შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ების ისტორია (თავი 3)


20-05-2020, 03:10
ავტორი Neenee
ნანახია 896

იმ წყეული ამბის შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში სახლში, საკუთარ თავში ჩაკეტილი ვიჯექი. შეიძლება სულელურად ჟღერდეს მაგრამ ჩემთვის მართლა დიდი სტრესი იყო.მას მერე არც ტესისთან და არც სემთან არ მქონია კონტაქტი, არც კოლეჯში დავდიოდი. სრულიად იზოლირებული ვიყავი გარე სამყაროსგან.
ერთადერთი ვისთანაც ლაპარაკი შემეძლო ჩემი ძმა ალექსი იყო, მაგრამ კიდევ 3 დღე ვერ შევძლებ მასთან საუბარს.
რადგან დავიწყე ჩემს ოჯახზე მოგიყვებით: სახლში მე, დედა და ჩემი ძმა ვცხოვრობთ, რომელიც ახლა კოლეჯის ფეხბურთის გუნდთან ერთად იმყოფება სხვა შტატში. დედა კერძო ადვოკატია, სამსახურიდან გამომდინარე დიდ დროს ვერ ატარებს ჩვენთან ერთად და ჩვენც შევჩვიეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას. დედის არყოფნამ მე და ჩემი ძმა პატარაობიდან ძალიან დაგვაახლოვა, ტესის შემდეგ პირველია ვისაც ვენდობი, თუმცა აღარ ვიცი ტესის როგორ ვენდო.
რაც შეეხება ტესის დაბადებიდან ვიცნობ, არ ვიცი ასეთი დამთხვევა საიდან, მაგრამ ერთიდაიგივე დღეს დავიბადეთ.ზოგჯერ დედა ხუმრობითაც იტყოდა, რომ ჩვენი მესამე ტყუპი იყო. ჩვენს მეზობლად 3 სახლის მოშორებით ცხოვრობს და მთელ დღეს ერთად ვატარებდით. ყველა დაბადების დღეს ერთად ავღნიშნავდით.
მახსოვს 16 წელი რომ გვისრულდებოდა მე და ტესის გრანდიოზულად აღნიშვნა გვინდოდა. ალექსი უარზე იყო,რაზეც ტესი ძალიან გაბრაზდა და ალექსს სავარცხელი გაუქანა, მაშინ არც ალექსმა დააკლო და ხელჩართულ ბრძოლაში გადაეზარდათ. ნუ ბოლოს მაინც ჩვენი გავიტანეთ, მაგრამ 2 კვირის განმავლობაში ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ჩვენ სამს შორის პირველი სერიოზული კამათი იყო დღევანდელ დღემდე.
ნეტავ შემძლოს დროის უკან დაბრუნება, ან იმ დღის დავიწყება.




***
ოთახის კუთხეში მდგარ სკამზე წითელი გახუნებული მაისური კიდია, რომელიც იმ დღეს უფრო სასტიკს ხდის, მაგრამ არ შემიძლია მისი არც დაბრუნება და არც სადმე შენახვა.თითქოს სადისტივით ვექცევი ჩემს თავს. თვალები საშინლად მეტკინა ლეპტოპში წერისგან, მაგრამ არც გარეთ გასვლა მინდა.
დეპრესიული ფონი მეწყება და ამ დროს ერთადერთი გამოსავალი ხატვაა. სახლში ხატვა არ მიყვარს, ყოველთვის ბიბლიოთეკის გვერდით მდგარ კაფეში მივდივარ. ყავას ვუკვეთავ, კუთხეში მდგარ მაგიდასთან ვჯდები და ხატვას ვიწყებ. ვერც კი წარმოიდგენთ ასე რა მყუდროდ ვგრძნობ თავს.
გადავწყვიტე, ახლაც ასე მოვიქცევი. ლეპტოპი დავხურე და ფეხსაცმელებს დავუწყე ძებნა.


***
ხატვა იქამდე დავიწყე, სანამ ყავას მომიტანდნენ.
-კარგად ხატავ - თავი ავწიე და ქერა მომღიმარი გოგონა დავინახე ყავით ხელში -ბოდიში ძალით არ მინდოდა, აი შენი ყავა - ჭიქა ფრთილად დადო მაგიდაზე, საპასუხოდ გავუღიმე და წავიდა.
საათი მაინც გავიდოდა რაც იქ ვიყავი და როგორც იქნა დავასრულე ნაშრომი. თითქოს რაღაცისგან გავთავისუფლდი, მაგრამ არც კი ვიცი რისგან. ვზივარ ხელში ნახატი მიჭირავს და ბენიერი თვალებით ვუყურებ. ხატვაში იმდენად გავერთე, რომ ყავის ბოლომდე დალევა დამავიწყდა. ნახატი მაგიდაზე დავაბრუნე, ყავის ფინჯანს ხელი მოვკიდე დაა....
‘ ჩემი მოუხერხებლობის შესახებ უკვე მოგიყევით?’
ფინჯანში დარჩენილი მთელი ყავა ნახატს გადავასხი...

უკნიდან იმ ქერა მიმტანის სიცილი გავიგონე:
-მაპატიე, თავი ვერ შე..
არც კი მომისმენია ისე ავდექი და საპირფარეშოს ძებნა დავიწყე, მაგრამ ამაოდ.
-მარჯვნივ პირველი კარია - მივტრიალდი -ამმ.. მეგონა დახმარება გჭირდებოდა - მითხრა და უხერხულად მოიფხანა თავი ზედმეტად სიმპათიურმა ბიჭმა. დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა, მაგრამ კოლეჯში არასდროს მინახავს.ჩემზე ოდნავ მაღალი იყო. შავი ხუჭუჭი თმა, სასწაულად მიმზიდველი სახის ნაკვთები, პატარა ცხვირი და დიდი შავი თვალები ჰქონდა.
‘დამიჯერებთ ამ ყველაფერთან ერთად რომ სასწაული ხმაც ქონდა?
ან თუ გჯერათ ერთი ნახვით სიყვარულის?’
-მჭირდებოდა.. მადლობა- რაც შემეძლო თბილად ვუთხარი და საპირფარეშოსკენ წავედი, ადვილად მივაგენი.
მაისურიდან ყავის ამოყვანას დიდი დრო მოვანდომე. როგორც იქნა მოვწესრიგდი, სარკეში ვიყურებოდი და სახლში წასვლის სურვილი უფრო და უფრო მიჩნდებოდა.
გამოვედი და ის ბიჭი ისევ იგივე ადგილას იყო, ამჯერად ხელში ჩემი ზურგჩანთა და დასვრილი ნახატი ეჭირა.
-შენ რა მელოდებოდი? - გაკვირვებულმა ვკითხე და ჩემს ნივთებზე ვანიშნე.
-შეიძლება -ჩანთა გამომიწოდა - რაც შემოხვედი იმის მერე გაკვირდებოდი..
-მანიაკი ხარ?
ჩაეცინა:-არა, უბრალოდ სხვანაირი შთაბეჭდილება დატოვა მოუხერხებელმა, მაგრამ ნიჭიერმა მხატვარმა.
-მაინც როგორი?- ისევ გაიღიმა, საშინლად მაღიზიანებს ასეთი ცინიკურობა - სართოდ არ მეცინება- მკაცრი ტონით ვთქვი და ჩანთა ხელიდან გამოვგლიჯე პირდაპირი გაგებით.
‘ჩემი სიტყვები უკან მიმაქ აღარ მომწონს'
-ნუ ბრაზობ მხატვარო. თუ დამპირდები რომ ჩემთან ერთად გაისეირნებ აუცილებლად აგიხსნი ყველაფერს.
-და თუ არა?-არ ვაპირებ მასთან ერთად არსად წასვლას.
-მაგ შემთხვევაში ვერ გაიგებ რა გავიფიქრე შენი დანახვისას და მოგიწევს დარჩენილი დრო მაგაზე ფიქრში გაატარო, სანამ ოდესღაც ისევ არ შევხვდებით ერთმანეთს... წამოხვალ?-უარის ნიშნად თავი გავაქნიე -როგორ გინდა- თავაზიანად გამიღიმა- ნახატს სახსოვრად დავიტოვებ - მითხრა და წავიდა.
წამიერად გავიფიქრე უკან გავყოლოდი და მეკითხა, მაგრამ ები დიდი გოგოა და ბავშვური საქციელები არ შეფერის. წავიდეს, სრულებითაც არ მადარდებს რა იფიქრა.
მაგიდასთან დავბრუნდი, იმ ქერამ მითხრა შენი გადახდილიაო და მეც მშვიდად დავტოვე კაფე.
დავფიქრდი და არამგონია ამის მერე ამ კაფეში სიმშვიდე კიდევ ვიპოვო.
წვიმა დაიწყო. ვგიჟდები ისე მიყვარს წვიმა, მაგრამ ხასიათზე არ ვიყავი, ამიტომ მშვიდად მივაბიჯებდი ქუჩაში და წვიმის ყურებით ვტკბებოდი.
‘სამყარო წვიმისას უფრო ფერადია'
....
ვიმედოვნებ ხვალ სიცხის გარეშე გავიღვიძებ.



№1  offline წევრი Katemalfoy

Kargia!
Tavebi gazarde!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent