შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი სიზმარი (1)


20-05-2020, 00:52
ავტორი zinarsi
ნანახია 956

დღის ბოლოს დაქანცულს სამსახურიდან მოსული ლოგინზე რომ ჩამოჯდები და ფიქრობ ეს სამსახური შენი ოცნება იყო თუ ვალდებულებაა თავის გასატანად? და მაინც რას ვითხოვთ ცხოვრებისგან? ყველაფერს ფერადს არა? ხანდახან ბერვი ფიქრიც არაა კარგი და დაძინება მირჩევნია სამსახურში ენერგიით სავსე რომ წავიდე,ყოველ დილას ვხვდები რომ რაღაც მაკლია ალბათ ის ვინც დავკარგე და ვისი სახია დანახვაც მენატრება.

ერთ მარკეტინგულ ფირმაში ვმუშაობ სადაც ჩემი ვალდებულებაა ადამიანებს მოვუფიქრო ისეთი რეკლამა რაც მათ საქონელს იდეალურს გახდის და ჯიბეებს გაუსქელებს ..ამის კეთება დღეში რამდენჯერმე არაა მარტივი,მაგრამ ვიტანთ რადგან ასეთი პროფესია გვაქვს
-ყავა?
-რა თქმა უნდა
მე და აკო აივანზე გავედით სადაც მზის თბილ სხივებს ვეფიცხებოდით,თან ყავას გემრიელად შევექცეოდით

ჩვენი ფირმა მხოლოდ რეკლამებზე არ მუშაობდა,ივენთების დაგეგმაც შეეძლო რომლის ერთერთი საუკეთესო სპეციალისტი და ჩემი უახლოვესი მეგობარი აკო იყო,ჩვენ ორნი არ ვართ ლენკაც გვყავს რომელიც ჩემი კოლეგაა და ჩვენი გიჟური სამკუთხედი მუდმივად ქაოსურია
-დღეს გამომყევი დამკვეთან
-როგორც მიბრძანებთ


-აკო უკვე სამია გავიდეთ?
-კი ლიზა ჩემო დალამაზოო
-ქორწილია?
-ვაიმე კი და სულ არ მეხალისება ახლა პატარძლისთვის ფინია ძაღლივით კუდის ქიცინი
აკო ერთი მხიარული ბიჭია რომელიც კლიენტების მიმიკებს დიდოსტატურად ასრულებს
-შენი მანქანით წავიდეთ ლიზ ჩემი პროფილაკტიკაშია
მე და აკო მანქანაში ჩავსხედით და გავეშურეთ იმ მისამართზე სადაც უნდა გამართულიყო ქორწილი
-იმედია რამე ბანძ ადგილას არ მიმაქროლებენ და არც ხარბები არ იქნებიან
მივუახლობდით დანიშნულების ადგილს რესტორანი ყვავილებში მორთული იყო ეზოს ახლდა ჩანჩქერი, შიგნით კი დამკვეთი და მისი მეგობრები გველოდებოდნენ
-გამარჯობა,თქვენ ხართ ნია?
-დიახ ჩემი ქორწილია
მე გავუღიმე და იქვე ჩამოკიდებულმა ნახატებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება სადაც ზღვის ტალღები ისე ლამაზად ეხატა თითქოს შეგიტყუებდა ფონად კი ნიას და აკოს ლაპარაკი ჩამესმოდა,უეცრად აკომ დამიძახა და რაღაც დეტალებს ჩემთანაც ათანხმებდა
-აკო მინდა ჩემი და ჩემი მეუღლის ვიდეო კოლაჟოც გააკეთოთ
-არაა პრობლემა საყვარელო მაშინ ფოტოები გამომიგზავნე ამ საღამოს

რესტორნიდან გამოვედით იქვე გამაგრილებელი სასმელები ვიყიდეთ და მანქანაში ჩავსხედით
-ისევ მორიგი გოიმი
-რაიყო?
-რა ფოტო კოლაჟო შვილოო რა ფოტო კოლაჟი რომელი საუკინეა
თან ისე სასაცილოდ იჟღანებოდა აკო ლამის დამახრჩო სასმელზე
-დაიკიდე რა მისი დღეა გაერთოს
-უიმე ქალო
ბევრი ვიცინეთ გზაში,სამუშაო დღეც იწურებოდა აკო სახლში დავტოვე მერე კი მეც სახლში წავედი,შინ მისულა ყველაზე მეტად ქუსლიანების გახდა და ცივ პარკეტზე ფეხის დადება მიყვარს მაშინ ვხვდები რომ ეს დღეც დასრულდა და დასვენების ჯერიც მოვიდა მითუმეტეს თუ პარასკევია,ბიუსჰალტერიც მოვიხსენი ჩემი გამჭირვალე პენუარი ჩავიცვი და წითელი ღვინით ხელში დავიწყე მედიტაცია,ერთი ყლუპის შემდეგ დავიწყე ხატვა ,ხატვა ჩემთვის საუკეთესო გამოსავალია თავი ბედნიერად მაგრძნობინოს,განვაგრძე მისი სახის ხატვა,რომელიც ძალიან უმანკო,მტკივნეული და მონატრებით აღსავსე იყო ყოველი ფუნჯის მოქნევა ტკივილის მომგვრელი და ცრემლებით გაჟღენთილი იყო,თან თვალს არ სცილდება ჩვენი ხელები რომლებიც ოდესღაც ერთმანეთს ათფობდნენ და სულს აფორიაქებდნენ, ის ხელები ყოველ ღამით მესიზმრებიან...ყოველ ღამე ... მგონია რომ ეს სიზმარი არარის და რეალობა მისი კოცნაც და ღიმილიც რეალურია,თავს ვარწმუნებ რომ სიზმარში არ ვარ და გათენების დრო არ არის,რომ ისევ აქაა და არასდროს წავა......რეალობის შემდეგ ფუნჯი ხელიდან მივარდება ყოველთვის როცა ამ მომენტამდე მოვალ ხელები ვეღარ უძელებენ
ხატვას მაშინვე შევწყვიტე შევედი ჩემს ოთახში და ძირს დავჯექი ალბათ ძალა მეცლება,მაგრამ ამ ბრძოლაში არ დავმარცხდები,რა მნიშვნელობააქ დღის რომელ მონაკვეთში ვიქნებით ერთად,ღამით ხომ ერთად ვართ,მაგრამ ჩემი თავიც მეცოდება ნუთუ აქამდე როგორ მოვედი ნუთუ ასეთი საბრალო ვარ სიზმრებით რომ ვიცხოვრო,იქნებ ის აღარც ფიქრობს ჩემზე ,ლოგინისკენ გავეშურე და თვალები დავხუჭე ის კი ისევ აქ იყო ჩემთან და ჩემს ხელებს ეთამაშებოდა
დილით კი ლეკას ზარმა გამაღვიძა
-ალოოოო გღვიძავს თუ გძინავს თუ სად ხარრ ალოოო
-ახლა უკვე მღვიძავს
-ხოდა ხუთზე გამომაკითხე და გავიდეთ რამე სასმელიც ავიტანოთდღეს

დიდად არაფრის თავი მქონდა მაგრამ მეგობრებს ვერ ვაწყენინებდი,არც მისაუზმია უბრალოდ შხაპი მივიღე და სპორტულად ჩავიცვი სანამ ხუთი გახდებოდა აივანზე ჩამოვჯექი და ხედით ვტკბებოდი მერე კი
წავედი ლეკასთან
-ღვინო მქონია წამოვიღე ჩვენთვის
-ძაან კაი დღეს არაფერი მიჭამია მალე ავიდეთ

-ოჰჰჰჰჰ ჩემი გოგოებიიიი
-აკოო ეს რა საოცარი სურნელია
ლეკა გაგიჟებით შევარდა სამზარეულოში
-ყოჩაღ აკო აწი ცოლის დროა
ხუმრობით მუცელზე ვუჩქმიტეე
მაგიდას მივუსხედით აკო კარბონარა უგემრიელესი იყო ბევრი ვიცინეთ დავლიეთ მოკლედ მათთან ვერ მოიწყენ
უცებ ლეპტოპი კონაღამ აფეთქვდა ბევრი შეტყობინება ერთად მოვიდა
წამოხტა აკო
-ოჰ ნიაა
ლეკა შეიშმუშნა
-ვინაა ნია?!
მე თვალი ჩავუკარი და სიცილით ვუთხარი ჩვენი დამკვეთია

ამ დროს კი აკო ხმამაღლა კითხულობს მე და ლევანი
უცებ კი სიცილო ნელნელა შემომეხსნა,ეს სახელი ეს ხომ მისი სახელია
-მოდით მოდით ისე არ არიან ცუდი წყვილი
ჩვენც მაშინვე მივედით
უეცრად თვალები გამეყინა,თითქოს ტვინში სისხლი ჩამექცა, თითქოს კოშმარია,თან თვალებს ვიჭ....ტ იქნებ მეჩვენება,სული მეწვოდა,გული მეწვოდა,მსგავსი რამ არასდროს დამმართნია ისტერიკული სიცილი ავტეხე თან არა არას ვყვიროდი,შემდეგ ისტერიკულ ტირილში გადამეზარდა,ვგრძნობდი ვიღაც როგორ მაგრად მირტყავდა გულში დანას,ეს ის ლევანი იყო ვისი სახე არ მშორდებოდა ეს ის ლევანი იყო ვინც ყოველ ღამე არ მტოვებდა ნუთუ ჩვენ სიზმრებსაც უღალატა მე სანამ მასზე ვოცნებობდი ის ახალ სიყვარულზე ქორწინდებოდა,ჩემი ყველაზე საშინელი ფიქრო გამართლა მას აღარ ვახსოვდი
მისთვის ეს ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდა,იარები მომაყენა და დამტოვა თავს მიტოვებულად და შეშლილად ვგრძნობდი.....მან ჩვენ სიზმრებსაც უღალატა


აბა მეგობრებო რას ფიქრობთ გავაგრძელო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent