შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მოულოდნელობებით (დასასრული)


14-05-2020, 13:45
ავტორი utsnobi
ნანახია 3 564

გეგა გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, ისე მიადგა კატოს ბინას ვერც კი გაიაზრა, ნერვებმოშლილმა მანქანის კარი ჩაკეტა და სადარბაზოში შევარდა, ლიფტის მოსვლას არ დაელოდა, კიბეები სირბილით აიარა და გაბმული ზარი დარეკა კარზე, რამდენიმე ცდის შემდეგ კარი რომ არავინ გაუღო ჩათვალა რომ კატო იმ ვიღაც მიშოს ხვდებოდა და ჭკუიდან კინაღამ გადავიდა, ტელეფონი ამოიღო და დარეკა, ორი ზარის შემდეგ კატომ უპასუხა:
- გეგა? რა ხდება ბავშვს ხომ არაფერი მოუვიდა?
- ბავშვი კარგადაა, შენ სად ხარ?
- უკაცრავად? რას ქვია სად ვარ?
- სად ხარ მეთქი კატო?
- სახლში ვარ, სად ვიქნები
- ნუ მატყუებ გოგო, ჭკუიდან გინდა გადამიყვანო?
- შენ კარგად თუ ხარ, რა გაღრიალებს - გაბრაზდა კატო
- სად ხარ მეთქი გოგო, შენს სახლთან ვარ და ნუ მატყუებ
- მშობლების სახლში ვარ რამ გადაგრია
- დალაპარაკება მინდოდა შენთან, მოვედი და არ დამხვდი - შვებით ამოისუნთქა და შედარებით დამშვიდებული ხმით უთხრა გეგამ
- ნუკი სად დატოვე, არ მითხრა რომ შენს ცოლს დაუტოვე ჩემი შვილი
- დედაჩემთანაა, დამშვიდდი, მანდ რჩები დღეს?
- კი, მოხდა რამე? რაზე გინდოდა საუბარი
- მერე დავილაპარაკოთ მაშინ, წავედი ეხლა და შეგეხმიანები მერე - თქვა და ტელეფონი გათიშა
- რა უნდოდა ნეტა? - კატო გაოცებული უყურებდა ტელეფონს, არ უნდოდა გეგას მშობლების სახლში გაემართა გარჩევები, ამიტომ კატოსთან საუბარი მეორე დღისთვის გადადო, სახლში დაბრუნებულმა თეთრად გაათენა ღამე, აგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ შეიძლებოდა კატოს ვინმე მოწონებოდა, დილით ადრე გადაურეკა და შეხვედრაზე შეუთანხმდა, თან გააფრთხილა შენთან მოვდივარ ბინაში და დამხვდიო, გაოცებულმა კატომ ადრიანად დატოვა მშობლების სახლი და ბინაში დაბრუნდა, სადარბაზოში მისულს კარებზე მიყუდებული გეგა ელოდა ჩაწითლებული თვალებით
- ნუკი სად არის? - გაოცებულმა ჰკითხა კატომ მას შემდეგ როცა ბავშვი ვერ დაინახა
- ეძინა ჯერ და მე შენთან პირისპირ მინდოდა დალაპარაკება
- რა ხდება მშვიდობაა? - ჰკითხა კატომ და სახლში შეატარა
- ჩემი შვილი გუშინ აღფრთოვანებული იყო შენი ახალი მეგობრით და იქნებ ამიხსნა ვინ არის მიშო - მკაცრი ტონით ჰკითხა გეგამ
- არ მითხრა რომ ამის გამო გამომაქციე მშობლების სახლიდან - გაეცინა კატოს
- რა გაცინებს კატო? მე მგონი კითხვა დაგისვი - ბრაზი უფრო და უფრო ემატებოდა გეგას
- ვალდებული არ ვარ გიპასუხო - მშვიდად მოთავსდა კატო სავარძელში
- რა იყო ჩემი შემცვლელი იპოვე? - ირონიაზე გადავიდა კაცი
- ასეც რომ იყოს მერე შენ რა - არც კატომ დააკლო
- ჩემს შვილს სხვა მამა ვერ ეყოლება, ამას არ დავუშვებ - მუშტები შეკრა ძაღვებდაბერილმა კაცმა
- მხოლოდ ეგ თუ გაწუხებს არ იდადრო, შენმა შვილმა იცის ვინ არის მისი მამა
- შენ გოგო ხომ არ გინდა ჭკუიდან შემშალო
- რა გაგიჟებს მაინც ვერ ვხვდები - ირონიას არ თმობდა კატო და ერთგვარად სიამოვნებას იღებდა გაგიჟებული გეგას ყურებით
- ასე უცებ დამივიწყე? ეგ იყო შენი სიყვარული? - ხმა წაერთვა კაცს
- მგონი სინდისი საბოლოოდ დაკარგე, ერთ წელზე მეტი გავიდა გეგა, რას ელოდი, მთელი ცხოვრება შენზე ფიქრებში და ტირილში გავლევდი? მე ქალი ვარ, ახალგაზრდა ქალი, არ მაქვს უფლება ცხოვრება გავაგრძელო და ისევ შევიყვარო? თუ მთელი ცხოვრება შენი ერთგული უნდა ვიყო? საცოდავი და უბადრუკი არსება რომ არასოდეს ვყოფილვარ შენ ჩემზე კარგად იცი და რატომ გეგონა რომ შენით დამთავრდებოდა ყველაფერი? - არ ინდობდა ქალი - ვერ ვხვდები შენი აქ ყოფნის და გაბრაზების მიზეზს, მე გიღალატე? მე დავანგრიე ოჯახი? თუმცა ოჯახიც არ ყოფილა თურმე, უბრალოდ თავს ვიტყუებდი, ხომ დაქორწინდი რა არ გასვენებს? ხომ გყავს ჩემზე ახალგაზრდა და ფულიანი ცოლი? რა გინდა ჩემგან? მთელი ცხოვრება შენი ქვრივივით ვიცხოვრო? მაპატიე მაგრამ არ გამოვა და შენი ეს გამოხტომა სრულიად უადგილოა
- მე შენ ისევ მიყვარხარ - ჩავარდნილი ხმით უთხრა გეგამ, კატოს სიცილი აუვარდა
- გიყვარვარ? საინტერესოა, მე და შენ სიყვარული სხვადასხვაგვარად გვესმის, არ მჭირდება შენი სიყვარული, ასეთი სიყვარული შეურაცმყოფს, გულის ამრევია, წადი ჩემი სახლიდან და ჩემი ცხოვრებიდან, ჩვენ მხოლოდ ნუკი გვაკავშირებს და მეორედ აღარ გაბედო ჩემთან პრეტენზიით მოსვლა, ისედაც ბევრი მოგითმინე - გეგა სიკვდილმისჯილივით თავდახრილი და განადგურებული გავიდა ბინიდან და კატომაც შვებით ამოისუნთქა. რა თქმა უნდა მიშოს მიმართ არაფერს გრძნობდა, უბრალოდ უნდოდა გეგასთვის ეჩვენებინა რომ მარტო არ დარჩებოდა და არც მისი ლოდინით მოიკლავდა თავს.
**************
ქუჩას ჩაფიქრებული მიუყვებოდა, უცებ ბავშვის ხმამ გამოაფხიზლა რომელიც დედას ხელზე ჩამოკიდებოდა და გამწარებული ბოლო ხმაზე ღნაოდა. პატრონს რეაქცია არ ქონდა და ასე ხმაურით და წივილ-კივილით მიუყვებოდა გზას.
- რა უბედურებაა ასე ჯღავილით რომ არ ატარონ ბავშვს ვერ უნდა ასწავლო რომ ქუჩაში ისტერიკა არ გაუვა? - შეწუხებულმა შეჭმუხნა შუბლი და გაღიზიანებულმა ბუზღუნით გაიარა. - ერთს ისეთს მოვსცხებდი რომ ყვირილის სურვილს დავუკარგავდი, მაგრამ პატრონი ვერ ხვდება ამდენს და ბავშვს ვინ ასწავლის, კიდე აქეთ ეხვეწება იქნებ გაჩერდეო -აგრძელებდა თავისთვის
- გამოდის მკაცრი დედიკო ხარ - გვერდით ამოუდგა ვიღაც, მოულოდნელობისგან შეხტა და გაბრაზებულმა გახედა არამკითხეს.
- მიშო? - გაბრაზება გაოცებამ შეცვალა - აქ საიდან გაჩნდი?
- როგორ ხარ კატუს? - ლოყაზე ნაზად აკოცა კაცმა
- კარგად, გმადლობ, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, აქ რა გინდა?
- აქ ვმუშაობ დაგავიწყდა? ეხლა გამოვედი სამსახურიდან და სახლში მივდივარ
- ნუკი სად გყავს?
- დღეს მამამისი წაიყვანდა ბაღიდან
- მაშინ დრო თუ გაქვს სადმე დავსხდეთ, ყავაზე დაგპატიჟებ
- მიშო ძალიან ვარ დაღლილი არ გეწყინოს - აირიდა კატომ
- გთხოვ უარი არ მითხრა, მეც საშინლად დამღლელი დღე მქონდა, პირობას გაძლევ მოგეწონება სადაც წაგიყვან - კატო შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს დათანხმდა, ერთ-ერთ კაფეში წაიყვანა სადაც ულამაზესი ვერანდა და მართლაც სასიამოვნო გარემო დახვდათ, ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს და მშვიდად ათვალიერებდნენ გარემოს, სიჩუმე ისევ მიშომ დაარღვია
- კატო, როგორ მიდის შენი საქმეები?
- ძველებურად და მოსაწყენად - გაუღიმა კატომ - მარიამი დამეკარგა, ტელეფონიც გათიშული აქვს და ნომერი შეცვალა?
- არა, ამერიკაშია წასული, იქ დარჩა რაღაც საკითხები მოსაგვარებელი და ერთ თვეში ჩამოვა
- გასაგებია
- იცი კატო, შენთან ურთიერთობა ძალიან მომწონს, საინტერესო მოსაუბრე ხარ, წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ შევხვდეთ-ხოლმე? - კატომ გაოცებულმა შეხედა
- სერიოზულად?
- რა თქმა უნდა, პატარა ბიჭი არ ვარ ვერ ვიაზრებდე რა მინდა
- მაპატიე მიშო, მაგრამ ეხლა ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ - უხერხულად აიწურა კატო
- ვიცი, მესმის, მაგრამ უბრალოდ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი ხომ შეიძლება? პირდაპირ გეტყვი, შენით მას შემდეგ ვარ დაინტერესებული საავადმყოფოში რომ გნახე, არაფერს გაძალებ და უხერხულ მდგომარეობაშიც არ მინდა ჩავარდე, უბრალოდ ვცადოთ და თუ მიხვდები რომ არ ღირს პირობას გაძლევ ზედმეტად არ შეგაწუხებ
- არც კი ვიცი რა ვთქვა - დაბნეული იყო კატო
- კატო, მე ვიცი რაც შეგემთხვა, იმასაც ვხვდები რომ შენი ჭრილობა ჯერ კიდევ ახალია, უბრალოდ უფლება მომეცი შენს გვერდით ვიყო და ტკივილი დაგავიწყო - კატო ისევ ყოყმანობდა, არ იყო მზად ახალი ურთიერთობისთვის, მაგრამ შემდეგ თავისთვის გაიფიქრა: „რატომაც არა? როდემდე ან ვის უნდა ველოდო? მიშო შესანიშნავი ადამიანია, მიმზიდველი მამაკაცი, მეც მაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში იყოს რაიმე ნათელი, მით უმეტეს რომ ჯერ სერიოზული არაფერია და ცდა შეიძლება, თუ არ მომეწონება უარის თქმას წინ რა უდგას?“, მიშო ხმას არ იღებდა, მშვიდად ელოდებოდა კატოს გადაწყვეტილებას, ხვდებოდა, რომ ქალი ფიქრებით თავის თავს ებრძოდა და არ უნდოდა ძალის დატანებით დაეფრთხო
- კარგი, თანახმა ვარ ვცადოთ - უცებ ახედა ქალმა - მაგრამ წინდაწინ ვერაფერს შეგპირდები, მე გრძნობებისაგან დაცლილი ვარ და თუ მოხდება ისე რომ შენდამი გრძნობა გამიჩნდა, ურთიერთობაზეც ვიფიქრებ, ამჯერად კი მხოლოდ უბრალო შეხვედრებით შემოვიფარგლოთ - მიშო თვალებგაბრწყინებული უყურებდა ქალს, მისი ხელი ხელებში მოიქცია და ნაზად ეამბორა
- მიხარია რომ დამთანხმდი, გარწმუნებ არ ინანებ ამას
- იმედია - მკრთალად გაუღიმა კატომ. ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ და შემდეგ მიშომ სახლამდე მიიყვანა, სადარბაზომდე მიაცილა და ფრთხილად აკოცა ლოყაზე გამომშვიდობების მიზნით. დღეები ერთმანეთს მისდევდნენ და მიშომ კატოსთან შეხვედრებს მოუხშირა, ხშირად სეირნობდნენ ერთად, ერთმანეთს ეცნობოდნენ, აზრებს უზიარებდნენ, მან ნუკის გულიც საბოლოოდ მოიგო, ბავშვი სიხარულით ჭკუაზე აღარ იყო მის დანახვაზე, მარიამიც ჩამოვიდა და ხელს უწყობდა მათ შეხვედრებს, კატო მიეჩვია მიშოსთან ურთიერთობას, ბევრი საერთო აღმოაჩინეს ერთმანეთთან მიმართებაში, რაც სასიამოვნო შეგრძნებებს უფრო უმძაფრებდა, საკუთარ თავს დიდი ხანია გამოუტყდა რომ მიშო მისთვის სულაც აღარ იყო სულერთი, იგი ძალიან განათლებული, ინტელიგენტი მამაკაცი იყო, რომელთან ურთიერთობაც ნებისმიერი ქალისთვის სასურველი იქნებოდა, ნელ-ნელა ისე ჩაუსახლდა გულში მისდამი სიმპატიები რომ თვითონაც ვერ გაიაზრა და ბოლოს როდესაც მიშომ ერთ მშვიდ საღამოს ცოლობა სთხოვა უარი არ უთქვამს რითაც უზომოდ გაახარა კაცი.
მიშოს ბიზნესმენების შეხვედრაზე უწევდა წასვლა, შეხვედრის შემდეგ კი ბანკეტი იგეგმებოდა, მან კატოს შესთავაზა წაყოლა, კატომ ბავშვი მშობლებთან დატოვა და გაჰყვა, მუქ წითელ მუხლს ოდნავ აცილებულ გამოყვანილ კაბაში და მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ კატოს, გაშლილი თმების ბოლოები დაეხვია და ნაზი მაკიაჟით საოცარი დასანახი იყო.
- საოცრება ხარ, უზომოდ სექსუალური და მიმზიდველი ქალი მყავხარ - აღფრთოვანებული უყურებდა მიშო, კატოს ლოყები წითლად შეეფაკლა, დარბაზში საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა, მიშოს კატო ხელკავით მიჰყვებოდა და გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევდა
- მიშო, არ გამაცნობ ამ მშვენიერ ქალბატონს? - ღიმილით მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი
- გაიცანი, ლევანი, ჩემი ბავშვობის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ეს კი კატოა, ჩემი მომავალი მეუღლე - გააცნო მიშომ
- მომავალი მეუღლე? ვაუ მიშო, შენ აღარ ხუმრობ, მე ამას ეხლა უნდა ვიგებდე? - გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა კაცს - სასიამოვნოა, თანაც ძალიან - ხელზე ეამბორა აღფრთოვანებული მამაკაცი
- ჩემთვისაც სასიამოვნოა მიშოს მეგობრის გაცნობა - გაუღიმა კატომ
- ეს როგორ დამალე მეგობარო? არ გეპატიება, როდის აპირებდი თქმას?
- მალე, რადგან მეჯვარედ მოიხსენიები ბატონო ლევან და დამშვიდი თუ შეიძლება, ისედაც პირველი ხარ ვინც ეს ამბავი გაიგო, ჩემებისთვისაც არ მითქვამს ჯერ - მხარზე ხელი დაჰკრა მიშომ
- ოო, მაშინ გაპატიებ - კმაყოფილმა ჩაიხითხითა კაცმა - რადგან შენს დაოჯახებას მოვესწრებით რაღა მეთქმის
- დიდი ხანია მოხვედი? - ჰკითხა მიშომ?
- 15 წუთი იქნება
- ნახე ვინმე ჯერ? თუ არ მოსულან?
- ყველანი აქ არიან და ამ წვეულებას თუ გამოვიყენებთ და დავილაპარაკებთ, იქნებ შეთანხმებას მივაღწიოთ - კატო უხმოდ უსმენდა, არ ერეოდა საუბარში რადგან გაურკვეველ სიტუაციაში ძალით ჩარევა მისი სტილი არ იყო
- გეგეჭკორთან შესახვედრად ყველაზე ხელსაყრელი დროა, თანამშრომლობაზე თუ დავითანხმეთ ჩვენი ფილიალის გაზრდაც შევძლებთ ფიქრს
- ვიცი და არ ვნახოთ? გავესაუბროთ სანამ დრო გვაქვს
- ხო მაგრამ ... - კატოს გახედა მიშომ
- არ არის პრობლემა მიშო, მე აქ დაგელოდები
- არა, მარტოს ხომ არ დაგტოვებ
- რა მოხდა მერე? მიდი, წადი, დაგელოდები - თბილად გაუღიმა კატომ
- კარგი, სულ მალე მოვალ, არ მოიწყინო, კარგი?
- კარგი - თბილად გაუღიმა კატომ და იქვე მათ მაგიდასთან ჩამოჯდა, მიშომ ხელზე აკოცა და დატოვა, კატო შამპანურს წრუპავდა და ხალხს ათვალიერებდა, ცოტა ხანში მხარზე ხელის შეხება იგრძნო, ზურგს უკან მიიხედა და თვალები გაუფართოვდა
- კატო? აქ რა გინდა?
- გეგა? - გაოცებულმა შეხედა კაცს, გეგამ მაგიდას მოუარა და წინ დაუჯდა
- აქ საიდან აღმოჩნდი კატო? - აშკარად ნასიამოვნები იყო გეგა კატოს ნახვით და ხარბად ათვალიერებდა ქალის სხეულს
- როგორ არ ვიფიქრე რომ შეიძლებოდა შეგხვედროდი, ეს ხომ ბიზნესმენების წვეულებაა და შენ ვინ გამოგტოვებდა - ირონიული მზერა შეავლო კატომ კაცს, გეგა მიხვდა, არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, ულამაზესი ხარ - უთხრა ქალს და ხარბი მზერა შეავლო, კატომ პასუხი არ გასცა - არ მეტყვი ვისთან ერთად ხარ აქ?
- ჩემთან არის გეგა - მხარზე ხელი მოხვია მიახლოებულმა მიშომ - წამოდი ძვირფასო ვიცეკვოთ - ხელი ხელში მოიქცია და ნაზად ეამბორა ქალს, კატო გაიბადრა და ფეხზე წამოდგა
- ძვირფასო? - გაოცებულმა წამოიძახა გეგამ
- უკაცრავად, დამავიწყდა შენთვის გამეცნო, კატო, ჩემი საცოლე - ირონიულად უყურებდა მიშო, თუმცა ძალიან კარგად იცოდა ვინც იყო გეგა კატოსთვის
- მართლა? - არ ჩამორჩა ირონიაში გეგაც, - სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და იმაზე კარგად ვიდრე წარმოგიდგენია, კატო ჩემი ყოფილი ცოლია
- გითანაგრძნობთ, ძნელია ასეთი ქალის დაკარგვა, მაგრამ ამავე დროს მიხარია რომ დაკარგე, რადგან ის ეხლა ჩემია, წავიდეთ საყვარელო - კატოს ხელი წელზე მოხვია და საცეკვაოდ წაიყვანა, გეგას ბოღმისგან ენა ჩაუვარდა, სიმწრისგან კბილს კბილზე აჭერდა რომ მუშტიკრივი არ გაემართა, უყურებდა მიშოს ხელს კატოს წელზე და სიბრაზისგან გაფითრებული ფრჩხილებით საკუთარ ხელებს ისე ჩაფრენოდა, ლამის ძვლამდე ჩაეჭრა ხორცი, მაგრამ ტკივილის შეგრძნება გამქრალი ჰქონდა, კატო გაოგნებული იყო მომხდარით, ინსტიქტურად აჰყვა ცეკვაში მასზე მოხვეულ კაცს, შემდეგ კი როცა გონს მოეგო ჰკითხა
- ეს რა იყო?
- რაზე ამბობ ძვირფასო
- შენ რა, იცოდი ვინ იყო გეგა?
- რა თქმა უნდა, ერთი იდიოტი კაცია, კაცი რომელიც შენნაირ ქალს ვერ დააფასებს და ვერ მიხვდება რამხელა განძის მფლობელია იდიოტია აბა რა არის? - არხეინად უპასუხა მიშომ და საყვარელი ქალი გულში ჩაიკრა - ნუ იფიქრებ მასზე, დაიკიდე და ისიამოვნე, ამ საღამოს ამ დარბაზში ყველაზე ლამაზი ხარ, ანათებ და შურით მიმზერს ყველა მამაკაცი - ნიკაპზე ხელი ნაზად მოკიდა, თავი ააწევინა და მის ტუჩებს დაეპატრონა, კატო არ შეწინააღმდეგებია, ორივე ხელი ყელზე მოხვია და კოცნაში აჰყვა, გეგა ნერვებდაწყვეტილი მისჩერებოდა წყვილს და უკვე ვისკის მერამდენე ჭიქას ცლიდა თვლა აღარ იყო, ბოლოს ვეღარ გაუძლო მათ ყურებას და ფეხარეულმა დატოვა იქაურობა, მიდიოდა სახლში სადაც თავისი არჩევანი ელოდებოდა, ან ელოდებოდა კი? მის ცოლს არასოდეს აინტერესებდა როდის დაბრუნდებოდა ქმარი ან როგორ მდგომარეობაში, მას უკვე მობეზრებული ჰყავდა გეგა, თავისი კაპრიზი აისრულა, სათამაშოთი გაერთო და რომ მიხვდა არც ისე საინტერესო იყო მისთვის, მალევე მოიბეზრა, სიამოვნებით მიატოვებდა, მაგრამ ვერ ბედავდა მამასთან ამის თქმას, რადგან კარგად იცოდა მამამისი როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს. ადრე თუ ძალიან უნდოდა გეგასგან შვილი ჰყოლოდა, ეხლა პირიქით იყო, საერთოდ არ სჭირდებოდა თავსატეხი, სახელად ბავშვი, კაცისგან რომელიც უკვე მობეზრებოდა მისი მუდმივად უჟმური და უკმაყოფილო ხასიათის გამო, ამიტომ სერიოზულ მიზეზს ეძებდა რომ მამასთან როგორმე გაემართლებინა გაშორების მიზეზი.
ერთი თვის შემდეგ მიშომ და კატომ ხელი მოაწერეს და ვიწრო წრეში აღნიშნეს დაქორწინება. ნუკი ბედნიერი იყო, რადგან მიშო გიჟდებოდა ბავშვზე და უზომოდ ანებივრებდა, პატარასაც მეტი რა უნდოდა, მოუთმენლად ელოდა ყოველ საღამოს მის მოსვლას, სამსახურიდან მოსულ მიშოს სახლში თბილი გარემო და მოსიყვარულე მეუღლე ხვდებოდა, კატო ხომ ბუნებით სიმყუდროვისა და სიმშვიდის მატარებელი იყო და მიშო უზომოდ ბედნიერი იყო მასთან. ექვსი თვე გავიდა მათი თანაცხოვრებიდან, ერთ საღამოს სახლში მისულ მიშოს კატო გაბრწყინებული თვალებით მოეხვია ყელზე, ტუჩები დაუკოცნა მომღიმარ მეუღლეს და გაშლილი სუფრისკენ გაუძღვა.
- ნუკი სად არის? - ირგვლივ მიმოიხედა და რომ ვერსად დაინახა ბავშვი მოიკითხა მიშომ რადგან მიჩვეული იყო მისგან ჟივილ-ხივილით დახვედრას
- მამამისმა გაიყვანა ბაღიდან დღეს - უპასუხა კატომ
- და ჩემ გოგოს რატომ უბრწყინავს ასე მაცდურად თვალებიო? - ხელი მოხვია მიშომ, კალთაში ჩაიჯინა და მის ტუჩებს დაეწაფა, ბედნიერმა კატომ ხელები მჭიდროდ მოხვია და გაიტრუნა მის მკლავებში - უზომოდ მიყვარხარ - ამოიჩურჩულა კაცმა როცა მის ტუჩებს მოსწყდა
- მეც, ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ - კისერში ჩაუყო თავი კატომ - ხანდახან მეშინია ბედნიერებისგან გული არ გამისკდეს - ბუტბუტებდა და თავს მისი ყელიდან არ იღებდა
- ღმერთო რამდენი წელი ველოდე ამ დღეს - აღმოხდა კაცს
- რა? - თავი ამოყო ყელიდან გაოცებულმა ქალმა
- რა? - ეშმაკურად გაუღიმა კაცმა
- რა თქვი წეღან?
- არაფერი მითქვამს
- როგორ არა, რამდენი წელი ველოდეო არ თქვი?
- მე? - ისევ არ ტყდებოდა მიშო - რაღაც მოგეჩვენა ნაღდად
- მიშოო, არაფერი მომჩვენებია, რატო თქვი ეგრე?
- ისე, დაუფიქრებლად წამომცდა - იღიმოდა კაცი
- ანუ არ მეტყვი რა იგულისხმე ხო?
- ნწ - თავი გააქნია მიშომ
- კარგი - გაიბუტა კატო და მიშოს მუხლებიდან ჩამოხტა, მიშომ ხელი მოხვია და უკან დააბრუნა - გამიშვი - გაიწია ისევ ქალმა, მაგრამ მამაკაცის დაკუნთულ მკლავებს ძვრა ვერ უყო - გამიშვი მიშო - ბრაზობდა ისევ
- ვერ გაგიშვებ იმიტომ რომ ჩემი ხარ და ყოველთვის ჩემი იყავი
- შენ მგონი რაღაცეები დაგავიწყდა
- არაფერი დამვიწყებია მე, შენ ყოველთვის ჩემი იყავი, აი აქ იყავი ყოველთვის - გულზე მიიდო ხელი კაცმა - 13 წლის ასაკიდან ჩემს გულში მოგათავსე და იქედან ვეღარ ამოგაგდე
- რას ამბობ მიშო? - გაოგნებული უყურებდა ქალი
- 13 წლის იყავი პირველად ჩემს სახლში რომ გნახე, ჩემს დასთან ერთად შემოხვედი ჩვენს ეზოში და ჰამაკში წამოწოლილს გვერდით ისე ჩამიარე არც კი შეგიმჩნევივარ, სამაგიეროდ მე დავინახე შენი ლამაზი სახე ძალიან კარგად და მის მერე გულიდან ვეღარ ამოგიღე, მაშინ შენ პატარა გოგო იყავი, მე კი ბევრად დიდი ბიჭი და ვერაფერს გეტყოდი, მერე ქვეყნიდან წასვლა მომიწია და მხოლოდ სურათებით ვნახულობდი როგორ იზრდებოდა ჩემი კატუსა, ხო ჩემი, იმიტომ რომ იმ დღიდან მე შენ ჩემი დაგარქვი, მერე ჩემი დაც ჩემთან რომ წამოვიდა შენი კვალი დავკარგე, დიდ ხანს გეძებდი, მაგრამ შენ კვალს ვეღარსად წავაწყდი იმიტომ რომ თქვენ მისამართიც შეიცვალეთ, მაშინ ხელი ჩავიქნიე რადგან ამერიკიდან შენი პოვნა ძნელი იყო, მე კი ჩამოსვლას დიდ ხანს ვერ მოვახერხებდი და ეს ძალიან კარგად ვიცოდი, წლების მანძილზე ბევრ ქალთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ჩემ გულამდე გზა ვერავინ გაკვალა, უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, რომ როდესმე ოჯახი მეღირსებოდა, რადგან უსიყვარულოდ ოჯახის შექმნაზე ფიქრიც კი სისულელედ მიმაჩნდა, რას წარმოვიდგენდი საქართველოში შემთხვევით დაჭრილს ჩემი ცხოვრების სიყვარული თუ მომცემდა სისხლს გადასარჩენად, ეს ბედი იყო და მივხვდი რომ იქ მაღლა თურმე ძალიან ვყვარებივარ, რადგან შენს თავს ისევ შემახვედრა, როგორც კი შემოხვედი პალატაში, მაშინვე გიცანი, აღარ იყავი ის პატარა ნაწნავებიანი გოგო, უკვე მომხიბლავ, ულამაზეს ქალს ვხედავდი, მაგრამ თვალები ისევ იმ პატარა კატუსასი გქონდა მე რომ ჭკუას მაკარგინებდა, მაშინ ვთქვი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ხელიდან აღარ გაგიშვებდი, ვეღარ დაგთმობდი, გამორიცხული იყო უშენოდ დავრჩენილიყავი
- რას მეუბნები მიშო - გაოგნებული უყურებდა კატო
- სიმართლეს, 17 წელია გულიდან ვერ ამოგიგდე, და დღეს ეს 35 წლის კაცი პატარა ბიჭივით გიხსნი სიყვარულს
- ღმერთო ჩემო, კიდევ ვერ ვიჯერებ, სად იყავი ამდენ ხანს, რატომ მანამდე არ შეგხვდი, სანამ გეგას გადავეყრებოდი - სინანულით აღმოხდა ქალს
- სჯობს გვიანო ხომ გაგიგია, თანაც ყველაფერს თავისის დადებითი აქვს, გეგას რომ არ შეხვედროდი ეხლა ნუკი არ გეყოლებოდა
- ნუკი ჩემი სიცოცხლის აზრია და ერთადერთია რის გამოც გეგასთან ცხოვრების დაკავშირება ღირდა, ღმერთო კიდევ ვერ ვიჯერებ იმას რაც მოვისმინე
- მოგიწევს დაჯერება რადგან რაც გითხარი ეს ყველაფერი სიმართლეა, მარიამმაც იცოდა და საკმაოდ დიდ ხანს დამცინოდა ამის გამო
- შოკში ვარ, დღეს წესით მე უნდა ჩამეგდე შოკში, მაგრამ პირიქით მოხდა - გაეცინა ქალს
- ხოო? აბა რას მიპირებდი ქალბატონო - თვალებ აუციმციმდა მიშოს
- საჩუქარი მაქვს შენთვის და რადგან ეს საღამო ასე კარგად დაიწყო, დაე კარგადაც დავასრულოთ რომ ერთ-ერთი მოსაგონარი დღე იყოს ჩვენთვის
- საკმაოდ დამაინტრიგე, რა არის ჩემი საჩუქარი? - მაისურის ქვეშ შეუცურა ქალს ხელი - რაიმე აქედან? - ხერხემალს აუყვა თითების თამაშით
- არაა, მაქედან არა - სიცილი აუვარდა კატოს - მოიცა, ეხლავე მოგიტან - თქვა და მამაკაცისგან თავის დაღწევას შეეცადა
- იქნებ ჯერ არ ღირს? უფრო საინტერესო იდეები მაქვს - ეშმაკურად უღიმოდა კაცი
- დამიჯერე ჩემი საჩუქარი უფრო მეტად გაგახარებს, გამიშვი ეხლა მიშო, მალე მოვალ, გპირდები - იცინოდა კატო
- კარგი - დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია კაცმა, კატო სიცილით წავიდა ოთახისკენ და მალე პატარა შეფუთული ყუთით გამოვიდა უკან
- კარგი რაა, ამის გამო გამექეცი? გრცხვენოდეს ჩემი მოფერება რაღაც ყუთს როგორ შეადარე - დაიჭყანა კაცი
- ჯერ გახსენი და მერე ილაპარაკე - ნიშნისმოგებით უთხრა ქალმა, მიშომ უხალისოდ გამოართვა ლამაზად შეფუთული ყუთი და ქაღალდი ზერელედ შემოაცალა, ყუთს თავი ახადა და გაოგნებულმა ამოიღო წყვილი ციცქნა ფეხსაცმელები, კატოსკენ მიატრიალა და ხმაჩავარდნილმა ჰკითხა
- ეს ის არის რაც მე მგონია? - თვალებგაბრწყინებულმა კატომ ღიმილით დაუქნია თავი
- მართლა?
- ეხლა ეს საჩუქარი იკმარე და რვა თვეში მაგის პატრონს ხელში დაგაჭერინებ - უცინოდა კატო
- შენ რა ფეხმძიმედ ხარ? - ისევ ვერ იჯერებდა კაცი
- კი
- ვერ ვიჯერებ, ღმერთო რა ბედნიერებაა, ვერაფრით ვიჯერებ, როდის გაიგე? ეხლა შეიძლება სიხარულისგან გული გამისკდეს
- არც კი იფიქრო ეხლა რამე დაგემართოს, ეხლა ისე მჭიდები როგორც არასდროს და უშენოდ რომ დავრჩე ამას არასდროს გაპატიებ - უთხრა კატომ და მოეხვია - უზომოდ მიყვარხარ და არასოდეს დაივიწყო ეს
- მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ, როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი
- აბა მამიკო, მზად ხარ ფეხმძიმე ცოლის ასატანად, რომელიც ნელ-ნელა გაიბერება და აღარ იქნება ისეთი ლამაზი ფორმებით ასე რომ მოგწონს?
- ჩემი ბედნიერება ხარ შენ, ჩემი ცოლი ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ფეხმძიმე იქნება ულამაზესი ფორმებით და შენი ქმარი პირობას დებს რომ ყველა შენს სურვილს უყოყმანოდ შეასრულებს - თქვა და გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი.

ესეც დასასრული, არ ვიცი რა გამომივიდა, კმაყოფილი ვარ ჩემი შედევრით-მეთქი რომ ვთქვა მოგატყუებთ, ბოლოში მუზამ უსირცხვილოდ მიმატოვა, დასასრულის დროს ჩემს თავში აზრები გაიჭედა, მაგრამ ფაქტია მეყო თავხედობა რომ თქვენთვის მაინც შემომეთავაზებინა, იმედია სულ ცოტათი მაინც მოგეწონებათ, გულის ფრიალით ველი თქვენს კომენტარებს..



№1 სტუმარი .....,

მეგონა ტიპიური ისტორია არ იქნებოდა სხვების შეყვარებით და ასე შემდეგ აი თავიდანვე რომ ვკითხულობდი მწგონა განსხვავდებოდა, გული დამწყდა ასე რომ დასრულდაა, ცხოვრებასთან ბრძოლა ორივემ წააგოო, გეგამ ფულის გამო გაწირა მისი საყვარელი ადამიანები მაგრამ მეგონა რომ სხვანაირი გამართლება ქონდა თან თავიდან სხვანაირად აღწერე სიტუაციაა, კატოც არ ყოფილა გულწრფელიიი როცა გიყვარს ერთი კი არა ათი წელი რომ გავიდეს ვერ ივიწყებ რაც არ უნდა გაგიკეთოს, მაგრამ გამოდის რომ ერთმანეთი არ ყვარებიათ ის სიყვარული რაც აღწერე აბსურდი ყოფილაა, არ ვიცი მე ასე მგონია კომენტარებმაც იმოქმედა შენზეე და ვაფშე შეცვალე სიტუაცია რადგან ყველა ჩემი ჩათვლით გეგას და მის საქციელებს ვლანძღავდით, არ ვიცი სხვანაირი ისტორია მინდოდა და სხვა გამოვიდა, ჯერ ისიცდაწერე ფიქტიური ცოლქმარი იყვნენო მგონი ახრებშიბაიბლანდე. ასე ვთქვათ მიშო აამაღლე და გეგა გაგვისწორე მიწასთან რომ კატოს მიშოსთან ყოფნა გაგემართლებინა.

 


№2 სტუმარი სტუმარი eni

ასეთ დასასრულს არ ველოდი...

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთო

ბანალურზე უბანალურესი ისტორია გამოვიდა. ვერც შევადრი შენს წინა ისტორიებს. მე მაპატიე, ბოლო ორი თავი ვერც წავიკითხე. რატომღაც მეგონა, სულ სხვა რაღაც უნდა გეთქვა ამ ისტორიით, მაგრააამ....
გელოდები უფრო დახვეწილი, ემოციური და გიჟური ისტორიით. შენ ჩემთვის ერთ-ერთი ტკბილი მწერალი ხარ

 


№4 სტუმარი Nino

Uazro dasasruli

 


№5 სტუმარი ტაისა

მე მოგყვებოდი, მაგრამ რაღაცატომ ასე უეცრად არ ველოდი დასასრულს.
შენი ისტორიაა ,შენით უნდა გადაწყვიტო რას გააკეთებ.
წარმატებები!

 


№6  offline წევრი tamuna.s

ასე მალე დასრულებას არ ველოდი. ის კი მიხარია კატო რომ ბედნიერია, მაგრამ გეგას ამბის ასე დასრულებას არ ველოდი, ბოლომდე მეგონა რომ, მამა-შვილს ასე ხახვივით არ შერჩებოდა ამათი ოჯახის დანრევა. ჯერ ამბობდა გეგა რომ ფიქტიური ქორწინება იქნებაო, მერე აღმოჩნდა რომ ღამ-ღამობით საძულველ ქალს სექსუალურ სურვილებსაც უკმაყოფილებდა და ეხლა ძველი სათამაშოსავით მოისვრის კიდეც ქალბატონი ლიზა. ანუ ყველანაირად თავისი გაისწორა იმ დეგენერატკამ. მართალია გეგამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გული დამწყდა ასე რომ გაუბედურდა. თავიდან სულ სხვა მუხტით დაიწყე, მაგრამ ორი თავის მერე შეგეტყო რომ მუზამ მიგატოვა. გელოდები ახალი ისტორიით ჩემო კარგო.

 


№7  offline წევრი utsnobi

მე თვითონაც არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი ჩემი ისტორიით, რადგან ბოლოს ისე ვერ განვავრცე როგორც მინდოდა, თუმცა უნდა აღვნიშნო რომ კატოს გეგასთან დაბრუნებას თავიდანვე არ ვგეგმავდი, ადამიანს ყველაფერი არ ეპატიება, სიყვარულს გაფრთხილება უნდა, ხომ იცით ერთი ნაბიჯია სიძულვილამდეო, არ ვიცი რატომ არ იმსახურებდა კატო მეორე შანსს და რატომ უნდა ყოფილიყო მთელი ცხოვრება მსხვერპლი და გეგას ერთგული, რაც შეეხება გეგას, იგი უნდა დარჩენილიყო იმ გარემოცვაში, რასაც თავისი ოჯახის ბედნიერება გადააყოლა, თავისი არჩევანი იყო, ცხოვრება ზღაპარი არ არის და თითოეულ ჩვენს შეცდომას მწარედ გვაზღვევინებს, თქვენი ყურადღება რომ არ დავაფასო არ შემიძლია, მადლობა თქვენ ამდენი დღე რომ მომყვებოდით და თქვენს აზრს აფიქსირებდით, თქვენი თანადგომა ბევრს ნიშნავს ჩემთვის, უზომოდ მახარებდა თითოეული თქვენი კომენტარი, დადებითი თუ უარყოფითი, რადგან ამის მიხედვით ვხვდებოდი რამდენად სწორი ან არასწორი იყო ჩემი მოსაზრებით შექმნილი სიტუაცია,მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის

 


№8 სტუმარი სტუმარი gvantsa

გეგა ღირსი იყო იმის რაც დაემართა,რადგან ფულზე და ბიზნესზე გაცვალა სიყვარული ,მაგრამ ბოლომდე აღარებდა რომ კატო უყვარდა.აი კატოს სიყვარული კი სამწუხაროდ ვერაფერში დავინახე .ნამდვილად არ მომეწონებოდა ქმრისთვის რო ეპატიებინა ეს საშინელი საქციელი,მაგრამ ერთ წელიწადში დაივიწყო და თავდავუწყებუთ შეგიყვარდეს სხვა ნიშნავს რომ არც არასდროს გყვარებია და ილუზია იყო ვითომ ამათი სიყვარულით შექმნილი ოჯახი.

 


№9  offline წევრი utsnobi

სტუმარი gvantsa
გეგა ღირსი იყო იმის რაც დაემართა,რადგან ფულზე და ბიზნესზე გაცვალა სიყვარული ,მაგრამ ბოლომდე აღარებდა რომ კატო უყვარდა.აი კატოს სიყვარული კი სამწუხაროდ ვერაფერში დავინახე .ნამდვილად არ მომეწონებოდა ქმრისთვის რო ეპატიებინა ეს საშინელი საქციელი,მაგრამ ერთ წელიწადში დაივიწყო და თავდავუწყებუთ შეგიყვარდეს სხვა ნიშნავს რომ არც არასდროს გყვარებია და ილუზია იყო ვითომ ამათი სიყვარულით შექმნილი ოჯახი.

კატომ იმაზე მეტი ტკივილი გადალახა ვიდრე ბევრი სხვა მოერეოდა, საყვარელი ადამიანის ღალატი, შვილის დაკარგვა, ამისდამიუხედავად შესძლო ფეხზე მყარად მდგარიყო და თავისი შვილისთვის განადგურებული დედის ყურება აერიდებინა, რატომღაც რადგან ხელი არ ჩაიქნია და ცხოვრების გაგრძელება შესძლო ამან გაოცება გამოიწვია და ეჭვქვეშ დააყენა მისი გეგასადმი სიყვარული, ჩემი აზრით კატო ძლიერ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება, მადლობა შენ იმისათვის რომ წაიკითხე და აზრი დააფიქსირე

 


№10  offline წევრი OKI ME

უჰ, რა კარგი იყო ❤️❤️ აქამდე როგორ ვერ ვნახე ეს ისტორია ((( კატო ძლიერი გოგოა ❤️❤️ გეგა კიდევ სულელი ბიჭი. ოოო, მიშოოო, ეს ბიჭი არის თუ არის ❤️❤️ ნუ პატარა ქალბატონ კატოზე ხომ აღარაფერს ვამბობ ❤️❤️

მოკლედ, განვმეორდები და კვლავ ვიტყვი რომ ჩემთვის საოცრად კარგი და თბილი ისტორიაა.

წავედი მე, ჩავუჯდე შენს სხვა ისტორიებსაც ❤️❤️ შენ კი წარმატებებს გისურვებ ❤️

ისე, ძალიან, ძალიან გამეხარდება თუ ახალი ისტორიით დაბრუნდები ❤️❤️

 


№11  offline წევრი katerinaeka

ერთი ამოსუნთქვით იკითხება. heart_eyes

 


№12  offline წევრი utsnobi

Megioki
უჰ, რა კარგი იყო ❤️❤️ აქამდე როგორ ვერ ვნახე ეს ისტორია ((( კატო ძლიერი გოგოა ❤️❤️ გეგა კიდევ სულელი ბიჭი. ოოო, მიშოოო, ეს ბიჭი არის თუ არის ❤️❤️ ნუ პატარა ქალბატონ კატოზე ხომ აღარაფერს ვამბობ ❤️❤️

მოკლედ, განვმეორდები და კვლავ ვიტყვი რომ ჩემთვის საოცრად კარგი და თბილი ისტორიაა.

წავედი მე, ჩავუჯდე შენს სხვა ისტორიებსაც ❤️❤️ შენ კი წარმატებებს გისურვებ ❤️

ისე, ძალიან, ძალიან გამეხარდება თუ ახალი ისტორიით დაბრუნდები ❤️❤️

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა

 


№13 სტუმარი სტუმარი მარინა

საოცარი ისტორია კარგი დასარულით.

 


№14 სტუმარი ოლიკო

ასე ძალიან ამ ბოლოს აღარაფერი მომწონებია! ყველაფერი ახლა წავიკითხე და უბრალოდ აღმოგაჩინეშენ, არაჩვეულებრივი ავტორი. იმედია წერას გააგრძელებ და გაგვანებივრებ კიდევ.????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent