შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟივით შეყვარებული(თავი12)


20-05-2020, 10:17
ნანახია 2 255

-დემნააააააააააა!― ჯანდაბა ეს ლილუა.დემნას შევხედე უეცრად და გაკვირვებას ვერ მალავდა
-დემნა ის აქ რას აკეთებს
-არ ვიცი პატარავ.ასე არ უნდა მომხდარიყო
-დემნა მე შენ.. ბოლოს მოგიღებთ შენ და მამაშენს.ეს როგორ გაბედე! შენ რა მართლა იფიქრე რომ მხოლოდ მამაშენს იყო საფრთხეში.ჰაჰაჰაჰაჰაა!არა დემნუ შენი დეაკოს მამაც ჩვენ გვყავს.და ახლა ისინი სიცოცხლეს გამოემშვიდობებიან.!
-მართლა?!―პოლიციის ოფიცერი შემოვიდა― მის ლილუ გასვიანო თქვენ დაპატიმრებული ხართ შანტაჟის ,ადამიანთა გატაცების,საბუთების გაყალბების საფუძველზე.თქვენ ამ წამს აღიარეთ დანაშაული.შეგიძლიათ გამოიყენოთ დუმილის უფლება და მოითხოვოთ ადვოკატი.
-რა?! თქვენ ამას ვერ დამიმტკიცებთ! არ გაქვთ მტკიცებულება!
-ცდები ლილუ― ემილიამ ტელეფონი ააფრიალა და რაღაც ჩართო:
{-შენ რა მართლა იფიქრე რომ მხოლოდ მამაშენს იყო საფრთხეში.ჰაჰაჰაჰაჰაა!არა დემნუ შენი დეაკოს მამაც ჩვენ გვყავს.და ახლა ისინი სიცოცხლეს გამოემშვიდობებიან.!}
-აბა ლილუ კიდევ ფიქრობ ,რომ მტკიცებულება არ არსებობს?― ჩემი ჭკვიანი გოგო როგორ მიყვარს!
-მხოლოდ ეგ არა ოფიცერო― ნიტა შემოვიდა საბუთებით ხელში― შეგიძლიათ ესეც ნახოთ
საბუთები პოლიციელს გაუწოდა,ნეტავ რა საბუთები იყო?რაღაც იმას არ ჰგავდა რაც მე მაქვს.
-ქონების მითვისება,ფლანგვა და უკანონო ბიზნესი!არა ეს კი გავიგე მაგრამ ეს პატარა გოგო რამ გაგაბოროტო ასე?!მშობლები არ გყავს შვილო?
-გვყავს ბატონო...
-გიორგი
-ბატონო გიორგი მშობლები გვყავს ,უფრო სწარე მას ჰყავს მე აყვანილი ვარ. მამა და დედა გარეთ არიან,შეგიძლიათ გაესაუბროთ.― პოლიციელმა თავი დაუკრა ნიტას და ხელბორკილები გაუკეთა ლილუს.ის მაინც აგრძელებდა კივილს და დემნას ემუქრებოდა.პოლიცელებს გავყევით მე და დემნაც და უამრავი ხალხი იყო შეკრებილი,საპატარძლოკაბაში გამოწყობილი რომ დამინახეს ჩუმად ჩურჩული და გაკვირვებები ვერ დამალეს.იმ მომენტში მეორე პოლიციელი წამოვიდა ჩვენკენ და რაღაც გამოგვიწოდა
-ინებეთ ეს ალბათ თქვენ გეკუთვნით ბატონო დემნა.მამათქვენი და მისი თანმხლები პიროვნება ,რომლის ვინაობას ცოტა ხანში დავადგენთ მალე თქვენს სახლში იქნებიან
-ის..ის მამაჩემია
-მამათქვენი?სახელი და გვარი გვითხარით თუ შეიძლება
-მიხეილ წიკლაური
-დიახ ამ სახელისა და გვარის მქონე პიროვნება იყო მასთან ერთად.კარგით მე დაგტოვებთ.და ჰო გილოცავთ.ბედნიერებას გისურვებთ
-მადლობა!―მე კი ვიფიქრე ეს კაცი ვერ არის რას მილოცავს მეთქი.თან დემნა მადლობასაც კი უხდის ,მერე კი გამახსენდა რომ გავთხოვდი და სიბრაზე ჩავახშე ჩემში.ცოტა ხანში სახლში მივედით მინდოდა ეს კაბა გამომეცვალა და ფეხსაცმელიც გამეხადა ,მაგრამ სახლში რომ შევედით ვერც კი წარმოიდგენთ რა ვნახე:საცოდავ დღეში მყოფი მამაჩემი,სულს რომ ძლივს ითქვამს და მის გვერდით მჯდობი დემნას მამა ისეთ საცოდაავ დღეში რომ აგეტირებოდათ. ასეთი საცოდავი მამაჩემი მაშინაც არ მინახავს ,როდესაც გაუჩერებლად სვამდა და წონასწორობას ვერ იკავებდა.ხან სად ეცემოდა ხან სად.
-დემნა ჩემო ბიჭო― წამოდგა დემნას მამა და ჩვენკენ ბარბაცით წამოვიდა
-მამა დემნა სიხარულით გადაეხვია მამამისს და აეცრემლა თვალები,ძალიან ყვარებია მამამისი.არც მამამ დააკლო შვილს სიყვარული.მე კი არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე,მამაჩემი 2 წელია არ მინახავს,არც კი მომიკითხავს უბრალოდ ფულს ვუგზავნიდი ხოლმე და მეტი არაფერი.ამ ჩაფიქრებულ გონებაში ვიღაცის ხმამ გაფანტა ყველაფერი
-დეკო―ეს მამაჩემის ხმა იყო.იმ მომენტში იქ მყოფმა დემნამ და მამამისმა,ბავშვებმა,მარინა ბიცოლამ და გაბრიელმა მე შემომხედეს.მამაჩემი ჩემი მიმართულებით დაიძრა და ბარბაცით ჩემს წინ აღოჩნდა
-როგორი მშვენიერი ხარ ჩემო პატარა გოგონავ. ყოველთვის მინდოდა ასეთი მენახე:თეთრ კაბაში გამოწყობილი, თუმცა ამ სიტუაციაში არა―თვალზე ცრემლი მოადგა,მეც კი ამიჩუყდა გული,ის ხომ მამაჩემი მიუხედავად იმიასა,რომ ამდენი დააშავა მაინც მიყვარს.მაინც ვაპატიე ყველაფერი თუმცა არ ველაპარაკებოდი დიდი ხნის განმავლობაში.
-დეკო მითხარი რამე,ნუ ხარ ჩუმად.ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი ძვირფასო,მაგრამ დედაშენის სიკვდილმა გამანადგურა,ერთადერთი იყო ვინც სიცოცხლეს მიხანგრძლივებდა და ისიც დავკარგე,ძალა არ მეყო დეა ,უძლური აღმოვჩნდი.გატეხილი გული ვერაფრით შევივსე ,ვერც სასმელიით,ვერც მის საფლავზე ყოველ დღე-ღამე გასვლით.ვერც თქვენი მარტო დატოვებით გესმის? მე არ შემიძლია ამას გავუძლო ის სამყარო იყო ჩემთვის,მის გარეშე არარაობად ვიქეცი,მის გარეშე დავცარიელდი ჩემო გოგონავ.მაპატიე გევედრები,ვიცი არ არის ადვილი მაგრამ ჩემი შვილების დაბრუნება მინდა ,მაპატიე გევედრები დეა― ჩემს წინ დაეცა მუხლებზე,არ მეგონა თუ ასე სასტიკად სტკიოდა.არ მეგონა რომ მის საფლავზე დადიოდა,მეგონა ბარში ან სადმე იყო ხოლმე ,რადგან სულ მთვრალი ბრუნდებოდა.თურმე დედაჩემის საფლავზე დადიოდა.
-მაპატიე დეა გევედრები
-მამა!― დიდიხანია მისთვის ასე არ მიმიმართავს,ამის გაგონებაზე აცრემლებული შავი თვალები მომაპყრო― წამოდექი გთხოვ
-დეა..
-არა მამა!მე შენ უკვე დიდი ხანია რაც გაპატიე ყველაფერი.გთხოვ ამაზე აღარასდროს იდარდო.შენს პატიებას სრულფასოვნად მაშინ მიიღებ თუ ოჯახს სათავეში ჩაუდგები და შვილებს დაიბრუნებ.მხოლოდ მე არ შემიძლია ბოდიში მივიღო და გაპატიო.მიყვარხარ მამა ,მართლა ძალიან მიყვარხარ ,თუმცა მხოლოდ ჩემი სიყვარული ვერ გადაწყვეტს ამ ყველაფერი.გაბრიელმა უნდა გაპატიოს მან უნდა მიგიღოს რადგან ის ჩემი ძმა და შენი უფრო შვილია .ანიტას კი მუდამ ენატრები,ის შენი დანახვისას ძლიერად ჩაგეხუტება და გეტყვის რომ ძალიან ენატრებოდი.გაბრიელი ის ..
-დეა მე მას ვაპატიე.მჯერა რომ გამოსწორდება,ამისი დიდი იმედი და მოლოდინი მაქვს.მამა მინდა,რომ დაგვიბრუნდე და ჩვენს გვერდით იდგე.ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ ,მაგრამ მინდა რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დავძლიოთ შენთან ერთად
-შვილებო.ძალიან მომენატრეთ და მიყვარხართ.― აცრემლებულ მიშას გადავეხვიეთ და ჩემი თეთრი კაბაც დაისვარა.კაბას შევხედე და ცოტა სახე შევჭმუხნე
-არაუშავს პატარავ მაგის გარეშეც მშვენიერი ხარ― ახლა ეს რა იყო ვერ გავიგე?! რისი თქმა უნდოდა!ჩაიღიმა და მამამისს მკლავი გადახვია
-პატარავ გაიცანი ეს გიორგი ბაგრატიონია მამაჩემი.მამა გაიცანი ეს დეა წიკლაურია ჩემი ცოლი.
-სასიამოვნოა ჩემი რძლის გაცნობა.მოდი ჩემთან მშვენიერო გოგონავ― და გიორგიც გადამეხვია
-ახლა ჩემი ჯერია: მამა გაიცანი ეს დემნა ბაგრატიონია ჩემი მეუღლე.დემნა ეს მამაჩემია მიხეილ წიკლაური.
-სასიამოვნოა იმ ადამიანის გაცნობა ვინც ჩემს შვილს სიცოცხლის კიდევ ერთი მიზეზი აჩუქა.ის იყო უნდა გადახვეოდნენ ერთმანეთს რომ დემნას ტელეფონი აწკრიალდა
-უპასუხე შვილო
-გისმენთ ოფიცერო..........

ესეც მეთორმეტე თავი იმედია მოგეწონეათ<3<3<3



№1 სტუმარი სტუმარი Lola

Auuu dzaan. Magari tavi iyo❤️❤️❤️ velodebi shemdegs????????

 


სტუმარი Lola
Auuu dzaan. Magari tavi iyo❤️❤️❤️ velodebi shemdegs????????

აუცილებლად

 


№3  offline წევრი bird of life

მაგარიაააა, ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავსს, მიხარია, რომ დემნამ და დეამ, მაინც მოახერხეს და დაქორწინდნენ. heart_eyes

 


bird of life
მაგარიაააა, ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავსს, მიხარია, რომ დემნამ და დეამ, მაინც მოახერხეს და დაქორწინდნენ. heart_eyes

მადლობა ❤️ აუცილებლად ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent