შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმართავი (ნაწილი მეოთხე)


25-05-2020, 06:24
ავტორი Butterfly Girl
ნანახია 1 212

*****
-კარგი რა ლილუ, ნახე რა კარგი ამინდია მოდი სადმე წავიდეთ, თორემ შენმა ძმამ სამსახურში თუ ამიყვანა მერე საერთოდ აღარ მექნება ამის დრო... (მთელ ლოგინზე გაშოტილი 5წლის ბავშვისვით ეხვერწებოდა ვივიენი სადმე წასულიყვნენ)

-ვივი ეს ნახატი დამთავრებული კვირის ბოლომდე უნდა მქონდეეს და ჯადოქარი არ ვარ ერთი ჯოხის მოქნევით მოვრჩე, კარგი რაა. ( სულ საღებავში ამოსვრილი ფუნჯს ისე აქნევდა ხელში თითქოს მართლა ჯადოქარი ყოფილიყოს)

-კარგი მაშინ რა გაეწყობა, მთელი დღე სახლში უნდა ამომხდეს სული, ხვალიდან კიდე სამსახური... სამსახური....სამსახურიი და კიდევ სამსახურიი, კარგი ლამაზო წავალ აბაზანას ავივსებ და დიაბეტს დავიმართებ, გკოცნიი...

(ლოგინიდან წამოიზლაზნა ბეჭებში მოხრილმა აიღო ცალი თითით სკამზე გადაკიდებული პატარა მინის ჩანთა, კოცნა გაუგზავნა მეგობარს და კარისკენ გაემართა კუს ნაბიჯებით)


-კარგი გეყოდა ტირილი, წავიდეთ სადაც გინდა.
(მაინც ააგდო ნამუსზე და დაითანხმა გოგონა, უცებ გაბრწყინებული სახით შემოტრიალდა და სიცილი და ხტუნვაა დაიწყო ვივიენმა)

-საუკეთესოო ხაარ
( მივარდა, ლოყები დაუკოცნა ისევ ლოგინზე შემოხტა და გეგმების დაწყობას შეუდგა)

-სად წავიდეეეთ? სადმე ახლოოს რო დღეს ჩამოსვლა მოვასწროთ წამოოო საბადურებზე ავიდეთ პიკნიკი მოვაწყოოოთ, ან ჭილის ტბაზეე, იქნებ კოჯორზე, თქვიი რამეე... მარტო წავიდეეთ? თუ ვინმე წავიყვანოოთ იქნებ შენი მეგობრებისთვის დაგერეკაა, იმასაც დაურეკე შენი ბიძაშვილი თუ დეიდაშვილი როა იქნებ თავი მოვაწონო და სამსახურშიც ამიყვანოს, კვირაა ყველას ეცლებაა ლილუუ მიდი მიდი....

(ცეცხლი შეუნთო მეგობარს, აჟიოტაჟისგან ხელებს აქეთ-იქეთ აქნევდა და ლილუს გახალისებასაც ახერხებდა)


-ვივი ჩემზე პატარასავით იქცევი, ხო მშვიდობა გაქვს? (სიცილისგან ლოყებ შეჭმუჭნული უსმენდა)

-აბა კარგ ხასიათზე ყოფნას თუ მაცლი. (გაუბრაზდა და ფეხზე წამოხტა)

-მიდი მიდი დარეკე...


*****

-რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა რო 2მანქანით უნდა წამოვსულიყავით 10კაციი? (დახუთულობისგან ხელებს სახეზე იქნევდა უკან შუაში მჯდომი ერთ-ერთი ლილუს მეგობარი და უკმაყოფილოდ მანჭავდა სახეს)

-საერთოდაც ფეხით უნდოდა ქალბატონს წასვლა და მადლობა ვთქვათ. (გაეცინა წინ მჯდომ ლილუს, ჯერ სიტყვების პატრონს გახედა და მერე რულთან მჯდომს ვითომ ზერელედ)

-ძაან ხოარ დადაქალდით თქვენ ორი? (კიდევ უკნიდან გადმოსძახა რომელიღაცამ, ლილუ გაფართოებული თვალებით გადაიხარა და მარიამს წარბებ აწეული გახედა)

-და რა ეგ პრობლემაა?

-არა პროსტა, მის შესახებ არაფერი იცი და 1კვირაში საუკეთესო დაქალებად იჩითებით, შენ ნორმალური გგონია?

-მის შესახებ საკმარისად ვიცი მარიამ და ნერვებს ნუ მიშლი, ისე რო იცნობდე, როგორც მე ეგრე არ ილაპარაკებდი რაა. (ისევ წინ შემობრუნდა და გზას გახედა ლილუმ)

-მეც ზუსტად იმ დღეს გავიცანი, როცა შენ დაჟე შენამდეც, მარა პიჟამა ფართიზე არ წამიყავნია ეგრევე...

-აუუ გთხოოვ ნუ პანიკიორობ რააა.

-ვიღაცა ეჭვიანოობს (სიცილი ვერ შეიკავა სიცხეზე მოწუწუნე ვლადიმ და მარიამის თავში წამორტყმაც დაიმსახურა, ყველას გაეცინა და სიტვაციაც განიკუხტა)


*****

პიკნიკმა მართლა ყველა გაამხიარულა. სიმართლე და მოქმედება ითამაშეს მიუხედავად იმისა, რომ სამი კაცი ძალიან ბავშურ თამაშად თვლიდა, მაინც აიყოლიეს და სიცილისგან ლამის იგუდებოდნენ.

-როგორც ჩანს შენმა ძმამ არ გვიკადრა (გეგმა წყალში ჩაყრილმა ვივიენმა გაღიზიანებულად ამოთქვა)

-ალბათ საქმეები ქონდა, საერთოდ როდის ცალია ხოლმე ჩემთვის... (სულ რაღაც საათ-ნახევარი იქნებოდა გასული ნაცნობი RANGEROVERი, რომ გაჩერდა ბალახზე წამომჯდარი ბავშვებიდან დაახლოებით 5მეტრში,
ვივიენის გაბრწყინებული სახე უნდა გენახათ როგორ ჩაქრა ბედნიერებიდან რამოდენიმე წამში პირველად მანქანიდან გადმოსული ცოტნე, რომ დაინახა, თვალები გადაატრიალა და ზურგი აქცია მომავალთ.)


-რა გეგონათ ჩემს გარეშე იგულავებდით? (პირდაპირ ვივიენის გვერძე ჩახტა ცოტნე გაბადრული სახით და ბიჭებს ხელი ჩაურტყა)


-ეეე რა პონტში ინებეთ. (რაღაცნაირად გული მოულბა ლილუს და მის ძმას ლოყაზე აკოცა)

-ცოტნეს დასვენება, გართობა, გოგოები ან სამივე ერთად უხსენე და მიხვდები. (გაუღიმა თუმცა გახარებული სულ არ ჩანდა)

-ლამაზო, ნახე ჩვენი გზები კიდე გადაიკვეთა, მგონი ბედია ხოო?
(სახე მოღრანჭულმა გახედა ცოტნეს და შეძლებისდაგვარად გაუღიმა ვივიენმა)

-აბაა რას აკეთებდით, ეეე ბურგერიიი
(ხელი სამცალს ერთად სტაცა, ანანოს კოკაკოლა მოაწოდებინა და დამშეულივით შეექცა)

ისევ ხმაურმა მოიცვა გარემო, ვივიენი თვალს არ აცილებდა ინტერესის ობიექტს, რომელიც ასე კარგად ახერხებდა მის იგნორს, თუმცა ხანდახან მაინც გაყიდიდა წამით აფორიაქებული თვალები.


-მორჩით ჭამას თუ შეიძლება და ნამიოკობანა ვითამაშოთ ჟესტებით.
(უაზროდ მოწყენილმა ფეხზე წამოხტომით ყველას ყურადღება მიიქცია)

-რაიმეთი თავი ხომ უნდა მოვიწონო იქნებ ბატონი გიორგი დაფიქრდეს მაინც ჩემი კანდიდატურით... ეს რათქმაუნდა ხუმრობით, მაგრამ მაინც ვითამაშოთ.(გაიღიმა და მისკენ გაექცა მზერა)

-ეეე რა კანდიდატურით?
(როგორც ჩანს ცოტნესთვის სათქმელად, საკმაოდ საინტერესო თემა არ აღმოჩნდა ბატონი გიორგისთვის ვივიენზე მოყოლა)

-ვივიენმა სივი დამიტოვა მდივნის ვაკანსიაზე, თუმცა როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ დაურეკავთ თქვენთვის არა?


-დიახ ჯერ კიდევ ველოდები.


-საჭირო არაა, მე თვითონ გეტყვით... ნატა, ჩემი მდივანი სამსახურში დავაბრუნე, არც უნდა გამეგდო. მის გარეშე ძნელია ყველაფრის ცოდნა, ახალ კადრს კიდევ ბევრი სწავლა დასჭირდებოდა, რისი თავიც ახლა ნამდვილად არ მაქვს ასე რომ...
(იგრძნო როგორ აუვიდა ფეხის თითებიდან თავის ქალამდე ლავასავით წამოსული სისხლი ვივინმა, ოდნავ გაუფართოვდა თვალები და ნესტოები დაებერა, სუნთქვაც შეწყვიტა წამიერად, გრჩხილები ისეთი სიძლიერით ჩაასო ხელის გულებს მძლავრად შეკრული მუშტით, სისხლი წასკდა, თუმცა როგორც ყოველთვის თავის შეკავება არ ესწავლებოდა, ნელა გაშალა თითები ღრმად ამოისუნთქა, სახეზე ნაწვალები ღიმილი გამოესახა და მშვიდად სრულიად აუღილვებლად გასცა პასუხი.)

-გასაგებია, ალბათ თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი...
-ბოდიში, ცოტახანს გავისეირნებ...
(ისეთივე მშვიდი აუჩქარებელი ნაბიჯებით წავიდა ტყისკენ და ცოტა ხანში მისი სილუეტი ხეებს შეერწმა.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას ვერავინ იღებდა შიშით თუ ღელვით, თუმცა სიტვაცია მალევე განმუხტეს და ისევ სიცილ-კისკისზე გადაერთნენ, თითქოს არც არააფერი მომხდარა.)

-იცი რო ცუდად მოიქეცი ხოო?(გვერდით მიუჯდა ძმას ლილუ, თუმცა არ გაუხედავს მისკენ)

-აბა რას მთავაზობ, ხომ იცი რო ნატაზე მეტად ვერავის ვენდობი მითუმეტეს სამსახურში, სისუსტე გამოვიჩინე, როცა მისი გაშვება გადავწყვიტე და გამოვასწორე კიდეც

-ახლა ნატაზე არ ვლაპარაკობ, შენც კარგად იცი

-სხვა გამოსავალს ხედავდი?

-შეგეძლო ცოტა ჰუმანურად მოქცეულიყავი და ყველას თვალწინ არ დაგემცირებინა

-პასუხი გავეცი და დამნაშავე გამოვდივარ?!

-2წლის ბავშვივით ნუ ლაპარაკობ, წადი და ბოდიში მოუხადე!

-ბოდიში მოვუხადოო... (ოდნავ ჩაეცინა დევდარიანს)

-კარგი რაა ოდნავ ადამიანობა გამოიჩინე, არაფერი გაუკეთებია იმის ფასი, რომ ასე მოქცეულიყავი, არც იცნობ როგორი კარგია

-ლილუუ ნუ მასწავლი რა, რაც შენზე უკეთ ვიცი იმას! ის რაც ვივიენს გავუკეთეე ათასობით ადამიანისთვის გამიკეთებია და შენი გულჩვილობის გამო ყველას ბოდიშს ვერ მოვუხდი!

-ვივიენი მილიონი ადამიანი არ არის ჩემი მეგობარია და თუ გიყვარვარ წახვალ და ბოდიშს მოიხდი!
(მკაცრად ჟღერდა უნცროსი დევდარიანის სიტყვები, მითუმეტეს მაშინ როცა პასუხის გაცემაც არ აცალა ისე ადგა და ბავშვებში გაერია.

სხვა გზა არ ქონდა ადგა და ვივიენის საძებრად წავიდა)


*****

საკმაოდ შორს მოუწია წასვლა, უკვე უკან მობრუნებასაც აპირებდა, როცა კივილის ხმა ყრუდ მოესმა, მთელი სხეული დაეძახა, ვიღაც ყვირილს არ წყვეტდა, ხმის მიმართულება განსაზღვრა და ადგილიდან მოწყდა, ისე სწრაფად გარბოდა ფიქრები უკან რჩებოდა დევდარიანს, გარბოდა თუმცა წინ არავინ ჩანდა ყვირილი არ წყდებოდა და ისიც ბრმად მისდევდა მის კვალს, როგორც იქნა ნაცნობი სილუეტი დალანდა, ვივიენმაც შენიშნა თუარა გეზი შეცვალა და ახლა გიორგისკენ მირბოდა, ლამის შეასკდნენ ერთმანეთს ორივეს გული ისე ცემდა, კილომეტრიდანაც გაიგონებდით, ასეთი შეშინებული ქალი პირველად ნახა, ხელი ბეჭებში ჩაავლო, სულ მთლად კანკალებდა და ენას პირში ვერ ატრიალებდა. გულამოვარდნილმა ძლივს კითხა რა მოხდაო

-იქქქ იქქქ......( ახანკალებული ხელით უკან ანიშნებდა კაცს) -იქქქქქ....... (ხელებიდან მოწყდა და ისევ გაქცევას აპირებდა ქალი, თუმცა ისევ ჩაიბღაუჭა და უკან გამოქაჩა, ძლივს აჩერებდა მის მკლავებში მოხტუნავე ვივიენს დევდარიანი)


-რა მოხდა ვივიენ?? რახდებაა? კარგად ხაარ? რამ შეგაშინაა?
(კითხვას კითხვაზე აყრიდა თვითონაც ანერვიულებული და მის დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა)

-გამიშვი!!! გამიშვიი უნდა გავიქცეეთ! როგორ არ გესმის იქ გველი იყოოო იმხელაა გველი მომზდევდააა, გამიშვი გთხოვ დამეწევაა გევედრებიიიი.... (ხმა გაებზარა და უკვე ტირილს აპირებდა ძალა გამოცლილი)

-გველიი? გველიიიიი??? შენ რაა ასე გველის გამო შემაშინეე??? (იქეთ გაუბრაზდა ქალს და ხელები გაუშვა, ისიც შემოუტრიალდა ბავშვივით ამღვრეული დაწითლებული თვალებით ნიკაპ აკანკალებული და შიშისგან გაფართოებული თვალები შეანაათა)

-მართლა დიდი იყო გეფიცებიი, მიკბენდა შენ არი იციი... შენ აარ იციიი..
(ცრემლები ღაპა-ღუპით წასკდა ქალს, დევდარიანმაც ვეღარ შეიკავა თავი, ხელი მოკიდაა და ძლიერად ჩაიკრა გულში, თმებზე ხელს უსვამდა და ეღიმებოდა, ქალი რომელიც ასე მტკიცე, უშიშარი და გაბედული ეგონა ახლა მის მკლავებში ქვითინებდა აკანკალებული, გველის გამო...)

ეს თამაში არ იყოი, გველების ბავშვობიდან სიკვდილივით მართლა ეშინოდა.
გონებაში გეგმებს აწყობდა როგორ მოეთვინიერებინა ეს უგულო კაცი, ხეზე ორად დახვეული მართლაც რომ საშუალოზე დიდი გველი დაინახა მიწისკენ მიმავალი, თავიდან გაშეშდა, სულ რომ ხმა არ ამოეღო გულის ბაგა-ბუგი გასცემდა,, სახეზე ფერი წაუვიდა, შეწუხდებოდა კიდეც დროზე, რომ არ მოსულიყო გონს და კივილ-წივილით არ გაქცეულიყო უკან.

როგორც იქნა ახერხებდა ქალის დამშვიდებას გიორგი, ჯერ კიდევ მის მკლავებში ყავდა მოქცეული და თმაზე ეფერებოდა

-ნუღარ გეშინია.... ნუღარ გეშინია... ნუღარ გეშინია.... (რამოდენიმე წამის ინტერვალით უმეორებდა ქალს)

-ნუღარ გეშინია, მე ხომ უკვე შენთან ვარ, ყველა გველს თავს წავაცლი, რომელიც მოგიახლოვდება,
ნუღარ გეშინია კარგიი?
(ვივიენმა თავი ასწია, ისე ახლოს იყო მის ტუჩებთან, შეეძლო დრო ეხელთებინა კიდეც, თუმცა მის მიმართ მართლა მადლიერებას გრძნობდა, ორი წამით ჩახედა თვალებში და უფრო მჭიდროდ მიეკრო კაცს, მადლობის ნიშნად, კარგი 10წუთის მერე იუხერხულა და მოიჭმუჭნა მის მკლავებში თავი დარცხვენილმა ჩახარა და უკან გადგა, მისმა ასეთმა ქცევამ დევდარიანზე ისევ იმოქმედა და ოდნავ გაეღიმა, ასეთი უშუალო კერ არ ენახა და აშკარად მოსწონდა რასაც უყურებდა)

-უკაცრავად, ბატონო გიორგი, მადლობა, რომ სიკვდილს გადამარჩინეთ. (ამაზე კიდევ უფრო გაეცინა დევდარიანს)

-ჩათვალე ჩემთან სიცოცხლის ვალში ხარ. (გაუციმა და წინ წავიდა, როგორც კი დაძრული კაცი დაინახა ვივიენმა უკან ბავშვივით გაეკიდა, თან თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა, მის საკბენად ჩასაფრებული გველი არ ყოფილიყო, კიდევ ახლო მახლო)


-საწყალი ქვეწარმავალი, ალბათ როგორ შეაშინეე

-როგოორ?(თვალები გაუფართოვდა ვივიენს)-კიდევ მე შევაეჯნე არააა? მე შევაშინე ხოოო? (ნერვები ვეღარ მოთოკა)

-გველებს უფრო ეშინიათ შენი ვიდრე შენ მათი ქალბატონო.

-რაღაც მეეჭვება მისთვის მეკბინა და მომეკლა, თვითონ კიდე ისე სწრაფად მომზდევდაა, დამეწეოდა ნამდვილად დამეწეოდა..(ისევ თავისას გაიძახოდა და კიდევ უფრო ართობდა კაცს)

-ახლა შეგიძლია აღარ შეგეშინდეს, ალბათ შენ ვერ დააფრთხე, მაგრამ ჩემანირი ახმახის დანახვისას მოლეკულურ დონეზე გაქრა (სიცილი ვეღარ შეიკავა და მუჯლუგუნიც მიიღო)

-საერთოდ აქ რას აკეთებდით?(დაბღვერილმა შეეკითხა)

-საშინელი გველებისგან უნდა გადამერჩინე(ისევ სიცილის ხასიათზე იყო)

-აღარ მეცინება(
(სრული სერიოზულობით უთხრა და სიარული შეწყვიტა კაცსაც სხვა გზა არ დაუტოვა, ისიც მოუტრიალდა და სახე გაასწორა)

-ბოდიშის მოხდა მინდოდა, ვაღიარებ არ იყო საჭირო მიკროფონით გამომეცხადებინა..

-გასაგებია...(ისევ გზა განაგრძო)

-მისმინე, თუ მართლა ასე გჭირდება ახალი სამსახური, მდივნად ვერა, მაგრამ მიმღებში მეორე ცვლაში არის ერთი ვაკანსია
(ქალს ნაკვთიც არ შეუცვლია ისე მიდიოდა წინ)
-ვივიენ ბოდიშის მოხდას ვცდილობ, რაც ადვილი ნამდვილად არ არის და იქნებ ინებო და ყურადღება მომაქციოო! (ხმას აუწია დევდარიანმა და ახლა თვითონ დაეყუდა ადგილზე)

-კარგი მადლობა შემოთავაზებისთვის კმაყოფილი ხართ ბატონო გიორგი?

-შენ არ იყავიი, ძიძად ვიმუშავებ დირექტორადაც და მდივნადაცო რომ ამბობდიი? თუ რაღაც ეგრე... ასე უცებ დანებდი?

-არ დავნებებულვარ, უარიც არ მითქვამს

-ანუ თანახმა ხარ?

-დიახ!




###ბოდიში დაგვიანებისთვის იმედია მოგეწონებათ####



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესოა ველოდები მოუთმენლად მომავალ თავს,მე მგონი ვივიანს შეუყვარდება გიორგი და დაზარალდება ვივიანი მადლობა წარმატებები ????????

 


№2  offline წევრი Butterfly Girl

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესოა ველოდები მოუთმენლად მომავალ თავს,მე მგონი ვივიანს შეუყვარდება გიორგი და დაზარალდება ვივიანი მადლობა წარმატებები ????????


მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ:დდდ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

სად შეიძლება ვიპოვო დანარჩენი თავები უმართავი თუ შევწყვიტეთ გთხოვთ მიპასუხე საინტერესოა სიამოვნებით წავიკითხე ის თავები რომელიც გამოაქვეყნეს გმადლობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent