შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედის სხივი 2


24-05-2020, 19:50
ავტორი Peke--
ნანახია 792

უკვე დადგა ჩემი დაბადების დღეც, ჩაქრა სანთლებიც და ჩაფიქრდა ოცნებაც რომელსაც უკვე წლებია უცვლელად ვოცნებობ...
-სად იყავი? თანაც როგორი წვიმა იყო (მაი)
-სანაპიროზე ვსეირნობდი, თან მაშველი ნაცნობიც გავიჩინე, როგორც აღმოჩნდა შენც გიცნობს (მე)
-იკაკო გაიცანი? (მაი) ლამის ტორტის დიდი ლუკმა გადაცდა
-ხო თუარ ვცდები იკაკო იყო (მე) არ მინდოდა შემემჩნია რომ სიმპათიები გამიჩნდა უცნობი ბიჭის მიმართ, თუნდაც ძალიან უბრალო სიმპათიები, სანამ არ გავიგებდი ვინ იყვნენ ერთმანეთის მაი და იკაკო
-მერე ? რას იტყვი? (მაი) ეჭვიანი მზერით მომაშტერა თვალები
-რა უნდა ვთქვა მაი? მომაცილა სახლამდე, სულ ეს იყო. შენ საიდან იცნობ? (მე) არვიცოდი რა მინდოდა ეპასუხა, თავად ვერ გავრკვეულიყავი ამაში
-ერთი წელია რაც ჩამოვიდა სადღაც იყო საზღვარგარეთ ზუსტად არ ვიცი სად, იქ სწავლობდა და იქ გაიარა სტაჟი, ჩემი ყოფილის ბავშვობის მეგობარია, ხშრად ვიყავით ხოლმე ერთად, არ გითხრა საიდან ვიცნობდით ერთმანეთს? (მაი)ახლა უკვე პუფში მოკალათებული ჩამოარაკრაკა ერთ ამოსუნთქვაში
მეც თითქოს გულზე მომეშვა, არვიცი რატო, არვიცი რისთვის მაგრამ დაძაბული აღარ ვიყავი.
-როგორც ჩანს ეგ თქვენი იკაკო ინტრიგანია, როცა ვკითხე საიდან იცნობთთქო მაის კითხეო მიპასუხა და წავიდა. (მე)
-ხო ეგ ეგეთია, რომ არ აწვალოს ადამიანები ისე არ შეუძლია, ხშირად ვნახულობ ხოლმე ახლაც, მე და ალექსიმაც კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ და გავდივართ ხოლმე ერთად გასართობად, წელს ჩვენს სანაპიროს უშველის ჩვენი მაშველი (მაო) გადაიკისკისა და მისმა სიცილმა მეც ამიყოლა
-ჰმმ.. ხომარ მოგეწონა? (მაი) ისევ ის ეჭვნარევი მზერა და წარბი აწეული, დოინჯშემოყრილი მაი დამიდგა წინ ფეხის ბაკუნით
-ძალიან ნარცისია. (მე) გადავწყვიტე მოკლედ მომეშრებინა კითხვა
-ასე ვერ გამოძვრები, თან შეყვარებული არ ყავს, ნუ არც ცოლი (მაი)
-როგორ მიყვარს შენი იუმორი, მაგრამ ჩემი სტილი არაა (მე)
-რა შუაშია სტილი? უნდა ნახო გოგოები რა დღეში არიან ხოლმე, ერთ სანახაობად ნამდვილად ღირს (მაი)
-რადგან გოგოები ''რა დღები არიან'' მეც ''რა დღეში'' უნდა ვიყო? ნუ რაღაც მხრივ არის სასიამოვნო ადამიანი, მაგრამ... საერთოდ რატო ვლაპარაკობთ ამ იკაკოზე ამდენს ? ჩემი დაბადების დღეა თუ მისი? (მე) თან მეცინებოდა და თან ვიბნეოდი
-კარგი იმედია დამეგობრდებით, სულ ნუ ჩხუბობ ჩემო ბრაზიანო (მაი)
გამთენიამდე ვლაპარაკობდით, ჩვენს უბანზე, უბნელებზე, წიგნებზე, ამინდზე, სამომავლო გეგმებზე და ა.შ.

შუადღე იწურებოდა ტელეფონის ხმამ რომ გაგვაღვიძა
**ხო ალექს მშვიდობაა? (მაი) ჯერ კიდევ მძინარე ძლივს აბამდა სიტყვას სიტყვაზე, მე კი ჩემს ტელეფონს მივვარდი ეგრევე რომელიც გათიშული დავტოვე და ჩართვას ვცდილობდი, ამასობაში მაის და ალექსის საუბრის დამსწრე გავხდი ჩემდაუნებურად
**იკაკო?(მაი) აშკარა იყო თემა, ძნელი მისახვედრი არ იყო ალექსის დარეკვის მიზეზი, მაიმ გამომხედა და თვალი ჩამიკრა
**ხოო...
**კიი აბა რა...
**აჰამ(მაი) მაის საუბარი ნამდვილად ჩემზე და იკაკოზე იყო, უკვე დანამდვილებით ვიცოდი.
**კაი ავდგებით მაშინ უკვე
**კაი ერთ საათში (მაი) ტელეფონი გათიშა და წამწამები ამიფახუნა
- ჰა გისმენ (თან ღიმილს ვერ ვმალავდი ისე სასაცილოდ მიყურებდა)
-მოკლედ.. (საწოლიდან კიარ წამოდგა წამოფრინდა) ალექსი გამოგვივლის და გავისეირნებთ (მაი)
-კი მაგრამ ხომ დაშორდით, თუ სეირნობები გინდოდათ ერთად რას შორდებოდით? (მე) ახლა კი ნამდვილად გადავბჟირდი
-ვერ ვუგებდით, ასე უფრო კარგად ვართ, ნუ ისევ ვუყვარვარ და მეც მიყვარს მაგრამ ასე ჯობია, დაიტანჯოს მეგობრობით და ნუ გადაგაქ, გაემზადე, ერთ საათში მზად უნდა ვიყოთ? შენი დაბადების დღემ სახლში არ უნდა ჩაიაროს (მაი)
შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, თანაც ცოტა განტვირთვა არც მე მაწყენდა. დედის და მეგობრების მილოცვები მივიგე და შევუდექი მზადებას.
მე და მაი სრულიად პუნქტუალურები აღმოვჩნდით ამ შემთხვევაში და ერთ საათში გამზადებული ველოდებოდით გასვლას
*თქვენო აღმატებულებავ ჩამობრძანდებით თუ ვეზირები გამოვგზავნო და ჩამოგიყვანონ?* (ალექსი) შეტყობინება მოვიდა მაის ტელეფონზე
-ამის უკბილო ხუმრობები არ შემიძლია (მაი) გადაიკისკისა და მანიშნა ჩავიდეთო
ქუჩაში გავედით და მანქანასთან მდგომი ალექსი და იკაკო დავინახე, ორივე კლასიკურ ფორმაში იყო, და ორივე კარისკენ იყურებოდა, რაღა დაგიმალოთ და არ გამიკვირდა, არც მეწყინა.
-გამარჯობა ბიჭებო (მაი) მიუახლოვდა და გადაკოცნა მაიმ ბიჭები, გაიცანი ალექს ეს ნიაა, ნია ეს ალექსი, იკაკოს კი იცნობ უკვე (და ეშმაკური სიცილიც დააყოლა თან)
-სასიამოვნოა ალექს, გამარჯობა იკაკო (მე) ცოტა არიყოს მრცხვენოდა მაგრამ არვიცი რის.
-ჩემთვისაც ნია, ბევრი მსმენია შენზე მაისგან და მიხარია რომ როგორც იქნა გაგიცანით(ალექსი)
-აბა რა ხდება სად მივდივართ? (მაი)
-ჩემს აგარაკზე (იკაკო) თავისი თავდაჯერებული ღიმილით გატრიალდა და გამიღო მანქანის კარი
-მადლობა (მე) მანქანაში ჩავჯექი და თან მაის გავხედე-და თქვენს აგარაკზე რა ხდება ? (მე)
-თქვენობით საუბარი არაა საჭირო ნია, ჩემს აგარაკზე სიმშვიდეა, აუზიც, მუსიკაც, სასმელიც და უბრალოდ კარგად გავატარებთ დროს, ამაში ალექსიც და მაიც დაგეთანხმება (იკაკო) მაის და ალექსს თვალი ჩაუკრა და საჭეს მოუჯდა.
ნახევარ საათში კი საოცრად ლამაზი და მშვიდი ბუნების პეიზაჟი დაგაიშალა ჩვენს წინ. ირგვლივ პატარა გორაკები მოჩანდა, სადაც ლამაზი, პატარა ხის სახლი იდგა, სახლთან ახლოს კი ჩანჩქერის ხმასაც შეამჩნევდით.
-როგორ მოგწონს? (იკაკო)
-ძალიან ლამაზია ყველაფერი (მე) მანქანის კარი გავაგე და მაის დავეწიე რომელიც მანქანის გაჩერებისთანავე გადავიდა თავის ალექსისთან ერთად.
-ძალიან მიყვარს აქაურობა, ხშირად ამოვდივართ, თან როცა წვიმს მეტად სასიამოვნო გარემო იქმნება (მაი) გაბადრული სახით მიიწევდა სახლისკენ მაი, ეტყობოდა რომ ბევრი სასიამოვნო და კარგი მოგონება ჰქონდა ამ ადგილთან. სახლში შევედით და წვიმაც დაიწყო.
-დღეს მე გავამზადებ ვახშამს, იმედია ჩვენს იუბილარს მოეწონება (იკაკო)
-არ არის საჭირო, არ შეწუხდე, მადლობა. (მე) ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ, უცნობი, მეტად სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი, თავის სახლში მიმზადებს ვახშამს.
-ჩათვალე დაბადების დღის საჩუქარია, ყველასთვის არ ვტრიალებ სამზარეულოში. (იკაკო) თვალი ჩამიკრა და გატრიალდა, მე მაის მუვუბრუნდი რომელიც ალექსისთან ერთად ფილმს არჩევდა
-მაი ძალიან წვიმს, თან უკვე ბნელდება, ფილმს სანამ ვუყურებთ ძალიან დაგვიანდება, რა გზაც გამოვიარეთ კიდევ ამ წვიმიან გზაზე ვეღარ გავივლით სადმე ჩავრჩებით ტალახში, ისედაც ცუდი გზა იყო, ხომარ ჯობია ახლავე წავიდეთ? (მე)
-ნია ნუ ხარ პანიკიორი, გადაიღებს სანამ ჩვენ წასვლას დავაპირებთ, მანამდე მოეშვი, დაისვენე და გაერთე (მაი) ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და მიუბრუნდა ისევ ფილმის არჩევას
ფანჯარასთან დავდექი და ვყურებდი გარემოს რომელიც ძალიან მამშვიდებდა, ფიქრებიდან კი იკაკოს ხმამ გამომიყვანა
-ხომარ მოიწყინე ? (იკაკო)
-არა, უბრალოდ მშვიდად ვარ (მე)
-ჩემი ავოკადოს სალათი და სტეიკი მზად არის, მომეხმარები მაგიდის გაწყობაში? (იკაკო)
-კი რათქმაუნდა (მე) სამზარეულოსკენ წავიდა და მეც გავყევი.
-პირველ უჯრაში დევს დანა-ჩანგალი (იკაკო)
უჯრა გამოვაღე და პატარა ყუთი დამხვდა, ლამაზი შეფუთვით, უკან მივიხედე გაკვირვებული და იკაკოს მომღიმარ მზერას შევეჩეხე
-შენია, გახსენი (იკაკო)
-ნამდვილად არ იყო საჭირო (მე) ძალიან შემრცხვა და დავიბენი, ალბათ შეამჩნია და მომიახლოვდა
-აწითლდი, არადა არაფერი გამიკეთებია ისეთი, შენ რა არავის უმეგობრდები? თუ ასეთ საშინელ შთაბეჭდილებას ვტოვებ? (იკაკო) თავის თავში დარწმუნებული მზერით მიყურებდა და მიღიმოდა
-არა, უბრალოდ საჩუქარი არ იყო საჭირო (მე)
-ანუ არ გაინტერესებს რა გაჩუქე? (იკაკო)
-კარგი ვხსნი (მე) საჩუქრის გახსნა დავიწყე და თან ვგრძნობდი როგორ უყურებდა ყველა ჩემს მოძრაობას, ძლივს მივედი ბოლომდე და მართლაც გამაოცა, ულამაზესი ყელსაბამი, ზოდიაქოს ნიშნით - ტყუპები. ულამაზესი ლურჯი და იასამნისფერი თვლებით. -ძალიან ლამაზია (მე)
-ამეთვისტო და ტანზანიტი, როგორც მითხრეს შენი ზოდიაქოს ქვებია, საჩუქრების არჩევა დიდად არ ვიცი, ასერომ მიხარია ცოტათი მაინც თუ მოგეწონა, შემობრუნდი გაგიკეთებ (იკაკო)
შევბრუნდი და თმები გადავიწიე, მსგავსი სცენები ბევრჯერ მაქვს ნანახი ფილმებში, მაგრამ შეგრძნება არასდროს განმიცდია, მისი თითები ყელზე ნაზად მეხებოდნენ და ჟრუანტელს მგვრიდნენ.
-მზად არის, ძალიან გიხდება, თანაც ძალიან მგრძნობიარე ყოფილხარ, დაგბურძგლა (იკაკო) ღიმილით მათვალიერებდა, მე კი უფრო და უფრო ვწითლდებოდი, ეს მას უფრო თამამს ხდიდა და მეტად მიახლოვდებოდა, რაც უფრო ახლოს მოდიოდა მით უფრო უკან ვიხევდი, ბოლოს კედელს ავეკარი, გასაქცევი აღარსად იყო, ის კი იღიმოდა და თვალებში მიყურებდა, მისი თვალები თითქოს მელაპარაკებოდნენ, მამშვიდებდნენ და ადგილზე მაბავდნენ.
-უნდა გაკოცო (იკაკო) ჩამჩურჩულა უკვე ძალიან ახლოს მოსულმა, იმდენად ახლოს რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა, მე კი გაშეშებული, სრულიად უმოქმედოდ ვიდექი კედელთან და ვუყურებდი თვალებში, რომლებშიც ცეცხლი ენთო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent