სიცრუის სადგური 5 (18+)
-დაწყნარდი?- დაბალ ხმაზე ჰკითხა და გადაღლილი სახე დაკვირვებით შეუთვალიერა. -არ მინდა, მოგატყუო და გეტყვი „არას“. -სოფი, გულახდილად მითხარი, გუშინ რამე შემეშალა და ცუდად მოგეპყარი? -იგივეს იწყებ და თავი არ მაქვს, რამე აგიხსნა. ზედმეტი არ იფიქრო, გუშინ რაც მოხდა, სექსუალური ლტოლვა იყო, სხვა- არაფერი. არ მინდა შენთან ურთიერთობა. უბრალოდ შემეშვი და ნუღარ მომაკითხავ. -ვერ შევძლებ. -შეუძლებელი არაფერია. -შენთან სხვა გეგმები მაკავშირებს. -რომელ გეგმებზე მელაპარაკები? -ერთ თვეში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება. მინდა, დეტალები გაგაცნო. იქ აუცილებლად უნდა გამოხვიდე. გამარჯვების საკმაოდ სერიოზული შანსი გაქვს. -არ ვაპირებ შენს გეგმებში მონაწილეობის მიღებას. -შენ მუსიკალური სამყაროსთვის დაიბადე, სოფი. მთელი შენი არსებით მას ეკუთვნი და არ მინდა, თავი დაიღუპო. რა არის იმაში ცუდი, რომ რაზეც ოცნებობდი, ხელი შეგიწყო მის განხორციელებაში? -შენ მშობელი არ ხარ, რომ ჩემზე იზრუნო. ეგ ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ საკუთარი ძალებით ვერაფერს გავხდი. ასე, რომ რაც ახლა მაქვს, იმას ვჯერდები. აღარ მინდა იმედგაცრუებები. საკმარისად ზედმეტი ტკივილი გამოვიარე. -გპირდები, თუ დამიჯერებ და ჩემთან ერთად იმუშავებ, საკმაოდ ცნობილი და ერთ-ერთი ძლიერი პიანისტი ჩამოყალიბდები. -მე პლასტილინი არ ვარ, ვინმემ ჩემგან ის გამოძერწოს, რაც მას გაუხარდება. ვერ ვიტან, როცა აზრს არ მეკითხებიან. გუშინაც აღვნიშნე, რომ მუსიკის სამყაროს კარი გამოვიხურე და ახალი ცხოვრება დავიწყე, მაგრამ გეტყობა, როგორც შეისმინე. -ნუ ჯიუტობ! -კარგი, არ ვიჯიუტებ, დაგთანხმდები, კონკურსზე გავალ და შენი ხელშეწყობით მუსიკალურ მწვერვალებს დავიპყრობ, სანაცვლოდ რას მთავაზობ? შენს საყვარლობას? -ხელს რატომ მკრავ? იქნებ შენი თავი ჩემს სექსუალურ სურვილებს სცდება? ამაზე არ გიფიქრია? სოფიმ ცალყბად ჩაიცინა: -კარგი, ნუ გამაცინე. სულ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, ისიც სადავო სიტუაციებში, წესიერადაც არ ვიცნობთ, ისიც კი არ ვიცით რა გვიყვარს, რა გვეზიზღება, სად ვერთობით, რა ზომის ფეხსაცმელს ვხმარობთ და უცებ ჩემს იქით გზა არ გაქვს? -მოწონება ხომ არსებობს? რაღაც ლტოლვა ხომ არის? ვგრძნობ, რომ ჩემთვის ხარ შექმნილი, ძალიან მიზიდავ. -ეგრე მეც მიზიდავ, მაგრამ ეს მხოლოდ ვნებაა და როცა ისიც გაცვდება და გამხმარი თიხასავით ჩამოგვეფშვნება, ძალიან უინტერესოები აღმოვჩნდებით ერთმანეთისთვის. -ხელს ნუ მკრავ, მომიშვი შენამდე, იქნებ ერთმანეთი ისე შეგვიყვარდეს, ოჯახის შექმნაზეც ვიფიქროთ. -მე და შენ და ცოლ-ქმრობა? ნუ გამაცინე. -რა გაკავებს, ჩემთან ურთიერთობა წამოიწყო? ასაკი? -ეგ არაფერ შუაშია. სრულწლოვანი ვარ და ვისთანაც მინდა, სასიყვარულო კავშირს მასთან გავაბამ, მაგრამ არ მინდა, ემოციურად და გრძნობების მხრივ იმ ადამიანზე დავიხარჯო, რომელიც ჩემში მხოლოდ პატარა ვეფხვს ხედავს. -აი, თურმე რა. ასე დაგეწყო და ამდენი სიტყვების რახა-რუხი საჭირო აღარ იქნებოდა. რა გაკადრე ისეთი, რომ ამაზე ავარდნილიყავი? ქალში სექსუალურობა დიდი პლიუსია. ნებისმიერი მამაკაცი ოცნებობს მისი შეყვარებული, საცოლე, მეუღლე და თუნდაც ორი დღით აგდებული ეგრეთწოდებული „ნაშა“ სექსუალურობით გამოირჩეოდეს. ყველას არ აქვს ეს ნიჭი, ყველანაირად სასურველი ქალი იყოს. შენში ეს დავინახე და როცა პრაქტიკული თვალსაზრისითაც დავრწმუნდი, აღვნიშნე კიდეც. ახლა მორჩი რაღაც უაზრო ახირებას, სიჯიუტე გვერდზე გადადე, გონიერებას მოუხმე და შემოთავაზებულ წინადადებაზე დამთანხმდი. -თორემ? ლევანმა ჯერ არაფერი თქვა, თბილი მზერით დახედა, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, მისი თითები ფაქიზად მიიტანა ბაგეებთან, სათუთად დაუკოცნა, ღრმად ამოისუნთქა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა: -ვერ ავიტან, ეს ლამაზი თითები ფორტეპიანოს მოწყდეს და მათგან შესასრულებელი ღვთაებრივი მელოდიები სიჩუმის ყუთში გამოიკეტნონ. ქალმა მამაკაცისგან წამოსულ სითბოს და მზრუნველობას ვეღარ გაუძლო და მისგან მიღებულმა მხურვალებამ ტანში სასიამოვნოდ დაუარა. -გთხოვ, სოფი. კარგად დაფიქრდი და პასუხი ისე დამიბრუნე,- ყურთან ჩასჩურჩულა და მოკლე კოცნებით თანდათან ჩააღწია ქალის ტუჩებამდე. სოფის სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა, ბაგეები გაეპო და ვნებიანად ამოისუნთქა. მამაკაცი მის ტუჩებს მოსცილდა, ყელთან ნაზი კოცნის კვალი დაუტოვა, შემდეგ განზე გადგა და მეტი აღარ გაუგრძელებია. ქალმა მისი სიახლოვე რომ ვეღარ იგრძნო, მაშინვე თვალები გაახილა, მდივანს შეხედა და აღმოხდა: -რა კონკურსია? შეგიძლია, უკეთესად ამიხსნა? ლევანს სუსტად გაეღიმა, ისევ იგრძნო მისთვის სასურველი მამაკაცობა და ძალიან მოეწონა: -ამას შემდეგ სერიაში გაიგებ,- უთხრა და წასასვლელად მოემზადა. -მოიცადე, მიდიხარ? -წეღან ჩემი გაგდების სურვილი გკლავდა,- უკვე იცოდა, რომ ოთხმოცდაათი პროცენტით დაითანხმა და თამამ საუბარზე გადავიდა. -როდის მეტყვი კონკურსის პირობებს? -ვალს რომ დამიბრუნებ, მაშინ. -რომელ ვალს? -გუშინ მხოლოდ ორი ნაწარმოები შეასრულე. ერთი დამაკლდა. -საზიზღარი კაცი ხარ! -ნუთუ? -წარბი აუწია, კოსტუმის ჯიბიდან კონვერტში ჩადებული, დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა ამოიღო, მაგიდაზე დატოვა და ზურგი აქცია. -ეს რა არის? -გახსნი და მიხვდები,-შემდეგ მიუბრუნდა:- რაც შეეხება, ვალის ჩაბარებას, მინდა გაგაფრთხილო, რომ მოვალეს ვერ ვიტან. მათგან მეტ პასუხისმგებლობას ვითხოვ ხოლმე,- თვალი ჩაუკრა და ბინიდან გავიდა. -ისევ შემაბა ამ ნაბიჭ/ვარმა!- ჯერ საკუთარ თავზე გაბრაზდა, შემდეგ პატარა ბავშვივით გაიბუსხა. *** ლევან მდივანს შავი მერსედესიდან ვიღაც უთვალთვალებდა: -ახალი გასართობი გამოგიჩნდა, მაესტრო? რამდენხნიანი „ნაშა“ ააგდე, შე ნაძირალა ადამიანო?- სიბრაზისგან მთელი ძალით დაარტყა გაშლილი ხელის გული საჭეს და უკან გაჰყვა. *** როგორც კი ახლომახლო დამალულმა ილანამ ლევან მდივანი სადარბაზოდან გასული დაინახა, მაშინვე ჩაილაპარაკა: -ძლივს არ წაეთრა? ლამის არის ამ თავკერძას გამო ჩავიფსი,- სასწრაფოდ დაესვა კიბეებით მეოთხე სართულისკენ და მეგობრის კარს ზარის დარეკვა არ აკმარა, ბრახუნი აუტეხა. სოფის უკან მიბრუნებული ლევანი ეგონა, სარკეში ჩაიხედა, თმა შეისწორა და კარის გაღება განგებ დააგვიანა, მაგრამ თვალებმოჭუტული და დოინჯშემორტყმული ილანა რომ შერჩა ხელთ, გულიანად გაეცინა: -რას მიყურებ? გაინტერესებს, სექსი გვქონდა თუ არა? ილანა ტუჩებს პრუწავდა და კვლავ აკვირდებოდა. -შემოდი, ნუ ემზადები საჩხუბრად, არაფერი გვქონია. ილანას აღარაფერი უთქვამს, ჩანთა შესასვლელშივე დატოვა, აბაზანაში შევარდა და ცოტა ხნის შემდეგ შვებამოგვრილი გამოვიდა. -კარგად ხარ? -ბედი ჩემი, რომ შეხვედრა მალე დამთავრდა, თორემ ჩაფსმული ბალღივით ვიდგებოდი ახლა სახლის სახურავზე. სოფი ახარხარდა: -რა გეშველება? რა გინდოდა სახურავზე? -ქალაქის ხედებით ვტბებოდი. რა მენდომებოდა? იმ ბებრის წასვლას ვუცდიდი. შენ ის გირჩევნია, მიამბო რა უნდოდა, რისთვის მოეთრა? -საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე უნდა, რომ გავიდე. მითხრა, ყველანაირად შეგიწყობ ხელს, მუსიკაში სერიოზული პროგრესი განიცადოო. -არ მითხრა ახლა, რომ შენი დარდით აღარ არის და ამ ხერხით ცდილობს, ცოდვა გამოისყიდოს. -სულელი არ ვარ, მაგდენს მეც ვხვდები, რომ მხოლოდ ჩემი კარიერა არ აღელვებს. -მერე? დათანხმდი? სოფის რამდენიმე წუთის წინ შეცვლილი აზრისგან სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, მაგრამ მაინც გამოტყდა: -ისეთი მაცდუნებელი წინადადება ჰქონდა და ისეთი მოთაფლული ენით მელაპარაკა, დამკერა. -ახლა არ გაფეთო. -არც კი იცი, რა მემართება, როცა მიყურებს და მელაპარაკება. თითქოს მაჰიპნოზებს, რაღაც სქელ ბურუსში მამწყვდევს, ნაზად მეხვევა და სასიამოვნოდ მათბობს. მასთან ყოფნის სურვილს მიღვიძებს, ნელ-ნელა მაწვდის ულუფებად თავის თავს და როცა ჟინში მაგდებს, ხელიდან მტაცებს და არ მყოფნის, კიდევ მინდა. -ერიჰააა! ამან სულ გაუბერა. -მოდი აქ და დაჯექი! უკეთესად აგიხსნი ყველაფერს, - სოფიმ ილანა სავარძელთან მიიყვანა, ძალით დასვა და წინ ჩამოუდგა: -მითხარი, რომელი საჭმელი გიყვარს ყველაზე მეტად? -ეგ რა შუაშია? - მითხარი! -ჩაქაფული. -შენ ხომ ქალი არა ხარ? სხვა რამე ვერ მოიფიქრე? -ეე, მიყვარს და რა გავაკეთო? -ჩაქაფულს როგორ შევადარო ლევანი? -ვინ გეუბნება, შეადარეო? -კარგი, მაინც უნდა შევადარო,- ხელი ჩაიქნია და დაიწყო:- თვალები დახუჭე და წარმოიდგინე, რომ სუფრაზე უგემრიელესი ჩაქაფული დევს პატარა ლამბაქით. ბევრი ტარხუნით და ალუჩით. -მე ტყემლით მიყვარს. -ჰო, ტყემლით იყოს. წარმოიდგინე? -აჰამ, -თავი დაუქნია და ნერწყვი გადაყლაპა თვალებდახუჭულმა. -ახლა წარმოიდგინე, რომ ეს უგემრიელესი საჭმელი მხოლოდ ერთი კოვზი უნდა შეგხვდეს, დანარჩენი სუფრის სხვა წევრებზე უნდა გადანაწილდეს. -სხვა რამე შეჭამონ. მაგალითად, პრასი, ჭარხალი, შემწვარი ქათამი... -არა, სუფრაზე მხოლოდ ჩაქაფულია. -ჯანდაბა, მე ხომ ოცნებებშიც ბედი არა მაქვს. -იღებ ერთ კოვზს, გემოს უსინჯავ, გემოვნების რეცეპტორებით ნეტარებას განიცდი და როცა კიდევ გინდა, შეიგრძნო, აცნობიერებ, რომ მხოლოდ ის უნდა იკმარო. -საშინელებაა. -გაახილე ახლა თვალები და მითხარი, როცა მეტი ლევანი მინდა, რა გავაკეთო? -რატომ მალენჩებ? -რას გალენჩებ? -გინდა გამაჩუმო და ლევანთან ურთიერთობა რომ მოგიწონო, ჩაქაფულს ადარებ? -ვაიმე, ცუდად ვარ უკვე. რა დავაშავე რომ ეს სულთამხუთავი გადავიკიდე?- აწუწუნდა სოფი. ილანამ ეშმაკურად შეხედა: -მე გზას გინათებ, თვალებს გიხელ და ძალიანაც კარგი გოგო ვარ,- სასაცილოდ თქვა, ცხვირი ასწია, ტუჩები დაბუშტა და მკლავები გადაიჭდო ერთმანეთზე. -კი, ტვინის მბურღავი! -ახლა არ ამაყენო! -ადექი, მაჩვენე ერთი, რისი თავი გაქვს,- აკისკისდა სოფი. -ეჰ, რა უფასო სახის წმენდა და მკურნალობები გავმაზე. -მოკლედ, მუსიკას ვუბრუნდები. -მუსიკას ლევანთან ერთადო, გინდოდა გეთქვა,- თვალები მოწკურა და თითი აუწია. -რაც გინდა, ის დაარქვი. -„სიყვარული არ დადის, სიყვარული დაფრინავს“- წაიმღერა ილანამ და ხელებით ფრთების იმიტაცია გააკეთა:- ეჰ, ჩემს მეგობარს ჭკუა არა აქვს და ფოჩიანი კანფეტებით მიიტყუეს, რა ჩემი ბრალია? -მერე საათს დახედა, გაახსენდა, რომ სტომატოლოგთან ვიზიტზე იყო ჩაწერილი და ფართხა-ფურთხით შეუდგა წასასვლელად მზადებას. *** მარტოდ დარჩენილი სოფი დიდხანს იჯდა აივანზე და აზრების ჭიდილს მისცემოდა. მომავალი, რომელიც ლევანთან ერთად შეიძლებოდა აეწყო, გაცილებით ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდა, ვიდრე კოსმეტოლოგად დარჩენა და მთელი ცხოვრება ხელფასიდან ხელფასამდე გროშების თვლაში გატარება. ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა ეთქვა უარი ან მამაკაცზე, რომელიც სულ სხვა თვალით დაინახა და მას შემდეგ მაგნიტივით იზიდავდა, ან კარიერაზე, რომელიც შინაგან მისწრაფებებს გაქანებას მისცემდა? ბოლოს და ბოლოს, მუსიკა ხომ ის იყო, რომელიც სისავსეს აძლევდა და არსებულ სამყაროს ნათელ ფერებში უღებავდა? დაიღალა მუდმივი ბრძოლით და ძლიერი გოგოს თამაშით, არსებული მდგომარეობა კი სხვა სადარდებლისგან გაათავისუფლებდა, ოდნავ მოადუნებდა და მხოლოდ საყვარელ საქმიანობაზე ფიქრს და მისთვის შრომას მოსთხოვდა. რატომაც არა? რა იყო იმაში ცუდი, თუკი ლევანი მის იმიჯს ააშენებდა და პიარ-მენეჯერობას გაუწევდა? -უკან აღარ დავიხევ! ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბავშვობისდროინდელი ოცნება ავიხდინო,- წარმოთქვა და სხვანაირი იმედით, რწმენით და სულიერი სიჯანსაღით ჩაისუნთქა გაზაფხულის ჰაერი, რომელიც აივნის წინ ამოზრდილი ცაცხვის ყვავილების თავბრუდამხვევი სურნელით გაჯერებულიყო და გონების წიაღებამდე სასიამოვნო ეფექტებით აღწევდა. *** ლევანი ყველა საჭირო ინფორმაციას იძიებდა, როგორც ინტერნეტით, ასევე პირადი კავშირების წყალობით, რაშიც შეიძლებოდა, რომ პირველ ხანებში სოფის ბედი გამოეცადა. მთელი სიზუსტით უთვლიდა მომავლის გეგმებს. მოკლე ხანში მუსიკალური ცხოვრებიდან როგორც შიდა, ასევე საგარეო კონკურსების შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობდა და სრულ მზადყოფნაში იყო, შეექმნა ქალი, რომელიც თავისი ინტელექტუალური იერით, შარმით და ნიჭით საზოგადოებაში თავის სიტყვას იტყოდა. რაც მეტად ფიქრობდა მასზე, მით უფრო დიდი ინტერესი უჩნდებოდა მის მიმართ. აცნობიერებდა, რომ მდგომარეობა, რომელშიც ახლა სოფი იმყოფებოდა, თავიდან ბოლომდე მისი შექმნილი იყო და უნდოდა თუ არა, ლევანის წესებით ცხოვრება მოუწევდა. ასეთ ქალთან ყოფნა საშიშიც იყო, რადგან მუდმივი სიფრთხილე და კონტროლი მოუწევდა, მაგრამ არც ამის ეშინოდა. სოფის შესანარჩუნებლად სტატუსიც ხელს უწყობდა, გონიერებაც, ფინანსური შესაძლებლობებიც, გარეგნობაც და მთელი რიგი კომპლექსური კრებული, რაც ნებისმიერ ქალს ხელში ჩააგდებინებდა. ამიტომ მზად იყო, რისკი გაეღო, ცხოვრებისთვის სხვა ინტერესი მიეცა და ახალ ეტაპზე გადასულიყო. *** საერთაშორისო კონკურსზე რეგისტრაციისთვის ყველა საჭირო საქმე მოაგვარა და გარკვეული ფორმალობების ბოლომდე მისაყვანად სოფის მიაკითხა და სახლში წაიყვანა. -ბოლოს რომ მოგაკითხე, ისეთი უსიამოვნო დიალოგი შედგა ჩვენს შორის, მეგონა ეს სახლი ყველაზე საშინელ ადამიანს ეკუთვნოდა. რას ვიფიქრებდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ჩემი ნებით შემოგყვებოდი? -და ასეთი სასურველი იქნებოდი ჩემთვის?- დახურულ კარებთან მიიმწყვდია და სახეზე დააცქერდა. -და პირიქით,- თვალები აემღვრა სოფის,- სახლში არავინ არის?- ჩურჩულით ჰკითხა, აქეთ-იქით გაიხედა და თითებით მის განიერ მკერდს შეეხო. -მხოლოდ ჩვენ ორნი. გაკმაყოფილებს?- სუნთქვაშეკრულმა დაბალი ხმით მიუგო და ველურად დააცხრა ალუბლისფერ ტუჩებს. -სავსებით,- სოფიმ თითების მიმართულება შეცვალა და მოკლე თმაში დაუწყო სრიალი. მამაკაცი სველი კოცნით ჩაუყვა ყურის ძირიდან ლავიწის ძვლებთან და ქალს უწინდებურად გაუღვივა სექსუალური ლტოლვა. -გაიხადე,- მომთხოვნი ტონით უთხრა და კაბის გახდაში დაეხმარა. შემდეგ ბიუსტჰალტერიდან ამობურცულ სპილოსძვლისფერ მკერდს დააცქერდა და სასწრაფოდ გაუშიშვლა, რომ შეჰხებოდა და მათი გემო კოცნით შეეგრძნო. ხარბად დაეწაფა მკვრივ ძუძუს თავებს. ქალს მოგვრილმა სიამოვნებამ თრთოლვა და კატასავით კრუტუნი დააწყებინა და ლევანის პერანგის ღილებს მოქნილი მოძრაობებით დაუწყო გახსნა. ნაწილ-ნაწილ ეცემოდა კიბის თავთან მათი სამოსი და ვნების ცეცხლისგან გამძვინვარებულებს ჭკუა აღარ მოეკითხებოდათ. ლევანმა ხელი მოჰკიდა და მეორე სართულზე საძინებლისკენ დაიძრა. შიშველი ქალი ხელში აიყვანა, საძინებლის კარს წიხლი უთავაზა და კედელთან ააკრო: -მაგიჟებ,- აღმოხდა და ხელი უკანალზე ჩაავლო. სოფი ყელის ძირიდან ყბის ძვლის მიმართულებით მიუყვებოდა და ცხელი ტუჩებით თიშავდა მამაკაცს. პრელუდია პიკს აღწევდა, ქალის სველი ვაგი/ნის შეხებისას ლევანს გონება ებინდებოდა. ერთმანეთთან შეერთების სურვილით შეპყრობილები საწოლისკენ წავიდნენ. მდივანმა ქალი მკლავებში მოიქცია, მისი ფეხები წელზე შემოიხვია და მთელი მონდომებით შეერწყა. სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ, კონტროლი დაკარგეს. ვნებიანი ხმები აღელვებული ზღვის ხმაურიან ტალღებს ჰგავდნენ, რომლებიც ვერ ცხრებოდნენ. ბოლოს ერთად მიაღწიეს ორგაზმს და მოულოდნელად ყველაფერს სასიამოვნო სიწყნარემ გადაუარა. ვერცერთი ვეღარ ინძრეოდა, სხეულის ყოველი ნაწილი პარალიზებული ჰქონდათ, კიდურებს მოძრაობის უნარი წართმეოდათ. ყურში მხოლოდ გახშირებული სუნთქვა და ერთმანეთის გულის ცემა ჩაესმოდათ. გონზე რომ მოვიდნენ, ლევანი სოფის მიმართულებით გადაბრუნდა, თითებით მის თმას დაუწყო თამაში და მიაჩერდა. -ახლა არ მითხრა, რომ კიდევ გინდა,- ეშმაკური თვალები შეავლო ქალმა. -ახლა ჩაციებული ერთი ბოკალი ღვინო და შენი ვალის ჩაბარება გაასწორებდა. -ახლავე? -ჰო, ოღონდ ერთი პირობით. -რა პირობით? -ამჯერად როიალთან სრულიად შიშველი დაჯდები და ისე დაუკრავ. სოფიმ გრძელი თითები სახეზე აიფარა, შემდეგ ცალი თვალით სასაცილოდ გახედა და დასძინა: -მგონი როიალთან მყოფი შიშველი ქალის ფეტიში გაქვს. -მერწმუნე, ამაზე დიდი სილამაზე არაფერია. სურვილს შემისრულებ?-არ ეშვებოდა სოფის ალერსს. -კარგი, ვცადოთ,- პასუხი დაუბრუნა და საწოლიდან წამოდგა. რამდენიმე წუთში როიალი სოფის ულამაზეს თითებს მასპინძლობდა. კმაყოფილი ლევანი ცივ ღვინის წრუპავდა, კვლავ სოფის შიშველი სხეულის ცქერით ტკბებოდა და სულგანაბული უსმენდა ჰაერში გაჭრილ ჰარმონიულ კლასიკურ მუსიკას, რომელსაც ამქვეყნად მისთვის ყველაზე სასურველი ქალი ასრულებდა. -შეუდარებელი ხარ!- გაისმა ტაში მელოდიის დასრულებისთანავე და ქალს ზურგიდან მოეხვია,- გინდა, პლედი შემოგახვიო? არ გაცივდე,- თბილად მიმართა და ლოყაზე აკოცა. სოფიმ თავი დაუქნია და ლევანისგან შემოხვეული თბილი პლედი ტანზე შეისწორა. -მინდა, ჩემს გვერდზე მუსიკალურ საზოგადოებაში თამამად გამოჩნდე,- უცაბედად გადაერთო სხვა თემაზე. -რა?- ხმა გაუწყდა სოფის და მამაკაცის ტუჩებთან მიტანილ ღვინის ბოკალს თვალი მიაშტერა. -არაფერია ამაში მოსარიდებელი. პირიქით, რაც უფრო ხშირად გამოჩნდები ჩემს გვერდით, ჟურნალისტების ყურადღებასაც მიიქცევ და ბევრი კითხვა გაუჩნდებათ. ხომ გესმის? თითოეული დეტალი ქმნის ჩვენს აწმყოს. იმისათვის, რომ კარგი აწმყო შეიქმნა, ზოგჯერ საჭიროა სკანდალებიც. -არაფერი მესმის, რაზე მელაპარაკები? -როგორ აგიხსნა? შენი ჩემს გვერდით გამოჩენა ორივესთვის ხელსაყრელ მომენტს შექმნის და საზოგადოებას აალაპარაკებს. სოფის სხეულში შიში ჩაუდგა და წამში ხის ტოტივით დაექსაქსა. ლევანს ეჭვის თვალით შეხედა და ხმა ჩაეხლიჩა: -გინდა, მითხრა, რომ ჩემთან იმიტომ ხარ, შენზე ხმაურიანი სტატიები დაიწეროს? -რა სულელი ხარ. ეს როგორ იფიქრე? -მაშინ რა საჭიროა ჩვენი პირადი ცხოვრება გამოვამზეუროთ? ჯერ-ჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. -მე უკვე აგიხსენი, რა სარგებელი შეიძლება მოგვცეს ღია ურთიერთობამ, მაგრამ შენ თუ ასე გინდა, რა გაეწყობა? გავითვალისწინებ. -ასე აჯობებს. -მაშინ მოდი, ყავას მოგიდუღებ და კაბინეტში შევიდეთ. საერთაშორისო კონკურსისთვის აპლიკაცია უნდა შევავსოთ. დრო არ იცდის, ხვალ „დედლაინია“. -მართლა? -შევავსებთ და ერთ თვეში მე და შენ გერმანიაში გავემგზავრებით. მჯერა, შენს გამარჯვებას ვიზეიმებთ და კონკურსიდან ჩამოტანილი სტატუსით იმ ბილიკის გაყვანას დაიწყებ, რომელიც მსოფლიო დონის მუსიკოსთა ჯგუფებთან დაგაახლოვებს. სოფის სიხარულის ცრემლები წამოუვიდა და ლევანს ჩაეხუტა: -მადლობა, რომ ნდობას მიცხადებ, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. -შენ ჯერ კიდევ არ იცი, როგორი შეიძლება ვიყო შენთვის. ამას დროთა განმავლობაში გაიგებ,-შუბლზე აკოცა და მჭიდროდ მიიკრა გულზე. წყვილი მხურვალედ ეკვროდა ერთმანეთს და ტკბობის წუთებს იხანგრძლივებდნენ. არცერთი ჩქარობდა უერთმანეთობას... *** ღამის პირველი საათი იყო დაწყებული, როდესაც ლევან მდივანმა სოფი თავისი მანქანით მიაცილა საცხოვრებელ კორპუსამდე. შავი მერსედესის პატრონი შორიახლოს ჩამდგარი მანქანებიდან უთვალთალებდა წყვილს. სოფი მამაკაცს დაემშვიდობა და დინჯი ნაბიჯებით შევიდა სადარბაზოში. მერსედესის პატრონმა როგორც კი ლევან მდივანი წასული დაიგულა, მაშინვე მანქანიდან ისკუპა და მესხს სადარბაზოში შეჰყვა: -სოფი მესხი, არა?- სასიამოვნოდ ცივი ხმით უთხრა და ლიფტის კარებს მხრით მიეყრდნო. -დიახ,- განცვიფრებულმა მიუგო და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა ოცდათხუთმეტ წლამდე მაღალი, თხელი აღნაგობის წითელთმიანი, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და შავ კაბაში გამოწყობილი ქალი, რომელიც ღამის მიუხედავად, მზის შავ სათვალეში მალავდა თვალებს, -ვინ ბრძანდებით? -შენი კეთილის მსურველი მიწოდე. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს შენთვის,-სახეზე ბოროტული ღიმილი აუთამაშდა. -რა საკითხზე? -ლევან მდივანზე მინდა გიამბო ისეთი რამ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე. შეიძლება, სახლში ამოგყვე? სოფიმ მაჯის საათს დახედა და ოდნავ აღელდა: -ღამის პირველ საათზე სადარბაზოსთან მიცდით, რომ რაღაც მითხრათ. მეუბნებით, შენი კეთილის მსურველი ვარო. კაცმა არ იცის, რა გაქვთ ჩაფიქრებული. პირდაპირ მითხარით, რა ინტერესი გამოძრავებთ? -გითხარი უკვე. არ მინდა, შარს გადაეყარო და რაც მალე გიხსნი მოსალოდნელი ჯოჯოხეთისგან, მით უკეთესი შენთვის. - მზრუნველები და კეთილის მსურველები ძალიან კარგია როცა გყავს, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, ბოლოს მხოლოდ მომაკვდავი დეიდაჩემი დარდობდა ჩემს თავს,- მისდამი უნდობლობა გამოხატა სოფიმ. -კარგი, რადგან ჩემი მოსმენა არ გსურს, არ დაგაძალებ, მაგრამ ახლავე იცოდე, ის რაც მალე თავზე დაგატყდება, ძალიან მეცოდები იმ განსაცდელისთვის. მესხი შეკრთა და ცნობისმოყვარეობამ დაჯაბნა: -კარგი, წამობრძანდით. სახლში მოგისმენთ. -მიყვარს დამჯერი ხალხი,- უცნობს კმაყოფილებით ჩაეცინა და უკან გაჰყვა. გაჩუმებულ და ძველი სტილით მოწყობილ ოთახს კედლის საათის წიკწიკის ხმა არღვევდა. უცნობი ქალბატონი მოხდენილად შევიდა მისაღებ ოთახში და დაუკითხავად ჩამოჯდა მაგიდასთან. -გისმენთ, რამ მოგიყვანათ?- მასპინძელმა მაგიდის ქვეშ შედგმული სკამი გამოსწია და უცნობს მიაშტერდა. მაგიური გრძნეულებით გაჟღენთილმა ქალბატონმა სათვალე მოიხსნა და გვერდზე გადადო, შემდეგ სოფის კვლავ ბოროტული ღიმილით გაუღიმა და ფაიფურის არაბუნებრივად ქათქათა კბილები გამოაჩინა: -პირდაპირ გეტყვი, შენ გიყენებენ. -რა? -ჰემინგუეის „აისბერგის პრინციპზე“ რამე გსმენია? -იქნებ ქარაგმებს მორჩეთ და დროულად გამაგებინოთ აქ რამ მოგიყვანათ? -არ გსმენია როგორც ვატყობ. გეოგრაფია, რომ კარგად გესწავლა და ამ ავტორის ერთი-ორი ნაწარმოებიც წაგეკითხა, ლოგიკური აზროვნება მაინც მიგიყვანდა ამ პრინციპის დაშლამდე. -თქვენ სულ ასეთი „იაზვა“ ხართ? ბოლოს და ბოლოს კეთილის მსურველი ხართ, თუ სკოლის დირექტორი? რა გამოცდებს მიწყობთ? ურთიერთობაში დაწინაურებული სტუმარი მისკენ გადაიხარა, შავი თვალები შეანათა და სასიამოვნოდ ცივი ხმით განაგრძო: -რასაც აისბერგის ხილვად ნაწილს წყლის ზემოდან ვუყურებთ, რეალურად ეს მხოლოდ მისი პატარა ნაწილია. დანარჩენი სამოცი, სამოცდაათი, ზოგჯერ ოთხმოცი და ხან სულაც ოთხმოცდაათი წყლის ქვევით არის და საკმაოდ დიდ მასას შეადგენს. მიყვარს აისბერგის პრინციპით მცხოვრები ადამიანებიც, ცოტა ბუნდოვნები არიან. რასაც გაჩვენებენ, ის მხოლოდ ფაზლის ნაწილებია. დანარჩენს შენი ტვინის ლამაზი ხვეულებით უნდა ჩაჰყვე და თანდათან ააწყო. -ამდენი დრო არ მაქვს, რომ თქვენს ბრძნულ შთაგონებებს ვუსმინო. იქნებ საქმეზე გადახვიდეთ?- სიბრაზე აწვებოდა სოფის. -არ ყოფილხარ საინტერესო მოსაუბრე, არ მესმის რა დაინახა შენში ლევანმა. -შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ და ფრთხილად, თორემ თავის დაცვა და „სწერვობა“ მეც არაჩვეულებრივად გამომდის. -ჰო? დრო რომ მქონდეს, საინტერესო იქნებოდა შუაღამის შერკინება შენნაირ „სწერვასთან“,-ოლიმპიური სიმშვიდით მიუგო და ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო:- მოწევა შეიძლება? -არა! -სამწუხაროა, სიტუაციას მოუხდებოდა,- უკან ჩააბრუნა იმედგაცრუებულმა. -აქ ჰემინგუეიზე სალაპარაკოდ მოხვედით? -არა. ეს უბრალოდ სიტყვამ მოიტანა. მინდოდა მეთქვა, ლევან მდივანის პიროვნებას ვერასოდეს ჩაწვდები სიღრმემდე-თქო, მაგრამ არ მაცალე. -საქმეზე გადადით, ან წადით. -საქმეზე გადასვლა სჯობს. მე და შენ განსხვავებულები ვართ, ვერაფრით ავეწყობით. -კარგია, რომ მიხვდით. -მოკლედ, შენი მამაკაცი გატყუებს. მორიგი მსხვერპლი ხარ, რომელსაც საცვალივით რამდენჯერმე მოიხმარს და შემდეგ ახალი ბრენდით ჩაანაცვლებს. -საიდან იცით მე ვინ ვარ მისთვის და რა ადგილი მიკავია? ძალიან ბევრის უფლებას ხომ არ აძლევთ საკუთარ თავს? -არც ისე. სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის ვიცი სად რა დოზით გამოვჩნდე და რაზე უნდა ვილაპარაკო. -სხვებში ვის გულისხმობთ? -ზოგადად ვთქვი. -სულ ეს იყო, რისი თქმაც გინდოდათ? -ვგავარ ისეთს, რომელიც ორი წინადადების სათქმელად ვიღაც უცხოს მიაკითხავდა და მოცდებოდა? -მაშინ გააგრძელეთ. -ლევანს კარგად ვიცნობ. თავისი მამაკაცური თვისებებით თავგზას აგირევდა. დაგეთანხმები, ძნელია, უარი თქვა ასეთი ტიპის მამაკაცთან ურთიერთობაზე. ერთი შეხედვით, იდეალურია და მასთან კონტაქტი კომფორტის ზონას გიქმნის, მაგრამ რამდენადაც მომხიბვლელია, იმდენად შხამიანია. თავს თუ არ უშველე, როცა კარგად გაიცნობ და მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს დამალული უჯრიდან ამოიღებ, შესაძლოა გვიანიც იყოს. -საშიში რატომ არის? იმიტომ, რომ ვიღაცით ჩამანაცვლებს და გულს მატკენს, თუ კიდევ არის რაღაც, რომლის თქმაც გინდათ და ვერ ბედავთ? -შენში გამჭრიახობას ვხედავ, არც მიკვირს, უყვარს ლევანს ჭკვიანები და განსხვავებულები. ალბათ, რაღაც დაინახა შენში და ყურადღებაც ამიტომ მოგაქცია. ახლა რაც უნდა გიამბო, შეიძლება შეგძრას, მაგრამ ტყუილში ცხოვრებას, რამდენი ხნითაც არ უნდა გრძელდებოდეს იგი, ისევ ის სჯობს, სიმართლე იცოდე. საშიში იმიტომ არის, რომ მას მხოლოდ ერთხელ შეუყვარდა ქალი, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის. იგი იმდენად აღმერთებდა, მის გვერდით ყველაზე ბედნიერი და თავდაკარგული იყო. მას შემდეგ ყველა ქალში იმის თვისებებს დაეძებს და საკმარისია, თუნდაც ერთი რამ ჩაიჭიროს ვინმეში, ხელიდან აღარ უშვებს. მერე ხვდება, რომ ეს თავის მეორე ნახევარს ოდნავადაც არ ჰგავს და იმედგაცრუებული უშვებს მოუსავლეთში. შემდეგ ისევ ძიების პროცესშია, კვლავ დაეძებს და უამრავი ქალიდან ისევ სხვადასხვა თვისებებით აკოწიწებს მას, ამგვარად იამებს უმისობისგან მიღებულ სულიერ ტკივილს. -ისე მელაპარაკებით, თითქოს ლევანი ვიღაც ავადმყოფი იყოს. -მე უბრალოდ მასზე ის გითხარი, რაც საჭირო იყო. დანარჩენს ჩემთვის შევინახავ. ყველაფრის ყრანტალს ვერ ვიტან. -თქვენ ვინ ხართ ლევანისთვის? მის შინაგან სამყაროს ასე ახლოს რატომ იცნობთ? ისეთ წარმოდგენას მიტოვებთ, თითქოს მისი პირადი ფსიქოლოგი იყოთ. -მე წავედი და ახლა შენ იჯექი და იფიქრე გარდაცვლილი საცოლის რომელი თვისებით აკმაყოფილებ ლევანს,- ფარული კმაყოფილებით სავსე წამოდგა სკამიდან და გასასვლელს მიაშურა. -კუდიანი!-მიაძახა საგონებელში ჩავარდნილმა მესხმა და ახალი ამბით გაოგნებულმა თავის შესაფხიზლებლად სააბაზანოს მიაკითხა. დიდხანს იდგა გრილი შხაპის ქვეშ და უცნობი ქალბატონის სიტყვების გონებიდან გაძევებას ვერაფრით ახერხებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.