ვნებების ქარცეცხლში (7 თავი)
იოანეს სურნელში გახვეულს მეძინა. უზომოდ მშვიდი ღამე იყო. მომხდარზე უკვე ვეღარც ვფიქრობდი იმდენად ვიყავი გაბრუებული მისი არომატით. ნაადრევი დასკვნების გამოტანიდან თავი შევიკავე, რადგან როცა ბევრს ვფიქრობ და მივდივარ რაღაც დასკვნამდე, ბოლოს მაინც გონება მერევა მოულოდნელი შემთხვევებისგან, ამიტომ გადავწყვიტე დინებას მივყვე. გამთენიას გამეღვიძა, იმის გააზრებამ რომ იოანეს საწოლში ვიწექი ღიმილი მომგვარა, ღრმად შევისუნთქე მისი ბალიშიდან სურნელი და ღიმილი წამოვდექი. აივნის კარი ნახევრად ღია იყო და სასიამოვნოს სიო აფრიალებდა თეთრ სადა ფარდას. იქვე დადებული იოანეს სპორტული მოვიცვი და აივანზე გავედი. გუშინდელი წვიმის მიუხედავად ზღვა საოცრად მშვიდი იყო, ღრმად ჩავისუნთქე ზღვის არომატი და თვალი მოვავლე არემარეს. გადავწყვიტე დაბლა ჩავსულიყავი და მენახა იოანე თუ მოვიდა, ისიც ვერ გამეგო ასე უცებ როგორ გაქრა გუშინ ან სად წავიდა, თმა შევისწორე და ფრთხილად ჩავედი პირველ სართულზე. მისაღებში არავინ დამხვდა, ლუკაც კი რომელსაც გასულ ღამეს საოცარ პოზაში ეძინა. ჩემი ძმის მანქანა არ იდგა სახლთან, როგორც ჩანს არ მოსულა. ჟაკეტი უფრო მჭიდროს მოვიკარი სხეულზე და სამზარეულოში შევედი. - აჰა პრინცესასაც გაუღვიძია - დაბოხებული ხმით შემომეგება ვერანდის კარში მდგომი ლუკა, ხელში მინერალური წლით და დასიებული სახით - ასე დილაადრიან რამ გაგაღვიძე ლუკიტო - სიცილით წავედი მისკენ და ლოყაზე ვაკოცე - რა სახე გაქვს ტანკმა გადაგიარა? - ნუ ხარ გოგო მწარე, შემომხედე ლამისაა მოვკვდე - დაიწუწუნა და ბოლომდე გამოცალა ბოთლი. - შენ რატო გღვიძავს ასეთ დრო? - არ მიყვარს დიდად გვიანობამდე ძილი, დილითაც ადრე გამეღვიძა და ჩამოსვლა ვამჯობინე - აუ გეხვეწები რამე მაჭამე რა, იცოდე მოგიკვდები - ფისოს სახით შემომხედა, ნუ ეცადა მაინც. სახე ისე ქონდა დასიებული თვალები ძლივს უჩანდა. - ნუ აფერისტობ იცოდე - გავიცინე და მაცივრისკენ წავედი - ჩემი ოქრო გოგო ხარ - ბართან ჩამოჯდა და მომლოდინე თვალები მომაპყრო - აუ რა დამალევინეს ტო ასეთი, იმათ არაფერი ეტყობოდათ და მე მივითიშე - ეგ იმიტო რო ყველაფერს სვამდი და თან ბოლომდე - მერე არ უნდა გეთქვა გეყოფაო? სულ არ მიფრთხილდებით - ახლა საჭმლის გარეშე დაგტოვებ იცოდე - დავემუქრე და პროდუქტები გამოვალაგე მაცივრიდან - კარგი ხო კარგი, რას მაჭმევ? - ჯერ სენდვიჩს გავაკეთებ რომ უცებ შეჭამო და საუზმეს მოვამზადებ ბავშვებიც გაიღვიძებ მალე. - ლუკას სენდვიჩი მოვუმზადე, საუზმისთვის ბლინები მოვამზადე შოკოლადით და ბანანით, საბას საყვარელი ყიყლიყოც არ დამვიწყებია. ცხრა საათი ხდებოდა უკვე ვერანდაზე მაგიდა გავაწყვე და დაველოდეთ წყვილების გაღვიძებას. ლუკა იმდენად შეწუხებული იყო და ისე შიოდა ინიციატივა გამოიჩნა და ორივე წყვილის კარზე დაიწყო ბრახუნი რო გაეღვიძათ. არც ვაჩეს და საბას გინებამ დააყოვნა და წყელვა-კრულვით დასდევდნენ მთელს სახლში მოქოთქოთე ლუკას. ამასობაში გოგოებიც ჩამოვიდნენ და ძლივს დავაშოშმინეთ მორბენალი სამეული. - ახლა არ მშიოდეს, შუაზე გაგლეჯდი - ჩანგალი დაუქნია ვაჩემ ლუკას - რას მემუქრები ერთი, ხო გემრიელად ილუკმები - დაიწუწუნა ლუკამ და ბლინის მოზრდილი ნაწილი გადაუშვა. - აუ მარტო ამ ყიყლიყოების გამო უნდა მიყვარდე ტასუკ - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა საბამ და ერთი ნაჭერი გადაიღო. - ისე არა? - გამეცინა - ხო მართლა იოანე სადაა? - მორიდებით ვიკითხე და ჩემს ძმას შევხედე. - არ უთქვამს? - გაიკვირვა ვაჩემ - რა უნდა ეთქვა? - გუშინ ღამე შემოვიდა ოთახში, გასაღები გამომართვა მანქანის თბილისში მოუწია დაბრუნება, დღეს მიფრინავს პარიზში - გაკვირვებისგან ენა პირში ჩამივარდა, მარტო სამი სიტყვა მიტრიალებდა თავში, „დღეს მიფრინავს პარიზში“ - არ უნდოდა ვინმეს გაღვიძება, არც ჩვენ გაგვიყოლა ნასვამები ხართო და მარტო წასვლა მოინდომა, მეგონა გეტყოდა. - არ უთქვამს - მხოლოდ ეს ვთქვი და ჩაი მოვსვი - ასე უცებ რატო წავიდა? - საბა - აუ რავი ტო, მამამისმა დაურეკა, ჩვენები ხო რაღაც ახალ პარტნიორობაზე ჩალიჩობენ, არაბულების აქციები იოანეს სახელზეა და დღეს შეხვედრაზე ის უნდა ყოფილიყო. - ისევ ჩამოვა? - ახლა თათ ჩაეკითხა - არ ვიცი, ხო იცი ძირითადად იქითაა. დამირეკავს რო ჩავა წესით აქ დასასვენებლად იყო ეს თვე და ვნახოთ რას იტყვის. - მე ოთახში ავალ გამოვიცვლი - არავისთვის შემიხედავს ისე მოულოდნელად წამოვდექი და ოთახში ავედი. გაბრაზებული ვიყავი, გაბრაზებულზე მეტად ნაწყენი. გუშინდელის გააზრება დავიწყე, ერთხელ არ უთქვამს რომ მიდიოდა არც კი დამემშვიდობა. ნუთუ ამდენად უმნიშვნელო ვარ მისთვის. ჩემი გონება ისევ თავიდან აირია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა თითქმის არ არსებობდა და ერთი დიდი გაურკვევლობა იყო თავი მაინც უცნაურად ვიგრძენი. არც ბათუმში ყოფნა აღარ მინდოდა. მუდმივად იმაზე ვფიქრობდი რომ მის სახლში ვიყავით ის კი პარიზში იყო. ყველაფერი იოანეს თავს მახსენებდა. ზღვა ყოველთვის იმ ღამეს როცა იოანესთან ერთად ვიყავი, ვერანდა ჩვენს ბოლო შეხვედრას მისი საძინებელი დაუვიწყარ არომატს. ვერ მოგატყუებთ, არ მიტირია. იმის გამო ნამდვილად არ მიტირია რომ წავიდა. ალბათ იმიტომ რო ჯერ კიდევ მწყინდა და ვბრაზობდი მასზე. ბათუმში კიდევ სამი დღე დავრჩით, ეს დღეები ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა დემეტრე და ბავშვებიც მოდიოდნენ ჩენთან, მაშოს და დემეს ურთიერთობა ძლივს მოგვარდა და სიყვარულისგან გაბერილები დადიოდნენ სულ. სამ დღეში თბილისში დავბრუნდით. არც აქ მანებებდა არაბულზე ფიქრები თავს. ერთხელაც არ დაურეკავს, ვაჩეს შეეხმიანა რამდენჯერმე და ვიცოდი რომ კომპანიაში საქმეები იყო და ჯერ ვერ ჩამოვიდოდა. ერთი თვე მალე გავიდა, ამ პერიოდში საბამ და თათამ ჯვარი დაიწერეს. ყველასთვის მოულოდნელი იყო დანიშნულები იყვნენ და მაინც გაპარვა ამჯობინეს. ჯვრის წერას მხოლოდ ლუკა და თათას დეიდაშვილი დაესწრო რადგან ჩვენ გამოცდები გვქონდა პირდაპირ აეროპორტში მივედით. ახლა ტაილანდში არიან და ერთი თვე სავარაუდოდ იქ დარჩებიან. გუშინ ბოლო გამოცდა ჩავაბარეთ, მე ნინე, მათე, ნიკა და სალი ნიკას შეყვარებული ბოულინგის სათამაშოდ წავედით, ცოტა ვიმხიარულეთ და საღამოს სახლებში დავბრუნდით. - ტას რა ვქნათ? თავისუფლები ვართ შეგვიძლია სადმე წავიდეთ - სახლში შესვლისთანავე მითხრა ნინემ და მისაღებში მჯდომ ვაჩეს კალთაში ჩაუხტა. - არ ვიცი - მხოლოდ ეს ვთქვი და სავარძელზე მივესვენე - ჩვენებმა დარეკეს, პარიზში გველოდებიან - გვითხრა ვაჩემ - ახლა პარიზის განწყობაზე ნამდვილად არ ვარ - ვთქვი და თვალები დავხუჭე - ამ ბოლო დროს არაფრის განწყობაზე არ ხარ ტასო - ვაჩე დაღლილი ვარ და კარგად მინდა დავისვენო - და მერე ჩვენთან ერთად ვერ დაისვენებ? - ვერა, ვერ დავისვენებ. სიწყნარე მინდა - რაღაც მოხდა და მიმალავთ ხო? - არაფერი მომხდარა საყვარელო - დაამშვიდა ნინემ - უბრალოდ სხვა გეგმები გვქონდა - და რა გეგმები? - თურქეთში გვინდოდა წასვლა სანამ პარიზში წავიდოდით - ეს გოგო ჩემი მხსნელია. - და თურქეთში მერე ვერ წახვალთ? ხო იცი რო საქმეებია და უნდა ჩავიდე იმათთან - თურქეთში წასვლა ისედაც მარტოებს გვინდოდა ვაჩე - თვალი მოვავლე ჩემ ძმას - ანუ ჩემს გარეშე? - ნაწყენი და თან გაბრაზებული ჩანდა - უბრალოდ სანამ თქვენი ამბები მოხდებოდა მანამ გადავწყვიტეთ. - კარგი მაგრამ მარტოები ვერ წახვალთ იქ, ჯერ პარიზში ჩავალთ და საქმეების მერე სადაც გინდათ იქ წავიდეთ. - ვაჩე დასვენება მინდა სანამ საქმეებს დაასრულებთ თურქეთის ტურიც მორჩენილი იქნება და ჩამოვალთ პირდაპირ იქ. - და შენ შემელევი ქალბატონო? - ახლა ნინეს შეხედა - ვაჩე, ასე ნუ მიყურებ იცოდე. ხო იცი რო მიყვარხარ და სულ შენთან მინდა ყოფნა. - ხოდა ერთად გავატაროთ დრო რატო ქმნით პრობლემას ვერ გავიგე - არ ცხრებოდა ჩემი ძმა - ვაჩე სულ ათი დღით მივდივართ, შენ მაინც საქმეები გაქვს იქ საყვარელო. - მართლა გგონიათ რო იქ მარტოებს გაგიშვებთ? - ბრაზი ჩაუდგა თვალებში და ფეხზე წამოდგა - ნინე არ გამაბრაზო იცოდე, ტასო შენ კიდე ცოტა დაფიქრდი. - ვაჩე მე კარგად დავფიქრდი, რეისი ზეგაა ტური ორივემ ვიყიდეთ უკვე ნინეს შეუძლია შენთან ერთდ წამოვიდეს ამის წინააღმდეგი არ ვარ, მე ზეგ თურქეთში მივფრინავ - გაღიზიანებული წამოვდექი - გითხარი რო დასვენება მინდა და პრობლემას რატომ ქმნი ვერ გავიგე თითქოს ათი წლის ბავშვი ვიყო. - ჩანთას ხელი დავავლე და ოთახში ავედი. ახლა სადმე წასვლა და დასვენება ისე მინდოდა როგორც არასდროს არაფერი. ეს ერთი თვე მუდმივად უხასიათოდ ვიყავი და საკუთარ თავს ვერ ვიტანდი ამ მდგომარეობის გამო. რთული მისახვედრი არ იქნება რომ მიზეზი არაბულია. ვბრაზობდი იმის გამო რომ ასე დამტოვა, არც კი მოუწერია რომელ დარეკვაზეა საუბარი. რამდენჯერმე დაურეკა სკაიპით ვაჩეს მაგრამ აზრადაც არ მომსვლია დალაპარაკება. როგორც ჩანს დიდად არც მას ადარდებდა. სიმართლე გითხრათ სიბრაზეს საკუთარი თავის მიმართ უფრო გამოვხატავდი. არ უნდა მიმეცა მისთვის ამ დონემდე მოახლოების უფლება. ჩამოვიდა და რამდენიმე დღეში ამირია გონება, სუსტი აღმოვჩნდი მის წინაშე და ეს მაცოფებდა. სუსტი ვიყავი იმ ვნებებთან და შეგრძნებებთან ერთად რასაც არაბულთან განვიცდიდი. პირველად დავუახლოვდი ბიჭს ასე, პირველად გამოვცადე არაამქვეყნიური გრძნობები და ესეც კი სადარდებელი გამიხდა. სიმართლე რომ გითხრათ არაფერს ვნანობ, პირიქით ახლაც მახსენდება მისი კოცნა, მისი მხურვალე კოცნა, ძლიერი დაძარღვული ხელები, საფირმო ღიმილი, ვნებიანი და ღრმა თვალები და სიამოვნებისგან ეკალი მაყრის. რა დროც არ უნდა გავიდეს იგივე მემართება, ისევ ისე რეაგირებს ჩემი სხეული და ორგანიზმი მისი გახსენებისას და ამას ვერაფერს ვუხერხებ. ამიტომ მინდა წასვლა, დასვენება მინდა და საკუთარ თავში გარკვევა. ვიცი როცა პარიზში ჩავალ მომიწევს მისი ნახვა და ამისთვის მგონი მზად არ ვარ. შეიძლება ვაზვიადებ მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, პირველი ადამიანია ვისთანაც ამდენად ახლოს ვიყავი, პირველია ვისთანაც ეს ყველაფერი განვიცადე. ფიქრებში ვიყავი წასული ნინე და ვაჩე რომ შემოვიდნენ. - ტასო ვილაპარაკოთ? - ვაჩე წამოვიდა ჩემკენ და საწოლზე მომიჯდა - რაზე? - გავხედე ჯერ ვაჩეს და შემდეგ კარადაზე მიყრდნობილ ნინეს - პატარა მისმინე - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა - ვიცი ზედმეტი მომივიდა, ვიცი რომ დასვენება გინდა უბრალოდ იმის გააზრებაზე რომ შენგან და ნინსეგან შორს ვიქნები გიჟად ვხდები. მე და ნინემ ვილაპარაკეთ - შეყვარებულს გახედა და გაუღიმა - არ მინდა გაწყენინო პრინცესა ან იფიქრო რომ შენს კონტროლს ვაპირებ, ამიტომ შენ და ნინე წახვალთ ზეგ თურქეთში მაგრამ ერთი პირობით . - რა პირობით? - იქიდან პირდაპირ პარიზში ჩამოხვალთ. - თქვა და გულზე მიმიხუტა- ან მე თვითონ ჩამოგაკითხავთ - ყველაზე საუკეთესო რომ ხარ იცი? - ავხედე ჩემ ძმას და ხელები ძლიერად მოვხვიე - დაქალის დამსახურება როა არა? - მოდი ჩემთან ჩემო ცხოვრება - ხელი გავუწოდე ნინეს და ორივეს ერთად მივეხუტე. - თუ იცელქებთ მოგხვდებათ იცოდე - შუბლზე გვაკოცა ორივეს ვაჩემ და უფრო ძლიერად მოგვხვია ხელები. მეორე დღეს ვაჩე პარიზში გავაცილეთ, ნინეს და ვაჩეს დაშორებამ მეც კი ამიჩუყა გული, ისე ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს თითქოს ვეღარასდროს ნახავდნენ. ჩვენებთან ერთი დიდი ბრძოლა გამოვიარეთ როცა გაიგეს რომ თურქეთში მივდიოდით და არა პარიზში, თუმცა საბოლოოდ მაინც დაწყნარდნენ. საღამოს მე და ნინემ ბარგი ჩავალაგეთ და ჩვენს ბინაში გადავიტანეთ, რომ იქიდან წავსულიყავით თან ყველაფერი შევამოწმეთ რომ მშვიდად ვყოფილიყავით. მეორე დღეს ოთხ საათზე უკვე Rixos Downtown Antalya – ში ვიყავით და ოთახის ხედით ვტკბებოდით. სასტუმრო მართლაც საოცარი იყო. მწვანეში ჩაფლული სასტუმრო და კამკამა ზღვა საოცარ კონტრასტს ქმნიდა. საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იყო ამ სასტუმროში ამიტომ დიდი ბრძოლა მოგვიხდა სანამ ოთახს ავიღებდით ზღვის ხედით, ნანახმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. - ერთი სული მაქვს პლიაჟზე როდის გავალთ - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ვერც ნინე. - სწრაფად დავალაგოთ და გავიდეთ დავათვალიეროთ ყველაფერი - სასტუმროს საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა ამიტომ დასათვალიერებელიც ბევრი იყო. იმ დღეს პლიაჟზე არ გავსულვართ, სასტუმრო დავათვალიერეთ მასაჟით ვინებივრეთ და საღამოს სასტუმროს კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ. - დღეს უფლებას გაძლევ ბოლომდე აიწყვიტო დაქალო - ნინე რა დროს აწყვეტაა, ცოტას დავლევ და ვიცეკვებ უბრალოდ - ხოდა ზუსტადაც, ერთ თვეზე მეტია შენს თავში სახელი იოანეს გარდა არაფერი ტრიალებს, ხოდა აწევ შენს მადის აღმძვრელ უკანალს და ეს დღეები ჯანდაბაში გაუშვებ არაბულს, თორემ უკვე მენატრება არანორმალური ტასო - მონოლოგი დაასრულა თ არა ზურგიდან მომეკრო წერეთელი. - კარგი ნინე, მეც ხომ ამის გამო წამოვედი, ჩავიცვათ და ჯანდაბაში გავუშვათ არაბული - მივუტრიალდი და ლოყაზე ვაკოცე დაქალს - მიდი ეხლა გამოალაგე ტანსაცმელი - აუ მე ვაჩეს დავირეკავ რა აივანზე გავალ, შენ აარჩიე მანამ, მე იმ თეთრ კაბას ვიცვამ - საწოლზე დადებულ კაბაზე მიმანიშნა - აჰა კარგი მაშ მიდი - თვალი ჩავუკარი დაქალს და კარადაში შევძვერი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ზღვის გამო უფრო ჩამოვედი ვიდრე კლუბების, რამდენიმე სექსუალური კაბა, კომბინიზონი და მაღლები მაინც ჩავდე. ამჯერად არჩევანი წითელ მოკლე შორტ-კომბინიზონზე გავაკეთე. საკმაოდ მოკლე იყო ზურგი მთლიანად მოხსნილი ქონდა და მკერდთან ლამაზი ღარი ამშვენებდა, რომელიც კარგად გამოკვეთდა მკერდის ზომას და ფომას. თმა უბრალოდ გავიშალე, წითელი მატოვის ტუჩსაცხი წავისვი და მაღლებზე შევხტი. - მზად ვარ - დავუყვირე აივანზე გასულმა ნინეს, რომელიც დიდი აღფრთოვანებით უყვებოდა ვაჩეს რაღაცას. - OMG…. - თვალები რასაც ქვია დაჭყიტა და ისე მომჩერებოდა - რა ხდეა? - ტელეფონიდან გამოეპასუხა ვაჩე - ახლა ჩემს წინაშე მართლა ღვთაება დგას - მომიახლოვდა და ჩემს წინ დადგა - აი ნახე - კამერა მოატრიალა და მეც მაშინვე დიდი გრაციოზულობით დავტრიალდი კამერის წინ და ბოლოს შევხედე იქიდან მომზირალ ოთხ წყვილ თვალს. ხო არ მოგესმათ ოთხს, ჩემი ძმის გვერდით იოანე იჯდა და გაყინული მზერით მომჩერებოდა. - ოჰ არაბულიც გამოჩენილა - გადავწყვიტე პატარა თამაში წამომეწყო - როგორ ხარ იო? - ისე დავუძახე შემოკლებული სახელი თითქოს სულ ასე მივმართავდი, მოჩვენებითი ღიმილიც არ დამვიწყებია. - შენ რა ასე აპირებ კლუბში წასვლას? - განრისხებული თვალები მომანათა ტელეფონიდან. - მადლობა მოკითხვისთვის როგორი ზრდილობიანი, ხარდა რაც შეეხება კლუბში წასვლას, მოხდა მერე მგონი მიხდება - ტელეფონი ჩემ დაქალს გამოვართვი და მთელი სექსუალურობით მოვატარე ტელეფონის გამერა ჩემ სხეულს- აქ დასასვენებლად ვარ ჩამოსული ძვირფასო, პლიაჟზე ბიკინით დავდივართ და არ მგონია ვინმეს ჩემი ლუქი გაუკვირდეს - თვალი ჩავუკარი არაბულს. - ტასო ისე ნუ იზამთ რო ფეხით ჩამომიყვანოთ მანდ - ნუ გეშინია ძამიკო ნინეს სიახლოვეს ერთ მამრსაც კი არ გავაჭაჭანებ - ნუ მაიმუნობ და ჭკუით იცოდე - ოხ როგორ არ გიხდება ეს მკაცრი ძმის როლი, ხო იცი რო ცუდს არაფერს გავაკეთებ აი გართობით კი ბოლომდე უნდა გავერთო. - შენი და მომიღებს ბოლოს - ჩუმად გადაულაპარაკა ვაჩეს იოანემ მაგრამ იმდენად ჩუმად არა რომ ვერ გამეგო. ამის მიუხედავად მაინც არ შევიმჩნიე მისი ნათქვამი. - წავედი ნინეც მზადაა უკვე გაკოცეთ - „თ“ გამოვკვეთე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ორივეს. ტელეფონის გათიშვა და თვალებში ჩამდგარი ცრემლები ერთი იყო. თურმე მართლა როგორ მომნატრებია. - რა მოხდა? - ჩემი სახე არ გამოპარვია აივანზე გამოსულ ნინეს - კარგად ხარ? - კი, კი - ცრემლები ფრთხილად მოვიწმინდე - წავედით ყველაფერი კარგადაა და დღეს ბოლომდე ვერთობით დაო. - საჯდომზე ხელი მივარტყი და კლუბისკენ წავედით. კლუბში საკმაოდ კარგი გარემო დაგვხვდა, ხმამაღალი მუსიკა სულაც არ მატკიებდა თავს, პირიქით მსიამოვნებდა კიდეც, ზედიზედ ორი ჭიქა ბურბონი დავლიეთ რომ მალე შევმთვრალიყავით და საცეკვაო მოედნისკენ ავიღეთ გეზი. სასიამოვნოდ გაბრუებულმა ტანი მუსიკის რიტმს ავაყოლე, ამ წუთას არ მაინტერესებდა არაბული, არ მაინტერესებდა, გრძნობები და ისიც კი არ მაინტერესებდა ვინ ვიყავი მე. ნინე მალე დაიღალა და ბართან ჩამოჯდა, მეკი ვცეკვავდი მთელი არსებით და ვცდილობდი რეალობას საბოლოოდ გავქცეოდი. რამდენიმე ტურისტმა სცადა ჩემთან მოახლება მაგრამ იმდენად არ მქონდა მაგათი თავი, რომ ყველას უარით ვისტუმრებდი. დიდიხნის ცეკვის ყელი საშინლად გამიშრა და უკვე სუნთქვა მიჭირდა ამიტომ ბართან მჯდომ ნინეს მივუჯექი და ბარმენს კოქტეილი შევუკვეთე. - ვერ ერთობი? - ვკითხე ნინეს რომელიც ტელეფონს ჩაშტერებოდა. - კი უბრალოდ დაღლილი ვარ ტას - თუ გინდა წავიდეთ - ჩემს გამო რატომ უნდა წავიდეთ - მეც დავიღალე, დავლიოთ და წავიდეთ დავისვენოთ, კიდევ ბევრი დრო გვექნება აქ მოსასვლელად. - სასმელზე დაგპატიჟებთ - უეცრად ჩემი და ნინეს წინ ორი ქერა ბიჭი გაჩნდა და ინგლისურად გააჟღერა ერთ-ერთმა შემოთავაზება. - მადლობა, უკვე ვსვამთ - ინგლისურად უპასუხა ნინემ მე კი კოქტეილის ჭიქა ავწიე და დავანახე. საკმაოდ სიმპათიური ბიჭები კი იყვნენ, ერთს ქერა თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი, მეორეს კი ქერა გრძელი თმა კოსად ქონდა შეკრული და საშინლად უხდებოდა მის ოდნავ მოზრდილ წვერს. - მაშინ ჩვენთან ერთად დალიეთ - საუბარში ჩაერთო მეორე ქერა გრძელი თმით და ხელზე ტატუებით - იცი წასვლას ვაპირებთ - ვუთხარი და სკამიდან წამოვდექით - ასე მალე? მაშინ გაგაცილებთ - არ ნებდებოდა მეორე რომელიც თვალს არ აშორებდა ნინეს. - საჭირო არ არის, ნახვამდის - ჭიქა დავდე და წასასვლელად მივბრუნდით - ეს ორი გოგო მართლა ბომბია ძმაო, იმ უკრაინკას კი არ გვანან ასე მარტივად რო გაიცანი - ქართულად ამოილაპარაკა ერთ ერთმა და ადგილზე შევჩერდით მე და ნინე - გოგოების დაკერვა არც ისე კარგად გამოგდით - ისე რომ მათკენ არ მივბრუნებულვართ ხმამაღლა ამოვიძახე მშობლიურ ენაზე და კლუბიდან გავედით. ალკოჰოლს და დაღლილობას თავისი მოეხერხებინა და იმ ღამეს გათიშულს გვეძინა ორივეს. დილით საუზმის შემდეგ პირდაპირ პლიაჟზე გავედით და მზეს მივეფიცხეთ. - მეგონა ქართველები მარტო ჩვენ ვიყავით - გვერდით შეზლონგზე დაიკავეს ადგილი ორმა ქერამ და მე და ნინეს შემოგვხედეს - ტყუილად გეგონათ - გადახედა ნინემ და წყლისკენ დაიძრა - ტას შემოხვალ? - კი მოვალ ახლავე - გავძახე მიმავალ დაქალს და ჩანთაში ტელეფონს დავიწყე ძებნა რომ ფოტოები გადამეღო - როგორც ჩანს არც თუ ისე მარტივი იქნება თქვენთან დაახლოება ტასო - ფეხზე წამოდგა ტატუიანი ქერა მაისური გადაიძრო და ახლა შევამჩნიე მის სხეულზე დაყრილი კუბიკები. საკმაოდ სიმპათიური და მიმზიდველი ბიჭი კი იყო ვერ დაიწუნებდი. - მარტივი არ იქნება გეთანხმები - მივაძახე და ტელეფონით ხელში ნინესკენ წავედი. ბევრი ფოტო გადავიღეთ და კარგადაც გავერთეთ, უკან დაბრუნებულებს ბიჭები იქ აღარ დაგვხვდნენ. - მგონი იმ ტატუებიანს მოსწონხარ - როგორც კი შეზლონგზე გავწექით აღნიშნა ნინემ - ხო მეორეს კი შენ - ასე ვერ ვიტყოდი - რატო ვითმ? - შეხედე - ხელი გაიშვირა და ჩვენს ძვირფას ქერაზე და მის გვერდით მომავალ გოგოზე მიმანიშნა, რომელიც აშკარად სლავი წარმოშობის უნდა ყოფილიყო - როგორც ჩანს ეს ის უკრაინკაა - ხმით გამეცინა და ისევ წყვილს გავეხდე - ძალიან კარგი ვაჩეს აღარ მოუწევს ფეხით ჩამოსვლა და არც მე გავხდები იძულებული კბილებით დაგიცვა ამ ქერა ყმაწვილისგან - სამაგიეროდ მე არ ვაპირებ დაგიცვა იმ ტატუებიანი ბიჭისგან - ოჰო, და რატომ ვითომ? - ცუდი ბიჭი არ ჩანს და შენ ჩემო მარტოხელა დაქალო, უფლება გაქვს იგრიალო - თამამი განაცხადია - გამეცინა - და რა გიშლის ხელს? თავისუფალი ხარ და რატომ არ უნდა სცადო? - ხო არ ვიცი, ისე რატომაც არა, დარწმუნებული ვარ არაბული ყოველდღე ახალ გოგოსთან დადის, ერთი კარგი ბიჭი მეც არ მაწყენდა - გავიცინე მზის სათვალე მოვირგე - აი ეს უკვე ჩემი დაქალია - კმაყოფილება გამოეხატა სახეზე წერეთელს. მეოთხე დღეა უკვე აქ ვართ, ბიჭები აღარ შეგვინიშნავს, უფრო სწორად უკრაინელთან ერთად დავლანდეთ ერთ ორჯერ ის ბიჭი, ტატუებიანი კი არსად ჩანდა. ჩემი ყურადღების გადატანის გეგმა წყალში ჩამივარდა. - აუ საღამოს რა ვქნათ? - მკითხა ოთახში შემოსულმა ნინემ - საღამოს არ ვიცი მაგრამ შენ სად იყავი უჩემოდ? - ის ბიჭი შემხვდა შემოსასვლელში, ამჯერად უკრაინკას გარეშე - გაიცინა და საწოლზე დაებერტყა - მერე? - ინტერესიანი მზერა მივაპყარი დაქალს - არაფერი, მოგვიკითხა სანდრო ქვია იმ თავის ძმაკაცს კიდე დანიელი და უკრაინკას ტაშა - ნინე ამდენი ინფორმაცია საიდან? - გამიკვირდა - თვითონ გამეცნო და მერე მითხრა რო ტაშასთან და დანიელთან ერთად კლუბში იქნება საღამოს და გაუხარდებათ შევუერთდებით. - შენ რა უთხარი - რას ვეტყოდი. ვუთხარი ჩემი დაქალის ჰორმონები ჭკუაზე ვერ არიან კაცი უნდათ რო არაბული დაივიწყოს და შენი დანიელი ზედგამოჭრილია მისთვის თქო და აუცილებლად გნახავთ მეთქი. - რააა? - კაი ხო მართლა მაგას ხო არ ვეტყოდი - გაიცინა, მე კი სახე დამიმშვიდდა - ვუთხარი რო მივიდოდით, მაინც რა უნდა ვაკეთოთ. - კარგი წავიდეთ საქმე მაინც არ გვაქვს. ანუ დანიელი ხო? - დიახ, დანიელი. - მაშინ დღეისთვის ბომბა კაბა მჭირდება - ტასო რამდენიმე კაბა გვაქვს სულ და აქედან ყველა ბომბაა თუ დააკვირდი. - კარგი მაშინ გადმოვალაგებ და ავარჩევ, შენ მანამ ვაჩე გააფრთხილე, რომ ტელეფონებს ოთახში ვტოვებთ და ტვინი არ ბურღოს. - მთელი დღეა არ ჩანს შენი ძმა, არაფერი მოუწერია როგორც ჩანს შეხვედრები აქვთ. მივწერ და ნახავს ალბათ - კარგი მაშინ ტანზე თეთრი ატლასის კაბა მოვირგე, წელზე და ფეხზე ღრმა ჭრილი ამშვენებდა, ბიუსჰალტერის ჩაცმა აზრადაც არ მომსვლია, მკერდთან ლამაზი ჭრილი ქონდა. წვრილი ბრეტელები ხშირად ვარდებოდა მხრიდან და უკეთ უსვამდა ხაზს ჩემი მკერდის ფორმას. ფეხზე ვერცხლისფერი მაღლები მოვირგე, თმა ავიწიე და მზად ვიყავი. მაკიაჟზე უარი ვთქვი, რადგან საგრძნობლად შეფერი ოქროსფერი კანი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა ტუჩსაცხიც კი მეზედმეტა. - რო ვამბობ ღვთაება ხარ თქო არ უნდა შემეწინააღმდეგო - შემამკო ნინემ - ნუ აჭარბებ, სარკეში არ იხედები როგორი ლამაზი ხარ? - შევათვალიერე დაქალი, რომელსაც ბორდოსფერი უზურგო კომბინიზონი ეცვა და მართლა საუცხოოდ გამოიყურებოდა. - კარგი ხო კარგი წავედით არ ვალოდინოთ დანიელი და არც შენი ჰორმონები - ჩემს ჰორმონებს თავისი გასჭირვებია წერეთელო და გაჩუმდი - კარი ჩავკეტეთ და კლუბისკენ წავედით. ბართან მჯდომი სანდრო და ტაშა მალევე შევნიშნეთ და მათკენ წავედით. - გოგოებიც მოსულან - სკამიდან წამოხტა სანდრო - მე სანდრო ვარ, შენ ტასო ხო? - ხელზე მაკოცა სანდრომ - ეს ტაშაა - მანიშნა ქერა სასიამოვნო გარეგნობის გოგოზე. - სასიამოვნოა - მივესალმე ორივეს და თვალით დანიელის ძებნა დავიწყე - მთლად კარგად ვერ დავიწყეთ ურთიერთობა მაგრამ ვიფიქრობ ერთად უფრო კარგად გავერთობით - თვალი ჩაგვიკრა სანდრომ და ბარმენს კოქტეილები შეუკვეთა - შენი ძმაკაცი სადაა? - კითხა ნინემ მოულოდნელად - სადღაც აქ უნდა იყოს - თვალი მოავლო მოცეკვავეთა მასას - მგონი რამე ძლიერი მჭირდება - ვთქვი როცა კოქტეილი მოვსვი და ბარმენს ორი ვისკი შევუკვეთე, ორივე ჩემთვის. სწრაფად დავლიე და ღრმად ამოვისუნთქე - აი ეს მესმის - გაკვირვებული თვალები მომაპყრო სანდრომ - წავალ ვიცეკვებ - ყურადღება არ მიმიქცევია სანდროს რეპლიკისთვის, სამეული დავტოვე და მოცეკვავე მასას შევუერთდი. სასმლისგან გაბრუებულმა თამამად ავამოძრავე სხეული, როგორც ჩანს ზედმეტად თამამადაც კი რადგან რამდენიმე მამრის მზერა ვიგრძენი, როგორ მაშიშვლებდნენ თალებით. - საუცხოოდ გამოიყურები - ყურში ჩამჩურჩულა და უკნიდან მომეკრო ცხელი სხეული. დანიელი იყო, ამაში ჩემს მუცელზე მონარნარე ძლიერმა ტორებმაც დამარწმუნეს, რომლებსაც ტატუები ამშვენებდათ. - ყოველთვის ასე მარტივად აგიჟებ კაცებს? - ბოხი ხმით ჩამჩურჩულა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. როგორც კი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი კისერზე, მაშინვე მოვდუნდი და თავი უკან გადავაგდე. - თუ შენ მარტივად გაგიჟდი, გამოდის რომ კი - თავი მისკენ შევაბრუნე - და მერე როგორ მარტივად - მისკენ შემაბრუნა და ხელები შიშველ ზურგზე ჩამომისვა, თალებში მიყურებდა და ცდილობდა ნელი შეხებით სულ მთლად გავებრუებინე. თავი დახარა, და მივხვდი კოცნას აპირებდა. აქ ჩემმა გონებამ განგაშის ზარი ჩართო და დენდარტყმულივით მოვშორდი თბილს სხეულს - რა მოხდა? - აშკარად გაუკვირდა ჩემი სითამამის მერე ასეთი ნაბიჯი - უბრალოდ არ შემიძლია - ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯით ვერანდაზე გავედი. ვგრძნობდი რომ უკან მომყვებოდა. - ზედმეტი თუ მომივიდა ბოდიში - მომესმა ზურგსუკან ხმა, მეკი მოაჯირებს მთელი ძალით ვუჭერდი ხელს და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. - ბოდიშს ნუ იხდი, შენ არაფერ შუაში ხარ - ღრმად ამოვისუნთქე და მისკენ შევბრუნდი - უბრალოდ არ შემიძლია. - მესმის - თავი დახარა და გვერდით ამომიდგა - როგორც ჩანს უკვე არსებობს შენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი - ასე ვერ ვიტყოდი - სიმწრისგან გამეცინა - გაწყენინა? - დაახლოებით ან უბრალოდ მე გავაზვიადე - არ ვიცი რატომ მაგრამ იმ წუთას საშინელი კომფორტის გრძნობა დამეუფლა. - სულელი უნდა იყო ისეთ ქალს რომ აწყენინებ როგორიც შენ ხარ - მთლიანად ამათვალიერა და ბოლოს თვალებში ჩამხედა - არ ვიცი, სიმართლე გითხრა ბოლომდე ჩემ თავში მეც ვერ გავერკვიე - ნაცნობი სიტუაციაა, საკუთარი თავისგან გაქცევა და უბრალოდ ყველაფრის დავიწყება მეც ბევრჯერ მიცდია , მაგრამ გახსოვდეს ტასო ყველაფერი დროებითია, ოდესღაც მაინც მოგიწევს რეალობას თვალი გაუსწორო და ეს რაც მალე მოხდება მით უკეთესი - ხელი მკლავზე ჩამომისვა და თვალები არ მოუშორებია - ვიცი მაგრამ არ ვიცი მზად ვარ თუ არა ამისთვის, აქაც იმიტომ წამოვედი რომ მინდოდა დამესვენა და ეს დღეები საკუთარი თავისთვის დამეთმო რადგან, როცა აქედან წავალ მომიწევს მასთან შეხვედრა, მე კი არ ვიცი რა რეაქცია მექნება. - გიყვარს? - იმდენად მოულოდნელი იყო ეს კითხვა ჩემთვის რომ უბრალოდ ხმა ვერ ამოვიღე. - ნამდვილად გიყვარს - გაეცინა. - შეიძლება... - ტასო დროა საკუთარ თავს გამოუტყდე ამაში, არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა, მაგრამ ფაქტი ისაა რომ ძალიან არეული ხარ და ეს უარესია. - ხო, არეული ვარ - მოდი ასე ვქნათ, სანამ აქ ხართ ეცადე გამხიარულდე გაერთე, მე ტაშა და სანდროც დაგეხმარებით ამაში. პირობას გაძლევ მოწყენის საშუალებას არ მოგცემ - გაიცინა და ხელი მომხვია - მადლობა - რისთვის? - ამ ყველაფრისათვის - გაგიჟდი? - სხვა შენს ადგილას ასე არ მოიქცეოდა - მხრები ავიჩეჩე - მე კი იმ გოგოს ვერ დავკერავ, რომელიც სხვაზეა შეყვარებული. მართალია თავის გაკონტროლება მომიწევს რომ სხვანაირად არ შემოგხედო - თვალი მომავლო სხეულზე - მაგრამ ამას შევძლებ - გაიცინა და თავი დამიქნია. - კარგი ვინმე ხარ - მხარზე მივკარი ხელი და გამეცინა - მაშინ წავედით, პეპელა კლუბი უნდა დავიმხოთ თავზე - ხელი მომკიდა და კლუბში შემათრია რასაც ქვია. საკმაოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ტაშაც საყვარელი გოგო გამოდგა. იმ ღამეს ძალიან ბევრი დავლიეთ და ვიცეკვეთ. დანიელმა პირობა შეასრულა, ერთხელაც არ მიგრძვნია მისგან სხვანაირი დამოკიდებულება და ეს უფრო მახარებდა. ნინემ და დანიელმა ყველაზე ნაკლები დალიეს, ან უბრალოდ არ იმჩნევდნენ საბოლოოდ ჯერ მე მიმიტანეს ოთახამდე მერე ტაშა და სანდრო. - ღმერთო ახლა თავი გამისკდება - ამოვიზმუვლე დილით ისე რომ ბალიშიდან თავი არ ამიღია - ნიიი... ნინეეე. სად ხარ გოგო - ნინე დაბლაა ჩასული - მომესმა დანიელის ხმა და დენდარტყმულივით წამოვყავი თავი... - აქ რას აკეთებ - შევხედე სავარძელზე მოკალათებულ დანიელს, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა - რას გაწითლდი - აქ რომ არ ვყოფილიყავი, მართლა მეგონებოდა, რომ ბალიში აგიფეთქდა - თქვა და ერთიანად აროხროხდა - რას დამცინი ერთი - გავიბუტე მე და თმაზე ხელი გადავისვი შესწორების მიზნით. - აბა რას აკეთებ აქ გორილა - გორილა ახალია რამე? - შენ გირჩევნია მიპასუხო - გაზიანი წყალი მოგიტანე, ხო ხედავ როგორ ვზრუნავ შენზე პეპელა - მაგიდიდან ბოთლი აიღო და მესროლა - მიდი დალიე გაემზადე და პლიაჟზე, გავიდეთ. დაბლა ვიქნები დიდ აუზთან, ბავშვებიც იქ არიან. - კარგი ხო - თავზე ხელი მოვიჭირე თითქოს ეს განკურნავდა ჩემს ტკივილს - მადლობა წლისთვის - არაფრის პეპელა - თქვა და კარში გავიდა გაზიანი წყალი მოვიყუდე და ცოტა მართლა მიშველა, სწრაფად წამოვდექი და მოვწესრიგდი ჩანთაში ლოსიონებს ვდებდი ოთახის კარი რომ გაიღო. - მოვდივარ დანიელ ორი წამიც მაცადე - მივაძახე ისე რომ არც შემიხედავს კარისკენ და ჩანთის შეკვრა გავაგრძელე. - დანიელ? დანიელი ვინ არის? - სმენას ნაცნობი და მონატრებული ხმა მისწვდა. მოულოდნელობისგან შევხტი, ადგილზე გავიყინე. ის იყო! ის მოვიდა! წამში აივსო ოთახი მისი არომატით და თალები დამეხუჭა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.