შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სახელით!!! /17-23 თავი/


19-05-2020, 00:07
ავტორი belle...
ნანახია 5 420

თავი მეჩვიდმეტე
- ესეიგი სონგულია აღარ ხუმრობს ხომ?
- არა, უცნაურია, პოლიცია არაფრის გონზე არ არის ეს საეჭვოდ არ გეჩვენება?
- ეგ ტიპი შეპყრობილია ჩემით, მაგისგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ ნაიას რატომ უჩვენა დოსიეები.
- პასუხი ისედაც იცი, ნაიას აწვება რომ რამე მაინც ათქმევინოს.
- ! შემოვლითი გზებით მირბენს. ნაიას გამოყენებას ცდილობს რომ თავისას მიაღწიოს, ნერვები იმდენად მეშლება, რომ თავს ძლივს ვიკავებ შუბლი არ გავუხვრიტო!
- ნაიას დოსიეები არ უნახავს. წარმოგიდგენია სონგულიას სახე, ფაილები სახეში რომ მიაყარა?
თვალები გავახილე, სასტუმრო ოთახიდან ბიჭების ხმადაბალი საუბარი შემოდიოდა. ჩემი ოთახის კარი ღია დაეტოვებინათ. თვალები ავახამხამე და თავი წამოვწიე, ისევ ჩემს ლოგინში ვიწექი, არადა მახსოვდა რომ ღამით სავარძელში ვიჯექი მოკუნტული და გულის სპაზმებს მონდომებით ვებრძოდი. ალბათ ლუკამ გადმომაწვინა-თქო, გავიფიქრე და წამოვჯექი.
გაბრუებულმა საათს გავხედე, დილის ათი საათი ხდებოდა. თვალები მოვიფშვნიტე და ფანჯარაში გავიხედე, ჩემდა გასაოცრად გარეთ ხვავრიელად ბარდნიდა, ძალიან მიყვარდა ზამთარი, ჩემი საყვარელი სეზონი იყო. ადრე ისეთი ბედნიერი ვხვდებოდი ხოლმე პირველ თოვლს, ახლა კი...
საბანი გადავიხადე და წამოვდექი, ლუკას თბილი მოსაცმელი ისევ ზედ მეცვა, ისეთი ფუმფულა და რბილი იყო, რომ გახდა არც მიფიქრია. როგორც კი ფეხი იატაკზე დავდგი მწველმა ტკივილმა დენივით დამიარა ტანში, მუხლი ისევ საშინლად მტეხდა. უსიამოვნოდ შევიჭმუხნე, წელში გავსწორდი და მსუბუქი კოჭლობით გავედი მისაღებ ოთახში.
ბიჭები რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობდნენ, ორივეს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ კითხვაც არ მინდოდა რაზე ლაპარაკობდნენ. როგორც კი დამინახეს მაშინვე გაჩუმდნენ და დამნაშავე სახეებით გამომხედეს.
- რა იყო? - ვიკითხე ეჭვით და სააბაზანოსკენ წავჩანჩალდი.
- არაფერი. - მიპასუხა ორივემ.
- კარგი, - გავჩერდი და შუბლშეკრულმა ბიჭები შევათვალიერე - ახლა ნამდვილად დავეჭვდი, რა სახეები გაქვთ?
- არაფერი, ლუკას გუშინდელი შენი მონაყოლი ვუამბე. - მითხრა ლექსომ და კეფა მოიქექა.
- ერთი წუთით. - ლუკა ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა, გაკვირვებულმა ლექსოს გადავხედე, მან კი თავით მანიშნა გაყევიო.
- ლუკა, რა მოხდა? - ოთახში შევედი და ლოგინზე ჩამოვჯექი. კარი მიხურა და წარბშეკრული მომიახლოვდა.
- სონგულიამ რა გითხრა?
- ლექსო უკვე გეტყოდა.
- მაგ ახვარს კარგად ვიცნობ, ასე უბრალოდ არ მოგეშვებოდა, მითხარი რა სიბინძურით სცადა შენი გამოტეხვა? - ლუკას ყურადღებით ავხედე, არ ვიცოდი მისთვის მეთქვა თუ არა რაც დეტექტივმა მითხრა.
- ასე თქვა, რა კავშირი უნდა ჰქონდეს პოლიციელის ქალიშვილს კანონიერ ქურდთანო. - სიტყვა სიტყვით გადავეცი სონგულიას ნათქვამი. ლუკა წელში გასწორდა.
- მერე? - მკითხა კრიჭაშეკრულმა.
როგორც ჩანს, ეს სიმართლე იყო, თუმცა ჩემთვის მაინც არაფერს ცვლიდა. ის იგივე ლუკად დარჩა ჩემთვის, რაც ყოველთვის იყო. სხვა დროს და სხვა სიტუაციაში შეიძლებოდა ამას შთაბეჭდილება მოეხდინა, მაგრამ ახლა ადამიანებს კატეგორიებად აღარ ვყოფდი.
- განსაკუთრებული არაფერი, ვუთხარი წარმოდგენა არ მაქვს ვისზე მელაპარაკები-თქო. რა თქმა უნდა, ერთი სიტყვაც არ დამიჯერა მაგრამ ეგ მაგისი პრობლემაა და არა ჩემი, ვერაფერს დამიმტკიცებს!
- და არაფერს მკითხავ? - შემომხედა სერიოზულად და გვერდით მომიჯდა.
- რომ ადექი ისაუზმე? - გავხედე წარბაწეულმა. ლუკას სახიდან დაძაბულობა გაუქრა და ჩაეღიმა.
- მაგარია, ჩემზე გეუბნევიან რომ საშიში კრიმინალი ვარ და შენ მხოლოდ ის გაინტერესებს, დილით ვისაუზმე თუ არა? - თავი გააქნია და სახეზე ხელი მოისვა.
- ერთხელ, მამაჩემს მისმა უცხოელმა მეგობარმა ძვირადღირებული საკოლექციო კოლტი აჩუქა. იდეალური იყო, დახვეწილი, მოქნილი, ერთი ტყვიაც საკმარისი იყო, რომ ვინმეს თავი აზელილ გაუგებრობად გექცია. ერთ დღესაც ეს კოლტი დაიკარგა, მან კი მე დამაბრალა მისი მოპარვა.
- სონგულია არ ტყუოდა ნაია! - თავი ასწია და თვალებში შემომხედა.
- არც მამაჩემი! - ვუპასუხე პაუზის შემდეგ.
ლუკამ ყურადღებით მომითვალიერა სახე. ალბათ დაჯერება უჭირდა, რომ ამ სიახლეს მეტისმეტად ჩვეულებრივად შევხვდი. ან შეიძლება ეჭვობდა კიდეც, რომ უბრალოდ თავს ვაჩვენებდი და სინამდვილეში ერთი სული მქონდა მარტო როდის დავრჩებოდი, რომ აქედან თავპირისმტვრევით მომეცოცხა. ამის გაფიქრებაზე გამეცინა.
- რა გაცინებს? - მკითხა შუბლშეკრულმა.
- ისეთი სახე გაქვს, თითქოს იმედები გაგიცრუვდა.
- ჩავთვალოთ, რომ ასეც იყო, - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და შემიბღვირა - შენგან ცოტა სხვა რეაქციას ველოდი.
- არავის განსჯას არ ვაპირებ. ვერც მე ვიფიქრებდი ოდესმე, რომ ადამიანის მოკვლა შემეძლო, მაგრამ როგორც ხედავ ცხოვრებაში ყველფერი ხდება.
- ასე არ შეიძლება! - ლუკამ ამოიოხრა და სახე ხელებში ჩარგო, ვერ მივხვდი რაზე ბრაზობდა.
- ვერ გავიგე, რას ითხოვ ჩემგან? ისტერიკა მოვაწყო? თუ პოლიციაში დავრეკო? - ბოლო სიტყვებზე გამეღიმა.
- მინდა, რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირო, იმიტომ რომ მე ეს არ გამომდის! - სახიდან ხელები მოიშორა და გამძვინვარებულმა შემომხედა - მე შენ კარგს არაფერს მოგიტან. სულ ცოტახანია რაც ჩემს გვერდით ხარ და ადამიანის მოკვლა შენთვის ბუზის მოკვლას უდრის!
- ჩვენ ადამიანზე არ ვსაუბრობთ. ის ცხოველია, ბოროტი სული, რომლის მოკვლით არაფერი დაშავდება, პირიქით, ჩვენს საცოდავ პლანეტას ერთით ნაკლები მანიაკი დაამძიმებს! შენი გამოცდილების ადამიანს ამას არ უნდა გიხსნიდე!
- ეს სულ სხვა რამ არის, ჩემი სიტუაცია ეს... ჩემი ცხოვრება გვამებით და სისხლით არის სავსე. მე მომიწია ამის გაკეთება და როცა ერთხელ მაინც შეტოპავ ამ ჭაობში უკან ვეღარ გამოხვალ!
- ხვდები, რომ ერთი და იგივეზე ვსაუბრობთ? - შევხედე წარბაწეულმა.
- შენთვის ჯერ არაფერია დაგვიანებული. - მიპასუხა ჩამქრალი ხმით.
- ცდები, - ვუპასუხე ხმადაბლა და ინსტიქტურად ჯიბეზე მოვისვი ხელი, სადაც ირაკლის ფლეშკა მედო - ლუკა, ამ კამათს არავითარი აზრი არ აქვს და შენთვითონაც იცი ეს, უბრალოდ დავამთავროთ კარგი?
ის იყო წამოდგომა დავაპირე, რომ ჯიბეში ტელეფონი ამიწკრიალდა, მაშინვე ჯიბეზე ვიტაცე ხელი და გულში ვლოცულობდი, რომ ინა ყოფილიყო და დაჩიზე რამე კარგი ეთქვა. ეკრანს დავხედე და გული გადამიქანდა.
- ინა?
- ნაია, - მომესმა ინას დაქანცული ხმა - როგორ ხარ?
- რა დროს ეგ არის, დაჩი როგორაა? - ვკითხე ანერვიულებულმა, თან ცივი ოფლი მასხამდა.
- ზუსტად ხუთი წუთის წინ გამოვიდა ექიმი საოპერაციოდან, დაჩი რეამინაციაში გადაიყვანეს, მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და დიდი ყურადღებაა საჭირო.
თვალები დავხუჭე და ლოგინზე დავეხეთქე, სანამ პასუხს გავიგებდი ერთი სიკვდილი მოვკვდი, ახლა კი გულზე ერთბაშად მომეშვა და შვებით ამოვისუნთქე. ლუკამ კითხვით აღსავსე მზერა მომაპყრო.
- ნაია? აქ ხარ?
- ჰო, - ძლივს ამოვიღე ხმა - კარგია, მადლობა ღმერთს.
- ჰო, უფლის წყალობით გადარჩა, შენ სად ხარ?
- სახლში, მისმინე როგორც კი პალატაში გადაიყვანენ მაშინვე დამირეკე კარგი? და შემატყობინე ხოლმე როგორ იქნება.
- კარგი, მაგრამ ძალიან მეშინია, ისევ რომ დაბრუნდნენ? ისევ რომ დაუშავონ რამე?
- არაფერი არ მოუვა. როგორც კი გონს მოვა და ლაპარაკი შეეძლება მაშინვე გამაგებინე, მარტომ არსად არ იარო! ტელეფონით ვერ აგიხსნი ყველაფერს, გაიგე?!
- რატომ რა ხდება? მე რა შუაში ვარ?! - ამოიკნავლა შეშინებულმა.
- არაფერ შუაში არ ხარ, უბრალოდ თავს ვიზღვევ, გაიგე რაც გითხარი?!
- კარგი.
- როგორც კი მოვახერხებ გინახულებთ! ახლა ჩემი მანდ ყოფნა პრობლემებს უფრო მოიტანს, ვიდრე სარგებელს.
- მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ! მოგიწევს ყველაფერზე პასუხი გამცე.
- ჰო, ჰო თავს მიხედე!
ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიტენე. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და დაჩის საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
- რა მოხდა? - ლუკამ ფრთხილად გამომხედა.
- გადარჩა, რეამინაციაში ჰყავთ, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია.
- ძალიან კარგი, - ჩაილაპარაკა ლუკამ და წამოდგა - ახლა უნდა წავიდე, მაგრამ რომ დავბრუნდები მერე რაღაცაზე უნდა ვისაუბროთ.
- უკვე ინტერესი მკლავს - ჩავიბურდღუნე უკმაყოფილოდ და მეც წამოვდექი.
ლუკას ჩაეღიმა, მკლავში ხელი წამავლო და თავისკენ მიმიზიდა. დავიძაბე, ახალი ამდგარი ვიყავი, ალბათ საფრთხობელას ვგავდი, შემრცხვა და თვალი ავარიდე.
- ნუ წუწუნებ, უბრალოდ რაღაც მინდა რომ გითხრა. - მითხრა სევდიანად და გრძელი თმა უკან გადამიწია.
- მითხრა თუ მეჩხუბო? - ავხედე დაბღვერილმა, ჯაჯღანის გარეშე იშვიათად მელაპარაკებოდა.
- არა, ჩხუბს არ ვაპირებ, - ჩაეცინა ალმაცერად - შეიძლება შენ არაფერი გიკითხავს, მაგრამ მე მინდა რომ რაღაც მოგიყვე, მინდა რომ უკეთ მიცნობდე.
- ჩემი თავიდან მოშორება გადაიფიქრე? - ავხედე წარბაწეულმა.
- შენი თავიდან მოშორება არც არავის უფიქრია, - ღიმილით წამკრა ცხვირზე თითი და კიდევ უფრო მაგრად მიმიკრა მკერდზე - უბრალოდ ჩემთან ყოფნა არ არის უსაფრთხო.
- არც ჩემთან - ვუპასუხე სიცილით.
- ჰოდა ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებ - მიპასუხა ხმადაბლა და ტუჩებზე ნაზად დამეწაფა.
სუნთქვა შემეკრა, თავბრუდამეხვა და ძლიერად ჩავეჭიდე, რომ არ წავქცეულიყავი, მან კი ეს ჟესტი სხვანაირად მიიღო და უფრო მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე და ვნებიანად მაკოცა. ცუდად გავხდი, ტანში პანიკურმა შიშმა დამიარა, თვალწინ ისევ ირაკლის სახემ გამიელვა, გამაცახცახა
- ნაია, - ლუკა როგორც იქნა მომწყდა და ყურში ჩუმად მიჩურჩულა - რატომ კანკალებ?
- მე... - ხმა ვეღარ ამოვიღე, თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა, როგორ ამეხნა მისთვის რა მემართებოდა?!
- შემომხედე, - თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა - ყველაფერი რიგზეა, ნუ ცახცახებ.
- არ შემიძლია, - ამოვიჩურჩულე, როგორც იქნა - მინდა, მაგრამ არ შემიძლია.
- ის გახსენდება, როცა გეხები მასზე ფიქრობ, ხომ ასეა - ჩაიღიმა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა - გასაგებია.
ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, ან რა უნდა მეთქვა?! უსიტყვოდ მიმიხვდა ყველაფერს, სწორედ ამ დროს კარზე ფრთხილად მოაკაკუნეს და ოთახში ლექსო შემოვიდა.
- ლუკა, გირეკავენ... ან იყოს, არაფერი, მე წავალ და მერე შენც მოდი.
დაამატა სასწრაფოდ, როცა ორივე გაშეშებული დაგვინახა და უკან გაბრუნდა. გავიგე როგორ გაჯახუნდა კარი. ლექსო წავიდა.
- უნდა წავიდე. - მითხრა ხმადაბლა და ზურგი მაქცია.
- ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია, - ვუპასუხე სწრაფად და სევდიანად გავხედე, შეჩერდა მაგრამ არ შემობრუნებულა - მართალი ხარ, როცა მეხები მუდამ ირაკლი მიდგება თვალწინ, მაგრამ არა იმ მიზეზით, როგორსაც შენ ფიქრობ.
ლუკა როგორც იქნა შემობრუნდა და გამჭოლი მზერა მომაპყრო. თვალებში ისევ ემოციების მორევი გასჩენოდა, მუდამ ასე ემართებოდა როცა რაღაცას ძალიან განიცდიდა.
- კარნავალის ღამეს ირაკლიმ მაკოცა, - დავიჩურჩულე აცრემლებულმა, ვერც კი ვიჯერებდი, რომ ამას ხმამაღლა ვამბობდი, ლუკას გამომეტყველება არ შესცვლია, არც კი გაჰკვირვებია - არ ვიცი რა დამემართა, ყველაფერი ერთმანეთში აირია, ამას ვერ აგიხსნი...
- და შენ უპასუხე. - დაამთავრა ჩემს მაგივრად.
- ჰო, - თავი ავწიე და მზერა გავუსწორე, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა, ლუკამ თავი დამიქნია - ერთ წამს კი, მაგრამ მერე შენ გამახსენდი და ხელი ვკარი.
თვალი ავარიდე და ფანჯარასთან მივედი. მოგონებები ქარიშხალივით დამატყდა თავს - ჩაბნელებული დერეფანი, ირაკლი, გამახსენდა მისი სიტყვები, რომელიც მოწამლული ისრებივით მომხვდა გულზე, გამახსენდა როგორ შევუსწარი მას და კატოს, ყველაფერმა ერთად დამრია ხელი. ცივმა ჟრუანტელმა ტანში დამიარა და გამაცახცახა.
ლუკა აუჩქარებლად მომიახლოვდა და წელზე ხელები შემომხვია. სახეზე ჩამოგორებული ცრემლები სასწრაფოდ მოვიწმინდე.
- მიყვარხარ! - მიჩურჩულა ყურში.
მხურვალე ტალღამ სწრაფად დამიარა ვენებში და მთელი ორგანიზმი გამითბო, გული კი ფეთიანივით ამიძგერდა. თვალებგაფართოებული შემოვბრუნდი და ლუკას მზერა გავუსწორე. ჭაობისფერი თვალები სითბოთი ავსებოდა. ისეთი თბილი მზერით მიყურებდა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, მოვეხვიე და ვაკოცე.
- ამას თანხმობად ჩავთვლი. - ჩაიღიმა ჩემს ტუჩებზე მოწებებულმა და თავისი ძლიერი მკლავების ტყვეობაში მომაქცია.
ეს კოცნა არ ჰგავდა დანარჩენს, წამით ყველაფერი დავივიწყე და გრძნობებს ავყევი. თვალწინ დამიდგა ჩვენი პირველი შეხვედრა, ლუკას მოულოდნელი გამოჩენა იმ საშინელ ღამეს როცა გეგამ მარტო გამომიჭირა. გონებაში კადრები ერთმანეთს ელვის სისწრაფით ცვლიდნენ. ვნებამ თავბრუდამახვია და მთელი ძალით მივეკარი მკერდზე.
ბევრი აღარ უფიქრია, მკლავები სწრაფად შემომხვია და ხელში ამიტაცა. როგორ აღმოვჩნდი ლოგინზე ვერც მივხვდი. ვიგრძენი როგორ ჩასრიალდა მისი ხელი ჯერ ჩემს გვერდზე, წელზე, თეძოზე, ბოლოს ფეხამდე ჩააღწია და მუხლს ქვემოთ წვივთან შეჩერდა. უცებ მკვეთრად ამაწევინა ფეხი და თავის წელზე შემომადებინა.
ორგანიზმი გამეთიშა, ვეღარ ვაზროვნებდი, მხოლოდ მის შეხებას ვგრძნობდი, მის ტუჩებს, რომელიც ნაზად დასრიალებდა ჩემს ტუჩებზე, ღაწვებზე, ყელზე, მკერდზე.
- მეგონა წასასვლელი იყავი - ამოვიჩურჩულე გონებაწართმეულმა.
- ბევრად მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა! - მიჩურჩულა ყურში და ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა. სუნთქვა ისევ შემეკრა.
- ჭკუიდან რომ გადაგყავარ იცი? - ბუტბუტებდა აღგზნებული. მაისურის ქვეშ ხელი შემიცურა. გამეცინა, მე ერთადერთი ვიყავი ვინც ფოთოლივით ცახცახებდა და კიდე მე გადამყავდა ჭკუიდან?!
- ყველა გოგოს ასე ითრევ ლოგინში? - ლუკას წელზე შემოხვეული ხელი გაუშეშდა და ამღვრეული მზერით მომაჩერდა.
- შენ გგონია, რომ თავბრუს გახვევ? რომ შენი ლოგინში შეტყუება მინდა?
- უარყოფა არც გაბედო! - გამეცინა გამხიარულებულს, ვიცოდი, რომ ასე არ იყო, მის თვალებში ყველაფერი ნათლად იკითხებოდა.
- ნუ, კარგი, ასეც შეიძლება ითქვას!
ეშმაკურმა ღიმილმა ტუჩის კუთხეები საყვარლად აუპრიხა. ამღვრეული თვალებით ნელა დაიხარა და ჩვენი ტუჩები ისევ შეერწყა ერთმანეთს, მისმა ტკბილმა სურნელმა გამაბრუა და ისევ გამიჭირდა სუნთქვა. ღიმილით მომწყდა და ხელის ერთი სწრაფი მოძრაობით მაისური გამხადა. უცებ შიში ვიგრძენი, საშინელი, პანიკური შიში. ლუკამ ჩემს თვალებში ყველაფერი ამოიკითხა და ჩემსკენ დაიხარა.
- გინდა რომ გავჩერდე? - მკითხა სერიოზულად.
- მე, უბრალოდ, მე...
დავიბენი და საშინლად შემრცხვა. როგორ მეთქვა მისთვის, რომ ამას პირველად ვაკეთებდი, რომ სექსი არასოდეს მქონია და სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ახლა მის მკლავებში დამფრთხალი ჩიტივით ვკანკალებდი.
- მიუხედავად იმისა, რომ თავს ძლივს ვიკავებ, შემიძლია გავჩერდე, ნაია. - მიჩურჩულა ხმადაბლა და ტუჩებზე თითი ნაზად გადამისვა.
- უბრალოდ ეს არასოდეს გამიკეთებია.
წამოვაყრანტალე იქამდე სანამ ენაზე კბილის დაჭერას მოვასწრებდი. ლუკას ფარული სევდა წამში გაუქრა სახიდან და ჩუმად ჩაიხითხითა.
- რა გაცინებს?!
წავიბუზღუნე დარცხვენილმა. ასეც ვიცოდი რომ დამცინებდა, რუსის ქალებს მიჩვეული ამ ასაკში ჯერ კიდევ ქალიშვილად ყოფნა მისთვის ალბათ უცნაური და დაუჯერებელიც კი იყო.
- ვიცი. - მიპასუხა გამომწვევი ღიმილით და თითი ნაზად გადამისვა მკერდზე.
- რა?
დავიბენი, ალბათ ეს მისი ბრალი იყო, ის ადგილი რომელზეც შემეხო კანი ამებურძგნა. გონება საშინლად მეფანტებოდა და აზრების მოკრება მიჭირდა.
- ამას დიდი მიხვედრა არ უნდა, დამფრთხალი ჩიტივით ცახცახებ როცა გეხები და ჯერ კიდევ ნაზი სურნელი გაქვს, კაცის ხელი რომ არ შეგხებია ისეთი. - გამომხედა მაცდურად. აუჰ ამას სუნითაც ხვდებოდა? რა ბავშვის სუნი მქონდა?! უარესად ავილეწე.
- მე, მოკლედ ვნერვიულობ, ეს...
- მხოლოდ ესაა მიზეზი? - მკითხა ეშმაკურად და თვალებში ყურადღებით მომაცქერდა, პასუხის მისაღებად ჩემს სულში უნამუსოდ იჩხრიკებოდა.
- ჰო - ვუპასუხე გულწრფელად.
ლუკას სახეზე ისევ ეშმაკური ღიმილი გადაეფინა. იმ წამს სულ არ იყო ის ლუკა რომელსაც ვიცნობდი. ისევ თავბრუდამახვია მისმა არამიწიერმა სილამაზემ. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ შექნილი სიტუაცია ძალიან ართობდა.
- უბრალოდ მომენდე, ნუ გეშინია... - ჩამჩურჩულა ყურში და ვნებიანად დამეკონა ტუჩებზე.
საღი აზროვნების უნარი წამერთვა. ლუკა იმდენად ნაზად მეალერსებოდა, რომ მთლიანად ჩავიძირე ვნების მორევში. ვგრძნობდი როგორ დასრიალებდნენ მისი ტუჩები ჩემს ტანზე და მთელს კანზე ცეცხლის კვალს მიტოვებდა. თითოეულ უჯრედს მიკოცნიდა, მეფერებოდა, მეალერსებოდა, სიამოვნებისგან აზროვნების უნარი წამერთვა. მის ცხელ სუნთქვას ყელთან ვგრძნობდი. ყურის ძირში ენა ამისვა და ყურის ბიბილოზე მწარედ მიკბინა. თავი ვერ შევიკავე და კვნესა აღმომხდა. ამან უარესად გაახელა და აღგზნებულმა ხელის ერთი მოსმით ტანზე ყველაფერი შემომახია. ტანსაცმლის ნაფლეთები შორს მოისროლა, წელზე ხელი შემომხვია და ზემოდან მომაქცია. კისერზე ხელები შემოვხვიე და მთელი ტანით მივეკარი გახურებულ მკერდზე. თვალებში სახიფათო ნაპერწკალმა გაურბინა, თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. თმაში ხელი შემიცურა, თავისკენ მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა.
- ქალიშვილის კვალობაზე, მშვენივრად იცი როგორ შეშალო კაცი ჭკუიდან! - ჩამჩურჩულა ყურში და თითი წელზე ჩაასრიალა.
- ბუნებრივი ნიჭი მაქვს!
ამოვიკვნესე გონებაწართმეულმა, თავი ვერ შევიკავე და მხარზე ვუკბინე. ლუკას ჩუმი ღრენა აღმოხდა, ლოგინზე მიმაგდო და დამშეული მხეცივით მთელი ტანით გამეკრა ზემოდან. თითები ჩემს თითებში აეხლართა და მჭიდროდ გადამაჭდო, ანთებული თვალებით ჩემსკენ დაიხარა და ყურში ჩუმად მიჩურჩულა.
- თვალები დახუჭე...
მოსახდენი მოხდა, მე იმ დილას ლუკა დადიანს ჩემი თავი ვაჩუქე, ის ჩემი ნაწილი გახდა, მე კი მისი. შიში გაქრა, მისი ადგილი კი მხურვალე ვნებამ და უსაზღვრო სიყვარულმა დაიკავა. აი თურმე რას ნიშნავს, როცა შენი თავი შენ აღარ გეკუთვნის. იმ წამს როცა თვალებში აღგზნებული მიყურებდა და სიამოვნებისგან ჭკუას მაკარგვინებდა, მივხვდი, რომ აღარასდროს გამიშვებდა, არასოდს მომცემა წასვლის უფლებას და არც მე მინდოდა მისთვის ხელის გაშვება. მომავალი შეუცნობელი იყო, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, ჩვენ ორ შორის ისეთი კავშირი იყო, რომელსაც ვერაფერი გაწყვეტდა, ვერც ლუკას კრიმინალური სამყარო და ვერც ჩემი ბურუსით მოცული მომავალი.
შიშველ მკერდზე ნაზად ვასრიალებდი თითს, სხეულიც ისეთივე სრულყოფილი ჰქონდა როგორც სახე. დაკუნთული ტანი მზის შუქზე თვალისმომჭრელად ეკვეთებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად მისი ნაიარევები მხვდებოდა თვალში. ფერდზე სამი დიდი ჭრილობა აჩნდა. მუცელთან ორი ნატყვიარი მოუჩანდა და ერთიც გულთან ახლოს, მშვენივრად ვცნობდი ასეთ ღრმულებს, ერთი მეთვითონ მქონდა ფერდზე და ერთიც უკვე მკლავზე.
მკერდზე ნატყვიარს თითი გადავუსვი, ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. კითხვაც კი არ მინდოდა ეს ნაიარევები საიდან ჰქონდა.
- რთული ცხოვრება გქონია - ვუთხარი ხმადაბლა და ნაიარევებს თითით შევეხე.
- ჰო, - მიპასუხა წყნარად და წელზე მაგრად შემომხვია ხელები - ოდესმე მოგიყვები, მაგრამ ახლა არა! - ღიმილით მიმიზიდა ახლოს და ნაზად მაკოცა ტუჩებზე.
- თავბრუს ნუ მახვევ! - ვუპასუხე შუბლშეკურლმა.
- ჰო?
სიცილით მომექცა ზემოდან და ჩვენი ტუჩები ისევ შეერწყა ერთმანეთს. გონება გამეთიშა, გარშემო ყველაფერი გაქრა, სუნთქვა შემეკრა და ამოვიკვნესე. როგორც იქნა, მომწყდა და თვალებში თბილად შემომხედა.
- ახლა ნამდვილად უნდა წავიდე, თორემ თავს ვეღარ ვიკავებ და ისევ... - ეშმაკურად შემომხედა. შემრცხვა და თვალებზე ხელი ავიფარე.
- ეგრე ნუ მიყურებ - ჩავიბუზღუნე უკმაყოფილოდ.
- ისეთი სექსუალური ხარ როცა წითლდები, - გამიცინა მხიარულად და სახიდან ხელები მომაშორებინა - ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს.
- ჰო, იოლი სათქმელია! - თვალი ავარიდე სახეალეწილმა. ლუკას გაეცინა, ასეთი გამხიარულებული არასოდეს მინახავს.
- შენ უკვე მე მეკუთვნი, არაუშავს მიგაჩვევ ნელ-ნელა. - გამიღიმა ეშმაკურად და ცხვირზე თითი წამკრა, კიდევ უფრო გავწითლდი.
- ნუ სარგებლობ ჩემი სისუსტით!
- არა, უბრალოდ მიყვარს რომ წითლდები და ჩემს მკლავებში იმალები. - გამიღიმა თბილად და ცხვირზე მაკოცა, კიდევ უფრო შემრცხვა და თვალი ავარიდე.
- ისე გამიკვირდა, რატომ არ გყავდა ჩემამდე არავინ? - მკითხა ინტერესით.
- სერიოზულად? ამაზე გინდა რომ ვილაპარაკოთ?
- რატომაც არა, - გაიცინა ხალისიანად და მხარზე დაყრდნობილი წამოწვა - მინდა, რომ შენზე მეტი რამ გავიგო.
- ფანტასტიურია, - ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ და მზერა ავარიდე - და დღის თემაც შეგირჩევია.
- ასე რატომ წითლდები? - მკითხა სიცილით - რუსეთში გოგონები თოთხმეტი წლიდან კარგავენ ქალიშვილობას.
- ეს საქართველოა ძვირფასო, - გავხედე უკმაყოფილოდ - და მაგაშიც არ არის საქმე, უბრალოდ არავინ მყვარებია.
- არ მჯერა - გამომხედა ეჭვით.
- რა არ გჯერა? - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
- შენნაირი გარეგნობის გოგოს შეყვარებული როგორ არ გყავდა?
გამომხედა სკეპტიკურად, საოცარია, მაგრამ ამ სულელურ თემაზე მართლა დიდი ინტერესით მეკითხებოდა და რაც მთავარია, ჩვენი ნაცნობობის მანძილზე ამდენი არასდროს ულაპარაკია.
- სურვილი არ მქონია, - ავიჩეჩე მხრები და ბალიშზე მოხერხებულად დავდე თავი - არასდროს არავინ მომწონებია.
- გამორიცხულია, - გაიცინა დაბნეულმა - ახლა თავში ამივარდება.
- წარმატებებს გისურვებ! - გაბრაზებულმა ენა გამოვუყე.
- და მაინც, რატომ? - ჩამეკითხა დაეჭვებული. ჩემი პასუხი აშკარად არ აკმაყოფილებდა.
- ირაკლი... - მოკლედ ვუპასუხე მის შეკითხვას. ლუკას წამსვე შეეცვალა სახე.
- რამეს გიშლიდა? - მკითხა ინტერესით. თუმცა ფარული ბრაზის დამალვა უჭირდა.
- არა, არაფერი მაგის მსგავსი! - ახლა ნამდვილად გავბრაზდი - უბრალოდ მუდამ ჩემს გარშემო ტრიალებდა. ერთხელ მახსოვს, სიყვარულის დღეზე ჩემმა პარალელურმა კლასელმა ვარდები მაჩუქა, მერე ის ბიჭი თავისი ყვავილებიანა კლასიდან გაასვენეს, - ამის გახსენებაზე გამეღიმა - ამის შემდეგ მოხალისე აღარ გამოჩენილა, გეგას თუ არ ჩავთვლით. ეგ უბედური კი ლამის საკუთარი ხელით გაგუდა. მოკლედ რომ ვთქვათ არასოდეს გამჩენია სურვილი ვინმესთან ვყოფილიყავი, ირაკლი ჩემთვის ყველაფერი იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
- უცნაური კავშირია თქვენს შორის, - მიპასუხა ჩაფიქრებულმა და ყურადღებით დამაკვირდა სახეზე - მეგობარი ბიჭის ყოლა მესმის, მაგრამ თვრამეტი წლის გოგოს როგორ არავინ მოგწონებია აქამდე.
- ცხრამეტის, - შევუსწორე ღიმილით - არ ვიცი, უბრალოდ ასე გამოვიდა.
- ბევრი საერთო გვქონია - მიპასუხა ღიმილით, მხარზე წამოიწია და საწოლის თავს მიეყრდნო.
- კარგი ერთი! - ახლა მე გამეცინა - მაგას ნამდვილად არ დაგიჯერებ, რომ ქალებში არ დადიოდი, მითუმეტეს რუსეთში!
- ეგ არ მიგულისხმია, - ჩაეღიმა ალმაცერად, ეს რომ დასტურს ნიშნავდა ვეცადე არ შემემჩნია - შენ ერთადერთი არ ხარ ვისაც დღეს სექსი პირველად ჰქონდა.
- რაო? - თვალები ვჭყიტე და სიცილით წამოვიწიე ბალიშიდან, რა თქმა უნდა, არ დავუჯერე!
- რა იყო? - გაეცინა ჩემი რეაქციით გამხიარულებულს.
- და გგონია რომ დაგიჯერებ? - ვკითხე თვალებმოწკურულმა, თან ვცდილობდი არ გამცინებოდა.
- რა არის მაგაში დაუჯერებელი? - ბალიშიდან წამოიწია და ყელზე ნაზად მომეალერსა, მთელი სხეული დამეჭიმა. თავი გავაქნიე, რომ აზრები მომეკრიბა, ძალიან საინტერესო საკითხზე ვაუბრობდით, ახლა გონება არ უნდა ამრეოდა.
- გინდა დაგიჯერო, რომ ქალი არ გყოლია? შენ?
- მე ეგ არ მითქვამს, - მიპასუხა სიცილით - მე გითხარი სექსი არ მქონია თქო.
წელზე ხელი მომხვია და წამის უსწრაფესად მკერდზე მომიქცია, ისე უხურდა კანი, რომ მის სიმხურვალეს თითოეული უჯრედით ვგრძნობდი. გული ამიჩქარდა.
- ვერ გავიგე...
ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მინდოდა ბოლომდე გამეგო რას გულისხმობდა, ის კი განმარტებას არ ჩქარობდა, ვნებიანად მილოკავდა ყელს. თავი გავაქნიე და მკერდზე მწარედ ვუჩქმიტე. ლუკას სიცილი აუტყდა, სწრაფად მომექცა ზემოდან და თვალებში ალერსით მომაჩერდა.
- პასუხი არ გაკმაყოფილებს, - ეს კითხვა არ იყო - სექსი არასდროს მქონია, იმიტომ რომ შენამდე არავინ მყავრებია, ახლა გაიგე?
- ჰო - ვუპასუხე პაუზის შემდეგ.
- ვერაფერიც ვერ გაიგე! - ისევ გაეცინა - ქალთან სექსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს, როცა ის გიყვარს დანარჩენ, შემთხვევაში ეს უბრალოდ...
- გასაგებია - პირზე ხელი ავაფარე და დამთავრება არ ვაცადე, ლუკას ისევ გაეცინა. ხელის გულზე მაკოცა და სახეზე ნაზად მომეალერსა.
- აქამდე არასდროს მყვარებია, უცნაური შეგრძნებაა, ასე თავს პირველად ვგრძნობ. ჩემი ცხოვრების კაცისგან ეგ არც არის გასაკვირი.
- არასოდეს გიფიქრია, რომ ამისთვის თავი დაგენებებინა? - ვკითხე ფიქრებში წასულს.
- ასე უბრალოდ ვერ შეეშვები, ეს... როგორ გითხრა, შენ შეიძლება ამ ცხოვრებისგან თავის დაღწევა გინდოდეს, მაგრამ თვითონ არ დაგანებებს თავს.
ლუკას წამსვე შეეცვალა განწყობა, მის თვალებში ისევ ტკივილმა და სევდამ დაისადგურა. მაშინვე მომშორდა და გვერდით გადაწვა.
- კარგი, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი - ვუთხარი სწრაფად და თავი მკერდზე დავადე - როცა ამ თემაზე იწყებ ლაპარაკს გონება გეშხამება და ისევ მკაცრი კანონდამრღვევი ხდები. - ლუკას სახიდან ღრუბელი გადაეყარა და გაეცინა.
- მკაცრი კანონდამრღვევი?! - გაიმეორა სიცილით და თავი ამაწევინა - რა არ უწოდებიათ ჩემთვის, მაგრამ ეს რაღაც ახალია. - მხიარულად ამიჩეჩა თმა.
- სულაც არ არის სასაცილო! - ავხედე შუბლშეკრულმა. სწრაფი მოძრაობით ისევ ზურგზე დამაწვინა და ზემოდან მომექცა.
- რა არ არის სასაცილო? - მკითხა ხმადაბლა და ძალიან ახლოს მომიტანა სახე, მისმა მზერამ თავგზა ამიბნია, მწვანე თვალები გამომწვევად უელავდა.
- რა? მე... არ ვიცი - ვუპასუხე დაბნეულმა, გვერდულად ჩაეცინა და ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა.
მთელი ორგანიზმი დამეჭიმა. მის კოცნას ვერა და ვერ ვეჩვეოდი. ყოველ მის შეხებაზე მაცახცახებდა. მისმა ტუჩებმა ყელზე გადაინაცვლეს, შემდეგ ღაწვებზე და ბოლოს ყურის ძირში მაკოცა. ერთიანად გამაკანკალა.
- მიყვარხარ! - მიჩურჩულა ყურში და თვალებში სერიოზულად შემომხედა.
- მეც მიყვარხარ - ვუპასუხე ხმადაბლა.
ლუკამ ღიმილით შემომხედა და თითი ტუჩებზე გადამისვა, ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს. მისი მუდამ მკაცრი სახე სადღაც გამქრალიყო, თითქოს რამდენიმე საათით მახინჯ რეალობას მოვწყდით. აქ არ არსებობდა ტკივილი, დანაკარგი, დარდი, ტანჯვა. აქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და ამ ბედნიერი წუთებით ვტკბებოდით.
- სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. - სიცილით გამკრა ცხვირზე თითი.
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო - მეც გამეცინა. ამ დროს ტელეფონიც აზუზუნდა.
- უნდა წახვიდე? - შევხედე მოწყენილმა.
- ჰო, - სახეზე ნაზად გადამისვა ხელი და ცხვირზე მაკოცა - ეს საქმე უნდა მოვაგვარო, მალე ყველაფერი მორჩება და აქედან წაგიყვან.
გულდამძიმებულმა ამოვიოხრე, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. ჯადოსნური წუთები სადღაც გაქრა და ადგილი ისევ მახინჯმა რეალობამ დაიკავა.
- ასეთი სახე ნუ გაქვს, - თითი ნიკაპქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა - ყველაფერს მოვაგვარებ და როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, მე და შენ აქედან შორს წავალთ, ძალიან შორს, უბრალოდ უნდა მენდო.
- კარგი.
დაიხარა და ისევ მაკოცა. ვნების ცეცხლი მთელს ტანზე მომედო, ვგრძნობდი ლუკას ფარულ ჟინს, თავს ძლივს იკავებდა. მის ბეჭებზე ხელს ნაზად ვასრიალებდი, ვგრძნობდი როგორ უვლიდა ტანში ჟრუანტელი და მსიამოვნებდა.
- ახლა კი მართლა უნდა წავიდე. - როგორც იქნა მომწყდა და ამღვრეული თვალებით მომაჩერდა. ხელი შემიშვა და სწრაფად წამოდგა.
მართლაც იდეალური სხეული ჰქონდა, დაკუნთული ბეჭები მოძრაობისას მკვეთრად ეკვეთებოდა. ზურგზეც ბევრი იარა ჰქონდა, ზოგან კი დამწვრობაც მოუჩანდა. მის სხეული ბევრს მეტყველებდა პატრონის წარსულზე. იმაზე მეტი განსაცდელი გამოუვლია ვიდრე მე ოდესმე ვიფიქრებდი. ახლა უკეთ მესმოდა მისი.
შარვალი ჩაიცვა და ტელეფონს დასწვდა. როგორც ყოველთვის ვიღაცას რუსულად გაუბა საუბარი, ნუთუ ქართველებთან საქმეს არ იჭერდა? თუმცა ახლა ამაზე ფიქრი არ შემეძლო, იმდენად მიმზიდველი და სიმპატიური იყო, რომ თვალს ვერ ვაცილებდი. უხმოდ ვუყურებდი როგორ იცვამდა ტანსაცმელს და თან ტელეფონზე საუბრობდა. ბოლოს ლაპარაკი დაასრულა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მე მომიბრუნდა.
- სახლში იყავი კარგი? კარი არავის გაუღო, არ ვიცი როდის დავბრუნდები, თუ რამე დაგჭირდება მაშინვე დამირეკე.
- დღეს მირანდა უნდა ვნახო. - ვუპასუხე მოღუშულმა და წამოვჯექი.
- მარტო არ წახვიდე, როდის აპირებ ნახვას? - საათს გავხედე და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ უკვე შუადღე იყო, ნუთუ ამდენი ხანი გავიდა?!
- თავს მოვიწესრიგებ და უნდა გავიდე.
- კარგი, ბექას ვეტყვი და გამოგყვება, ჩემი მანქანა ქვემოთ დგას. - გასაღები გადმომიგდო და ქურთუკი მოიცვა.
- ლუკა, დედაჩემს უცხო ადამიანის თანდასწრებით ვერ დაველაპარაკები.
- არც მოგიწევს, უკან გამოგყვება, შენ ვერც კი შეამჩნევ.
- კარგი - ამოვიოხრე უკმაყოფილოდ, ძიძების კომპანია არც ისე მხიბლავდა.
- ნუ წუწუნებ, შენი უსაფრთხოება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჭკვინად იყავი, იარაღი თან ატარე, თუ რამე მოხდება მაშინვე მირეკავ!
- კარგი - ვუპასუხე მორჩილად.
ზეწარი ტანზე შემოვიხვიე და წამოვდექი. ლუკამ თავისი იარაღი ზურგს უკან ქამარში გაირჭო და მომიახლოვდა. სახეზე ისევ ღიმილი გადაეფინა.
- მოდი აქ, - წელზე ხელი შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა - ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ ახლა შენთან დარჩენა შემეძლოს.
- არაუშავს, წადი და მალე დაბრუნდი, - გავუღიმე და კისერზე ხელები შემოვხვიე - და რაც მთავარია ფრთხილად იყავი.
- გასაგებია - მიპასუხა ეშმაკურად და ტუჩებზე დამეწაფა.
სუნთქვა შემეკრა და მთელი ტანი ამიცახცახდა. ლუკას ჩაეღიმა და კიდევ უფრო მძლავრად მიმიკრა მკერდზე, ჩემი რეაქცია აშკარად ართობდა. თავბრუდამეხვა და ისევ გავითიშე. ბოლოს როგორც იქნა ნაზად მომწყდა და თბილად შემომხედა.
- დროებით - მიჩურჩულა ყურში, სახეზე ნაზად მომეალერსა და წავიდა.
ჯერ კიდევ დაბნეული და თავგზაარეული რამდნეიმე წუთს ერთ ადგილზე ვიდექი და ზეწარს მჭიდროდ ვიკრავდი ტანზე. ეს ყველაფერი სიზმარს უფრო ჰგავდა ვიდრე რეალობას და ახლა ყოველ წამს შიშით ველოდებოდი გამოღვიძებას. გონს ტელეფონზე ზარმა მომიყვანა. თვალი ძლივს მოვწვიტე კარს, საიდანაც ლუკა გავიდა და ტუმბოზე დადებულ ჩემს ტელეფონს გადავწვდი.
- ნაია? - მომესმა დედაჩემის ანერვიულებული ხმა როგორც კი ვუპასუხე.
- ჰო დედა.
- სად ხარ? ხომ მითხარი გნახავო? დილიდან შენს ზარს ველოდები.
- წყალს გადავივლებ და გამოგივლი, კარგი?
- კარგი.
- კარგად ხარ? - მისი ხმა არ მომეწონა.
- კი, უბრალოდ შენი ნახვა მინდა.
- კარგი, მალე მოგაკითხავ - ვუპასუხე შუბლშეკრულმა და ტელეფონი გავთიშე.
რაღაც ძალიან ანერვიულებული მეჩვენა. აბაზანაში გავედი, ზეწარი სარეცხის მანქანაში შევაგდე და დუში მოვუშვი. წყალი სწრაფად გადავივლე და აბაზანიდან გამოვედი. შემაწუხებელ ფიქრებთან ერთად ლუკაზეც მეფიქრებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ სექსი ასეთი სასიამოვნო იქნებოდა.
ლუკა ისე ნაზად მეალერსებოდა, რომ ლამის გონება დავკარგე. ჩემი პირველი მამაკაცი კანონიერი ქურდი იყო, კაცი რომელზეც უგონოდ ვიყავი შეყვარებული, კაცი რომელსაც საკუთარი თავი ვაჩუქე. როცა მასთან გატარებულ იმ რამდენიმე ჯადოსნურ საათს ვიხსენებდი მუცელში სასიამოვნოდ და ამავე დროს მტკივნეულად მჩხვლეტდა რაღაც - აი თურმე როგორი გრძნობა როცა მუცელში პეპლები გიფუთფუთებენ.
თავი გავაქნიე და ტანსაცმელი ჩავიცვი, სველი თმა სწრაფად გავიმშრალე და წასასვლელად მოვემზადე. ჩემს იარაღს ვერ ვპოულობდი, თითქმის მთელი ოთახი გადავქექე და ვერსად ვიპოვე, უკვე პანიკა მიპყრობდა როცა რბილი სავარძელის მარჯვენა კუთხეში შევამჩნიე. ალბათ როცა წუხელი აქ დავჯექი ძილში ამომივარდა. სასწრაფოდ ვტაცე ხელი, გასაღებიც ავიღე და სახლიდან გამოვედი.
კიბეები ჩავირბინე და სადარბაზოდან გამოვედი. მზე თვალისმომჭრელად კაშკაშებდა, თუმცა ზამთრის სუსხს ვერაფერს აკლებდა. ახლად დადებული თოვლი აღარსად ჩანდა. მწკრივში ჩამდგარ მანქანებს თვალი მოვავლე, წინა შეტაკებაზე ლუკას BMW ისე დაზიანდა, რომ ხელახლა იყო შესაკეთებელი, ასე რომ ახლა გონზე არ ვიყავი, რომელი მანქანა იყო მისი. გასაღები ამოვიღე და ღილაკს თითი დავაჭირე. იქვე, ორ მეტრში, ვერცხლისფერმა ჯიპმა ფარები აანთო და ჩააქრო. სწრაფი ნაბიჯით მივედი მანქანასთან, კარი გამოვაღე და ჩავჯექი.
თბილი და მყუდრო სალონი ძალიან მესიამოვნა, კისერზე შემოხვეული შარფი მოვიხსენი და სავარძელზე მივაგდე. ეზო მოვათვალიერე, ლუკამ მითხრა ბექას გამოგაყოლებო, ჯერ ერთი ამ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობდი და მეორეც, როგორ უნდა გამომყოლოდა აქვე თუ არ იყო? ეზოში არავინ ჩანდა. მხრები ავიჩეჩე და მანქანა დავძარი.
მთელი გზა უკანა ხედვის სარკეში ვათვალიერებდი მანქანებს, მაგრამ ბექა მათ შორის ვერ შევამჩნიე - ეს ბიჭები მართლაც მოჩვენებებივით დაიპარებოდნენ აქეთ-იქით. ლუკაც სულ არსაიდან ჩნდებოდა ხოლმე ვამპირივით. თავი გავაქნიე და გაზის პედალს ფეხი დავაჭირე. სულ მალე ჩემს კორპუსს მივუახლოვდი და მანქანა სადარბაზოსთან შევაჩერე. ტელეფონი ამოვიღე და მირანდასთან გადავრეკე
- ჩამოდი, ქვემოთ გელოდები.
- სად ჩამოვიდე სახლში ამოდი!
- დედა, ქვემოთ ჩამოდი!
- ქუჩაში ხომ არ ვილაპარაკებთ, სახლში ამოდი!
- მირანდა, მანქანით ვარ, ჩამოდი ქვემოთ! - უკვე ნერვები მეშლებოდა.
- კარგი - მიპასუხა პაუზის შემდეგ და ტელეფონი გათიშა.
ხუთი წუთი ველოდე. თითებს მოუთმენლად ვაკაკუნებდი საჭეზე და წარამარა სადარბაზოსკენ ვიყურებოდი. როგორც იქნა, მირანდაც გამოჩნდა. მანქანის შუქფარები ავანთე და ჩავაქრე, რომ შევემჩნიე. დამინახა და ჩემკენ გამოიქცა. კარი გამოაღო და მანქანაში სწრაფად ჩაჯდა.
- ნაია! - ამოიკრუსუნა საწყლად და მომეხვია.
- კარგი, დაწყნარდი, ყველაფერი რიგზეა - თავზე ნაზად გადავუსვი ხელი.
- არაფერი არ არის რიგზე! - ამოისლუკუნა სახეგაფითრებულმა და ჩამომეხსნა - შენს თავს შეხედე, მიცვალებულს გავხარ, ჩონჩხად ხარ ქცეული!
- მომისმინე, რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ. - მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- მაგალითად?
- სახლში მარტო ნანაა?
- ჰო.
- კარგი, დაურეკე და უთხარი რომ ცოტახანში ახვალ.
- რატომ?
- სალაპარაკო გვაქვს. - ვუპასუხე მოკლედ და მანქანა დავქოქე.
- სად მივდივართ?
- ნახავ - მანქანა მოვაბრუნე და მცხეთისკენ ავიღე გეზი.
დაახლოებით ორმოცი წუთი დამჭირდა მცხეთაში შესასვლელად. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, მირანდაც ჩუმად იჯდა და ფანჯრიდან ხედებს ათვალიერებდა. ვიცოდი ინტერესი კლავდა სად მიმყავდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. გზაში გონებაში ვალაგებდი სათქმელს, როგორ დამეყოლიებინა აქედან წასვლაზე.
ეს აცულიბლად უნდა გამეკეთებინა, მირანდა აქაურობას უნდა მომეშორებინა! თან რაც შეიძლებოდა სწრაფად! სიტუაცია დღითიდღე იძაბებოდა, საბოლოო ომი გარდაუვალი იყო, ყველაფერი ან ასე დასრულდებოდა ან ისე. არცერთ შემთხვევაში არ მაწყობდა ამ დროს მირანდას თბილისში ყოფნა. ის აქაურობისთვის უნდა გამერიდებინა.
ჩემდა გასაკვირად მცხეთაში ხვავრიელად ბარდნიდა. სქელი ფიფქები მძიმედ მოფარფატებდნენ ციდან და სახლებს სქელ, თეთრ ქურქში ხვევდნენ. როგორ მიყვარდა ზამთარი. მარჯვნივ შევუხვიე და მალე დავადექი იმ გზას, სადაც უკვე დიდი ხანია წამოსვლა მინდოდა.
- ჯვრის მონასტერში რა გვინდა? - მკითხა გაოცებულმა.
- ნახავ!
ათ წუთში ტაძართან ავედი და მანქანა გორაკზე შევაჩერე. ბოლოს აქ ირაკლისთან ერთად ვიყავი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლები ძლივს შევიკავე. „გთხოვ დამეხმარე ამას მარტო ვერ შევძლებ!“ გავიფიქრე გულში.
- ნაია, აქ რას ვაკეთებთ?
- აქ ბოლოს ირაკლისთან ერთად ვიყავი. - ტაძარს ავხედე, ისეთივე მომხიბვლელი იყო, როგორც ყოველთვის, ოღონდ ახლა ქონგურებზე თოვლის სქელი ფენა მოსდებოდა. მისმა დანახვამ სულში მიყუჟული ტკივილი გამიათკეცა.
- მეც მენატრება, ყოველ დილით იმის იმედით ვიღვიძებ, რომ ორივე თქვენ-თქვენი ოთახებიდან გამოხვალთ და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება, მაგრამ ეს კოშმარი არ მთავრდება! ჩემი ბიჭი მკვდარია, შენ კი შენ... შენს თავს შეხედე რას დაემგვანე! ცოცხალის არაფერი გეტყობა.
- დედა, რაღაც უნდა გითხრა და ამას გაგებით უნდა მოეკიდო.
- რა ხდება? - შემომხედა შეშინებულმა.
- ყველაფერს გეტყვი, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა მენდო და დამიჯერო კარგი?
- რა ხდება?
- დედა!
- კარგი - მიპასუხა ყოყმანით.
- აქედან უნდა წახვიდე! - ვუთხარი პაუზის შემდეგ და თვალებში შევხედე. წამით დაიბნა, ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი.
- სად უნდა წავიდე? - მკითხა შუბლშეკრულმა.
- ბებიასთან, პრაღაში.
- კარგი, წავიდეთ. ისედაც დიდი ხანია ამას ვაპირებ, მშვენიერი იდეაა, მაგრამ... - სახეზე დამაკვირდა და ტუჩები აუკანკალდა - შენ თქვი უნდა წახვიდეო.
- ჰო, შენ უნდა წახვიდე და რაც შეიძლება მალე! - შევამჩნიე უფერული სახე კიდევ უფრო როგორ გაეცრიცა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა?!
- შენ? - ამოღერღა როგორც იქნა.
- მე ვრჩები, ჯერჯერობით. - თვალი ავარიდე და სავარძელზე გადავწექი ქარიშხლის მოლოდინში.
- რას ნიშნავს რჩები? სად რჩები? აქ რა დაგრჩენია?
- დედა, - ამოვიოხრე და სახეზე ხელები ავიფარე, როგორ ამეხსნა მისთვის ყველაფერი? რომ გაეგო ვისთან ერთად ვცხოვრობდი ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებოდა - ის ნაძირალა ვინც ირაკლი მოკლა ამაზე არ გაჩერდება, გესმის? აუცილებლად ეცდება შენთვის რამის დაშავებას, ამდენად ვერ გავრისკავ, აქედან უნდა წახვიდე, სასწრაფოდ!
- კი მაგრამ ჩვენგან რა უნდათ?
- შენი ქმარია ყველაფერში დამნაშავე! - შევუღრინე გაცეცხლებულმა, ირაკლის ჩანაწერის მოსმენის შემდეგ მამაჩემზე წარმოდგენა საერთოდ შემეცვალა, სევდა ბრაზმა შეცვალა.
- რა? - მირანდას თვალები დაუმრგვალდა.
- სანამ დაიღუპებოდა რაღაც შარში გაყო თავი, ვიღაც მანიაკი გადაიკიდა რამაც საბოლოოდ ბოლო მოუღო და არა მარტო მას! ირაკლიც თან გაიყოლა! - გავაღრჭიალე კბილები.
- შენ ეს საიდან იცი? - მკითხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როცა მიხვდა რომ მეტყველება უნარი დაუბრუნდა.
- ირაკლიმ ჩანაწერი დამიტოვა, აქედან გავიგე ყველაფერი. ირაკლიმ იცოდა, რომ საფრთხეში ვიყავით და ჩვენი დაცვა სცადა, შენ იცი ეს როგორც დამთავრდა.
- ესეიგი ის დაბრუნდა ხომ? - დაიჩურჩულა ტუჩებაკანკალებულმა.
- არ ვიცი ამ საქმეში მისი ხელი ურევია თუ არა, საერთოდ არაფერი ვიცი ჯერ.
- კი, მაგრამ გიორგი? რა გააკეთა? ის ისეთს არაფერს იზამდა რაც მის ოჯახს ავნებდა, ამას ვერ დავიჯერებ, ირაკლიმ რა გაიგო? საიდან გაიგო?
- არ ვიცი რა როგორ მოხდა, მაგრამ გავარკვევ. ფაქტია, რომ ყველაფერი აქედან დაიწყო და ამას შეეწირა ირაკლი და სანამ ამ ყველაფერს არ გავარკვევ აქედან არსად წავალ!
- რაო? - მირანდას სახე წაეშალა - არც იოცნებო! ხომ ნახე ირაკლიმ როგორ დაასრულა! შენ მასზე ძლიერი არ ხარ! მე კი კიდევ ერთი შვილის დაკარგვას ვერ გადავიტან ნაია, ასე ნუ მექცევი!
- დედა! - ვიყვირე გაცოფებულმა - გინდა, რომ იმ ახვარს ირაკლის მკვლელობა შერჩეს? როგორ ფიქრობ ოდესმე შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას ამით? არა! არავითარ შემთხვევაში, სანამ ის დამსახურებულს არ მიიღებს არ მოვეშვები, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს და არ შემაწყვეტინო! - ხელი ავწიე გამაფრთხილებლად, როცა რაღაცის თქმა დააპირა - დედა, ამას თუ არ ვიზამ მოვკვდები, შემომხედე! არამგონია ამაში ეჭვი შეგეპაროს. ეს ბოღმა და დარდი ყოველ დღე ბოლოს მიღებს. ამით ვერ ვიცხოვრებ, სანამ ის სუნთქავს... არ შემიძლია, ეს ბოლოს მომიღებს.
- პოლიცია რისთვის არსებობს? - შემეკამათა სასოწარკვეთილი.
- ნეტა შენივე სიტყვების თვითონ თუ გჯერა?! - გავხედე ირონიულად - ისევე მოაგვარებენ საქმეს, როგორც ეს მამაჩემის შემთხვევაში გააკეთეს ხომ? ეს არ მოხდება! მაგ ნაძირლის თავს არავის დავუთმობ!
- და რა მარტო წახვალ მის მოსაძებნად? - ისეთი ტონით მკითხა, ნეტა ხომ არ გააფრინაო.
- არა, ლუკა დამეხმარება. - ვუთხარი ხმადაბლა.
- ეს ის ბიჭია ვისთანაც რჩები ხოლმე? - გამომხედა წარბშეკრულმა.
- ჰო.
- და ვინ არის? საიდან იცნობ? მასთან რატომ რჩები? ან რა იცის მომხდარზე? რატომ ენდობი? - მომაყარა კითხვები.
- დედა, - ეს საუბარი უფრო და უფრო რთული ხდებოდა, ისეთ კითხვებს მისვამდა რომელზეც პასუხის გაცემა უბრალოდ არ შემეძლო - ისეთ კითხვებს ნუ დამისვამ რომელზეც პასუხს ვერ გაგცემ.
- ნაია, შემომხედე, - დამიცაცხანა გაცოფებულმა - სრულ უაზრობას მელაპარაკები და კითხვებზე პასუხის გაცემაც არ გინდა? რა გინდა საბოლოოდ შემშალო ჭკუიდან?
- მინდა რომ მენდო. მხოლოდ ამას გთხოვ მირანდა, დამეხმარე, რომ გზა გავაგრძელო. დამეხმარე რომ ერთ დღეს ისევ შევძლო ცხოვრების გაგრძელება, წადი აქედან, გეხვეწები. აქ თუ დარჩები ის აუცილებლად მოვა შენამდე და შენით შეეცდება ჩემს მანიპულირებას და გამოუვა კიდეც. მეორედ ნუღარ დამღუპავ, ამას ვეღარ გადავიტან. შენი აქ ყოფნით ორივე საფრთხეში ვართ. თუ ახლა გავიქცევი, მთელი ცხოვრება სირბილი მომიწევს, ეს არ შემიძლია და არც მინდა. ირაკლი ჩემთვის ზედმეტად ბევრს ნიშნავდა, რომ მას ზურგი ვაქციო, ამას ვერ შევძლებ.
- და შენ ვინ დაგიცავს? - მკითხა თვალცრემლიანმა.
- ლუკა, - ვუპასუხე მოკლედ.
თვალებში მომაჩერდა, არ ვიცი რის ამოკითხვას ცდილობდა, ან რას ეძებდა, მაგრამ დაკვირვებით მათვალიერებდა. ბოლოს თვალი ამარიდა და გარეთ გაიხედა.
- ეს ვინაა? - მკითხა დაფეთებულმა.
უკანა ხედვის სარკეში გავიხედე და ბექა შევამჩნიე, უფრო სწორად მის გარდა სხვა არავინ იქნებოდა, თეთრი ჰიუნდაი მოშორებით იდგა და იცდიდა.
- ნუ ნერვიულობ, ჩემი ძიძაა. - ვუპასუხე უხალისოდ და თვალები მოვისრისე.
- შენი ვინ? - გამომხედა დაბნეულმა.
- ლუკამ გამომაყოლა, ყოველი შემთხვევისთვის.
- გასაგებია. - ჩაილაპარაკა დაბნეულმა და ისევ მანქანას გახედა.
- მის გვერდით არაფერი მემუქრება დედა, მე უსაფრთხოდ ვარ.
- კარგი - მიპასუხა პაუზის შემდეგ და თვალიდან უხმოდ ჩამოუგორდა ცრემლი, გული მომიკვდა ვხედავდი, როგორ ვტანჯავდი მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა!
- ბილეთებს ახლავე ავიღებთ და ხვალვე გაემგზავრები, ჩემი მეგობრები უკან გამოგყვებიან, უსაფრთხოდ იქნები.
- კარგი.
გულზე მომეშვა და მანქანა დავქოქე. იმაზე ადვილად მოვახერხე მისი დათანხმება ვიდრე ველოდი. ერთით ნაკლები სადარდებელი მრჩებოდა. მირანდა თუ აქედან შორს წავიდოდა, უკვე თავისუფლად შევძლებდი მოქმედებას.
- ჩემი წასვლა აუცილებელია? - მკითხა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, უკვე თბილისს ვუახლოვდებოდი.
- კი, ასე რომ არ იყოს არც გაგიშვებდი, ერთადერთი არ ხარ ვისაც დამშვიდობება უჭირს.
დედაჩემმა ფანჯარას თავი მიადო და თვალები დახუჭა. მისკენ გახედვა არ მინდოდა, მიჭირდა მისი ყურება, თავს მტკიცედ ვაჯერებდი, რომ ამას მხოლოდ მისი უსაფრთხოებისთვის ვაკეთებდი. ამაზე ფიქრი შვებას არ მგვრიდა, მაგრამ რეალობა ერთი იყო - თუ ის აქ დარჩებოდა, მალე მასთანაც მივიდოდნენ და შეიძლება დროულად ვერ მიმესწრო, ამას ვერ დავუშვებდი.
- ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მართლა ჩვენს თავს ხდება!
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი მალე დამთავრდება.
- კი მაგრამ, ნანას რა მოვუხერხო?
- თან წაიყვანე, გარემოს გამოცვლა მაგასაც არ აწყენს. ასე გაცილებით მშვიდად ვიქნები.
მალე აეროპორტში მივედით. დედამ ორი ბილეთი იყიდა, მეორე დღეს დილის ათ საათზე გადიოდა თვითმფრინავი. როგორც კი ბილეთები აიღო თითქოს გულიდან დიდი ლოდი მომშორდა. აეროპორტი მალულად მოვათვალიერე, უცნაური არაფერი შემიმჩნევია.
- ხვალ გამაცილებ? - მკითხა საწყლად, როცა მანქანაში ვჯდებოდით.
- კი, დილით გამოგივლი და მე წაგიყვანთ აეროპორტში.
- ერთი პირობით - მითხრა პაუზის შემდეგ.
- გისმენ - ვუპასუხე დაძაბულმა.
- ის ბიჭი წამოიყვანე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ ვერ დავმშვიდდები.
- დედა!
უცებ წარმოვიდგინე მათი შეხვედრის სცენა და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. როგორ უნდა გამეცნო? გაიცანი დედა ეს ლუკაა, კანონიერი ქურდი და ჩემი შეყვარებული თქო?! გაფიქრებაზაც კი მზარავდა.
- არავითარი დედა! - გამომხედა მკაცრად, ისეთი სახე ჰქონდა, რომ შეწინაარმდეგებას აზრი არ ჰქონდა, ამოვიოხრე და გაზის პედალს ფეხი დავაჭირე.
ერთ საათში მანქანა სახლთან შევაჩერე და ძრავა გამოვრთე. დედაჩემი უხმოდ იჯდა სავარძელში და ცრემლები ჩამოსდიოდა. შემეცოდა, ცოტაც და ალბათ ვეღარ გავუძლებდი. განზე გავიხედე და ძალა მოვიკრიბე.
- სახლში ადი და ბარგი ჩაალაგე კარგი?
- რას ვაკეთებ, - უცებ სახეზე ხელები აიფარა და ერთინად აკანკალებული მოთქმით ატირდა - რა ჯანდაბას ვაკეთებ, აქ როგორ დაგტოვო და სად ჯანდაბაში წავიდე?!
- დედა, - მოვეხვიე და თავზე ვაკოცე - ამას ჩემს დასაცავად აკეთებ გესმის? სხვა გზა რომ იყოს ასე არ მოგექცეოდი, მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა წახვიდე. გთხოვ, თავს ნუღარ იტანჯავ და მეც ნუ მტანჯავ.
- კარგი, კარგი უბრალოდ ძალიან მიჭირს.
- ვიცი დე, მალე შევხვდებით ერთმანეთს, გპირდები ახლა კი წადი, ხვალ მოგაკითხავ.
მაგრად მომეხვია და გულამოსკვნილი ატირდა. სულში ბოღმამ ერთიანად დამრია ხელი, დედაჩემი იმ ცხოველის გამო ასე დაიტანჯა! არა, ამას ნამდვილად არ შევარჩენდი! რადაც უნდა დამჯდომოდა გავანადგურებდი, თუ ვერ შევძლებდი, ამას ლუკა მოახერხებდა. დედაჩემი მაგ დროისთვის ძალიან შორს იქნებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამომეხსნა და მანქანიდან გადავიდა. ძლივს შელასლასდა სადარბაზოში და კიბეეს აუყვა.
თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა. ვერ ველეოდი ჩემს სიფრიფანა დედიკოს. ის ისეთი ნაზი იყო, ბავშვურად დაუცველი და უცოდველი. საჭეს თავი ჩამოვადე და დამშვიდება ვცადე, მაგრამ ცრემლები არ ჩერდებოდნენ, სახე ერთიანად დამისველდა. მსიამოვნებდა, რომ მარტო ვიყავი და არავინ მიყურებდა. თხუთმეტი წუთი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად.
ბოლოს ცრემლები შევიმშრალე, თავი ხელში ავიყვანე და მანქანა დავქოქე. უკანა ხედვის სარკეში ჰიუნდაი შევათვალიერე, როგორც კი მანქანა დავძარი ისიც უკან მომყვა. სახლისკენ ვაპირებდი წასვლას როცა ინამ დამირეკა.
- ნაია, როგორ ხარ?
- არამიშავს, - ვუპასუხე მოგუდული ხმით, მანქანა გზიდან გადავიყვანე და ახლომდებარე სკვერთან გავაჩერე. - რამე სიახლე ხომ არაა დაჩიზე?
- კი, პალატაში გადმოიყვანეს, გაიღვიძა და შენი ნახვა უნდა.
- პალატაში გადმოიყვანეს? ასე მალე?
- ჰო, მეც გამიკვირდა, მაგრამ ექიმმა თქვა ყველაფერი რიგზეაო.
- ძალიან კარგი, ახლავე მოვალ. - ვუპასუხე სწრაფად და ტელეფონი გავთიშე.
მშვენიერია, ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგე-თქო, გავიფიქრე და მანქანა მოვაბრუნე. არ გასულა ხუთი წუთი, რომ ტელეფონმა ისევ დარეკა. ეკრანს რომ დავხედე გამეცინა, როგორც ჩანს ჩემმა „ძიძამ“ ლუკას დაუგეგმავი მარშუტის შესახებ აცნობა.
- ნაია, სად მიდიხარ? - მკითხა მაშინვე როგორც კი ვუპასუხე.
- დაჩი გონს მოვიდა და მის სანახავად მივდივარ.
- მართლა? უკეთ არის? - მის ხმაში კმაყოფილება ვიგრძენი და გამეღიმა.
- ჰო, ჩემთან ლაპარაკი უნდა, მივალ და მალე დავბრუნდები.
- კარგი, თუ რამე ისე არ წავა მაშინვე დამირეკე.
- კარგი, შენ მალე დაბრუნდები?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვეცდები.
- კარგი, თავს მიხედე.
- სახლში დამხვდი!
- კარგი.
ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე. ნახევარ საათში რესპუბლიკურს მივუახლოვდი. მანქანა პარკინგზე დავაყენე, იარაღი ქამარში შევისწორე და მანქანიდან გადმოვედი. ეზო მოვათვალიერე. პოლიცია არსად ჩანდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სონგულია თავის ლეკვებს სადარაჯოდ გამოუშვებდა.
მოლოდინი მალე გამიმართლდა. როგორც კი დაჩის პალატას მივუახლოვდი ორი მამაკაცი შევამჩნიე, სამოქალაქო ტანსაცმელში კი იყვნენ გამოწყობილებდი, მაგრამ ეგრევე ეტყობოდათ რომ პოლიციელები იყვნენ. მოსაცდელში მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ და მობეზრებული სახეებით ჟურნალებს ათვალიერებდნენ. თვალი ავარიდე და პალატაში შევედი. ოთახში მხოლოდ ინა დამხვდა, დაჩის გვერდით სკამზე იჯდა და ხმადაბლა რაღაცაზე ესაუბრებოდა.
დაჩი ლოგინში იწვა, ერთიანად გაცრეცილი და თვალებამოღამებული, სხვა მხრივ კი ნორმლაურად გამოიყურებოდა. გვერდით წვეთოვანი ედგა, მაგიდაზე კი მთელი გროვა წამლები და პრდუქტები დაეხვავებინათ. როგორც კი დამინახეს მაშინვე გაჩუმდნენ.
- მოხვედი? - დაჩიმ სუსტად გამიღიმა.
- აბა რას ვიზავდი, როგორ ხარ მეგობარო? - ახლოს მივედი, სკამი გვერდით მივაჩოჩე და ჩამოვჯექი.
- როგორ იქნება?! ძლივს გადარჩა! - აიფხორა ინა. გაკვირვეულმა გადავხედე, მისი ტონი მეუცნაურა.
- ყველაფერი რიგზეა! - დაჩიმ ინას გადახედა - ცოტახანი მარტო დაგვტოვე, აქვე იყავი და არავინ შემოუშვა კარგი? - ინამ წყენით შეხედა, მერე მე შემომიბღვირა და ცხვირაბზუებული ოთახიდან გავიდა.
- ზედმეტად ნერვიულობს. - მოიბოდიშასავით დაჩიმ და წამოდგომა სცადა.
- რას აკეთებ! არც კი გაბედო განძრევა! - დავუცაცხანე გაბრაზებულმა. ძალით დავაწვინე და ბალიში შევუსწორე, რომ თავი ნორმალურად დაედო - მისი არ მიკვირს. რა თქმა უნდა, ინერვიულებს.
- აქ მაგაზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხარ, კიდევ კარგი გადარჩი, შენი მეგობარი როგორაა, თქვენც ხომ არ დაგჭრეს? ვერავის ვერაფერი ვკითხე.
- ყველაფერი კარგადაა ნუ ნერვიულობ.
- კი მაგრამ, იქ საიდან გაჩნდნენ? ან რა უნდოდათ თავს რატომ დაგვესხნენ?
- წარმოდგენა არ მაქვს, დღემდე ვერ ვხვდები. - შუბლშეკრულმა გრაფინიდან წყალი ჭიქაში ჩამოვასხი და დაჩის მივაწოდე.
- გმადლობ, - ოდნავ მოსვა და ტუმბოზე დადგა - კი მაგრამ, მე არავინ მომყვებოდა, კარგად შევამოწმე, ლამის ხუთი წრე დავარტყი ქალაქს და ისე წამოვედი.
- ვიცი, მაგრამ ჩვეულებრივ ნაბიჭვართან არ გვაქვს საქმე, როგორც შენიშნე.
- მაშინ კითხვა ვეღარ მოვასწარი, კიდევ რა გითხრა ვაჩემ?
- ჯობია ამ ყველაფერში არ ჩაერიო კარგი?
- და რა მიზეზით?!
- იმ მიზეზით, რა მიზეზითაც მანდ წევხარ! - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
- ახლა არ დაიწყო, - გადაატრიალა თვალები და ბალიში გაისწორა - და ასე კარგად სროლა სად ისწავლე? ან საიდან იარაღი? ნაია რაში გაყავი თავი?! - შეშფოთებულმა მკაცრად გამომხედა.
- ისეთ კითხვებს ნუ დამისვამ რაზეც ვერ გიპასუხებ.
- ვინ იყო ის ტიპი?
- მეგობარი.
- ჰო, მეგობარი! უფრო კონკრეტულად?!
- დაჩი! გაცილებით მნიშვნელოვანი სადარდებელი გვაქვს.
- ირაკლის შენს მეტი სადარდებელი სხვა არაფერი ჰქონდა, მარტო შენ აინტერესებდი, მარტო შენით ცხოვრობდა. ის ჩემი ძმა იყო, ახლა კი ორივე მარტო დავრჩით, როგორ ფიქრობ საკმარისი მიზეზი არ მაქვს შენს მოსახედად?!
- მე მიხედვა არ მჭირდება. საკუთარ თავს გაუფრთხილდი და ამ საქმეში ნუ ჩაერევი! ამის სათქმელად მოვედი. ძალიან გთხოვ დამიჯერე, სხვა დროს ასე აღარ გაგიმართლებს!
- სხვა დროს ცარიელი ხელებით არც მე დავხვდები, მაგ ახვრებს! - დაისისინა გაცოფებულმა.
- გეყო! შენ მგონი მართლა ვერ იაზრებ რა ხდება! აქ მარტო შენ არ გეხება საქმე, შენს ოჯახსაც მიწვდებიან თუ დასჭირდათ და დამერწმუნე ამ ომში გამარჯვებული შენ ნამდვილად არ დარჩები!
- აბა რას მთავაზობ? განზე გავდგე და შენთვის რაიმეს დაშავების უფლება მივცე?! საერთოდ გასულელდი?!
- დაჩი, როგორც უკვე შენიშნე, მარტო არ ვარ. ამას ჩემით მოვაგვარებ, შენებზე უნდა იფიქრო, მათ ვაჩე ჩემს თვალწინ მოკლეს. არაფერზე დაიხევენ უკან, თუ ჩათვლიან, რომ ვინმესგან საფრთხე ემუქრებათ, გესმის?
- სულ ფეხებზე , მისაღებს მიიღებენ! - შემიღრინა უკმაყოფილოდ - ეს ასე არ დამთავრდება, აქედან წამოვდგები და...
- და შენს ოჯახს მიხედავ! - დავასრულე მკაცრად - არამგონია ირაკლის გახარებოდა შენი საფრთხეში ჩაგდება.
- და შენ რასაც აკეთებ ეგ ნამდვილად გულს დაუმშვიდებდა! საერთოდ ვინ არის ეგ ტიპი? ჩვენზე დიდია, საიდან იცნობ?
- დაჩი...
- ნაია! იცოდე ჩემით გავარკვევ! - დამიბრიალა თვალები - მინდა ვიცოდე ვისთან გაქვს საქმე.
- ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ - ვუპასუხე პაუზის შემდეგ - და ნუ ჩაერევი ძალიან გთხოვ!
- კი მაგრამ, ასეთი ვინ არის რომ მასზე ლაპარაკიც კი არ გინდა?
- და ეგ რა შუაშია?
- მაშინ რატომ არ მეუბნევი? - შევუბღვირე. ისიც დაბღვერილი მიყურებდა, ბოლოს მივხვდი, რომ თვალების ბრიალის კონკურსში დავმარცხდი და ამოვიოხრე.
- რა მნიშნველობა აქვს ვინ არის? მასთან არაფერი მემუქრება.
- ერთად ხართ? - მკითხა პირდაპირ. დავიბენი, დღევანდელი დილა გამახსენდა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა - შენ რა გაწითლდი?
- გეყოფა! - დავუცაცხანე დარცხვენილმა, დღეს საკმარისზე მეტად გამაწითლეს, ეს უკვე ნერვებს მიშლიდა - თავი დაკითხვაზე მგონია!
- ანუ ერთად ხართ, - დაჩი ბალიშზე შესწორდა და ფრთხილად გამომხედა - რამდენი ხანია?
- დაჩი...
- როდის გაიცანი?
- კლუბში - ვუპასუხე პაუზის შემდეგ.
- მოიცა, მაშინ ირაკლიმ რომ მოგიყვანა მაგ დროს? - მკითხა გაოცებულმა.
- ჰო.
- როდისღა მოასწარი? ირაკლი გვერდიდან არ მოგშორებია.
დაჩის გავხედე, არ ვიცოდი ღირდა თუ არა თქმად. გეგას ისედაც საკმარისი მოხვდა გვერდებში, მეორე მხრივ კი გულის დაცლა მართლა ძალიან მინდოდა. ჩემში უკვე იმდენ საიდუმლოს ვინახავდი, რომ ალბათ ცოტაც და გავსკდებოდი. მას შემდეგ რაც ერთად გამოვიარეთ, მე და დაჩი ძალიან დავახლოვდით, მაგრამ, უნდა ვაღიარო, ეს ძალიან მაშინებდა. დაჩის სულ ერთხელ შევხვდი ირაკლის დაკრძალვის შემდეგ და იმ ღამესაც სასიკვდილოდ დაჭრეს. როგორ არ უნდა დამეჭირა მისგან თავი შორს?!
- ნაია, ნუ გაშტერდი! კითხვაზე მიპასუხე!
თვალი ავარიდე და განზე გავიხედე, როგორც არ უნდა მდომოდა მისთვის თუნდაც სულ მცირედის მოყოლა არ შემეძლო, ნებისმიერი ინფორმაცია ლუკას შესახებ მას მხოლოდ საფრთხეს შეუქმნიდა. ჩავახველე და წამოვდექი.
- თავს მიხედე და გამოჯანმრთელდი, - შევუბღვირე გაბრაზებულმა - ბევრს ნუ ფართხალებ, დასვენება გჭირდება, ბოლოს და ბოლოს სამი ტყვია მოგხვდა!
- ნაია! - დაჩიმ წამოწევა სცადა.
- რა ჯანდაბას აკეთებ! - დავუცაცხანე გაბრაზებულმა და ისევ ძალით ჩავტენე ლოგინში - ნუ მოძრაობ, კათეტერი მოგძვრება!
- ეს ყველაფერი არ მომწონს. რაღაცას მიმალავ, ასე თავგამოდებით რატომ ცდილობ მის დაცვას? ვინ არის? სახელი მაინც მითხარი.
- დაჩი, მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია.
მუდარით შევხედე, აღარცერთი კითხვის მოსმენა აღარ მინდოდა. თვალებში შემომხედა და მოეშვა, თავი დამიქნია და სახეზე ხელი მოისვა.
- ფრთხილად იყავი, მარტო არსად იარო გაიგე?!
- შენ კი პოლიციასთან არ იჭიკჭიკო.
- ჰაჰ, იხუმრა გოგომ! - გამომაჯავრა გაღიზიანებულმა.
- ახლა ნამდვილად უნდა წავიდე, ცოტახანში შეიძლება სონგულია დამადგეს თავზე, მაგ კაცს ამ ბოლო დროს ძალიან შევუყვარდი. - ვუპასუხე სარკასტრულად და წამოვდექი.
- გაწუხებს? - აიფხორა გაცეცხლებული.
- შენ ძაღლებთან ჯაჯგურს გირჩევნია გამოჯანმრთელდე. დროებით, კიდევ შემოგივლი.
- კარგი - მიპასუხა დაბოღმილმა და განზე გაიხედა.
- ასე ნუ განიცდი, შენ რაც შეგეძლო ყველაფერი გააკეთე. ირაკლის არაფერში უცრუებ იმედს, თავს ნურაფერში იდანაშაულებ.
დაჩიმ თავი ასწია და დაძაბულმა გამომხედა. არ ელოდა, რომ ფარულ გულისტკივილს მივუხვდებოდი. გავუღიმე, ხელი დავუქნიე და ოთახიდან გამოვედი.
ინა სავარძელში იჯდა და გაბოროტებული ენას ღეჭავდა. როგორც კი გამოსული დამინახა მაშინვე ადგა და ჩემსკენ წამოვიდა. ორმა პოლიციელმა თავი ასწია და ინტერესით შემომხედა.
- რაზე ელაპარაკებოდი? - მკითხა ინტერესით.
- ახლა ამის დრო არ არის! - გამოვცერი კბილებში და პოლიციელებს გავხედე, რომლებიც ყურებდაცქვეტილები გვისმენდნენ.
- ამის დრო არასდროს არის შენთვის! წარმოდგენა მაინც გაქვს რა გადავიტანე?!
- ჯანდაბა, ინა!
მკლავში ხელი წავავლე და საპირპარეშოსკენ წავათრიე. ტუალეტში შევედით თუ არა კაბინები შევამოწმე, ყველა ცარიელი იყო. შიგნიდან კარი გადავკეტე და ინას მივუბრუნდი.
- არ გაბედო! - დამიცაცხანა გაცეცხლებულმა - არ გაბედო იმის თქმა, რომ ვერაფერს ამიხსნი! დაჩი ძლივს გადარჩა! ექიმები იმედს არ გვაძლევდნენ! წარმოდგენა მაინც გაქვს რა გადავიტანე?!
- დამერწმუნე ვიცი რაზეც ლაპარაკობ! - დავისისინე გაღიზიანებულმა.
- აჰ, იცი ხომ? - გაიცინა ისტერიკულად, გაოცებული მივაშტერდი ჩემს მეგობარს ვერ ვცნობდი - რატომ არ ეუბნევი პოლიციას ვინ ესროლა დაჩის?! შენ ხომ ეს მშვენივრად იცი?!
- რაო?! რეებს ბოდავ?
- მე ვბოდავ? - იკივლა გაცეცხლებულმა - დეტექტივი მელაპარაკა, ყველაფერი მითხრა! თქვა რომ იცი ვინც არის დამნაშავე, მაგრამ ხმას არ იღებ, ისე როგორც მაშინ არ თქვი არაფერი, როცა მამაშენი დაიღუპა, როცა ირაკლი მოკლეს! ამიხსენი რა ჯანდაბა გჭირს?!
- სონგულიამ გითხრა ასე?
სახტად დავრჩი, ინას ნათქვამის გააზრება მიჭირდა. უცებ სიცილი ამიტყდა. ტურა! როგორც ჩანს, ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა, ახლა ჩემი მეგობრების გონების მოშხამვით ცდილობდა ფონს გასვლას! დამპალი არამზადა. ისტერიკულ სიცილს ვერ ვწყვეტდი, ინა გაშტერებული იდგა და მომჩერებოდა.
- სულ შეიშალე! - ამოიჩურჩულა გაშტერებულმა - საერთოდ გამოხვედი ჭკუიდან! ნუთუ შენთვის ყველაფერი მართლა სულერთია?! გამოფხიზლდი მეგობარო, შენს გარშემო ხალხი იხოცება! შენ კი ჩუმად ხარ, როგორც ყოველთვის. მე კიდევ მეგონა ირაკლი გიყვარდა! - იკივლა ბოლოს. რისხვამ დამაბრმავა, თავი ვეღარ შევიკავე და გაცეცხლებულმა სახეში გავარტყი.
- რაც არ იცი იმას ნუ ლაპარაკობ! - წავისისინე ერთიანად აცახცახებულმა. ინას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- ახლოს არ გაგვეკარო! მარტო სიკვდილი მოგაქვს ყველასთვის! მხოლოდ უბედურება ხარ! დაჩის არ გაეკარო. - წაიჩურჩულა აცრემლებულმა, კარი გამოაღო და გაიქცა.
სახტად დარჩენილი ადგილზე გავქვავდი. არ მჯეროდა რომ ამ კარიდან ჩემი მეგობარი გავიდა, რომ ის მწარე სიტყვები რაც მოვისმინე, მისი პირიდან იყო წარმოთქმული. სახე ხელებში ჩავრგე. არ უნდა დამერტყა! ზედმეტი მომივიდა, მაგრამ წყობილებიდან გამომიყვანა და თავი ვეღარ შევიკავე. გაცოფებულმა ჩუმად შევიგინე და საპირფარეშოდან გამოვედი.
პოლიციელები ფეხზე წამომდგარიყვნენ და შუბლშეკრული იყურებოდნენ საპირფარეშოსკენ, ალბათ ყვირილის ხმა გაიგეს. ინა არსად ჩანდა. გაცეცხლებული პირდაპირ პოლიცილებს მივეჭერი.
- თქვენს ტურა უფროსს გადაეცით, რომ ზედმეტად შორს შეტოპა და ამისთვის პასუხს მოვთხოვ! - მივახალე გაცეცხლებულმა და საავადმყოფოდან გამოვედი.
იქაურობა მოვათვალიერე და როცა დავრწმუნდი, რომ საეჭვო არაფერი ხდებოდა მანქანისკენ წავედი. გააფთრებულმა კარი გამოვაღე და ჩავჯექი. ინას მწარე სიტყვები ჯერ კიდევ ყურებში მედგა. გაცოფებულმა მუშტი დავსცხე საჭეს და ნატკენი ხელი უარესად ვიტკინე. წყევლა-კრულვით დავქოქე მანქანა და მთელი სისწრაფით გავედი გზატკეცილზე.
გაცოფებული დამშვიდებას ვერ ვახერხებდი. თითქოს მე მსიამოვნებდა დუმილი! თითქოს მე მომწონდა ეს ყველაფერი! წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რისი გადატანა მიწევდა! მაგრამ გვერდიდან ყველაფერი ხომ იოლად ჩანს! აბა რა, ნაია! როგორ არ გრცხვენია! მკვლელებს ხელს აფარებ, შენთვის ყველაფერი სულერთია! ირაკლიც სულერთი იყო!
- იდიოტი ძუკნა! - ვიყვირე გამწარებულმა და ცრემლები მოვიწმინდე - წარმოდგენაც არ აქვთ რა ხდება! გაიწი იქით!!! - მუშტი დავსცხე საჭეს და ჩემს წინ მიმავალ მანქანას დავუსიგნალე - გაიწი, სანამ შენც შეგიწირე! - გაცეცხლებულმა სწრაფად ჩავუქროლე გვერდით. მისი მძღოლის ყვირილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
იმდენად ვიყავი განერვიულებული, რომ გზაზე ლამის ფეხითმოსიარულეს გადავუარე. მივხვდი, რომ მართვა აღარ შემეძლო და მანქანა პირველივე გაჩერებაზე გავაჩერე. ძრავა გამოვრთე და საჭეზე თავი ჩამოვდე. ინას მწარე სიტყვები ფუტკრებივით დაზუზუნებდნენ თავში, ვცადე, მაგრამ ყურადღება ვერაფრით ვერ გადავიტანე.
თავი ავწიე და ცრემლები მოვიწმინდე, ახლა მხოლოდ ის მჭირდებოდა, მასთან ყოფნა ძალიან მომინდა. აკანკალებული ხელით გასაღები გადავატრიალე და მანქანა დავქოქე. საჭე მარცხნივ მოვაბრუნე და საპირისპირო მიმართულებით წავედი. ხუთ წუთში ჩემი ტელეფონი ისევ აზუზუნდა, ალბათ ლუკა რეკავდა. არ მიპასუხია.
ცრემლები მოვიწმინდე და მანქანა ადგილიდან მოვწყვიტე, ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ ერთ წამს ისიც ვიფიქრე ახლა რამეს დავაჯახებ ამ წყეულ ჯართს, მეც დავისვენებ და სხვებსაც მოვასვენებ-თქო. ტელეფონი გამტებით ზუზუნებდა, ეჭვი არ იყო, რომ ლუკა რეკავდა. უკანა ხედვის სარკეში გავიხედე. თეთრი ჰიუნდაი უკან მომყვებოდა და ცდილობდა არ ჩამომრჩენოდა.
გაღიზიანებულმა გაზის პედალს ფეხი დავაჭირე და წითელზე გავიარე. ჩემდა საბედნიეროდ პატრულს არ დავუნახივარ. უნდა ითქვას, რომ ნამდვილად გამიმართლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხუთასლარიანი ჯარიმა გარანტირებული მექნებოდა. ჯარიმას სულაც არ ვჩიოდი, ახლა ყველაზე ნაკლებად სირენებიანი მდევარი მინდოდა, მითუმეტეს მაშინ როცა გაჩერებას ვერავინ მაიძულებდა!
ისევ სარკეს გავხედე, თეთრი ჰიუნდაი აღარსად ჩანდა, დრო ვიხელთე და გზიდან გადავუხვიე, ოცი წუთი დამჭირდა ადგილზე მისასვლელად. როგორც იქნა, მივაღწიე, მანქანა შევაჩერე და აცრემლებულმა სასაფლაოს გავხედე


თავი მეთვრამეტე
რაც ირაკლი გარდაიცვალა აქ არ მოვსულვარ. ალბათ ასე ვაღიარებდი, რომ ის მართლაც აღარ იყო ამქვეყნად და ეს კიდევ უფრო დიდ ტკივილის მომაყენებდა, მაგრამ ახლა ისე ვიტანჯებოდი, რომ მხოლოდ მის გვერდით მინდოდა ყოფნა. მანქანიდან გადმოვედი და კარი მივხურე.
ერთი ნაბიჯი გაუბედავად გადავდგი. ძალიან მიჭირდა წინ წასვლა, მზად არ ვიყავი, რომ ისიც სხვა საფლავებს შორის მენახა, მაგრამ მისმა მონატრებამ დამძლია და აკანკალებული საფლავებს შევერიე.
ცოტახანი ვიარე და ბოლოს „ისიც“ გამოჩნდა, სული შემეხუთა. მისმა დანახვამ არნახული ტკივილი მომგვარა. მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი და წავბარბაცდი. თავი შევიმაგრე, რომ არ წავქცეულიყავი და კბილების ღრჭიალით წავედი წინ.
ირაკლის საფლავის გარშემო ვიღაცას ყვავილები შემოეწყო. აშკარად დიდი ხნის იყო, რადგან ვარდების ფურცლები ერთიანად გამხმარიყო და გაფშეკილიყო. გაბრაზებულმა ნაგავს ხელი მოვკიდე და მოშორებით მოვისროლე. აკანკალებული მუხლებით საფლავთან ჩამოვჯექი. მიწას ნაზად გადავუსვი ხელი და ცრემლები წამომივდა. არა ეს ნამდვილად მეტისმეტი იყო. აქაურობა ჭრილობაზე მარილს მაყრიდა.
- შენი ჩანაწერი მივიღე, - აკანკალებულმა ჯიბიდან მომცრო ფლეშკა ამოვიღე - მაგარია, შეტყობინება ისე დამიტოვე თითქოს შორს მიდიოდი სამოგზაუროდ - ჩავიცინე და ფლეშკა ხელში შევათამაშე - იცი რა ვერ გამიგია? ასე როგორ მომექეცი? იცოდი ამას რაც მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც გააკეთე. როგორ ფიქრობ, ირაკლი, ახლა უსაფრთხოდ ვარ? - ირონიული ღიმილით გავხედე საფლავს - ერთადერთი რაც შენ გააკეთე ისაა რომ ნაკუწებად მაქციე, არ ვიცი ალბათ მთელი ცხოვრება რომ ვეცადო ამ ნაფლეთებს მაინც ვერ შევაგროვებ, თუმცა შენ ეს არაფერში გადარდებს. მშვიდად წევხარ მანდ და სულ არ გაინტერესებს შენთან მოდის ვინმე თუ არა. ფეხებზე გკიდია შენს საფლავთან გამხმარი ვარდები იდება თუ ცოცხალი ორქიდიები - აკანკალებული ხელი შუბლზე მოვისვი - არ ვიცი რომელი უფრო იდიოტი იყავით შენ თუ მამაჩემი, მაგრამ ის კი ვიცი რად მაქციეთ. წარმოდგენაც არ გაქვს რეებს ვაკეთებ, საკუთარ თავს საერთოდ ვეღარ ვცნობ, მაგრამ ამაზე წუწუნს აღარ ვაპირებ. იცი დღეს ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ყოველშემთხვევაში მეგობრად ვთვლიდი, მითხრა რომ ფეხებზე მეკიდე, რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავდი. გავჩუმდი როცა ხმა უნდა ამომეღო და ამით სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანე. შენ რას იტყვი? არ მადარდებდი?
ისევ გავიცინე და ფლეშკას მთელი ძალით მოვიჭირე ხელი. თავჩახრილმა უცებ შევამჩნიე, რომ ხელზე რაღაც წითლად დამეწვეთა. გაღიზიანებულმა ცხვირზე ხელი მოვისვი - ისევ სისხლი მომდიოდა. აუჩქარებლად ჩავიყე ჯიბეში ხელი და ერთჯერადი ხელსახოცი ამოვაძვრინე, სისხლიანი ხელები გავიწმინდე და ხელსახოცი ცხვირზე მივიჭირე. ჩავიჩოჩე და ირაკლის გვერდით საფლავზე წამოვწექი, რომ როგორმე სისხლდენა შემეჩერებინა.
- გახსოვს, როცა ცუდად ვიყავი სულ ჩემთან წვებოდი ხოლმე, სანამ არ ჩამეძინებოდა დასაძინებლად არ მიდიოდი. რამდენჯერ მინახიხარ ოთახში ტანსაცმლიანი რომ გეძინა. იდიოტო ფეხსაცმელებს მე გხდიდი ხოლმე - გავიცინე და ცრემლები ღვარად წამომივიდა - ეს შენთვის არასოდეს მითქვამს. სხვანაირად დილაობით ტაფანარტყამი მაიმუნის სახე აღარ გექნებოდა. თუმცა, ამის თქმას არც ახლა აქვს აზრი, ახლა უკვე საერთოდ აღარაფერ აქვს აზრი. იმდენად მტკენს უშენობა, რომ საყვარელი ადამიანის გამოც კი არ შემიძლია შეჩერება. ჰო ირაკლი, ლუკა შემიყვარდა. ალბათ, ეს ძალიან გეწყინებოდა, ან შეიძლება გაგხარებოდა კიდეც. არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე...
თვალები დავხუჭე და ცრემლები წამომივიდა. სისხლი გულისამრევად ჩამდიოდა ხახაში. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიწექი გაყინულ მიწაზე, სანამ არ ვიგრძენი, რომ სისხლდენა შემიჩერდა. ცხვირი ხელსახოცით მოვიწმინდე და წამოვჯექი. უკვე ბნელდებოდა. ალბათ, ლუკა ჭკუიდან გადადიოდა. სახლში კეთილხმოვანი საუბარი მელოდა. ამოვიოხრე და თვალები მოვისრისე.
- ხვალ მირანდა პრაღაში მიდის, არ ინერვიულო აქაურობას მოვაშორებ. მას არაფერი ემუქრება და რაც შემეხება მე - აქ ვრჩები, შენი დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო! შეიძლება ეს ვერც მოვახერხო და გვერდით მოგიწვე, მაგრამ ამაშიც არის რაღაც კარგი, ისევ ერთად ვიქნებით. არ მეთანხმები?
სუსხიანმა ქარმა დაუბერა და იქვე მდგომ ხეების ტოტებს ლაწა-ლუწი აუყენა. გაოცებულმა თავი ავწიე და გარემო მოვათვალიერე, არსაიდან ამოვარდნილი ქარიშხალი ხეებს გამხმარ ტოტებს გამძვინვარებული ალეწავდა. გადაღლილმა თავი გავაქნიე და სახე ხელებში ჩავრგე.
- ძალიან მენატრები, ვერ მიპატიებია რომ მიმატოვე. აი, ასე უბრალოდ ადექი და მიმატოვე. შენ ხომ პირობა მომეცი, რომ ამას არასდროს იზამდი? ასე რატომ მომექეცი ირაკლი?!
თავი მუხლებზე დავიდე და ავტირდი. ბრაზი და ბოღმა გაქრა, ადგილი კი სასოწარკვეთამ დაიკავა. გაუსაძლისი ტკივილი ნორმალურად სუნთქვის საშულაებას არ მაძლევდა. პირი გავაღე და ღრმად ჩავისუნთქე, რომ როგორმე სპაზმები თავიდან მომეშორებინა, მაგრამ უშედეგოდ.
- ნაია!
მომესმა ძახილი. გაოცებულმა თავი ავწიე და ლუკა დავინახე, რომლიც სწრაფი ნაბიჯით მოიკვლევდა ჩემსკენ გზას.
- ლუკა? აქ რას აკეთებ?
- ტელეფონზე რატომ არ მიპასუხე? - ქორივით დამაცხრა თავზე, სახე საშინლად გაფითრებოდა - ლამის ჭკუიდან შევიშალე!
- ბოდიში - ვუპასუხე ყრუდ და თავი ისევ მუხლებზე დავიდე.
- მანდ რას აკეთებ? ეს რა სისხლია? - თავი ამაწევინა და სახე მომითვალიერა - რა მოხდა?
- არაფერია, უბრალოდ ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ.
- საკმარისია, - დაიხარა და მაჯაზე ხელი მომკიდა - ადექი, სახლში მივდივართ.
წინააღმდეგობა არ გამიწევია, უფროსწორად არაფრის თავი არ მქონდა, ძალა და ენერგია სულ გამომცლოდა. ლუკამ შეამჩნია, რომ ადგომა არ შემეძლო, მუხლებში ხელი ამომდო და ხელში ამიტაცა.
- რა მოხდა? - მკითხა ხმადაბლა და ნელი ნაბიჯით მანქანისკენ წამიყვანა.
თავი წამოვწიე და ირაკლის საფლავს ბოლოჯერ გავხედე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული და სული იქ დავტოვე. თვალზე ცრემლი ჩამომიგორდა. საფლავს თვალი ავარიდე და თავი ლუკას მკერდზე მივადე.
- არაფერი - ვუპასუხე ყრუდ.
- ნუ მატყუებ, ასე რამ გაგანერვიულა? დაჩის ხომ არ მოუვიდა რამე?
- არა, ყველაფერი რიგზეა, - ვუპასუხე უემოციოდ, კისერზე ხელები მოვხვიე და მის ქურთუკში სახე ჩავმალე - ბოდიში რომ შეგაშინე. არ მინდოდა, უბრალოდ სახლში წამიყვანე კარგი? - ლუკა შედგა და თვალებში შემომხედა.
- კარგად ხარ?
- არა, მაგრამ ვიქნები - თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. მტკივნეული მარწუხები ჯერ კიდევ სულს მიხუთავდნენ.
ლუკამ მანქანაში ჩამსვა და თვითონ საჭეს მიუჯდა. ფანჯარაში გავიხედე, ციდან თეთრმა ფიფქებმა იწყეს ცვენა. მანქანის მინაზე ნაზად ეცემოდნენ და იმწამსვე ლღვებოდნენ, ლამაზი სანახაობა იყო. ლუკამ მანქანა დაქოქა და ნელი სვლით გააგორა.
- აქ როგორ მოხვედი? - ვკითხე ხმადაბლა, ახლომახლო სხვა მანქანა არ შემიმჩნევია.
- ბექამ მომიყვანა და გავუშვი, ვიცოდი რომ აქ იქნებოდი. - მიპასუხა შუბლშეკრულმა.
- მაპატიე.
- ასე აღარ მოიქცე, - გამომხედა შუბლშეკრულმა - მეგონა, რომ თავს დაგესხნენ, ბექამ დაგკარგა და ვერ მიხვდა სად წახვედი - თვალები დავხუჭე და ფანჯარას თავი მივადე.
- ვიცი, ბოდიში - გავიმეორე მონოტონურად.
- დაჩიმ გითხრა რამე? - მკითხა პაუზის შემდეგ.
- არა.
- აბა? ასე რამ გაგანერვიულა? თუ რამე მოხდა უნდა ვიცოდე!
- არაფერი მომხდარა, ინასთან ვიკამათე ეს იყო და ეს.
- შენ კლასელზე ამბობ?
- ჰო.
- რა გითხრა?
- რომ მათგან თავი შორს უნდა დავიჭირო, რადგან სიკვდილის და უბედურების მეტი არაფერი მომაქვს. - ვუპასუხე პაუზის შემდეგ. ჩემდა გასაკვირად ლუკას გაეცინა.
- ხანდახან, ადამიანებს ცხოველებთნ უფრო მეტი საერთო აქვთ, - ჩაიცინა ირონიულად - ნაია, ნურასდროს მოელი, რომ ვინმე რამეს გაგიგებს. შენ ისეთი რამეების გადატანა მოგიწია, რომ მსგავსი რამ შენს, ეგრეთ წოდებულ, მეგობარს არც დაესიზმრება. მათთვის ყველაფერი გაცილებით მარტივად ჩანს და მარტო ესეც არ არის, ადამიანებს აშინებთ ის რისი გაგებაც არ შეუძლიათ.
- იქნებ, სულაც არ ცდება? - ჩავილაპარაკე ყრუდ - ასეა, ჩემს გვერდით ადამიანები კვდებიან. ჯერ მამაჩემი, მერე ირაკლი, დაჩი კი ძლივს გადარჩა.
- ნაია! სხვების შეცდომებს შენს თავზე ნუ იღებ! მათი სიკვდილი შენი ბრალი არ არის! - გამომხედა მკაცრად - მამაშენმა ისეთს დააბიჯა კუდზე ფეხი, რომ მოსალოდნელი შედეგიც მიიღო, რაც შეეხება ირაკლის ის მხოლოდ თქვენს დასაცავად აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ არ გაუმართლა. მან არ იცოდა საქმე ვისთან ჰქონდა რაც ფატალური შედეგით დასრულდა! აქ შენ არაფერ შუაში ხარ და ძალიან გამიხარდება თუ თავცარიელ ადამიანებს მოერიდები. არ მინდა ვინმეს გამო ისევ ასეთ მდგომარეობაში გიპოვო. შეიძლება სხვა დროს მოთმინება აღარ მეყოს და ვინმეს შუბლი გავუხვრიტო! - დაამატა მუქარით.
ხმა აღარ ამომიღია, თვალები დავხუჭე და სახლამდე არც გამიხელია. ახლა დასვენების მეტი არაფერი მინდოდა, ხვალ მირანდა უნდა გამეცილებინა პრაღაში და ძალები ნამდვილად დამჭირდებოდა.
- მოვედით. - მითხრა ხმადაბლა და მანქანა ტროტუარზე გააჩერა.
- ლექსო სახლშია? - ვკითხე ინტერესით და მანქანიდან გადმოვედი.
- არა, დღეს მოსკოვში გაემგზავრა.
- რა? - სადარბაზოსთან მისული გავშეშდი და ლუკას თვალებგაფართოებულმა ავხედე - რატომ არ მითხრა რომ წასვლას აპირებდა?
- არ დაუგეგმავს, ასე მოხდა. ან მე უნდა წავსულიყავი, ან ის.
- მალე დაბრუნდება? - ვკითხე მოწყენილმა და კიბეებს ავუყევი.
- კი, დაახლოებით ერთ კვირაში.
- და ეგ არის მალე? - ჩავიდუდუნე განოებამოშხამულმა და სახლის კარი გასაღებით გავაღე.
- ნამდვილად ესიამოვნებოდა შენი ჯუჯღუნი რომ ესმოდეს. - კარი მიხურა და შიგნიდან გადაკეტა.
- მშვიდად ვარ როცა ორივე სახლში ხართ. - ამოვიოხრე უკმაყოფილოდ მისაღებ ოთახში შევედი და სავარძელში ჩავეხეთქე.
- გავითვალისწინებთ. - თვალი ჩამიკრა და თავის ოთახში გავიდა გამოსაცვლელად.
- ჰო, დარწმუნებული ვარ - წავიბუზღუნე გაბრაზებულმა. წამოვდექი და ჩემს ოთახში შევლასლასდი.
ქურთუკი და თბილი სვიტერი გავიხადე და სავარძელზე გადავკიდე. იარაღი ქამრიდან ამოვიღე და ტუმბოზე დავდე. ზემოდან ლუკას თხელი ზედა გადავიცვი და სამზარეულოში გავედი. თაროები გამოვაღე და პროდუქტები შევათვალიერე, ძალიან მშიოდა, მაგრამ შოკოლადის ბურთულების მეტი ვერაფერი ვიპოვე. იმედგაცრუებულმა თარო მივხურე და მაცივარი გამოვაღე. აი, ეს კი პროდუქტებით გამოტენილი დამხვდა. ჩამეღიმა და საჭირო ინგრედიენტების გამოლაგება დავიწყე.
- ოჰ, რამეს ამზადებ? - ლუკა სამზარეულოში შემოვიდა და ღიმილით მიუჯდა მაგიდას.
- ვამზადებთ, ჩემი მარჯვენა ხელი ისევ ტრამვირებულია, ასე რომ რაღაცეების დაჭრა შენ მოგიწევს - ვუპასუხე მხიარულად და წინსაფარი გადავუგდე.
ლუკამ ჰაერში დაიჭირა და ამრეზით გახედა წინსაფარს, ისეთი სახე ჰქონდა, რომ თავი ვერ შევიკავე და გამეცინა.
- ცხვირს ტყუილად იბზუებ, უნდა დამეხმარო.
- და უბრალოდ რამე რომ შევუკვეთოთ არა? - დაბღვერილმა წინსაფარი შორს მოისროლა.
- მიდი, სცადე. კერძის მომზადება ნერვებს აწყნარებს, მენდე - ვუთხარი სიცილით და სტაფილო და დანა წინ მივუჩოჩე - ლუკას ჩაეღიმა და წამოდგა.
- ყოველგვარი წინსაფრების გარეშე, მითხარი რა უნდა გავაკეთო.
- ამ სტაფილოს უნდა გაუსწორდე და რაც შეიძლება წვრილად უნდა აკუწო. - ვუთხარი მის ენაზე.
- გასაგებია - ჩაიცინა ხალისიანად და დანა პროფესიონალივით შეათამაშა თითებში.
სულ მალე სამზარეულოში ლაზანიას სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ლუკას ღიმილით გავხედავდი ხოლმე, როგორ შუშავდა ფარშს ტაფაში და ხორცში სუნელებს ვუმატებდი. უნდა ვაღიარო შესანიშნავი ასისტენტი გამოდგა, ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად აკეთებდა და ჩემზე გაცილებით უკეთესადაც გამოსდიოდა.
- ახლა ამ ყველაფერს ფორმაში მოვათავსებთ და ცოტახანი უნდა გამოცხვეს.
- კარგი - გაზქურიდან მინის ფორმა გამოიღო და ლაზანიას აწყობას შეუდგა.
- დარწმუნებული ხარ, რომ აქამდე არაფერი მოგიმზადებია? - ვკითხე ეჭვით და ლაზანია გაზქურაში შევდგი გამოსაცხობად.
- არც ისეთი რთულია - მხრები აიჩეჩა და აბაზანაში გავიდა ხელების დასაბანად.
სამზარეულო მივალაგე და გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავდგი. გაღიზიანებულმა ჩემს შებინტულ ხელს დავხედე. მისი წყალობით ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, თითქმის ყველაფერი ლუკამ გააკეთა, მე მხოლოდ ვკარნახობდი რა როგორ უნდა ექნა.
- რას აკეთებ? - მკითხა მკაცრად და თეფში ხელიდან გამომგლიჯა - არაფერს შეეხო, ექიმმა გითხრა დაშავებული ხელი არაფერში გამოიყენოო!
- ნერვები მეშლება, ვერაფერს ვერ ვაკეთებ - ამოვოხრე უკმაყოფილოდ და სკამზე ჩამოვჯექი.
- არაუშავს, მალე მოგირჩება, - სკამი გამოსწია და გვერდით მომიჯდა - და რა ქვია ამ რაღაცას? - ლაზანიაზე მანიშნა სკეპტიკური სახით.
- ლაზანია, ძალიან გემრიელია. ჩემს ოჯახში ტრადიციულ კერძად ითვლება.
- შენ აკეთებდი ხოლმე? - გამომხედა ღიმილით.
- ხანდახან, ძირითადად უფრო დედაჩემი, ის არის წამყვანი კულინარი სახლში. თუმცა რაც ვიცი ყველაფერი ბებიამ მასწავლა, კერძების მომზადებაში ბადალი არ ჰყავს.
- და სად ცხოვრობს ბებია?
- პრაღაში, საკუთარი რესტორანი აქვს.
- ბებია ჩეხი გყავს? - ამომხედა გაკვირებულმა.
- ბებია ჰო, ბაბუა ქართველი, ასე რომ ნარევი სისხლი მაქვს.
- საინტერესოა, შენმა მშობლებმა სად გაიცნეს ერთმანეთი? - გამეცინა, დღეს დილიდან მოყოლებული დაკითხვაზე ვიყავი.
- შენ უფრო მეტი იცი ჩემზე ვიდრე მე შენზე, უსამართლობის გრძნობა მიჩნდება!
- პირველმა მე წამოვიწყე, ასე რომ კითხვებზე მიპასუხე მერე ჩემზეც მოგიყვები.
- მპირდები? - შევხედე ეჭვით.
- გპირდები - გამიღიმა თბილად - მიდი გისმენ.
- კარგი, სანამ ლაზანია გაკეთდება რაღაცეებს მოგიყვები.
- შენი მშობლების ისტორიით დაიწყე - სკამზე შესწორდა და მოსასმენად მოემზადა, გამეღიმა.
- ბაბუას დედა ხშირად ჩამოჰყავდა ხოლმე საქართველოში. მირანდას ძალიან მოეწონა აქაურობა და სწავლა აქ გადაწყვიტა, ერთ დღესაც როცა უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებოდა დაყაჩაღება დაუპირეს. სწორედ მაშინ მოევლინა მამაჩემი მხსნელ რაინდად, მამას ახალი დაწყებული ჰქონდა პოლიციაში მუშაობა და იმ დღეს შემთხვევით აღმოჩნდა პეკინზე, სწორედ მაშინ როცა დედას სჭირდებოდა.
- აი მესმის რომანტიკა! - გაეცინა ლუკას.
- ცდები, - გავხედე სიცილით - დედამ თავდამსხმელი გაზის ბალონით ლამის დააბრმავა და მამაჩემიც ზედ დააყოლა.
- სერიოზულად? კი მაგრამ, მამაშენი რატომ?
- მამა სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი და დედას ისიც თავდამსხმელი ეგონა.
- მაგარია, - ლუკას სიცილი აუტყდა - დედაშენი ძალიან მომწონს.
- არც ისე რომანტიკულ სიტუაციაში გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ მამას დედა დანახვის დღიდან შეუყვარდა და აღარც მოეშვა. საბოლოოდ კი თავი შეაყვარა და ცოლად მოიყვანა.
- რამე ხომ არ გეცნობა? - გამომხედა ეშმაკურად.
- ჰო, ოჯახის ცუდი ტრადიციაა, - მეც გამეცინა - მუდამ მაშინ ჩნდებოდი როცა ვიღაც მანიაკი თავს მესხმოდა, თან სულ „შემთხვევით“ - დავამატე სარკასტრულად, ლუკას ჩაეღიმა.
- გეთანხმები, ნამდვილად ცუდი ტრადიციაა.
- მგონი ლაზანია დავწვით - წამოვხტი დაფეთებული და გაზქურას ვესცი.
- მიმიშვი, - ლუკამ გვერდზე გამწია და სამზარეულოს ხელთათმანით ლაზანია გამოიღო და ეჭვით დაყნოსა - არა, გადავრჩით.
ტაფა გაზქურაზე შემოდგა და ხელთათმანი გაიხადა. თეფშები გამოვიღე და ლაზანია თეფშებზე გავანაწილე.
- ვნახოთ შენი პირველი კერძი როგორი გამოვიდა. - გავხედე ეშმაკურად.
- თუ არ მოგეწონება არ შეიმჩნიო, მართლა მოვინდომე. - მიპასუხა სიცილით.
- ჰო, შევამჩნიე - გავუღიმე თბილად, თეფშები მაგიდაზე დავაწყე და მაცივარი გამოვაღე - წვენი რომელი?
- მე უკეთესი იდეა მაქვს, - თვალი ჩამიკრა, ყველაზე ბოლო თარო გამოაღო და სისხლივით წითელი ღვინის ბოთლი გამოიღო - ეს ბურგუნდიული მშვენება ოთხმოცდაათი წლისაა.
- კარგი, - აღფრთოვანებულმა შევხედე ძვირფას ქაღალდში გახვეულ ღვინის ბოთლს - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
- მეგობარმა მაჩუქა, მაგრამ აქამდე გახსნა არც მიფიქრია. სასმელი არ მიყვარს.
თაროდან ჭიქები გამოიღო და თეფშების გვერდით დააწყო, უცებ ლუკას ტელეფონი ისევ აზუზუნდა. დაღვრემილმა გავხედე, როცა ასე გვიან ურეკავდნენ მუდამ წასასვლელი იყო ხოლმე. როგორ არ მინდოდა, რომ ახლა ამ ზარისთვის ეპასუხა.
- ახლავე მოვალ. - მითხრა წარბშეკრულმა და მეორე ოთახში გავიდა სალაპარაკოდ. ამოვიოხრე და მაგიდას მივუჯექი.
- რამე თუ მოხდება მაშინვე შემატყობინე! - მომესმა ლუკას ხმა - კარგი... არა, არცერთმა არ მოიცვალოთ ადგილიდან ფეხი!... კარგი.
ლუკამ ტელეფონი გათიშა და სამზარეულოში შემობრუნდა, ყველაზე ცუდის მოლოდინში მოწყენილმა ავხედე.
- უნდა წახვიდე?
- არა - მაგიდასთან დაჯდა და ღვინის ბოთლს გადასწვდა - ამ ღამეს როგორმე უჩემოდაც გადაიტანენ.
- ნამდვილად? - გავხედე დაეჭვებულმა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ტელეფონზე ზარის შემდეგ არსად არ მიდიოდა.
- ჭიქა მომაწოდე! - გამეღიმა და ღვინის ჭიქა გადავაწოდე.
საღამო იმაზე სასიამოვნო გამოდგა ვიდრე ვიფიქრებდი. ლუკა კითხვებს კითხვებზე მაყრიდა, ყველაფერი აინტერესებდა და უმნიშნველო წვრილმანებშიც კი მეძიებოდა - რომელი იყო ჩემი საყვარელი ყვავილი, რა მომწონდა და რას ვერ ვიტანდი, რომელ მუსიკას ვანიჭებდი უპირატესობას და სხვა ათასი წვრილმანი. როგორც შემეძლო ამომწურავად ვცემდი პასუხს. იმდენი მალაპარაკა, რომ ყელი გამიშრა. საუბარში ისე გავერთეთ, რომ ღვინის ბოთლი ნახევრამდე დავცალეთ.
მართალია სასმელებში ექსპერტი არ ვიყავი, მაგრამ ეს ღვინო მართლაც განსაკუთრებულად გემრიელი აღმოჩნდა. ძალიან ნაზი და სასიამოვნო არომატი ჰქონდა და რაც ყველაზე მეტად მომეწონა, სულაც არ დაჰკრავდა ალკოჰოლოს მძაფრი გემო.
ყველაზე მეტად კი ლუკას ღიმილით გაცისკროვნებული სახე მახარებდა. მუდამ მოღუშულს და გაღიზიანებულს ახლა თვალები უბრწყინავდა. რამდენიმე საათით მეც გადამავიწყდა სადარდებელი და ლუკას მხიარულად ავყევი საუბარში.
- მეღადავები ხომ? - ვკითხე გაოცებულმა.
- არა, - მიპასუხა სიცილით - თავიდან მეც არ ვუჯერებდი თვალებს, მაგრამ მისას რას გაიგებ.
- შანსი არაა! - ამიტყდა სიცილი - „ კუ ნინძები“? არ მჯერა!
- განსაკუთრებით მაიკი მოსწონს.
- ლექსო და მულტფილმები?
- ცხოვრებაში რას აღარ ნახავ კაცი - თავი გააქნია და ღვინო მოსვა.
- მაიკი! „კუ ნინძები“ და ლექსო. - სიცილს ვერ ვიკავებდი.
- ჰო, მრავალფეროვანი ძმაკაცი მყავს - გაეცინა გახალისებულს.
- მე უფრო საშინელებათა ჟანრი მომწონს. - ვუპასუხე დაფიქრებით და ღვინო მოვსვი.
- რატომ, მაინც და მაინც, საშინელება?
- არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე და ჭიქა მაგიდაზე დავდგი, უკვე საკმარისზე მეტი დავლიე, ვიგრძენი სასმელი როგორ მომეკიდა - ალბათ იმიტომ, რომ ფილმში გაცილებით უარესები ხდება ვიდრე ჩემს ცხოვრებაში და ეს ოდნავ მამშვიდებს - ლუკამ სევდიანად გამომხედა.
- გინდა რამეს ვუყუროთ? - მკითხა უცებ და გამიღიმა.
- მე მგონი დავთვერი. - თვალები მოვიფშვნიტე და მაგიდაზე თავი ჩამოვდე.
- დათვერი? მხოლოდ ერთი ჭიქა დალიე.
- გეშლება, სამი დავლიე და სრულიად საკმარისია ჩემს გასათიშად - ვუპასუხე უხალისოდ, ჩუმი სიცილის შემომესმა - ნუ დამცინი, ეს ღვინო იმაზე ძლიერია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
- მოდი აქ, - წამომაყენა და ხელში ამიყვანა - შენი ძილის დროა.
- არ მინდა ძილი - ვუპასუხე უკმაყოფილოდ როცა ლოგინში დამაწვინა.
- ნაია, დასვენება გჭირდება.
- არა, თვალებს რომ ვხუჭავ ცუდი რამეებს ვხედავ, დღეს არა, ოღონდ დღეს არა - წამოვჯექი და საწოლის თავს მივეყუდე, ლუკამ დაკვირვებით შემომხედა.
- რას ხედავ სიზმრებში? - მკითხა ხმადაბლა.
- ბევრ ცუდ რამეს. - სახეზე ხელი მოვისვი და თავი გავაქნიე, რომ მოწოლილი ბურუსი როგორმე გამეფანტა, დაძინება მართლა არ მინდოდა.
- აქ ვიქნები, შენს გვერდით. - მიპასუხა თბილად და სახეზე ნაზად მომეფერა - მშვიდად დაიძინე, მარტოს არ დაგტოვებ.
- შუქი ჩააქრე გთხოვ, თვალებს მტკენს. ღამურის რეჟიმს მეტისმეტად მივეჩვიე.
- კარგი.
წამოდგა და ჩამრთველს ხელი აჰკრა, ოთახში სიბნელემ დაისადგურა, ახლა მხოლოდ სავსე მთვარის ათინათი დასთამაშებდა კედლებს.
- ასე უკეთესია? - მკითხა ხმადაბლა და გვერდით მომიჯდა.
- კი - ვუპასუხე კმაყოფილმა და კისერზე ხელები შემოვხვიე - ლაზანია მართლაც გემრიელი იყო.
- ჰო? - გაეცინა და თმაში ხელი შემიცურა.
ლუკას მწვანე თვალებში ჩავაცქერდი. მიუხედავად იმისა, რომ ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა, მის თვალებს მაინც გარკვევით და ნათლად ვხედავდი. ყველაზე ლამაზი და იდუმალი რამ იყო, რაც კი ოდესმე ცხოვრებაში მენახა. ასეთი მსგავსი თვალები მხოლოდ „ბარონს“ ჰქონდა(ჩემი საყვარელი მულტფილმი იყო, ბავშვობაში სულ მას ვუყურებდი, მისი თვალები სულ მანცვიფრებდა), იდუმალი, მობრდღვიალე და გამაოგნებლად მწვანე, რომლის უძირო ფსკერი ბევრ სევდას და აუხდენელ ოცნებებს ინახავდა. ისეთი მიმზიდველი იყო, რომ მის გვერდით მუდამ თავს ვკარგავდი.
- იცი, რომ ძალიან, ძალიან სიმპატიური ხარ?
- მე ვიცი, რომ შენ ძალიან, ძალიან მთვრალი ხარ - მიპასუხა სიცილით და ცხვირზე მაკოცა.
- გეთანხმები, მაგრამ მაინც სიმპატიური ხარ, მიმზიდველი და სექსუალური.
ლუკამ გაოცებისგან წარბები აზიდა. მერე უცებ წელზე მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა. პულსი საშინლად ამიჩქარდა და მძიმედ ამოვისუნთქე.
- ისევ ცახცახებ. - ჩაიცინა ეშმაკურად და ნაზად მომეალერსა ყელზე, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და გამაკანკალა - ეს არსდროს მომბეზრდება!
- ისევ თავბრუს მახვევ!
- შენი გულისცემის ხმა მესმის - გაიცინა მხიარულად, მკერდზე თავი დამადო და გაისუსა - როცა გეხები სულ ასე გემართება.
- სულაც არა. - გავაპროტესტე გაბრუებულმა.
- ჰო? - შემომხედა გამომწვევად და ხელი ნელა ჩააცურა მხარზე, მერე წელზე, ბოლოს თეძოზე გადაინაცვლა და ეშმაკურად ამომხედა. ჩემი გულისცემა მას კიარა მეთვითონ მესმოდა! - ჰო, სულ არ მოქმედებს. - ჩაიღიმა ალმაცერად და ტუჩებზე დამეწაფა.
სუნთქვა შემეკრა და სხეულზე ცეცხლი წამეკიდა. ნასვამზე ასმაგად უფრო მკვეთრად ვრეაგირებდი მის თითოეულ შეხებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალით მიკრავდა გულში, არ მყოფნიდა. კისერზე ხელები შემოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე. მისი ტუჩები ზედმეტად ტკბილი და ვნებიანი იყო, გონებარეულს აზროვნების უნარი საერთოდ წამერთვა.
- ლუკა!... - ამოვიჩურჩულე მის ტუჩებზე მიწებებულმა.
- შენს გვერდით მოდუნება შეუძლებელია! - ჩაიცინა, თავი ამაწევინა და მისი ცხელი ტუჩები ჩემს ყელს დაკვდნენ.
- გთხოვ...
- რას მთხოვ?
- გთხოვ, ეს ტკივილი გააქრე, გთხოვ საკუთარი სახელიც დამავიწყე.
წამით გაჩერდა და თვალებში ყურადღებით მომაცქერდა. სასმელმა თავისებურად იმოქმედა, თავი საშინლად ვიგრძენი, ძალიან მინდოდა ყველაფრის თავიდან გამობერტყვა. ამ ღამეს მაინც, მინდოდა ჩემი გონებაც და გულიც მხოლოდ ლუკასი ყოფილიყო. ვიგრძენი რომ უსიტყვოდ გამიგო, სქელ ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა. სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი, თმაში ხელი შემიცურა და მკვეთრად მიმიზიდა თავისკენ.
- ეს ხელს მიშლის, - ჩაილაპარაკა აღგზნებულმა და ხელის ერთი მოსმით შემომაფხრიწა თავისი ზედა - ასე გაცილებით უკეთესია! - ჩაიღიმა კმაყოფილმა და ზემოდან მომექცა.


თავი მეცხრამეტე
დილით მსუბუქმა შეხებამ გამაღვიძა, თვალი გავახილე და პირველი რაც დავინახე ეს ლუკას მომღიმარი სახე იყო, თბილად მიყურებდა და თმაზე ნაზად მეთამაშებოდა.
- რომელი საათია?
- ჯერ ძალიან ადრეა შვიდიც კი არ არის.
- დიდი ხანია გღვიძავს? - ვკითხე ღიმილით და ბალიშზე მოხერხებულად შევსწორდი.
- არც ისე, მიყვარს მძინარეს რომ გიყურებ ხოლმე. - დაიხარა და ტუჩებზე ნაზად მეამბორა.
- მშვენიერი დასაწყისია - ამოვიჩურჩულე გაბრუებულმა. ლუკას ჩაეცინა და გულში ჩამიკრა. - დღეს მირანდა უნდა გავაცილოთ.
- რომელზე?
- ათზე თვითმფრინავი გადის.
- კარგი, იქამდე დრო გვაქვს - შემომხედა ეშმაკურად და ხელი ნელა ჩააცურა ფეხზე.
- გარყვნილო! - გამეცინა, კისერზე ხელები შემოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე.
- კიდევ მე ვარ გარყვნილი? - ჩაეცინა გახალისებულს და საბანი თავზე წამოიფარა - მოდი ჩემთან!...
არცერთს არ გვინდოდა ადგომა, მაგრამ დრო არ იცდიდა. აბაზანიდან ახალი გამოსული ვიყავი როცა მირანდამ დარეკა.
- ნაია, სად ხარ?
- ტანსაცმელს ჩავიცმევ და გამოვალ.
- კარგი.
- მზად ხარ?
- კი - მიპასუხა ჩამქრალი ხმით.
- კარგი, ცოტახანში მოგაკითხავ.
- კარგი - მიპასუხა შეწუხებულმა. ტელეფონი გავთიშე და ლოგინზე მივაგდე.
- კარგად ხარ? - მკითხა ლუკამ და წელზე ხელები შემომხვია.
- ვიცი, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს, მაგრამ ვერ ველევი - ვუპასუხე მოღუშულმა.
- ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, პირობას გაძლევ. - მითხრა ხმადაბლა და კიდევ უფრო მაგრად მიმიკრა გულზე - მიდი მოემზადე და გავიდეთ.
- კარგი.
ამოვიოხრე და ჩამოვეხსენი. მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო დამჭირდა. ტანსაცმელი ჩავიცვი და სარკესთან მივედი თმის დასავარცხნად. გაოცებულმა საკუთარი ანარეკლი ყურადღებით შევათვალიერე. საკვირველია, მაგრამ სახეზე ისევ ხორბლისფერი დამდებოდა და აღარც თვალები მქონდა ჩაშავებული, ტუჩები კი ისევ ისეთივე სისხლისფერი მქონდა როგორც ადრე.
ერთადერთი თვალები არ შემცვლია, ისევ ისეთი უსიცოცხლო და ჩამკვდარი მქონდა, როგორიც ირაკლის გარდაცვალების დღეს. თავი გავაქნიე, რომ მტანჯველი მოგონებები თავიდან მომეშორებინა, დღეს ისედაც მძიმე დღე მქონდა და უარესის დამატება აღარ მინდოდა. თმა სწრაფად დავივარცხნე და ისე, რომ სარკეში აღარც ჩამიხედავს ოთახიდან გავედი.
- წავედით? - მკითხა ლუკამ და მანქანის გასაღები აიღო.
- ჰო. - ვუპასუხე მოღუშულმა და პირველი გავედი სახლიდან.
გზაში დაძაბული ვიჯექი, ლუკას და მირანდას შეხვედრაზე ძალიან ვღელავდი. დედაჩემი იმაზე დაკვირვებული იყო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
- ასე ნუ ნერვიულობ, - მითხრა ლუკამ და ხელზე ხელი მომიჭირა - ყველაფერი კარგად იქნება.
- იმედია - ამოვიოხრე გულდამძიმებულმა.
- უკვე მალე მივალთ, დაურეკე და უთხარი რომ ჩამოვიდეს.
- კარგი - ტელეფონი ამოვიღე და გადავრეკე - დედა, ჩამოდი ქვემოთ გელოდები.
ლუკამ მანქანა კორპუსთან შეაჩერა და ეზო მოათვალიერა. ტელეფონი გავთიშე და საზურგეს მივეყუდე, ლუკამ სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი და ყურში ჩამჩურჩულა
- ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავ.
- ბიჭებმა ბილეთები იყიდეს? - ვკითხე ანერვიულებულმა.
- ყველაფერი რიგზეა, აეროპორტში გველოდებიან.
- როდისღა მოასწარი?
- წუხელ, როცა ჩაგეძინა - გამომხედა ალმაცერი ღიმილით.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა, წუხანდელი ღამის ფრაგმენტები მაშინვე თავიდან გამოვიბერტყე და სადარბაზოს გავხედე.
- მოდის. - ვუთხარი ხმააკანკალებულმა.
ლუკა მანქანიდან გადავიდა, მეც გავაღე კარი და გადმოვედი. დედა და ნანა სადარბაზოდან გამოვიდნენ. ორივეს ხელში ჩემოდნები ეკავათ. მირანდას სახე არ მომეწონა, მეტისმეტად გადაფითრებული და გადაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, ალბათ მთელი ღამე არ უძინია.
- გამარჯობა, - ლუკა თავაზიანად მიესალმა ორივეს - ამათ გამოგართმევთ.
ნანას და მირანდას ჩემოდნები ჩამოართვა და საბარგულისკენ წაიღო. ორივემ თვალი გააყოლა. თავი უხერხულად ვიგრძენი, მათი დაჟინებული მზერა არ მომეწონა.
- დედა - მირანდასთან მივედი და მოვეხვიე.
- ეს არის ის ბიჭი? - მკითხა შეშფოთებულმა და მზერა ისევ ლუკასკენ გაექცა.
- გამარჯობა ნანა. - მივესალმე ნანასაც. მირანდას კითხვას წავუყრუე.
- გამარჯობა საყვარელო, - გამიღიმა საწყლად - უკეთ გამოიყურები, ძალიან მიხარია.
- მართლა? არ შემიმჩნევია - ვუპასუხე უხერხულად.
- რამდენი წლისა? - თვალები დამიბრიალა დედაჩემმა.
- სერიოზულად? ახლა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ? - დედაჩემს უკმაყოფილოდ ავხედე - მანქანაში ჩასხედით!
მანქანის კარი გამოვაღე და ორივეს დაძაბულმა გავხედე. როგორც იქნა დედამ თვალი მოსწყვიტა ლუკას და მანქანაში ჩაჯდა, ნანაც უკან მიჰყვა. გაღიზიანებულმა ამოვიოხრე და კარი მივუხურე. ლუკამ ჩემოდნები საბარგულში მოათავსა და მანქანას შემოუარა.
- წავედით. - მითხრა ხმადაბლა და ეზო კიდევ ერთხელ მოათვალიერა.
ორივემ დავიკავეთ ჩვენი ადგილები და ლუკამ მაშინვე დაქოქა მანქანა. სალონში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მირანდა ორივეს რენდგენს გვიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკან იჯდა, ვგრძნობდი როგორ მიხვრეტდა კეფას მისი გამჭოლი მზერა.
- ეს გასაღები გამომართვი ბინისაა, ეს კი ჩემი და შენი მანქანის, თუ დაგჭირდა მაინც. ორივე ავტოფარეხში დგას. - როგორც იქნა ხმა ამოიღო.
- კარგი - გასაღებების აცმა გამოვართვი და ქურთუკის ჯიბეში ჩავიჩურთე.
- ყველაფერი მოგვარდება, არ ინერვიულოთ - ლუკამ სარკეში გახედა მირანდას. დავიძაბე, ყოველ წამს ველოდი მეხის გავარდნას.
- აქამდე არასდროს მინახიხარ, ჩემს შვილს საიდან იცნობ?
- ჯანდაბა! - ჩავიდუდუნე გაღიზიანებულმა და თვალები დავხუჭე.
- მე და ნაიამ ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით, - მშვიდად უპასუხა ლუკამ - და გამოგიტყდებით, თქვენი შვილი დანახვისთანავე შემიყვარდა.
გაოცებისგან თვალები ვჭყიტე და აღელვებულმა ლუკას გავხედე. ის კი მშვიდად მართავდა მანქანას ვითომ რამე განსაკუთრებული სულაც არ უთქვამს. მირანდა აშკარად დააბნია პირდაპირმა პასუხმა. თავიდანვე ყველაფერს მიხვდა, ეს მის თვალებში დავინახე, მაგრამ ასეთ გულწრფელობას მაინც არ მოელოდა. ნანას კი სევდიან სახეზე ღიმილი გაუკრთა.
ჩემდა გასაკვირად მირანდას ხმა აღარ ამოუღია. თუმცა ეს ცუდის ნიშანი უფრო იყო ვიდრე კარგის. უცებ ლუკას ტელეფონი აწკრიალდა. შუბლშეკრულმა ტელეფონს დახედა და ფარულად გამომხედა. ცივმა ოფლმა დამასხა.
- გისმენ.
ეკლებზე ვიჯექი და ჩუმ-ჩუმად მირანდასკენ ვაპარებდი თვალს, ის კი გაუნძრევლად იჯდა და ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი.
- მალე მოვალ, ყველაფერი რიგზეა?... კარგი. - უპასუხა მოკლედ და ტელეფონი გათიშა. ოდნავ დავწყნარდი.
- ჩემი მეგობრები უკან გამოგყვებიან, - ლუკამ ქალებს გახედა - არაფერზე ინერვიულოთ, უბრალოდ თავს ვიზღვევ რომ უსაფრთხოდ იყოთ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ სანამ ყველაფერი არ დამთავრდება სახლიდან ხშირად არ გამოხვიდეთ.
- ეს ყველაფერი სიგიჟეა! - მირანდამ თავი გააქნია.
- ვიცი. თქვენი მესმის, მაგრამ ეს საუკეთესო გამოსავალია. ყველაფერი მოგვარდება, ნუ დარდობთ.
- ნაია? ის აქ უსაფრთხოდ როგორ იქნება?
- სანამ ცოცხალი ვარ მას თითს ვერავინ დააკარებს! - უპასუხა ლუკამ მშვიდად და თბილად გამომხედა - თქვენ შვილს ჩემთან საფრთხე არ ემუქრება.
- მათ ჩემი ქმარი და შვილი მოკლეს, ეს თქვენი ვენდეტა სისულელეა! ყველაფერი ცუდად დამთავრდება, აქაურობას უნდა გაერიდოთ!
- ცუდად მხოლოდ ერთი ადამიანისთვის დამთავრდება ყველაფერი და ის თქვენი შვილი არ იქნება! - უპასუხა ლუკამ და აეროპორტისკენ შეუხვია.
დედაჩემმა ცრემლები შეიმშრალა და აეროპორტს გახედა. მესმოდა ნანა როგორ ტიროდა ჩუმად. ძალიან მეცოდებოდა, მართალია ირაკლი მასთან ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა, მაგრამ მოხუცს შვილიშვილზე მზედა და მთვარე ამოსდიოდა.
რაც უფრო ვუახლოვდებოდით აეროპორტს მით უფრო მიმძიმდებოდა გული. დედაჩემთან გამომშვიდობება იმაზე მეტად მიჭირდა ვიდრე ვიფიქრებდი. კბილს კბილზე ვაჭერდი, რომ ცრემლები შემეკვებინა, ახლა სისუსტის დრო არ იყო, მაშინ როცა მირანდა ზღვარზე იდგა მე მაინც უნდა მომეთოკა თავი.
- მოვედით! - ლუკამ მანქანა აეროპორტის წინ შეაჩერა და ქალებს გადახედა.
- შეიძლება მე და შენ ვილაპარაკოთ? - მირანდამ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ლუკას.
- რა თქმა უნდა, - ლუკამ თავი დაუქნია და მანქანიდან გადავიდნენ.
დავიძაბე. მე და ნანაც გადმოვედით და კარი მივხურეთ. მირანდა და ლუკა მოშორებით გავიდნენ. ანერვიულებული თვალს ვერ ვაშორებდი, გულში ვლოცულობდი რომ დედაჩემს ლუკასთვის რამე ისეთი არ ეთქვა.
- კარგი ბიჭი ჩანს, თან ძალიან ლამაზია, - მითხრა ნანამ და ლუკას გახედა - ირაკლის გაუხარდებოდა ბედნიერი რომ ყოფილიყავი შვილო. - ისევ მე გამომხედა და თვალზე ცრემლი მოადგა.
- მე კი გამიხარდებოდა ცოტათი მაინც რომ შევცოდებოდი და წინ არ ამფარებოდა, - ვუპასუხე ხმადაბლა - მაგრამ ამას ვეღარ გამოვასწორებ, ერთადერთი რაც დამრჩენია ეს შურისძიებაა.
- დაანებე თავი, შენც ისევე შეგიწირავს როგორც ჩემი ირაკლი შეიწირა. დედაშენს შენს გარდა აღარავინ დარჩა. ნუ გააუბედურებ ამ საწყალ ქალს, ისედაც ბევრი გადაიტანა. იცხოვრე ამ ბიჭთან ერთად, ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ძალიან უყვარხარ.
- თქვენ ამას ვერ გაიგებთ. - ვუპასუხე მოკლედ. როგორ დავიღალე ერთი და იგივე სიტყვების ათასჯერ მოსმენით.
- ჩემმა ბიჭმა თავისი სიცოცხლე მოგცა, რომ ყველაფერი თავიდან დაგეწყო ნაია. მან შენს გამო ყველას და ყველაფერს აქცია ზურგი, შენ კი გინდა, რომ მისი მსხვერპლი ამაო გამოდგეს? როგორ ფიქრობ, თავს როგორ იგრძნობდა ახლა ასეთს რომ გხედავდეს?
„ამაზე აქამდე უნდა ეფიქრა!“ გავიფიქრე გულში. ნანას თვალი ავარიდე და ლუკას გავხედე. დედაჩემი რაღაცას ეუბნეოდა ის კი სერიოზულად უყურებდა და ხმას არ იღებდა. ნერვები წკიპზე მქონდა, ის იყო უკვე მისვლა დავაპირე რომ ჩემდა გასაოცრად მირანდა ლუკას გადაეხვია. დაბნეულმა თვალები ავახამხამე, მაგრამ სურათი არ შეცვლილა. გაოცებული ერთ ადგილზე გავშეშდი და ამ საკმაოდ უცნაურ სცენას მივაშტერდი. ლუკა ჩემზე ნაკლებად გაოცებული არ ჩანდა.
მირანდა ლუკას ჩამოეხსნა და ჩემსკენ წამოვიდა, ამჯერად გაცილებით უფრო დამშვიდებული სახე ჰქონდა. აღელვებული მომიახლოვდა და გადამეხივა.
- თავს გაუფრთხილდი საყვარელო, სისულელე არ ჩაიდინო და ლუკას გვერდიდან არ მოშორდე - მიჩურჩულა ყურში და თავზე მაკოცა.
- ოჰო, - გაოცებულმა მირანდას ავხედე - ასეთი რა გითხრა?
- დამპირდი, რომ ასე მოიქცევი, სხვანაირად წასვლას ვერ შევძლებ.
- კარგი. - ვუპასუხე ჯერ კიდევ დაბნეულმა და ლუკას გავხედე, რომელსაც ჩემოდნები გადმოელაგებინა და ახლა ჩვენ გველოდებოდა.
- უკვე დროა...
- ჩემზე არ ინერვიულო, როგორც კი ჩავალ დაგირეკავ - თავზე ნაზად მომეფერა და მაგრად ჩამიხუტა. უჩუმრად ცრემლები შევიმშრალე და ღიმილით ჩამოვეხსენი.
- ნახვამდის ნანა, თავს მიხედეთ და დედაჩემსაც - ვუთხარი ღიმილით და გადავეხვიე.
- შენც, შვილო. შენც გაუფრთხილდი თავს - ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წასვლის დროც მოვიდა.
- თავს მიხედე!
დედა ბოლოჯერ გადამეხვია და მაკოცა, ბოლოს ჩამომეხნა და ლუკას შეფარვით გახედა, ჩემოდნები გამოართვა და ორივე აეროპორტისკენ წავიდა.
ლუკა გვერდით ამომიდგა და წელზე ხელი შემომხვია. ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ ნანა და მირანდა და ლამის უკან გავეკიდე. ვუყურებდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ძლიერ ქალს და სული მიკვდებოდა. შევხვდებოდით კი ოდესმე ისევ ერთმანეთს?! იმედია, რა გაეწყობა, ისიც საკმარისი იყო, რომ უსაფრთხოდ იყო. დანარჩენს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ნათქვამია ყველაფერი ერთად ვერ გექნებაო.
დავინახე ლუკამ უჩუმრად როგორ დაუქნია თავი იქვე მდგომ უცნობ ბიჭებს, ისინიც იმწამსვე უკან მიჰყვნენ ქალებს. ამოვიოხრე, ძალიან მიჭირდა მისი გაშვება. თავს ვარწმუნებდი, რომ ასე იყო საჭირო, მაგრამ ეს ვერ მშველოდა. რაღაც შიგნიდან მკარნახობდა, რომ შესაძლოა ჩემი ლამაზი და სიფრიფანა დედა ვეღარასდროს მენახა.
- კარგად იქნება, ხომ იცი?
- ჰო - ცრემლები შევიმშრალე და ბოლოჯერ შევავლე თვალი დედას, რომელიც მალე თვალს მიეფარა.
- რა უთხარი ასეთი, რომ გადაგეხვია? - ავხედე ინტერესით. ლუკას გაეღიმა.
- არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ დავპირდი რომ მის შვილს სიცოცხლის ფასად გავუფრთხილდებოდი.
- მე მეგონა დაგემუქრებოდა.
- ჯერ დამემუქრა და მერე გადამეხვია - გაეცინა ლუკას.
ხმა აღარ ამომიღია, ისევ იქით ვიყურებოდი საითაც დედაჩემი და ნანა წავიდნენ, უკვე საშინლად მენატრებოდა. თვალწინ დამიდგა ერთად გატარებული დღეები, ყოველ დილით თმაში კალამგარჭობილი რომ მხვდებოდა ხოლმე სამზარეულოში. როგორ უნდოდა რომ წვეულებებზე გავყოლოდი, მასთან მეტი დრო გამეტარებინა, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნეოდი. როგორ ვნანობდი ახლა ამას, მაგრამ წარსულს ვეღარ დავაბრუნებდი და ვეღარც ირაკლის გავაცოცხლებდი.
- წასვლის დროა - მიჩურჩულა ყურში და თავზე მაკოცა.
- კარგი - თავი დავუქნიე და ბოლოჯერ გავხედე კარს, საიდანაც დედაჩემი რამდენიმე წუთის წინ გაუჩინარდა.
- მშვიდობით დედა, ყველაზე მეტად მიყვარხარ! - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და შეუცნობელი მომავლისკენ შესახვედრად უკან გავყევი ლუკას.


****
ჩაბნელებულ ოთახში ჩემს ლოგინზე ვიჯექი და სავსე მთვარეს გავყურებდი. ლამის ერთი კვირა გასულიყო, მას შემდეგ რაც მირანდა პრაღაში გაემგზავრა. დედამ დამირეკა და მითხრა მშვიდობით ჩავედითო. გულზე მომეშვა, ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი. მირანდა უსაფრთხოდ იყო, ახლა თავისუფლად მოქმედების საშუალება მეძლეოდა.
ლუკა სახლში თითქმის არ მოდიოდა. მხოლოდ გვიან ღამით ბრუნდებოდა საშინლად დაღლილი. სახლში მთელი დღე მარტო ვიყავი და საკუთარ ნერვებს ვანადგურებდი.
ასე უქმად ჯდომა აღარ შემეძლო, მაგრამ სხვა გზაც არ მქონდა, ყოველგვარი კვალი დავკრაგე. ვაჩე მკვდარი იყო და ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო სად ინახებოდა მისი ფაილები. მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი ადამიანი ვისაც შეიძლებოდა რამე სცოდნოდა. ჯერ კიდევ თვალწინ მედგა მამაჩემის ანტიკური საათი - ვერა და ვერ მივმხვდარიყავი სად ჯანდაბიდან ჰქონდა ის სონგულიას. ამის გარკვევის ერთადერთი ხერხი არსებობდა - პირადად უნდა მეკითხა!
რაც მირანდა გაემგზავრა, თავში სულ ეს აზრი მიტრიალებდა, სონგულიას უნდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ მშვენივრად ვხვდებოდი, რომ სიმართლეს არაფრის დიდებით არ მეტყოდა. იარაღის ხახაში ჩათხარვა კი დეტექტივისთვის, რომელიც ისედაც დაგეშილი ძაღლივით იყო გადაკიდებული ჩვენზე, არც ისე გონივრულ საქციელად მიმაჩნდა. თუმცა რაც დრო გადიოდა ეს არგუმენტი უფრო და უფრო უსუსურად მეჩვენებოდა.
ეს დღეები ოთახში ღამურასავით ვიჯექი და გეგმებს ვაწყობდი, როგორ მენახა სონგულია. ყველაზე დიდი დაბრკოლება კი ლუკა იყო, ბექა კუდად მომიჩინა და მის გარეშე ფეხს ვერსად გავადგამდი. ჩემი გეგმის შესახებ ყველფერი რომ გაეგო ნამდვილად სახლში დამაბამდა. მალე ლექსოც დაბრუნდებოდა და საქმე უფრო გამირთულდებოდა, სამისგან თავის დაღწევას ნამდვილად ვეღარ შევძლებდი - თუ მის ნახვას ნამდვილად ვაპირებდი, მაშინ სწრაფად უნდა მემოქმედა.
ამდენ დავიდარებას კი ის აგვირგვინებდა, რომ რაც დედაჩემი გავაცილე, მას შემდეგ უცნაური შეგრძნება ამეკვიატა. თავს მოუსვენრად ვგრძნობდი, ყველაზე მეტად კი ის მაშფოთებდა, რომ ეს განცდა ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის. იგივეს განვიცდიდი მაშინაც სანამ ირაკლი...
თავი გავაქნიე და ლოგინიდან წამოვდექი, ფიქრი აღარ შემეძლო. საათს გავხედე უკვე ღამის ორი იწყებოდა, ლუკა კი ჯერ არ ჩანდა. ამოვიოხრე და სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად. ცოტა გამოფხიზლება არ მაწყენდა, სანამ ლუკა სახლში მშვიდობით არ დაბრუნდებოდა ვერ დავიძინებდი.
მადუღარით წყალი დავადგი და თაროდან ყავა გამოვიღე. ხელი უკვე აღარ მტკიოდა, აღარც მხარი. რაც ორგანიზმი ოდნავ გამომიცოცხლდა ჭრილობებმაც მალე დაიწყეს შეხორცება. მარჯვენა ხელზე მოზრდილი ნაიარევი დამრჩა და ისიც ჩემს მრავალფეროვან კოლექციას შეემატა. ვინმეს ჩემი სხეული რომ ენახა ომგამოვლილი ვეგონებოდი. თუმცა, ძალიანაც არ შეცდებოდა - მტრების, ტყვიების და მეგობრების გვამების დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდიდი.
შავბნელი ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, ალბათ ლუკა რეკავდა, რომ ეთქვა გვიანობამდე არ მოვალო, თუმცა ეკრანს რომ დავხედე სასიამოვნოდ გავოცდი:
- ლექსო?
- როგორ ხარ, ცეროდენა? - მომესმა ლექსოს ხალისიანი ხმა.
- ღამის ორის ნახევარია და სულ მარტო ვარ სახლში, ჩემი ჭკუამხიარული მეგობრის გარეშე, შენ როგორ ხარ?
- ჰაჰ, მოგენატრე? - მის ხმაში საშინელი თვითკმაყოფილება ამოვიკითხე, გამეცინა.
- დაახლოებით, როგორ მოხდა, რომ გაგახსენდი? რაც წაბრძანებული ხარ ერთხელ არ დაგირეკავს! - წყენა მაინც ვერ დავმალე, ყავას ადუღებული წყალი დავასხი და კოვზით მოვურიე.
- ეს საყვედური ავიკარი თუ მომეჩვენა? მე აქ დისნეილენდში კი არ წამოვსულვარ საქმეები მაქვს! - მიპასუხა აღშფოთებულმა.
- ჰო, ჰო ეს საქმეები არასდროს არ გელევათ ძმაკაცებს - მისაღებ ოთახში გავედი და დივანზე ჩამოვჯექი - კაი, რაც არის არის, მთავარია დამირეკე, მართლა მომენატრე.
- ორ დღეში ჩამოვალ, თან შენთვის საჩუქარიც მომაქვს - მიპასუხა ხალისიანად.
- როდის აქეთ უშვებენ თვითმფრინავში მოჭრილ თავებს? - ვკითხე სიცილით.
- მგონი ჩვენ ძალიან ცუდ გავლენას ვახდენთ შენზე, - ჩაიბურდღუნა უკმაყოფილოდ - სულაც არ არის სასაცილო!
- კარგი, ნუ ბრაზდები, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. - ვუპასუხე ღიმილით.
- ასე ჯობია - მიპასუხა კმაყოფილმა და გემრიელად დაამთქნარა.
- რამდენი ხანია რაც არ გიძინია? - ვკითხე შეწუხებულმა.
- სამი დღეა ალბათ, არ ვიცი სათვალავი ამერია.
- ასე არ შეიძლება. ისე გამოიფიტები, რომ მერე მაიმუნიც კი თავისუფლად შეძლებს შენს მოკვლას, ძილი გჭირდება.
- შენ და შენი ბანძი ხუმრობები!
- შენ აქ არ ხარ და შენს მაგივრად ვინმემ ხომ უნდა გააკეთოს ეს?
- შენ გინდა მითხრა რომ ბანძი ვარ?
- არა, მინდა გითხრა რომ შენი ძილის დროა, რომელი საათია მანდ?
- აქაური დრო ერთი საათით უკან არის ჩვენ დროსთან, ანუ პირველის ნახევარია რა - მიპასუხა მოღლილმა და ისევ დაამთქნარა.
- დაიძინე კარგი? მართლა, არ ვხუმრობ, დასვენება გჭირდება.
- კარგი, უბრალოდ მინდოდა რომ მომეკითხე.
- ახლა გული ამიჩუყდება.
- რა საშინელი ადამიანი ხარ! - მიპასუხა გაბრაზებულმა. თავი ვერ შევიკავე და სიცილი წამსკდა, ასე კარგ ხასიათზე კარგა ხანია არ ვყოფილვარ.
- მეც მიყვარხარ, ახლა კი წადი დაიძინე და ჰო, მალე ჩამოდი.
- კარგი, ცეროდენა, შენც დაიძინე, არავითარი ვამპირული საღამოები გაიგე?
- გავიგე - ვუპასუხე ღიმილით.
- ნეტავ ყველაფერში ეგრე მიჯერებდე - ამოიოხრა გაბრაზებულმა.
- ღამე მშვიდობის.
- ტკბილი ძილი, - მიპასუხა გაბრუებულმა და ტელეფონი გაითიშა.
თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი. ტელეფონი ღიმილით დავდე მაგიდაზე და ტელევიზორი ჩავრთე, იქნებ რამე საინტერესო ფილმი ვნახო-თქო. არხებს ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოვყევი და ბოლოს ჩემს საყვარელ გადაცემას წავაწყდი NBC-ზე : „The Tonight Show Starring Jimmy Fallon”. ეს გადაცემა მე და დედას ძალიან გვიყვარდა. ამჯერად ჯიმის სტუმრად ჯეისონ სტეთჰემი მოეყვანა.
ჯეისონს აშკარად არ უმართლებდა, ჯიმიმ ზედიზედ სამჯერ მოუგო ბანქოში და სტეთჰემს უკვე მესამედ დააფშვნეს კვერცხი თავზე. ჯეისონს ისეთი სახე ჰქონდა, რომ მართლა გულით გამეცინა. ლექსოს გულში მადლობა გადავუხადე ხასიათის გამოკეთებისთვის.
შოუს ყურებაში დრო ისე გავიდა, რომ ვერც შევამჩნიე. ქუთუთოები საშინლად დამიმძიმდა, ყავამ არ მიშველა. ჩემი მეტისმეტად დაუძლურებული სხეული ძილს მთხოვდა, მთელი ძალით ვცდილობდი, რომ თვალი არ მომეხუჭა, თუმცა ვერ შევძელი, დივანზე ისე ჩამომეძინა, რომ ვერც გავიგე სანამ ლუკამ არ გამომაღვიძა.
- ნაია, - მიჩურჩულა ხმადაბლა და სახეზე ნაზად მომისვა ხელი - საყვარელო, გაიღვიძე, აქ რას აკეთებ?
- ლუკა? - ნამძინარევმა თვალები ძლივს გავახილე და ლუკას ავხედე, როგორც ყოველთვის გადაღლილი სახე ჰქონდა - ჩამძინებია, რომელი საათია?
- ხუთი დაიწყო. - მიპასუხა ღიმილით და ტელევიზორი გამორთო - წამოდი, დაგაწვენ - ხელში ამიყვანა და საძინებელისკენ გაემართა.
- ასე გვიან რატომ დაბრუნდი? - ვკითხე მთქნარებით და მკერდზე თავი მივადე - ხომ მშვიდობაა.
- კი, დღეს საერთოდ ვერც ვახერხებდი მოსვლას, მაგრამ მარტო ვერ დაგტოვე. - მიპასუხა მოქანცულმა და ლოგინზე ფრთხილად დამაწვინა.
- როგორი დაღლილი ხარ, - ავხედე გულმოკულმა - მოდი დაწექი და დაიძინე.
- სააბაზანოში შევალ და მალე დავბრუნდები.
- კარგი.
საშინლად მეძინებოდა, ტანსაცმლის გამოცვლის თავიც არ მქონდა, მაგრამ ასე ვერ მოვისვენებდი. ჯინსის შარვალი და თბილი ზედა გავიხადე, ლუკას ლურჯი თხელი ზედა გადავიცვი და ლოგინში შევწექი. რბილი და ფუმფულა ბალიში ძალიან მესიამოვნა. ცოტახანში ისიც დაბრუნდა.
- კარგად ხარ? - ვკითხე აღელვებულმა და ხელებს დავაკვირდი. მართალია ოთახში ბნელოდა, მაგრამ მთვარის შუქზე მაინც შევამჩნიე რომ ორივე ხელი გადაყვლეფოდა და ოდნავ გასიებოდა.
- კი, ყველაფერი რიგზეა - ტანსაცმელი გაიხადა და გვერდით მომიწვა.
- და მუშტები რატომ გაქვს გადატყავებული? - ვკითხე ეჭვით.
- არაფერია, დაიძინე - მომეხვია და მკლავებში მომიქცია.
- ისევ ვინმეს დაამტვრიე ძვლები? - ავხედე მოღუშულმა.
- დაახლოებით. - ჩაიღიმა ალმაცერად და თვალები დახუჭა. თვალები გადავატრიალე და თავი მკერდზე დავადე.
მთვარის შუქი ლუკას შიშველ მკერდს ირიბად ეცემოდა და მისი კუნთები პატარა ბორცვებად მოჩანდა სრულყოფილ სხეულზე. როცა ვერ ვიძინებდი, მომწონდა მის ამობურცულ კუნთებზე თამაში, თითს ვაჭერდი და ვცდილობდი ჩამეზნიქა, მაგრამ სულ ტყუილად, რა რკინისთვის დაგიჭერია თითი და რა მისთვის. ლუკას სულ ეცინებოდა ხოლმე ჩემს სულელურ ახირებაზე.
გაღიმებულმა ნაზად გადავუსვი ხელი დაკუნთულ გულმკერდზე, მარტო ღმერთმა იცოდა რამდენი აუტანია მის მძიმე და სრულყოფილ სხეულს. როგორ მინდოდა რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს დამთავრებულიყო. ყოველთვის საშინელი შეგრძნება მიჩნდებოდა როცა სახლიდან გადიოდა. სულ იმის შიში მქონდა, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა.
- რაღაც რომ გკითხო შეიძლება? ლუკა? - თავი ავწიე და ლუკას შევხედე.
მაგრამ მას უკვე ღრმად ეძინა, გამეღიმა. დავიხარე და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე. იმდენად იყო დაღლილი, რომ როგორც კი თვალები დახუჭა მაშინვე ჩაეძინა. ძალიან მაინტერესებდა ასე გვიანობამდე სად დადიოდა. ნეტა ასეთს რას აკეთებდა, რომ სულ დაკავებული იყო?! მისი ცხოვრებიდან გამომდინარე ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა დიდად არც მინდოდა.
ამოვიოხრე და თავი ისევ მკერდზე დავადე. თვალები დავხუჭე და ჩაძინების მოლოდინში ლუკას მუცელზე ამოზნექილი კუბიკების თვლა დავიწყე, ისევ და ისევ, სანამ ძილი არ მომერია და ხელი არ ჩამომიცურა


თავი ოცდამეერთე
საშინელმა კოშმარმა მაშინვე გამომაფხიზლა. წამოვჯექი და ფეთიანივით მიმოვიხედე, მძიმედ ვსუნთქავდი. ანერვიულებულმა ხელებს დავხედე, ერთიანად მიკანკალებდა, მაგრამ სისხლიანი არ მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, ეს მხოლოდ და მხოლოდ კოშმარი იყო! მაგრამ მიუხედავად ჩემი თავდადებული მცდელობისა, რომ ეს აზრი საკუთარი თავისთვის შთამეგონებინა, ირაკლის ხატებას მაინც ვერ ვიშორებდი გონებიდან. ისევ ისეთი ცივი და უმოძრაო იყო, როგორიც უკანასკნელად ვნახე.
თავი გავაქნიე და ლოგინიდან წამოვდექი. წოლა აღარ შემეძლო, იმდენად ვიყავი განერვიულებული, რომ ლუკას იქ არ ყოფნა არც კი შემიმჩნევია. აცახცახებული სამზარეულოში გავედი და ონკანიდან წყალი მოვუშვი.
- კარგად ხარ? - მოულოდნელობისგან შევკრთი და ჭიქა ხელიდან გამისხლტა ნიჟარაში ჩავარდა და ნამსხვრევებად იქცა - ნაია?!
ლუკა ერთ ნაბიჯით გაჩნდა ჩემთან და თავისკენ შემაბრუნა. სახეზე შეშფოთება ეწერა. უკვე ჩაეცვა, ალბათ წასვლას აპირებდა - ისევ.
- ყველაფერი რიგზეა, - ვუპასუხე ნაძალადევი სიმშვიდით, მთელი ძალით ვცდილობდი რომ ცახცახი როგორმე შემეწყვიტა.
- ჰო? - ლუკამ შუბლშეკრულმა შემათვალიერა - მაშინ რატომ კანკალებ და რატომ გასხავს ცივი ოფლი? სახეზე ფერი არ გადევს, ისევ კოშმარი გესიზმრა?
- როგორმე გავუმკლავდები - ვუპასუხე მოუთმენლად და შევბრუნდი, რომ ნიჟარიდან ჭიქის ნამსხვრევები ამეკრიფა.
- დაანებე თავი, - მიპასუხა მკაცრად, ხელი მომკიდა და ისევ თავისკენ შემაბრუნა - ეს მხოლოდ კოშმარებია და მეტი არაფერი, გესმის? - თვალებში შეშფოთება და მღელვარება ერეკლებოდა.
- ანუ ირაკლი არ მომკვდარა და ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარია ხომ? - ვუპასუხე გულდამძიმებულმა და ცრემლები წამომივიდა - მე ოთახში გავალ.
ლუკას გვერდი ავუქციე და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე. ეს ბოლო დღეები ცოტა აზრეზე მოვედი. მასთან გატარებულმა ღამეებმა დროებით შემიმსუბუქა ტკივილი, თუმცა წუხანდელმა კოშმარმა თითქოს ცივი წყალი გადამასხა და რეალობაში დამაბრუნა. ირაკლი მკვდარი იყო! ჩემი საყვარელი ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს მერჩია მომიკლეს, მე კი თავს იმის უფლებას ვაძლევდი, რომ ლუკას გვერდით ცოტახნით დამევიწყებინა ჩემი ბნელი წარსული.
ოთახში შევედი და კარი მივიხურე. როგორ არ მინდოდა, რომ ლუკას ასეთი ვენახე, ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა, არ მინდოდა მისი უარესად დამძიმება, თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ირაკლის უსიცოცხლო მზერა მუდამ თვალწინ მედგა, მისი შუშის თვალები, რომელიც ყოველგვარი ემოციებისგან სამუდამოდ დაცლილიყო.
ცუდად გავხდი. ბარბაცით მივედი ლოგინთან და ჩამოვჯექი. სპაზმები უკვე შეტევაზე გადმოდიოდნენ, ნელ-ნელა სუნთქვა უფრო გამიჭირდა. ღრმად ჩავისუნთქე და დამშვიდება ვცადე - არაფერი გამომივიდა.
- ნაია! - ლუკამ კარი შემოაღო და ოთახში შემოვიდა.
- გთხოვ, ახლა არა კარგი? - თავზე ხელები წავიფარე და ლოგინზე მივწექი - არაფრის გაგონება არ მინდა, გთხოვ.
უხმოდ მომიახლოვდა. ვიგრძენი ჩემს გვერდით საწოლი როგორ ჩაიზნიქა, ლუკა გვერდით მომიჯდა. თვალების გახელა არ მინდოდა, ვიცოდი როგორი სახეც ექნებოდა და ამის დანახვა არ მინდოდა. მისი სევდიანი სახე სულს უფრო მიმძიმებდა. თუმცა ჩემდა გასაკვირად არაფერი უთქვამს, უკნიდან მომიწვა, მკლავები ძლიერად შემომხვია და მკერდზე მიმიხუტა. მისმა სიახლოვემ შვება მომგვარა და ტკივილი ოდნავ გამიყუჩდა. ტირილი შევწვიტე, ცრემლები მოვიწმინდე და გადმოვბრუნდი. ლუკა უხმოდ იწვა და მიყურებდა.
- მიყვარხარ! - მითხრა სერიოზულად და თბილი მზერით თვალებში ჩამაკვდა.
- მეც. - ვუპასუხე ხმაგაბზარულმა.
- რაღაც რომ გავაკეთო არ დამცინებ? - მკითხა ეშმაკურად - ასეთ რამეებს მიჩვეული არ ვარ, ხომ იცი ჩემი ჰობი ზედმეტად სისხლიანია.
- რას? - ვკითხე ინტერესით, მისი ბოლო სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ტუმბოზე დადებული კალამი აიღო და ჩემს მარჯვენა ხელს დასწვდა - რას აკეთებ?
- როცა ცუდ ხასიათზე დადგები და მე აქ არ ვიქნები, რომ გუნება გამოგიკეთო, მას შეხედე - მიპასუხა ღიმილით და ხელის ზურგზე მომღიმარი სმაილიკი დამახატა - იდეა ერთი ფილმის ერთი ტიპისგან მოვიპარე, მაშინ როცა ეს ვნახე ვიფიქრე რა ა-თქო, მაგრამ ახლა ვხვდები როგორი მტკივნეულია როცა შენს საყვარელ გოგოს სტკივა, შენ კი როგორც არ უნდა ეცადო მას ამ ტკივილს ვერ უყუჩებ. ახლა დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, რომ მას უმიზეზოდ დავცინე.
ლუკას გაოცებულმა შევხედე. დღითიდღე მაოცებდა. მის ამგვარ ქცევებს მიჩვეული არ ვიყავი. ჩემს ხელზე დახატულ სმაილიკს დავხედე და გამეღიმა. არ ვიცი ამას როგორ ახერხებდა, მაგრამ ყველაზე რთულ წუთებშიც კი როცა სუნთქვა მიჭირდა, ჩემთვის ჟანგბადის მოვალეობას ასრულებდა.
- მიყვარხარ...
- ვიცი - მიპასუხა ღიმილით და ტუჩებზე ნაზად მაკოცა - ძალიან გამიბრაზდები ბექა აქ რომ დაგიტოვო? - მკითხა ალმაცერი ღიმილით.
- აქ? - ღიმილი მაშინვე ჩამომერეცხა სახიდან, ბექა ისედაც სულ უკან დამყვებოდა, მაგრამ ლუკას არასოდეს დაუტოვებია ის სახლში!
- ჰო, ასე გაცილებით მშვიდად ვიქნები, რამე თუ დაგჭირდება დაგეხმარება, არ შეგაწუხებს, მის არსებობას ვერც კი შეამჩნევ.
- და რა ხდება? აქამდე არასოდეს გაგჩენია მსგავსი აზრი, თან ლექსო დღეს ბრუნდება ის რომ იყოს ჩემი ძიძა არ შეიძლება? - ვკითხე ყურებჩამოყრილმა.
- ვიცი საყვარელო, მაგრამ დღეს სავარაუდოდ სახლში ვერ დავბრუნდები, ლექსო კი ჩემთან მჭირდება, სხვა გზა არ მაქვს. უყურადღებოდ კი ვერ დაგტოვებ, შენი ოინები ჩემთვის ცნობილია - გამომხედა წარბაწეულმა. ტუჩზე ვიკბინე, ნათქვამია ცოდვები უკან გიბრუნდება ადამიანსო - მართალი ყოფილა!
- კარგი - ვუპასუხე ტუჩებგაბუსხულმა.
რა აზრი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას? ლუკა ნებართვას არც მთხოვდა, უბრალოდ ზრდილობიანად გამაფრთხილა!
- ძალიან კარგი, შევთანხმდით - გამიღიმა თბილად და ცხვირზე მაკოცა - ახლა უნდა წავიდე, შენ გამოიცვალე. საღამოს ბექა შემოგივლის.
- ანუ დღეს სახლში არ დაბრუნდები? - ვკითხე მოწყენილმა და ლუკას უკან გავყევი.
- დიდი ალბათობით ვერ მოვახერხებ, - მიპასუხა შუბლშეკრულმა და ქურთუკი შემოიცვა - ყოველშემთხვევაში ძალიან ვეცდები.
- არც ლექსო?
ხასიათი უფრო და უფრო მიფუჭდებოდა, არადა როგორი იმედი მქონდა, რომ დღეს ლექსოს ვნახავდი. მართალია სულ რაღაც კვირანახევარი იყო წასული, მაგრამ უკვე ძალიან მენატრებოდა მისი ირონიული კომენტარები.
- არამგონია მოვახერხოთ - მანქანის გასაღები აიღო და წასასვლელად მოემზადა.
- მოიცა - მკლავში ხელი წავავლე და შევაჩერე.
- გინდოდა რამე?
- სად დადიხარ? ასეთს რას აკეთებ რომ სულ დაკავებული ხარ? - ვკითხე თვალებმოწკურულმა.
- მალე ყველაფერს მოგიყვები. - მიპასუხა სეროზულად, დაიხარა ტუჩებზე ნაზად მაკოცა და თბილად შემომხედა - ჭკვიანად იყავი, როგორც კი შევძლებ დავბრუნდები.
- ფრთხილად იყავი! - ვუპასუხე ანერვიულებულმა.
გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, როცა ლუკა სახლიდან მიდიოდა გამუდმებით ასეთი შეგრძნება მეუფლებოდა.
- აუცილებლად, - მიპასუხა ღიმილით და სახეზე მომეალერსა - მიწის თხილის კარაქს წამოგიღებ.
- მაგით ვერ გამოისყიდი იმას, რომ აქ ტუსაღად მტოვებ! - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
- ისე ნუ მიყურებ თითქოს ანგელოზი იყო - ჩაიცინა ალმაცერად - დროებით.
კიდევ ერთხელ მაკოცა და უკანმოუხედავად გავიდა სახლიდან. მარტო დავრჩი. გაბრაზებულმა კარი გადავკეტე და ჩემს ოთახში გავედი გამოსაცვლელად. მთელი გულით ვნატრობდი რომ ბიჭები დღეს სახლში დაბრუნებულიყვნენ, არაფრით არ მინდოდა მარტო დარჩენა, მითუმეტეს „ძიძის“ კომპანიაში.
ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით გამოვიცვალე. ზემოდან ლუკას ლურჯი თხელი სვიტერი გადავიცვი. ჩემი ტანსაცმელებიდან მხოლოდ შარვლებს ვიცმევდი, ლუკას სამოსში თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობდი. ჯერ ერთი რომ მშვენიერი გემოვნება ჰქონდა და მეორეც მიყვარდა მისი სურნელით გაჟღენთილი სამოსის ტარება. ასე მუდამ მის სიახლოვეს ვგრძნობდი. როცა სახლიდან მიდიოდა და მარტო მტოვებდა ხოლმე, მისი სურნელი მუდამ მახსენებდა, რომ ის რეალური იყო და ჩემს გადამწვარ ტვინს არაფერი გამოუგონებია.
სავარძელში ჩავეხეთქე და ფანჯარაში გავიხედე, ისევ ხვავრიელად ბარდნიდა. არ მახსოვდა რომელი რიცხვი იყო ან რა დღე იყო. დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგე. როდის მითენდებოდა და როდის მიღამდებოდა წესიერად ვერც ვხვდებოდი. ნეტავ როდის დამთავრდებოდა ეს ჯოჯოხეთი?!
უცებ დაჩი გამახსენდა. ინასთან კამათის შემდეგ მასთან აღარ დამირეკავს და არც თვითონ შემხმიანებია, არადა ძალიან მაინტერესებდა როგორ იყო. ალბათ გაიგო საპირფარეშოში რა მოხდა და ჩემთან ლაპარაკი აღარ სურდა. თვალები დავხარე და ვეცადე ეს საშინელი ფიქრები როგორმე თავიდან გამომებერტყა.
ყველაფერი ისე შეიცვალა, რომ ხანდახან ამის გააზრებაც კი მიჭირდა. ირაკლი ცოცხალი აღარ იყო, მისი მეგობარი დაჭრილი იწვა საავადმყოფოში და იმის საშუალებაც კი არ მქონდა, რომ მომენახულებინა. ჩემი ერთადერთი გოგო მეგობარი თურმე საშინელებებს ფიქრობდა ჩემზე. დედაჩემი აქედან ძალიან შორს იყო და გულდამძიმებული მირეკავდა ხოლმე იმის იმედით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. მე კი სოლოლაკში ვიყავი გამოკეტილი და თვითონაც არ ვიცოდი რას ველოდებოდი.
ველოდებოდი თუ ვიმალებოდი?! სახე ხელებში ჩავრგე, ასე ჯდომა პირდაპირ მაცოფებდა. ბუნდოვნად ვხვდებოდი, რომ ლუკა იმ ნაბიჭვარს ეძებდა გააფთრებული, რომელიც პარკში თავს დამესხა და ვაჩე მოკლა, იმ ნაძირალას, რომელმაც ჯერ მამა მომიკლა, შემდეგ კი ირაკლი.
გულზე საშინელი სიმძიმე ვიგრძენი. თითქოს ვიღაც მთელი ძალით მაწვებოდა და სუნთქივს საშუალებას არ მაძლევდა. გული მისკდებოდა, რომ ლუკასაც რამე არ მოსვლოდა. მისთვისაც რომ დაეშავებინათ რამე?! ან ლექსოსთვის?! - არა ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ამის გაფიქრებაც კი მზარავდა. ჩემი ცხოვრება თავზე ჩამომექცა და მხოლოდ ისინიღა დამრჩნენ, მათ დაკარგვას ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი.
ფეხზე წამოვდექი და ფანჯრის რაფას დავეყრდენი. ამაზე ფიქრი როგორმე უნდა შემეწყვიტა თორემ ჭკუიდან გადავიდოდი. მალე ლექსო დაბრუნდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. საათს გავხედე, უკვე შუადღის სამი საათი ხდებოდა. ლექსო დაახლოებით ერთ საათში უნდა ჩამოსულიყო.
საოცარია, თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობდი როცა ერთიდან ერთი რუსეთში მიდიოდა. მათი განცალკევება ყოველთვის მანერვიულებდა. ეს ორი ერთად დაუმარცხებელ ძალად მიმაჩნდა და როცა რომელიმე შორს მიდიოდა ნერვიულობა მეპარებოდა. თავი გავაქნიე და სახეზე ხელი მოვისვი.
ვხვდებოდი, რომ ამ ოთახში გამომწყვდეული საკუთარ თავს უარესად ვაგიჟებდი. აქ ყოფნით შეძლება თავი ვეღარ მომეთოკა და რამე სისულელე ჩამედინა. როგორმე ყურადღება უნდა გადამეტანა. უცებ ერთი იდეა მეწვია.
სამზარეულოში გავედი და თაროებიდან პროდუქტების გამოლაგება დავიწყე. ვიფიქრე რამეს მოვამზადებ და ცოტას გავერთობი მაინც-თქო. ყურადღების გადატანაში დამეხმარებოდა, თან ბიჭებს რამე გემრიელს დავახვედრებდი. ლექსოს ალბათ დიდად ვერ გავაოცებდი, მაგრამ ლუკას ყოველთვის მოსწონდა ჩემი მომზადებული კერძები.
რამდენიმე სახის ხილი წვრილად დავჭერი და ბლენდერში ავთქვიფე. დიდი ხანია ხილის მაფინები აღარ გამომიცხვია. ბოლოს ეს ირაკლისთან ერთად გავაკეთე. დასვენების დღეებში სახლში მარტო ვრჩებოდით ხოლმე, ის კარგ ფილმს არჩევდა მე კი რამე გემრიელს ვამზადებდი. ბოლოს ერთად ვსხდებოდით და თან ვჭამდით, თან ფილმს ვუყურებდით.
მოგონებებმა ისე ჩამითრიეს რომ ლამის ხელი დავიწვი ქურაზე, როცა ფორმებში თხელ ცომს ვასხავდი. თავი გავაქნიე და ცარიელი თასი ნიჟარაში ჩავდე გასარეცხად, მაფინები კი გაზქურაში შევდე გამოსაცხობად.
ჩემი ჭკუით ყურადღების გადატანას ვცდილობდი სინამდვილეში კი ღრმად ვიქექებოდი წარსულში, სადაც ტკივილის მეტი აღარაფერი იყო. დასვრილი ჭურჭელი გავრეცხე და საშრობზე დავალაგე. საქმე აღარ მქონდა. ისღა დამრჩენოდა მაფინების გამოცხობას დავლოდებოდი.
სკამზე ჩამოვჯექი და პატარა თასში მოთავსებულ ხილის მუსს თვალი გავუშტერე. ყველაფერი მის თავს მახსენებდა, რაც არ უნდა გამეკეთებინა გამუდმებით ირაკლი მიდგებოდა თვალწინ. ნუთუ ოდესმე დადგებოდა დღე როცა ათი წუთით მაინც არ ვიფიქრებდი მასზე, თუმცა პასუხი ისედაც ვიცოდი. ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შევიწმინდე და წამოვდექი.
ერთ ადგილზე ჯდომაც კი არ შემეძლო. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემი კოშმარების ტყვებოში ვიყავი გამომწყვდეული და გამუდმებით თავის დასაძვრენ ხვრელებს ვეძებდი. ჩემი ყოველი ასეთი უბადრუკი მცდელობა წყლის ნაყვას ჰგავდა. სიმართლე კი ის იყო რომ სიკვდილამდე მენატრებოდა ჩემი მეგობარი, მისი ერთი ჩახუტებისთვის სიცოცხლეს დავთმობდი, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ის აღარასდროს დამიბრუნდებოდა. რაც არ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი უშედეგო იქნებოდა.
კბილი კბილს დავაჭირე და ფანჯრის რაფას ჩამოვეყრდნე. გულზე მოწოლილი სპაზმები სულს მიხუთავდნენ და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ. სულში ჩამძვრალი ბრაზი გამძვინვარებული ანგრევდა ყველაფერს.
- ნუთუ მისი გახსენებაც არ შემიძლია?! მასზე ფიქრიც კი არ შემიძლია! ჰო, წაიღე, ყველაფერი წამართვი! ჩემი ცხოვრება ისედაც ნაგავია.
გაცეცხლებულმა ფანჯრის რაფაზე შემოდებულ მოზრდილ ლარნაკს ხელი დავავლე და კედელს მივანარცხე. ლარნაკის ნამსხვრევები მთელს სამზარეულოში მიმოიფანტა. აკანკალებული ჩავიკეცე და თავზე ხელები წავივლე. თუნდაც მთელი სახლი დამელეწა ჩემში არსებულ სიცარიელეს ძვრასაც ვერ ვუზამდი. ყველაფერი ისევ ისეთი ბნელი და ჩამკვდარი იყო. ლპობაშეპარულ სულს ნელ-ნელა ობი ეკიდებოდა, მისი მძაფრი სუნი კი არსებას მიწამლავდა. საკუთარ დამპალ ლეშში გამომწყვდეულს რამდენიც არ უნდა მებორგა, რამდენიც არ უნდა მებრძოლა და რამდენჯერაც არ უნდა მევედრა - უკვე მილიარდჯერ წარმოთქმული სიტყვებით, მაინც არაფერი შეიცვლებოდა. ისევ უძლური და უსუსური ვიყავი, როგორც ყოველთვის. ტელეფონის ზარმა თავის აწევა მაიძულა.
- ლექსო? - ვუპასუხე ხმაჩახლეჩილმა.
- გამარჯობა, ნაია!
მომესმა ცივი ხმა ტელეფონიდან. წამით დავიბენი, უცებ ვერ მივხვდი სხვა რატომ მპასუხობდა ლექსოს ტელეფონიდან, მაგრამ ორგანიზმმა საფრთხე ტვინზე სწრაფად აღიქვა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი და აკანკალებული ფანჯრის რაფას ჩამოვეყრდნე.
- ლექსო სად არის? - ვიკითხე უიმედოდ.
- ჩოხელი ახლა ვერ დაგელაპარაკება, - ჩაიცინა ირონიულად - ცოტათი დაკავებულია.
- ახვარო! თავი დაანებე! - მომესმა ლექსოს ღრიალი - შეეშვი მეთქი!
- ლექსო?! - აღმომხდა შეშინებულს - ლექსო!
- აჰ, აჰ, აბა რა დღეში ხარ? - ჩაიცინა ცივმა ხმამ - თუ არ გაჩუმდები მითითებას გადავუხვევ და ადგილზე აგიგებ ანდერძს, ისედაც დიდი ხანია ნერვებს მიშლი! - მის სიტყვებს დარტყმის ყრუ ხმა მოჰყვა. შიშისგან ლამის გული წამსვლოდა.
- რა გინდა, მითხარი, რა გინდა? არ შეეხო, თავი დაანებე, ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ არ შეეხო! - ბოლო სიტყვები მუდარით წარმოვთქვი.
- მეც მაგის მოსმენის იმედი მქონდა, - ჩაიცინა გესლიანად - ახლა შენ შენი ფეხით მოხვალ ჩვენთან, თუ გინდა რომ შენი ძმაკაცი ცოცხალი დარჩეს.
- არა! - იღრიალა ლექსომ - არა, ნაია, არ მოუსმინო!
- მე გაგაფრთხილე! - ჩაიხიხინა უცნობმა. იგრიალა იარაღმა და ლექსომ დაიგმინა.
- არა! - ვიკივლე ჭკუიდან გადასულმა - არა! არა! თავი დაანებე, ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ თავი დაანებე!
- ერთი მაგას პირი აუკარით, ნერვებს მიშლის. ჰო, სად შევრჩედით, საყვარელო? შენ ჩემთან მოხვალ, შენი ძმაკაცი კი მშვიდობით წავა.
- რა დაუშავე? რა უქენი?
- არაფერი სერიოზული, მხოლოდ ფეხში დავჭერი, სასიკვდილო არაფერი სჭირს... ჯერ! - დაამატა შემპარავად.
- რა ვიცი, რომ სიმართლეს მეუბნები?
- არ იცი! - ჩაისისინა ავად - შეგიძლია არ მომისმინო და სასიკვდილოდ გაიმეტო შენი ძმაკაცი. ამჯერად შანსი გეძლევა, რომ შენს მაგივრად შენი მეგობარი არ მოკვდეს! გამოიყენებ ამას თუ არა შენზეა დამოკიდებული. - მაშინვე ირაკლი გამახსენდა და ძარღვებში სისხლი გამეყინა.
- კარგი - ვუპასუხე სწრაფად - სად მოვიდე?
- აი, ეს სხვა საქმეა, - ჩაიცინა კმაყოფილმა - პირველ რიგში დადიანი თუ რამეს გაიგებს ჩოხელს ადგილზე მოვკლავ! მარტო მოხვალ, კუდის გარეშე! რამე არ მომეწონება? - მოვკლავ! შეცდომას დაუშვებ? - მოვკლავ! გასაგებია?
- კი, - ვუთხარი აცახცახებულმა, შიშისგან ორგანიზმი არ მემორჩილებოდა - მითხარი სად უნდა მოვიდე და მარტო მოვალ, ოღონდ არაფერი დაუშავო.
- ბოლოს სად შეხვდი შენს ინვალიდ მეგობარს გახსოვს?
- ქალაქგარეთ?
- როგორი სხარტი ხარ, - შემაქო გამხიარულებულმა - ზუსტად მანდ ძვირფასო, ძალიან რომანტიკული ვარ, ნაცნობი ადგილები და რამე. იჩქარე, შენი მეგობარი მძიმედ არ დამიჭრია, მაგრამ მაინც სისხლი სდის, ეს მოტივაციისთვის.
ტელეფონი გაითიშა. აკანკალებულს ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. შიშისგან ერთადგილზე ვიყავი გაქვავებული და განძრევას ვერ ვახერხებდი. „ლექსო დაიჭირეს, დაჭრილია, რომ ვერ მივუსწრო? რომ მოკლან?“ თავი გავაქნიე, ამის დრო არ იყო, ახლა არცერთი დასაკარგი წამი არ მქონდა.
გაჭირვებით წამოვდექი და გაზქურა გავთიშე. ხელები საშინლად მიკანკალებდა. როგორმე ეს შიში უნდა დამეძლია, ახლა პანიკის დრო არ იყო! ღრმად ჩავისუნთქე და ჩემს ოთახში შევვარდი, იარაღს ხელი დავტაცე, ქამარში ჩავიჩურთე და გასაღებს დავუწყე ძებნა. ხუთი წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მანქანა ლუკას ჰყავდა წაყვანილი.
გაცოფებულმა ხმადაბლა შევიგინე და სახლიდან ისე გამოვვარდი, რომ ქურთუკი არც ჩამიცვამს. ისე ვიყავი დაზაფრული, რომ ახლა სიცივეს კი არა ვერაფერს ვერ ვგრძნობდი - ცხოველური შიშის გარდა. ის იყო სადარბაზოდან უნდა გამოვსულიყავი, რომ ვიღაც წინ გადამეღობა და გზა მომიჭრა. ინსტიქტურად მაშინვე იარაღს ვტაცე ხელი და უცნობს პირდაპირ თავში დავუმიზნე.
- ჰეი, წყნარად, ბექა ვარ! - ხელები გაშალა და უკან დაიხია. იმდენად მქონდა გონება არეული რომ უცებ ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ვუპასუხე გონსმოსულმა, თუმცა იარაღის დაშვება არც მიფიქრია.
- შენ როგორ ფიქრობ? შენ გდარაჯობ! - შემომხედა შუბლშეკრულმა - სად მიდიხარ?
უცებ გონს მოვეგე და გამახსენდა საით მივრბოდი ასე შლეგიანივით. ბევრი აღარ მიფიქრია ხელი ოდნავ ჩამოვწიე და ბექას იარაღი გულში დავუმიზნე.
- შენი მანქანის გასაღები მომეცი, სწრაფად!
- რას აკეთებ?!
- ღმერთს გეფიცები, გესვრი! ნუ მაიძულებ რამე დაგიშავო, მალე! - ვუყვირე გაცეცხლებულმა. გაშტერებულმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და გასაღები გადმომიგდო.
- ტელეფონიც!
- რა?
- მალე მეთქი!
- კარგი, კარგი.
- ძირს დააგდე და ჩემკენ გამოაცურე, სწრაფად! - ტელეფონს ფეხი გაჰკრა და ახლოს მომიგდო. მობილურს ფეხი დავსცხე და გავტეხე.
- ნაია, რა ხდება? რას აკეთებ?
- ახლა, მომისმინე! ცოტა დრო მაქვს. - აკანკალებულმა ბექას შემოვუარე და გასაქცევად მოვემზადე.
- რა ხდება? - იკითხა გაფითრებულმა, იარაღს ყურადღებას აღარ აქცევდა.
- ლექსო გაიტაცეს!
- რა??? - ბექას თვალები შუბლზე აუცვივდა.
- ახსნის დრო არ მაქვს, თუ მარტო არ მივალ მოკლავენ!
- ნაია! იქ თუ წახვალ შენ მოგკლვენ!
- შეიძლება, მაგრამ ლექსოს მარტო სიკვდილის უფლებას მაინც არ მივცემ, რომ წავალ როგორც კი მოახერხებ, ლუკას დაუკავშირდი და იმ გორაკზე მოვიდეს, სადაც ბოლოს დაჩის შევხვდით. თვითონ მიხვდება, ლექსო დაჭრილია და ალბათ დიდხანს ვერ გაძლებს და - აცახცახებულს ცრემლები წამომივიდა - ლუკას უთხარი, რომ ვწუხვარ.
ზურგი ვაქციე და თეთრი ჰიუნდაისკენ გავიქეცი. ბექა ყვირილით დამედევნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მანქანაში ჩავჯექი და მთელი სისწრაფით მოვწყვიტე ადგილიდან.
მანქანას შეშლილივით ვმართავდი, ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო. თავიდან არ ამომდიოდა ის აზრი, რომ ლექსო სადღაც ბუჩქნარში დაჭრილი ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. გზაში რამდენჯერმე ისე სწრაფად გავუსწარი მანქანას, რომ კინაღამ ავარიაში მოვყევი.
თბილისიდან გავაღწიე და გაზის პედალს ბოლომდე დავაჭირე ფეხი. ჰიუნდაი მთელი სისწრაფით გაქროლდა მაგისტრალზე. ციდან მსხვილი ფანტელები ცვიოდა, გარშემო ყველაფერი თოვლს დაეფარა. გონებაარეულზე გზის გაგნება მიჭირდა. ერთი პერიოდი პანიკამაც შემიპყრო, იმდენად გამიგრძელდა გზა, რომ დავეჭვდი მოსახვევს ხომ არ გამოვცდი-მეთქი, თუმცა ახლა ისე მეჩქარებოდა ადგილზე მისვლა, რომ ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა.
ის იყო იმედგადაწურულს ცრემლები წამსკდა, რომ ნაცნობი მოსახვევი შევამჩნიე. საჭე მკვეთრად მოვზიდე და ჰიუნდაი საბურავების წივილით აღმართზე ავარდა. მანქანას ოღრო-ჩოღრო გზაზე სიარული უჭირდა და რამდენჯერმე მწარედაც დასცხო ძირი გაყინულ მიწას, მაგრამ არ შემინელებია, პირიქით, გაზის პედალს მთელი ძალით ვაჭერდი ფეხს.
ნელ-ნელა ჩამობნელდა. ბევრი წვალების შემდეგ ნაცნობ კორომს მივუახლოვდი და სულ მალე ჩემს წინ ორი მერსედესი შევამჩნიე. ორივეს შუქფარები აენთო და რამდენიმე მამაკაცი დინჯად გადი-გამოდიოდა წინ და უკან.
მკვეთრად დავამუხრუჭე და აქოშინებულმა შავოსნები შევათვალიერე. ლექსო არსად ჩანდა. გული ისე მიცემდა, რომ ცოტაც და ალბათ ნეკნებს გამოანგრევდა. ისედაც ვხვდებოდი ჩემი აქ ყოფნა რასაც ნიშნავდა. სიკვდილის არ მეშინოდა, ახლა მხოლოდ ლექსო მადარდებდა. იარაღი ამოვიღე, გადავტენე და მანქანიდან გადავედი.
- ყოჩაღ! ასე მალეც არ გელოდი, როგორც ჩანს ჩოხელი მართლაც მნიშვნელოვანია შენთვის.
ხროვას წინ ერთი ტიპი გამოეყო. მაღალს და მელოტს, მანქანის ფარების შუქზე თავი სარკესავით უპრიალებდა, სახეზე კი ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა. გული სიძულვილით და რისხვით ამევსო. იარაღი დაუფიქრებლად შევმართე და პირდაპირ თავში დავუმიზნე. ექვსი იარაღი მაშინვე ჩემკენ მოიმართა.
- სად არის? - ჩავისისინე გაცოფებულმა.
- წყნარად, წყნარად - გამიცინა მხიარულად და თავისიანებს თავით ანიშნა იარაღი დაუშვითო. ჯერ მე გამომხედეს გააფთრებულებმა და ბოლოს ყოყმანით დაუშვეს პისტოლეტები.
- სად არის მეთქი? თუ რამე დაუშავე გეფიცები აქვე გაგასხმევინებ ტვინს! - ვიკივლე გაალმასებულმა.
- ეს გოგო ძალიან მომწონს. - ჩაიცინა ხალისიანად და ინტერესით შემათვალიერა. შემდეგ კი შებრუნდა და ერთ-ერთს რაღაც ანიშნა.
შეშლილივით ვადევნებდი თვალს თითოეულის მოძრაობას, რომ რამე არ გამომპარვოდა. ერთ-ერთი შავოსანი ხროვას გამოეყო, მერსედესს მიუახლოვდა, უკანა კარი გამოაღო და გაკოჭილი ლექსო ძალით გადმოათრია მანქანიდან.
პირი აეკრათ, ხელები და ფეხები კი სქელი თოკით გაეკოჭათ. როგორც კი დამინახა, თვალები გაუფართოვდა და მთელი ძალით გაიბრძოლა. გულზე მომეშვა, მართალია დაჭრილი იყო, მაგრამ ცუდად არ გამოიყურებოდა. გააფთრებული აღმუვლდა და მთელი ძალით სცადა თვის დახსნა, თუმცა უშედეგოდ, შავოსნები სვავებივით ჩაჰფრენოდნენ აქეთ-იქიდან.
- ხომ ხედავ, მე ჩემს სიტყვას ვასრულებ, - გამიცინა მელოტმა - ახლა კი იარაღი დაუშვი.
- გაუშვი! - გამოვცერი კბილებში - მე ხომ აქ ვარ? მას შეეშვი! ჩემი სიცოცხლე მის სანაცვლოდ! - ლექსო გააფთრებული ბრდღვინავდა, სამი კაცი ძლივს აკავებდა.
- რა დრამატულები ხართ, ცოტაც და თვალზე ცრემლი მომადგება, - გაიცინა მხიარულად. სიძულვილმა ელექტროდენივით დამიარა ტანში ნერვების უკიდურესი დაძაბვით ვიკავებდი თავს, რომ მისთვის შუბლი არ გამეხვრიტა.
- გაუშვი და წამოგყვები. - გამოვცერი კბილებში.
- მაპატიე ძვირფასო, მაგრამ ასე არაფერი გამოვა, როგორც კი იარაღს დაუშვებ ჩვენ წავალთ, შენს მეგობარს კი აქ დავტოვებ ხელუხლებელს. დროს ნუ წელავ ჩოხელის ჯანმრთეობა ყოველ წამს ზიანდება - გამიღიმა ცბიერად.
- რა გარანტია მაქვს, რომ არ მატყუებ?!
- არანაირი! - გააკვესა თვალები და გველივით გამომხედა - მაგრამ, რაში მჭირდება ტყული, ახლავე შემიძლია ორივე სიცოცხლეს გამოგასალმოთ არჩევანი არ გაქვს, ან გამომყვები უხმაუროდ, ან ორივეს აქვე ჩაგცხრილავთ!
- კი და შენი ბოსი ერთი ადგილით დაგკიდებს! - ჩავიცინე ირონიულად, მელოტს სახე შეეცვალა - გეყოფა მარიაჟობა, ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს რომ აქ უფროსი შენ არ ხარ. ვიღაცის დავალებას ასრულებ. შენ მე გჭირდები და თან ცოცხალი! ჩემი მოკვლა რომ შეგეძლოს ამას აქამდეც გააკეთებდი, ასე რომ ს თამაშს მორჩი და ლექსო გაუშვი! - მელოტმა რამდენიმე წამს თვალებით მბურღა, მერე კი ტუჩებზე ცბიერი ღიმილი გადაეფინა.
- მე ნაბრძანები მაქვს შენი ცოცხლად მიყვანა და არა მისი! - ლექსოს გველურად გახედა - იარაღი დააგდე და გამომყევი! თუ არ დამემორჩილები ჩოხელს შენს თვალწინ ჩავცხრილავ. ყველასთვის სროლას ვერ მოასწრებ, შენ ისედაც ჩემს ხელში ხარ!
- ჰო? - გავიცინე ირონიულად და თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა - და საიდან მოიტანე რომ თქვენთვის სროლას ვაპირებ? - ვკითხე დაცინვით და იარაღი ნელა მივიდე საფეთქელზე.
თვალის კუთხით დავინახე როგორ აფართხალდა ლექსო. მელოტს კი სახიდან მრისხანება გაუქრა და ცინიკური ღიმილი გადაეფინა.
- ბლეფობ! - გამიღიმა ირონიულად - ამას ვერ შეძლებ!
- მართლა? - ახლა მე გამეცინა, საოცარია მაგრამ შიშს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, პირიქით ასეთი მშვიდი და თავდაჯერებული არასოდეს ვყოფილვარ, იარაღს დამცველი მოვხსენი და მელოტს გავუღიმე - შეგიძლია სცადო, დამიჯერე დასაკარგი აღარაფერი მაქვს, სასხლეტს თითს გამოვკრავ და სამუდამოდ დავისვენებ. აი შენ კი ცოცხლად გაგატყავებენ.
- იარაღი დაუშვი! - მიპასუხა პაუზის შემდეგ - ჩოხელს არაფერს დავუშავებ. ის არაფერში მჭირდება, ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება. აქედან წავალთ, ის კი აქ დარჩება ესაა და ეს.
ლექსოს გადავხედე, გამეტებით იბრძოდა, რომ როგორმე თავი დაეხსნა. დასისხლიანებული ფეხიდან უფრო და უფრო მეტი სისხლი სდიოდა, დროს ტყუილად ვწელავდი, ასე მხოლოდ მას ვაზიანებდი. იარაღი ნელა დავუშვი და მელოტს ზიზღით შევხედე.
- დავემშვიდობები, შემდეგ კი გამოგყვები.
- ოჰ, რა პათეტიკურები ხართ, - გაიცინა მხიარულად - კარგი, ორი წუთი, მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან კეთილი ვარ. - გაღიზიანებულმა ზიზღით გადავხედე და ლექსოსთან მივირბინე.
- ხელები მოაშორეთ! - დავისისინე გაცეცხლებულმა.
გაავებულებმა ჯერ მელოტს გადახედეს, მერე კი ნელა ჩამომეცალნენ და ლექსოსთან მიმიშვეს.
- ლექსო! - მუხლებზე დავეცი და აკანკალებულმა პირზე აკრული ლენტი მოვხსენი.
- ნაია, რას აკეთებ?! - იღრიალა მაშინვე სახეშეშლილმა - აქ რატომ მოხვედი?!
- შენი მოკვლის უფლებას ხომ არ მივცემდი?! - ცრემლებში ღიმილი გამომერია.
- არა! არა, მომისმინე! - მელოტს გაჰყვირა - რაც გინდა მიქენი, გოგო გაუშვი, ის არაფერში გჭირდებათ, თავი დაანებეთ!
- ახლა გული ამერევა, - შეაჟრჟოლა მელოტს - მე არა, მაგრამ ჩემს ბოსს ნამდვილად სჭირდება, ერთი წუთი დაგრჩა საყვარელო - გამომხედა გამაფრთხილებლად.
ლექსოს მოვეხვიე და მთელი ძალით მივეკარი. თავი კოშმარში მეგონა, არ მჯეროდა, რომ ეს რეალურად ხდებოდა. ლექსოს მთელი ტანი შეშლილივით უცახცახებდა.
- ეს რა გააკეთე, - ციებიანივით ცახცახებდა - ეს რა გამიკეთე, ნაია?!
- ორივე ძალიან მიყვარხართ, მაპატიე, სხვა გზა არ მქონდა, მაპატიე თუ შეგიძლია.
- არა, არა-მეთქი! , თუ შეეხები მაინც გიპოვი, ყველაზე წმინდას ვფიცავ გიპოვი და საკუთარ ნაწლავებს გაგასინჯებ! - იღრიალა გააფთრებულმა, ისე ფართხალებდა, რომ მისი გაკავება მიჭირდა.
- მორჩა! - იყვირა მელოტმა, მკლავში უხეშად მწვდა და ლექსოს მომაცილა.
- მოგკლავ! - იყვირა ლექსომ, მისი მზერა არასოდეს დამავიწყდებოდა, თვალებში პანიკური შიში ჩასდგომოდა და სასოწარკვეთილი გააფთრებით იწევდა ჩემსკენ - ნაია! თავი დაანებე! შენი დედა... - წამოდგომა სცადა, მაგრამ ერთ-ერთმა კეფაში ჩასცხო იარაღის კონდახი და ისიც უგონოდ დაეცა მიწაზე.
- ნუ ურტყამ! - ვიკივლე გააფთრებულმა და დაუფიქრებლად შევმართე იარაღი რომ იმ ნაბიჭვრისთვის ტვინი გამესხმევინებინა.
- აბა, აბა, ნუ ფართხალებ! მშვიადად გამომყევი, ნუ მაიძულებ რომ მოვკლა! - ჩამსისინა ყურში. ხელიდან იარაღი გამომგლიჯა და ლექსოს გვერდით დააგდო.
- წავედით!
ხელი მკრა და მანქანაში ძალით ჩამტენეს. ლექსოს ბოლოჯერ შევავლე თვალი, ალბათ ვეღარასოდეს ვნახავდი. ამის გაფიქრებაზე გული მტკივნელად მომეწურა. შავოსნებმა მანქანები დაქოქეს და არანორმალური სისწრაფით მოწყვიტეს ადგილიდან. უკან მოვიხედე, მაგრამ ისეთ უკუნ სიბნელეს დაესადგურებინა რომ ლექსო ვეღარ დავლანდე. თვალები დავხარე და სავარძელზე შევსწორდი.
- მართალი გითხრა, არ ველოდი რომ გამბედაობა გეყოფოდა, - გამიღიმა მელოტმა - ჩემს უფროსს რომ არ სჭირდებოდე ჩემთვის დაგიტოვებდი. - ჩამსისინა ყურში და მუხლზე ხელი დამადო.
- ხელები მომაშორე! - შევუღრინე გაცოფებულმა და სახეში მთელი ძალით ჩავსცხე მუშტი.
- ააჰ! - დაიგმინა გამწარებულმა და ცხვირზე ხელი იტაცა, მუჭიდან კი სისხლმა გამოჟონა, მგონი გავუტეხე.
- ძუკნა! - იყვირა გაცოფებულმა და ხელუკუღმა გამცხო სახეში. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თვალებში დამიბნელდა და გავითიშე.


თავი ოცდამეორე
თვალები ძლივს გავახილე. გაბრუებულს საფეთქელი საშინლად მტკიოდა. ვცადე ნატკენ ადგილს შევხებოდი, მაგრამ ვერ გავტოკდი. გაოცებულმა ხელებზე დავიხედე და აღმოვაჩინე, რომ სკამზე ვიყავი მიბმული. დამფრთხალმა თავი ავწიე და ოთახი მოვათვალიერე. სადღაც, ნახევარდ ბნელ, სარდაფში ვიყავი გამომწყვდეული, რომელსაც ერთადერთი საცოდავი ნათურა ანათებდა.
ასეთი ბინძური სარდაფები მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი, სადაც მანიაკი თავისი მსხვერპლების გვამებს ინახავდა ასაკუწად. საშინელი სუნი იდგა. დაფეთებულმა ოთახი მოვათვალიერე. იატაკი პატარა არსებების ჩონჩხებით და თივით იყო მოფენილი, მარჯვენა მხარეს ჭერიდან ვიწრო და გრძელი კიბე ეშვებოდა. ოთახის შუაში კი, ჭერზე ჟანგიანი ბორკილები იყო ჩამოკონწიალებული. ერთ-ერთ კუთხეში ბინძური სკამი იდგა, მეორე კუთხეში კი გაცვეთილი და ვირთხებისგან შეჭმული ლეიბი ეგდო. ეს ყველაფერი საწამებელ ოთახს მაგონებდა.
უცებ თავში კადრები კინოფირივით დამიტრიალდა - დაჭრილი ლექსო, უცნობი მელოტი, შავოსნების ალყა... თვალები დავხუჭე - ყველაფერი დამთავრდა, აქედან ვეღარ გავაღწევდი, ისე მოვკვდებოდი, რომ ირაკლის მიცემულ პირობას ვერ შევუსრულებდი. სიმწრისგან და სიბრაზიზგან ცრემლები წამომივიდა. ნეტა ლექსო როგორ იყო?! იმედი მქონდა ლუკა მიუსწრებდა, დროულად მივიდოდა და გადაარჩენდა.
ლუკა! გამახსენდა მისი ბოლო სიტყვები, ერთად გატარებული ღამეები. წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდა, როცა გაიგებდა რაც მოხდა. გააფთრებული თოკებს დავეჯაჯგურე, რომ როგორმე მომეხსნა, მაგრამ სულ ტყუილად, ისე მჭიდროდ ვიყავი მიბმული სკამზე, რომ თავის დაღწევაზე ოცნებაც არ ღირდა. ხელები ზურგს უკან გადაეკოჭათ, ფეხები კი სკამზე მქონდა მიბმული. თვითონ სკამი კი იატაკზე იყო დაჭედებული, ასე რომ ძვრაც ვერ ვუქენი.
- შენი დედაც! - ვიყვირე გაცოფებულმა და თოკებთან ჯაჯგურს თავი ვანებე.
მაჯები საშინლად გადამეყვლიფა და უკვე მეწვოდა. სასოწრკვეთილმა ოთახი მოვათვალიერე, იქნებ რამე გამოსადეგისთვის მომეკრა თვალი, მაგრამ აყროლებული თივის და ძვლების გარდა ვერაფერს ვხედავდი.
დრო გადიოდა და არავის ვახსენდებოდი. ეს დუმილი უფრო შემზარავი იყო ვიდრე წამება ან მუქარა. წარმოდგენა არ მქონდა რამდენი დრო გავიდა, საათი თუ დღე. უიმედოდ ვიყავი სკამზე მიბმული და ჭერში ჩამოკონწიალებულ ობობებს თვალს ვადევნებდი.
ნუთუ ამ ტერმიტებისგან შეჭმულ სარდაფში დავასრულებდი სიცოცხლეს?! რა დამამცირებელია. ჩემი მეგობარი გმირულად მაინც მოკვდა, მე კი აყროლებულ სარდაფში, რკინის სკამზე მიჯაჭვულს, ამომხდებოდა სული. საკუთარ სარკაზმზე სიცილი ამიტყდა. ვიჯექი და გიჟივით ვხარხარებდი თან ცრემლები მომდიოდა.
- რას ელოდებით?! - ვიყვირე გაცოფებულმა - მოდით და დაასრულეთ დაწყებული, ლაჩრებო! გირჩევნიათ მალე მომიღოთ ბოლო, თორემ აქედან თუ ავდექი....!
უცებ ყვირილი შევწყვიტე და სიჩუმეს მივაყურადე, მომეჩვენა თითქოს რაღაც ხმა მომესმა. კედლიდან რაღაც ჩუმი ფაფხური ისმოდა. თვალემოწკურულმა კედელი შევათვალიერე, ერთიანად ხის ფიცრებით იყო ნაშენები. ალბათ ვირთხა ხრავდა ხეს ან სხვა რამე. ასეთ საშინელ ადგილას ალბათ ათასი საზიზღრობა ბუდობდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ობობების და ტარაკნების სიკვდილივით მეშინოდა.
- დიდებულია! - ჩავისისინე გააფთრებულმა - იქნებ მომაქციოს ვინმემ ყურადღება? - ვიყვირე ბოლო ხმაზე, თუმცა უშედეგოდ. კაცი-შვილი არ შემხმიანებია.
ნერვები უფრო და უფრო მეშლებოდა. ამ დაწყევლილ სარდაფს ფანჯრებიც არ ჰქონდა, არც სარკმელი, რომ გამეგო დღე იყო თუ ღამე. ნეტავ რამდენი ხანი ვიყავი აქ გამომწყვდეული?!
მოულოდნელად გავშეშდი. შემეძლო დამეფიცა, რომ კედლიდან ვიღაცის ჩურჩული მესმოდა, უფრო სწორად ხმადაბალი ბუტბუტი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ან საბოლოოდ შევიშალე ჭკუიდან, ან აქ ჩემს გარდა კიდევ ვიღაც იყო.
- არის მანდ ვინმე? - ვიკითხე ხმამაღლა და დაძაბული კედელს მივაჩერდი. პასუხი არავის გაუცია - ხმა ამოიღე!
ისევ დუმილი, გამაკანკალა. ორ წუთში ისევ შემომესმა ხმადაბალი ბუტბუტი. თითქოს ვიღაც კედლის უკან იდგა და გაავებული რაღაცას ბუტბუტებდა.
- ჯანდაბა!
გააფთრებული ისევ თოკებს დავეჯაჯგურე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ტყუილუბრალოდ ვირჯებოდი. ისე მაგრად ვიყავი გათოკილი, რომ დანის გარდა ვერაფერი მიშველიდა.
გაწამებული აქეთ-იქით ვიხედებოდი, მაგრამ საშველი არსად ჩანდა. რა არ ვცადე, ჯაჯგური, ყვირილი, გინებაც კი მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. ბოლოს დავიღალე და ფართხალი შევყვიტე. სწორედ მაშინ, როცა უკვე ვიფიქრე, რომ ამ დამპალ ადგილას უყურადღებოდ მიმაგდეს მეთქი, ვიღაცამ კარი გააღო და დინჯად დაეშვა კიბეებზე.
გაბოროტებულმა თავი ავწიე და ახალმოსულს მივაჩერდი. ოთახში მბჟუტავ შუქზე მელოტმა თავმა გაიელვა. ეს სწორედ ის , იყო რომელიც მინდორზე დამხვდა.
- გაიღვიძე, საყვარელო?
შემომხედა ცბიერი ღიმილით, ცხვირი შეებინტა, როგორც ჩანს მართლა გამიტეხავს. სიამოვნებისგან გამეღიმა.
- ცხვირი როგორ გაქვს? - ვკითხე გესლიანად.
- ჰო, ვაღიარებ რომ იმაზე ფიცხი ყოფილხარ ვიდრე ველოდი, - ჩაიცინა მხიარულად - თუმცა, დადიანის გოგოსგან სხვას რას უნდა ელოდო არა?
- რა გინდა ჩემგან?
- მაგას მალე გაიგებ. იქნებ მერე პირადად გასაუბრების საშუალებაც მომეცეს, - მითხრა ცბიერად, ჩემსკენ დაიხარა და ცხოველურად ამათვალიერ-ჩამათვალიერა - ძალიან მაინტერესებს რა გაქვს ასეთი, რომ თვით დადიანი მოხიბლე, დიდი სიამოვნებით შევამოწმებდი.
- სანამ შენ მაგის წარმოდგენას მოასწრებ, იქამდე ლუკა გიპოვის და მაგ კაკალივით თავს შუაზე გაგიპობს, ახვარო! - ვუპასუხე ზიზღით და სახეში შევაფურთხე.
- ასე, ასე - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და სახე მოიწმინდა - ეს არ უნდა გექნა! - დაიღრინა გააფთრებულმა და ხელი შემართა, რომ ჩემთვის ისევ დაერტყა.
- დავით! - მომესმა ცივი, გამყინავი ხმა კიბეებიდან - მაგას არ გირჩევ, თუ არ გინდა, რომ მარჯვენის გარეშე დაგტოვო!
გაკვირვებულმა თავი ხმის მიმართულებით მივაბრუნე და გავქვავდი, ძარღვებში სისხლი გამეყინა. თვალებს არ ვუჯერებდი. შეუძლებელია, რომ ის ყოფილიყო! ეს ნაცრისფერი, ცივი თვალები, რომელიც საშინლად მიუგავდა მკვდრისას, გადაფითრებული სახე და გასიპული, უკან გადავარცხნილი ქერა თმა - არა, არ მეშლებოდა, ნამდვილად ის იყო, სწორედ ამ დამპალმა ქვემძრომმა მომიკლა მამა რამდენიმე წლის წინათ! სწორედ მან დამჭრა სასიკვდილოდ და მარტო მიმაგდო ბნელ გზატკეცილზე. მის თავს რა დამავიწყებდა?! მის დამპალ, მიცვალებულივით სახეს სამი წელი სიზმარში ვხედავდი!
- შენ?! - გაცეცხლებული თოკებს დავეჯაჯგურე, რომ ამეწყვიტა, სულ არ მჭირდებოდა იარაღი, ყელს კბილებით გამოვჭრიდი - ბინძურო ცხოველო! დამპალო, ნაძირალა!
- კარგი, კარგი მეც მიხარია შენი ნახვა. - გაიცინა უდარდელად. კიბეები ჩამოათავა და ჩემსკენ წამოვიდა, მელოტმა მაშინვე უკან დაიხია და კიბეებთან აიტუზა თავდახრილი.
- როგორ ბედავ! როგორ ბედავ, აქ ასე უდარდელად დგომას! ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს, არაფერი არ მჭირდება კბილებით გამოგჭრი ყელს!!! - ვიკივლე გაცეცხლებულმა და მთელი ძალით გავიბრძოლე, რომ ამეწყვიტა, მაგრამ უშედეგოდ.
- კივილის თუ არ შეწყვეტ ვერ ვისაუბრებთ, - გამიღიმა მეგობრულად და კუთხეში მდგომი ბინძური სკამი ჩემსკენ მოაჩოჩა, ხელით გაასუფთავა და ჩამოჯდა - ჩემი სახელი არ იცი, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ერთმანეთი გავიცნოთ. მე მიხაილ დავიდოვი ვარ.
- ფეხებზე ვინ ხარ! გგონია ყველაფერი დამთავრდა? გგონია გაიმარჯვე? - გამწარებულს ისტერიკული სიცილი ამიტყდა - ! ყველაფერი წინ არის, იქამდე არ მოვკვდები სანამ სამარეს საკუთარი ხელით არ გაგათხრევინებ და თუ მაინც მოვკვდები ამას ლუკა გააკეთებს, ნაწილ-ნაწილ დაგჭრის და დაგფლითავს!
- ჰო, დადიანთან მართლაც უთანხმოება მაქვს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ძალიან მინდოდა შენი ნახვა. სულ მაინტერესებდა, როგორ გადარჩი? როცა იმ გზატკეცილზე ცოცხალ-მკვდარი მიგატოვე მეგონა რომ დაიღუპებოდი.
- ჯოჯოხეთიდან დავბრუნდი შენს ჩასაძაღლებლად! - ჩავიცინე გესლიანად.
- კარგი, საინტერესო თეორიაა. ნამდვილად მამაშენის შვილი ხარ, მისი ხასიათი გაქვს - გამიღიმა ბოროტად.
- როგორ ბედავ მისი სახელის ხსენებას?!
მთელი ძალით გავიბრძოლე, რომ თოკები გამეწყვიტა, მაგრამ ჩემი წვრილი მაჯები უფრო გადამეგლიჯებოდა ვიდრე ამ თოკებს რამეს მოვუხერხებდი!
- არ გაინტერესებს რა მოხდა? ჩვენ წინ დიდი დრო გვაქვს, ამდენი ხანი გულში ბევრი რამ დამიგროვდა, მინდა რომ ვინმეს გავუზიარო, რა მოხდა მერე?!
ვითომაც აქ არაფერიო. ვითომ ძველ მეგობარს ელაპარაკებოდა რაღაც უმნიშვნელო თემაზე. ტვინში სისხლი ჩამექცა, მაგრამ კბილი კბილს დავაჭირე. მართლა მაინტერესებდა მამაჩემი რის გამო დაიღუპა.
- აჰაა, ხედავ? ესე იგი გაინტერესებს, - სიცილით გააქნია თავი - ღმერთია მოწმე, რომ მისი მოკვლა არ მინდოდა. პოლიციელის მკვლელობა არც ისე მსუბუქი დანაშაულია, მაგრამ რას ვიზამთ, ვერ მოისვენა, იმ საქმეში ჩაყო ცხვირი, სადაც არავინ ეკითხებოდა, შედეგი კი სახეზეა...
- რაო კუდზე ფეხი დაგაბიჯა და აგეწვა?
ჩავიცინე ირონიულად, ნერვების უკიდურესი დაძაბვით ვახერხებდი მშვიდად ყოფნას, ვის ახსოვდა შიში, ერთი სული მქონდა ყელშვი ვწდომოდი და ადგილზე გამეგუდა.
- დაახლოებით, - გაიცინა გესლიანად - ვერ ვიტან როცა გზაზე მეღობებიან.
- რის გამო მოკალი მამაჩემი, ძაღლო?!
- დავით! - თავის ლეკვს გახედა - მიდი ყავა მომიტანე, შაქარი ბევრი არ მიყვარს ხომ იცი და არც ძალიან ცხელი.
- კარგი - უპასუხა თავდახრილმა და კიბეებს აუყვა. თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა.
- ეს შენი პირადი მონაა? ძილის წინ ზღაპრებსაც ხომ არ გიკითხავს ხოლმე?
- რაზე გავჩერდით? - ვითომ ჩემი სიტყვები არც გაუგონია - ჰო, რა მიზეზით მოვკალი მამაშენი?
- სადისტო!
- მე ბიზნესმენი ვარ, ნაია, მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, ქალაქებს ნაგვისგან ვასუფთავებ ესაა და ეს.
- გინდა მითხრა რომ დამლაგებელი ხარ? - ამიტყდა სიცილი - სერიოზულად?
- დაკვირვებიხარ ქალაქში რამდენი მათხოვარი დადის? ან რამდენი ეწევა პროსტიტუციას? მე პატარებზე მაქვს ლაპარაკი, რომელბიც ნაადრევად იწყებენ გახრწნას.
- რეებს ბოდავ? - ჩავისისინე გაცხარებულმა. უკვე აღარ მეცინებოდა.
- სულ ახალგაზრდა პატარა ბავშვები, რომლებიც სკოლაში უნდა ისხდნენ და სწავლობენ, ღამ-ღამობით დაწანწალებენ და კლიენტებს ეძებენ, ვისაც მოემსახურებიან. ეს ხომ სიბინძურეა, ნაია?! ისინი ქალაქის ჭუჭყი არიან, რომლისგანაც უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს ქუჩები. სამყარო სავსეა ცოდვილი ხალხით, ისინი კი უფრო ამძიმებენ ჩვენს პლანეტას. პატარა საზიზღარი არსებები - ზიზღით გადააფურთხა და ისევ მე მომიბრუნდა - ან ის მათხოვრები, რომლებიც ქუჩაში წინდაუკან დარბიან და ხალხს ფულს ცინცლავენ. პატარაობიდანვე სწავლობენ ყაჩაღობას და ქურდობას, მათ სიცოცხლის უფლება არ აქვთ! სამაგიეროდ მათი ორგანოები ფასობს ძვირად, წარმოდგენა მაინც გაქვს რა ღირს ადამიანის გული? ან სხვა ორგანო? ეს ნამდვილად სარფიანი ბიზნესია. ერთი გასროლით ორი კურდღელი ძვირფასო, სიბინძურეს ვაქრობ და თან კარგ ფულსაც ვშოულობ. შენი აზრით რატომ არსებობენ ბუნებაში მტაცებელი ცხოველები? ისინი ავადმყოფი ცხოველებით იკვებებიან, რომ სხვა ჯანმრთელი ცხოველები არ დაასნებოვნონ. ეს ბუნების კანონია ნაია, ამაში ცუდი არაფერია.
- ეს შენ ხოცავ ბავშვებს! ის უსახლკაროები ბუნკერებში...ავადმყოფი ხარ - ვუპასუხე მოსმენილით შოკირებულმა - ჩვეულებრივი, ჩამოყალიბებული, ფსიქოპატი.
- მამაშენიც ასე თვლიდა, - გაიცინა უდარდელად - ამიტომ სცადა ჩემთვის ხელი შეეშალა, რამაც საბოლოოდ ერთ დასასრულამდე მიიყვანა...
თვალწინ დამიდგა ის პატარა ბიჭი ვაკის პარკთან, მისი ჩამოძონძილი ტანსაცმელი და მოსვრილი სახე. დავიდოვს ზიზღით ავხედე, რას არ გავიღებდი იმისთვის რომ ახლა ხელები გახსნილი მქონოდა!
- ეს არ შეგრჩება!
- უკვე შემრჩა, - თვალი ჩამიკრა მეგობრულად - სხვათაშორის შენს მეგობარს არაფერს არ ვერჩოდი, მაგრამ გმირობა მოინდომა. მამაშენს ჩემზე საკმაოდ დიდი დოსიე ჰქონდა შეგროვებული, შენმა ამბიციურმა მეგობარმა კი მისი ხელში ჩაგდება მოინდომა და მე რომ ხელი არ შემეშალა გამოუვიდოდა კიდეც.
- ირაკლი?! - დაზაფრული დავიდოვს მივაჩერდი და უცებ ყველაფერს მივხვდი. - ეს შენ ჩაიდინე! - დავიჩურჩულე სახეშეშლილმა - ეს... მას...
- ჰო, ამისთვის მაპატიე - ხელები ასწია და დამნაშავესავით გამომხედა - მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა. ეგ ბიჭიც მომწონდა, გაბედული, ვაჟკაცი და რაც მთავარია ძალიან ჭკვიანი იყო. არ მინდოდა მისი მოკვლა, ერთხელ გავაფრთხილე კიდეც, მაშინ როცა მის მეგობარს ხვდებოდა მიტოვებულ ქარხანაში, მხოლოდ მისი შეშინება მინდოდა, რომ ამ საქმისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ არ მომისმინა, ნუ განმსჯი!
ენაჩავარდნილი ვუსმენდი მის თითოეულ გესლიან სიტყვას. გონებიდან ყველაფერი გაქრა, წაიშალა, აორთქლდა. ახლა მხოლოდ დავიდოვი არსებობდა ჩემთვის, ტანში ცხელმა სიძულვილის ტალღამ დამიარა და ერთიანად გამაკანკალა. პირში სისხლის გემო ვიგრძენი.
- შენ! ჩემი! ხელით! მოკვდები! - დამარცვლით გამოვცერი კბილებში - არ აქვს მნიშნველობა რას იზამ, აქედან ავდგები, პირობას გაძლევ რომ ავდგები და მერე... - სახეშეშლილს ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა - შემევედრები რომ მოგკლა, თვალებში შემომხედე! მე ვიქნები ბოლო ვისაც უკანასკნელად დაინახავ! წარმოდგენაც არ გაქვს რის გაკეთებას გიპირებ და პირობას გაძლევ, ყველაფერი რომ ამოტრიალდეს, პლანეტამ ბრუნვაც რომ შეწყვიტოს, შენამდე მაინც მოვალ და მერე ისეთ ტკივილს იგემებ, რომ არც დაგესიზმრება - ჩავიჩურჩულე გესლიანად.
დავიდოვი ერთხანს მდუმარედ შემომცქეროდა. არ ვიცი ჩემს თვალებში რა დაინახა, მაგრამ სკამზე გადაწვა და გამომწვევად შემომხედა. ახლა მხოლოდ ერთი ნატვრა მკლავდა, ოღონდაც ადგომა შემძლებოდა, ოღონდაც!
- მოკლედ სად გავჩერდით? ჰო, ის კიბერვირთხა. უნდა ვაღიარო, რომ არაჩვეულებრივი ჰაკერი იყო, მან მამაშენის სამუშაო კომპიუტერი გატეხა და იქ შენახული ფაილები გადმოიწერა. უნდა ავღნიშნო, რომ გაბედული საქციელი იყო. მისი კვალი პოლიციას, რომ დაედგინა აუცილებლად დააპატიმრებდნენ, მაგრამ კვალის წაშლა შესანიშნავად გამოუვიდა. სამწუხაროა, რომ მოვკალი, მაგრამ საჩემოდ ვერაფერში გამოვიყენებდი. ვერ მეტყვი რომ უსულგულო მკვლელი ვარ, ჩოხელისთვის თითიც არ დამიკარებია.
- შენ აღარაფერი გიშველის, ჩათვალე, რომ მოსიარულე გვამი ხარ! მე რომც მომკლა ლუკა მაინც გიპოვის და ნაწლავებს დაგაყრევინებს!
- ჰო და მივედით მთავარ თემამდე, დადიანი და ჩოხელი. ჩემი ორი ყველაზე დიდი თავისტკივილი! - ჩაიცინა ირონიულად - დიდი ხანია გზაზე მეღობებიან, აქამდე მათთან დატაკება არც მიცდია. ეს სახუმარო არ არის მაგრამ ახლა, როცა ყველა ერთად შეიკრიბეთ, თქვენი ერთად ამოწყვეტა რომანტიკულიც კია.
- ბიჭებს თავი დაანებე!
- იცი რატომ არ მოვკალი დღეს ჩოხელი? - მკითხა თვალებანთებულმა და ჩემსკენ გადმოიხარა - მინდოდა, რომ დადიანთან მისულიყო და ეთქვა რომ მის გამო ლუკამ საყვარელი გოგო დაკარგა, ხვდები? - გაიცინა გიჟივით - ეს ორი მთელი ცხოვრებაა ერთად არის, ორი ეული მგელი მთელი სამყაროს ბოროტების წინააღმდეგ - ბეტმენი და რობინი!
- შენ საერთოდ გაგიფრენია, მარველის ფანი ხარ? - გავიცინე ცინიკურად - ასეთს რას ეწევი? ისინი არაფრის გამო არ დაშორდებიან ერთმანეთს ტყუილად ცოდვილობ, ვირთხა!
- არაა, - დავიდოვმა ფართოდ გაიღიმა და თვალებანთებულმა შემომხედა - ლუკა, ის მე შევქმენი. იდეალური მხეცი, ნამდვილი სიკვდილის მანქანა, შენ მას არ იცნობ ნაია, არ იცი ვის გვერდით ხარ. ის იდეალური გამანადგურებელია, ცივსისხლაინი მკვლელი, მისთვსი მხოლოდ ერთი რამ არსებობს, სიმართლე ან სიკვდილი!
- შენ მას არ იცნობ, ცხოველო! - ვუყვირე გააფთრებულმა - არც ერთს არ იცნობ, შენ ამას ვერ გაიგებ, შენნაირი უხერხემლოები ვერ გრძნობენ სიყვარულს! არ იციან რა არის მეგობარი, ოჯახი, საყვარელი ადამიანი, ამას ვერასოდეს გაიგებ!
- აჰ, აჰ, აჰ - გაიცინა ირონიულად და სკამზე მოხერხებულად შესწორდა - იცი, მართლა ძალიან მომწონხარ და ვერ გადამიწყვეტია რა მოგიხერხო თუ დადიანზე საჭირო ინფორმაციას მომცემ, ხელს არ გახლებ ისე გაგიშვებ აქედან.
- რა საცოდავი ხარ, - ისტერიკულად ამიტყდა სიცილი - შენ სერიოზულად ფიქრობ, რომ ბიჭებზე რამეს გეტყვი? გირჩევნია ახლავე მომკლა, ჩემგან ვერაფერს გაიგებ!
- სიკვდილისკენ ნუ მიგეჩქარება, - ჩაისისინა ავად - ეგ დროც მოვა, მაგრამ მანამდე გინდა თუ არა მაინც მოგიწევს ლაპარაკი.
- არასოდეს! - გამოვცერი კბილებში და სახეში შევაფურთხე.
- ძალიან ცუდი! - სახე აუჩქარებლად მოიწმინდა და გაავებულმა შემომხედა მისი მხიარულებისგან კვალიც აღარ დარჩენილიყო - სამწუხაროა, არადა დადიანს ძალიან უყვარხარ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მისნაირი ცხოვრების კაცისგან გამომდინარე. შენთვის ყველაფერს იზამს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ჭკვიანია. სხვა ავტორიტეტებს არ ჰგავს, ნამდვილი მგელია და მისი ხაფანგში შეტყუებაც იოლი არაა. რას ვიფიქრებდი, რომ ეს ბავშვი ასეთ გზას აირჩევდა და შემედეგ ჩემი დიდი პრობლემა გახდებოდა.
- რეებს ბოდავ?!
- რა? მოიცა, - სკამზე გადმოიხარა და თვალებში მომაჩერდა, უცებ ახარხარდა და აჟიტირებული ფეხზე წამოიჭრა - რა, მას არაფერი უთქვამს შენთვის? არ უთქვამს ასეთად როგორ იქცა?
- ნამდვილი შიზოფრენიკი ფსიქოპატი ხარ! - ავხედე ზიზღით, პირველად ვხედავდი სულიერ არსებას, რომელიც სხვისი უბედურებით ასე ხარობდა, ჩემს წინ ნამდვილი სატანა იდგა!
- მოდი, რახან ასე ტკბილად ვსაუბრობთ, კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვები, ამჯერად შენს ბიჭზე. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება, - ისევ სკამზე ჩამოჯდა და გაბრწყინებულმა შემომხედა - მოკლედ მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თავქარიანი და უტვინო ბიჭი.
- არაფერი შეცვლილა დამიჯერე, - ჩავურთე გესლიანად - შენი ასაკის გარდა.
- ერთ დღესაც მერი გავიცანი, - ისე გააგრძელა თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგონია - უღმერთოდ ლამაზი იყო, მწვანე თვალები, გრძელი ქერა თმა, მოხდენილი ტანი, ნამდვილი ანგელოზი იყო. დანახვის წუთიდანვე შემიყვარდა. მისთვის სულსაც კი დავთმობდი. ყველას და ყველაფერს გავწირავდი მის გამო, მან კი საპასუხოდ მიმატოვა. გაიგო რასაც ვსაქმიანობდი და გამეცალა, ისე გადაიხვეწა რომ მის კვალსაც კი ვერ მივაგენი.
- რაში მაინტერესებს ვინ როდის დაგადო? - გავხედე ზიზღით, მაგრამ უცებ გავჩუმდი, ფოტოსურათი გამახსენდა, ამ ნაძირლის მიერ აღწერილი ქალი ძალიან ჰგავდა...
- ჰოო, - გამიღიმა ცბიერად - შენს თვალებში ვხედავ, რომ მიხვდი რაზეც გელაპარაკები, ეს ლუკას დედა იყო, მართალი ხარ. მერი ისე გადაიკარგა, რომ წლები დამჭირდა მის მოსაძებნად, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივაგენი. თუმცა უკვე დაოჯახებული აღმოჩნდა. ვიღაც მათხოვარ მექანიკოს დადიანზე გამცვალა! არადა მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი, მან კი მიღალატა. ამიტომ ერთ ღამესაც მივაკითხე, მისი დამპალი ქმარი ადგილზე ჩავცხრილე. მინდოდა მერი ჩემთან დამებრუნებინა, მაგრამ გამიძალიანდა შემთხვევით მაგიდას ფეხი გამოჰრა, დაეცა და თავი ჩამოარტყა.
- ამას ვერ იზამდი... ასე არ მოექცეოდი... სატანა ხარ! - ამოვიჩურჩულე თვალზეცრემლმომდგარმა.
- მისი მოკვლა არ მინდოდა, - სახეზე ხელი მოისვა და ქვემოდან გამომხედა - მე ის ყველაზე მეტად მიყვარდა, მერის არაფერს დავუშავებდი. როცა მისმა ხუთი წლის ბიჭმა დაინახა რა მოხდა ჩემსკენ გამოქანდა, უნდა გენახა როგორ იბრძოდა, პატარა ბავშვი ცოფიან მხეცს დაემგვანა. მისი ნაიარევი ახლაც კი მაქვს ხელზე - სახელო აიწია და ამოგლეჯილი ადგილი დამანახა, კბილების კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა წლების წინანდელ შეხორცებულ ჭრილობას.
- შენ მას ოჯახი დაუხოცე! - დავიჩურჩულე შეძრწუნებულმა. ტკივილისგან ლამის გული გამგლეჯოდა - შენ, ჩვენ ყველას, ცხოვრება დაგვინგრიე!
- მთელი ეს წლები ლუკას ვაკვირდებოდი. იმ დღეს მისი მოკვლა ვერ შევძელი, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი მერის შვილი იყო. დრო გადიოდა, მეგონა ბავშვი გაიზრდებოდა და თავის ყოფას შეურიგდებოდა, მან კი ყველაფერი პირიქით დაატრიალა. ჩოხელს გადაეყარა, მისი ბიძა კანონიერი ქურდი იყო და ლუკაც საკუთარი შვილივით გაზარდა. წლების განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ ნებისმიერი "არასწორისთვის" შუბლში ტყვიით ეპასუხა. ლუკა იზრდებოდა და რაც უფრო ემატებოდა წლები, მის უკან სისხლის გუბე უფრო და უფრო იზრდებოდა. მასში არსებული მხეცი გვამების ყრით ვერ ძღებოდა. თავიდან ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არასერიზოულად აღვიქვამდი ჭორებს რაც დადიანზე მესმოდა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა! ის იმ დღესვე უნდა მომეკლა როცა ჯერ კიდევ ხუთი წლის ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი იყო და ამდენი პრობლემა არ შემექმნებოდა. დღეს ის გავლენიანი პიროვნებაა და თავის წრეში ყველა დიდ პატივს სცემს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ოცდაექვსი წლისაა, მისი ყველას ეშინია. მსგავსი არაფერი მინახავს. ისეთ ვირთხებსაც კი, რომელსაც ის დაუფიქრებლად ანადგურებს, მასზე ლაპარაკი არ სურთ. რამდენი ასეთი ჩავიგდე ხელში და სიტყვა ვერავის დავაცდენინე. წარმოგიდგენია როგორი სიკვდილის მანქანაა, რომ მომაკვდავ მტრებსაც კი არ სურთ მასთან დაპირისპირება?! მოხიბლული ვარ, ძალიან მოხიბლული.
- იცი, ყოველთვის დგება მომენტი, როცა ბოროტება უკან გიბრუნდება ადამიანს! შენ რაც მომიყევი ეს მხოლოდ ბოდვაა. შენ ლუკას არ იცნობ, არ იცი მას რა შეუძლია. დამერწმუნე, როცა შენამდე მოვა იმაზე მეტად გაგაოცებს ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
- რა გაწუწუნებთ ვერ ვხვდები, - გამომხედა წარბშეკრულმა - ერთი თქვენ თავებს შეხედეთ. ვინ იქნებოდა ლუკა დადიანი მე რომ არა? ან შენ ვინ იქნებოდი მე რომ არა? დადიანი ყველასთვის პატივსაცემი ადამიანია, საზოგადოების ნახევარს მისი სიკვდილივით ეშინია, ნახევარი კი აღმერთებს და მონურად ერთგულები არიან! შენ კი ერთი მშიშარა გოგო იყავი, ახლა კი ნამდვილი ძუ ლომივით იბრძვი შენი საყვარელი ადამიანებისთვის. აი ახლაც როცა დარწმუნებული ვარ, რომ ხვდები წინ რა გელის, შენს თვალებში შიშს ვერ ვხედავ, ეს ყველაფერი ძალიან მახალისებს. თამაშს მეტ აზარტულობას და ხიბლს სძენს. ეს ჩემი ნარკოტიკია, ამით მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებთ! - მკვდრისფერი თვალები არაბუნებრივად უელავდა.
- არ იცი, რა მოგელის! - გავიცინე ცივად - შენს ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ დაგესიზმრება!
- მგონი ისტორიების მოყოლა გვეყო, ახლა მთავარზე გადავიდეთ. იცი აქ რისთვის ხარ? - ხმა არ ამომიღია. ზიზღით შევყურებდი და თვალებით ვბურღავდი.
- დადიანის გადამტერებას სიკვდილი ჯობია, ამას ვაღიარებ და თუ მაინც ასე მოხდება მაშინ პირველმა უნდა მოკლა, წინააღმდეგ შემთხვევაში იქამდე გააგრძელებს თხრას სანამ შენამდე არ მოაღწევს. ისე, რა უცნაურია ბედისწერა, თქვენი ბედი ერთმანეთს გადაეჯაჭვა. დადიანმა შენს გამო მომძებნა, მაშინ როცა არც კი იცის რომ ეს მე გავუნადგურე ოჯახი. მთელი ცხოვრებაა დამეძებს და მაინც ვერ მომაგნო, სანამ შენ არ გამოჩნდი, პატარა გოგონავ! შენს გამო დამეტაკა მოუშორებელი ჭირი და ახლა იძულებული ვარ რომ მოვკლა, იმიტომ რომ სხვანაირად თავიდან ვერ მოვიშორებ!
- ლუკამ მოგძებნა? - ვკითხე გაოცებულმა.
ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, ლუკას ჩემთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს! აი თურმე რას გულისხმობდა „ყველაფერი მალე მორჩებაში“! კი ვხვდებოდი რომ ამ ნეხვის ტომარას ეძებდა, მაგრამ არ ვიცოდი, რომ უკვე მიაგნო.
- ჰო, დადიანმა იმდენი ქექა, რომ ბოლოს ჩემზეც გამოვიდა. ახლა კი თავს არ დამანებებს სანამ არ მომკლავს. ისღა დამრჩენია, რომ დავასწრო! - აიჩეჩა მხრები და სკამზე მოხერხებულად გადაწვა - შენ კი ჩემი ბონუს ბილეთი იქნები საყვარელო. შენ ერთადერთი ხარ რითიც მის მართვას შევძლებ. შენს გამო ის ყველაფერს გააკეთებს და სწორედ ეს დაღუპავს - ჩაიცინა ავად და გველივით შემომხედა. უცებ სიცილი ამიტყდა.
- იმაზე იდიოტი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინა! - გულიანად ავხარხარდი და დავიდოვს დამცინავად შევხედე, რომელსაც სახეზე გაღიზიანება და გაკვირვება ერთდროულად ეწერა - შენ თვლი, რომ ლუკა ჩემს გამო პირდაპირ გაშლილ ხელებში ჩაგივარდება? შეგიძლია იოცნებო! ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობთ ესაა და ეს. ღრმა ოცნებებში ნუ წახვედი. როგორც აღნიშნე, ის განსაკუთრებულია, მეტისმეტად ჭკვიანი, შენს საცოდავ პროვოკაციაზე არ წამოეგება.
- ჰო? - ჩაისისინა გესლიანად და ფეხზე წამოიჭრა. მომიახლოვდა და ლამის სახე სახეზე მომადო - მისი სუნით ყარხარ და გინდა დამაჯერო რომ თქვენს შორის არაფერია? რომ მას არ ადარდებ? ცდები, ნაია! ის ყველაფერს გააკეთებს შენს გადასარჩენად.
- შენ გეშინია, - თვალებში ჩავხედე და კარგად დავაკვირდი, უცებ ისევ სიცილი ამიტყდა. დავიდოვმა უკან დაიხია და შუბლშეკრული მომაჩერდა, მე კი ვუყურებდი და სიცილს ვერ ვიკავებდი - სასოწარკვეთილ ვირთხას ჰგავხარ, რომელიც სოროს ეძებს დასამალად და ვერ უპოვია. იმდენად გაშინებს ლუკა, რომ ჩემი საშუალებით გინდა ფონს გასვლა. იმდენად საცოდავი ხარ, რომ შენზე ხელის გასვრაც კი არ ღირს, შეიძლება ეს არც გამეკეთებინა ირაკლის რომ არ შეხებოდი, მაგრამ ახლა...
- იცი, მგონი ვხვდები ასე ძალიან რატომ გეტკინა ირაკლის დაღუპვა. ის შენი ერთადერთი მეგობარი იყო ხომ ასეა? - ჩაიქირქილა თვალებანთებულმა.
- არ გაბედო! - გავიბრძოლე - მისი სახელის ხსენება არ გაბედო შენი ბინძური პირით!
- მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ შენმა დაქალმა თხასავით გაგყიდა, უფრო სწორად სცადა. - დაამატა ჩაფიქრებულმა.
- რა? - დაბნეულმა ჯაჯგური შევწყვიტე და დავიდოვს მივაჩერდი - რაზე ლაპარაკობ?
- აი, ის გოგო, საავადმყოფოდან, შენს დაჭრილ ძმაკაცს რომ უვლის.
- ინა? - შიშისგან გული შემეკუმშა - რა უქენი, ცხოველო?!
- არაფერი, - შემომიბღვირა გაღიზიანებულმა - მგონი არც ისე ძალიან მოსწონხარ. პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ ყველაფერი შენი ბრალია, რომ იმაზე მეტი იცოდი ვიდრე ლაპარაკობდი და მათთვის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა შეგეძლო!
- იტყუები! - ავხედე ზიზღით.
თუმცა, მის თვალებში მსგავსი რამ არ დამინახავს. გულში თითქოს რაღაც ძალიან დიდი ჩამწყდა, უფსკრულში ჩავარდა და სამუდამოდ დაიკარგა.
- არა, მე შეიძლება მკვლელი ვარ, ნაძირალა, ორგანოებით მოვაჭრე, მაგრამ არა მატყუარა. - თავი გააქნია და ღიმილით ჩამოჯდა სკამზე - ისე, შენ უნდა თქვა ბედი მაქვსო, შენი დაქალი პირდაპირ ჩემს მეგობართან მივიდა, მისი მონაყოლი სხვას, რომ მოესმინა თბილისში პირველი ძებნილი გახდებოდი.
- კონკრეტულად რომელ მეგობართან ? სონგულიას ხომ არ გულისხმობ? - სიბრაზიზგან ერთიანად ვცახცახებდი, ამ რამდენიმე წუთში იმდენი საშინელება და სიბინძურე მოვისმინე, რომ გული მერეოდა.
- როგორც ჩანს, მეგობრის ღალატმა საშინლად იმოქმედა შენზე. - ჩაიცინა ირონიულად. ვხედავდი, რომ ჩემი ტანჯვით ტკბებოდა, ეს ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ ართობდა.
- ტყუილად გიხარია, შენსას მაინც ვერ გაიტან, ლუკა შენამდე აუცილებლად მოაღწევს! რა მანიპულაციის ხერხიც არ უნდა მოძებნო, მას ვერ გაექცევი. ვერასდროს დაიძინებ ღამით მშვიდად, მუდამ იმის შიში გექნება, რომ სიბნელიდან ლუკა გამოაბიჯებს და ღორივით გაგფატრავს!
- იცი, თქვენი ყველას საერთო სუსტი წერტილი რა არის? - გამომხედა ცბიერად - სიყვარული. შენ ჩოხელი იმდენად გიყვარს, რომ მის გამო სიცოცხლეც არ დაიშურე და მაშინვე მასთან მოირბინე რომ გადაგერჩინა. ირაკლიც გიყვარდა, სწორედ ამიტომ დადიოდი ეს თვეები ცოცხალმკვდარი, სწორედ ამიტომ ვხედავ შენში ამხელა ბოროტებას და ბოლოს ყველაზე გემრიელი ნაჭერი - დადიანი, ლუკა იმდენად გიყვარს, რომ მზად ხარ გამომიწვიო და თავი მომაკვლევინო, რომ შენით მისი მანიპულირება არ ვცადო. რა პატეთიკურია ეს ყველაფერი, ძალიან სასაცილოები ხართ, მაგრამ რას ვიზავთ ეს ხელსაც კი მაძლევს, იოლად გაგსრისავთ სათითაოდ ყველას! მაგრამ ჯერ მთავარით დავიწყოთ, რა იცი დადიანზე?
- წადი შენი!
- ძალიან არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ როგორც ჩანს მომიწევს - ჩაილაპარაკა ხმადაბლა.
ნელა წამოიწია სკამიდან და მთელი ძალით გამარტყა სახეში. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ვიგრძენი შიგნიდან ლოყა როგორ გამეჭრა კბილზე.
- ეფექტური იყო. - ავხედე სიცილით და სისხლი იატაკზე გადმოვაფურთხე.
- ყოჩაღ, - გამიღიმა ბოროტად - მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც მოგელის. კიდევ ერთხელ გეკითხები, რა იცი დადიანზე? კონტაქტები, ადგილმდებარეობა, სად რჩება ხოლმე, სად ჰყავდი დამალული?
- შ ე ნ ი დ ე დ აც ა ხ ვ ა რ ო! - დავუმარცვლე დაცინვით.
ერთხანს გვერდული ღიმილით მიყურა, შემდეგ კი ისევ სახეში გამაწნა მთელი ძალით, ამჯერად ტუჩი გამისკდა და სისხლი თქრიალით წამომივიდა.
- ძალიან არ მინდა ამის გაკეთება, ნუ მაიძულებ რამე დაგიშავო.
- ამას ამბობს ავადმყოფი ფსიქოპატი! - სისხლი გადვაფურთხე და სიცილით ავხედე - მიდი თავი არ დაზოგო, ალბათ პატარა რომ იყავი ყველა გჩაგრავდა და ამიტომ ხარ ყველაზე გაბოროტებული... - სახეში ისევ მომხვდა ამჯერად მუშტი.
თვალებში დამიბნელდა, გონზე მოსვლა გამიჭირდა. თავი ოდნავ გავაქნიე და თვალები გავახილე. ისევ გამეცინა, გიჟივით ავხარხარდი, დავიდოვი კი გაოცებული მომჩერებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მტკენდა, მომწონდა მისი გაცოფება, ეს ერთადერთი რამ იყო რაც იმ წამს შემეძლო, ერთადერთი რამ!
- ეს დადებით პასუხს ჰგავდა, როგორც წესი არ ვცდები ხოლმე, საცოდავო! - ისევ შევაფურთხე გაცოფებულმა.
- მაგარი გოგო ხარ ხომ? დადიანის გოგოსგან სხვას არც ველოდი, ერთნაირი არანორმალურები ხართ. ძალიან კარგი, როგორც ჩანს, კარგად გავერთობით. დავით! - გასძახა თავის „წებოვან კაკალს“. მანაც მაშინვე კიბეებზე ჩამოირბინა და დავიდოვს ლენჩი სახით მიაჩერდა.
- გისმენთ!
- წადი და ჩემი ინსტრუმენტები მომიტანე, ბიჭებსაც დაუძახე.
- გასაგებია!
- აუჰ, - ავხედე სიცილით - რა იყო, მარტო ვერ მიმკლავდები და შენი ლეკვები უნდა მომიქსიო?
- ნუ ჩქარობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. - ბოროტი ღიმილით ჩაიყო ჯიბეში ხელი და პატარა დანა ამოიღო გახსნა და ახლოს მომიტანა.
- ახლა უნდა შემეშინდეს? - გავხედე გაქვავებულმა.
უცნაურია მაგრამ შიშს მართლა ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ დაუოკებელი ზიზღი და სიძულვილი ბობოქრობდა ჩემში.
- მითხარი დადიანი სად არის? ვისთან აქვს კონტაქტები? სად დადის ხოლმე?
- დედაშენთან, საღამოობით ფეხებს ავარჯიშებინებს ხოლმე! - ვუპასუხე ირონიულად და სიცილი ამიტყდა.
- ძუკნა! - ჩაისისინა გაბოროტებულმა და ბარძაყზე მთელი ძალით დამისვა დანა.
ჯინსის შარვალი გამეხა, კანი გადამეხსნა და სისხლი თქრიალით წამომივიდა. კბილი კბილს დავაჭირე, რომ გმინვა შემეკავებინა. ამ მანიაკის წინ არაფრის დიდებით არ დავხრიდი თავს, არ დავანახებდი რომ მტკენდა, თუნდაც ვეწამებინე ამ სიამოვნებას არ მივანიჭებდი! კარი გაიღო და კიბეებზე მამაკაცები დაეშვნენ. წინ მელოტი მოუძღოდათ რომელსაც ხელში დიდი შავი რაღაც ეკავა, რაც ძალიან ჰგავდა მათრახს.
- შთამეჭდავია! - ჩავიცინე ირონიულად.
- აუშვით და ბორკილებით ჩამოკიდეთ ჭერზე - გასცა ბრძანება.
- არ მომეკარო!
შევუღრინე ჩემსკენ დახრილ მცველს და ყელში ვწვდი კბილებით, ჩემდა საუბედუროდ დროულად დამისხლტა, მხოლოდ ოდნავ მოვახერხე გაკაწვრა.
- დამპალი ძუკნა! - სახეში მოწყვეტით გამცხო და დამფრთხალმა ყელზე წაივლო ხელი.
- არ გაბედო ხელის ხლება!
იღრიალა დავიდოვმა და მთელი ძალით გადააწნა მათრახი თავის მცველს, ისიც მოცელილი ჩაიკეცა და აღარც ამდგარა. მსხვილმა და მძიმე თოკმა თავი შუაზე გაუპო. დანარჩენმა მცველებმა ოდნავ უკან დაიხიეს. დავიდოვს თვალები შეშლილივით უელავდა.
- ის მხოლოდ ჩემია! - დაისისინა გააფთრებულმა და დანარჩენებს ბასრი მზერა მოავლო - რომელიმე თითს თუ დააკარებთ, ოჯახებიანად გაგაქრობთ!
გაბრუებულმა თავი გავაქნიე და სისხლი გადმოვაფურთხე. უკვე იმდენჯერ მომხვდა სახეში მწარედ, რომ მგონი ტვინის შერყევა მიმაღებინეს. სახე საშინლად მეწვოდა, შიგნიდან კი გაჭრილი ლოყიდან სისხლი მდორედ მდიოდა.
- შენს გოგონებს შენზე ძლიერი ხელი ჰქონიათ. - ავხედე სიცილით და სისხლი ისევ გადავაფურთხე.
ვხვდებოდი, რომ უარესად ვაღიზიანებდი და ასე მხოლოდ ცეცხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ გესლს ვერ ვიკავებდი. მისდამი სიძულვილი სიცოცხლის წყურვილზე მაღლა იდგა ჩემთვის.
- ახლავე ჩამოკიდეთ ჭერზე!
გამეორება არ დასჭირვებიათ, ოთხი კაცი ერთდროულად მესცა. ერთმა გამაკავა, დანარჩენებმა კი თოკები შემხსნეს და ბორკილებთან მიმათრიეს. როგორც შემეძლო ვფართხალებდი, მაგრამ სულ ტყუილად, პატარა გოგო ოთხ ახმახს ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი.
- აი ასე, - თქვა კმაყოფილმა, როცა ორივე ბორკილი საიმედოდ ჩაიკეტა - ახლა კი ვნახოთ რეალურად რამდენის ატანა შეგიძლია. სიცილით მომიახლოვდა და თხელი სვიტერი ტანზე შემომახია.
- არ მომეკარო! - გაცოფებულმა წიხლების დაშენა ვცადე.
- ფეხებიც გაუკოჭეთ, რომ ამდენი არ იფართხალოს, ვის ვეუბნევი!
დაუცაცხანა თავისიანებს, რომლებიც გაშტერებულები მათვალიერებდნენ წელზემოთ ნახევრად შიშველს. ერთ-ერთი მაშინვე მომიახლოვდა და ფეხები მჭიდროდ შემიკრა.
- ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, - ჩაიცინა ბოროტად - იცი რა ემართებოდათ ადრე ქალებს, როცა რაღაცას აშავებდნენ? - ყურში ჩამსისინა გველივით - მათ იქამდე ამათრახებდნენ სანამ არ დაიღლებოდნენ.
- შენნაირ ახვრებს კი ასაჭურისებდნენ, ბინძურო ღორო!
- მართლა ძალიან მომწონხარ, - მხარზე ნაზად შემეხო და წელზე ჩააცურა ხელი - მითხარი, დადიანი როგორ გეფერება ხოლმე? ალბათ ვნებას ვერ იოკებს შენს გვერდით, - ახლოს მოვიდა და დამყნოსა - კანი მისი სუნით გაქვს გაჟღენთილი. ყოველ ღამეს ერთად ატარებდით, არა? ალბათ, როგორ დააკლდება შენი სითბო, ალერსი... - ხელებს ტანზე მისვამდა და ხარბად მათვალიერებდა.
ლამის შევიშალე, მისი თითოეული შეხება გულს მირევდა. ძალიან ვცდილობდი, რომ არ გავტეხილიყავი. ამას მერჩივნა ვეწამებინე, ჩემთვის რაიმე დაეშავებინა, ოღონდ მისი ბინძური საცეცები მოეშორებინა. სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა.
- არ მომეკარო, ავადმყოფო! ხელები მომაშორე! - დავისისინე გაცოფებულმა.
- აი ისიც, - აღფრთოვანებულმა ნატყვიარზე გადამისვა თითი - მაშინ მეგონა, რომ მოკვდებოდი, მაგრამ გადარჩი, მოხიბლული ვარ. ძალიან ნაზი კანი გაქვს და სასიამოვნო სურნელი აგდის, მშვენიერი სხეული, ლამაზი სახის ნაკვთები - გარშემო ცხოველივით მივლიდა და სიტყვებს ყურში ჩამჩურჩულებდა - მშვენიერი ხარ ნაია, პატარა ლამაზი გოგო ხარ. სამწუხაროა რომ ამ ნაზი სხეულის დაზიანება მომიწევს - ამის თქმა იყო და მთელი ძალით მოიქნია მათრახი და ბეჭებზე გადამიჭირა.
წამით სუნთქვა შემეკრა. კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ მეკივლა, საშინლად მეტკინა. ღრმად ჩავისუნთქე და თავი ხელში ავიყვანე. თვალები დავხუჭე და ირაკლიზე დავიწყე ფიქრი, ახლა მხოლოდ ის თუ გადამარჩენდა, მხოლოდ მასზე ფიქრი თუ გამაძლებინებდა. არა, იქამდე არ მოვკვდებოდი სანამ ამ ნაძირალას ჩემი ხელით არ ჩავაძაღლებდი! პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. იქამდე მირტყამდა სანამ სისხლმა არ დაიწყო დენა.
ბეჭები საშინლად მეწვოდა, სისხლი კი წვეთებად ეცემოდა იატაკს. თვალები მთელი ძალით მქონდა დახუჭული და კბილს-კბილზე ვაჭერდი. უნდა გამეძლო, როგორმე უნდა გამეძლო! ირაკლისთვის, ლუკასთვის, უნდა გამეძლო! გმინვის ნაცვლად ღრენა ამომდიოდა ხახიდან ის კი აგრძელებდა და არ ჩერდებოდა. ათი წუთის შემდეგ, როცა ვიგრძენი, რომ სუნთქვა უკვე სერიოზულად მიჭირდა, გაჩერდა.
- აბა, როგორ ხარ? - ნიკაპში წამავლო ხელი და თავი ამაწევინა
- შენი დედაც! - შევაფურთხე ძალაგამოცლილმა.
- შთამბეჭდვია, ნამდვილად შთამბეჭდავი. მინდა გითხრა რომ შენით აღფრთოვანებული ვარ ნაია. აქამდე ბევრი კაცი მარტო იარაღის ჩვენებით ამილაპარაკებია, შენ კი იოლად არ მნებდები, მომწონს, ძალიან მომწონს. ვგრძნობ რომ მე და შენ ერთად კარგად გავერთობით, - აზარტულად მოიფშვნიტა ხელები - კარგი, დღეისთვის საკმარისია, ცოტას დაგასვენებ. დროს მოგცემ რომ ყველაფერზე დაფიქრდე, თორემ მეორედ რომ მოვალ ასე აღარ „მოგეფერები“.
- ჯანდაბაშიც წასულხარ შენი ძაღლებიანა! - ჩავილაპარაკე უღონოდ, ბეჭები საშინლად მეწვოდა. ფეხზე დგომაც მიჭირდა, დასერილი ფეხი მტკიოდა.
- ჩამოხსენით და ისევ სკამზე მიაბით, წყალი და საჭმელი არ მიუტანოთ. აქ იყოს მთელი ღამით, ხვალ დილით კი ისევ მოვინახულებ.
ბორკილები შემხსნეს. მაჯები დამსისხლიანებოდა და ჩამლურჯებოდა, საშინლად მტკიოდა. ფეხზე ვერ ვდგებოდი, მთელი ტანი მტეხდა. ისევ რკინის სკამზე მიმათრიეს და ამჯერად ხელები სკამის სახელურებზე დამიბეს. გადახსნილ მაჯებზე თოკის გადაჭერა უფრო მემწარა, თუმცა ხმა არ ამომიღია, კბილების ღრჭიალით ვიკავებდი ტკივილს რომ არ დამეკვნესა. სუნთქვა უფრო და უფრო მიჭირდა, თითოეულ ჩასუნთქვაზე ფილტვები მეწვოდა.
- შენ ფიქრობ რომ მტანჯავ? - ხმააკანკალებულმა ამოვიხავლე და დავიდოვს მრისხანედ შევხედე - ნამდვილი ტანჯვა ჩემთვის ირაკლის წართმევა იყო! ცოცხალ გვამად მაქციე, მოსიარულე გვამად. იცი ეს რა გრძნობაა ახვარო?! არ იცი და ვერც გაიგებ, იმიტომ რომ არასოდეს არავინ გყვარებია, მაგრამ ეს არაფერია, ყოველდღიურ ცოცხლად ლპობასთან შედარებით ეს არაფერია, ამასაც გავუძლებ, ვიმსახურებ კიდეც ასეთ მოპყრობას! აქედან დავიხსნი თავს და მერე ნახავ რაც მოგელის. ჩემი სიტყვები კარგად დაიმახსოვრე, შენ უკვე მკვდარი ხარ, გესმის? მოსიარულე, ლპობაშეპარული, გვამი ხარ, უბრალოდ ამას ჯერ ვერ ხვდები! - გამოვცერი კბილებში.
- მშვიდობიანი ღამე, - გამიცინა გესლიანად - წავედით! ორი დარჩეს და ამას მთელი ღამით უდარაჯოს! მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი!
მათრახი ხელზე დაიხვია და სტვენით აუყვა კიბეებს, თავისი დამქაშებიც უკან მიჰყვნენ. ორი მისნაირი ძაღლი კი ჩემთან ერთად დარჩა ოთახში. გაცოფებულმა პირში დაგროვებული სისხლი იატაკზე ზიზღით გადავაფურთხე და გაავებულმა გავხედე ჩემს მცველებს, რომლებიც დაცინვით მიყურებდნენ.
- თქვენი დროც მოვა არ იდარდოთ, - გავუცინე გესლიანად - ლუკა აუცილებლად მომაკითხავს და მერე მიხვდებით რას ნიშნავს ნამდვილი ტკივილი.
- ჰო, ჰო, აუცილებლად. უბრალოდ შენ ერთ რამეში ვერ ერკვევი, შენნაირი რიგითი ძუკნების გამო მისნაირები თავს არ იწუხებენ. გიხმარა და მიგაგდო, ტყუილ ილუზიებს ნუ შეიქმნი, სიკვდილის წინ მაინც. - მიპასუხა ერთ-ერთმა გესლიანი ღიმილით და მეორესთან უდარდელად გააბა ლაპარაკი.
თავი ჩავღუნე. მთელი სხეული საშინლად მტეხდა. ბეჭები ალბათ სულ გადამიტყავდა, იმ ნაბიჭვარმა იქამდე მირტყა სანამ ძვლამდე არ ჩააღწია, მაგრამ ეს არაფერი იყო, ეს ტკივილი გაივლიდა, განიკურნებოდა, მაგრამ სულში რა ტკივილიც ბუდობდა იმას ვერანაირი წამალი ვერ გამიყუჩებდა.
აქედან თავი როგორ დამეღწია? ნუთუ კიდევ დამასწრო ამ ნაძირალამ?! ისედაც ვიცოდი, რომ ყველაფერი ბოლოს აქამდე მივიდოდა, მაგრამ ეს ნაადრევი იყო. მზად ვიყავი სიკვდილისთვის, ამის არ მეშინოდა, მაგრამ თან იმ ქვემძრომი წაყოლებაც მინდოდა. მოვკვდებოდი და თან გავიყოლებდი. აი მაშინ საბოლოოდ დასრულდებოდა ჩემი ტანჯვა. ჩემთვის სიკვდილში ცუდი არაფერი იყო. პირიქით, იმედს მაძლევდა, იმედს იმისა, რომ ჩემს ირაკლის ისევ ვნახავდი.
ცრემლები წამომივიდა. საწყალი დედაჩემი, მას კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მივაყენებდი. ნეტავ ჩემი გვამი მოეშორებინათ ისე, რომ ვერასდროს ეპოვნათ. არ მინდოდა დასახიჩრებული ვენახე დედას. მშვენივრად ვხვდებოდი, რომ დღევანდელი მხოლოდ დასაწყისი იყო და წინ უარესები მელოდა. ამიტომ იმედი მქონდა, რომ ჩემს გვამს თავიდან მოიშორებდნენ, ვერც დედა მნახავდა და ვერც ბიჭები. ლუკას ასეთი, რომ ვენახე საბოლოოდ შეიშლებოდა.
სასაცილოა, მაგრამ ახლა მხოლოდ ამაზე ვდარდობდი. თვითგადარჩენის ინსტიქტი ალბათ საერთოდ გამინადგურდა. გაჭირვებით გავსწორდი წელში. დასისხლიანებული ბეჭები მოსვენებას არ მაძლევდა, საზურგეს ვერ ვეყრდნობოდი და ასე მოხრილი ჯდომაც საშინლად დამღლელი იყო.
მთელი ღამე ტანჯვაში გავატარე. სკამზე მიბმული წესიერად ვერ ვინძრეოდი, სარდაფში საშინლად ციოდა. თავიდან ნაცემზე ისე ვიყავი გახურებული, რომ ამას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ კანკალი დამაწყებინა. ცალკე ნაიარევები მეწვოდა, გატანჯული ძლივს ვმოძრაობდი. ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა, რომ როგორმე ტკივილისგან თავი დამეხსნა.
ლუკასთან ერთად გატარებულ დროს ვიხსენებდი. ის რამდენიმე დღე ჩემთვის უძვირფასესი იყო, ჯადოსნური წუთები, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ წამართმევდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ორგანიზმი საშინლად მტკიოდა, ჯერ კიდევ ნათლად მახსოვდა ლუკას თითოეული შეხება, მისი კოცნა, მოფერება.
ძალიან მენატრებოდა, ვოცნებობდი, რომ სიკვდილის წინ ერთხელ მაინც მომესწრო თვალის შევლება. სულ ერთი წამით მაინც დამენახა მისი იდუმალი, მწვანე თვალები - მერე თუნდაც მოვმკვდარიყავი. ან ნეტავ ლექსო როგორ იყო? ლუკა აუცილებლად მიაკითხავდა გორაკზე. თავს ვირწმუნებდი, რომ ორივე კარგად იყო და რაც მთავარია უსაფრთხოდ. ახლა მხოლოდ ეს აზრი თუ გამაძლებინებდა ამ დაწყევლილ სარდაფში.
თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები ღაპა-ღუპით წამომივიდა. ბიჭები ასე საშინლად არასდროს მომნატრებიან. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, ტკივილისგან უკვე გონს ვკარგავდი. თვალებში დამიბნელდა, მთელი ორგანიზმი გამიბრუჟდა და ბოლოს წყვდიადში ჩავიძირე.
თავი ოცდამესამე
გონს ცივმა წყალმა მომიყვანა, რომელიც დაუნდობლად შემასხეს სახეში. სუნთქვა შემეკრა და ხველა ამიტყდა.
- გაიღვიძე პატარავ, უკვე დილაა, - შემომცინა დავიდოვმა - აბა, რა მოიფიქრე? მეტყვი ყველაფერს?
- ეშმაკსაც წაუღიხარ! - ვუპაუხე განრისხებულმა და თავი გავაქნიე. ცივმა წყალმა თითოეული უჯრედი უარესად ამიწვა.
შეიძლება მისთვის ეს წამების ერთ-ერთი ხერხი იყო, მაგრამ ცივმა წყალმა, ერთის მხრივ, ჩემზე დადებითად იმოქმედა. როგორც იქნა, თვალებში გამოვიხედე და წელში გავსწორდი. ბეჭები საშინლად მტკიოდა. ხელები კი ისე მქონდა გაყინული ვერ ვგრძნობდი. ერთიანად გამაკანკალა.
- ასე, ასე, როგორც ჩანს, გაკვეთილი ვერ ისწავლე, - გამიღიმა გესლიანად, გვერდით ჩამიარა და უკან დამიდგა - ამას შეხედეთ, რა დღეში აქვს ზურგი, გუშინ ნამდვილად ზედმეტი მომივიდა. აჰ, დავიდოვ, როგორ განერვიულდები ხოლმე! - თავისთვის ჩაიცინა და ისევ წინ დამიდგა.
- საკუთარ თავთან ლაპარაკი სიგიჟის პირველი ნიშნებია იცოდი? - ამოვიჩხავლე ხმაჩახლეჩილმა, გახეთქილი ლოყა ლაპარაკს მიშლიდა - მაგრამ შენ ისედაც ფსიქოპატი ხარ, შეუძლებელია ეს ვერ შეგემჩნია.
- მოკლედ შენი კომპლიმენტებისგან ყელამდე ვარ, კარგი მათრახს აღარ დაგარტყამ, თორემ ისეთი სახე გაქვს სადაცაა სული გაგძვრება, მე კი ეს არ მინდა. ჯერ ახლა დავიწყეთ გართობა, სულაც არ ვაპირებ ამ მხიარულების მალე დამთავრებას.
- რა მოწყალე ხარ, რა იყო ბავშობაში ტაფით გეფერებოდნენ?
ჩემივე სარკაზმზე მეთვითნ გამეცინა. არაუშავდა რა, თუ ასეთ სიტუაციაში ხუმრობა შემეძლო, საქმე არც ისე ცუდად იყო. რამდენიმე მის დამქაშსაც ჩაეღიმა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ეს ნაძირალა საკუთარ ძაღლებსაც კი არ მოსწონდათ.
- პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ასეთი გულით მიისწრაფვის სიკვდილისკენ. როგორც ჩანს, მართლა ძალიან დამიტანჯიხარ. შენი მეგობარი დიდხანს ხრიალებდა სანამ მოკვდებოდა? - ჩაიღიმა გველურად და თვალებაციმციმებულმა შემომხედა.
გამწარებულმა ვიკივლე და წამოდგომა ვცადე, რომ ყელში ვცემოდი, მთელი ძალით გავიბრძოლე, რომ თოკებისგან თავი დამეღწია, მაგრამ ვერ შევძელი, გააფთრებული ერთ ადგილას ვფართხალებდი უმწეოდ.
- აი ეს სულ სხვა საქმეა, - ჩაიცინა ირონიულად - ასე ჯობია.
- ცოცხლად დაგმარხავ, რომ ჭიებმა შეგჭამონ! კუბოში მარტო იქნები, სულ მარტო და სიკვდილს დაელოდები, ნელ-ნელა დალპები და ამას შენც იგრძნობ. საკუთარი მყრალი ლეშის სუნი დაგახრჩობს! ყოველი წამი აუტანელი იქნება შენთვის, ბოლოს კი საერთოდ შეიშლები ჭკუიდან და სასოწარკვეთული ეცდები იქიდან თავის დაღწევას, მაგრამ იცი რა მოხდება? ორი მეტრის სიღრმეზე იქნები ჩამარხული, შენს ხმას ვერავინ გაიგებს, კუბოზე კი იმდენივე ლურსმანს დაგაჭედებ რამდენი ადამიანიც მოგიკლავს და ამ ყველაფერს ჩემი ხელით გავაკეთებ. შემევედრები, რომ ეს არ ვქნა გესმის? შემევედრები, მაგრამ ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ, საკუთარი ხელით დაგმარხავ ცოცხლად ახვარო! ეს იმაზე მტანჯველი იქნება შენთვის ვიდრე შუბლში ტყვია, ასეთ ფუფუნებაზე არც იოცნებო! - ვუყვირე გაცოფებულმა.
- უუჰ, ეს მართლაც საზიზღრობაა. შეხედე დამბურძგლა კიდეც, ბიჭებო ეს ალქაჯი აქედან არ უნდა გაგვექცეს, თორემ ჩემი აღსასრული სულაც არ ჟღერდა მომხიბვლელად. - გადახედა თავის დამქაშებს სიცილით, მათაც უაზროდ მოაღეს პირები.
- შენ ფიქრობ, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია? - ვუკივლე გააფთრებულმა - თვალებში შემომხედე! შენ ფიქრობ რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მუქარაა?!
წამით დავიდოვს სახე შეეცვალა, მერე კი გაბრაზებულმა ხელუკუღმა გამცხო სახეში. ნატკენი ლოყა უარესად ამეწვა. ჭრილობა კბილზე ისევ გადამეგლიჯა. ახლა ბევრად მეტი სისხლი გადავაფურთხე. მძვინვარებისგან უკვე აუტანელ ტკივილსაც აღარ ვაქცევდი ყურადღებას. დავიდოვს ავხედე და ავხარხარდი.
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა გელის. შენნაირი მანიაკები სასტიკად ისჯებიან, მე რომც აქედან ვერ გავაღწიო შენთვის არფერი შეიცვლება, ბოლო რასაც სიკვდილის წინ დაინახავ დადიანის სახე იქნება და ინატრებ, რომ უმტკივნეულოდ მოკვდე რაც არ მოხდება - ჩავისისინე გესლიანად.
- მერე ჩემზე იტყვიან, რომ ფსიქოპატი ვარ, - თავი გააქნია და ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა - კარგი რახან შენი თავი და სიცოცხლე არ განაღვლებს ვნახოთ ბიჭებზე რას იტყვი.
- რას აკეთებ?! - სიბრაზიზგან ერთიანად გამაცახცახა.
დავიდოვმა საპასუხოდ მხოლო გამიცინა და ჯიბიდან ჩემი ტელეფონი ამოაძვრინა. გაცოფებული კიდევ უარესად ავფართხალდი, მაგრამ ასე მხოლოდ მაჯებს ვიზიანებდი.
- წუხელ გაუთავებლად რეკავდა იცი? წარმომიდგენია როგორი სასოწარკვეთილები დაგეძებენ. მოდი დავურეკოთ და გავახაროთ, რომ ჯერ ცოცხალი ხარ. შენ თუ არ მეუბნევი ისინი სად ვიპოვო, არც მჭირდება. ორივე თავისი ფეხით მოვა იქ სადაც ვეტყვი, მათ ხომ ასე ძალიან უყვარხარ. - ჩაიცინა გესლიანად და ტელეფონში ნომრებს დაუწყო თვალიერება.
- თავი დაანებე, მე რაც გინდა ის მიქენი, მაგრამ მათ თავი დაანებე გესმის?! შეეშვი მეთქი!
- ერთი ამას პირი აუკარით, თორემ ყურთასმენას საშინლად აფუჭებს. - ერთი ახმახი მაშინვე მომიახლოვდა და ბინძური ნაჭერით პირი შემიკოჭა. გააფთრებულმა დავიდოვს გავხედე.
- ასე, ასე, აი ისიც, - დავიდოვმა ღიმილით გაასრიალა ტელეფონზე ხელი და მუხლზე დაიდო - ხმამაღალზე მაქვს ჩართული. მინდა შენც გაიგო, მათი სასოწარკვეთილი მუდარა, რომ გაგიშვა და ხელი არ გახლო - პირველივე ზუმერზე უპასუხეს.
- ნაია?! - მაშინვე ვიცანი ლექსოს დაფეთებული ხმა - ნაია, შენ ხარ?!
- ნაია, ახლა ცოტათი დაკავებულია მეგობარო - უპასუხა შემპარავად და სახეზე ბოროტი ღიმილი გადაეფინა.
- ახვარო! ნაიას თითი არ დააკარო, ნაწლავებს დაგაყრევინებ და პირში ჩაგტენი გაიგე?! ნაიას თმის ღერიც რომ შეერხას ცოცხლად შეგჭამ!
- კარგი რა, - სახე მოექცა დავიდოვს - რა საჭიროა ასეთი ლაპარაკი, ხომ იცი, რომ ჩემს ხელშია? ისიც ხომ იცი, რომ ვერაფერს დამაკლებ? ასეთი ლაპარაკით მხოლოდ ნაიას აგდებ საფრთხეში, მან უკვე მოახერხა და გამომიყვანა წყობილებიდან. შედეგად ცოტა დაშავდა, ახლა შენი სიტყვების გამოც ნუ აგებინებ პასუხს!
- დავიდოვ!!! - ტელეფონიდან ღრენა მომესმა. ფართხალი შევწყვიტე და გაშტერებული ტელეფონს მივაჩერდი. გულმა მტკივნულად გამკრა.
- ლუკა! - გამხიარულებულმა აციმციმებული თვალებით გამომხედა - როგორ მიხარია შენი ხმის გაგონება მეგობარო.
- ნუ მეთამაშები დავიდოვ, გოგო გაუშვი! - გაისმა ლუკას ხმა, მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ მანამდე მის ხმაში ასეთი მრისხანება და სიბოროტე არ მიგვრძნია.
- არა, ეგ არ მოხდება, ეს გოგო ძალიან მომწონს ჩემთვის ვიტოვებ შენ სხვა იპოვე.
- დავიდოვ! - ჩაისისინა ლუკამ, ისეთი სუსხიანი ხმა ჰქონდა, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა - ნაია გაუშვი გაფრთხილებ, ეს ჩვენ ორს გვეხება, გოგოს თავი დაანებე, ნუ მაიძულებ რომ ტყავი ცოცხლად გაგაძრო, ხომ იცი რომ ამის გაკეთება შემიძლია!
- ვიცი რაც შეგიძლია ლუკა, ამის დაკონკრეტება საჭირო არ არის, სწორედ ამიტომ მაღიზიანებ, მე შენ მჭირდები და არა ნაია.
- შემხვდი! - გაისმა ტელეფონიდან მკაცრი ხმა.
- ჰო სულ მაგ ჭკუაზე ვარ, - გაიცინა უდარდელად - მაგრამ, რატომაც არა! მოდი ერთმანეთს შევხვდეთ. შენი მოკვლა ისე მწყურია, რომ თვით შენი ლეკვებისაც არ მეშინია. ვიცი შენი სიკვდილის შემდეგ ქურდული სამყარო თავს არ დამანებებს, მაგრამ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ, ბოლოს და ბოლოს გავლენიანი კაცი ვარ.
- არა დავიდოვ, შენ მოსიარულე გვამი ხარ! ჩემი სიტყვები კარგად დაიმახსოვრე, სადაც არ უნდა შეძვრე კრისასავით ყველგან გიპოვი, მიწაშიც რომ დამემალო იქიდანაც ამოგთხრი. მაინც გიპოვი და მერე, მერე გაჩვენებ როგორი სასტიკი შემიძლია ვიყო!
ლუკას ხმაში ასეთი სისასტიკე ჯერ არ შემიმჩნევია, აქამდე არასოდეს გამოუმჟღავნებია თავისი ბნელი მხარე. საქმე მის მუქარაში არ იყო. მისგან ბნელი აურა მოდიოდა, დაუნდობელი, სასტიკი და მძვინვარე, მაგრამ მის ხმაში დაფარულ ტკივილსაც ვამჩნევდი. წარმომიდგენია ახლა რას განიცდიდა, თავი ჩავხარე და ცრემლები წამომივდა. სხვა თუ არაფერი მისი ხმა მაინც გავიგონე - უკანასკნელად.
- გინდა შენი გოგოს ხმა გაგაგონო? მაგრამ ისეთ დღეშია ლაპარაკი ცოტა უჭირს, არ მიწყინო.
- დავიდოვ!!! - ლუკას რისხვისგან ხმა აუთრთოლდა - ნაიას რამე თუ დაუშავე, გირჩევნია თავი მოიკლა და ასე იოლად გამოძვრე სიტუაციიდან.
- მიდი მაგას პირი შეხსენით, თავის ტურფას დაელაპარაკოს, ვგიჟდები სენტიმენტალურ მომენტებზე! - გიჟივით გაიცინა და აღფრთოვანებულმა გამომხედა. ბინძური სახვევი პირიდან მომხსნეს - მიდი საყვარელო დაელაპარაკე შენს ბიჭს, ხომ ხედავ რა დღეშია, უშენოდ ლამისაა ჭკუიდან შეიშალოს.
კბილი-კბილს დავაჭირე, ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, არ მინდოდა ლუკა უარესად დამეტანჯა, ვიცოდი რაც მოუვიდოდა ჩემი ასეთი ხმა რომ გაეგო. ამ ნაბიჭვარსაც ხომ ეს უნდოდა.
- რაღას უცდი! დაელაპარაკე! ნუ მაიძულებ ეს ძალით გაგაკეთებინო!
- დავიდოვ! ნაიას არ შეეხო, საკუთარი ხელით გაგფატრავ! - წყობილებიდან გამოსული ლუკა გაცოფებული ბრდღვინავდა.
- ძალიან კარგი, - ჩაისისინა გველივით, როცა მიხვდა, რომ ხმას არ ამოვიღებდი, ზურგიდან მომიარა და დასახიჩრებულ ბეჭებზე ისევ გადამიჭირა მათრახი, ეს ბევრად მწარე აღმოჩნდა ვიდრე გუშინდელი. თავი ვეღარ შევიკავე და დავიკვნესე.
- ნაია!
მომესმა ლუკას შეშლილი ღრიალი. არაადამიანური ძალით ვცდილობდი თავის შეკავებას. კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი რომ კივილი ჩამეხშო.
- კარგად ვარ, ლუკა - ამოვიჩურჩულე მშვიდად, როგორც შემეძლო - ნუ ნერვიულობ, არაფერი მჭირს, ამ ნაბიჭვარს ნუ მოუსმენ!
- ნაია! - პირველად შეეტყო ლუკას ხმაში სასოწარკვეთა - მოვალ გესმის?! აუცილებლად გიპოვი!
- აჰ რა რომანტიკულია, თვალზე ცრემლიც კი მომადგა. - ჩაიცინა დავიდოვმა და ისევ სკამზე დაჯდა ჩემს წინ.
- დავიდოვ! იცი რაც შემიძლია, ბოლოჯერ გაფრთხილებ, გოგო გაუშვი! თორემ გიპოვი და იქამდე გაწამებ სანამ ჭკუიდან არ შეიშლები, გესმის ჩემი!!!
- ოჰ რა მომაბეზრებლები ხართ ეს ქურდები, თქვენთან კაცი ვერ გაერთობა, რამეს მოვიფიქრებ და დაგირეკავ ძვირფასო, ან დაგირეკავ ან არა. - ჩაფიქრებულმა ნიკაპზე ხელი მოისვა და გიჟური ხარხარით ტელეფონი გათიშა.
- ესეც ასე - ტელეფონი თავის ამფსონებს გაუწოდა - ნომერი ამოიწერეთ და შემდეგ ეს ტელეფონი გაანადგურეთ.
- შენ აღარავინ გაცოცხლებს, არც შენ და არც ამ უბადრუკებს მონებივით რომ გემსახურებიან. - ჩავისისინე გაავებულმა.
- რას მეუბნევი, - გამომხედა ჩაფიქრებულმა - შეხედე შენ! როგორც ჩანს მუქარის თავი ისევ გაქვს. ბრწყინვალე იდეა მეწვია. მოდი შენს საყვარელ ბიჭს სიურპრიზი დავახვედროთ, რას იტყვი?
ჯიბიდან დანა ამოიღო და ჩემს მუხლებთან ჩაიცუცქა. შარვალის ტოტი ბარძაყიდან გადამიჭრა და შემომახია. შეწინააღმდეგება ვცადე მაგრამ ხელით ძლიერად დამიჭირა და დანა მოიმარჯვა.
- როგორ ფიქრობ, რა დაემართება შენს ლუკას ფეხზე ამას რომ ნახავს?
ამომხედა გველურად და დანა ძლიერად დამისვა ბარძაყზე. კბილი კბილს დავაჭირე, რომ კვნესა შემეკავებინა, მაგრამ უკვე ვეღარ ვუძლებდი, ცოტაც და ვიკივლებდი. დანა ჰორიზონტალურად დამისვა და ფეხზე ღრმა ჭრილობა გამიჩნა. გადახსნილი კანიდან მაშინვე სისხლმა იფეთქა.
- ეს მეორე გრძელი იარა. შეხედე, წინ ერთიც გაქვს, ახლა მეორეც. ყოველ დღე გავაგრძელებ შენს ფეხზე დღეების მონიშნვას, რამდენი ხანიც გამიძელი. თითო დღე თითო გრძელი ხაზი შენს ფეხზე. რას იტყვი, ორიგინალურია ხომ?
- ავადმყოფო სირო! - დავისისინე ერთიანად აკანკალებულმა, ჭრილობა ძალიან ღრმა იყო, სისხლი მდორედ მოჟონავდა.
- მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა. წადით სახვევი მომიტანეთ. ჭრილობა შევუხვიოთ, სისხლისგან რომ არ დაიცალოს. ჯერ ადრეა მისი სიკვდილი. ორი ხაზი ბევრს არაფერს ნიშნავს.
- შენ ჩემგან არაფრის გაგება არ გინდა, - ჩავიცინე აცახცახებულმა, რაც უფრო მეტ სისხლს ვკარგავდი მით უფრო მიჭირდა ლაპარაკი - მე აქ საწამებლად მომიყვანე, გინდა რომ ლუკა საბოლოოდ გაანადგურო. ფიქრობ რომ ჩემს დაჩეხილ გვამს როცა ნახავს ჭკუას დაკარგავს და იოლად ჩაიგდებ ხელში.
- იმაზე ჭკვიანი გოგო ყოფილხარ, ვიდრე ვფიქრობდი. - დაკვირვებით შემომხედა და სკამზე ჩამოჯდა.
- მაგრამ ცდები, - თვალებში უკვე მიბნელდებოდა - შენ მას ვერაფერს დაუშავებ, რაც არ უნდა გააკეთო ლუკას ხელში ვერ ჩაიგდებ.
- მაგასაც ვნახავთ! - გამიღიმა ბოროტად და წამოდგა - შენ ხომ გაგანადგურა ირაკლის დაკარგვამ? წარმოიდგინე დადიანს რა მოუვა თავის პატარა ძუკნას აჩეხილს რომ იპოვის!
მისი სიტყვები შხამიანი ისარივით ჩამესო გულში. ხელები მთელი ძალით დავმუშტე და დავიდოვს ავხედე. მის მახინჯ სახეს ბუნდოვნად ვხედავდი, ვგრძნობდი, რომ ცოტახანში გონს დავკარგავდი.
- ირაკლი არ მომკვდარა, - ვუპასუხე გააფთრებულმა და ცრემლები ღვარად წამომივიდა - და ის არც არასდროს მოკვდება, სანამ მე ცოცხალი ვიქნები. შენ ამას ვერ გაიგებ! აი შენ როცა ჩაგაძაღლებ ნამდვილად მოკვდები, იმიტომ რომ არავინ დაგიტირებს, არავის ატკნეს გულს შენი სიკვდილი, არავის გაახსენდები, შენ წინ მხოლოდ ბნელი და ცხელი ჯოჯოხეთი გელის !
- საინტერესო თეორიაა. - ჩამსისინა ყურში.
თავბრუ საშინლად დამეხვა. ორგანიზმი ისე გაუსაძლისად მტკიოდა რომ ვეღარ ვუძლებდი. აკანკალებულმა მაჯა ძლივს ამოვაბრუნე და ჩემს მზეს შევხედე, რომელიც ისევ სისხლით იყო მოთხვრილი - ამჯერად ჩემი სისხლით.
მიუხედავად დიდი ტკივილისა მაინც გამეღიმა. რაც ირაკლი გარდაიცვალა ჩემს ტატუს თვალს ვერ ვუსწორებდი, ახლა კი მისმა დანახვამ თითქოს ყველა ტკივილი გამიქრო, მიუხედავად აუტანეილი სიცივისა გულში სითბო ჩამეღვარა.
მისი სიკვდილიდან დღემდე პირველად ვგრძნობდი, რომ ირაკლი ჩემს გვერდით იყო. აქამდე მსგავსი რამ არასდროს დამმართნია. ახლა კი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემთან იყო და ამ ტკივილის დაძლევაში მეხმარებოდა - როგორც ადრე.
ძარღვებში ადრენალინი მომაწვა, გამახსენდა ირაკლისთვის მიცემული პირობა. ამას არავითარ შემთხვევაში არ გავტეხდი. ჯერ ვერ მოვკვდებოდი, ამის უფლება არ მქონდა! თუ ასე მოხდებოდა სიმშვიდეს ვერასოდეს ვიპოვიდი - სანამ დავიდოვი ცოცხალი იყო მე სიკვდილის უფლება არ მქონდა! თავი ავწიე და დავიდოვს თვალებში შევხედე. ახლა მის მკვდრის სახეს უკვე გარკვევით ვხედავდი.
- სულ ეს ხარ? - გავუცინე ირონიულად და სისხლი გადავაფურთხე - საცოდავო ჭიაყელა! ერთი შენს თავს შეხედე, სასოწარკვეთილი დაეძებ სოროებს, რომ სადმე შეფარება მოასწრო. წარმატებას გისურვებ მაგ საკითხში, მაგრამ ტყუილად ირჯები, შენთვის უკვე ყველა კარი დაკეტილია!
- ფეხი შეუხვიეთ და ცოტა საჭმელი მოუტანეთ! იმაზე კარგად გავერთობი ვიდრე ვფიქრობდი... - ჩაიღიმა ბოროტად და მშვიდი ნაბიჯით აუყვა კიბეებს.
დღეები გადიოდა და არაფერი იცვლებოდა. დავიდოვის ძაღლები მორიგეობით მდარაჯობდნენ. ვერც ვხვდებოდი, როდის თენდებოდა, ან როდის ღამდებოდა. სარდაფში მზის სხივი არ აღწევდა, ასე რომ დროის სათვალავი ამერია. ყოველ დღე ჩემს ფეხზე იარები მრავლდებოდა, მხოლოდ ასე ვითვლიდი რამდენი დღე ვიყავი ტყვეობაში.
საშინლად დავუძლურდი. უკვე იმდენი სისხლი დავკარგე, რომ ხელებზე რომ ვიხედებოდი მიცვალებულს ვგავდი. ერთადერთი რაც შეიცვალა ის იყო, რომ დავიდოვმა სკამიდან ამხსნა და ამჯერად ლეიბთან მიმაბა. სკამზე უკვე ვეღარ ვჩერდებოდი, ჩემი ნაადრევად სიკვდილი კი მის გეგმებში არ შედიოდა. პირქვე ვწვებოდი ბინძურ ლეიბზე, რომ ბეჭებზე არ შემხებოდა. ტანი საშინლად გამისივდა და ჩამილურჯდა. ყველგან სისხლჩაქცევები და სილურჯეები მქონდა. მართალია სკამზე აღარ მაბამდნენ, მაგრამ წვრილი მაჯები ისეთ დღეში მქონდა, რომ ოდნავი შეხებაც კი ჭკუიდან მშლიდა.
ყოველდღე უიმედოდ ველოდებოდი ლუკას, უფრო სწორად ვიმედოვნებდი, რომ ამ ნაძირალამ რამე არ მოატყუა და ხაფანგში არ გააბა. თუმცა ასე, რომ ყოფილიყო დავიდოვი ამას აუცლიებლად „მახარებდა“ და მეც ზედ მიმაყოლებდა. ამიტომ თავს ვიმხნევებდი, რომ ლუკა კარგად იყო და ლექსოც. ბოლოს მისი ლაპარაკი, რომ მოვისმინე გული სიხარულით ამევსო, ლუკამ დროულად მიუსწრო. ბიჭები კარგად იყვნენ.
„ბუნაგში“ გატარებულმა დღეებმა შესამჩნევი დაღი დამასვა. აქედან რომც გამეღწია ალბათ ძველებურ ცხოვრებას ვეღარასდროს დავუბრუნდებოდი. ჩემში ყველაფერი შეიცვალა, იმდენად ვიყავი გაბოროტებული, რომ მხოლოდ შურისძიებაზე ვფიქრობდი. მხოლოდ ირაკლის ხსოვნა მაძლებინებდა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი რის გამოც არაფრით არ ვნებდებოდი. მაგრამ როცა ფეხზე მეცხრე ღრმა ჭრილობა გამიჩნდა, ხელი ჩავიქნიე.
ყოველ წამს ველოდებოდი სიკვდილს, რომელიც არადაარ მოდიოდა. ამ დაწყევლილ სარდაფში მგონი ნელ-ნელა ჭკუიდანაც ვიშლებოდი. ყოველ ღამით, ამას იმით ვხვდებოდი, რომ დავიდოვი ორ კაცს მიტოვებდა სადარაჯოდ და თვითონ მიდიოდა, კედლიდან ჩურჩული მესმოდა. რამდენჯერმე, საკუთარი სახელიც კი გავიგონე. თითქოს ვიღაც ხმადაბლა მიძახდა.
თავიდან საშინლად მეშინოდა, ბოლოს კი ამასაც შევეჩვიე. ჩავთვალე, რომ იმდენად დავუძლურდი, რომ უკვე ჰალუცინაციები მეწყებოდა. როცა ძალიან მომწყინდებოდა საკუთარი თავის შეცოდება და იმაზე ოცნება, რომ ლუკა კარს შემოანგრევდა და აქედან სამუდამოდ წამიყვანდა, ძირს დაყრილ პატარა არსებების ჩონჩხებს ვკრეფდი და ჩემს დარაჯებს ვესროდი ხოლმე. დიდი ვერაფერი გასართობი იყო, მაგრამ მათი გაღიზიანებული ჯაჯღანი მაინც ღიმილს მგვრიდა.
დავიდოვი ყოველდღე მაკითხავდა, თან საჭმელიც მოჰქონდა ხოლმე. პირველი რამდენიმე დღე პირს არაფერს ვაკარებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე ამ ნაბიჭვარს საქმეს ვუიოლებდი, ამიტომ ჭამა დავიწყე. უფრო სწორად, როგორც შემეძლო ისე ვლოღნიდი გაფშეკილ პურს, კბილზე გაგლეჯილი ლოყა ჭამაში ხელს მიშლიდა.
ერთ საღამოსაც, როცა დავიდოვმა ჩემი ცემით გული იჯერა და კიდევ ერთი ღრმა ჭრილობით დამასაჩუქრა, გადავწყვიტე, რომ ასე ჯდომა აღარ შეიძლებოდა. აშკარა იყო, რომ დავიდოვს ისე ვყავდი გადაქაჯული, რომ ლუკა ვერ მპოულობდა. მე კი უკვე ნელ-ნელა გამძლეობას ვკარგავდი. ცოტახანში დავიდოვი თავისას გაიტანდა და წამებით ამომხდიდა სულს.
რაც ლეიბთან დამაბეს, ჩემთან ახლოს ერთი მსხვილი ლურსმანი შევამჩნიე. მაგრამ ისე მჭიდროდ იყო ჩაჭედებული ქვის კედელში, რომ ამოძრობა ვერაფრით ვერ მოვახერხე. როცა დავიდოვი მიდიოდა ხოლმე სულ ვეჯაჯგურებოდი, რომ როგორმე ამომეძრო, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე. თუმცა, რომც ამომეძრო, ამ პატარა ლურსმნით ამდენ ხროვას როგორ გავუმკლავდებოდი?! მითუმეტეს მაშინ როცა ასე ვიყავი დაუძლურებული.
სასოწარკვეთილმა თავი კედლისკენ მივაბრუნე და გაჭირვებით წამოვწექი პირქვე. ხელი ნელა გავაცოცე ჩაჭედებული ლურსმნისკენ და ვეცადე როგორმე ისე მომერყია, რომ ამოძრობა შემძლებოდა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ხელებში ძალა აღარ მქონდა.
თვალები დავხუჭე და ცრემლები წამომივიდა. მოგონებები თავში ამომიტივტივდა. თითქოს ეკრანის წინ ვიჯექი და ფილმს ვუყურებდი. მე და ირაკლი სკოლიდან გამოვიპარეთ, ზუსტად ვიცოდით, რომ სახლში ამის გამო მოგხვდებოდა, მაგრამ მოსაწყენ გაკვეთილებზე ვეღარ ვჩერდებოდით.
სკოლიდან პირდაპირ ჩვენი საყვარელი სანაყინესკენ წავედით. ირაკლიმ ორი დიდი ვეებერთელა შოკოლადის ბურთულა იყიდა თხილით და ნუტელას კარაქით მორთული. ის იყო ნანატრ ნუგბარს დაეძგერა, რომ ხელი ავკარი და ნაყინი მთელს სახეზე მოვაცხე. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ გულიანად ვიცინე. თუმცა, მოგვიანებით, როცა სააბაზანოში გაჭირვებით ვიძრობდი გრძელი თმიდან თხილებს, აღარ მეცინებოდა.
ეს ჩემი საყვარელი მოგონება იყო. მაშინ ძალიან ბედნიერები ვიყავით, არაფერი გვაწუხებდა და არც გვადარდებდა. ჩვენი ერთადერთი თავისტკივილი საშინაო დავალებები იყო და არა ზურგსუკან მთელი გუდა საიდუმლოებები ან ცივსისხლიანი მკვლელები იარაღით ხელში. ამის გახსენებაზე გამეღიმა და ცრემლები წამომივიდა.
ირაკლი საშინლად მენატრებოდა. არაადამიანურად მტკიოდა უმისობა და ახლა როცა ამ ბინძურ სარდაფში ვიყავი გამომწყვდეული დაჩეხილი და გასაცოდავებული, მთელი არსებით გავიაზრე ჩემი მდგომარეობა. ბრძოლითაც დავიღალე, მთელი ამ დროის განმავლობაში სასოწარკვეთილი ვეჭიდებოდი იმ იმედს, რომ ვინმე აქედან დამიხსნიდა, მაგრამ საშველად არავინ მოდიოდა. მე კი ისე ვიყავი განადგურებული, რომ ალბათ ცარიელ ჭიქას ვერ დავიკავებდი ხელში.
ლურსმანზე მიწებებული თითები ჩამომიცურდა და თვალები დავხუჭე. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი - უბრალოდ მოვმკვდარიყავი და ეს გაუსაძლისი ტანჯვა ერთხელ და სამუდამოდ შეწყვეტილიყო.
- მაპატიე იკა, - დავიჩურჩულე ჩუმად და ცრემლები წამომივიდა. მარილიანმა წვეთებმა გახეთქილი ტუჩი და დასერილი ლოყა საშინლად ამიწვა - მაპატიე საყვარელო, ჩავფლავდი!
გულმოკლულს გამახსენდა ირაკლის მომაკვდავი სახე, მისი ღიად დარჩენილი თვალები და ვეღარ გავუძელი, გულში ისეთი მწველი ტკივილი ვიგრძენი, რომ ლამის გავიგუდე.
- ნაია! - მომესმა ჩურჩული.
გულგახეთქილმა ძლივს ამოვისუნთქე და ყურთასმენა დავძაბე. არა, შეუძლებელი იყო, ეს სიმართლე ვერ იქნებოდა! ხმა ისეთი ნაცნობი იყო, რომ მუცელში ყველაფერი ამომიტრიალდა. როგორ მენატრებოდა ეს ხმა, როგორ მენატრებოდა ეს სურნელი. თვალების გახელა ვცადე, რომ ჩემი ახდენილი ნატვრა დამენახა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქუთუთოებზე ვიღაც მექაჩებოდა. სასოწარკვეთილმა ხარბად შევისუნთქე ნაცნობი და ნანატრი ტკბილი სურნელი.
- იკა? - დავიჩურჩულე ძალაგამოცლილმა და ხელი გავიწოდე, რომ შევხებოდი - ირაკლი!
- აქედან უნდა წახვიდე! შენ დამპირდი! ნაია!
მისი ხმა ექოდ ჩამესმა ყურში, აშკარად გაბრაზებული იყო. გამეღიმა და ცრემელები ღვარად წამომივიდა, როგორ მომნატრებოდა მისი ხმა. მერე რა რომ გავგიჟდი და ეს ყველაფერი უბრალოდ მეჩვენებოდა? მთავარი ის იყო, რომ ჩემმა ქვეცნობიერმა მისი თითოეული დეტალი უნაკოდ შემომინახა. სიხარულისგან გული საგულეში აღარ ეტეოდა.
- ძალა აღარ მაქვს იკა, მეტი აღარ შემიძლია.
თვალები ავახამხამე, რომ როგორმე ირაკლი დამენახა. სულ ერთი წამით მაინც მომეკრა თვალი, სულ არ მაინტერესებდა, რომ საბოლოოდ შევიშალე ჭკუიდან, მისი დანახვა მინდოდა, მაგრამ ბუნდოვანი ბურუსის გარდა ვერაფერს ვხედავდი, ჩემი ცოდვილობისას კი ყველაფერი უფრო გაიდღაბნა. ლამის გული ამერია, თვალები მაშინვე დავხუჭე.
- არა, გამოფხიზლდი! აქედან უნდა გაიქცე! შეგიძლია, ვიცი რომ შეგიძლია. ჩემთვის უნდა გააკეთო ეს, თორემ ვერასოედეს ვიპოვი სიმშვიდეს!
აკანკალებულმა თვალებზე ხელი მოვისვი, რომ როგორმე მხედველობა აღმედგინა. სასოწარკვეთილი ვცდილობდი ჩემი ირაკლის დანახვას. ბოლოს, როგორც იქნა, ბურუსი გავარღვიე და დავინახე, ჩემი ირაკლი დავინახე. ძველებურად გამოიყურებოდა, თვალებში ისევ ნაპერწკალი უკრთოდა და სახე სიბრაზიზგან მოჰქცეოდა. გული სიხარულით და ბედნიერებით ამევსო, იმდენად იმოქმედა მისმა ხილვამ რომ ცუდად გავხდი, თავბრუ დამეხვა და ლამის ვაღებინე. თვალებში ისევ დამიბნელდა.
- არა, არა, დაბრუნდი! - გააფთრებული ვიწევდი მისკენ.
- ნაია! - მიყვირა ზმანებამ და უცებ სახეში ყინულივით ცივი წყალი დამეძგერა.
შეშინებულს ხველა ამიტყდა. თვალები ვჭყიტე და მაღლა ავიხედე. ერთ-ერთი მცველი თავს წამომდგომოდა ვედრით ხელში და შუბლშეკრული მომჩერებოდა.
- რას ბუტბუტებ მანდ? - შემიღრინა გაბრაზებულმა - ჩუმად იყავი!
გაღიზიანებულმა ვედრო მოისროლა და ოთახის კუთხეში მიაგდო. დაფეთებული მაშინვე წამოვჯექი და თვალებგაფართოებული მოვათვალიერე ოთახი, მაგრამ ვერავინ დავინახე. სახეზე წურწურით ჩამოსული წყალი სასწრაფოდ მოვიწმინდე და წამისწინადელ მომხდარზე დავიწყე ფიქრი.
ეს სიზმარი იყო, თუ მომელანდა? მაშინ ასეთი რეალური რატომ იყო ყველაფერი? მისი ხმა, მისი სახე - ბრაზობდა, ძალიან ბრაზობდა, ბოლოს კი ისე მიყვირა, რომ დაფეთებული გამოვერკვიე და მაინც და მაინც მაშინ შემასხეს წყალი სახეში. აკანკალებულმა ჩემს ტატუს გადავუსვი ხელი. საოცარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სიცივისგან ერთიანად გათოშილი ვიყავი, ჩემი მზე თბილი იყო.
- კარგი, - ჩავიჩურჩულე ჩემთვის - ამას შენთვის გავაკეთებ, მერე კი ჩემი ვალე გექნება მეგობარო!
გონება დავძაბე, ცივმა წყალმა აზრზე მომიყვანა და ტვინი იოლად ამუშავდა. ოთახში მობოდიალე მცველებს ფრთხილად გავხედე, ყურადღებას არ მაქცევდნენ. იდიოტებივით გადი-გამოდიოდნენ აქეთ-იქით და მობეზრებული სახეებით ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ. კედლისკენ ნელა ჩავჩოჩდი და ისევ ლურსმანს დავუწყე ჯაჯგური. დაჟანგებული ჯაჭვი, რომლითაც იქვე ვიყავი მიბმული გულისგამაწვრილებლად აჟღარუნდა.
გაღიზიანებულმა მარცხენა ხელით ვცადე ლურსმნის ამოძრობა, ამით მაინც არ ვიყავი დაბმული და ყურადღებასაც არ მივიქცევდი, მაგრამ მოუხერხებლად ვცოდვილობდი. დიდი წვალების და რამდენიმე შეწირული თითის შემდეგ, შევძელი და ლურსმანი კარგად მოვარყიე. ბოლოს ძალა მოვიკრიბე და მთელი ძალით გამოვქაჩე. ჩემდა გასაოცრად მსხვილი ლურსმანი ხელში შემრჩა.
თვალებგაბრწინებულმა დავხედე უსუსურ იარაღს. ახლა რამე გეგმა მჭირდებოდა, რომ აქედან როგორმე თავი დამეძვრინა. ისევ მოვათვალიერე ოთახი და ახლაღა შევნიშნე ერთი უცნაურობა. სარდაფი მთლიანად ქვის კედლისგან იყო აგებული გარდა გვერდით კედლისა, ის მჭიდრო ფიცრებით იყო ამოშენებული.
უცებ გონება გამინათდა, ეს სარდაფი ორად იყო გაყოფილი, სხვაგვარად როგორ აიხსნებოდა ხით ამოშენებული კედელი? ალბათ ამიტომაც მესმოდა კედლის უკნიდან ჩურჩული. შეიძება ამ დამპალ მანიაკს ჩემს გარდა სხვაც ჰყავდა აქ გამომწყვდეული. ამაზე აქამდე არ დავფიქრებულვარ, ძირითადად დავიდოვის გამოფატვრით მქონდა წარმოსახვა დაკავებული.
პირველ რიგში, უნდა გამერკვია, დაახლოებით რამდენი აფთარის ტყვეობაში ვიყავი. სმენა დავძაბე, რამდენიმე წყვილი ფეხი დინჯად დააბოტებდა ჭერს ზემოთ იატაკზე. მძიმე სხეულებისგან იატაკი ყურისწამღებად ჭრიალებდა. ოცი წუთის განამვლობაში ვაყურადებდი მათი ფეხის ხმას და დასკვნა გამოვიტანე - სავარაუდოდ ოთხი მამაკაცი ზემოთ დაბორიალობდა წინდაუკან. ხან მათი ფეხის ხმა საერთოდ წყდებოდა, ხან ისევ დაბრაგუნებდნენ დინჯად. ალბათ საქმე არ ჰქონდათ და უაზროდ დააბოტებდნენ. ორი ჩემთან დარაჯობდა, ესეც ექვსი კაცი.
შეიარაღებულ ხალხს იოლად შეამჩნევდნენ, ესე იგი სადღაც მიკარგულში ვიყავი გადაქაჯული და სარდაფითაც თუ ვიმსჯელებდით, ალბათ ერთ უბადრუკ კოდეჯში ვიყავი გამომწყვდეული. დავიდოვი კი მხოლოდ დილაობით მოდიოდა და საღამოს მიდიოდა. აქედან გამომდინარე ახლა მხოლოდ მცველებით ვიყავი გარშემორტყმული. ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ ის ნაძირალა აქ მჯდარიყო და პირადად ედარაჯა. მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი არ ვიყავი. სანამ დავიდოვი წასული იყო, ეს დრო უნდა გამომეყენებინა.
- ეი! - დავუძახე ჩემს დარაჯს, ყურადღება არცერთს არ მოუქცევია, ისევ ერთმანეთში აგრძელებდნენ ლაქლაქს - თქვენ გეუბნევით, ნეხვის გროვებო! - გაჭრა, ორივემ გააფთრებულმა შემომხედა.
- რა ჯანდაბა გინდა? - გამომძახა ერთმა. ეს სწორედ ის ნაძირალა იყო, რომელმაც ლექსოს კეფაში ჩასცხო იარაღის კონდახი.
- ცუდად ვარ, რამე ტკივილგამაყუჩებელი მომეცით, თუ არ გინდათ, რომ ხელებში ჩაგაკვდეთ. ჩემს ფეხზე ადგილი ჯერ კიდევ დარჩა თქვენს უფროსს საჯიჯგნად და ამ სიამოვნებას თუ წაართმევთ, დარწმუნებული ვარ საცერივით დაგიცხრილავთ ტრაკებს! - ორივემ უაზროდ გადახედა ერთმანეთს - ღმერთო, თქვენნაირი სირები საერთოდ როგორ აჰყავთ ასეთ სამსახურში?! თუმცა რა გასაკვირია, თქვენი უფროსი თქვენზე უარესი იმბეცილია!
- ხმა ჩაიკმინდე! - დამიცაცხანა ერთმა - წადი, რამე მოუტანე. მართლა რამე არ დაემართოს ამ ბოზს, თორემ დავიდოვის ხასიათი ხომ იცი...
გაუბედავად გადაულაპარაკა მეორეს. მანაც მორივით თავი დაუქნია და კიბეებს აუყვა. მეც ეს მინდოდა, როგორც კი კარი მიიხურა მაშინვე ისტერიკულად დავიწყე კვნესა.
- ღმერთო, ძალიან მტკივა!
- რა გჭრის? - დაეჭვებული ოდნავ მომიახლოვდა.
- დამეხმარე, ახლა სადაცაა გული ამერევა. იდიოტო, კი არ გიკბენ! წამომაყენე, ჩემით ვერ ვდგები!
როგორც შემეძლო დამაჯერებლად ვთამაშობდი, თუმცა წამოდგომაზე არ მიხუმრია, საშინლად ვიყავი დასახიჩრებული და მთელი ტანი მტკიოდა. მცველი გაუბედავად დაიძრა ჩემკენ. მომიახლოვდა და დაიხარა, რომ წამოვეყენებინე, მეც ეს მინდოდა. ჟანგიანი ლურსმანი მაშინვე თვალში დავაძგერე და სანამ ხმის ამოღებას ან განძრევას მოასწრებდა ჩემს ხელზე შებმული ჯაჭვი ელვის სისწრაფით შემოვახვიე კისერზე და მთელი ძალით მოვქაჩე.
- ეს ლექსოსთვის, ! - გამოვცერი კბილებში და მთელი ძალით მოვუჭირე ჯაჭვს.
მცველი უმწეოდ აფართხალდა, ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე, მაგრამ გამოთხრილი თვალი ხელს უშლიდა. ხრიალებდა და ხელებს აქეთ-იქით ასავსავებდა. უკანასკნელი შერჩენილი ძალებით ვუძალიანდებოდი, რომ არ დამსხლტომოდა. უფრო და უფრო, ლურჯდებოდა, ბოლოს რამდენჯერმე გაუსვა ფეხი იატაკს და საბოლოოდ გაშეშდა.
მაშინვე ვუშვი ხელი და კედელს ქოშინით მივეყრდენი. მისი ჯერ კიდევ თბილი ლეში ფეხზე დამეცა. ზიზღით გამაკანკალა და რაც შეიძლებოდა შორს გავწიე მისი მძორი.
- კარგი, კარგი, მშვიდად ვარ!
აცახცახებული დავიხარე და ჯიბეები მოვუჩხრიკე. ჩემდა საბედნიეროდ ხელში პატარა გასაღებების აცმა მომყვა. გახარებულმა მაშინვე ამოვაძვრინე და ხელ-ფეხზე გამობმული ბორკილები შევიხსენი. ჟანგიანი ლითონის მოშორება ძალიან მესიამოვნა.
გაჭირვებით წამოვდექი და მცველს თავისი იარაღი ავწაპნე. მჭიდი იმედიანად შევამოწმე, ჩემდა საბედნიეროდ სავსე აღმოჩნდა. გულაძგერებულმა იარაღი გადავტენე და ფრთხილად ავიპარე კიბეებზე. არანაირი გეგმა არ მქონდა. ის ერთი მცველიც რომ მომეშორებინა თავიდან, დანარჩენი ოთხისთვის რა ჯანდაბა მომეხერხებინა, თუ საერთოდ სწორად გამოვთვალე და ზემოთ გაცილებით მეტი სვავი არ მელოდა!
საკუთარ თავს შეუძახე ახლა პანიკის და სასოწარკვეთის დრო არ არის-თქო, ასეთი შანსი მეორედ აღარ მომეცემოდა. ბოლო კიბეც ავათავე და კარს უკან ავიტუზე. დაძაბულმა მივაყურადე, მხოლოდ მცველების დინჯი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ლოდინიღა დამრჩენოდა, გარეთ ვერ გავვარდებოდი და სროლას ვერ ავტეხდი, მითუმეტეს ზუსთად არც ვიცოდი რამდენი იყვნენ. ვხვდებოდი, რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ ტყვეობაში ჯდომას და წამებას ისევ სიკვდილი მერჩია, ღრმად ჩავისუნთქე და ტატუს ნაზად შევეხე. სულ თუ არაფერი ირაკლის მალე ვნახავდი.
ნაბიჯების ხმა მოახლოვდა. დაძაბულობისგან სუნთქვაც კი შევიკავე. კარი ჭრიალით გაიღო და მცველი შემოვიდა. დაველოდე, როდის მიხურავდა კარს და კეფაში მთელი ძალით შემოვსცხე იარაღის ტარი. ისიც უგონოდ ჩაიკეცა და ტომარასავით დაებერტყა იატაკზე. მაშინვე ვეცი და ჯიბეები მოვუჩხრიკე.
გახარებულმა კიდევ ერთი იარაღი ამოვაძვრინე და მობილურიც ამოვაყოლე. მეორე იარაღი ქამარში ჩავიჩურთე, ტელეფონი კი გავხსენი, რომ ლუკასთან გადამერეკა, მაგრამ წამისწინანდელი აღტაცება უკვალოდ გაქრა - წარმოდგენა არ მქონდა სად ჯანდაბაში ვიყავი, თან აქ არც იჭერდა! აბა დავიდოვმა რანაირად დარეკა ლუკასთან?!
გაღიზიანებულმა ტელეფონი ჯიბეში ჩავიტენე და უგონო სხეულს წიხლი ვკარი. ისიც ბრაგუნ-ბრაგუნით დაეშვა თავდაღმართზე და ბოლოს თავპირდასისხლიანებული სახით დაენარცხა ბეტონის იატაკს.
- ეგრეც მოგიხდება! - შევუღრინე გაბოროტებულმა და ისევ კარს მივაყურადე.
მცველის კიბეებზე დაგორებამ შეუმჩნევლად არ ჩაიარა. სწრაფი ნაბიჯების ხმა მომესმა. დაძაბული გავშეშდი და კიდევ ერთის გასათიშად მოვემზადე.
- ზაზა? რა ხდება? - კარი კიდევ ერთმა მცველმა შემოაღო და სანამ გონს მოსვლას მოასწრებდა ისევ შემოვცხე კონდახი კეფაში.
ისიც უგონოდ ჩაიკეცა. სასწრაფოდ ხელი დავავლე და ბოლომდე შემოვათრიე ოთახში სანამ ვინმე რამეს დაინახავდა. კარი მივხურე და ისიც დავაგორე კიბეებიდან. ამ გასიებულმაც ბრაგუნით ჩაათავა კიბეები და მოწყვეტით დაენარცხა თავის მეწყვილეს.
- მყუდროდ მოეწყვეთ! - ჩავისისინე ზიზღით და ისევ კარს მივაყურადე.
ნაბიჯების ხმა აღარ ისმოდა. ალბათ დანარჩენები გარეთ იყვნენ გასულები. კარის გაღებას ვერ ვბედავდი, აქ მოცდაც სისულელე იყო. დასაკარგი დრო არ მქონდა, ცოტახანში ამ ნეხვის ტომრებს ძებნას დაუწყებდნენ!
აკანკალებულმა სახელურს ხელი წავავლე და კარი გავაღე. გაოცებულმა თვალები ავახამხამე, ჩაბნელებულ და ძალიან ვიწრო დერეფანში ამოვყავი თავი. არსად არ ენთო სინათლე და როგორც ვივარაუდე ერთ გაუბედურებულ და ტერმიტებისგან შეჭმულ სახლში ამოვყავი თავი. იატაკი ისე ჭრიალებდა, რომ უჩუმრად გაპარვაზე ოცნებაც არ ღირდა.
ღრმად ჩავისუნთქე და დერეფანში გამოვედი. გარშემო მიმოვიხედე. ჩემგან მარჯვნივ რამდენიმე კარი მოჩანდა, ისევე როგორც მარცხნივ. ჩემი სარდაფი კი მათ შუაში მდებარეობდა. შიშით გავიფიქრე, დავიდოვს თავის ბუნაგში მოვუთრევივარ-თქო.
უცებ მოპირდაპირე გასასვლელიდან ხმაური შემომესმა. ჩემკენ ორი მცველი მოემართებოდა და რაღაცაზე გაცხარებული მსჯელობდნენ. მაშინვე უკან შევბრუნდი და კარი მივიხურე.
- კარგი ერთი, ხომ იცი რომ კოკორინი ვერაფრით ვერ ჯობია ძაგოევს! უყურე წინა თამაშს? მიწასთან გაასწორა მეგობარო.
- ეგ არ ითვლებოდა! ყველაფერი იმ გამო....ებული მსაჯის ბრალი იყო! ის საერთოდ არ უყურებდა თამაშს, აშკარა იყო რომ ცეესკას უჭერდა მხარს.
- ახლა იმაზე აპირებ დავას, რომ ზენიტი უკეთესია ვიდრე ცეესკა? ღრუბლებში დაფრინავ, მეგობარო!
- მე არ ვარ შენი მეგობარი! ხვალ კიდევ არის მაგათი თამაში და ფსონს ვდებ, გაწყობს?
- რომ ზენიტი ცეესკას მოუგებს? - გაიცინა ცეესკას ფანს - კარგი და... მოიცა, რაღაც სიწყნარეა, ვასო სად არის? - დავიძაბე. სულ მალე გავიფაქტებოდი.
- ალბათ ისევ გარეთ გავიდა მოსაფსმელად. ეგ მგონი პროსტატაზეა შესამოწმებელი.
- ჰო, ალბათ, - ჩაიცინა მეორემ - წამოდი ბიჭები შევამოწმოთ. მაინც ვინ არის ასეთი ის პირად მცველებად რომ მიგვამაგრეს?
- დადიანის ნაშაა და დავიდოვი თავისთვის ინახავს. ეს ამბავი მაგრად არ მომწონს, ხომ იცნობ დადიანს, თუ ჩვენამდე მოაღწევს, ამის გამო უბრალო სიკვდილით არ გაგვისწორდება... ჰოდა, ჩვენც ვილოცოთ რომ ეს არ მოხდეს. მიდი და მოვალ, საჭმელს წამოვიღებ რამეს.
- კარგი - ჩაიდუდუნა ერთ-ერთმა და მისი ნაბიჯები კიდევ უფრო მოახლოვდა.
დაძაბულმა იარაღი მოვიმარჯვე და მოვემზადე. მისი პარტნიორის ნაბიჯების ხმა ჯერ კიდევ ახლოს მესმოდა, ახლა რომ ამ ნაძირლისთვის თავში ჩამერტყა, კვნესას ან ხმას მაინც გაიგებდა. ჯანდაბა! კარი ჭრიალით გაიღო და მაღალი ფიგურა სარდაფში შემოვიდა.
- არ გაინძრე! - დავისისინე ხმადაბლა, მცველი მაშინვე გახევდა და ნელა შემობრუნება დააპირა - არც კი გაბედო! გეფიცები აქვე გაგასხმევინებ ტვინს!
- კარგი, მშვიდად!
- ეს შენ დამშვიდდი და დაიჩოქე , ერთი არასწორი მოძრაობა და სასხლეტს დავუშვებ!
- კარგი! - ხელებაწეული ნელა დაეშვა მუხლებზე.
- რამდენი ხართ სულ?
- რაში გაინტერესებს? - დაიღრინა ავად.
- კითხვაზე მიპასუხე! - ჩავსისინე გაცეცხლებულმა და იარაღი თავზე მივადე.
- ჩემს გარდა კიდევ სამია გარეთ და მალე სხვებიც მოვლენ.
- რამდენი?
- აქედან ვერ გააღწევ! - ჩაიცინა გველურად.
- მაგასაც ვნახავთ! - დავიღრინე გაბოროტებულმა და მთელი ძალით შემოვკარი კონდახი კეფაში.
ისიც უგონოდ დაეცა იატაკზე და აღარ განძრეულა. ჯიბეები მასაც მოვუჩხრიკე. კიდევ ერთი იარაღი ამოვაცალე და ამჯერად დამატებითი იარაღიც ვიპოვე. აკანკალებულმა დანას დავხედე. სულში საშინელი სიძულვილი ამიფუთფუთდა. იმ ღამეს მანქანაში გარკვევით ვერ დავინახე ვინ ესროლა ირაკლის, ამათგან ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო, ნებისმიერი! გარდა ამისა, მათ უდანაშაულო ბავშვების სისხლში ჰქონდათ ხელები გასვრილი.
ესენი ადამიანები არ იყვნენ! გაცეცხლებულმა დანა გავხსენი და უგონო მცველისკენ დავიხარე. შეიძლებოდა აქედან ცოცხალს მართლაც ვერ გამეღწია, მაგრამ რამდენსაც შევძლებდი იმდენს წავიყოლებდი თან!
ზიზღით ავაწევინე თავი და ყელში დანა გამოვუსვი. შემდეგ აუჩქარებლად ჩავედი ქვემოთ და დანარჩენებსაც ისევე გამოვჭერი ყელი, როგორც მათ მეგობარს. ხელები სულ სისხლიანი მქონდა. გაველურებულმა ცივად მოვავლე თვალი გვამებს, ჩემდა გასაკვირად საერთოდ ვერაფერი ვერ ვიგრძენი. ვერც წუხილი, ვერც დანაშაულის გრძნობა, მხოლოდ და მხოლოდ ცივი სიძულვილი. სასაკლაოს თვალი ავარიდე და ისევ მაღლა ავირბინე.
კარი გამოვაღე და გარეთ გავედი. შორიდან ლაპარაკის ხმა მომესმა. მცველმა თუ არ მომატყუა და მართლა სამნი იყვნენ დარჩენილნი, შანსი ჯერ კიდევ მქონდა. სწრაფი ნაბიჯით გავიარე დერეფანი და ერთ დაცხავებულ და გაუბედურებულ ფართო ოთახში ამოვყავი თავი.
აქაურობა მართლაც საშინლად გამოიყურებოდა. ოთახში ერთადერთი ტახტი იდგა, ისიც ჩრჩილისგან შეჭმული და ვირთხებისგან გასაცოდავებული. იქვე კუთხეში პატარა მრგვალი მაგიდა დაედგათ. საღებავი გვარიანად აჰქერცლოდა და ცალი ფეხიც მოსტეხოდა. მაგიდაზე უამრავი ცარიელი ლუდის ქილა და სიგარეტის კოლოფები ეყარა. ესეც ამათი სამზარეულო!
ოთახიდან ერთი კარი პირდაპირ ეზოში გადიოდა. მაგიდის გვერდით კი მაღალი სპირალისებური კიბე მოჩანდა, რომელიც ალბათ მეორე სართულზე ადიოდა. ფანჯრების ყველა მინა ჩატეხილი იყო და მორყეული ანჯამები გულისაგამწვრილებლად ჭრიალებდნენ. გარეთ ბნელოდა. ჩამსხვრეული ფანჯრებიდან შემოსულმა სუსხმა ძვალ-რბილში გააღწია, მაგრამ ისე ვიყავი აღელვებული, რომ ამისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.
ლაპარაკის ხმა სწორედ ეზოდან მესმოდა. ფეხაკრეფით მივიპარე ფანჯარასთან და გარეთ გავიჭყიტე. ორი ახმახი მოშორებით იდგა მანქანასთან და რაღაცაზე გაცხარებით მსჯელობდნენ. ერთი კი, დაბალი და სქელი მუყაოს შეკვრით ხელში ჩემსკენ მოემართებოდა. ალბათ ეს ტიპი სწორედ ის იყო, რომლის მეწყვილეც წამის წინ სიცოცხლეს გამოვასალმე.
როგორც ჩანდა, ის ნაძირალა არ ტყუოდა. მხოლოდ სამნიღა იყვნენ დარჩენილები. ცივად ჩამეცინა და მაშინვე უკან გავბრუნდი. დერეფანში მივიმალე და ერთ-ერთ ბნელ კუთხეს ამოვეფარე. დაბალი მცველი მალე შემობაჯბაჯდა ოთახში და როგორც კი დერეფანში ფეხი შემოდგა, მაშინვე ყელში დავაძგერე დანა.
ახროტინებულს ბურგერები ხელიდან გაუცვივდა, ფართხალს მოჰყვა და დასაკლავი ქათამივით ხან რომელ კედელს მიეხალა, ხან რომელს. გააფთრებული დავეძგერე და რამდენჯერმე კიდევ ჩავარტყი დანა ყელში. ყვირილს ვერ ახერხებდა საკუთარ სისხლში იხრჩობოდა.
- როგორი გრძნობაა როცა საკუთარ სისხლში იხრჩობი? - ჩავსისინე ყურში და კიდევ ერთხელ ჩავარტყი. გადაჭრილი არტერიიდან ამოხეთქილი სისხლი სახეში შემესხა - ისიც ამას გრძნობდა ახვარო!
გამძვინვარებულმა მთელი ძალით შემოვცხე იარაღის ტარი სახეში. წონასწორობა დაკარგა, ძირს გაიშხლართა და აღარც განძრეულა. მისი ბრაგვანის ხმაზე ეზოდან ის ორი მცველი შემოვარდა, წამის წინ რაღაცაზე გატაცებით რომ საუბრობდნენ.
- რახდება მანდ? - იყვირა ერთ-ერთმა და იარაღამოღებული აქეთ გამოქანდა.
უპირატესობა ამჯერად ჩემს მხარეს იყო, მათგან განსხვავებით მე სიბნელში ვიმალებოდი. დაუფიქრებლად ამოვიღე იარაღი და მცველებს ცეცხლი გავუხსენი. ერთს მაშინვე მოხვდა შუბლში ტყვია და მოცელილი ჩაემფხო იატაკზე, მეორე კი ოთახის კარს ამოეფარა და სროლა ატეხა.
- სოსო! ბაჩო!
იყვირა გააფთრებულმა და რამდენჯერმე კიდევ ისროლა ჩემი მიმართულებით. კუთხეში მივიყუჟე და მეორე პისტოლეტიც ამოვიღე. ერთი იარაღი კარგია, მაგრამ ორი კიდევ უფრო უკეთესი!
- ტყუილად იყეფები, შენი ძმაკაცები მიქელას არმიას შეუერთდნენ და ახლა შენ გელოდებიან! - გავძახე დაცინვით და ორივე იარაღიდან ცეცხლი გავუხსენი.
სროლა აშკარად გამიჭირდა. ბევრი სისხლი მქონდა დაკარგული და ცოტაოდენი ენერგია რაც შემომრჩა დანარჩენებთან ჯაჯგურს შევალიე.
- ძუკნა! - დაიღრინა გამწარებულმა - ფეხებზე დავიდოვს რა უნდა, აქვე აგიგებ ანდერძს! - იყვირა გაცეცხლებულმა და ტყვია ტყვიაზე დამიშინა.
კედელს ამოვეფარე და სიცილი ამიტყდა. ვგრძნობდი, რომ ჩემს ჭკუაზე აღარ ვიყავი. ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. ისიც არ მაინტერესებდა აქედან ცოცხალი გავაღწევდი თუ არა, მათგან თავის დაძვრენას აღარ ვცდილობდი, საბოლოოდ შევწყვიტე გაქცევა და დამალვა, აღარავის ზურგს უკან აღარ დავიმალებოდი ტყვიის მოლოდინში. არცერთს ჩემიანს აღარ მივცემდი უფლებას ჩემს მაგივრად მომკვდარიყო! მაგრამ მარტო ამაშიც არ იყო საქმე, ის ბოროტება რაც გულში მიგიზგიზებდა, უფრო და უფრო მეტ სისხლს მთხოვდა. აქედან არ წავიდოდი სანამ ყველას არ ამოვწყვეტდი! მთელი ამდენი ხნის ნაგროვებ ბოღმას გასაქანი მივეცი.
- წარმატებას გისურვებ სირო! როცა ტყვიები დაგიმთავრდება გამომძახე მეორე მჭიდს მოგაწვდი.
- ჯანდაბა! - მომესმა მოპირდაპირე მხრიდან და იარაღის ჩხაკუნი გავიგე.
- და აი ისიც! - ცივი ღიმილით გამოვედი სამალავიდან და ორივე იარაღით მომარჯვებული წავადექი თავს - ამოვწურეთ მარაგი?
მცველმა გაფართოებული თვალებით შემომხედა. უკან-უკან დაიხია, ცარიელი იარაღი განზე მიაგდო და ხელები მაღლა ასწია.
- არ მომკლა, არაფერს დაგიშავებ!
- კაი ნუ გაატრაკე, რამის დაშავებას როგორ აპირებ, რო რამე, მიკბენ? თუ მზერით გამიხვრეტ შუბლს? - მისი დაცინვა ენით აუწერელ სიამოვნებას მგვრიდა.
- გთხოვ! - მუხლებზე დაეცა და აკანკალებული მომაჩერდა - მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვასრულებდი, პირადული არაფერი ყოფილა.
- ჰოო? წეღან სხვა ხმაზე ჭიკჭიკებდი?! - შევხედე ირონიულად, მცველს სახე გადაუფითრდა - კარგი, რამდენიმე კითხვაზე მიპასუხე და ცოცხალს დაგტოვებ.
- კარგი, გისმენ - აცახცახებულმა მაშინვე თავი დამიქნია.
- რამდენ ხანში მოვლენ შენები?
- დაახლოებით ოც წუთში.
- დავიდოვიც იქნება თუ მარტო მცველები?
- მარტო მცველები, დავიდოვი ხვალ აპირებს მოსვლას.
- იცი ახლა სად არის?
- არა, წარმოდგენა არ მაქვს, არცერთ ჩვენგანს არაფერს არ ეუბნევიან, მარტო დავითმა იცის ყველაფერი.
- ეგ რომელია, ის თავმოტვლეპილი? წებოვან კაკალს რომ ჰგავს?
- ჰო, ეგ - მიპასუხა სწრაფად.
- კარგი, აქ ვინმე არის კიდევ ჩვენ გარდა?
- არავინ - ეს კი თქვა მაგრამ თვალები ნერვიულად დააცეცა.
- არ გინდა, წყობილებიდან ნუ გამომიყვან, თორემ მთელ მჭიდს მოგაცლი სახეზე!
- კარგი, ტყვეები ჰყავთ კიდევ სარდაფში, ორნი არიან.
- სხვა არავინ?
- არავინ.
- და კიდევ ერთი კითხვა! - თვალებმოჭუტული ყურადღებით დავაცქერდი - რა იცი ასათიანის მკვლელობაზე?
- ვისზე? - შემომხედა თვალებგაფართოებულმა.
- აი იმ ბიჭის სკოლასთან რომ მოკლეს! - გამოვცერი კბილებში.
- მე... მე... არაფერი... მე ახლახანს მოვედი აქ, საერთოდ არ ვიცი რა ხდება.
- თავს ნუ ისაწ....ბ! - ვიკივლე გაალმასებულმა და სასხლეტს დავუშვი.
ტყვია პირდაპირ მუხლში დაეძგერა და მუხლის ჩაშკა ნამსხვრევებად უქცია. გამწარებულმა მთელი ხმით იბღავლა და დასახიჩრებულ ფეხზე ხელი წაივლი.
- კიდევ თუ მომატყუებ, მეორე ტყვიას შუბლში დაგაჭედებ!
- არაფერი ვიცი, გეფიცები! - აცახცახებულს სიმწრის ცრემლები წასკდა - წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ. მე მხოლოდ შენი მოხედვა მაქვს დავალებული, ერთი ის ვიცი რომ დადიანის ბინის მისამართი გაიგეს და ჩვენები სწორედ იქ არიან წასულები. ამიტომ არავინ იყო დღეს აქ, მეტი არაფერი ვიცი ვიყო!
- რაო? - ტანში ჟრუანტელმა დამიარა - რომელი ბინის?
- სოლოლაკის ბინის, - ამოქვითინა აკანკალებულმა - გავიგეთ, რომ დადიანი იქ რჩებოდა ძირითადად, ეგეც და ჩოხელიც - ტანში გამცრა, ეს სწორედ ის ბინა იყო სადაც ბოლო თვეები ერთად ვცხოვრობდით.
- კიდევ რა იცი?! - ვუყვირე გააფთრებულმა.
- მეტი არაფერი, დავიდოვი გაცოფებული ეძებს დადიანს, მაგრამ იმ ქურდს აქ ბევრი მომხრე ჰყავს და ასე იოლად ვერ ჩაიგდებს ხელში. აშკარა ქმედებაზე კი ვერ გადადის, ძაღლები უკვე რაღაცას ეჭვობენ, სწორედ ამიტომ მოიტაცა ერთ-ერთი დეტექტივი. მან ყველაფერი გაიგო და სიმართლის თქმას აპირებდა.
- რომელი დეტექტივი? - ვკითხე სწრაფად.
- სახელი და გვარი არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ საჭირო კაცია და დავიდოვს ჯერ ცოცხალი სჭირდება.
- ისიც აქ არის? - ვკითხე სწრაფად.
- ჰო, ბავშვთან ერთად.
- ბავშვი?
- ჰო. - მიპასუხა ყრუდ და თვალი ამარიდა.
- ნაბიჭვრებო! - ვიკივლე გააფთრებულმა - კიდევ ერთი მსხვერპლი?!
- არა! შენ ხომ დამპირდი! - თვალები შიშისგან ლამის გადმოსცვენოდა, ჩემს თვალებში უკვე კითხულობდა საკუთარ განაჩენს.
- მოგატყუე! - ჩავისისინე გამძვინვარებულმა და მთელი მჭიდი სახეზე მივაცალე.
ცარიელი იარაღი გვამთან მივაგდე და კოჭლობით ჩამოვუარე კარებებს. ორი მათგანი უბრალოდ ცარიელი ოთახი აღმოჩნდა. მესამე ეს ჩემი სატუსაღო იყო, აი მეოთხე კი ისეთივე სარდაფი აღმოჩნდა, როგორშიც მე ვყავდი დამწყვდეული დავიდოვს. ის ზუსტად ჩემი სარდაფის გვერდით მდებარებოდა. ალბათ სწორედ აქედან მესმოდა ჩუმი ბუტბუტი.
კიბეებზე სწრაფად დავეშვი. ბოლო საფეხურიც ჩავათავე და ერთ ბნელ და ბინძურ ოთახში ამოვყავი თავი. თითქმის ისეთივე იყო, როგორიც ჩემი, ოღონდ აქ ოთახის შუაში რამდენიმე ხის ძელი დაედგათ. ერთადერთი მბჟუტავი ნათურა ოთახს სუსტად ანათებდა.
მეორე შემორჩენილი იარაღი შევმართე და წინ ფრთხილი ნაბიჯით წავედი. უცებ თვალი მოვკარი ორ ადამიანს რომელიც გვერდი-გვერდ იყვნენ მიბმულები ძელებზე. მამაკაცს გადაჩეჩილი და გაჭაღარავებული თავი მხარზე ჩამოედო და არ ინძრეოდა. სახეზე წვერი ისე მოსდებოდა, რომ მისი სახის ნაკვთების გარჩევა შეუძლებელი იყო. მეორე კუთხეში კი
- რანგო?
თვალებგაფართოებული მაშინვე ბავშვისკენ გავიქეცი. იოლად ვიცანი უსახლკარო ბიჭი, რომელიც ვაკის პარკთან ვნახე იმ ღამეს, როცა დამჭრეს. ბავშვი ერთინად შეკოჭილი უგონოდ მიყრდნობოდა ძელს.
- რანგო?! - დაფეთებულმა ბიჭი მთელი ძალით შევანჯღრიე, რომ გონს მომეყვანა. როგორც იქნა თვალები გაახილა - რანგო! მადლობა ღმერთს, ცოცხალი ხარ!
- ნაია? - გაოცებულმა თვალები ააფახურა და ყურადღებით დამაკვირდა - შენ ხომ ნაია ხარ? პარკთან გნახე.
- ჰო, მე ვარ, - გავუცინე გახარებულმა - აი ისევ შევხვდით და ისევ ცუდ გარემოში.
- აქ რას აკეთებ? - მკითხა შეშინებულმა და თვალები დააცეცა - რა გიქნეს? - აკანკალებულმა ყურადღებით შემათვალიერა.
სულ დამავიწყდა, რომ საფლავიდან წამომდგარს ვგავდი. ტანზე შემოხეული ჯინსით და წელზემოთ ნახევრად შიშველი.
- აქედან გაგიყვან!
დანა ამოვიღე და თოკებს დავეჯაჯგურე, რომ გადამეჭრა, ისეთი მსხვილი კვანძები იყო, რომ გაჭრა გამიჭირდა.
- სწრაფად უნდა გაიქცე, მალე დაბრუნდებიან, ყველას დაგვხოცავენ! - მიპასუხა შეშინებულმა და გაველურებული მზერა მოავლო ოთახს.
- ნუ ნერვიულობ, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებს, პირობას გაძლევ! - გამოვცერი კბილბში და როგორც იქნა თოკი გადავჭერი.
მივეხმარე და თოკებისგან ძლივს გავათავისუფლე, საწყალი ბავშვი ისე იყო დაუძლურებული, რომ წამოდგომა უჭირდა.
- კარგი, ახლა ამის ჯერია და აქედან წავალთ კარგი? - ვუთხარი სწრაფად და უცნობი მამაკაცისკენ დავიხარე. არც შემიხედავს ისე დავიწყე თოკების ჭრა. უცებ უცნობი შეირხა და თავი ძლივს ასწია.
- ნაია? - დაიჩხავლა გაოცებულმა. შეშინებულს კინაღამ დანა გამივარდა ხელიდან. თავი ავწიე და მამაკაცს პირველად დავაკვირდი სახეზე.
- დეტექტივო? - ისე იყო შეცვლილი, რომ სონგულია ვერც კი ვიცანი.
- აქ რას აკეთებ, ნაია? - დაიჩხავლა შეშინებულმა.
- კარგი, ეს უკვე საინტერესოა - ჩავილაპარაკე ჩემთვის და თოკების ჭრა გავაგრძელე.
- შენ რა მას იცნობ? - მკითხა რანგომ და ეჭვით შეხედა დეტექტივს.
- ჰო, ძველი მეგობრები ვართ! - ჩავილაპარაკე სარკასტრულად და როგორც იქნა თოკებს ბოლო მოვუღე.
სონგულია გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და გაფართოებული თვალებით მომაჩერდა. ყველაფერი თითქოს თავდაყირა დადგა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი სონგულია აქ რა ჯანდაბას აკეთებდა, მაგრამ ერთი კი აშკარა იყო - ლექსო მართალი იყო, სოგნულია ნამდვილად არ იყო დავიდოვის კაცი.
- აქედან სწრაფად უნდა წავიდეთ! - რანგოს ხელი დავავლე და კიბეებზე პირველი ავირბინე. - არ შეხედო, უბრალოდ წინ იარე.
ბავშვს თვალებზე ხელი ავაფარე, რომ დაჩეხილი გვამები არ ენახა და სწრაფი ნაბიჯით წავიყვანე გასასვლელისკენ. სონგულია უკან მოგყვებოდა, თან დაზაფრული ათვალიერებდა სისხლის გუბეებს.
- ეს შენ გააკეთე? - შემომხედა გაფართოებული თვალებით, როცა ეზოში გამოვედით.
- რა იყო დამაპატიმრებ? - გავხედე ირონიულად და მცველების მანქანისკენ გავეშურე.
- სხვა თუ არაფერი, ეს ნამდვილად მყარი მტკიცებულებაა შენს წინააღმდეგ. - მიპასუხა სარკასტრულად და მანქანაში ჩაჯდა.
- იმ სარდაფში უნდა დამეტოვებინე! რანგო, სწრაფად მანქანაში! - საჭეს მივუჯექი და ის იყო უნდა დამექოქა, რომ მოპირდაპირე გზიდან მანქანების ანთებული ფარები შევნიშნე.
- მოვიდნენ! - დაიხიხინა სონგულიამ.
- ღვედი შეიკარით! აქამდე მოვედი და ახლა სიკვდილს არ ვაპირებ! - მანქანა დავქოქე და გაზს მთელი ძალით დავაჭირე ფეხი.
მანქანამ ერთი დაიღმუვლა და საბურავების წივილით მოსწყდა ადგილიდან. წარმოდგენა არ მქონდა საით მივდიოდი, მხოლოდ გზას მივყვებოდი, რომელიც ტყეში მიიკლაკნებოდა. მალევე შეგვამჩნიეს და უკან დაგვედევნენ. სარკეში, რომ გავიხედე დავინახე, რომ მხოლოდ ერთი მანქანა მოგვდევდა, დანარჩენები კი ალბათ ზემოთ გაჩერდნენ.
მათ ხომ არ იცოდნენ რა მოხდა, ამიტომ მხოლოდ ის ერთი დამედევნა, ისიც ალბათ სიტუაციის გასარკვევად, თუ რატომ მიატოვეს მცველებმა პოსტი. მაგრამ დანარჩენები სახლში გვამებს, რომ ნახავდნენ განგაშს ატეხდნენ. ბილიკი დათოვლილი იყო და მანქანას სიარული უჭირდა, ერთი იარღი, რომელიც მესამე მცველს ავწაპნე ქამრიდან ამოვიღე და სონგულიას გადავუგდე
- ახლოს რომ მოვა საბურავებში ესროლე, გზა ყინულითაა დაფარული თავისით მოიტეხავენ კისერს.
- ნუ მასწავლი როგორ მოვიშორო მდევარი! - აჯაჯღანდა გაღიზიანებული.
- დამპალი ბებრუხანა! - ჩავიდუდუნე გაბრაზებულმა.
- ყველაფერი გავიგონე!
- ნაია, - რანგომ შიშით გამომხედა - დაგვხოცავენ? ვერ გავასწრებთ!
- ნუ ნერვიულობ, პირობას გაძლევ რომ აქედან უვნებელს გაგიყვან!
- დამიჯერე ბიჭუნა ამ გოგოს გარეგნობას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ერთი შეხედვით უვნებელი ჩანს.
- მოკეტე - ვუყვირეთ ერთად.
გაცეცხლებულმა უკანა ხედვის სარკეს გავხედე. მერსედესი მთელი სისწრაფით მოქროდა. ალბათ დანარჩენებმა მდევარს გააგებინეს, რომ გავიქეცით და ახლა მთელი სისწრაფით მოემართებოდნენ ჩვენკენ.
- მომისმინე, მოახლოების საშუალებას მივცემ, მხოლოდ ერთი შანსი გექნება ბებერო, როგორც კი უკან ამოგვიდგებიან, კარი გააღე და ბორბლები დაუცხრილე.
- ჰო, ჰო მიდი!
- რანგო, თავი დახარე.
- კარგი - ამომხედა თვალებდამრგვალებულმა და სავარძელზე ჩაცურდა.
- სამ თვლაზე ვამუხრუჭებ! ერთი... ორი... სამი...
მუხრუჭის პედალს მთელი ძალით დავაწექი და მანქანა მოწყვეტით შევაჩერე. უკნიდან მომავალი მერსედესი შლეგიანივით მოემართებოდა თავდაღმართში. ჩემს ასეთ მანევრს არ ელოდა და დამუხრუჭებაც გვიანი იყო, მოლიპულ გზაზე მანქანას მაინც ვეღარ შეაჩერებდა. სონგულია მაშინვე გადმოეკიდა გაღებულ კარში და მერსედესს ცეცხლი გაუხსნა. რამდენიმე წამში შავმა მერსედესმა მართვა დაკარგა, ზიგზაგებით დაეშვა ტყეში და მთელი ძალით მიენარცხა ნაძვს. მიყრუებულ ტყეში მანქანის ჭახანის ხმა ექოდ დაირხა. სონგულიამ მაშინვე მოკეტა კარი და მეც მანქანა დავძარი.
- ყოჩაღ, როგორც ჩანს, ლაპარაკზე უკეთ მოქმედება გეხერხება, - გავხედე ირონიულად და გზა გავაგრძელე - რანგო, ყველაფერი რიგზეა.
- მოგვშორდნენ? - გაჩეჩილი თავი სწრაფად ამოყო და ფანჯარაში გაიხედა.
- ჯერ-ჯერობით, მაგრამ მალევე დაგვედევნებიან, აქაურობას სწრაფად უნდა გავეცალოთ.
- დახმარება გვჭირდება. - ჩაიდუდუნა სონგულიამ და შუბლშეჭმუხნილი მიესვენა სავარძელს.
- ამ უიშვიათეს შემთხვევაში გეთანხმები - ტელეფონი ამოვიღე და ლუკას ნომერი სწრაფად ავკრიფე.
- სად რეკავ? - გამომხედა სონგულიამ.
- შენს საუკეთესო მეგობართან, დადიანთან, დეტექტივო! - გავხედე ირონიული ღიმილით.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime es sad viyavi aaaa. Mzafri movlenebis epicentrshii. Sisxli amidugda zargvebshi. Miuxedavad naias araadamianuri saqcielisa. Mapatiet da gulis sigrmeshi ver vamtyuneb. Asetad aqciess. Erti mshishara da ucyinari gogom civsisxlianad mkvlelad aqcies. Mzuls zaladoba. Romelic isev zaladobis grzel jachvs shobs. Magram me xom armtkenia rogor nusas. Ho arvici ras grznobss. Tumca ise cxadad agbechde yvelaferi. Carmovidgine da gamajrialaa. Gogom tkivilis shegrzneba dablokaa. Erteulebi ibadebian aseti zlierebi. Misi sitamamaisa da gamzleobis cinashe qeds vixri. Mgonia rom am yvelafers agsarebashi uyveba mamaos. Carmogidgeniat ra gamoiara am adamianmaa. Mis adgilas zogi an tavs moiklavda sasocarkvetilebisgan. An xels chaiqnevdaa. Vicodi rom rangos da misi gzebi isev gadaikvetebodnenn. Tyuilad ar gamoachendi aset adgilass. Ai songulias tyveoba namdvili siurprizi iyooo. Inasnair sulmokle damianebs ver vitann. Yvelaze didi gasachirisas rom chagartyamen zurgshi xanjalsss. Imedia lukas da leqsos ver ipovodnen davidovis finiebi. Ver vxvdebi aswt sibinUres fulis gamo rato unda datanxmdee. Moutmenlad veli xval games eom isev gadaveshva mzafri shegrznebebit savse samyaroshi. Super gogo xar shen anabell

 


№2 სტუმარი სტუმარი კატო

ისევ მე)) ეს რაიყოო მეგონაა მოკვდებოდა და ლუკა უძიებდა შურს ^_^ არა მართლა რაიყო? ან სადდ დამიმთავრე ეს თავი? ინტრიგაც ესეთი უნდა თუ უნდა რა^_^ ძან ძან მომეწონა ეს თავი))

 


№3  offline ახალბედა მწერალი belle...

Qeti qimucadze
Vaime es sad viyavi aaaa. Mzafri movlenebis epicentrshii. Sisxli amidugda zargvebshi. Miuxedavad naias araadamianuri saqcielisa. Mapatiet da gulis sigrmeshi ver vamtyuneb. Asetad aqciess. Erti mshishara da ucyinari gogom civsisxlianad mkvlelad aqcies. Mzuls zaladoba. Romelic isev zaladobis grzel jachvs shobs. Magram me xom armtkenia rogor nusas. Ho arvici ras grznobss. Tumca ise cxadad agbechde yvelaferi. Carmovidgine da gamajrialaa. Gogom tkivilis shegrzneba dablokaa. Erteulebi ibadebian aseti zlierebi. Misi sitamamaisa da gamzleobis cinashe qeds vixri. Mgonia rom am yvelafers agsarebashi uyveba mamaos. Carmogidgeniat ra gamoiara am adamianmaa. Mis adgilas zogi an tavs moiklavda sasocarkvetilebisgan. An xels chaiqnevdaa. Vicodi rom rangos da misi gzebi isev gadaikvetebodnenn. Tyuilad ar gamoachendi aset adgilass. Ai songulias tyveoba namdvili siurprizi iyooo. Inasnair sulmokle damianebs ver vitann. Yvelaze didi gasachirisas rom chagartyamen zurgshi xanjalsss. Imedia lukas da leqsos ver ipovodnen davidovis finiebi. Ver vxvdebi aswt sibinUres fulis gamo rato unda datanxmdee. Moutmenlad veli xval games eom isev gadaveshva mzafri shegrznebebit savse samyaroshi. Super gogo xar shen anabell

დიდი დარტყმა მიაყენეს და თავადაც გამიკვირდა რომ გაუძლო... ასეთ დროს ადამიანები თავიანთ სახეს კარგავენ, სხვაგვარად ვერ გადარჩები და იმიტომ. საკუთარი უსუსურობა გიჭერს ყელში, რამაც სარდაფის კარამდე მოგათრია და როცა ამას იაზრებ მერე... მერე ყველაფერი სულერთი ხდება უკონტროლო მრისხანების გარდა <3 <3 <3 მადლობა ქეთ, ჩემო საყვარელო ^_^ <3 <3 <3 <3

სტუმარი კატო
ისევ მე)) ეს რაიყოო მეგონაა მოკვდებოდა და ლუკა უძიებდა შურს ^_^ არა მართლა რაიყო? ან სადდ დამიმთავრე ეს თავი? ინტრიგაც ესეთი უნდა თუ უნდა რა^_^ ძან ძან მომეწონა ეს თავი))

ვფიქრობ ეს ნაიას ომია, თუ ვინ დასვამს ამ ომში ბოლო წერტილს დღეს ვნახავთ გაგრძელებაში თუ ბოლომდე ჩამეტია რა თქმა უნდა <3 <3 <3 <3 მიხარია საყარელო თუ მოგეწონა ^_^ <3 <3 <3 შთაბეჭდილებები ნელ-ნელა იცვლება ჰო? ;დდდ <3 <3 <3

 


№4  offline წევრი დარინა

იმდენი ემოცია დამიგროვდააა არ ვიციი სად წავიღოოო, რომ იტყვიან ემოციების ზღვაში დავცურავ, ისეთი ისტორიააა და ისეთი გმირები გყავს ექშენი და ინტრიგები არ გვაკლიააა, მიხარია ესეც დასრულებული რომ გაქვს, თორემ აქაც ნაიას ლანძღვას ვერ ავუვლიდიი, ახლა კი აზრი არ აქვს :დდდდ, მეტ პოზიტივს ველოდები ლექსოსგან ისეთი საყვარელიააა რაღაცით მაინც ალექს მახსენებს, აი კი ლუკა იმდენად კაი ლუკა გყავს რომ რავიცი რა დავწეროო კი უმწარებს ნაია სიცოცხლეს, წარმომიდგენია შემდეგ თავებში როგორ გააბრაზება, გაბრაზებული ლუკა მეც მიყვარს :დდდდ, აი თვითონ თბილი ტკბილი და გემრიელი ხარ აი ვერც რომ წარმოიდგენ ისეთი ისტორიებით ზედმეტად რეალურად ასახული ადამიანის ბუნებით, აი ადამიანის სიძულვილმა რა დონემდე უნდა მიგიყვანოს კარგად ჩანს, არამარტო სიძულვილმა შურისძიება უარესს გაკეთებინებს და ეს ნაი სახით კარგად არის ნაჩვენებიი, მიყვარს ისტორია გავისი ყველა გმირით და ვგიჟდები შენზეეე❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი ვიპნი

ცეცხლი თავი იყო,დავიდოვი მეცოდება,სასიკვდილო სცენის ბოლო აკორდი უკვე ვიცით როგორი იქნება,მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა ჯერ ნიაზე გამწარებული ლუკა რას იზამდა და თან რო გაიგებს მშობლები ვინც დაუხოცა ხო სულ მთლად გარეკავს,სონღულია პატარა ფეიერვერკი იყო ამ თავის :) ინასნაირ სულელ ქალებს ვერ ვიტან,საკუთარი ტყავის გარდა სხვას რო ვერ ამჩნევენ.

 


№6  offline ახალბედა მწერალი belle...

ვიპნი
ცეცხლი თავი იყო,დავიდოვი მეცოდება,სასიკვდილო სცენის ბოლო აკორდი უკვე ვიცით როგორი იქნება,მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა ჯერ ნიაზე გამწარებული ლუკა რას იზამდა და თან რო გაიგებს მშობლები ვინც დაუხოცა ხო სულ მთლად გარეკავს,სონღულია პატარა ფეიერვერკი იყო ამ თავის :) ინასნაირ სულელ ქალებს ვერ ვიტან,საკუთარი ტყავის გარდა სხვას რო ვერ ამჩნევენ.

წინ კიდევ დაძაბული მომენტებია. ახლა ვათვალიერებდი და დღეს ბოლომდე ატვირთვა ვერ გამოვა. ხვალ დასრულდება თორმეტზე ეს ისტორიაც და ვნახოთ როგორ შთაბეჭდილებას და კვალს დატოვებს <3 <3 <3 <3 სონგულია... ნამდვილი იდიოტია და მაინც მომწონს ;დდდ <3 <3 <3 რაც შეეხება ინას... საუბარიც არ ღირს. წაშტერო ქალია.. დუფიქრებელი და გაბოროტებული. რეალურად როცა წნეხის ქვეშ მოექცა არამარტო ის ზოგადად ყველა პერსონაჟი - სახე გამოაჩინეს. ისეთი როგორსაც ვერც იფიქრებდნენ რომ ჰქონდათ. საინტერესო და სახალისოა ადამიანის ბუნება, როცა განწირულს ნიღბების მორგებისთვის აღარ სცხელა... რაც შეეხება ბიჭებთან შეხვედრას ოოო... ოოო...

დარინა
იმდენი ემოცია დამიგროვდააა არ ვიციი სად წავიღოოო, რომ იტყვიან ემოციების ზღვაში დავცურავ, ისეთი ისტორიააა და ისეთი გმირები გყავს ექშენი და ინტრიგები არ გვაკლიააა, მიხარია ესეც დასრულებული რომ გაქვს, თორემ აქაც ნაიას ლანძღვას ვერ ავუვლიდიი, ახლა კი აზრი არ აქვს :დდდდ, მეტ პოზიტივს ველოდები ლექსოსგან ისეთი საყვარელიააა რაღაცით მაინც ალექს მახსენებს, აი კი ლუკა იმდენად კაი ლუკა გყავს რომ რავიცი რა დავწეროო კი უმწარებს ნაია სიცოცხლეს, წარმომიდგენია შემდეგ თავებში როგორ გააბრაზება, გაბრაზებული ლუკა მეც მიყვარს :დდდდ, აი თვითონ თბილი ტკბილი და გემრიელი ხარ აი ვერც რომ წარმოიდგენ ისეთი ისტორიებით ზედმეტად რეალურად ასახული ადამიანის ბუნებით, აი ადამიანის სიძულვილმა რა დონემდე უნდა მიგიყვანოს კარგად ჩანს, არამარტო სიძულვილმა შურისძიება უარესს გაკეთებინებს და ეს ნაი სახით კარგად არის ნაჩვენებიი, მიყვარს ისტორია გავისი ყველა გმირით და ვგიჟდები შენზეეე❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

გმადლობ საყვარელო და გყვარობ იცი ეს შენ! და ყველგან კალანდიას რომ დაეძებ ეგ მაშინებს ;დდდდდდდდ <3 <3 <3 <3 კალანდია ვაფშე სხვა გალაქტიკაა სულ სულ სულ სხვააა <3 <3 <3 <3 ნოსტალგია მომაწვა ახლა ((( <3 <3 <3 ხვალ დასრულდება ნაწარმოები და მერე ველი შენს საბოლოო შეფასებას და აზრს პერსონაჟებზე ^_^ <3 <3 პ.ს. ლუკა სხვა ადამიანია <3 <3 ძალიან მიყვარს ^_^ <3

 


№7 სტუმარი სტუმარი მანანა

belle...
Qeti qimucadze
Vaime es sad viyavi aaaa. Mzafri movlenebis epicentrshii. Sisxli amidugda zargvebshi. Miuxedavad naias araadamianuri saqcielisa. Mapatiet da gulis sigrmeshi ver vamtyuneb. Asetad aqciess. Erti mshishara da ucyinari gogom civsisxlianad mkvlelad aqcies. Mzuls zaladoba. Romelic isev zaladobis grzel jachvs shobs. Magram me xom armtkenia rogor nusas. Ho arvici ras grznobss. Tumca ise cxadad agbechde yvelaferi. Carmovidgine da gamajrialaa. Gogom tkivilis shegrzneba dablokaa. Erteulebi ibadebian aseti zlierebi. Misi sitamamaisa da gamzleobis cinashe qeds vixri. Mgonia rom am yvelafers agsarebashi uyveba mamaos. Carmogidgeniat ra gamoiara am adamianmaa. Mis adgilas zogi an tavs moiklavda sasocarkvetilebisgan. An xels chaiqnevdaa. Vicodi rom rangos da misi gzebi isev gadaikvetebodnenn. Tyuilad ar gamoachendi aset adgilass. Ai songulias tyveoba namdvili siurprizi iyooo. Inasnair sulmokle damianebs ver vitann. Yvelaze didi gasachirisas rom chagartyamen zurgshi xanjalsss. Imedia lukas da leqsos ver ipovodnen davidovis finiebi. Ver vxvdebi aswt sibinUres fulis gamo rato unda datanxmdee. Moutmenlad veli xval games eom isev gadaveshva mzafri shegrznebebit savse samyaroshi. Super gogo xar shen anabell

დიდი დარტყმა მიაყენეს და თავადაც გამიკვირდა რომ გაუძლო... ასეთ დროს ადამიანები თავიანთ სახეს კარგავენ, სხვაგვარად ვერ გადარჩები და იმიტომ. საკუთარი უსუსურობა გიჭერს ყელში, რამაც სარდაფის კარამდე მოგათრია და როცა ამას იაზრებ მერე... მერე ყველაფერი სულერთი ხდება უკონტროლო მრისხანების გარდა <3 <3 <3 მადლობა ქეთ, ჩემო საყვარელო ^_^ <3 <3 <3 <3

სტუმარი კატო
ისევ მე)) ეს რაიყოო მეგონაა მოკვდებოდა და ლუკა უძიებდა შურს ^_^ არა მართლა რაიყო? ან სადდ დამიმთავრე ეს თავი? ინტრიგაც ესეთი უნდა თუ უნდა რა^_^ ძან ძან მომეწონა ეს თავი))

ვფიქრობ ეს ნაიას ომია, თუ ვინ დასვამს ამ ომში ბოლო წერტილს დღეს ვნახავთ გაგრძელებაში თუ ბოლომდე ჩამეტია რა თქმა უნდა <3 <3 <3 <3 მიხარია საყარელო თუ მოგეწონა ^_^ <3 <3 <3 შთაბეჭდილებები ნელ-ნელა იცვლება ჰო? ;დდდ <3 <3 <3

ისტორია , იმით იწყება , რომ ნაია ბრუნდება და როგორ მოკვდებოდა, თუ მეშლება.

უკვე თქვენი სერიოზული ფანი ვარ, როგორც ახალგაზრდები იტყვით, უზომო მადლობა ამ ემოციებისათვის , განცდებისათვის და წარმატებები შემოქმედებით გზაზე.

 


№8  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი მანანა
belle...
Qeti qimucadze
Vaime es sad viyavi aaaa. Mzafri movlenebis epicentrshii. Sisxli amidugda zargvebshi. Miuxedavad naias araadamianuri saqcielisa. Mapatiet da gulis sigrmeshi ver vamtyuneb. Asetad aqciess. Erti mshishara da ucyinari gogom civsisxlianad mkvlelad aqcies. Mzuls zaladoba. Romelic isev zaladobis grzel jachvs shobs. Magram me xom armtkenia rogor nusas. Ho arvici ras grznobss. Tumca ise cxadad agbechde yvelaferi. Carmovidgine da gamajrialaa. Gogom tkivilis shegrzneba dablokaa. Erteulebi ibadebian aseti zlierebi. Misi sitamamaisa da gamzleobis cinashe qeds vixri. Mgonia rom am yvelafers agsarebashi uyveba mamaos. Carmogidgeniat ra gamoiara am adamianmaa. Mis adgilas zogi an tavs moiklavda sasocarkvetilebisgan. An xels chaiqnevdaa. Vicodi rom rangos da misi gzebi isev gadaikvetebodnenn. Tyuilad ar gamoachendi aset adgilass. Ai songulias tyveoba namdvili siurprizi iyooo. Inasnair sulmokle damianebs ver vitann. Yvelaze didi gasachirisas rom chagartyamen zurgshi xanjalsss. Imedia lukas da leqsos ver ipovodnen davidovis finiebi. Ver vxvdebi aswt sibinUres fulis gamo rato unda datanxmdee. Moutmenlad veli xval games eom isev gadaveshva mzafri shegrznebebit savse samyaroshi. Super gogo xar shen anabell

დიდი დარტყმა მიაყენეს და თავადაც გამიკვირდა რომ გაუძლო... ასეთ დროს ადამიანები თავიანთ სახეს კარგავენ, სხვაგვარად ვერ გადარჩები და იმიტომ. საკუთარი უსუსურობა გიჭერს ყელში, რამაც სარდაფის კარამდე მოგათრია და როცა ამას იაზრებ მერე... მერე ყველაფერი სულერთი ხდება უკონტროლო მრისხანების გარდა <3 <3 <3 მადლობა ქეთ, ჩემო საყვარელო ^_^ <3 <3 <3 <3

სტუმარი კატო
ისევ მე)) ეს რაიყოო მეგონაა მოკვდებოდა და ლუკა უძიებდა შურს ^_^ არა მართლა რაიყო? ან სადდ დამიმთავრე ეს თავი? ინტრიგაც ესეთი უნდა თუ უნდა რა^_^ ძან ძან მომეწონა ეს თავი))

ვფიქრობ ეს ნაიას ომია, თუ ვინ დასვამს ამ ომში ბოლო წერტილს დღეს ვნახავთ გაგრძელებაში თუ ბოლომდე ჩამეტია რა თქმა უნდა <3 <3 <3 <3 მიხარია საყარელო თუ მოგეწონა ^_^ <3 <3 <3 შთაბეჭდილებები ნელ-ნელა იცვლება ჰო? ;დდდ <3 <3 <3

ისტორია , იმით იწყება , რომ ნაია ბრუნდება და როგორ მოკვდებოდა, თუ მეშლება.

უკვე თქვენი სერიოზული ფანი ვარ, როგორც ახალგაზრდები იტყვით, უზომო მადლობა ამ ემოციებისათვის , განცდებისათვის და წარმატებები შემოქმედებით გზაზე.

უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა ^_^ <3 <3 <3 პ.ს. არა არაფერი არ გეშლებათ ისტორია ნაიას დაბრუნებით იწყება და აღსარებას აბარებს მოძღვარს, უყვება რაც ათი წლის წინათ მოხდა <3 როცა ნაწარმოები ისევ ახლანდელ დროს დაუბრუნდება მერე არავინ იცის რა როგორ მოხდება <3 ბოლო თავები ხვალ აიტვირთება და დასრულებდა ცემი პირველი ნაშრომიც ^_^ <3 <3 დაველოდები თქვენს შთაბეჭდილებებს დიდი ინტერესით <3 <3 <3 <3

 


№9 სტუმარი სტუმარი ნატალია

ღმერთო, მე ამის წაკითხვაც მიჭირს და შენ წერას როგორ ახერხებ? რამდენჯერ გამიჩერდა გული აღარც მახსოვს :(
ნაიას ყველა იარა მე მკაწრავდა მართლა. საოცრად ემოციურად წერ, საშინლად დაძაბული თავები იყო.
საუკეთესო პერაონაჟები გყავს და ველი გაგრძელებას, მიხარია რომ ღამე არ წავიკითხე, მერე რაღა დამაძინებდა.
სასწაული გოგო ხარ შენ <3

 


№10 სტუმარი სტუმარი მარი

მალე დასრულდება? ერთი სული მაქვს კითხვა დავიწყო

 


№11  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ნატალია
ღმერთო, მე ამის წაკითხვაც მიჭირს და შენ წერას როგორ ახერხებ? რამდენჯერ გამიჩერდა გული აღარც მახსოვს :(
ნაიას ყველა იარა მე მკაწრავდა მართლა. საოცრად ემოციურად წერ, საშინლად დაძაბული თავები იყო.
საუკეთესო პერაონაჟები გყავს და ველი გაგრძელებას, მიხარია რომ ღამე არ წავიკითხე, მერე რაღა დამაძინებდა.
სასწაული გოგო ხარ შენ <3

გმადლობ ნატალი <3 <3 <3 <3 <3

სტუმარი მარი
მალე დასრულდება? ერთი სული მაქვს კითხვა დავიწყო

ხვალ ღამით დაიდება ბოლო თავები <3 <3 <3

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა

მაგარიააა,მოუთმენლად ველი გაგრძელებას.მალე დადე რა.❤❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ანა
მაგარიააა,მოუთმენლად ველი გაგრძელებას.მალე დადე რა.❤❤

დამატებულია ანა ^_^ <3 <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent