სიგიჟის ზღვარზე (5 თავი)
თორნიკემ ბექას მოქნეული მუშტი აიცილა და სანამ ბექა აზრზე მოვიდოდა საყელოში ჩაავლო ორივე ხელი და თავი ჩაარტყა სახეში, ბექას სიმწრისაგან ხმა აღმოხადა, თორნიკემ ხელი გაუშვა გონს რომ მოსულიყო -ამის დედაც-ამოიყვირა და ცხვირზე წაივლო ხელი, ტკივილისგან სახე არეულმა ბექამ -შეწყვიტე ეს სისულელები და წადი აქედან-უყვირა მიამ მომღიმარ თორნიკეს -რახდება დაო-ნატა მიას დაუდგა გვერდით -ბეჭედი გინდა?-გოგოებს ზემოდან გახედა ბექას ირინიულად მომღიმარმა თორნიკემ-მოდი და წამართვი -ხელები გულიბრყვილოდ გაშალა და თავის იქს ხუთში ჩაჯდა, გოგონები მაშინვე ბექას მიუბრუნდნენ -არ წახვიდე-ნატა გადაუდგა -არ აყვე -შემეშვით-დაყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბექამ და საჭეს მიუჯდა -არ წახვიდე-მია ბექას მივარდა და კარს დაეჯაჯგურა -გესმის ბექა?-ბიჭმა ამღვრეული თვალებით გამოხედა გოგონას და მინა ასწია, გაბრაზებულმა გოგონამ ხელი დაარტყა აწეულ მინას და შემოტრიალდა გაბრაზებული, თორნიკემ უმალ ადგილს მოწყვიტა მანქანა და ბექაც აედევნა თავის პრადოთი -ორი იდიოტი-ამოიყვირა მიამ -ორი კრეტინი, ჯანდაბა-მიას ცრემლები მოაწვა ბრაზისგან -გაჩერდი-ნატას ყვირილმა მია გააოცა და დას შეხედა, ეგონა მას დაუყვირა-მია წამოდი ჩქარა-ნატა, ნიკას მანქანაში ჩაჯდა რომელსაც გადაუდგა და აიძულა გაეჩერებინა, დასაც კარი გაუღო და მია რომ დაჯდა დაიყვირა -მიდი გაზს მიაჭირე-ნიკას გაეცინა და შეასრულა მისი მოთხოვნა -დიდიხანია წავიდნენ? -ესეიგი იცოდი?-შეიცხადა ნატამ -ზუსტად არ ვიცოდი რას გეგმავდა -იდიოტია ეგ შენი ძმაკაცი -ცოტა გიჟი-გაუსწორა ნიკამ და სარკიდან გახედა ნატას -ცოტა-ჩაიდუდუნა უკმაყოფილოთ ნატამ და სამივეს გაეცინათ -აი ვხედავ-მიამ იყვირა რადგან ნიკას თვალები სარკეში დარჩენილიყო-მგონი იინიმარიან -მგონი-დაეთანხმა დაბნეული ნიკა და სიჩქარეს მოუმატა, მაგრამ ოდნავადაც ვერ დაეწია წინ მიმავალ აწყვეტილ მანქანებს, თუმცა თვალთახედვიდან აღარ დაუკარგია და შორიახლოდან მისდევდა -რაუნდა ამ შენს ცოტა გიჟ ძმაკაცს?-ნატა გაბრაზებით ელაპარაკებოდა ნიკას -არვიცი-ნიკამ მხრები აიჩეჩა-ეტყობა შეყვარებულია -მის გარდა არავინ არ ყოფილა შეყვარებული?-ნატა ისევ ნიკას ეჩხუბებოდა -ჩემ დას ბეჭედი აართვა და პერსპექტიული სასიძო საჩხუბრად გამოიწვია-ნატა არ ჩუმდებოდა, ნიკა კი სარკიდან უყურებდა და ეღიმებოდა მის გაბუსულ სახეზე -ისე ცოტა ჭკვუის სწავლება არ აწყენს მაგ თავხედს-ნატამ ვერ მოზომა სიტყვები და მიამ უჩქმიტა-აუ-დაიყვირა სიმწრისგან და გაჩუმდა, ნიკას გაეცინა, ცოტახანში თვალიდან დაკარგეს ორივე შეშლილის მანქანები -კანდაბა სადღაც გადაუხვიეს-გაბრაზდა ნიკა და სიჩქარეს მოუმატა უფრო -გაჩერდი-იყვირა მიამ და ნიკამ მკვეთრად დაამუხრუჭა იმავე წამს -ჯანდაბა-ნატამ წინა სავარძლის საზურგეს მიარტყა თავი მოულოდნელი დამუხრუჭების გამო -ვწუხვარ-ნიკამ ღვედი მოიხსნა და ნატასკენ შეტრიალდა -არაუშავს-შეხედა თვალებში მომღიმარ ბიჭს და მალევე აარიდა მზერა-მია-იყვირა როცა შენიშნა რომ და მოჩხუბრებისკენ გარბოდა და დას აეკიდა, ნიკამ ორივე დას გადაუსწრო და მოჩხუბრებთან მივარდა მაგრამ ერთმანეთს ისე ჩაფრენოდნენ რომ ნიკამ ვერაფრით შეძლო ერთმანეთისგან დაეშორებინა, თორნიკემ ბექა მანქანის წინა ცხვირს შეახეთქა, გადააწვინა ზედ და მუშტი დაარტყა სახეში რამდენჯერმე, ნიკამაც ისარგებლა ამ მომენტით მეგობარს ეცა და აიძულა ბექასთვის ხელი გაეშვა, რითიც მაშინვე ისარგებლა ბექამ, გასწორდა და ისე თორნიკესკენ გაექანა, არც ის დარჩა ვალში, ნიკას ხელი კრა უხეშად და გვერძე მიაგდო რის გამოც ბექას მოქნეული მუშტი იგემა ცხვირპირში, უმალ სისხლი წასკდა გახეთქილი ტუჩიდან, ხელი დაიდო და გაეცინა, შემდეგ მაჯით მოიწმინდა სისხლი და თავი გაავარჯიშა მოემზადა თითქოს და მოულოდნელად მოხრილი ბექა დაეტაკა, თორნიკე მანქანას შეახეთქადა წელზე შემოაჭდო ხელები უნდოდა წაექცია მაგრამ თორნიკემ მუხლი აარტყა სახეში და ბექამ უმალ გაუშვა ხელი, თორნიკემ დაარტყა კიდევ სახეში მუშტი და შექანებულ ბექას ჩააფრინდა, მალევე წააქცია ზემოდან მოექცა და იქამდე ურტყა სანამ ნიკამ არ აათრია გააფთრებული თორნიკე, გოგონებს ნიკამ მათთან მიახლოება აუკრძალა იმ მიზეზით რომ მათი ჩარევა უფრო გაამწვავებდა ბიჭების ჩხუბს, ამიტომ მოშორებით იდგნენ და შეშინებულები ადევნებდნენ თვალს მათ ჩხუბს, ნიკამ თორნიკე გამოათრია თავისი მანქანისაკენ, თორნიკემ ახლა შენიშნა გოგონები, მიას მიაჩერდა, გოგონამ ერთი შეხედა და უმალ აარიდა თვალი თუმცა გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას, თორნიკე და ნიკა მათ მიუახლოვდნენ -მაგრად სცემე-ნატას გაეცინა, თუმცა თორნიკეს მისთვის არ შეუხედავს ისევ მიას უყურებდა გამომწვევი მზერით, მიამ იგრძნო ეს მზერა და უმალ შეანათა მწვანე თვალები მის ამღვრეულ თვალებს, თორნიკემ ხელი მომუშტა მეტად და მიასკენ გაიწვდინა, სამივე ი სტიქტურად მის ხელს მიაჩერდა, თორნიკემ ხელი გაშალა და მია გაოცდა, მის ხელისგულზე თავის ბეჭედი რომ დაინახა -როგორც ამას ვერ წამართმევს ისევე შენ თავს ვერ წამართმევს, ვერ ეღირსება ვერც ამ ბეჭედს და ვერც შენ თავს -დაისისინა თორნიკემ ისე რომ ის და მია კვლავ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს გამომწვევად -ვნახოთ ვინ ვერ ეღირსება ნაბიჭ.-იღრიალა მომავალმა ბექამ, რომელიც ძლივს იმორჩილებდა სხეულს რომარ წაქცეულიყო -ეტყობა არ გეყო-არ მიბრუნებულა თორნიკე ისე გასძახა და მერე თავი მიატრიალა მისკენ ნაგლად -საკმარისია-დაიყვირა მიამ და ყველა მას მიაჩერდა -გეყოფა შეწყვიტე -მია თორნიკეს უყურებდა პირდაპირ თვალებში -მხოლოდ შენს გამო-თორნიკემ ხელიმწაიღო მისკენ და ოდნავ შეეხო თმაზე, მიამ თავი გასწია მაშინვე და წარბები შეყარა, თორნიკემ ბექას გახედა-ჯერ არ დაგვიმთავრებია -მიაძახა და ნიკას აართვა მანქანის გასაღები და წავიდა, მერე გაჩერდა და ისე რომ არ მობრუნებულა ნიკას დაუძახა -გოგოები ჩემი მანქანით წამოიყვანე-მერე თავისი მანქანის გასაღები ესროლა დაბნეულ ბექას, და წავიდა, მანქანაში ჩაჯდა, ადგილზევე შემოაბზრიალა და სახლისკენ გაემართა -ეს რა იყო-ნატა გაოცდა და გაეცინა, მერე ბექას გახედა რომელიც თავის მანქანაში ჩაჯდა სახე ალეწილი და კარი ისე მიაჯახუნა სამივე შეხტა მოულოდნელობისგან, დაქოქა და გაზს მიაჭირა , გოგონებს რომ გაუსწორდა დაამუხრუჭა და დაიყვირა -მია წამოდი-და მიას მიაბჯინა მკვლელი თვალები -მე და ჩემ დას ნიკა წაგვიყვანს-ნატა გაბრაზდა -მია დაჯექი-დაიყვირა გააფთრებულმა, მია შეხტა, -ჩემი და შენთან ერთად არ წამოვა-დაიყვირა ნატამ -მია დაჯექითქო-ბექამ გაიმეორა დამარცვლით და თან დაბნეულ მიას თვალს არ აშორებდა, მიამ ნაბიჯი წადგა მაგრამ ნატამ გაჩერა და, ხელი ჩაავლო და დაბნეული გოგონა თორნიკეს მანქანისაკენ წაიყვანა -რას აკეთებ?-მიამ დას შეხედა -მაგ შეშლილთან მარტოს არ დაგტოვებ-კარი გააღო მანქანის და ფაქტიურად ძალით შეაგდო ნატამ, ნიკა საჭეს მიუჯდა და ადგილს მოწყვიტა მანქანა -ისე რო იცოდე, მე და მიას მაგრად დაგვერხევა სახლში -მართლა ვწუხვარ ასე რომ მოხდა, ისე რომ იცოდე მეც მაგრად დამერხევა ამ ამბების გამო-ნიკამ ნატას ისევ უკანა ხედვის სარკიდან გახედა, ნატამ თავი არ გაისულელა კვლავ და ახლა თავადაც გახედა სარკეში მის თაფლისფერ თვალებს, ნიკას გაეღიმა ეშმაკურად და გზას გახედა, არ ეთმობოდა კია ნატას თვალები მაგრამ გზის ყურება სავალდებულო იყო... გოგონები სახლამდე მიიყვანა და სახე აერია როცა კართან მარინა და ლაშა შენიშნა -გამაგრდით-გაეცინა ნატას და პირველი გადავიდა მანქანიდან -გადმოდი-ლაშა ნიკას წამოადგა თავზე და კარიც გაუღო მანქანის, ნიკა დამრუშკული სახით გადავიდა და კარი ლაშამ მიახეთქა დასაკეტად -მგონი სალაპარაკო გვაქვს?!-ჩაეკითხა ნიკას ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის -ნიკა რა შუაა-ნატა გაბრაზდა -ყველაფერი იდიოტი ბექას ბრალია რას გამოუდგა თორნიკეს -სახლში შედი-ლაშა დას მიუახლოვდა და ძალიან მშვიდი მაგრამ მკაცრი ტონით უთხრა თან კარისკენ მიუთითა, ნატამ გაბრაზებით ახედა ძმას და კარში შევიდა, მიაც მიყვა დას მაგრამ ლაშამ შეაჩერა -შენ მერე დაგელაპარკები-გადაუსისინა დას და ისევ ნიკას მიუბრუნდა -მოდი გავიაროთ- ნიკას დიდად არ ეპიტნავა ეს სიტუაცია მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, ამიტომ უსიტყვოდ გაყვა ლაშას რომელიც ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა წინ. იმდენი ატარა ნიკა სანამ სოფელს არ გასცდნენ და არ დაიმარტოხელა -შენს ძმაკაცს ველოდები მთელი დღეა შენს სახლის კართან, მაგრამ არ გამოჩნდა, ამიტომ შინ დავბრუნდი და ზედაც შენ გამეჩითე... -მისმინე ყველაფერს აგიხსნი თუ მომისმენ-ნიკა დაძაბული ადევნებდა თვალს წინ და უკან მობოდიალე ლაშას, რომელსაც აშკარად ჩხუბი უნდოდა -რა უნდა ამიხსნა? რომ ჩემ დანიშნულ დას ბეჭედი აართვა შენმა ნაბიჭ. ძმაკაცმა და მერე საქმროს გაუგზავნა ფოტო? შენის საცოლის ბეჭედი მე მაქ და თუ კაცი ხარ მოდი და წამართვიო? ეს უნდა ამიხსნა? თუ ის უმდა ამიხსნა რომ იმ ნაბიჭ. მანქანით მოიყვანე ჩემი დები სახლში? თუ ის რომ ჩემი სასიძო სახე მონგრეული მოვიდა ჩვემთან? მიდი ამიხსენი აბა გისმენ მე არსად მეჩქარება-ლაშა თავზე წამოადგა ნიკას და თ ალებში ჩააცქერდა მასზე ოდნავ დაბალ და გამხდარ ბიჭს -მისმინე თორნიკე კარგი ადამიანია, შენი და მართლა უყვარს, საფრანგეთში იყო და რომ ჩამოვიდა და გაიგო დაინიშნა გაგიჟდა, მას დიდიხანია მოწონდა მია, მაგრამ ვერ მოახერხა გაცნობა და დაახლოება, სამსახურის გამო აქეთ ხშირად ვერ ხვდებოდა, მიას შორიდან ადევნებდა თვალს, ხოდა ეს ამბავი რომ გაიგო უმართავი გახდა -ჩემი დისგან აქვს მიღებული თანხმობა?-ლაშას კითხვამ არია ნიკა და გაჩუმდა არიცოდა რა ეპასუხა რომ არც მია დაეზარალებინა და არც მეგობარი -მისმინე მია ახლახანს გავაცანი, უბრალოდ ძალიან უყვარს და ვერ ეგუება იმ ფაქტს რომ დაინიშნა და თავად ვერ მოასწრო მის გაცნობა ან თქვენი, ანუ მისი ოჯახის -ახლა კარგად მომისმინე-ლაშამ ხელები მომუშტა -მე მოგისმინე და გავიგე მაგრამ სხვა არ მოგისმენს და ვერ გაიგებს, რომ აქ უბრალოდ ერთი სულელი შეყვარებულის დაუკვირვებელი საქციელი იწვევს ამ არეულობას, სხვა იფიქრებს რომ ყველაფერი მიამ გამოიწვია და მისი სახელი შეილახება, სხვა არის მამაჩემი, მიას საქმრო და მისი ოჯახი, ჩემი დის სახელის შელახვის უფლებას არავის მივცემ, კარგად დაიმახსოვრე რომ ჩემი დებისგან თავი შორს დაიჭირე პირადად შენ, თორემ არ დაგინდობ, შენს ძმაკაცს რაც შეეხება მისი საქციელის გამო პასუხს შენ არ მოგთხოვ, მას მოვთხოვ პასუხს ყველა იმ შეცდომის გამო რაც დაუშვა... მაგრამ შენც იცოდე რომ ჩემს დებს თავი უნდა დაანებო, ახლოსმარ გაეკარო, მითუმეტეს არ დაგინახო მანქანაში ჩაისვა, ამ ერთხელ გაპატიებ, მაგრამ თუ კიდე თვალში შემეჩხირები განანებ-ლაშა მოტრიალდა და წამოვიდა, ნიკამ გაბრაზებით დაბრიცა ტუჩები ,, მანიაკი" გაიფიქრა მიმავალ ბიჭზე და სახლისკენ გაუდგა გზას. მია და ნატა გვერდიგვერდ ისხდნენ თავდახრილები და ისმენდნენ მარინას წყევლა კრულვას -როგორ გაბედეთ? ნიკას ჩაუხტნენ მანქანაში და ისე მობრძანდნენ, ბექას რატო არ გამოყევით ჰააა? გინდათ სახელი გაგიტყდეთ? ჯერ გაყვნენ ახლა გამოყვნენ, თან იმ იდიოტი თორნიკეს მანქანით მოაბრაძანა ნიკამ, მამათქვენმა რომ გაიგოს რა დაატრიალეთ ხოიცით რო არ გაპატიებთ და მაგრად გაგამწარებთ? -გოგოებო-ნანა ჩაერია საუბარში -ბექა აქ მოვარდა გყვირა იჩხუბა, დაგვემუქრა, რა აღარ მოგვახალა, ძლივს დავაწყნარეთ, ძლივს დავამშვიდეთ და დავარწმუნეთ რომ გეგა არ ჩაერია ამ ამბავში -ჩემი შვილის გაგიჟება უნდათ ამათ-აყვირდა ისევ გაკაპასებული მარინა-რა გინდათ შვილო? ჩვენი გაგიჟება გინდათ? -მია რატომ არ გვითხარი რომ ბეჭედი წაგართვა იმ ბიჭმა? -არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა-ამოიბლუდუნა მიამ -რა არ გეგონა გოგო-მარინა სავარძლიდან წამოვარდა და მიას წამოადგა თავზე, ბიჭმა ბეჭედი აგართვა, თითიდან წაგაცალა -მეგონა რომ დამიბრუნებდა-ცრემლები მოაწვა მიას -არ მეგინა ბექას თუ გაუგზავნიდა სურათს -არ ეგონა თურმე-მარინამ დაიყვირა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული-რა არ გეგონა გოგო, სულელი ხარ თუ თავს ისულელებ შვილო? -არ მეგონა მართლა თუ ვუყვარდი-თავი აწია მიამ და დედას შეხედა -მია...-ნანამ ვერაფერი თქვა, შვილს გვერდით მიუჯდა და გულში ჩაიკრა -და უკან ნიკამ რატომ მოგიყვანათ?-მარიანა არ ცხრებოდა -იმიტომ რომ მე არ მოვყავდი, მარტო მიას უყვირა დაჯექი წავედითო და მე არ გავუშვი-მიაყარა ნატამ -რა მექნა ნიკას მარტო ხოარ ჩავუხტებოდი მანქანაში, თან ბექაგაავებული იყო, მაგრად მოხვდა და მთელ ჯავრს მიაზე იყრიდა -შენ ენა რომარ გქონდეს ნეტა რა გეშველებოდა-შეხედა მარინამ შვილიშვილს და გავიდა გარეთ -დედა მამას როგორ ავუხსნათ?-მია ატირდა მღელვარებისაგა -შენი ძმა რო მვა დაველაპარაკები და ის აუხსნის, ჩვენ რომ რამე ვუთხრათ ხოიცი რა ცირკებს მოგვიწყობს, მაინც ისე გაიგებს ყველაფერს როგორც თავად აწყობს და მერე არვიცი რა ს მოიმოქმედებს გაგიჟებული -დედა ძაან მეშინია, არც ლაშაა დალაგებული-ამოისლუკუნა მიამ და დედას ჩაეხუტა -მია რაღაც უნდა გკითხო და გულწრფელად მითხარი-ნანამ თავი ააწევინა ავილს და მწვანე თვალებში ჩააცქერდა-მე კი ვიცი ვინც მოგწონს სინამდვილეში, მაგრამ უნებურად იმედი ხომარ მიეცი მაგ ბიჭს, ან ხომარ დაუახლოვდი და იმედი ჩაესახა, ან არვიცი -არა დედა მსგავსი არაფერი გეფიცები -მჯერა შვილო უბრალოდ უნდა ვიცოდე რომ მამაშენის და მარინას შემოტევებს გავუძლო, დავარწმუნო რომ ბრალი არაფერში მიგიძღვის, რომ დაგიცვა მათთან... -დედა მართლა არ მეგონა ამდენს თუ გაბედავდა თორნიკე, არ მეგონა ასე თუ მოიქცეოდა, ჩემს სახელს თუ შეეხებოდა -ნუ ღელავ შენ სახელს ვერავინ შეეხება, რადგან ბრალი არ მიგიძღვის იმაში რომ ვიღაცას შეუყვარდი-ნანამ დაამშვიდა შვილი და გულში ჩაიკრა ორივე აფორიაქებული გოგონა, მიას და ნატას საბედოთ გეგა მთელი ღამე ქეიფობდა რესტორანში, გამთენიას მიყვანეს სახლში გათიშული მთვრალი და დააწვინეს ძლივძლივობით საწოლში და მაშინვე დაიძინა, ლაშა ისე იყო აღრენილი რომ ნანამ არ გაუშვა დებთან საჩხუბრად, სთხოვა დამშვიდებულიყო და დილით დალაპარაკკებოდა , ლაშას დედა ძალიან უყვარდა ამიტომაც დაუჯერა და აღარ ანერვიულა. მიას დანატას მარინამ ტელეფონები ჩამოართვა გაურკვეველი ვადით, ლეპტოპიც აართვა ორივეს და ოთახში კარადაში ჩაკეტა, ნატა ბევრს ეხვეწა ბებიას მე მაინც დამიტოვე მაგრამ ყურიც არ ათხოვა ქალმა. მიას ძალიან დაწყდა გული მაგრამ ნატამ დაამშვიდა -ლაშას ძველი ტელეფონი ხო მაქ, ძაან კარგად მუშაობს-თავის ოთახში გავარდა და მალევე შეიტანა დის ოთახში -კარტა? -მოდევს და ანგარიშზეც მაქ-თვალი ჩაუკრა ნატამ დას -კარტა საიდან გააძრე? -მაკოს დავაბარე ადრე და მომიტანა -რა გიჟი ხარ -აბა რა ვქნა, მაგენი როცა გაბრაზდებიან სულ მაგით გვსჯიან ტელეფონს გვახევენ -და შენც გამოსავალი იპოვე-გაეცინა მიას -აბა ვერ ვძლებ უტელეფონოთ და რა ვქნა? თან ეხლა იმ შენ ტურფას დაურეკავ და ეტყვი რომ შეწყვიტოს ეს უაზრო მოქმედებები -ვინ ტურფას-მიას ისევ გაეცინა -ვის და თორნიკეს, მაგის გამო მეც ვისჯები თან გაურკვეველი ვადით -იმმიდიოტს არ დავურეკავ -დაურეკავ-ნატა თავზე წამოადგა დას -არა მეთქი -კიი მეთქი-ნატამ წარბი აზიდა -ხვალ უარესი გველოდება ძმა და მამა, ხოიცი რომ ეს ბოლო მშვიდი ღამეა -გეყოფა ნუ მახსენებ-მიამ თავი დახარა -დაურეკე -არა შანსი არაა, არ დავურეკავ-ახედა დას მიამ -ვიცი რომ ნომერი ზეპირად იცი -ნატა ტყუილად წვალობ -მაშინ მე დავურეკავ -დაურეკე არ მაინტერესებს არაფერი რაც მას უკავშირდება-გაბრაზდა მია და ფანჯარასთან მივიდა, ნატამ აკრიფა თორნიკეს ნომერი, თავადაც კარგად ახსოვდა, მაგრამ უნდოდა არ ჩარეულიყო ამ ორის საქმეში, თუმცა ყველაფერი გართულდა და გადაწყვიტა რომ დრო იყო ჩარეულიყო ამ ორის საქმეში, ცოტახნის ლოდინის მერე თორნიკემ უპასუხა, ნატამ ხმამაღალზე ჩართო და თან ხმას დაუწია -თორნიკე ხარ ხომ?-ნატას ხმის ამოღებაზე მია გაბრაზებული შეტრიალდა ნატასკენ -კი მე ვარ -ნატა ვარ -ხმაზე გიცანი-თორნიკეს გაეცინა -მისმინე დიდად არ მწყენია რომ ბექა სცემე მაგრამ შენს ყველა საქციელზე პასუხს მიას სთხოვენ, გესმის რას გეუბნები თორნიკე? -ვერ გავიგე?-თორნიკე აშკარად გაოცდა -რა და ის კრეტინი აქ მოვიდა და ჩვენებს ყველაფერი ჩაუკარკლა, ახლა გაიგე?-ნატა გაბრაზდა ცოტა -მეკაიფები?-არ დაუჯერა თორნიკემ -გგონია ახლა კაიფის და გართობის ხასითზე ვარ?-ნატა გაკაპასდა -ანუ მოვიდა და მშობლები აგიმხედრათ? -ზუსტად და კიდე ბებია და შეშლილი ძმა -მია დამალაპარაკე -არ უნდა შენთან ლაპარაკი-ნატამ დას გახედა და მიამ წარბები შეყარა უმალ -დამალაპარაკე რა გთხოვ-თორნიკეს მუდარამ გაჭრა და მიას მივარდა და ყურზე მიადო ტელეფონი, მია ცდილობდა და მოეშორებინა მაგრამ ნატა ძაან სთხოვდა მოესმინა თორნიკესთვის და -ესმის მიას შენი -დაილაპარაკა ნატამ და ტელეფონს მიუყურადა -მია...-თორნიკე დაელოდა მის პასუხს მაგრამ მია ხმას არ იღებდა-გთხოვ შენი ხმა გამაგონე-მუდარა გაერია თორნიკეს ხმაში, ნატამ დას უჩქმიტა ხელზე და მიამ ლამის შეყვირა -რა გინდა-ამოღერღა მიამ და ნატას შეხედა გაბრაზებული თვალებით -შენი ბექა იმაზე ნაბიჭ. ია ვიდრე წარმომედგინა, შენთვის პრობლემების შექმნა არ მინდოდა დამიჯერე -აბა რა გინდოდა?-მია სერიოზულად დაინტერესდა -მისი ცემა მხოლოდ-გულწრფელად უპასუხა თორნიკემ, მიას მისდა უნებურად მაინც უფორიაქდებოდა სული თორნიკეს დანახვისას და ხმის გაგონებაზე, მაინც იბნეოდა და ირეოდა,მგული გამალებით იწყებდა ცემას და აზრების მოკრება უჭირდა -შენმა სურვილმა არა მარტო მე, ჩემი ოჯახიც დააზარალა-უთხრა ცოტახნის სიჩუმის მერე მიამ -მართლა არ მეგონა ასეთი სირ თუ იქნებოდა და შენ სახლში შეგიქმნიდა პრობლემებს -ხო შემიქმნა თან ძალიან დიდი პრობლემა, ფიქრობენ რომ მისდა პარალელურად შენთან მაქ ურთიერთობა, ხვდები რომ ჩემს სახელს და ღირსებას ეხები? -შენს სახელს და ღირსებას, ვერავინ შეეხება!-დაიღრინა გაღიზიანებულმა ბიჭმა-და თუ გაბედავს შეეხოს მწარედ ინანებს -შენ ეხები გესმის!?-წამოენთო მია -პირადად შენ -მე შენს ღირსებას არასოდეს შევეხები -მათ გონიათ რომ თავს იმიტო აძლევ ამდენის უფლებას რომ მე გაძლევ ამის უფლებას -იმიტომ რომ ნაბიჭ. საქმრო აგირჩია ოჯახმა-ლამის უყვირა თორნიკემ -შეწყვიტე ეს სისულელები გესმის, გეყოფა -მეყოფა? გგონია ამას ვაპატიებ? -მე რას გელაპარაკები და შენ რას მპასუხობ-მია გაოცდა მისი პასუხით -რა გინდა მია?-თორნიკე დაინტერსდა გულწრფელდ -მინდა რომ შემეშვა -ტყუილად მებაზრები მაგ თემაზე ხო იცი არა -რა თავდაჯერებული ხარ -იმიტომ რომ ვიცი ეგ არ გიყვარს, ზუსტად ვიცი -და რომ გითხრა სხვა მიყვარს, თან ძალიან -მიახალა მიამ -სამაგიერდ მას არ უყვარხარ-არც თორნიკე ჩამორჩა გულის ტკენაში -არანორმალური ხარ-ჩაყვირა მიამ და ნატას წაგლიჯა ხელიდან ტელეფონი და კედელს შეახეთქა გამწარებულმა, ხელწბი აუკანკალდა ნერვიულობოსგან -მაპატიე-ნატა დაიძაბა, არ ეგონა ყველაფერი ასე თუ ჩაიხლართებოდა -გადი ჩემი ოთახიდან-მიამ ლამის უყვირა დას და კარისკენ მიუთითა -მია -გადი-მიამ აკანკალებული თითებით დაკეტა კარი და იქვე ჩაიკეცა, ცრემლები მოაწვა და თავი აკანკალებულ ხელებში ჩარგო, იატაკზე მჯდომმა, იქამდე ტიროდა სანამ თვალები არ დაუსივდა და ცრემლი არ გამოელია, გამთენიას დაწვა საწოლში და ჩაეძინა, დილით გეგას ღრილმა გააღვიძა ,,მია" იმხელა დაიღრიალა რომ მია საწოლიდან წამოვარდა, კარი გააღო და დაფეთებული დაეშვა კიბეზე, ბოლო საფეხურზე ჩასვლა არ აცადა გეგამ რომ სახეში გაარტყა, იმდენად მოულოდნელად და ძლიერად რომ მია კიბის მოაჯირს მივარდა და თავი ძლივს შეიმაგრა რომ არ დავარდნილიყო, ტკივილისა თუ წყენისგან უმალ ცრემლები გადმოსცვივდა და ხელი ნატკენ ლოყაზე მიიდო -შენ რამდენს ბედავ?ჰაა-დაყვირა შვილს და სკამს მიკრა წიხლი -როგორ დამალე რომ ბეჭედი წაგართვა ვიღაც ნაბიჭ. და მერე... მათ გასშველებლად წაეთრიე, ვიღაცას ჩაუხტი მანქანაში ჰააა-გაგიჟებული გეგა აქეთ იქით აწყდებოდა და ხან რას ლეწავდა ხან რას, ხმას ვერავინ იღებდა, იცოდნენ გეგას ხასიეთი, სანამ სულ არ ამოანთხევდა ბრაზს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.