შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟეჟბაჟოს და ჟოჟობიკოს ქრონიკებიდან /სრულად/


15-05-2020, 13:47
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 3 372

იყო და არა იყო, რა… ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყვნენ ამქვეყნად სიცოცხლე ჟეჟბაჟო და ნიანგი ჟოჟობიკო. ცხოვრობდნენ შეხმატკბილებულად, სანამ ჟეჟბაჟო ყბას მოაღებდა და საუბარს დაიწყებდა. ჟოჟობიკოს ჟეჟბაჟოს საუბარი ახალისებდა და სულ ცოტა აკლდა, რომ არ გაჰპარვოდა.
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც თბილისში მაისი იწურებოდა და მეგრელმა გახომ ძლივს მოხსნა შეზღუდვა ჟეჟბაჟოს საყვარელ მეტროზე, ჟოჟობიკო ქავთარაძედან, ჟეჟბაჟო კი მთაწმინდიდან გამოექანა და სადღაც პეკინზე შეეზებრნენ ერთმანეთს. ბევრი იჯმუჯნავეს თუ ცოტა იჯმუჯნავეს, გადაწყვიტეს ჭე კლასის ზავიძენიაში შესვლა. ჟოჟობიკოსთვის რომ გეკითხათ, სულაც არ იყო ჭე კლასის, მაგრამ განა ჟეჟბაჟოს ადარდებდა?! კოჭი მუხლზე დაიდო, იდაყვი უკანასკნელი როლში შეჭრილი დეგენერატივით სკამის საზურგეზე ჩამოდო და ჟოჟობიკოს უყურებდა.
ალბათ, მინუსებში გადასული სიხარბე ერთადერთი თვისება იყო, რითაც კალანდიას არ ჰგავდა.
- კალანდიას ქალი ვერსია ხარ, გეფიცები! არ მჯერა, რომ მდედრი ხარ.
- ანტილოპა-ჯან, თუ ეჭვი გეპარება, შეგვიძლია გავიდეთ და შეამოწმო. - წარბები აათამაშა ჟეჟბაჟომ.
- გგონია, უარს გეტყვი? - გაირონიულდა ჟოჟობიკო.
- გგონია, უარის ართქმა არ გამისწორდება? ჟოჟობიკო, მატრაკვეცა სურიკატი არ გეგონო, თავს რომ წევს მაღლა და მტრის მოახლოვებაზე სოროში ძვრება.
- აბა ნიანგი ხარ და ზურგიდან მეპარები?
- ჯერ ერთი, ზურგიდან არ გეპარები. კვერცხი ჯიხვივით რქებით გეჯახები. მერე მეორე, ნიანგი აქ მხოლოდ შენ ხარ!
- ხოდა შევამოწმოთ.
- მართლა?
- კი.
- აქ და ახლა?
- ნწ. როცა მომეპრიანება.
- ბეზ ბაზარა, ძეტკა. - სახეზე ეწერა კმაყოფილება ჟეჟბაჟოს, მაგრამ ჟოჟობიკოს ცბიერმა ღიმილმა თავი გააქნევინა. ჩაეცინა და ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტი მოქაჩა. - ბადრიჯანიკოს სიხარბე პაწი ნერვს მიწიოკებს. - თემა გადაიტანა და ანანასის წვენი მოსვა.
- კი, ხარბია, მაგრამ პინგვინბონდას მაინც ძალიან ბევრი ფანი ჰყავს. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ჟოჟობიკომ.
- კაი ერთი! სააჯაფსანდალე მასალა, რომელიც პინგვინთა კაპიტოლიუმს არღვევს და სტამბოლის ელჩს ბაბუაწვერაზე ებაზრება. მეყოლება ფანები, მაშ.
- სტამბოლის კი არა, დუბაის!
- დუბაი-შმუბაი, ეგეც არ იყოს ფოთი და ზვიგენისხელა კოღოებთან არ აბრძოლოს მოწუწნულ კანფეტს დამსგავსებული ხალხი, რა!
- ღმერთმანი, არ არის ეს გოგო ნორმალური!
- ჩემი შენ გითხარიო.
- ჰეი, არ გგონია, რომ ეს ჩვენი მიმტანი… - დაიწყო ჟოჟობიკომ, მაგრამ ჟეჟბაჟომ გააწყვეტინა.
- ნამტირალევს ჰგავს და პერიოდულად კანკალებს?
- კი, თან შარვალი მარცხენა ბარძაყზე გამორღვეული აქვს ოდნავ და ჩალურჯება უჩანს. - თავი დაუქნია ჟოჟობიკომ.
- ასპროცენტიანი მხედველობის პლიუსი. ბრმა თახვივით არ ჭუტავ თვალებს, რომ მოსაუბრე დაინახო. - თვალები აატრიალა და სათვალე შეისწორა.
- დაიცა, თახვები თვალებს ჭუტავენ? - ახარხარდა ჟოჟობიკო.
- მე ვჭუტავ, ითს ენაფ.
- არ გინდა გამოვიძიოთ? - შესთავაზა ჟოჟობიკომ, როცა მოსულიერდა. წარბები მრავალმნიშვნელოვნად შეათამაშა და ტუჩებზე ღიმილი აუთამაშდა.
- ნეტავ, არ გაკლდეს. - გაეცინა.
- კარგი, რა. იქნებ, სცემენ?!
- ახლა არ ამჭრა.
- იქნებ მანჩოა და სახლში ლევანი ჰყავს?!
- უყურე ახლა ამას.
- კალანდია!
- გოგო, იქნებ ხახვს ჭრიდა, მაგიდას გვერდი წაჰკრა, ჩაულურჯდა და გამოერღვა კიდეც.
- კანკალი?
- გაციებულია და სცივა. - დაასკვნა და ლეკვის თვალებით შეხედა ჟოჟობიკოს.
- მეკაიფები? შენგან გამომძიებელი არ დადგება.
- ისევე, როგორც შენგან ყარყატი.
- ახლა მოვკვდები. - სიცილი აუტყდა, მაგრამ ჟეჟბაჟოს დაზაფრულმა ხმამ შეაწყვეტინა.
- ჯანდაბას ჩემი დიეტა. შეხედე, როგორ ტოკავს. - ჟოჟობიკომ თავი უკან მიაბრუნა და მაგიდასთან ფოდნოსით მდგარ მიმტანს გაუსწორა მზერა.
- რა არაბუნებივი ტოკვაა. გეგონება ტკივილისგან იმანჭებაო.
- ჭიაყელასავით იკლაკნება, ტო. - წარბი შეჭმუხნა ჟეჟბაჟომ.
- რაო, დავინტერესდითო?
- იცოდე ყარყატობას ინატრებ.
- იმ ქერას იცნობს?
- რომელს?
- ეკეს ფერი თვალები რომ აქვს.
- გოგო, კილომეტრში თვალის ფერის დანახვა შენ შეგიძლია, მე არა. -7 მაქვს და რიჟა კატა ჩებურეკი მგონია, შესაჭმელად დავდევ.
- კალანდია, გადი სტუდიიდან! - აკისკისდა ჟოჟობიკო და სიცილისგან პრესი დაეჭიმა.
- ჩემი მონატრებისთვის ვერ გაგიმეტებ, ჟოჟობიკო.
- ფანჯრის მხარეს რომ ზის, მიმტანის მარჯვნივ. ცოტა ძაან ნაგლი არ გგონია? - სუნთქვა ეკვროდა ჟოჟობიკოს.
- ახლა ეცემა და აქვე მიაჟირაფებს. - სახე გაუმკაცრდა და თვალები ჩაუმუქდა ბრაზისგან ჟეჟბაჟოს.
- ხელით ეხება, შეხედე. - თვალები ოდნავ შესამჩნევად გაუფართოვდა.
მიმტანს სახეზე ფერი არ ედო. ტუჩები უკანკალებდა და ღრმად სუნთქავდა. თითქმის არ ესმოდა მის წინ მჯდარი კაცის სიტყვები. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ხელზე შეხება იგრძნო. ქერა მიმზიდველი მამაკაცი ედგა თავზე, სახეზე კმაყოფილება ეხატა.
- ჩემი მომხიბვლელობის გამო ჩაგივარდა ენა მუცელში? - ჰკითხა ბოხი ხმით, მაგრამ ქალი გონში არ იყო, რაზე საუბრობდა. მხოლოდ მაშინ დაფრთხა, როდესაც წელზე შეცურებული ხელი იგრძნო. აფართხალდა და ძლივს წაილუღლუღა. ახლავე მოგიტანთ შეკვეთასო. არეული ნაბიჯებით მიიმალა რესტორნის სიღრმეში.
- უეჭველი რაღაც ხდება.
- გინდა გავყვე და ვკითხო?
- ეგრე საინტერესო არ იქნება, ჟეჟბაჟო. დავძაბოთ გონება, ბოლოს მიდი და ჰკითხე, თუ გეტყვის.
- რას ქვია არ მეტყვის?! შენ მე უნიჭო ქავანა ჰომ არ გგონივარ, გოგო? კალანდია ვარ თუ პრობკა?
- ჰოდა, მიხვალ ბოლოს და ჰკითხავ. ახლა გამოვიძიოთ. - ნიშნის მოგებით უთხრა ჟოჟობიკომ და ხუთივე მგრძნობელობის ორგანო დაძაბა.
- წავალ ტუალეტს მოვრწყავ, თორემ დაჭკნა იქაურობა უჩემოდ. - თვალები აატრიალა ჟეჟბაჟომ და მსუბუქი ნაბიჯებით გაუყვა გზას საპირფარეშოსკენ.
ის-ის იყო კაბინიდან უნდა გამოსულიყო, რომ ხმა მოესმა.
- გოგო, რა სჭირს დღეს ნიას? ცუდადაა?
- ჭელიძეს? აზრზე არ ვარ. რამდენჯერაც არ უნდა ვკითხო, იმდენჯერ პასუხს თავს არიდებს და ხო არ შევუკიკინებ.
- შუბლზე დავადე ხელი და სიცხე ნამდვილად არ აქვს, ასე რომ კანკალებდეს. თვალებიც დასიებული აქვს. ფიქრობ, დედასთან იჩხუბა?
- ასე მწარედ? არა, კი უტ'რაკებს ეგ ქალი რეზოზე, მაგრამ ამ დონემდე არ მიიყვანდა.
- ისე, რა მაგარი ბიჭი ჩაიგდო ხელში…

ჟეჟბაჟოს სახეზე ღიმილმა გადაურბინა და როცა გოგონებმა ადგილი დატოვეს, სწრაფად გაეშურა ჟოჟობიკოსკენ.
- დროზე შეუკვეთე რამე.
- რა?
- შეუკვეთე, მოვიდეს ახლოს.
მიმტანი მოკლე ნაბიჯებით მივიდა მაგიდასთან, როცა დაუძახეს. შეკვეთა მიიღო. უნდა წასულიყო, როცა ჟეჟბაჟომ გამიზნულად დააგდო ჩანგალი ძირს. გაუაზრებლად დაიხარა მიმტანი და ჩანგალს დასწვდა. ტუჩები მოიკვნიტა, მაგრამ ძლივს გასაგონი კვნესა მოსწყდა მის ბაგეს. ჩანგალი თავის ადგილას დააბრუნა და წავიდა.
- შენ რაღაც იცი. - წარბაწეულ ჟოჟობიკოს შეხედა.
- ტუალეტს რომ ვრწყავდი, ვიღაცების ჭორიკნობას მოვკარი ყური და მაინტერესებდა ამ გოგოზე იყო თუ არა.
- მერე?
- შენი ბადრიჯანიკო ფორმაშია. ბეიჯზე ის სახელი აწერია, რაც თქვეს.
- ჩანგალი რატომ დააგდე?
- ძუძუების უნახავი ვარ და თვალს წყალი დავალევინე.
- იდიოტო! - გაეცინა ჟოჟობიკოს.
- მეც მიყვარხარ.
- ამოღერღე, თორემ დაგკორტნი.
- ნია ჭელიძე, ამ გოგოს კახპა დედამისთან აქვს პრობლემები შეყვარებულის გამო.
- და მიმტანები ვარაუდობენ, რომ დედასთან იჩხუბა?
- კი.
- და ის შეყვარებული რომელია, ნეტავ. ის ქერა? - ჯერ კიდევ ფანჯარასთან მჯდომ ქერაზე ანიშნა.
- ხუ'ი ზნაეტ. - მხრები აიჩეჩა ჟეჟბაჟომ.
- იმათ ნალაპარაკევს რომ მივყვეთ, ნიას შეყვარებული უყვარს და ამის გამო დედას უპირისპირდება. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს სი'რი უყვარდეს. - საჩვენებელი და ცერა თითით ნიკაპი დაიჭირა ჟოჟობიკომ.
- იქნებ, მაზოხისტი ქართველი ქალია.
- ტატუ, პირსინგი და უკანა ჯიბეში ჩადებული სიგარეტი. ჟეჟბაჟო, არ იუ ქიდინ მი?
- ბარმენს გახედე. - მზერა გაუშტერდა ჟეჟბაჟოს.
- რა ხდება? - ნია ბარმენის წინ იდგა და სახეზე უკმაყოფილება და ბრაზი ეხატა ტანჯვასთან ერთად. გამალებით უმტკიცებდა რაღაცას, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. თუმცა ჟოჟობიკოს თვალს რამე გამოეპარებოდა? - დასცინის თუ მეჩვენება?
- თან მაგრად.
- ახ'ვარი. ის ასეთ დღეშია და ამან ლამის გულიანად იხარხაროს. - კბილი კბილს დააჭირა ჟოჟობიკომ.
- გინდა დავუსატკავოთ? - წარბი გაეხსნა ჟეჟბაჟოს.
- ეგ რა კითხვაა. დიდი ხანია გადაწყვეტილია ეგ ამბავი. - ჩაიცინა ჟოჟობიკომ, თან თვალს არ აცილებდა ნიას.
- ამას დამიხედეთ. - ოცდათორმეტივე კბილით გაიცინა ჟეჟბაჟომ. არა გატყუებთ. ოცდარვით. ოთხი სიბრძნის კბილი ჯერ არ ამოსვლია.

- აი, ცვეტში მაგრად თუ არ მეძინებოდეს. - დაამთქნარა ჟეჟბაჟომ და ასფალზე დაჯდა.
- ჩუ, წუთი-წუთზე უნდა გამოვიდეს. - დაუცაცხანა ჟოჟობიკომ.
- ერთი საათია, უკვე მაგას იძახი. შენი აღარ მჯერა.
- ნუ წუწუნებ, კალანდია.
- ეე, კაი, ტო. ჩემზე მძინარა არ დაბადებულა, ბაბილინასთან ერთად ვიძინებ.
- მოდის. - კისკისისთვის მომზადებულმა ძლივს ჩაახშო ეს სურვილი საკუთარ თავში.
- ისევ ისეთი მიკნუტებულია.
- იმ ნაბი'ჭვარს შეხედე.
- ქერა? - თვალები გაუფართოვდა ჟეჟბაჟოს.
უკვე ღამე იყო. ორი საათი სრულდებოდა, როცა ნია გამოვიდა რესტორნიდან. ისევ მოკლე ნაბიჯებს დგამდა, ღრმად სუნთქავდა და დასისხლიანებულ ტუჩებს იკვნეტდა. ათიოდე ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, როდესაც წინ ქერა შეეფეთა. დიდხანს ეჩალიჩა, რომ თავისთან წაეყვანა, მაგრამ ვერ დაითანხმა და როგორც სი'რბანჯოებს შეეფერებათ რა, ეგრე მოიქცა.
- ამას ახლა დაენძ'რევა. - წამოიწია ჟეჟბაჟო, მაგრამ ჟოჟობიკომ გააჩერა.
- დაიცადე, იქნებ რამე გავარკვიოთ. - დაუცაცხანა ჟოჟობიკომ.
- ჟოჟო, გააფრინე?! ჩემ თვალწინ ქალს აუპატიურებენ, რას მესაიასპაროდიები? - შეუღრინა ჟეჟბაჟომ და იქვე დაგდებულ მეტალის ჯოხს დასწვდა.
- საღამო მშვიდობისა, ბატონო! - ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა კაცს, რომელსაც ნია უკვე კედელთან მიემწყვდია და ხელებს უფათურებდა.
- თავიდან მომწყდი, დაკავებული ვარ. - კბილებს შორის გამოსცრა.
- ჰეი, კვერცხულეს, ქალებს ვერ კერავ და უკანასკნელი ახ'ვარივით უნდა იქცეოდე. ნწ, ნწ, ნწ, ცუდი კვერცხი, ცუდი. - საჩვენებელი თითი დაუქნია დატუქსვის მსგავსად ჟეჟბაჟომ და წარბები შეჭმუხნა. სიტუაციის სერიოზულობის მიუხედავად, ჟოჟობიკოს გაეცინა.
- და შენ ვინ გტ'ყნავს? აა, მოდი გამოვიცნობ. არც არავინ და ამიტომაც ეტენები ზადნი ხოდით კაცებს. - არც ქერამ დააკლი ირონია და ნიას თავი დაანება. ნელი ნაბიჯით გაემართა ჟეჟბაჟოსკენ.
- გააჯ'ვი ახლა აქედან მშვიდობით, თორემ ამ არმატურას ტრ'აკში გაგირჭობ და ყანყრატოდან ამოვიღებ. - მშვიდად, ცივი ხმით უთხრა ჟეჟბაჟომ.
- ოჰ, ოჰ, ამ ტარაკანს დამიხედეთ რამხე… - სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ თავში ჩასცხეს და გათიშეს. ჟოჟობიკოს აგური ეპოვა და ჟეჟბაჟოს მიშტერებოდა.
- ყანყრატოდან? სერიოზულად?
- ახლა მოვკვდები. - ჟეჟბაჟოს ხარხარმა გააყრუა არე-მარე. - არ შემიძლიხარ!
.
ნია სახლამდე მიაცილეს. ბინის კარამდე სდიეს ჟოჟობიკოს დაჟინებით. ჯერ კიდევ შეპყრობილი იყო გამოძიებით. ნია ორი კვარტლის იქით ცხოვრობდა, ამიტომ სანამ გაისეირნეს, მანამ გაარკვია, რომ გოგო ქერას არ იცნობდა. უბრალოდ, ხშირი სტუმარი იყო რესტორნის, მეტი არაფერი.
- კარგი, ფრთხილად იყავი შემდეგისთვის. შეიძლება მშველელი ახლოს არ გყავდეს. - თბილად მიუგო ჟოჟობიკომ და დაემშვიდობა.
- წავენ'ძრიეთ, ალილუია. - გაიზმორა ჟეჟბაჟო და კიბეზე აპირებდა ჩასვლას, როცა ჟოჟობიკომ გააჩერა.
- რას ქვია წავიდეთ? გამოძიება? იდეალური შანსია, რომ რამე გავიგოთ! - აღშფოთება ეწერა სახეზე.
- კაი? - წარბი ასწია დაეჭვების ნიშნად, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ვერაფერს გააწყობდა, ხმადაბალი ბურდღუნით გამოთქვამდა უკმაყოფილებას მანამ, სანამ ჟოჟობიკო კარს ეჩალიჩებოდა გასაღებად.
უკვე სამი საათი იყო გასული, რაც ნია გაისტუმრეს და ელოდებოდნენ მის დაძინებას. ჟეჟბაჟოს აკიმარებდა, მაგრამ ჟოჟობიკოს კენგურუს მუშტები აფხიზლებდნენ.
- ვიღაც მოდის.
- წასვლა გინდა და მაგიტო ამბობ.
- ვიღაც მოდის, გოგო. - თქვა და ჟოჟობიკო კარიდან გამოათრია. სწრაფად აიყვანა ერთი სართულით მაღლა და გაისუსა.
- ბარმენი? - თვალები გაუფართოვდა ორივეს.
კაცმა ზარი დარეკა და ზუსტად ერთ წუთში უკვე შიგნით იყო. ნიას უკმაყოფილო გამომეტყველებაზე მიხვდნენ, რომ რაც აწუხებდა, მას ჯერ კიდევ არ გაევლო. ბარმენი კი სიცილს ძლივს იკავებდა.
- რაღაც პადაზრიწელნია ეს ყველაფერი.
- შევყვეთ. - ჩაისისინა ჟოჟობიკომ.
- გაგიჟდი გოგო?!
- დროზე, სანამ შეამჩნიეს, რომ კარი ჩაკეტილი არაა. - სწრაფად გასხლტა და ჟეჟბაჟოც მიათრია კართან.
- ალლაჰ, თუ მოვკვდი, ამასაც ჩავიყოლებ და ხომ მეპატიება?!
- ჩაკვდი, შევიდეთ.
შევიდნენ თუ არა შემოსასვლელში უზარმაზარი კარადა შეეჩეხათ.
- აქ დავიმალოთ.
- მოიცადე, გესმის? - ჟეჟბაჟოს შეკრული წარბი გაეხსნა.
- სექსი აქვთ? - ჟოჟობიკოს ტუჩის კუთხეები ხან ჩამოეწეოდა, ხან აიწეოდა. ცდილობდა არ გასცინებოდა.
- ტიპს სულ არ სცხელა ჩვენთვის, გათანგული ზებრასავით კვნესის. წავედით, თუ ღმერთი გწამს. - ფხუკუნებდაჟეჟბაჟო.
- ახლა ნუ გამოგყავარ ბილწი და ნუ ირგებ როლს, რომ მე გაგაფუჭე!
- აბა რა ქენი, გოგო? შემომათრიე ვიღაცის სახლში და კოცნა-პროშნა, მტლაშა-მტლუშს მასმენინებ. მე! ფრიგიდულ არსებას, რომელსაც ყ'ლე თვალით არ უნახავს და როცა უყვებოდნენ თვალზე ხელს იფარებდა.
- დეგენერატო. - თავი ძლივს შეიკავა, რომ ხმამაღლა არ გასცინებოდა.
- ნია, კაი, ტო. ახლავე მოვალ! - გაისმა საძინებლიდან და ჟეჟბაჟოსა და ჟოჟობიკოს ტანში სიცივემ დაუარათ.
- შეძვერი! - მკაცრად უთხრა ჟეჟბაჟომ და უზარმაზარ კარადაში შეეკვეხა.
ბარმენის შიშველ ფეხებს იატაკზე ტყლაშუნის ხმა გაჰქონდათ. კარადას მიუახლოვდა და შეჩერდა. გოგონებს კი სუნთქვა შეეკრათ და ერთმანეთს მიეწებნენ. კარადის გვერდითა უჯრა გამოაღო და პრეზერვატივებს დასწვდა. ტყლაშუნითვე წავიდა ისევ საძინებლისკენ და კარადაში შეყუჟულებმა ძლივს ამოისუნთქეს.
- პიზ'დეც! - ამოიოხრა ჟეჟბაჟომ.
- რა სუნია?
- ჰა?
- გაგეპარა, ჟეჟბაჟო?! - ახითხითდა ჟოჟობიკო.
- ნიანგო, არ გამაბრაზო!
უეცრად კარადას რაღაც დაეჯახა. შეკრთნენ და სიბნელეში ვერ არჩევდნენ, მაგრამ სახეზე ფერები გადაუვიდათ. კიდევ ერთი დარტყმა და კარადა გაიღო. "აი, სად დაგვენ'ძრაო" გაიფიქრა ორივემ. წამები საუკუნებად იწელებოდნენ, ერთმამეთის სუნთქვა და აჩქარებული გულისცემა ესმოდათ. უკანონო შეჭრისთვის უჩივლებდნენ და გართობა უკანალით მობრუნდებოდა მათკენ. მთელი ცხოვრება ერთი უწყინარი გამოძიების გამო დაენგრეოდათ თავზე.
კარადის კარზე რაღაცამ გაიფხაჭუნა და კარადაში ჟაჟმაჟუნა ამოძვრა. გოგონებს თვალები შუბლზე აუვიდათ, როდესაც პეკინესის ჯიშის ძაღლმა მათ ზედაც არ შეხედა და კარადაში კოხტად დაწყობილ კუთებზე მოკალათდა.
- ყეფა რომ ატეხოს, დედა აღარ გვყავს. - ჩაიჩურჩულა ჟეჟბაჟომ.
- ეს რა მოიტანა? - ყური არ ათხოვა ჟეჟბაჟოს შიშებს ჟოჟობიკომ და ძაღლის წინ დაგდებულ აიფონს დასწვდა. - ნიას ტელეფონია! იქნებ, რამე გავარკვიოთ.
- "კოლიბრი" რომ მქონდეს, უეჭველი მოგწამლავდი!
- მეც მიყვარხარ. - გაიკრიჭა ჟოჟობიკო.
სამი წუთი არ დასჭირვებია იმისთვის, რომ გაეჩხრიკა ნიას ტელეფონი. ბოლოს პირზე ხელი აიფარა და ჩაიკეცა. წამით ჟეჟბაჟოს ეგონა, რომ ცუდად გახდა, მაგრამ როცა მოგუდული კისკისის ხმა მოესმა, ტელეფონს ხელი დასტაცა და კითხვას შეუდგა.
- ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიხარულო, კუჭის წვენო, წვრილი ნაწლავის ხაო, ბლა, ბლა... ვიბრატორი? ჰა? ტიპი მთელი დღე ჭიაყელასავით იმიტომ ტოკავდა, რომ ბარმენი ვიბრირებას მაქსიმუმზე აყენებდა? - თვალევი შუბლზე აუვიდა ჟეჟბაჟოს.
- აზრზე ხარ, შიგნით ჩაუტოვა და გათავების საშუალებას არ აძლევდა. - სიცილისგან ცრემლები სდიოდა ჟოჟობიკოს.
- ტიპი გენიოსია, ბლი'ად! - ხარხარი ვერ შეიკავა და ჟოჟობიკოს რომ არ ჩაეჩარა პირში ცხვირსახოცი, ეგრევე დაიწვებოდნენ.
- მაგრა მევასება ბარმენი. - თქვა მშვიდად, როცა მოსულიერდა.
- შენნაირი გიჟია და იმიტომ. - მიუგო ჟოჟობიკომ.
- ჟოჟო?
- რას აკეთებ? - თავი წამოსწია ჟეჟბაჟომ.
- რა?
- რას მეფათურები, რა რა?
- ვამოწმებ.
- რას ამოწმებ?
- გაბია თუ არა ვამოწმებ! - სახეზე ირონია ეტყობოდა ჟოჟობიკოს.
- ფუ, შენი! - აღმოხდა ჟეჟბაჟოს და თავი კმაყოფილმა გააქნია.

ჟუჟმაჟუნები სცენაზე !
როლებში მონაწილეობდნენ ბადრიჯანიკო კალანდია - Catherine Di Perso და ანტილოპას ტყავში გამოწკიპული ანაბელ შველიძე.
ბღავო, აბლონისმატები!



№1  offline ახალბედა მწერალი belle...

ანაბელ შველიძის ხსოვნა იყოს! joy joy joy joy joy joy

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

belle...
ანაბელ შველიძის ხსოვნა იყოს! joy joy joy joy joy joy

მპუუ❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
belle...
ანაბელ შველიძის ხსოვნა იყოს! joy joy joy joy joy joy

მპუუ❤

ლავია <333333333333333333333

 


№4  offline წევრი ვიპნი

ეს რა იყო ჰა ????????

 


№5 სტუმარი სტუმარი დარინა

აუ ორივე მიყვარხართ ????????????❤️

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

ვიპნი
ეს რა იყო ჰა ????????

ვიცი? არ ვიცი, რავიცი :დდ

სტუმარი დარინა
აუ ორივე მიყვარხართ ????????????❤️

ჯვენძ გვიღვარღარ, დაროო❤

 


№7  offline წევრი დარინა

ტკბილი ბადრიჯანიკო მინდა მე ახლააა ❤️❤️❤️

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

დარინა
ტკბილი ბადრიჯანიკო მინდა მე ახლააა ❤️❤️❤️

ოო, ვიზიარებ ამ სურვილს❤

 


№9 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

რა ხმაზე ვხავი ნეტა იცოდე :დდდდდ
გენიალურია :დდდდდ

 


№10  offline წევრი მე-ოცნებე

არ ვიცი რა იყო,რატომ იყო,როგორ იყო.მაგრამ კარგად ვიცინე ამ შუა ღამეს და ძლივს დაძინებული შვილიც გავაღვიძე.მადლობა შენ.

 


№11 სტუმარი Qeti qimucadze

Katerin jer saxelwbze ho vicine. Mere moqmedebazeee. Da bolo iyo ragac sascauliii. Gmerto chemo saidan mogivida aseti ram azraddd. Yochagggg

 


№12  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი მოიისფრო
რა ხმაზე ვხავი ნეტა იცოდე :დდდდდ
გენიალურია :დდდდდ

მე წერისას ვხოხავდი:დდდდ მადლობა :დდდ

მე-ოცნებე
არ ვიცი რა იყო,რატომ იყო,როგორ იყო.მაგრამ კარგად ვიცინე ამ შუა ღამეს და ძლივს დაძინებული შვილიც გავაღვიძე.მადლობა შენ.

ვაიჰ, პაყარასთან ბოდიში, მაგრამ მიხარია, რომ იხალისეთ:დდდ ❤

Qeti qimucadze
Katerin jer saxelwbze ho vicine. Mere moqmedebazeee. Da bolo iyo ragac sascauliii. Gmerto chemo saidan mogivida aseti ram azraddd. Yochagggg

ბოლო როგორ დამეპერტყა თავში არ ვიცი, მაგრამ იმ ორი წინდადების დაწერას სიცილის გამო, 15 წუთი მოვუნდი:დდდ

 


№13  offline წევრი Stranger things

ვაიმეე ეს რა იყო? ხო ხარ დრამის ქალღმერთი მაგრამ როგორც შენვე იტყოდი "ამის დედაც, ჯეკ!" sweat_smile კომედია საოცრად გამოგდის უბრალოდ heart_eyes მე ვარ ყველაზე ცუდი ფანი, ფანთა შორის. აი ყველაფერს ვკითხულობდი საერთოდ ყველაფერს, მაგრამ რა ვუყო, ვერ მოვაგროვე თავი რომ კომენტარი დამეტოვებინა. ნაგლად გამოვდივარ ეხლა და ფანობას ვიბრალებ მაგრამ ღმერთმა და კომენტარების ბაზამ ხომ იცის მარტო შენ გადიდებ და გაქებ. შენი პაწაწინა ერთგული ფანუკა ვარ. ააი, ააი ეს იყო სრული შოკი. მაგრამ რატო გავდა შიდა ხუმორბას?შიდა ხუმრობა იყო ხო? laughing მე კი ვკისკისებდი კარგად.
ზღაპართა შორის უზღაპრესი იყო, რა ვიცი მე კი ვაპირებ მერე შვილს წავუკითხო ხოლმე და იმედია რომ გაიზრდება არ მიჩივლებს.
ვსო ეხლა სანამ ჩამოვთვალე რატო ხარ ჩემი უსაყვარლესი აღმოჩენა და როგორ მიხარია რომ საიტს შემოუერთდი მანამდე შენთანაც უნდა ვიწუწუნო. საერთოდაც უკვე ყველასთან ვიწუწუნე მაგრამ ვისთან უნდა დაამთავრო წუწუნი თუ არა თვითონ მწერლათან. ტყუილად ვამაყობდი ქალი, როგორი წინდახედული ვარ ყველაფერს ვინახავ რაც მიყვარს-თქო. თურმე სათადარიგო ასლებიც უნდა გქონდეს ადამინს disappointed შენი ბლოგი რო წაიშლა ხო გადავყევი მაგრამ აბა გამოიცანი? ლიზტო მქონდა შენახული.ვიცი ვიცი(ხელებს ვწევ) უზრდელობაა რომ გინდოდეს კიდე წაიკითხონ დატოვებდი. მაგრამ ნუ მეტყვი უზრდელი ხარო ესე პირდაპირ, მეწყინება...სულ ცოტა შემაპარე, თუ რამეა. ხოდა მოკლედ აურია ამ ჩემმა ფაილებმა და ფაფუ! სადაა ჩემი სიყვარული? კიდე არ მჯერა რომ ვეღარასოდეს წავიკითხაავ, ჩემი აილინი frowning შენი იდეალური ჟღერადობა.
წუწუნი ვსო.
სიტყვა გამიგრძელდა, უბრალოდ იცოდე რომ ძალიან ძალიან დიდი ფანი გყავარ აქ და სულ სულ ყველა ნაწარმოები მიყვარს შენი, შენზე ხომ საერთოდ ვგიჟდები ჩემო მთვარის ქალბატონო kissing_heart

 


№14  offline მოდერი Catherine Di Perso

Stranger things
ვაიმეე ეს რა იყო? ხო ხარ დრამის ქალღმერთი მაგრამ როგორც შენვე იტყოდი "ამის დედაც, ჯეკ!" sweat_smile კომედია საოცრად გამოგდის უბრალოდ heart_eyes მე ვარ ყველაზე ცუდი ფანი, ფანთა შორის. აი ყველაფერს ვკითხულობდი საერთოდ ყველაფერს, მაგრამ რა ვუყო, ვერ მოვაგროვე თავი რომ კომენტარი დამეტოვებინა. ნაგლად გამოვდივარ ეხლა და ფანობას ვიბრალებ მაგრამ ღმერთმა და კომენტარების ბაზამ ხომ იცის მარტო შენ გადიდებ და გაქებ. შენი პაწაწინა ერთგული ფანუკა ვარ. ააი, ააი ეს იყო სრული შოკი. მაგრამ რატო გავდა შიდა ხუმორბას?შიდა ხუმრობა იყო ხო? laughing მე კი ვკისკისებდი კარგად.
ზღაპართა შორის უზღაპრესი იყო, რა ვიცი მე კი ვაპირებ მერე შვილს წავუკითხო ხოლმე და იმედია რომ გაიზრდება არ მიჩივლებს.
ვსო ეხლა სანამ ჩამოვთვალე რატო ხარ ჩემი უსაყვარლესი აღმოჩენა და როგორ მიხარია რომ საიტს შემოუერთდი მანამდე შენთანაც უნდა ვიწუწუნო. საერთოდაც უკვე ყველასთან ვიწუწუნე მაგრამ ვისთან უნდა დაამთავრო წუწუნი თუ არა თვითონ მწერლათან. ტყუილად ვამაყობდი ქალი, როგორი წინდახედული ვარ ყველაფერს ვინახავ რაც მიყვარს-თქო. თურმე სათადარიგო ასლებიც უნდა გქონდეს ადამინს disappointed შენი ბლოგი რო წაიშლა ხო გადავყევი მაგრამ აბა გამოიცანი? ლიზტო მქონდა შენახული.ვიცი ვიცი(ხელებს ვწევ) უზრდელობაა რომ გინდოდეს კიდე წაიკითხონ დატოვებდი. მაგრამ ნუ მეტყვი უზრდელი ხარო ესე პირდაპირ, მეწყინება...სულ ცოტა შემაპარე, თუ რამეა. ხოდა მოკლედ აურია ამ ჩემმა ფაილებმა და ფაფუ! სადაა ჩემი სიყვარული? კიდე არ მჯერა რომ ვეღარასოდეს წავიკითხაავ, ჩემი აილინი frowning შენი იდეალური ჟღერადობა.
წუწუნი ვსო.
სიტყვა გამიგრძელდა, უბრალოდ იცოდე რომ ძალიან ძალიან დიდი ფანი გყავარ აქ და სულ სულ ყველა ნაწარმოები მიყვარს შენი, შენზე ხომ საერთოდ ვგიჟდები ჩემო მთვარის ქალბატონო kissing_heart

ჩემი დედავატირე, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ისეთმა ელექტროდენმა დამიარა, ზევსს შეშურდებოდა შენი ელვის! ღმერთმანი, როგორ მომნატრებიხარ*-*
კი, შიდა ხუმრობა იყო. შენ მაინც იცი, რომ ჩემი ჟანრი დრამაა, მაგრამ ახალი თემა აღმოვაჩინე საკუთარ თავში. :დდდ
და ლიზტო შენახული გქონდა?! #_# ნოუ, ვეიიიი. ფეისზე მომწერე, გამოგიგზავნი. იმსახურებ კიდევ ერთხელ წაკითხვას, ვფიცავ:დდ

 


№15 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ანუ, კიდე წავიკითხე და ახლიდან დამენძრა :დდდდდ

ისედაც მახველებს და დავიხრჩე :დდდ

ვაახ, ძაან მწყინს რო არ გიცნობ :დდ

 


№16  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი მოიისფრო
ანუ, კიდე წავიკითხე და ახლიდან დამენძრა :დდდდდ

ისედაც მახველებს და დავიხრჩე :დდდ

ვაახ, ძაან მწყინს რო არ გიცნობ :დდ

უიმე, ნახა საპრობლემო საქმე :დდდ ჟეჟბაჟო კარადაში შერჩა და გელოდება:დდ

 


№17 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

Catherine Di Perso
სტუმარი მოიისფრო
ანუ, კიდე წავიკითხე და ახლიდან დამენძრა :დდდდდ

ისედაც მახველებს და დავიხრჩე :დდდ

ვაახ, ძაან მწყინს რო არ გიცნობ :დდ

უიმე, ნახა საპრობლემო საქმე :დდდ ჟეჟბაჟო კარადაში შერჩა და გელოდება:დდ


ეგეცაა, საიდან რა დრამა მოვათრიე, პროსტა :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent