ვნების მსხვერპლი #3
ქეთი ნაკანმა ჩვეულებრივად დაიწყო დილა. წესისამებრ, წყლის ქვეშ ინებივრა. თავი მოიწესრიგა და წამლების მიღებაც არ დავიწყებია. რადგან დროის სხვადასხვა მონაკვეთში უწევდა დალევა, თან წაიღო რამდენიმე, არასაჭიროები იქვე დატოვა და საძინებელი ოთახიდან გამოვიდა. მისაღებში გასულს დივანზე ჩაძინებული ძმა დახვდა, რომელსაც სახეზე ჩალურჯებები დღის სინათლეზე უფრო გამოეკვეთა. შეუსწორა გადასაფარებელი და სახლიდან ჩუმი ნაბიჯებით გაიპარა. მანქანა კაზინო „ლას-ვეგასის“ წინ შეაჩერა და გადმოვიდა. იქ შესულმა პერსონალი შეათვალიერა და ერთ გოგოსთან მივიდა. - გამარჯობა! ლევან ბრეგაძესთან ვარ, თუ არის სამსახურში? - იკითხა და თან გარემო მოათვალიერა. შესანიშნავი ინტერიერი და გარესამყაროსგან მოწყვეტილი კლიენტები თავს ვერ აღწევდნენ აქაურობას და დიდი ხრამიდან ვერ ამოდიოდნენ. - გამარჯობა, ქალბატონო. დაცვას გადავცემ, გთხოვთ, დამელოდეთ! - თავაზიანად უპასუხა ახალგაზრდა გოგომ და მეორე სართულისკენ გაემართა. კიბეები სწრაფად აიარა. ნაკანი ქვემოთ იდგა და იცდიდა, თან ინტერიერს თვალს არ აშორებდა და მის ყურადღებას თამაშით გაბრუებული ხალხიც იქცევდა. „უსაათობას“ განიცდიდნენ და ფანჯრების არქონაც ხელს უწყობდა შეგრძნებათა ჩახშობას, ძვირფასი ადამიანების დავიწყებასაც კი. ფერადი „ფიშკების“ თამაშში ისე იყო ყველა ჩართული, თითქოს რაიმე მნიშვნელოვანი დეტალის პოვნა მართლა შეეძლოთ გათიშულებს. ხარბ და ცინიკურ მზერებს ამჩნევდა საპირისპირო სქესთაგან. მიუხედავად უსიამოვნო შეგრძნებისა, სახეზე მაინც არაფერი დასტყობია და თავადაც უკმეხი მზერით პასუხობდა ყველას. - სათამაშოდ მოხვედი, პატარავ? - ვიღაც ულვაშიანმა ტიპმა „ფიშკა“ ააგდო და შემდეგ ხელში შეათამაშა, თვალი კოჭიდან თმის ღერამდე ააყოლა ქალს. ნაკანს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ ზიზღიანი თვალები მიანათა. - ერთხელ სახ/მარად წავა, რა. - მეორეც აჰყვა და უკვე ნერვები დაეძაბა ქალს პერსონალის უკან დაბრუნებამდე. - წკენტა, მე ვიყავი პირველი. - ირონიულად გადახედა ულვაშიანმა წკენტას, რომელიც წითური იყო და ამიტომ ეძახდნენ ასე. „კომპლიმენტების“ ცვენისას თერპერანგიანი გოგოც გამოჩნდა, რომელსაც ქვედაბოლო უკანალს ძლივს უფარავდა და ზემოთხსენებულნი არანაკლებ იდორბლებოდნენ მასზეც. - წამობრძანდით, დაცვას შევატყობინე და გელოდებათ ბატონი ლევანი. - კვლავ გაუღიმა ქალს და ხელით მეორე სართულისკენ ანიშნა. ნაკანი კიბეებისკენ გაემართა, მხრებგასწორებული და ყელაღერებული მიაბიჯებდა. კიბეებზე ასვლისას ფრაზაც მოესმა ყურს უკან და სასიამოვნოდაც გაეღიმა კმაყოფილს. - ვახ, დამა ქალია იმენა, რა ტრა/კი აქვს. არც კი მოუხედავს უკან. კიბის პირდაპირ მდებარეობდა ბრეგაძის კაბინეტი. დაცვის ბიჭებმა ნივთები გარეთ დაატოვებინეს ქალს და შიგნით ისე შეუშვეს. - გამარჯობა! - წამიერი სიჩუმის შემდეგ მტკიცე ტონით წარმოთქვა, რათა წინ მჯდომი კაცის ყურადღება მიექცია. ბრეგაძემ ამოხედა ქალს, თვალებში ჩააშტერდა და სარკასტული ღიმილი აიკრა პირისახეზე: - გაგიმარჯოს, ლამაზმანო. გამოგგზავნა შენმა სირ/მა ძმამ? - როგორც მივხვდი, თქვენთვის ეთიკის ნორმები და ქალთან ტაქტიანი საუბარი უცხოა. ჩემმა ძმამ არც კი იცის ჩემი აქ ყოფნის შესახებ. - ვა, ვა, რას ხლართავს ჩვენი მწერალი, აბა? - თქვენთვის ქალბატონი ქეთი ვარ. - სიმკაცრე არ დაიშურა ქალმა და წარბები ერთმანეთს მიუახლოვა. - ბებიაშენს ერქვა, თუ ეგ ძველმოდური სახელი საიდან? - რა უტაქტო ხართ! - სიმწრისგან ფრჩხილები კანში ჩაირჭო ნაკანმა. - ნუ, კაი, რამ მოგიყვანა აქ, ქალბატონო ქეთი? - ფეხზე წამოდგა ბრეგაძე და ქალთან ახლოს დადგა. სასიამოვნო სურნელი იგრძნო, მაგრამ შეუმჩნევლად შეისუნთქა. ქალის განიერ მხრებს დააკვირდა უკნიდან და არც მაღალი ფეხები დარჩენია შეუსწავლელი. თუმცა, ნაკანის გარეგნობა მისთვის უცხო არ ყოფილა, რამდენადაც უკან დაჰყვებოდა და უთვალთვალებდა, რათა შემდეგ ზურას დასაშანტაჟებლად გამოეყენებინა. შესაბამისად, ბრეგაძემ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე სხვებმა, რადგან ქეთის თითქმის არც უჭირდა ინფორმაციების საზოგადოებისგან მიჩქმალვა დიდი სანაცნობო წრის და რეპუტაციის გამო. - რაზეც ახლა გესაუბრებით, მინდა პირობა მომცეთ, რომ ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება. – „ბლუ ჯინსის“ სურნელი ეცნო ნაკანს, ვახოც იყენებდა ამ სუნამოს და ძალიან მოსწონდა, აღიარებდა. გრილი და არომატული მოლეკულები მთელ ოთახში გაფანტულიყვნენ. - ახლა არ მითხრა, რომ შენც მაკვირდებოდი და შეგიყვარდი, თორემ მოსაბეზრებელი იქნება. - სავარძელში მოთავსდა კვლავ ბრეგაძე, ხელები მაგიდაზე დააწყო და წარბები აათამაშა. - როგორი თავხედი ხართ! მოვითხოვ, პატივი მცეთ! - გაბრაზებას ვეღარ მალავდა ქალი, მაგრამ იძულებული იყო მოეთმინა მხოლოდ ძმის გამო. - შენმა ძმამ ფული მოიტანოს, ჩვენი შეხვედრაც აღარ მოხდება და არც გაბრაზდები, ლამაზმანო. - სიცილი აუტყდა კაცს, უჯრა გამოაღო და რაღაც თეთრი საქაღალდე ამოიღო. - ზუსტად ამაზე სალაპარაკოდ მოვედი, თუ დამაცდით და კეთილსინდისიერი იქნებით. - სინდისი და ნამუსი ჩემგან შორსაა. - გაუნათლებელი ხეპრე! - ხმადაბლა ჩაიქირქილა ქეთიმ და თვალები წამიერად დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა. ბრეგაძემ გაიგონა ქალის სიტყვები, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია და რაღაცაზე ჩაფიქრებულს გულში გაეღიმა. - გისმენ, შენთვის დრო არ მაქვს, მალე მითხარი. - მობეზრებულმა დაუბრუნა პასუხი და თან საქაღალდის გახსნა დაიწყო. - მოკლედ, გადავიხდი ჩემი ძმის ვალს, მაგრამ უნდა დამპირდეთ, რომ ზურას ამის შესახებ არ შეატყობინებთ და ასევე, შავ სიაში მოხვდება მთელი კაზინოების ქსელში, რათა აღარასდროს მოხვდეს ამ ჯოჯოხეთში. - ქეთის ეჭვი ეპარებოდა და ბრეგაძისგან დახმარებას არ ელოდა, ამიტომ ბოლო იმედებს ებღაუჭებოდა. - რა საინტერესოა, როგორ დედურ სითბოს უწევ შენს ღლაპ ძმას. - მგონი, თქვენთვის არაფერი დამიშავებია და გთხოვთ, ტონი აკონტროლეთ. - ოფიციალურობას არ იშორებდა ქალი და მთელი ძალით ცდილობდა სხეულს შიგნით ამოხეთქილი ცხელი ლავის კონტროლს. - კაი, კაი. ახლა მომისმინე, სამი დღე მქონდა შენი ძმისთვის მიცემული თანხის დასაბრუნებლად. ერთს მოვდებ, რომ ვერ მიხვდეს ვერაფერს და ქალურ სცენებს ნუ დამიდგამ. - საქაღალდიდან ფოტოები ამოიღო ლევანმა და ქალს წინ გაუშალა. - შენი ცხოვრება დეტალ-დეტალ შევისწავლე, ასე თუ ისე, სხვა სუსტი წერტილი არ ჰქონდა შენს ძმას შენ გარდა და მეც ინფორმაციებს ვაგროვებდი. ნაკანი ფოტოებს გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა. ეგონა, ვახო ზოიძესთან ურთიერთობის ამბავს კარგად მალავდა და მხოლოდ მისმა ძმამ და მეგობრებმა იცოდნენ, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა. შეეშინდა ქალს, რადგან ცხოვრებაში აურზაური არ სჭირდებოდა და მშვიდად ყოფნა სურდა. ისედაც დამძიმებულიყო მისი ფსიქიკა ბოლოდროინდელი პრობლემების გამო. - ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა, რომელიც თქვენ არ გეხებათ! - გაბრაზებულმა თითქმის იყვირა და ფოტოების დახევა დაიწყო. ბრეგაძე იჯდა და იცინოდა ქალის ისტერიკაზე. ყურადღებას არ აქცევდა და ამხიარულებდა აფოფრილი ქეთის ყურება. ირგვლივ მიმოფანტული დახეული ფოტოები არ ადარდებდა, ასლები ისედაც ჰქონდა. - ნორმალური ხართ საერთოდ?! ეს რა ქცევაა? ვინ გეკითხებათ, რომ ჰყოფთ ცხვირს ჩემს ცხოვრებაში?! - ვერ ცხრებოდა ნაკანი და ნაკუწებად აქცევდა ფოტოებს, თითქოს ნერვებს იმშვიდებდა ამით, მაგრამ უნდოდა სწვდომოდა კაცს და კმაყოფილ სახეში სილა გაეწნა. - ჰეი, ლამაზმანო, შენ უბრალოდ სათადარიგო მახე იყავი, რამ გაგაცოფა? - დაცინვას არ წყვეტდა ლევანი. - ღირსი ხართ, ცხოვრება გაგიმწაროთ! თავხედი ადამიანი ხართ! თქვენი პირადი არ გაგაჩნიათ და სხვისაში იქექებით! მოგყავთ აქ ხალხი და აშტერებთ საერთოდ, ყველას უბედურება თქვენთვის უმნიშვნელოა! ეს მხოლოდ არაადამიანს შეუძლია! - ფეხზე წამოდგა ქეთი, მაგიდას ხელებით დაეყრდნო და ზემოდან დაჰყურებდა ირონიულად მომღიმარ კაცს. - ქეთი ნაკანო, ჭკუას მოუხმე და საკუთარ იმიჯს გაუფრთხილდი, თორემ შემიძლია ყველას გავაგებინო შენი საიდუმლოებები, რა სცენებს მიდგამ აქ უტვინო ქალივით? - არ ჩამორჩა ბრეგაძე და ისიც ფეხზე წამოდგა. ორივე ერთმანეთის პირისპირ გაბრაზებული იდგა. - ეს უკვე შეურაცხყოფაა და მე თქვენთვის იგივე არ მითქვამს, მხოლოდ რეალობა დაგანახეთ, რამაც გაგაბრაზათ! - ენა გააჩუმე და ნუ მეთავხედები, თავი ვინმე გგონია? - დაიგრგვინა კაცმა და მუჭი მაგიდას დაარტყა. - წყობიდან რამ გამოგიყვანათ? სიმართლემ? ბრეგაძე ქალის სახეს მიუახლოვდა, ლამის ტუჩები მიაბჯინა და იქვე დაუჩურჩულა: - დაწყნარდი, პატარავ. ნაკანმა თვალები წამიერად დახუჭა და ცივად გამოიწია უკან, დააბნია კაცის ქცევამ და ფეხზე მდგარმა ხელები გადაიჭდო. გულს ურევდა ბრეგაძის სიამვოვნებისგან და სიბრაზისგან აელვებული თვალები. უნდოდა, იქვე დაეხრჩო. - როგორი გულისამრევი ხართ! - მოაშორე ეს თქვენობითი ფორმა, გავიგე უკვე შენი ხასიათი და ნუ მეპირფერები. - განგებ ცდილობა გაღიზიანებას ლევანი და ვერც მალავდა, რომ ამით კმაყოფილდებოდა მისი ეგო. - გული მერევა ნაგვებზე. - ჰოდა, შენს ძმას გადაასხი თავზე. - აზრიც არ აქვს თქვენთან ლაპარაკს! - ვისთანაც ჰქონდა, ვხედავდით ორივე ფოტოებზე. - ეს თქვენ არ გეხებათ - მეთქი! - თანხა გადაიხადე და წადი. - ამდენიც რისთვის გელაპარაკე?! ხეპრე! - ანგარიშის ნომერს მოგცემ და ჩარიცხე. - ლევანმა ფურცელზე დაუწერა ანგარიშის ნომერი და ურეაქციოდ გაუწოდა, ბოლო „კომპლიმენტზე“ ყურადღება არ მიუქცევია. ნაკანს აღარაფერი უპასუხია, ფურცელი გამოართვა და გასვლას აპირებდა, როცა ხმამ შეაჩერა: - ჭკვიანად, ლამაზმანო! - უკანმოხედილ ქეთის ლევანმა გამაფრთხილებლად უთხრა, თვალი ჩაუკრა და სავარძელში ჩაენარცხა. გაცეცხლებულმა დატოვა იქაურობა ქალმა და ჩქარ-ჩქარა ჩამოიარა კიბეები, როცა მისი ნივთები დაიბრუნა. მოთამაშეების მხრიდან რამდენიმე უხამსი რეპლიკის შემდეგ მიუბრუნდა მათ და ყველას დაუყვირა: - თქვენნაირი ბინძური ნაგვები მხოლოდ ვირთხები, თუ იქნებიან! „ლას-ვეგასი“-დან გამოვიდა და თავის მანქანაში მოთავსდა. ტელეფონზე უცხო ნომრიდან დანარეკი დახვდა, რადგან კაზინოში სიმბარათი არ იჭერდა. გვერდით სავარძელზე მიაგდო და ბანკისკენ წავიდა ანაბარიდან თანხის გადასარიცხად. ასეთი აფორიაქებული და ალმოდებული კარგა ხანია აღარ ყოფილა, მაგრამ ლევან ბრეგაძემ სასწაულებრივად მოახერხა ქალის გაღიზიანება ისე, რომ ქეთი არც კი შეჩერებულა და მოთმინება არ გამოუჩენია, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა. წერეთელზე, მერიასთან დააყენა მანქანა და წინ გადაჭრა გზა, საქართველოს ბანკში შევიდა. არც კი ესმოდა ქუჩაში ჩუმი საუბრები, ისე აწიწმატებული მიაბიჯებდა და არავისთვის მიუქცევია ყურადღება. თანხა გადარიცხა თუ არა, ტელეფონზე მაშინვე დაურეკეს: - რა დროული რეაგირება გაქვთ, ქალბატონო. დანარჩენს მივხედავ. - კარგად ბრძანდებოდეთ, ლევან ბრეგაძე და იმედი მაქვს, თქვენთან საქმეს აღარასდროს დავიჭერ! - მაშინვე გათიშა ტელეფონი და მანქანისკენ წავიდა. ახლა სახლში უნდა დაესვენა და დაემშვიდებინა ნერვები, თორემ თავის შეკავება უჭირდა. *** ჯერ კიდევ კარგად არ იყო გამოძინებული ზურა, როცა თვალები გაახილა. გვერდი იცვალა და დაბეჟილობისგან მთელი სხეული ასტკივდა. ნაკვთების მოძრაობისგან სახეც სტკიოდა და თვალ-ტუჩიც დასიებოდა. ქეთის ეძახდა წამოსადგომად, რადგან თვითონ უჭირდა, მაგრამ ხმა რომ ვერ გაიგონა, ძლივსძლიობით წამოდგა და დის საძინებლისკენ კვნესით წავიდა, თან კოჭლობდა. არც ოთახში დახვდა ქალი, მაგრამ ტუმბოზე დადებული წამლები რომ დაინახა, გაუკვირდა. იცოდა, არაფერი სჭირდა ქეთის და ეცოდინებოდა, რამე რომ დამართნოდა. თრევით მივიდა ტუმბოსთან და წამლის კოლოფები ხელში მოიმარჯვა სახელწოდებების წასაკითხად. იქვე ექიმის დანიშნულებაც იდო, წამლის მიღების დროები რომ არ არეოდა. ზურა გაკვირვებული მიშტერებოდა წამლებს და იმ დანიშნულებას, სადაც ეწერა რომ ქეთი აივინფექცია შიდსით იყო ინფიცირებული და მაშინვე ვახო ზოიძე გაახსენდა: - ეგ ახვარი ეგ! - ლომივით ბრდღვინავდა ნაკანი და სულ არ ახსოვდა თავისი ტკივილი. არ იტყობდა, თორემ ქეთი სამყაროს ერჩივნა და ნებისმიერს გაასხმევინებდა ტვინს მის გამო. - ვახ, ჩემი ქეთი ტო! ზოიძე კი ყველაფრის ღირსია, მაგრამ ქეთის რას ვერჩი. საწყალი ტო, მარტო მოუწევდა ამ ყველაფრის გადატანა და არც მეტყოდა რამეს, რომ არ გამეგო. - გულწრფელად აწუხებდა დის მდგომარეობა. - როგორ ერთი სიტყვა არ მითხარი ტო?! - თავში წაიშინა ხელები და სინდისმა მარწუხებივით მოუჭირა. პირველად იგრძნო ასე მძაფრად საკუთარი უმაქნისობა და გაიაზრა, რომ არასდროს იყო დის გვერდით, როცა ქეთის ძალიან სჭირდებოდა. ყველაფერს მარტო გაუძლო ქალმა მშობლების დაღუპვის შემდეგ და ძმის აღმზრდელის როლიც ერგო, რომელიც არც თუ მარტივი შესასრულებელი აღმოჩნდა. - შენ დედას შევ/ცემ, ზოიძე, დამაცადე, ფეხზე დავდგე და განახებ, ვის რა უნდა გადასდო. - ფიქრებს ვერ იჩუმებდა, ისე იყო განრისხებული. ნამდვილ ლომს ჰგავდა, თმები ფაფარივით აეშალა და ვახოს გატყავების სურვილს ვერ იშორებდა. უკვე ქეთის ოთახიდან გამოდიოდა, როცა შემოსასვლელი კარის გაღების ხმა მოესმა და მისაღებისკენ გაემართა. - ქეთევან ნაკანო, ჩემ წინ დაჯექი, სანამ ძვლებში დაგამტვრიე! - კატეგორიული ტონით მიმართა ზურამ დას და საცოდავად მივიდა დივნამდე. - რამ გადაგრია შენ? ან რამ გაგაღვიძა ამ დროს? - ტკივილმა შემაწუხა და გამეღვიძა. სალაპარაკო მაქვს. - რა გინდოდა ჩემს ოთახში? - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კართან დატოვა ქეთიმ, წინ ჩამოუჯდა ძმას და ცდილობდა არ ეფიქრა იმაზე, რომ ზურამ ყველაფერი შეიტყო. - გეძებდი, მაგრამ შენს ძებნაში სხვა რამ აღმოვაჩინე, რასაც მიმალავდი და არ ვიცოდი. - რა ხდება? - ნერვიულობის დაფარვას ტყუილად ცდილობდა ქალი. - რას ნიშნავს ის, რაც იქ დამხვდა? რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში და ზურა დაძაბული უცდიდა დის პასუხს. სიმართლე ისედაც იცოდა, მაგრამ ქეთისგან აინტერესებდა ყველაფრის გაგება. - მეგონა, ჩემს უმცროს ძმას არ ვადარდებდი. - ხანდახან გაახსენდები და გიჯავრებს ხოლმე. - ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე ზურამ. - რა იდეალური დრო შეარჩია, გადაეცი. - არც ქეთი ჩამორჩა ძმას. - კითხვა დაგისვი - მეთქი, გოგო! - ნორმალურად მომმართე, ღლაპო! - აუ, ნუ დაიწყებ და ჩაირთვები ახლა, ვახ! გეკითხები, რა, ამიხსენი, რად უნდა ამდენი? - ჰო, კარგი. ხომ ნახე? რაღა აგიხსნა? - რატომ არ მითხარი? - რისთვის მეთქვა, ზურა? - იცი შენ. - და იმან რა იცოდა? - თავს ისულელებ ახლა? - ზურა! - გოგო, მაგას გავუხევ იმ მორდას, პრო/ჭი ეგ. შემდეგში ეცოდინება, ვისთან დაიჭიროს საქმე. - რას სულელობ? ნუ იჭიმები ეს პატარა ბიჭი, შენი ჭირიმე. ვახო არ არის ცუდი ადამიანი და შენ კიდევ არ იცი რაღაც. - ქეთიმ გადაწყვიტა ბოლომდე ეთქვა სიმართლე ძმისთვის. - რაღას დაამატებ კიდევ? ბარემ ერთიანად ამოვუღებ ნაწლავებს იმ კარგძაღლს! - ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ ნაყოფი ვერ შევინარჩუნე. - ახლა მეკაიფები, არა? - ნერვიულად გაეცინა ბიჭს. - არა. - და ეგ პროსტო შიდსისგან? - გაკვირვებულმა იკითხა ზურამ. ქეთი ჩუმად იყო და ვერ გარკვეულიყო, ეთქვა თუ არა სიმართლე ვახოზე ძმისთვის. ისეთი ქარაფშუტა ადამიანისთვის, როგორიც ზურა იყო, საშიშროებას წარმოადგენდა ზედმეტი ინფორმაციების ცოდნა. ჭრელო პეპელასავით, როცა სურდა გამოიყენებდა, როცა არ სჭირდებოდა, ინახავდა. ხან აქეთ დაფრინავდა, ხან - იქით. - მეტყვი ახლა? რას ჩაფიქრებულხარ, ბუზებს ითვლი? - კი, ზურა, ნახე, ერთი ბუზი, ორი ბუზი, სამი ბუზი... - შეუღრინა ქეთიმ. - შანსი არაა, მარტო შიდსისგან არ დაზიანდებოდა ნაყოფი, ათასი ბავშვი იბადება დღეს ეგრე ინფიცირებული მშობლისგან. - ჰო, მართალი ხარ. - ხმა ჩაუწყდა ქალს და მოიღუშა. - აბა, რაღა ხდება კიდევ? - ვახო წამალს იკეთებს. - და ეგ აქამდე არ იცოდი? - სიცილი ატეხა ზურამ. - არა! - აუ, იმენა ჩემი და არ ხარ, მგონია. - ვერ ისვენებდა ბიჭი მიუხედავად იმისა, რომ სხეული საშინლად სტკიოდა უკვე. - რა გაცინებს, დეგენერატო? - ნერვები მოეშალა ქალს. - მოდი აქ, გადმომიჯექი. აი, შემდგარი ქალი ხარ და მაინც სულელი ხანდახან. - ხელით დივანზე ანიშნა ზურამ დას და თბილად უღიმოდა. ქეთი ძმას მიუჯდა და თავი მხარზე ჩამოადო. - მტკივა, ასე მაგრად ნუ მეხუტები. - დაიწუწუნა ბიჭმა. - უვარგისი! სულ არ მოგეკარები! - მოსცილდა ცივად მაშინვე ქეთი და პატარა გოგოსავით გაიბუტა. - იმედი გამიცრუეს მშობლებმა, არადა, მე უნდა ვიყო პირველი შვილი. მოიკერე აქ ზრდასრულის იმიჯი, ბავშვობაში ჩარჩენილი. - ხელი მოჰხვია დას და თავზე აკოცა. - მართალი ხარ, უნდა მეთქვა შენთვის ყველაფერი თავიდანვე, მაგრამ რამდენიმე დღის ამბავია. სამწუხაროდ, შენს სისხლჩაქცევებს დიდი დრო ვასუფთავებდი და მერე ვეღარ მოვიცალე. - რას მოიგონებ ხოლმე? აი, ეს გაჩმახება რომ არ იცოდე და იმენა და იყო, გაასწორებს. - უჯიშო! - მე ნაწყენი ვარ შენზე, ქეთი. - ცივი წყალი დალიე, ზურიკო. - ჰა-ჰა! - სიცილის იმიტაცია გააკეთა უმცროსმა ნაკანმა. აბუზღუნებელი ქეთი ჩაიხუტა ძმამ და უცხოს რომ შეეხედა, აუცილებლად იტყოდა საუკეთესო და-ძმობა აქვთო. თავქარიანი უმცროსი ნაკანი და სტაბილური ქეთი სრულიად განსხვავებული დედმამიშვილები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ზურა ნაკლებად ჩნდებოდა დის ცხოვრებაში და ქეთიც არ იყო ამის წინააღმდეგი, რადგან დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღია იმას, რაც შეძლო და ვინც გახდა. მართალია, მხარდაჭერა მშობლებისგან არ დაჰკლებია მათ სიცოცხლეში არც ერთს, მაგრამ ზურაზე ნამდვილად იქონია გავლენა ტრაგედიამ. ცხადია, ზურას დაჭერას ვერ ახერხებდა მარტოხელა უფროსი და ხშირად ჩხუბობდნენ. ეს რომ თავიდან აეცილებინა ბიჭს, სახლში არც მოდიოდა ხშირად და საბოლოოდ უერთმანეთობას თითქოს მიეჩვივნენ, მაგრამ საკმარისი იყო რომელიმეს რაიმე გასჭირვებოდა, მაშინვე ჩნდებოდნენ და სიახლოვით კვლავ უმკლავდებოდნენ პრობლემებს. ქეთის მუდმივად აწუხებდა დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ზურას ცუდი მიდრეკილებები ჰქონდა ბავშვობიდანვე და ეს ვერ დააძლევინა. ფსიქოლოგთანაც ჰყავდა, მკურნალობდა კიდეც, მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონიათ. ერთ დღეს დამჯერი ბიჭი მეორე დღეს თავხედი და დაუმორჩილებელი ხდებოდა. საბოლოოდ, როცა სრულწლოვანი გახდა ზურა და უკვე ოთხი წელიც გასულიყო იქიდან, ქეთი მისი დევნით გამოიღალა და აუშვა. რა აზრი ჰქონდა იმას გაკიდებოდა, რაც ბიჭს ფეხზე ეკი/და და მაინც აკეთებდა? ასე ნერვების შენარჩუნებაც მოახერხა ნაწილობრივ ქალმა, მაგრამ ჩუმად მაინც აკონტროლებდა რას აკეთებდა ბიჭი. - ზური, გახსოვს დედა სკოლაში რომ დაიბარეს პირველ კლასში? - ახლა ისევ კამათლებს მახსენებ, ხო? - მაშინ მივხვდი, რომ შენი საშველი არასდროს იქნებოდა. თითქმის ცხრა წლით უფროსი ვარ შენზე, რა არ მინახავს, კარგიც, ცუდიც, მაგრამ სიკეთე ვერ გიყავი და ძალიან ვდარდობ ხოლმე. - მორჩი ახლა ამ სისულეებს. რასაც ვაკეთებ, მე მინდა და ჩემს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. - ერთ დღეს რომ მიგაკლავენ სადმე, დავისვენებ! - გაბრაზებულმა თქვა ქალმა, მაგრამ ძმას არ მოსცილებია. ხშირად ენატრებოდა და აკლდა მისი სითბო. დიალოგი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინათ და ქეთი ზლაზვნით ადგა. ციფრები ამოუტივტივდა და გაახსენდა, რომ ისევ ის ნომერი ურეკავდა, რომელიც დილით: - გისმენთ. - დავით ხურცია ვარ, გამარჯობა, ქეთი. ქალმა თვალები აატრიალა, ტელეფონი „სფიქერზე“ ჩართო და დივანზე სანახევროდ ჩამოჯდა. - ვახშამზე მინდა მოგიწვიოთ, გულწრფელად მაინტერესებს, თქვენი ჯანმრთელობის ამბავი. მარტივად მიუხვდა ქალი ეშმაკურ ხრიკს და თავის არიდება სცადა: - დღეს დაკავებული ვარ, სამწუხაროდ. ძმა მყავს სტუმრად. - სხვა ვერაფერი მოიფიქრა და აფხუკუნებულ ზურას გახედა თან „შემომეშველე“ თვალებით. - უარი არ მიიღება, ჯერ კიდევ შუადღეა, საღამომდე თქვენ ძმას დაუთმეთ დრო და მხოლოდ ორი საათით გამოეთხოვეთ. ახლა „რა ვქნა“ გამოესახა ქეთის თვალებში და ძმამ მხრები აიჩეჩა, თან ხმადაბლა დაიკრუსუნა. - ბოდიშის მოხდით, მართლა დაკავებული ვარ. - დაიწუწუნა ქეთიმ, მაგრამ ხვდებოდა, სულ ტყუილად ცდილობდა თავის დახსნას კლანჭებისგან. - გთხოვთ, ქეთი და ნუ მახვეწნინებთ. თუნდაც, ერთი საათით შევხვდეთ. - კარგი, კარგი. - თქვენ ძმას ბოდიში ჩემგან. - არა, რას ამბობთ. - მოკლედ უპასუხა ქეთიმ. - საღამოს ექვს საათზე რესტორან „ცივ ტბაში“ გელოდებით. გმადლობთ, რომ დამთანხმდით. - არაფრის, გეახლებით! - ტელეფონი გათიშა ქეთიმ და სასწრაფოდ ონიანის ნომერი აკრიფა. ცდილობდა, ძმის დაცინვა არ შეემჩნია და დილიდან ნერვებმოშლილს კიდევ არ მოშლოდა ნერვები. - ნინო ონიანო, შენს სისხლს დავლევ, ძმას გეფიცები! - გამწარებულმა თქვა ქეთიმ და მეგობარს ლამის ტელეფონში დაუღრიალა. - რა მოხდა, გოგო? რა დღეში ხარ? - რა და იმ ხოხმა ხურციამ დამირეკა, ვახშამზე დამპატიჟა. ნორმალური ხარ ახლა შენ? რას ჩამწერე საერთოდ? მაინც არ ვიყავი მაგ იდიოტი კაცის სამკურნალო! - კბილებში სცრიდა ქალი და მომცინარ ძმას ბალიში ესროლა, რომელმაც წარბები დაუქაჩა და ტკივილისგან ისევ ამოიკვნესა. - ვაიმე, არ არსებობს! კარგი ახლა, რა სცენებს დგამ? მოეწონე ადამიანს. შეხვდი, აუხსენი რომ არ ხარ დაინტერესებული მასთან ურთიერთობით და „კანეც ფილმ“. - ყოჩაღ, ნინო. აუცილებლად გამოვიყენებ ამ სცენარს წიგნში, მომხიბლე პირდაპირ, რა. - წადი ახლა და მოემზადე, რამდენს ლაპარაკობ? - ტელეფონს იქიდან საყვედურობდა მეგობარი უფროს ნაკანს. - საღამოს აქ მოხვალ და თუ დაგალევინო ჩემი ყავა, აგერ ნახავ. თან შენთვის პატარა სიურპრიზი მეც მაქვს. - ბოროტულად ჩაიქირქილა და ძმას გახედა, რომელმაც გაკვირვებით წარბები ასწია მაღლა. - რა სიურპრიზი? რას დამაინტრიგე? - მოხვალ და ნახავ, გული უნდა აგიძგერო, ჩემო ადვოკატო. - ტვინის ჭია! გადი, გამეცალე! - ახლა ნიჟარაძეს დაურეკე, მე მაგის ნერვები არ მაქვს. საღამოს გელოდებით ჩემთან. მეგობარს დაემშვიდობა და ძმას მიუბრუნდა: - გთხოვ, ნინო ძველებურად გაამწარე, რა! - თვალები აუფახულა ზურას თხოვნით. - ისევ ისეთია? რა ხანია არ მინახავს. - უარესი! ახლა მართლა დეიდაა. - სიცილით თქვა ქეთიმ და მათი კინკლაობის წარმოდგენისას, უწინდელივით სიცილი აუტყდა. მერე წამოდგა და ოთახში გავიდა, მომზადება ნაადრევად დაიწყო, რადგან, როცა რესტორანში მიდიოდა, თუნდაც უბრალო შეხვედრაზე, ყოველთვის განსაკუთრებულად იცმევდა და მოირთავდა სამკაულებს, თუმცა გადაჭარბებული არაფერი უყვარდა. რაღაცნაირ სიმჩატეს გრძნობდა წინა დღეებთან შედარებით და ბედნიერი იყო. ორ საათში გამოვიდა ოთახიდან და ზურამ დემონსტრაციულად შემოჰკრა ტაში: - ძლივს არ გამოაღწია? რაშვებით ქალები ასეთს, სულ მაინტერესებს. - როგორ გამოვიყურები? - კიდევ კარგი, ქალიშვილობა დიდი ხნის წინ დაკარგე. - რა საზიზღარი ადამიანი ხარ! - სახლში რვაზე იყავი, გოგო! - ზურამ მკაცრი ძმის როლი მოირგო, მაგრამ ვეღარ მოითმინა და თვითონვე დაიწყო სიცილი. - დედაჩემს პასუხს მოვთხოვ საიქიოში შენი გაჩენისთვის, აუტანელო! - მამას ღირსება რა უყავი? - როგორ ვერ გიტან! - ფეხები ბავშვურად ააბაკუნა ქალმა. - არც მე მეხატები გულზე. - დაეჭყანა უმცროსი ნაკანი. - წავედი ერთი, ნერვებს მიშლი, მოცლილივით რომ დაგიდექი აქ. - საკუთარ თავზე გაბრაზდა ქალი. - მართლა ჭკვიანად იყავი, ქეთუ. - დივანზე წამოწოლილმა თავი წამოჰყო და დას გახედა, რომელიც მართლა ელეგანტურად გამოიყურებოდა, მაგრამ ზურა კომპლიმენტების თქმით არ გამოირჩეოდა. როგორც ნინო ამბობდა ადრე, ნამდვილი ხეპრე იყო. *** ქეთი რესტორანში შედიოდა, როცა კართან შემოეგება დავით ხურცია და გადასაკოცნად წამოსულ კაცს, ქეთიმ ხელი გაუწოდა და მსუბუქად გაუღიმა. ირგვლივ ყველამ მზერა მისკენ მომართა და ხურციამ შურის თვალით გადახედა ყველას. - წამობრძანდით. დაჯავშნილ მაგიდასთან მივიდნენ და დასხდნენ, დავითს უკვე შეკვეთაც მზად ჰქონდა. - ყველაფერი მოგისწრიათ. - ღიმილით აღნიშნა ქეთიმ. - დარწმუნებული ვარ, მსუბუქი და არაკალორიული სალათები თქვენც გიყვართ სხვა ქალების მსგავსად და მინდა გითხრათ, შესანიშნავად ინარჩუნებთ ფორმებს. - მადლობა! - უპასუხა ქეთიმ, მაგრამ ისე კი ნერვები მოეშალა სხვებთან შედარების გამო. - რომელი ღვინო? - თეთრი იყოს. - რატომღაც მეგონა, წითელს აირჩევდით. - ცდებით, თეთრი მიყვარს. - ვფიქრობ, ეს ოფიციალური საუბარი უნდა მოვიშოროთ და შენობით ფორმაზე გადავიდეთ. ქეთის სითავხედედ მოეჩვენა ეს ყოველივე, მაგრამ უნდოდა მალე მოეშორებინა და ამიტომ წინააღმდეგობას არ უწევდა დიდად. - რატომაც არა, იყოს, როგორც ამბობთ. - საათს დახედა ქალმა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ათი წუთი იყო გასული. - ვხედავ, ჩქარობ. მე არ მინდა თავი მოგაწყინო, მაგრამ ნამდვილად მაინტერესებს შენი ამბავი. - დიახ, დავიწყე მკურნალობა და იმედი მაქვს, ყველაფერი გაუმჯობესდება. - მიხარია, რომ ეს ტრავმა მარტივად გადაიტანე. თან - მარტომ. ქეთი მიუხვდა კაცს, რომ აინტერესებდა ქალის პირადი ურთიერთობა და რეალურად, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გაგებული ხურციას, მაგრამ შეხვედრისთვის შესანიშნავ მიზეზად გამოიყენა. - რატომ მარტომ? მეგობრები და ძმა გვერდით მყავს. - მე ვიგულისხმე გვერდით მყოფი მამაკაცი. არ ესიამოვნა ქალს ასეთი სითავხედე და თავი შეიკავა, რომ რამე უკმეხად არ ეთქვა. - აქ ჩემს პირადზე სასაუბროდ დამპატიჟეთ? - არა, არა. მაპატიე, ცუდად გამომივიდა და უხეშად შემოგეჭერი. - არა უშავს, თუმცა ფამილიარული ქცევა იყო თქვენი მხრიდან! - მაშინ შენი სადღეგრძელო დავლიოთ. ძალიან ლამაზი ქალი ხარ და მარტივად იქცევ ყურადღებას, მინდა ბედნიერება გისურვო და ღიმილი, რომელიც გამშვენებს! ეს დაღეჭილი სიტყვები უკვე აღიზიანებდა ქეთის ფსიქიკას. - სასიამოვნო კომპლიმენტი იყო, მადლობელი ვარ! - მოიტყუა ქეთიმ და ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე. ტანჯვით გაათრიეს ერთი საათი და საბოლოოდ ხურციაც რომ შეწუხდა, გაათავისუფლა ქეთი. რაზე არ წამოიწყო საუბარი, მაგრამ ქალი არა და არ ჰყვებოდა. შეატყო, რომ ძალდატანებით იყო მისული იქ და იმედგაცრუებული დარჩა. ქეთი რესტორნიდან გამოსული არ იყო, შვებით ამოისუნთქა და ლამის ცეკვა-ცეკვით გაემართა მანქანისკენ. - სასიამოვნო საღამო იყო, ქეთი! - ჩემთვისაც! ხურცია ქეთისკენ წაიწია, ზურგზე ხელი შემოაჭდო და გადაკოცნა, რამდენიმე წამით შეყოვნდა ქალის სახისკენ. ნაკანს ზიზღის გრძნობა დაეუფლა უცებ და ეცადა, სწრაფად გასცილებოდა იქაურობას. ბოლოს სუნთქვაშეკრული ჩაჯდა მანქანაში და სიჩქარით გაეშურა სახლისკენ ხურციასგან თავდაღწეული. *** სახლთან მისულს უკან გოგონების მანქანებიც მოადგა. გადაკოცნა ორივე და წინასწარ უთხრა, რომ არაფერი ეკითხათ ხურციასთან შეხვედრაზე, თორემ იმ კაცის მაგივრად მათ მოსთხოვდა პასუხს. ხმაურით შევიდნენ და ონიანი მაშინვე გახევდა, როცა დივანზე გაწოლილ და დალურჯებულ ზურას მოჰკრა თვალი. მეგობარს ძლიერად უჩქმიტა და „სამაგიეროს გადაგიხდი“ თვალებით გახედა. - ვახ, ვახ, ეს რა ხალხი მოსულა, თან ყველა ერთად. - წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ტკივილმა თავი შეახსენა და უბრალოდ წამოჯდა. - პატარა ზურიკო, როგორ ხარ, ბიჭო? ვინ ჩაგაგდო ამ დღეში, დავაჭრათ ყურები? - ლიკა მაშინვე მივიდა მასთან და გადაკოცნა, გვერდით ჩამოუჯდა. - მომნატრებიხარ, ლიკუნა დეიდა. - დეიდას მოგცემ ახლა მე შენ! ონიანი ისევ გაშეშებული იდგა და შურისმაძიებელ მზერას არ აშორებდა არც დას და არც ძმას. - შენ არ მომესალმები, ნინო? - გამარჯობა, ზურა! - თითქოს გამოფხიზლდა, ცივად უთხრა ქალმა და მის პირდაპირ ჩამოჯდა დივანზე. - შენც მომენატრე, რა იყო? - წარბები აუთამაშა ზურამ. - ქეთი, ყავა გამიკეთე სასწრაფოდ, თან ორმაგი! - განკარგულება გასცა დაბღვერილმა ადვოკატმა. - ვოუ, ვოუ, ჩემმა დანახვამ ასე აგაღელვა? დეიდები აღარ მიზიდავს, ღლაპობაში მევასებოდი. ბოლოს და ბოლოს, ათი წლით უფროსი ხარ და მე შენზე კარგი კანი მაქვს. ხომ ჩამომიჭკნები მერე? - აკისკისებულ დას გახედა და თვალი ჩაუკრა - „გართობა იწყებაო“. - სამმაგი, ქეთი! - დაამატა ონიანმა და გადაჭდობილი ხელები არც გაუხსნია. - იმდენი რამე მაქვს სათქმელი, ხუთმაგი გაუკეთე, ძმის გულო. - სიცილში აჰყვნენ ნაკანები ერთმანეთს. - მე თვითონ გავიკეთებ! - ფეხზე წამოდგა ქალი და ყველას მკვლელი მზერა მოავლო. დანარჩენები ერთად იცინოდნენ. გულის სიღრმეში, მიუხედავად ასაკისა, ძალიან მოსწონდა ძმისა და მეგობრის ურთიერთობა ქეთის. - მეც გამიკეთე ყავა, რა, ნინო. მომენატრა შენი გაკეთებული. - უკან მიაძახა ზურამ და ლაპარაკი ლიკას გაუბა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.