შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებების ქარცეცხლში (3 თავი)


16-05-2020, 20:58
ავტორი nina_m
ნანახია 2 264

3 თავი


- მიყვარხარ! - ვნებამორეული ხმით ჩამჩურჩულა ყურთან.
წამით გავირინდე, ვაჩეს რომ ვუყვარდი ისედაც ვიცოდი ტასოსგან არასდროს მარჩევდა, მის სითბოს და მზრუნველობას ყოველთვის ვგრძნობდი. არაერთხელ უთქვამს რომ ვუყვარვარ, მაგრამ ამჯერად გულმა სხვანაირად დაიწყო ფეთქვა, წამით მეგონა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. გონებაში ისევ მისი ნათქვამი ჩამესმოდა და ვერ ვხვდებოდი რეალობას როგორ დავბრუნებოდი.
- ნინე ახლახან სიყვარულში გამოგიტყდი - განაგრძო ისევ ვაჩემ, რადგან მიხვდა რომ არაფრის თქმას არ ვაპირებდი... ოდნავ მომშორდა და ღამისფერი თვალებით ჩამხედა მე კი ისევ ჩავიძირე მათ სიღრმეებში უკვე მერამდენედ ვეღარც კი ვითვლი - მესმის რომ გაგიკვირდა, ალბათ ბრაზობ კიდეც. საკუთარ თავზე მეც ვბრაზობდი, როცა აღმოვაჩინე რომ სხვა თვალით დაგიწყე ყურება - აქ ჩემმა გულმა კიდევ ერთხელ გამოტოვა რამდენიმე დარტყმა, უარესად დამადუმა - საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი რომ ნელნელა შენს მიმართ სხვა ლტოლვა მიჩნდებოდა, სწორედ ამიტომ დავთანხმდი დავითს პარიზში წასვლაზე, ვიფიქრე შენგან შორს ყოფნა და საკუთარ თავთან დარჩენა რეალობას დამანახებდა მაგრამ იცი რა მოხდა? - ცოტა ხანს შეჩერდა სახეზე ხელები ჩამოისვა თითქოს გამოფხიზლებას ცდილობსო და ცას ახედა - მენატრებოდი ისე როგორც არვინ არასდროს მომნატრებია, ვფიქრობდი ისე როგორც არავიზე არასდროს მიფიქრია... მოსვენებას ვკარგავდი როცა წარმოვიდგენდი რომ ვინმე შეგიყვარდებოდა, ვინმე შეგეხებოდა, ვინმე სხვა იქნებოდა შენი ბედნიერების და ღიმილი მიზეზი - აქ ღრმად ამოისუნთქა და ისევ მე შემომხედა - ყველაზე ცუდი დრო შევარჩიე ამის სათქმელად, რადგან ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა... შეგიყვარდა!, ამას შენს თვალებში ვხედავ არ ვიცი ვინ არის მაგრამ ძალიან გაუმართლა - სიმწრით ჩაიცინა - იმდენად ეგოისტურად ვერ მოვიქცევი რომ სიყვარული აგიკრძალო, ვერც იმას შევძლებ ჩემთან ყოფნა გაიძულო... გუშინ გავბრაზდი როცა მათესთან ერთად დაგინახე... საბოლოოდ შემშალა იმ ფაქტმა რომ სხვას შეეძლო შენთან შეხება... ამიტომ გიყვირე, გაკოცე და მიგისაკუთრე კიდეც, მაგრამ ნინე! - ნელ-ნელა ხმა გაუტყდა და სათქმელს თავს ვეღარ აბამდა - დღეს შენს თვალებში დავინახე დიდი სიყვარული, იმდენად დიდი რომ ვერ გაგიმეტებ ის დაგაკარგვინო... უბრალოდ გახსოვდეს პრინცესა, არავის მივცემ უფლებას გატკინოს, მათ შორის არც საკუთარ თავს - შუბლზე ტუჩები მომაკრო და ისე გაუჩინარდა სიბნელეში თითქოს წამის წინ არც კი ყოფილა ჩემს გვერდით, მე კი დამტოვა არეული გონებით, მთლიანად გათიშული და გაფითრებული.
რამდენიმე წუთი ასე ვიჯექი და ისევ იმ სივრცეს გავყურებდი სადაც ვაჩე გაუჩინარდა... მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ვტიროდი, ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით მომდიოდა და გაჩერებას არც კი ლამობდა. ვცდილობდი გონებაში ყველაფერი გადამეხარშა, ცოტა ხნის წინ ვაჩემ სიყვარული ამიხსნა? გამოდის ვუყვარვარ? ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ვაჩეს მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას ხელახლა ვიმეორებდი გონებაში - ვუყვარვარ - ხმა მაღლა წარმოვთქვი ეს სიტყვები და გამეღიმა. არც კი დავფიქრებულვარ ისე წამოვდექი და ვაჩეს ოთახისკენ ავიღე გეზი... დაკაკუნება არც კი მიცდია ისე შევაღე კარი... ჩემს წინ კი ნახევრად შიშველი ვაჩე დავლანდე საწოლზე იჯდა ვისკის ჭიქით ხელში. როგორც კი შევედი გაკვირვებული მზერა მომაპყრო ჭიქა იქვე მდგარ ტუმბოზე დადო და წამოდგა.
- ნინე მესმის გაბრაზებული და გაკვირვებული ხარ მე უბრალოდ... - რაღაცის თქმას აპირებდა როცა შევაწყვეტინე.
- ვაჩე აღარაფერი თქვა - მისკენ დავიძარი და ჩვენს შორის მანძილი შევამცირე - არ ფიქრობ რომ საკმარისზე მეტი ილაპარაკე? - შევამჩნიე ფერი როგორ შეეცვალა და თავი დახარა - შენი სათქმელი თქვი და დამტოვე სრულ გაურკვევლობაში ახლა კი ცდილობ რამე ამიხსნა? - ცოტა ბრაზი მომერია ხმაში, და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ - არ შეგიძლია სიყვარულში გამომიტყდე, ასეთი სიტყვები მითხრა და უბრალოდ დამტოვო - ახლა უკვე რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს...
- არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა... - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა როცა ფეხის წვერებზე ავიწიე და მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებში... საკუთარი თავით მეც გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ თავს უფლება მივეცი ჩემი გრძნობები ბოლომდე გამომეხატა, ამ ყველაფერს უკვე ვეღარ ვუძლებდი - ნინე... - როგორც კი მოვშორდი, მხოლოდ ეს ამოთქვა ახვლედიანმა
- მიყვარხარ! - მხოლოდ ეს ვთქვი და ქვემოდან ავხედე ახლა უკვე ვნებამორეული და ოდნავ გაკვირვებულ შავებში ჩავაჩერდი - ხო ვაჩე აი ასე მიყვარხარ - და ნერვიულად გავიცინე - შენ ხარ ის ადამიანი ვის მიმართაც ყველაზე დიდი გრძნობა მაკავშირებს, ვისი სიყვარულითაც წლებია ვიტანჯები, ადამიანი ხარ, რომელიც მონატრებისგან მკლავს, ის ადამიანი ხარ ვისი ერთი შეხებაც საკმარისია, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიაროს... შენ კი არ გაქვს უფლება ფიქრები ამირიო, სიყვარულში გამომიტყდე და მერე მარტო დამტოვო - საჩვენებელი თითი შიშველ მკერდზე - არ შეგიძლია გაურკვევლობაში მიმატოვო - ჩუმად ამოვიჩურჩულე და შევამჩნიე ვაჩეს თვალებში როგორ გაკრთა პატარა სინათლის სხივი... კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა მაგრამ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დამაცხრა ტუჩებზე ახვლედიანი. გაჩერება აღარ შემეძლო მეგონა მუხლები მომეკვეთებოდა, რომ არა ვაჩეს ძლიერი მკლავები ალბათ იატაკზე აღმოვჩნდებოდი. მთელი ვნებამორეული სიშმაგით მიკოცნიდა ჯერ ზედა და მერე ქვედა ტუჩს მონაცვლეობით, ურცხვად დაატარებდა ენას ჩემს პირში და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ვნებისგან გაბრუებულმა ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და უფრო მეტად ავეკარი მის ნახევრად შიშველ სხეულს... ვგრძნობდი ტემპერატურამ როგორ იმატა, მარჯვენა ხელი თმაში შემიცურა, მარცხენა ხელს კი ჩემს წელზე დაატარებდა... სუნთქვა გაგვიხშირდა ვგრძნობდი სხეული როგორ დაეჭიმა და უფრო მეტად მიმიზიდა, წამით მოსწყდა ჩემ ტუჩებს შუბლი ჩემს შუბლს მოადო და მხოლოდ ახლა ვცადეთ ორივემ სუნთქვის დარეგულირება, ვუყურებდი მის უნაკლო სხეულს, ახლა შევამჩნიე რომ მთელი სხეული დაეცვარა და მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. წამით ვნება მორეული თვალებით შემომხედა ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა უფრო მეტად ამიკრა სხეულზე და თავი ჩემს კისერში ჩარგო... ცხელი სუნთქვა მომაფრქვია და სველი კოცნა დამიტოვა კისერში... მისმა ცხელმა და ვნებიანმა შეხებამ კიდევ ერთხელ დამაკარგვინა თავი და თვალები სიამოვნებისგან მიმელულა.
- მიყვარხარ - ამოიჩურჩულა დაბოხებული ხმით და უფრო მეტად მომიქცია საკუთარ მკლავებში. - აღარასდროს დაგტოვებ...
- მეც მიყვარხარ ! - ამოვიჩურჩულე და კოცნა დავუტოვე დაცვარულ ლავიწზე. - არასდროს დამტოვო - ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა და მისი სხეულის ამგვარმა რეაგირებამ ღიმილი მომგვარა. წამით მომშორდა ახვლედიანი და ისევ მომანათა ჭინკებ ათამაშებული თვალები.
- დღეს ჩემთან დარჩები? - ისე მიყურებდა თითქოს თვალებში ეძებს პასუხებსო. - მინდა მთელი ღამე გვერდით მყავდე, უბრალოდ ჩაგეხუტო და შენს სუნთქვას ვუსმინო... დარჩი ჩემთან ფერია - თმა ყურის უკან გადამიწია და ცხვირის წვერზე მოწყვეტით მაკოცა.
- დავრჩები! - ამის თქმა მოვახერხე და სხეულზე მივეწებე.
საოცარი ღამე იყო... მის მარწუხებში მომწყვდეულს ალბათ ყველაზე მშვიდი ღამე მქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე. უბრალოდ ვიწექით ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი ჩახუტებულები და მშვიდად ვუსმენდით ერთმანეთის სუნთქვას. ვაჩე დროდადრო თავზე მკოცნიდა და თმაზე მეთამაშებოდა. უკვე გვიანი იყო ემოციებმა და ალკოჰოლმა თავისი ქნა და საბოლოოდ მალევე ჩამეძინა.ა
დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა... წამით გავიაზრე გუშინდელი დღე და შიშის გრძნობა დამეუფლა რომ ეს სიზმარი იქნებოდა, თუმცა ვაჩეს ხმამ გამომაფხიზლა
- ფერია გაიღვიძე? - ახლა შევამჩნიე რომ ზურგიდან მეკვროდა და ღრმად ისუნთქავდა ჩემს სურნელს.
- დილა მშვიდობის - ვთქვი და მისკენ გადავბრუნდი - წამით მეგონა რომ ყველაფერი დამესიზმრა - გამოვუტყდი და შეშინებული თვალებით ავხედე.
- ეს თუ სიზმარია დაე არასდროს გავიღვიძოთ - გამიღიმა და შუბლზე მაკოცა - დილის განსაკუთრებით ლამაზი ხარ და შენი მარწყვივით ტუჩები აშკარად დასაგემოვნებლად მიხმობენ - ენის წვერი ქვედა ტუჩზე გადაისვა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში. - ყველაზე გემრიელი ხარ ფერია... რას იტყვი ყოველი დილა რომ შენით დავიწყო ?
- მე წინააღმდეგი არ ვარ - გავუღიმე და სველი კოცნა დავუტოვე ლავიწზე
- ვიღაც მიწვევს, - წამით მოექცა ჩემს ზემოთ და თავისი შავებით ამათვალიერა - მაგრამ ვფიქრობ თავს ვერ შევიკავებ და შემომეჭმევი - თქვა და ტუჩებზე დამაცხრა თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა მალევე მომშორდა და წამოდგა. - დილისთვის საკმარისი დოზა მივიღე, ძალიან არ მინდა შენი დატოვება მაგრამ დავითმა მომწერა კომპანიაში უნდა წავიდე რამდენიმე საბუთს ხელი მოვაწერო - დანანებით ამოიგმინა და შუბლზე მაკოცა - შენ ჭკუით იყავი ქალბატონო და საღამოს მოგხედავ, ახლა საბაზანოში შევალ - თვალი ჩამიკრა და კარში გაუჩინარდა.
ბედნიერებისგან ღიმილს ვერ ვიკავებდი მაშინვე წამოვედი და სააბაზანოს კარს ავეკარი.
- მე საუზმეს გაგიმზადებ - მივაძახე გარედან და ოთახიდან ისე გავედი პასუხს არ დავლოდებივარ. გავედი რომ სამზარეულოში ჩავსულიყავი მაგრამ ჩემი ოთახიდან გასვლა და ტასოს დერეფანში გამოჩენა ერთი იყო.


ტასოსთან

როგორც კი ოთახში ავედი მაშინვე დასაძინებლად დავწექი. დაღლილობამ და ალკოჰოლმა თავისი ქნა და მალევე ჩამეძინა. დილით შვიდი ხდებოდა რომ გამეღვიძა საშინლად მწყუროდა, წამოდგომა დავაპირე და თავის ტკივილმაც არ დააყოვნა, მეგონა თავში ბომბი მქონდა და საცაა აფეთქდებოდა. საბოლოოს სამზარეულოში ჩასვლა გადავწყვიტე, მოკლე მაქმანებიან შავ პენუარზე ამავე ფერის მოკლე აბრეშუმის ხალათი მოვიცვი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. ცივმა წყალმა ცოტა გამომაფხიზლა და ჭიქით ხელში ეზოში გავედი რათა გონს მოვსულიყავი. მზე უკვე გათამამებულიყო და თავხედურად დაყურემდა დედამიწას, აუზთან მდგომ სავარძელზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე... უფლება მივეცი მზის სხივებს ჩემშიც შემოჭრილიყვნენ.
- როგორც ჩანს ალკოჰოლს კარგად უმკლავდები - მომესმა უეცრად იოანეს ხმა და მეც მაშინვე გავახილე თვალები. ჩემს წინ ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილი არაბული იდგა თავზე კაპიშონი წამოემხო და ზემოდან დამყურებდა. საოცრად გამოიყურებოდა ამ ბიჭს მგონი ყველაფერი უხდება, სპორტულ ფორმაში კი მკაფიოდ შეამჩნევდით მის დაკუნთულ სხეულს
- როგორც ჩანს ზედმეტად ბევრი დავლიე. არ მეგონა ასე ადრე თუ ვინმე გაიღვიძებდა გუშინდელის შემდეგ - ვუთხარი და ჭიქიდან ცივი წყალი მოვსვი.
- მიჩვეული ვარ ასეთ სიტუაციებს, თან ადრე გამეღვიძა და ვარჯიში გადავწყვიტე - თქვა და ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა სავარძელში - შენ კი აშკარად შეგაწუხა ნაბახუსევმა
- თავი საშინლად მტკიოდა ახლა უკეთ ვარ - ახლა გავიაზრე მის წინ როგორ ფორმაში ვიჯექი, იოანემ თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაატარა და ოდნავ შესამჩნევად კბილებს შორის მოიქცია. ვეცადე მისი ეს ჟესტი დამეიგნორებინა, თითქმის ბლომდე შეხსნილი ხალათი შევისწორე და წასასვლელად წამოვდექი. - აჯობებს ცოტახანს კიდევ დავიძინო - ვთქვი და ისევ სამზარეულოში შევედი, ჭიქა კიდევ ერთხელ შევავსე ცივი წყლით, როცა ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მომესმა. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო ვინ იქნებოდა, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და სამზარეულოდან გასვლა დავაპირე რომ იოანე ჩემკენ დაიძრა, თავიდან დავიძაბე მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია.
- ახლა არ მგონია ამან გიშველოს - ხელიდან ჭიქა ამართვა, წყალი ნიჟარაში გადაღვარა და მაცივარი გამოაღო.
- რას აკეთებ - გაკვირვებული მივჩერებოდი მაცივართან მდგომ არაბულს.
- ჯობს გაზიანი წყალი დალიო, თავს უკეთ იგრძნობ - მაცივრიდან გაზიანი სასმელი გამოიღო ჭიქა ამივსო და მომაწოდა. როცა ჭიქას ვართმევდი ჩვენი თითები წამით ერთმანეთს შეეხო და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ის ადგილები გავარვარებული მეტალით ამომიწვეს.
- მადლობა - დაბნეულმა მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და სამზარეულოდან გამოვედი
- არაფრის პატარა ქალბატონო - ეს სიტყვები მომაძახა, თუმცა აღარ შევჩერებულვარ მინდოდა რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყავი ოთახში. როგორც კი კიბეებზე ავედი უჩვეულო სანახაობა დამხვდა თვალ წინ.
- ნინე? - წარმოვთქვი გაოცებულმა როცა დავინახე ჩემი დაქალი როგორ გამოდიოდა ჩემი ძვირფასი ძმის ოთახიდან. აი ამ ფაქტმა ნამდვილად გამომაშტერა.
- ტასო? ასეთ დროს რატო გღვიძავს? - დაიბნა წერეთელი და ჩემკენ წამოვიდა.
- რატო მღვიძავს? ახლა მართლა ფიქრობ რომ ეგ კითხვა ამ მომენტს სრულად შეესაბამება? - შევხედე ჩემ დაქალს, რომლიც უჩვეულოდ იღიმოდა და არ იცოდა თვალები სად წაეღო ამიტომ აქეთ-იქით აცეცებდა. - ნინე ბოლოსდაბოლოს მეტყვი რატომ გამოდიხარ დილის შვიდზე ჩემი ძმის ოთახიდან? - სასიამოვნო აზრმა გამიელვა თავში და გამეღიმა
- ტასო, იცი ჩვენ... მე და ვაჩე, ანუ გუშინ - სათქმელს თავს ვერ აბამდა ჩემი დაქალი.
- ნინე ენა გამოყავი წავიკითხო. რამ დაგაშტერა ადამიანო - სიცილს ვერ ვიკავებდი ჩემი დაქალის ასეთ მდგომარეობაზე - ახლავე ოთახში შეხვალ და ყველაფერს მოყვები - თითით ჩემი ოთახის კარისკენ მივანიშნე და ისიც მორჩილი ბავშვივით დაყვა ჩემ ნებას. - ახლა დაჯექი და მოყევი წერეთლის ასულო, რა გამოვტოვე...
- ტასო ვაჩე სიყვარულში გამომიტყდა - ბედნიერებისგან თვალები აუწყლიანდა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა...
- რააა? - დავიყვირე აღელვებულა - ჩემმა ხეპრე ძმამ სიყვარული აგიხსნა? - როცა დავინახე მივხვდი, რაღაც ასეთს მეტყოდა მაგრამ მაინც გავოცდი ახალი ამბის მოსმენისგან. - გვეშველა - დავიყვირე და აცრემლებულ ნინეს რასაც ქვია ზედ შევაფრინდი...
- ყველაზე ამაღელვებელი და ლამაზი ღამე იყო - ამოისლუკუნა წერეთელმა - ისეთი ბედნიერი ვარ
- მოიცადე - დაქალს მოვშორდი და მისი სიტყვების გადახარშვას ვცდილობდი - დაჟე უკვე ერთად იწექით? - გაკვირვებულმა მივახალე
- ხო.. - აი აქ ჩემი გაკვირვებული სახე უნდა გენახათ - დებილი ხარ? რაზე ფიქრობ - მიხვდა რაც გავიაზრე და მაშინვე გამოასწორა თავის ნათქვამი - უბრალოდ ერთად გვეძინა ჩახუტებულებს.
- და მეტი არაფერი? - გამომცდელი მზერა ვტყორცნე დაქალს და თვალებ მოჭუტული დავაკვირდი.
- გოგო გაგიჟდი? სხვა არაფერი ყოფილა და ნუ ბოდავ ახლა რაღაცებს. - დაიმორცხვა ნინემ.
- კარგი ხო, არა რომც გქონოდათ სექსი განა რამე - როგორც ამოვთქვი ეს სიტყვები ისევე უკან ჩავთქვი როგორც კი მის მზერას წავაწყდი. - აღარაფერ ვამბობ, ახლა დეტალებში მოყვები ყველაფერს.
გაბადრული სახით მიყვებოდა ჩემი დაქალი გუშინდელი ღამის დეტალებს, საშინლად ბედნიერი იყო და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ახალმა ამბავმა ძალიან გამახარა, ნინეს მართლა წლებია უკვე ჩემი ძმა უყვარს და ყოველთვის ცდილობდა ეს გრძნობა დაემალა, ახლა როცა ასეთ ბედნიერს ვუყურებ გული მითბება.
- ანუ ახლა დაქალთან ერთად რძალიც ხარ - მივახალე როგორც კი თხრობა დაასრულა და ჩავეხუტე.
- ჯანდაბა ტასო, რა დროს რძალი - უცებ წამოხტა წერეთელი - ჩაიცვი და სამზარეულოში ჩამოდის საუზმე უნდა გავამზადო ვაჩე კომპანიაში მიდის ცოტახანში.
- აჰა ეს ნახეთ რა ჯერ ერთი დღეც არაა რაც ერთად არიან და უკვე ცოლის ამპლუაშია - დავცინე დაქალს და კარადაში ქექვა დავიწყე
- ოოო ბევრს ნუ ლაპარაკობს ჩაიცვი და ჩამოდი, ერთად ვისაუზმოთ და ბარემ ჩვენც გავემზადოთ მერე უნივერსიტეტისთვის.
- კარგი ხო მიდი და ჩამოვალ - გავიცინე და ბედნიერებისგან მოხტუნავე დაქალს გავხედე, რომელიც კარებში გაუჩინარდა - ამასაც მოვესწარი, ახლა ნამდვილად აღარაფერი მომკლავს - ჩემთვის ჩავილაპარაკე და სასურველ შორტს და ტოპს დავწვდი. თავი მალევე მოვიწესრიგე შავი მოკლე შორტი და თეთრი ტოპი ჩავიცვი, თმა დაუდევრად ავიწიე და სამზარეულოში მოფუსფუსე ნინეს შევუერთდი. სწრაფად მოვამზადეთ დილის საუზმე რომელიც ომლეტის, სალათის, ბეკონისგან და ფუნთუშებისგან შედგებოდა, აუზთან მდგომ პატარა მრგვალ მაგიდაზე გავაწყვეთ და დაველოდეთ ბიჭები როდის გამოვიდოდნენ. მათაც არ დააყოვნეს და აი გამოჩნდა ორი ცეცხლოვანი მამრი კლასიკურ სამოსში გამოწყობილი.
- აი საუზმეც ამას ქვია - ყოჩაღ გოგოებო - შეგვიქო ნაშრომი იოანემ და მაგიდას მიუჯდა, მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი. ვაჩე და ნინე კი იდგნენ და ერთმანეთს თვალებში აშტერდებოდნენ
- ჰე ახლა დიდ ხანს უნდა იდგეთ მასე გაშტერებულები? - არ ვაცადე ერთმანეთით ტკბობა - რა იყო ძამიკო სიყვარულმა ასე გამოგაშტერა.? ახლა ვაჩეს ავხედე და სიცილი ამივარდა.
- აჰა ანუ ყველამ ყველაფერი იცის - დანებებით თქვა ვაჩემ და მე და იოანეს გადმოგვხედა. როგორც ჩანს იოანესთვისაც უკვე ცნობილი იყო ყველაფერი. - მაშინ დროზე ვისაუზმოთ და უნდა წავიდეთ - ლოყაზე აკოცა ნინეს და მაგიდას ეს უკანასკნელნიც მიუსხდნენ.
საუზმემ უჩვეულოდ კარგად ჩაიარა, ძირითადად გუშინდელზე ვალაპარაკებდით მე და იოანე სიყვარულისგან გაჟღენთილ წყვილს. გაგიკვირდებათ და მე და იოანემაც ყოველგვარი ირონიის გარეშე ჩავატარეთ საუზმე. ბიჭები მალე წავიდნენ კომპანიაში და დაგვიბარეს, რომ საღამომდე გასულები იქნებოდნენ. მე და ნინემ დავალაგეთ ყველაფერი და გამზადება დავიწყეთ რომ თერთმეტზე უნივერსიტეტში წავსულიყავით.
უნივერისტეტში მისულებმა აღმოვაჩინეთ რომ საკმაოდ დიდი შუალედები გვქოდნა გამოცდებს შორის, ამიტომ ვაჩეს დავურეკეთ და ვუთხარით რომ შემდეგ კვირაში შეგვეძლო სადმე წასვლა და ისიც სიხარულით ცას ეწია.
- აუ ხო არ ჯობს კაბების საყიდლად ბარემ დღეს გავიდეთ? - მკითხა ნინემ როცა უნივერსიტეტიდან გამოვდიოდით - ხვალ დავისვენებდით
- კარგი მაშინ პირდაპირ წავიდეთ და საღამომდე მოვასწრებთ ყველაფრის ყიდვას. - იდეა მოვუწონე დაქალს და საყიდლებზე წავედით.
ის დღე საკმაოდ დამღლელი გამოდგა. ბევრის სიარულის შემდეგ ძლივს შევარჩიეთ კაბები. მე არჩევანი შავ მბზინავ კაბაზე გავაკეტე. ტანზე მომდგარი მოკლე უზურგო კაბა შესანიშნავად გამოკვეთდა ჩემს ფორმებს, მკერდთან საკმაოდ ამოჭრილი იყო თუმცა არა იმდენად რომ ბაუსჰალტერის გარეშე ჩაცმა არ შემძლებოდა. ნასიამოვნებმა ბევრი აღარ მიფიქრია ჩანთა და ფეხსაცმელი შევუხამე და შვებით ამოვისუნთქე. ნინემ არჩევანი წითელ კაბაზე გააკეთა წინიდან მთლიანად დახურული იყო თუმცა ზურგი ქონდა მთლიანად მოხსნილი და ფეხზეც საკმაოდ ღრმა ჭრილით გამოირჩეოდა. საბოლოოდ ორივე კმაყოფილები დავრჩით არჩევანით და სახლისკენ ავიღეთ გეზი.



№1  offline წევრი კეტი

ძალიან მაგარია ბრავო

 


№2  offline წევრი nina_m

მადლობა საყვარელო ^^ relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent