შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 7.


27-03-2016, 01:09
ავტორი Supreme
ნანახია 3 248

  ცოტა ხანი ასე ვიდექით. უაზროდ სასიამოვნო საღამომ, რომელიც არ მახარებდა, უცებ მომიყვანა ხასიათზე.
  სახლამდე მიმაცილა.
-ხვალ ასეთი სახით მოხვალ სკოლაში?-ვუთხარი სიცილით, თან მინდოდა გამემხიარულებინა.
-სხვა გზა მაქვს?-ამყვა.-ან საერთოდ არ მოვალ, ლაშას სიფათის ნახვა აღარ მინდა.
-რაზე აყევი, იდიოტი ხარ რა.-შენიშვნით სავსე თვალებით შევხედე.
-ვიცი.-გაეცინა.-დაიკიდე, ჩაიარა.
  ჩემსკენ გადმოიხარა. ახლა რა უნდა მექნა? ისევ თვალები დავხუჭე კოცნის მოლოდინში, მე თვითონ არ ვიცი რატომ. სახეზე მისი თბილი სუნთქვა ვიგრძენი, მერე უსაყვარლესად ჩაეცინა. თვალები გავახილე.
-შენი ნების წინააღმდეგ აღარ წავალ. სანამ არ მოგინდება ჩემთან ურთიერთობა, ზედმეტს აღარაფერს ვიკადრებ.-თბილად გამიღიმა.-სახლში ადი, გელოდები.
-ნახვამდის.-უცებ გავბრუნდი და სადარბაზოში შევვარდი.
  კიბეები ჩქარა ავირბინე და ჩემი აჩქარებული გულისცემა ამას გადავაბრალე.
-მოხვედი დაიკო?-არსაიდან გამომიხტა თოკო.
-ვერ მხედავ?-ვუპასუხე სიცილით.-არ შემაწუხო, სამეცადინო მაქვს.-ოთახის კარი გამოვიხურე.
  სამეცადინო. რა თქმა უნდა, მესმის რომ ახლა უნდა გადავშალო წიგნი და ვისწავლო, მაგრამ რატომღაც არაფერი შემდის თავში.
  როგორღაც რაღაც მოვახერხე. ამ ბოლო დროს სულ ამოვვარდი გრაფიკიდან. ეს უძილობა ცალკე პრობლემაა. 
  და ისევ ვერ დავიძინე...იოანეს ტკივილით სავსე თვალები არ მასვენებენ. რა მოხდა? არ მგონია ისეთი ტიპი იყოს, რომელიც უაზროდ წამოეკიდება ვიღაცას. მართალია, ლაშასთან ისედაც პრობლემები აქვს, მაგრამ ალბათ ისევ რამე ისეთი უთხრა, რაც იოანემ ვეღარ მოითმინა. და ტირილი? მომეჩვენა? არ ვიცი...
  და მისი ბოლოს ნათქვამი სიტყვები რა იყო? ეს თბილი ღიმილი. მისი ტუჩები...გამოდის, სანამ მე თვითონ არ გადავდგამ მისკენ ნაბიჯს, არ მომეკარება? კიდე რა უნდა? არ ვაღირსებ. უბრალო მექალთანეა და მეთამაშება, ამაში დარწმუნებული ვარ, ამიტომ არ ღირს. ნუცასაც ვერ ვატკენ გულს. ვხვდები როგორც იმოქმედებს მასზე ჩემი და იოანეს ურთიერთობა...მაგრამ ვერ ველევი...არ მყოფნის.
  ლოგინში უაზროდ ვწრიალებდი. მე თვითონ არ ვიცი რა მინდოდა.
  გათენდა. ზლაზვნით წამოვდექი თბილი ლოგინიდან. ამოღამებული თვალები ისევ ტონალურით დავიფარე. თბილი, საყვარელი ღია ცისფერი სვიტრი, მუქი ლურჯი ჯინსი, შავი ბათინკები და შეკრული თმა. ვისაუზმე და სახლიდან გავედი. მოღრუბლული იყო და ძალიან ციოდა. სადარბაზოს კარებთან შევჩერდი და მანქანას აყუდებულ იოანეს გაშტერებულმა შევხედე. გული საოცრად ამიჩქარდა.
-ასე ადრე გადიხარ?-მკითხა გაკვირვებულმა და საათს შეხედა.
-ა...ხო.-დავიბენი.-აქ რა გინდა?
-რა უნდა მინდოდეს, შენ გელოდები.-გამიღიმა თავისი თვალისმომჭრელი, ღვთაებრივი ღიმილით.
  მომიახლოვდა და ხელი ნაზად მომკიდა, თითქოს ზედმეტი სიფრთხილითაც.
-რას ელოდები.-დამჯერი ლეკვივით გავყევი.
  ასე მივდიოდით სკოლაში, ხელჩაკიდებულები და მთელი სამყარო ჩემი მეგონა. აღარაფერზე, უფრო სწორედ, ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ვერც დაქალზე, რომელსაც ამ საქციელით გულს ვატკენდი, ვერც კაკიზე, რომელიც გუშინ უბრალოდ იოანეს გასამწარებლად "გამოვიყენე". მხოლოდ ღამის მტანჯველი ფიქრის მერე გავიაზრე ყველაფერი. არ მგონია არსებობდეს რამე წესი ჩემს ცხოვრებაში სიყვარულთან დაკავშირებით, რომელსაც შემიძლია დავემორჩილო და არ გადავაბიჯო.
-ანუკა, რაზე ფიქრობ?-იოანეს ხმამ გამომაფხიზლა.
-არაფერზე.-ვუპასუხე გაუაზრებლად.
-თუ ჩემზე?-ჩაიცინა.
-მე...-შემაწყვეტინა.
-მეტი საქმე არ გაქვს, ვიცი, ვიცი.-საყვარლად გამიღიმა.
-საოცრად გამოყურები.-ვუთხარი სიცილით.
  ჩალურჯებებითა და ზედმეტად დახეთქილი ტუჩებითაც კი უზომოდ სექსუალური იყო. უფრო მეტად მიმიზიდა მისმა გარეგნობამ.
  სკოლაში მივედით. ხელი გავაშვებინე. გაკვირვებულმა შემომხედა.
-ჭორებს აგვკიდებენ, არ მინდა.-ვუთხარი თავის გასამართლებლად.
-გასაგებია.-მაშინვე დაეტყო უკმაყოფილება, თუმცა ზედმეტი არაფერი უთქვამს. 
  კლასში ავედით. იოანემ ჯერ მე შემიშვა, მერე კი თვითონ შემომყვა. ნუცა უკვე თავის მერხთან იჯდა. დავაფიქსირე, როგორ გააყოლა სიყვარულით სავსე და სევდიანი თვალები იოანეს, მერე მე შემომხედა და თბილად გამიღიმა. მასთან მივედი და გადავკოცნე.
-იოანე გზაში შეგხვდა?-რატომღაც მომეჩვენა, რომ დაეჭვებით მიყურებდა.
-ჰო, შემთხვევით.-შევეცადი ტყუილი არ შემემჩნია.
  ვიცი, მოტყუება საუკეთესო გამოსავალი არაა, მაგრამ სიმართლე გულს ატკენს.
-მეც მინდა ეგრე მხვდებოდეს. ბედი არ მაქვს.-თავი ჩახარა, მერე კი გაცინებულმა ამომხედა.-არ შეგიყვარდეს, თორემ ჩემსავით დაიტანჯები.
-არ ვაპირებ მაგის შეყვარებას.-ვუთხარი სიცილილნარევი ხმით და ჩემი მერხისკენ წავედი.
  საინტერესოა, ვის ვატყუებ? ნუცას თუ ჩემ თავს. სასაცილო ვარ...
  გაკვეთილები დაიწყო. ისევ იოანეს დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. რამდენჯერმე გავხედე. ღიმილს არ იშორებდა. მეც ვერ ვიკავებდი თავს და უაზროდ მეცინებოდა.
  სკოლაში არ მეკარებოდა. როგორც ჩანს ცდილობდა გაეთვალისწინებინება ჩემი უსიტყვო თხოვნა, მხოლოდ თვალებით.
  გაკვეთილები დამთავრდა.
-ანუკი, წავედი.-დამემშვიდობა ნუცა.
  ჩანთას ვალაგებდი და საჭირო წიგნებს ვიღებდი. კლასში მარტო მე, იოანე და დამრიგებელი დავრჩით.
-ლაშა დღესაც არ მოსულა?-გავიგე მასწავლებლის ხმა და მათკენ გავიხედე.
-ვეღარც მოვა.-იოანე აშკარად უზომოდ გაღიზიანებული იყო.
-ისევ იჩხუბეთ, არა? პრინციპში ფაქტი სახეზეა.-დამრიგებელმა სინანულით გააქნია თავი.-კარგი, წადი, აღარ დაგაყოვნებ.
  იოანე კლასიდან გავიდა. ცოტა ხანი გაოგნებული ვიდექი. აზრზე მოვედი და მასწავლებელს დავემშვიდობე. აჩქარებული ნაბიჯებით გავედი კლასიდან და იოანეს დავედევნე.
-კარგად ხარ?-ვკითხე მისი ამღვრეული სახის დანახვით გაკვირვებულმა.
-კი.-მშვიდი ხმა ოდნავ უკანკალებდა.
-არ მგონია.
-მასწავლებელი არ გყავს? მიგაცილებ, გაგვიანდება.
-არაუშავს.
-ანუკა...
-იოანე!-მკაცრად წარმოვთქვი მისი სახელი.
-რატომ გაღელვებს ჩემი მდგომარეობა?
-მეც არ ვიცი.
-წამოდი, მართლა დაგაგვიანდება ასეთი ტემპებით.
-გითხარი, არაუშავს-მეთქი.
-რას ელოდები ჩემგან?
-მინდა დამელაპარაკო.
-არაფერი შეიცვლება ამით.
-მოგეშვება მაინც.-ხელი მოვკიდე.
  სკოლიდან გამოვედით. იქვე სკვერში გავიყვანე.
-გუშინ ტიროდი?-ვკითხე ჩუმად.
-თავი ვეღარ შევიკავე.-არ მიყურებდა, სადღაც არსებულ შორეულ წერტილს მიშტერებოდა.-ვიცი, ახლა ლაშასთან ჩხუბის მიზეზი გაინტერესებს.-ოდნავ ჩაიღიმა.-დედა შემაგინა ნაბიჭვარმა, არადა იცის რომ გარდაცვლილი მყავს. გავჭედე და ძალიან მაგრად ვცემე.-ხმას ვერ ვიღებდი.
  სკამიდან ავდექი და წინ დავუდექი. ქვევიდან ამომხედა თავისი ღვთაებრივად მიმზიდველი და სევდიანი მწვანე თვალებით. უბრალოდ ვუყურებდი. იოანემ მაჯაში მსტაცა ხელი და მაგრად მიმიხუტა.



№1 სტუმარი Ana

Wow ! Dgitidge maoceb kai motxrobaa da umal veli gagrfzelebas

 


№2 სტუმარი N. m

Magaria dzaan ❣

 


№3  offline წევრი eki_eka_ake

Kargi istoriaa saintereso da untriguli yvelaze metad daqalze mainteresebs ra moxdeba... warmatebebi :)

 


№4 სტუმარი Okliko

Ow ow esraiyo sg ra

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საოცრება იყო მართლაც აუ ეს ნუცა მიხვდეს რა თავისთვის..... მალე დადე რააა...

 


№6 სტუმარი nati

Dzaan magaria imedia dges gaagradzeleb?!:)**

 


№7  offline წევრი Teka

dzalian magaria...magram nutsas rom ukvars ioane armomwons..eg ro chadges amat shoris movklav imgogos

 


№8 სტუმარი nati

Dgesdadera fliss shemdegi dzaan mGaria sg

 


№9  offline წევრი Supreme

დიდი მადლობა ყველას❤ უზომოდ ბედნიერი ვარ, როცა თქვენს კომენტარებს ვკითხულობ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent