შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჯივით შეყვარებული(თავი 7)


14-05-2020, 00:05
ნანახია 10 238

-ვაიმე შვილებო აქ რა ხდება?!
-დედა?!― თვალდაჭყეტილი იყურებოდა მერიემი
-მერიემ ძვირფასო აქ რა ხდება?დემნა ჩემო ბიჭო ?ან გაბრიელ ჩემო კარგო რა ხდება აქ ?!
-დედა შენ აქ რას აკეთებ?!
-დემნა ძვირფასო,რას ქვია რას ვაკეთბ?ჩემს შვილებთან მოვედი,და აქ რა სიტუაცია დამხვდა?
-და აქ რატომ ხართ?ან ეს აქ რას აკეთებს?―ლილუზე ანიშნა,მის საყვარელ ,ქერა საცოლეზე
-ჩვენ აქ...ანუ მე და გიორგი..
-დედა რა?!’
-ლილუმ ჩამოგვიყვანა,იცოდა ,რომ აქ იყავი და...
-დემუ რა გჭირს პატარავ?მე შენთან მინდოდა ყოფნა და ჩამოვედი თან,მართა და ტყუპები წამოვიყვანე, რადგან არ მეგონა თუ მეგობრებთან ერთდ იქნებოდი.
-მართა და ტყუპები?― გაკვირვებული სახით იკითხა მერიემმა
-ხო მულიკო,როგორც ჩანს შენც იცნობ
-სერიოზულად?ისინი ჩემი ბიძაშვილები არიან და როგორ არ ვიცნობ.ეს დაობებული ტვინის მქონე გოგო შენი საცოლე რანაირად არის ?!
-გოგონი სიტყვები შეარჩიე!
-თქვენ მე გამაგიჟებთ რა!― დემნამ დაიღრიალა და გიჟივით გავარდა სახლიდან.აი ეს მესმის ბიჭს, რომელიც თითქმის შემიყვარდა,რომელმაც ჩემი ტუჩები ორჯერ მიისაკუთრა,რომელიც ჩემ მიმართ ასეთი თბილი იყო,თურმე საცოლე ჰყოლია.დეა წიკლაურო როდიდან გახდი ასეთი დებილი და მიმნდობი,ღირსი ხარ დეა ,მეტიც გეკუთვნოდა შენი სულელობის გამო.
-გოგონი შენ ვინ ბრძანდები?!― ფიქრებიდან ქალაბატონი „საცოლის“ ხმამ გამომაფხიზლა
-დე გაბრიელის და ვარ
-ოჰოჰ სიძის და!
-ემი დამეხმარე რა ბარგის ჩალაგებაში!
-ბარგის? ძვირფასო ,დეაკო სად უნდა წახვიდე ფეხი გტკივა,ასე ვერ გაგიშვებ― მან ჩემი სახელი იცის?მე ისიც კი არ ვიცოდი რომ დემნასა და მერიემის დედა იყო,ჩემს შესახებ საიდან იცის?ან რა იცის რომ ფეხი მაქვს ნატკენი?
-მე ..არა.. მადლობა
-არავითარ შემთხვევაში !ახლავე წამოდი.
-კარგით.
-კარგად დეაკუნაა―დამემშვიდობა ლილუ ,ისეთი სახე ჰქონდა თითქოს საერთოდ არ აღელვებდა ,რომ მის სადედამთილოს ვიღაც უცხო გოგო მიჰყავს,ან მასზე ამდენი იცის
ოთახამდე მივედით და საწოლზე დამსვა,შემდგომ შებრუნდა და კარი ჩაკეტა.არ ვიცი ეს რა იყო,რატომ გააკეთა.ვიფიქრე რომ უნდა მობრუნებულიყო და გაველანძღე რაა გინდა ჩემი შვილის გვერდითო მაგრამ ვერც კიი წარმოიდგენთ რა ქნა?
ჩემს წინ მუხლებზე დაემხო და წყლიან ლურჯი თვალები შემომანათა.
-გევედრები დემნას დაეხმარე ჩემო ლამაზო!
-რა?მე..ვერ ..არ მესმის რას გულისხმობთ
-დედამთილუკა...― ლილუს ხმა გავიგე, დემნას დედა სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარი გააღო,წამიერად შემომხედა და იგივე გამიმეორა,ახლა უფრო ჩუმად
-გევედრები დემნას დაეხმარე ძვირფასო!
ვერ ვხვდები რას ნიშნავს ეს სიტყვები,რა აქვს დემნას დასახმარებელი ?ჯერ ლამის მე შემება და მერე საცოლეც ჰყოლია .აქ რაღაც ცუდის სუნი მცემს ,ყველაფერი უნდა გავარკვიო.
-ოჰოჰ დედამთილუკავ !აი სად ყოფილხარ.
-ლილუ ძვირფასო,წწამოდი ჩავიდეთ
-არა!მე დეაკუნა უნდა მოვიკითხო
-არა ლილუ,ცოდოა დაის..
-არა თქო ნანა!ახლა კი შეგიძლია გზა დამითმო?!
-კარგი .როგორც მეტყვი― დავინახე როგორ შემომხედა წყლიანი თვალებით ქალბატონმა „ნანა“ -როგორც მე გავიგე და კიბეზე დაეშვა.ლილუ ჩემსკენ გამოემართა და კარი ჩაკეტა.ნეტა რა ჯანდაბა უნდა
-გამარჯობა დეაკუნა
-ლილუ რამე გჭირდება?
-იცი რას გეტყვი პატარა ძუკნა― მომვარდა და მთელი ძალით მომიჭირა ფეხზე,მე კი ტკივილისგან ისე გავწითლდი ,რომ ლამის ავფეთქდი
-ლილუ მტკივა შემეშვი გევედრები
-თუ დემნას სიახლოვეს დაგინახავ მერწმუნე ვედრება მართლა მოგიწევს
-მე არ.. მტკივა ..აააააააააააა
-კი გოგონი შენ არ მიეკარები ჩემს ბიჭს ,თორემ ფეხებ დაგამტვრევ და მაგ შავ თვალებსაც დაგდთხრი.შენი ნიანგის ცრემლებით ვერ მომატყუებ გასაგებია?!― ეს გასაგებია იმხელა ხმაზე შეჰყვირა რომ ლამის ფანჯრის მინები დატეხა.
-მე დემნასთან არაფერი მაქვს.ის ჩემი უფროს..
-ვერც გექნება გასაგებია?― ხელი ისე მომიჭირა ორივე ყბაზე რომ ლამის ამომივარდა ყბა!იმდენად გავმწარდი ,რომ ვიგრძენი კონტროლი მქონდა დაკარგული თავზე ,მთელი ძალით მოვუჭირე ხელი და ძლიერად დავუტრიალე,იმდენად ძლიერად რომ ჩაიკეცა და ჩემს წინ მუხლებზე დაეცა
-მომისმინე პატარა ძკნვ!დემნასთან არაფერი მაკავშირებს.თუ კიდევ ერთხელ გაბედავ მსგავსი რამის გაკეთებას ყველა ლულოვან ძვალს სათითაოდ გადაგიმტვრევ გასაგებია?!
-შე..აააააააააააააააა― არც კი დავაცადე ბოლომდე დაესრულებინა თავისი ნაბოდვარი და ხელი უფრო დავუტრიალე.ამ მომენტში კი მერიემის ხმა მომესმა კართან მოვიდა და სახელურს აწვალებდა,თუმცა რას გააღებს ამ ალქაჯმა ჩაკეტა.
-დეა?რახდება?კარი რატომ ჩაკეტე?
-მერ ლილუს დემნაზე სურდა ლაპარაკი და რომ არავინ შემოსულიყო დაკეტა.― ნაწილობრივ სიმართლითა და ცინიზმით გაჟღენთილი წინადადება წარმოვთქვი და ლილუს მივანიშნე რომ კარი გაეღო,ხელი ძლიერად დაიქნია ,ვითომ თვითონ გამაშვებინა და კარისკენ დაიძრა.საკეტი გადაატრიალა და მერიემის გაკვირვებულ სიფათს შეეჩეხა
-ლილ...― არც კი დააცადა ,მხარი გაკრა და კიბეებზე დაეშვა.
-მოდი მერ
-ლილუ ამას აქ რა უნდოდა?რამე ხომ არ დაგიშავა?
-სიმართლე გითხრა კი
-რა ?! მე მაგას..―ის იყო საწოლიდან წამოხტა და უნდა გაქცეულიყო რომ მკლავით დავიჭირე.
-გაჩერდი რას აკეთებ!
-მოვკლავ! ვინ არის ეს ,საიდან ჩამოეთრა,იცი... იცი ახლა ისე ვარ ,რომ დამიანეს მინიმუმ კისერს მოვუგრეხ
-გაჩერდი მერიემ დაწყნარდი!რაღაც უნდა გითხრა.
-რა ხდება
-დედაშენმა მითხრა რომ დემნას დავეხმარო,იმედი მაქვს შენ მაინც იცი რა ხდება?
-დედაჩემმა?
-კი როცა ოთახში შემომიყვანა მუხლებზე დაეცა და ეგ მითხრა
-დედაჩემი ?ასეთი?დეა მართლა რაღაც ხდება,მე..მე წარმოდგენა არ მაქვს,არ ვიცი ვინ არის ეს გოგო,პირველად ვხედავ,დემნას ერთხელაც კი არ უხსენებია, ან რა საცოლე, გეფიცები გავგიჟდები, დედაჩემსაც კი არაფერი უთქვამს, არ ვიციი რა ხდება ,მე არ..―ისე სწრაფად ლაპარაკობდა ძლივს გავიგე შინაარსი.
-კარგი მერ დაწყნარდი ,უნდა გავიოგოთ რა ხდება ,იქნებ დემნას დაველაპარაკო?
-არა!არამგონია რამე გითხრას.
-მაშინ რა ვქნა?საიდან დავიწო ვერ ვხვდები
-მოდი ჯერ დემნა მოვძებნოთ
-წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება რომ წასულიყო
-მგონი მე ვიცი
-სად?
-აქვე ახლოს ტყეში პატარა ქოხია,ის დემნას ადგილი იყო ბავშვობიდან, სულ იქ იყო როცა მოიწყენდა ,იმედი მაქვ ისევ იქ არის .ადექი წაგიყვან
სწრაფად მოვისხი ქურთუკი და ნელ-ნელა ჩამოვუყევით კიბეს,ბავშვები და ქალბატონი ნანა სამზარეულოში იყვნენ, როგორც ჩანს არ შევუმჩნევივართ.მანქანაში ჩავსხედით და 10 წუთში იმ ქოხთან ვიყავით.ქოხიდან მოშორებით დემნას მანქანა დავინახე ,გულში სიხარული და გაბრაზება ერთიანად ვიგრძენი .მერიემმა ქოხის კარამდე მიმიყვანა,კარიდან დემნას სილუეტი შევამჩნიე,მერიემს ვთხოვე წასულიყო ,აქედან უკვე მე მივხედავდი.
ნელი ნაბიჯებით შევედი ოთახში და „აიწონა-დაიწონა“სკამზე მჯდომი დემნა დავინახე,მგონი სძინავს,საკმაოდ ჩუმად მივუახლოვდი და წინ დავუდექი,ისეთი სევდიანი სახე ჰქონდა, ოდნავ მივუახლოვდი და მაშინვე გაახილა თვალები
-დეა?!
-მაპატიე რომ გაგაღვიძე
-აქ რას აკეთებ?ან როგორ აღმოჩნდი?
-მერიემმა მომიყვანა
-რა?
-დემნა რა ხდება?! ლილუ ვინ არის?!
-დეა ლილუ...ის ჩემი საცოლეა
-საცოლე?! მეღადავები ხომ?! რას მვარდებოდი საკოცნელად თუ საცოლე გყავდა?ნორმალური ხარ საერთოდ?!
-დეა გთხოვ დაწყნარდი,სხვა გზა არ იყო,მაპატიე რომ გამოგიყენე,მაგრამ ლილუ ჩემი საცოლეა და 1 კვირაში ვქორწინდებით.
-ბატონო?!
-დეა ჯობია სახლში დაბრუნდე!აზრი არ აქვს,ვწუხვარ რომ გამოგიყენე.ერთგვარი გასართობი იყავი ჩემთვის ,ვწუხვარ!
-რა?გასართობი?!გამომიყენე?!დემნა შენ...― გიჟივით გავარდა ქოხიდან, ადევნება ვცადე მაგრამ ძირს დავეცი ,უშედეგოდ ვყვიროდი მის სახელს ,მან მანქანა დაქოქა და წავიდა.იმდენად გავნადგურდი მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ რომ ვერც კი ვიგრძენი როგორ მტკიოდა ფეხი, საშინლად ავტირდი.თავს დამნაშავედ ,გამოყენებულად,სათამაშოდ და არ ვიცი კიდევ რად ვგრძნობდი.ტელეფონი მოვიმარჯვე და მერიემ სავურეკე, არაფრის თქმა არ დავაცადე და უბრალოდ მოსვლა ვთხოვე.გიჟს ვგავდი, ვტიროდი და დემნას ,როგორც ყველაზე საზიზღარ ადამიანს ისე ვხატავდი ჩემს გონებაში,როგორ შეუძლია ასე მომექცეს.ან ეს სიტყვები ,,დაეხმარე დემნას“ რა ჯანდაბა იყო, ვერ გავიგე ვერაფერი,ნუთუ მეთამაშებიან?ცუდად ვარ უკვე ,თავი გამისკდა ფიქრისგან
-დეა
-აქ ვარ
-დე..დე რა მოხდა?
-შენი ნაგავი ძმა წავიდა და აქ დამტოვა
-რამე გითხრა?რა გითხრა ?ასეთ მდგომარეობაში რატომ ხარ?
-თურმე მისი სათამაშო ვიყავი და გამომიყენა.
-რა?!
-ხო შენმა „საუკეთესო“ ძამიკომ გამომიყენა და არც კი შერცხვა ამის აღიარების.
-არა დეა!ეს სიმართლე არ არის! უყვარხარ !თავს დავდებ რომ უყვარხარ!ადექი ახლა წავედით და ყველაფერი უნდა გავარკვიო,ასე არ დავტოვებ ამ საქმეს!
-რას მერიემ რას?!მე..
-მოკეტე!― ისე დამიღრიალა გონება კინაღამ დავკარგე,ჩემს წინ ჩაიმუხლა და ძლიერად ჩამჭიდა მკლავებში― დემნა ჩემი ძმაა,შენ თუ არა მე მაინც დავეხმარები და გავარკვევ რა იმალება ამ საქმის უკან გასაგებია?!ახლა კი მორჩი ტირილს და ადექი მივდივართ
-მაგრამ..
-დეა გეყოფა!დემნა ჩემი ძმაა, მისთვის სიცოცხლეს დავთმობ
არასდროს მინახავს ასეთი მერიემი,გამწარებული იყო,მზად იყო დემნას გამო კაციც კი მოეკლა.ოხ დემნა ეს რა გააკეთე ,როგორ ვერ გიტან!
მანქანაში ჩავსხედით და სახლში დავბრუნდით.გზაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია.როცა მივედით და მანქანიდან გადმოსვლა დავაპირეთ ,მერიემი შევაჩერე
-მაპატიე მერ, მზად ვარ რომ დემნაზე ყველაფერი გავარკვიოთ,მინდა რომ გავიგო ასე რატომ იქცევა
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით!
ძლიერად ჩამეხუტა და მანქანიდან გადავიდა, მეც დამეხმარა ,რომ გადმოვსულიყავი.ამ მომენტში კი შევამჩნიე ,რომ დემნას მანქანა აქ იდგა.ნუთუ საერთოდ არ აინტერესებს ვინ რას გრძნობს, როგორ შეუძლია ასე მოიქცეს.სახლში შევედით და რას ვხედავ: სამზარეულოში:ლილუ დემნას კალთაშია დასკუპებული ,ბავშვები ნაძალადევღიმილიანი, მაგრამ მაინც უკმაყოფილო სახით სხედან, მისაღებში კი ქალბატონი ნანა ის მოღუშული სახით,რა წამსაც ჩვენი შემოსვლა იგრძნო მანაც ისე გაიღიმა ,როგორც დანარჩენები იღიმოდნენ.დემნამ თითქოს ლილუს მოშორება სცადა მაგრამ ის მაინც მიეკრო სხეულზე, ამან სისხლი ტვინში მთელი სიჩქარით გააგზავნა,მზად ვიყავი მიმეხრჩო ლილუ და დემნასთან ასეთი ქცევის გამო გაზქურაზე მომეთავსებინა.
-დეა ძვირფასო კარგად ხარ?
-დიახ ქალბატონო ნანა
-თვალები ჩაწითლებული გაქვს
-ვიცი ,მზის ალერგია ― და გავუღიმე,არადა რა მზე,მგონია ღრუბელიც კი არ ჩანს ცაზე.
-დედა შეიძლება რაღაც გთხოვო?
-კი ჩემო სიცოცხლევ გისმენ
-დედიკო ... ზურგი მტკივა და შეგიძლია მალამოთი დამიმუშაო
-ვაიმე მერიემ რატომ რა მოხდა?
-არ ვიცი დედა, დილით ფეხი ამიცდა სააბაზანოში და კედელს დავეჯახე ალბათ მაგიტომ
-ჩემი სულელი გოგო,წამოდი და დაგიმუშავებ
მერიემი და ქ. ნანა წავიდნენ მის ოთახში მე კი მისაღებში ჩამოვჯექი და დენას სიტყვებზე ვფიქრობდი.
მერიემი:
-დედა კარი დაკეტე კარგი?
-კარგი პატარავ.
-სააბაზანოში შემომყევი კარგი?
-მერიემ იქ რა გვინდა ძვირფასო?
-გთხოვ დედა― საკმაოდ ჩუმად ვუთხარი და სააბაზანოში შევედით.ონკანი მოვუშვი და დედაჩემს მივუბრუნდი
-დედა გისმენ
-მერიემ რას აკეთებ ვერ ვხვდები?
-დედა ნუ მატყუებ!კარგად იცი რასაც ვგულისხმობ!
-მე..
-გთხოვ დედა!დემნასაც სტკივა და დეასაც!რა ხდება გამაგებინე
თავი დამიკრა,აბაზანის კარი გააღო და ოთახი მოათვალიერა, შემდეგ ისევ დახურა და მოომიბრუნდა
-შვილო ამას არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ.― ჩურჩულით დამიწყო საუბარი,რამაც ცოტა არიყოს გამაკვირვა, ვისგან რა უნდა ჰქონდეს დასამალი?
-მამაშენი....ის.. ქვეყანაში არ არის ხომ იცი
-კი დედა , სამუშაოდ წავიდა ეგ ვიცი მერე
-არა!ის აქ არის
-რა?
-ჩუმად,ცოტა ჩუმად.მამაშენი თბილისშია,ის.. ის ლილუს მამას ჰყავს
-ჰყავს?
-მე მხოლოდ ის ვიცი ,რომ რაღაც ცუდში გაება მამაშენი, რის გამოც ახლა ჩვენ გვაშანტაჟებენ
-გვაშანტაჟებენ?რას ამბობ დედა გაგიჟდი?
-მერიემ მისმინე.დემნა ვალდებულია რომ ლილუ ცოლად შეირთოს.წინააღმდეგ შემთხვევაში შენც,მეც და განსაკუთრებით მამაშენს ცუდი დღე გველის.
-კი მაგრამ ეს ყველაფერი ახლა რატომ გავიგე
-დემნას არ უნდოდა რომ ეს გცოდნოდა.აქ იმიტომ წამოვიდა რომ დასვენება სურდა თან მომიყვა რომ ვიღაცამ დაიპყრო მისი გული და ისიც კი მითხრა ,რომ მას ზედმეტად დაუახლოვდა ,ეს საუბარი ლილუმ მოისმინა და აქ ამიტომ ვართ.
-ჯანდაბა! და როგორ უნდა მოვიქცეთ ? მე რით უნდა დაგეხმაროთ
-არა მერ. ამას ვერ შეძლებ ჩემოპატარავ,რომც შეგეძლოს დემნა არ მოგცემს ამის უფლებას
-რას?რას გულისხმობ?დედა ყველაფერი მითხარი!
-არსებობს საბუთები ,რომლებიც ლილუს ბინაში ინახება.ის მხოლოდ ასლია .მეორე ორიგინალი საბუთები კი მათ სახლში სეიფშია.როცა მათი სტუმარი ვიყავი ვეცადე ,რომ ამეღო მაგრამ მოახლე შემოვიდა და მოვიმიზეზე თითქოს გზა ამებნა.დემნაც კი ცდილობდა, რომ მოეპოვებინა მაგრამ მარტო ვერაფერ გახდა.ირაკლი ეხმარებოდა მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
-ირაკლი?
-ხო ჩემი ნათლული,ისიც მალე ჩამოვა.ლილუმ აბსოლუტურად ყველა მოიწვია .დღეს წვეულება უნდა გამართოს და გამოაცხადოს ვინ იქნება მისი მეჯვარე,ანალოგიურად დემნამაც
-რა?ეს გოგო შეშლილია.
-მერიემ გთხოვ ფრთხილად იყავი,არ მინდა ,რომ დაგკარგოთ.არ მინდა რომ დემნა უბედური იყოს მაგრამ თუ ამ საბუთებს ვერ მოვიპოვებთ სხვა გზა არ გვექნება.
-ჯანდაბა მამა!ჯანდაბა ! როგორ გაები ამაში!
-ძვირფასო დედამთილოოოოოოოოო....
-ფუ შენი ლილუ მოდის,დედა სწრაფად გადი და საწოლზე ჩამოჯექი მეკი ..,. ვითომ მალამოს ვეძებ..მიდი სწრაფადდ. სანამშემოვიდეს ოთახში
-კარგი კარგი
დედა გავიდა ოთახიდან და ამ მომენტში კარის ხმა გავიგე
-დედამთილო აქ მარტო რატომ ხარ?
-დედა მგონი ეს არის ხომ?
-მანახე აბა
-ლილუ?შენ აქ რა გინდა?
-ოუ მაპატიეთ, ვიფიქრე სად დამეკარგა სადედამთილო თქო და ..
-აამ.. მალამო უნდა წამისვას და ...
-გასაგებია.ხომ იცი როგორ მიყვარხარ „დედიკო“― ეს „დედიკო“ ისე გამოთქვა თითქოს რაღც ანიშნა.
-ვიცი ძვირფასო.
გავიდა ოთახიდან და დედამ ძლივს ამოისუნთქა.მე ძლიერად ჩავეხუტე და ვუურჩულე
-ყველაფერი კარგად იქნება.მენდე
დედა ოთახიდან გავიდა და იმ წამსვე ტელეფონს დავავლე ხელი,დეას მივწერე რომ მასთან საქმე მქონდა .მან კი მითხრა რომ სტუმრები გვყავს და ჩავსულიყავი.ნეტა ვინ არიან?
დეა: მერიემმა მომწერა რომ ჩემთან საქმე ჰქონდა, მაგრამ ახლა ვერ დაველაპარაკებოდი, არადა ძალიან მაინტერესებს რა მოხდა?
თურმე სტუმრები მოგვდიოდნენ, კარში საშუალო სიმაღლის გოგო და ბიჭი შემოვიდა. ქ. ნანა მაშინვე მათკენ წავიდა
-იკუნა ჩემო ძვირფასო
-ნათლი.. ―ერთმანეთს გადაეხვივნენ
-ეკუნა როგორ მომენატრე
-დეიდა ნანა მეც ძალიან მომენატრეთ
-დემნა ძმი!რავახარ შე*მა
-ირა!― ესენიც გადაეხვივნენ ერთმანეთს.ქ. ნანამ გაგვაცნო ეს წყვილი
-გაიცანით ეს ირაკლია ჩემი ნათლული ,ეს უმშვენიერესი გოგო კი მისი მეუღლე
ისეთი საყვარლები იყვნენ,თვალებშივე ეტყობოდათ ,რომ გასაგიჟებლად უყვარდათ ერთმანეთი.
-ვა ვა.მართუშ.. ტყუპებო
-იკუუუ...
-სალამი გიგა,სალამი ნუგო― ტყუპებს მიესალმა ეკუნა― მართ პრივეტ
-პრივეტ ეკ
მერიემიც ჩამოვიდა და ყველას მიესალმა, თურმე რამხელა სასტავი ყოლიათ.მაგრამ ეს კი არა მე ის მაფიქრებდა მერიემს რა საქმე ჰქონდა ჩემთან.
-დეაკო
-მერ?
ნელ-ნელა ჩემსკენ წამოიწია, ბავშვები მოათვალიერა,მერე ლილუს შეხედა და ტელეფონს დაწვდა. ერთიც ესემესის ხმა გაისმა ჩემს ტელეფონზე
{დეა სააბაზანოში წამოყევი საქმე მაქვს!}
თავი დავუქნიე და ნელა ავუყევით კიბეებს, ალბათ გაინტერესებთ არავინ არაფერი გვკითხა?კი ლილუმ გვკითხა
-საით ბაჭიებო?
-საღამოსთვის უნდა მოვემზადოთ ლილუ.დედამ მითხრა.ბოლოდაბოლო ბიჭის მხარე ვარ
-აჰ ჩემო გოოგოოოო. მართალი ხარ..
გაუღიმა და სვლა განვაგრძეთ.ბიჭის მხარე?საღამო?რა ხდება?
საბაზანოში შევედით და ლილუმ წყალი მოუშვა , უცბად პირსახოცები შემოყარა და ტელეფონი საწოლზე დააგდო(ჩემიც)
-მერიემ რა ხდება?!
-ყველაფერი გავიგე
-რაა?
-მოიცადე და მოგიყვები
კარი შეამოწმა, სააბაზანოში შემოვიდა და გახდა დაიწყო
-გოგო რას აკეთებ ვერ გავიგე?პორნოს ყურება რომ მდომოდა შენ კი არ შემოგყვებოდი
-ნუ ბოდიალობ და გაიხადე
-გააფრინე რას ბოდავ
-უნდა ვიბანაოთ, ეჭვი არ უნდა გამოვიწვოთ მენდე
გახდა დავიწყე, თან მერიემს ვეყრდნობოდი, არ მინდოდა ფეხი მტკენოდა.წყლის ქვეშ აღმოვჩნდით და მერიემმა დაიწყო
-ე.ი...........................................
ყველაფერი მომიყვა და გიჟს ვგავდი, ყველა გრძნობა ერთდროულად დამეუფლა.გაკვირვებასა და ბრაზს ვერ ვმალავდი ,რომ კარის ხმა გავიგეთ...

ესეც მეექვსე თავი იმედი მაქვს მოგეწონებათ.ვფიქრობ პატარა არ გამომსვლია, თუ მოგეწონათ გამოხატეთ თქვენი ემოციები.ძალიან გამახარებთ თუ შენიშვნებსაც მომცემთ.მიყვარხართ ყველანი<3<3<3



№1  offline წევრი bird of life

ვუჰჰჰ, ლამის გავაფრინე, ამას ქვია ინტრიგაააა. Როგორ მაინტერესებს რა მოხდება შემდეგში.????

 


№2  offline წევრი lortkia

აუუუ როდის დაიდება ერთ სული მაქვს heart_eyes

 


bird of life
ვუჰჰჰ, ლამის გავაფრინე, ამას ქვია ინტრიგაააა. Როგორ მაინტერესებს რა მოხდება შემდეგში.????

გაიგებ მალე ❤️

lortkia
აუუუ როდის დაიდება ერთ სული მაქვს heart_eyes

შეიძლება დამაგვიანდეს დადება პირადი პრობლემების გამო.ყველანაირად ვეცდები არ დაგაღალატოთ და მალე დავდო❣️

 


№4  offline წევრი კეტი

ძალიან მაგარია იმედია ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება

 


კეტი
ძალიან მაგარია იმედია ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება

კი ყველაფერი ....... innocent

 


№6  offline წევრი lortkia

დღეს ველოდოთ ახალს?

 


lortkia
დღეს ველოდოთ ახალს?

კიკი მალე დაიდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent