გიჟივით შეყვარებული(თავი 8)
ყველაფერი მომიყვა და გიჟს ვგავდი, ყველა გრძნობა ერთდროულად დამეუფლა.გაკვირვებასა და ბრაზს ვერ ვმალავდი ,რომ კარის ხმა გავიგეთ -გოგოებოოოო -მადლობა ღმერთს.ემი შხაპს ვიღებთ -აუ მეც მინდა -მოდი ,მოდი თან საქმე გვაქვს შენთან -აბა მეც მოვედი.რა ხდებაო? ემიკიკოსაც ყველაფერი მოვუყევით,გოგო გაგიჟებული იყო,ეს რა გავიგეო.რამე უნდა მოგვეფიქრებინა ,ის საბუთები ხელში უნდა ჩაგვეგდო.ვიბანავეთ ,გამოვედით და კაბის შერჩევა დავიწყეთ.თურმე მერიემს მთელი თავისი კარადა წამოუღია.როგორ არ მინდოდა იმ ადამიანის წვეულებაზე დასწრება ვინც ჩემს ბიჭს შანტაჟით მიყვება ცოლად.მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.მუხლს აცდენილი,წელამოღებული,ტანზე გამოყვანილი,გემრიელად მომდგარი შავი კაბა ჩავიცვი,ფეხზე მაღლები მინდოდა ,მაგრამ ფეხი ხომ მტკივა და.. გადავწყვიტე მთლიან ძირზე ოდნავ მაღალი ფეხსაცმელი ჩამეცვა,რომ ბოტასებს არ დამსგავსებოდა.სახეზე „ბუნებრივი“ მაკიაჟი გავიკეთე, თმა გავიშალე და ცალ მხარეს ჩამოვიყარე.ალბათ მიხვდით ასე სექსუალურად რატომ გამოვეწყვე,მინდოდა დემნას ნერწყვები წამოსვლოდა და გაეგო ,(თუნდაც ძალით)რა საფრთხობელა ჰყავდა საცოლედ და ვის კარგავდა.ანა და ლიკუნაც ამოვიდნენ,მათ შემდეგ კი მართა და ეკუნა შემოვიდნენ,მათაც ჩვენთან ერთად გადაწყვიტეს მომზადება.ცოტას ვჭორაობდით კიდეც და გავარკვიე ,რომ ლილუ არც მათ ეხატებათ გულზე,დემნას ხათრით აკეთებენ ყველააფერს.რაც შეეხება ეკუნას ,მასზე უფრო მეტი გავიგე თურმე ის ეხმარებოდა დემნას და ირაკლის ,იმ საბუთების მოპოვებაში,მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ.გაინტერესებთ ეს საიდან გავიგე?ეკუნა სააბაზანოში შემოვიდა როცა მუხლზე სახვევს ვიცვლიდი და დაღვრემილი სახით მითხრა -მაპატიე დეა -ვერ გავიგე....??? -ვწუხვარ ,რომ დემნას ვერ დავეხმარე და ახლა თქვენი დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ვარ -შენ რა შუაში ხარ ეკა?ან რა დაშორება ..ჩვენ არც კი. -ვიცი მაგრამ დემნას უყვარხარ და ვიცი რომ არც შენ ხარ მის მიმართ გულგრილი,ვწუხვარ რომ ვერ გეხმარებით. -ეკუნა მისმინე:მე ყველაფერი ვიცი,იმაზე კარგად ვიდრე შენ გგონია,ჩვენ გადავწყვიტეთ ,რომ მათ „ქორწილამდე“ეს საბუთები ხელში ჩავიგდოთ,მინდა რომ დაგვეხმარო და ჩვენს გვერდით იყო.ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ რომ დემნას ეჭვი არაფერში შეეპაროს,მითუმეტეს იმ ლილუმ არაფერი არ უნდა იეჭვოს. -დეა მისმინე ეს ყველაფერი.. -არა ეკა! ხომ გინდა ,რომ შენი ბოდიში მივიღო―თავს მიქნევს― ხოდა დამეხმარე ,რომ დემნა დავიბრუნო,ლილუ მოვაშორო მას და ბატონი გიორგიც გამოვიხსნათ ლილუს მამის კლანჭებიდან -დეა მე არ ვიცი -გთხოვ.დემნას გულისთვის,მერიემის გულისთვის -კარგი.კარგი ნუღარ მთხოვ.ოღონდ ბიჭებიც უნდა დავიხმაროთ თორემ არაფერი გამოგვივა. -კარგი მაგრამ...ნუგო და გიგა სანდოები არიან? -კიკი,ისინი ჩვენზე მეტად ვერ იტანენ ლილუს და მის ოჯახს -კარგი მაშინ წვეულება რომ დაიწყება ერთად შევიკრიბოთსავით,რომ არაფერი იეჭვონ ისე და დავილაპარაკოთ -კარგი დეა.იმედი მაქვს გამოგვივა -მწამს !ასე რომ გამოგვივა -გოგოებო რას აკეთებთ ამდენ ხანს მანდ? -ფეხს ვიხვევ ემი -აჰა კაი მალე გამო რა -კარგი -მე გავალ და ირაკლის დაველაპარაკები კარგი? -მიდი და გამაგებინე ყველაფერი -კარგი დეა. აი ასეთი საუბარი მქონდა ეკუნასთან.ფეხი გადავიხვიე და წამოვდექი.შევამჩნიე რომ ტკივილი გამიქრა,ნუთუ მართლა გამიქრა?რაღაც არ მჯერა.რამდენიმე ნაბიჯი უხეშად გადავდგი.სულ ოდნავ ვიგრძენი ტკივილი და იმანაც წამში გამიარა.ჰუჰ როგორც იქნა მეშველა .ცოტაც და შემიხორცდება .თან ასეთი ფეხით ვერ შევძლებდი გეგმის განხორციელებას. გამოვედი „კურტუმის რხევით“ -ოჰო დეა -რა სექსუალური ხარ დეა წიკლაურო― ანამ წელზე ხელი ისე შემომხვია ,როგორც დემნა აკეთებს ხოლმე,მისკენ მიმიზიდა და ტუჩები აილოკა.ახლა ამას -გადი გოგო ვინმე არ შემოვიდეს გაგიჟდი― ყველა ახარხარდა და არც მე დავაკელი. მოვიდა 5 საათიც ,იქმდე კი მართას,ლიკუნასა და ანასაც გავაგებინეთ,ლიკუნა ლამის ამიტირდა,დანარჩენები კი შოკირებულები დარჩნენ.მართამ ისეთი სიტყვებით გალანძღა ლილუ ,რომ მგონია საგვარეულოში არ იშოვება მასეთი რაღაცეები.რაღაცნაირად მომწონს ეს გოგო.19 წლის არის ,მაგრამ უფრო პატარას გავს.პატარა და საყვარელ ბავშვს. ოთახიდან გავედით და მერიემმა ხელი გამომიწოდა დაგეხმარებიო მაგრამ არ მინდოდა ,მინდოდა .მინდოდა ,რომ ჩემით ჩავსულიყავი .ტუმცა ხელი გაგამ შეუშალა -მის ნებას მიბოძებთ? -მკლავი მართკუთხურად გამომიწოდა -რატომაც არა―იმ მომენტში მერიემის თვალები ვიგრძენი მაგრამ უკან არ გამიხედავს,კიბეზე ფრთხილად ჩამოვდიოდით და ამას მუსიკის ფონიც დაემთხვა.ეს „ბოტასნიკი“ ფეხსაცმელიც კი მაგრად დააჯდა ჩემს კაბას.კიბის ბოლო საფეხური და ყველა მე და გაგას გვიყურებს.თითქოს ჩვენ ვქორწინდებოდეთ.იმ წამს დემნასკენ და ლილუსკენ გამეპარა თვალი: დემნას თვალებში ცეცხლი დავინახე,ალბათ მისი დეიდაშვილი რომ არ ყოფილიყო შემოაკვდებოდა მარტო თვალებით.ლილუ კი შურისა და ზიზღის თვალებიტ შემოგვყუებდა. ბავშვები ერთად შევიკრიბეთ,სანამ ლილუ და დემნა ლილუს ნათსავებს ესალმებოდნენ.ლილუს ჩვენსკენ არც კი გამოუხედავს.მე და მერიემმა ყველაფერი მოვუყევით .ბიჭები უნდა გენახათ,ნიკა ძლივს დავაკავეთ რომ ჯერ ლილუ არ გაეგლიჯა შუაზე და მერე დემნასთვის არ მოეგრიხა კისერი ,რომ ასეთი რაღც დამალა.გეგმა შევადგინეთ: ე.ი ლილუს ბინა ჰქონდა თბილისში,სანდროს მიზეზი უნდა მოეგონებინა და ლიკუნსთან ერთად უნდა წასულიყო თბილისში.მისამართი ქ-მა ნანამ იცოდა და არ იყო პრობლემა.სანდროს ბინაში სესვლა და უკვალოდ გამოსვლა ეხერხება. დღეს მესამე დღეა და ჩვენც მივდივართ თბილისში, ტურმე ლილუ მამამისის სახლშიც მართავს წვეულებას,ოღონდ 4 დღეში- ქორწილ-ნიშნობის წინა დღეს,მანდ კი ირაკლი და ეკუნა ჩაერთვებიან საქმეში,როგორც აღმოჩნდა ლილუს და ჰყავს - ნიტა,მას კი თურმე ჩვენი გაგა მოსწონს.ესეც მოგვარდა გაგას ცოტა ცუდ საქციელში ჩაეთვლება ,ნიტას შებმა მაგრამ საჭიროა იმისთვის ,რომ დემნა დავიხსნათ.იქნებ ნიტა ლილუს არ გავს და გაგას და მას ერთმანეთი შეუყვარდეთ.ასეთი კუპიდონი ვარ მე ,ფრთები და მშვილდი მაკლია გულის ფორმის მქონე ისრებით. ჩვენ სანამ ამ ყველაფერს ვაწყობდით რაღაც ეპოქური მუსიკა ჩაირთო,დავიჯერო ეს ლილუ მართლა ასეთი ჩარჩენილია ? წყვილები ისე ცეკვავდნენ,რომ რაღაც ტაეპსი წყვილები უნდა გაეცვალათ.ვალსის სილის ცეკვას გავდა რა ,ხოდა მე და გაგა ვცეკვადით,მერე მე და ნიკას მოგვიწია, გაგას კი ლილუ შეხვდა, დემნას მერიემი, შემდგომ ცვლაზე კი გამოიცანით.... მე და დემნა აღმოვჩნდით წყვილში, გაგა და ნიტაც წყვილში და გაგას თვალით ვანიშნე ,რომ დრო კარგად გამოეყენებინა,ამ მომენტში კი დემნას გაცოფებულ სახეს შევეჩეხე. -რაო ახლა გაგამ დაგადგა თვალი?! -ნუ ბოდიალობ დემნა!უბრალოდ იცეკვე .მალე შენს საცოლესთან აღმოჩნდები „ისევ“ -კითხვა დაგისვი! -არა თქო!შემეშვი ან იცეკვე და არავის არ აგრძნობინო რომ შენს „ნაშას“ ეცეკვები -რეებს ბოდავ!― უკვე გავცოფდი,დემნას მოვშორდი და სამზარეულოში წავედი,ის მომენტი იყო რომ ლილუს დაურეკა ვიღაცამ და გარეთ გავიდა.სამზარეულოში რომ შევედი კუთხეში დავდექი და კედელს მივეყრდენი,ჩემთვის ვფიქრობდი ,უფრო სწორად მეგონა რომ ვფიქრობდი -ნეტავ მალე დასრულდეს ეს ყველაფერი -ვერ დასრულდება პატარავ.მიწაზე დაეშვი― დემნა შემოვიდა ,რა უნდა თავს არ მანებებს,დარწმუნებული ვარ ასე თუ გააგრძელა ლილუში ეჭვს აღვძრავთ. -დემნა გადი.შენი საცოლე იეჭვიანებს და...― არც კი მაცადა სიტყვების დამთავრება ,რომ ტუჩებზე მწვდა.მომნატრებია!გჯერათ მომნატრებია მისი ტუჩების გემო! ისე გაცხარებით მკოცნიდა .ვერც მე მოვითმინე და ავუყევი.ცალი ხელი წელზე შემომხვია მეორეს კი ჩემს ბარძაყზე ასრიალებდა,ამან გამაგიჟა, ახლა ვინმე რომ შემოვიდეს დავიღუპებით. -ეს კაბა აღარ ჩაიცვა გთხოვ!―რამოდენიმე წამს ისევ მკოცნიდა,მერე შეჩერდა -მინდოდა უკანასკნელად მეგემე!― ყელზე მაკოცა და ისევ მისაღებში დაბრუნდა,ახლა ვხვდები როგორ სტკივა მასაც, ისეთი თვალები ჰქონდა მეგონა მოვკვდებოდი, ტკივილის გარდა არაფერი ჩანდა მის შავ თვალებში.იქვე სკამზე ჩამოვჯექი და მაგ მომენტში ლილუ შემოვიდა სამზარეულოში. -დემნა სად არის? -მე საიდან უნდა ვიცოდე შენი საქმრო სად დადის!ხვდები რომ სისულელეს მეკითხები?! -ხომ მივხვდი მდაბიოსთან რა ესაქმება ჩემს საქმროს!― როგორ მინდოდა მიმეხალა ყველაფერი პირში,მეთქვა მაგ მდაბიოს ტუჩებს როგორ გაცხარებით ეწაფება მისი საქმრო,მაგრამ ყველაფერს გავაფუჭებდი .გავჩუმდი -ნერვებს ნუ მომიშლი,შენთვისვე აჯობებს.ნაცემი პატარძალი არავის სჭირდება მერწმუნე! -კარგი ერთი― ცხვირი აწია და გავიდა,ეგ კი არა ნეტა დემნა სად წავიდა.არადა მისაღებში იყო დარწმუნებული ვარ.ავეწეპე სკამიდან და გავედი .დემნა არსად ჩანდა ლილუ კი დებილივით აცეცებდა თვალებს.გაგა და ნიტა კუთხეში ისხდნენ ,გაგას სახეზე რაღაც ბუნებრივი ღიმილი აციმციმდა ,ნიტას კი მორცხვობა ეტყობოდა.და აი სიძე ბატონიც გამოჩნდა სიგარით ხელში.ამან როდის მერე დაიწყო მოწევა?! ოხ დემნა ჩამივარდები შენ ხელში!ერთხანს ვცეკვადით,ნუ მე -სავით,მერე კი ლიკუნას აცრემლებული თვალები დავინახე,რა ჭირს ამგოგოს.ჩვენთან მოვიდა და რაღაც გაურკვევად,ჩემთვის გაურკვევლად თქვა -თამაში დაიწყო!― დემნას სილუეტი აღიმართა ჩვენს წინ -ლიკა რა ხდება? -დემნა იცი .. მე.. -რა?! -უნდა წავიდე ახლავე, ბებიაჩემი ცოტა შეუძლოდ არის და თუ არ მივალ ინერვიულებს,ისეც ორი დღეა არ მინახავს -კარგი,არაუშავს წადი . -დემუშ მე გავყვები ,მარტო არ გავუშვებ და იზვინი რა ძმა -შენ შ*გ ხო არ გაქ წადი წაიყვანე. გამაგებინეთ ამბავი -მადლობა დემნა― ლიკუნა ჩაეხუტასავით დემნას და ,ეგ და სანდრო კარისკენ წავიდნენ.დემნას შევხედე და შევამჩნიე ,რომ ტუჩთან ჩემი საცხის კვალი ჰქონდა,ახლა ხომ არ მივვარდებოდი და მოვაშორებდი.წარბებით ვანიშნე რომ შემოეხედა და ტუჩთან ხელი მოვისვი,იმ ადგილას სადაც დემნას ჰქონდა ლაქა.ამ მსახიობმა კაცმა ვითომც არაფერი ,მერეკი შეუმჩნევლად ნიკასთან საუბრის მომენტში ხელი ყუჩზე მოისვა და დახედა თითს, ჩაეღიმა, ნიკას მხარზე ხელი დაკრა და საცოლეს დაუბრუნდა.როგრო მინდა ის კმაყოფილი ღიმილი ჩამოვახიო სახიდან.იდიოტი კაცი ეს ! ტელეფონის წკარუნი: დავხედე და ესემესი გავხსენი {-დეაკო როგორი ვიყავი?} {-გოგო მოიცა ითვალთმაქცე?} {-ხო რაიყო?} {-ვიფიქრე მართლა ცუდად ხადა ვერიკო ბებო თქო!აუ მაგარი ხარ!} {-მე და სანდრო თბილისში რომ ვიქნებით დაგირეკავ ან მოგწერ და მისამართი მითხარი} {-კარგი ოღონდ ფრთხილად უნდა იყოს ,უთხარი სანდროს} {-ხო იცი ეგ არ მეშლება დეკუშ}― ესემესი სანდროს ნომრიდან,არანორმალურია ეს. ძალიან შემობნელდა ალბათ 10 საათი მაინც იქნებოდა, გარეთ გამოვედი სუფთა ჰაერი მჭირდებოდა თან ვარსკვლავებს ვუყურებდი ,როცა ხელის სულ მცირე ,შეუმჩნეველი შეხება ვიგრძენი მკლავზე.ეს დემნა იყო,ჩემს გვერდით იდგა და ცას შეჰყურებდა -ლამაზია ხომ? -კი― მის ყურებას მოვრჩი და ცას ავხედე.მე კი ვუყურებდი ცას მაგრამ დემნა მე მომაშტერდა,არ მინდოდა მისკენ გახედვა,მაგრამ მაინც შევხედე -რა?! -სექსუალური ხარ! -ბატონო?!― თან გაბრაზებული მაგრამ კმაყოფილი სახით შევუბღვირე,მაგრამ ყურიც არ მათხოვა ისე შებრუნდა სახლში.ეს ვერ არი რა !მართლა ვერ არი!სექსუალური ხარო!მარტო მაგის სათქმელად გამოვიდა?! ხე! ეგ მაშინაც ვიგრძენი ჩემს შვილივით გამოზრდილ ბარძაყზე ხელს რომ დაასრიალებდა.კრეტინი!სუფთა ხეა ! ყველაფერი დასრულდა.დასაძინებლად წავედით ყველანი.ალბათ მარტო მე მეძინა ოთახში მარტოს.ლილუსაც კი ნიტასთან ერთად ეძინა!მაგაშიც ბედი გინდა რა.ალბათ 3 იქნებოდა საათი რომ ესემესი მოვიდა - {-თბილისში ვართ} მადლობა ღმერთს,ახლა მისამართს გავიგე და მივწერ და ეგაა,მერიემის მოწერილი ესემესი გავხსენი და მისამართი დავაკოპირე გავუგზავნე და მშვიდად დავდე თავი ბალიშზე.თითქმის ჩამეძინა რომ კარის ხმა გავიგე.კარს ზურგი ვაქციე და თვალები დავხუჭე თითქოს მეძინა.ნეტა ვინ ჯანდაბაა,აუ ეს თუ ლილუა და ჩემს მოკვლას აპირებს დავიგდებ ისეთს ვერავინ გამომაცლის ხელიდან.თან რა მახინჯურად მაქვს ზეწარი გადაფარებული,მარტო საჯდომს მიფარავს და შიშვლად მაქვს სათუთი ფეხები,ახლა თუ დამიმახინჯა,გავწიწკნი.ფუ რეებს ფიქრობ გოგო მოკეტე.მთვარის შუქზე არეკლილი ჩრდილი შევამჩნიე,ასეთი კუნთიანი ის პელენწუკა ლულუ ვერ იქნება.ვაიმე დემნა!ბალიშს ძლიერად მოვუჭირე ხელები და თვალები დავხუჭე.ვიგრძენი როგორ ჩაიმუხლა ჩემს საწოლთან.ჯანდაბა!ვგრძნობ როგორ ასრიალებს ხელს ჩემს ფეხზე,ზემოთ ქვემოთ ძალიან ნაზად დაახლოებით ისე ,როგორც შემეხო ვარსკვლავების ყურებისას.ალბათ ჰგონია ,რომ მძინავს.არადა რა ცუდად ვარ ვაი გული!არააააააააა!ეს უკვე პიკია ბარძაყზე ისი ცივი ტუჩების ნაზი შეხება ვიგრძენი.ახლა მოვკვდები კიდევ კარგი რომ კანკალი არ ამიტყდა ,ხო მიხვდებოდა რომ არ მძინავს.თმა გადამიწია და კისერში ნაზად მაკოცა.ვაიმე ცუდად ვარ ხალხო,მზად ვარ „გამოვიღვიძო“ და ის ტუჩები დავუკოცნო. -მაპატიე ჩემო პატარავ,ვერ შევძლებ შენთან ყოფნას.იცი როგორ მინდა ,რომ შენი სხეულის თითოეული ნაწილი მე მეკუთვნოდეს ,თუმცა ეს შეუძლებელია.უკვე შეუძლებელი.შენ თავი შემაყვარე შენი ადამიანობით, ისეთი ნაზი ხარ პატარავ,ისეთი ტკბილი.შენ გარეშე ალბათ მოვკვდები,იცოდე ,რომ სხვას ვერ შევიყვარებ, სულ დაგაკვირდები და იმითაც კი გავბედნიერდები შენ რომ ბედნირი იქნები „სხვასთან“.― ახლა უკვე ცრემლების შეკავება მიჭირს.ხელს ისევ ნაზად ასრიალებს ფეზე და საუბარს განაგრძობს -მიყვარხარ დეა წიკლაურო!არ შემიძლია სხვას შევეხო,შენი სხეული დამიდგება თვალწინ, შენი აჩრდილი სულ თან გამომყვება.მაპატიე ჩემი საქციელის და სიტყვების გამოც.გულს გტკენ და ალბათ კიდევ გატკენ ,არ ვიცი ეს შენზეა დამოკიდებული.ბოლო კოცნისთვისაც მაპატიე გთხოვ,მაგრამ არ შემეძლო შენი გემო რომ უკანასკნელად არ შემეგრძნო.ვწუხვარ პატარავ გიჟივით შემიყვარდი,თუმცა გული გატკინე.ვწუხვარ.― ცხელი ცრემლი ვიგრძენი ბარძაყზე,ნუთუ ასე სტკივა,ღმერთო გევედრები დამეხმარე ,რომ ჩემი დემნა დავიბრუნო გევედრები.ბოლოჯერ მაკოცა კისერში და როგორც გავიგე კარი გააღო და გავიდა.თურმე ამ დროს სუნთქვა მქონდა შეკავებლი და ძლივს გავუძელი.მიყვარს ეს იდიოტი მიყვარს!ამაზე დარდსა და ფიქრში ჩამეძინა. დილით სანდროს ძარი მაღვიძებს -ალო -მზად არის!საქმე შესრულებულია!... ესეც მერვე თავი.იმედია მოგეწონათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.