შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებების ქარცეცხლში (5 თავი)


18-05-2020, 14:40
ავტორი nina_m
ნანახია 2 317

5 თავი
მთელი ღამე იოანესთან ჩახუტებულს მეძინა. ვგრძნობდი როგორ მეთამაშებოდა თმაზე სანამ ჩამეძინებოდა. უჩვეულოდ მშვიდი ღამე იყო, იოანეს არომატით გაჟღენთილს აღარც კოშმარები დამსიზმრებია და ყველანაირი უსიამოვნო შეგრძნებაც სადღაც გაქრა. დილით ფანჯარაში შემოჭრილმა მზის სხივებმა გამაღვიძეს. თავიდან გადაბრუნება ვცადე, რომ მზის სხივებისთვის ზურგი შემექცია და ძილი გამეგრძელებინა, თუმცა მუცელზე არსებულმა სიმძიმემ ამის საშულება არ მომცა. საბოლოო თვალები გავახილე და უეცრად ნანახმა ღიმილი მომგვარა. ჩემს გვერდით არაბული იწვა. ჩემკენ გადმობრუნებულიყო და მარცხენა ხელი ჩემს მუცელზე მოეთავსებინა. ეს ბიჭი ძილის დროსაც როგორი სიმპათიურია, ტუჩები ოდნავ დაბურცოდა და მადის აღმძვრელად მიმზერდნენ. გათამამებული მზის სხივები კი ურცხვად დათარეშობდნენ მის ოქროსფერ სხეულზე. სანახაობისგან ნასიამოვნებს ვიგრძენი ტემპერატურამ როგორ იმატა, ახლა ნამდვილად ვეღარ შევძლებდი მშვიდად ძილს და კვლავ არაბულის შესწავლა გავაგრძელე. ოდნავ წამოზრდილი თმა უსწორმაწოროდ ჩამოშლოდა შუბლზე, ვერც კი გავიაზრე ისე წავიღე ხელი და ვეცადე ფრთხილად გადამეწია უკან, რომ მისი თითოეული ნაკვთი უკეთესად შემესწავლა.
- ვატყობ დიდ სიამოვნებას განიცდი ჩემი დაკვირვებით - უეცრად ამოიჩურჩულა იოანემ ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
- მე უბრალოდ... არ მინდოდა გამეღვიძებინე მაპატიე - დაბნეულმა ძლივს მოვაბი თავი რამდენიმე სიტყვას და უხერხულად შევიშმუშნე
- ნუ ღელავ - თვალები გაახილა და მწვანეები შემომანათა - მშვენიერია ის დილა რომელიც შენით იწყება - ოდნავ გადმოიხარა და სველი ტუჩები მხარზე მომაკრო. ჩემმა სხეულმაც არ დააყოვნა და ჩვეული რეაქცია გამოხატა, მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ხერხემლის არეში სასიამოვნოდ გამცრა. - აბა როგორ ხარ? კარგად გეძინა? - ოდნავ წამოიწია თავით მარჯვენა ხელის გულს დაეყრდნო, მარცხენა ხელი კი უფრო მეტად მომიჭირა და ახლოს მიმიზიდა.
- კარგად ვარ, მადლობა რომ გუშინ მარტო არ დამტოვე - ძლივს ამოვილუღლუღე დაბნეულმა.
- ვერ დაგტოვებდი - ეს თქვა და თავზე მაკოცა
- ტასოო... იოანე.... სად ხართ? - შორიდან ვაჩეს ხმა მოგვესმა, როგორც ჩანს ახლა მოვიდნენ.
- შენს ხეპრე ძმას ერთხელ მოვკლავ ხელის შეშლისთვის - ამოიგმინა იოანემ.
- აჯობებს ავდგე და დაბლა ჩავიდე - მისგან გათავისუფლება ვცადე რომ უფრო მეტად მიმიზიდა.
- ამ ამბავს აქ არ ვასრულებთ პატარა ქალბატონო - მოწყვეტით ცხვირზე მაკოცა და თვითონ წამოდგა. დღის შუქზე უფრო მეტად აღვიქვი მისი სხეულის სრულყოფილება, წელს ზემოთ შიშველი ნაცრისფერი სპორტული შორტით საოცრად მიმზიდველად გამოყურებოდა. - ხო მართლა შენ საღამურებზე უკვე შეყვარებული ვარ - გასვლამდე საფირმო მზერა მომავლო და თვალი ჩამიკრა. ახლა შევნიშნე, გიპიურის თეთრი საღამურებით ვიწექი მთელი ღამე მასზე აკრული, ის რომ ძლივს ფარავდა ეს ნაჭრები ჩემს მკერდს და საჯდომს. წამიერად სირცხვილის გრძნობამ მომიცვა და სახე ამიხურდა.
- აქამდე უნდა გეძინოს? - ოთახში შემოვარდა ნინე და საწოლში ჩამიხტა - რა სახე გაქვს - მზერა ჩემს აწითლებულ სახეზე შეაჩერა.
- ასე დილაადრიან რა გაყვირებთ ამ შეყვარებულ წყვილს - ვეცადე თემა შემეცვალა.
- დილა ადრიან? ათი ხდება უკვე - მაჯის საათი ცხვირწინ ამიფრიალა - იოანეც არ ჩანს როგორც ჩანს იმასაც ძინავს.
- შენ გიჯობს ის თქვა გუშინ სად გაქრით - როგორც კი იოანე ახსენა ეგრევე სხვა თემა წამოვჭერი, იმის გაფიქრებაზე თუ როგორ ვიწექი მის გვერდით ჯერ კიდევ მრცხვენია.
- აუუ ტასოო უმაგრესი ღამე იყო - სიამოვნებისგან გაიჯგიმა და ვარსკვლავის ფორმაში გაერთხა ჩემ საწოლზე - ყველაზე მაგარი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში
- ნინე წინა ღამეზეც მასე თქვი და იქნებ უფრო დეტალებში მოგეყოლა - დავცინე სიყვარულისგან დაშტერებულ დაქალს.
- წინა ღამეს ერთი დეტალი აკლდა და გუშინ ეგ დეტალიც მიემატა. - საწოლზე წამოჯდა და სახეზე დამაკვირდა თითქოს ჩემს რეაქციას ელოდა.
- რა დეტალი ნინე - კითხვის ნიშნის მზერა მივაპყარი წერეთელს და ზუსტად მაშინ გონებაში რაღაცამ გამიელვა - მოიცადე... არ არსებობს, სექსი გქონდათ? - თვალები რასაც ქვია გამიფართოვდა
- აჰაამ - თავი დამიქნია დაქალმა და ლოყები შეეფაკლა
- არ არსებობს - სიხარულისგან ტაში შემოვკარი და ხელები მოვხვიე დაქალს.
- ყველაზე მაგარი ღამე იყო ტას, ისეთი რომანტიული და ჯადოსნური იყო ყველაფერი
- ღმერთო, ასე ძაან რატო მიხარია - საკუთარ თავზე გამეცინა და კიდე ერთხელ ჩავეხუტე დაქალს - ოღონდ ამჯერად დეტალებს ნუ მომიყვები, არ მიდა იმის დეტალები ვიცოდე როგორ გაკვნესებდა ჩემი ძმა, არაესთეტიურია მაინც. - ცერა თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და გავიცინე
- აუ იდიოტი ხარ რა - გაიცინა ნინემაც და ბალიში მესროლა - შენ გირჩევნია ის მოყვე რა მოხდა გუშინ გვიანობამდე იყავით? მანქანით რატო არ მოხვედი დალიე? - გუშინდელი ღამის გახსენებაზე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. მოკლედ მოვუყევი ნინეს გუშინდელი ინციდენტის შესახებ... ვუყურებდი ფერები როგორ გადასდიოდა სახეზე. ბოლოს ვერ მოვითმინე და ისიც ვუთხარი რომ იოანე დარჩა ჩემთან ღამით. - როგორი ღამე გამოგივლია - აწყლიანებული თვალებით მომეხუტა დაქალი - კიდევ კარგი იოანე მოვიდა, მგონი ჯობდა რო არ წავსულიყავი და შენთან ვყოფილიყავი.
- გაგიჟდი? როგორ არ უნდა წასულიყავი, მთავარია ყველაფერი კარგადაა იოანე მართლა ზუსტ დროს მოვიდა... ისე ამაზე არ მიფიქრია და საერთოდ ნეტა რატო მოვიდა იქ? - მხოლოდ ახლა დავფიქრდი ამ ფაქტზე
- გუშინ ვაჩესთან რომ გავედი იოანეს ელაპარაკებოდა ტელეფონზე, მერე ერთი ორჯერ გზაში მიწერა კიდეც შეიძლება იმან უთხრა რო შენთან გამოევლო, როგორც ჩანს იოანემ იცოდა ვაჩეს გეგმის შესახებ - მხრები აიჩეჩა ნინემ.
- ხო შეიძლება... კარგი მოვწესრიგდები და დაბლა ჩავიდეთ. - ჩემი ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევედი.



იოანესთან
- აბა როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ - მხარზე ხელი დავკარი ვაჩეს როგორც კი მისაღებში ჩავედი
- ყველაფერმა გეგმის მიხედვით - გაიჯგიმა ახვლედიანი, როგორც ჩანს მშვენიერი დრო ატარეს.
- შენ რა ქენი დაათბე ურთიერთობა ჩემ დასთან თუ ისევ კინკლაობთ
- ნუ რაღაც ეგეთი - გამეღიმა გუშინდელი ღამის გახსენებაზე - ახლა რაღაცას მოგიყვები და არ დამიდგა აქ სცენები - გავაფრთხილე ვაჩე და გუშინდელი ამბავი მოვუყევი, იმის ჩათვლით რომ ღამით ტასოსთან დავრჩი
- დედას მოვუ....ვ იმ ახვარს - კბილებში გამოსცრა ვაჩემ და მუშტი დივანზე დაარტყა - ვინ იყო იცნობ?
- არა არ ვიცნობ მაგრამ საკმარისად მოხვდა, უფრო მეტსაც მიიღებდა მაგრამ ტასოს ძაან შეეშინდა, იცოდე არ შეიმჩნიო არაფერი, არ უნდა გაიგოს რომ ეს ამბავი იცი თუ რამეა თვითონ მოგიყვება. რამდენჯერაც ახსენდება სულ ცუდად ხდება და ჯობს მალე დაივიწყოს.
- როგორ გაბედა, იქ რომ ვყოფილიყავი ნამდვილად მოვკლავდი დედას შე...ი!
- რაც არ უნდა იყოს ახლა მთავარია ტასომ დაივიწყოს გუშინდელი ღამე
- მოიცადე ხო თქვი ერთად გვეძინაო - ახლა გაამახვილა ყურადღება ჩემს ბოლოს ნათქვამ სიტყვებზე.
- ვაჩე იმედია არ ფიქრობ რომ ტასოს ზედმეტად შევეხე თორე სიფათს გაგიერთიანებ - მუშტი მოვუღერე ძმაკაცს. - ისედაც ძლივს დავათბე ურთიერთობა მაცადე რაა...
- იცოდე ტასოს რო აწყენინო მოგკლავ არაბული, საზღვრები დაიცავი
- ოო ნუ ატრაკებ რა... იცი რო ტასოს სერიოზულად ვუყურებ და არაფერს დავუშავებ. შენი აზრით მინდა რო დავაფრთხო და ჩემი ეშინოდეს? ჭკუას ნუ მასწავლი იცოდე
- კარგი მე გაგაფრთხილე - საჩვენებელი თითი დამიქნია - მაშინ დღესვე წავიდეთ სადმე - ტაში შემოკრა ახვლედიანმა და დივნიდან წამოდგა.


ტასოსთან

მალევე გავემზადე, ოთახი მივალაგე და დაბლა ჩავედით მე და ნინე. ბიჭები მისაღებში იყვნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, იმედია ეს რაღაც გუშინდელი ინციდენტი არ იყო არ მინდა ვაჩემ გაიგოს და ინერვიულოს, თან მაშინ როცა ყველაფერი კარგადაა იოანეს დამსახურებით. ვფიქრობ არ ღირს ამ ამბავზე ჩაციკვლა ასე ჩემთვისაც მარტივი იქნება რომ დავივიწყო.
- აბა რაზე ლაპარაკობთ - ვეცადე მხიარული ტონი მქონოდა
- ეე წიწილა გაიღვიძე - ხელები გაშალა და ჩამეხუტა ვაჩე - რაზე ვლაპარაკობდით და რახან ერთი კვირა ისვენებთ დღესვე წავალთ სადმე რომ დრო არ დავკარგოთ.
- აუ ხო რა კარგი აზრია - იდეა მოუწონა ნინემ
- კარგი მაგრამ სად ვაპირებთ წასვლას?
- ბეშუმში ხო არ წავიდეთ, შარშან ხო მორჩნენ სახლის რემონტს - გადმომხედა ვაჩემ
- აუ ბეშუმი კარგი აზრია მაგრამ ახლა ზღვა ისე მინდა როგორც არასდროს - დავიწუწუნე მე და ფისოს თვალებით ავხედე ვაჩეს.
- აუ ხო რა ბეშუმში სხვა დროს წავიდეთ - ჩემი მხარე დაიჭირა ნინემ
- მაშინ ბათუმში წავიდეთ ქალაქიდან ცოტა მოშორებით სახლი გვაქვს სანაპიროსთან ახლოს და იქ გავჩერდეთ (იოანე)
- აუუ რა მაგარია - სიხარულით ტაში შემოკრა ნინემ - ვაჩე წავიდეთ ხო
- რატო მიყურებთ ორივე ფისოს თვალებით, წავიდეთ ზღვა არც მე და იოანეს გვაწყენს - სიხარულით მივეკარით ვაჩეს მე და ნინე
- ჩახუტება მე არ დავიმსახურე ხო - გაბუტულმა შემოგვხედა იოანემ და ახლა მას ჩავეხუტეთ აჟიტირებულები. ვგრძენი წელზე ხელი როგორ შემიცურა და სასიამოვნო შეგრძნებებმაც არ დააყოვნეს.
- მაშინ დავიშალეთ ეხლა სწრაფად ჩავლაგდეთ და დევეშვით ბათუმისკენ, უი ტასო ბექა და კახა არიან ეზოში მამას უთქვამს რო რაღაცები მოაწესრიგონ ეზოში და შენი გასაღები და მისამართი დაუტოვე რო მანქანა მოიყვანონ სანამ წასულები ვიქნები. იოანემ თქვა რომ გუშინ თითონ წამოგიყვანა.
- აჰამ... გასვლისას დავუტოვებ მაშინ
თორმეტი ხდებოდა უკვე ყველა რომ გავემზადეთ. ჩემოდნები ვაჩეს მანქანაში ჩავაწყვეთ და კახას გასაღები დავუტოვე რომ ჩემი მანქანა მოეყვანა.
- აუ იოანე გთხოვ წინ მე დავჯდები რა - მუდარით შეხედა ნინემ
- შენი შეყვარებულის ნერვები ისედაც არ მაქვს მაინც უნდა იწუწუნოს შენ რო არ დაჯდე და ასე რომ შენთვის დამითმია
- აუ ოქრო ხარ... - გახარებული გაემართა და ვაჩეს გვერდით დაიკავა ადგილი ნინემ. იმ ფაქტმა რომ მთელი გზა ასე ახლოს მომიწევდა იოანესთან ყოფნა ცოტა ამაფორიაქა მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. უკანა სავარძელზე ჩვენი ადგილები დავიკავეთ მე და იოანემ და ბათუმისკენ ავიღეთ გეზი.
მგზავრობა საკმაოდ ხალისიანი გამოდგა, მთელი გზა სიმღერებს ვუსმენდით და ფოტოებს ვიღებდით, რამდენიმე ფოტო ნინემ მე და იოანესაც გადაგვიღო, ზოგჯერ როგორი მელაა ეს ჩემი დაქალი. გზაში ორჯერ გავჩერდით რომ წყალი და საჭმელი გვეყიდა გზისთვის, რადგან დილიდან ყველა მშიერი ვიყავით. საბოლოოდ საღამოს ექვსი ხდებოდა უკვე დანიშნულების ადგილას რომ მივედით. ნანახმა ნამდვილად გამაკვირვა. საშუალო ზომის ორ სართულიანი სახლი ამაყად გადაყურებდა სანაპიროს... სახლის პირველი სართული მისაღების, სააბაზანოს და სამზარეულოსგან შედგებოდა - სამზარეულოდან ვერანდაზე გადიოდი, რომელსაც სანაპიროზე გასასვლელი რამდენიმე საფეხურიანი ხის კიბე ამშვენებდა. ვერანდის ერთ მხარეს დაბალი მრგვალი მაგიდა ორი სავარძელი და პატარა დივანი იდგა მეორე მხარეს კი ჰამაკი ჩამოებათ. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე მისაღებსა და სამზარეულოს შორის იყო.
- მოკლედ ზემოთ სამი საძინებელია, როგორ გადავნაწილდებით თქვენ მოიფიქრეთ - ნიშნის მოგებით გადახედა იოანემ ვაჩეს და თვალი ჩაუკრა.
- რა გადანაწილება უნდა მე და ნინე ერთად, იმ ორ ოთახს კიდე თქვენ გაინაწილებთ - ჩვეულებრივი ტონით აღნიშნა ვაჩემ და მეორე სართულზე დაიწყო ჩემოდნების ატანა. შედარებით მოზრდილ ოთახში ჩვენი წყვილი დაბინავდა. ორი შედარებით პატარა საძინებელი მე და იოანემ გავიყავით. საძინებლები გვერდი გვერდ იყო და ზღვის ხედი ამშვენბდათ, ორივე ოთახს პატარა აივანი ჰქონდა სადაც მოზრდილი ფუმფულა პუფები იდო. „ჩემი“ საძინებელი საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელი იყო, ასვლისთანავე ბარგის ამოლაგება დავიწყე და ჩემი ნივთები შევმატე თეთრ-ნაცრისფერ ინტერიერს. იქიდან გამომდინარე რომ უკვე საღამო იყო და ჩვენც საკმაოდ დაღლილები ვიყავით დასვენება და ვახშმის მომზადება გადავწყვიტეთ. სანამ მე და ნინე სახლს ვალაგებდით ბიჭებმა პროდუქტი მოიტანეს და მაცივარში შეაწყვეს. იოანემ ინიციატივა გმოიჩინა და გრილზე ხორცი შეწვა, რომელიც ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოუვიდა... მე და ნინემ სალათი და პიცა გავაკეთეთ და ვერანდაზე მშვიდად ვივახშმეთ. ზღვა ძალიან ლამაზი იყო იმაზე მშვენიერი კი არაფერია როცა თვალწინ ასეთი ხედი გეშლება. ცას გასაოცარი ფერი დაჰკრავდა ბოლომდე აღქმასაც ვერ ვასწრებდით ისე იცვლებოდა ცის ფერები და ნელ ნელა ბინდი ეკვროდა არე-მარეს.
- გინდა რამე ფილმს ვუყუროთ - გვკითხა ნინემ როგორც კი მაგიდის ალაგებას მოვრჩით, რაშიც ბიჭებმაც მიიღეს მონაწილეობა.
- აუ მე ცოტა ხანს გარეთ დავჯდები და შემოგიერთდებით - სამეული დავტოვე და ვერანდაზე გავედი. ძალიან მშვიდი ღამე იყო, ხალხი თითქმის არ მოძრაობდა ძალიან შორს რამდენიმე სილუეტს სანაპიროზე კოცონი დაენთოთ და დროს ერთად ატარებდნენ. რატომღაც მომინდა რომ ზღვაში შევსულიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ზღვა თავისკენ მიხმოდა. ბევრი აღარ მიფიქრია და სანაპიროსკენ დავიძარი. ფეხსაცმელები იქვე სახლის კიბეებთან დავტოვე და ფეხშიშველი გავუყევი სანაპირომდე მანძილს. მიუხედავად იმისა რომ ცურვა საკმაოდ კარგად ვიცი ბოლომდე ვერ ვნებივრობდი ტალღებთან. არ ვიცი რა მაბრკოლებდა მაგრამ შიში მაინც მქონდა და ვერ ვბედავდი წყალში ღრმად შესვლას. ახლო როცა მის პირისპირ ვდგავარ მთელ სხეულში დამიარა თავისუფლებით გაჟღენთილმა სურნელმა. ყველაზე მეტად ალბათ ზღვა იყო ჩემთვის თავისუფლება. ის თავისუფლება იყო, რომლის ბოლომდე შეგრძნებაც მაშინებდა. საშინლად მომინდა ახლა წყლის თითოეული წვეთი საკუთარ სხეულზე შემეგრძნო მაგრამ სიბნელემ მაინც შემაშინა და იქვე სანაპიროზე ჩამოვჯექი. ვერ გავბედე სიბნელეში ზღვაში შესვლა და კვლავ შორიდან გავაგრძელე მისით ტკბობას.
- მეგონა ზღვაში შესვლას აპირებდი - ზურგს უკან იოანეს ხმა მომესმა, რამდენიმე ნაბიჯიც და უკვე ჩემს გვერდით იჯდა.
- მეც მეგონა - დანანებით ამოვთქვი და თვალი უსასრულობას გავუსწორე
- მერე რამ შეგიშალა ხელი? - გამომხედა იოანემ
- არ ვიცი, ალბათ სიბნელემ... ყოველთვის რაღაც დაბრკოლება მხვდება რაც უფლებას არ მაძლევს ბოლომდე შევიგრძნო ზღვაში ნებივრობის სიამოვნება. ამ შემთხვევაში კი სიბნელემ შემაშინა.
- ადექი... - მოულოდნელად წამოდგა იოანე და ხელი გამომიწოდა
- რა? - ვკითხე დაბნეულმა
- უბრალოდ ადექი ტასო - ხელი ჩამკიდა და წამომაყენა - ოდესმე სიბნელეში შესულხარ წყალში?
- არა... სიბნელე ყოველთვის მაშინებდა
- ხოდა ახლა შეხვალ
- რაა?
- ხოო, მიდი ჩემთან ერთად შემოდი წყალში - მაისური გადაიძრო და შორტების ამარა დაიძრა წყლისკენ - საოცარი წყალია, უნდა შემოხვიდე - წყალი უკვე მუხლებს უფარავდა.
- არა, გამორიცხულია იოანე ასეთ სიბნელეში ვერ შემოვალ.
- კარგია რა რის გეშინია, თან მეც შენს გვერდით ვარ... მიდი ტასო გაბედე და უბრალოდ შემოდი.
- ხო მაგრამ მეშინია...
- ოდესმე ხო უნდა დაამარცხო ეგ შიში, უბრალოდ ხელი მომკიდე და ჩემთან ერთად შემოდი - ჩემკენ დაიძრა და ხელი გამომიწოდა. - ნუ გეშინია -დაამატა ბოლოს. არ ვიცი გამბედაობა როგორ მოვიკრიბე მაგრამ სარაფანი წამის მეასედში გადავიძრე და იოანესკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. კიდევ კარგი ყოველი შემთხვევისთვის საცურაო კოსტიუმი მეცვა და ტანსაცმლით არ მომიწევდა შესვლა.
- ღმერთო როგორი სასიამოვნო წყალია - აღვნიშნე ნასიამოვნებმა და იოანეს გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე - ოღონდ დამპირდი რომ ღრმად არ შეხვალ
- გპირდები არ შევალთ, წამოდი - ხელი წელზე შემიცურა და უფრო ღრმად შემიყვანა. წყალი უკვე მხრებს მიფარავდა... ზღვა ძალიან თბილი და სასიამოვნო იყო. - მოგწონს?
- კი ძალიან - გავუღიმე და წამით ჩავყვინთე რომ თმა ბოლომდე გამესველებინა,
- ხედავ საშიში არაფერია, - ოდნავ უკან დაიხია და ზურგით გაწვა წყალზე. ისეთი მშვიდი იყო მომინდა ჩავხუტებოდი. ახლა წესით შიშისგან უნდა ვკვდებოდე მე კი რეებზე ვფიქრობ, შევეცადე აზრები გამეფანტა გონებიდან - გინდა ცოტა ღრმად შევიდეთ? არაფერი იქნება უბრალოდ სცადე.
- არა, გამორიცხულია მირჩევნია აქ ვიყო... თუგინდა შენ გაცურე ოღონდ შორს ნუ წახვალ
- არა შენ თუ არ შემოხვალ არც მე შევალ
- კარგი რა აქედან გიყურებ, უბრალოდ ძალიან შორს არ წახვიდე - მუდარით შევხედე
- კარგი მაშინ მალე მოვბრუნდები იცოდე წყლიდან ამოსვლა არც კი გაბედო - საჩვენებელი თითი დამიქნია და სიღრმისკენ გაცურა. ვუყურებდი ჩვენს შორის მანძილი როგორ იზრდებოდა მე კი სიამოვნებით ვადევნებდი თვალს როგორ მოხდენით მიაპობდა არაბული პატარ-პატარა ტალღებს. კიდევ ერთხელ ჩავყვინთე რომ უკვე შემშრალი თმა დამესვლებინა, მაგრამ მაშინვე ვინანე რადგან იოანე აღარსად ჩანდა. თავიდან მეგონა რომ უბრალოდ ჩაყვინთა და ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა. რამდენიმე წამი მოვიცადე და რომ არ გამოჩნდა რამდენჯერმე დავუძახე.
- იოანე იცოდე არ მეხუმრება - ბოლოს შეშინებულმა ამოვთქვი თუმცა ხმა ისევ არავინ გამცა. ადგილზე ტრიალი დავიწყე და ვათვალიერებდი იქნებ სადმე მომეკრა თვალი. - იოანე სად ხარ - უკვე მოზღვავებული შიში მემჩნეოდა ხმაში. - ვერ გადამირჩები იცოდე - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- და რას მიპირებ? - მომესმა ზურგს უკან არაბულის ხმა... იმდენად ახლოს იყო, რომ მისი თმიდან ჩამოყრილი წყლის წვეტები მხრებზე მეცემოდა. მისმა ხმამ შვება მომგვარა მაგრამ მაინც ვბრაზობდი მასზე და გაავებული შევბრუნდი.
- სად გაქრი ნორმალური ხარ? ხომ დამპირდი რომ ღრმად არ შეხვიდოდი - ხელი მკერდზე ვკარი და ჩვენს შორის მანძილი გავზარდე.
- არაფერი მომხდა უბრალოდ ჩავყვინთე პატარა კარგი რა, შორს არ შევსულვარ. მაპატიე თუ შეგეშინდა - ხელით თმა უკან გადაიწია და ჩემკენ გამოცურა. - ასე შეგეშინდა? - ხელი წელზე შემიცურა და ახლა რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს.
- კი შემეშინდა და ხელი გამიშვი... შენ პირობა გატეხე და ახლა გაბრაზებული ვარ - ავფართხალდი მის ხელებში.
- პირობა? მოდი მაშინ წარსულში დავბრუნდეთ
- რომელ წარსულში
- იმ წარსულში სადაც გითხარი რომ დაისჯებოდი
- ახლა ეგ რა შუაშია იოანე, გამიშვი უნდა ამოვიდე წყლიდან - ვერ მივხვდი საუბარის საით მიყავდა და ვეცადე დავსხლტომოდი.
- არ გაგიშვებ... ახლა შენი სასჯელის დროა პატარა ქალბატონო - მშვიდად ამოიჩურჩულა და სხეულზე ამიკრო.
- რა სას... - სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი რომ ტუჩებზე დამაცხრა. ოდნავ მლაშე მაგრამ მხურვალე ტუჩებით მიკოცნიდა ჯერ ზედა და მერე ქვედა ტუჩს მისი ძლიერი ხელები ჩემს სხეულზე დათარეშობდნენ. მისი ეს ქმედება იმდენად მოულოდნელი იყო რომ გავშეშდი, თუმცა ეს მდგომარეო ცოტახანს გაგრძელდა, მისი სხეულისგან წამოსული ვნება და სიმხურვალე იმდენად დიდი იყო რომ მთელ სხეულში ცეცხლი მომედო. ჯანდაბაში გავუშვი ჩემი თავშეკავებულობა და კოცნაში ავყევი. ვიგრძენი კოცნის დორს როგორ გაეღიმა, ჩემმა ქმედებამ თითქოს მეტი სითამამე მისცე და ჩემი ფეხები თავის წელის გარშემო მოათავსა და ხელებით მჭიდროდ მიმიკრა სხეულზე. ხელები კისერზე მოვხვიე და მარჯვენა ხელი თმაში შევუცურე. ნელნელა უფრო მომთხოვნი ხდებოდა, თამამად დაასრიალებდა ენას ჩემს პირში და კბილებს შორის იქცევდა ჩემს ქვედა ტუჩს. ერთი ხელი თმაში შემიცურა იქიდან კი ხერხემალს ჩაუყვა და საჯდომზე მტკიუვნეულად მომიჭირა. სიამოვნებისგან ყრუდ ამოვიკვნესე და ვიგრძენი ამან უფრო გადაიყვანა ჭკუიდან, მთელი სხეული დაეჭიმა.
- მაგიჟებ - ამოიოხრა ვნებამორეული ხმით ტუჩებიდან მომშორდა და მზერა გამისწორა. თვალები ვნებისგან სულ მთლად დაებურა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა - ახლა რომ არ გავჩერდე მერე უკვე გვიან იქნება -ამოიჩურჩულა და ყელზე მომაწება ტუჩები. - საოცრად გემრიელი ხარ პატარავ, მაგრამ აჯობებს ამით დავკმაყოფილდე - თქვა და ოდნავ მომშორდა... - აჯობებს სახლში დავბრუნდეთ - წელზე ხელი მომხვია და ნაპირისკენ დავიწყეთ გასვლა. მე ხმას ვერ ვიღებდი ერთიანად გათიშული უბრალოდ მივყვებოდი იოანეს. ვერ გავიაზრე სარაფანი როგორ გადამაცვა საკუთარი ხელით და ახლა ხელ ჩაკიდებულები მივყავდი სახლისკენ, კიბეებთან ოდნავ შეჩერდა და თვალებში ჩამხედა, თითქოს ცდილობდა რამე ამოეკითხა. - ტასო მისმინე...
- არ გინდა იოანე ... მე უბრალოდ სახლში უნდა შევიდე - დაბნეულმა სათქმელს ძლივს მოვაბი თავი იოანეს მოვშორდი, ფეხსაცმელებს დავწვდი და პირდაპირ ოთახისკენ გავეშურე. შორიდან ჩამესმა ნინე როგორ მეძახდა მისაღებიდან მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ისე ავედი ოთახში.
სუნთქვა ძალიან გამიხშირდა, სხეული ჯერ კიდევ მიხურდა. სწრაფად გამოვაღე აივნის კარი რომ ნიავი შემოსულიყო და საწოლზე ჩამოვჯექი. თავი ხელებში ჩავრგე და იმის გაანალიზება დავიწყე რაც წეღან მოხდა. ადრე ხშირად წარმოვიდგენდი თუ როგორი იქნებოდა ჩემი პირველი კოცნა, მაგრამ ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობდი და მეღიმებოდა თითოეული დეტალის გახსენებისას. საწოლზე გავწექი და თვალები ჭერს მივაპყარი. გამოდის რომ იოანეს მოვწონვარ?... მაგრამ ის ისეთი თავდაჯერებული და ამპარტავანია ზოგჯერ, ვფიქრობ მხოლოდ გარყვნილი ფიქრები უტრიალებს თავში... ამის გაფიქრებამ უსიამოვნოდ გამკრა გულში - მაგრამ შენ არ ხარ კლუბში გაცნობილი რიგითი ნაშა, ძმაკაცის დას ასე არ მოექცევა თან გახსოვდეს, რომ შენზე ზრუნავს - არ დააყოვნა მეორე მემ და აშკარად კარგად იმოქმედა, ყოველ შემთხვევაში ეს სიტყვები წინა ვარიანტს ჯობდა. გული სწრაფად მიცემდა და ვცდილობდი სუნთქვაც დამერეგულირებინა. არ ვიცი ახლა რა იქნება ან მე როგორ უნდა მოვიქცე. იქნებ უბრალოდ კოცნა იყო და მეტი არაფერი, მისთვის ხო ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. არა თავს უფლებას ვერ მივცემ რომ მიჯაჭვული გავხდე იოანეზე, ამას ისიც ემატება რომ ვაჩეს ძმაკაცია, ჩემი ძმა შეიშლება ჭკუიდან ეს რომ გაიგოს. არა ტასოო... ახლავე შეწყვიტე ამაზე ფიქრი და დაივიწყე რაც მოხდა. შემოვუძახე საკუთარ თავს და აბაზანაში შევედი.



პატარა თავისთვის ბოდიშს გიხდით... შემდეგში დიდ თავებს დავდებ ^^



№1  offline წევრი svien

super.....male dade ...????

 


№2  offline წევრი nina_m

მადლობა kissing_closed_eyes ვეცდები აუცილებლად ^^

 


№3  offline წევრი კეტი

საოცრება პირდაპირ ცოტა მეტი ინტრიგა ჩართე იოანეს მხრიდან (ხო ხვდები რას ვგულისხლობ ????,)

 


№4  offline წევრი nina_m

ვეცდები იმედები არ გაგიცრუო ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent