შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სახელით!!! /1-4 თავი/


16-05-2020, 00:02
ავტორი belle...
ნანახია 18 779

პროლოგი
თბილისი საერთოდ არ შეცვლილიყო. რამდენი დრო გავიდა, ის კი ძველებურად მომხიბვლელად გამოიყურებოდა, როგორც ადრე. ნაცნობი ქუჩების ნახვამ სევდა მომგვარა და ნოსტალგია მომაწვა. ერთ დროს აქაურობა ჩემი მშობლიური სახლი იყო. ამ ქუჩებში ვსეირნობდი, ამ ჰაერით ვსუნთქავდი, აქ მყავდა მეგობრები და ახლობლები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც ადრე, რაღაც მაინც შეცვლილიყო. ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ ორიგინალი სურათის ნაცვლად კარგად შესრულებულ დუბლიკატს ვუცქეროდი.
მეშინოდა უკან დაბრუნების. რამდენი ღამე გავათიე იმაზე ფიქრში, თუ რას ვიგრძნობდი შინ დაბრუნებისას...
უამრავ წელს გაევლო მას შემდეგ, რაც აქაურობა საბოლოოდ დავტოვე, ზურგი ვაქციე სამშობლოს და იმდენად შორს გადავიკარგე, რამდენადაც შემეძლო. ახლა... თბილისის ქუჩების გარჩევაც კი მიჭირდა. ყოყმანით შევუხვიე ასათიანის კვეთაზე და მანქანა პარკინგზე შევაჩერე. ბავშვივით მეშინოდა მანქანიდან გადმოსვლის, მაგრამ ეს ჩემი შანსი იყო, რომ საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი იმ უხილავი ბორკილებისგან წლების განმავლობაში მდუმარედ, რომ ვატარებდი.
ღრმად ჩავისუნთქე, მანქანის კარი გავაღე და გადმოვედი. მარტის სუსხიანი ქარი უმოწყალოდ მეკვეთა. გრძელი ლაბადა მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე და პატარა, უბრალო კერძო სახლისკენ გავემართე, იმ იმედით, რომ, როცა აქაურობას დავტოვებდი ასეთი დამძიმებული აღარ ვიქნებოდი.
კიბეებს ავუყევი და კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. გული გამალებით მიცემდა, ერთ წამს ისიც კი ვიფიქრე ახლა უკან გავბრუნდები-მეთქი, მაგრამ კარის გაღებამ განზრახვაზე ხელი ამაღებინა. პარმაღზე დაბალი, თმაშევერცხილი, სუსტი, ქალი გამოვიდა და გაოცებულმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. ისე მომაჩერდა თითქოს მოჩვენებას ხედავდა.
- ეს ნამდვილად შენ ხარ...
- გამარჯობა, ლილი... - მივესალმე გაუბედავად.
- ნაია! - ქალი აცრემლებული გადამეხვია და მჭიდროდ ჩამიკრა გულში - ჩემო გოგო, როგორ შეცვლილხარ! - როგორც იქნა ჩამომეხსნა, უკან გადგა და აღფრთოვანებულმა შემათვალიერა - ძალიან გალამაზებულხარ! ადრეც მშვენიერი გოგო იყავი, მაგრამ ახლა...
- გმადლობ, - გავუღიმე უხერხულად - ლილი, სახლშია?... - ვკითხე მორიდებით.
- კი ძვირფასო, დილიდან შენ გელოდება, როცა დარეკე... ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ნამდვილად შენ ხარ! შემოდი! - უკან გადგა და სახლში შემიშვა.
- გმადლობ.
არც აქაურობა შეცვლილა დიდად. ყველაფერი ისევ ისეთი ღარიბული და მოკრძალებული იყო და მაინც, არასოდეს არსად ისე მშვიდად და დაცულად არ მიგვრძნია თავი, როგორც ამ სახლში.
- ლაბადას გამოგართმევ.
- გმადლობ.
- ნაია? - მომესმა დაბალი მელოდიური ხმა.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ნელა შემოვბრუნდი. ჩემი მოხუცი საგრძნობლად შეცვლილიყო. გრძელ თმა-წვერში, რომელიც ლამის მუცლამდე სწვდებოდა, ჭაღარა გამრავლებოდა. სახე ისევ ისეთი ნათელი და დაღარული ჰქონდა, როგორც ადრე. თვალის კუთხეებთან ნაოჭები მომატებოდა. დროს მისი კაშკაშა ციმციმა თვალებისთვის ვერაფერი დაეკლო. როგორც ყოვლეთვის სითბოთი და სიყვარულით უელავდა. ჩემი თბილი მოძღვარისგან ძველებურად უშრეტი ენერგია მოდიოდა - დადებითი და მშვიდი. მზეს ჰგავდა - ყველაფერს აცოცხლებდა და ახარებდა რასაც კი მისი სხივები მისწვდებოდა.
- მამა სტეფანე! - დავიჩურჩულე ცრემლმომდგარმა და გაუბედავად გადავდგი მისკენ ნაბიჯი.
- შვილო! - გამიღიმა თბილად და ხელები კანკალით გაშალა.
სიყვარულით ჩავეკარი გულში. სიმძიმე, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში მხრებზე მაწვა მომეხსნა და გავთავისუფლდი. ბოლოს და ბოლოს, ჩემს მოძღვარს შევხვდი! ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის ცქერისაც გულში იმედი მიღვივდებოდა - იმედი, იმისა, რომ ანგელოზები ნამდვილად არსებობდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი ახლა გულში თბილად მიხუტებდა.
- რამდენი დრო გავიდა, ნაია! - უკან გადგა და დაკვირვებით შემათვალიერა - როგორ შეცვლილხარ, შვილო.
- წლები მომემატა მამაო. - გავუღიმე სევდიანად.
- ჰო, როგორც ჩანს, კაბის ჩაცმა გისწავლია! სულ არაფერს სჯობს. - გაიცინა მხიარულად. გამეღიმა და მორცხვად შევისწორე ტანზე მომდგარი შავი კაბა.
- ლილი, თუ შეიძლება ნურავინ შემაწუხებს, - გადაულაპარაკა ცოლს და მზერა ჩემზე გადმოიტანა - გამომყევი.
ოთახის მარჯვენა კუთხისკენ გამიძღვა. დერეფანში გამატარა და სულ ბოლოს, კედელში დატანებული, გაცვეთილი ხის კარი შეაღო. კედლები მთლიანად ხატებს დაეფარა. მომცრო მაგიდებზე კი წიგნები და სანთლები განეთავსებინათ. ოთახში საკმევლის და ფიჭის სანთლის ნაზი სურნელი ტრიალებდა. თავი უხერხულად ვიგრძენი.
- ჩამოჯექი. - მაგიდასთან მდგომ სკამზე მანიშნა, თვითონ კი ჩემს წინ დაიკავა ადგილი.
- თავს უხერხულად ვგრძნობ. - ვუთხარი ხმდაბლა და ხატები მორიდებით შევათვალიერე.
- რამდენი ხანია რაც უფალთან აღარ მისულხარ? - მკითხა გამომცდელად და დაკვირვებით შემომხედა. ყოველთვის უსიტყვოდ ხვდებოდა ყველაფერს.
- დიდი ხანია... - ვუპასუხე გულდამძიმებულმა და მოძღვარს თვალი ძლივს გავუსწორე.
- გასაგებია. - თავი დამიქნია - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შენ მაინც მოხვედი ჩემთან, ეს კი წინ გადადგმული ნაბიჯია.
- მეშინოდა, - ჩავილაპარაკე ხმადაბლა - დიდი ხანი ვემზადებოდი, მაგრამ მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ამისთვის მზად არასოდეს ვიქნებოდი, მე... - სიტყვა გამიწყდა, ყელში ბურთი გამეჩხირა.
- ყველაფერი მომიყევი, - მითხრა მშვიდად - მოიხსენი ის ტვირთი, რომელსაც ამდენი წელია მაგ პატარა მხრებით ატარებ.
- მამა სტეფანე, - შიშით გავუსწორე მზერა - ეს... ეს ძალიან ბინძურია! მე, ბევრი ცუდი რამ ჩამიდენია! ისეთი რამეები რითაც არ ვამაყობ! ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ მოსვლა გავბედე. მე ხატების გარემოცვაში თავს მშვიდად არ ვგრძნობ, - ხელები საშინლად მიკანკალებდა - მაგრამ ეს სიმძიმე, ეს ტვირთი, ის მეტისმეტად დამძიმდა! მისი თრევა მიჭირს და საბოლოოდ ისევ აქ მოვედი! თუმცა, მათთვის თვალის გასწორება ჯერაც არ შემიძლია - მორიდებით გავხედე ხატებს.
- რა თქმა უნდა, - დაკვირვებით ჩამხედა თვალებში - როცა ყველაზე მეტად გვიჭირს, ისევ უფალს ვუბრუნდებით, როგორც უძღები შვილი დაუბრუნდა მამას. ცოდვები გაშინებს, ამიტომ გაურბიხარ უფალს.
- ჩემი თავი უფრო მაშინებს! წლები გადის და სიმშვიდე ვერა და ვერ ვიპოვე. ჯერ კიდევ მეღვიძება კივილით. ისევ მტანჯავს კოშმარები და ისევ მიფლეთს სულს მისი მონატრება. მეგონა, რაც დრო გავიდოდა ამას ეშველებოდა, ცოტათი მაინც, მაგრამ არა - ყოველი დღე უფრო მძიმეა! ძალიან ვცდილობ ამას გავუმკლავდე, მაგრამ სიბნელე და სიცარიელე რაც ჩემშია, ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება!
- ასეთი ტვირთით ცხოვრება ძალიან რთულია, ნაია. რამდენის ატანას შეძლებ? სადამდე შეეწინააღმდეგები ეშმაკს, რომელიც შენს სულს ასე მძლავრად ჩასჭიდებია? - მკითხა სევდიანად.
- ჩემი ცხოვრება მუდამ ბურუსით და ბნელით იყო მოცული. არასდროს მომცემია საშუალება, რომ მასზე ხმამაღლა მესაუბრა. ვინმესთვის მომეყოლა რადგან ეს...
- ზედმეტად სახიფათო იყო გარშემომყოფებისთვის! - დაამთავრა ჩემს მაგივრად - ვიცი, ჯერ კიდევ კარგად მახსოვს ათი წლის წინანდელი ტრაგედია.
- ამაზე საუბრის სურვილი არასოდეს გამჩენია.
- მაგრამ დღეს შენ აქ ხარ. - გამიღიმა თბილად - და შენ მზად ხარ მომიყვე ის რაც ათი წლის წინ მოხდა. მას შემდეგ გაუჩინარდი და შენზე აღარავის აღარაფერი სმენია, როცა დამირეკე გული სიხარულით ამევსო. ყოველთვის მჯეროდა, რომ რასაც ხალხი ლაპარაკობდა ეს მხოლოდ ჭორები იყო და როცა შენი ხმა გავიგე ამაში დავრწმუნდი. ნაია, მზად ხარ აღსარების ჩასაბარებლად?
- დიახ...

თავი პირველი
დაბურულ ტყეში მონდომებით მივიკვლევდი გზას. სიარული მიჭირდა, მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდი, საბოლოოდ კი, ჩემ წინ ნანატრი სინათლის სხივი გამოჩნდა. კიდემდე მივედი, უკანასკნელი გვიმრების მიჯნა გადავლახე და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ადგილას - იდეალურად მრგვალ ფერად-ფერადი ვარდებით მოჩითულ მინდორზე აღმოვჩნდი.
საიდანღაც ნაკადულის მელოდიური რაკრაკი ისმოდა. მინდორს მზე დაჰნათოდა და კაშკაშა ნათელში ხვევდა. ჰაერში კი, ვარდების ნაზი სურნელი ტრიალებდა. თავი სამოთხეში მეგონა. ხელი გავიწოდე, რომ ვარდს შევხებოდი, რომლის სილამაზემაც დამატყვევა და მოულოდნელად ზურგს უკან ყვავის ჩხავილი შემომესმა. შეშინებული სწრაფად შემოვბრუნდი. კაშკაშა სხივებით განათებული მინდორი უკუნმა წყვდიადმა შეცვალა.
გულგახეთქილი წინ წავედი, რომ მრუმე სიბნელისთვის თავი დამეღწია. შეშინებული აქეთ-იქით ვაცეცებდი ხელებს, რომ რამეს არ დავჯახებოდი. ჩემ წინ სუსტი სინათლე გამოიკვეთა - ეს ლამპიონი იყო, სუსტად ანათებდა და ირგვლივ ყველაფერს მკვდრის ელფერს სძენდა. ახლაღა გავარჩიე, რომ გზადტკეცილზე ვიდექი, რომელიც წინ მიდიოდა. სადღაც შორს, ბოლოს კი ვერ ვხედავდი.
ხელებზე სისველე ვიგრძენი, ძირს დავიხედე და ძარღვებში სისხლი გამეყინა! სისხლის გუბეში ვიდექი. ხელები, ტანსაცმელი, ასფალტი - ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი! აკანკალებულს სუნთქვა შემეკრა.
- შენი ბრალია! ყველაფერი მხოლოდ შენი ბრალია! მას ვეღარ დაეხმარები! ის აღარასოდეს დაგიბრუნდება!
ცივი, უგულო, ხმა ყურში ჩამესმა და ამას სიცილი მოჰყვა, ცივი, გამყინავი, სულისშემძვრელი ხარხარი. უმწეობისგან თვალებიდან ცრემლები წამსკდა და ბოლო ხმაზე ვიკივლე.
გულგახეთქილი ლოგინში წამოვჯექი და შეშინებულმა თვალები დავაცეცე. ჩემს ოთახში ვიწექი. ერთიანად გაოფლილი სულ ვკანკალებდი. სახეზე ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა. მივხვდი, რომ ყველაფერი მესიზმრა, მაგრამ ტირილს ვერ ვწყვეტდი, ისტერიკაში ვიყავი. კარი გაიღო და ზათქით მიენარცხა კედელს, დაფეთებული ირაკლი ოთახში შემოვარდა
- ნაია! ნუს, რა გჭირს?! - ჩემთან მოირბინა და გვერდით მომიჯდა.
წინ და უკან ვირწეოდი, ნანახის თავიდან ამოგდებას ვცდილობდი, მაგრამ უშედეგოდ. ციებიანივით ვკანკალებდი და შეშინებული ვათვალიერებდი ხელებს, მაგრამ სისხლი არსად იყო.
- საყვარელო, დამშვიდდი! ყველაფერი რიგზეა. მორჩა, ეს სიზმარი იყო. მხოლოდ კოშმარი, ჩემთან ხარ არაფერი გემუქრება, გესმის?! ნაია, შემომხედე!!! - მსუბუქად შემანჯღრია - ეს კოშმარი იყო და მეტი არაფერი! ყველაფერი რიგზეა. - შეშინებული მკერდზე მივეკარი და მწარედ ავტირდი.
- დახმარება სჭირდება! იქ არის, უნდა ვუშველო! იქ ბევრი სისხლი იყო, იკა! ყველგან სისხლი იყო! - გაუცნობიერებლად ვბუტბუტებდი და მთელი ძალით ვეკვროდი ირაკლის. ნელ-ნელა ვფხიზლდებოდი, მაგრამ კოშმარში განცდილი გრძნობა თავს არ მანებებდა, პირიქით...
- ვინ ნაია? ვისზე ამბობ? მომიყევი რა ნახე - თავი ამაწევინა და შეშფოთებული თვალებში ჩამაცქერდა. გაუაზრებლად მივაშტერდი და ტირილს ვუმატე.
- არ ვიცი, იკა! სისხლი... იქ ბევრი სისხლი იყო! სისხლისგან იცლებოდა, გესმის?!
- კარგი, მორჩა, ყველაფერი კარგადაა, მშვიდად, აქ ვარ. არავინ არ კვდება, ნუს! დამშვიდდი, მოდი დაწექი, მეც მოგიწვები და დაიძინე, არსად არ წავალ. - ლამის ძალით დამაწვინა, საბანი გადამაფარა და გვერდით მომიწვა, თან გულში მიკრავდა.
- იკა!
- ყველაფერი კარგადაა! არაფერი მოხდება. სანამ ცოცხალი ვარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს! დამშვიდდი, თვალები დახუჭე და დაიძინე. შენს გვერდით ვარ. მთელი ღამე აქ ვიქნები, არ იდარდო, დაიძინე. - ნელ-ნელა დავწყნარდი კანკალი და ტირილი შევწყვიტე. მოვეშვი. მის მკლავებში მოხერხებულად მოვეწყე და ჩამეძინა.
- წუხელ ისევ გაეღვიძა, ხომ?
- ისტერიკაში იყო. შემეშინდა, ისე მოთქმით ტიროდა... კიდევ კარგი არ მეძინა. გვიანობამდე თამაშს ვუყურებდი. დასაწოლად, რომ წავედი მაშინ გავიგე ნაიას კივილი.
თვალები გავახილე და წამოვჯექი. ჩემს ოთახში ვიწექი. ნაცნობმა მოკრემისფრო კედლებმა შვება მომგვარა. განიერი საწოლის მოპირდაპირე მხარეს, საწერ მაგიდაზე კომპიუტერი იდგა, გვერდით კი წიგნები მელაგა. ფანჯარასთან მდგომ დიდ ყავისფერ დივანს კი, რომელიც ფუმფულა სათამაშოებით იყო სავსე, თეთრი, ქათქათა ფარდებიდან შემოჭრილი მზის ოქროსფერი სხივები დაჰნათოდა.
ოთახი მოვათვალიერე. ყველაფერი რიგზე იყო. შვებით ამოვისუნთქე და ისევ ბალიშებზე დავებერტყე. ოთახის კარი ღია დაეტოვებინათ, სამზარეულოდან კი დედაჩემის და ირაკლის ხმადაბალი საუბარი ისმოდა. ისევ ჩემს კოშმარებს განიხილავდნენ. არაფრით არ მინდოდა ამის მოსმენა. გადავბრუნდი და თავზე საბანი წავიფარე, რომ როგორმე მათი ხმა ჩამეხშო, მაგრამ საუბარი მაინც მესმოდა.
- მოთქმით ტიროდა და გაიძახდა, ის უნდა გადავარჩინოო! იქ არის სისხლისგან იცლებაო!
მართლა ასე ვთქვი?! გამიკვირდა. ზოგადად ჩემი ნაბოდვარიდან ბევრი რამ არ მამახსოვრდებოდა ხოლმე, მაგრამ სიზმარი... - ტანში გამცრა! სიზმარში განცდილს რეალობაშიც იგივეს განვიცდიდი. ალბათ, ირაკლი წუხელ გვარიანად დავაფრთხე - ისევ!
- ასე თქვა? ვინ ის? ვისზე ლაპარაკობდა?
- წარმოდგენა არ მაქვს, მირანდა, მაგრამ ვნერვიულობ. არ მომწონს ეს ყველაფერი. იმედი მქონდა, რომ დროთა განმავლობაში გაუვლიდა, მაგრამ ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო. ყოველ ღამით იგივე მეორდება!
- არ ვიცი რა მოვუხერხო.ყველაფერი მამამისის სიკვდილის შემდეგ დაეწყო. ბევრჯერ ვთხოვე ფსიქოლოგს დაელაპარაკე-თქო, მაგრამ გაგონებაც არ უნდა.
- ფსიქოლოგი ვერ უშველის, მირო, სანამ იმ ნაბიჭვარს არ დაიჭერენ ის ვერასოდეს შეძლებს ღამით მშვიდად დაძინებას! ამაში დარწმუნებული ვარ და ეს ძალიან მაწუხებს! ყოველ ღამით ატირებულს ვუყურებ და ამას ვერ ვშველი, ვერ ვეხმარები, ლამისაა ჭკუიდან შევიშალო!
- მას შენ რომ არ ჰყავდე გვერდით, ბევრად უარესად იქნებოდა, ჩემს შვილს კარგად ვიცნობ. იცი, მისი სულაც არ მიკვირს, არც მე მძინავს მშვიდად. დღემდე შიშით ვკეტავ კარს, მგონია რომ უკან დაბრუნდება...
- მირანდა! თითსაც ვერავინ დაგაკარებთ! ამის პირობას გაძლევ! და თუ ოდესმე დაბრუნდება, და დიდი იმედი მაქვს რომ ასეც იქნება, ჩემი ხელით ამოვგლეჯ გულს!
- არ მინდა რომ გაგაბოროტოს. ყველაფრის ღირსია, მაგრამ არ მინდა ჩემი შვილის ხელები მის სისხლში გაისვაროს.
- მაგის ბედი ისედაც გადაწყვეტილია, ამაზე კამათს არ ვაპირებ! ნაიაზე ვდარდობ. ბევრჯერ ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ხმას არ იღებს, როგორც კი ამ თემას ვეხები, მაშინვე თავს მარიდებს.
- არავინ იცის იმ ღამეს რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, ჩემი შვილი იმ ღამის შემდეგ მშვიდად ვეღარ იძინებს!
- გამოვასწორებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამას ბოლოს მოვუღებ!
სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა. საბანი გადავიხადე და წამოვჯექი. სახე ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვისუნთქე, დამშვიდებას ვცდილობდი. წარსულის გახსენება არ მინდოდა. გამუდმებით ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს გავარვარებულ დანებს გულ-მკერდში მიყრიდნენ. ყველანაირად ვცდილობდი საშინელი მოგონებებისგან როგორმე თავი დამეღწია, რაც არც ისე კარგად გამომდიოდა. იატაკის ჭრიალის ხმა შემომესმა. ირაკლი ყავით და ნამცხვრებით ხელდამშვენებული ოთახში შემოვიდა.
ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. ჩვენი ოჯახები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. პატარა, რომ იყო მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა და ბებია ზრდიდა. ეს ოფიციალურად, ისე კი ძირითადად ჩვენთან ცხოვორობდა. დედას საკუთარი შვილივით უყვარდა და ცდილობდა მუდამ გვერდით ჰყოლოდა. სისხლი გვანათესავებს, ერთგულება კი ოჯახს ქმნის - ირაკლი ამის ცოცხალი მაგალითი იყო. მის გარეშე მე და დედას ცხოვრება ვერ წარმოგვედგინა.
ჩემზე გაცილებით მაღალია, ამიტომ სულ დამცინის პლინტუსის თაგვს ჰგავხარო. თავის იდიოტურ ხუმრობებზე კი ყოველთვის გულიანად ეცინება და მეც მაცინებს. ეშხიანს და მიმზიდველს გამუდმებით უამრავი გოგო „ესხმოდა“ თავს. მაღალი, სიმპატიური, შავი თვალები, თეთრი სახე, ძლიერი აღნაგობა, ლამაზი ცხვირი, მომხიბვლელი ღიმილი - ეს ყველაფერი მას ავტომატურად აქცევდა სუსტი სქესის სამიზნედ. მე კი, რატომღაც ყველა გოგოს „შავ სიაში“ ვეწერე, რადგან სულ ერთად გვხედავდნენ და დასკვნებიც თავისებურად გამოჰქონდათ. (ძალიან ვდარდობდი-თქო, რომ გითხრათ, მოგატყუებთ.)
კრუასანიბით ხელდამშვნებული ისეთი საყვარელი სანახავი იყო, რომ გულზე დარდი მომეშვა, თითქოს მზემ გამოანათა და შავი ღრუბლები ჯანდაბაში მოისროლა. ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემთვის ყველაფერი იყო.
- ოჰ, გაიღვიძე? - სახეზე ფართო ღიმილი გადაეკრა - მე კი ახლა ვაპირებდი შენს გაღვიძებას. აი ბანძ ფილმებში, რომ ხდება ხოლმე ხომ იცი?
- რომელი საათია? - ვკითხე გაბრუებულმა და თვალები მოვიფშვნიტე.
- შენი ადგომის დროა! მიდი წყალი გადაივლე, მოწესრიგდი და გავედით, თორემ სკოლაში დაგვაგვიანდება. - ლანგარი საწოლზე დამიდო და თბილად შემომხედა.
- და როცა მსგავსი აზრები გაწუხებს დილით ასე რომ არ უნდა შემეგებო არ იცი?! - ვკითხე ირონიულად და პირველივე კრუასანი მადიანად ჩავკბიჩე.
- სხვა დროს გავითვალისწინებ. - ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და ჩემი ყავა აიღო, ვითომ მე მომიდუღა!
- ეჭვი არ მეპარება. - ყავა ხელიდან გამოვგლიჯე და ფრთხილად მოვსვი.
უხმოდ მადევნებდა თვალს, როგორ მივირთმევდი მის მოტანილ საუზმეს. თვალებში შეშფოთება ეწერა, ვხვდებოდი რომ ჩემზე დარდობდა.
- ნუ დარდობ, კარგად ვარ. - ვუპასუხე ღიმილით. როცა მას ვხედავდი, მართლა მავიწყდებოდა ყველაფერი ცუდი.
- ვინ თქვა, რომ ცუდად ხარ? - სასწრაფოდ შეიცვალა გამომეტყველება და პირველივე კრუასანი პირში გაიქანა, გამეცინა. გადავიხარე და შუბლზე ნაზად ვაკოცე.
მისი მოტანილი საუზმე მალე დავამთავრე და ავდექი. ტანსაცმელი ავიღე და აბაზანაში გავედი. პიჟამა ერთიანად დამსველებოდა. ღამით მართლაც კარგად მინერვიულია! თავი გავაქნიე, ახლა ცხელი შხაპი ნამდვილად გონს მომიყვანდა. სველი საღამური სარეცხის მანქანაში შევაგდე და დუში მოვუშვი.
თბილი წყალი მესიამოვნა. გაყინული კიდურები გამითბა და ცოტა მოვეშვი. გრძელი თმა სუროსავით მეხვეოდა ტანზე, ჟასმინის შამპუნის ნაზმა სურნელმა გამაბრუა. სასიამოვნოა, როცა თბილ წყალს სახეს უშვერ, ამ დროს ცუდი აზრები გონებიდან ქრებიან, საერთოდ არაფერზე ფიქრობ, უბრალოდ თვალებს ხუჭავ და ყველაფერს ივიწყებ. თითქოს წყლის ნაკადი შენს ბნელ ფიქრებს გონებიდან გირეცხავს და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას გაძლევს. სხვა დროს ალბათ ეს თერაპია მიშველიდა კიდეც, მაგრამ ახლა...
წუხანდელი კოშმარული ღამის ნაგლეჯები, ჯერ კიდევ მიელვებდა გონებაში - სისხლით მორწყული ჩაბნელებული ბილიკი... ფეთიანივით ისევ საკუთარ ხელებს ვათვალიერებდი იმის შიშით, რომ იქ სისხლს დავინახავდი. იმ ადამიანის სისხლს რომლის გადარჩენასაც ვერ ვახერხებდი!
ყოველ ღამე ამ კოშმარს ვხედავდი. ხან ირაკლი შემორბოდა ოთახში შეშინებული, ხან დედაჩემი - როცა ირაკლი ჩვენთან არ რჩებოდა. არც ერთისთვის არ მითქვამს რას ვნახულობდი სიზმარში. თავი გავაქნიე და სახე დუშს შევუშვირე. უნდა მეჩქარა, სკოლაშიც წასასვლელი ვიყავი და მალე თუ არ მოვრჩებოდი, ირაკლის ისევ მიეცემოდა საბაბი მანქანა სწრაფად ეტარებინა და ჭკუიდან გადავეყვანე.
დუში გავთიშე. ცხელ წყალს აბაზანის სარკე სულ დაეორთქლა. ჩვევად მქონდა სარკისთვის ხელის გასმა და სულ ველოდებოდი, რომ ზურგს უკან მანიაკი ამესვეტებოდა და ყოველთვის დაძაბული ვაკეთებდი ამ სისულელეს. სარკე გავწმინდე - ჩემი თავის გარდა არავინ შემომყურებდა.
ყოველთვის ხორბლისფერი კანი გამცრეცოდა. სახეზე მკვდრის ფერი მედო. ახლაღა მივხვდი ირაკლი შეშფოთებული რატომ მიყურებდა. საკუთარი ანარეკლი თავად მაშინებდა.
ჩემს გარეგნობაში ყველაზე მეტად თმა და თვალები მომწონდა. თვალები მუქი ლურჯი მაქვს დედასავით, თმა კი ძალიან გრძელი და სწორი რაპუნცელივით, ოღონდ მისგან განსხვავებით, შავი და პრიალა. გამუდმებული ვარჯიშის მიუხედავად, ყოველთვის ნაზი აღნაგობა მქონდა. სპორტის მოყვარული არ ვარ, უბრალოდ კოშმარების თავიდან მოშრებას ვცდილობდი ასე. ყოველ დილას, როცა ირაკლი ჩემთან არ რჩებოდა, გამოფენასთნ პარკში დავრბოდი ხოლმე. უცნაური ხერხია კოშმარებისგან თავის დასაცავად, თუმცა ახლა ჩემს თავში დალაგებული ცოტა რამ იყო. ხანდახან კი, როცა იკა ჩემს გვერდით არ იყო, საერთოდ მიჭირდა რეალობის გააზრება.
ამ ბოლო დროს კი, კიდევ უფრო დავსუსტდი. დედაჩემი სულ დამცინოდა მეზობლის კოკერ-სპანიელი შენზე მეტს იწონისო. ხუმრობას ირაკლი თუ მოჰკრავდა ყურს, მაშინ ხომ მათთან გაჩერება საერთოდ შეუძლებელი ხდებოდა! გრძელი სველი თმა გავიწურე, ტანი გავიმშრალე, ტანისამოსი მოვირგე და გარეთ გამოვედი.
მირანდა სამსახურში წასულიყო. ძალიანაც კარგი! არ მინდოდა ასეთი ფერდაკარგული ვენახე, ისედაც გამუდმებით ჩემზე დარდობდა. ოთახში შევედი და თმის გაშრობა დავიწყე.
- ნუს, - ირაკლის ოთახში შემოსვლა ვერ შევამჩნიე. შევკრთი და უკან მივიხედე - კარგად ხარ?
- კი. - მოკლე პასუხს მისი სახიდან შეშფოთება არ წაუშლია.
- ნამდვილად? - მიპასუხა ალმაცერი ღიმილით, მიყვარდა მისი ეს გამომეტყველება, თან მაცდური, თან საყვარელი და მაინც სევდიანი. აუჩქარებლად მომიახლოვდა და სავარცხელი გამომართვა - ტყუილი შენი საქმე არ არის.
- იკა, მგონი შეყვარებული ვარ.
- რა? - დასავარცხნად გაწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა და გაფხორილმა შემომხედა.
- აკი, ტყუილი შენი საქმე არ არისო? - ავხედე სიცილით.
- ეგ არ ითვლება! - ჯუჯღუნით გააგრძელა თმების დავარცხნა - ეგ სავსებით შესაძლებელია! - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ.
- არა მგონია, - სავარცხელი გამოვართვი და ტუმბოზე დავტოვე - ჩემს გულში მთელი ადგილი შენ გიკავია. არამგონია კიდევ ვინმე ჩაეტიოს.
- შევიფერო? - შემომხედა ეშმაკურად, შემდეგ თბილად გამიღიმა და გულში ჩამიკრა - ვიცი რასაც გულისხმობ, მეც იგივე პრობლემა მაქვს და თუ ათ წუთში სახლიდან არ გავალთ გაცილებით სერიოზული პრობლემა გექნება სკოლის დირექტორთან!
- კარგი...
- ნუს, - ჩანთა გამომართვა და თვითონ გადაიკიდა მხარზე - ვიცი რომ კარგად არ ხარ, მაგრამ იქნები. პირობას გაძლევ, რომ ამას გადაიტან, ერთად გადავიტანთ! - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მტკიცედ ჩამხედა თვალებში - ყველაფერს მოვაგვარებ, კარგი?
- კარგი.
ცრემლები ძლივს შევიკავე, მთელი ძალით ვცდილობდი ტკივილის დამალვას, მაგრამ როცა ასე მიყურებდა, ჩემი ნიღბისგან აღარაფერი რჩებოდა. ყველაზე მეტად ჩემს სახეზე ცრემლი ეზიზღებოდა, ამ დროს თვალებში პანიკური შიში უდგებოდა, მეც ვცდილობდი მის თანდასწრებით თავი შემეკავებინა.
- კარგი, მზად ვარ, სკოლაში წავიდეთ. - მისი ხლართებისგან თავი გავითავისუფლე და პირველი წავედი კარისკენ.
- საჭესთან მე ვჯდები! - სწრაფი ნაბიჯით ჩამიარა და ენა გამომიყო, გამეცინა.
თბილისი, როგორც ყოველთვის ხმაურიანი და გადატვირთული დაგვხვდა. კიდევ კარგი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ გვიწევდა მგზავრობა. დილაობით ნამდვილი საგიჟეთი იყო!
გზები არც ისე გადატვირთული იყო. სკოლაში ჩვეულებრივზე მალე მივედით. ვოლვო პარკინგზე დავაყენეთ და მანქანიდან გადმოვედით. სკოლა სულს მიხუთავდა. აქ ყველას ვეცოდებოდი და თანაგრძნობის გამოხატვას ცდილობდნენ, რაც საშინლად მაღიზიანებდა! არ მჭირდებოდა მათი შეცოდება და თავზე ხელის გადასმა, უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ, რასაც ირაკლი თავს მშვენივრად ართმევდა.
აქედან გაფუჭდა ჩემი ხალხთან ურთიერთობა. მას შემდეგ ძალიან ჩავიკეტე. აღარ ვიყავი ისეთი მხიარული და ლაღი, როგორიც ადრე. აღარ დავდიოდი მეგობრებთან ერთად გასართობად. ყველას და ყველაფერს ჩამოვშორდი. მასწავლებლებიც ხედავდნენ ჩემს დამოკიდებულებას და ანგარიშს მიწევდნენ, ზედმეტად არავინ მაწუხებდა.
ეს იყო მიზეზი, რომ მე და ირაკლი თავისუფლად ვერთობოდით გაკვეთილებზე და არავინ არაფერს გვეუბნებოდა, აი ზურგს უკან კი გაქაფული ჩურჩულებდნენ - „საწყალი, მამა მოუკლეს! ეგ ბავშვიც კინაღამ ზედ დააყოლეს! მკვლელი დღემდე ვერ დაიჭირეს! ალბათ, რა დღეშია დედამისი. ამიტომ გახდა ერთ დროს მხიარული გოგონა ჩაკეტილი და უბედური!“. ამის მსგავსი ბევრი მომისმენია შემთხვევით.
თავიდან ვბრაზდებოდი. ხალხი ზიზღს იწვევდა ჩემში. დამპალი არამზადები, რომლებსაც ახალი სენსაციური საჭორაო გაუჩნდათ და შეეძლოთ თავიანთი პირადი, საცოდავი ცხოვრებისგან ცოტახნით მაინც დაეღწიათ თავი სხვისი შეცოდებით. ვღიზიანდებოდი, ვბრაზობდი, სიმწრისგან ვტიროდი კიდეც, შემდეგ ნელ-ნელა მივეჩვიე და მხოლოდ ირონიულად მეცინებოდა ხოლმე.
ასეთ დროს მხოლოდ ირაკლი იდგა ჩემს წინ ფარივით. ის მიცავდა, მიფრთხილდებოდა, მამხიარულებდა და ცხოვრების გაგრძელებას მაიძულებდა, ჩემი ერთგული მეგობარი. ის იყო ჩემი მხსნელი და იმედი, რომელსაც სიცოცხლესაც მივცემდი, თუ დასჭირდებოდა. მიუხედავად ირაკლის თავდადებული მცდელობებისა, გადატანილ სტრესს ვერაფერს ვუხერხებდი, სწორედ ამიტომ მესიზმრებოდა ღამით საშინელი კოშმარები და კივილით მეღვიძებოდა.
112-ე საჯარო სკოლა ჩვეულებრივზე ხმაურიანი დაგვხვდა. ბავშვები გადარეულებივით დარბოდნენ წინ და უკან. ეს სიტუაცია უარესად მაღიზიანებდა. ერთადერთი ის მამშვიდებდა, რომ ამ წელს სკოლას მოვრჩებოდი და სამუდამოდ მოვშორდებოდი ამ ჯოჯოხეთს!
ირაკლის ძმაკაცები შემოეხვივნენ. ბიჭებს თავი ავარიდე, გვერდი ავუქციე და კლასისკენ წავედი. კლასი ნახევრად სავსე დამხვდა. ბავშვები ერთმანეთს უდარდელად ესაუბრებოდნენ, იცინოდნენ, მხიარულობდნენ. ასეთ დროს თავი ყოველთვის უცხოპლანეტელი მეგონა, თითქოს ჩემსა და მათ შორის დიდი უფსკრული გაჩენილიყო, რომლის ცალ მხარეს მე ვიდექი, მეორე მხარეს კი, მთელი დარჩენილი სამყარო. ერთი ამოვიოხრე და ჩემი ადგილი დავიკავე - სულ უკან, ფანჯარასთან. აქ, მეტი სიმყუდროვე იყო, რაც ძალიან მსიამოვნებდა.
- ირაკლი სად არის? - თავი ავწიე. ინა ჩემს გვერდით დასკუპებულიყო და ინტერესით ათვალიერებდა კლასს - როგორ მოხდა, რომ ახლა აქ არ ზის და თავისი გონებამახვილური კომენტარებით არ მიბურღავს ტვინს?
ინა ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო ჩემს ერთფეროვან სამყაროში. საშაუალო სიმაღლის, ჩვეულებრივი, უბრალო გოგო, მოკლე ყავისფერი თმით და ციმციმა შავი თვალებით. ირაკლის გარდა მხოლოდ ინასთან მქონდა ნორმალური ურთიერთობა. მართალია, მასთან ბოლომდე გახსნილი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მას ეს დიდად არც ადარდებდა, უფრო სწორად, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი და ზედმეტი კითხვებით არ მაწუხებდა. უბრალოდ ვმეგობრობდით და ეს ორივეს მოგვწონდა.
- გიორგი და დაჩი შეხვდნენ ეზოში და ამოვა ალბათ მალე.
- გასაგებია, - ცხვირი შეჭმუხნა და დაკვირვებით შემომხედა - ისევ ლამაზი სიზმრები ნახე ხომ? სახეზე ფერი არ გადევს.
- როგორც ყოველთვის. - ვუპასუხე ღიმილით.
- შესანიშნავია! კარგი, მოთმინებით დავიცდი როდის დამთანხმდები ფსიქოლოგთან ვიზიტზე.
- დიდი ხანი მოგიწევს ცდა! - შევუბღვირე გაღიზიანებულმა.
ნერვებს მიშლიდა ის ფაქტი, რომ ჩემს პრობლემებზე ვინმესთან უნდა მესაუბრა. კერძოდ კი, ადამიანთან ვისაც ცხოვრების ნახევარიც არ ჰქონდა ნანახი და წიგნიდან ამოკითხული ბრძნული იდეებით უნდა გავეჭყიპე! ამის გაფიქრებაც საკმარისი იყო, რომ წონასწორობა დამეკარგა და ავფეთქებულიყავი. ამჯერად თავი შევიკავე და ენას კბილი დავაჭირე.
- ვნახოთ, ვნახოთ და იკაც მოვიდა! - მარჯვნივ გავიხედე და ირაკლი დავინახე, შუბლშეკრული მოიკვლევდა ჩვენსკენ გზას. ინა ადგა და წინ დამიჯდა. ირაკლი კი თავის ადგილზე დაეხეთქა გაფხორილი.
- რა გეტაკა? - მიაგება ინამ - კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ხომ არ მიიწებე?
- შემეშვი რა! - შეუბღვირა გაღიზიანებულმა.
- დღეს რა ჯანდაბა გჭირთ ორივეს? - გაბუტულმა შეგვიბღვირა - უჟმურებო! - მოგვახალა ნაწყენმა და თავის მერხთან გადაჯდა.
- რა მოხდა?
- არაფერი. - მიპასუხა კუშტად და თვალი ამარიდა.
- მატყუარა, - ღიმილით დავიხარე მისკენ - რა იყო, ისევ კატოსთან იჩხუბე? რით ვერ დალაგდით თქვენ ორნი?
- რა ჩემი ბრალია?! ისტერიკებს მიმართავს სისულელეებზე, თავი მომაბეზრა უკვე! - გაღიზიანებულმა ჩანთა მაგიდაზე მოისროლა და სკამზე გაფხორილი გადაწვა. გამეცინა.
- ძაღლი ახსენეო! - ვანიშნე კატოზე, რომელიც ის იყო კლასში შემოვიდა, ნამტირალევი თვალები სასწრაფოდ შეიმშრალა. გრძელი ქერა თმა ამაყად გადაიყარა უკან და წელში გამართული თავის ადგილას დაჯდა.
- დრამატიზმიც ასეთი უნდა! სასაცილო წყვილი ხართ რა. - უცებ გავმხიარულდი.
- ჰაჰ, ძალიან სასაცილოა! - შემომიბღვირა გაბრაზებულმა.
- ეცადე მეტი დრო მასთან გაატარო ვიდრე ჩემთან. არამგონია ეს ფაქტი რამენაირად სიამოვნებდეს გოგოს, რომლესაც სიგიჟემდე უყვარხარ! - დავმოძღვრე სარკასტრულად.
- როგორ?! - გაბრაზებულმა შემომიბღვირა - შენთან რამდენ დროს გავატარებ ეგ არავისი საქმე არაა და მათ შორის, არც შენი! და თუ ვინმეს რამე არ სიამოვნებს იძი გულაი რა! - თვალები გადავატრიალე და წიგნი უინტერესოდ გადავშალე.
- შე უბედურო, გატყობ ჩემს გამო მარტოობაში ამოგხდება სული!
- ხოდა მომყვები უკან, - შემომხედა აციმციმებული თვალებით - შენ თუ გგონია, რომ ჩემს დაუკითხავად ვინმე გაგეკარება ცვეტში ცდები! - ჩემი აწკეპილი წარბები რომ შენიშნა, მუქარით დაამატა - რამე პრეტენზია ხომ არ გაქვს?
- არანაირი. - გამეცინა და თავში წავუთაქე.
- ვერც ვერანაირი! - უდარდელად დაამთქნარა და პასტა-ფურცელი მომიჩოჩა - მიდი, დაიწყე, შენი ჯერია.
მთელი უაზრო გაკვეთილები ჩამოხრჩობანას თამაშში გავატარეთ. უკანა მერხზე კომფორტულად ვისხედით. მასწავლებლები არ გვიმჩნევდნენ და არც ჩვენ ვიწუხებდით თავს აქტიურობით. თუმცა, ორივეს კარგი ნიშნები გვყავდა. გაკვეთილებზე კატო ჩუმ-ჩუმად აპარებდა თვალს ჩვენკენ. ირაკლი სიგიჟემდე უყვარდა, ამას მის თვალებში ვხედავდი. მე და მას არასოდეს გვქონია ცუდი ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს კლასელი იყო, მაგრამ არც იმდენად კარგი ურთიერთობა გვქონდა, რომ ჩემთან მოსულიყო და დახმარება ეთხოვა ან მაგის მსგავსი, თუ რავიცი, გოგოები როგორ კერავენ ხოლმე ბიჭებს.
ასეთი რამეები არასოდეს მეხერხებოდა და არც სურვილი გამჩენია ოდესმე. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ჩვენმა პარალელურმა კლასელმა, ვალენტინობის დღეს, კლასში მომართვა დიდი, წითელი ვარდების თაიგული და მაშინაც ირაკლიმ კბილები დააყრევინა და ისე გაისტუმრა საკლასო ოთახიდან. ასე რომ, დიდი შანსი მქონდა-თქო, ვინმესთან ურთიერთობის მოგატყუებთ. და არც მაწუხებდა ეს ფაქტი.
ირაკლი ყოველთვის ქორივით დამტრიალებდა თავს და არავის უშვებდა ახლოს. დავცინოდი, იმდენად ხარ გადმორთული ჩემზე, რომ პირადი ცხოვრების დრო აღარ გრჩება-მეთქი, მაგრამ ეგ დიდად არც ადარდებდა. ნუ გეშინია, ვაჟიშვილი სიკვდილს არ ვაპირებ და ჩემზე ნუ იღელვებო მომაძახებდა.
პატარები რომ ვიყავით ჩემთან ახლოს ცხოვრობდა და ამიტომ სულ ერთად ვთამაშობდით ხოლმე. ყველამ კარგად იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ გოგოები მაინც ეჭვიანობდნენ ჩემზე. ირაკლის კატო მართალია არ უყვარდა, მაგრამ მოსწონდა, მაგრამ ჩემ გამო, მასთან დროს იშვიათად ატარებდა. სწორედ ამიტომ ჰქონდათ ხშირად კონფლიქტი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კატოს მთელი გულით ვძულდი, ნაწილობრივ სამართლიანადაც!
ბოლო გაკვეთილი მთავრდებოდა, როცა კარი გაიღო და სასწავლო ნაწილი კლასში შემოვიდა. ყველა გაოცებული მას მიაშტერდა. ის არასოდეს გვსტუმრობდა, თუ რამე სერიოზული არ ხდებოდა. ბავშვები აფორიაქდნენ და ერთმანეთს გადახედეს. წინა დღეს ჩვენმა კლასელებმა იჩხუბეს და ახლა ყველას შიშმა დაუარა ტანში, დირექტორმა რამე ხომ არ გაიგო, რომ ის ჩამოგდებული კარი და დალეწილი მერხები ჩვენს სინდისზეაო.
- დიდი ბოდიში, მარინა, - მასწავლებელს მოუბოდიშა სასწავლო ნაწილმა - მაგრამ შენი მოსწავლე დროებით უნდა წაგართვა. ნაკაშიძე, თუ შეიძლება გამომყევი.
მომიტრიალდა სერიზული სახით, გაოცებულმა ჯერ მას შევხედე, მერე ირაკლის გადავხედე. კლასს ჩურჩულმა გადაურბინა. ყველა გაოცებული და დაბნეული მომაშტერდა. ირაკლიმ შუბლი შეიკრა და ფეხზე წამოდგა.
- სად მიგყავთ?
- ეს შენ არ გეხება, ასათიანი! - გაღიზიანდა სასწავლონაწილი.
- მეხება, სად მიგყავთ მეთქი?
- არ გინდა! - ხელი წავავლე და გავაჩერე - მალე მოვალ ან დაგირეკავ. - ჩავჩურჩულე და სასწავლო ნაწილისკენ წავედი. ირაკლიმ მაშინვე ხელი მტაცა და გამაჩერა.
- მაშინ მეც მოვდივარ! - უპასუხა ჯიქურ - თქვენის ნებართვით!- დააყოლა ცივი ღიმილით, კარისკენ წავიდა და მეც თან წამათრია.
ბავშვებმა ჩურჩულით გამოგვაყოლეს თვალი. სასწავლო ნაწილმა ერთი შეუბღვირა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. კარგად იცნობდა ირაკლის, იცოდა, რომ მასთან ჯაჯგურს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ერთი ამოიოხრა და დაბღვერილი დირექტორის კაბინეტისკენ გაგვიძღვა, ჩვენც უკან მივყევით. ირაკლი ხელს არ მიშვებდა, მეც ჩაფიქრებული მას მივყვებოდი. ვერაფრით ვხვდებოდი ჩემგან რა უნდოდათ. როგორც მახსოვდა, არაფერი დამიშავებია.
დირექტორის კაბინეტს რომ მივუახლოვდით, სასწავლო ნაწილმა კარი შეაღო და შიგნით შეგვიშვა. როგორც კი ოთახში შევედი დაზაფრული ადგილზე გავშეშდი, შიშის ტალღა მაშინვე გულზე მეტაკა, კაბინეტში პოლიციელები დამხვდნენ. დირექტორი შუბლშეკრული თავის სავარძელში იჯდა და შეტყუპებულ თითებს ფიქრიანად დასცქეროდა.
- აქ რა ხდება? - ირაკლიც გადაფითრდა. ორივეს ერთი ცუდი აზრი გვიტრიალებდა თავში - მირანდა!
- ჩვენ ნაკაშიძესთან გვსურს საუბარი. - ოფიციალური ტონით მიმართა ერთ-ერთმა.
- არ მაინტერესებს თქვენ რა გსურთ, ამიხსენით აქ რა ხდება!
- მკაცრად მოვითხოვთ დაგვტოვოთ!- შეუტია პოლიციელმა.
- ძალიან დიდი ბოდიში, რომ ვერევი, - დირექტორმა სათვალე მოიხსნა და წამოდგა - არ ვიცი რამდენად ერკვევით სიტუაციაში, მაგრამ ჯობია ეს ბიჭი გოგოსთან დარჩეს.
- დიდი მადლობა, ქალბატონო მაკა, მხარდაჭერისთვის, - ღიმილით გადახედა დირექტორს ირაკლიმ - ახლა თქვენ გისმენთ, რისთვის დაიბარეთ ნაია?!
- კარგი, მაშინ რა გაეწყობა - თქვა მეორე პოლიციელმა შემრიგებლური ტონით - რამდენიმე კითხვის დასმა გვსურს მამათქვენის შესახებ.
- მამაჩემის? - გაოცებულმა პირველად ამოვიღე ხმა. შიში გამიქრა და გულზე მომეშვა, როგორც ჩანდა დედას არაფერი ემუქრებოდა. ირაკლიც მოეშვა და ჩაბღუჯული ხელი ოდნავ შემიშვა.
- დიახ, მამათქვენის. - დამიდასტურა ერთ-ერთმა - თუ შეიძლება დანარჩენებმა დაგვტოვეთ. - პოლიციელი დირექტორს და სასწავლო ნაწილს მიუბრუნდა - არ მინდა ამის განყოფილებაში გაკეთება, დიდი ბოდიში, რომ გაწუხებთ მაგრამ ასეა საჭირო. - დირექტორმა ერთი გამოგვხედა და კარისკენ წავიდა, თან სასწავლო ნაწილიც უკან გაიყოლა.
- ძალიან კარგი, - ჩაილაპარაკა მეორემ - მე, დავით სონგულია გახლავართ, თბილისის მთავარი განყოფილების გამომძიებელი. ეს სანდრო გელოვანია, ჩემი მეწყვილე. არ მინდოდა თქვენი აქ მოყვანა, მაგრამ დრო არ იცდის. თუ შეიძლება დასხედით.
ირაკლი დაბნეული და გაღიზიანებული ჩამოჯდა სავარძელზე და მეც გვერდით მომისვა. გამალებული ვფიქრობდი. რა ჯანდაბა უნდოდათ ამდენი ხნის შემდეგ?! ასე უბრალოდ მომადგნენ და რამდენიმე წლის წინანდელ მომხდარ მკვლელობაზე კითხვებს მისვამდნენ. რაღაც რიგზე ვერ იყო!
- ვერ გავიგე, რა გინდათ ჩემგან? - ვკითხე დეტექტივს.
- მამათქვენი სამი წლის წინ მოკლეს. თქვენ ამ დროს იქ იმყოფებოდით და დაშავდით კიდეც. ერთი თვე საავადმყოფოში იწექით. პოლიციას კი განუცხადეთ, რომ მკვლელი არ დაგინახავთ და საერთოდ, ძალიან ცოტა რამ გახსოვდათ იმ ღამის შესახებ.
- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და რაც ვიცოდი ყველაფერი ვუთხარი პოლიციას, ახლა რატომ მისვამთ კითხვებს?
- თქვენ დაგჭრეს! შეუძლებელია ამ დროს მკვლელის სახე არ დაგენახათ, ეს უბრალოდ აფსურდია, თქვენ იცით ეს ვინც ჩაიდინა, მაგრამ მაინც ჯიუტად არ გსურთ მისი ვინაობის გამხელა და რაც უფრო საკვირველია, წარმოდგენა არ მაქვს ამას რატომ აკეთებთ!
დეტექტივი ცივი მზერით ჩამაკვდა თვალებში. ირაკლი დაძაბული იჯდა და პირველად ცხოვრებაში, არ იცოდა რა ეთქვა. ამ თემაზე მასთანაც კი არ მისაუბრია. არც მან იცოდა რა მოხდა სამი წლის წინ და ამ თემაზე კითხვის დასმასაც ვერ ბედავდა, გარემოებებიდან გამომდინარე...
- ხმამაღალი განაცხადია, - ჩავიცინე ირონიულად - და მაინც, ახლა რატომ მისვამთ კითხვებს? - გავუმეორე ცივად, ვითომ მისი კითხვა არც გამიგია. სონგულიას სახეზე გაღიზიანება შეეტყო.
- თქვენ მამა მოგიკლეს და არ გსურთ მკვლელის ვინაობის გამხელა? როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?!
- საკმარისია! - დაისისინა ირაკლიმ და ფეხზე წამოიჭრა - გაეთრიეთ აქედან.
- წყნარად! - დაიღრინა დეტექტივმა და ისიც წამოდგა - ეს ქუჩის გარჩევები არ გეგონოს, დაუფიქრდი ვის ელაპარაკები!
- და ვის ველაპარაკები?! - ირაკლი გაღიზიანებული აექოჩრა - შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და იპოვეთ დამნაშავე! ამის ნაცვლად აქ მოდიხართ და ნაიას ადანაშაულებთ მკვლელის ვინაობის დაფარვაში! და კითხვა გიჩნდება ვინ მგონიხარ?
- ჩვენ ვცდილობთ ჩვენი საქმის ზედმიწევნით შესრულებას, მაგრამ თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებთ ასე არაფერი გამოვა! - დეტექტივი ცდილობდა შემრიგებლური ტონით დაეშოშმინებინა სიტუაცია, მეორე დეტექტივიც აღელვებული ჩანდა.
- საინტერესოა, სამი წლის შემდეგ რატომ გიჩნდებათ მსგავსი კითხვები? რა მოხდა?
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და არ მაქვს უფლება გაგიმხილოთ. - აწეული წარბებით უპასუხა სონგულიამ. ირაკლიმ ირონიულად ჩაიცინა.
- გაეთრიეთ აქედან! - იფეთქა მოულოდნელად.
- შარში ჰყოფ თავს! - კბილებში გამოსცრა დეტექტივმა მუქარით.
- ახლავე გაეთრიე აქედან! - დაისისინა ირაკლიმ და სახე ლამის სახეზე მიადო - არ გავიმეორებ იცოდე!! ნუ მაიძულებ თავ-ყბა გაგიერთიანო!
- წავედით დავით, სხვა დროს იყოს. - მკლავში წაავლო ხელი მეწყვილემ და გასასვლელისკენ უბიძგა.
- ეს ასე არ დამთავრდება! - სანამ კარში გავიდოდა გაცეცხლებული მოგვიბრუნდა ორივეს - თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ?! თქვენი ქმედებით შესაძლოა კიდევ ვინმე დაზარალდეს, თუ გონს არ მოხვალ სულელო გოგონავ! - მომახალა გაცეცხლებულმა და კარი გაიჯახუნა.
როგორც კი კარი მიიხურა მოწყვეტით ჩავეხეთქე სავარძელში და სახეზე ხელები ავიფარე. ნეტავ რა მოხდა? ახლა რატომ მოვიდნენ ჩემს დასაკითხად? თან პირდაპირ სკოლაში? რაღაც ხდებოდა, რაღაც რასაც ჯერ ვერცკი ვხვდებოდი. ირაკლიმ ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელები ჩამომაწევინა.
- ყველაფერი რიგზეა, აქედან წაგიყვან, კარგი? - თავი დავუქნიე. წამოდგა და მეც წამომაყენა. ხელები ჯერ კიდევ უკანკალებდა სიბრაზიზგან. ის იყო გარეთ გასვლა დავაპირეთ, რომ კარში დირექტორს შევეჩეხეთ.
- მშვიდობაა? - დაკვრვებით შემოგვხედა ორივეს.
- დიახ, დიდი მადლობა, ქალბატონო მაკა, თუ შეიძლება ჩვენ წავალთ.
- კი მაგრამ...
- ძალიან გთხოვთ! - ირაკლიმ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ქალს.
- კარგი. - უპასუხა პაუზის შემდეგ და გზიდან ჩამოგვეცალა.
კლასში დავბრუნდით. ბავშვებმა ჩვენს დანახვაზე მაშინვე კითხვები მოგვაყარეს, თუმცა ყურადღება არავისთვის მიგვიქცევია. ინა გაშეშებული იდგა და არ იცოდა რა ეთქვა, ახლა მასთან ლაპარაკის დრო არ იყო. ჩვენი ნივთები სწრაფად ავიღეთ და კლასიდან გამოვედით. ცოტახანში ირაკლი უკვე მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას გზატკეცილზე. ფიქრებში გართულს ყურადღება არ მიმიქცევია როგორ ათამაშდა სპიდომეტრზე ისარი, სანამ ირაკლიმ მოწყვეტით არ დაამუხრუჭა. გულგახეთქილი მაშინვე გონს მოვეგე. კინაღამ მოხუც ქალს დავეჯახეთ.
- ამის დედაც! - გაცეცხლებული მანქანიდან გადავიდა, შეშინებულმა მეც გავაღე კარი და გადმოვედი.
- ბებო კარგად ხარ? - ჰკითხა აღელვებულმა, შეშინებული მოხუცი ერთ ადგილზე აბუზულიყო და ერთიანად ცახცახებდა.
- კი, კი უბრალოდ ძალიან შემეშინდა.
- დიდი ბოდიში, ვერ შეგამჩნიე. სახლში მიგიყვან, მითხარი სად ცხოვრობ?
- არაუშავს შვილო, ჩემი ბრალი იყო, დავბერდი და გამოვჩერჩეტდი, ასე უკვე მეოთხედ მემართება.
- რას ამბობთ, - ჩავერიე საუბარში, მოხუცი ქალი ძალიან შემეცოდა - გვითხარით სად ცხოვრობთ სახლში მიგიყვანთ.
- აქვე ვცხოვრობ შვილო, პირდაპირ კორპუსში, არ მინდა, გმადლობთ, ჩემით მივალ.
ირაკლიმ არ დაანება, გზაში პროდუქტებიც უყიდა და სახლამდე მიაცილა. მე მანქანაში დავრჩი. თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, სიარული თუ შემეძლო. გონებაში კინოფირივით დამიტრიალდა წარსული, ის ბნელი ღამე... ტყვიის გამაყრუებელი წივილი და შუა გზაზე ჩაკეცილი მამაჩემი. თავი მუხლებზე დავიდე და ღრმად ჩავისუნთქე, ბნელი მოგონებები გონებიდან უნდა გამომებერტყა!
გაწვიმდა. საქარე მინას წვეთები გამეტებით ეხლებოდა. ვცდილობდი იმ საშინელ ღამეზე არ მეფიქრა, მაგრამ ერთი კადრი მეორეს ცვლიდა - ისევ ტყვიის ზუზუნი, ფერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მახსოვს, როგორ შემეღება თეთრი მაისური წითლად, მაგრამ ამისთვის არ მეცალა, მამაჩემი მაშინებდა, რომელიც ასფალტზე გაუნძრევლად იწვა. ჩემთან გულგახეთქილი არ მორბოდა, არც შეშინებული მეძახდა, უბრალოდ მშვიდად იწვა და არ ინძრეოდა. რაც ყველაზე მკვეთრად დამამახსოვრდა ეს სიცილი იყო, ცივი, უგულო სიცილი. შემდეგ თვალებში დამიბნელდა და გული წამივიდა. უცებ კარი გაჯახუნდა და მთელი სხეულით შევკრთი. ირაკლი დაბრუნებულიყო.
- ნუს, კარგად ხარ? - მკითხა შეშფოთებულმა.
- კი.
- ერთიანად კანკალებ, რა დაგემართა?
- არაფერი, წვიმის ბრალია, ცოტა შემცივდა.
- გასაგებია. - ირაკლიმ მრავალმნიშვნელოვნად შემავლო თვალი ხელზე, რომელსაც გაუცნობიერებლად ვიჭერდი ფერდზე.
აღარაფერი უთქვამს, უხმოდ დაქოქა მანქანა. წარმოდგენა არ მქონდა სად მივყავდი, არც მაინტერესებდა. მსიამოვნება თავსხმა წვიმაში მგზავრობა. თვალს ვაყოლებდი წვეთებს, რომელიც მანქანის მინას ეცემოდნენ და სველ კვალს ტოვებდნენ შუშაზე. ზეცა ჩემს ნაცვლად ტიროდა, იმ წამს ძალიან მინდოდა მეკივლა, მეყვირა, რამე დამელეწა, მაგრამ ამის ნაცვლად უხმოდ ვიჯექი და კბილების ღრჭიალით ვიკავებდი სულში დაბუდებულ ტკივილს. სასოწარკვეთილებისგან ლამის გავგიჟებულიყავი, თითქოს საკუთარ სხეულში მოვემწყვდიე და ვერ ვთავისუფლდებოდი. იმ კოშმარული ტრაგედიისგან თავს ვერ ვიხსნიდი, მისი ბნელი მარწუხები მძლავრად ჩამჭიდებოდნენ გულზე და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ.
იქნებ მართლაც იყო რაღაც, რაღაც ამ ბნელი კვარტლის იქით, მაგრამ როგორც არ უნდა მდომოდა შორს გახედვა, ამ ციხეს თავს ვერ ვაღწევდი. სიძულვილმა იმდენად მჭიდროდ მომაწყვიდა თავის მარწუხებში, რომ აქედან თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი.
ირაკლის გავხედე, შუბლშეკრული და დაძაბული იყურებოდა საქარე მინაში და ხელებს ძლიერად უჭერდა საჭეს. ჩემზე დარდობდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, როდემდე უნდა მეტანჯა ჩემი წარსულით?! ის არ მყოფნიდა, რომ საკუთარ ცხოვრებას ნელ-ნელა ვანადგურებდი?! ახლა მასაც ვუწამლავდი სიცოცხლეს! ჩემში დაბუდებული დემონები არასოდეს დამანებებდნენ თავს, სანამ ამას მე არ მოვისურვებდი. ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდებოდა, როცა მას შევხვდებოდი. მას, ვინც მამა თვალწინ მომიკლა, ვისგანაც გვერდში მოზრდილი ნატყვიარი დამრჩა სამახსოვოროდ. მაშინ დამთავრდებოდა ყველაფერი, ან ჩემთვის ან მისთვის.
იქნებ, ამის შემდეგ მაინც შემძლებოდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა? იქნებ, იმ ღამით დაწყებული ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო?! ყოველ დღე ველოდებოდი მის დაბრუნებას. ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა. მე კი მოთმინებით ვიჯექი და ვუცდიდი. მაგრამ ამით ირაკლის დიდ ტკივილს ვაყენებდი, ვუყურებდი და ვხედავდი მის სულში რამხელა სევდა და დარდი ტრიალებდა. ბევრჯერ ვეცადე ცხოვრების გაგრძელება, მისი გულისთვის, რომ მისთვის ტკივილი აღარ მიმეყენებინა, მაგრამ არ გამომდიოდა.
ჩემი სიძულვილი ჩემზე ძლიერი იყო და ამას ვერაფერს ვუხერხებდი. თავი მოვაბრუნე და თვალები დავხუჭე. შევეცადე სულ ცოტახნით მაინც არ მეფიქრა იმ ჯოჯოხეთზე, რომელშიც ვცხოვრობდი. ნელ-ნელა წვიმის წკაპუნი შეწყდა, ყველაფერი დადუმდა და გაირინდა, როგორც მიყრუებულ სასაფლაოზე. ისე ჩამძინებოდა ვერც მივხვდი. თვალი რომ გავახილე უკვე საღამოვდებოდა. ირაკლის მანქანა გაეჩერებინა და ფიქრიანი მზერა საჭისთვის გაეშტერებინა.
- იკა? - ზმორებით გავსწორდი წელში. გვერდულად წოლისგან ფერდები საშინლად მტკიოდა - დიდხანს მეძინა? სად ვართ? - ფანჯარაში გავიხედე, გარემო არ მეცნო. გარშემო მხოლოდ ვრცელი მინდორი მოჩანდა, ოღრო-ჩოღრო გზა კი მაღლა გორაკისკენ მიიკლაკნებოდა.
- ვიფიქრე, აქ წამოსვლა შენთვის კარგი იქნებოდა. - გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა და ღიმილით გამომხედა.
- სად ვართ?
- წამო. - მანქანის კარი გააღო და გადავიდა, მეც გადმოვედი და გაოცებული გავშეშდი.
ახლაღა შევამჩნიე ჩემს წინ ამაყად წამომართული ჯვრის მონასტერი. გულში სითბო ჩამეღვარა. ძალიან ლამაზი იყო. უკვე ბნელდებოდა და ლამპიონებიც აენთოთ. ტაძარი ოქროსფერ სხივებში გახვეულიყო და თვალისმომჭრელად ელვარებდა.
- ახლა ღია იქნება? - იმედით გავხედე ირაკლის.
- არა, გვიანია, მაგრამ ზემოთ ავიდეთ, ლამაზი ხედია. მცხეთა კარგად ჩანს.
ქონგურებიდან მართლაც იდეალური ხედი იშლებოდა. დამავიწყდა რა მომაჯადოვებლად ლამაზი იყო აქაურობა, როგორ სიმშვიდეს ასხივებდა ეს ადგილი, თითქოს ყველაფერი ცუდი სხვა განზომილებაში დარჩა. აქ არ არსებობდა ბოროტება და არ არსებობდნენ ბოროტი სულები. მე და ირაკლი ყველაზე მაღალ ქონგურზე ავედით და იქ ჩამოვჯექით. მთელი მცხეთა ხელის გულივით მოჩანდა.
- მიყვარხარ! - ირაკლის მივეხუტე და მხარზე თავი დავადე - ახლა მარტო ეს მჭირდებოდა და ვერ ვხვდებოდი.
- ვიცი, - ღიმილით გადამისვა თავზე ხელი და მკერდზე მიმიხუტა. სუსტი სიო ნაზად მელამუნებოდა სახეზე. სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
- შეიძლება აქ გვიანობამდე დავრჩეთ?
- რამდენი ხანიც გინდა დავრჩეთ. - მითხრა ხმადაბლა და შუბლზე მაკოცა.
- ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში.
- ეგ ისედაც ვიცი, რამე ახალი მითხარი. - მიპასუხა სიცილით, გამეღიმა.
- იკა...
- ჰო.
- არასოდეს მითქვამს შენთვის მადლობა. - ჩავილაპარაკე სევდიანად.
- მადლობა? რისთვის?
- იმისთვის, რომ არსებობ, იმისთვის, რომ მუდამ ჩემს გვერდით ხარ და უძლებ ჩემს ცხოვრებას და მიძლებ მე, ამისთვის.
- და შენ გინდა, რომ მხოლოდ მადლობით გამოძვრე სიტუაციიდან? - მკითხა წარბაწეულმა. გამეცინა.
- ჰო, მადლობა ძალიან ცოტაა, შენს წინაშე ბევრად მეტი მმართებს.
- მართალი ხარ, - თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა - მაგალითად: ღიმილი, ბედნიერი გამომეტყველება, სიცოცხლით სავსე მზერა. ბევრად მეტი გმართებს ვიდრე უბრალო მადლობა - დაამატა სევდიანად.
გული მეტიკნა. ირაკლის ტანჯულ გამომეტყველებას ვეღარ ვუძლებდი. რეალურად დავინახე რა დავმართე ჩემს მეგობარს და სული მომიკვდა. ყოველღამე ის იყო ჩემს კართან ატუზული კივილის მოლოდინში, ყოველ ღამე შემორბოდა ოთახში, რომ კოშმარებისგან თავის დაღწევაში დამხმარებოდა. ის მედგა ფარივით ყველგან და ყოველთვის როცა მჭირდებოდა და როცა არ მჭირდებოდა. მისით ვსუნთქავდი და მისი წყალობით ვაგრძელებდი ცხოვრებას. ირაკლი რომ არა, ალბათ ბოღისგან და ტკივილისგან დიდი ხნის წინ ჭკუიდან შევიშლებოდი.
როცა საავადმყოფოში დაჭრილი ვიწექი, ერთი თვის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებია. მთელი ერთი თვე სკამზე ეძინა და მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიდიოდა სახლში და რამდენიმე წუთში ისევ ჩემთან ბრუნდებოდა. ის ამხნევებდა მირანდას და მეც. მთელი ამ დროის განმავლობაში მე ისე არ მიჭირდა როგორც მას. ვუყურებდი თვალებში ჩემს მეგობარს და ვიაზრებდი, რომ მასთან სიცოცხლით ვიყავი დავალებული და ამ ვალს ვერასდროს გადავუხდიდი. თვალი ავარიდე და ვეცადე ცრემლები დამემალა. არ გამომივიდა, სახე დამიჭირა და თვალებში ჩამაცქერდა.
- არაა საჭირო თავის შეკავება, ნუ ცდილობ ცრემლების შეკავებას ჩემს გამო, იტირე. მოგეშვება ნუს.
- ჩემთან არ უნდა იყო, ჩემგან რაც შეიძლება შორს უნდა იყო ირაკლი, - თვალებზე ცრემლები ჩამომიგორდა - ერთი შენს თავს შეხედე რას დაემსგავსე! ჩემს გვერდით ბედნიერი ვერასოდეს იქნები! არ მინდა, შენი ცხოვრება, შენი თავი მე შემომწირო! ყოველთვის ასე იყო. არასდროს არ გაგიკეთებია რამე საკუთარი თავისთვის, მუდამ ჩემს გვერდით იყავი. მესმის რომ საყვარელი ადამიანი გასაჭირში მარტო არ უნდა დატოვო, მაგრამ შენს თავს შეხედე, ჩემს კოშმარში ჩემთან ერთად ცხოვრობ! ეს არ არის ნორმალური იკა. შენი ტოლი ბიჭები გოგოებთან ერთობიან, ან რავიცი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობენ, შენ კი... შენ... უბრალოდ არ შეიძლება!!!
- დაამთავრე? - მკითხა სახეგაქვავებულმა, სახე მიტკალივით გაჰფითრებოდა და თვალები ბრაზით უელავდა.
- შენ არ გესმის...
- რა არ მესმის, ნაია?!
- შენ უბედური ხარ ჩემთან ერთად, აი ეს არ გესმის! - ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. ღრმად ჩაისუნთქა რომ დაწყნარებულიყო, შემდეგ ცრემლები ნაზად შემიმშრალა და თვალებში მტკიცედ ჩამაცქერდა.
- მე ბედნიერი ვარ, როცა ჯანმრთელს და ხალისიანს გხედავ. გიორგის დავპირდი, რომ ყოველთვის გაგიფრთხილდებოდით შენც და მირანდასაც, მაგრამ მხოლოდ ამ პირობის გამო არ ვაკეთებ ამას. მე მინდა ამის გაკეთება. შენს გარეშე ცხოვრება არ მინდა! შენს გარდა აღარავინ მყავს, მხოლოდ შენ დამრჩი და ვცდილობ გაგიფრთხილდე და დაგიცვა. რა არის ამაში ცუდი?!
- მე არ ვიცი ოდესმე თუ შევძლებ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებას, რატომ არ გესმის?! არ მინდა შენც ისევე გაგაუბედურო...
- გაჩუმდი! - იფეთქა უცებ - გეყოფა საკუთარი თავის გვემა! დატოვე წარსული წარსულში!!! იცხოვრე ჩემთან და დედაშენთან ერთად ახალი ცხოვრებით, მენდე! საშუალება მომეცი დაგიცვა და შენთან ვიყო ყოველთვის. ეს მე ტკივილის არ მაყენებს, პირიქით, შენ მაძლევ მიზეზს რომ ცხოვრება გავაგრძელო, შენ ხარ ერთადერთი ვინც გამაჩნია, შენ და დედაშენი! თქვენ ჩემი ოჯახი ხართ! ოჯახის წევრები კი ერთმანეთს არ ტოვებენ, მორჩი საკუთარი თავის ტანჯვას, შენი ბრალი არ იყო გესმის?? მამაშენის სიკვდილი შენი ბრალი არ იყო!!! - მიყვირა ბოლოს, ეს ჩემთვის არასოდეს უთქვამს, ელდისგან გავშეშდი. ირაკლის სახე სიბრაზიზგან დამანჭვოდა და მთელი ტანი ერთიანად უცახცახებდა.
- ირაკლი... - ვცადე მოვფერებოდი.
- არა, ნაია!!! - გაცეცხლებულმა ხელი ამიკრა - არ მინდა იმის მოსმენა როგორ წუხარ, იმის გამო რომ უბედური ვარ შენს გვერდით, იმიტომ რომ ეს ასე არ არის! არ მინდა იმის გაგონება, რომ შენს გარეშე უკეთ ვიქნები, იმიტომ რომ ეს ასე არ არის!!! შენი ტკივილი ჩემი ტკივილია, შენი ბედნიერება კი ჩემი ბედნიერება! ასე რომ ნუ მეუბნევი სისულელეებს, ასე უარესად მტკენ! - გაბრაზებული წამოდგა და მოაჯირთან მივიდა, ზედ დაეყრდნო და თავი ჩაღუნა.
თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ვაწყენინე თან ძალიან. აკანკალებულმა ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, წამოვდექი და მივუახლოვდი, წელზე ხელები მაგრად შემოვხვიე და ზურგზე მივეკარი.
- მაპატიე.
- ვეცდები, - ჩაილაპარაკა თავისთვის. თავი ასწია და შემობრუნდა. თვალები აწყლიანებოდა. გული მტკივნეულად შემეკუმშა.
- მაპატიე! - ამოვიჩურჩულე მუდარით.
- მოდი აქ, - ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა - ეგეთი საშინელებები მეორედ აღარ მითხრა.
- კარგი. - მის მკერდში თავი ჩავმალე და გავისუსე, მისი სიტყვები ჯერ კიდევ ყურებში მედგა.
- წამოდი, ცოტა გავისეირნოთ და მერე სახლში წავიდეთ, გვიანია უკვე.
- კარგი.
ხელი მაგრად ჩამჭიდა და თან წამიყოლა. ცოტახანი ვისეირნეთ. არცერთს ხმა არ ამოგვიღია. არ მინდოდა კიდევ რამე სისულელე მეთქვა და მისთვის მეწყენინებინა - ისევ. ირაკლი ფიქრებში ჩაძირული მისეირნობდა და ყურადღებას არ მაქცევდა. ძალიან მინდოდა გამეგო რაზე ფიქრობდა, მაგრამ არაფერი მიკითხავს, მისთვის მყუდროების დარღვევა არ მინდოდა. მისი აწყლიანებული თვალები სულ თვალწინ მედგა და ამ ხატებას გონებიდან ვერ ვიშორებდი. ეს უნდა შემეწყვიტა, მის გამო... გავჩერდი და ირაკლის ავხედე.
- იკა..
- რა იყო? - ისიც შეჩერდა და შემომხედა.
- დამეხმარე, - პირველად წარმოვთქვი ეს სიტყვები, ირაკლის თვალები გაუფართოვდა - დამეხმარე ამ გალიას თავი დავაღწიო, მინდა, მაგრამ არ გამომდის, ვერ ვახერხებ.
- ნაია! - მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია - მაგედან გამოგათრევ! პირობას გაძლევ ამას გავაკეთებ, ოღონდ ამის საშუალება მომეცი, შემომიშვი, ხელს ნუ მკრავ.
- კარგი.
ირაკლის თვალები ისე მტკიცედ მიყურებდნენ რომ ძალაუნებურად დავიჯერე. დავიჯერე, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებდი და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. შეუძლებელია ადამიანმა შენს წარსულში მომხდარი ტრაგედია ოდესმე დაივიწყო, ასე არ ხდება. არც ტკივილი არ მიდის არსად, უბრალოდ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას სწავლობ, ესაა და ეს. მე კი, ამ ეტაპზე ესეც არ შემეძლო. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და იმ კოშმარულ ღამეს დღემდე ვერ ვიგდებდი თავიდან. მაგრამ იქნებ ძალიან თუ მოვინდომებდი ეს გამომსვლოდა? მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, ირაკლის მჯეროდა, ის ერთადერთი ადამიანი იყო სამყაროში ვისიც ყოველთვის ყველაფერი მჯეროდა.
ღრმად ამოვისუნთქე და გავუღიმე. ირაკლი დაიხარა, ხელში ამიყვანა და მანქანისკენ წამიყვანა. კისერზე ხელები ნაზად მოვხვიე და მკერდზე თავი მივადე. რაც არ უნდა მომხდარიყო, თავი როგორ ცუდადაც არ უნდა მეგრძნო მას ყოველთვის შეეძლო ჩემი სიბნელიდან გამოყვანა. მასთან სითბო იყო, სინათლე და სიყვარული. ის განსაკუთრებული იყო.


თავი მეორე
დილას ძალიან ადრე გამეღვიძა. ისევ კოშმარი ვნახე, მაგრამ, ამჯერად გაღვიძება იქამდე მოვასწარი სანამ ბოლო ხმაზე ვიკივლებდი. წამოვჯექი და სახე მოვისრისე. გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა. თვალებმოჭუტულმა კედელზე დაკიდებულ საათს გავხედე, გამთენიის ხუთი ხდებოდა. ძილის გაგრძელებაზე ოცნებაც არ ღირდა. ერთი ამოვიოხრე და წამოვდექი. ოთახში ისეთ სიბნელეს დაესადგურებინა, რომ, ხელის ცეცებით, ჩამრთველი ძლივს ვიპოვე და შუქი ავანთე. მკვეთრმა სინათლემ თვალები მომჭრა. გაბრუებულმა, სარკეში საკუთარი ანარეკლი კრიტიკულად შევათვალიერე. ერთიანად გადაფითრებულს თვალები ავადმყოფურად მიელავდა, ახლაღა შევამჩნიე, რომ ნელ-ნელა თვალის უპეები მიშავდებოდა და ტრანსილვანიელ ვამპირს ვემსგავსებოდი.
- არადა, ვამპირები არასოდეს მომწონდა! - ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ და სპორტული ტანსაცმელი გამოვიღე. ახლა ჰაერზე ყოფნა თუ გამომიყვანდა მდგომარეობიდან.
ტანსაცმელი ჩავიცვი, თმა ცხენის კუდივით შევიკარი და აბაზანაში გავედი, ხელ-პირის დასაბანად. წასვლისას კი ირაკლის ოთახთან შევჩერდი, კარი ფრთხილად შევაღე და ჩუმად შევიჭყიტე. საცოდავს ტანსაცმელიც კი არ გამოეცვალა, ალბათ ჩემი ღამეული ისტერიკის მოლოდინში ისე ჩაეძინა ვერც გაიგო. ლოგინზე ისევე მიწოლილიყო და მშვიდად ფშვინავდა. ფეხსაცმელებიც კი ზედ ეცვა. ერთი ამოვიოხრე და ოთახში ჩუმად შევიპარე, ფეხსაცმელები ფრთხილად გავხადე და ფეხები ლოგინზე ავაწევინე. არაფერი გაუგია, გათიშულს ეძინა. მხოლოდ ოდნავ შეიშმუშნა და ბალიშს კიდევ უფრო მონდომებით ჩაეკრა. გამეღიმა, დავიხარე, შუბლზე ნაზად ვაკოცე და ოთახიდან უჩუმრად გამოვედი.
პარკში როგორც ყოველთვის ჩემს გარდა არავინ იყო, მხოლოდ დაცვა მიმოდიოდა აქეთ-იქით, ნამძინარევი თვალებით.
- დილამშვიდობის, კახა. - მივესალმე ღიმილით, ერთ-ერთ დაცვის წევრს. აქ იმდენად ხშირად დავდიოდი, რომ თითქმის ყველას კარგად ვიცნობდი.
- დილამშვიდობის ნაია, ასე ადრე რამ აგაყენა? - მთქნარებით მოიფშვნიტა თვალები.
- როგორც ყოველთვის... გამომართვი გამოგაფხიზლებს.
ყავა მივაწოდე, რომელიც სახლიდან გამოსვლისას ვიყიდე. ვარჯიშამდე ყოველთვის ვსვამდი ხოლმე, ძალიან მეხმარებოდა. მაგრამ კახას დასიებულ თვალებს, რომ შევხედე მივხვდი - მას ნამდვილად ჩემზე მეტად სჭირდებოდა გამოფხიზლება.
- დიდი მადლობა, - სიხარულით გამომართვა ნანატრი “ნარკოტიკი” - ახლა ნამდვილად ეს მჭირდებოდა, მაგრამ პოსტს ვერ დავტოვებ, ხომ ხვდები...
- ჰო, რა თქმა უნდა, შესვლა შეიძლება? - ვკითხე ღიმილით.
- მიდი. - ღიმილით ჩამომეცალა და ორთქლავარდნილი ყავა ნეტარებით მოსვა.
ზოგადად, გამოფენის პარკი კერძო ტერიტორიას წარმოადგენდა და მხოლოდ დილის ცხრა საათისთვის იღებოდა, მაგრამ დაცვის წევრებთან კარგმა ურთიერთობამ ეს პრობლემა მარტივად მომიგვარა, შესვლაზე და ვარჯიშზე უარს არასოდეს მეუბნეოდნენ. პარკში მარტო სეირნობა, განტვირთვის იდეალური საშუალება იყო - რაც შეიძლება ნაკლები დაჭყეტილი თვალები და მეტი სიმყუდროვე.
მთელი ოცი წუთი შეუსვენებლივ ვირბინე. მაშინღა გავჩერდი, როცა ვიგრძენი, რომ, უკვე ფეხები მეკეცებოდა. აქოშინებული ტბასთან ჩამოვჯექი სულის მოსათქმელად. ერთიანად გახვითქულს საშინლად მცხელოდა. გული ამოვარდნაზე მქონდა, სამაგიეროდ იოლად ვახერხებდი ბნელი ფიქრების ჩახშობას, რაც ძალიან მსიამოვნებდა. ამოსასუნთქად ცივ ბალახზე წამოვწექი და ცას ავხედე.
პატარა რომ ვიყავი მამასთან ერთად ხშირად ვუყურებდი ხოლმე ვარსკვლავებს. ათას საინტერესო ამბებს მიყვებოდა პლანეტებზე, მიყვარდა მისი მოსმენა. მართალია, ზოგი ისტორია ისეთი დაუჯერებელი და მომაჯადოვებელი იყო, ვეჭვობდი ბლომად ტყუილსაც მეუბნება-თქო. ალბათ, უნდოდა რომ გავეოცებინე და ჩემზე შთაბეჭდილება მოეხდინა, მეც ჩემთვის მეღიმებოდა და ფარულ სურვილს მორჩილად ვუსრულებდი. ჩემთვის სამაგალითო ადამიანი იყო. იდეალური არ ყოფილა, მასაც დაუშვია შეცდომები, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო მამა იყო. როცა სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებოდა არასოდეს ავიწყდებოდა ჩემს ოთახში შემოსვლა. უმნიშვნელო წვრილმანებითაც კი ისე ინტერესდებოდა რომ მეცინებოდა ხოლმე, მამა ხარ თუ დაქალი-თქო.
სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე კი ძალიან შეიცვალა. საკუთარ თავში ჩაიკეტა. მე და დედას იშვიათად გველაპარაკებოდა, უფრო მეტ დროს კი ირაკლისთან ატარებდა. ვხვდებოდი რომ რაღაც ხდებოდა, რაღაც ძალიან აწუხებდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. ეჭვი მქონდა, რომ ეს ყველაფერი მის სამსახურს უკავშირდებოდა. დეტექტივის პროფესია არც ისეთი ამაღელვებელია, როგორც ეს ფილმებში ჩანს. პირიქით, ყოველდღე ათას მატყუარა და ყალბ ადამიანთან უწევდა ურთიერთობა - გვამები, სისხლი, ნარკოტიკები და ისევ გვამები. მიკვირდა კიდეც ეს ყველაფერი როგორ არ აგიჟებდა. იქნებ ასეც იყო, მაგრამ არ იმჩნევდა? ჩემთვის ბევრი რამ იყო ბურუსით მოცული.
ცას ნელ-ნელა ოქროსფერი ეპარებოდა - უკვე თენდებოდა. ძალიან მიყვარდა მზის ამოსვლა, თითქოს გულში იმედი იღვიძებდა... ახალი დღის იმედი. სახეზე ხელები ავიფარე, მეტისმეტი მომივიდა. ასე ღრმად არ უნდა წავსულიყავი ფიქრებში. აქ მათგან გასაქცევად მოვდიოდი და არა წარსულში საქექად, სადაც ტკივილის და სისხლის მეტი არაფერი იყო. წამოვდექი და გავიზმორე. წასვლამდე ცოტახანს კიდევ ვირბენდი.
ალბათ უკვე მეათე წრეს ვარტყამდი პარკს, როცა უცნაური რამ შევამჩნიე. ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა, ეს აუტანელი შეგრძნება ზოგადად იმ კოშმარული ღამიდან მუდამ თან მსდევდა, მაგრამ ახლა... გავჩერდი და პარკი ეჭვით მოვათვალიერე. უკვე კარგად გათენებულიყო, მზის სხივები არემარეს თავიანთ ოქროსფერ სხივებში ხვევდნენ. ნაძვები თვალით მოვჩხრიკე, მაგრამ ვერავინ შევნიშნე, დასამშვიდებლად დაცვას გავხედე, რომელიც შენობასთან მშვიდად სცემდა ბოლთას. წელში მოვიხარე და ღრმად ჩავისუნთქე.
- მშიშარა! - ჩავილაპარაკე ზიზღით - ნამდვილი მშიშარა ხარ, მაშინაც ასეთი იყავი და ახლაც ასეთი ხარ!
სიბრაზემ ცეცხლივით დამიარა ძარღვებში, წელში გავსწორდი და სირბილი გავაგრძელე. მთელი ძალით გავრბოდი, თითქოს ამით ჩემს შიშებს უკან ჩამოვიტოვებდი, მაგრამ ჩემზე უკეთ არავინ იცოდა, რომ საკუთარ თავს ვერსად გავექცეოდი! უმწეოს და უსუსურს. აჰ, როგორ მძულდა ეს სისუსტე ჩემში!
დაუღალავი სირბილისგან კუნთები კი არ მტკიოდა მეწვოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, საკუთარ თავზე გაბოროტებული რობოტივით ვაგრძელებდი ტბისთვის წრეების რტყმას. ბოლოს მუხლი მომეკვეთა და წავიქეცი. ხელისგულები გადამეყვლიფა და საშინლად ამეწვა. მძიმედ ვსუნთქავდი, თითქოს ფილტვები ერთმანეთზე მიმიწებეს. ახლა კი ნამდვილად სახლში წასვლის დრო იყო, მალე ალბათ ირაკლი გაიღვიძებდა და ოთახში რომ არ დავხვედროდი მაშინვე მიხვდებოდა, რომ ღამით ისევ არ მძინებია.
ფერდზე ხელმიჭერილი, გაჭირვებით წამოვდექი. ყველა გოჯი აუტანლად მტკიოდა, ხელები კი მეწვოდა. დიდებულია! პირდაპირ ფანტასტიური! იქნებ ნაკაწრები ძალიან არ დამეტყოს-თქო, გავიფიქრე გულში, ირაკლის ჯიჯღინის თავი ნამდვილად არ მქონდა. ფიქრებში გართული ჩემს კორპუსს ისე მივუახლოვდი, რომ ვერც შევამჩნიე. სასოწარკვეთილმა შენობას ავხედე, ახლა მეცხრე სართულზე ასვლა ნამდვილი ღვთის რისხვა იყო ჩემთვის, სირბილისგან კუნთები ისედაც დაჭიმული მქონდა და საშინლად მტკიოდა.
- ჯანდაბა! - ჩავიჯუჯღუნე გაღიზიანებულმა, ხურდაც არ დამრჩა, რომ ლიფტით ავსულიყავი, ამაზე არც კი მიფიქრია, ამიტომ ახლა ფეხით მომიწევდა ძუნძული!
სახლამდე როგორღაც ავბობღდი და კარი შევაღე. ფეხები აღარ მემორჩილებოდა. გასავათებულმა კარი მივხურე და მაშინვე სააბაზანოში გავედი, წყლის გადასავლებად. ვარჯიშის მერე ნელ-თბილი შხაპი ნამდვილი სამოთხეა. ბინძური ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში შევყარე და დუში მოვუშვი. ცხელი წყალი ძალიან მესიამოვნა, მაგრამ ხელის გულები უარესად ამიწვა.
უსიამოვნოდ შევიჭმუხნე და კაფელზე ჩავცურდი, სახე კი ცხელ წყალს შევუშვირე. დროის შეგრძნება დავკარგე, ადგომა არ მინდოდა. მერჩივნა ასე უსასრულოდ ვმჯდარიყავი წლის ქვეშ და ჩემი შავ-ბნელი მოგონებები კანალიზაციისთვის გამეტანებინა. თუმცა, ადამიანმა როგორც არ უნდა ინატრო წამის შეჩერება, ამას მაინც ვერ მოახერხებ. ვიგრძენი ხელებზე კანი როგორ დამიჭკნა და უკმაყოფილოდ წამოვიზლაზნე. გრძელი თმა გავიწურე, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და ჩემს ოთახში ფეხაკრეფით გავედი. ის იყო ფენს დავუწყე ძებნა, რომ კარი გაიღო და ირაკლიმ გაბურძგნული თავი შემოყო :
- ნაია, გძინავს? - შემომძახა ნამძინარევმა, მაგრამ როგორც კი ნახევრად შიშველს მომკრა თვალი, მაშინვე უკან გავარდა.
- კარზე არ დააკაკუნო ხოლმე, არაა საჭირო! - გავძახე სარკასტურლად, გაბრაზებულმა უხერხულად შევისწორე პირსახოცი და მაშინვე ტანსაცმელები გამოვალაგე გარდერობიდან.
თმა გავიმშრალე, ჩემი საყვარელი სპიოლოსძვლისფერი ზედა და ჯინსი ამოვიცვი და სარკეში საკუთარი ანარეკლი შუბლშეკრულმა შევათვალიერე. საშინლად არ მინდოდა ამ თბილი ზედის ჩაცმა, სქელ ტანსაცმელებს ვერ ვიტანდი, მაგრამ გარეთ ისე ციოდა არჩევანიც არ მქონდა. ვამპირივით ფერმკრთალი, სახე ჩემი ბლუზის ფონზე, არც ისე ავადმყოფურად თეთრი მომიჩანდა. კარზე ფრთხილად დააკაკუნეს, გამეცინა.
- შეგიძლია შემოხვიდე - გავძახე ირაკლის.
- ბოდიში, - კეფა უხერხულად მოიქექა და ოთახში შემოვიდა - მე მეგონა რომ ჯერ კიდევ გეძინა, ამიტომ არ დავაკაკუნე.
- არა, ადრე გამეღვიძა, - შევბრუნდი და ირაკლი ღიმილით შევათვალიერე - ოჰ, რა იყო კატოსთან მიდიხარ პაემანზე?
- რა? - არც კი მისმენდა, ჩაფიქრებული მომშტერებოდა და რაღაცაზე გამალებული ფიქრობდა.
- ზოგადად, ყოველთვის სიმპატიური ხარ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. - სიცილით მივუახლოვდი და ლურჯი სვიტერი შევუსწორე, ეს ზედა ყოველთვის ძალიან უხდებოდა.
- ესე იგი, სიმპატიური ვარ ხომ? - ღიმილით მომხვია ხელები და გულზე მიმიხუტა - სასიამოვნო მოსასმენია.
- მაშინ გოგოები რომ გეუბნევიან, ეგ რატომ არ გსიამოვნებს? - ავხედე ღიმილით.
- ნწ, მე მიყვარს როცა მე ვეჩალიჩები გოგოს და არა პირიქით. - თვალი ჩამიკრა და ცხვირზე მაკოცა.
- დამპალი მექალთანე ხარ. - შევუბღვირე ბრაზნარევი მხიარულებით.
- ხვალ ერთგან მიმყავხარ ასე რომ ფსიქოლოგიურად მოემზადე.
- რა? სად?
- კლუბში! - გამიღიმა ეშმაკურად და კიდევ უფრო ძლიერად შემომხვია ხელები.
- კარგი რა, - უსიამოვნოდ შევიჭმუხნე, ხმაური და ბოლო ხმაზე აწეული გიჟური მუსიკა, რომელიც ჩემთვის ხმაურთან უფრო ასოცირდებოდა ვიდრე მელოდიასთან, ნამდვილად არ ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში. სადაც არ უნდა გაგეხედა ნარკოტიკებით გაბრუებული თინეიჯერები დაბორიალობდნენ, არა კლუბები ნამდივლად არ იყო ჩემი საქმე.
- ნუ იბღვირები, კარგად გაერთობი, პირობას გაძლევ. - დაამატა ეშმაკური ღიმილით. ამოვიოხრე და თავი მკერდზე მივადე.
- კარგი. - ჩავიჯუჯღუნე უკმაყოფილოდ.
- მორჩი! დასაკლავად კი არ მიმყავხარ, - თავი ამაწევინა და მხიარულად გამიცინა. ისე იყო ანთებული რომ გადმომდო და მეც გამეცინა - აი ასე, უკეთესია, ახლა კი სამზარეულოში მიბრძანდი, გუშინ ყავა მე მოგიტანე დღეს შენი ჯერია.
- კარგი - ვუპასუხე ღიმილით და სამზარეულოში გავედი.
მირანდა უკვე ამდგარი დამხვდა, მაგიდასთან იჯდა, ყავას წრუპავდა და თან ჟურნალს კითხულობდა. დღეს განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდა. ოთხკუთხედად გულამოჭრილი შავი კაბა ჩაეცვა, რომელიც ელეგანტურად ადგა მოხდენილ ტანზე, ფეხზე კი თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც ისედაც გრძელ ფეხებს უფრო გრძელს უჩენდა. მსუბუქი მაკიაჟიც გაეკეთებინა გრძელი თმა კი მაღლა აეწია და კალმით შეეკრა.
დედაჩემი მართლაც ულამაზესი ქალი იყო - მაღალი, მოხდენილი, თვალწარმტაცი და მოდელივით იდეალური ტანი ჰქონდა. მამაკაცები მასზე გიჟდებოდნენ - ამაზე კი ირაკლი გიჟდებოდა. გამეცინა, გამახსენდა ერთხელ ირაკლიმ როგორ სცემა ერთი ტიპი. დედას ყოველდღე აკითხავდა ხოლმე მარკეტში და შორიდან უყურებდა, მირანდას არაფერი უთქვამს კონფლიქტის გამოწვევა არ უნდოდა, ისე კი ბევრჯერ გააფრთხილა თავი დამანებეო, მაგრამ არ ესმოდა, ჰოდა ერთხელაც ირაკლიმ მიუსწრო... მას შემდეგ ის მარკეტში აღარ გამოჩენილა.
- დედა? ასე გამოპრანჭული სად მიბრძანდები? - ვკითხე გაკვირვებულმა და მაცივრიდან რძე გამოვიღე.
- დღეს ლიზას დაბადების დღეა, არ წამოხვალ? - დიდი, ლამაზი ლურჯი თვალები იმედით მომაპყრო.
- შანსი არაა! - მივაგებე მოსალოდნელი პასუხი და ჭიქაში ყავა ჩამოვასხი.
- რა თქმა უნდა, შენ წვეულებებზე არადროს დამყვები! - ჩაილაპარაკა თავისთვის და ჟურნალი ინტერესით გადაფურცლა - ჰო, მართლა - ჟურნალს თავი ანება და შუბლშეკრულმა გამომხედა - რა უნდოდათ დეტექტივებს გუშინ? ისე გვიან მოხვედით სახლში აღარაფერი გკითხე.
შაქრიანი კოვზე ჰაერში გამიშეშდა, ყველაზე ნაკლებად ახლა ამაზე მინდოდა საუბარი. ღრმად ჩავისუნთქე და ყავის მზადება გავაგრძელე.
- შენ რა იცი, რომ მოსულები იყვნენ? - სიტყვის ბანზე აგდება ვცადე.
- დირექტორმა დამირეკა და ყველაფერი მითხრა. - აწკეპილი წარბებით დაკვირვებით შემომხედა.
ამ დროს სამზარეულოში ირაკლიც შემოვიდა და შვებით ამოვისუნთქე, ახლა შეიძლებოდა თემის შეცვლა და მირანდას ცნობისმოყვარეობით და ბრაზით ანთებული თვალებისგან გარიდება.
- აბა, სად არის ჩემი დაპირებული ყავა? - ხელები მოიფშვნიტა და მაგიდას მიუჯდა.
- ახლავე, - ჭიქა წინ დავუდგი, ყავას ცხელი წყალი და რძე დავამატე და მოვურიე.
- ნაია! რა გკითხეს გუშინ დეტექტივებმა?! - მკაცრად მკითხა დედაჩემმა, ირაკლის მაშინვე შეეცვალა სახე. დაძაბულმა ამომხედა, წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
- არაფერი მირანდა, - ჩაერია ირაკლი - უბრალოდ ჰკითხეს, რამე ხომ არ გაახსენდა იმ წყეული ღამიდან, რაზეც უარი მიიღეს და წავიდნენ, ეს იყო და ეს.
- კი მაგრამ, ახლა რატომ სვამენ კითხვებს? თან სკოლაში მოგადგნენ, რას ჰგავს მათი საქციელი, მოხდა რამე? - დედაჩემს უკვე პანიკა იპყრობდა რისიც ასე ძალიან მეშინოდა.
- აზრზე არ ვარ მირო, მაგრამ გავარკვევ და ძალიან გთხოვ ნუ ნერვიულობ, არაფერი ისეთი არ მომხდარა. ასე რომ ყოფილიყო ახლა აქ არ ვიჯდებოდი, იმ ნაბიჭვარს სიფათს გავუნგრევდი და მერე ციხეში მოგიწევდა ჩემი მონახულება.
- ირაკლი! - დედაჩემმა უკმაყოფილოდ გახედა.
- რა ირაკლი? არ იცი ჩემი ხასიათი? ადამიანი რომ მაღიზიანებს მისი ძვლების დამტვრევის დაუოკებელი სურვილი მიჩნდება. - გახედა სიცილით და ყავა მოსვა.
- სულაც არ არის სასაცილო! - შეუბღვირა გაბრაზებულმა.
- დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები, - მაცივარი ღიმილით გამოვაღე და წვენი გამოვიღე, ირაკლის მუდამ კარგად გამოსდიოდა მისი ყურადღების გაფანტვა - იმედი მაქვს კიდევ ვინმე არ შემრჩება ხელში.
- შვილო, სულ ვიღაცის ცემაზე როგორ უნდა ფიქრობდე?
- აბა რას მოგშტერებიან? - დაბღვერილმა გაიქანა ნამცხვარი პირში და წამოდგა - ჩემს გოგოებს ზედმეტად ვერავინ შეხედავს და ამაზე არ მეკამათო. - გამაფრთხილებლად ასწია წარბები და აბაზანაში გავიდა. მირანდამ სიცილით გააქნია თავი და ყავა მოსვლა.
- ეს ბიჭი არასოდეს შეიცვლება.
- ჰო. - მაგიდას მივუჯექი და ირაკლის ყავა დავამთავრე.
- ნაია.
- რა იყო დედა? - თვალებში არ შემიხედავს, ნამცხვარს გავუშტერე თვალი, როგორ არ მინდოდა საუბრის გაგრძელება.
- ამაზე ნუ იფიქრებ, - მითხრა მოულოდნელად და სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი. დედას გაოცებულმა შევხედე, ნაღვლიანი თვალებით მიღიმოდა - ნუ მიუტრიალდები წარსულს, ძალიანაც კარგი, რომ არაფერი არ გახსოვს, ამაზე არც იფიქრო, რაც შეეხება პოლიციას, ამას მე მოვაგვარებ.
სახე გაუმკაცრდა და წამოდგა, კალამი თმიდან მოიძრო და გრძელი, კუპრივით შავი თმა ჩანჩქერივით ჩამოეშალა წვრილ წელზე. ვუყურებდი დედას და ვამაყობდი, ის ყველაზე მშვენიერი ქალი იყო პლანეტაზე.
- დე, - წამოვდექი და მირანდას მოვეხვიე, ჯერ გაუკვირდა, შემდეგ კი ღიმილით შემომხვია მკლავები წელზე - არაფერზე იდარდო კარგი? არაა აუცილებელი ამაში ჩარევა. გთხოვ, თავი შორს დაიჭირე მათგან.
ღიმილით გადამისვა თავზე ხელი და ჩუმად მიპასუხა.
- ეს მათ უნდა დაიჭირონ თავი შორს ჩემი შვილისგან! - ჩამომეხსნა, ჩანთა აიღო და კარისკენ წავიდა - სახლში გვიან ნუ მოხვალთ! - შესძახა ირაკლის აბაზანაში, კარი გაიხურა და წავიდა.
როდესაც მამა გარდაიცვალა დედაჩემი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. მუდამ ხალისიანი და ბედნიერი სულ ჩამოდნა და ჩამოხმა. ჯობდა ეტირა, ეყვირა ან რამე დაელეწა, მაგრამ ამის ნაცვლად მდუმარედ იჯდა გაშეშებული და არავის გველაპარაკებოდა. ღამ-ღამობით კი როცა ფიქრობდა, რომ არავინ უყურებდა მამას ბალიშს გულში იკრავდა და მოთქმით ტიროდა. გული მიკვდებოდა ასეთს რომ ვუყურებდი, დახმარება კი არ შემეძლო. ერთი წლის შემდეგ კი, როცა საბოლოოდ შეეგუა იმ აზრს, რომ მამა აღარ დაბრუნდებოდა, ნელ-ნელა ოთახიდან მისი ნივთების გამოლაგება დაიწყო. თითქოს ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბუნდებოდა, მაგრამ მე და ირაკლიმ მშვენივრად ვიცოდით, რომ დედა ამ აზრს მთელი სიცოცხლე ვერ შეეგუებოდა.
ახლაც სწორედ ეს მაფრთხობდა, არ მინდოდა დედაჩემი ისევ ისეთი მენახა, წყეული სონგულია!!! საქმის არევის მეტს არაფერს აკეთებდა! გაბრაზებულმა გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავდე და ჩემს ოთახში გავედი ჩანთის ასაღებად. სარკეში საკუთარმა ფერმკრთალმა ანარეკლმა თვალი მომჭრა. ზოგადად, არ მიყვარდა კოსმეტიკის ხმარება, მაგრამ ასე ვამპირივით ხომ არ ვივლიდი?! დედას ოთახში შევედი და მისი კრემპუდრი თხლად წავისვი სახეზე, რომ ფერი დამებრუნებინა. გრძელი სწორი თმა ზურგს უკან გადავიყარე და საკუთარი გამოსახულება კრიტიკულად შევათვალიერე სარკეში. ეს ზედა კიდევ უფრო გამხდარს მაჩენდა.
- ოჰო, - მომესმა ირაკლის ხმა უკნიდან - მშვენივრად გამოიყურები. - გამიღიმა და ოთახში შემოვიდა.
- ეგ ბასრი ენა შენს ნაშებზე ავარჯიშე მე ვერ მომატყუებ! - უკმაყოფილოდ შევათვალიერე ჩემი ანარეკლი.
- არ გატყუებ, - წელზე ხელი შემომხვია და ალმაცერი ღიმილით შემომხედა - რატომ არასდროს არ აფასებ საკუთარ თავს სათანადოდ? ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
- გამხნევებას არაუშავდა, ცოტათი მომეშვა კიდეც. - გამეცინა და ფერდში წავკარი ხელი.
- მიდი ქურთუკიც ჩაიცვი და წავედით. - მითხრა თბილად და ხელი შემიშვა.
სკოლაში მალე მივედით. კლასი როგორც ყოველთვის ხმაურიანი დაგხვდა, მაგრამ როგორც კი შევედით, მხიარული ლაპარაკი და კისკისი მაშინვე შეწყდა, ყველა ჩვენ მოგვაშტერდა პირდაღებული, ისევ.
- დიდებულია! - გადავულაპარაკე ირაკლის და დაბღვერილი წავედი ჩემი ადგილისკენ.
მოწყვეტით დავჯექი და ჩანთა მაგიდაზე დავახეთქე. ირაკლიც გვერდით მომიჯდა. ჩემგან განსხვავებით საერთოდ არაფერს იმჩნევდა. აბა ვინმეს გაებედა და რამე ეკითხა ან ეთქვა. ყველამ კარგად იცოდა ირაკლის ხასიათი, ასე რომ ცნობისმოყვარეობა როგორღაც დაიოკეს და ისევ ახმაურდნენ.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ. - მომიბრუნდა ღიმილით, გრძელი თმა მხარს უკან გადამიწია და თავი ამაწევინა - დღეს შენთვის სიურპრიზი მაქვს და ძალიან გთხოვ ამაზე კონცეტრირდი.
- სიურპრიზი? - ცნობისმოყვარეობამ მძლია და სულ დამავიწყდა წამისწინანდელი წყენა.
- აჰამ, - მხიარულად ჩამიკრა თვალი და წამოდგა - მე ცოტახნით გავალ, საქმე მაქვს და მალე მოვალ, თან შენი დაქალის გამწარება არ მინდა, დღეს კარგ ხასიათზე ვარ!
ინას გახედა სიცილით, რომელიც ის იყო კლასში შემოვიდა და როგორც კი დაგვინახა ჩანთა მიაგდო და ჩვენკენ გამოემართა.
- მალე მოხვალ?
- ჰო, თუ რამე ეგრევე დამირეკე! აქ გავჩნდები. - დაამატა მუქარით და კლასი მოათვალიერა.
- ნუ ღელავ, საკუთარ იღბალს არავინ გამოცდის, დამიჯერე. - ვუპასუხე ირონიულად.
- ჯობია! - ჩაილაპარაკა თავისთვის და კლასიდან გავიდა, მანამდე კი ინა გამოიჭირა და საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა ერთიანად აუწეწა. გულიანად გამეცინა.
- იდიოტო! - მიაძახა გამწარებულმა და ირაკლის ადგილზე დაეხეთქა გაბრაზებული, თან თმას ხელით ისწორებდა. ჩანთიდან სავარცხელი ამოვიღე და მივაწოდე.
- გმადლობ. - ჩაიბუზღუნა და თმის დავარცხნა დაიწყო.
- აბა, აღარ მიბრაზდები? - გავხედე ღიმილით.
- ჯერ არ გადამიწყვეტია, - აიბზუა ცხვირი, მაგრამ ტუჩის კუთხეები ოდნავ შეერხა - ჰო მართლა რა უნდა მეკითხა... - ინსტიქტურად დავიძაბე, არ მინდოდა გუშინდელი ინციდენტის ხმამაღლა განხილვა.
- ხომ არ იცი რა ჯანდაბა სჭირს ირაკლის? გუშინ კატო მთელი ორი საათი მოთქვამდა კლასში, შენ წარმოიდგინე სახლში ფეხი არ გაუდგამს, სანამ ბოლო ღერი ცრემლი არ გადმოაგდო.
გულზე მომეშვა, ვიცოდი, რომ კითხვა უნდოდა, მაგრამ განგებ არ მკითხა არაფერი. სწორედ ამიტომ მომწონდა მასთან ურთიერთობა, ძალიან ტაქტიანი და საყვარელი გოგო იყო, არანაირად არ მიქმნიდა დისკომფორტს.
- მაგათ ურთიერთობას ნუ მიხსენებ! თვითონ ვერაფერი გაუგიათ და მე რა დასკვნა გამოვიტანო!
- ჰოო, მართალი ხარ, ჰო და კიდევ, გუშინ ადრე წახვედი და არ მოგისმენია, ერთ თვეში კარნავალი ეწყობა სკოლაში.
- კარნავალი? რა კარნავალი?
- რავი, ბიჭები პატიჟებენ გოგოებს ცეკვებზე. სპორტდარბაზს გულმოდგინედ რთავენ და არის ერთი ამბავი, ასე რომ მიწვევებისთვის მზად იყავი.
ამის თქმა იყო და კლასში ჩვენი პარალელური კლასელი, გეგა გაგნიძე, შემოვიდა. კლასი მოათვალიერა და როგორც კი შემამჩნია ჩემსკენ გამოემართა. ინამ მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა რას გეუბნეოდიო და გეგას ახედა, რომელიც უკვე თავზე წამოგვდგომოდა.
- ნაია, შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო? - მკითხა ღიმილით და ინას მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. ინამ ტუჩები აიბზუა და წასასვლელად ადგა, მაგრამ მაჯაში ვტაცე ხელი და ადგილზე დავსვი.
- როგორ ფიქრობ, საით გაგიწევია? - თვალები დავუბრიალე მეგობარს და გეგას ავხედე - რა გაქვს ისეთი სათქმელი, რასაც ინასთან ვერ იტყვი?
- კარგი, - უხერხულად მოიქექა კეფა, ალბათ ირაკლის ეძებდა თვალებით, სიცილი ძლივს შევიკავე.
- მოკლედ, ერთ თვეში კარნავალი ეწყობა და ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდი?
- არა.
- რატომ? - იმედგაცრუებულს სახე მოეღუშა.
- მაგ კარნავალზე საერთოდ არ მოვდივარ, ასე რომ, სხვა ვინმე მოძებნე.
- წამოდი, კარგად გავერთობით. - პირი გავაღე რომ თავიდან მომეშორებინა, მაგრამ დამასწრეს.
- ვაჰ, გაგნიძე, ამ დილაუთენია რა მდიდარ ამბიციებს შეუწუხებიხარ?!
გაისმა დამცინავი ხმა. გეგამ უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და შებრუნდა. ირაკლი ქორივით წამოსდგომოდა თავზე და ირონიულად უღიმოდა, მაგრამ ისეთი მზერა ჰქონდა მეც კი გამცრა ტანში. ნეტავ ასე უცებ აქ, როგორ გაჩნდა? ვამპირული სმენა ჰქონდა, თუ უკვე ინსტიქტი გამოუმუშავდა ასეთი, ვინც კი მომიახლოვდებოდა შორიდანვე გრძნობდა.
- ასათიანი, როგორც ყოველთვის ერთგული ძაღლივით მის გარშემო ტრიალებ! - დაგესლა გაბოროტებულმა, კლასს ჩურჩულმა გადაურბინა, ჩემი კლასელი ბიჭები ირაკლის ამოუდგნენ გვერდით.
- ზურგი გექავება? - შესცინა ირაკლიმ, მაგრამ ეს სიცილი ბევრად უარესად გამოიყურებოდა ვიდრე ყვირილი, რომელსაც უფრო ველოდი - ამ დილაადრიან წავარჯიშება ვერ მოახერხე და გინდა მე დაგამუშავო?
- ის შენი საკუთრება არ არის! - მიახალა გაცეცხლებულმა - მთელ სკოლაში ისე დააბოტებ გეგონება შენ გეკუთვნოდეს, ის თავისუფალი ადამიანია და უფლება აქვს ვისთანაც უნდა იმასთან იყოს.
- მართლა? - ბოროტად წაისისინა ირაკლიმ - საიდან მოიტანე რომ ჩემი საკუთრება არ არის? ამ პატარა დეტალში ვერ გავერკვიე იქნებ დამეხმარო? - ვითომ ჩაფიქრებულმა ნიკაპზე მოისვა ხელი და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გეგას.
დავიძაბე, ეს კარგს არაფერს მოიტანდა, მაგრამ ჩარევასაც ვერ ვბედავდი. თვალის კუთხით შევამჩნიე, როგორი სიძულვილით გამომხედა კატომ.
- ის შენ არ გეკუთვნის! მას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება.
- სხვა არაფერი გაქ სათმელი? და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ რომ მასწავლი ჩემს გოგოსთან როგორ მოვიქცე?! - კლასს შეშფოთებულმა ჩურჩულმა გადაურბინა, ვიგრძენი როგორ ამელანძა სახე, გეგას კი აღშფოთებისგან ფერი წაუვიდა - მაგრამ, მოიცა, მართალი ხარ იცი, მიდი ჰკითხე ნაიას, უნდა თუ არა შენთან ერთად წამოსვლა, მე გზაზე არ გადაგეღობები. - დამცინავად შეხედა თვალებში და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ავილეწე ვერაფრით ვხვდებოდი რა ჯანდაბა გამეკეთებინა. ეს მინდოდა ახლა?!
- გეყოფათ! - დაუცაცხანა ინამ ორივეს - მორჩით ამ კონცერტს და თავი დაანებეთ ნაიას!
- შენ ნუ ერევი! - მოსხიპა ირაკლიმ ისე რომ გეგასთვის თვალი არ მოუცილებია - გელოდები! ჰკითხე-თქო ნაიას, უნდა თუ არა შენთან ერთად წამოსვლა, თუ დაგთანხმდება მთელი კლასის წინაშე ჩამოგეცლები და ბოდიშსაც მოგიხდი უხეში ჩარევისთვის, მაგრამ თუ უარს გეტყვის, ხვდები რომ მაგ სიტყვების შემდეგ მთელი ვერ გამოძვრები!
გეგა ერთიანად აჭარხლდა, იცოდა რომ უარს მიიღებდა და კითხვას ვერ ბედავდა, მაგრამ უკან დახევაც რომ არ უნდოდა?... ორცეცხლშუა გაკვეხებული ვეღარ ხვდებოდა რა ექნა.
- გეგა, როგორც გითხარი, მე საერთოდ არ მოვდივარ კარნავალზე, მადლობა მოწვევისთვის. - ვეცადე სიტუაცია გამენეიტრალებინა, მაგრამ მგონი უფრო გავაფუჭე. ირაკლი მაშინვე გეგას ესცა და ლამის სახე სახეზე მიადო.
- ის მე მეკუთვნის სირო და დააყენე! მასთან ახლოს გაკარებული რომ გნახო, შენ ან რომელიმე შენნაირი ტარაკანა, დაუფიქრებლად გაგსრესთ! - დაუსისინა გააფთრებულმა და მკვეთრად უბიძგა. გეგა ერთიანად წამოჭარხლდა და ირაკლის აექოჩრა.
- ეს ასე არ შეგრჩება, ასათიანი! - გამოსცრა კბილებში.
- სადაც გინდა და როცა გინდა გავაგრძელებთ ლაპარაკს, მაგრამ აქ და ახლა არა! თავიდან მომწყდი გოგოების თანდასწრებით თავს ნუ მაცემინებ!
გეგას შეეტყო, რომ უკვე პიკზე იყო და სადაც იყო ჩხუბი ატყდებოდა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ საკლასო ოთახში დაჩი გამოჩნდა და როგორც კი ირაკლი და გეგა შენიშნა, ერთმანეთს როგორ ეფხორებოდნენ, მაშინვე გეგას სტაცა ხელი და კლასიდან გაათრია. შვებით ამოვისუნთქე, თან თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი. ირაკლი სიბრაზიზგან კბილებს აღრჭიალებდა. სანამ გეგას შუაზე გაგლეჯვის სურვილი სძლევდა და დაჩის უკან მიჰყებოდა, ხელი ვტაცე.
- გაჩერდი ახლა!
- მაპატიე, - მიუბრუნდა ინას - უხეშად გამომივიდა, მაგრამ ძალიან გთხოვ, სხვა დროს ნუ ჩაერევი.
- უბრალოდ სიტუაციის განმუხტვა მინდოდა. - შუბლშეკრულმა შეხედა ირაკლის.
- ვიცი, - სცადა გაეღიმა - მაგრამ არ გინდა, კარგი? და რაც შეგეხება შენ ქალბატონო - მე მომიბრუნდა აწეული წარბებით.
- ჩემთან რა პრეტენზიები გაქვს? - ავიფხორე წინასწარ.
- მაგ ნაბიჭვარს გაკარებული არ გნახო! არ მაინტერესებს ეს შემთვევით იქნება თუ შენთან განზრახ მოვა, ას მეტრზე მოახლოებული რომ ვნახო იცი რასაც დავმართებ! - დამიბრიალა თვალები, მუქარით.
- მესმის, რომ დეგენერატია, მაგრამ ასე რამ გაგამწარა? - ვკითხე ეჭვით.
- ეგ შენ არ გეხება, მისგან თავი შორს დაიჭირე! - მოსხიპა მკაცრად.
ირაკლის წყენით შევხედე, ზოგადად ასე ლაპარაკი არ სჩვეოდა, მაგრამ აღარ ჩავძიებივარ, უბრალოდ თვალი ავარიდე და მომხდარზე დავფიქრდი. ირაკლი ზედმეტად გაცოფებული მეჩვენა.
- და სანამ ამ რეგვენს თავის ადგილს მივუჩენდი რა გამოვტოვე? რა კარნავალიო?
- ერთ თვეში კარნავალია და ბიჭები გოგოებს ეპატიჟებიან ცეკვებზე. - მოახსენა ინამ.
- აჰა, გასაგებია და რას ვიცმევთ? - გამომხედა ირაკლიმ.
- ეს ნახე! - ვითომ შევიცხადე - და საიდან მოიტანე რომ შენთან ერთად წასვლა მინდა?!....ვიხუმრე! - დავამატე საჩქაროდ როცა მისი გამომეტყველება შევნიშნე.
- ახლა მთელ სკოლას ოფიციალურად მიაჩნია რომ შენ და ნაია ერთად ხართ. - ჩაილაპარაკა ინამ.
- ფეხზე ვის რა მიაჩნია, - უდარდელად დაამთქნარა და გაიზმორა - და თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება გავესაუბრები, არც ეგაა პრობლემა. - ინას ალმაცერად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
- ჰო შენ ფეხებზე გკიდია, მაგრამ კატოს რას უპირებ? შენი მხრიდან ძალიან ცუდი საქციელია ან დაშორდი, ან რავიცი, ნუღარ ტანჯავ მაინც. გუშინ მთელი დღე ტიროდა.
ირაკლის სიტყვები ჯერ კიდევ ყურებში მედგა „ შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ რომ მასწავლი ჩემს გოგოსთან როგორ მოვიქცე?!“. ეს სიტყვები განსაკუთრებული ღვარძლით წარმოთქვა. თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე, დარწმუნებული ვიყავი, რომ კატო გონებაში ათას ნაწილად მკუწავდა. მიუხედავად იმისა, რომ არც კი ვუყურებდი, ვგრძნობდი როგორ მხვრეტდა მისი ზიზღნარევი მზერა.
- მაგასთან მე დიდი ხანია ყველაფერი დავამთავრე, მაგრამ თვითონ გაგონებაც არ უნდა - ჩაილაპარაკა მობეზრებულმა - და საერთოდ, შენ ნუ ერევი! - შეუბღვირა გაღიზიანებულმა.
ამ დროს ზარიც დაირეკა და კლასში მასწავლებელი შემოვიდა, ინა მაშინვე თავის ადგილზე გადაჯდა. მე და ირაკლიმ კი წიგნები ამოვიღეთ და მოსასმენად მოვემზადეთ. პირველი გაკვეთილი ისტორია გვქონდა. ვგიჟდებოდი ისტორიის მასწავლებელზე, ლალი ხუნდაძე, ძალიან კარგი, ჭკვიანი და ტაქტიანი ქალბატონი ბრძანდებოდა. დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნებოდა. შავი კულულები მუდამ მოხდენილად ჰქონდა აკეცილი მაღლა, ვერც კი შეამჩნევდით რომ ასაკოვანი იყო, ყოველთვის მხიარული და თავისებური ქალი იყო. ამავე დროს მკაცრიც, მაგრამ კლასთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა და ბავშვებიც დიდ პატივს სცემდნენ. თუმცა, მიუხედავად ამ ქალის უდიდესი პატივისცემისა, მასაც ვერ ვუდებდი გულს.
- გამარჯობა, ბავშვებო.
- გამარჯობა, ლალი მას! - მიესალმა კლასიც.
- აბა, დღეს რამდენი ცარიელი თავი ზის კლასში? - ბავშვებს გაეცინათ - რა გაცინებთ?! სულაც არ არის სახალისო ამდენი გამოშტერებულის ყოველდღე ყურება! სულ მალე ეროვნული გამოცდები მოგიწევთ და რას დაწერთ მაგასაც დავინახავ.
- მევასება ეს ქალი რა. - გადმომილაპარაკა ირაკლიმ ღიმილით.
- ასათიანი, შენ გამოთქვი სურვილი? - თავი არ აუწევია ისე მიმართა ირაკლის თან ინტერესით ფურცლავდა ჟურნალს.
- არა, უბრალო ვამბობდი რომ ძალიან მომწონხართ, ქალბატონო ლალი - ბავშვებს სიცილი აუტყდათ ირაკლის თავხედობაზე. ლალის ირონიულად ჩაეღიმა.
- ჩემს გემოვნებაში არ ჯდები ასათიანი, ასე რომ გამობრძანდი და გაკვეთილი დაამღერე.
- თქვენ, ისევ უარს მეუბნევით! - მწარედ ამოიოხრა ირაკლიმ.
- ალბათ იმიტომ, რომ ქალების არაფერი გაგეგება და სწორედ ამიტომ არ გყავს არავინ - ირონიულად ამოხედა მასწავლებელმა, მთელი კლასი გაიგუდა სიცილით. შევამჩნიე კატომ, როგორ შეიმშრალა ცრემლები უჩუმრად. ირაკლის გაეცინა, მე არა.
- კარგი, კარგი, მოვრჩი. - ხელები დანებების ნიშნად ასწია. სწორედ ამ დროს კლასის კარზე დააკაკუნეს და ვიღაც ბიჭმა თავი შემოყო.
- უკაცრავად, ლალი მას, შეიძლება ასათიანი ერთი წუთით გავიყვანო?
- და რატომ უნდა გაიყვანო ასათიანი, მაინც და მაინც, ჩემს გაკვეთილზე, გვალია?! - მკაცრად გახედა დაუპატიჟებელ სტუმარს.
- ფიზკულტურის მასწავლებელმა გამომგზავნა.
- და გიორგის ასეთი რა საქმე აქვს, რომ დასვენებამდე ვერ მოიცდის?
- არ ვიცი მას. - ახალმოსულს ეჭვის თვალით შევხედე.
- იცოდე, თუ მატყუებ, შავ დღეს დაგაყრი! - დაემუქრა ლალი - ირაკლი, გადი შვილო და მალე მოდი.
ირაკლი წამოდგა და შეფიქრიანებული გავიდა კლასიდან. შიგნიდან თითქოს ჭიანჭველებმა შემჭამეს, რაღაც რიგზე არ იყო, ირაკლის სახეზე შეეტყო, რომ არავითარი საქმე არ ჰქონდა გიორგი მასწავლებელთან. სასწრაფოდ წამოვდექი და ლალისთან მივირბინე.
- ლალი მას, ძალიან გთხოვთ, სასწრაფოდ უნდა გამიშვათ - ვუჩურჩულე ყურში, მასწავლებელმა დაკვირვებით შემომხედა.
- რა მოხდა?
- მას, გპირდეპით ყველაფერს აგიხსნით, ოღონდ ახლა გამიშვით, გეხვეწებით.
- ირაკლი გიორგის არ გაუყვანია ხომ ასეა? - შემომხედა გამომცდელად - რამე ცუდი თუ ხდება უნდა ვიცოდე!
- მას გთხოვთ!!! - ვედრებით შევხედე მასწავლებელს, კლასი გასუსული მოგვჩერებოდა.
- კარგი წადი, მაგრამ არ მანანებინო ჩემი საქციელი. - დაამატა შეშფოთებულმა.
აღარც დავამთავრებინე, სწრაფი ნაბიჯით გამოვედი კლასიდან. ირაკლი არსად ჩანდა. ბევრი აღარ მიფიქრია მეორე სართულზე ჩავირბინე და პირდაპირ მეთორმეტე „ა“ კლასის კარი შევაღე. მათემატიკის გაკვეთილი ტარდებოდა. ინგა გოშაძემ, გაფხორილმა შემომხედა, საშინლად არ ესიამოვნა ხელის შეშლა.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ, ნაკაშიძე?- მკითხა მკაცრად.
- დიდი ბოდიში, თუ შეიძლება დანელია ერთი წუთით გამოუშვით.
- არავითარ შემთხვევაში, - მომიჭრა უხეშად, სასოწარკვეთილმა დაჩის გავხედე რომელიც გაკვირვებული მიყურებდა კლასის ბოლოდან.
- სად მიდიხარ, დანელია?! - დაუცაცხანა აღშფოთებულმა მასწავლებელმა, როცა დაჩი ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა - მე უფლება არ მომიცია შენთვის...
- თავი დამანებე! - ხელი აუქნია გაღიზიანებულმა. გარეთ გამომიყვანა და კარი გამოიხურა.
- რა მოხდა ნაია?
- დაჩი, რაღაც რიგზე ვერ არის, მგონი გაგნიძეს ირაკლისთან ჩხუბი უნდა, წეღან ვიღაც შემოაგზავნა კლასში, რაღაც იდიოტური მიზეზი უთხრა მასწავლებელს და კლასიდან გაიყვანა, დარწმუნებული ვარ იცრუა!
- კარგი, შენ კლასში დაბრუნდი, დანარჩენს თვითონ მივხედავ. - მითხრა სწრაფად და მაშინვე კიბეებზე დაეშვა.
მოუსვენრად ვცქმუტავდი, ახლა კლასში ჯდომა არ შემეძლო. ბევრი აღარ მიფიქრია, კიბეებზე სწრაფად დავეშვი, მაგრამ დაჩი ვეღარსად დავლანდე. სასოწარკვეთილმა პირველ სართულზე ჩავირბინე და უკანა ეზოში გავედი. ირგვლივ არავინ იყო, უკვე პანიკაში ვიყავი. კართან მდგომმა დაცვამ დამინახა და დაბღვერილი ჩემკენ წამოვიდა, დალოდება არც მიფიქრია სწრაფი ნაბიჯით გამოვედი ეზოდან და პარკინგი მოვათვალიერე. მოშორებით ბიჭების ჯგუფი შევამჩნიე, წრე შეეკრათ და რაღაცას გაჰყვიროდნენ.
დაჩი ბიჭებისკენ გამწარებული მირბოდა. გულგახეთქილი უკან დავედევნე, მთელი ტანი მიცახცახებდა. დაჩიმ წრე გაარღვია, ირაკლის დაეტაკა და გეგას ძლივს მოაშორა. ირაკლის ტუჩი გახეთქოდა და სისხლი თქრიალით მოსდიოდა. აი გეგა კი, გაცილებით უარესად გამოიყურებოდა, წარბი გადახსნოდა და ღრმა იარიდან სისხლი მდორედ ჩამოსდიოდა სახეზე, მარცხენა თვალი კარგად ჩალურჯებოდა და მარჯვენა ლოყაზეც მოზრდილი ფინგალი აჩნდა.
- ახვარო, სულ ეს ხარ? - დასცინოდა ირაკლი - სხვა ვერაფერი მოიფიქრე ხომ? გაკვეთილიდან გამომიყვანე რომ შვიდი ერთზე გამსწორებოდით? ერთი დიდი ბოზბანდა ხართ.
- შენი დედა.. - დაიღრიალა გეგამ და გაიბრძლოა, მაგრამ მისი ერთ-ერთი მეგობარი მკლავებში ჩაჰფრენოდა და არ უშვებდა. როგორც ჩანს, დაჩის გამოჩენამ გეგმები ჩაუშალათ - ჩემი ხელით მოგკლავ .
- რაღას უცდი?! გაიწი დაჩი, მოდი, აქ ვარ! - დაჩის თავიდან მოშორება სცადა და სიცილით გაშალა მკლავები - შე სირო, ვინ უნდა მოკლა, ს იარლიყი გაქვს აკრული და მთელი ცხოვრება გექნება! ჩემნაირი შენნაირის ხელით არასოდეს მოკვდება, არც იოცნებო - გადააფურთხა ზიზღით.
გეგას ნერვებმა უმტყუნდა ძმაკაცისგან თავი ძლივს გაითავისუფლა და მაშინვე დანა დააძრო. ბიჭები აყვირდნენ მაგრამ მათი ხმა ჩემმა კივილმა გადაფარა.
- შენ ხომ არ შეიშალე! - ვიკივლე გაცეცხლებულმა. ჩოჩქოლი მაშინვე შეწყდა, ახლაღა შემამჩნიეს.
- ნაია, წადი აქედან! - დამიყვირა ირაკლიმ. ჩემმა დანახვამ უარესად გააცოფა.
- არსად არ გავადგამ ფეხს! - თითქოს ტვინში სისხლი ჩამექცა, სიბრაზიზგან ერთიანად მაკანკალებდა - დანას ხელი უშვი, თორემ მწარედ განანებ!
- დაჩი! ნაია აქედან გაიყვანე! - უყვირა ძმაკაცს, რომელიც ისევ მას ეჯაჯგურებოდა, რომ გეგას არ დასტაკებოდა, დაჩიმ კი წამიერი დაბნეულობით ისარგებლა, ირაკლის ხელი უშვა და გეგას ელვის სისწრაფით დაატაკა მუშტი საფეთქელში და დანა გააგდებინა, მაშინვე დაიხარა, აიღო და ჯიბეში შეინახა.
- შენ ცალკე მოგივლი ამისთვის, - შეუღრინა გეგას, რომელიც წაქცეულიყო და კვნესოდა, - და თქვენ ყველანი გამოცხადდებით სადაც საჭიროა, არცერთი არ დააკლდება შეხვედრას, თორემ ამ ქალაქში აღარ გეცხოვრებათ!
თვალები დაუბრიალა გეგას ძმაკაცებს, რომლებიც დამარცხებულ მეგობარს წამოდგომაში ეხმარებოდნენ. შემდეგ კი შუბლშეკრული ირაკლის მიუბრუნდა, რომელსაც ახლა სხვები ეჯაჯგურებოდნენ, რომ გეგას არ დასტაკებოდა.
- ამათ ახლა შეეშვი, მოგვიანებით მივხედავთ. ნაია გაიყვანე მე არ გამომყვება, - გადაულაპარაკა ხმადაბლა და მსუბუქად უბიძგა მხარში. ირაკლი ადგილიდან არ დაძრულა, ჯერ კიდევ გამძვინვარებული უყურებდა გეგას, რომელიც პირიდან სისხლს აფურთხებდა.
- არაფერი დამთავრებულა, ჩათვლე მკვდარი ხარ, ახვარო! - დაისისინა ირაკლიმ და ბიჭებს ხელი გამოჰგლიჯა, რომლებიც ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად ექაჩებოდნენ მკლავებზე - მე შენ ერთხელ გაგაფრთხილე და ვერ შეისმინე, აწი აღარ დაგინდობ, პირობას კი მოგვინებით შეგისრულებ და რაც შეგეხებათ თქვენ, - დამცინავად გადახედა გეგას საძმაკაცოს - შეგიძლიათ უკლებლივ ყველა მოხვიდეთ, არცერთს არ დაგწყვიტავთ გულს! - გაცოფებულმა ზიზღით დააფურთხა და ჩემსკენ წამოვიდა, ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა რომ შემეშინდა.
მკლავში უხეშად მწვდა და სკოლისკენ წამათრია, ისე მძიმედ სუნთქვდა, რომ გული მისკდებოდა. როგორც კი ჩხუბის ადგილს კარგა მანძილზე დავშორდით გავჩერდი. ირაკლიც გაჩერდა და გამძვინვარებულმა შემომხედა.
- როგორ ხარ? - ვკითხე აკანკალებულმა.
- ხომ გთხოვე, წადი-თქო?! - დამიცაცხანა გაცოფებულმა თან სიბრაზიზგან ერთიანად კანკალებდა - შენ ახლახანს მაიძულე, რომ ის მომეკლა, ხვდები ამას?? მე მაგას აღარ ვაცოცხლებ!
- სისულელებს ნუ ლაპარაკობ, - ვუყვირე გაცეცხლებულმა - არავინ არავის მოკვლას არ აპირებს!
- რატომ არ მისმენ, როცა გელაპარაკები, რატომ არასდროს არ მისმენ?! - მიყვირა გაცოფებულმა.
- აბა რას ელოდი, გულხელდაკრეფილი უკან გავბრუნდებოდი და საშუალებას მოგცემდით ერთმანეთი დაგეხოცათ?!
- მაგას ისედაც გამოტანილი აქვს განაჩენი!
- გეყოფა! არ მაინტერესებს რომ მიბრაზდები, არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს! არ მაინტერესებს იყო თუ არა ჩემი ჩარევა სწორი, მე უკვე მომიკლეს საყვარელი ადამიანი და სანამ ცოცხალი ვარ, ასათიანი, იმავეს აღარ დავუშვებ! საჭირო რომ გახდეს ადამიანსაც მოვკლავ შენს დასაცავად და ნუ გგონია რომ ეს არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს ასე არ არის!!! - ვუყვირე აცრემლებულმა.
ირაკლის სახე გადაუფითრდა. რამდენიმე წუთი გაშტერებული მიყურებდა, ჩემი სიტყვების გააზრება უჭირდა, შემდეგ ერთიანად მოეშვა, კანკალი შეწყვიტა და ერთი ნაბიჯით გაჩნდა ჩემთან. წელზე ხელი ძლიერად მომხვია და გულში მაგრად ჩამიკრა.
- შენ მე ბოლოს მომიღებ! - ჩამჩურჩულა ყურში.
- რამდენი ხანია მაგას გიმეორებ, - ვუპასუხე ყრუდ და მკერდზე თავი უღონოდ მივადე. ირაკლიმ უფრო ძლიერად მიმიკრა გულზე. ალბათ იგრძნო, რომ ვეღარ ვსუნთქვდი და ხელი მალევე შემიშვა. ცრემლები ნაზად მომწმინდა და გამჭოლი მზერით შემომხედა.
- შენს თავს ვფიცავარ, ახლა თუ ტირილს არ შეწყვეტ, დავბრუნდები და იმ გველის წიწილს შენს თვალწინ ტვინს დავანთხევინებ!
- მაშინ მითხარი, რომ სისულელეს არ გააკეთებ, რომ არაფერს დაუშავებ, რომ არავინ დაშავდება, გთხოვ, - ბოლოს უკვე ვედრებით შევხედე. ერთხანს მიყურა, ბოლოს კი მის თვალებში დანებება ამოვიკითხე.
- გპირდები არ მოვკლავ, მაგრამ თავის ადგილზე მოვსვამ... და არავინ არ დაშავდება - დაამატა მკაცრად, როცა შეპასუხება დავაპირე. თავი დავუქნიე ამაზე მეტს მაინც ვერ გამოვრჩებოდი.
- ახლა კლასში ავიდეთ.
- მოიცა. - ჯიბიდან ხელსახოცი ამოვიღე და დასისხლიანებული ტუჩი მოვწმინდე. ოდნავ შეიჭმუხნა, ნატკენ ადგილზე შეხება ემწარა.
- მორჩა - ვუთხარი, როცა სახე სულ მოვუსუფთავე - მაგრამ, რამე ცივს თუ არ დაიდებ ეგ ტუჩი გაგისივდება.
- ამის დედაც... - ჩაიჯუჯღუნა გაბრაზებულმა, იქვე მაღაზიაში წყალი იყიდა და ცივი ბოთლი ტუჩზე მიიდო - ახლა გაკვეთილზე ავიდეთ, თორემ ლალი დამიმატებს. - მაინც მოახერხა და გამაცინა. თითის წვერებზე ავიწიე და ცხვირზე ვაკოცე. ირაკლიმ გაოცებისგან თვალები ჭყიტა.
მადლობა ღმერთს, კლასამდე ისე მივაღწიეთ, რომ მანდატური არ შეგვხვედრია. კლასში, რომ შევედით ოცდაორი წყვილი თვალი ჩვენკენ მობრუნდა. მასწავლებელმა ერთი გამოგვხედა, ირაკლის გაბუშტული ტუჩი შუბლშეკრულმა შეათვალიერა, ამოიოხრა და გაკვეთილის ახსნა გააგრძელა. მადლიერების გრძნობით გავხედე ლალის, რომ ზედმეტი კითხვები არ დაგვისვა და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. ბიჭები უხმოდ მობრუნდნენ ირაკლისკენ, მან კი თვალით რაღაც ანიშნა, მათაც თავი დაუქნიეს და მიბრუნდნენ. უხმო საუბარმა ეჭვი გამიღვივა, მაგრამ აღარაფერი მითქვამს.
ზარი მალე დაირეკა და ბავშვები წამოიშალნენ. მასწავლებელმა ჩანთაში ფურცლები ჩაალაგა და წასასვლელად ადგა. ირაკლი მაშინვე წამოდგა, ლალისთან მივიდა და რაღაც უჩურჩუალა ყურში, მასწავლებელმა გაკვირვებულმა შეხედა, ირაკლიმ ისევ რაღაც უთხრა, ლალიმ შუბლი შეიკრა და ირაკლის გაბრაზებული მიაშტერდა, ბოლოს ერთი ამოიოხრა და თავი დაუქნია. ირაკლიმ გაუღიმა კიდევ რაღაც უჩურჩულა და ჩემთან დაბრუნდა. ის იყო პირი გავაღე, რომ მეკითხა რაზე ელაპარაკებოდი-თქო, რომ მაშინვე ბიჭები წამოადგნენ თავს. თუმცა, კითხვის დასმა არც მათ დასცალდათ. საკლასო ოთახში დაჩი შემოვიდა და ირაკლი გაიყვანა, ბიჭებიც მაშინვე უკან მიჰყვნენ.
- რა მოხდა? - ინა გვერდით მომიჯდა და აღელვებულმა შემომხედა, მაგრამ პასუხის გაცემა არ დამცალდა, თავს გაცეცხლებული კატო წამადგა.
- როდემდე უნდა ჩხუბობდეს შენს გამო? როდემდე უნდა ჰქონდეს ირაკლის პრობლემები შენს გამო? - სიბრაზიზგან სახე ერთიანად აჭარხლებოდა და გავეშებული ქორივით დამყურებდა ზემოდან.
- კატო, გეყოფა! - დაუსისინა ინამ.
- მე? მე მეყოფა?! თუ ამ ფარისეველს?! როდემდე უნდა უმწარებდე ცხოვრებას ამ ბიჭს? ამდენი ხანია ეთამაშები, ნუთუ არ გეყო? - იკივლა ბოლო ხმაზე, მიუხედავად დიდი აურზაურისა მისი სიტყვები ყველამ გაიგონა, ყველა გასუსული ჩვენ მოგვაშტერდა.
- რაც არ იცი იმას ნუ ლაპარაკობ! - დაუყვირა ინამ. მთელი არსებოთ ვცდილობდი თავის შეკავებას რომ ჩხუბში არ ავყოლოდი.
- შენ ნუ ერევი? - უყვირა ინას - ვინმემ მაინც ხომ უნდა უთხრას სიმართლე?! რა გგონია რახან მამა მოგიკლეს და შენც ლამის მიგაყოლეს ამიტომ ყველა უნდა გელოლიავოთ? ამიტომ შენი უბადრუკი ცხოვრებით ირაკლის ცხოვრებაც უნდა გაანადგურო? - თითქოს ტვინში სისხლი ჩამექცა, ფეხზე წამოვიჭერი და მთელი ძალით ვტკიცე სახეში. ბავშვებს გაოცების შეძახილი აღმოხდათ.
- არასოდეს! არავისთვის! არ! მითხოვია! მელოლიავეთ-თქო! - გამოვცერი კბილებში - ბოლოს და ბოლოს ისწავლე შენი ადგილი და ნუ ერევი ჩვენს ცხოვრებაში!
კატო გაოცებული და გამწარებული შემომყურებდა, ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო, ამ დროს ირაკლიც დაბრუნდა. ყველა გახევებული, რომ დაინახა მზერა ჩემზე გადმოიტანა, მე კი კატოს სიძულვილით შევყურებდი და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ კიდევ არ მეთხლიშა სახეში.
- აქ რა ჯანდაბა ხდება? - ირაკლი მოგვიახლოვდა და შუაში ჩაგვიდგა.
- შენი დაქალი არანორმალურია! - ამოიჩურჩულა კატომ.
- ენას მოუკელი! - აიჯაგრა ირაკლი.
- შენ რა მას იცავ? - აღშფოთებულს სახე ერთიანად გაუმწვანდა - შენ, ჩემი შეყვარებული ხარ თუ მისი?!
- ეს უკვე მარაზმია! - გაცეცხლებულმა წიგნები ჩანთაში ჩავყარე და წასვლა დავაპირე, მაგრამ ირაკლიმ მკლავში წამავლო ხელი და შემაჩერა.
- არსად არ წახვალ! - გაღიზიანებულმა თვალები დამიბრიალა და კატოს მიუბრუნდა - შენ რით ვერ შეიგნე, რომ თავი უნდა დამანებო? მაინცდამაინც კლასის წინაშე უნდა გამოგიცხადო რომ შემეშვა? ჩემი ნერვების წყვეტას კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ ნაიას თავი დაანებე იცოდე!
კატომ ირაკლის აწყლიანებული თვალები მიაპყრო, მერე თავის ჩანთას ხელი სტაცა და კლასიდან გამწარებული გავარდა. კლასი აჩოჩქოლდა, ზოგი მიბღვერდა, ზოგიც შიშით მიყურებდა, თუმცა მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებდა. გაღიზიანებული სკამზე დავეხეთქე, ერთიანად მაკანკალებდა. კატოს სიტყვები ჯერ კიდევ ყურში მედგა და გულში შხამიანი ისრებივით მესობოდა. შეიძლება მთლად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მართალი იყო, ირაკლის ცხოვრებას რომ ვუმწარებდი, ჩემზე უკეთ ეს არავის მოეხსენებოდა.
- ნაია, რა მოხდა? - ირაკლი დაიხარა და თავი ამაწევინა - რა გითხრა იმ კობრამ?!
- არაფერი, - ვუპასუხე უემოციოდ, კლასში გაჩერება აღარ შემეძლო, ეს გაუთავებელი ჩურჩული და მალული გამოხედვები ჭკუიდან მშლიდა. ჩანთას ხელი მოვკიდე და წამოვდექი.
- რას აკეთებ? - შემომხედა გაოცებულმა.
- აქედან მივდივარ! - ვუპასუხე გატანჯულმა და გასვლა დავაპრე, ირაკლი მაჯაში მწვდა და არ დამანება, თვითონაც მოჰკიდა ჩანთას ხელი და ინას მიუბრუნდა.
- ის შეშლილი ფსიქოპატი როგორმე დააშოშმინეთ, თავს ნუ მომაკვლევინებს! წამოდი. - მომიბრუნდა და კლასიდან გამომიყვანა.
სკოლიდან ისე გამოვედით, რომ არცერთს ხმა არ ამოგვიღია. მანქანის კარი გამოვაღე, ჩანთა უკანა სავარძელზე მოვისროლე, წინ დავჯექი და კარი მოვიხურე. ირაკლიც საჭესთან დაჯდა, კარი მოიჯახუნა და ამოიოხრა.
- მითხარი რა მოხდა კლასში.
- არაფერი.
- ასეთი რა გითხრა?!
- არაფერი მომხდარა.
- ჩემით გავარკვევ და შავ დღეს დავაყრი იცოდე!
- სახლში მინდა. - ვუპასუხე დაქანცულმა თვალები დავხუჭე და ფანჯარას თავი მივადე.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე მანქანის კარის ჯახუნი გავიგე. თვალები გავახილე, მაგრამ ირაკლი აღარსად დამხვდა. ამოვიოხრე და სავარძელს მივეხეთქე. ესღა მაკლდა! თითქოს პრობლემები ცოტა მქონდა და ახლა კატოც დაემატა! მასთან კონფლიქტს მუდამ თავს ვარიდებდი, ვიცოდი რომ ვერ მიტანდა. ეჭვიანობდა, ფიქრობდა რომ ირაკლის ვართმევდი, ჯანდაბა!
ირაკლის პირად ცხოვრებაში არასოდეს ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებდი ამას, პირიქით ის თუ ვინმესთან ბედნიერი იქნებოდა, მე მასზე ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ამის ახსნით დავიღალე და უკვე ძალიან ვღიზიანდებოდი ხოლმე. მე არ ვერეოდი არავის საქმეში და ნურც ისინი ჩაჰყოფდნენ ცხვირს იქ სადაც არავინ ეკითხებოდათ!
სასაცილო კი ის იყო, რომ ირაკლის ჩემზე მეტად აღიზიანებდა აბეზარი გოგოები და ყველას უხეშად იშორებდა ხოლმე თავიდან. კატო კი გაცილებით რთული თემა აღმოჩნდა. ადრე ირაკლის მართლა მოსწონდა, მაგრამ კატომ ჩემზე ეჭვიანობა დაიწყო და ხშირად ეჩხუბებოდა ხოლმე მასთან ნუ რჩებიო. ამიტომ მათი ურთიერთობა გაფუჭდა, ირაკლიმ გული აიცრუა და მისგან თავს შორს იჭერდა რასაც კატო, პირდაპირი მნიშვნელობით, ჭკუიდან გადაჰყავდა. ამდენი ხანი ველოდებოდი როდის ამოხეთქავდა და აი ეს დღეც დადგა!
გაღიზიანებულმა უკანა ხედვის სარკეს გავხედე, ირაკლი არსად ჩანდა. ჯანდაბა! სად წავიდა ეს ბიჭი?! ის იყო მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე, რომ ირაკლი გაცოფებული გამოვარდა სკოლიდან და მანქანისკენ გამოემართა. როგორც ჩანს, ინას ყველაფერი ათქმევინა. სახე სიბრაზიზგან დამანჭვოდა. კარი გამოაღო, საჭესთან დაჯდა და გაცოფებულმა მთელი ძალით მოაჯახუნა.
- მოვკლავ მაგ ძუკნას! - იყვირა უცებ და მთელი ძალით დასცხო მუშტი საჭეს.
- დაწყნარდი, უბრალოდ სახლში წავიდეთ კარგი? აქაურობა გულს მირევს.
- არ გაბედო და მაგის ნაბოდვარი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერო! - მომიბრუნდა გაცეცხლებული - არცერთ ბოზს არ მივცემ ჩვენს ურთიერთობაში ჩარევის უფლებას, მაგას მოვუტყნავ... - გაცოფებულმა მანქანა დაქოქა და საბურავების წივილით მოსწყვიტა ადგილიდან.
სახლის გზას გადაუხვია და გლდანისკენ აიღო გეზი. გამიკვირდა, მაგრამ ისე იყო განერვიულებული, აღარაფერი მიკითხავს. დაახლოებით ნახევარ საათში ახმეტელის თეატრს ავცდით და ირაკლიმ ახალმშენებარე კორპუსებისკენ ჩაუხვია. ახლა ნამდვილად გავოცდი,
- იკა, აქ რა გვინდა? - ვკითხე ფრთხილად.
- მეგობარს გამოვუარე - მიპასუხა კუშტად და მანქანა კორპუსის წინ შეაჩერა.
- და აქ რას ვაკეთებთ, ყოველშემთხვევაში მე. - დავამატე დაბნეულმა.
- წავედით. - მანქანის კარი გააღო და გადავიდა, მეც გადმოვედი. ჯერ კიდევ დაბნეული ვერ ვხვდებოდი აქ რას ვაკეთებდით. ირაკლიმ ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა.
- ნიკუშ, კოდი მითხარი როგორ შემოვიდე... აჰა კაი. - ხელით მანიშნა გამომყევიო, თვითონ კი წინ წავიდა - და სართული მეშვიდე ხომ?... კაი, ამოვალ ახლა. - ტელეფონი გათიშა და რკინის კარზე დატანებული კოდი აკრიფა.
ლითონის მძიმე კარიც მორჩილად გაიღო. ირაკლიმ ხელი ჩამჭიდა და ლიფტისკენ წამიყვანა, ღილაკს თითი მიაჭირა და ბოღმიანი მზერა ლითონის კარს გაუშტერა.
- აქ რას ვაკეთებთ? - გავუმეორე კითხვა, თუმცა პასუხი არ გაუცია.
როგორც კი ლიფტში შევედით, მოულოდნელად კუშტი სახით მომიბრუნდა, ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და თავისი მკლავების ტყვეობაში მომამწყვდია.
- რას აკეთებ? - უხერხულად შევიშმუშნე და ლიფტს ავეკარი, ჩემთან ძალიან ახლოს იდგა, იმდენად ახლოს რომ მის სუნთქვას ტუჩებზე ვგრძნობდი. ვგრძნობდი როგორ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი სიბრაზიზგან, კისერზე კი ძარღვები დასჭიმვოდა.
- შემომხედე - დაიღრინა გაღიზიანებულმა, თვალი ძლივს გავუსწორე. არ ვიცი რა ჯანდაბა მემართებოდა, ისეთი აღგზნებული მზერით მომშტერებოდა, რომ თავს უხერხულად ვგრძნობდი - ვინ ვარ შენთვის?
- რა? - ამ კითხვამ დამაბნია, ვერ ვხვდებოდი რას მეკითხებოდა.
- ვინ ვარ შენთვის? - გაიმეორა მკაცრად და კიდევ უფრო მომიახლოვდა. მისი გამჭოლი მზერა სულს მიხუთავდა.
- ყველაფერი. - ვუპასუხე ხმადაბლა და თვალებში შევხედე, მისთვის მზერის გასწორება ასე არასდროს გამჭირვებია, ასეთ აღელვებულს პირველად ვხედავდი.
- ჩემთვის კი გაცილებით მეტი ხარ, - მოსხიპა ცივად - იმაზე მეტი ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია, რაც ჩემსა და შენს შორის არის, ეს ყველაზე წმინდაა რაც გამაჩნია, ამის შეურაწყოფის უფლებას არავის მივცემ, არც კატოს და არც სხვას! გასაგებია შენთვის?
ღრმად ჩავისუნთქე, ხელები მის მკლავებს შორის გავაძვრინე და კისერზე მაგრად მოვეხვიე.
- მიყვარხარ. - ვუჩურჩულე ყურში და ამ დროს ლიფტის კარიც გაიღო. წამით თვალებში ჩამაკვდა, შემდეგ კი სწრაფად დაიხია უკან.
- წამოდი - ხელი მაგრად ჩამჭიდა და ლიფტიდან გამოვედით.
ირაკლიმ სადარბაზო მოათვალიერა და ნაცრისფერი კარისკენ გაემართა, რომელსაც ვერცხლისფერი ციფრებით „18“ ეწერა. კარზე დააკაკუნა და ინტერესით გადმომხედა. მაინც ვერ ვხვდებოდი ვისთან მომიყვანა. ორ წუთში კარი ახალგაზრდა ბიჭმა გაგვიღო. გადახოტრილი თავით და დაკუნთული სხეულით ჯარისკაცს ჩამოჰგავდა. რომ არა ტატუები, რომლითაც მთელი ტანი მოეხატა, მართლა სამხედრო მეგონებოდა. ირაკლის დანახვისთანავე თვალები გაუბრწყინდა.
- ვაა, ეს ვის გავახსენდი - ღიმილით გადაეხვია მეგობარს - როგორ მოხდა და გზა შეგეშალა, ა?
- შენ ვისზე რას ამბობ, ჩვენ რომ არ შეგეხმიანოთ, შენ სართოდ არ გახსოვართ.
- ჰო, ჰო როგორც იტყვი, გამარჯობა. - გამიღიმა თავაზიანად.
- გამარჯობა, - ვუპასუხე მორცხვად, განზე გადგა და შინ შეგვიშვა.
ახლად გარემონტებულ, ლამაზი ბინაში, კედლები ღია თაფლისფრად შეეღებათ, რაც თვალს ძალიან ამშვიდებდა, ძირს კი მუხისფერი პრიალა პარკეტი დაეგოთ. საკმაოდ დიდი ბინა იყო, ძალიან საყვარელი და თანამედროვე სტილში გაკეთებული. ავეჯი ჯერ არ შემოეტანათ. მხოლოდ ბარის სტილში მოწყობილ სამზარეულოში იდგა სკამები და ყავის აპარატი. მისაღებ ოთახში კი მხოლოდ ფუმფულა პუფები ელაგა და ერთი გრძელი სკამი, აი კბილის ექიმებს რომ აქვთ კაბინეტებში ისეთი. მარჯვენა მხარეს, პატარა, შუშის მრგვალ მაგიდაზე, ლეპტოპი იდო, რომელსაც აქეთ-იქიდან უცნაური ფორმის დინამიკები ელაგა. სკამის მარცხენა მხარეს კი პატარა მრგვალი მაგიდა იდგა და ზედ უამრავი მაღალი და ფერად-ფერადი ბოთლები ჩაემწკრივებინათ. კარგად რომ დავაკვირდი მივხვდი, რომ ტუშები იყო, სხვადასხვა ფერის. იქვე ტატუს მანქანაც შევამჩნიე, რომელიც ფაქიზად იყო გახვეული ლურჯ პარკში და თავის ყუთში იდო. მოკლედ, რომ ითქვას, ოთახი ტატუსალონად იყო მოწყობილი.
- დასხედით, - თავაზიანად მიგვითითა ფუმფულა პუფებზე და თვითონაც ჩამოჯდა - აბა, როგორ ხარ, მომიყევი - ღიმილით გახედა ირაკლის.
- შესაშურად, ძმაო, - სარკასტრულად უპასუხა ირაკლიმ და ფუმფულა პუფში მოწყვეტით ჩაენარცხა, მეც გვერდით მივუჯექი. თავს უხერხულად ვგრძნობდი, ვერ ვხვდებოდი აქ რას ვაკეთებდით. ეს ბიჭი მანამდე არასოდეს მინახავს, არადა ირაკლის მეგობრებს ასე თუ ისე ყველას ვიცნობდი.
- ჰო, სახეზე გეტყობა. - აუტყდა სიცილი ნიკუშას და გასიებული ტუჩი შეუთვალიერა.
- აჰ, შენ მეორე უნდა ნახო რა დღეშია. - გაიფხორა ამაყად, ნიკას გულიანად გაეცინა და თავი გააქნია.
- შენი გამოსწორება არ იქნება რა, დაჩი როგორ არის, კიდევ ძველბიჭობს?
- მაგ თემაზე მასთან ნუ იხუმრებ, თორემ თვალი ჩაგილურჯდება. - გაეცინა ირაკლის, ნიკამ დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია.
- შენს მომხიბლავ მეგობარს არ გამაცნობ? - ღიმილით გამომხედა ნიკამ, უხერხულად შევიშმუშნე.
- ეს ნაია. - თბილად გამომხედა ირაკლიმ, ნიკას თვალები გაუფართოვდა.
- ესე იგი, შენ ხარ ნაია? - მაშინვე შეეცვალა ტონი, ოღონდ ვერ მივხვდი რატომ - შენზე ბევრი რამ მსმენია, მიხარია, რომ როგორც იქნა გაგიცანი.
- მეც. - თავაზიანად გავუღიმე და ვეცადე მისი გაკვირვება არ შემემჩნია.
- აბა, დავიწყოთ? - იკითხა ნიკამ და მომლოდინედ შემომხედა.
- რა? - დაბნეულმა ჯერ ნიკას შევხედე მერე ირაკლის.
- ჯერ არ მითქვამს არაფერი, - გადაულაპარაკა ნიკას - სიურპრიზის გაკეთება მინდოდა - დაამატა და ღიმილით შემომხედა.
- ტატუ უნდა გაიკეთო? - ვკითხე გაკვირვებულმა, თუმცა მაშინვე გამახსენდა ნიკას მზერა, ის მე მიყურებდა და არა ირაკლის - მოიცა მე უნდა გავიკეთო? - აღფრთოვანებულმა შევხედე ირაკლის.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - მკითხა ეშმაკური ღიმილით.
- ხომ იცი რომ არა! - სიხარულით გამიბრწყინდა თვალები - მაგრამ რას ვიხატავ? - დაბნეულმა გავხედე ნიკას.
- მშვენიერია! - სიცილით გახედა ირაკლის - ბიჭო და რომ არ მოეწონოს შენი არჩევანი? ტატუა ბოლო ბოლო, პასტით ნაჯღაბნი ნახატი კი არა.
- არა, - დავასწარი ირაკლის, რომელმაც რაღაცის სათქმელად გააღო პირი - ვიხატავ, რაც ირაკლის უნდა იმას, ოღონდ არ მითხრა რა იქნება.
- აი მესმის ნდობა. - სიცილით წამოდგა ნიკა. ირაკლიმ ღიმილით გამომხედა, როგორც იქნა თვალები სითბოთი აევსო, როგორ მიყვარდა მისი ასეთი გამომეტყველება.
- დიდია თუ პატარა? მაინც, რომ ვიცოდე. - ვკითხე ნიკას რომელიც ტუშებს ამზადებდა.
- რავი, არც ისე პატარაა.
- მაჯაზე დამეტევა?
- კი, თავისუფლად.
- კარგი, მაჯაზე მინდა. ქურთუკი გავიხადე და ირაკლის მივაწოდე, მკლავი ავიკაპიწე და მოვემზადე.
- ნევსის ხომ არ გეშინია? - მკითხა ღიმილით.
- არა! - ვიცრუე, ნევსებს ვერ ვიტანდი, მაგრამ ეს რომ ხმამაღლა მეთქვა ვაითუ ირაკლის გადაეფიქრებინა, ნიკამ ერთი გამომხედა და შავი ტუში ღიმილით ჩამოასხა პაწაწინა თავსახურში. ტყუილს მიმიხვდა, მაგრამ აღარაფერი უკითხავს.
- კარგი, მაშინ თვალების დახუჭვა მოგიწევს, ისე დაინახავ რას ვხატავ.
- კარგი.
- მოდი, აქ დაჯექი და ხელი სკამზე დადე, მოხერხებულად ხარ? - თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე.
- აქ ვარ. - ყურში მიჩურჩულა ირაკლიმ - არ შეგეშინდეს, არ გეტკინება.
იმდენად აღელვებული ვიყავი ირაკლის ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ვიგრძენი მაჯაზე სველი ბამბა, როგორ წამისვეს. დასაჩხვლეტ ადგილს სპირტით მიმუშავებდა, მისმა მძაფრმა სუნმა ნესტოები ამიწვა. შემდეგ მანქანის ხმა გავიგე, რომელიც დაბალ ხმაზე აზუზუნდა.
- აბა, ვიწყებ, ხელი არ ამიკრა კარგი? არ გატკენ. - დამამშვიდა ნიკამ და ხელი ფრთხილად დამიკავა.
პირველი ჩხვლეტა პირველი ელდა იყო, არც ისე მტკივნეული აღოჩნდა, როგორც ვფიქრობდი. მწარედ მწიწკნიდა, მაგრამ არა ისე რომ ვერ ამეტანა. მეც წარბშეუხრელად გასუსული ვიჯექი და ვცდილობდი არანაირი ემოცია არ გამომეხატა.
- გტკივა? - მკითხა ნიკამ.
- არა. - ვუპასუხე თავდაჯერებით.
- ძალიან კარგი.
ირაკლი გვერდით მომიჯდა და ჩემი მეორე ხელი თავის ხელებში მოიქცია. მსიამოვნებდა მისი შეხება, უფრო მოვეშვი და ისეთი დაძაბული აღარ ვიჯექი.
- ლამაზი გამოდის? - ვიკითხე რამდენიმე წუთის შემდეგ თვალდახუჭულმა.
- შენსავით - ჩაიცინა ნიკამ.
- როგორ მაინტერესებს რა არის.
- მოგეწონება - ხმადაბლა მიპასუხა ირაკლიმ და ხელზე მაკოცა.
- ეჭვი არ მეპარება - ვუპასუხე სიცილით.
დრო თითქოს უსასრულოდ გაიწელა. მოთმინება აღარ მყოფნიდა, ერთი სული მქონდა მენახა რა იხატებოდა ჩემს მაჯაზე. გონებაში ბევრი რამე წარმოვიდგინე, თუმცა მეეჭვებოდა, რომელიმე ირაკლის რჩეული ყოფილიყო. ბოლოს როგორც იქნა ნიკამ მუშაობა დაასრულა და მანქანა გამორთო. მაჯაზე ცივი მალამოს შეხება ვიგრძენი. დაჩხვლეტილი კანი ოდნავ მეწვოდა, მაგრამ ცივი გელის შეხება მესიამოვნა.
- შეგიძლია შეხედო...
თვალები ფრთხილად გავახილე და მაჯას დავხედე. ხორბლიფერ კანზე, შავი მზე თვალისმომჭრელად ელვარებდა. სხივები ცეცხლის მოცეკვავე ალივით იგრიხებოდა და იდეალურ ეფექტს ქმნიდა. მზის გულში კი ნახევარმთვარე იყო გამოყვანილი. იმდენად ლამაზი იყო, რომ სუნთქვა შემეკრა.
- აბა? - ფრთხილად მკითხა ორივემ.
- ძალიან მომწონს, - ამოვიჩურჩულე გრძნობამორეულმა - იდეალურია, გმადლობ.
ნიკას გულზე მოეშვა. ღიმილით დააბრუნა მანქანა თავის ადგილას და აბაზანაში გავიდა ხელთათმანების გადასაყრელად. ირაკლის მივუბრუნდი, რომელიც სითბოთი სავსე თვალებით შემომცქეროდა.
- ანუ არჩევანს მიწონებ? - მკითხა ეშმაკურად. გავუღიმე და თავი დავუქნიე. ირაკლიმ ნაზად ჩამომისვა სახეზე ხელი და ტატუს დააკვირდა. ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ თავს იკავებდა.
- ამას არ ველოდი, - დავარღვიე სიჩუმე და ირაკლის შევხედე - განსაკუთრებული საჩუქარია.
- განსაკუთრებული? - თავი ასწია და ყურადღებით შემომხედა.
- ჰო, ეს ხომ იმის სიმბოლოა რასაც შენდამი ვგრძნობ, შუაში მთვარე - ეს ჩემი ცხოვრებაა შენს გარეშე, ბნელი და უიმედო - მზე კი შენ ხარ, ჩემს ბნელ ცხოვრებას მზესავით ანათებ. ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს შენს რაღაც ნაწილს თან ვატარებ, ეს მართლაც რომ იდეალური საჩუქარია ჩემთვის...
ირაკლის ჩაეღიმა, დაიხარა და ტუჩებით ნაზად შემეხო დაჩხვლეტილ კანზე. ტანში სითბომ თბილ ტალღად დამიარა და მთელს ორგანიზმს მოედო. ჩემდაუნებურად ხელი ამიკანკალდა. ირაკლიმ ჩემი აღელვება შეამჩნია, ჩუმად ჩაიცინა და სასწრაფად მიშვა ხელი. აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარი, რომ ნიკაც დაბრუნდა და სპეციალური ცელოფანი მოიტანა.
- ამით მაჯას შეგიხვევ, ექვსი დღე არ მოიშორო, მხოლოდ მაშინ მოიხსენი, როცა მალამოს წაისმევ, ესეც გამომართვი, - პატარა ყუთით, მალამო მომაწოდა - დღეში ოთხჯერ მაინც წაისვი კარგად და საპნიან წყალს ნუ მიიკარებ. ორი საათი საერთოდ არ მიიკარო წყალი, სულ ესაა. დაახლოებით ორ კვირაში უკვე სრულყოფილად დაჯდება.
- დიდი მადლობა. - გავუღიმე ნიკას, რომელიც მაჯას ცელოფნით მიხვევდა.
- რა მადლობა...
- ვალში ვარ შენთან. - გადაულაპარაკა ირაკლიმ.
- ჰო, თან ორმაგად...
- ორმაგად? - ვიკითხე გაკვირვებულმა, ირაკლიმ ძმაკაცს თვალები დაუბრიალა.
- ჰო, ორმაგად, ძველი ისტორიაა... - დაამატა სასხვათაშორისოდ, თუმცა არც ისე კარგად გამოუვიდა თავის მოჩვენება
- აჰა, - ჩავილაპარაკე სკეპტიკურად, ერთი სიტყვაც არ დავიჯერე, თუმცა ნიკას აღარ ჩავძიებივარ, ირაკლის ცალკე ვათქმევინებდი. ალბათ ვინმე გოგო მოიყვანა ტატუ გაუკეთეო, მაგრამ ამას მე რატომ მიმალავდა ეგ ვერ მივხვდი. ვიფიქრე ამას მერე გავარკვევ-თქო, გავიფიქრე და წამოვდექი.
- მგონი ჯობია წავიდეთ, რომელ საათზე გყავს კლიენტი? - ჰკითხა ირაკლიმ.
- ნახევარ საათში მოვა, მარა დაიკიდე რა, დარჩი, დავრეკავ და ვეტყვი მოგვიანებით მოვიდეს.
- არა იყოს, საღამოს ხომ თავისუფალი ხარ, ხოდა მე და დაჩი შეგეხმიანებით და გავიდეთ სადმე.
- მოსულა.
ნიკამ ღიმილით გამოგვაცილა. კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ულამაზესი ტატუსთვის და წამოვედით. დაჩხვლეტილი კანი მიხურდა და ოდნავ მეწვოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო ჩემს ბედნიერებასთან შედარებით. ჩემი ახალი საჩუქარი იმდენად მომწონდა, რომ თვალს ვერ ვწვეტდი.
- აბა? ახლა მომიყევი, კიდევ რითი ხარ ნიკასთან დავალებული? - ვკითხე მხიარულად, როცა მანქანაში ჩავსხედით.
- ხომ გითხრა უკვე? - უცოდველი თვალებით შემომხედა და მანქანა დაქოქა.
- ჰო, ჰო დავიჯერე, ახლა სიმართლე მითხარი, ვინმე გყავდა მოყვანილი? - ირაკლის სახე უცნაურად შეეცვალა, ვერ მივხვდი იმ წამს რა გაიფიქრა, მერე კი ღიმილით მიპასუხა.
- კარგი, ჰო, ერთი გოგო ძალიან მომწონს, ტატუს გაკეთება სულ უნდოდა და მეც გავუკეთე.
- აუჰ, ახლა გასაგებია კატოს რატო დაადე, - ამიტყდა სიცილი - მერედა მაგას მიმალავდი? იდიოტო!
- ჯერ არაფერია სერიოზული, - უხერხულად მოიქექა კეფა და მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა - წინასწარ არ მინდა ხოლმე რამის თქმა, მაგრამ თუ რამე შეიცვლება პირველი შენ გაგაგებინებ - გამომხედა ეშმაკურად.
- კარგი - ვუპასუხე ღიმილით.
ტატუმ გუნება საბოლოოდ გამომიკეთა. მთელი დღე მას ვაშტერდებოდი, ირაკლის ნამდვილად გამოუვიდა სიურპრიზი. მირანდასაც ძალიან მოეწონა, შენთვისაა ზედგამოჭრილიო მიპასუხა აღფრთოვანებულმა. ძილის წინ ცელოფანი შევიხსენი და მალამოს თავი მოვხადე.
- დაგეხმარები, - ირაკლი ოთახში შემოვიდა და პატარა კოლოფი გამომართვა - ხელი მომეცი. - მაჯა მუხლზე დავუდე. ვაკვირდებოდი როგორ ფრთხილად მიმუშავებდა ტატუს.
- იკა!
- ჰო - ამომხედა ინტერესით.
- მომეჩვენა, რომ რაღაცის თქმა გინდოდა ნიკასთან, მაგრამ აღარ მითხარი.
სახეზე ყურადღებით დავაკვირდი, რომ მისი არცერთი ემოცია არ გამომრჩენოდა. რამდენიმე ხანს მდუმარედ იჯდა და ტატუს მიმუშავებდა, ბოლოს კი დაამთავრა, ცელოფნით მაჯა გადამიხვია და როგორც იქნა მზერა გამისწორა. თვალები სევდიანი ჰქონდა. მაგრამ მათ სიღრმეში რაღაც ფარული ემოცია მოჩანდა, რაღაც რაც აქამდე არასოდეს შემინიშნავს.
- იკა... - დავიწყე აფორიაქებულმა.
- მართალი ხარ, - მიპასუხა ხმადაბლა, ჩემსკენ გადმოიხარა და თვალებში ჩამაცქერდა ამჯერად უხერხულობა არ მიგვრძნია, ჩემი მაჯა ნაზად აიღო ხელში - ეს მზე იმის სიმბოლოა რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, ეს ჩემი ნაწილია, რომელიც მინდა რომ მუდამ თან ატარო. - გაიმეორე ჩემი სიტვები და ნაზად მომეფერა სახეზე.
- მე...
- ახლა კი დაიძინე დღეისვის საკმარისია ემოციები, - გამიცინა მხიარულად და ცხვირზე თითი წამკრა - ხვალ მორიგი გიჟური დღე გველის.
შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა. თავი ბალიშზე დავდე და ფიქრებში ჩავიძირე. რა ჯანდაბა მოხდა ლიფტში? ასეთ რამ პირველად დამემართა ირაკლისთან, მისთვის არასოდეს შემიხედავს როგორც... როგორც ბიჭისთვის. გაბრაზებულმა თავი გავაქნიე სულელური აზრების გამოსაბერტყად.
- ნუ სულელობ, ნაია! ის შენთვის ძმასავით არის, უბრალოდ აღელვებული იყავი იმ ძუკნას გამო და არც ირაკლის უთქვამს ის სიტყვები სხვა გაგებით!
„შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ მასწავლი ჩემს გოგოს როგორ მოვექცე?!“ წამომიტივტივდა გაცეცხლებული ირაკლის სიტყვები გონებაში. თავი კიდევ ერთხელ გავაქნიე და საკუთარ სისულელეზე მეთვითონ გამეცინა. ჰო გვერდიდან ალბათ ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანდა, მხოლოდ მე და ირაკლიმ ვიცოდით, რომ ჩვენ შორის მსგავსი არაფერი ხდებოდა. ეს პირველი ღამე იყო სამი წლის შემდეგ, როცა სიზარში კოშმარები არ მინახავს.



თავი მესამე
ნაადრევად გამომეღვიძა, თვალების ფშვნეტით წამოვჯექი და საათს გავხედე. ჯერ მხოლოდ დილის შვიდი საათი იყო. გემრიელად დავამთქნარე და გავიზმორე. გარეთ ისევ საშინლად წვიმდა. თავს ძალიან მხნედ ვგრძნობდი, ალბათ მშვიდად ძილის ბრალი იყო, წუხელ საერთოდ არ გამღვიძებია. ტატუს დავხედე, რატომღაც ყოველი შეხებისას გული მიჩქარდებოდა, ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
- შენი დამსახურებით პირველად მეძინა მშვიდად. - ჩავილაპარაკე ღიმილით.
ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი. ძილი აღარ მინდოდა. წამოვდექი და ხალათი მოვიცვი. ჩემებს ჯერ კიდევ ეძინათ. სამზარეულოში ფეხაკრეფით გავიპარე და ელექტრომადუღარა ჩავრთე. სულ რაღაც თხუთმეტი წუთი მოვანდომე საუზმის მზადებას. ლანგარზე, ირაკლის საყვარელი, ყავა და ნამცხვრები დავალაგე და მისი ოთახისკენ წავედი. კარი ფრთხილად შევაღე და შევიჭყიტე. ირაკლის მშვიდად ეძინა, ბალიშებში ჩაფლულიყო და ღრმად სუნთქავდა. ოთახში ჩუმად შევიპარე და კარი მივიხურე. ლანგარი იქვე სკამზე დავდე და ირაკლის გვერდით ჩამოვჯექი. ხელი გავიწოდე და სახეზე ნაზად მოვეფერე. არ გაჰღვიძებია ისევ ისე მშვიდად ფშვინავდა.
- იკა, - ვუჩურჩულე ხმადაბლა და შუბლზე ნაზად ვაკოცე. შეიშმუშნა და თვალები ძლივს გაახილა.
- ნაია?! - თვალები აახამხამა და ნამძინარევმა შემომხედა - კარგად ხარ? - მაშინვე წამოიწია და შეშფოთებულმა შემათვალიერა.
- როგორი დასტრესილი მყოლიხარ, - ჩავილაპარაკე სევდიანად - კარგად ვარ, უბრალოდ საუზმე მოგიტანე - ვუპასუხე ნაძალადევი ღიმილით და ლანგარზე ვანიშნე. ნამძინარევმა ყავას და ნამცხვრებს გახედა.
- ოჰო, - სახეზე კმაყოფილი ღიმილი აღებეჭდა - კარგია, მომწონს, დღის მშვენიერი დასაწყისია. - გამიცინა მხიარულად, ბალიში ზურგსუკან მოხერხებულად შეისწორა და ლანგარი მუხლებზე დაიდო.
- აბა როგორ გეძინა? - მკითხა ეშმაკურად და კრუასანი ხახისკენ გააქანა.
- ჩვილი ბავშვივით. - კრუასანის ნახევარი ხელიდან გამოვგლიჯე და მოვკბიჩე.
- თუ შეიძლება, ჩემს საუზმეს ნუ ეხები! - შემიბღვირა და დარჩენილი კრუასანი ხელიდან გამომგლიჯა, გამეცინა და ლოგინში შევუწექი. გაყინული ფეხები მის ფეხებს მივადე, ძალიან თბილი იყო, მესიამოვნა.
- აუჰ! - შეკრთა და უკმაყოფილოდ გამომხედა - როგორ გაყინულხარ, გცივა?
- ნწ, უბრალოდ ფეხებზე შემცივდა, ისევ ისეთი იდიოტური ამინდია, წვიმა კი მიყვარს მაგრამ უკვე თავი მომაბეზრა. - ბუზღუნით მივეყუდე კედელს და ირაკლის მივაჩერდი, რომელიც მადიანად ილუკმებოდა.
- ჰო, წვიმა არ გვაწყობს, იმედია საღამოსთვის გადაიღებს.
- კარგი რა, - ჩავიბუზღუნე უკმაყოფილოდ - სხვაგან რომ წავიდეთ არ შეიძლება?
- და კლუბს რას ერჩი? - გამომხედა აწეული წარბებით და ყავა მოსვა.
- ხომ იცი რომ ცეკვა არ გამომდის. - ჩავიბუზღუნე დარცხვენილმა. ირაკლის სიცილი აუტყდა - რა გაცინებს?!
- რა სულელი ხარ. დაიკიდე, მე გამომდის - თვალი ჩამიკრა და ბოლო კრუასანიც გაიქანა ხახაში.
- ჰო, რაც მე ძალიან მამშვიდებს! - ბალიში უკმაყოფილოდ შევისწორე და ირაკლის შევუბღვირე.
- ნუ ჯუჯღუნებ, ბავშვებიც იქნებიან და კარგად გავერთობით.
- ვინ ბავშვები?! - კიდევ უფრო არ მომეწონა კლუბის იდეა, ეს ბოლო წლები ადამიანების სიძულვილი ხასიათში გადამივიდა.
- ნიკა, დაჩი, მიკა და რავი წამოვლენ ალბათ კიდევ - ყავა დაამთავრა, ცარიელი ჭიქა ლანგარზე დადო და გამხიარულებულმა აციმციმებული თვალებით შემომხედა.
- დიდებულია, პირდაპირ გადასარევი!
- მორჩი, - შემომიბღვირა უკმაყოფილოდ და ლანგარი სკამზე გადადო - არც ეგეთი საშინელება იქნება, როგორც გგონია, პირიქით, კარგად გავერთობით, მენდე. - ახლოს მოჩოჩდა და თავი ამაწევინა - საკმარისია, გეყოფა მაგ წყვდიადში ცხოვრება, ძველი ნაია უნდა დავაბრუნო, მეგობრებთან ერთად კარგად ვერთობოდით ხოლმე.
- ეს ადრე იყო, იკა - ჩავილაპარაკე უხერხულად - ახლა... შენთან ერთად დიდი სიამოვნებით გავერთობი, მაგრამ დანარჩენები...
- რატომ უფრთხი ადამიანებს? - თვალებში დაკვირვებით მომაჩერდა - ისინი არც ისე ცუდები არიან როგორც ფიქრობ.
- არც ვამბობ რომ ცუდები არიან, უბრალოდ მათ გვერდით თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, ვღიზიანდები როცა ასე მიყურებენ...
- ასე, როგორ?
- ვეცოდები. - თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა, მიჭირდა ამაზე ლაპარაკი, თვით ირაკლისთანაც კი.
- არავის არ ეცოდები, ნუს, საიდან მოგაქვს ეს სისულელეები?!
- როცა მიყურებენ ვგრძნობ, არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი ბრალია, მაგრამ ასეა...
- არავის არ ეცოდები, - მიპასუხა მტკიცედ და სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა - პირიქით, შენთან ურთიერთობას ცდილობენ, შენ კი ახლოს არავის უშვებ. ასე არ შეიძლება, საკუთარ თავში არ უნდა იკეტებოდე. ჩემს გარდა არავის ეკონტაკტები რა თქმა უნდა, ეს ძალიან მომწონს, - დაამატა სერიოზულად. გამეცინა - მაგრამ ასე არ შეიძლება, დროა მაგ ნაჭუჭიდან გამოხვიდე.
ამოვიოხრე, აშკარა იყო, რომ ვერ გადავაფიქრებინებდი. თან ისე გულით უნდოდა წასვლა, რომ უარი აღარ გამომდიოდა. უხმოდ დავუქნიე თავი.
- აი ასე, - გამიღიმა კმაყოფილმა და შუბლზე მაკოცა - ჰო, მართლა, რომელი საათია? დღეს სკოლაში ცოტა ადრე უნდა მივიდეთ.
- რატომ?
- საქმე მაქვს, - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და წამოდგა - წყალს გადავივლებ, მოვწესრიგდები და წავიდეთ.
- კარგი. - მეც წამოვდექი და ჩემს ოთახში გავედი.
სკოლაში ცოტა ადრე კი არა, ძალიან ადრე მივედით. ჯერ ბავშვები მოსულები არც იყვნენ. ირაკლიმ დამიბარა მალე დავბრუნდებიო და მაშინვე აორთქლდა. ერთი ამოვიოხრე და ჩანთა მაგიდაზე მივაგდე. ასე ადრე რა ჯანდაბა უნდა მეკეთებინა ამ წყეულ კლასში?! რამდენიმე წუთი მაგიდასთან უაზროდ ვიჯექი, ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო და წამოვდექი, გარეთ მაინც გავალ-თქო ვიფიქრე, რომ უცებ თვალი ეზოსკენ გამექცა. ირაკლი დავლანდე, ვიღაცას ელაპარაკებოდა. ფანჯარას მივუახლოვდი და გარეთ გავიხედე. ეს ბიჭი ძალიან მეცნობოდა, გონება დავძაბე, რომ გამეხსენებინა და როგორც იქნა მოვისაზრე.
- კი მაგრამ, ვაჩესთან რა საქმე აქვს? - ჩავილაპარაკე დაბნეულმა.
ამ ბიჭს კარგად არ ვიცნობდი, ირაკლის სულ ერთხელ ჰყავდა მოყვანილი ჩვენთან, ისიც რამდენიმე წუთი გაჩერდნენ და ისევ წავიდნენ. მასზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ კარგი ჰაკერი იყო. გამიკვირდა, რა საქმე უნდა ჰქონოდა ირაკლის მასთან? მითუმეტეს ხშირად არ ნახულობდა, როგორც მე ვიცოდი. ამიტომ მისი დანახვა გამიკვირდა, თან სახეზე აშკარად ეტყობოდა რომ რაღაც აწუხებდა, აღელვებული ესაუბრებოდა ირაკლის.
რამდენიმე წუთს ილაპარაკეს, შემდეგ რაღაცაზე შეთანხმდნენ. ვაჩემ თავი დაუქნია და გაეცალა. ირაკლი კი სკოლაში შემობრუნდა. დაეჭვებული მოვშორდი ფანჯარას, ამ დროს კარი გაიღო და კლასში ბავშვები შემოვიდნენ. უკმაყოფილოდ დავუბრუნდი ჩემს ადგილს და მომხდარზე ჩავფიქრდი.
- ჰო, მარა ეს უკვე მასიურ სახეს იღებს, დღეს კიდევ ორი იპოვეს. - აღელვებული ეუბნეოდა საბა ლევანის, ჩემს წინ ადგილები დაიკავეს და ჩანთები მაგიდაზე დააწყვეს.
- არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება, მაგრამ გარეთ გასვლის მეშინია უკვე. - უპასუხა ლევანიმ, მათმა საუბარმა დამაინტერესა.
- ნუ იტყვი, დედაჩემი ისეა დაპანიკებული, რომ ჩემს ძმას გარეთ არ უშვებს.
- რა მოხდა? - ვეღარ მოვითმინე და ინტერესით ვიკითხე. ორივემ ხმა გაკმინდა და გაოცებული შემობრუნდნენ, დიდი ხანია მათთვის ხმა არ გამიცია, ახლა კი ძალიან გაუკვირდათ რომ გამოველაპარაკე.
- მკვლელობები გრძელდება. - გაუბედავად მიპასუხა ლევანიმ.
- რა მკვლელობები? - შევხედე დაბნეულმა, მე რატომ არაფერი გამიგია? ნუთუ ასე გავეთიშე სამყაროს?!
- ქალაქში ვიღაც მანიაკი დადის, - მიპასუხა საბამ და ლევანის გადახედა - ბავშვებს ფატრავს და გვამებს ნაგავში ყრის.
- რაო? - დაზაფრულს თვალები გამიფართოვდა.
- დღეს უკვე მეხუთე ბავშვი იპოვეს გამოფატრული, - ლევანის სახეზე ფერი არ ედო - პოლიციას წარმოდგენაც არ აქვს ამას ვინ აკეთებს.
- კი მაგრამ, რატომ? რაში სჭირდებათ? - გაოცებისგან და ზიზღისგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- სავარაუდოდ ორგანოებით მოვაჭრეებთან გვაქვს საქმე, - დაფიქრებით ჩაილაპარაკა საბამ - ბავშვებს ორგანოებს აცლიან, ზოგს თირკმელს, ზოგს გულს მოკლედ საზიზღრობაა.
- და პოლიცია რა ჯანდაბას აკეთებს?
- წარმოდგენა არ მაქვს ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს მარტო ჩვენთან არ ხდება.
- რას გულისხმობ?
- ეს რაღაც ორგანიზაციას ჰგავს, თურქეთშიც იგივე ხდება, პოლონეთშიც და რამდენიმე ქვეყანაში. სად, ზუსტად არ მახსოვს.
- კი მაგრამ, ურნებში რატომ ყრიან გვამებს? თუ ასეა, მაშინ კვალის დამალვას უნდა ცდილობდნენ! ეს უაზრობაა.
- საქმეც ეგ არის, მაგრად ჰკიდია ვინ გაიგებს და ვინ არა, - მიპასუხა ლევანიმ - არ ვიცი ამას ვინ აკეთებს, მაგრამ ნამდვილი ფსიქოპატია.
- წარმომიდგენია ბავშვების ოჯახები რა დღეში არიან. - ჩავილაპარაკე ნაღვლიანად.
- არამგონია ძალიან განიცდიდნენ. - დაამატა საბამ და კედელს მიეყრდნო.
- ვერ გავიგე?
- მათ ოჯახები არ ჰყავთ, ყველა ბავშვი უპატრონოა, ან მათხოვარი.
- ესეიგი იმაზე ნადირობს ვისაც არავინ მოიკითხავს?! - ვიკითხე გაღიზიანებულმა.
- ეგრე გამოდის, - მიპასუხა ლევანიმ - მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, ახლა დაცული არავინ არის, მითუმეტეს, როცა სამართალდამცავებიც არაფრის გონზე არ არიან. ეს სიბნელეში უაზრო ხელების ქნევას ჰგავს, მშობლები ბავშვებს გარეთ აღარ უშვებენ. ეშინიათ რომ მათ შვილებს გამოწელილ კალმახებად აქცევენ.
- არ ვიცი ეს რას ჰგავს, მაგრამ ეს ყველაფერი მალე თუ არ დამთავრდება დედაჩემი ნამდვილად ჭკუიდან შეიშლება. დღეს სკოლაშიც კი არ მიშვებდა, ეშინია ვინმემ ჩემგან სენდვიჩი არ დაამზადოს. - ჩაიბურტყუნა საბამ და თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა. ლევანიმ მრავალმნიშვნელოვნად გამომხედა რას გეუბნეოდიო.
ყველაფერი უცნაურად აეწყო, ჯერ ეს მკვლელობები, მერე დეტექტივების სკოლაში გამოჩენა. ცხოვრებაში ყველაზე მეტად დამთხვევების არ მჯეროდა. ამდენი წლის შემდეგ სკოლაში მომადგნენ და მამაჩემზე კითხვები დამისვეს, ახლა კი ეს მკვლელობები. როგორც ბიჭები ამბობდნენ საქმე ძალიან რთულად იყო, მაშინ სად ეცალათ დეტექტივებს ძველი გაუხსნელი მკვლელობისთვის, როცა ქალაქში ასეთი საშინელება ტრიალებდა?! ეს მართლაც საეჭვო იყო, თან ძალიან საეჭვო. ისე ვიყავი ფიქრებში გართული, რომ ვერ შევამჩნიე კლასი როგორ გაივსო. მხოლოდ ირაკლის გამოჩენამ გამომიყვანა შავ-ბნელი ფიქრებიდან.
- სად იყავი? - ვკითხე მაშინვე როგორც კი გვერდით მომიჯდა.
- არსად, ბიჭებს ველაპარაკებოდი, მაინტერესებდა გეგმები ხომ არ შეცვალეს.
- არ გითქვამს, რომ ვაჩეც მოდიოდა. - გავხედე წარბაწეულმა. წამით დაიბნა.
- ვაჩე? ეგ რა შუაშია?
- ფანჯრიდან დაგინახე, რომ ელაპარაკებოდი, - დავაზუსტე წარბშეკრულმა და ირაკლის ეჭვით შევხედე - ეგეც მოდის?
- არა, - მიპასუხა გონს მოსულმა - მაგასთან სხვა საქმე მქონდა.
- კერძოდ?
- არაფერი განსაკუთრებული. ბიჭებთან პრობლემები შეექმნა და დახმარება მთხოვა.
- ხომ მშვიდობაა?
- კი, არაფერია, ერთს გავესაუბრები და ყველაფერი მორჩება. - აიქნია ხელი და სკამზე გადაწვა.
- იცოდი ქალაქში რაც ხდებოდა? - ვკითხე უცებ.
- რას გულისხმობ? - გამომხედა წარბშეკრულმა.
- მკვლელობებს, ვიღაც ბავშვებს ფატრავს და ნაგავში ყრის.
- აა, ჰო - შუბლშეკრულმა კეფა მოიქექა - გუშინ ინტერნეტში ვნახე, საზიზღრობაა, გეგონება მანიაკები და შეშლილები აკლდეს ამ ქალაქს და ახლა ესეც დაემატა.
- არაფერი ვიცოდი, - ჩვილაპარაკე დაზაფრულმა - წეღან გავიგე ბიჭებისგან.
- ამაზე ნუ იფიქრებ, - გამომხედა კუშტად - აუცილებლად დაიჭერენ, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. - დაამატა ირონიულად.
- ისინი არავის ადარდებს, - ჩავილაპარაკე ხმადაბლა - უპატრონო ბავშვები არიან, ქუჩაში ცხოვრობენ, მათი ბედი არავის ანაღვლებს, ისედაც გამწარებული ცხოვრება აქვთ და საბოლოოდ სიცოცხლეს ბინძურ ნაგვის ურნებში ასრულებენ. ადამიანი ყველაზე საზიზღარი და გულისამრევი ცხოველია ბუნებაში!
- გეთანხმები, - მიპასუხა მშვიდად - არ მინდოდა რომ გაგეგო. ამათაც ახლა მოუნდათ კლასში ამის გარჩევა! - გაღიზიანებულმა გადახედა ბიჭებს.
- იკა, ყველაფერს ვერ ამარიდებ.
- რისი არიდებაც შემიძლია იმას აგარიდებ! - მიპასუხა მკაცრად - აუცილებელი არაა უარესად დაისტრესო თავი, ამაზე ნუ იფიქრებ, ყველაფერი მოგვარდება.
ამოვიოხრე და ფანჯარაში გავიხედე. ეს ამბავი გულზე მომხვდა. მათ არავინ ჰყავდათ, ამ უსამართლო და სასტიკ სამყაროში, სულ მარტონი იყვნენ. ყოველი დღე მათთვის ბრძოლა იყო გადარჩენისთვის. როცა სახლში თბილად ზიხარ და არაფერი გაკლია ამაზე არ ფიქრობ, არ გახსენდება რომ შეიძლება ამ დროს სხვა გარეთ სიცივისგან იყინებოდეს ან შიმშილით კვდებოდეს, რაც მთავარია ეს პრობლემა შენ არ გაწუხებს! ასეთია ადამიანის დამპალი ბუნება. სწორედ ამიტომ მეზიზღებოდნენ ისინი. უემოციო ცხოველები, რომლებიც მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდნენ, რამდენჯერ მინახავს, როგორ უგულოდ აუქცევიათ მხარი გამვლელებს როცა პატარა ბავშვი ხელგაწვდილი მისულა ხვეწნით, რომ იქნებ ხუთი თეთრი მაინც გაემეტებინათ მისთვის. მათ კი საპასუხოდ ზიზღით შეუხედავთ და თავიდან მოუშორებიათ, ჩემი მიჭირს, თავი დამანებეო.
მათი ბრალი არ იყო, რომ ქუჩაში აღმოჩნდნენ, მათზე უარი თქვეს და ნაგავში მოისროლეს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ არ გაბოროტდე? როცა მარტოდმარტო რჩები, როცა საზოგადოებისგან ამხელა აგრესიას იღებ თანაგრძნობის ნაცვლად, უბრალოდ შეუძლებელია რომ მათ მიმართ ზიზღი და ბრაზი არ იგრძნო. ბავშვებს პატარაობიდანვე უწევდათ ამასთან გამკლავება. როცა სულ პატარა ასაკიდან ეჩვევი ამ ყველაფერს მერე უკვე თვითონაც ცხოველი ხდები, სხვანაირად ვერ გადარჩები. როცა ხვდები რომ შენი ბედი არავის ანაღვლებს და არავის ედარდები, შენც ნელ-ნელა ცივდები მათ მიმართ, სული გიბინძურდება და გული ბოროტებით და ბოღმით გევსება. ეს მათი ბრალი არ არის, ეს საზოგადოების ბრალია, მათი ცივი და უხეში დამოკიდებულების.
ახლა კი ამ ბავშვებს ვიღაც მანიაკი უმოწყალოდ ფატრავდა და მათ გვამებს ნაგვის ურნებში ყრიდა. ვის ადარდებდა ეს?! არც არავის! პოლიციისთვის ეს ზედმეტი თავის ტკივილი იყო, ხალხს კი მხოლოდ ის აშინებდა, რომ მათ შვილებსაც იგივე არ დამართნოდათ. ვის ადარდებდა ის უსახელო პატარები, რომლებმაც თავიანთი უბადრუკი სიცოცხლე ნაგვის ურნებში დაასრულეს ღორივით გაფატრულებმა?! ზიზღმა და ბოღმამ ერთიანად დამრია ხელი. ცხოვრება ძალიან უსამართლო და სასტიკი იყო. ხალხი კიდევ უარესი. ცხოველსაც კი გააჩნია თანაგრძნობის უნარი, ადამიანს კი მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს. მკრეხელი არც არასდორს ვყოფილვარ, მაგრამ მიმაჩნდა რომ ღმერთს მეტისმეტი მოსდიოდა.
- ნუს, კარგად ხარ? - მიჩურჩულა შეწუხებულმა.
ქართულის მასწავლებელი მონდომებით ხსნიდა ჩემთვის სრულიად უინტერესო გაკვეთილს. იმდენად ვიყავი ფიქრებში ჩაძირული, რომ ერთი სიტყვაც არ შემდიოდა თავში.
- ბავშვებზე ვფიქრობდი, როგორი ცხოველი უნდა იყო რომ ასე მოიქცე, ადამიანების მოდგმა დღითი-დღე ზიზღს იწვევს ჩემში.
- მორჩი! ამაზე ნუღარ ფიქრობ, დაიჭერენ! ასეთი რამე არავის შერჩება!
- ჰო, - თავი წიგნზე ჩამოვდე და ირაკლის ავხედე. საკმარისი იყო მისთვის შემეხედა და გულში იმედი მიჩნდებოდა, რომ ყველაფერი მართლაც კარგად იქნებოდა.
- სხვათაშორის, მირანდასაც შევთავაზე ჩვენთან ერთად წამოსვლა, - მიჩურჩულა მხიარულად, ძალიან ცდილობდა რომ ყურადღება გადამეტანა. მისმა ყურადღების გადატანის ტაქტიკამ ღიმილი მომგვარა.
- მირანდას? რაო მერე?
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ ბევრი საქმე მაქვსო. - მიპასუხა სიცილით.
- მირანდას კლუბები არ უყვარს.
- ვინ მოგახსენა? - გამომხედა ეშმაკურად - სამი დღის წინ მეგობრებთან ერთად იყო წასული და კარგი დროც გაატარა.
- მართლა? - გაკვირვებულმა თავი ავწიე, მე რატომ ვერაფერი შევამჩნიე?!
- ჰო, მე და შენ გვიანობამდე საშინელებათა ფილმებს ვუყურებდით და სახლში ისე დაბრუნდა რომ ვერც გავიგეთ. დილით მაგარი ყავა გავუკეთე, ზეზეულა ეძინებოდა - უხმო სიცილისგან მხრები უთამაშებდა.
- უყურე შენ!
მეც გავმხიარულდი, მესიამოვნა, მინდოდა რომ დედას გული გადაეყოლებინა, მეგობრებთან გასულიყო, ემხიარულა. მინდოდა წარსული დაევიწყებინა და ცხოვრება გაეგრძელებინა. მისი ჩამკვდარი მზერა მუდამ სულს მიწამლავდა, თითქოს გველის შხამის დალევას მაიძულებდნენ. საკუთარ ტკივილს უფრო იოლად ავიტანდი, მირანდას ტანჯულ მზერას კი ვერაფრით ვუძლებდი.
- ასათიანი თუ არ გაჩუმდები კლასის დატოვება მოგიწევს! - დაუცაცხანა ირაკლის ქართულის მასწავლებელმა. მოულოდნელობისგან შევკრთ და თავი ავწიე.
- ბებერი ღამურა! - ჩაიდუდუნა თავისთვის. თავი ჩავღუნე რომ სიცილი დამემალა.
უაზრო გაკვეთილები ერთი მეორეს მიყოლებით მიდიოდა. ერთი სული მქონდა სკოლა როდის მორჩებოდა. კლასი მოვათვალიერე, დღეს არც ინა და არც კატო არ გამოჩენილან. ახლაღა შევამჩნიე მათი არყოფნა. იმდენად დამზაფრა მოსმენილმა რომ მათზე არც მიფიქრია. როგორც იქნა ბოლო ზარიც დაირეკა და ბავშვები მერხებიდან წამოიშალნენ.
- აბა, საღამომდე რით გავერთოთ? - მკითხა მხიარულად როცა მანქანაში ჩავსხედით.
- წარმოდგენა არ მაქვს. - მხრები ავიჩეჩე და ჩანთა უკანა სავარძელზე მივაგდე.
- წამო, კინოში წავიდეთ, დღეს კარგი ფილმები გადის.
- ჟანრი?
- ტრილერი, მელოდრამა, საშინელებათა, კომედია. - ჩამოთვალა სხაპასხუპით და მანქანა დაქოქა.
- მელოდრამები არ გამაგონო! - ავიმრიზე ზიზღით.
- როგორც ყოველთვის. - სიცილით მოაბრუნა საჭე და რუსთაველის კინოთეატრისკენ აიღო გეზი.
სანამ ირაკლი სალაროსთან ბილეთებს ყიდულობდა, მე მოპირდაპირე მხარეს მრგვალი ქილებით სავსე ტკბილეულს ვათვალიერებდი, აქ ყოველთვის გემრიელი სასუსნავები ჰქონდათ. რას არ ნახავდით, სხვადასხვა ფერის ჟელიბონებს, უამრავი სახის შოკოლადებს, პატარა, უცნაური ფორმის ფერად-ფერად კენკრის ბურთებს. ყველაფერი ისეთი ლამაზი და თვალისმომჭრელი იყო, რომ მარტო ყურებით გაერთობოდით. ბოლოს ერთი შეკვრა შოკოლადების მიქსი შევარჩიე, ფული გადავიხადე და ირაკლიც მოვიდა ბილეთებით ხელში.
- მაგრად გავერთობით, - მითხრა სიცილით, ხელი ჩამჭიდა და მესამე სართულზე ამიყვანა.
- რა ფილმია? - ვკითხე ინტერესით.
- შენ მოგეწონება - მიპასუხა ეშმაკურად.
ირაკლიმ ისე მიაწოდა ბილეთები კონსულტანტს, რომ ფილმის სახელი არ ამომეკითხა. დარბაზში ჩვენი ადგილები დავიკავეთ. ირაკლის საუკეთესო ადგილები შეერჩია, დარბაზის ბოლოში ვისხედით, აქედან დიდი ეკრანი ყველაზე უკეთ ჩანდა.
- შენ აქ დამელოდე, მე პოპკორნს და კოლებს მოვიტან - გადმომილაპარაკა ხალისიანად და გასასვლელისკენ გავარდა. ისეთ კარგ ხასიათზე იყო, რომ გადმომედო.
დარბაზი მოვათვალიერე, დიდ ეკრანზე ჯერ რეკლამები გადიოდა, ამიტომ ხალხს დავუწყე თვალიერება. ძირითადად სულ ბავშვები და მშობლები ისხდნენ სკამებზე. ესეიგი საშინელებათა ფილმი და ტრილერი გამოირიცხა. რჩებოდა ანიმაცია ან კომედია. ვეღარ მოვითმინე და ჩემს გვერდით მჯდომ გოგონას მივუბრუნდი.
- უკაცრავად, რა ფილმი უნდა დაიწყოს ხომ ვერ მეტყვით?
- „სასტუმრო ტრანსილვანია 2“ - მიპასუხა გაკვირვებულმა, აქაოდა აბა რის საყურებლად შემოხვედი თუ არ იცი რა ფილმიაო.
- გასაგებია, გმადლობთ. - ღიმილით შევსწორდი სკამზე. არჩევანი მომეწონა - როგორც ყოველთვის. რამდენიმე წუთში ირაკლიც დაბრუნდა დიდი პოპკორნით და კოლებით.
- ეს გამომართვი - პოპკორნი კალთაში ჩამიდო და კოლები გახსნა.
- მშვენიერი არჩევანია. - ვუპასუხე მხიარულად და მარილიანი სიმინდი პირისკენ გავიქანე.
- ჰა? მოიცა... - თვალები გადაატრიალა და უკმაყოფილოდ შემომხედა.
- ვეღარ მოვითმინე - ტუჩზე ვიკბინე, რომ სიცილი შემეკავებინა.
- შენ ხომ ადამიანს სიურპრიზის გაკეთებას არ დააცდი რა! - ჯუჯღუნით მოსვა კოლა და ეკრანს გახედა.
ირგვლივ მიმოვიხედე. საერთოდ, ასეთ ადგილებს შეყვარებული წყვილები იკავებდნენ ხოლმე და რომანტიკული ფილმების დროს ერთ ამბავში იყვნენ. ირაკლის ყოველთვის ნერვები ეშლებოდა, ამათი გადამკიდე ნორმალურ ადგილზე ვერ დაჯდებიო. ანიმაციის სანახავად შემოსული, პორნოგრაფიასაც გამოკრავ ხელსო, ჯაჯღანებდა. მე კი მისი რეაქციები ისე მართობდა, რომ სიცილს ვერ ვიკავებდი. როგორც იქნა ფილმიც დაიწყო.
- მაგრად მევასება ეს ტიპი. - სიცილით მანიშნა დრაკულაზე.
- მეც. - ვუპასუხე გამხიარულებულმა.
დარბაზში ჩვენზე გაცილებით პატარები ისხდნენ, მაგრამ, მგონი ჩვენ ყველაზე მეტად გავერთეთ მულტფილმით. ირაკლი გულიანად ახარხარდა, როცა ჟელიბონმა „თავისუფალი ვარდნა“ გამოსცადა კლდის წვერიდან, გვერდით მჯდომმა ქალმა კი გაოცებით გამოგვხედა. ირაკლის ყურადღება არ მიუქცევია, თავდავიწყებით ერთობოდა ფილმით. თავი ჩავღუნე და სიცილი ამიტყდა. იკამ ცერად გამომხედა და ჩაეღიმა. ერთი სიტყვით კარგად გავერთეთ, წამით ორივეს დაგვავიწყდა რეალური სამყარო და პატარა ბავშვებივით ვიმხიარულეთ.
- მაგარი იყო! - აღფრთოვანებულმა გადმომილაპარაკა და დაგროვებული ნაგავი ურნაში ჩაყარა.
- ასე ბოლოს როდის ვიცინე არც მახსოვს.
- მეც ეს მინდოდა. - ხელი გადამხვია და მანქანისკენ წავედით.
უკვე ბნელდებოდა, დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიეთ. მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ წავედით. იმდენად დავიმუხტეთ დადებითი ემოციით, რომ გზაში ორივე შტერებივით ვიკრიჭებოდით.
- რამდენიმე დღეში კიდევ კარგი კომედია გამოდის და წავიდეთ. - გადმომხედა თვალებაციმციმებულმა.
- კარგი.
- დღეს ბოლომდე ვერთობით! ახლა სახლში მიგიყვან, გამოიცვალე, მოწესრიგდი და კლუბში წავედით!
- კარგი. - ამოვიოხრე. წამისწინანდელი მხიარულებისგან აღარაფერი შემრჩა.
- რა სახე გაქ, კლუბში მიმყავხარ დაკრძალვაზე კი არა. - გამომხედა სიცილით.
- ჩემთვის ერთი და იგივეა - შევუბღვირე უკმაყოფილოდ.
- გეუბნევი გაერთობი-თქო, მენდე!
- ჰო, კაი.
სახლში მალე მივედით. დაახლოებით ერთი საათი ვარჩევდი რა ჩამეცვა. ბოლოს ირაკლის შევეცოდე და შავი კაბა მომაწოდა, ეს ჩაიცვიო. ეს კაბა ცოტათი მოკლე იყო და ტანზე მჭიდროდ მქონდა მომდგარი. რამდენიმე კვირის წინ მირანდამ გამოიწერა ჩემთვის და მხოლოდ მისი ხათრით მოვისინჯე ერთხელ. ირაკლის ძალიან მოეწონა, მე კი პირიქით, მასში თავს უხერხულად ვგრძნობდი და მას შემდეგ აღარც ჩამიცვამს. განწირული სახით შევხედე.
- ეგრე ნუ მიყურებ, ეს კაბა ძალიან გიხდება, მიდი მოწესრიგდი მეც გამოვიცვლი და წავიდეთ.
- სხვა რა გზა მაქვს! - ჩავიბურდღუნე გაბრაზებულმა.
წლებია მსგავსი რამე არ ჩამიცვამს. საკუთარი ანარეკლი სარკეში უხერხულად შევათვალიერე. იმდენად ვიყავი გადაჩვეული გამოპრანჭვას, რომ ახლა საკუთარი თავისაც კი მრცხვენოდა. ღრმად ჩავისუნთქე და მორჩილად გავიკეთე საღამოს მაკიაჟი, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩავიცვი და თმა დავიხვიე. გრძელი შავი კულულები ლამაზ ტალღებად ჩამომეყარა ტანზე. სარკეში გაოცებული ვუყურებდი საკუთარ ანარეკლს, ჩემი თავის ცნობა მიჭირდა, მაინც რამდენი შეუძლია ამ მაკიაჟს, არა?!
- მდაა, - ირაკლი კარში გაშეშებულიყო და გაოცებული მომშტერებოდა, ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა, წინასწარ ვხვდებოდი უკვე რამდენი გოგო დაადგამდა თვალს - ჰო, ისაა...
- ასეთი საშინელება ვარ? - მოვიღუშე დარცხვენილი. ირაკლი მომიახლოვდა და შემომაბრუნა. თვალებში სითბო ედგა, ზუსტად ისე მიყურებდა როგორც მიყვარდა. სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით.
- ყველაზე ლამაზი არსება ხარ დედამიწის ზურგზე. - მიპასუხა ღიმილით და შუბლზე ნაზად მაკოცა. ერთიანად გავწითლდი.
- მორჩი, - უხერხულად ავარიდე თვალი - გამხნევება საჭირო არაა.
- და ვინ გითხრა რომ გასამხნევებლად გეუბნევი? - მიპასუხა ხმადაბლა და თმაში ხელი შემიცურა. გრძელი ხვეული კულულები წინ გადმომიყარა და ნაზად მომეფერა სახეზე - მშვენიერი ხარ, იმდენად მშვენიერი რომ შენი გამოჩენის მეშინია, არ მინდა ვინმე შემომაკვდეს!
- ჰოდა სახლში დავრჩეთ. - ვუპასუხე სწრაფად.
- არაფერი გამოგივა, - სიცილით წამკრა ცხვირზე თითი - ქურთუკი მოიცვი და წავედით.
გზაში ხმა არ ამომიღია, ჩუმად ვათვალიერებდი ღამის თბილისს. ამ დროს ძალიან მომწონდა ჩემი ქალაქი. ისეთი ლამაზი და მყუდრო იყო, რომ მსიამოვნებდა მისი ცქერა. ირაკლიც ჩაფიქრებული მართავდა მანქანას, მიუხედავად დღევანდელი მხიარულებისა არ გამომპარვია მის თვალებში მღელვარების ნაპერწკალი. ახლაც ფიქრებში ჩაძირული გასცქეროდა გზას, ვხედავდი რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ რა?!
- იკა!
- ჰო - ფიქრებიდან გამოერკვა და ინტერესით გამომხედა.
- კარგად ხარ?
- რატომ მეკითხები?
- რაზე ფიქრობ?
- შენზე - მიპასუხა პაუზის შემდეგ.
- კარგი, რას ფიქრობ ჩემზე?
- იმას, რომ ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის. - გამომხედა ღიმილით.
- ჩემთვისაც, მაგრამ მხოლოდ ამას? - მის თვალებში ბევრად მეტს ვკითხულობდი, რაღაც აწუხებდა, რაღაცას დარდობდა მაგრამ ამას მე რატომ მიმალავდა?!
- კარგად ვარ, - ჩემი ხელი მუჭში მოიმწყვდია და მაკოცა - ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ჩავფიქრდი, რა იქნება მომავალში...
- მომავალში? - ეს კი ნამდვილად გამიკვირდა.
- ჰო, წლების შემდეგ, სად იქნები, ნაია?
- წარმოდგენა არ მაქვს სად ვიქნები, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო ჩემთან იქნები! - ვუპასუხე მტკიცედ - თუ, რა თქმა უნდა, სურვილი გექნება. - დავამატე ღიმილით. სევდიანად გამომხედა და ისევ გზას გახედა - რა?
- არაფერი. - ხელზე ისევ მაკოცა და სიჩქარეს მოუმატა.
- რა გაწუხებს, იკა?
- ყველაფერი რიგზეა, - გამიღიმა თბილად - ცოტაც და მალე მივალთ, ბავშვები იქ დაგვხვდებიან.
აღარაფერი მითქვამს, ვიცოდი რომ რაზეც არ უნდა ეფიქრა არაფრით არ მეტყოდა - ახლა არა. ადრე თუ გვიან მაინც გავიგებდი. მისი ზედმეტად შეწუხება აღარ მინდოდა. მაგრამ გულში მაინც ხინჯად დამრჩა მისი სიტყვები. ეს რატომ მითხრა?! რას ნიშნავდა სად ვიქნებოდი?! სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ის ჩემთან იქნებოდა! უნდა ყოფილიყო! სხვანაირად ვერ წარმომედგინა, ჩემს მომავალს მის გარეშე ვერ ვხედავდი, ის უბრალოდ არ არსებობდა!!! როგორც იქნა კლუბამდეც მივაღწიეთ.
როგორც მოველოდი კლუბში საშინელი სიტუაცია დამხვდა. მუსიკა ბოლო ხმაზე და აუარებელი ხალხი. დიჯეი ენერგიულად უკრავდა რაღაც გიჟურ რიტმს. ხმაურმა თავი ამატკივა. ირაკლის ჩემს სახეზე გაეცინა. ხელი მაგრად ჩამჭიდა და შედარებით მყუდრო კუთხისკენ წამიყვანა, სადაც ნაკლები ხალხი ირეოდა. ბრბოში გზას ძლივს მივიკვლევდით, ზოგი მართლაც არანორმალურივით ცეკვავდა. ღრმად ჩავისუნთქე და ირაკლის მივენდე. როგორც იქნა მთვრალ ახალგაზრდებს თავი დავაღწიეთ და კუთხეში მდგომ მრგვალ მაგიდას მივუახლოვდით, სადაც ჩვენი მეგობრები ისხდნენ. ყველა აქ იყო, ნიკა, დაჩი, მიკა, ნინა, ვაკო და ჩემდა გასაკვირად ინა.
- გეღირსათ მოსვლა?! - ხმამაღლა მოგვმართა მიკამ, მუსიკის გამაყრუებელ ღრიალში მისი ხმა ძლივს ისმოდა - გამარჯობა ნაია, მშვენივრად გამოიყურები - გამიღიმა ეშმაკურად.
მიკა ირაკლის ბავშვობის მეგობარი იყო, დიდი ხანია არ მინახავს, ზოგადად ყველას იშვიათად ვნახულობდი ხოლმე, ამიტომ დავიწყებულ ბავშვებთან შეხვედრა არც ისეთი სასიამოვნო აღმოჩნდა. როგორც მოველოდი ყველა პირდაღებული მომშტერებოდა ნიკას და დაჩის გარდა.
- გამარჯობა, - ყველას თავაზიანად მივესალმე. დანარჩენებმაც თავი დამიქნიეს. ნიკამ მხიარულად ჩამიკრა თვალი.
- რას ზიხართ მუდოებივით, - გაეცინა ირაკლის, სკამზე ჩამოჯდა და მეც გვერდით მომისვა - კლუბში ხართ თუ ბებიაჩემის გასვენებაში?
- აჰ, მეგობარო, როგორც ყოველთვის ენამოსწრებული ხარ, - გაეცინა მიკას - კაი გოგოები არ ჩითავს და ვზივართ ასე სირებივით.
- შენს თავზე ილაპარაკე, - შეუბღვირა დაჩიმ და სკამზე უხერხულად შესწორდა, ინას მზერა არ გამომპარვია, დღეს საეჭვოდ ჩუმად იჯდა. არც კი დამლაპარაკებია. ისე, დიდი ხანია ვეჭვობდი, რომ ინას და დაჩის შორის რაღაც ხდებოდა. ისინი ამას ან ვერ ხვდებოდნენ, ან არ იმჩნევდნენ.
- ჰო, ჰო - ხელი ჩაიქნია მიკამ - თქვენ რა გენაღვლებათ ჩვენ ვიკითხოთ!
- თვალები გაახილე, რამდენი კარგი გოგო ვზივართ აქ, - ნინამ მოხდენილად გადაიყარა ყავისფერი თმა უკან და ცბიერად გაუღიმა, მიკა მოიღუშა. ყველას გაგვეცინა.
- მიდი, რამე სასმელი შეუკვეთეთ, ცოტა გამოცოცხლდით! - შეუძახა ირაკლიმ. ვაკო და მიკა მაშინვე წამოდგნენ და ხალხში ჩაიკარგნენ. დიჯეიმ მუსიკა შეცვალა, ამჯერად რაღაც განსხვავებული ჩართო, შედარებით მშვიდი და ლამაზი რიტმი იყო.
- ვიცეკვოთ? - შესთავაზა ნიკამ ნინას, ისიც მაშინვე დასთანხმდა და ისინიც უკან მიჰყვნენ ბიჭებს. მაგიდასთან მხოლოდ მე, ირაკლი, დაჩი და ინა დავრჩით.
- წამო, გოგოებს სასმელი მოვუტანოთ - ხმამაღლა გადაულაპარაკა დაჩის, მანაც თავი დაუქნია და წამოდგა - აქ დარჩი მალე მოვალ - მიჩურჩულა ყურში, ნაზად მაკოცა და წავიდა.
მაშინვე ინას მხარეს გადავჯექი, ისე უხერხულად იჯდა, რომ შემეცოდა. მეც კი არ ვიყავი ასეთი შებოჭილი, როცა შეკრებილ საზოგადოებაში, თავს თეთრ ყვავად ვგრძნობდი.
- აქ საიდან აღმოჩნდი? - გადავუჩურჩულე ღიმილით.
- ირაკლიმ მითხრა ბავშვები ვიკრიბებითო და წამოდიო, ნაიაც იქნებაო. - გადმომილაპარაკა დაბღვერილმა.
- და ასეთი სახე რატომ გაქვს? - სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- არანაირი სახე არ მაქვს! - მიპასუხა ბუზღუნით და ხელები მჭიდროდ მიიკრა მკერდზე.
- ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, არაუშავს, არც მე ვგრძნობ თავს როგორც თევზი წყალში, მაგრამ რას იზამ.
- გამიკვირდა, არ მეგონა რომ მოხვიდოდი, ისე, ძალიან კარგად გამოიყურები. - გამიღიმა ეშმაკურად.
- არც ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ ირაკლის კლანჭებიდან თავის დახსნა შეუძლებელია.
- გეთანხმები, - თავი გააქნია, თითქოს ვერ იჯერებდა რომ ამაზე დათანხმდა და აქ მოსვლა გადაწყვიტა. არადა მშვენივრად გამოიყურებოდა, ყავისფერი თმა მაღლა აეწია და მოხდენილად შეეკრა, მუქი ლურჯი კაბა კი მისი კანის ფერს იდეალურად ეხამებოდა. საერთო ჯამში სასიამოვნოდ გამოიყურებოდა.
- კარგი, გეყოფა, მოეშვი, ცოტა დავლიოთ. მოგეშვება, არ მჯერა რომ ამას ვამბობ, მაგრამ ხანდახან გართობა არ გვაწყენს.
- ეს უკვე სიახლეა, - ინაც გამხიარულდა - კარგი ოღონდ გვერდიდან არ მომშორდე! აქ დაჩის და ირაკლის გარდა არავის ვიცნობ.
- დაჩი არ იკბინება. - გავხედე ალმაცერად.
- ეგ რა შუაშია? - ეს კი თქვა, მაგრამ ერთიანად გაწითლდა - საერთოდ რატომ ახსენე?!
- მორჩი, მშვენივრად ვხედავ რომ ერთმანეთი მოგწონთ, საკითხავი ისაა პირველი რომელი მოხვალთ გონს.
- ჩშშშ! - ჩამსისინა ყურში და მაშინვე დაძაბულმა წინ გაიხედა. ირაკლი და დაჩი ხალხში გზას ძლივს მოიკვლევდნენ თან სასმელი მოჰქონდათ.
- აბა, გოგოებო, ოთხი ჯინი და არაჩვეულებრივი ხასიათი. - ირაკლიმ კოქტეილები მაგიდაზე დაალაგა და გვერდით დამიჯდა. დაჩიმაც ინას გვერდით დაიკავა ადგილი, ინას სახე დავინახე თუ არა კოქტელს თამამად ვწვდი და მივაწოდე.
- აი ეს უკვე მომწონს, - ირაკლიმ მხიარულად გაიცინა - აბა, ხალხო, დღეს ბოლომდე ვერთობით!!!
სასმელმა მართლაც ხასიათზე მოგვიყვანა. თავდაპირველი დაძაბულობა სადღაც გაქრა. დიჯეი უფრო და უფრო კარგ მუსიკებს უკრავდა. ნელ-ნელა მოვეშვი და გავმხიარულდი.
- ვიცეკვოთ? - ირაკლის ერთი, ლამაზი, ქერა გოგო წამოადგა თავს და მომხიბვლელად გაუღიმა. იკას თვალი ჩავუკარი და ვანიშნე გაყევი-თქო. სიცილს ძლივს ვიკავებდი, ჩემი სიმპატიური ბიჭი ყოველთვის ყურადღებას იქცევდა. მისით ძალიან ვამაყობდი.
- დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე დაკავებული ვარ. - უთხრა ისე რომ ზედაც არ შეუხედავს, ხელი მტაცა და საცეკვაოდ გამიყვანა.
- იდიოტო! რას აკეთებ, შეხედე მაინც როგორი გოგო იყო?
- ნწ, არ მაინტერესებს. - მიპასუხა ღიმილით, წელზე ხელები შემომხვია და ახლოს მიმიზიდა - მიდი მეცეკვე, ვიცი რომ შეგიძლია.
სიცილით გავაქნიე თავი და ირაკლის კისერზე შემოვხვიე ხელები. არ ვიცოდი თურმე ცეკვა შემძლებია. წამით ყველაფერი გამოვიბერტყე თავიდან. თვალები დავხუჭე და მუსიკის გიჟურ რიტმს ავყევი.
- აკი ცეკვა არ შემიძლიაო?
ირაკლიმ ღიმილით მიმიკრა მკერდზე და ანთებული მზერით ჩამაკვდა თვალებში. სახე აღტაცებისგან უბრწყინავდა. თითქოს გარემომ ფერი იცვალა, ნარკოტიკებით გაბრუებული, ხალხით სავსე დარბაზი სადღაც გაქრა. აღარც მუსიკა ჩამესმოდა ყურში უსიამოვნო ხმაურად, თითქოს უხეშმა რიტმა გარდასახვა დაიწყო. არ ვიცი ეს სასმელის ბრალი იყო, თუ ირაკლიმ მაინც მოახერხა და თავისი თვალით დამანახა ის სამყარო, რომელშიც ასე თავგანწირვით მითრევდა, ან იქნებ ყველაფერი სისულელე იყო და უბრალოდ მასთან ყოფნა მანიჭებდა ასეთ სიამოვნებას. ამ უცნაურ ცვლილებაზე პასუხი არ გამაჩნდა და არც მჭირდებოდა, მთავარი მხოლოდ მისი თვალები იყო, ისინი ასეთი დამშვიდებული, ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არასოდეს ყოფილან.
- ვეღარ ვსუნთქავ!
- გაჩერება არც იფიქრო!
ცხარედ ჩამჩურჩულა ყურში და ისე დამაბზრიალა თავბრუც კი დამეხვა. მთელი ორგანიზმი აუტანლად მიხურდა, დაღლილობისგან სუნთქვაც კი მეკვროდა, მაგრამ ირაკლი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, ხელი არ გაუშვია. ბოლოს კი, როცა უკვე ფეხები მართლა საშინლად ამტკივდა, სიცილით ჩამეხუტა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
- აი, ამ ნაიას ვეძებდი ამდენ ხანს! - მიჩურჩულა ყურში.
ღიმილით ავხედე. ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა, მისი სიხარული კი მე მაბედნიერებდა. თითქოს ის რამდენიმე წუთი რoმელიც მასთან ერთად, მუსიკის გიჟურ რიტმებში ჩაკარგულმა, გავატარე უცნობ ადამიანს მოვპარე და ეს ამოხეული ფურცლები სულაც არ ეკუთვნოდა ჩემი ცხოვრების შავ დღიურს. იქნებ ამიტომაც იყო ეს მომენტი ასეთი სასიამონვო და განსაკუთრებული? მოპარულს უკეთესი გემო აქვსო - ამ პრიმიტიულ გამონათქვამს იმ წამს მთელი გულით დავეთანხმე.
- მიყვარხარ, იკა.
- ვიცი - ეშმაკურად ჩაიღიმა და კიდევ უფრო მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე - წამოდი კიდევ დავლიოთ.
- გამორიცხულია! - თავი უარის ნიშნად გავაქნიე - ერთი ჭიქაც და ჩემი საქმე წასულია!
- არაფერი მოგივა, მე შენთან ვარ - მიპასუხა ღიმილით და ნაზად მაკოცა ცხვირზე.
წელზე ხელი შემომხვია და წარბაწეულმა გამომხედა. თვალები გადავატრიალე და მორჩილად გავყევი, მისი ჩუმი სიცილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მაღალქუსლიანებზე სიარულს მიჩვეული არ ვიყავი და ახლა ფეხები საშინლად მტკიოდა. ცეკვისას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ახლა... მაგიდასთან მხოლოდ ინა და დაჩი ისხდნენ და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, ირაკლის მათ დანახვაზე გულიანად გაეცინა.
- სამუზეუმო ექსპონანტების გამოფენაა? - სიცილით დაეხეთქა სავარძელზე და ბავშვებს ეშმაკურად მოავლო თვალი - დირექტორის კაბინეტში ატუზულ დორბლიან ბავშვებს ჰგავხართ. ინა, დამდე პატივი და ჩემს მეგობარს ეცეკვე, თორემ გული კი არა, სული მიკვდება რომ ვუყურებ.
თავი ვერ შევიკავე და გამეცინა, ირაკლის გვერდით მივუჯექი და ტუჩზე ვიკბინე. მაგიდასთან საშინელი დაძაბულობა გამეფებულიყო. ძნელი სათქმელი იყო დაჩი უფრო წითელი იყო თუ ინა. დაჩიმ ამ კომენტარს ღირსეულად უპასუხა, ინას თამამად გაუწოდა ხელი და ცეკვა შესთავაზა. მე და ირაკლი კი ხარბად შევცქეროდით დაძაბულ სანახაობას. ინა ისე დააბნია მოულოდნელმა მიწვევამ, რომ სარგადაყლაპული შესცქეროდა დაჩის, გაღიზიანებულმა მეგობარს მალულად წავკარი ფეხი. მოულოდნელობისგან შეკრთა და გამომხედა, თვალები დავუბრიალე და ვანიშნე გონს მოდი-თქო. როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა და დაჩის გამოწვდილ ხელზე ხელი მოჰკიდა.
- უუუუუ! - შეუყვირა ირაკლიმ და ახარხარდა - ეღირსათ როგორც იქნა!
დაჩიმ გავლისას ირაკლის სიცილით წაუთაქა თავში და ინა საცეკვაო მოიდანზე შეყვანა. მშვენიერი საღამო გამოდგა, არადა ვერც ვიფიქრებდი, რომ დროს ასე კარგად გავატარებდით.
- სასმელს მოვიტან, ეს უნდა ავღნიშნოთ! მალე დავბრუნდები, კარგი? - გამიცინა და ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
- კარგი.
- არსად წახვიდე, ორ წუთში აქ გავჩნდები, თუ ვინმე ცეკვას შემოგთავაზებს გაყოლა არც იფიქრო კოჭებში დავამსხვრევ!
- ფსიქოპატო! - გამხიარულებულს სიცილი ამიტყდა.
ირაკლი წამოდგა და ხალხში ჩაიკარგა, მარტო დავრჩი. წარმოდგენა არ მქონდა დანარჩენები სად იყვნენ, ალბათ ბიჭებმა გოგოები „აყარეს“ და კარგადაც ერთობოდნენ, რადგან უკან აღარ დაბრუნებულან. დიჯეი საკმაოდ ენერგიულ მუსიკას უკრავდა. საშინლად დამცხა. გრძელი თმა უკან გადავიყარე და წელში გავსწორდი. კლუბი მოვათვალიერე, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ირაკლიმ აქ წამოსვლაზე დამითანხმა, მაგრამ ყველაზე დაუჯერებელი ის იყო, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
მოულოდნელად ხალხში გეგას მოვკარი თვალი და ჩემი მხიარულებისგან აღარაფერი დარჩა. გულმა უსიამოვნოდ გამკრა, მისი დანახვა საშინლად არ მესიამოვნა, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. ჩემდა სამწუხაროდ თვითონაც შემამჩნია და მაშინვე ჩემსკენ გამოემართა. დავიძაბე, ირაკლი მალე დაბრუნდებოდა და ის რომ აქ დაენახა ნამდვილად უბედურება დატრიალდებოდა. სასოწარკვეთილმა ხალხს მოვავლე თვალი, დაჩი არსად ჩანდა. ბევრი აღარ მიფიქრია წამოვდექი და ბრბოში გავერიე.
- ნაია, ერთი წუთით! - მკლავზე ხელი ჩამავლეს, სიბრაზემ მეხივით დამიარა ტანში.
- ხელი გამიშვი! - შემოვბრუნდი გაცეცხლებული და გეგას ხელი გამოვგლიჯე.
- შენთან ჩხუბი არ მინდა, უბრალოდ მოსალმება მინდოდა, ძალიან კარგად გამოიყურები, ხომ არ მეცეკვები? - დაამატა ცბიერი ღიმილით და ცხოველური მზერით შემათვალიერა.
ავილეწე, მისი მზერა ზიზღს მგვრიდა, თან გაფაციცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით. ვნატრობდი, ირაკლი არ გამოჩენილიყო და გეგა არ დაენახა.
- მთვრალი ხარ, თავი დამანებე - ვუპასუხე უკმეხად და წასვლა დავაპირე.
- მოიცადე! - ისევ მაჯაში ჩამავლო ხელი. ის იყო მისთვის სახეში ჩარტყმა დავაპირე რომ დამასწრეს.
- ხელები მოაშორე სანამ ძირში მოგამტვირე! - ჩაისისინა არსაიდან გამოჩენილმა უცნობმა.
გაოცებულს წამით გეგაც კი დამავიწყდა და უცნობს ავხედე, ვერ მივხვდი ასე სწრაფად საიდან გამოჩნდა. ძალიან სიმპატიური და მიმზიდველი იყო. ჩემზე საკმაოდ მაღალს თმა მოხდენილად აეჩეჩა, ხორბლისფერი სახე სიბრაზიზგან დასჭიმვოდა, მწვანე თვალებში კი ენით აუწერელი ზიზღი უგიზგიზებდა. მსგავსი მზერა არასდროს არავისზე შემინიშნავს. მისი თვალები მორევს ჰგავდა, ტკივილით, ზიზღით, ბრაზით სავსე მორევს. ახლა კი გეგას ისეთი თვალებით უყურებდა, რომ უნებურად ხელი შემიშვა და უკან დაიხია. თავი უხერხულად ვიგრძენი.
- შენ ვინღა ხარ? - გაღიზიანებულმა წამისწინადელი ელდის დაფარვა სცადა და წარბშეკრულმა შეათვალიერა უცნობის დაკუნთული ფიგურა.
- აქედან დაიკარგე, სანამ ჯერ კიდევ ვიკავებ თავს - შეუღრინა გაცეცხლებულმა, სიბრაზიზგან სახეზე კუნთი აუთამაშდა. სასოწარკვეთილმა დარბაზი მოვათვალიერე, ოღონდაც ირაკლი არ გამოჩენილიყო!
- გეგა, აქედან მოშორდი! - დავუსისინე გაცოფებულმა.
- ჩვენ ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია, - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და წასვლა დააპირა, მაგრამ უცნობი ქეჩოში სწვდა, უკან მოაბრუნა და სახე სახესთან მიუტანა.
- შენ მგონი ვერ გაიგე რა გითხარი! - დაუსისინა გაცეცხლებულმა - ახლოს გაკარებული, რომ გნახო ისეთ დღეში ჩაგაგდებ, რომ პატრონი ვერ გიცნობს ახვარო! დააყენე და მისგან თავი შორს დაიჭირე!
- გაჩერდით! - უცნობს მკლავში ვწვდი და გეგას მოვაშორე, რომელიც სიბრაზიზგან უფრო და უფრო წითლდებოდა - გეგა, აქედან დაიკარგე, ახლავე!
არ ვიცი მის თვალებში რა ამოიკითხა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, გაცეცხლებულმა ბოლოჯერ შემავლო თვალი და გაგვეცალა.
- უკაცრავად, - მაშინვე ხელი ვუშვი და უხერხულად დავიხიე უკან - გმადლობ, დახმარებისთვის.
- რა უნდა შენგან? - მკითხა წარბშეკრულმა, ეს კითხვა ცოტათი მეუცნაურა, ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით, რაში ადარდებდა გეგას გამოხტომა.
- არაფერი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. - ვუპასუხე თავაზიანად და წასვლა დავაპირე.
- ერთი წუთით. - მაჯაში წამავლო ხელი და შემაჩერა.
მისი შეხებისთანავე ტანში ელექტროდენმა დამიარა. მსგავსი რამ არასოდეს მიგვრძნია. თუმცა ერთი რამ შევამჩნიე, წეღანდელისგან განსხვავებით მისთვის სახეში ჩარტყმის სურვილი არ გამჩენია. ნელა შემოვბრუნდი და თვალებში შევხედე. მისი მზერა თავგზას მიბნევდა, ძალიან მიმზიდველი იყო, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი. უცნაური შეგრძნება მქონდა, მის თვალებში რაღაც ნაცნობს ვხედავდი. თავი უხერხულად ვიგრძენი, სახე საშინლად ამეწვა, მისი მზერა ცეცხლს მიკიდებდა.
- რა გქვია? - მკაცრი სახე ოდნავ მოულბა და ინტერესით შემომხედა.
- ნაია. - ვუპასუხე მექანიკურად.
- ნაია... - ხმადაბლა გაიმეორა ჩემი სახელი და ხელი შემიშვა. აღარ ვიცოდი რა მექნა, ასეთი რამ პირველად მემართებოდა, ისე დაჟინებით მიყურებდა რომ თვალის გასწორებას ვერ ვახერხებდი - მე ლუკა მქვია. - მიპასუხა ხმადაბლა და ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა.
მის ანგელოზურ სახეს ღიმილი კიდევ უფრო უხდებოდა. სანამ რაიმეს ვუპასუხებდი ზურგს უკან ჩემი სახელი მომესმა. გული გადამიქანდა, მაშინვე შევბრუნდი, ირაკლი შეშფოთებული სახით გაჭირვებით მოიკვლევდა გზას ბრბოში.
- აქ რას აკეთებ? - როგორც იქნა ჩემამდე მოაღწია და შუბლშეკრულმა შემომხედა, არაფერი მიპასუხია უკან მივიხედე, მაგრამ ლუკა აღარსად ჩანდა, ერთ წამს ჩემს გვერდით იყო, ახლა კი უცებ აორთქლდა - ვის ეძებ?
- არავის, შენთან მოვდიოდი. - ვუპასუხე სწრაფად, ლოყები კიდევ უფრო ამეწვა. ირაკლის მოტყუება საშინლად არ მსიამოვნებდა, მაგრამ გეგაზე რომ გაეგო უეჭველად მოკლავდა.
- და რატომ არ დამელოდე? - მკითხა დაეჭვებულმა და ჩემს ზურგს უკან ხალხს მოავლო მზერა.
- დავიღალე, რომ წავიდეთ არ შეიძლება?
- მოხდა რამე? - მკითხა ეჭვით. მისთვის თვალის გასწორება მიჭირდა.
- არა, უბრალოდ ძალიან დავიღალე, ეს ფეხსაცმელები მალე ჭკუიდან გადამიყვანს - უკმაყოფილოდ დავიმანჭე, ფეხები მართლა ძალიან მტკიოდა.
- კარგი - მიპასუხა შუბლშეკრულმა - წამოდი.
წელზე ხელი მომხვია და გასასვლელისკენ წამიყვანა. მოცეკვავე ახალგაზრდები გიჟებივით გვეხეთქებოდნენ აქეთ-იქიდან, ერთი სული მქონდა აქედან როდის გავაღწევდი. ბრბოში დაჩის და ინას მოვკარი თვალი, როგორც ჩანს თვითონაც შეგვამჩნიეს და ჩვენსკენ გამოემართნენ.
- უკვე მიდიხართ? - მკითხა ინამ. ირაკლიმ დაჩის რაღაც გადაუჩურჩულა. დაჩიმ დაბნეულმა შეხედა და მხრები აიჩეჩა, ირაკლის სიბრაზიზგან სახე მოექცა.
- რა ხდება? - მუჯლუგუნი წავკარი იკას.
- გარეთ გავიდეთ, - გადაულაპარაკა დაჩის, ხელი მაგრად ჩამჭიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა. ქუჩაში გამოსულს სუსხიანი ქარი უმოწყალოდ მეტაკა სახეში. სიცივისგან გამაკანკალა. მაშინვე მანქანისკენ გავემართეთ.
- კი, მაგრამ, სად შეამჩნიე? - დაჩი შუბლშეკრული დაგვეწია, უკან ინა მოჰყვებოდა დაბნეული სახით.
- ნაია ადგილზე რომ არ დამხვდა მოსაძებნად წავედი და ხალხში შევამჩნიე - დაიღრინა გაცოფებულმა.
- რაზე ლაპარაკობთ? - ერთხმად ვიკითხეთ მე და ინამ.
გულმა უსიამოვნოდ გამკრა, ნუთუ გეგა შეამჩნია ხალხში? ან იქნებ ლუკა დაინახა? ირაკლის არაფერი უპასუხია, უხმოდ გამიღო კარი და მანიშნა ჩაჯექიო, ადგილიდან არ დავძრულვარ.
- რა ხდება? - კითხვა გავუმეორე ირაკლის.
- გეგა შეგხვდა? - მკითხა პირდაპირ, თვალები სიბრაზიზგან უელავდა.
- ჰო, - ვუპასუხე პაუზის შემდეგ, ტყუილს აზრი არ ჰქონდა მრისხანებისგან წამონთებულ სახეზე ყველაფერი ეწერა, გეგა შეამჩნია. - გამომელაპარაკა და ბოდიში მომიხადა მომხდარის გამო - ეს კი ვიცრუე.
- მერე? - ჩაისისინა ირაკლიმ, დაჩიც დაიძაბა.
- არაფერი, ვუთხარი რომ შენც იქვე იყავი და მისი დანახვა ნამდვილად არ გესიამოვნებოდა, მეტი არაფრის თქმა აღარ დამჭირდა, მაშინვე გამეცალა.
- მეტი არაფერი მომხდარა? - მკითხა ეჭვით.
- არა, - ვუპასუხე თამამად - და დაანებეთ თავი, დღევანდელ დღეს მაგ იდიოტით ნუ გავიფუჭებთ რა. - გადავხედე ორივეს.
- მისმინე, ბიჭებს ჩემს მაგივრად დაემშვიდობე კარგი? ნაიას სახლში წავიყვან და ხვალ გნახავ - დაამატა მრავალმნიშვნელოვნად.
- კარგი - დაჩიმ თავი დაუქნია.
- ხვალ სკოლაში ხომ მოხვალ? - მკითხა ინამ.
- ჰო.
- კარგით, ხვალამდე - ირაკლი ორივეს დაემშვიდობა და მანქანაში ჩავსხედით.
დაჩის სახე არ მომეწონა. ბოლოს ირაკლის უცნაურად შეხედა, უსიტყვოდ გაცვალეს მზერა ერთმანეთში, ეს კი კარგს არაფერს ნიშნავდა. ირაკლი საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა.
- ნასვამი ხარ საჭესთან ვერ დაჯდები.
- მთვრალი არ ვარ, მართვა შემიძლია.
- დაგვაჯარიმებენ.
- არ გამაჩერებენ - მიპასუხა უხალისოდ და მანქანა ნელა გააგორა მთავარ გზაზე.
- ეს რა იყო? - ვკითხე ეჭვით და სახეზე დავაკვირდი.
- რას გულისხმობ? - გამომხედა შუბლშეკრულმა.
- შენ და დაჩი რაზე შეთანხმდით? - შევხედე წარბაწეულმა.
- კაცი ვერაფერს გამოგაპარებს! - ამოიოხრა უკმაყოფილოდ.
- გისმენ!
- შენ თუ ფიქრობ, რომ შენი ერთი სიტყვა მაინც დავიჯერე ძალიან ცდები, - გამომხედა კუშტად - ნაია, ტყუილი საერთოდ არ გეხერხება!
- რა?! - ტანში გამცრა, ვეცადე დამაჯერებლად შემეცხადებინა, მაგრამ ირაკლის მზერას ვერ გავუძელი.
- ყველაფერი რიგზეა, ამას მე მოვაგვარებ. - მიპასუხა მშვიდად და ისევ გზას გახედა.
- ყველაფრის მოგვარებაში გეგას აკუწვას გულისმობ? - ვკითხე ირონიულად.
- შესაძლებელია.
- პირდაპირ გულზე მომეშვა!
- მაგ დედამოტყნულს სანამ თავ-პირს არ გავუერთინაებ იქამდე ვერ დაწყნარდება, ითხოვს და მიიღებს! - დაამატა მუქარით და კბილები გააღრჭიალა.
- არ შეიძლება თავ-პირის მტვრევის გარეშე მოგვარდეს ეს ამბავი?
- საყვარელო, მისნაირი სირები სიტყვით ვერ გებულობენ, მე ერთხელ უკვე გავაფრთხილე მაგრამ არ შეისმინა, მაშინაც შენს გამო შევიკავე თავი, მაგრამ ახლა...
- ირაკლი...
- ნაია არ ჩაერიო! - გამომხედა მკაცრად. ხმა აღარ ამომიღია. მთელი დღე ჩამშხამდა.
ალკოჰოლის ზემოქმედებიდან ნელ-ნელა ვთავისუფლდებოდი და გუნება უფრო და უფრო მიფუჭდებოდა. ფანჯარაში გავიხედე, წინ დიდი უსიამოვნება მელოდა. ირაკლის გამო გული მისკდებოდა, მეშინოდა, რომ რამე შარში გაეხვეოდა, რომ ვინმე რამეს დაუშავებდა. გეგას დანა ჯერ კიდევ მწარედ მახსოვდა. ტანში სიცივემ დამიარა და გამაჟრჟოლა.
- მაპატიე, უხეშად გამომივიდა, არ მინდოდა - მომიბოდიშა და ხელზე მაკოცა.
- უბრალოდ, შენზე ვნერვიულობ - ვუპასუხე წყნარად. უცებ საჭე მოაბრუნა, მანქანა გზიდან გადაიყვანა და ძრავა გამორთო.
- რა განერვიულებს? - მკითხა მშვიდად და საქარე მინაში რაღაც აბსტრაქტულს თვალი გაუშტერა.
- არ მინდა, რომ შარში გაეხვე, არ მინდა რომ იჩხუბო, მინდა ერთი დღე მაინც ისე გავატაროთ ერთად, რომ რამემ არ ჩაგვამწაროს.
- როგორ ფიქრობ მისნაირ ახვრებზე თვალი რომ დამეხუჭა ახლა როგორ ვიქნებოდით? - გამომხედა მკაცრად - მე ეგ გავაფრთხილე, რომ ახლოს არ გაგკარებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მაგ ს თავში არაფერი შესდის, ამას კი არ დავაიგნორებ, მაპატიე მაგრამ ამას ვერ ვიზამ! შენგან თავს შორს დაიჭერს, თან აუცილებლად და მარტო ეგ არა! სანამ ვსუნთქავ ზედმეტად ვერავინ შეგეხება, არავის მივცემ იმის უფლებას, რომ თითი დაგაკაროს. იგივე შეცდომას აღარასდროს დავუშვებ, თუნდაც ამის გამო სიცოცხლის დათმობა დამჭირდეს!
- ირაკლი! - გულში ლახვარივით მესობოდა მისი სიტყვები.
- არავითარი ირაკლი! ჩემზე ნუ დარდობ, მისნაირი ბევრი ყოფილა და იქნება, მაგრამ როგორც ხედავ არაფერი მიჭირს...
თვალებში შევხედე, მზერა გამჭოლი და მტკიცე ჰქონდა, გული ცუდად გამიხდა. რატომ იდანაშაულებდა თავს?! მისი ბრალი არ იყო, ის რაც მე დამემართა... პირიქით მისი წყალობით ვაგრძელებდი ცხოვრებას, მისმა თავდაუზოგავმა მცდელობებმა სამწლიანი ტანჯვა შემიმსუბუქეს, ღამის კოშმარები გამიქრა და ახლა ნორმალურად მეძინა. მაგრამ მიუხედავად ამისა მის თვალებში მაინც ვხედავდი სიბრაზეს და ტკივილს. კლუბში ერთად გატარებული ჯადოსნური წუთები აორთქლდა და რეალობაში დავბრუნდი. ამის ყურება აღარ შემეძლო, მანქანის კარი გავაღე და გადავედი. გარეთ ისე საშინლად ციოდა რომ ერთიანად გამაკანკალა.
- ნაია! - ირაკლიც გადმოვიდა და კარი მიაჯახუნა - მანქანაში დაბრუნდი! ძალიან ცივა.
- როდის შეწყვეტ ამას?! - ვუყვირე თვალზეცრემლმომდგარმა - როდის შეწყვეტ საკუთარი თავის ტანჯვას?!
- სისულელეს ნუ ამბობ! მანქანაში დაბრუნდი!
- არ შეიძლება რომ უბრალოდ მშვიდად ვიცხოვროთ?! ნუთუ ამდენს ვითხოვ? - ცრემლები ღაპა-ღუპით მდიოდა - იმ წყეული ღამის შემდეგ სულ იმის შიში მაქვს, რომ შენც დაგკარგავ, რომ ერთხელაც სახლიდან გახვალ და უკან აღარ დაბრუნდები, გული მისკდება, როცა იმ ნაძირალაზე ლაპარაკობ! შენი აზრით რატომ არ ვიღებ ხმას?! იმ ნაბიჭვარმა მამაჩემი თვალწინ მომიკლა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია გესმის?! არ შემიძლია! ხმას თუ ამოვიღებ შენც იგივე მოგივა ეს კი ჩემი დასასრული იქნება. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, შენს დაკარგვას ვერ გადავიტან. რომელ შეცდომაზე მელაპარაკები?! რაში იდანაშაულებ თავს?? შენ რომ არა ახლა აქ საერთოდ არ ვიდგებოდი! ეს რატომ არ არის შენთვის საკმარისი?! რატომ არ ქრება შენი თვალებიდან ტკივილი?! რატომ, ირაკლი? მთხოვ რომ ამ გალიიდან თავი დავიხსნა, რომ ამ წყვდიადს თავი დავაღწიო, მაგრამ შენთვითონ ხარ იქ გამომწყვდეული. მზად ვარ დავივიწყო მომხდარი, დავივიწყებ იმას რაც იმ ღამეს მოხდა, აი ასე უბრალოდ გავაკეთებ ამას! სიმართლის თქმა მამაჩემს ვერ დამიბრუნებს, შენი თავის წართმევა კი შეუძლია, ამას კი სიკვდილი მირჩევნია აქვე და ახლავე!!!
ერთიანად მაკანკალებდა, ამდენი ხნის ნაგროვები ტკივილი და ბოღმა ახლა ერთიანად ამოვხეთქე, როგორც იქნა ხმამაღლა ვთქვი ის რისიც ასე ძალიან მეშინოდა, რის გამოც ვდუმდი მთელი ეს წლები. ირაკლი გაქვავებული იდგა ერთ ადგილზე და თვალებგაფართოებული მომჩერებოდა.
- რა თქვი? - დაიჩურჩულა აკანკალებულმა, თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა.
- ის რომ მიყვარხარ და სხვა დანარჩენისთვის მიმიფურთხებია, - ვუყვირე წყობილებიდან გამოსულმა - წარსულის დევნაში შენს დაკარგვას არ ვაპირებ, არავის და არაფრის გამო!
- შენ მისი გეშინია! - დაიჩურჩულა სახეგაქვავებულმა და თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა - გეშინია რომ მეც მომკლავს, და ამიტომ... რა გითხრა იმ ნაბოზარმა?!
- არაფერი.
- ნაია!
- არაფერი! - გულზე სპაზმები მომაწვა, სუნთქვა გამიჭირდა. ძალიან ღრმად შევტოპე, ამაზე არ უნდა მესაუბრა, ჯერ იმდენი ძალაც არ მქონდა, რომ ამისთვის გამეძლო.
- მოვკლავ! - ჩაისისინა გაცეცხლებულმა - აუცილებლად მოვკლავ! გიორგის გამო, მირანდას ტანჯვის გამო. მან ლამის შენი თავი წამართვა, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა ვიგრძენი როცა გავიგე რაც მოხდა. შენი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, მე იმ წყეულ საავადმყოფოში ყოველ წამს შენი სიკვდილის ცნობას ველოდებოდი ნაია, ამას ჯოჯოხეთი მერჩივნა, ჯობდა ჩემთვის ცოცხლად გაეძროთ ტყავი და იქ შენი სიკვდილის ამბავს არ დავლოდებოდი! ამის დავიწყება არ შემიძლია. იმ დღეს დავიფიცე, რომ თუ ღმერთი ერთ შანსს კიდევ მომცემდა გაგიფრთხილდებოდი, რომ მუდამ შენს გვერდით ვიქნებოდი და არავის მივცემდი უფლებას ახლოს გაგკარებოდა.
- და სადამდე აპირებ ასე ცხოვრებას? - ვუყვირე გაალმასებულმა - სადამდე აპირებ მუდამ ჩემს აჩრდილად ყოფნას? საკუთარი თავი დაკარგე, შენს თავს აღარ ეკუთვნი.
- ამას ვინ მეუბნევა - გაიცინა მწარედ, მუშტი მოიქნია და მთელი ძალით დასცხო მანქანას, მარჯვენა კარი საშინლად შეიჭეჭყა - ამის თქმას როგორ ბედავ?! მთელი ამდენი ხანი თავს იტანჯავდი მხოლოდ იმიტომ რომ იმ მხდალი სგან დაგეცავი?! ეს იყო მიზეზი?!! მე მისი არ მეშინია! საკუთარი ხელით გამოვჭრი ყელს როცა მივაგნებ!
- მე მეშინია! - ვიკივლე აცახცახებულმა - შენს დაკარგვას არ ვაპირებ, მირჩევნია დარჩენილი ცხოვრება კოშმარების ტყვეობაში ვიყო ვიდრე შენ რამე დაგიშავდეს.
- ნაია! - იყვირა ირაკლიმ!
- შენ გხედავ ყოველ ღამით, - ყელში ბურთი გამეჩხირა, ამის ხმამაღლა წარმოთქმა იმაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე ვფიქრობდი - ყოველ ღამით შენ მესიზმრები, ყველგან სისხლია, შენი სისხლი! ჩემს ხელებზე, ტანსაცმელზე ყველგან! ამიტომ ვხდები ცუდად, ამიტომ მეღვიძება კივილით. არ შემიძლია, შენ რომ რამე დაგემართოს მოვკვდები, თვალებში შემომხედე, მართლა მოვკვდები გესმის?! - ირაკლის ფერი დაეკარგა. გახევებული იდგა და ჩემი ნათქვამის გააზრებას ცდილობდა.
- ღმერთო! - ერთი ნაბიჯით ჩემთან გაჩნდა, წელზე ხელი მომხვია და თავი ამაწევინა - აქამდე რატომ არაფერი მითხარი?
- მეშინია, მეშინია რომ ეს ამიხდება, ასე არ მომექცე! ამის უფლება არ გაქვს, შეწყვიტე დევნა, უბრალოდ ჩემთან დარჩი, გევედრები.
- აქ ვარ, - სახეზე ნაზად მომეფერა და ცრემლები ტუჩებით შემიმშრალა - არსად არ ვაპირებ წასვლას, არაფერი არ მომივია, შემომხედე! ნუს, მე არაფერი მომივა.
- შენ ეს არ იცი, - ვუპასუხე ხმააკანკალებულმა - მთელი ეს წლები შიშში გავატარე, შენი დაკარგვის მეშინია, არ მინდა რომ იჩხუბო, მეშინია რომ ვინმე რამეს დაგიშავებს, იმ ღამის შემდეგ ეს გრძნობა მოსვენებას არ მაძლევს.
- გეყოფა, ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებს, სწავლას დავამთავრებთ და აქედან წაგიყვანთ, შენც და მირანდასაც. აქაურობას მოგაშორებ. შორს ახალ ცხოვრებას დავიწყებთ, ამ ყველაფერს დაგავიწყებ, ოღონდ უნდა მენდო კარგი? მხოლოდ ამას ვითხოვ, უნდა მენდო.
- კარგი.
- ყველაფერი კარგად იქნება - მომეხვია და გულში ჩამიკრა - არასოდეს მიგატოვებ, ეს მხოლოდ შენი კოშმარებია და მეტი არაფერი, უბრალოდ ცუდი სიზმრები. აქამდე უნდა გეთქვა, ჩემთვის ყველაფერი უნდა გეთქვა, ნაია!
- უბრალოდ ხელი არ გამიშვა, ასე არ მომექცე, გული ცუდს მიგრძნობს, შეიძლება პარანოიკი გავხდი მაგრამ ვგრძნობ რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, იკა.
- ყველაფერი რიგზეა, - კიდევ უფრო მაგრად ჩამიკრა გულში - ეს მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია. ახლა სახლში წაგიყვან, ლოგინში დაწვები და დაიძინებ, შენთან ვიქნები სანამ არ ჩაგეძინება. ხვალ ახალი დღე გათენდება, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. საფრთხე აღარ გემუქრება.


თავი მეოთხე
მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ღამით თითქმის არ მძინებია, თავი მოვიმძინარე, რომ ირაკლი დასაწოლად წასულიყო. მთელი ღამე მის სიტყვებზე ვფიქრობდი, არ ვიცი ასე ძალიან რა მიკარგავდა მოსვენებას, რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა და ამას ჯერ ვერ ვხვდებოდი. ეს საშინელი გრძნობა იმდენად ამეკვიატა, რომ ისე დამათენდა თავზე ვერც გავიგე.
- ნუს, როგორ ხარ?
- კარგად, უბრალოდ ჩავფიქრდი, ესაა და ეს.
ირაკლიმ დაკვირვებით მომითვალიერა სახე და ისევ წინ გაიხედა, საშინელ გუნებაზე იყო. დილიდან ხმა არ ამოუღია, უხმოდ ისაუზმა და ისე წამოვედით სკოლაში. ძალიან ვნანობდი ჩემს სიტყვებს, გუშინ ასე არ უნდა გამოვსულიყავი წყობილებიდან. მისთვის სიმართლე არ უნდა მეთქვა! ჯობდა არ დამელია, თავი ვეღარ გავაკონტროლე და ის წამოვროშე რაც არაფრით არ უნდა მეთქვა. ყოველ მის შემოხედვაზე ირაკლის თვალებში დანაშაულის გრძნობას ვხედავდი, რასაც პირდაპირ ჭკუიდან გადავყავდი. არადა მეგონა რომ, ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდებოდა, სინამდვილეში კი პანდორას ყუთს თავი მოვხადე. სახე ხელებში ჩავრგე, ახლა საკუთარი თავი იმაზე მეტად მძულდა ვიდრე ოდესმე.
- ყველაფერი რიგზეა, ნუ დარდობ. - დაილაპარაკა ხმადაბლა.
- გუშინ ზედმეტი წამომცდა. - ვუპასუხე ყრუდ ისე რომ თავი არ ამიწევია, მისი ყურება გულს მტკენდა.
- ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ისაა, რომ ეგ ყველაფერი ჩემთვის ადრე უნდა გეთქვა და არა სამი წლის შემდეგ, ეს აქამდე უნდა მცოდნოდა, მაგრამ ამაზე ლაპარას ახლა არანაირი აზრი არ აქვს.
- შეგიძლია ამის დავიწყება? - თავი ავწიე და მორიდებით გავხედე - შეგიძლია გუშინდელი დაივიწყო? - ირაკლიმ ტანჯული მზერით გამომხედა, პასუხი სახეზე ეწერა, ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს მუცელში მდნარი ტყვია ჩამეღვარა.
- ეს როგორმე უნდა დავძლიოთ, მაგრამ შენი დახმარების გარეშე არაფერი გამომივა, ამას მარტო ვერ გავუმკლავდები, - მიპასუხა სევდიანად - წარსული წარსულში უნდა დავტოვოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი ვერ ვიპოვით სიმშივდეს, ნაია. მე და შენ იმაზე მეტად ვართ დაკავშირებულები ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი. სამი წელი ხმას არ იღებდი, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მამაშენის მკვლელს ხელს აფარებდი იმის შიშით რომ მე რამე არ მომსვლოდა, ეს სიგიჟის ტოლფასია.
- მთელი სამი წელი ჩემს ოთახში სკამზე ძილი ნორმალურობის პიკია. - ვუპასუხე სარკასტრულად.
- მეც მაგაზე ვლაპარაკობ, - გამომხედა სერიოზულად - ეს ნორმალური არ არის ნაია, ეს ყოველგვარ საზღვრებს სცდება, ჩვენ ყოველგვარ ზღვარს გადავდივართ და არ ვიცი ამას რა მოვუხერხო, ყველაზე სახიფათო კი ისაა, რომ მე ეს მომწონს. შენზე ზრუნვა ჩემი ცხოვრების აზრად იქცა, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შენ... მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი, ნაია, შენ შენს თავს აზიანებ, ეს კი მოსვენებას მიკარგავს.
- ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ.
- სადამდე შეგვიძლია წასვლა ერთმანეთისთვის? - გამომხედა სევდიანად.
ხმა ვერ ამოვიღე, ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია. სრულ სიმართლეს ამბობდა, მის მიმართ არანორმალური დამოკიდებულება მქონდა. ამას კონკრეტულ სახელს ვერ დავარქმევდი. საერთოდ ვერ ვუძებნიდი ახსნას იმ გრძნობას, რაც ირაკლის მიმართ მქონდა. მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, მის გარეშე ისევე ვერ ვიცოცხლებდი როგორც თევზი წყლის გარეშე. ახლაც კარგად მახსოვდა თუ რა ვიგრძენი, როცა გეგას ხელში დანა დავინახე. თითქოს ჩემში მიძნებულმა ცხოველმა გაიღვიძა, მზად ვიყავი გეგასთვის კბილებით გამომეჭრა ყელი. იმდენად დავკარგე თავი, რომ შემეშინდა.
ალბათ საკუთარ თავს კარგად არ ვიცნობდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ირაკლი იყო ჩემი ყველაზე დიდი სუსტი წერტილი და როდესაც მას ეხებოდნენ ადამიანის სახეს სრულიად ვკარგავდი. ალბათ ადამიანსაც ისე მოვკლავდი, რომ ხელი არ ამიკანკალდებოდა. თავი გავაქნიე, რომ საშინელი აზრები თავიდან გამომებერტყა. ეს მხოლოდ სტრესის ბრალი იყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ირაკლის არაფერი მოუვიდოდა, მალე აქედან წავიდოდით და ახალ ცხოვრებს დავიწყებდით, ყველაფერი დალაგდებოდა. სკოლაში ისე მივედით, რომ ვერც შევამჩნიე, სანამ ირაკლიმ მანქანა პარკინგზე არ დააყენა.
- კარგი, - ძრავა გამორთო და შემომხედა - ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ცხოვრება ერთად გავაგრძელოთ. არასოდეს არაფერი დამიმალო, არ მომატყუო, რაც არ უნდა იყოს და როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს, მირჩევნია სიმართლე ვიცოდე, კარგი?
- და იგივე პირობის მოცემა შეგიძლია? - შევხედე დაკვირვებით და ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა ის დავინახე მის თვალებში, წამიერი დანაშაულის გრძნობა.
- კარგი. - მიპასუხა პაუზის შემდეგ, გული შემეკუმშა, მას არასოდეს მოვუტყუებივარ, ჩემთვის თვალებში არ შემოუხედავს და ტყუილი არასოდეს არ უთქვამს, დღემდე!
- კარგი. - ვუპასუხე მშვიდად. „ჩემით გავარკვევ რა ჩაიფიქრე!“ დავამატე გულში და მანქანიდან გადავედი.
კლასი, როგორც ყოველთვის, ხმაურიანი დაგვხვდა. როგორც კი საკლასო ოთახში შევედი მაშინვე ინას დავუწყე ძებნა, მაგრამ არსად ჩანდა. სამაგიეროდ კატო იჯდა ფანჯარაზე და როგორც კი დამინახა ისეთი ზიზღით შემომხედა, რომ ცუდად გავხდი. ირაკლიმ ჩემი მზერა დაიჭირა და კატოს გახედა.
- ჩავერიო?
- არა, თავი დაანებე - ჩემი ადგილისკენ წავედი და ჩანთა მაგიდაზე მივაგდე, ირაკლიც უკან მომყვა და გვერდით მომიჯდა.
- მისმინე, რამდენიმე წუთით უნდა გავიდე, ხომ კარგად იქნები?
- გააჩნია სად მიდიხარ. - გადავხედე მრავალმნიშნველოვნად.
- დაჩი უნდა ვნახო და მალე დავბრუნდები.
- კარგი.
- ეგეთი სახე ნუ გაქვს, მალე მოვალ.
წამოდგა და კლასიდან გავიდა. თვალი გავაყოლე, რამდენიმე წამი საკუთარ თავს ვებრძოდი, შემდეგ სწრაფად წამოვდექი ფეხზე და უკან გავყევი. დერეფანში გავიხედე და ირაკლის ქოჩორი დავლანდე, როგორ დაეშვა მეორე სართულზე. უკან მივყევი, თან ვცდილობდი არ შევემჩნიე. ბავშვები გიჟებივით დარბოდნენ ზემოთ-ქვემოთ. ისეთი აურზაური იყო, რომ შეუძლებელი იყო ვინმეს შევემჩნიე. უცებ დაჩის მოვკარი თვალი, თავისი კლასიდან გამოვიდა და ირაკლისთან მივიდა.
კიბეებთან გავჩერდი და შორიდან დავაკვირდი. წარმოდგენა არ მქონდა რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ დაჩი გაღიზიანებული ჩანდა. რაღაცაზე შეთანხმდნენ და ორივე პირველ სართულზე დაეშვა. მეც სწრაფად მივყევი უკან. რამდენიმე ბავშვს ისე დავეჯახე, რომ ლამის კიბეებიდან დავაგორე. წინ ვიყურებდი, რომ ბიჭები არ დამეკარგა. ორივემ სპორტდარბაზისკენ აიღო გეზი. გამიკვირდა, ახლა იქ არავინ იქნებოდა. ალბათ რაღაც ჩაიფიქრეს მეთქი გავიფიქრე გულში და შეშინებული დავედევნე უკან. რამდნეიმე წუთში სპორტდარბაზთან მივიდნენ, კარი შეაღეს და გაუჩნარდნენ. სწრაფად მივირბინე და ოთახში ჩუმად შევიჭყიტე.
დიდ დარბაზში ბიჭები შეკრებილიყვნენ. ზოგი მეცნობოდა, ზოგი არა. დარბაზის სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. დაჩი და ირაკლიც მათკენ მიემართებოდნენ. ბიჭებს გეგა გამოეყო და წინ გამოვიდა. შიშისგან გული გადამიქანდა, აქ კარგი არაფერი მოხდებოდა!
- როგორც იქნა, მოაღწიე, - დაღრინა გეგამ, რამდენიმე ბიჭი უკან ამოუდგა და დაჩის და ირაკლის უკმაყოფილოდ შეხედეს. აშკარა იყო, რომ დარბაზში შეკრებილებიდან გეგას მარტო რამდენიმე უჭერდა მხარს, დანარჩენები კი უბრალოდ ისხდნენ და სიტუაციაში გარკვევას ცდილობდნენ.
- რა იყო, მთელი სკოლა მოყარე და დიდ გულზე ხარ? - დასცინა ირაკლიმ.
გეგას სახე წამოუჭარხლდა და სიბრაზიზგან კბილები გააღრჭიალა, ირაკლი ახლოს მივიდა და გეგას პირისპირ გაუსწორდა, ჩემგან ზურგშექცევით იდგა, ამიტომ მის სახეს ვერ ვარჩევდი. დაჩიც გვერდით ედგა, ხელები დაემუშტა და ნებისმიერ წამს მზად იყო საჩხუბრად.
- მოდი, ყველაფერი გავარკვიოთ! - დაიღრინა გეგამ.
- გუშინ კლუბში იყავი? - ირაკლი არც უსმენდა.
- რა? - გეგა ამ კითხვას არ ელოდა.
- შენ რა ყურთ ხომ არ გაკლია, გეკითხები გუშინ კლუბში იყავი-თქო?
- და მერე შენ რა რომ ვიყავი? - ირაკლი კიდევ უფრო ახლოს მივიდა, გული შემეკუმშა, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლის სახეს ვერ ვხედავდი, ვხვდებოდი რა გამომეტყველებას მიიღებდა ამ პასუხზე, გამალებული ვფიქრობდი რა მექნა.
- და ნაიას დაელაპარაკე ხომ ასეა?
- შენ არავინ გეკითხება მე ვის დაველაპარაკები და ვის არა! - ირაკლის ნერვებმა უმტყუნა, გეგას საკინძეში სწვდა და ლამის სახე სახეზე მიადო, ბიჭები მაშინვე აიქოჩრნენ.
- არ ჩაერიოთ! - დაისისინა დაჩიმ, ისინიც უნებურად გაჩერდნენ და ირაკლის და გეგას მიაჩერდნენ.
- სიკვდილი გინდა? ამას ეძებ? გინდა რომ ჩემი ხელით მოგკლა? მიპასუხე ! - ირაკლიმ ღონივრად შეანჯღრია და ყელში ხელი ისე წაუჭირა რომ ლამის ადგილზე გაგუდა. გეგა დასაკლავი ქათამივით აფართხალდა. ბიჭები მაშინვე ადგილიდან დაიძრნენ.
- რომელიც ახლოს მოვა პირველი იმას მოვკლავ! არ ვხუმრობ! - დაიღრიალა ირაკლიმ, დანარჩენებიც წამოიშალნენ, გეგა უკვე ლურჯდებოდა.
- ირაკლი გეყოფა, - მშვიდად უთხრა დაჩიმ - ასე მოკლავ!
- ხოდა მეც მაგას ვაპირებ! - იღრიალა გაცოფებულმა და გეგას მიაჩერდა, რომელსაც თვალები არაბუნებრივად გაფართოვებოდა - სხვანაირად არ დაწყნარდება! რამდენჯერ გითხარი ნაიას ახლოს არ გაეკარო მეთქი?! რამდენჯერ გითხარი მისგან თავი შორს დაიჭირე მეთქი ! - მუშტი მოიქნია და მთელი ძალით ჩასცხო სახეში.
გეგა მოწყვეტით დაეცა ძირს და ცხვირიდან სისხლი წასკდა. გამწარებულს ხველა აუტყდა, ბოლო-ბოლო წამის წინ კინაღამ გაგუდეს. აქ დგომა აღარ შემეძლო, მაგრამ ჩარევასაც ვერ ვბედავდი. ახლა რომ იქ შევსულიყავი უარესი მოხდებოდა. დაჩი ირაკლის წინ აეფარა და ხელი ჰკრა, რომ გეგასთვის აღარ დაერტყა.
- დაჩი, გაიწი იქით! - უყვირა გაცოფებულმა.
- გეყოფათ! - ბიჭებს ერთ-ერთი გამოეყო და წინ გამოვიდა.
- რა იყო ბაჩო, რამის თქმა ხომ არ გინდა? - აიჯაგრა ირაკლი.
- იმის თქმა მინდა, რომ თქვენ შორის ეს უნდა დასრულდეს! ასე ერთმანეთს დახოცავთ!
- კაი ნუ გაატრაკე! - დამცინავად გახედა ირაკლიმ და დაჩის ისევ ხელი ჰკრა - მე უკვე ვცადე მაგ ....სთვის სიტყვით რაიმე შემეგნებინებინა, მაგრამ მაგ ს თავში არაფერი შედის! ხოდა თქვენ თუ არ შეგიძლიათ ამის გაკონტროლება მაშინ მე მივხედავ!
- წყნარად! ზედმეტებში იჭრები! ჩვენ არ ვიცოდით რომ კლუბში იყო და იქ შენს გოგოს შეხვდა!
- მისთვის არაფერი დამიშავებია, - დაიჩხავლა გეგამ - უბრალოდ მივესალმე, რა აკრძალულია? - იყვირა გაცოფებულმა და სისხლი გადმოაფურთხა.
- შენ მისი სახელის ხსენებაც კი გეკრძალება ! - ირაკლი გავეშებული ცდილობდა დაჩის გზიდან მოშორებას, რომ ისევ გეგას დასტაკებოდა.
- და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ რომ მაგას მიკრძალავ?! შენი საკუთრება არ არის ვისთანაც უნდა იმასთან იქნება და შენ ეგ არ გეხება! - უყვირა გეგამ და ფეხზე წამოდგა.
- ხმა ჩაიწყვიტე! - დაუცაცხანა ბაჩომ გეგას და ისევ ირაკლის მიუბრუნდა.
- შენ რას ეძახი შეწუხებას? მივიდა და მიესალმა ამაში გადასარევი რა არის?
- შენ შიგ ხომ არ გაქ?! - იფეთქა დაჩიმ, ირაკლის თავი ანება და გაცოფებული მიუბრუნდა ბაჩოს - იმის მაგივრად რომ ეგ დააყენოთ რეებს ბაზრობ?! გასაგებად უთხრეს რომ გოგოს არ უნდა გაეკაროს მორჩა და გათავდა, არც ეს ახვარი და არც არავინ რამდენჯერ უნდა ითქვას ერთი და იგივე?! დაყენდით ან დაგაყენებინებთ!
- აბა, აბა ზედმეტები მოგიდის! - ახლა ის აექოჩრა დაჩის - სიტყვები გაფილტრე ბიჭო!
- მაგ ბოზს მაინც ვიხმარ, გაიგე? - გეგამ ირაკლის შეუტია.
თითქოს ყველაფერი ნელ კადრებში ხდებოდა, წამის მეასედში მივხვდი რა მოყვებოდა გეგას გამოხტომას. ირაკლიმ არაბუნებრივად იღრიალა, ხელის ერთ კვირთ ჩამოიცილა გზიდან ყველა, გეგას ესცა და ხელები ყელში წაუჭირა.
- მოგკალავ, შენი დედა...
შეშინებული ბაჩო ირაკლისკენ დაიძრა, რომ გეგა ხელიდან გამოეგლიჯა, მაგრამ დაჩიმ ხელის კვრით მოიშორა, ბაჩომ მუშტი მოიქნია და დაჩის სახეში ჩასცხო. ატყდა ერთი ამბავი, ვინ ვის ურტყამდა ვერ გაიგებდით, დანარჩენებიც ჩხუბში ჩაერთვნენ, ზოგი აშველებდა, ზოგი მუშტებს იქნევდა. ლამის ცუდად გავხდი.
- არ გაცოცხლებ შე ახვარო! - არაბუნებრივი ხმით უყვიროდა ირაკლი გეგას და გამეტებით ურტყამდა მუშტებს სახეში, გეგას თავპირი სულ სისხლში ამოეთხვარა.
მე პატარა გოგო ამათ ვერ გავაშველებდი. სასწრაფოდ უკან მოვბრუნდი და ფიზკულტურის მასწავლებლის კაბინეტისკენ გავიქეცი.
- გიორგი მას, უნდა დამეხმაროთ! - ვიყვირე შეშინებულმა, მასწავლებელი მაგიდასთან იჯდა და რაღაც ფაილებს ათვალიერებდა, როგორც კი დამინახა მაშინვე ფეხზე წამოიჭრა.
- რა მოხდა, ნაია?
- ბიჭები, სპორტდარბაზში ჩხუბებენ, ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს დახოცავენ!
- ჯანდაბა! - მაშინვე ანება თავი ფურცლებს და ოთახიდან გავარდა.
ორ წუთში დარბაზთან გაჩნდა, შიგნით შევარდა და ყვირილით შეერია ბავშვებს. მოჩხუბრები ძლივს დაწიწკნა ერთმანეთს, მასწავლებლის დანახვაზე ყველა გაჩერდა, მხოლოდ ირაკლი არ უშვებდა ხელს გეგას. ძირს გაეფინა, ზედ წამოჯდომოდა და მთელი ძალით ურტყამდა მუშტებს სახეში. გეგა არ ინძრეოდა და ერთიანად სისხლში ცურავდა.
- ირაკლი! - უყვირა გიორგიმ და მკლავებში ჩააფრინდა, დიდი ძალისხმევის შემდეგ ძლივს მოაშორა გეგას უსულო სხეულს - გეყოფა, რამ გადაგრია!
- ხელი გამიშვი! მოვკლავ, მაგის დედამოვტყან!
- დაწყნარდი მეთქი! - გიორგიმ ძლიერად უბიძგა და გეგას წინ აეფარა. რამდენიმე ბიჭი უგონო გეგას თავზე წამოადგა.
- რა დაემართა? - შეშინებული გიორგი დაიხარა და პულსი მოუსინჯა. მეტი ვეღარ მოვითმინე და დარბაზში შევვარდი.
- ირაკლი! - გულგახეთქილი მასთან მივირბინე, ერთიანად სისხლით იყო მოთხვრილი, ტუჩი და წარბი გახეთქოდა და სისხლი მდორედ მოსდიოდა, თვალები კი შეშლილივით უელავდა. ხელებზე სულ გეგას სისხლი ჰქონდა.
- აქ რას აკეთებ?! - ირაკლის თვალები ბრაზით აენთო.
- ვინმემ სასწრაფოს გამოუძახეთ! - იყვირა გიორგიმ.
- რა სჭირს? - ლამის გული წამსვლოდა შიშისგან.
- ძალიან მძიმედ არის, ეს რა გააკეთე ირაკლი! - გიორგიმ გეგა ხელში აიყვანა და დარბაზიდან გააქანა. ირაკლიმ მრისხანედ გააყოლა მზერა, ერთი წამითაც კი არ შეცვლია სახე. არც სინანული, არც შეშფოთება, პირიქით სახეზე არნახული ზიზღი და რისხვა ეწერა.
- თქვენ მერე დაგელაპარაკებით! - ირაკლი გაცოფებული მიუბრუნდა დანარჩენებს.
- დიდი პრობლემები გაქვს მეგობარო, - დაუსისინა ბაჩომ და გახეთქილი ტუჩი მოიწმინდა - ორივეს დიდი პრობლემები გექნებათ, ამას ასე არ დავტოვებ.
- .... არავის მოსჭამო! - დამცინავად მიუგდო ირაკლიმ და ზიზღით გადააფურთხა - თქვენთან მოგვიანებით გავარკვევ ყველაფერს. ნაია, წამოდი!
ხელი ჩამავლო და კარისკენ წამათრია, დაჩიც უკან მოგვყვა, არც ის გამოიყურებოდა უკეთ, ეტყობა მუშტი თვალში მოარტყეს, ერთიანად გასივებოდა და გასწითლებოდა. დანარჩენებმა ბასრი მზერა გამოგვაყოლეს თუმცა აღარაფერი უთქვამთ. ირაკლიმ დარბაზიდან გამომათრია და დერეფანში გამიყვანა, როგორც ჩანს ზარი დარეკილიყო, ბავშვები არსად ჩანდნენ.
- ახლავე კლასში ადი და მეც მოვალ. - მომიბრუნდა გაცოფებული.
- არსადაც არ წავალ! რა ჯანდაბას აკეთებ?! კინაღამ მოკალი!
- ერთადერთი რასაც ვნანობ ის არის რომ არ მოვკალი! - დაისისინა გაალმასებულმა. შეშინებული ვუყურებდი. ჩემს მეგობარს ვერ ვცნობდი. ისეთი გაბოროტებული მიყურებდა, რომ მასში ჩემი ირაკლის ამოცნობა მიჭირდა.
- მალე ალბათ პოლიციაც დაგვადგება. - ჩაილაპარაკა დაჩიმ.
- მახატია, ვინც უნდა ის მოიყვანონ!
- ასათიანი! დანელია! - დერეფნის ბოლოდან სკოლის დირექტორი მოექანებოდა, ისეთი გაბრაზებული იყო, რომ ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
- ნაია, ახლავე კლასში ადი! - ჩუმად გადმომილაპარაკა ირაკლიმ.
- არა! - მთელი ძალით ჩავებღაუჭე დასისხლიანებულ მაჯაზე.
- თქვენ სულ შეიშალეთ ხომ?! - დირექტორი თავზე წამოგვადგა, გაცოფებულს თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა - ის ბიჭი ლამის მოკალი, ასე რამ გაგაველურა! პოლიციაც და სასწაფოც გზაშია!
- სად დაველოდო დირექტორო, აქ თუ თქვენს კაბინეტში? - იკითხა მშვიდად.
- ამდენი წელია აქ ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს, ასათიანი! ამის გამო ბევრად მკაცრად დაისჯები ვიდრე უბრალოდ სკოლიდან გარიცხვაა, შეიძლება ამის გამო ციხეშიც მოხვდე, იაზრებ ამას! და ეს შენც გეხება, დანელია! - უყვირა ბიჭებს.
- არა! - დავიჩურჩულე შეშინებულმა და ირაკლის მთელი ძალით ჩავებღაუჭე, მაკამ ახლაღა შემამჩნია.
- ნაკაშიძე! თქვენ რაღას აკეთებთ აქ?
- არაფერს, - სწრაფად უპასუხა ირაკლიმ და წინ ამეფარა - კლასში მიდიოდა უკვე!
- არსად არ ვაპირებ წასვლას! - ჩავისისინე გამწარებულმა და რაც ძალი და ღონე მქონდა ირაკლის ჩავაფრინდი. მის გაშვებას არაფრის დიდებით არ ვაპირებდი!
- არ ვიცი ასეთი რა მოხდა, რომ ეს ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტე, მაგრამ ამას პოლიცია გაარკვევს! სასწრაფოდ ჩემს კაბინეტში, ორივე! ნაკაშიძე, კლასში დაბრუნდი!
- არ წავალ!
- ნაია! - ირაკლიმ თვალები დამიბრიალა.
- არ წავალ მეთქი, - დავუსისინე გაცოფებულმა - ძალიან გთხოვთ, ქალბატონო მაკა - თვალებზე ცრემლი მომადგა.
დირექტორმა წარბშეკრულმა შემომხედა, ბოლოს ხელი ჩაიქნია, რაღაც ჩაიბურდღუნა და თავისი კაბინეტისკენ წავიდა. ჩვენც უკან მივყევით. ფეხები ისე მიკანკალებდა შიშისგან, რომ ლამის ჩავკეცილიყავი. ირაკლის გამწარებული ვებღაუჭებოდი. დირექტორმა კარი შეაღო და კაბინეტში შეგვიშვა.
- დასხედით და აქედან ფეხი არ მოიცვალოთ! - გვითხრა მკაცრად და საწერ მაგიდას მიუჯდა თან გაუთავებლად ქოთქოთებდა - თითქოს პრობლემები არ გვაკლდეს! სულ შეიშალა ეს ხალხი! ადამიანის ასე გამეტება როგორ შეიძლება!
მე, ირაკლი და დაჩი დივანზე ჩამოვჯექით. ბიჭები გასუსულები ხმას არ იღებდნენ. ირაკლის მუშტები გეგას ყბებზე ერთიანად გადაყვლეფოდა და სისხლით მოთხვროდა, ხელები კი ჯერ ისევ უკანკალებდა სიბრზიზგან. არც დაჩი გამოიყურებოდა უკეთ, ისიც ერთიანად სისხლში იყო ამოთხვრილი . ხან ერთს შევხედავდი ხან მეორეს, ორივე ისე მშვიდად იჯდა თითქოს სტუმრად იყვნენ მეგობართან. გული შიშით მიფრთხიალებდა. ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ცოტა ადრე რომ მომეტვინა და მასწავლებლისთვის მეთქვა ახლა აქ არ ვისხდებოდით. ირაკლის ავეკარი და მხარზე თავი დავადე. არაფრის დიდებით არ გავუშვებდი. წყეული დღე! ნეტავ საერთოდ არ წამოვსულიყავით სკოლაში.
- ნუ ნერვიულობ. - გადმომიჩურჩულა ირაკლიმ და სახეზე მომეფერა. დირექტორმა გავეშებულმა გადმოხედა.
- ასათიანი! გეტყობა საერთოდ ვერ იაზრებ სიტუაციის სიმძიმეს! ილოცე, რომ იმ საცოდავ ბიჭს არაფერი დაემართოს და მთელი სიცოცხლე ციხეში არ ამოლპე!
- ეგ საერთოდ არ მადარდებს, ქალბატონო მაკა, - მშვიდად უპასუხა ირაკლიმ - ერთადერთი ის მაწუხებს, რომ თქვენ აღმოჩნდით უხერხულ მდგომარეობაში, ამისთვის ნამდვილად ბოდიშს გიხდით.
დირექტორმა გაოცებისგან პირი დააღო. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში სასწავლო ნაწილი შემოვიდა.
- მაკა, სასწრაფო და პოლიციაც უკვე მოვიდა, ექიმები გაგნიძეს სინჯავენ, დეტექტივებს კი მათთან ლაპარაკი უნდათ - თავით ბიჭებიზე ანიშნა.
- ღმერთო ჩემო! - ამოიოხრა შეშფოთებულმა - რა გაეწყობა, აქ მოიყვანე.
- კარგი. - კარი გაიხურა და წავიდა.
- ეს რა გამიკეთეთ! - დირექტორმა თავი გააქნია და სახეზე ხელები აიფარა. ზუსტად ვიცოდი, რომ ირაკლი ძალიან უყვარდა და დიდ პატივსაც სცემდა და ახლა ისიც ჩემსავით ნერვიულობდა.
არ მახსოვს ბოლოს ასე როდის ვინერვიულე. ნერვებისგან უკვე გულიც კი მერეოდა. ათასი საშინელება წარმოვიდგინე, როგორ მიჰყავდათ ირაკლი და დაჩი დაპატიმრებულები და ლამის ცუდად გავხდი, თავბრუდამეხვა. თვალები დავხუჭე და ირაკლის თავი მივადე მხარზე. კარი მეორედ გაიღო და ამჯერად ოთახში დეტექტივები შემოვიდნენ. თითქოს შიგნეულობა გადამიკვანძეს, შიშისგან გამაკანკალა. ოთახში ჩემთვის კარგად ნაცნობი სონგულია და მისი პარტნიორი, გელოვანი, გამოჩნდნენ. ირაკლიმ მშვიდად გახედა დეტექტივებს.
- ასე, ასე - სონგულიამ ცივი ღიმილით გამოხედა ბიჭებს - ასათიანი, პირველივე შეხვედრისთანავე არ მომეწონე, მაგრამ ასეთი ცივსისხლიანი თუ აღმოჩნდებოდი ვერაფრით ვიფიქრებდი!
- დეტექტივებო! ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, არ ვიცი ეს ბიჭები ასე რამ გააცოფა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ისინი მკვლელები და ჩხუბისთავები არ არიან. - წამოიწყო დირექტორმა.
- ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო მაკა, მაგრამ ეს უკვე თქვენ აღარ გეხებათ, ამ ახალგაზრდებს ჩვენ გავესაუბრებით!
ირაკლი და დაჩი ფეხზე წამოდგნენ, მეც ავდექი და ირაკლის ავეკარი, სონგულია ირაკლის ისეთი ხარბი მზერით უყურებდა, რომ მღელვარებისგან ლამის გული ამრეოდა.
- როგორც ყოველთვის, მის გვერდით მუდამ ეს პატარა ქალბატონია. - ჩაიცინა სონგულიამ და აციმციმებული თვალები მომაპყრო.
- დეტექტივო, იქნებ ყველაფერი გართულების გარეშე მოგვეგვარებინა? - წამოიწყო დირექტორმა - მაინც პირველი შემთხვევაა, დარწმუნებული ვარ ამას როგორმე მოვაგვარებთ.
- ასათიანს და დანელიას განყოფილებაში გავესაუბრებით. - სონგულიამ ბოროტად გადმოგვხედა.
- არა! - ირაკლის წინ ავეფარე - მისი ბრალი არ არის, თავი დაანებეთ!
- ნაია! გაჩერდი! - ირაკლიმ ხელი წამავლო და გვერდით გამწია.
- გულის ამაჩუყებელია, მაგრამ ვწუხვარ, ჩემთან ერთად მოგიწევთ წამოსვლა!
სონგულიამ ბოროტად გაიღიმა და თავის მეწყვილეს თავით ანიშნა რაღაც, ისიც უმალ შებრუნდა და კაბინეტის კარი გამოაღო. რამოდენიმე პოლიციელი მაშინვე შემოვიდა კაბინეტში და ბიჭებისკენ წამოვიდნენ.
- არა! - ვიკივლე გულგახეთქილმა როგორც კი ბიჭებს ხელები ჩაავლეს და მკლავები ზურგს უკან გადაუგრიხეს - თავი დაანებეთ!
გაცეცხლებული ვესცი პოლიციელს, რომელიც ირაკლის იჭერდა და სახე მთელი ძალით ჩამოვკაწრე, გამწარებულმა სიმწრისგან დაიღმუვლა, მაგრამ ირაკლისთვის ხელი არ გაუშვია, პირიქით უფრო მაგრად ამოუგრიხა მკლავები.
- ნაია! გაჩერდი მეთქი! - იყვირა ირაკლიმ.
- ეს რა უმსგავსობაა! - აყვირდა დირექტორიც.
- გოგო დააწყნარეთ! - დაისისინა სონგულიამ. ერთი პოლიციელი მაშინვე მესცა და ხელები გამიკავა.
- მომშორდი! - ავფართხალდი გამწარებული - ხელი გამიშვი ! ირაკლი!- ვყვიროდი გაცოფებული და როგორც შემეძლო ვფართხალებდი.
- ნაია! - ირაკლის სახე წაეშალა - ხელი გაუშვი! ახლავე ხელი გაუშვი! - აყვირდა გაველურებული, პოლიციელს რომელიც იჭერდა წიხლი ჩასცხო და თავი გაითავისუფლა.
- ეს რა ხდება! ყველა დააკავეთ და აქედან მომაშორეთ! - იყვირა სონგულიამ, მაგრამ სანამ ის სიტუაციის გაკონტროლებას შეეცდებოდა, ირაკლი იმ პოლიციელს დაეტაკა, რომელიც მე მიჭერდა და მთელი ძალით ჩასცხო მუშტი სახეში. ისიც მაშინვე უკან გადავარდა და ხელი მიშვა.
- ნაია! კარგად ხარ?
- კი - აცახცახებული მაშინვე მკლავში ჩავაფრინდი.
- მოდი აქ! - ახლა სხვა პოლიციელი ესცა ირაკლის და მკლავები ამოუგრიხა, სანამ რამეს მოვიმოქმედებდი მეც დამიჭირეს.
- ხელი გამიშვი! - ვკიოდი გაცოფებული, ირაკლის ორი პოლიციელი ძლივს აკავებდა.
- ძალიან დიდი პრობლემები გექნებათ! - იყვირა სონგულიამ - ბორკილები დაადეთ და განყოფილებაში წაათრიეთ ეს არაკაცი!
დაჩისაც რამდენიმე პოლიციელი იჭერდა, რომ მასაც არ აეწყვიტა. ბიჭებს როგორღაც ხელბორკილები დაადეს და ოთახიდან ძალით გაათრიეს. ირაკლი გააფთრებული ჩემსკენ იწევდა. ერთ ერთმა მთელი ძალით ჩაარტყა მუცელში, რომ დაემორჩილებინა. ირაკლის მუხლი მოეკვეთა, ლამის ჭკუიდან შევიშალე, დასაბმელი გავხდი.
- არა! - ვიკივლე გაცოფებულმა - ნუ ურტყამთ! ნაბიჭვრებო! თავი დაანებეთ! გამიშვლი! ხელი გამიშვი! - პოლიციელის დაკბენა ვცადე, რომ თავი გამეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ისე ღონივრად მიჭერდა, რომ მკლავები სულ ჩამილურჯდა.
- ესეც ასე, - სონგულიამ დამცინავად გადმომხედა - შენ მას მხოლოდ დიდი პრობლმები შეუქმენი, ერთია თანასკოლელი ცემო და მეორეა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიო!
- ეს ხომ აშკარა პროვოკაციაა! - გაცეცხლებული დირექტორი სონგულიას დაეტაკა - თქვენ იმ ბიჭს აიძულეთ ასე მოქცევა! ასე როგორ შეიძლება!
- ! - ჩავისისინე გაცოფებულმა - წყეულო არამზადა! ამას არ შეგარჩენ! ამისთვის პასუხს აგებ! ირაკლის თითსაც ვერ დააკარებ! ხელი გამიშვი!
ვიკივლე გამწარებულმა და მთელი ძალით გავიბრძოლე, რომ პოლიციელის ტყვეობისგან თავი დამეღწია.
- გაუშვი, დიმიტრი! - მშვიდად უთხრა სონგულიამ, მანაც უმალ ხელი მიშვა და განზე გადგა.
- წყეულო! ამისთვის მოგეკითხება!
აღარავისთვის აღარ შემიხედავს, გამწარებული გამოვვარდი სამასწავლებლოდან და პირდაპირ კლასში ავირბინე. არც დამიკაკუნებია ისე შევვარდი ოთახში. მათემატიკის მასწავლებელმა თავი ასწია და გაოცებულმა გადმომხედა.
- ნაკაშიძე! რა წესია! - მისთვის ყურადღება არ მიმიქცევა, მაშინვე მაგიდასთან მივირბინე და ჩემი ნივთები ავიღე - ნაკაშიძე, რას აკეთებ?! ვინ მოგცა ასე მოქცევის უფლება?!
- თავს აღარ დამანებებ?! - ვუყვირე ნერვებმოშლილმა. კლასს ჩურჩულმა გადაურბინა.
- რაო? - მასწავლებელი ფეხზე წამოიჭრა. სასწრაფოდ ჩანთებს დავავლე ხელი და კარისკენ გავიქეცი. ბავშვები გაოცებულები მომჩერებოდნენ - ახლავე უკან დაბრუნდი, თავხედო!
- თავიდან მომწყდი! - მივაძახე გაცეცხლებულმა, კარი გავაღე და გამოვიქეცი.
ზუსტად ორ წუთში უკვე მთელი სისწრაფით მივაქროლებდი მანქანას განყოფილებისკენ. გზაში ლამის რამდენიმე ფეხითმოსიარულეს გადავუარე. ისე ვიყავი აღელვებული, რომ აღარაფერს ვაქცევდი ყურადღებას. გამწარებულმა მანქანა განყოფილების ეზოში მივაგდე და გადმოვედი. კიბეებზე ავირბინე და შენობაში შევედი. მორიგე მაშინვე ფეხზე წამოდგა და შემეგება.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ახლახანს აქ ასათიანი და დანელია მოიყვანეს! მათი ნახვა მინდა.
- ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია!
- თქვენ ხომ არ შეიშალეთ! სკოლაში უბრალო ჩხუბის გამო აპატიმრებთ? შეხედე როგორ მუშაობს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა!
- დამშვიდდით, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობის დატოვება მოგიწევთ!
- ჰო, ჰო, რა თქმა უნდა! - გაცოფებული უკან გამოვბრუნდი და მაშინვე ტელეფონი ამოვიღე. ნომერი სწრაფად ავკრიფე და გადავრეკე.
- გისმენთ! - მომესმა ტელეფონში მამაკაცის ბოხი ხმა.
- სანდრო! შენი დახმარება მჭირდება!



№1  offline ახალბედა მწერალი belle...

წარსულის ღლაპის ნამუშევარია ძაან არ ჩამძიროთ joy joy პ.ს. მაინც მიყვარს ^_^ <3 <3 <3 <3

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Neta yvela glapi ase cerdess. Vfiqrob cin kidev ufro didi sensaciiiebi gvelodebaa. Arvici ratom. Magram echvi maqvs iraklim icis ratom mokles naias mama. Es songulia da gelovani ratom armomconan ase da korumpirebulebi mgonian netaa. Mapatios yvela samartaldamcavmaa. Magram matze saertod armaqvs kargi carmodgena. Eeteulebtan bodishii. Me ar shemxvedrian kargebi. Aqac magari chaxlartuli rameebi gvelodeba suni mcemss. Vaime bels zaan gamixardiii. Moutmenlad gelii. Au armiyvars ase Zalian ficxi adamianebii. Vfiqron naiagan kargi moshni qali unda gamozerco hooo. Au lukas tyuila ar gamoachendi shenn. Yvela niuansi gaqvs gatvliliii. Da shemtxvevitac ar agmochnda iqq. Vfiqrob icoda vinc iyo naia. Aba vnaxott

 


№3 სტუმარი მარი.ელ❤

გავათენე???????? მიყვარს ასეთი ისტორიები მაგრამ ცუდი დასასრულები გულს მიკუმშავს და ეცადე ეს არ მოხდეს კარგიი?????????? მთლიანად პერსონაჟების განცდებში ვსრ ისედაც ძალიან ემოციური ვარ ამიტომ დასასრულს მაინც ვერ ვიტან ცუდს????????❤❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
Neta yvela glapi ase cerdess. Vfiqrob cin kidev ufro didi sensaciiiebi gvelodebaa. Arvici ratom. Magram echvi maqvs iraklim icis ratom mokles naias mama. Es songulia da gelovani ratom armomconan ase da korumpirebulebi mgonian netaa. Mapatios yvela samartaldamcavmaa. Magram matze saertod armaqvs kargi carmodgena. Eeteulebtan bodishii. Me ar shemxvedrian kargebi. Aqac magari chaxlartuli rameebi gvelodeba suni mcemss. Vaime bels zaan gamixardiii. Moutmenlad gelii. Au armiyvars ase Zalian ficxi adamianebii. Vfiqron naiagan kargi moshni qali unda gamozerco hooo. Au lukas tyuila ar gamoachendi shenn. Yvela niuansi gaqvs gatvliliii. Da shemtxvevitac ar agmochnda iqq. Vfiqrob icoda vinc iyo naia. Aba vnaxott

საინტერესო მოსაზრებებია <3 დაველოდოთ ქეთუს მოვლენების განვითარებას ^_^ <3 <3 <3 აუჰ იმედი მაქვს მოგეწონებათ ;დდდ <3 <3 ჰო, მოგეჩვიეთ და დამშვიდობება დიდად არ მინდოდა, ამიტომ ლამის ობმოკიდებული ისტორია ვორდის ფაილებიდან გამოვწიწკნე ;დდდ <3 <3 <3

მარი.ელ❤
გავათენე???????? მიყვარს ასეთი ისტორიები მაგრამ ცუდი დასასრულები გულს მიკუმშავს და ეცადე ეს არ მოხდეს კარგიი?????????? მთლიანად პერსონაჟების განცდებში ვსრ ისედაც ძალიან ემოციური ვარ ამიტომ დასასრულს მაინც ვერ ვიტან ცუდს????????❤❤❤

ისტორია უკვე დასრულებულია საყვარელო თან წლების წინ <3 <3 ვნახოთ იმედი მაქვს ბოლო წერტილი გულს არავის დაწყვეტს <3 <3

 


№5 სტუმარი სტუმარი დარინა

ჩამომეძინა და ვერაფერი ვეღარ დავწერე არადა ბევრი რამის თქმა მინდოდაა, მართლაც რომ ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ, აი ეს 12 წლის პატარა გოგოს დაწერილი კი არ არის აი ჩამოყალიბებული ზდასრული ადამიანის ნაწერს ვკითხულობდი ისე მეგონა ისეთი სრულად აწყობილად არი ყველაფერი გადმოცემლიი, ნეტა მართლა დღევანდელი ავტორების უმეტესობა ასე წერდეს რომლების წიგნებიც კი არის გამოცემულიი, აი შენ ის ადამიანი ხარ ვინც სულ უნდა წეროს და წეროს, იმედია სულ ასე იქნება და შენს ნაწერს ჩვენც სულ გაგვიზიარებ, არასდროს არ შემოდო არცერთი ნაწერი თაროზე. ვგიჟდები შენზეე ❤️❤️❤️❤️❤️ ხო რაც შეეხება ვარაუდებს არ გამოვთქვამ რადგან წინაზე ყველაფერი ჩამომამხე და ახლაც ვგრძნობ რომ ასე იქნებააა.

 


№6  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი დარინა
ჩამომეძინა და ვერაფერი ვეღარ დავწერე არადა ბევრი რამის თქმა მინდოდაა, მართლაც რომ ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ, აი ეს 12 წლის პატარა გოგოს დაწერილი კი არ არის აი ჩამოყალიბებული ზდასრული ადამიანის ნაწერს ვკითხულობდი ისე მეგონა ისეთი სრულად აწყობილად არი ყველაფერი გადმოცემლიი, ნეტა მართლა დღევანდელი ავტორების უმეტესობა ასე წერდეს რომლების წიგნებიც კი არის გამოცემულიი, აი შენ ის ადამიანი ხარ ვინც სულ უნდა წეროს და წეროს, იმედია სულ ასე იქნება და შენს ნაწერს ჩვენც სულ გაგვიზიარებ, არასდროს არ შემოდო არცერთი ნაწერი თაროზე. ვგიჟდები შენზეე ❤️❤️❤️❤️❤️ ხო რაც შეეხება ვარაუდებს არ გამოვთქვამ რადგან წინაზე ყველაფერი ჩამომამხე და ახლაც ვგრძნობ რომ ასე იქნებააა.

დარინა გყვარობ!!! joy joy <3 <3 <3 <3 თბილო, ტკბილო, საყვარელო ^_^ გმადლობ თბილი სიტყვებისთვის <3 <3 <3 რაც შეეხება ვარაუდებს არ დაგენანოს გამოუშვი ;დდდ <3 <3 არ აქვს მნიშვნელობა გაარტყამ თუ ვერა ითს ოქეი ;დდ ^_^ <3 <3 <3

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

ძალუან გამიხარდა შენი ახალი ,ნუ ძველი ისტორიის ნახვა,.მომწონს რა თქმა უნდა..

 


№8  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი nancho
ძალუან გამიხარდა შენი ახალი ,ნუ ძველი ისტორიის ნახვა,.მომწონს რა თქმა უნდა..

მე შენ გამიხარდი ისევ ჩემთან ^_^ <3 <3 <3 გმადლობ <3

 


№9  offline წევრი ვიპნი

თავში ბევრი კითხვები მიტრიალებს,ველოდები კარტების გაშლას,ახლა ვფიქრობ ნია და ირაკლი თუ ნია და უცნობი ლუკა.ირაკლის ვგულშემატკივრობ ❣️

 


№10  offline ახალბედა მწერალი belle...

ვიპნი
თავში ბევრი კითხვები მიტრიალებს,ველოდები კარტების გაშლას,ახლა ვფიქრობ ნია და ირაკლი თუ ნია და უცნობი ლუკა.ირაკლის ვგულშემატკივრობ ❣️

დღევანდელ თავებში მოსალოდნელია მოღრუბლულობა - სავარაუდოა ელჭექიც ;დდდ <3 <3 <3

 


№11 სტუმარი სტუმარი მანანა

ნამდვილად არ გავს ბავშვის ნაწერს, როგორც ყოველთვის იდუმალი და ჩამთრევი, ყოველთვის დაგელოდები და მოვძებნი შენს ისტორიებს წასაკითხად, წარმატებები.

 


№12  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი მანანა
ნამდვილად არ გავს ბავშვის ნაწერს, როგორც ყოველთვის იდუმალი და ჩამთრევი, ყოველთვის დაგელოდები და მოვძებნი შენს ისტორიებს წასაკითხად, წარმატებები.

უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა ^_^ <3 <3 <3 <3

 


№13 სტუმარი სტუმარი კატო

ჯერჯერობით ავიხლართ-ჩავიხლართე.
იმედია ნაია და ირაკლი არ წყვილდებიან. მე არ მომწონს ირაკლი და ნაიაც ცოტა ნერვებს მიშლის.
ხო, იმ კატოს მე კატო რაღაცნაირად ვეთანხმები, ალბათ თანამოსახელური სოლიდარობა, თუ როგორც არის. ეს ირაკლის "ჩემი გოგო"... აუუუ, არ მიყვარს ეგ ბიჭიი.
გეგამ ხო თავიდან უბრალოდ ცეკვებზე დაპატიჟა ნაია და ასეთი ამბავი რატო ატეხა ირაკლიმ კლასში ვერ ვხვდები (არ მომწონს ეს ბიჭიმეთქი და ვაპარტახებ). ბოლოს კი იმსახურებდა ისე ჩათეთქვას.
იმედია ირაკლიმ რომ უთხრა ნაიას მეორე ვალზე, ერთი გოგო მომწონს და ტატუს გასაკეთებლად მოვიყვანეო, მართალია და რეალურადაც არსებობს, თორემ მაგ ბიჭს რომ ნაია უყვარდეს, ვერ გადავიტან.
ლუკა ნეტა ვინ არის? ეგ ბიჭი თავისი აჩეჩილი ქოჩრით მაშინვე მომეწონა.
სანდროც საინტერესოა ვინ არის (წუხელ ნახევრად მძინარემ წავიკითხე 2 თავი და არსად გამოჩენილა მგონი) და ნაიამ დასახმარებლად რატო დაურეკა, ალბათ ადვოკატია, ან რავიცი, რამე.
დაჩი და ინა ძაან საყვარლები არიან.
ნიკუშაც ძაან მომწონს.
საინტერესოა ეს ორი დეტექტივი რის მიღწევას ცდილობს, რას გადაეკიდნენ ირაკლის, ამხელა ხალხი არიან, ტვინი სად აქვთ, ჰმმ.
12 წლის ბავშვის ნაჯღაბნს ნამდვილად არ გავს. ჩემი ნაწერები რომ მახსენდება მაგ ასაკში რას ვწერდი, ძაან მეცინება.
აბა, წარმატებები!!
ველოდები შუაღამეს????

 


№14  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი კატო
ჯერჯერობით ავიხლართ-ჩავიხლართე.
იმედია ნაია და ირაკლი არ წყვილდებიან. მე არ მომწონს ირაკლი და ნაიაც ცოტა ნერვებს მიშლის.
ხო, იმ კატოს მე კატო რაღაცნაირად ვეთანხმები, ალბათ თანამოსახელური სოლიდარობა, თუ როგორც არის. ეს ირაკლის "ჩემი გოგო"... აუუუ, არ მიყვარს ეგ ბიჭიი.
გეგამ ხო თავიდან უბრალოდ ცეკვებზე დაპატიჟა ნაია და ასეთი ამბავი რატო ატეხა ირაკლიმ კლასში ვერ ვხვდები (არ მომწონს ეს ბიჭიმეთქი და ვაპარტახებ). ბოლოს კი იმსახურებდა ისე ჩათეთქვას.
იმედია ირაკლიმ რომ უთხრა ნაიას მეორე ვალზე, ერთი გოგო მომწონს და ტატუს გასაკეთებლად მოვიყვანეო, მართალია და რეალურადაც არსებობს, თორემ მაგ ბიჭს რომ ნაია უყვარდეს, ვერ გადავიტან.
ლუკა ნეტა ვინ არის? ეგ ბიჭი თავისი აჩეჩილი ქოჩრით მაშინვე მომეწონა.
სანდროც საინტერესოა ვინ არის (წუხელ ნახევრად მძინარემ წავიკითხე 2 თავი და არსად გამოჩენილა მგონი) და ნაიამ დასახმარებლად რატო დაურეკა, ალბათ ადვოკატია, ან რავიცი, რამე.
დაჩი და ინა ძაან საყვარლები არიან.
ნიკუშაც ძაან მომწონს.
საინტერესოა ეს ორი დეტექტივი რის მიღწევას ცდილობს, რას გადაეკიდნენ ირაკლის, ამხელა ხალხი არიან, ტვინი სად აქვთ, ჰმმ.
12 წლის ბავშვის ნაჯღაბნს ნამდვილად არ გავს. ჩემი ნაწერები რომ მახსენდება მაგ ასაკში რას ვწერდი, ძაან მეცინება.
აბა, წარმატებები!!
ველოდები შუაღამეს????

ნახევრად მეძინაო და გამოუწურია ნაწარმოები ბოლომდე ;დდდდდდდდდდდდდ <3333333333333 საყვარელო შენ!!!! მოურიდებლად გადმოეცი ემოციები ნებისმიერ პერსონაჟთან დაკავშირებით. იმიტომ რომ გაკვირდებით, ჩემთვის მჭირდება რაღაცეები მერე... ჰო ნუ, რაც შეეხება დანარჩენს. გაგრძელება დღეს 12ზე იქნება როგორც ყოველთვის, კარგი სერიალივით რა ;დდდდდდ <3 <3 ოუ არა. მე რომ ვუყურებ, ვგრძნობ, რომ "შეზღუდული ვარ" ან რაღაც დეტალებში "ბანალური" და მაღიზიანებს. ნუ, მაინც არაფერი ჩამიკორექტირებია. არ გიმალავთ როგორი ვიყავი ადრე. წაიკითხეთ და შეაფასეთ გულახდილად არ მაქვს პრობლემა <3 <3 <3 ეს პირველი მცდელობა იყო და მიუხედავად იმისა, რომ შორიდან "ვეღრინები" მაინც ძალიან მიყვარს. პ.ს. ირაკლი განსაკუთრებით <3 ;დდდდდდ მეტს აღარ დავწერ სპოილერი გამოვა. ველოდებით შემდეგ თავებს და დაკა ხელი ;დდდდდდდ <3 <3 <3

 


№15 სტუმარი სტუმარი ნატალია

მეღირსა, როგორც იქნა წავიკითხე.
ძალიან კარგი გამოვა ეჭვიც არ მეპარება, ძალიან არ მინდა ამ საოცარ ირაკლის რამე დაემართოდ :*
სასწაული გოგო ხარ შენ და არ გაჩერდე <3

 


№16 სტუმარი aqc

Shns chveul form as ar galatob.nelnela gvitrev istoriebshi rom shemdeg tavis dagwevas her vaxerxebt.shen sul unda wero,arasdros ar shewyvito weraa.axlatavs velodot xom 12is mere?

 


№17  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ნატალია
მეღირსა, როგორც იქნა წავიკითხე.
ძალიან კარგი გამოვა ეჭვიც არ მეპარება, ძალიან არ მინდა ამ საოცარ ირაკლის რამე დაემართოდ :*
სასწაული გოგო ხარ შენ და არ გაჩერდე <3

გმადლობ საყვარელო <3 <3 ^_^

aqc
Shns chveul form as ar galatob.nelnela gvitrev istoriebshi rom shemdeg tavis dagwevas her vaxerxebt.shen sul unda wero,arasdros ar shewyvito weraa.axlatavs velodot xom 12is mere?

მადლობა ჩემო კარგო <3 <3 კი დღეს 12 საათის მერე დაიდება ახალი თავები ^_^ <3 <3

 


№18 სტუმარი სტუმარი liza

საინტერესოა რა მოხდა ასეთი რომ ათი წლით ქვეყნიდან წასვლა მოუხდა ნაიას. ახლანდელი დრო რომელი თავიდა იქნება? ძალიან მაინტერესებს ნაიას ჩამოსვლის მერე როგორ განვითარდება მოვლენები. მოუთმენლად ველოდები 12 საატს

 


№19  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი liza
საინტერესოა რა მოხდა ასეთი რომ ათი წლით ქვეყნიდან წასვლა მოუხდა ნაიას. ახლანდელი დრო რომელი თავიდა იქნება? ძალიან მაინტერესებს ნაიას ჩამოსვლის მერე როგორ განვითარდება მოვლენები. მოუთმენლად ველოდები 12 საატს

მოძღვართან საუბრის შემდეგ იწყება ის წარსული, რის გამოც გაემგზავრა ქვეყნიდან. ყველაფერი ეტაპობრივად გამოჩნდა <3 <3

 


№20 სტუმარი სტუმარი liza

belle...
სტუმარი liza
საინტერესოა რა მოხდა ასეთი რომ ათი წლით ქვეყნიდან წასვლა მოუხდა ნაიას. ახლანდელი დრო რომელი თავიდა იქნება? ძალიან მაინტერესებს ნაიას ჩამოსვლის მერე როგორ განვითარდება მოვლენები. მოუთმენლად ველოდები 12 საატს

მოძღვართან საუბრის შემდეგ იწყება ის წარსული, რის გამოც გაემგზავრა ქვეყნიდან. ყველაფერი ეტაპობრივად გამოჩნდა <3 <3


მაგას მივხვდი რომ მოძღვარს უყვება წარსულში მომხდარ ამბებს. აწმყო რომელი თავიდან იქნებათქო ეგ მაინტერესებდა flushed

 


№21  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი liza
belle...
სტუმარი liza
საინტერესოა რა მოხდა ასეთი რომ ათი წლით ქვეყნიდან წასვლა მოუხდა ნაიას. ახლანდელი დრო რომელი თავიდა იქნება? ძალიან მაინტერესებს ნაიას ჩამოსვლის მერე როგორ განვითარდება მოვლენები. მოუთმენლად ველოდები 12 საატს

მოძღვართან საუბრის შემდეგ იწყება ის წარსული, რის გამოც გაემგზავრა ქვეყნიდან. ყველაფერი ეტაპობრივად გამოჩნდა <3 <3


მაგას მივხვდი რომ მოძღვარს უყვება წარსულში მომხდარ ამბებს. აწმყო რომელი თავიდან იქნებათქო ეგ მაინტერესებდა flushed

ბოლო თავებში <3 <3 იქამდე მთელი ამბებია....

 


№22  offline მოდერი Catherine Di Perso

პირველ რიგში მუხლმოდრეკილი ვდგავარ დპატიებას ვითხოვ, რომ დადებისთანავე ვერ წავიკითხე. მაგრამ მე ხომ მაგარი ტიპი ვარ, მეპატიება :3
ხოდა... აუ, სამსახურში იმდენჯერ გავედი ტუალეტში ამის წასაკითხად, რომ თანამშრომლებს ცისტიტიანი ვგონივარ :)
ნაიას მაგივრად, სულ სიას ვკითხულობდი :'( ღმერთმანი, რა ისტერიჩკაა ეს ბავშვი, თვიურიანი კვიცივით ჩამესმის მაგის კივილი.
ირაკლის რომ უყვარდეს, შეიძლება ფსევდოინცესტზე აღვიგზნო მარტის კატასავით:დ (ჩემი გადახრები არ შეიმჩნიო, ბოლობოლო სიხარულისგან ყურები მეზრდება და დავფრინავ.)
აი, მკვლელობის პონტში ვისი ვისაშია ძალიან საინტერესოა.
და ვაფშე არ მჯერა, რომ 12 წლის ასაკში დაწერე ეს :დდდ

უჰ, უჰ, რა მოგაყარეეე

 


№23  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
პირველ რიგში მუხლმოდრეკილი ვდგავარ დპატიებას ვითხოვ, რომ დადებისთანავე ვერ წავიკითხე. მაგრამ მე ხომ მაგარი ტიპი ვარ, მეპატიება :3
ხოდა... აუ, სამსახურში იმდენჯერ გავედი ტუალეტში ამის წასაკითხად, რომ თანამშრომლებს ცისტიტიანი ვგონივარ :)
ნაიას მაგივრად, სულ სიას ვკითხულობდი :'( ღმერთმანი, რა ისტერიჩკაა ეს ბავშვი, თვიურიანი კვიცივით ჩამესმის მაგის კივილი.
ირაკლის რომ უყვარდეს, შეიძლება ფსევდოინცესტზე აღვიგზნო მარტის კატასავით:დ (ჩემი გადახრები არ შეიმჩნიო, ბოლობოლო სიხარულისგან ყურები მეზრდება და დავფრინავ.)
აი, მკვლელობის პონტში ვისი ვისაშია ძალიან საინტერესოა.
და ვაფშე არ მჯერა, რომ 12 წლის ასაკში დაწერე ეს :დდდ

უჰ, უჰ, რა მოგაყარეეე

რა არის დაუჯერებელი წინადადებებს გადახედე კოშმარია -_- რაც შეეხება დანარჩენს უკომენტაროდ! ;დდდდდდ პ.ს. ნაიას პერსონაჟი უფრო მაღიზიანებს ვიდრე სიას მოუშლია ოდესმე ნერვი. რაღაცნაირია - მტირალა -_- სუსტია და ნერვებს მიშლის. რაც შეეხება დანარჩენს თვითონ ნახავ. და კი ამაზე უარესი იდეები მომდიოდა თავში პატარა ასაკში მაგრამ "ბაგაჟი" არ მეყო რამე ისეთი ჩემი შესაფერისი სადისტობა რომ დამეწერა და რაც მოვჩხლართე კი ზიხარ და კითხულობ ახლა ;დდდდდდდდდდდდ

 


№24  offline წევრი duchi_duchi

აი მეც მოვედი...ველოდებოდი როდის აიტვირთებოდა რამოდენიმე თავი რომ დამეწყო.ღადაობ ხო?12 წლის ასაკში ასე როგორ დაწერე?ზედმეტად ჭკვიანი ხარ იცი?დაძაბულობა შენი სტილია და მძაბავ მეც ყველა შენი ისტორიით ყველა თავში.ირაკლის ნაია უყვარა თუ მეჩვენება?დასკვნებს არ დავდებ რადგან პაზლების ქურდში მხოლოდ სისიმ და სანდრომ გამიმართლა ხოდა უბრალოდ მიპასუხე მეჩვენება თუ არა?აი მე მომწონს ეგრეც ვისურვებდი მაგრამ ის ლუკა ვინ იყო ნაიში სულ რაღაც ცოტახნით შინაგანი ქალღმერთი რომ გააღვიძა?ნუ რამდენი კითხვები დავსვი მაგრამ მაპატიე ისე არ შემიძლია.ძაან მაგარი გოგო ხარ და მიყვარს შენი წერის სტილი.

 


№25  offline ახალბედა მწერალი belle...

duchi_duchi
აი მეც მოვედი...ველოდებოდი როდის აიტვირთებოდა რამოდენიმე თავი რომ დამეწყო.ღადაობ ხო?12 წლის ასაკში ასე როგორ დაწერე?ზედმეტად ჭკვიანი ხარ იცი?დაძაბულობა შენი სტილია და მძაბავ მეც ყველა შენი ისტორიით ყველა თავში.ირაკლის ნაია უყვარა თუ მეჩვენება?დასკვნებს არ დავდებ რადგან პაზლების ქურდში მხოლოდ სისიმ და სანდრომ გამიმართლა ხოდა უბრალოდ მიპასუხე მეჩვენება თუ არა?აი მე მომწონს ეგრეც ვისურვებდი მაგრამ ის ლუკა ვინ იყო ნაიში სულ რაღაც ცოტახნით შინაგანი ქალღმერთი რომ გააღვიძა?ნუ რამდენი კითხვები დავსვი მაგრამ მაპატიე ისე არ შემიძლია.ძაან მაგარი გოგო ხარ და მიყვარს შენი წერის სტილი.

ჩემო საყვარელოოოოოოოო <3333333333 გელოდი და გამოჩნდი ^_^ <3 <3 <3 კიი კიი ძაან ადრეა დაწერილი და ეტყობა კიდეც თან ძაან ეტყობა <3 <3 <3 პაზლების ქურდს ვერც შეედრება მართლა მაგრამ პირველი ნაშრომია და რავიცი არც ამისთვის დამიკლია სიმძაფრე და ემოციები <3 <3 <3 ერთი სულით და მოუთმენლად ველი შენს ბოლო შთაბეჭდილებებს. როგორც უკვე გითხარი ერთი დადება დამრჩა ან მაქსიმუმ ორი <3 <3 <3 <3 <3 და დასრულდება კიდეც ისტორია ^_^ <3333333333 მე კიდევ მიყვარხარ შენ! <3333333333333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent