ცვლილება ან ჩანაცვლება 5
- ძლიან კარგი!! აბა მითხარი რით დავიწყო. მაკიაჟით, თმით თუ ტანსაცმლით? ტელეფონი სათავსოზე დადო და ისევ გვერდით მომიჯდა. - რას გულისხმობ სოფი? რა ტანსაცმელი, რა მაკიაჟი რა კაბა? მე ისეთი ვიქნები როგორიც ვარ. - მართლა? და მაინც როოგორ აპირებ ამას. ნუ კაი მაგრამ იცოდე სამშაბათს წვეულებაა და უნიკალური უნდა იყო. - რაა? წვეულება? კაი რა სოფი.. მე წამოსვლას არც კი .. შემაწყვეტინა საუბარი და ისევ თვითონ გააგრძელა. - არავითარი წამოსვლას არც კი აპირებდი გასაგებია? ძაან ლამაზი უნდა იყო ისეთი რომ ყველამ შენ შემოგხედოს. ნუუ შემშურდება შენი მაგრამ არაუშავს გადავიტან რამენაირად. წამოხტა ფეხზე და ჩემი გარდერობის გადმოყრა დაიწყო. ეს არაა... ეს არაა.. არაა.. არაა... არააა... ამას საერთოდ როგორი იცმევ... აი ეს მომწონს და საერთოდ რაიმე გოგოისი თუ გაქვს გარდერობში? - აუ სოფი დაანებე ჩემს გარდერობს თავი. ხო იცი მაინც ვერაფერს იპოვი მანდ ისეთს რაც შენ მოგეწონება. არც დეკოლტეა და არც მოკლე კაბა. - კაი რაა ანნა დავიჯერო არცერთი კაბა არააა შენს გარდერობში? მკითხა და ახლა უკვე მეორე გარდერობზე გადავიდა. მე კი ისევ ჩემს ვარდისფერ საწოლში ვიჯექი და სოფის გაკეთებულ ყავას არხეინად ვსვამდი. - წავალ რამე კარგ კაბას გიყიდი. ოღონდ იცოდე რასაც მოგიტან იმას ჩაიცმევ და ნუ ჭამ მაგდენს ამ ორ დღეში ისე ნუ იზავ რო ასი კილო გახდე. - შენ ახლა მომიტან მოკლე და ამოღებულ წითელ კაბას. - ვაიმე ეგეც კარგი აზრია მაგრამ მე უკეთესი აზრიც მაქვს. მითხრა, ადგა ფეხზე სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ და კარი გაიხურა. მე ავდექი მოვიხსენი თუ ამას მოხსნა ერვა ეს თაბაშირის მაგვარი რაღც და შევუდექი საწოლის გასწორებას. შემდეგ ოთახიდან გამოვედი და სწრაფად ჩავირბინე კიბე. სამზარეულოს რომ შევხედე ვიფიქრე რაიმე მომემზადებინა. ავდექი და როგორც ყველთვის კვერცხი შევწვი. - ანნა მოვედი. მომესმა სოფის ხმა და გამიკვირდა ასე მალე როგორ იყიდა და როგორ მოვიდა მეთქი. - სოფიი ასე მალე როგო მოხვედი? - კაი რა გოგო მოტოთი წავედი სადაც ვიცოდი რომ კაი კაბები იქნებოდა. მეუბნებოდა და ტყავის მოხდენილ ქურთუკს ღილებს ნელ ნელა ხსნიდა. - აბა მანახე როგორი კაბა მომიტანე. ვითომ სიხარულით მივვარდი სოფის. - კაი რა ნუ თამაშობ ვიცი რო სულ არ გიინდა ამ წვეულებაზე წასვლა მაგრამ მე ვერ მიტეხავ ხათრს. მაგრამ ხომ იცი ამას შენთვის ვაკეთებ. თუმცა ახლა ვერაფერს გეტყვი წინასწარ. - კაი სოფი მანახე ეგ კაბა თუ მე უნდა ჩავიცვა ბოლოსდაბოლოს. - კაი მიდი ნახე კარებთან დევს მიმანიშნა ხელით და თვითონ დივანზე დაჯდა ტელევიზორის პულტით ხელში. კაბა პარკიდან ამოვღე წითელი ოდნავ ამოღებული წინ მოკლე ხოლო უკან ფატისებურად დაგრძელებული წინ ლამაზი მაქმანებით და ყვავილებით. გაგიკვირდებათ და მომეწონა. მივვარდი სოფის და ჩავეხუტე. - ვიცი რაღაცაას მიწყობ და მაინც ისე იქნება ყველაფერი რომ ბიჭს გამაცნობ. ძაან მაგარი კაბაა მადლობა. - არაფერს სიხარულო ახლა წადი და იმეცადინე მეც ვიმეცადინებ. ეს დღეც დაღამდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.