ვნების მსხვერპლი #6
დაგეგმილი საქველმოქმედო საღამო ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც ორგანიზატორებს ჰქონდათ იდეაში, მაგრამ ხელსაყრელი აღმოჩნდა ტელევიზიებისთვის, ჟურნალისტებისთვის და „ჭორიკანა“ საზოგადოებისთვის. კარგა ხანია, მსგავსი ფართო მასშტაბის მქონე სკანდალი არ აგორებულა ქალაქში და ადამიანებს საქმე მიეცათ. უფრო მეტად, მაღალი ფენის წარმომადგენლები ავრცელებდნენ ინფორმაციებს და რეალური უკანა ფონი, რაც მომხდარმა გამოიწვია, არავის აღელვებდა. ფაქტია, გულთანაც არ მიუტანიათ და არც ანაღვლებდათ „სცენის მონაწილეების“ მდგომარეობა. არავის გაუთვლია, რომ იმ საღამოს თეატრი უნდა ყოფილიყო. არ ეცალათ ამისთვის არც „მსახიობებს“ და არც „მაყურებლებს“, მაგრამ უეცარმა ფეხის გადაბრუნებამ ლაფში ამოსვრა განაპირობა. დადგმას ყველამ უყურა: მათ, ვისაც დრო არ ჰქონდათ და სამსახურით დაკავებულნი იყვნენ, ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ; მათ, ვისაც დროის ფაქტორი არ ადარდებდათ სახლში უსაქმურად ყოფნის გამო და მხოლოდ სოციალურ სივრცეებს ადევნებდნენ თვალყურს; ამასთანავე, უბრალო გამვლელებიც არ დარჩენილან თამაშგარე სიტუაციაში; ერთი სიტყვით, დიდმა თუ პატარამ, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა, ყველამ იცოდა „ცხლად მირთმეული კერძის“ გემო - გამორჩეული და საზეიმო დღის წესი. ლანძღვის ფერხულში ჩაბმულნი კვლავ ახალ ამბავს და „საპასუხო რეაქციას“ ელოდნენ, რაც უფრო მეტ ხმაურს და აურზაურს გამოიწვევდა. გუშინდელი პირდაპირი ჩართვები უწყვეტად მეორდებოდა სხვადასხვა ტელეარხზე, თითქოს სამყაროს სხვა საქმე არაფერი ჰქონდა და ყველას ყველაფერი მოეთავებინა. ტელევიზიებს ჟურნალ-გაზეთებიც არ ჩამორჩენია. „სარკე“, „OK“ და „ნავიგატორი“ - ყველას გარეკანს შემდეგი წარწერები ამშვენებდა: „ვახო ზოიძისა და ქეთი ნაკანის ურთიერთობის ამბავი საზოგადოდ გახდა ცნობილი. მწერალ ქალს უეცრად თავსდამტყდარი უბედურება ეწვია, რაც მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებაში გამოიხატება.“ „რატომ გადაწყვიტა ზურა ნაკანმა, ყველასთვის ნაცნობი მწერლის, ქეთი ნაკანის, ძმამ სიმართლე სააშკარაოზე გამოეტანა და ყველაფრისთვის ფარდა აეხადა?“ „რა დაპირისპირებაა და-ძმა ნაკანებს შორის და რა იყო მიზეზი შურისძიებისა?“ - ამ და სხვა მრავალი კითხვებით აჭრელებული იყო ყოველივე. თუმცა, სიმართლე არავინ იცოდა. არც გამომააშკარავებელმა და არც დაზარალებულმა, არც „სცენის მონაწილეებმა“. პასუხგაუცემელი კითხვების არმია ქარბუქივით ტრიალებდა ჰაერში. ყველა ერთად შეუდგა პროფილების გამოძიებას, შესწავლას და რაღაც ხელჩასაჭიდის პოვნას, რაც ამ ამბავს უფრო გაამწვავებდა და გააღვივებდა. ეს იგივეა, ცეცხლზე ნავთი დაასხა წყლის ნაცვლად. შედეგი ყველასთვის სულერთია: არავინ ფიქრობს - ვინ იშანთება? ვის სტკივა? რა იწვის? *** ნაკანი უძრავად იწვა დივანზე, არც კი შეუცვლია ადგილი. თავისი ოთახისა და საწოლის მოყვარულს არ გახსენებია, რომ თავს უფრო მშვიდად გრძნობდა სასურველი დიზაინით შექმნილ სივრცეში, რომლის ყველა კუთხე-კუნჭული მისთვის მყუდრო იყო. ყველაფერს დაეკარგა ქალისთვის აზრი. მხოლოდ შავი ტანისამოსი აკლდა და მგლოვიარედ გამოიყურებოდა, თითქოს საკუთარი თავის გარდაცვალებას ზეიმობდა. რთულია, როცა ყველა აგურის თრევა მარტო გიწევს სახლის ასაშენებლად, მაგრამ კიდევ უფრო საზიზღარი შეგრძნებაა, როცა ფუძესაც გინგრევენ დიდი იარაღით. გაუფასურებული, დაცარიელებული დგახარ და უყურებ საფეხურებად დაშლილ წლებს. თითქოს ვიღაცამ კიბეს ერთი ფეხსადგამი გამოაცალა, მანძილი პირველ და მესამე საფეხურს შორის იმდენად დიდი აღმოჩნდა, ერთმანეთი ვეღარ შეაკავეს და თანმიმდევრულად ჩამოიშალა ყველა, თან იმ რიგის დაცვით, რომლის მიხედვითაც შეაკოწიწე ყველაფერი. თურმე არაფერს ნიშნავდა შენი ბრძოლა, რომელიც საბოლოოდ წააგე თავგანწირვის მიუხედავად. რაღაც ძალიან დიდი და დამანგრეველი უბედურება გამოგზავნა ღმერთმა და შენ ვალდებული ხარ, გაუძლო ამასაც, რადგან იმ მაღალმა ასე გადაწყვიტა, რომ - ყველაფერ ცუდს ყველაფერი კარგი მოსდევს. ვის უნდა დაუჯერო? იმას, ვინც არ დაგეხმარა შენარჩუნებაში? ალბათ, ღმერთს ძალიან უყვარს დრამა და მელოდრამა; მეტი დამაჯერებლობისთვის, რამდენიმე კოვზი „წყევლაც“ გაურია შიგ, რომელიც დროდადრო გადაგძალავს და შეგიპყრობს, რადგან უფლება არ გაქვს - მუდმივად წარმატებული და ბედნიერი იყო. რატომ არ გაქვს? რატომ არავინ არაფერს გაცდის? რატომ გიმეტებს ახლო, სისხლით და სულიერად მოკავშირე ადამიანი? ვის რა უნდა შენგან? - ეს იმ კითხვათა მცირე ჩამონათვალი და აზრთა ჭიდილია, რომელთაც ქეთის გონება მთლიანად დაეპყროთ და არეული, კალაპოტიდან გადმომსკდარი ტალღებივით აწყდებოდნენ ქალის თვალებს. ვინ ტირის? - ვისაც ორმაგად აბიჯებენ, ვისაც სტკენენ. დაიღვარა ნაკანი ცრემლებად. ძლიერ და გაუტეხელ, ქვასავით მაგარ ქალსაც მოუღო ბოლო ყელსმოჭერილმა მარწუხებმა. მორიელის ნაკბენივით მოშხამულს უგავდა სხეული, რადგან სევდა ნაწილ-ნაწილ გულს უღრღნიდა, არ აძლევდა ჰაერნაკადს ფილტვებიდან ამოსვლის საშუალებას; პირის ღრუში შეგუგებული, არასაკმარისი რაოდენობის ჰაერით სუნთქავდა ქალი, ამ მცირეოდენი ჟანგბადით იკვებავდა სხეულს და განცდილ ხრჩობას სუსტად ებრძოდა. ფეხზე წამოდგომის მიზეზი აღარ ჰქონდა. ღამენათევს, თვალებჩაშავებულს, ყველაფერგამოცლილს მიტკლისფერი დასდებოდა სახეზე. გაქრა ის ნაკანი, რომელიც ასხივებდა, ანათებდა, ცხოვრებით და წარმატებით ტკბებოდა, მწვერვალებს იპყრობდა, არ შიშობდა, გამოწვევებს იღებდა და ყველაზე მთავარი - არ ნებდებოდა. მერე კი, ადგა მისთვის საყვარელი ადამიანი და ყველაფერი საშლელით წაუშალა. ან კი რამხელა საშლელი უნდა ყოფილიყო? თუმცა, რამდენიმე სიტყვიანი წინადადებაც საკმარისი აღმოჩნდა უფსკრულში გადასაჩეხად. „ახლა შენ მარტო ხარ. ჩვეულებრივზე მარტოც კი. არ გყავს არავინ, ვისაც შეეკედლები და არ გაგაჩნია რაიმე, რომელსაც დაეყრდნობი; ცოცხლობ, მაგრამ არ სუნთქავ; უყურებ, მაგრამ ვერ გრძნობ; მოულოდნელად ყველაფერი ხელშესახები ხელშეუხებელი და მიუწვდომელი ხდება; განიცდი სულიერ კვდომას და სხეულის დეგრადირებას, უწონო მდგომარეობას; ხარ ჰაერში გამოკიდებული, როგორც მსუბუქი ღრუბელი და დაკარგე ის სიფერადე, რომელიც მუდმივად თან გახლდა. ამ მარტო ყოფნაში ყველაფერი იგულისხმება, გარდა ვინმეს გვერდით დგომისა და დახმარებისა. უყურებ სიტყვათა ხმლით დამახინჯებულ, დასერილ სხეულს; გრჩება შრამები, რომელთა გაუფერულება ვერასდროს მოხდება და ყოველთვის იქნება შენს სხეულზე, როგორც „არდასავიწყებელი ამბავი“; საბოლოოდ კი, ხარ შენ - მხოლოდ შენ და ეს ერთმარცვლიანი სიტყვა მეტისმეტად პატარაა ახალი ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ იძულებული ხარ, არ დაემონო; აისხლიტო ეს ტკივილი ტანიდან, აითალო ყოველგვარი მწუხარება, რომელიც ხავსად გარდაქმნილა და ჭაობად გაქცევს. და თუმცა - მაინც შენ.“ - ტვინში მცირე მონახაზი ჩაინიშნა ქალმა, რომელიც მის სულიერ მდგომარეობას აბსოლუტური სიზუსტით გამოხატავდა. ნაკანი თვლიდა, რომ ძმის ხახაში აღმოჩნდა, რომელმაც ლუკმა-ლუკმა დასაღეჭად გაიმეტა სისხლი და ხორცი. იცოდა, არც ისე იოლი გადასატანი იქნებოდა მისთვის ეს ამბავი, რომელიც ჩირქად მოედო ქვეცნობიერს. *** ზურამ თავის ტკივილით გაიღვიძა. თვალებსაც ვერ ახელდა ნორმალურად, ისე ჰქონდა დასიებული, თუმცა, როგორც ხედავდა, მიხვდა რომ გარემო არ ეცნობოდა. თავი ოდნავ წამოსწია, მაგრამ სიმძიმემ უკან დააგდო და ხელები წაიჭირა. სისხლძარღვების შევიწროებას გრძნობდა და სისხლის ნელ მოძრაობას, რაც ტვინს ფუნქციონირებაში უშლიდა ხელს. სხეული და სახეც სტკიოდა, ყბებს ვერ ამოძრავებდა. ისე იყო ნაცემი, სარკეში რომ ჩაეხედა, საკუთარ თავს ვერ იცნობდა. კვლავ რომ დააპირა წამოდგომა, სიმწრისგან დაიღმუვლა. ხმაზე ბრეგაძე გამოჩნდა და სილუეტს არეული, ბუნდოვანი მზერა შეავლო ზურამ, თუმცა ამოსცნობა არ გასჭირვებია, რადგან ლევანის აღნაგობას კარგად იცნობდა. - რა ჯანდაბა მინდა აქ? ვახ ჩემი, გამისკდა თავი, ბლინ! - თვალები მოიფშვნიტა და უკეთ გამოხედვას ეცადა. - ვაა, გაუღვიძია ბოროტმოქმედ პრინცს. - წინ ჩამოუჯდა ლევანი და სიცილით უპასუხა. - რა ხდება? - დაიცა, შენ რა, არაფერი გახსოვს ტო? - გაკვირვებულმა ჰკითხა ბრეგაძემ. - რა უნდა მახსოვდეს? ახლა არ მითხრა, მეორე ოციათასი დამადე ვალი. ისე, აქამდე ცოცხალი რატომ ვარ? - იმენა, შიგნეულიდან დაწყებული პრო/ჭი ხარ. - ახარხარდა ლევანი. ზურა გაკვირვებული იჯდა და ვერაფერს ხვდებოდა. არ იცოდა, რა მინიშნებებს ეუბნებოდა ლევანი. ჩართულ ტელევიზორს წამიერად გახედა, მისი თავი ამოიცნო კადრში და მიაჩერდა. - ხმა ჩაურთე ტო, რა მივქარე, რას მირტყამს ის ზოიძე, რომ გადამჯდომია ტანზე? ბრეგაძემ ტელევიზორს აუწია და ნაკანი გაფართოებული თვალებით უყურებდა „ახალ ამბებს“, სადაც გარკვევით აჩვენებდნენ მის მონოლოგს, ცემას და თითქმის ყველა ეპიზოდს. - ფილმში მიღებდნენ? დადგა ჩემი პორ/ნოვარსკვლავობის დრო? - ყბადაღებულმა იკითხა ბიჭმა. - არა მგონია, ხუმრობის ხასიათზე იყო ამის მერე. - ვინ დამცინის ასე ტო? - გაბრუება და ტკივილი სულ გადაავიწყდა ზურას, ისე აენთო და წამოიშალა. - შენ - შენ თავს. - ლაკონურად უპასუხა ბრეგაძემ. - ბოლოს მახსოვს, რომ ბარში გაგლეჯვამდე ვსვამდი და ალბათ, ათ ჭიქაზე მეტი არაყი მაინც მექნებოდა გადაკრული. - რავი, რაც სათქმელი გქონდა, თქვი და სიმთვრალეს დააბრალებ თუ არა, შენი გადასაწყვეტია. - ნინოზე და ჩემზეც ვთქვი ტო? - ეე, ყველაფერი - მეთქი. - შეუღრინა მობეზრებულმა ლევანმა. - ვახ ჩემი! ეს რა გამიკეთებია?! - გამწარებულმა მუშტი კედელს მისცხო რამდენჯერმე და ხელი გადაიტყავა. - ოე, რას აკეთებ? ჩემს სახლში ხარ. - ფეხზე წამოვარდა ბრეგაძე. - ჰოდა, შენი დედამოვტ/ყან! - დაუღრიალა უკან მობრუნებულმა ზურამ. - რას აპირებ? - ტუტუცი ვიყო, თუ რამე მახსოვდეს ტო. ფხიზელზე მაგას როგორ ვიზამდი? ასე როგორ მოვექცეოდი ჩემს საყვარელ ქალს და დას ტო? - კაი ახლა, ნუ დამიდგამ აქ დრამას, გაინძერი და გააკეთე რამე. - ოხ, ზურა ნაკანო, შარია შენი არსებობა! - არც გაატ/რაკო. ძლივს გამოგტყავე ზოიძეს. - ვაფშე რისთვის დავიწყე ეს ბაზარი? - ნათურასავით აენთო კითხვა ზურას თავში. - გიკვირს შენი თავის? - ჭკუას ნუ მასწავლი, თორემ სახიდან კანს აგათლი. - კბილებში გამოსცრა ნაკანმა. - მე რომ არ გამომეთრიე იქედან, ჩემს ფეხებს იზამდი, პატარა ბიჭი. - მეკაიფები? რა ღლაპივით მელაპარაკები? კითხვაზე მიპასუხე ჯერ. - კაროჩე, შენმა დამ შენი ვალი გადაიხადა ნაადრევად, მაგრამ მთხოვა შენთვის არაფერი მეთქვა, რადგან არ გქონოდა მისი დახმარების იმედი შემდეგში. გეგონა, მოგკლავდი, რა. ნასვამზე აირიე, ყველა შენ უკან იდგა, არასწორად შეაფასე და ბოლოს გამოვიდა ასე. - ჩემი დედავა/ტირე, რა დამემართა? თან რომ არაფერი მახსოვს, მგონია, ყველა დამცინით. - წინ და უკან მიმოდიოდა ოთახში ნაკანი. დაბეჟილობებისგან გამოწვეულ ტკივილს არ იტყობდა და მხოლოდ ქეთი და ნინო უტრიალებდა თავში, ზოიძე ისედაც არ ადარდებდა. ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რა გაუკეთა მათ. - სერიოზულად, რას აპირებ ახლა? - რას უნდა ვაპირებდე ტო? დაველაპარაკო ჯერ ქეთის და მერე ნინოს. იმენა რა გავაკეთე, ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე. - ვაფშე რისთვის წამაყვანინე იქ თავი? მეთქი - მართლა უნდა ნახვა ტო. თურმე, სად ბანაობ, ბრეგაძე? რა გეგმები აქვს ამ პატარა ბიჭს. - ცალყბად ჩაიცინა კაცმა. - ეგ დედარღნიანი, არ იცი, ვინც ვარ? რას წამათრიე? ან საერთოდ, ამხელა კაცი იდექი და მატყუებდი ტო, რაზე მელაპარაკები? - პულტი ხელში აიღო ნაკანმა და სხვადასხვა არხზე გადართო, ყველგან ერთი და იმავეს აჩვენებდნენ, აღარ ილეოდა ცხელი რეპორტაჟები. - ამათ ხო საქმე არ აქვთ კიდევ, რა. - ხმა გამოურთო ტელევიზორს და პულტი დივანზე მიაგდო. - იცი, რაზე მეშლება ნერვები ტო? მოსულიყავი ჩემთან და გეთქვა კაცურად, აგეხსნა, ხო არ მოხდებოდა ეს ამბავი? - ქალს სიტყვა მივეცი, ზურა! არაკაცობაა სიტყვის გატეხვა და არა - ვიღაც სი/რის მოტყუება. - აბა, რას მეხმარები ახლა? - შენი დის მდგომარეობას რომ შევხედე, იქ როგორ დაგტოვებდი ტო? რა დღეში იყო ქალი, აზრზე არ ხარ. დაინგრა ტო. - ჩემი ქეთი და ნინო, ვახ! - კედლის წინ დადგა ნაკანი და ისევ მუჭების რტყმა დაიწყო გამწარებულმა. უნდოდა, ხორცები დაეგლიჯა საკუთარი თავისთვის, ან საერთოდ გამქრალიყო ისევ რომ არ შეექმნა პრობლემები. - ეე, ახალგაზრდავ, ჩამოამტვრიო საყრდენი კედელი, იქნებ? რას ბოქსაობ? - ნუ შემიძვრები ახლა. პროსტო ასეთი სახით სად წავიდე? სისხლი შემახმა სახეზე, იმენა. ბევრი მირტყი შენც? - ყბებდაჭიმულმა გახედა ბრეგაძეს. - იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. ჩამოიბანე ეგ ძუნძგლიანი პირი. - ცინიზმი არ დააკლო ლევანმა ბიჭს. - სადაა სააბაზანო? მარჯვენა კუთხეში კარისკენ გაუშვირა ხელი და იქითკენ წავიდა ზურა. სახე ჩამოიბანა და უკან გამობრუნდა. - გათეთრებულხარ. - ახარხარდა ბრეგაძე. - გაგინებ ახლა. - მშვიდად, შეჩე/მა, როჟა შეგიქე, რას ახტი? - კვლავ არ შეუწყვეტია კაცს ნაკანისთვის დაცინვა. - კაროჩე, ფული უნდა მასესხო. - რა იყო, ფეხით სიარული გიტყდება? - ტრა/კი არ მაქვს სამაგისო ახლა, მაგრამ ზოიძეს მაინც მოვდებ ერთს. თავში ტვინი არ მქონდა, გალეშილი ვიყავი და იკაცა ბიჭმა. - ტაქსით უნდა იარო, ბეზდელნიკო? - რა ქალივით გამიბი ლაპარაკი ტო? - მერე ისევ შენს დას გადაახდევინებ ამ ფულსაც, თუ დანარჩენ საყვარლებსაც გამოუმზეურებ? - ირონიულად გახედა ბრეგაძემ. - მომეცი, თუ მაძლევ. - დააკონკრეტე ხოლმე, რა მოგცე. - ფუ შენი პიდა/რასტი! - შეუკურთხა ნაკანმა. - აჰა და მარტო იმ გოგონების ხათრით გაძლევ, გამოძვერი მაგ ნეხვიდან, თორემ ყარხარ. - საფულიდან ასლარიანი მიაწოდა ბრეგაძემ. ნაკანს აღარაფერი უპასუხია, სახლიდან გამოვიდა. არც ისე კარგად გამოიყურებოდა, რასაც მისი სახე და ტანსაცმელიც ადასტურებდა, მაგრამ საკმარისი იყო, რასაც სთხოვდა ბრეგაძეს ისედაც. ტაქსიში ჩაჯდა და ქეთის მისამართი უკარნახა. *** კარზე ზარი რომ გაიგონა, ფეხზე წამოდგომის თავი არც ჰქონია. არც არავის სტუმრობის ხასიათზე იყო. მხოლოდ მარტო ყოფნა სურდა. არც კაკუნი რომ არ შეწყვიტეს, ძალაგამოცლილი წამოდგა და კარისკენ წავიდა. დაუფიქრებლად გააღო და ზურას სახის დანახვისას არ უყვირია იმ წუთს, მაგრამ სიმშვიდეც ვერ შეინარჩუნა. - შემომიშვებ? - თავდახრილი იდგა ბიჭი. - რა დაგრჩენია? გაეთრიე, ზურა! - თავი ვეღარ შეიკავა ქალმა და დაიყვირა. - სალაპარაკოდ მოვედი, შენ თავს ვფიცავარ. - რისთვის? თავი რომ გაიმართლო, სამაგისოდ? არაკაცურად რომ მოიქეცი, გახსოვს? - ქეთი შერჩენილ ცოტაოდენ ენერგიას ხარჯავდა და მძიმედ სუნთქავდა. - და დამაცადე ტო, რას გეუბნები, იქნებ, ვა? აქ უნდა მალაპარაკო? - რა გაქვს სათქმელი შენ? - ყველაფერი დაეჭიმა ქალს. - კიდევ ერთი ლარნაკი დამრჩა გასატეხი. - კარგი, ზურა. შემოდი, გატეხე და მიბრძანდი. - ქეთი მისაღებში შევიდა, ფეხზე იდგა, არ დამჯდარა, მოუსვენრად იყო. - შეგიძლია აიღო, დაფშვნა და აქ აღარასდროს დაბრუნდე. ზურა დივანზე ჩამოჯდა, არ მოუსმენია დისთვის და იმ ლარნაკს დასამსხვრევად ბოლო წუთებისთვის ინახავდა. - თუ რამე მახსოვდეს გუშინდელი, შენ თავს ვფიცავარ. - მონასმენი მაქვს ეგ სიტყვები შენგან ათასჯერ, სხვა რა გაქვს სათქმელი? - გაბრაზებას ვერ მალავდა ქეთი. - ჰოდა, ათასმეერთედაც მოუსმინე. გეუბნები, არაფერი მახსოვს - მეთქი. - კარგი, დაგიჯერე. - რატომ არ მითხარი, თუ ბრეგაძეს ფული გადაუხადე? - წარბი ასწია ბიჭმა. - ჩათვალე, სიკვდილის წინ საჩუქარი გაგიკეთე. - აჰ, ანუ, მე მოვკვდი შენთვის, თუ შენ მოკვდი ჩემთვის? - ცინიზმით აღნიშნა ბიჭმა. - ორივე! რა მნიშვნელობა აქვს? წადი აქედან! - ვეცდები, რომ მოკლედ აგიხსნა. დანარჩენი სულერთია. ვატყობ, გადაწყვეტილება ისედაც მიღებული გაქვს. კაროჩე, შენ არ დამეხმარე და ჩავთვალე, ფეხებზე გეკი/დე. ნინომ რაღაცა ერთი მკითხა რა გჭირსო და ვსიო, ჩაიარა, იმანაც ფეხზე დამი/კიდა. ჯერ კაბაზეც რომ ვუთხარი, ეგ არაფრად ჩააგდო. ავდექი, გავილეშე და იმის იქით, რაც მოხდა, ამ დილით გავიგე მეც. - მორჩი? ეს ბრეგაძემ მოგაფიქრებინა? ქეთი გაპატიებსო, გითხრა? - ნერვიულად გაეცინა ქალს. - ბრეგაძე პრიჩომ. ჩვენზე გელაპარაკები, ჩემზე და შენზე. გიხსნი, რომ ამას ფხიზელ ტვინზე არასდროს გავაკეთებდი და შეცდომა მომივიდა. - სულ ეგ ხარ, ზურა? მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია? - დაგიჩოქო? - არა. ჩემი ცხოვრება მინდა დამიბრუნდეს, სადაც გარეთ გასვლის არ მრცხვენოდა და მით უმეტეს, ჩემი არსებობის. ახლა რა ვქნა? შენ იზრუნებ ჩემზე? ამიშენებ ჩემს საოცნებო კოშკებს და ისევ დამაბრუნებ იმ მწვერვალზე, სადაც ვიყავი? იმ საღამოზე რატომ მიმიწვიეს, იცი? იმიტომ, რომ ამისთვის მთელი ცხოვრება ვიბრძოდი; იმიტომ, რომ წარმატებას ჩემი ძალებით მივაღწიე; კიდევ რამდენი იმიტომ რომ, ზურა, იცი? ახლა ვზივარ სულელივით, ვდარდობ წარსულზე და ვერსად ვხედავ ჩემს მომავალს. ვინ ვიქნები საბოლოოდ? ქალი, რომელსაც ერთ დროს ყველაფერი წაართვეს, მაგრამ ძმის მსხვერპლი აღმოჩნდა და ხელცარიელი დარჩა. იცი ეს რას ნიშნავს? შენთვის ყველაფერი სულერთია. არაფერი გადარდებს. საკუთარმა ეგოისტობამ ბოლო მოგიღო და შეგჭამა! აი, ეს ადამიანი ხარ შენ, ზურა! შენ კაცი არ ხარ, ვერც ვერასდროს იქნები, შენნაირებს დამპალი და აოხრებული სული აქვთ, სადაც მივლენ, ყველაფერს ანადგურებენ. ახლა ხვდები რატომ არ მინდოდა შენი გამოჩენა არსად? სიმწრით შეკოწიწებული კარიერა ნულს ქვემოთ ჩამოვიდა უკვე. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი უკან დამრჩა. და შენ ახლა აქ მიზიხარ და მეუბნები, რომ არაფერი გახსოვს? ამ ყველაფრის მერე? კიდევ რამდენი დეტალი გინდა მოგიყვე, ზურა? შენს გაუმაძღარ გონებას, რომელსაც ყველაფრის გაფუჭების და დანგრევის სურვილი აქვს, რა ეშველება? რა მოგიტანა დაუფიქრებელმა ქცევამ? შენმა არაორდინალურმა ცვალებადობამ რამდენი ადამიანი გვიმსხვერპლა? გაგვხადე თუ არა ცირკის მასხარები? რას ითხოვ ჩემგან, გამაგებინებ? ახლა, როცა ვიტყვი ძმის არსებობის მრცხვენია - მეთქი, სრული სიმართლე იქნება და ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს დაგაბრუნებ ამ ზღურბლზე ფეხის გადადგმის წამიდან. იცოდე, მოვკვდი! და არამარტო შენთვის, ჩემი თავისთვისაც, რადგან დავკარგე სიცოცხლე, მამოძრავებელი ძალა და მაცოცხლებელი შემოქმედებითობა. ახლა მხოლოდ იმაზე თუ დავწერ, როგორ ჩაძირა ერთმა მეამბოხე ძმამ მეორე განწირული და. ჰო, ზურა, აი, ესაა მთელი შენი ცხოვრება - სიდამპლით გარემოცული! დასრულდა ყველაფერი და წადი, აღარასდროს მომესურვება შენი დანახვა! არც კი ვფიქრობ, რომ რაიმე გაქვს შესაცოდებელი. შენი წყალობით, ახლა მხოლოდ მე ვარ საცოდავი და გული ისე მტკივა, ვერც კი წარმოიდგენ. შენთვის სულერთია გრძნობები, მთავარია, რაც გინდოდა, აისრულე. ყველა ნაბიჯის საზღაური უკან დაგიბრუნდება, არ უნდა გაგიკვირდეს, როცა მარტო დარჩები და არავინ გეყოლება. იმ არაადამიანს, რომელიც დის კეთილმოსურნე არ არის, ზუსტად ასე ემართება. საშინელი რამეა ხელმოცარულობა. ცუდს არასდროს გისურვებ, მაგრამ ბუმერანგის ძალის სიდიადის მჯერა და ნაბიჯ-ნაბიჯ, დროდადრო ყველაფერს იგემებ თვითონვე. დამარცხდები, ზურა! ან დაგამარცხებენ ისე, როგორც შენ მე! საკმარისია შენი ფარისევლობა და აუტანელი ხასიათი. შენ საყვარელი ქალი არ შეიცოდე, სხვას ვისღა გააღმერთებ? - ცხარე ცრემლებად იღვრებოდა ქალი. დაგუბებული ტკივილი გადმოუშვა და ყელში ოდნავი სითავისუფლე იგრძნო. ხორხში გაჩხერილი სიტყვები ელვის სისწრაფით გამოვიდა გარეთ, რასაც ძლიერი ამოსუნთქვაც მოჰყვა. ქეთიმ შვება იგრძნო, როცა ჰაერი ფილტვებიდან გარეთ გამოიდევნა და არ ნანობდა ჩაყლაპული სიტყვების უკან ამოღებას. ზურა იჯდა გაშეშებული. პირველად ხედავდა მის დას ასეთ სუსტს. ვერც კი წარმოედგინა, რომ ოდესმე ასეთ დღეში ნახავდა ქეთის. ის იყო ქალი, რომელიც ათასი დაცემის მიუხედავად, დღემდე ფეხზე ორმაგი ძალებით წამომდგარა და თავისი სიძლიერე შეუნარჩუნებია, მაგრამ ახლა აბსოლუტური გარდასახვა მომხდარიყო. ბიჭს ეგონა, ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე იცნობდა დას, მაგრამ პირველად მოისმინა მისგან ცხოვრებისეული გულისტკივილი, რომელსაც აგროვებდა წლების განმავლობაში. შიგ ჩააქსოვა ქვეტექსტურად ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამ წუთამდე გამოუვლია, მაგრამ ზურა ნათქვამის მეასედ ნაწილსაც ვერ მიხვდა. მხოლოდ ის იგრძნო, რომ საკუთარი თავი თავისივე არსებობით გაანადგურა. ქეთი იქცა პატარა გოგოდ, რომელსაც ფეხზე კვლავ გასავლელად უკვე დამხმარე სჭირდებოდა და მარტო ვეღარ მოახერხებდა სირთულეებთან გამკლავებას. ზურა ფეხზე წამოდგა, სიტყვაც არ დასცდენია, ზუსტად ისეთივე თუ არა, ნახევრად მაინც შეისისხლხორცა დის ტკივილი და ხმა ვეღარ ამოიღო. ლარნაკი აიღო, მთელი ძალით შეანარცხა კედელს და ნაფლეთებად აქცია. - ახლა მივხვდი, რომ ჩემი გული ზუსტად იმ ნამცეცებს ჰგავს, რომლებსაც ვერ შეაწებებენ. კარამდე მისულ ბიჭს სიტყვები დააწია ქეთიმ. გაიაზრა, როგორ ატკინა ძმას და მარტოდ დარჩენილს ორმაგად მოეძალა დარდი. ერთადერთი რამ კი, ნამდვილად სიამოვნებდა: სიმსუბუქე, რომელიც ამოხეთქილმა ემოციებმა მოუტანა. *** მძაფრი დარტყმებით დახუნძლული იდგა კართან. აჭიანურებდა ზარის დარეკვას, რადგან კიდევ ერთი ხელის კვრა მეტისმეტი იქნებოდა მისთვის. მიუხედავად მტკიცე ხასიათისა და ირონიული იმიჯისა, შიგნეული ეწვოდა ზურას. ვინმეს მისი სხეული რომ გადაეხსნა, დანაწევრებულ გულს იხილავდა, რომელზედაც კარგად იყო გამოხატული, თუ როგორ აწუხებდა და ქენჯნიდა ბიჭს სინდისი. თუმცა, სისულელე იყო თავის მართლება, რომ არაფერი ახსოვდა დღეს დილით, რადგან გუშინ წარიტაცა საკუთარი თავის სიყვარულმა. წუთიერად პატარა ბიჭი გახდა, რომელსაც ზრუნვა სჭირდებოდა და ამან გამოიწვია შემდგომ აფეთქება. როგორია, როცა სიკვდილს ელი? მიუხედავად გამოუხატავი შიშისა, შეუძლებელია, საკუთარ ტვინში ერთხელ მაინც არ გაივლო აზრი, რომ აქ ძვირფასი ადამიანები გრჩება. გაბოროტებს ეს გრძნობა, გულს გიჭამს იმდენად, რამდენადსლაც არამარტო საკუთარი თავის, სხვის ზღვარსაც ჰკვეთ და არ გადარდებს აბუნტებას მომყოლი მოვლენები. საბოლოოდ კი, კარგავ ყველაფერს და უპირველესად, სიყვარულს, რომელსაც წლებია გრძნობ და როგორც იქნა, დაალაგებ. თუმცა, ჰოპ! არაფერი რიგზე არ არის, რადგან შენი მარცხენა მხარე გაიძულებს საკუთარი თავი მეტად გიყვარდეს და უცებ ამზადებ ბასრ სიტყვებს, ქმედებებს. ჯანდაბა! ერთი ხელის მოსმით ანადგურებ ყოველივეს. ბოლო სიტყვები კართან დაყოვნებულ ზურას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. არ სურდა, ენახა საყვარელი ქალი დაშლილი. რომც მოენდომებინა, იცოდა, ნინო არ აპატიებდა. სამამდე დაითვალა და კარზე დააკაკუნა. ონიანი თითქოს კარს იქით იდგა, ოცდაათი წამიც არ დასჭირვებია გასაღებად. მერე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. შეუძლებელი იყო იმ გრძნობათა ამოცნობა, რომელთაც შეეპყროთ ზურაც და ნინოც. - ნი... - ვერ შეხედა თვალებში ქალს ნაკანმა, ვერ გაუძლებდა იმ ტკივილის ამოკითხვას, რომელიც მიაყენა თვითონ. - აქ ვიჯექი, ზურა, კართან ვიჯექი და სულელივით გელოდი. გელოდი, რომ გადამეარა შენთვის და დამენაკუწებინე. დამეფლითე ისე, როგორც შენ გამიკეთე ეს მე. - სიმწრისგან ფრჩხილებს კანში ირჭობდა ქალი. ჩაწითლებული თვალები ირეკლავდა დასახიჩრებულ სულს. - რას აკეთებ ტო? გააფრინე? - ხელებზე ეცა ზურა ნინოს და თავის მტევნებში მოიქცია წვრილი თითები. აწითლებულ კანზე ნაზად გადაუსვა თითის ბალიშები, მერე ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. - გამიშვი, ზურა. არ მინდა, მახსოვდეს. - შენ მაინც მალაპარაკე, რა. მეც მინდა ამოსუნთქვა, იქნებ, რა მაქვს სათქმელი. - მოდი, კართან დავსხდეთ, ვითომ ვინმეს ველოდებით. ჩვენ შემთხვევაში, კეთილი ჯადოქარი იყოს, ან ვინმე დროის მბრძანებელი, რომელიც ამოშლის გუშინდელ საღამოს სამყაროს არსებობიდან საერთოდ. - გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა ქალმა და კართან ჩაჯდა, გვერდით მიუჯდა ნაკანიც. - არაფერი მახსოვს, შენ სიცოცხლეს ვფიცავარ. - ზოიძემ რა გცემა ასეთი, ამნეზია დაგმართა? - მაგას ნუ მიხსენებ საერთოდ. არა, მე ხომ მივქარე, მაგრამ მაგან იმენა... - ზურა, ძალიან მატკინე. - მარტო იქამდე მახსოვს, რომ ბარში უაზროდ დავლიე. - და რა? ეს გამართლებს? ფიქრობ, რომ რამე გამართლებს საერთოდ? - ნი, გამიტყდა რომ არ დაინტერესდი ჩემი პრობლემით, არ ჩამაცივდი, როცა კითხვაზე არ გიპასუხე და მეგონა, ფეხებზე გეკი/დე, რა. მერე იმ წვეულების ამბავი და შენი ჯიუტი ხასიათიც. ისე მოხდა, ყველაფერი გადაივსო, მომაწვა და ასე გამომიხატავს, თურმე, მაგრამ შენ სუნთქვას ვფიცავარ, თუ მახსოვდეს რამე საერთოდ. - დამთავრდა ჩემი ყველაფერი, ზურა. ახლა შენი ადვოკატიც კი, ვეღარ ვიქნები. და რის გამო? შენი ბავშვურობის, აუტანელი ხასიათის გამო. რისთვის არ გაგვიძლია? როდის მოქცეულხარ ასე? რატომ არ მითხარი შენს ვალებზე? რა ჯანდაბად გინდივარ გვერდით, აბა? სექ/სისთვის? მაგის სხვა ქალებიც გყავს. მიყვარხარ, ზურა და იმიტომ გკითხე მაშინაც. რას ელოდი ჩემგან? შენ მე დამიმალე, მომატყუე და მიღალატე. კი, ღალატის ტოლფასია. მერე ადექი, უცებ გამომეცხადე იქ და რას ამბობ სახალხოდ? შენ მე დამცინე, ზურა და დამამცირე. ვიღაც სულელი ქალი გამომიყვანე. რატომ ამირიე ცხოვრება, რა გინდოდა? როცა ძლივს დავლაგდით, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაინცდამაინც მაშინ რატომ მოინდომე არევა და ქაოსის შექმნა? თუმცა, მესმის, ჰო. ეგ შენთვის ბუნებრივია. სისულელეა შენი სიყვარულიც, რომლისაც მართლა მჯეროდა. შენ რომ გყვარებოდი… ზურა, შენ რომ მართლა გყვარებოდი… კარგი იქნებოდა, არა? - ბოლო კითხვაზე ოდნავ გაეღიმა ონიანს. - მე მიყვარხარ, ნინო. არ მითქვამს შენთვის ეს სიტყვა ათასჯერ, მაგრამ ვიცი, რომ იცი თქმის გარეშეც. ვერასდროს ვიქნები ის, ვინც შენ გინდა ვიყო. მე მონტსრი ვარ, რა. შენც შეგჭამე, ქეთიც და საკუთარი თავიც. ყველაფერი ხელიდან გამოვიცალე. - დალევ? აღვნიშნოთ ერთად ყოფნის ბოლო საათები. არ გიკვირს, რომ არ გიყვირი? - ფეხზე წამოდგა და შავი ღვინო მოიტანა. - არ მინდოდა ასე, რა. - დავიღალე. მე ვერ გდევ და ვერ გამოგეკიდები. ყველაფერი გვერდით გადავდე შენთან ურთიერთობით, მაგრამ დაწყებულიც არ იყო, მესამე დღეს დაასრულე. დღეს მეოთხე დღეა. ნეტავ, სანამდე დავითვლი ასე, ზურა? - წინადადება რომ დაასრულა, ღვინო ბოთლიდან მოსვა ნინომ და მერე ზურას გაუწოდა. - აქაც კი შენი გემო შერჩა. საერთოდ ყველაფერის დედაც, რა. - მე წავაგე. შენთან ბრძოლაში დავმარცხდი, ზური. ბოლოს ასე როდის დაგიძახე, არც კი მახსოვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ ვიმეორებდი ამ კნინობით ფორმას, როცა ძალიან მჭირდებოდი ჩემ სიახლოვეს, მაგრამ შეუძლებელი იყო. ახლა ყველაზე მეტად შეესაბამება. აღარ მაქვს ტირილის და ყვირილის ძალა, მხოლოდ სიმწრისგან ვკვდები და ნერვებდაწყვეტილი ვბრაზდები საკუთარ თავზე. გავსულელდი. ვიდრე მოგიგებდი და ჩემ გვერდით იქნებოდი, როგორც ღირსეული მამაკაცი, იქამდე დავეცი და წავაგე. ეს არ იყო ჩვეულებრივი ომი. ეს გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როცა შენ არსებობ და სადაც შენ ხარ, იქ გადარჩენა შეუძლებელია. ყოველგვარი სიწმინდე ისე უცებ ქრება, თითქოს არც უარსებია. მეგონა, გავძლებდი. ვვარაუდობ, წინასწარ გათვალა ღმერთმა ჩვენი ერთად ყოფნის შესაძლებლობა და მხოლოდ იმიტომ მოაწყო ეს სისულელე, სადაც ძლიერები დამარცხდნენ და დაეცნენ. აღზევება კი, არ ხდება. იცი, რატომ, ზური? - იმიტომ, რომ ნინო ონიანი წლის სკანდალის ეპიცენტრში მოხვდა. იმიტომ კი არა, რომ ჩემზე ათი წლის უმცროსი ბიჭი მიყვარს, ეგ სისულელე დოგმაა. იმიტომ, რომ შენ არაფერზე არ იფიქრე და მატკინე. ადამიანზე ყველაფერი მოქმედებს, ყველა წვრილმანი, მით უმეტეს, როცა იურიდიული პირი ხარ. ხომ იცი, არა? ეს საქართველოა, ზური. დაცემულები ვეღარ დგებიან და დამსხვრეულნი ვერ მრთელდებიან. - გულდაწყვეტილი ლაპარაკობდა ქალი და მაინც სიამოვნებას ანიჭებდა ბოლო საათებში საყვარელი მამაკაცისთვის გულის გადაშლა. - მე რატომ არ წავაგე? ორივე თქვენგანთან მივქარე და კიდევ მე არ ვარ წაგებული? - ტკივილიანი მზერით გახედა ბიჭმა ნინოს. - შენში ეგოისტი ახლაც მოქმედებს. საშუალება არ მისცე, ასე დაგამძიმოს და შეგჭამოს ხოლმე, თორემ გამოგეცლებიან ხელიდან ადამიანები. ისეთივე მარტოც კი აღარ იქნები, როგორიც მე ვარ. რატომ იყო ასეთი ძლიერი შენი ამ ქმედების მოტივი, ალბათ, ვერასდროს გავიგებ, თუმცა მესმის, უყურადღებობა ცუდად აისახება ტვინზე - ამას იტყოდი ახლა შენ. - მენანები, ნი. - გვიანია. შუაღამეა უკვე. აზრი არაფერს აღარ აქვს. - მეორე ღვინის ბოთლი არ გაქვს? - მხოლოდ ეს და ამ წუთებით სიამოვნება, აი, რა გაქვს ხელთ ახლა. წესით, შენარჩუნებისთვის იბრძვიან, მაგრამ, სადაც შენ ხარ, იქ ყველაფერი უკუღმაა. - ჰოდა, დროის გამომგონებლის დედას შევე/ცი, ან რომ მოიგონე, გადაახვიე უკან ეგ, რა. არასწორი ეგ. - ხმისაწევით წარმოთქვა ბიჭმა და მუშტი იატაკზე დაარტყა. - ის ნინო ახლა აქ იჯდებოდა, შენი აზრით, ზური? თავზე რამეს გადაგალეწავდა, გცემდა, გაგარტყამდა, გაგაგდებდა, ყველაფრისთვის პასუხს მოგთხოვდა, დაგტუქსავდა და მე ისე დავსუსტდი, შენ თავს გეფიცები, აქედან ადგომაც კი არ შემიძლია ახლა. ჩემი დიდი ნაწილი წაიღე და წამგლიჯე. - ასე არ არის ტო. შენ ხომ მაინც გესმოდა ჩემი? განძრახ არ გამიკეთებია ტო. - შენ ქმედებას მიხსნი, მე - შედეგს. შედეგი კი ისაა, რომ შენ არც ერთი საკმარისად არ გყვარებივართ. ზურამ ბოლო ყლუპი ღვინო მოსვა, დროს ტყუილად წელავდა. - შენი წასვლის დროა, ზური. დაგემშვიდობები და თუ ოდესმე დღევანდელზე მეტად დამსხვრეულს მნახავ, არ გადაწყვიტო ჩემთვის ხელის შემოშველება. - ფეხზე წამოდგა ნინო ზურასთან ერთად. - აი, ამ ღვინის ბოთლს გაგატან, შეხედე ხოლმე და გაგახსენდები. მგონი, ტკბილი მოგონება იქნება და თან - ერთადერთი. მეტზე ვერ წავედით, ვერ მივწვდით სიმაღლეს. ყველაზე შეუფერებელი წყვილი ვართ. - კარები გააღო ქალმა და სახელურს ჩამოეყრდნო. თავს არ აძლევდა ოდნავი მოდუნების საშუალებას, თორემ ტირილი ნამდვილად შეეძლო. - ჩვენ დავბრუნდებით, როდესაც ეს გაივლის. - დაგემსხვრევა ეგ ბოთლი, ნაკანო. ვერაფერი გაგვიძლებს. - ჩაგეხუტები, რა. - მავედრებელი ხმა ჰქონდა ბიჭს. უყურებდა მის საყვარელ ქალს, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა უწინდელ ნინო ონიანს. მხოლოდ გარეგნობა ჰქონდათ საერთო. გული უკვდებოდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი თავად იყო, მაგრამ შეცდომებზე პასუხისგება მხოლოდ მაშინ გვინდება, როცა აზრი ეკარგება ამას და არა მიწისძვრის მომენტში, როცა სიტყვები ფშვნიან ყველაფერს. ნაკანმა ძლიერად ჩაიხუტა ონიანი. კანში შეიძვრინა, ქსოვილებში ჩაურთო და შემოინახა, რომ გაეძლო. - ისწავლე რას ნიშნავს გყავდეს ღმერთი, ზური. შორიდან გკოცნი და გატან. - იქვე, პირველივე კიბეზე ფეხჩადგმულ ზურას სიტყვები გააყოლა ნინომ. *** ზურას ესიკვდილებოდა ისევ ბრეგაძესთან მისვლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რაღაცით უნდა დაეწყო, რომ დაებრუნებინა ძველი დრო. ამის გამო, მსხვერპლის გაღება მოუწევდა და ნერვების დაგლეჯის ფასადაც დაუჯდებოდა ლევანის დაცინვის და მასხრად აგდების ატანა. თუმცა, ზურას მიზანი უმთავრესი იყო, ისევ მის გვერდით უნდა ყოფილიყო ქეთი და ნინო. კარზე ზარი დარეკა და დაელოდა ლევანს. - რა ჯანდაბა გინდა შენ ტო? - გამომაპანჩურეს. - მოკლედ უპასუხა ბიჭმა. - მერე მე დედაშენი ვარ, თუ რას ითხოვ ჩემგან? - აუ, ნუ გაატრაკე, სალაპარაკო მაქვს შენთან. - ხელი აიქნია ზურამ და სახლში შევიდა, დივანზე ჩამოჯდა. - ში/გ ხომ არ გაქვს? აუდე ახლა აქედან, დედა ტერეზები სხვაგან მოძებნე. - კაროჩე, სამსახური უნდა მიშოვო, რა. გატყაული და ჯიბეცარიელი ხო არ ვივლი ტო? - აუფ, გენიოსო! კაზინოში გინდა მუშაობა? - ხმამაღლა გაეცინა ბრეგაძეს. - რა კაზინო ტო, ჯერ ყველგან გაშავებული ვარ და უნდა გამოვძვრე მაქედან. - ბევრი დაგრჩა ვალი? - რვეული ქეთისთან დავტოვე, თორემ განახებდი. სავსეა, მგონი. - რა აცინებდა, თვითონაც არ იცოდა ნაკანმა. - იყნოსე ახლა ნეხვი. - სამსახურს მიპოვი, თუ არა? ლევანი ალტერნატივებზე ფიქრობდა. ჰყავდა ნაცნობები, მაგრამ ზურას ახირებული ხასიათის გამო საშიში იყო, ვინმე სხვისთვის დახმარება ეთხოვა. - კაროჩე, დისშვილი მყავს, რა. ახლა ძიძა მყავს იმისთვის აყვანილი და იმას დაჰყავს ბაღში, თუ სხვაგან, სადაც დასჭირდება ბავშვს. აქამდე ვერ დავითანხმე ის ქალი, რომ მანქანით მეტარებინა და მძღოლი მეპოვა. მირჩევნია, ტაქსით ვატარო მარტოო. ჰოდა, იყავი პატარა ანაბელის მძღოლი, წაიყვან ბაღში და წამოიყვან, დაველაპარაკები ძიძას. თვითონ გეტყვის, რაც დასჭირდება ხოლმე. პროსტო, თუ რამეს მიქარავ, ვაფშე წახვალ. არ გნახო ნასვამი, ან მოთამაშე, თორემ პიზდეცი გაქვს, იცოდე. პატარა ბავშვს განდობ, მაგრამ ფეხდაფეხ გაგაკონტროლებ. - ვახ, ჯიგარი ხარ ტო! - გულით გაუხარდა ზურას ახალი ამბავი. სულერთი იყო, სად იმუშავებდა, უბრალოდ ფული სჭირდებოდა და დროდადრო ვალებსაც გადაიხდიდა, კალაპოტში ჩადგებოდა. - მაგრამ თან მიტყდება, რა. რა პონტია, შენ უნდა გადამიხადო ხელფასი. - ნუ აჩმახებ. მთავარია, აზრზე მოდი და აღარ ჩაისვარო. - ჭკუას ნუ მარიგებ, მივხედავ ყველაფერს და ისედაც ვაპირებდი. პროსტო გუშინს მერე, მით უმეტეს. ქეთისთვის ის ფული დასაბრუნებელი მაქვს. რამდენი წელიც არ უნდა დამჭირდეს, უეჭველი უნდა მივცე უკან, რა. - ჯერ შენი თავი გამოასწორე, დანარჩენს ეშველება. - ვახ, რა! - ეე, კარგი ახლა ტო, რას ჩააცივდი? დაელოდე და დალაგდება ყველაფერი. - ჩემნაირს რომ ეხმარები, არ გიტყდება? - სიცილით ჰკითხა ზურამ. - ვაფშე რომ გიცნობ, ის მიტყდება, მაგრამ უბედური ხარ და მერე მეც შემაწუხებს ჩემი ნამუსი. - სიცილითვე დაუბრუნა პასუხი ბრეგაძემ. - ჯიგარი ხარ ტო, მართლა! ბრეგაძემ მაცივრიდან ორი ქილა ლუდი გამოიტანა, ერთი ზურას ესროლა. - პახმელიის თავიც არ მაქვს, ისე ჩამწიხლეს დილიდან. - ცივი ლუდი მოსვა ნაკანმა და ესიამოვნა. - ტელევიზიებს მივხედო? ქეთის არ ექნება ახლა მაგის თავი. - იკითხა ბრეგაძემ და გონებაში ყველა ნაცნობი გაიხსენა, რომელიც ამ საქმით იყო დაკავებული. - გყავს ნაცნობები ტო? - გაკვირვებულმა იკითხა ზურამ. - მივხედავ მაგ საქმეს, დავრეკავ რედაქციებშიც, ძველ მეგობრებს მოვიკითხავ და გავიხსენებ. - ვახ, ჯიგარი ხარ, იმენა! ცოტა ხანი კიდევ ილაპარაკეს, მორიგდნენ ყველაფერზე. მერე ზურა წამოვიდა და თავის ბინაში წავიდა. გამოფხიზლების დრო იყო. *** ხურცია დიდხანს ეძებდა ქეთის მისამართს და ბოლოს, როგორც იქნა, საერთო ნაცნობიდან გაიგო, რომელიც არცთუ ახლო მეგობარი იყო ქალის. საღამო იყო, როცა ნაკანს ეახლა შამპანურით ხელში. ქეთიმ კარი გააღო თუ არა, ელდა ეცა, როცა დავითი დაინახა. დღეისთვის მეტისმეტი იყო. ნერვებდაჭმულს აღარ ჰქონდა ლაპარაკის თავი, მით უმეტეს, მასთან და მზერაზეც შეეტყო. უსიამოვნება გამოესახა სახეზე. ყოველთვის ერთი სული ჰქონდა, თავიდან მოეშორებინა ხურცია, მაგრამ არა და არ ნებდებოდა კაცი. ეს უფრო ზიზღს იწვევდა ნაკანში, ვიდრე მადლიერებას. იძულებით შემოიპატიჟა შინ ქალმა და ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე. თუმცა, ოსტატურად მაინც ვერ თამაშობდა. - ქეთი, ვიცი რომ თავს ცუდად გრძნობ, მაგრამ ყველაფერი დროებითია. აუცილებლად დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს შენი ცხოვრება. ნაკანს გაეცინა. ეს იყო გამხნევება, რომელიც სიმართლეს არ ასახავდა. - სისულელეა, დავით. ყველაფერი დასრულდა და წყალმა წაიღო. - ხომ იცი, დროებით აჟიტირდება საზოგადოება, მაგრამ ცოტა ხნის მერე ყველას მიავიწყდება. - მე არ დამავიწყდება! -კატეგორიულად თქვა ქეთიმ. - რთულია ტკივილის მოშუშება, მესმის. - დამშვიდებას ცდილობდა ხურცია, მაგრამ არც ისე კარგად გამოსდიოდა. უფრო აღიზიანებდა ქალის ტვინს, რადგან უსუსურად გრძნობს თავს. - არავის არაფერი ესმის, დავით. ყველანი მარტო ვართ საკუთარი თავის წინაშე, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ გვერდით ახლო ადამიანები გვყავს. ჩირქი არსაიდან მოგეცხება ხოლმე. - გატყობ, ძალიან გატკინა გული მომხდარმა. - ადგილი შეიცვალა ხურციამ და ქეთის გვერდით დაუჯდა. ნაკანს ეხამუშა ეს ქცევა. მიხვდა, სარგებლობდა კაცი მისი ტკივილით ახლა და სათავისოდ იყენებდა ამ ნუგეშისცემას. - ჰო, ნამდვილად რთული აღმოჩნდა. - მობეზრებულად უპასუხა ქალმა. ცუდად მოქმედებდა მასზე დავითის სიახლოვე. - ქეთი, მინდა, დაგეხმარო. - საჭირო არ არის, დავით! არავის დახმარება არ მჭირდება, საცოდავი და შესაბრალისი არაფერი მჭირს! - უცებ წამოინთო ნაკანი. - მე ეს არ მითქვამს, მხოლოდ გვერდით დგომა ვიგულისხმე. - დავით, ვიცი, მშვენივრად გესმის, როგორი დამოკიდებულებაც მაქვს შენ მიმართ. ვცდილობ, არ გაგანაწყენო და უსიამოვნება არ მოგვივიდეს. - ამ მდგომარეობაში, ბუნებრივია, რომ ჩემს დახმარების სურვილს პირიქით აღიქვამ. დარწმუნებული ვარ, კარგი ურთიერთობა გვექნება. - თავი მომაბეზრეთ უკვე ყველამ! ყელში ამოვიდა ამდენი ფარსი! - სიმშვიდე ვეღარ შეინარჩუნა ნაკანმა. - ვერ ვიგებ, რა გაცოფებს, ქეთი. მომწონხარ და რა არის ამაში ცუდი? ქალს პასუხი რომ უნდა დაებრუნებინა, კარზე ისევ ზარი გაისმა. დღეს ცუდად ჰქონდა დაცდილი კარის ხმა და სწრაფი ნაბიჯებით, სახეზე აწითლებული გაემართა. - შენ? - ჰო, მე. - თვალებში ჩააშტერდა ბრეგაძე. - რატომ შენ? - კარში გაიწია ქეთი და შემოატარა შიგნით ლევანი. ბრეგაძე გახევდა. ხურციას დანახვამ გააგიჟა და ტვინი აუფეთქა. ბრაზი მოაწვა და ლამის დაუსკდა ყელის ძარღვები: - სტუმარი გყოლია. - ირონიულად ჩაილაპარაკა. - მოვრჩით საუბარს. დავით, ნახვამდის! - ცივად თქვა ქალმა და ხელი ღია კარისკენ გაუწოდა. ხურცია ფეხზე წამოდგა. თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როცა ნაკანმა კინწისკვრით გამოაგდო გარეთ და არანაკლებ გაბრაზდა თვითონაც. არ აპირებდა, ქალის წინაშე კვლავ დაემცირებინა თავი, ამიტომ უკანმოუხედავად წამოვიდა იქიდან და გადაწყვიტა, აღარასდროს შეეწუხებინა ქეთი. მიუხედავად იმისა რომ ქალს პირდაპირ არ უთქვამს არაფერი, აგრძნობინა რომ არ მოსწონდა ხურცია, როგორც მამაკაცი. არც ერთი თვისება და ხასიათის შტრიხი მათ საერთო არ ჰქონდათ. ქეთისთვის ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან თავბრუდახვეული მამაკაცები ხშირად აწუხებდნენ. ასეთ კრიტიკულ მომენტში კი, დავითი შერჩა ხელთ, რომელიც უხეშად მოიშორა. ბრეგაძე სანახაობით კმაყოფილი იყო და დივანზე იჯდა. - შენც ჩემი დახმარება გინდა? - ირონიულად იკითხა ნაკანმა. - იმათში თუ არ გამრევ, მადლობელი დაგრჩები. - ასეთი ბედი მაქვს, მხოლოდ იდიოტ ადამიანებს ვიზიდავ. - არასწორ ადამიანებს ირჩევ, უბრალოდ. - რჩევების სათქმელად მოხვედი? - რაღაც უნდა აგიხსნა და მიხარია, რომ მაგ ტიპს ჩემ ჩარევამდე გააჯ/მევინე. - დაიძაბა ბრეგაძე და თავი შეამზადა სალაპარაკოდ. - შენ რა შუაში ხარ? ბრეგაძე ფეხზე წამოდგა და წინ დაუდგა ნაკანს. სახე ახლოს მიუტანა. ცხვირით ყველა ნაკვთი შემოიარა და გაშეშებულ ქალს ყურადღება არ მიაქცია. - ქეთი… - ორი თითით შიშველ მკლავს ჩამოუყვა და დაბუსუსებულმა კანმა სულ გააგიჟა. - ამ ხალხის გადამკიდე დავაგვიანე. - რას აკეთებ? - ძლივს მოითქვა სული ქალმა. - გეფერები, როგორც ამის საშუალება არსებობს და ახლა ბევრად მეტი, ვიდრე აქამდე. - შენ… - რა მე, ქეთი? - შენც სარგებლობ? - ნუ გამრევ - მეთქი. - არ სიამოვნებდა ბრეგაძეს მასების რიცხვში მოხვედრა. - იმ დღეს, როცა კაზინოში მოხვედი, ამაფეთქე და დავიწყების საშუალება არ მომეცი. - თმა ყურს უკან გადაუწია და ცხვირის ყელისკენ მიიწია. - ამ თამაშ-თამაშში და შორიდან თვალიერებაში დრო გამეფლანგა. ხომ არ მოვიდოდი და გამოგეცხადებოდი მოჩვენებასავით? რაღაც ხომ უნდა ყოფილიყო საწყისი? ეგრეა, რა. პირველივე დღიდან დაგდევ. - რას ნიშნავს ეს, ლევან? - იმას, რომ… - ქალის ყელთან ამოიხვნეშა ნაკანმა. - რომ არაფერია რიგზე. მომბეზრდა პრო/ჭივით უკან ჩუმად დევნა და შენი კონტროლი. უუფლებობამ შემჭამა და გული გამომიღო. სხვებთან ერთად ყურებამ გამამგელა. ჭკუიდან გადამიყვანა იმან, რომ ყველა ირგვლივ გყავდა და… - ტუჩები ქალის ყელს მსუბუქად მიაკრო ბრეგაძემ და ასე ახლოს შეგრძნებამ ერთიანად შეშალა. - არ მინდა იფიქრო, რომ შენით ვსარგებლობ. თუნდაც, ამ ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი, რომ შენი სისუსტე და ტკივილი გამომეყენებინა. არ შემიძლია, ახლა მარტო დაგტოვო. ისევ შორიდან დახმარებას, მირჩევნია, აქ ვიყო, სიმართლე გითხრა. რას ვიცდიდი ვაფშე აქამდე? ან ის გამოყ/ლევებული ზოიძე საიდან მოთხარე? და აი, ეს უუფლებობა... - ყბაზე აკოცა ქალს, ყურს ქვემოთ. - ვერ გაგიმეტებ მარტოობისთვის. - შენ ისე იქცევი, როგორც მანიაკი. მეუბნები, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შორიდან მითვალთვალებდი. - ჰო, ეგ არ არის ნორმალური, მაგრამ ჩემნაირი ადამიანისთვის აქამდე არ მემეტებოდი და მეგონა, რაღაც აკვიატების მსგავსი იყავი. მერე მივხვდი, გავაფრინე. - სიტყვა დაასრულა ბრეგაძემ და ტუჩებთან ახლოს მიიწია, რამდენიმე მილიმეტრი აშორებდათ მხოლოდ. - ვერ გაუძლებ შორიდან უყურო, როგორ სტკივა შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს და სადღაც სიგიჟის ზღვრამდე მიგიყვანს ეს. - ცხვირით ცხვირზე ოდნავ შეეხო და არ გამორჩენია მხედველობიდან ნაკანის აკანკალებული სხეული. - შენ უნდა იცოდე, რომ მე გყავარ. - ეს თქვა და ქალის ტუჩებს შეეხო ბრეგაძე, უკოცნიდა მაგიური გრძნობით აღსავსე და დიდხანს დანატრებული. ორ სხეულში ერთნაირი პროცესები დაიწყო. მაგნიტურად იზიდავდნენ ისინი ერთმანეთს. ნეტარებით ეალერსებოდა საყვარელი ქალის ტუჩებს ლევანი და მასთან ერთად შინაგან აფეთქებას განიცდიდა. - ის ფოტოები რომ გაჩვენე კაზინოში, ათასობით მაქვს მსგავსი ჩემს სახლში. - რომ მოსწყდა ქეთის, შუბლი შუბლზე მიაბჯინა და სიმართლის თქმის შემდეგ, ცხვირზეც აკოცა. ქალის სხეულს თვითონ იჭერდა, დაკარგულ წონასწორობას კი, არც ერთი აქცევდა ყურადღებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.