შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ამბორი +18 (თავი 8)


23-05-2020, 10:53
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 918

ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ არსებული შოკისგან, რომელიც ზემოთხსენებული ფაქტით იყო განპირობებული. ძვლები კვლავ კვლავინდებურად ცახცახებდა, გულიც გამალებით ძგერდა იმის მიუხედავად, რომ ფატალურად არ დასრულებულა ანანოსთან გასაუბრება.
- შეუდარებელი იყავი!- გაცისკროვნებული სახით მოვიდა ჩემკენ უჩა, რომელსაც ნამდვილად ეტყობოდა, როგორ უხაროდა ჩემი ასეთი წარმატება.
- ასე ფიქრობ?
- რაც შენზე ვერ ვიტყვი. ისევ ძველებურად ცახცახებ. ყავა გინდა?- მკითხა მზრუნველი ტონით მან.
- უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. უბრალოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემთვის ამ დღეს. ვერ დავუშვებდი მას თავი მოეკლა.
- საქმეც ამაშია... თითოეულ საქმეს განსაკუთრებული ხედვით უყურებ. ამიტომაცაა, რომ წარმატებებს აღწევ.
- სამაგიეროდ საკუთარ ჯანმრთელობას ვავნებ, ამდენი ნერვიულობისგან.
- ზოგჯერ უნდა ისწავლო საკუთარი გრძნობების მოთოკვა.
- ნეტავ იცოდე როგორი რთულია...
- თავიდან მეც ასე ვიყავი... ამიტომ კარგად მესმის შენი.
- და როგორ დაძლიე ეს სიტუაცია?
- წლებმა თავისი ქნა, თებეა... ყოველ დღეს ახლ გამოწვევის წინაშე დგები და ძალაუნებურად სწავლობ ბევრ რამეს... მათ შორის ემოციების კონტროლსაც.
- ანუ რა გინდა მითხრა, რომ ეს ემოციები კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება?
- შეიძლება არც. მთავარია საკუთარ თავში ძალა იპოვო.
- ძალიან რთული ყოფილა აქ მუშაობა.
- ადვილი არც არაფერია, თებეა. რას იტყოდი კაფეტერიაში რომ დამეპატიჟე? დაძაბული დღის ბოლოს განტვირთვა იქნება ორივესთვის. თან უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთსაც.

უჩამ თავის მანქანაში ჩამსვა. სასიამოვნო კლასიკური მელოდია ჩართო და შიგადაშიგ კითხვებსაც მისვამდა.
- როგორც ვიცი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ხარ. იმედი მაქვს ეს სამსახური სწავლაში ხელს არ შეგიშლის.
- დირექტორმა მითხრა, რომ აუცილებელი არ იქნებოდა ყველა ლექციაზე დასწრება თუ ეს ჩემს საქმეში ხელს შემიშლიდა. უბრალოდ სახლში უნდა ვისწავლო ის მასალები, რასაც აძლევენ. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მასალას არ ჩამოვრჩე.
- სტუდენტობის დაუვიწყარი წუთები... როგორ მახსოვს... ყველაფერს დავთმობდი ახლა ისევ იმ დროში, რომ დავბრუნებულიყავი. მარტა ხომ არ შეგხმიანებია? ამ დღეებში გადაწყვეტს სასამართლო ლევანის საქმეს. ვიმედოვნებ ციხეში ამოლპება ეგ საცოდავი.
- მაგ ადამიანის სახელს ნუღარ მიხსენებ, უჩა... ისეთ ზიზღს აღძრავს ჩემში, რომ არ ვიცი რა გავაკეთო.
- მესმის შენი...

კაფეტერიაში საღამომდე ვიყავით მე და უჩა. მესაუბრებოდა ყველაფერზე, ყველა თემაზე. ბოლოს სახლში მიყვანაც შემომთავაზა.
- საკუთარ სახლში არ ვაპირებ წასვლას...
- ყველაფერი რიგზეა?- დაეჭვებით მომიგო მან.
- შეყვარებულთან მირჩევნია დარჩენა. ეს პერიოდია თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
- როგორც შენ იტყვი თებეა.

სახლში მისვლისთანავე ალექსი გაკვირვებული მიყურებდა. ვერ ხვდებოდა, თუ რატომ არ ვუთხარი დილით სად მივდიოდი. დიდი თვალები ჩამქრალი ჰქონდა, ხოლო სახე მთლიანად მოქუფრული ჰქონოდა.
- იცი რამდენს გირეკავდი? და შენ იმის ღირსადაც კი არ ჩამთვალე, რომ ელემენტარული პასუხი გაგეცა. შენ ხომ აზრზე არ ხარ, თებეა როგორ მანერვიულე? დილით ისე გავარდი სახლიდან, რომ არაფერი მითარი!
- გადაუდებელი შემთხვევა იყო, ალექს..- მშვიდი ტონით მივუგე მას.- დატვირთული ვიყავი და ვეღარ მოვახერხე შენთან საუბარი.
- დაკავებული არა? იმდენად დაკავებული, რომ ვიღაცა კაცთან კაფეტერიაშიც დადიხარ?- ტუჩები ცინიკურად აუთამაშდა მას.
- შენ საიდან იცი?- გულმა საშინლად დამიწყო ძგერა. სუნთქვაც გამიხშირდა. თავს გალიაში მყოფ ცხოველივით ვგრძნობდი.
- შენ გგონია რამეს გამომაპარებ, თებეა? გგონია არ გიცნობ?! დრო არ გქონდა არა? იმ პროკურორისთვის ხომ კარგად დახარჯე წუთები!
- ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ ფიქრობ, ალექს...
- თავს ნუ იმართლებ, თებეა! ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვეგუები ადამიანში. იცი დღეს რაზე დავფიქრდი და რას მივხვდი? შენ მე საერთოდ არ გიყვარვარ. არანაირი გრძნობა არ გაკავშირებს ჩემს მიმართ, თორემ ასე დაუდევრად არ მომექცეოდი და ერთი მესიჯის ღირსად მაინც ჩამთვლიდი.
- შენ არ იცი, როგორი რთული დღე მქონდა...
- და შენ იცი როგორ გამიხეთქე გული? გაუჩერებლივ გირეკავდი და ხმას არ მცემდი. გგონია ეს მარტივი იყო, თებეა?! საკუთარ თავს ილუზიებში ნუ აცხოვრებ ძალიან გთხოვ... შენთვის მე მხოლოდ და მხოლოდ ემოციების გამზიარებელი ვარ. შენ მხოლოდ ის ადამიანი გჭირდება გვერდით ვინც გაგიგებს, მოგისმენს. ჩემი გრძნობებით თამაშობ არა, თებეა? უფლებას არ მოგცემ, რომ ჩემი შენდამი გრძნობა შენს საკეთილდღეოდ გამოიყენო!
- გთხოვ...- ძლივას აღმოვთქვი და ნელი ნაბიჯებით შევეცადე მას ჩავხუტებოდი.
- გაწიე შენი ხელები, თებეა!
- რა?
- გაწიე-მეთქი!!!
- ანუ ხელს მკრავ?
- შენ შენი გადაწყვეტილება უკვე მიიღე, თებეა! არ დავუშვებ, რომ ილუზიებში მაცხოვრო. შენ არ გიყვარვარ ამაში კი საბოლოოდ დავრწმუნდი. ახლა კი წადი ამ სახლიდან!!
- მაგდებ?- შევყვირე გაოცებისგან.
- კი თებეა გაგდებ და შენი დანახვა არც კი მინდა!



№1  offline წევრი Debby Ryan

ალექსს ეს ეჭვიანობა და ეს გაუთავებელი კონტროლი არ ვიცი რას მივაწერო?
რამდენიმე ვარიანტია და ვერც ერთი ვერ გამიგია. no_mouth

 


№2  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
ალექსს ეს ეჭვიანობა და ეს გაუთავებელი კონტროლი არ ვიცი რას მივაწერო?
რამდენიმე ვარიანტია და ვერც ერთი ვერ გამიგია. no_mouth


იმედი მაქვს მალე ყველაფერს გაარკვევ. ზოგადად რთულია აღმოაჩინო, რომ იმ ადამიანს არ უყვარხარ რომელიც შენთვის ყველა'ფერს წარმოადგენს! <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent