რადგან პოლიციაში ვიყავი და იმათაც შავი დღე გვაყარეს ყველას. თვალებგაფართოებული ვუსმენდი და ვცდილობდი გამეაზრებინა მისი მონაყოლი. გამეხარდა, რომ საფრთხე აღარ არსებობს და გულზე მომეშვა. -დამიანეზე მომიყევი. მან ჩაიცინა. -კონკრეტულად რა გაინტერესებს? -შენ ვინ ხარ მისთვის ან ტყუპები როგორ გადარჩნენ, ან.... სათქმელი აღარ დავამთავრე და უცბად სახეც შემეცვალა, ისევ გავიაზრე, რომ ჩემი გულის მეორე ნახევარი ისევ დამიანესთან იყო და მასთან ერთდ კვდებოდა. ცრემლებმა ისევ იპოვეს გზა. -იცი როგორ უყვარხარ? სულ შენზე ლაპარაკობდა და სულელურად იღრიჭებოდა, ჩვენ დავცინდით 10 წლის ღლაპს გავხარ თქო და მერე ისევ დასერიოზულდებოდა, არ გეგონოს, რო ჩვენთნაც ისეთი იყო, როგორიც შენთან და ტყუპებთან, ახლა რასაც გეტყვი უნდა დამიჯერო, შენი ,,გაგდების“ შემდეგ მის სახეზე და თვალებში სიკეთის და გულუბრყვილობის ნატამალიც კი აღარ იყო დარჩენილი, მანქანა გახდა, რბოტი, როელიც უბრალოდ თავის მისიას ასრულებდა. ტყუპებმაც კი ვერ შეძლეს მისი ისე გამხიარულება როგორ შენ. გამეღიმა, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, დამიანეს ღიმილი და განათებული, სიყვარულით და სითბოთ სავსე მისი მწვანე თვალები, რომელიბც მუდამ მაკარგვინებდნენ ჭკუას. რამდენი გადაუტანია და მაინც ასეთი მხიარული და უდარდელი ჩანდა ის ჩემთნ ერთად. როგორ მინდა ისევ უკან მედგეს და ისევ მომიღუტუნოს, ისევ ნიკა მეგონოს და შევცდე, მაგრამ ეს არ ხდება, თვალების გახელა მეშინია, რადგან ვიცი, რომ დამიანე არ დამხვდება. ახლა მივხვდი, რომ ვინც გრძნობს, მისთვის ცხვორება დრამაა, ხოლო ვინც აზროვნებს, მისთვის კომედია, მართალია არა? მაგრამ მე რატომ ვგრძნობ? არ მინდა ბგრძნობდე, არ მინდა მტკოდეს, ოხ დამიანე გელაშვილო, არ გაპატიებ მაგას. დერეფანში გავვარდი, უაიტყვოდ და ექმს დავუწყე ძებნა. -გამარჯობა, თქვენ ჩაუტარეთ ხომ ოპრეცია, დამიანე გელაშვილს. -დიახ. -შეიძლება ვნახო? ისეთი თვალებით შევხედე, საცოდაობა იქნებოდა ჩემთის უარი, რომ ეთქვა. -იცით, წესით არ შეძლება, მაგრამ თვენთის გამონაკლისს დავუშვებ, მაგრამ გთოვთ, რომ ფრთხილად იყოთ, ერთი დაუდევარი მოძრაობა და... არ დავასრულებინე. -არანიარი დაუდევარი მოძარობა... დიდი მადლობა.... მივდიოდით პალატებს შორის და ბული ლამის დამელია, არასდროს არ მყვარებია სავადმყოფოები, ძალიან ცუდი შეგრძნებები მაქვს ხოლმე. და აი როგორ იქნა მივაღწიეთ. -შებრძანდით, დროს დაგიმატებთ და 10 წუთი გაქვთ, მე მანამდე დაგტოვებთ. სანდომიანი ღიმილით შემომხედა და პალატის კარი გამიღო და წავიდა. შესულმა დავიანახე მოწრიპინე აპარატზე შეერთებული დამიანე, რომელსაც ცოცხალი ადამიანის ფერი უკვე აღარ ედო. ისევ ეს ცრემლები გადმოვიდა თვალებიდან, სკამი ავიღე და დამიანესთნ ახლოს ჩამოვჯექი, მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე, როგორი გაყინული ჰქონდა, არადა მაქხსოვს ვარვარებდა ხოლე, ისეთ თბილი იყო. -დამიანე... შენ ხომ არ გიყვარდა ჩემი ტირილი... არ გეყო რაც ვიტირე შენა გამო? ახლა რატომღა მიმატებ? ხომ იცი, რომ იედაც მტკივა. მშვიდად და ტირილით ვლაპარაკობდი თან ვუყურებდი დამიანეს სახეს, რომელიც არც კი გამოძრავებულა. -დამი... გაიღვიძე რაააა... ჩემი ბრალია, ასე, რომ ხარ... აქ, რომ ხარ... უნდა მოგეცა საშუალება, რომ დაგხმარებოდით.... ნამდვილი იდიოტი ხარ.... აღარ შემეძლო და მთელი ძლით ავტირდი, ვეღარ შევაკავე ეს სითხე, რომელიც თვალებთან საკმაოდ დაგროვილიყო. -იცი ერთხელ ბრძნეს კითხეს სიყვარული რა არისო... და მანაც უპასუხა, რომ ეს იყო ორი სული-ერთი ფიქრი, ორი გული და ერთი ფეთქვა... ჩემი, რომ ფეთქავს შენიც უნდა ფეთქავდეს, არ დავუშვებ, რომ ცაში წახვიდე, მეც ეგოისტი ვარ შენსავით, არსადაც არ წახვალ და ამიერიდან მე რასაც გეტყვი იმას გააკეთებ... გაიგე? შენ ჩემი ხარ. ისევ ხამს არ მცემდა, ვიმედოვნებდი, რომ ისევ სიზმარი იქნებოდა, მორიგი კოშმარი. ვიგრძენი თითოს გაეღიმა, მაგრამ ეს შეუძლებელია. რატომ ვისჯები ასე? რა დავაშავე ასეთი? ან მან არ დააშავა, მას ხომ ჩემი, დების და მეგობრების დაცვა უნდოდა. ცოტა ხანი კედვ ვიჯექი ასე წყნარად და უბრალოდ ვუყურებდი მის სახეს, თან ვეფერობოდი, ვერც კი გავიგე, როგორ ჩამეძინა, ასე კარგად ვინ იცის როდის მეძინა, სიზმარი აღარ მინახავს, მაგრამ მაინც მაღვიძებს ვიღაცის შეხება. თავებდახუჭული ვდგები და შემდეგ ვახელ თვალებს, ისევ იმ ექიმს ვხედავ. -შვილო, შენ კიდე აქ ხარ? მთელი დღე აქ იყავი? -რა? -მე რაც დაგტოვე, იმის მერე არ წასულხარ? -არა... -წამოდი, თორემ უკვე ნერვიულობას იწყებენ შენები. -ჩამეძინა. -ხო, ვიფირქრე, ცოდა და კიდევ დავტოვებ ცოტა ხანსთქო. მაგრამ იცოდე ეს უკანასკნელია, ეს არ შეიძლება. -კარგით, დიდი მადლობა ამისთვის... -ისე შეიძლება დავფიქრდე და შემოგიშვა ხოლმე. -მართლა? თავლები გამიბრწყინდა და ისე შევხედე ჩემს ,,მშველელს“, მან კი ღიმილი დამიქნია თავი. -თქვენი სახელი? -მე ლაშა მქვია, შენ? -მე სალომე, იცით მამაჩემსაც ლაშა ერქვა. -მართლა? მიხარია, ალბათ კარგი კაცია ასეთი შვილი, რომ აღზარდა. -არ ვიცი... ის ჯერ კიდევ მაშნ გარდაიცვალა, მე, რომ პატარა ვიყავი, არც კი ვიცნობ, ფოტოთითც კი არ ვიცი. -არ ვიცოდი, შვილო, ვიზიარებ. -არაუშავს. გავუღიმე და პალატა დავტოვე. ბავშვებისკენ ავიღე გეზი, რომლებიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ, ჩაშავებული თვალის უპეები, ჩაწითლებული თვალები და ძალა გამცლილები. ნიკა მომიახლოვდა და დამიყვირა, ცხოვრებაში პირველად. შვეცბი, მაგრამ მივხვდი, რომ გაბრაზების გამო არ დამიყვირა, უბრალოდ ეშინოდა. -სალომე სად, იყავი სულ გადაირიე? -ნიკა ნუ მიყვირიხარ. -ბოდიში, მეშინია შენც არ დაგკარგო. მიმიკრა, მაგრამ მე მაშინვე ავარიდე თავი. -ნიკა... არა... მეც რას ნიშნავს? კიდე ვინ დაკარგე? დამიანე ჯერ ისევ ცოცხალია და ნუ გამოიტირეთ ეს ცოცხალი ადამიანი, რა ვერ გაიგეთ, ცოცხალია, ცოც-ხა-ლი. ტონს ავუწიე და ბოლო სიტყვა კარგად და დამარცვლით გამოვთქვი. -სალომე წამოდი რააა... ტყუპბიდან ერთ-ერთმა დამიძახა და სამივე ერთდ გავედით, ცოტა მოშორებით. -სალომე... ვცით, რომ მის პალატაში იყავი... -გვითხარი რა როგორააა... ექიმები არაფერს არ გვეუბნებიან... ერთმანეთის წინადადება დაასრულეს. -საიდან გაიგეთ? -ექიმმა გვითხრა, ჩაეძინაო და არამგონია, ასე მშვიდად სხვაგან ჩაგძინებოდა, მეც ვიცი ეგ გრძნობა. -რა? -ვიცი ხო, კარგი ახლა მაგაზე მერე დავილაპარაკოთ, გვითხარი როგორაა. -კარგადაა, მე იმედი მაქვს, რომ გამოკეთედება. -სალომეეე.... ნუ გვატყუებ... -იმაზე კრგად გიცნობთ ვიდრე შენ წარმოგიდგენია. არ მინოდა მათთვის სიმართლის თქმა, ვგრძნობდი, რომ ამით ძალიან ვაყენინებდი და კიდევ უფრო დავასევდიანებდი, არადა აქეთ მე მინდოდა ტრილი, როგორ გვანდნენ მართლა დამიანეს, იგივე ფერის თმა, აღნაგობა და რაც მთავარია თვალები, რომლებიც ზუსტ ასლი იყო, მხოლოდ ის იყო განსხვავება, რომ გოგოები იყვნენ. ვეღარ მოვითმინე და ჩავეხუტე ორივეს. -ის... ის.... არ ვიცი როგორ გითხრათ. ძლივს ვაბმიდი ერთმანეთს სიტყვებს. -ვიცოდით, რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა როგორც გვეუბნებოდნენ. -კარგით, გთხოვთ რა აღარ მინდა არაფრის მოსმენდა და ლაპარაკი უბრალოდ გიყურებთ და სულ ესაა. -შენ რამეს თავი მაგრად დაარტყი? -არა, უბრალოდ დამიანეს გავხართ ძალიან. -დაგვიჯერე არ ვგავართ, ის ჩვენზე ძლიერია, რაც მან გააკეთა ჩვენს ამას ვერასდროს ვერ გავაკეთებდით. -არაუშავს, ისიც მყოფნის, რომ მისი დები ხართ. ახლა კი ნინო მოყევი ვინ, როგორ და რანაირად. ყველანაირად ვცდილობდი, რომ პოზიტიურობა და იმედი შემომერჩინა ჩემში და არ დამეყარა ფარ-ხმალი. ნინოს გაეღიმა. -არა რა მე შენი ტყუპისცალი ვარ და როდის აქეთ მიმალავ რაღაცეებს, არა ისე რაღაცეებს კი ვეჭვობდი იმაზე. სოფიმ ცლაი წარგია აწია, თვალები დაუწვრილა და თითით რეზიზე ანიშნა, მე კი ხველება ამიტყდა. ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი რეზი და ნინი, ნინი და რეზი. ვააააა, რა აღარ ხდება ამ ქვეყანაზე. დამიანე მაინც არ მავიწყდებოდა და მინდოდა, რომ კიდევ მენახა, მაგრამ ვცდილობდი, რომ გოგოები არ მენერვიულებინა და ისე მომეჩვენებინა თავი, ვითომ ყველაფერი კარგადაა. -სალო, კარგად ხარ? -კი, კი... ნინი... რაც შენაირმმა მეოემ თქვა მართალია? ჯერ კიდევ შოკირებული ვიყავი მოსმენილით. -იცი... სოფი მართალია, მაგრამ მე არ ვამბობდი იმიტომ, რომ მინდოდა დავრწმუნებულიყავი... ახლა კი გავიაზრე,მაგრამ დამიანესთვის არ მითქვამს, ის ისე მიიჩნევს რეზის როგორც ძმას... ე კი... -გოგოშკებო ჩემზე ხომ არ ლაპარაკობდით? ახლა საიდანღა გაჩნდა ეს მოუშორებელი ბაბნიკი რეზი მეკოკიშვილი რაააა, ხომ არ დაგაცდის არაფერს. -გადი რა. -სალო, სალო, მოიცადე რააა, მემგონი ჩემზე საუბრობდით და მემგონი უფლება მაქვს, რომ ვიცოდე რა ხდებაა აქანეეე. -შენზე არ ვლაპარაკობდით, ნახეთ რა თავდაჯერებული ბაბნიკია. ვა ვა ნინოოო, შენ თუ ეგეთები შეგეძლო არ ვიცოდიიი, არა რა ნაღდად დამიანეს დააა. ეჰ დამიანე, არ გაბედოთ და არ თქვათ, რომ ის მე და ჩვენ ყევლას დაგვტოვებს, მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი და რწმენა და ამიტომაც არ ვღელავ. -ეეე სალო, გველების სახეობებს, რომ სწვლობდი ადრე სკოლაში, ეს შხამიანი კობრააა. -შენ ჩემს დას თავი დაანებე, თორემ დაგიხვრიტავ კოჭეებბბსსსს. -ოე ჩემო დაიააა, წავიდა ძველი 90-იანებიიიი, ძველი ბიჭებიც კი აღარ ხვრიტავენ კოჭებს. რეზიმ გაიცინა, მე ყურებზე ხელი ავიფარე, რადგან მაგას არანაკლები დამაყრუებელი ხარხარი აქვს, მაგრამ რატომღაც არაფერი ხდება, ყურებდან ხელი ჩამოვიწიე და ისე მომხილავად იცინოდა, მე შემშურდა. ვააა ეს რა ბიჭი გვყოლია და არ ვიცოდიიი. აქ რაღაცაშია საქმეე, რეზი ასე არ ციცინის ხოლმეეე, მე არ ვიყო სალომე ახვლედანი, ეს ყველაფერი თუ არ გავარკვიოოო. რა კარგები და მხიარულები არიან. ახლა გამახსენდა დამაინეს წერილი და მეც უცბად შემეცვალა სახე, როგორ გაბედა და ეს ყველაფერი ჩვენს გარეშე განახორციელა. ფიქრებიდან თომას ძხილს გამოვყავარ. -ჰეი გოგოებოოო, მოდითთთთ. -მე გოგო ვარ შე*ემა? ვერ დამიანახე ამხელა ჯომულუნგმა კაცი? -აააა, შენ კაცი ხარ? სორი ბრატ შემეშალა. -აუ ეს რა დაქნეული გყავს ნიაკო რაააა. ნია დაეჯღანა რეზის და ენაც გამოუყო. ისევ იმ ადგილას დავბრუნდით, სადაც ბავშვები შეკრებილიყვნენ, მაგრამ ამჟამად ის უცხო ბიჭიც აქ იყო. ღმერთო რა დებილი ვარ, სულ დამავიწყდა სახელი მეკითხა და ისიც დამავიწყდა, რომ მონაყოლი ისტორიისთვის მადლობა გადამეხადა. -გამარჯობა ვატო. ჩემი ძმაც და შენც კარგად ხართ საცემები, მარტო ასეთ საქმეებზე არ უნდა წახვიდეთ. სოფიმ გაბრაზებული ტონით ხელი მიარტა როგორც გავიგე ვატოს მხარზე. -ხალხნოოო, ვინმემ გამაგებინეთ რა ხდებააა. -სანდრო? შენ აქ რა გინდა? -ყვავილო, როგორც მახსოვს მე დაგეხმარე დამიანეს მოძებნაში და ახლა იმას მეკითხები აქ რა მინდა? ნუ ამას მერე მეტყვი და მანამდე მითხარით ვინმემ რა ხდებაა? ვერ გაივგე ვერაფერი ვიღაცა მოვიდა და დამიანეო, სალომეო, საავდამყოფოო. -აუუუუუ, ეს რამდენს ლაპარაკობსსსსს. სოფიმ ეგრევე წაკბინა, როგორც კი სანდროზე მიშტრება დაამთავრა. -ეს კრაზანა გოგო, რომელიც რატომღაც დამის მაგონებს ვინ არის? და საერთოდ ე თვენი დედიაშვილი ვარ თუ პროპკააა? გაბრაზებულმა გამოგვხედა მე და ნიკას, შემდეგ კი სოფის და ნინის დააკვირდა. -ესენი მართლა ორნი არინ, თუ ლუდი მომივიდა ბევრი? -ნუ ბჟუტურობ რა რაღაცეებს. ზრდილობიანად გასცა პასუხი ნიკუშამ. -ჩვენ ტყუპები ვართ, მე ნინი ვარ ის კი სოფია. -სასიოავნოა, ნინო და კრაზანავ, მემგონი შეგეფერება ეგ სახელი. -ჩემთვის არაა სასიამოვნო მიუნჰაუზენნ. -ვინოო? -რა გაგიკვირდა იმდენი რაღაცა ილაპარაკე მინიმუმ მიუნჰაუზენა გეკუთვნის სახელად. ნაგლურად გაუცინა სოფიმ და მე თვალი ჩამიკრა. -მე სანდრო ვარ, ვინც არ მიცნობთ. სანდრო გასვიანი. სოფი მიაშტერდა მოსაუბე სანდროს. აქაც რაღაც მაფიაა ჩაქსოვილი. ნინის ვანშნე ხელებით, რომ სოფიზე უნდა გვემოქმედა ფსიქოლოგიურად. -სოფი... რა სექსუალური ბიჭია ხოოო, თანაც გვარდა გასვიანი. ხითხითით ჩსჩურჩულა ნინიმ ყურში. -კიიი... მოიცა რა. ახლა გამოფხიზლდა ქალბატონი სოფი. მე და ნინიმ სიცილი დავიწყეთ. -სოფი... იცი ტუჩს კუთხეში ნერწყვი გაქვს. მე მოურიდებლად განვაგრძობდი სოფის ნერვებზე დაკვრას და თან სიცილით ვსკდებოდი. -ფუუუუ, ამას რა მომაწონებს კარგით რააა. სუფთა გომბეშოა. -კაი, კაი, გაჩეეეეე. მე და ნინი ვბუტბუტებდით სოფის გასაგონად, რომ მოეწონა და ა.შ. როგორც გოგოებმა ვიცით. სოფი კი ამის გაგონებაზე ბრაზისგან გადახურდა რასაც ქვია და გვეგონა, რომ მალე აფეთქდებოდა, რაზეც ისევ ახლიდან ვიწყბედით სიცილის. -ოეე სასტავ დარეკეთსახანძროშ, თორემ ვერ ხედავთ? გადაწვა ლამის საავადმყოფო. -შენ მოკეტე, გომბეშო ეს. სოფიმ სანდროს გვერდზე გაუარა და მხარი მთელი სიძლიერით გაკრა. ნიამ კი ამაზე სიცილი დაიწყო. სანდროც გაბრაზდა და ისიც წავიდა, აუ რა გარეკილი აქვს ყველას რააა. -გოგოებო თვენ წადით სახლებში ჩენ დავრჩებით. ნიკამ თავისი აზრით ,,მაგარი“ იდეა წამოაყენა. -მე არსადაც არ წავალ. -სალომე, რატომ ჯიუტობ? ვერ ხედავ რას დაემსგავსე საჭმელიც არ გიჭამია. -აუ ნიკა შენ შენს კვებას მიხედე, მე უკვე დიდი გოგო ვარ და მივხედავ როგორმე ჩემს თავს. -ბიჭო დაანეე თავი, ხომ იცი ეს თუ შეჯდეა ვირზე ვეღარ ჩამოსვამ. სინანულით თქვა თომამ და მხარზე ხელი დაარტყა. -პატარავ, შენ და ნია მაიც წადით. -თქვენთნ ერთდ ვიქნბით ჩვენც, მართალია დამიანე დიდი ხნის მეგობარი არ არის, მაგრამ მომავალი სიძეა ბოლო ბოლო. ბოლოში ეკუშამ მხიარულად დაასრულა, ამგრამ ჩემთს ეს დასასრული არც ისე ბედნიერი იყო, დამიანეს სტყვები გამახსენდა. -მე ცოტა ხნით წავალ. ნიკა ჩემსეკ გამოიწია, მაგრამ ეკამ გააჩერა ხელით და რაღაც უთხრა. მე ლაშა ექიმის საძებრად სართუელებზე დავდიოდი და ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე. -ლაშა ექიმო, გამარჯობა, შეიძლება დამანე ვნახო? -სალომე, ხომ იცი, რომ არ შეიძლება. -გთხოვთ რა ახლა ეს მჭრიდება ყველაზე მეტად. -არ ვიცი შენს თვალებს როგორ გავუძლებ ხოლმე რაააა. ჩაიცინა და პალატისკენ მიმავალ გზაზე გამიძღვა. შიგნით შესვლის მერე შევამჩნიე, რომ დაბნელებულიყო. ექიმმა დატოვა ოთახი და სრულ სიჩუმეშ დამტოვა, სადაც მხოლოდ აპარატის წრიპინი ისმოდა. -დამი... მომენატრე იცი? შენი წერილი კი მინდა გითხრა, რომ სრული იდიოტობაა, მეორედ აღარ გაბედო ასეთი რაღაც აღარ გააკეთო. მინდა, რომ გამოიღვიძო, იმიტომ, რომ მერე ჩემი ხელით დაგახრჩო, შენი საქციელისთვის. გავიცინე და ისევ იქ დავჯექი, სადაც წიან შემოსვლაზე. -შენ მითხარი, რომ ვინმე სხვა უნდა მეპოვა, მაგრამ მე არ მინდა სხვა... მე შენ მჭირდები! ეს ვთქვი და ცრემლებმა გადმოლახეს საზღვარი. -იცი, შენი დები გავიაცი, ძალიან გგვანან და ძალიან საყვარლები არიან. აქამდე შენდამი ცოტა ნდობა მაინც მქონდა დარჩენილი და ახლა როგორ გენდო? დაითვალე აბა, რამდენი რამ მომატყუე. ავდექი, დამიანეს სახესთან ახლოს მივედი და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე. -გაიღვიძე და გპირდები, რომ შენთან ვიქნები, სულ შენი ვიქნები. მიყვარხარ! ისვე როგორც მე, შენც ღირსი ხარ ბედნიერების. 2 თვე გავიდა უკვე და უკეთესობა არაა, მედ და დანარჩენები განადგურებულები ვართ, სოფი და ნინი, ხომ საერთოდ. ამ ორი თვის განმავლობაში თითქმის გადავსახლდი სავაადმყოფოში, ყოველ დღეს და ღამეს დამაინეს გვერდით ვატარებდი. ძალიან გავხდი, ძალით მაჭმევს ხოლმე დედა. თვალები ჩაშავებული მაქვს და ცოცხალ-ნკვდარი დავდივარ. ამ დროს ყოველდღე ვკოცნიდი ჩემს საყვარელ ტუჩებს, რომლებიც მინდოდა, რომ ამყოლოდნენ, მაგრამ არა. ყოველდღ ვუმეორებდი უძრავად მწლიარეს, რომ გაეღვიძა და ვპირდებოდი, რომ მასთან ვიქნებოდი და თავიდან ბოლომდე მისი ვიქნებოდი, იმას, რომ მიყვარდა სიგიჟემდე და უსასრულობამდე და იმასაც, რომ როგორც მე, ისიც არის ღირსი, რომ იყოს ბედნიერი... ჰაიიი. იმედია ძალიან სევდიანი და დრამა თავი არ გამოვიდა და იმედია, რომ მოგეწონათთთ და საინტერესო გამოვიდააა. ვიცი, რომ წინა თავებშიც და აქაც ბევრი შეცდომები ამქვს და ბოდიში ამისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.