შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარავ შენ ღირსი ხარ ბედნიერების (დასასრული)


20-05-2020, 16:29
ავტორი bird of life
ნანახია 2 845

ჩემს თავს აღარ ვგავარ... სულ სხვა ადამიანი გავხდი. ქუჩებში დაპროგრამებულივით დავდივარ. რამდენი ხანია არც კი გამიღიმია გულრწრფელად. პალატაში რამდენჯერმე შეუშვეს დანარჩენები, მაგრამ მე ყოველდღე და ყოველ წუთს შემეძლო მისი ნახვა და ამ შანს ხელიდან არ ვუშვებდი. სიზმრებს აღარ ვნახულობდი, ერთადერთხელ და ბოლოჯერ ვნახე, მაშინ როდესაც დამიანეს პალატაში ჩამომეძინა, ისევ დამიანეს თვალები დავინახე, მაგრამ ამჯერად თმებზე ხელს მისვამდა და ყურში მეჩურჩულებოდა, რომ ჯერ არაფერი არ დამთავრებულა, მხოლოდ მაშნ გავიღიმე და მაშინვე დამიანეს გავხედე, რომელიც ისევ გაუნძრევლად იწვა. ჩემზეც დარდობდნენ. მხოლოდ იმიტომ ვცხვოვრობდი, რომ არ მქონდა უფლება ყურები ჩამომეყარა, რადგან არიან ადამიანები, რომელთაც ვჭირდები... მაგრამ მე დამიანე მჭირდება, ისე როგოც ჟანგბადი, ჰაერი. თითქოს ნახევარი ადამიანი გავხდი, აღარც ვმუშაობდი. ჩემს სახლში, მარტო დარჩენის უფლებას არ მაძლევდნენ. მხოლოდ მთავრემ იცოდა როგორ მტკიდა და როგორ განვიცდიდი. კიდევ ერთხელ უნდა ვინახულო დამიანე... ,,მშობლებთან“ ვიყავი სახლში. რაც ხელში მომხვდა პირველი ის გადავიცვი, თავი მოვიწესრიგე და კიბეებზე ნელი და მშვიდი ნაბიჯებით ჩავედი. პირველი დედა შემეგება.
-დეე, როგორ ხარ? კიდევ არ გეძინა?
-კი... ცოტა მეძინა. უნდა წავიდე.
-მაა, ცოტა მაინც შეჭამე ასე არ შეიძლება.
ახლა მამა ამოუდგა დედას გვერდძე და ესეთი თვალებით შემომხდე, რომ შევამჩნიე, ნამდვილად ძალიან დარდობდნენ. შევჭამე, მაგრამ რამდენად ჩავაყოლე გემო, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. სახლიდან გავდიოდი, როდესაც ნიკამ დამირეკა.
-ხო ნიკა.
-სალო, სავადმყოფოში მოდი სასწრაფოდ.
-რა ხდება?
-მალე.
იმხელაზე ჩაყვირა ტელეფონში, შემეშენდა. ასე სასწრაფოდ მოსვლას არ მთხოვდა, რამე რომ არ მომხდარიყო. ეზოში გამოვედი და ცრემლები მსდიოდა, მაგრამ თავს ჯერ კიდევ ვაკონტროლებდი.
-ღმერთო, გემუდარები, შენთან არ წაიყვანო, ის ჩემია...
ჩუმად ჩავიბუტბუტე და ცრემლით სავსე თვალებით ცას ავხედე. სწრაფი ნაბიჯით დავიძრი მანქანისკენ. 5 წუთიც არ დამჭირვებია ალბათ სავაადმყოფომდე, რომ მივსულიყავი. გიჟივით მივქროდი დერეფნებში და აღარავის ვაქცევდი ყურადღებას. როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე.
-რა ხდება?
შეშინებულმა ვიკითხე, რაზეც არცერთა არ გამცა პასუხი, თითქოს იქ არც ვყოფილიყავი.
-რა მოხდა?
იმხელაზე დავიყვირე და თან ისე მტკიცე, რომ ადგლზე შეხტნენ.
-სალო, გთხოვ არ ინერვიულო, გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით.
რეზი მოვიდა ჩემთან ახლოს და ვერ ვხვდებოდი, ყველა რატომ იყო აქ შეკრებილი.
-გამაგებინეთ ასეთი სახეები რატომ გაქვთ, იცით ყველამ, რომ არ მიყავრს შემოვლები.
-სალომე, ექიმებმა... ექიმებმა თქვეს, რომ... რომ ძალიან დიდი ხანია უკვე გასულიო...
ტირილით დაწყო ნინიმ.
-და დროა უკვე თვალი გავუსწოროთ რეალობასო.
მშვიდად თქვა სოფიმ და მაშინვე გავარდა. ბიჭები აპირებდნენ გაყლას, მაგრამ ნიამ შეაჩერა. რეზიმ მაინც მოასწრო და ფეხდაფეხ მიყვა სოფის.
-არ წახვიდეთ, მას სიმარტოვე სჭირდება, დამიჯრეთ.
მოსმენილისგან შოკში ჩავვარდი, გონებამ მუშაობა შეწყვიტა, ვერ ვიაზრებდი. ასე არ შეიძლება მომხდარიყო, ეს ხომ... ეს ხომ შეულძებელია, მე იმედი ბოლო წამამდე არ დამიკარგავს, ახლა რა შეიცვალა? ის, რომ ექიმები ამას ამბობენ, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მართლაც ასეა, 2 თვე დიდი დრო არაა, ის ცოცხალია, დამიანე ცოცხალია. სწრაფად მოვედი გონზე და ნიკას გავხედე, რომელიც ასეთ ცუდ მდგომარეობაში არასდროს არ მინახავს, მის თვალზე ერდერთელ ვნახე ცრემლი და ისიც მაშინს, როდესაც ეშინოდა, რომ მე დამკარგავდა, მაგრიმ მაშინაც არ ყოფილა ამდენად განადგურებული. მაშინ იცოდა, რომ მე ცოცხალი მაინც ვიქნებოდი, მაგრამ ახლა უკვე როგორ დავაიმედო თავი? მაგრამ არა, მე სალომე ახვლედიანი ვარ, მე იმედი მაქვს, ყველაზე რთულ სიტუაშივ კი, მე ძლიერი ვარ.
-ხალხნო სულ გაუბერეთ თქვენ?
-სალომე... ეს ხუმრობა არააა...
ხმაურიანად დაასჭექა ნიკამ. მას ჩემთვის ხმა არ აუწევია, ასე ძალიან ყოველ შემთვევაში.
-ნიკა, დაწყნარდი ეს მისი ბრალი არაა.
ეკა ცდილობდა ნიკას დამშვიდებას, მაგრამ ვგრძნობდი ახლა ნიკა ყველაფერზე წასვლა. ვგრძნობდი, როგორ უჭრუდა და როგორ იყო გამოფიტული.
-თქვენ თუ ახლა ექიმის სიტყვების გერათ, მაშინ დამაინე ნამდვილად არ გყვარებიათ, რომ გყვარებოდათ ამას არ...
-სალომე, შეეგუე იმ ფაქტს, რომ ის ჩვენთან აღარ არის.
ნიკა მომვარდა და მაჯაში მაგრად მომიჭირა, მაგრამ მე მაინც არ ვნებდებოდი. ხელი გავაშვებინე და თვალებში ჩავაჩერდი.
-თქვენ არცერთს არ გყვარებიათ ისე როგორც მე.
წყნარად დავასრულე ჩემი სათქმელი და დამაინეს პალატისკენ წავედი. კარები მთელი ძალით მივკეტე და მაშინვე საწოლთან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე.
-დამიანე, რატომ აკეთებ ეგრე? არ მომწონს მე ეგ თამაში, გეყო უკვე... გთხოვ რა გაახილე თვალები, გთხოვ გემუდარები... ჩემი რატომ არ გესმის, აქამდე რამე ასე ძალიან მითხოვია? არა, ხოდა ახლა გთხვო, რომ გაახილე თავლები და დამანახე შენი მწვანეები, რომლებიც პირველი დანახვიდან შემიყვარდა... მიდი რააა.... გამახსენე, როგორი შეგრძნებაა, როდესაც შენი ხმა მესმის, გამახსენე როგორი შეგრძნებაა, როდესაც შენს შეხებაზე მბურძგლავს, გამახსენე როგორი შეგრძნებაა, როდესაც მკოცნი და მუცელში პეპლები, ცხოველები და ფრინველები ერთად იყრიან თავს და არეულად დადიან.
კდევ ცოტა ხანს ვუყვურე იმედიანი თვალებით, შემდეგ თავი ჩავხარე და ტირილი განვაგრძე.
-დამიანე, მიდი, მიდი, გაახილე თვალები რა ან თითი მაინც გაამოძრავე რომ მივხვდე კარგად ხარ... იცი მეც შენსავით ეგოისტი ვარ, არ მინდა, რომ სხვისი იყო, ან სხვაგან იყო ჩემს გარეშე, თუნდაც ზეცაში, სამოთხეში, ან თუნდაც მიწისქვეშეთში. ნუ დამტოვებ, მარტო... იცი, რომ ცხოვრებას ახლიდან ვეღარ დავიწყებ და რა გინდა, რატომ მაწვალებ?
არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ველაპარაკებოდი და რამდენ ხანს ვუყურებდ, მაგრამ, რომ გამოვერკვიე უკვე მოსაღამოებული იყო. არ შემიძლია, დამიანეს გარეშე ვერ შევძლებ, რომ კარგად ვიყო და ასაერთოდ ცხოვრებაზეა რ ჩავიქნიო ხელი, მართალი იყო დამიანე მე ჩემი პირობა უნდა შემესრულებინა და არავინ არ უნდა შემყვარეოდა... კრები გაიღო და ექიმი შემოვიდა.
-ბატონო ლაშა... გამარჯობა...
-გამარჯობა შვილო, შენ კიდე აქ ხარ? არ გითხრეს ბავშვებმა?
სევდიანი თვალებით შემომხედა.
-კი, მაგრამ იმედია, რომ თვენც ასე არ ფიქრობთ.
-სალომე, მომისმინე, მე ახლა ისე გელაპარაკები, როგორც მამა შვილს. ძალიან დიდი დრო გავიდა აქამდე თუ არ გაიღვიძა, უკვე ძალიან გვიანია მისი გაღვიძება... ბევრი წამალი გავუკეთეთ, საუკეთესო ხარისხის, მაგრამ არ შველის... ჯობია, რომ ამას ახლავე შეეგუო.
გვერდზე ჩამომიჯდა და მხრებზე ხელი მომხვია, მე კი უხეშად გავაშვებინე და ფეხზე გაცეცხლებული წამოვხტი.
-არა, ეს სიმართლე არ არის, ის მე არ დამტოვებს, რაც არ უნდა მოხდეს.
-მოდიდაჯექი და დამამშვიდებლი დალიე. ერთ რაღაცას მოგიყვები. მეც დავკარგე იცი, ცოლიც და შვილიც. შენ ვერ წარმოიდგენ როგორ განვიცადე და ახლაც კი რამხელა სიცარილე მაქვს გულში, მაგრამ მაიმედებთ და მახარებთ თქვენ, ახალგაზრდები და ბავშვბი, თქვენ კიდევ ბევრი რამ გაქვსთ გასავლელი და ბევრი რამ არ გინახავთ. მე კი გეტყცი, რომ შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ, ასე გააგრძელე ბრძოლა სიცცხლის ბოლომდე და ასე გქონდეს ყველაფრის იმედი. მე ყველანაირად შევცდები, რომ კიდევ ცოტა ხანს დავტოვო ეს ბიჭი ამ პალატაში.
ბოლოში სევდიანად გამიღიმა. ეჰჰ, თურმე მასაც რამდენი რამ გადაუტანია და მაინც ახერხებს, რო განაგრძოს ცხოვრება და მის ტემპს არ ჩამორჩეს. მეც გამეღიმა. თითქოს მამა-შვილური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჩამიხუტა ისე როგორც მამა ჩაგიხუტებდა და ასევე დამაწყნარა.
-დიდი მადლობა, ბატონო ლაშა.
-იცი, იმის კვალობაზე, რომ მე და შენ ამდენი ხანია გულწრფელად ველპარაკებით ერთმანეთშ ბატონო ზედმეტია ლაშა დამიძაზეთქო, რამდენჯერ გითხარი. აბა კარგად მალე ვინახულებ პაციენტს.
თმები ბავშვურად ამიჩეჩა და პალატა დატოვა. ისეთი შეგრძენება მქონდა, რომ დიდი ხანია რაც ვიცნბდი ამ ექიმს და შესანიშნავადაც მიგებდა, ზედმეტად მამა-შვილური ურთიერთობა ჩამოგვაყვილაბდა. ისევ დამიანეს მივუბრუნდი და ამჯერად ტირილის მაგივრად, გავიცინე, მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ მეგონა, რომ ამ წუთას ყველაფერი კარგად იყო და იქნებოდა მომავალში. ჩემს სახეზე ბედნიერება იყო გამოსახული.
-მენატრები პატარავ... ვიცი, რომ ჩემი გესმის.
გადავწყვტე, რომ პალატა დამეტოვებინა, როგორც ყოველთვის დამაინეს ტუჩებთან დავიხარე და ისეთი ემოციებით ვაკოცე, ახლა ალბათ, რომ ეღვიძოს, წარმოდგენაც არ მინდა რას მიზამდა. უცბად გავიგონე აპარატის წრიპინის ხმამაღალი ხმა და მაშინვე მოვშორდი მის ტუჩებს და მაშინვე ლაშასთან გავიქეცი. ბედნიერების ცრემლები მდიოდა. როგორც იქნა ვიპოვე.
-ბატ... ბოდიში, ლაშა, ის ცოცხალია.
გაკვირვებული სახით მიყურებდა და შედეგ ორივე სწრაფი ნაბიჯით ვუახლოვდებოდით. კარები გააღო და სწრაფად მივარდა აპარატს.
-რა მომენტში გაიგონე? რამე გააკეთე?
-მე... მე მხოლოდ ვაკოცე, გასვლას ვაპირებდი ბავშვებთან.
-შეგიძლია გაიმერო კოცნა ან შეეხო მას?
-ამმმ... კარგი.
აზრზე არ ვარ ეს რატომ მთოვა, მაგრამ მე უსიტყვოდ მივუახლოვდი ჩემს საყვარელ ტუჩებს და ვაკოცე იგივე ემოვიებით. ისევ გავიგონე წრიპინს ხმა.
-აჰჰჰ... სალო.... ეს... ეს სასწაულია.
-რა ხდება?
-შენს შეხებაზე გულის ცემა აუჩქარდა იგრძნო, როგორც ჩანს. გილოცავ, ის ცოცხალია. ასე განაგრძე, იმედი არასდროს არ დაკარგო, ხომ ხედავ ყველაფერი შესაძლებელია. ახლა კი გადი, უნდა შევამოწმო, შენ კი სწრაფად სხვა ექიმებს დაუძახე.
-კარგით.
ბედნიერების ცრემლები არადა არ ჩერდებოდნენ. სირბილით გავედი დერეფანში და ბოლო ხმაზე დავიყვირე, რომ ექიმი გვჭირდებოდა. ბავშვები გაოცებული და სევდიანი სახეებით შემომცქეროდნენ.
-სალო, რა ხდება?
-ნიკა... ნიკა....
არაფერი არ მითქვამს ისე ჩავეხუტე და სახე გაბადრული მქონდა.
-სალომე, აღარ იტყვი რა ხდება? მაშინებ.
-სოფიი... ის ცოცხალია... ცოცხალია...
-რა? სალომე, გითხარი ერთხელ, რომ ის...
-ნიკა მოკეტე რააა.... ის ცოცხალია მართლა ცოცხალია. მან იგრძნო ჩემი შეხება.
ყველამ ყურები ცქვიტა და ყველას სახე გაებადრა.
-რა? როგორ?
-რა და მოკლედ.......
ყველაფერი ვუამბე და ისინიც ხან ტიროდნენ და ხანც იცინოდნენ, ნუ მოკლედ ერთი აჟოტაჟი და მილოცვები იყო, ვის აღარ დავურეკეთ. ამ წუთას სინჯავდნენ დამიანეს თუ ოპერაციას უკეთებდნენ ვერ გავიგე, კარგად მაგრამ ის ვიოცდით ყველამ, რომ ამდვილად გადარჩებოდა. 3 საათში ლაშა ექიმი გამოვიდა და ახალი ამბავიც გავახარა.
-კარგადაა, მალე ჩვეულებრივ პალატაში გადავიყვანთ და ყველა შეძლებთ ნახვას, მანამდე კი ითხვს, რომ სალომე მივიდეს მასთან.
-წამიყვანეთ მასთან.
ბედნიერი მივყვებოდი და გეგმებს ვაწყობდი, თუ როგორ დამხვდებოდა, ან მე როგორ დაველაპარაკებოდი, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ უბრალოდ ჩემს გულს და აზრებს მივდობონდი. როგორც იქნა მივუახლოვდით ოთახს და საბოლოოდ ლაშამაც გამიღო კარები და შემდგე მარტოები დაგვტოვა. თავი დაბლა მქონდა ჩახრილი, შესაფერის მომენტს ველოდებოდი, რომ მისთვსი შემეხედა და როგორც იქნა გავბედე. იწვა, მაგრამ ამჯერად ისევ ცოცხლის ფერი ედო, ის მწვანე თვალებიც უნათებდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. მე ბედნიერებისაგან შევკივლე და ცრემლები ისეთი სიჩქარით წამოვიდნენ გააზრებაც ვერ მოავსწარი, მზის სინათლის სიჩქარით მივედი დამიანესთან და მისივე საწოლზე ჩამოქვჯექი.
-აუუუ, ხომ იცი არ მიყვარს რა ეგ წყალი თალებიდან რომ მოგდის.
-შენ კიდე ბევრს ლაპარაკობ.
სიტყვის თქმა არ დავაცადე, მაშინვე დავიხარე და ვაკოცე, რათქმაუნდა ისიც ამყვა. როგორ მომნატრებია, მისი კოცნა, ოღონდ მაშინ როდესაც ისიც იმავე მონდომებით და ჟინით მკოცნის.
-მმმმ... რა ტკბილი ხარ იცი?
-აუ, შენ კიდე რა დამპალი ხარ იცი?
-აუუჩჩჩ, საწყენია.
-აბა, როგორ გაბედე და ეგ ყევლაფერი ჩვენს გარეშე დაგეგმე, ბოლო ბოლო მე მეხებოდა ყველაფერი, ჩემი ბრალია მე, რომ დავრ...
-გაჩუმდი... შენი ბრალი არაფერი არაა... ეს ჩემი არჩევნი იყო... შენს თვს ნუ ადანაშაულებ პატარავ...
-როგორ არ დავადანაშაულო საკუთარი თავი, როდესაც ეს ყველაფერი ჩემს დასაცავად გააკეთე, შენ არ იმსახურებდი ამხელა სასჯელს.
-მომისმინე საყვარელო, როდესაც გიყვარს იცი რას ნიშნავს? იმას, რომ მისი ბედნიერება უფრო გახარებს ვიფრე შენი... მე შენ ძალიან დიდი ხანია გიცნობ და შენ იმსახურებდი, რომ ყოფილიყავი ბედნიერი. იმედი მქონდა, რომ იმ მომენტში, როდესაც მე გავუჩინარდი დამივიწყებდი, მაგრამ არა, შენ დამინახე მაშინ, როდესაც ყევლაზე მეტად არ მინდოდა, რომ გენახე.
-დამიანე, იცი მაშინ ყველაზე მეტად შემეშინდა შენი. ჩემთან სხვა ხარ...
-კი... მე ყველა ადამიანთან სხვადასხვა ადამიანი ვარ...
-არა რაა, მაინც როგორ გაბედე და ის წერილი დამიტოვე, როგორ, საერთოდ არ შეგეცოდე ხომ?
-არ მეგონა თუ ახლა აქ ცოცხალს მნახავდი და მინდოდა, რომ ჩემი სიტყვებით გამოეხატა ყევლაფერი, მაგრამ შეუძლებელია, შეუძლებელია გამოვხატო სიტყვებით ის რასაც ვგრძნობდი.
-როდესაც რა იყავი მე სიზმრებს ვნახულობდი ყოველ ღამე...
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ვიცინეთ, ბოლოს კი ისე საყვარლად გამიღიმა, არ შემეძლო, რომ არ ჩავხუტებოდი და ავისურლე კიდეც სურვილი. მაშინ დავანებე თავი, როდესაც ვიგრძენი, რომ ნაკერი ეტკინა.
-ბოდიში... ძალიან გეტკინა?
თბილი ღიმილით გამომხედა.
-რატომ იღიმი? ძალიან გეტკინათქო?
-ისეთი საყვარელი თავლებით მიყურებდი, რომ არ გამეღიმა არ შეიძლებოდა. და კი ცოტა მეტკინა მაგრამ შეგიძლია წამოწვე და ისე ჩამეხუტო?
-შენ ხომ არ გაჟრუალებს? რამეს გატკენ, ჯერ ეგრეც ნუ გათამამდები.
-რატომ ლაპარაკობ ხოლმე ამდენს?
ხელზე დამქაჩა და ისე გამოვიდა, რომ წამში მის გვერდით ავღმოჩნდი საწოლზე.
-დამიანე, რამე გეტკინება ახლა სიფრთხილე უნდა გამოიჩინო.
-ნუ წრილებ რააა, თორემ უფრო მეტკინება.
-რა ჯიუტი ხარ.
-ეგეთი შეგიყვარდი პატარავვ.
ასე წყნარად უბრალოდ ვიწექით და დამიანეს რაც შეეძლო იმ ძალით მიხუტებდა. მალე რეზიმ შემოაჯლაგა პირდაპირი მნიშვნელობით პალატაში.
-უი, უი სორიიი.
გააღო თუ არა მაშინვე თქვა და უკან გაბრუნდა. მე და დამიანეს კი სიცილი აგვიტყდა.
-აუ ეს კიდევ ისეთი ტვინგამორეცხლია როგორიც დავტოვე რააა.
სინანულით და თან სიცილით წარმოთქვა დამიანემ.
-კი, გეთნხმები... რეზიიიი....
ხმამაღლა დავიყვირე ისე, რომ რეზის გაეგო ხმა.
-გოგო რამხელას ყვირი, მთელი საავადმყოფო შეყარა ტოოო.
ბუზღუნით შემოვიდა რეზი და მას მოყვნენ დანარჩენებიც. ამ დროს მე ნელა წამოვდექი, რომ დამიანესთვის არფერი არ მეტკინა. ყველამ სათითოდ მოიკითა, განსაკუთრებით კი ნინიმ, სოფიმ და ნიკამ.
-შე*ემა ეს რა იყოოო? შენ ვერ ხარ დალაგებული, როგორ შეიძლებოდა მაგ საქმის მარტო მოგვარება?
თავში წამოარტყა ნიკამ.
-ნიკუშშშ, ავდგე და იცოდე მაგ ხელს მოგტეხავ.
-ეეეე, დამუშ, რომ იწექი და არ ლაპარაკობდი უფრო ქიუთი იყავი.
თომამაც არ დააკლო.
-მეც მომენატრეთ.
დამაინემ ირონიულად წარმოთვა და გაგვეკრიჭა.
-ჩემი გიჟი ძამიკოოო, როგორ გაბედე, დებილო.
-ეეე, სიტყვები შეარჩიე სოფიკო.
-მარტო შენი არ არის რა.
პატარა ბავშვებს მაგონებდნენ ნინი და სოფი, იმაზე კამათობდნენ ვისი იყო დამიანე.
-დამიანე რა თქვა ახლა ტყუილი სოფიკომ? რა? დებილი არ ხარ თუ?
სანდრომაც ჩააკვეხა სიტყვა.
-სანდრო... რამდენი ხანია არ მინახიხარ...
-ხო...
-მოიცადე... თქვენ.... თქვენ საიდან... როგორ?
ვერ ვიჯერებდი, რომ სანდრო და დამიანე ერთმანეთს იცნობდნენ, როდის მოასწრეს ნეტავ.
-ეჰ ყვავილო ეგ დიდზე დიდი ისტორიაა და როცა არ დამეზარება მოგიყვები.
-ნინი, შენ რას შვები?
დამიანე ახლა ნინის მდგომარეობით დაინტერესდა. ნინიმ კი გაბრაზებულმა მუშტი მიარტყა დამაინეს მკლავზე.
-მეორედ ეგეთ რაღაცას კიდევ გააკეთებ და გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ, რომც არ კვდებოდე.
-შენ რამდენს ტლიკინებ? 5 წლით ვარ შენზე უფროსი ხომ არ გავიწყდება?
-დაანებე რა ამ გოგოს თავი. არა რა, შენი და რომ არის მაგაში 100%-ით დარწმუნებული ვარ.
ახლა რეზი ამოუდგა ნინის გვერდზე. დამიანემ ეჭვის თვალით გახედა ერთსაც და მეორესაც. რეზიმ ხელი მოხვია ნინის და ლოყაზე აკოცა. ნინიმ კი მუჯლუგუნი უთავაზა მუცელში. დამიანე ამაზე საერთოდ გადაირია.
-აუ, ახლა ამას...
-დაწყნარდი შე*ემა, დაწყნარდი.
დამინე წინ წამოიწია ასადგომად, მაგრამ ნიკამ შეაჩერა. ყველას სიცილი აგვიტყდა რეზის მოკეცვაზე.
-ნინი ჯიგარი ხარ რაა, მოდი ხელი ჩაარტყი.
თომა ახლოს მივიდა და ხელი აუწია, ნინიმაც თავისი შეაგება.
-თქვენ როდის მოასწარით ჰა?
გაოცებულმა გავხედე ჯერ ბიჭს, მერე გოგოს. დამიანეს, რომ შევხედე იმხელაზე დამბრიალა თვალები, ლამის იქვე დავიწყე ხოხვა სიცილისგან.
-რა მოვასწარით შენ გაგიჟდი?
ნინიმაც ისევე როგორც დამიანემ ისე დამიბრიალა თვალები, არა რა აშკარად და-ძმა არიან.
პალატაში ყოველდღე ჟივილ-ხივილი იყო, არ ვაძლევდით დამიანეს დასვნების უფლებას და მერე ლაშა გვყრიდა ხოლმე. ასე გაგრძელდა 1 კვირა, შემდეგ კი დამიანეს საავადმყოფოდან გამოსვლის დროც მოვიდა. ვატომ მისმა ,,ბანდის“ წევრამ ყველაფერი მოუყვდა და უთხრა, რომ საფრთე აღარ არსებობდ და პოლიციასთანაც მოგვარებული იყო. ყველანი პალატაში ვიყავით და ვცდილობდით, რომ დამიანეს სიარულში დავხმარეობოდით.
-ეჰჰ დაგვიბერდა ეს წიწკვი ბიჭი.
რეზი ისევ არ წყვეტდა ლაზღანდარობას და შესაბამისად დამიანეს მკვლელ გამოხედვასაც იმსახურებდა. ერთ მხარეს სანდრო ედგა დამიანეს, მეროე მხარეს კი ნიკა და ასე გვაიყვანეთ საავადმყოფოდან და ჩემს სახლში მივედით ყველა, დიდი დრო გავიდა და მეც უფრო დიდი სახლი ვიყიდე სადაც ყველანი შევძლებდით, რომ დავტეულიყავით. დამიანეს გამოსვლიდან რამდენიმე დღე სტუმრები მოსვლას არ წყვეტდნენ. ყველას უნდოდა მისი მონახულება. ამასობაში უკვე დავიწყეთ ნიას და თომას ქორწილისთვის მზადება. უკვე ზამთარი მოდიოდა და ჩემი დაბადების დღეს ახლოვდებოდა. სახლში ვიყავით სასტავი შეკრებილები და ვლაპარაკობდით. მაგიდის გარშემო ვისხედით.
-გვრიტებო, გადაწყვიტეთ სად იხდით ქორწილს? (ნიკა)
-დაახლოებით... გვინდა, რომ სასტუმროში გადავიხედოთ, დიდი წვეულება და რაღაც ეგეთები რა. (თომა)
-ძალიან კარგი ვარიანტია. (ეკა)
-ნიუშშშ, ისე სასტუმრო კარგი ვარიანტია, რომ წვეულება გინდათ მოაწყოთ, თუ მალე, რომ გაიპაროთ ქორწილიდან ჰა? (რეზი)
-შენ სულ ეგეთი აზრები რატომ გიტრიალებს თავში ჰაა? (ნინი)
-შენ კიდე სულ, რომ შენს ძმას არ გავდე არ შეიძლება? ეს რეები ასწვალე დამიანე ამ გოგოს? რატომ გადამირიე? (რეზი)
-სულ შენ გადაგირიე კი. (დამიანე)
დამიანემ ისეთი თვალებით გახედა რეზის, ლამის მე გავიქეცი სახლიდან უკანმოუხედავად.
-აბა თქვენ როდის ასველებთ ერთად ყოფნას, ეკუნა და ნიკუშაა? (მე)
-ჯერ დაგვაცადეთ დავტკბეთ და მერე ვნახოთ. რეზიკო და ნინიკო თქვენსკე რა ხდება? (ნიკა)
სწრაფად გადავიდა ნიკა სხვა თემაზე, ოოოოო, აქ რაღაც ხდებააა. ნიკამ, რომ კითვა დასვა ნინის მაშინვე ხველება აუტყდა, რეზი კი გაფართოებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ხან ვი დაუბრიალებდა, ხან ვის. ნუ მოკლედ აქც რაღაც მაფიაა ჩაქსოვილი რაა.
-ჩვენთნ რა ნდა ხდებოდეს? არაფერი ოფ ქორს. (ნინი)
-ქალბატონო მაგას არაფერს ცოტა ხნის მერე განვიხილავთ. (სოფი)
გადაუჩურჩულა სოფიმ თავის დას და შემდეგ მე ჩამიკრა თვალი, მეც იგივე გავიმეორე.
-მეიცა, მეიცააა, რა ხდება აქანეეე? (რეზი)
-შენი საქმე არაა რეზიკო. (სოფი)
სოფიმ ირონიულად გაუცინდა თვალი ჩუკრა რეზის, ამაზე ყველამ ეჭვის თვალით გამოგვხედა ჩვენ სამს. ამაზე კი სიცილი აგვიტყდა.
-ოჰჰჰ, ახლა ახალი რძალუკა უნდა გეყოლოთ და მე აღარ გჭირდებით ხომ?
ვითომ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა დამიანემ. აი რძალუკას გაგოენებაზე ფერები გადამივიდა.
-ვუაიმეეეეეე, ციკალულიიიიი.
ლოყები გაუწელა სოფიმ და ჩაეხუტა, მეორე მხრიდან კი ნინი. მე დავრჩი ხახა მშრალი.
-მე დამტოვეთ ხო ისე.
-გოგოებო სამაგიეროს გადახდის დროა.
დამიანემ უთხრა ტყუპებს, მოიშორა, მე ჩამეხუტა და მათ ენა გამოუყო. ტყუპებმა შეუბღვირეს.
-სალომე ჩვენია.
-კი, აბა, სალო ჩემია... თვითონ მითხრა.
ბოლო ორი სიტყვა ჩამჩურჩულა. მე გამიკვირდა, ნუთუ მას ყველა ჩემი სიტყვა ესმოდა? ოხ დამიანე, ინანებ. თვალებში ჩამხედა, მე სწრაფად ავიწიე ფეხის წვერებზე და ტუჩებზე წავეტანე. თვიდან ვერ მიხვდა რა მოხდა, ხოლო შემდეგ ისიც ამყვა და სულ გადაგვავიწყდა სად ვიყავით. მე სწრაფად მოვშორდი, ნაგლურად გავუღიმე, თვალი ჩავუკარი და ტყუპებს ჩავეხუტე.
-ეს გოგო შემიკლავს მე. მიღალატე ხო სალო? შენც ამ ციყვებთან ხარ?
-ქალური სოლიდარობა საყვარელო, პირადული არაფერი.
სანამ მე და დამიანე ამ საკითხს ვარჩევდით დანარჩენები სიცილისგან უკვე იატაკზე იწვნენ.
-რაო?... ციყვებიო?....
სანდრო ვერ ითქვამდა სულს, ისე ლაპარაკოდა.
-დამიუშ, ეს ციყვები მე აქამდე რატომ არ ვიცოდი?
-იმიტომ, რომ შენნაირ თაგვი ციყვების სიმაღლეზე ვერ იხტუნავებს.
ნიშნისმოგებით უთხრა სოფიმ და დამიანეს სიტყვს ჩკვეხებაც კი არ აცადა.
-აუ შე*ემა, ესენი გაწვრთნილი გყავს თუ რა არის ახლა ეს?
-აჰამმმ... შენნაირ გესლიანებზე ვაცერი, ხომ ხვდები.
-ეჰ სანდრო გასვიანოოო, რა დღე გაქვს დამდგარიიი, ვიღაცა გელაშვილები, რომ თავზე გივლიან.
-სუპერმენ... მოიწი აქ, შენ ფრთხილად იყავი ახვლედიანმა არ გადაგიაროს თავზე.
სუპერმენზე, გელაშვილების სამივე წევრმა ისეთი ხარხარი მორთო, ლამის სახლი დაგვენგრა თავზე.
-სუპერმენ... მოდი რა გადამარჩინე... ვკვდები...
სოფი მაგრად ღადაობდა, ჩვენ კი ყევლა სეირს ვუყურებდით და ვტკბებოდით. უცბად ერთი მხრიდან ეკა მომიჯდა, მეორე მხრიდან ნია და ორივემ ერთად მომიჭირა მხარზე ხელი.
-გააფრინეთ?
ჩურჩულით ვკითხე გოგოებს.
-ყველაფერს მოგვიყვები, ზედმიწევნით დაფქვავ ყველაფერ მომხდარს გაიგე?
ეკამ ისეთი ხმით მითხრა, მეგონა, რომ FBI-ის საიდუმლოს ვყვებოდი.
-ოკ. დღეს საღამოს 7 საათზე ჩემთან ოთახში.
მეც იმავე ტონით ვუთხარი, მათ თავი დამიქნიეს და თავიანთ ადგილებზე გადაჯდნენ. დამიანესკენ მივჩოჩდი და ზედ ავეკარი, როდესაც ვიგრძენი, რომ ხელს არ მხვევდა, მაღლა ავიხედე და 32-ივე კბილი ერთდროულად გადმოვყარე. მას გაეციანა და ისე ჩამეხუტა, მეგონა, რომ ძალიან ნაზი და ძალიან მტვრევადი ნივთი ვიყავი და ეშინოდა, რომ ზედმეტი ძალისგან არ გავმტყდარიყავი.
-საყვარელო, ცოტა თავისუფლად თუ ჩამეხუტები, მადლობელი დაგრჩები.
-მოდი მაღლა ავიდეთ და იქ ჩაგეხუტები თავისუფლად.
შორს გამწია და წარბები ამითმაშა.
-შენ ვერ ხარ კარგად, ეტყობა ტვინის უჯრედები გამოფიტული გაქვს, წვალ წვენს მოვიტან.
ადგომაც არ დამაცადა, ისე მომკიდა თეძოებში ხელი, კალთში გადამისვა და ისე ჩამეხუტა. მე გაკვირვებული ვიყავი და სირცხვილისაგან ისე გავწითლდი, ლამის წითელქუდას ქუდის ფერსაც გადავაჭარბე, დასამალად სახე დამიანეს ყელში ჩავრგე და ცხვირი ყელზე გავუხახუნე. ახლა უფრო მეტად მომიჭირა ხელები და ისე ჩამეხუტა, მეც მთელი ძალით ჩავეხუტე. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერებისთვის ყველაფერი მაქვს. მის მკალვებში თავს დაცლად და მშვდად ვგრძნობ, ვიცი, რომ ის არასდროს არ მიმატოვებს და ვიცი, რომ შემიძლია მთელი ჩემი გულით ვენდო. ეს არის ჩემი მეორე ნახევარი, ყველაფერს, რომ ხვდება და ყველაფერს, რომ მიგებს. ჩემია და მორჩა. მგონი ძალიან მესაკუთრე გავხდი ამ ბოლო დროს.
ქორწილის დღე:
მე, ეკა, ნინი და სოფი დილით ადრე ავდექით, პატარძალს ჯერ კიდევ ღრმად ეძინა. გოგოებს წინა საქორწინო ფართი გვქონდა. პიჟამოებით ჩავედით სამზარეულოში, ცივი წყლის ჭიქები მოვიმაჯვეთ და მაშინვე საძინებელში შევვარდით, ბოლო ხმაზე ვყვიროდით, საწოლზე ხტუნაობა დავიწყეთ და ბოსო ცივი წყალი გადავავლეთ ჩვენს დედოფალს. გააფთრებული წამოვარდა საწოლიდან და აქეთ-იქით დარბოდა, ვერ გაიგო რა მოხდა, ამაზე იმდენი ვიცინეთ, ლამის ამოვიღეთ მთელი შიგნეულობა.
-მოგკლავთთთთ, სათითაოდდდდდდდდდდ... გამეცალეთ და თვალში არ გამეჩხიროთ, თორემ საკუთარი ხელით დაგახრჩობთ.
-ეეე ეეე ეეე, მოიცაააააა, დღეს ქორწილია და ვაგვიანებთ.
სოფი შეეცადდა მის დაწნარებას, მაგრამ ეს სიმართლე იყო. ნიამ კედლის საათს შეხედა.
-ვაიმეეეეე ქორწილიიიი.
ნია ისეთი სისწარფით აკეთბდა ყველაფერს, ჩვენ თვალს ვერც კი ვადევნებდით. ბოლოს ეკამ დაიჭირა და გააჩერა.
-ნია, ნუ დადიხარ გზაარეული ბუზივით, დამეხვა თავბრუ. დაწნარდი, ჯერ კიდევ ევრი დრო გვაქვს.
-ბუზს განახებ ახლა მე შენ...
-ვაიმეეეეე უპატარძლო ქორწილია, ხალხოოოოო.
ნინომ ბოლო ხმაზე იყვირა, საწუხაროდ შემდეგ ნია დაახტა თავზე და ორივე ერთდ საწოლზე დაეცა.
-თქვენ იყოთ პატარძლები და მერე განახებთ მე თქვენ...
-კარგი, მაგრამ ახლა შენი ქორწილიააა გოგოოოოო, გაგვიფრინდი, დედაააა, რამხელა გახდა ჩემი გოგო, ბუდეს ტოვებს უკვეეეე.
ტყუილი ცრემლი მოვიწმინდე და ნიას გამოქნეული ბალიშიც დავიმსახურე, საბედნიეროდ ავიცილე, მაგრამ სოფის მოხვდა, ასე დავიწყეთ ბალიშებით ჩხუბი.
-ოპაააა, აი ახლა მართლა დაგვერხაააა.
ნინიმ დახედა საათს.
-არააააააა. ადექით, დროზეეეეეეე. მალე, მალე, მალეეეეეე, მეჯვარეები მჭირდება მეეეე.
ნიამ ყველას ჩაგვავლო ხელი და საბაზანოში შეგვყარა და თვითნაც შემოვიდა, ნუ მოკლედ ჩემს სახლში რა ხდებოდა, არავინ არ იცის რააა, ერთი აყალმაყალი, აჟიოტაჟი, ყვირილი, კივილი, ვინ რას აკეთებდა ვერ გაიგებდი. ასეთ სისწრაფეში მალე მოვემზადეთ. მაკიაჟის გაკეთებაში ბადალი არ გვყავს და ამიტომაც ჩვენთვითონ გავიკეთეთ, მაგრამ გადაპრანჭვა, რომ იციან ხოლმე ისე არა, ჩვენ ყველას ერთად ბუნებრივი სილამაზე მოგვწონს და ამიტომ ყველამ ლაითი მაკიაჟი გავიკეთეთ. ნიას ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, წელამდე მომდგარი, თეთრი თვლებით გაწყობილი და ბრჭყვიალებით დაფარული, ქვემოთ კი ისეთი ფუშფუშა იყო, ალბათ შიგნით, რომ ჩამძვრალიყო და ცოტა ხანი დაესვენა, ვერც ვერავინ შეამჩნევდა ნიას დარბაზში ყოფნას. ეკამ ლამაზი ლურჯი კაბა მოირგო, გრძელი, მუხლის ცოტა ზეოდან ჩახსნილი და მომდგარი, მხრები გადაგდებული ჰქონდა მხრებზე და თმები ნახევრად ჰქონდა აწეული, მე ნაზი, ლავანდისფერი კაბა მეცვა წელს ცოტა ზემოთამდე მომდგარი და შემდეგ გაშვებული, ბოლოები კი უსწორმასწოროდ იყო ამოჭრილი, მხრების სიგრძე იდაყვებამდე წვდებოდა, ტყუპებმა ზუსტად ერთნაირი კაბები ჩაიცვეს, ორივე მწვანე იყო, რაც უფრო კარგად გამოკვეთდა მათ თვალებს, მუხლებამდე კაბა იყო, მომდგარი და კლასიკური. და როდესაც ყევლაფერს მოვრჩით გაისმა კარებზე ზარის ხმა.
-გოგოებო გააღეთ რა რომელიმემ, მე ტუშს წავისვამ და მოვალლ.
მივმართე ოთახში მყოფ გოგოებს.
-მე გავაღებ.
ნინი სწრაფად წამოხტა, კიბეები ჩაირბინა და კარებიც გააღო, აი მანს დაიწტო უკვე წყევტა და ამბები, ამდენი სტუმარი ერთ სახლში თუ მენახოს ოდესმე, მშობლები, მეჯვარეები, სიძე და რავიცი კიდევ რამდენნი იყვნენ, ვერ დავითვლი. თომას მეჯვარეები სადნრო და მისი ერთ-ერთი მეგობარი იყო, მემგონი გიორგი ქვია. ისე ძალიან მიკვირს სანდრო, რომ დანებდა და ნია ვერ დაითანხმა, ამ ამბების გადამკიდე ეგ თემა სულ დამავიწყდა. კიბეებზე ჩავედით ჯერ მე და ეკა. ნიკა ისეთი თვალებით უყრებდა, მემგონი ახლავე აიღებდა და თავისთან წაიღებდა ამ გოგოს. აი ახლა შევხედე დამიანეს. ჩემს საყვარელი წვანე თვალები დიდი სიყვარულით და სითბოთი მიმზერდნენ. უჰჰჰჰჰ.... ახლა დავდნები, პირველად ნიკას დაბიდუბზე ვნახე შარვალ-კოსტუმში და მეორედ ახლა, მაგრამ რატომღაც ახლა დავაკვირდი მისი გამოყვანილი სხეული როგორ მკაფიოდ ჩანს მის სამოსში. ეკამ მხარი გამკრა და მეც გამოვფხიზლდი, მისკენ რომ გავიხედე ეშმაკურად იცინოდა, აუუუ ახლა ვიცი ამან რაც იფიქრა, ოხ ეკუშშშშ ვერ გადამირჩები.
-ქალბატონებო და ბატონებ, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე.
მე დავიწყე და ეკამ დაამთავრა.
-ნია მეკოკიშვილი...
დაასრულა და ხელები ორივემ კიბისკენ მივმართეთ, საიდანაც ნელი და ერთი შეხედვით მშვიდი ნაბიჯებით მოდიოდა ნია. უბედნიერესი იყო ეს კარგად ეტყობოდა. აი თომა ადგილზე ცქმუტავდა არ ვიც რატომ და მე და ეკა შიგადაშიგ ამაზე ვხითხითებდით, ხოლო როდესაც ნია დაინახა, ერთად მოდუნდა კიდევაც და დაეჭიმა სხეული. ნიამაც, რომ შეხედა თომას, მაგ დროს უნდა გენახათ მათი თვალები, პირდაპირი მნშვნელობით ბრწყინავდნენ, ისე უხდებოდნენ ერთმანეთს და ისე ლამაზად გამოიყურებოდნენ, რომ შემძლებოდა კიდევ დიდი ხანი ვუყურებდი ამ ორ ჩიტუნას, მაგრამ ვინ დაგაცაადა, ხომ უნდა გამოგაფხიზლონ ტკბილი ფიქრებიდან, ისე არ შეიძლება. ამჯერად სანდრო მაწუხებს.
-ყვავილო, გაიცანი ეს გიორგი აბრამიშვილია, თომას ძველის-ძველი მეგობარი და მეჯვარე.
და აი როგორც იქნა დავინახე გიორგი. ვაუუუ... რა სიმპოააააა.
-გამაჯობა, შენ ალბათ სალომე ხო?
-კი, სასიამოვნოა.
მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე. ეს გიორგი კარგი ბიჭი ჩანდა, მაგრამ რაღაც მაინც არ მომწონდა მასში, მაგრამ არ ვიცი რა. ყველას გააცნეს გიორგი, მაგრამ რეზის აშკარად არ მოეწონა, მის მიმართ ისეთი უხეში იყო, მეც არ ვიცოდი ასეთი რეზი თუ არსებობდა საერთოდ, თან ისეთი თვალებით უყურებდა ლამის მივარდა ამდენ ხალხში და გაგლიჯა შუაზე. რომ ვთქვა დამიანესაც მოეწონა თქო მოგატყებთ, არც მას არ მოეწონა, სხვებს ყველას კარგად შეეწყო.
-ოეეეე, ხალხოოოო, გარეთ გვიცდის ლიმუნზინა და მიხვდით და გაერეკეთ აბა ამ სახლიდან.
სანდრომ სიცილით გადაღლილმა, ძლივს წარმოთქვა ერთი წინადადება.
-თაგუნია, დაეტიე შენ შენს სოროში რაა. დაგვაცადე.
სოფიც არ ჩამორჩა ღადაობაში.
-ციყვუნია, შენ, რომ შენს ფუღურუში იყო არ გინდაა?
-აუ ეს ზოოპარკი რატომ მყავს სახლში?
სიტყვა ძლივს ჩავაკვეხე ამათ ,,კამათში“.
-ეგ გელაშვილების კლანს კითხე, ეგენი არიან სახელების ოსტატები.
ნუ მოკლედ რეზის გარეშე ჩვენი საუბარი შეუძლებელი გახდა. დამიანე უბრალოდ მშვიდად და წყნარად გვიყურებდა და მისი სახე მხოლოდ ამას ამობდა, ,,ვაი თქვე საცოდავებო, რამდენი გაკლიათ“.
-ტვინი ნუშეჭამეთ რააა, საკუთარ ქორწილში მაგვიანდება ვაახ.
როგორც იქნა მოწყდა თომა ნიას და ჩვენც მოგვაქცია ყურადღება.
-~მიდი რა ცოტა ხანს კიდევ გაერთეთ შენ და ნია და მანამდე ესენიც მორჩებიან. ვერ ხედავ რა კარგი ფილმია? მოდი რა უყურეთ, თან ბატიბუტიც წამოაყოლე.
ხმა ამოიღო ეკამ.
-პირი დახურე, თორემ შეგიფრინდა ბუზი.
დამიანემ ყბაზე აარტყა ხელი ნიკას და ისიც როგორც იქნა დაეშვა დედამიწაზე.
-კარგით რაა წავიდეთ მართლა.
აწუწუნდა ნია.
-ოპპპ, პატარძალს ვერ ვაწყენინებთ.
და აი გიორგიც მოწყდა ნინის თვალიერებას. აქ რაღაც ხდებააააა. ვაი სალომეეე, დაბერდი, შე საცოდავო, ვეღარ იგებ ახალ ჭორებს. დამიანესკენ, რომ გავიხედე, შევამჩნიე მე მიყურებდა. ვაიმეეეე რა საყვარელიიიააა, სიცოცხლეეეეეე, როგორ გინდა ამას არ ჩაეხუტოო. შეუმჩნევლად მივედი დამიანესთან და ჩავეხუტე.
-წამო, გავიპაროთ.
ისეთი ტონით თქვა წამით დავიჯერე, რომ სერიოზულად ამბობდა, მერე კი იმხელა ხმაზე გავიცნე ყველამ მე შემომხედა, ამ ,,ხუმრობამ“ იმდენად გამაცინა, ვეღარ ვჩერდებოდი. მერე დამიანეს სერიოზლ სახეს შევხედე, რომელსაც ღადაობის არაფერი ეტყობოდა.
-რა იყო?
გაკვირვებულმა მკითხა და მეც დავსერიოხულდი.
-შენ რა მართლა თქვი?
-მმმმ... რატომაც არა.
ჩემგან მხოლოდ გაოცებული სახის გამომეტყველება მიიღო პასუხად.
-აბა? მომყვები?
-მე... მე.... მე როგორ... რანაირად...
-კარგი ხო, დაწყნარდი, გეხუმრე.
ცხოვრებაში შეიძლება ითქვას პირველად ვნახე ასე გულიანად მომცინარი დამიანე, გულს გაუხარდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, რა კარგია არა, როდესაც საყვრელ მამაკაცს ასეთ ხედავ და ის მარტო შენ გიყურებს ისე, როგორც მხოლოდ მას შეუძლია შემოხედვა, ისე როგორც მის სამყაროს. მე დამიანეს თვალებში ვხედავდი მთელს სამყაროს და არ მჭირდებოდა იმის თქმა, რომ ვუყვარვარ, ეს ისედაც ვიცი.
-ქოწილია, ქეიფია, გრიალიიი... გრიალი, გრიალი, ოხერტიალიიი.
სიმღერით აფრომებდა ჩვენს ისედაც აჟიტირებულ სასტავს ბატონი რევაზ მეკოკიშვილი. ასე მხიარულად და პოზიტიურად გავიარეთ მთელი გზა, ქორწინების სახლამდე. იქაც მოკლედ მშობლების ცრემლები, ბეჭდების გაცვლა, კოცნა და ტაშის ხმები, შემდეგ ჯვრის წერა იყო, ბოლოს კი სასტუმროში გადავინაცვლეთ. იქ დაიწყო ერთი ამბები. თამადა ბატონი ირაკლი იყო, ნიას ბიძა. გიორგი ძალიან საეჭვოდ უყურებდა ჩემს ნინიკოს, რეზი და დამიანე კი გამოხედვით ასამარებდნენ იმ ბიჭს. არა დამიანე გავიგე ძმაა და რეზი რა შუაშიაააა? აუცილებლად გავიგებ ყველაფერს. პირველ რიგში სანდროს ამბავი უნდა გავიგო, რომელიც შორიდან აკვრიდება სოფის და არაფერს არ ამბობს. მეჯვარეების ადგილიდან ავდექი, სანდროს ხელი გავკარი და ჩუმად ვთხარი, რომ აივანზე გამოსულიყო. მოცეკვავე ადამიანების ბრბოში ძლივს გავიკვლიე გზა. საოცარი ხედი იყო ამ სასტუმროს უზარმაზარი ვერანდიდან. ცოტა ხანში სანდროც გამოვიდა, მე მოკაშკაშე მთვარიასთის თვალი არ მომიშორებია ისე ვუთხარი, რომ მასთან სალაპარაკო მქონდა. გვერდძე დამიჯდა, ამოიხვნეშა და თავი ხელებში ჩარგო.
-სანდრო, რა მოხდა? ვერ ვიჯერებ, რომ ნიას ამის გაკეების უფლება მიეცი, მართალია მე მიხარია, რომ ჩემი ორი უახლოესი მეგობარი ერთადაა, მაგრამ შენთან რა ხდება?
-არ ვიცი ყვავილო, არ ვიცი. ყველაფერი არეული მაქვს თავში. ნიას, რომ ვუყურებ ვხვდები, რომ უბრალოდ აკვიატებული მყავდა და სულ ეს იყო. მაგრამ ახლა...
-ახლა სხვა ჩგივარდა გულში რომეო?
-კი, უფროსწორად არ ჩამვარდნია, მომწონს, მაგრამ შეუძლებელია, რომ მან მე შემომხედოს სხვა თვალით.
-ვინ არის ასეთი დონ ჟუან?
-სოფი...
-ვინ?
-სოფი... ჩვენი სოფი...
-ჩვენი სოფი?
-ხო.
-შარში ხარ სანდრიკო, აი მაგას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რაა, შენ და სოფიკო.
-მე და სოფიკო, ხმამაღალი ნათქვამია.
-ხომ იცი, რომ დამიანე არ დაგინდობს, შენ მითუმეტეს.
-ვიცი...
-მერე?
-ხოდა ვერაფერსაც ვერ ვშვები, ვარ კუნძივით.
-ეჰ ჩემო სუპერმენ... მიდი შენ წადი და მე მოვვაგვარებ დამიანესთან შენ არ იღელვო, მაგრამ საბოლოო პასუხი მითხარი, თორემ მერე მე მართლა ვეღარ დავაკავებ დამიანეს, თავს წაგაცლის, სოფის, რომ ეთამაშო.
-კარგი, საუკეთესო ხარ ყვავილო.
-ვიცი.
ლოყაზე მაკოცა და ისევ დარბაზში დაბრუნდა. მე კიდევ ცოტა ხანს დავრჩი და ვფიქრობდი, ყველაფერზე. ჩემო ძმაო, ნეტავ როდის გაგინათდება შენ გონება და ეკას ქორწილასც მოვესწრები. მოიცადეთთთ, ახლა გამახსენდა რეზი. უკან ვაპირებდი შებრუნებას ეკა, რომ გიჟივით გამოვარდა.
-სალო... წამოდი რა... იქნებ დამიანე დააწყნარო.
-რა ხდებააა?
პასუხი არ გაუცია ისე შემათრია დარბაზში, საიანაც ხმაური გამოდიოდა, ცოტა შემეშინდა. შევედით და ასეთი სურათი მხვდება: ხალხი ერთ ადგილზეა შეჯგუფებული, ცენტრში კი რეზი, დამიანე, გიორგი და გიორგის ძმაკაცი, როგორც ვიცი, ერთმანეთს ,,კლავენ“, მაგრამ გიორგი ისეა დალურჯებული, ცოცხალს ვერ გაიტანენ აქედან. ბიჭები ცდილობენ ერთმანეთი გააშევლონ, მაგრამ ოთხივეს, როგორც აღმოჩნდა 800 ცხენის ძალა აქვთ. ვხედავ ნინის, რომელიც კარებიდან გარბის და სოფი მისდევს, მაგრამ ვერ ეწევა. დამიანე შემპირდა, რომ სიბოროტით და ზიზღით სავსე თვალებს აღარასდროს აღარ ვნახავდი, მაგრამ მომატყუა, პირობა ვერ შეასრულა. დამიანესთან მივირბინე და წინ გადავუდექი. ის ხელის დარტყმას აპირებდა, როდესაც მე დამიანახა და მუშტი დაბლა ჩასწია, მისი თვალები ბოდიშს მიხდიდნენ, მაგრამ სახეზე ისევ ისეთი დაძაბული და მკაცრი გამოხედვა ჰქონდა შერჩენილი.
-დამიანე, რეზი გეყოთ.
იმხელაზე დავჭექე მეთვითონვე გამიკვირდა.
-სალომე, შენ ნუ ერევი.
დამიანემაც არანაკლებ გაბრაზებულმა მითხრა.
-შენ დამპირდი გელაშვილო.
ამ სიტყვებში მან მთელი ჩემი ემოციები ამოიკითხა და დანებდა.
-სალომე მე...
ხმას ძლივს იღებდა გიორგი.
-გიორგი, ვიცი, რომ რაღაც დააშავე. ასე უმიზეზოდ არ ატეხდენენ ჩხუბს.
სასწრაფოდ წავედი იქითკენ სადაც ნინი და სოფი გავიდნენ. გარეთ მხოლოდ სოფი დავინახე და მეც მისკენ წავედი.
-სოფი ნინი სად არის ან რა მოხდა?
-არ ვიცი სად არის დამის მანქანაში ჩაჯდა და სადღაც წავიდა.
-სოფი... ვიცი, რომ იცი სადაც არის გთხოვ მიმიყვანე.
-კარგი, მაგრამ ნინი ძალიან განსხვავებულია ჩემგან, დამის გავს ამით, თუ ცუდადაა მაშინ არავინ არ უნდა შეაწუხოს, მაშინ უფრო ცუ...
-სოფი... წამიყვანე.
-კარგი.
ნიკას მანქანის გასაღები გამოვართვი და ორივე წამოვედით, სოფიმ რომელიღაც დანგრეულ შენობაში მომიყვანა, რომელიც მაღალ ადგილზე იყო აშენებული.
-სალომე...
-სოფი...
-ვიცი, რომ ჩემს მაგივრად შენ მაინც გაუგებ.
როგორ შეუძლიათ და-ძმებს, რომ ასეთი კარგები იყონ ვერ ვხვდები. თბილად გავუღიმე, თავი დავუქნიე და შენობაში შევედი. ძველის ძველი შენობა იყო. მეორე სართულზე ძლივს ვიპოვე ნინი, რომელიც ჩამონგრეულ კედელთან იჯდა და ღამის ცას გაჰყურებდა. მის თვალებში სევდა დავიანხე, მაგრამ არა მგონა ეს სევდა მომხდარის გამო ყოფილიყო.
-ნინი... შეიძლება?
-შემოდი სალო...
-საყვარელო, მომიყევი იქნებ გაგიგო და დაგეხმარო.
-ვერ გაგებ, მე ვერავინ ვერ მიგებს, ტყუპისცალიც კი.
-მაგრამ ჩემთან არასდოს იცდია საუბრაი, ცადე, იქნებ გაამართლოს.
პასუხი არ დაუბრუნებია და არც კი განძრეულა.
-ნინი მომისმინე, ამ ცხოვრებაში ან ცხოვრობ, ან არსებობ. შენ უნდა იცხოვრო. თუ არ ცადე, მაშინ ვერასდროს ვერ გაიგებ რა შეიძლება მომხდარიყო, უნდა ისწავლო გარისკვა, მაშინ მითუმეტეს, როდესაც დასაკარგი არაფერი გაქვს.
-კარგი... მშობლების დაკარგვა ჩვენთვის ყვლაზე დიდი ტრაგედია იყო, მოგიყვებოდნენ ალბათ, დამიანეს ეშინოდა, რომ ჩვენც დაგვკარგავდა, ამიტომ შორს გაგვიშვა თბილისიდან, მიყრუებულ ტყეში და თითქმის მთელი თუ არა ნახევარი ცხოვრება იქ გვაქვს გატარებული მე და სოფის. მინდოდა შემეგრძნო რას ნიშნავს იყო ლაღი და თავისუფალი, ჩვენ ამის საშუალებას არავინ გვაძლევდა, სოფის ამაზე არ ააქვს პრობლემა, რადგან არც არასდროს ნდომებია ყოფილიყო მიშვეული თავის ნებაზე. მართალია მე და სოფი ტყუპები ვართ, მაგრამ ძალიან განვსვავდებით ერთმანეთისგან. დღეს რახ მოხდა ჩემი ბრალია.
-და რა მოხდა?
-გიორგი მოვიდა და ცეკვა შემომთავაზა, მეც დავთანხმდი, მომეწონა, რომ გავიცანი არაფერი ჰქონდა დასაწუნი და მივხვდი, რომ ისიც დაინტერესდა ჩემით, ვიფიქრე რატომ არ უნდა მეცადა ურთიერთობა მასთან.
-მაგრამ შენ ხ....
-ხო რეზი მომწონს და მემგონი ეს მოწონებაზე მეტიცაა, მაგრამ ეს არასწორია, მე რეზის ძმაკაცის და ვარ. თან ის მას მე არასდროს მოვეწონები, იმდენი გოგო მინახავს მის გვერდით.
ნინი ძალიან ემოციურად და სევდიანად ყვებოდა ამაზე.
-მოდი აქ.
ახლოს მივედი და ჩავეხუტე.
-ჩემო ლამაზო, გულს ვერ ურძანებ ვინ შეგიყვარდეს და ვინ არა, არაფერი ლოგიკური არაა ამაში, დაინახავ და შეგიყვარდება, მორჩა. შენი ბრალი არაა, რომ რეზი გიყვარს. მაგრამ ისე არ შემიძლია არ გკითხო. ეგ ბატი რამ მოგაწონა?
სიცილით ვკითხე, ჩემი მიზანი მისი გაცინება იყო და გამომივიდა კიდეც.
-არ ვიცი... მე თვითონაც, რომ ვაკვირდები სრულიად განსხვავებულები ვართ.
-თქვენს შემთხვევაში ისეა, რომ ამბობენ პლიუსი და მინუსი ერთმანეთს იზიდავენო. იცი, რეზისაც შეიძლება მოწონხარ.
-საიდან დაასკვენი ეგ?
-მაშინ რატომ ურტყამდა იმ გიორგის? რატომ გაბრაზდა ისე, როგორც დამიანე? ესიგი მისთვის მნიშვნელოვანი ხარ. გაბრზადა, როდესაც სხვასთან დაგინახა, შენც ხომ ბრაზდებოდი, როდესაც ვიღაც გოგოებთან ერთად ხედავდი, ეგრეა რეზიც.
-ხომ მაგრ...
-არავითარი მაგრამ, მე არ ვიყო თბილისის მაჭანკალი თქვენ თუ არ დაგაწყვილოთ.
-კარგი რაა.
-მომისმინე ამაში დამიანე არ გიშლის ხელს, თუ ნამდვილად და მართლა გიყვარს და მასაც ასეთივე გრძნობა აქვს, მე შემიძლია დამიანესთან მოვაგვარო, მთავარია შენ იპოვო ის ედნიერი ადამიანი, რომელიც შენს გულს დაიპატრონებს.
-სალომე, ძალიან მოწყენილი ვარ ხოლმე, ხანდახან ვბრაზობ კიდევაც, ძალიან მენატრებიან დედა და მამა, ისინი საუკეთესოები იყვნენ. ვიცი, რომ სოფისაც ისე ტკივა როგორც მე, მაგრამ არ იმჩნევს, ის ძლიერია, დამიანეც ასეთია, მხოლოდ მე ავღმოჩნდი სუსტი.
-ასე არაა. შენ ძლიერი ხარ, რადგან იბრძვი იმისათვის, რომ იყო ლაღი და თავისუფალი, მეც ეგრე ვარ, ამიტომ საყვარელი ადამიანისგან ნდობას მოვითხოვ, თუ ნამდვილად გიყვარდება, ესე იგი მას ენდობი კიდეც. თუ გიყვარს გტკივა, თუ გტკივა ესე იგი გიყვარს.
ნინის ცრემლები მოსდიოდა. შემდეგ გამიღიმა და ჩამეხუტა.
-საუკეთესო ხარ, სალ.
-ეგ უკვე მეორე მესმისსს.
-ჰა?
-სანდრო და სოფიიი...
ეს ვთქვი და საჩვნებელი თითბი ერთმანეთს გავუსვუ, იმის ნიშნად, რომ ერთად ყოფნა და რაღაც რუღაცეები ელოდათ წინ.
-შანსი არაა.
-მჰ, კი, კი, არის.
-როგორ გაიგე?
მოვუყევი სანდროს ნალაპარავი, მათი ქცევები და გეგმაც დავსახეთ, თუ როგორ უნდა შეგვეხვერებნა ერთმანეთს.
-კარგი წავიდეთ, თორემ მალე თავზე მაძებარი ჯგუფი დაგვადგება.
-კარგი.
მე და ნინის ლაპარაკში გართულები ისე მივედით სასტუმრომდე, ვერც კი გავიაზრეთ. სანამ შევიდოდით ნინის ხელი მოვკიდე და ჩემსკენ შემოვაბრუნე.
-ნინი, გთხოვ არაფერი არ შეიმჩნიო, იყავი ისეთი საყვარელი და მხიარული როგორიც ყველას გვიყვარხარ და დაიმახსოვრე, შენ არასდროს არ ხარ მარტო.
-მიხარია, რომ დამიანემ შენ აგირჩია.
გამიღიმა და თბილად ჩამეხუტა. დამიანეს გავს ეს გოგო, არ უნდა, რომ ვინმე ჩარჩოებში აქცევდეს მას, მაგრამ რადგანაც გოგოა სხვანაირად გამოხატავს უბრალოდ. შევედით სასტუმროში, სადაც ისევ იყო გაჩაღებული ცეკვა და ვინ ვისთან ცეკვავდა ვერ გაიგებდი, კაცი იყო, ქალი, ბავშვი თუ კატა, ყველა ერთად ირეოდა. ნინი და სოფი ვერანდაზე გვაიდნენ, მე კი დამიანესთან მივედი, როგორც კი შემომხედა და თავისი მწვანე თვალები მომნანათა.
-სალომე... სად იყავით?
ცოტა მკაცრი ტონით მითხრა დამიანემ.
-დამიანე, შეგვიძლია ცალკე დავილაპარაკოთ?
მე წყნარ და მშვიდ ტონს ვინარჩუნებდი. დამიანემ და მე იქვე მდგარ მეგობრებს გავხედეთ და მათაც თვალებით გვანიშნეს, რომ შეგვეძლო გავსულიყავით. მე და დამიანე გავედით გარეთ და იქვე მყოფ სკვერში შევედით.
-პატარავ, რატომ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც არ გასვენებს?
-სწორადაც გაქვს.
-მითხარი რა ხდება?
-დამიანე... ნინი შენ გგავს, მას თავისუფლება უნდა, ჩვეულებრივი ცხოვრება.
-შენ არ გესმის.
-რა არ მესმის დამი? რა არ მესმის? ვერ ხვდები, რომ მათ ამით ყველაზე ლამაზ წლებს ართმევ?
-ეს მათ გადასარჩენად გავაკეთე.
-კი, ეგ გავიგე, მაგრამ ახლა რაღატომ გყავს ისინი იზოლირებული რეალური სამყაროსგან? დამიჯერე, ასე უფრო ცუდს აკეთებ. სოფი და ნინი იზრდებიან და მოუწევთ შეჩვევა რეალობასთან და რაც უფრო ადრე იზამ ამას მით უკეთესი, მერე გვიანი იქნება, შეეჩვევიან ზღაპრულ სამყაროს სადაც საშიში არაფერი არ ხდება და მერე, რომ აღმოაჩენენ, რომ ცხოვრება არ არის ბრჭყვიალებით სავსე იმედი გაუცრუვდებათ და ადამიანების მიმართ ნდობას დაკარგავენ, შენს მიმართ.
-და რა გავაკეთო, სალო? მე მათი დაცვა მინდა, ვერ დავუშვებ, რომ რამე მოუვიდეთ.
-ნინი იცი როგორ გგავს?
-ეგ ახლა რა შუაში იყო?
-იმ შუაში, რომ მასაც შენსავით აღიზიანებს ის, რომ ჩარჩოებში აქცევენ და არ აძლევენ უფლებას, რომ დამოუკიდებლად შეძლოს რაღაც მაინც. ისე სიძეებზე რას ფიქრობ?
-ვინებზე?
ისეთი ხმით მკითხა და ისეთი სახით გამომხედა, მეგონა სამშობლოს ვუღალატე და ამას ვამხელდი.
-ხო რა იყო. სი-ძე-ებ-ზე.
ბოლო სიტყვა დავუმარცვლე და ისიც მაშინვე აენთო.
-რა სიძეები სალო, სულ გაგიჟდი? რა დროს სიძეებია?
-კარგი ხო გავაზვიადე, შეყვარებულები იყოს.
-გაფრთხილებ ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ.
-პატივცემულო დამიანე, თქვენი დები პატარები არ არიან და შეიძლება ისევე მოეწონოთ, ან შეუყვარდეთ ვიღაცა, როგორც შენ, მე, ნიკა, ნია, ეკა, ან თომა.
-უეჭველი ვიღაც მოწონთ ხო?
-ოჰჰჰ, მადლობა ღმერთს, ჰალი ლუია, მიხვდი?
-ვინები?
-აბა გამოიცანი, ძალიიან კარგად იცნობ ორივეს.
-კარგი ხო ვიცი უკვე.
-რაააააა? ვინ? სად? როდის? როგორ?
-თქვენ სანამ ჭორაობდით, მანამდე მე და ბიჭები ვლაპარაკობდით, მერე რეზიმ რაღაც მინდა გითხრაო, მერე სანდრომაც იგივე მითხრა და აი ასე გავიგე, რომ ჩემს უახლოეს ძმაკაცებს თურმე ჩემი დები ყვარებიათ, თან ჩემი ეჭვებიც გამართლდა და დავასკვენი, რომ იმ ჩემს ჩერჩეტ დასაც მოწოსნ რეზი და სოფიზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ჯერ. არა ისე რამ მოაწონა ის ბატი ვერ ვხვდები რა.
-მეც ეგ ვკითხე ნინის.
ახლა უკვე ერთად ვიცინოდით.
-სოფისაც მოსწონს სანდრო
-შენ რა იცი, პატარავ?
-დამიჯერე გოგოების ფსიქოლოგიას მე ვერ მასწავლი.
-კარგი.
-ისე არ მჯერა, რომ ასე მარტივად შეეგუე, შენი დის შეყვარებულებს.
-მერე და ვინ გითხრა, რომ მარტივად შევეგუე? არა ისე მეც გამიკვირდა ჩემი თავის ორივე, რომ არ გადავაგდე შენობის სახურავიდან.
-კარგია, რომ მიეცი უფლება იყვნენ ბედნიერები.
-პატარვ შენ ღირსი ხარ ბედნიერების.
ამ ფრაზის გახსნებაზე, ორივეს სიცილი აგვიტყდა, შემდეგ მოვიდა, მაგრად შემომხვია ხელები და ყურში ჩამჩურჩულა, ისევ ეს ფრაზა.
-პატარავ შენ ღირსი ხარ ბედნიერების.
არ მახსოვს კიდევ რამდენ ხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები და რამდენ ხანს ვისირნეთ ბაღში უაზროდ. საბოლოოდ წამოვედით. სასტუმროს დარბაზში, რომ შევედით, ზუსატად თაიგულის დაჭერის დრო იყო.
-დროზე გაიქეცი, ინქბე დაიჭირო.
-არ მინდა.
-რატომ? მე მეგონა, რომ გოგოებისთის ეს ძალიან მაგარი რაღაც იყო.
-კი, მაგრამ ახლა ეგ აღარ მჭირდება.
ახლოს მივიწიე, პერანგზე ხელი ჩავავლე, თავი ჩამოვაწევინე და მთელი გრძნობით ვაკოცე, მალე ისიც ამყვა და წელზე ხელები მჭიდროდ შემომხვია. ამ დროს ნიასაც უნდა ესროლა თაიგული, როდესაც შემოტრიალდა ეკასკენ წავიდა და პირადად გადასცა ყვავილების კონა.
-ნიუშშშშ, კი მინდოდა მე დამეჭირა, მაგრამ ეგეთი უსამართლობაც არ იყო საჭირო.
-ბედნიერი ყოფილიყავი ჩემო დაოოო.
-რა?
ნიამ თითით ნიკასკე ნიშნა, რომელიც როროგრც კი ეკა მისკენ შეტრიალდა, მაშინვე დაიჩოქა და ჯიბიდან წითელი ბარხატის ყუთში ჩადებული ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი გაუწოდა.
-პატარავ... გახდები ჩემი ცოლი და ჩემი მომავალი შვილების დედა?
ეკა შოკში იყო და გაუგნებული ხან ნიკას უყურებდა და ხან ბეჭედს, მერე ცრემლეი წამოუვიდა.
-კი... კი...
ნიკამ ეკუშას, ბეჭედი არათითზე გაუკეთა, შემდეგ ხელში აიყვანა, დაატრიალა და მთელი სახე დაუკოცნა, ჩვენც ბედნიერები ვიყავით და ვულოცავდით, ძალიან მაგარია, ერთ დღეს შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე წყვილი გახდა ყველაზე ბედნიერი. ნინიც და რეზიც სადღაც აორთქლდენენ და არ ვიცი სად. სოფი და სანდრო კი ისევ ერთმანეთშ ჭამდნენ, ეჰჰ როდის დაჭკვაინდებიან რაა.
ნინი:
როგორც კი ვერანდაზე გავედი იქ რეზი დამხვდა. მე გაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც მობრუნდა მაჯაში ხელი ჩამკიდა და სწრაფად მიმიხუტა.
-რა... რას აკეთებ?
-ცოტა ხანი... სულ ცოტა ხანი ვიყოთ რა ასე.
ეს მითხრა და უფრო ძლიერად მიმიკრა სხეულზე. ძალიან მესიამოვნა მისი სხეულიდან გამმავალი სითბოს შეგრძნება, ახლა არ მაინტერესებდა, სწორად ვაკეთებდი თუ არა ყველაფერს, უბრალოდ მინდოდა, რომ ერთხელ მაინც ის გამეკეთებინა, რაც მე მინდოდა და მეც მოვხვიე ხელები რეზის.
-ნინი, წამოდი გარეთ გავიდეთ და გავისეირნოთ.
-კარგი.
გარეთ გავედით, მან კი მის მანქანასთან მიმიყვანა და შიგნით შემსვა, რდესაც მივხვდი, რომ სასტუმროს ვშორდებოდით მაშინ მოვედი გონს.
-სად მიდიხარ?~
მკაცრი ტონი შევინარჩუნე, მაგრამ შინაგანად ძალიან აფორიაქებული და დაბნეული ვიყავი.
-ჩვენ ფერიავ მივდივართ ფშავში.
-სად?
იმხელაზე დავიყვირე, კიდევ კაარგი ავარია არ მოგვივიდა.
-საყვარელო, ეგრე თუ ჩამყვირებ ყურში შეიძლება ფშავამდე კი არა კახეთამდეც ვერ მივაღწიოთ.
-შენ ხომ არ გააფრინე, რა მინდა ფშავში, ან კახეთში? ვერ ვიყავი თბილისში მშვიდად?
-შენ კი იყავი, მაგრამ ჩვენ ორნი ვერ ვიქნებოდით მშვიდად.
-რა ჩვენ ორნი შენ ტვინი ამოგიტუმბეს, თუ გამოგირეცხეს? რეებს ბოდავ?
-ესე იგი ფშავში ვიქნებით მარტოები, რაც მთავარა ტყეში არ შეხვიდე, თორემ ტურები არიან, წინასწარ გაგაფრთხილე.
-საერთოდ გესმის რას ეუბნები? რა მინდა ფაშავში შენთნ ერთად თან მარტოს, დამის ვეტყვი და არ გაცოცხლებს.
-ისე თუ გინდა დამიანეს დაურეკე.
-ასე მშვიდად როგორ ლაპარაკობ?
-როგორ და შენმა უფროსმა ძმამ იცის, რომ თუ იქ ვერ გიპოვა ესე იგი შენ და მე ფშავში ვართ.
-მერე არ შეგეწინააღმდეგა?
-როგორ არა, თუ რამეს შენი ნების გარეშე გავაკეთებ, დედამიწიდან გაამქორბს საერთოდ და კვალსაც არ დატოვებს. კარგად დამაშინა შენმა ძამიკომ...
შემომიბრუნდა წამით და თვალი ჩამიკრა.
-გააჩერე მანქანა.
რეზი ჩემს ნათქვამს არ ასრულებდა.
-გაჩერე მანქანა.
ახლა ისეთი ტონით ვთქვი, მეც კი ვერ ვიცანი საკუთარი თავი. რეზიმ მაშინვე დაამუხრუჭა და მანქანა გზიდან გადაიყვანა. მე მომიბრუნდა.
-შენ სულ გაგიჟდი?
-კი.
-არ ხარ ნორმალური.
-არ ვარ.
-ახლა ასე ყველფერზე უნდა დამეთნხმო?
-კი.
კიდევ ვაიპერბდი რაღაცის თქმას, მაგრამ ვინ დაგაცადა, რეზი მაშინვე ტუჩებზე დამაცხრა. თავიდან ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ როგორ გინდა, თან პირველი კოცნა იყო ბოლოს და ბოლოს. კოცნის დროს, მთელი სხეული ამომიყირავდა, ვერ გაიგებდი ნაწლავები სად მქონდა და კუჭი სად. ოფ ქორს რეზი მიხვდა, რომ გამოუცდელი ვიყავი და კიდევ უფრო დიდი მონდომებით მიკოცნიდა ტუჩებს. ჰაერი, რომ აღარ ეყო მომშორა, მაგრამ მე ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი აზრზე.
-გემრიელი ყოფილხარ.
რეზიმ ტუჩები გაილოკა. ვაი.... ნინი გელაშვილო, მაგარ შარში ხარ. მაშინვე მოვედი აზრზე და იმხელა ძალით გავარტყი სილა რეზის, რომ მე მომძვრა ლამის ხელი.
-როგორ გაბედე.
ხმამაღლა და გარკვევით დავიყვირე.
-ნინი.
მანაც არ დააკლო, მაგრამ ისეთი სიმკაცრე იგრძნობოდა მის ტონში, შემეშინდა.
-პატარავ მიყვარხარ, პირველად ვამბობ ამ სიტყვას, მიჭირს კიდევაც, არ ვიცი ეს როგორ უნდა და ამიტომაც ბევრ სისულელეს თუ გეტყვი არ გაგკვირდეს. მოკლედ პირველად, რომ გნახე ძალიან პატარა იყავი ალბათ 3 წლის, ძალიან საყვარელი, მაშინვე რაღაც მიზიდულობა ვიგრძენი შენთან, მაგრამ მე თვითონაც პატარა ვიყავი და ყურადღება არც კი მიმიქცევია, დიდი, რომ გავიზარდე და შენი შეხებაზე გავიფირქე, მაგრამ იმ დროიდან საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ შენ ჩემი ძმაკაცის და ხარ და ჩემთვისაც ასე უნდა ყოფილიყავი. თითქოს დავიჯერე კიდევაც, მაგრამ რაც დამიანეს მოუვიდა იმის, მერე, რომ გნახე, თითქოს უფრო გაზრდილი იყავი, მაშინვე ამომიტივტივდა ძველი გრძნობები, ვეცადე, რომ სხვაზე გადამეტანა ყურადღება, მაგრამ არ გამომდიოდა, შენზე მეფიქრებოდა ძალაუნებურად. ვხვდებოდი, რომ შენც არ იყავი გულგრილი ჩემს მიმართ და თუ რამეს მაინც გრძნობ, გთხოვ ვცადოთ მაინც.
გაფართოებული თვალებით ვუყურებდი რეზის, რადგან არ მეგონა ამ ბაბნიკობის განსახიერებასაც თუ ჰქონდა გრძნობები. ბევრი არ მიფიქრია ისევ გავიმეორე კოცნა, ვიგრძენი ჩაეღიმა, მანქანის გვრდით სავარძლიდან თავის კალთაში გადამისვა და ახლა უფრო მონდომებით დამიწყო კოცნა. რეზიმ ხელები საჯდომისკენ ჩამიცურა. მე უცებ წამოვენთე.
-ბატონო რეზიკო, ძალიან ნუ შეტოპავთ.
ჩემს ადგილს დავუბრუნდი, რეზის კი ჩაეცინა.
-შენს გამო ამდენი ხანია ვითმენ და ახლა ერთი საუჩქარი არ მეკუთვნის?
ეშმაკურად ამითამაშა წარბები.
-აუ შენ რა გარყვნილი ხარ რაა, მადლობა თქვი საერთოდ, რომ გაკოცნინე.
-მე ვარ გარყვინილი, თუ შენ? რა იცი მე რაზე ვიფიქრე?
-კარგზე, რომ არაფერზე იფიქრებდი ეგ ვიცი.
-ეჰჰჰ, მემგონი შენ უფრო ხარ გარყვნილი, მე საჩუქარში ფშავამდე უსაფრთხოდ ჩასვლა ვიგულისხმე.
-რაღა საჭიროა ფშავი?
-შენ კიდე ვერაფერს ვერ მიხვდი?
კითხვისნიშნიანი თვალები შევანათე.
-მოგიტაცე პატარავ, მოგიტაცეეეე.
-და... მერე... ეგ....
-ხო რასაც ფიქრობ ის.
საოცრად გაოცებული ვიყავი, ნუთუ მე და ის, მე და ის...
-კარგი გეხუმრე, პროსტა რამდენიმე დღს ერთდ გავატარებთ, თუ არაფერი გამოგვივიდა ვეცდებით ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა.
ბოლო სიტყვები სევდიანმა ჩაილაპარაკა, ამ მომენტისთის რას არ მივცემდი, ნუ რათქმაუნდა ვეღარ გვაძელი და მეც სიმართლე ვთქვი.
-მიყვარხარ.
-რა?
-ცუდად ვთქვი? მიყ-ვარ-ხარ.
დავუმარცვლე სიტყვა. აი ახლა არ ვიცი, ალბათ ყველაზე ბედნიერი ვარ. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს შეიძლებოდა ოდესმე მომხდარიყო. ფშავში წავედით, ულამაზესი სახლი ჰქონდა და როგორც გავიგე, ადრე მოდიოდნენ ხოლე აქ, მაგრამ ახლა მარტოები ვიქნებოდით, აღმოჩნდა, რომ მანამდე ვიღაცეები გამოუგზავნია, იმისათვის, რომ ტანსაცმელები და საჭირო ნივთები ამოეტანათ და სახლი მოეწესრიგებნათ. 1 კვირა გვაჩერდით. ამასობაში გადავწყვიტეთ, რომ შეყვარებულობა შეგვერგო და ჯერჯერობთ არ ვაპირებდით დაქორწინებას. ცოტა ვიცუღლუტეთ, ვიმაიმუნეთ და გავერთეთ. შემდეგ კი თბილისში დავბრუნდით.
სალომე:
ახალი წლის დღე:
ეკა და ნიკა თაფლობის თვიდან დღეს ბრუნდებიან. ნინი და რეზი შეყვარებულები არიან, სოფი და სანდროც რაღაცას ცდილობენ, მაგრამ ჯერ მაინც ვერ მივიდნენ შეყვარებულობის ფაზამდე. მე და დამიანე კი ისევ ისე ვართ, გვიყვარს და ვტკბებით ერთმანეთით და შეყვარებლობით, რაღა მაკლია, ლამის უკვე ცოლ-ქმარნი ვართ, ოღონდ ოფიციალურობის გარეშე. ყველანი ფშავში ვიყავით, რეზისთან და აქ უნდა შევხვედროდით ახალ წელს. ეკა და ნიკა კი მალე შემოგვიერთდებოდნენ. მე, ნია, სოფი და ნინი სუფრას ვშლიდით, როდესაც კარზე ზარი იყო, ყველა მაშინვე ეკას და ნიკას ვეცით და არც ვაცადეთ ამოსუნთქვა. როგორც იქნა ყველანი ერთად ვართ და ბედნიერები ვართ. უკვე 12-ის ნახევარი იყო და სუფრასაც შემოვუჯექით.
-სასტავ აბა ახლავე გაერეკთ ეზოშიიი.
რეზიმ თქვა დამიანემ კი შეასრულა და მართლაც, რომ გაგვყარა. ვერ ვხვდებოდით, გარეთ, ამ სიცივეში არ გვინდოდა და თან თოვლში, მაგრამ მთავარი იყო, რომ ერთდ ვყოფილიყავით და დანარჩენი სხვა არაფერი იყო მნიშვნელოვანი. სასმელები გარეთ გავიტანეთ და დათვლაც დავიწყეთ.
-10... 9... 8... 7... 6... 5… 4… 3… 2… 1…
დათვლას მოვრჩით და მაშინვე ცა განათდა, ცოტა არ იყოს გამიკვირდა, რადგან აქ ჩვენს გარდა, თითქმის არავინ ატარებდა ახალ წელს და ამდენი ფოიერვერკი ვის უნდა გეშვა. ცაზე გამოჩნდა დიდი აფიშა, რომელზედაც ეწერა: ,,პატარავ, შენ ღირსი ხარ ბედნიერების!“. ვერ გავიგე ეს რას ნიშნავდა და დამიანესკენ შევტრიალდი, მაგრამ რას ვხედავ, ცალფეხზე დაჩოქილი დამიანე და ლამაზი ბეჭედი.
-პატარავ, წერილში დაგიწერე, რომ მინდოდა გეყურებინა, როგორ ეთამაშება შენი ქმარი, პატარა შვილს და როგორ აგევსებოდა გული სითბოთი ამ დროს, ისიც გითხარი, რომ მინდოდა ეს მე ვყოფილიყავი დააა... ამისრულებ ყველაზე დიდ სურვილს და ნატვრას.
არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე.
-კი... რათქმაუნდა კი...
ადგა, ბეჭედი გამიკეთა, ჩამეხუტა, მაკოცა და ყურთნ მიჩურჩულა.
-პატარავ შენ ღირსი ხარ ბედნიერების.
***
ჩვენი ოჯახი, 5 წევრისაგან შედგებოდა. მე, დამიანე და ჩვენი სამი საოცრება, ორი ბიჭი და ერთი პატარა პრინცესა. დამიანე მართალი იყო, ბედნიერებით და სითბოთი მევსებოდა გული, როდესაც ჩემს 3 ვაჟკაცს და 1 ფერიას ვუყურებდი, თუ როგორ თამაშობდნენ, ასწავლიდნენ პატარა ანას სიარულს, ლაპარაკს და იცავდნენ მას, როგორც ყველაზე ნაბოლარას და გოგოს.
გახსოვდეთ, არასდროს დაკარგოთ, ყველაზე ცუდ სიყუაციებშიც კი იმედი, როდესაც ყველაფერი სიბნელეს აქვს მოცული, მაშინ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ჩამრთელი, რომელიც გაანათებს არემარეს, ამისთვსი მხოლოდ, იმედია საჭირო, მეტი არაფერი. მე დამეხმარა იმედი, იმაში, რომ ცხოვრების მეორე ნახევარი ჩემთან და ამ საყაროში დამებრუნებინა. გიყვარდეთ მთელი გულით და გრძნობით. თუ ვინმე მართლა... რეალურად გიყვართ, არ მისცეთ უფლება, რომ წავიდეს, პირიქით მას ხელი მაგრად უნდა ჩასჭიდოთ და არასდროს არ გაუშვათ, თორემ მერე ინანებთ. ღმერთი გვაძლევს ბედნიერებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენს მას ვკარგავთ. არ დაუშვათ შეცოდა. ყველანი ღირსები ვართ, რომ ვიყოთ ბედნიერები!


გამარჯობაააა. ვიცი, რომ ძალიან დავაგვიანე და თავი არ უნდა ვიმართლო და ძალიან დიდი ბოდიში ამისთვის. ესეც ამ მოთხრობის დასასრული. ძალიან მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები, როგორი გამომივიდა. ვფიქორბ ცოტა გამეწელა დასასრული, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა, ისეთი, როგორიც მე მინდოდა. იმედი მაქვს, რომ თქვენი მოლოდინები გავამართლე და საინტერესო გამოვიდა. მითხარით თქვენი მოსაზრებებიც იმაზე, დავიწყო თუ არა ახალი მოთხრობა. ♥



❤️❤️❤️აუუუ მომეწონა

 


№2  offline წევრი Kingeka

ძაან მაგარი დასასრული იყო!!მე თუ მკითხავ ყველა არის ბედნიერების და ასეთი დასასრულის ღირსი!!!????❤❤

 


№3 სტუმარი ქრისტინა

წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა ❤️❤️მადლობა თქვენ ესე კარგად რომ მოგვიყევით ეს ისტორია ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent