შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიახ, მე "უბრალო" ექთანი ვარ


18-11-2019, 21:06
ავტორი ქეთუსი
ნანახია 2 197

მე ექთანი ვარ...
თითქმის ყოველ დღე მიწევს ვინმეს სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. თუ ყოველთვის არ გამომდის რამე, იმედის მიცემას მაინც ვახერხებ ადამიანებისთვის.
ერთ დღეს სამსახურიდან ვბრუნდებოდი. ფორმა ისევ მეცვა და ზემოდან ლაბადა მოვიხურო პირდაპი. გზად მაღზიაში შევიარე და ძველი ნაცნობი შემხვდა. მოკითხვის შემდეგ, როცა შემათალიერა და ჩემი ფორმა დაინახა მან გაოცებულმა მკითხა:
- "შენ რა უბრალოდ ექთანი ხარ?"
ეს ფრაზა 15 წლის მანძილზე სხვა დროსაც ბევრჯერ გამიგონია, მაგრამ ამ შემთხვევაში გულზე რაღაც ცუდად მომხვდა....
-"მე ვეხმარები ახლაშობილებს მოევლინონ ამ ქვეყანას, ბევრ მათგანს ვეხმარები პირველ ამოსუნთქვაში და მე უბრალოდ "ექთანი" ვარ.....
მე ხშრად მჭერია ხელში მოხუცებული ადამიანის ხელი სიკვდილის წინ, რომელსაც ვაძლევდი ბოლო იმედს, ვეხმარებოდი შიშის დაძლევაში შეუცნობელი სამყაროს წინაშე და მე უბრალოდ "ექთანი" ვარ.....
მე ვამშვიდებდი გულმოკლულ მშობლებს, რომლებმაც შვილი დაკარგეს და მე უბრალოდ "ექთანი" ვარ......
მე ვუწევდი პირველ სამედიცინო დახმარებას ადამიანებს და მე უბრალოდ "ექთანი" ვარ.....
მე ვარ თალი და ყური ექიმისა რომელსაც ვეხმარები თვენი დაავადების დამარცხებაში და მე უბრალოდ "ექთანი" ვარ....
მე ვაკლდები ყველას დაბადების დღეს, შვილების კონცერთებს სკოლაში ან უბრალოდ ყველა სადღესასწაულო დღეებს ვატარებ საავადმყოფოში, რათა დავეხმარო ადამინებს და მე უბრალოდ "ექთანი" ვარ.....
მე შემიძლია გადავარჩინო ადამიანი ინფარქტისას, ახალგაზრდაა ის თუ ხნიერი, შემიძია ავიღო სისხლი, დავადო ჭრილობაზე ნაკერი და მე უბრალოდ "ექთანი" ვარ....
ჩემი ცოდნა და გამოცდილება ადამიანებს ეხლარება გამოჯანმრთელებაში, ან სულავ მათი სიცოცხლის შენარჩუნებაში და მე უბრალოდ "ექთანი" ვარ....
ასე რომ......თუკი ამ ყველაფრის გამო მე "უბრალოდ ექთანი" ვარ.....მე ამით ვამაყობ.



№1 სტუმარი იზოლდა

მე ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს და ბედნიერი ვარ,რომ ამ ცხოვრებით ვიცხოვრე.ახალგაზრდებო რა პროფესიასაც აირჩევთ შეიყვარეთ ის და ნურავის ლაპარაკს ყურადღებას ნუ მიქცევთ.ავტორს დიდ მადლობას ვუხდი ასე კარგად დაწერისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent