შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუის სადგური 10

24-05-2020, 21:49
ავტორი Lilian Clark
ნანახია 3 544

***
-რამ გადაგრია, ლევან?
-ჩშ! შენი ხმა აღარ გავიგონო! ერთი სიტყვაც კი აღარ დაძრა და გაიყურსე!- მამაკაცმა ღვედი გადაუჭირა სოფის და მანქანა დაძრა.
-ჩუსტებით მიგყავარ ფრანკფურტში?
-შენს თავს დააბრალე.
-მანქანა გააჩერე!
მდივანმა რადიო ჩართო და ბოლო ხმაზე აუწია ხმას. სოფიმ გამორთო და იგივე გაუმეორა. ლევანმა კვლავ ჩართო და ისევ ხმამაღლა ააღრიალა სიმღერა.
-რატომ არ მისმენ?
მამაკაცი ხმას არ სცემდა, წინ იყურებოდა და მანქანას სერიოზული სახით ატარებდა.
-ერთი ჯინსით და მაისურით სად წამოვიდე? -კიდევ მეტად ბრაზდებოდა სოფი, მაგრამ ლევანი კვლავ გულგრილი იყო მისი წუწუნის მიმართ.
ბოლოს რომ ვერაფერი გააგებინა, შინაგანმა ამბოხმა ყელში მოუჭირა და ცრემლებამდე მიიყვანა.
-თავს ნუ მაცოდებ!- გადახედა გაჩუმებულ სოფის, რომელიც ხანდახან ცრემლით ამოვსებულ თვალებს იწმენდდა.
-გინდა, რომ მასხარად ამიგდონ, ხომ? ძალით მიკეთებ?
-აეროპორტის თანამშრომლებს სულ ფეხებზე ჰკი/დიათ მგზავრებიდან ვინ როგორ გამოიყურება და რა აცვიათ.
-მე ხომ მაქვს ჩემი ნამუსი და ჩაცმის ეთიკა, არა?
-შენი ბრალია. არ გამოგეყვანე წყობიდან და ასე აღარ მოხდებოდა.
-არც კაბები მაქვს ნაყიდი.
-მე ვიყიდე.
-რა?
-აბა, შენ ერთი ადგილი ვერ გაგანძრევინე. ყოფილ შეყვარებულს მისტიროდი.
-არც ფეხსაცმელი მაქვს.
-გერმანიაში გიყიდი.
-არც გამოსაცვლელი ტანსაცმელი.
-მაგასაც იქ შევიძენთ.
-ჩემი კოსმეტიკა და ბიჟუტერია?
-მაგასაც მოევლება.
-სუნამო?
-რაც დაგჭირდება, იქ ვიყიდით.
-შენ რატომ უნდა მიყიდო? რა ვალდებული ხარ?
-ალბათ მიღირს შენნაირი ქალის გასაბედნიერებლად.
სოფი გაჩუმდა და ფანჯრიდან გარემოს თვალიერებას მოჰყვა.

***
აეროპორტში რეგისტრაციის გავლისთანავე და ჩემოდნის ჩაბარებისთანავე მესაზღვრესთან მოხვდნენ, რომელმაც ყველა საჭირო პროცედურა გაატარა და კიდევ ერთი ფორმალობის გასავლელად გაუშვა. როგორც კი სოფიმ მის წინ მდგომი ხალხი დაინახა, რომლებიც ხელჩანთებს და პირად ნივთებს შესამოწმებლად აბარებდნენ და ფეხსაცმელებს იხდიდნენ, თავის ჩუსტებს დახედა, სირცხვილისგან ჭარხალივით გაწითლდა და მერე ლევანს გადახედა, რომელსაც გულში ეღიმებოდა, მაგრამ არ უნდოდა, სოფის რამე შეემჩნია მისთვის და სერიოზული სახით უპასუხა:
-გაიხადე, რაღას უდგახარ? შენს უკან ხალხი დგას და გელოდება.
-ვითომ ვერ მიხვდა რატომ შევხედე. თავკერძა, უხეში, დამპალი!- გაიფიქრა და გაბრაზებულმა ორივე ჩუსტი გაიხადა, სხვა ნივთებთან ერთად პლასტმასის დიდ კონტეინერში ჩადო და შემოწმება გაიარა.
თვითმფრინავში ჩასხდომა ძალიან მალე გამოცხადდა და მგზავრები მოსაცდელიდან ნელ-ნელა დაიძრნენ ბორტისკენ.
ლევანმა ბორტგამცილებელს ბილეთები მიაწოდა, ქალმა ადგილებისკენ მიუთითა და წყვილი მარცხენა რიგისკენ გაუშვა.
-სად გინდა, რომ დაჯდე?- არჩევანის უფლება მისცა სოფის.
-არა აქვს მნიშვნელობა,- კვლავ იბღვირებოდა.
-დაჯექი ილუმინატორისკენ, მაინც არ გინდა ჩემი სიფათის დანახვა და ღრუბლების ცქერით გაერთობი.
-ჰა, ჰა, ჰა, ძალიან სასაცილოა.
-სულაც არ მეცინება. შეხვალ, თუ გადავათელინოთ სხვებს თავი? დადგა რიგი და ხალხს თავის ადგილებზე დასხდომა უნდა,- დინჯი სახით უთხრა მდივანმა.
სოფი უსიტყვოდ დაემორჩილა და სავარძელზე დაჯდომისთანავე მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. ლევანს ჩუმად ჩაეცინა და თავი გააქნია.
-რა გაცინებს?-გაუწყრა სოფი.
-არაფერი, დაიკიდე.
-რატომ ჩამაგდე ასეთ უხერხულ სიტუაციაში?
-არაუშავს, მოსაგონრად დაგრჩება.
-დამცინი, არა?
-საიდან მოიტანე?
-კი, დამცინი. აი, ასეთი საზიზღარი ხასიათი რომ გაქვს, იმიტომაც ვერ ვუგებთ ბევრ რამეში ერთმანეთს.
-სიტყვები აკონტროლე. ყველაფრის თქმის უფლებას არ მოგცემ, იცოდე.
-რატომ მაწყენინე?
-შეიძლება რაღაცაში ზედმეტი მომივიდა, არ ვამბობ, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, მაგრამ ნებისმიერ კაცს, რომელსაც საყვარელი ადამიანი უპასუხისმგებლოდ ექცევა და დამატებით ეტყვის, რომ ღამე მის ყოფილ შეყვარებულთან გაატარა, თუ უარესი არა, მსგავსი რეაქცია ნამდვილად ექნება.
-მადლობაც ხომ არ გადაგიხადო, რომ არ მიმბეგვე, ან არ ჩამკალი იქვე?
-მივიღებ, არ მომერიდება.
-სანდროს ბავშვობიდან ვიცნობ და ის საავადმყოფოში ავარიის შედეგად მოხვდა.
-გავიგე და არაფერს ვამბობ, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ სანდროს სახელის ხსენებაზეც კი ალერგია მეწყება.
-რატომ არ მენდობი? სულ მზღუდავ და მბოჭავ. ასე მგონია, შენი გამუდმებული კონტროლი ცოტაც და სულს შემიხუთავს.
-მეუბნები, ფეხზე დამიკი/დეო და როცა ადამიანი მაინტერესებს, ასე არ ვიქცევი.
-ზედმეტი მოგდის.
-რაღაც არა მგონია.
-ლევან!
-რა, სოფი?
-ძალიან გთხოვ, თუ გინდა, ჩვენი ურთიერთობა ავაწყოთ, პირადი სივრცე დამიტოვე.
-რას ეძახი პირად სივრცეს? შენს ნებაზე იარო, რაც გინდა ის გააკეთო და მე მხოლოდ სექს შეხვედრებისთვის გამიხსენო? ასე არ გამოვა.
-ამას არ ვამბობ. უბრალოდ მენდე და მაგრძნობინე, რომ არის რაღაც, რაც მხოლოდ ჩემია და მას არ შეეხები.
-შევეცდები.
-შეეცდები არა, უნდა დამპირდე.
-შევეცდები.
-მაინც თავისას იმეორებს,-ამოიქშინა ქალმა.
თვითმფრინავი დაიძრა, ცოტა ხანში სიჩქარეს მოუმატა და შხუილით აიჭრა ცაში. სოფი ილუმინატორს მისშტერებოდა და ფიქრებში წასულიყო. აღარც ლევანს ჰქონდა კინკლაობის თავი. ყურსასმენები გაიკეთა და ეკრანზე გამოტანილი ფილმების ჩამონათვალიდან სასურველის შერჩევა დაიწყო.
სოფის სანდროზე ეფიქრებოდა, თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ მის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა. წარმოსახვაში ნათლად ხედავდა ტკივილებთან მებრძოლს, რომელიც თითოეული მოძრაობისას აუტანელი ტკივილით იტანჯებოდა, მაგრამ მაინც მედგრად იდგა. ვერავისთან ამხელდა, მაგრამ შინაგანად ძალიან აწვალებდა იმაზე ფიქრი, რომ ლევანისთან წამოწყებული ურთიერთობა რომ არა, შესაძლებელი იყო, სანდრო საავადმყოფოში არ მოხვედრილიყო.
ლევანი ფილმს გულს ვერ უდებდა, ის ჰკლავდა, რომ სოფისთვის სანდრო საკმაოდ მნიშვნელოვან პიროვნებად რჩებოდა. გულს უღრღნიდა იმის გაცნობიერება, რომ ქალი, რომელიც დღითი დღე ეძვირფასებოდა, ბოლომდე მას არ ეკუთვნოდა.

***
ფრანკფურტში წვიმდა. აეროპორტიდან გასულებმა თავსხმა წვიმაში ტაქსით გაიგნეს გზა სასტუმრომდე, სადაც ლევან მდივანს კომფორტული ნომერი ჰქონდა ორივესთვის დაჯავშნული.
ოთახში შესვლისთანავე გადაღლილმა სოფიმ აბაზანას მიაშურა და შხაპი მიიღო. გამოსვლისას არაფერი უთქვამს ლევანისთვის, საწოლისკენ წავიდა და უხმოდ დაწვა.
-საინტერესოა, როდემდე აპირებ ამ ბუტიაობას?- საწოლის კიდესთან ჩამოჯდა ლევანი და თვალებდახუჭულს დააცქერდა.
სოფი პასუხს არ სცემდა.
-თავს ნუ მაჩვენებ, რომ გძინავს. რანაირად დაქანცულიც არ უნდა იყო, წამებში არავის ეძინება.
-რა გინდა, ლევან? ხომ გითხარი, რასაც ვითხოვ შენგან? ყოველ წამს თუთიყუშივით ხომ არ დავიწყებ ერთსა და იმავეს გამეორებას?-თვალები გაახილა სოფიმ.
-მეც გითხარი, რომ შევეცდები. ისიც ვაღიარე, რომ ცოტა ზედმეტი მომდის ხოლმე რაღაცებში და ვფეთქდები, მაგრამ თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ, რადგან უპასუხისმგებლობას ვერ ვიტან. არ შეიძლება ადამიანი ასე დააიგნორო, როცა შენზე ღელავს და განიცდის.
-არც გაიგნორებ. დამტენი არ მქონდა წაღებული და ტელეფონი დაჯდა.
-გასაგებია, მაგრამ სანდროს ამბავს ასე რატომ განიცდი?
-სანდროს ბავშვობიდან ვიცნობ. მე, ის და ილანა ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. შემდეგ მოხდა ისე, რომ სანდრო სიყვარულში გამომიტყდა და ჩემი გრძნობებიც დაემთხვა მისას. ყველაფერი ასე დაიწყო. როდესაც ადამიანთან ასეთი დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებს, ერთიანად ვერ ამოირეცხავ გულიდან, ამიტომ მივედი საავადმყოფოში და განვიცადე მისი ამბავი.
-გისმენ და ახლაც ძალიან მიჭირს შენი სიტყვები ყურებში შევუშვა. ვბრაზობ, რადგან ქალი, რომელიც ჩემია, მის ყოფილ შეყვარებულზე ფიქრობს და ამას არც მალავს.
-მე ხომ არ ვამბობ, რომ მის გამო ვბნდები?
-მაგრამ როცა მასზე ლაპარაკობ, გეტყობა, რომ ისევ შენშია დარჩენილი.
-უკვე გითხარი ამის მიზეზი.
-ვერ ვიღებ მაგ მიზეზს, რადგან...
-რადგან რა?..-სოფი საწოლზე წამოჯდა და ინტერესით მიაჩერდა ლევანს.
-რადგან ის, რომ მგონი შემიყვარდი.
-რა?
-გული მტკივა, როცა ჩემთან ხარ და სხვა მამაკაცზე ვლაპარაკობთ. სასიყვარულო სამკუთხედებს ვერასოდეს ვიტანდი და ვერც იმ ადამიანებს შევეგუები, რომლებიც საყვარელ ქალში შემეცილებიან. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი გერქვას და თავს არ დავზოგავ, რომ გაგაბედნიერო. მე ვიცი რამდენად რთულია, გზა გაიკაფო ასეთი კონკურენციის პირობებში და შევეცდები, ყველანაირად აგარიდო იმ გასაჭირს, რაც თავის დროზე თავად გამოვიარე.
სოფის გული მოულბო ლევანის გულწრფელობამ და მამაკაცს მხარზე დაადო ხელი:
-ლევან, მე არ ვარ ისეთი პიროვნება, რომ ისე მეპყრობოდე, თითქოს უსუსური ვიყო. ცხოვრებისეული სიძნელეები მუდამ თან მდევენ. ასე, რომ მიჩვეული ვარ, ყველაფერს ავიტან და არც შრომისმოყვარეობას გავექცევი.
-არა, ეს არ მიგულისხმია. სხვანაირად გამიგე. უბრალოდ მინდა, გზები გაგიმარტივო და რაც შენ მარტო ხუთ წელში შეიძლება შეძლო, იმას ჩემს გვერდით ორ- სამ წელიწადში მიაღწიო, რადგან მე უფრო მეტი გამეგება და ზუსტად ვიცი, რა სვლებით უნდა ვიაროთ სასურველი შედეგის მიღებამდე. ძალიან გთხოვ, ნუ გამიჯიუტდები და დამიჯერე ხოლმე.
-გიჯერებ.
-არ მიჯერებ. მე რომ დღეს ძალით არ წამომეყვანე, ხვალ ამ სერიოზულ კონკურსზე ვერ გამოხვიდოდი და დიდ შანსს გაუშვებდი ხელიდან შენი თავისთვის დაგემტკიცებინა, რომ მართლაც ნიჭიერი ხარ.
-ძალიანაც ნუ შემაქებ, მეშინია იმედები არ გაგიცრუო.
-მე მჯერა შენი შესაძლებლობების,-მისკენ გადაიხარა და ღაწვებზე ეამბორა.
-მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია, ამ ღამეს სიყვარულზე გიპასუხო, ძალიან გამოფიტული ვარ, -თვალები დახარა სოფიმ.
ლევანი ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა:
-ძნელი იქნება შენნაირ ქალთან საწოლში უსაქმურად წოლა. ისეთ რაღაცას მთხოვ, რაც ლევან მდივანისთვის უცხო ხილია.
-ორი წვეთი ძალა შემრჩა და გამიგე, იმასაც ნუ გამომაცლი,- ეშმაკურად შეხედა და ჩაეცინა.
- კარგი, დაიძინე, ხვალისთვის ენერგია გჭირდება, დიდი დღე გაქვს. აბაზანაში შევალ, წყალს გადავივლებ და მეც მალე დავწვები.
-მადლობა.
-რისთვის?
-ყველაფრისთვის,-გაუღიმა სოფიმ და ტუმბოზე დადებული სანათი ჩააქრო.

***
მეორე დღე განსაკუთრებული მღელვარებით დაიწყო სოფისთვის. გარეგნული სიმშვიდე ჩვეულებისამებრ არ ემთხვეოდა შინაგან არეულობას, წინააღმდეგობაში მოდიოდნენ. არც ლევან მდივანი ნერვიულობდა მასზე ნაკლებად. ყველანაირად გვერდში ედგა და ამხნევებდა. სოფიმ მის მიერ ნაყიდი ერთ-ერთი კაბა და ფეხსაცმელი მოირგო, რომელიც ილანას რეკომენდაციით ზომებში ზუსტად დაემთხვა და ნიაღვრად მოწოლილ ემოციებს უკან, კალაპოტისკენ დევნიდა.
დარბაზი მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩასული ჟიურის წევრებისგან შედგებოდა. არავის ეპარებოდა ეჭვი მის მიუკერძოვებლობაში. იქ ნამდვილი ნიჭი იზეიმებდა, მხოლოდ ის მიიღებდა მაღალბიუჯეტიან ფულად პრემიას, რომელიც ბოლომდე დაიხარჯებოდა და დაამტკიცებდა, რომ სხვა პიანისტებზე მეტი იყო. მრავალრიცხოვანი კონკურსანტებიდან თითქმის ყველა ღირსეული კანდიდატი გახლდათ. ასე, რომ არც თუ ისე მარტივი იყო, ვინმეს ვინმე უკან ჩამოეტოვებინა. უდავო იყო, ყველა თავისებურად ძლიერი იყო, ამიტომ საჭირო იყო მაქსიმალური სიმშვიდე, მობილიზებულება, შესრულების მაღალი ხარისხი და ცოტა იღბალიც, რომელიც დანარჩენებისგან გამოარჩევდა და ამდენი ჟიურის წევრის გულს მოაგებინებდა.
სოფიმ იგრძნო, რომ იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე მას ეგონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე ღრმად ვერ დაარწმუნებდა თავს, რომ ყველაფერს შეძლებდა. თავადაც ვერ იგრძნო როგორ, მაგრამ გასვლის წინ იმდენი ენერგია მოეზღვავა, თავს ძლივს აკავებდა, რომ მის წინ გასული როიალიდან არ აეყენებინა და თავად დაეპყრო მუსიკალური ინსტრუმენტის თითოეული კუთხე-კუნჭული. ეს საპასუხისმგებლო მომენტიც დადგა. მისი სახელი და გვარი გამოცხადდა და სცენაზე შინდისფერ კაბასა და შავ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი მოხდენილი და სექსუალური ქალი გამოჩნდა, რომელიც აუდიტორიასთან მისალმების შემდეგ ცეცხლოვანივით მიაპობდა შავი როიალისკენ. მისი შარმულობა არავის გამორჩენია შეუმჩნეველი. ლევანს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პირველ რაუნდს უპრობლემოდ გაართმევდა თავს, თუმცა მაინც განიცდიდა, შეცდომა არ მოსვლოდა, რადგან არ იცოდა რას გრძნობდა და როგორი შინაგანი მღელვარება ჰქონდა სოფის იმ წამს.
შუბერტის მელოდია განსაკუთრებული ჰაეროვნებით და სისავსით გაისმა ჰაერში. სოფი არაჩვეულებრივად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას და არამხოლოდ საუკეთესოდ, არამედ უზადო შესრულების სტილითაც გამოირჩეოდა. დარბაზი მუსიკის დედოფლით მოინუსხა და სული განაბა. მოვარდნილი კლასიკური მუსიკის ბგერები ყველას ყურთასმენას სასიამოვნო ბურუსში ჰხვევდა, სულიერ ტკბობას ჰბადებდა და აღვივებდა. მაესტრო ლევან მდივანი უყურებდა სულ რაღაც ოცდასამი წლის ქალს, რომელიც ნამდვილ მუსიკის ჯადოქარად გადაქცეულიყო და კიდევ მეტად იხიბლებოდა მისით. მეტად შედიოდა მის სულიერ სილამაზეში და სოფის სამყაროდან გამოსვლა არ სურდა, იქ უნდოდა, დაედო ბინა. წარმოსახვებიდან მქუხარე ტაშმა გამოიყვანა. სოფი თვითკმაყოფილი სახით იდგა სცენაზე და ჟიურის წევრებს თავს უკრავდა. არც ლევანი ჩამორჩა აუდიტორიას და სიამაყის გრძნობით აჰყვა აპლოდისმენტებში.
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი რაუნდი წარმატებით გადალახა მესხმა. მეორე რაუნდი სამ საათზე იწყებოდა და ლევან მდივანთან მარტოდ დარჩენილი სიხარულისგან ძლივს მეტყველებდა:
-ნეტა მეორე რაუნდში რა მოხდება?
-ჩემი ყოჩაღი და ჭკვიანი გოგო ხარ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ წარმატებით გამოხვიდოდი. ასევე იქნება მეორე რაუნდშიც.
-მართლა კარგი იყო?
-არაჩვეულებრივი,- ირგვლივ მყოფებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მოწყურებულივით დასწვდა მის ბაგეებს და კოცნით დააჯილდოვა.
ქალს სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა და მამაკაცს ჩაეხუტა.
-შემპირდი, რომ არ ინერვიულებ,-უჩურჩულა და მთელი სითბოთი ჩაიხუტა.
-გპირდები,- ჩურჩულითვე უპასუხა ქალმა და მის ძლიერ მკლავებში გაისუსა.
სამი საათი ახლოვდებოდა. სადილობიდან დაბრუნებული გამარჯვებული კონკურსანტები დარბაზში შესასვლელად ემზადებოდნენ. ყველას უცნაური მღელვარება იპყრობდა, მათ შორის სოფისაც, თუმცა მის გვერდით იყო ადამიანი, რომელიც მთელი გულით ედგა გვერდში და მისი იქ ყოფნით დიდ ძალას იღებდა. ეს ფაქტი ზოგ მომენტში ერთგვარად ამშვიდებდა.
მეორე რაუნდი უფრო მეტი დატვირთვით და სიმკაცრით იზომებოდა ჟიურის მხრიდან. გამარჯვებული კონკურსანტებიდან მეტობაში მამაკაცები მოდიოდნენ, თუმცა სოფის ეს არ აშინებდა. კვლავ დარწმუნებული იყო ჟიურის კომპეტენციაში და იცოდა, რომ ასეთი დონის საერთაშორისო კონკურსში არავინ არც გენდერული და არც სხვა ნიშნით არავის მიანიჭებდა უპირატესობას.
სოფის ამჯერად შოპენის შემოქმედებიდან, კერძოდ „ფანტაზიიდან“ უნდა შეესრულებინა მუსიკალური ნომერი. ამჯერად მწვანე კაბით წარდგა მსმენელის წინაშე. ზურმუხტისფერი თვალები სასწაულად დიდ ჰარმონიაში მოდიოდნენ სამოსთან და სცენაზე სიცოცხლის ფერს ჰქმნიდნენ. მელოდია ჰელიუმის ბუშტივით აიჭრა ცაში და ჰაერში ლივლივი დაიწყო. შოპენის დრამატიზმი და დახვეწილობა ჩინებული შერწყმა იყო პიანისტის გარეგნულ მხარესთან. სოფისეული ენერგია ყველაფერში იგრძნობოდა. შესრულება იდეალური იყო. ლევან მდივანი სავარაუდოდ ხვდებოდა, რომ იგი ამ რაუნდსაც გადალახავდა და სახეზე ბედნიერებისგან მკრთალი ღიმილი უთამაშებდა.
მოლოდინმა გაამართლა, ასეც მოხდა -სოფი მესამე რაუნდში გადავიდა.
-ახლა რა ვქნა? სიხარულისგან ავხტე, ჰაერში ვიბზრიალო, თუ რა ჯანდაბა ვქნა?- ემოციებს ვერ იოკებდა სოფი.
-მთლად ნუ გაგიჟდები, ცოტა სიგიჟე ხვალინდელი დღისთვის შემოინახე,- ეცინებოდა ლევანს.

-ნუ გეშინია. შენ მე არ მიცნობ, სიგიჟე ჩემი მოგონილია, ბლომად მაქვს და თუ გინდა გიწილადებ კიდეც,-კისკისებდა ქალი.
-ჩემი გადარეული,- თავს აქნევდა ლევანი და სოფის ბედნიერებით თავადაც ბედნიერობდა,-აბა, სად წავიდეთ? რითი აღვნიშნოთ ეს დღე?
-ჯერ ვახშამზე ვიფიქროთ, მერე მაღაზიებში გავიაროთ.
-და როდის განვმარტოვდეთ?
-ოო, ეგეც ერთობ მნიშვნელოვანი ამბავია. მოდი, ეგ ტორტის გემრიელი ლუკმასავით სულ ბოლოსთვის შემოვინახოთ. ვნებას და სიყვარულს ისე არაფერი უხდება, როგორც ღამე და მისი იდუმალება,-თვალი ჩაუკრა სოფიმ.
-კარგი, მე თანახმა ვარ,-ხელები ასწია ლევანმა და სოფის სურვილებს აჰყვა.
ფრანკფურტის ქუჩები თავისებური არქიტექტურული სტილით იზიდავდა წყვილს. დატვირთული დღის მიუხედავად, ვახშმის შემდეგ მაინც მოახერხეს შუასაუკუნოვან ისტორიულ უბნებში ხეტიალი. დღის ბოლოს კი ორივე ვნების ქარცეცხლმა მოიცვა და ახლად შერიგებულები კვლავ ერთმანეთის სხეულით და სიამოვნებით სიამტკბილობდნენ. ალერსისგან დაღლილნი ძილმა წაიღო. მეორე დღეს გადამწყვეტი დღე თენდებოდა, ახალი ძალებით უნდა შერკინებოდნენ მნიშვნელოვან მომენტებს.

***
მესამე რაუნდი დილის ათ საათზე უნდა დაწყებულიყო. კონკურსანტები ორმოცდახუთი წუთით ადრე მისულიყვნენ და დარბაზში შესასვლელად ემზადებოდნენ. დაძაბულობა ყოველ წუთს მატულობდა. ყველაფერი კიდევ უფრო რთულად იყო, ვიდრე წინა დღეს. რამდენიმე საათში საუკეთესოთა შორის საუკეთესო უნდა აერჩიათ. კონკურსანტებს სულ ცოტა აშორებდათ კარიერულ ტრამპლინამდე და ფულად ჯილდომდე, რომელიც ოცი ათას ევროს შეადგენდა.
სოფი კულისებში იდგა, სცენაზე გაშლილ სიმფონიურ ორკესტრს უყურებდა და საასპარეზო ენერგიებს იკრებდა. როგორც კი მისი რიგი დადგა, სცენაზე თავდაჯერებული წარდგა, აუდიტორიას თავი დაუკრა და როიალთან დაჯდა. წინ საკმაოდ საპასუხისმგებლო წუთები ელოდა, რომელიც შეუცდომლად და წუნის გარეშე უნდა გადაელახა. ახლა მოდუნება არაფრით შეიძლებოდა, თავი ორმაგად, სამმაგად და თუ საჭირო იქნებოდა, ათმაგადაც უნდა გამოეჩინა. სიმფონიური ორკესტრი დიდებულად აჟღერდა. სოფის ხელებში თითქოს ზებუნებრივი ნიჭი ჩაუდგა და წინა დღესთან შედარებით კიდევ მეტ სასწაულებს სჩადიოდა. იმდენად გადამდები ემოციები მოდიოდა მუსიკოსისგან, მსმენელსაც მასსავით სურდა კლავიშებს მოჰფერებოდა, გაბრაზებოდა და გაველურებული ნიჭით ეფრქვია ირგვლივ მუსიკა, რომელსაც ნებისმიერი იქ მყოფი კლასიკური შემოქმედებისგან მიღებულ ორგაზმამდე აჰყავდა.
სოფიმ გამოსვლა დაასრულა. ეს იყო ტრიუმფი. თუკი ვინმე უბადლოდ ნამუშევარს რამეს უწოდებდა იმ დღეს კონკურსანტებისგან, სწორედ მისი შესრულება იმსახურებდა ამ სიტყვებს. ემოციებისგან დაცლილი მესხი სცენიდან გავიდა და სიხარულის ცრემლები მოადგა, თუმცა გამარჯვების ზეიმისგან კიდევ ორი კონკურსანტის გამოსვლა აშორებდა და ემოციების კონტროლი დაიწყო.
ნამდვილად ძლიერი იყო ყველა გამომსვლელი. მის მსგავსად მეტოქეებიც არაფერზე იხევდნენ უკან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ, თუმცა გამორჩეულები თავიდანვე ყველა რაუნდში იკვეთებოდნენ. ესენი იყვნენ კორეელი ახალგაზრდა მამაკაცი და ქართველი ქალბატონი, რომლებიდანაც ჟიურის საკმაოდ დიდი სიფაქიზით და დაფიქრებით უნდა აერჩია გამარჯვებული.
ასეც მოხდა, საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ჟიურის ხმები ისე გადანაწილდა, რომ მესხის მომხრეებმა კორეელის მომხრეებს ერთი ხმით აჯობეს.
სოფი მესხი კონკურსის გამარჯვებული გახდა!
ეს იყო ნიჭის ზეიმი. ის ამ პრიზს ნამდვილად იმსახურებდა!
გამარჯვებული საკუთარ ემოციებს ახლა ნამდვილად ვეღარ მართავდა და ტირილი აუვარდა. აქამდე არასოდეს გამოეცადა ეს გრძნობა, როდესაც მეტისმეტი სიხარულიც სწორედ ისევე ართმევდა ძალას, როგორც თავს დამტყდარი უბედურებები ხოლმე. აღარაფერი ესმოდა, ვეღარაფერს ხედავდა, რეალობის შეგრძნებას ჰკარგავდა. მის წარმოდგენებში ახლა სცენაზე არა ოცდასამი წლის, არამედ ორი წლის პატარა ბავშვი იდგა, რომელსაც მოსიყვარულე და პირმცინარი მშობლები კვლავ გვერდით ჰყავდა და მისთვის უჩვეულოს, რაღაც უცხოს და გაუგებარს დღესასწაულობდნენ. სოფიმ ტირილს უმატა და ხელში გადაცემული პრიზი ინსტიქტურად გამოართვა კონკურსის ორგანიზატორს.
ლევან მდივანს სოფის გამარჯვებულად გამოცხადებისთანავე სიხარულისგან ფრთები შეესხა, მაგრამ ამგვარად ატირებულს რომ ხედავდა, ანერვიულდა:
-რაღაც ძალიან განიცდის და არ მომწონს,-გაიფიქრა და კულისების გასასვლელისკენ აიღო გეზი, თუმცა იქ ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა, შორიახლოს ჩამოდგა და აქეთ-იქით მოჰყვა სიარულს.
კონცერტი დასრულდა და კონკურსანტები სხვა მხრიდან გამოჩნდნენ. უამრავი ხალხი ირეოდა, ლევანი სოფის ეძებდა და ვერ პოულობდა.
-ლევან!- მოულოდნელად მოესმა მესხის ხმა.
მამაკაცი შედგა და ზურგიდან იგრძნო საყვარელი ქალის სურნელი. სოფი უკნიდან შემოხვეოდა და ხმას არ იღებდა, ჩუმად ტიროდა.
-სოფი,-ნელა შემოუბრუნდა და მკერდზე მიიკრო,-ჩემი ნიჭიერი,-დაბალი ხმით წამოცდა და მკლავები ძლიერად მოუჭირა.
-მადლობა,-ლუღლუღებდა ქალი, -შენ რომ არა, არაფერიც არ მოხდებოდა. ეს შენი დამსახურებაა!
-მე არაფერ შუაში ვარ. ეს შენ გამოავლინე შესაძლებლობები და დაიმსახურე კიდეც გამარჯვება.
-ხელი ხომ შემიწყე?
-ხელი შეგიწყე, კი ბატონო.
-ჰოდა, დიდი მადლობა.
-არაფრის, საყვარელო,- პირველად წამოსცდა ლევანს სოფის მიმართ მსგავსი სიტყვები, თვალები დახუჭა და თმაზე აკოცა.
იმ წუთებში ბოლომდე გრძნობდა ლევან მდივანი , რას განიცდიდა სოფი. ამიტომ აცალა, რომ ბოლომდე გამოეხატა თავის სენტიმენტალურობა და როდესაც შეამჩნია, თანდათან გონზე მოდიოდა, მშვიდად მოახსენა თავის გეგმების შესახებ და იქაურობა დაატოვებინა.
ეიფორიაში ჩავარდნილებმა ბევრი ვერაფერი მოასწრეს, მხოლოდ გოეთეს სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და მდინარე მაინთან გაისეირნეს, თუმცა მაინც კმაყოფილები ჩანდნენ. ან კი როგორ შეიძლებოდა, ასე არ ყოფილიყო? ის დღე სამუდამოდ ჩაიბეჭდებოდა განსაკუთრებულად ორივეს მეხსიერებაში.

№1  offline წევრი ვიპნი

დღეს რაღაც გული დამითბა ლევანისთან მიმართებაში,ასე გააგრძელოს და ეგებ გული მომიბრუნდეს :)

№2  offline მოდერი Lilian Clark

ვიპნი
დღეს რაღაც გული დამითბა ლევანისთან მიმართებაში,ასე გააგრძელოს და ეგებ გული მომიბრუნდეს :)

გადიხარ სანდროს ფანებიდან? heart_eyes

№3 სტუმარი სტუმარი ქეთო

ვაიმე ეს რა იყო, ისე ვცახცახებდი, თითქოს სოფის მაგივრად მე ვიდექი იმ სცენაზე და ბოლოს სოფისთან ერთად ვტიროდი. ვგიჟდები შენზე, რა საოცრად გადმოცემ თითოეულ ემოციას, ბრავოო.
ლევანი მევასება და რა ვქნა:დდ
როგორი სიტკბო გახდაა

№4  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი ქეთო
ვაიმე ეს რა იყო, ისე ვცახცახებდი, თითქოს სოფის მაგივრად მე ვიდექი იმ სცენაზე და ბოლოს სოფისთან ერთად ვტიროდი. ვგიჟდები შენზე, რა საოცრად გადმოცემ თითოეულ ემოციას, ბრავოო.
ლევანი მევასება და რა ვქნა:დდ
როგორი სიტკბო გახდაა

ვაიმე ქეთო როგორ გამახარე. აღმაფრთოვანე შენი სიტყვებით kissing_heart
კი, კარგი ტიპია ლევანი. მეც მიყვარს heart_eyes

№5  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
აუ გული ამიჩუყდაა და ცრემლსაც გადმოვაგდებ ახლაა, ეს თავი იყო ყველაზე საუკეთესოო თბილი, ტკბილი და ემოციურიი, მე ასეთი ლევან მდივანი მინდა სულ, ისედაც მომაჯადოვა ამ ოხერ კაცმა და ახლა მთლად დამიბნელა თვალებიი, აწი ამაზე ცუდის მთქმელს ხომ გადავუვლი ყველას დიდი ბულდოზერით, სოფი რომ ჩამოვა და კიდევ ისეთი სიაულელეები აკეთოს მაგას ჩემი ლეონსიოსკენ აღარ მიახედიოო, აი შემიძლია სულ ჩემი ლევანის ავკარგიანობაზე ვისაუბროო, აი ემოციებში ჩამაგდოო და ჯერ კიდევ იქ დავცურავ, დღეს შენ თითებს და მუზას არ გავუბრაზებივარ და მგონი შემიყვარდიიი :დდდდდ არადა მართლაა ❤️❤️❤️❤️

მართლა კარგი ვიღაცა ხარ შენ რა heart_eyes kissing_heart
მე არც არავის ვაბრაზებ, რატომ გამოგყავარ სწერვად? smiley
უბრალოდ მივყვებით ისტორიას და ბუნებრივიც არის, ხან გავბრაზდებით პერსონაჟებზე და ხან დავტკბებით. მიხარია, რომ გათბი. მეც ასეთ ტკბილ და თბილ ნოტაზე დავრჩი თქვენთან ერთად. კარგი ვიღაცა ყოფილა ეს ლევანი ხომ იცი? ცოტაც და შენსავით შემიყვარდება smile

როგორც ველოდი...ლევანჩიკმა, გამოავლინა თავისი დაფარული სითბო და სულის წიოკი:)))...როგორც იქნა, მეც ჩავსწვდი ლევანის სულიერ მხარეს და მიუხედავად მისი ასეთი სიჯიუტისა და სიუხეშისა, ის მაინც საოცარი ადამიანია. ვფიქრობ, სწორედ ამ წუთისთვის გვამზადები ყველას, რომ ასე ერთბაშად გეჩვენებინა მისი სახე და სააშაკრაოზე გამოგეტანა ის, თუ რა იმალებოდა ამ ადამიანის უკან. მომეწონა მოვლენების ამგვარი განვითარება. ნუ, ყოველთვის მოგაბეზრებ თავს, შენი წერის სტილით:))))! ისედაც ხვდები დარწმუნებული ვარ, რომ კარგად გადმოსცემ, მაგრამ ამას სხვაც რომ აღნიშნავს, ერთგვარი სტიმულია, როგორც ავტორისთვის. გელი ისევ დიდი მოთმინებით(მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვითმენ:დდ)და დარწმუნებული ვარ, შემდეგი თავებიც ასეთივე ცეცხლოვანი, ამაღელვებელი და უზადო იქნება. ნუ, ეს ხომ შენი ისტორიის უდიდესი ხიბლია და სხვაგვარად, უბრალოდ არც შეიძლება. წარმატებები შენ, ჩემო კარგო<3<3<3

№7  offline მოდერი Lilian Clark

ლიკა ახრახაძე

მადლობა ლიკა. ჰო, შენს კომენტარებს სხვა მაგია აქვს, ვაღიარებ. ყველა სიტყვა მიყვარს მასში და კიდევ სულმოუთქმელად დაგიცდი, რომ ასე სანთელივით ჩამოვიღვენთო ხოლმე.
კიდევ ერთხელ ძალიან გამახარე kissing_heart

Lilian Clark

შენს სადარაჯოზე ვარ და აუცილებლად დაგელოდები შემდეგ თავამდე და იმედი მაქვს, შემდეგ ისტორიამდეც:)))<3

№9  offline წევრი LI_BE

მაინც ვერ ვხვდები, რატომ გააკეთა ლევანმა ყველაფერი ის, რაც დასაწყისში გააკეთა. არ შეიძლებოდა იმ არაკაცური ნაბიჯების გარეშე, ჩაეგდო ხელში ეს გოგო, მით უმეტეს თუ შეიძლებოდა რომ სერიოზულად ეფიქრა მასზე. ვერ ვხვდები. მოკლედ ჩემთვის ის მაინც "ლევან ახვარად" დარჩება. laughing საერთოდ, რა ქცევები აქვს, რა ტონი და ლექსიკა. ისეთ რაღაცაებზე ჭედავს, გული აგერევა. ცოტა ვერ არი, აშკარად. worried

ხო, სოფი ძალიან პრინციპული ადამიანი ჩანდა, დათმობა და კომპრომისებზე წასვლა ადვილად რომ არ შეეძლო. მაგრამ თურმე ერთი ჩვეულებრივი ქალი ყოფილა, ჩვეულებრივი კარიერისტკა. wink

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ორივე პერსონაჟი, დასაწყისში, ძალიან განსხვავდებოდა იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ამ ბოლოს მივიღეთ. worried

№10  offline წევრი ნანა73

ეს თავი ჩემთვის საუკეთესო არის! kissing_closed_eyes
ალბათ ბევრი მუსიკის გამო, ნიჭიერების ზეიმის გამო, გამარჯვების გამო!
ლევანიც იცვება, ან უფრო მეტად ჩანს მისი ემოცია.
სოფი უბედნიერესია და ეს გადამდებია ნამდვილად!
ვისურვებდი მისი შესრულების მოსმენას. ❤️❤️❤️

№11  offline მოდერი Lilian Clark

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ლიკა kissing_heart kissing_heart

LI_BE
მაინც ვერ ვხვდები, რატომ გააკეთა ლევანმა ყველაფერი ის, რაც დასაწყისში გააკეთა. არ შეიძლებოდა იმ არაკაცური ნაბიჯების გარეშე, ჩაეგდო ხელში ეს გოგო, მით უმეტეს თუ შეიძლებოდა რომ სერიოზულად ეფიქრა მასზე. ვერ ვხვდები. მოკლედ ჩემთვის ის მაინც "ლევან ახვარად" დარჩება. laughing საერთოდ, რა ქცევები აქვს, რა ტონი და ლექსიკა. ისეთ რაღაცაებზე ჭედავს, გული აგერევა. ცოტა ვერ არი, აშკარად. worried

ხო, სოფი ძალიან პრინციპული ადამიანი ჩანდა, დათმობა და კომპრომისებზე წასვლა ადვილად რომ არ შეეძლო. მაგრამ თურმე ერთი ჩვეულებრივი ქალი ყოფილა, ჩვეულებრივი კარიერისტკა. wink

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ორივე პერსონაჟი, დასაწყისში, ძალიან განსხვავდებოდა იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ამ ბოლოს მივიღეთ. worried

ჰო, ადამიანებს ვერ გამოიცნობ. ამიტომ მიყვარს მათი შესწავლა და ბევრის წერა განსხვავებულ ადამიანებზე. შენ კი კიდევ დაგელოდები. ხშირად გამოჩნდი ხოლმე. საინტერესო მოსაზრებები გაქვს blush

ნანა73
ეს თავი ჩემთვის საუკეთესო არის! kissing_closed_eyes
ალბათ ბევრი მუსიკის გამო, ნიჭიერების ზეიმის გამო, გამარჯვების გამო!
ლევანიც იცვება, ან უფრო მეტად ჩანს მისი ემოცია.
სოფი უბედნიერესია და ეს გადამდებია ნამდვილად!
ვისურვებდი მისი შესრულების მოსმენას. ❤️❤️❤️

სოფი მართლაც საუკეთესო პიანისტია, ვცდილობ სიტყვებით დაგანახო, აღგაქმევინო და წარმოსახვებში გაგიცოცხლო ისიც და მისი შესრულების მანერაც heart_eyes
ამ ეტაპზე მეტი არაფერი შემიძლია blush

№12  offline მოდერი Lilian Clark

სალანდერი
მოკლედ მე ყველა თავს ვკითხულობ, პროსტო ყველაზე კომენტარს არ ვწერ. ამიტო ერთიანად შევკრეფ ახლა სათქმელს და ვიტყვი.
ლევანი ხო მაგარი ა და სულ ეგეთად დარჩება, მარა ზოგ მომენტებში ძან მგავს და ცოტა გამიტყდა. ტიპი ჯერ ბრაზდება, მერე არკვევს, მერე უფრო ბრაზდება. ჰოდა ეგ თვისება ჩემი აქვს რა. მე ვხვდები რას ნიშნავდა ლევანას პირველი ნაბიჯები, ფაქტობრივად აჩვენა ვინ იყო აქ უფროსი, დაანახა რისი გაკეთება შეუძლია, აჩვენა სიმწარე რო სიტკბოს გემო უფრო კარგად ეგრძნო, ფაქტობრივად ფულით და სახელით შეაბა გოგო რა. ნაბიჭვრულია მაგრამ მიზანი ამართლებს საშუალებებს ლევანასთვის როგორც ჩანს. სოფი ბავშვია, ძან კი ცდილობდა დიდ და პრინციპულ გოგოს დამსგავსებოდა მაგრამ მაინც ბავშვია და როგორც კი "დიდ ბიჭთან" მოუწია ურთიერთობა ეგრევე დაეტყო. ერთ მხარეს სანდრო ყავს, რომელთანაც წარსული აკავშირებს და რაღაც გრძნობებიც აქვს (შესაძლოა მხოლოდ ნოსტალგიური, ან დაუმთავრებლობის) მეორე მხარეს ლევანი, რომელიც იზიდავს და იმ კარებს უღებს სადაც სოფი ცხვირსაც ვერ შეყოფდა (მერე რა რომ ისევ ლევანის წყალობით). ამას დავუმატოთ მისი ემოციური მდგომარეობა, მისი ათასი პრობლემა ბავშვობიდან და სტრესი ჰოდა აირია რა. სადღაც სიამოვნებს ამ დიდ ბიჭთან ურთიერთობა, თან აშკარად ხვდება რომ "იჩაგრება" და ეგ არ სიამოვნებს. ხან ეს უნდა, ხან ის უნდა, ვერ ყალიბდება. მოკლედ ლევანა თანდათან "აჩოქებს" ამ გოგოს,მაგრამ მგონია რომ ასეთი მეამბოხე გოგოები ეგრე მარტივად არ ნებდებიან, სადღაც მაინც "უხიტრებს". ეს სანდრო მაინც მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია ჯერ დაბევრს ვერაფერს ვიტყვი მაგაზე,ჯერ კიდე ვაკვირდები.
საინტერესოდ წერ, შენი ნაწარმოების გამართულობის და სახვეწილობის მშურს პირდაპირ. ერთნაირად კარგად გადმოსცემ ისტორიის ყველა ნაწილს და მომწონს. მოკლედ შენ კარგი ხარ ავტორო, შენი პერსონაჟებისგან განსხვავებით. წარმატებები და გელოდები.

კომენტარს ეტყობა, რომ კარგად მიჰყვები თითოეულ თავს და შენ იმ მკითხველთა შორის ხარ, რომელსაც ვერცერთ წვრილმანს ვერ გამოაპარებ. არც გულმავიწყი ყოფილხარ და არაჩვეულებრივად გახსოვს ლევანის ფანდები. კი ბატონო, დააკვირდი სანდროსაც. ვნახოთ, როგორ და რანაირად გაიჭრება თითოეული პერსონაჟის გზა.
ჯერ-ჯერობით მომწონს, როდესაც გაურკვევლობაშია მკითხველი და ვერ ხვდება რა ელით წინ blush

№13 სტუმარი სტუმარი მაია

საერთოდ არ ვწერ ხოლმე კომენტარებს, მაგრამ ამ თავის დასრულება არ მსურდა. ზუსტი, სწორი, ჰარმონიული სიტყვებით იყო გადმოცემული სიუჟეტი. ისეთი დახვეწილი იყო რომ მომნუსხა. პერსონაჟებზე მეტად საინტერესო წერის სტილია რომელიც ნამდვილად საოცარი გაქვთ.

№14  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი მაია
საერთოდ არ ვწერ ხოლმე კომენტარებს, მაგრამ ამ თავის დასრულება არ მსურდა. ზუსტი, სწორი, ჰარმონიული სიტყვებით იყო გადმოცემული სიუჟეტი. ისეთი დახვეწილი იყო რომ მომნუსხა. პერსონაჟებზე მეტად საინტერესო წერის სტილია რომელიც ნამდვილად საოცარი გაქვთ.

მადლობა, მაია. უზომოდ კმაყოფილი დამტოვეთ heart_eyes heart_eyes
ბედნიერი ვარ!

№15  offline წევრი ვიპნი

Lilian Clark
ვიპნი
დღეს რაღაც გული დამითბა ლევანისთან მიმართებაში,ასე გააგრძელოს და ეგებ გული მომიბრუნდეს :)

გადიხარ სანდროს ფანებიდან? heart_eyes

სანდრო ჯერ საავადმყოფოშია,ვაცადოთ ლევანიკოს,წაუცდება ფეხი და ამ დროს კი გამოვა სანდრიკოც საავადმყოფოდან :)

№16  offline მოდერი Lilian Clark

ვიპნი
Lilian Clark
ვიპნი
დღეს რაღაც გული დამითბა ლევანისთან მიმართებაში,ასე გააგრძელოს და ეგებ გული მომიბრუნდეს :)

გადიხარ სანდროს ფანებიდან? heart_eyes

სანდრო ჯერ საავადმყოფოშია,ვაცადოთ ლევანიკოს,წაუცდება ფეხი და ამ დროს კი გამოვა სანდრიკოც საავადმყოფოდან :)

აბა, რა. ეშმაკს არ სძინავს wink

№17 სტუმარი სტუმარი sophie

გადაწყვეტილი კი მქონდა დასრულებამდე არ წამეკითხა, მაგრამ სასწორები ხშირად ვცვლოთ გადაწყვეტილებებს და შემომეკითხა:)) ძალიან კარგად მიდიხარ, ყოჩაღ♡♡♡ კარგი სტილი გაქვს წერის და არ შეცვალო. ისე ეს სანდრო საიდან გამოჩხრიკე? ძალიან მიშლის ნერვებს და ან მოკალი, ან დასვი ჩემოდნებზე და საიდანაც მობრძანებულა ისევ იქ მიაბრძანე???????? გელოდებით სულმოუთქმელად.

№18  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი sophie
გადაწყვეტილი კი მქონდა დასრულებამდე არ წამეკითხა, მაგრამ სასწორები ხშირად ვცვლოთ გადაწყვეტილებებს და შემომეკითხა:)) ძალიან კარგად მიდიხარ, ყოჩაღ♡♡♡ კარგი სტილი გაქვს წერის და არ შეცვალო. ისე ეს სანდრო საიდან გამოჩხრიკე? ძალიან მიშლის ნერვებს და ან მოკალი, ან დასვი ჩემოდნებზე და საიდანაც მობრძანებულა ისევ იქ მიაბრძანე???????? გელოდებით სულმოუთქმელად.

ვაიმე, სანდრო რას გერჩიან? შენ მოგიკვდი მე smile

№19  offline წევრი ეირინ

აი სანდრო არის ერთადერთი პერსონაჟი რომელიც 4 წელია აქ ვკითხულობ ისტორიებს და მასზე მეტად ჯერ არავინ შემძულებია და ეს სოფიც მაგარი გაურკვეველია რაა ნერვები მომიშალა????ველოდები ახალ თავს მოუთმენლად მე ლევანისკენ ვარ????????❤❤❤

№20  offline მოდერი Lilian Clark

ეირინ
აი სანდრო არის ერთადერთი პერსონაჟი რომელიც 4 წელია აქ ვკითხულობ ისტორიებს და მასზე მეტად ჯერ არავინ შემძულებია და ეს სოფიც მაგარი გაურკვეველია რაა ნერვები მომიშალა????ველოდები ახალ თავს მოუთმენლად მე ლევანისკენ ვარ????????❤❤❤

სანდრო, ეს რა გაკადრეს სანდრო? flushed ყველაზე მეტად მძულსო, არააააა! disappointed_relieved
აშკარად ლევანის ფანები ლიდერობენ რიცხობლივად .
რა თქმა უნდა, შენი გადასაწყვეტია. ყველას აზრი ძალიან მაინტერესებს. ასე, რომ მადლობა, რომ შემოგვიერთდი და შთაბეჭდილებაც დაგვიტოვე blush

№21 სტუმარი სტუმარი nancho

გადავირიე სოფიოს წარმატებით,ძალიან გამათბო ამ თავმა,

№22 სტუმარი ტაისა

მე რაც მინდოდა მენახა, ვნახე!
მთავარია, რომ სოფიმ მიაღწია დამსახურებულ წარმატებას! heart_eyes

არც ლევანი მეიდიალურება და არც სანდრო :დ
ვანხოთ რა მოხდება ,გელოდებიი

№23  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი nancho
გადავირიე სოფიოს წარმატებით,ძალიან გამათბო ამ თავმა,

მიხარია, რომ მოგეწონა heart_eyes

ტაისა
მე რაც მინდოდა მენახა, ვნახე!
მთავარია, რომ სოფიმ მიაღწია დამსახურებულ წარმატებას! heart_eyes

არც ლევანი მეიდიალურება და არც სანდრო :დ
ვანხოთ რა მოხდება ,გელოდებიი

არც ლევანი მეიდეალურება და არც სანდროო. კარგია! მშვენიერი მოსაზრება გაქვს blush
აბა, რა. თუ ყველა იდეალური და უშეცდომოა, მწერლებს დასაწერი და სათქმელი არც არაფერზე გვექნება. მადლობა ტაისა, რომ ყოველი თავის ბოლოს ასეთი აქტიური ხარ kissing_heart

№24  offline წევრი haddes

აი უძალიანმაგტესი იყო :დ გავგიჟდი ისე მომეწონა ❤ აუუ ლევანზე ვგიჟდები უკვე მაგრამ რანაირი დაწყება ქონდა რა თავიდან ცუდი ტიპი იყო ეხლა საყვარელია :( ველოდები შემდეგ თავს მეტი ემოციებით❤❤❤????

№25  offline მოდერი Lilian Clark

haddes
აი უძალიანმაგტესი იყო :დ გავგიჟდი ისე მომეწონა ❤ აუუ ლევანზე ვგიჟდები უკვე მაგრამ რანაირი დაწყება ქონდა რა თავიდან ცუდი ტიპი იყო ეხლა საყვარელია :( ველოდები შემდეგ თავს მეტი ემოციებით❤❤❤????

მადლობა, მიხარია, რომ მოგწონს. გათვლაც ასეთი იყო, აუცილებლად განსხვავებული პერსონაჟები უნდა მყოლოდა, "ჭრელები" და არაიდეალურები.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent