შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობის ქალღმერთი -4- (დასასრული)


28-04-2016, 13:09
ავტორი sopiko
ნანახია 2 415

[თავი 4
ფსიქოლოგმა შესაბამისი დაკვირვება მოახდინა და საძინებლიდან გამოვიდა. კართან ჯაბა დახვდა.
–ლელი, აბა, როგორაა?–აფორიაქებული შეეკითხა ქალს და თმები ნერვიულად აიჩეჩა.
–შენ სწორად გამოიცანი, ჯაბა. ნაიას მდგომარეობა მეტად რთულია. მალე თუ არ მივეშველეთ, ნაყოფს საფრთხე შეექმნება. მას ჰგონია, რომ ერთ დღესაც აღარ გენდომება სხვისი შვილი და წახვალ... მიატოვებ... ამის შემდეგ კი შვილი შეიძულებს, რადგან მან ასეთი ცხოვრებისთვის გაიმეტა...–მიუგო ლელიმ და ჩანთა შეკრა.
–ღმერთო, საიდან მოაქვს ასეთი სისულელეები... არადა რომ ჰკითხო, ჩემი სჯერა...–თავი გადააქნია მამაკაცმა.–რა უნდა გავაკეთოთ მის გამოსაჯანმრთელებლად?
–რაც შეიძლება მეტი დრო გაატარე მის გვერდით. გაახალისე. გააბედნიერე. ფიქრისთვის დრო აღარ უნდა დარჩეს. გარემო გამოუცვალე... ვინ იცის, რა არ მომხდარა ამ სახლში უწინ... რას არ ახსენებს ეს კედლები... თან როგორც მითხარი, თურმე ქმარი ყოველდღე სცემდა, სანამ გაშორდებოდა. სხვაგან წაიყვანე. ერთ კვირაში ჩამოიყვანე და შემდეგი ვიზიტიც მაშინ დავნიშნოთ.–ურჩია ფსიქოლოგმა და ნაიას სახლი დატოვა.
–ხო, გარემო უნდა გამოვუცვალო...–ჩაფიქრებულმა ჩაიბურტყუნა ჯაბამ და ოთახში შევიდა.

–ეს სად მომიყვანე?–მანქანიდან გადმოვიდა ნაია და კერძო სახლს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.
–ჩემთან.–მხარზე ხელი მოხვია ჯაბამ და ნაზად ეამბორა.
–შენთან?–შემცბარმა გასწია თავი ქალმა და მუცელზე ხელები აიფარა.
–შენ ჩემი ხარ, ნაია... მე შენი ვარ... მგონი დრო მოვიდა, რომ ამის შესახებ ჩემმა ოჯახმაც იცოდეს!–სახე ახლოს მიუტანა და მუცლიდან ხელები ჩამოაღებინა.
–რა სისულელეს ამბობ... ჩვენ არც ცოლ–ქმარი ვართ და არც შეყვარებულები.–გააპროტესტა ნაიამ და კვლავ მანქანაში ჩაჯდომა დააპირა.
–არა, ვერ წახვალ! თუ ასეთი აუცილებელია შენთვის საქორწინო ბეჭედის თითზე კეთება იმისთვის, რომ ჩემი სიყვარულის ჭეშმარიტებაში დარწმუნდე, ახლავე წავიდეთ საუველირო მაღაზიაში!–გაცხარდა ჯაბაც. უკვე მერამდენედ უნდა შეგუებოდა ნაიას უნდობლობას...
–და რატომ შენ არ გჯერა იმის, რომ მე შენი მჯერა?–თვალები აემღვრა და ხმაში ისეთი ნოტები შეეპარა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა...
–აბა, არ გჯერა და...–წყენით ახედა მამაკაცმა.
ნაიამ წინ წაიწია. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა, ჯაბამ შეაჩერა.
–სად მიდიხარ?
–აბა, შენ არ მოდიხარ და...–ეშმაკური ღიმილით თქვა და ხელი ჩასაკიდად გაუწოდა...

ძალიან თბილად მიიღეს ოჯახში ნაია. ჯაბას დედა, ლამზირა იმდენი ეფერა, რომ ორსულ ქალს ცრემლები წასკდა... ჯაბას მამამ, ვალერიმ ცოლს დაუცაცხანა, ნუ ატირებ ამ გოგოს, თორემ ჯაბა გაგვიბრაზდებაო... ბედნიერი იყო ნაია. სუფრის თავში ჯაბას გვერდით იჯდა და ყველა თავს ევლებოდა. აბა, ხაჭაბური თუ გიყვარსო... ბავშვისთვის რა უფრო სასარგებლო იქნებაო... რთული მისახვედრი არ იყო, რომ მათ ჯაბასგან უკვე ყველაფერი იცოდნენ... ისიც, რომ ეს ბავშვი სულაც არ იქნებოდა ნაიასა და ჯაბას საერთო შვილი...
ვახშმობა დაასრულეს და მისაღებში გადაინაცვლეს. ლამზირამ ნაია გვერდით მოისვა და დედაშვილურად გამოელაპარაკა. ვალერის და ჯაბას მათთვის ხელი არ შეუშლიათ... არც უცდიათ ყურის დაგდება. ჯაბა დარწმუნებული იყო, რომ დედამისი ისეთს არაფერს ეტყოდა ნაიას, რაც მას გულს ატკენდა.
–როგორ არ უნდა მივიღო შვილად ის ქალი, რომელიც ჩემს ვაჟს საკუთარ თავზე მეტად უყვარს? როგორ არ უნდა შევიყვარო სისხლით შვილიშვილივით ის ბავშვი, რომელსაც ჩემი ჯაბა შვილად თვლის?–ცრემლმორეული მიეალერსა ნაიას ქალი.–ყველა დედას შვილისთვის იდეალური ცოლი უნდა, მაგრამ მე ვიცნობ ჯაბას... ის სხვასთან ბედნიერი ვერ იქნება, მე კი მის ბედნიერებაზე მეტად არაფერი მინდა ამ ქვეყანაზე! უამრავი ბარიერის გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ თქვენ ამას შეძლებთ! პირადად მე ყველანაირად ხელს შეგიწყობთ...
–ქალბატონო ლამზირა, მე...–უკვე ლაპარაკიც დავიწყებოდა ნაიას... იცოდა, როგორ გაუჭირდებოდა ჯაბას დედას ამ გადაწყვეტილების მიღება... ნაია იდეალური კი არა, საშინლად ცუდი ადამიანი იყო, მაგრამ ლამზირა ამაზე თვალს ხუჭავდა და მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი უყვარდა და მას აფასებდა...
–რა შენ, ძვირფასო?–გაწყვეტილ წინადადებას მიუბრუნდა ლამზირა.
–შეიძლება დედა დაგიძახოთ?
–შეიძლება? განა ამას კითხვა უნდა?–გაბრწყინებულმა გაშალა ხელები ქალმა და თანხმობის ნიშნად დააქნია თავი.

ნაიამ ოჯახი იპოვა. ის, რაც დაკარგა, ერთ დღეს მაინც დაიბრუნა... რაღა თქმა უნდა, წარსულის შავი კვალის ამოშლა შეუძლებელი იყო, მაგრამ ამის გახსენება მაშინ, როცა უყვარხარ და გიყვარს, საჭირო აღარ არის... ნაია ლამზირაში დედას ხედავდა... ვალერიში მამას... ჯაბაში კი მონათესავე სულს და თავისი შვილის მშობელს... ყოველი დღე მით უფრო არწმუნებდა იმაში, რომ ბედნიერება აქამდე არ გამოეცადა... ყოველი ჯაბას კოცნა... ლამზირას მიერ გაკეთებული ნაიას საყვარელი საჭმელი... ორსულებისთვის განკუთვნილი ვალერის მოტანილი წვენი და საერთოდ ყველაფერი! უხაროდა მთვარე, უხაროდა აისი, უხაროდა დაისი, უხაროდა მერცხლის ჭიკჭიკი... ის უხაროდა, რაც ადრე მასში სიძულვილს იწვევდა! ამ ცხოვრებისეულმა ლაბირინთმა ასწავლა, რომ სიყვარულს სასწაულების მოხდენა და ჯადოქრობების ჩადენა შეეძლო! ერთხელ წარმოიდგინა, თუ რა შეიძლებოდა მოხდარიყო, იმ ღამით ჯაბა რომ არ გამოჩენილიყო... მაშინვე თვალები გაახილა! მუხლებზე დაემხო და მადლობა გადაუხადა უფალს, რომ შეუნდო ცოდვები და ადამიანად ქცევის შანსი მისცა! ბედნიერი იყო, რომ შეძლო ჭაობის უკან ჩამოტოვება, ბნელი ტყისგან თავის დაღწევა და მზის შუქზე გასვლა! შეძლო კი არა, შეძლეს! მან და ჯაბამ!

საკურთხეველთან მამაო იდგა. მის წინ კი ქალი და მამაკაცი.
ქალს თმა გაეშალა და შავ კულულებში მინდვრის ყვავილები ჩაებნია... გაშლილი, ფართე კაბა ეცვა, თუმცა მასშიც კი ნათლად ჩანდა წინ გამობურცული მუცელი.
–ღმერთმა დალოცვილი გამყოფოთ, შვილებო! იხარეთ და იბედნიერეთ!–პირჯვარი გადაწერა მამაომ და ხატებისკენ შეტრიალდა.
–ამინ!–ჩაიჩურჩულა მამაკაცმა, ქალს წელზე ხელი შემოაჭდო და ბაგეებზე დაეკონა...
საკურთხეველთან მამაო იდგა. მის წინ კი ნაია და ჯაბა...

–გილოცავთ! პატარა, კუდრაჭა გოგონა შეგეძინათ...–გაბადრული სახით ახარა ექთანმა მამაკაცს...
უამრავი მილოცვა... სიცილი... მხიარულება... მამის ძლიერი მარჯვენა მხარზე... დედის სიხარულის ცრემლები...
პატარას ფაფუკ შუბლზე შეხება და მისი არსებობის შეგრძნება...
საყვარელი ადამიანის შვების, სიმშვიდის და უდიდესი ბედნიერების გამომხატველი ღიმილი...
ხო, რასაკვირველია... რასაკვირველია! რასაკვირველია!

მერე რა, რომ ჭაობის ქალღმერთი მოკვდა... სანაცვლოდ ჯაბას ქალღმერთი დაიბადა მეორედ!

–მიყვარხართ, ჩემო ქალღმერთებო...

^^^
დასრულდა? ხო, დასრულდა!
ეს ისტორია მეც გამორჩეულად მიყვარს და ძალიან მიხარია, რომ თქვენც ჩაწვდით მის გულს... ნაიას შინაგან სამყაროს... ჯაბას სიყვარულს და ა.შ. და ა.შ.
ყველას უდიდესი მადლობა ამ სიტყვებისთვის, ამ სიყვარულისთვის, ამ გამხნევებისთვის!
თითოეული ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავთ... თუნდაც ბლექი, თედ'უნია, ცისა, თეონა, თამუნა, ანი და მოკლედ ყველა!
დავბრუნდები... დავბრუნდები ისევე მალე, როგორც ყოველთვის, თუმცა ახალი ვინდოუსი მაქვს და ვნახოთ, რამდენად შევეჩვევი.
მიყვარხართ ძლიერ, ძლიერ...



№1  offline წევრი cisa

dabrundebi imito ro kvela moutmnlad gelodebit is ki ara valdebulic xar dabrunde qalbato sofiko ♥♥♥ ase ro shegvakvare tavi magito mxolood♥♥♡ koveltvis sxva istoriebi ro mtavrdeboda tiqtos ragac makldeboda mara ai shen nawerebshi msgavs verafers vxedav ici ra rogor unda gaketoo ♥♥♥ sauketeso da nichieri xaar ♥♥♥ axals moutmenlad velodebii ♡♡♡ chemo tkbiloo

 


№2 სტუმარი Black

Rac gadis dro da xani me upro metad miyvars sheni patara tani..:Dshens 'p.s'ze gamaxsenda es leqsi:Dmagari xar sopachka ra,ai uudzalianesad magari gogo xar,chemo idumalo gogona;) bravo!sopachka male dagvibrundi axali istoriit chemo punqtualuro da pozitiuro<3

 


№3  offline მოდერი sopiko

cisa
dabrundebi imito ro kvela moutmnlad gelodebit is ki ara valdebulic xar dabrunde qalbato sofiko ♥♥♥ ase ro shegvakvare tavi magito mxolood♥♥♡ koveltvis sxva istoriebi ro mtavrdeboda tiqtos ragac makldeboda mara ai shen nawerebshi msgavs verafers vxedav ici ra rogor unda gaketoo ♥♥♥ sauketeso da nichieri xaar ♥♥♥ axals moutmenlad velodebii ♡♡♡ chemo tkbiloo

მეც როგორ შემიყვარდით, ხომ არ იცი... love დიდი მადლობა, ცისა!
Black
Rac gadis dro da xani me upro metad miyvars sheni patara tani..:Dshens 'p.s'ze gamaxsenda es leqsi:Dmagari xar sopachka ra,ai uudzalianesad magari gogo xar,chemo idumalo gogona;) bravo!sopachka male dagvibrundi axali istoriit chemo punqtualuro da pozitiuro<3

lol გამაცინე... დიდი მადლობა, ბლექ! request

პ.ს. ქალბატონო მანანა, ძალიან გამახარეთ love ამის დანახებას ვცდილობდი სწორედაც...

 


№4  offline წევრი teddy))

Es ra kargi iyo, saocrad lamazad da ketilad dasrulebuli! Velodebi axlasl

 


№5 სტუმარი კოკო

კარგი ისტორია იყო, მართალია ცოტა ფანტაზია ჭარბობდა, მაგრამ სასიამოვნო საკითხავი, ლამაზი ფინალით, წარმატებები სოფო და ველოდებით ახალ ისტორიას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent