შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (4 თავი)


18-05-2020, 12:46
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 375

მია დაყურებდა ბექას, მაგრამ სინამდვილეში მას კიარა თავის არეულ ცხოვრებას დასცქეროდა და გრძნობდა რამდენად უსუსური იყო, რამდენად სუსტი, რამდენად უძლური, ახლა ყველაზე მძაფრად შეიგრძნო თუ რამდენად იყო ოჯახის ინტერესები მასზე მაღლა, ახლა ყველაზე უკეთ გააცნობიერა რას ნიშნავს, როცა ოჯახი გაიძულებს არჩევანი გააკეთო საკუთარ თავსა და მათ სურვილებს შორის, და იგრძნო მწარედ ის უბედურება რაც ორივეს შემთხვებაში გელოდება, ოჯახი თუ შენ? ფიქრობ და ხვდები რომ ნებისმიერი არჩევანი დამღუპველია რადგან თუ ოჯახი გვერდით არ გიდგას ბედნიერი ვერ იქნები მარტო, და თუ მათ არჩევანს აირჩევევ ვერც მაშინ იქნები ბედნიერი რადგან ისინი ძალაუფლებისა და ფულის არჩევას გაიძულებენ...
მიას პასუხმა დააგვიანა, ბექა დაიძაბა, ეგონა გუშინ გასაგებად აუხსნა მის ოჯახს რომ დღეს ყველაფერი უნდა გარკვეულიყო და ისე რომ შედეგით კმაყოფილი დარჩენილიყო, თუ სურდათ მამაისის მხარდაჭერა ბიზნესში
-მია საყვარელო-მარინა წამოადგათ თავზე-რამდენს ფიქრობ-დაუსისინა ყურში, დაინტერესებული ხალხი ნელნელა გარს შემოეხვიათ და ბექაც წამოდგა ფეხზე, დაბნეულ და გადაფითრებულ მიას ხელი გაუწოდა, გოგონამ მის ხელს დახედა და ინსტიქტურად გაუწოდა ხელი, ბექამ ბეჭედი გაუკეთა და ტაშის და ყვირილის ხმამ გააბრუა ისედაც თავგზაარეული გოგონა, მიას სულ გამოეცალა ძალა და მარინამ ხელი წაავლო
-ჰაერზე გავიყვან-უჩურჩულა ბექას და სასწრაფოთ აივანზე გაიყვანა-გოგო შენრა გაგიჟდი? გუშინ გასაგებათ ვერ აგიხსენით რომ დღეს ბექა თქვენს საქმეს სერიოზულ სახეს მისცემდა და შენ უნდა დათანხმებოდი ამ ყველაფერს
-რატომ ბებია?-ნატა წამოადგა აფოფრილ მარინას თავზე -ეს ქორწინებაა თუ საქმიანი გარიგება?
-შენ ცხვირს იქ ნუ ყოფ სადაც არ გეკითხებიან-მიუბრუნდა მარინა შვილიშვილს
-მიას ბექა არ უყვარს
-შეუყვარდება-დაამშვიდა მარინამ
-ასე რატომ ექცევით? მის ცხოვრებაში რატომ ერევით? რა უფლებით? -ნატა ვეღარ იკავებდა ბრაზს
-მარტო დაგვტოვეთ-ბექას ხმამ მია შეაკრთო
-რა გინდა მიასგან?-ბექას წინ დაუდგა ნატა და თვალებში ჩააცქერდა, ვერ ხვდები ჩემი და რა უბედურია?
-წამოდი-მარინამ ხელი წაავლო მხარზე და შენობაში შეათრია გაკაპასებული ნატა, მია დაიძაბა
-ემოციები მოთოკე-ბექას ხმამ მიას გულისცემა აუჩქარა -ახლა უკვე ჩემი საცოლე ხარ -ბექა მიუახლოვდა დაფეთებულ გოგონას, რომელიც დამფრთხალი თვალებით უყურებდა თვალებამღვრეულ ბიჭს -ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი-მიას მაჯებში ხელი ჩაავლო და თავისკენ მოქაჩა -გესმის? მხოლოდ ჩემი- დაუსისინა ყურთან.
-შენი არასოდეს გავხდები-ვეღარ გაუძლო მოწოლილ ბრაზს მიამ და ახედა გაბრაზებულ ბიჭს
-აი ნახავ თუ არ გახდები-ბექამ მიას აიძულა უკან გადაედგა რამდენიმე ნაბიჯი და როცა კედელს მიუახლოვდა გოგონა, უხეშად მიანარცხა ბეჭებით კადელს და ხელები თავსზწმოთ დაუჭირა ართი ხელით, მეორე კი ნიკაპზე წაავლო, მიამ იგრძნო როგორ გაუჩერდა გულისცემა და როგორ გაეყინა წვეთ-წვეთად სისიხლი ძარღვებში, ბექა ისე ძლიერად უჭერდა ხელს ნიკაპზე რომ თვის გაწევის ან დახრის საშვალებას არ აძლევდა -შემომხედე-დაისისინა ბექამ-მაგრამ მია ჯიუტად თვალს არ უსწორებდა სუნთქვა არეულ ბიჭს -შემომხედე-ბექამ გაიმეორა ჯიუტად და მიამ ინსტიქტურად შეანათა მწვანე თავალები -ახლა რომ იყვირო არავინ მოვა შენს საშველად და შენი ოჯახი თითსაც არ გაანძრევს შენს საშველად , უარი რომ მითხრა მაინც მაქვს უფლება შეგეხო როცა მინდა, და მაშინ შეგეხები როცა მინადა და როგორც მინდა-ბექას სიტყვებმა და საქციელმა მია კიდევ უფრო შეაშინა და ცრემლები მოაწვა, ბექამ ხაზგასმით აგრძნობინა რამდენად უსუსურია მია და რამდენად ძლიერია ის, რადგან ძალას მიას ოჯახისგან იღებს, ბექამ სახე ახლოს მოუტანა იმდენად ახლოს რომ მის ცხელ სუნთქვას სახეზე გრძნობდა მია
-გამიშვი-ამოღერღა ბოლოს აკანკალებულმა მიამ, ბექა კი მის ტუჩებს შეეხო იმავე წამს, არავითარი გრძნობა, არავითარი ემოცია, არ გამოიწვია მიას გულში ამ თავხედურმა კოცნამ გარდა ბრაზისა, როცა ბექა მოწყდა მის ცოვ გაცრეცილ ტუჩებს თვალებში ჩააცქერდა მიას კმაყოფილი სახით -გაინტერესებს რა ვიგრძენი?-რადგან მიას მხოლოდ სიტყვები შერჩა მასთან დასაპირისპირებლად სცადა ასე გაეღიზიანებინა ბექა
-ზუსტად ვიცი რაც იგრძენი-ბექამ ხელები გაუშვა მიას და ღიმილით მიაჩერდა მიას -ბრაზი, ზიზღი, სიძულვილი
-ცდები-მიამ მწვანე მომღიმარი თვალები შეანათა შავ თვალეში -ვერაფერი, გესმის? ვერაფერი ვერ ვიგრძენი საერთოდ-მიამ ამაყად მიახალა ბექას რომელსაც აშკარად სახე შეეცვალა და ცოტახნის სიჩუმის მერე მიასკენ დაიხარ და ყურში დაუჩურჩულა ისე რომ მისი ცხელი ტუჩები ეხებოდა მის ყურს და თმას
-საქორწილო კაბას რომ გაგხდი მაინტერესებს მაშინაც ვერაფერს
იგრძნობ?-და უკან დაიხია მომენტალურად რომ მიას სახე დაენახა, გოგონას საახეზე შეეყინა ღიმილი და სახე აერია, იმდენად იმოქმედა ბექას ამ თავხედურმა გამოხტომამ მასზე რომ საპასუხოდ ვერაფერი მოიფიქრა-ხო მართლა კაბა ერთად შევარჩიოთ, გახდა რომ უფრო გამიადვილდეს
-ავადმყოფო იდიოტო -უყვირა მიამ და იქვე მდგარ მაგიდაზე რაცკი რამ ელაგა ყველაფერი ძირს გადმოყარა გამწარებულმა
-ბებია გამიშვი-ნატა ფანჯრიდან ადევნებდა თვალს მარინასთან ერთად მათ და მიას გაგიჟება რომ დაინახა, ბებიას დაეჯაჯგურა ხელზე
-წადი და დაამშვიდე, უარესად არ გააგიჟო თორემ ორივეს დაგსჯით-დაუსისინა ქალმა და ხელი გაუშვა-ნატა კარს ეცა და აივანზე გავარდა ბექამ კმაყოფილი სახით ჩაუარა, დას მივარდა და სკამზე დასვა
-გეყოფა ისტერიკები ნუ აგრძნობინებ რომ ასეთი სუსტები ვართ-ნატამ მია ჩაიკრა გულში, მიამ ბეჭედი მოიხსნა და მოისროლა
-მაგ ნაბიჭ. ცოლობას მირჩევნია მოვკვდე
-ჯერ მისი ცოლი გახდები და მერე მოკვდები-თავზე წამოადგათ მარინა მიას ბეჭდით რომელიც მის ფეხებთან დაეცა
-ბებია ვერ ხედავ რა დღეშია მია?-წამოენთო ნატა
-ორივემ მოკეტეთ!-გეგას ხმამ სამივე შაეკრთო, დედას ბეჭედი წაგლიჯა ხელიდან შვილს მივარდა, ხელი სტაცა, ფეხზე ააყენა ბეჭედი გაუკეთა და მხარზე წაავლო ხელი და შენობაში ძალით შეათრია
-მამა გთხოვ ასე ნუ მომექცევით-მის მის ჩქარ ნაბიჯებს ვერ მისდევდა და ფაქტიურად მირბოდა მია
-მამა-ნატაც ტირილით აედევნა მათ
-შვილო-მარინამაც ვერაფერი თქვა გაცოფებული გეგას შემხედვარე, კაცმა საპირფარეშოს კარი გააღო მია უხეშად შეაგდო ნატაც და დდედამისიც ზედ მიაყოლა
-მოწესრიგდით და დროზე გამოეთრიეთ არ გამაფრენინოთ-დაუღრიალა დედას ყურთან და კარი ისე მიუხეთქა ცხვირწინ რომ შეხტნენ სამივე
-შე ლაწირაკო-მარინა მიას მკლავში ჩააფრინდა ნიჟარასთან მიათრია და წყალი მოუშვა -სახე დაიბანე და დაწყნარდი, ჩანთას მოგიტან მაკიაჟიმგაიკეთე და გამოეხეტე დროზე სანამ მამაშენმა თავზე დაგვამხო ყველაფერი-მარინა გავარდა ჩანთის მოსატაად, მია კი კარს ეცა და გამოვარდა და გასასვლელისკენ გაიქცა, ნატა გაედევნა გზააბნეულ გოგონას და უკვე გასასვლელთან მისულს ხელი დაუჭირა ვიღაცამ
-საით? -ბექას ხმამ გაკვეთა სივრცე, მია მისკენ მიტრიალდა აცრემლებული
-უნდა წავიდე
-ისე ნუ მოიქცევი მამაშენს ვაიძულო დღესვე წაგიყვანო-ბექამ თავისკენ მოქაჩა გოგონა
-ასე ვერ მომექცევით , რა უფლება გაქთ
-გინდა ვცადო?-მიას დააცქერდა და ნატას შეხედა რომელმაც უმალ ხელიდან გამოგლიჯა და
-დაწყნარდით-მია ჩაიხუტა-არაა საჭირო ასე გაგიჟება, დავამშვიდებ და მოვალთ-ახედა გაღიზიანებულ ბექას
-მალე-ფაქტიურად უბრძნა და ისევ გარეთ გავარდა ანერვიულებული მოსაწევად.
მია დამშვიდდა, დაწყნარდა გაიპრანჭა და მგლოვიარეს სახით აიყვანეს დარბაზში სადაც მილოცვები არ წყდებოდა, მალე ბექც გვერდით ამოუდგა გადაფითებულ გოგონას და ხელი ჩაკიდა, მია იმდენად იყო მემოციებით დაღლილი რომ ყველაფერი წაიშალა მისთვის, ყველაფერმა აზრი დაკარგა, საერთოდ ვერაფერს გრძნობდა, თითქოს დროსა და სივრცეში გაიყინა, აი იქ იმ დროში როცა გიორგიმ ხელები ამოუწრიხა იმის გამო რომ დაფაზე დახატა, და მთელი კლასი აცინა მის მოსვლამდე, დამრიგებელიც კიარ გაბრაზებულა ამ ნახატზე და გიორგის მოსვლას დაელოდა სკოლაში, ისიც ვითომ გაბრაზდა და გაკვეთილის მერე დასვენება მიას წვალებაში გაფლანგა, მია კი ეუბნებოდა ხელი გამიშვიო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბედნიერი იყო ამ წვალებით, მისი შეხებით, მისი სურნელით, მისი სიახლოვით, მისი თბილი თითების შეხება რაღაც საოცრად აბედნიერებდა, ეს წუთები მიას მეხსიერებაში ღრმად აღიბეჭდა და ახლა როცა ბექას ცივი თითები ახლართულიყო მის თითებში მაინც გიორგის თბილი თითები უთბობდა გულს, მაინც მისი სურნელი აბრუებდა, მაინც მისი ღიმილი აბედნიერებდა, მია სრულიად ჩაიკარგა ბედნიერ მოგონებებში და იქ დაემალა ამ სასტიკ რეალობას... გიორგიზე გიქრი და ოცნებაც კმაროდა იმისთვის რომ ბედნიერი ყოფილიყო, იმისადა მიუხედავად რომ გიორგისთვის უფერული უღიმღამო და მოსაწყენი გოგონა იყო... თავად გიორგის არ უთქვია რათქმაუნდა მაგრამ მია გრძნობდა რომ გიორგი მისგან ძალიან შორს იყო, მხოლოდ მისგან, და მისნაირი ერთფეროვანი მშვიდი და გაუბედავი გოგონებისგან. სხვა ყველას ქონდა ბედნიერება ყოფილიყო მისი მეგობარი ან ყოფილი შეყვარებული, ზოგ ქარაფშუტას ისიც კმაროდა რომ ყოფილები იყვნენ ბედნიერებისთვის, მიას ისიც კმაროდა რომ ოდნავ მეტად ახლოს ყოფილიყო მასთან მაგრამ გამბედაობა არ ყოფნიდა, ყოფილიყო მისი მეგობარი ან ყოფილი შეყვარებული მერე, ამიტო იყო ასე შორს მისგან, სულ ერთი მეტრი აშორებდათ საკლასო ოთახში და სამყაროში, ათასობით კილომეტრები.
სახლში ბედნიერი დაბრუნდა ყველა, მიას და ნატას გარდა რათქმაუნდა, მაგრამ ისინი არ ითვლებოდნენ იჯახის ნაწილად, ისინი გასათხოვარი გოგონები იყვნენ, ოჯახის სარფიანი გარიგებებეის გასამყარებლად...
მიამ ბეჭედი მოიხსნა როგორცკი ოთახში შეიკეტა და ატირდა, ნატაც არ შეუშვა ოთახში იჯდა და ტიროდა თავის უმეცრობას, სისუსტე და უმოქმედობას. თვალები რომ ასტკივდა ტირილისგან და დაუსივდა ჩაეძინა კიდეც დაღლილს, მაგრამ მალევე ტელეფონის რეკვის ხმამ გააღვიძა, მიას ნომრისთვის არ დაუხედია ისე უპასუხა
-უკვე მომენატრე-ბექას ხმამ მია უფრო გააგიჟა
-ავადმყოფო-ჩაყვირა და გაუთიშა, ხუთჯერ მაინც დაურეკა მაგრამ მია არ პასუხობდა ბოლოს მესიჯებით რომ აიკლო და ისევ დარეკა უპასუხა დაღლილმა მიამ -რა ჯანდაბა გინდა
-იცოდე რომ ჩემსავით ვერავი შეგიყვარებს
-შენ რაიცი სიყვარული რაა ავადმყოფო-მიახლა მიამ და გუთიშა, ისევ რომ დარეკა ტელეფონმა მიამ გიჟივით უპასუხა-რაღა გინდა ღვთის სასჯელო-ლამის იყვირა
-მგონი შენმა საქმრომ გაგაბრაზა?-თონიკეს ხმამ ისე დააფეთა რომ გველნაკბენივით წამოვარდა საწოლიდან მია
-რა გინდა?-მიამ აქეთ-იქით დაიწყო სიარული
-უნდა მომელოცა
-ნუ სულელობ
-ისე არცისე ბედნიერი ჩანხარ
-თუ მოსალოცად მირეკავ მადლობა და თუ გაინტერესებს გეტყვი რომ უბედნიერესი ვარ-მიახალა და გაუთიშა, ისევ დარეკა მიამ არ უპასუხა, ისევ რომ დარეკა აიღო -შენ მაინც რა გინდა ჩემგან?-კითხა გაბრაზებით და საწოლზე დაჯდა
-მხოლოდ შენი ბედნიერება
-რა მზრუნველი ხარ-მიას ირონიაზე გაეცინა თორნიკეს
-ზუსტად ვიცი რომ ეგ სირ. არ გიყვარს
-მერე?-მიას უნებურად მაინც სიამოვნებდა მისი ყურადღება და ბრძოლა მისთვის
-მერე ის რომ მინდა ბედნიერი იყოთქო-თორნიკე გაღიზიანდა
-ეგ შეუძლებელია
-მე გაგაბედნიერებ-ხმა აერია ბიჭს
-მე ვერავინ გამაბედნიერებს, ვერც შენ
-რატომ?-სიჩუმე ჩამოწვა
-გთხოვ შეწყვიტე რეკავა, საკმარიასია-მია მიხვდა რომ ზედმეტად შეტოპა
-მგონი კითხვა დაგისვი -თონიკე აილეწა
-აღარ დამირეკო
-რატომ მეთქი გკითხე სხვა გიყვარს?-თორნიკეს ხმა ჩაუწყდა, მია აიბნა და მშინვე გაუთიშა, თორნიკე ისე გაბრაზდა რომ რეკვით აიკლო მაგრამ მიამ ხმა გაუთიშა ტელეფონს ამოატრიალა და ისე დააგდო საწოლზე, აფორიაქებული და ცრემლებ მოწოლილიფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო, ეგონა დაიხრჩობოდა, ეგონა მოკვდებოდა ამ უჰაერო საპატიმროში, ფანჯრიდან გადაიხედა და თორნიკეს მანქანა შენიშნა რომელიც ტრასის იქით , მამაისის მიერ დაყენებული ქუჩის განათების მკრთალ სინათლეზე, გული შეეკუმშა და ფარდის უკან დადგა, იქიდან ადევნებდა თვალს მანქანას და შიშისგან შეხტა როცა გამაყრუებელი სიგნალის ხმა გაისმა, გაბრაზდა და ელოდა როდის შეწყვეტდა თორნიკე ამ სისულელეს მაგრამ არ ჩერდებოდა, მია ინსტიქტურად ტელეფონს დაწვდა და გაოცებული დააშტერდა როცა ოთხმოხდაცხრამეტი ნარეკი დაეწერა და ორმოცდაცხრა შეტყობინება მიამ მაშინვე მისი ნომერი აკრიფა და დაურეკა
-გაგიჟდი?-იყვირა როგორცკი თორნიკემ უპასუხა და შესაბამისად სიგნალიც შეწყდა
-ხო გავგიჟდი-თორნიკეს უკვე ბრაზი გაერია ხმაში-შენ გამაგიჟე
-შეწყვიტე ეს სისულელეები
-კითხვაზე არ მიპასუხე
-ეგ შენ არ გეხება! დაგაკმაყოფილა პასუხმა?-მიას უკვე მოთმინების ძაფი უწყდებოდა
-ესეიგი სხვა გიყვარს-თორნიკემ ბრაზი ვერ დაიოკა ხმაშიც კი, ისე გააღიზიანა მიას პასუხმა და იმის გააზრებამ რომ მიას სხვა ვიღაც უყვარს
-შეწყვიტე-მია ძალაინ გაბრაზდა, ასე მარტივად რომ მიხვა თორნიკე მის გულში რაც ხდებოდა
-და მას არ უყვარხარ-არ ჩერდებოდა თორნიკე
-გაგიჟდი? რას ბოდავ! საკმარისია აღარ დამირეკო
-არ გათიშო-თორნიკე დაფრთხა მაშინვე -თორემ ისევ იგივეს გავაკეთებ
-რაც გინდა ის გააკეთე-იყვირა მიამ და გათიშა ტელეფონი მაშინვე, თორნიკე ძალიან იყო გაცოფებული და მანქანიდან გადმოვიდა მანქანას ურტყავდა წიხლებს, მია კი ოთახში დაბოდიალობდა გაბრაზებული
-მია-ნატას ხმამ შეაკრთო -გამიღე ეს ოხერი კარი-მიამ გააღო და მაშინვე ჩაკეტა -ახლა რაღა ხდება? რაუნდა ამ გადარეულს
-არვიცი-მიამ მხრები აიჩეჩა
-დაურეკე და უთხარი წავიდეს, მარინამ უკვე დააჭყიტა თვალები, გონია მთვრალია ვიღაც, რამეს არ მიხვდეს თორე ერთ ამბავს აგვიტეხს
-მას არ დავურეკავ-გაიბუსხა მია
-მე დავურეკავ-ნატამ ნომერი ჩაიწერა ტელეფონში და დაურეკა თორნიკემ მალევე უპასუხა
-მისმინე ნატა ვარ, მიას და, გთხოვ წადი, უსიამოვნენები არ გვჭირდება-მიაყარა ნატამ
-მია დამალაპარაკე
-თორნიკე გთხოვ-ნატა გაბრაზდა
-მია დამალაპარაკე გთხოვ-ნატა გაბრაზდა და დას მიაჩეჩა ტელეფონი
-დაელაპარაკე-და გავიდა რომ აქოთქოთებული მარინა დაეოკებინა
-გთხოვ წადი-დაიჩურჩულა მიამ
-წავალ მაგრამ იცოდე რომ იმ სირ. შენ თავს არ დავუთმობ-თორნიკემ გათიშა და მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოწყვიტა, მიამ მანქანის ხმა რომ გაიგო ამოისიუნთქა და საწოლზე პირქვე დაემხო, ტირილის თავიც აღარ ქონდა, ისე ქონდა ტვინი არეული რომ თავი ასტკივდა ამდენი ფიქრისგან, უკვე აღარ იცოდა როგორ დაელაგებინა ცხოვრება, რომელიც მისი საკუთრებაც კი არ იყო. მთელი დღე ოთახიდან ცხვირი არ გაუყვია, ის და ნატა მომხდარ ამბებს განიხილავდნენ და გამოსავალს ვერ პოულობდნენ, ნანამ მოუსმინა ჩუმდა მათ ლაპარაკს და მიას დარწმუნება გადაწყვიტა და მთელი საღამო იმის ახსნაში გაატარა თუ რამდენად კარგია ის, რომ შეუყვარდა ასეთ მდიდარ და წარმატებულ ბიჭს, რამდენად გაუმართლა რომ შევა ფულიანების ოჯახში რძლად, რა ბედნიერებაა უყვარდე ასეთ ზრდილ, წარმატებულ, თავმდაბალ ახალგაზრდას, იყო ასეთი საოცარი ხალხის რძალი, იცხოვრო უზრუნველად ფუფუნებაში
-ჩემთვის ეგარაა ბედნიერება -გაბრაზდა ბოლოს მია
-აბა რაა ბედნიერება? გიორგი? ის თავქარიანი სულელი, თავზეხელაღებული?-გიორგი რა შუაა?-ნატამ ვერაფერი გაიგო
-გგონიათ არ ვიცი არაფერი თქვენზე? რადგან ხმას არ ვიღებ გგონიათ რომ ვერაფერს ვხვდები?
-გიორგი რა შუაა? -ნატა მაინც არ ნებდებოდა დედას, არუნდოდა მია დატანჯულიყო კიდე
-დაფიქრდი მია რა ჯობია შენთვის-ნანა ადგა და გავიდა ოთახიდან, მიას ცრემლები მოაწვა და დაფიქრდა მართლა რა ჯობია მისთვის მაგრამ, როგორც მიხვდა ფიქრს აზრი არ ქონდა, რადგან უკვე გადაეწყვიტათ სხვებსმისთვის რა ჯობდა, ფიქრს რა აზრი ქონდა? რამეს შეცვლიდა ეს? არა რადგან ოჯახს უკვე გადაეწყვიტა ვისთან იქნებოდა ბედნიერი.
მეორე დღეს მიამ ძლივს აწია თავი ბალიშიდან, ნატა აჩქარებდა საკონტროლო წერა მაქ და დროზე მოემზადეო მაგრამ მიამ მაინც დააგვიანა ამიტომ ნატა გავარდა სკოლაში, მიამ კი ძლივს შეძლო თავის მოწესრიგება და ცხრაზე გავიდა სახლიდან. სკოლა საკმაოდ შორს იყო სახლიდან ამიტომ ჩქარი ნაბიჯით წავიდა, ძალიან შეეშინდა როცა მანქანამ გვერდით ჩაუქროლა და საბურავების ხრჭიალით დაამუხრუჭა თან ისე რომ გზა გადაუჭრა მიას, სანამ გოგონა გონს მოვიდოდა თორნიკე გადმოვიდა მანქანიდან და დაბნეულ გოგონას წინ დაუდგა
-რა გინდა-მიმ უკან დაიხია ცოტა არ იყოს და შეშინებულმა
-ბეჭედი გიკეთია
-მერე შენ რა?-მია ისე ელაპარაკებოდა არც შეუხედავს მისთვის
-მოიხსენი
-უკაცრავად?-მია მის თავხედობამ გააოცა და ახედა, მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთნენ
-მოო იხ სე ნი თქო-გაუმეორა დამარცვლით
-თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევ-მია პირდაპირ თვალებში უყურებდა
-თავად მოისურვე-თორნიკე მიუახლოვდა და მაჯაში სტაცა ხელი, მია ისე დაიბნა რომ ვერაფერი გააკეთა და სანამ აზრზე მოვიდოდა მისი თავხედური გამოხტომით დაბნეული, თორნიკემ ბეჭედი წააცალა თითიდან და ხელი გაუშვა
-გიჟი ხარ, გესმის? არანორმალური! დამიბრუნე ახლავე-იყვირა გაკაპასებულმა
-ეს ბეჭედი ჩემთან დარჩება-თორნიკმ ხელი მომუშტა
-რის მიხწევას ცდილობ?-მიამ ისევ შეანათა მწვანე თვალები ჭაობისფერ სფეროებს
-მგონი კარგად ვერ გაიგე გუშინ რაც გითხარი, იმ სირ. შენს თავს არ დავუთმობთქო
-ზედმეტი მოგდის, დამიბრუნე ახლავე-მიამ ხელი გაუწოდა
-კარგ დღეს გისურვებ-თორნიკემ ბეჭედი დაანახა და მანქანაში ჩაჯდა, მია გაეკიდა და მანქანას ხელი დაარტყა
-ავადმყოფო შეშლილო არანორმალურო-უყვიროდა მიმავალი მანქანიდან ხელგადმოყოფილ თორნიკეს რომელსაც ბეჭედი ეჭირა და ნელნელა მიდიოდა წინ.
მია მთელი დღე ნერვიულობდა იმაზე თუ რა ჩანაფიქრი ქონდა აი შეშლილს, რა მოხდებოდა მისიანებს რომ გაეგით ამის შესახებ, რას იზავდა ბექა, მთელი დღე თავი ასტკივდა ფიქრისგან, ისეთი დაძაბული და შეშინებული იყო რომ გაკვეთილებზე ორიენტირება უჭირდა და დაბნეული იყო, კლასელების მილოცვებს გაღიზიანებული იღებდა და სთხოვდა ზედმეტი კითხვებისგან თავი შეეკავებინათ,ბოლო გაკვეთილზე ბექამ იმდენჯერ დაურეკა რომ მიძულებული გახდა გასულიყო გაკვეთილიდან და პასუხა
-ბეჭედი სად გაქ-მიახალა ბექამ როგორცკი უპასუხა მიამ
-რაა? -აიბნა გოგონა
-სადგაქთქო
-სახლში-მოიტყუა დაძაბულმა
-შენმა ბებიკომ კი მითხრა რომ გაგიკეთა სკოლაში წამოსვლის წინ
-რაა-მია სულ აიბნა და თავში შემოირტყა ხელი
-ის ბიჭი ვინაა?
-ვინ ბიჭი -მიიას ცრემლები მოაწვა
-ვისაც შენი ბეჭედი აქ
-ბექა
-კარგი-ბექამ არ აცადა ახსნა გაუთიშა და სანამ მია ტელეფონს დაყურებდა აცრემლიანებული თვალებით, სკოლის წინ მანქანა გაჩერდა და გამაყრუებელი მიბმული სიგნალი იქამდე არ შეწყვიტა სანამ მიამ არ გაიხედა იქით, აი აქ კი მიხვდა რომ ძაან ცუდ დღეში იყო, ბექა მანქანიდან გადმოვიდა და გააფთრებული შევარდა სკოლაში და მიას წაავლო ხელი მკლავში და თავის მანქანისკენ გაარბენინა
-ვინაა ის -დაყვირა ატირებულ მიას და მანქანაზე ააკრა
-მტკივა
-მეტად გეტკინება-უღრიალა გაცოფებულმა
-მე ხომარ მეძებ?-თორნიკე წამოადგათ თავზე თან ბეჭედი ტუჩებშორის მოიქცია
-ესეიგი შენ ხარ ის ნაბიჭ. -იყვირა ბექამ და მიას ხელი გაუშვა
-ხო მე ვარ-თორნიკეს ღიმილნარევი სახე უფრო აგიჟებდა ბექას
-შე ნაბიჭ. -იყვირა გააფთრებულმა ბექამ და მისკენ გაექანა



№1  offline წევრი It’s olivia

აუუ რა დროს დაასრულემალე დადე თორემ მოვკვდები ინტერესით, ძალიან მაგარია, წარმატებები❣️❣️❣️

 


№2  offline მოდერი ნეაკო

madloba shen rom miziareb dadebit emociebs. ,samwuxarod ver vaxerxeb xshirad atvirtvas

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორ მეცოდება ამ გიჟი ხალხის გარრმოცვაში ეს უსუსსური არსებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent