შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (6 თავი)


26-05-2020, 10:50
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 953

მია იდგა ერთ ადგილას მიყინული და ცრემლებად იღვრებოდა, ვერ გაებედა ხმის ამოღება და თავის მართლება, ან ვინ დაუჯერებდა? ვინ მოუსმენდა? რა აზრი ქონდა თავის მართლებას? მაშინ როცა უკვე გადაწყვიტა მთელმა ოჯახმა რომ თორნიკე თავად გამოიწვია, თავად მისცა უფლება გაებედა ამდენი
-სკოლის დირექტორისგან უნდა ვიგებდე რომ ჩემი შვილები ასე თავხედურად და უსირცხვილოდ იქცევიან?-ნანას წამოადგა თავზე, ჯერისევ მთვრალი გეგა-ჰა?-ისეთი ჩაყვირა ყურაში დამფრთხალი ქალი შეხტა ადგილზე -სკოლის დირექტორმა უნდა გამაგებინოს ჩემი ოჯახის ამბები?-ისევ ნანას ჩაყვირა და რომ მოტრიალდა ნატას ზიზღიან მზერას გადააწყდა, დაბოღმილი კაცი მისკენ გაექანა და ასაც გაარტყა სახეში, ნატამ მაშინვე ხელი იტაცა ნატკენ ლოყაზე და მამას მიაჩერდა კვლავ ზიზღიანი თვალებით, ახლა მთელი ხმით უნდოდა ეღრიალა თუმაც ცრემლები უკან მიაბრუნა და ამაყად თავაწეული დადგა -ორივეს პპასუხს გაგებინებთ ამ
თავხედობისთვის -თითისქნევით დაემუქრა გოგონებს
-გავყვები-მიას ხმამ გაკვეთ ოთახში დატრიალებული შიშის და ზიზღის მძიმე ატმოსფერო და ყველას პირი დააღებინა გაოცებისგან
-რას ბოდავ გოგო-მარინამ ვერაფერი გაიგო და მიას მიუახლოვდა
-ბექას ცოლად გავყვები-მარიანს მიაჩერდა ტირილისგან დასიებული თვალებით
-რათქმაუნდა გაყვები-შეიცხადა მარინამ -შენ რა სხვა გეგმები გქონდა?-მისმა სიტყვებმა ყველა დააბნია და მია უარეს გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო
-მია ნუ სულელობ-ნატა შეტრილდა და მიას თვალები დაუბრიალა
-მიკეტე-მარინამ უყვირა ნატას და გვერძე მიაგდო გოგონა, შვილიშვილს ხელი წაავლო მაჯაში და კიბიდან ჩამოიყვანა -რა იგულისხმე იმაში რომ გაყვები- თვალებს უბრიალებდა დამფრთხალ გოგონას
-იმას, რომ მინდა ქორწილი რაც შეიძლება მალე გადავიხადოთ-ამოთქვა მიამ, საწყლად და ბებიას ხელს დაყურებდა რომელიც ძლიერად უჭერდა მკლავზე
-რათქმაუნდა ქორწილს დავაჩქარებ თუ წაგიყვანს ღირსება შელახულს
ბექა- დაყვირა გეგეამ მიას თავზე
-მიას ისეთი არაფერი ჩაუდენია რომ ასე ამცირებთ-ვეღარ დაიოკა ბოღმა ნატამ -ჩვენ უღირსი არაფერი გაგვიკეთებია, და თუ არ წაიყვამს ის სატანა მიას ძალიან ბედნიერი ვიქნები -იყვირა გოგონამ და სანამ სიტყვას დაასრულებდა მარინამ სახეში სილა გააწნა
-შენს ოთახში წაეთრიე შე თავხედო-უყვირა ისევ ამაყად მდგარ გოგონას, ნატა მიბრუნდა და მიას რომ გაუსწორდა გაჩერდა და დას შეხედა
-შეცდომას უშვებ-უთხრა მიას და კიბე აირბინა
-კარგი მორჩით ამ დრამას-ხმა ამოიღო აქამდე კარში მდგომმა გარინდულმა ლაშამ -მამა ხო გითხარი რომ მია არაფერ შუაშია თორნიკეს ქცევებთანთქო
-გგონია ის ნაგავი თავს ამდენის უფლებას მისცემდა ამისგან რომ არ ქონდეს იმედი?-მიას მიაჩერდა ზიზღიანი თვალებით კაცი
-ხო გითხარი რო მია წესიერად არც იცობსთქო, იმ ნაბიჭვარს მე მივხედავ, შეწყვიტეთ ეს დრამათქო რა
-შენ რას მიხედავ ბიჭო-მარინა გაკაპასდა-აქამდე მიგეხედა დებისთვის და ამდენს არ გაბედავდა ის ბიჭი
-ბებია შეყვარებული ბიჭის ქცევებს მე ვერ გავაკონტროლებ, და ვერავის ავუკრძალავ ჩემი დების შეყვარებას გასაგებია?
-იდიოტი რომ ხარ მაგიტო-მიახალა ქალმა და ნანას შეხედა
-რაა?-ლაშა წამოენთო
-დედათქვენმა ასეთები გაგზარდათ იდიოტები-მიახალა მარინამ ლაშას და ისევ ნანას შეხედა და მისაღებიდან გავიდა
-რა აუტანელია-ჩაიბურტყუნა ლაშამ და სახლიდან გავარდა
-შენს ოთახში წაეთრიე-გეგამ მიას შეხედა მკვლელი თვალებით და მერე მამას მიუბრუნდა -ტანსაცმელი გამიმზადე სკოლაში მივდივართ დირექტორთან
-ახლვე-ნანა საძინებელში შევიდა და კარადა გამოაღო, ტანსაცმელი გამოიღო და დაულაგა საწოლზე, გეგა შევიდა და გადახედა
-სხვები მინდა
-რომელი-კითხა ნანამ
-რომელიმე-დაუყვირა კაცმა და საათი გაიკეთა მაჯაზე, ნანა კარადასთან მივიდა და კიდევ გადმოიღო
-რა უგემოვნო ხარ ფუ შენი-გეგა კარადას მივარდა ყველაფერი გადმოყარა და აარჩია შრვალი და პერანგი
-დამიუთოვე
-დაუთოვებული-ნანამ ხმა ამოიღო
-რასაც გეუბნენი ის გააკეთე-დაყვირა კაცმა და ოთახიდან გავიდა, ნანას ცრემლები მოეძალა და ხელახლა გადააუთოვა ისედაც დაუთოვებული პერანგი და შარვალი, გეგა შევიდა და ჩაიცვა -ჩემი ქამარი სადაა გოგამ რო მაჩუქა
-შენახული მაქ
-მოძებნე და მომეცი
-ზუსტად არ მახსოვს სადაა , არ იყენებდი და შევინახე
-მოძებნე-დაუყვირა ისევ და საწოლზე დაჯდა, ნანამ მთელი კარადა გადაქექა და ძლივს მიაგნო სამი წლის წინ შენახულ ქამარს და ქმარს მიართვა-ხუთ წუთში მზად იყავი-მიახალა ქალს და ოთახიდან გავიდა, ნანამ კაბა გადაიცვა სასწრაფოთ და თმა შეიკრა და გავარდა -ეგ რა მოგიჯაჯებია, წესიერად
-ჩაიცვი მიახალა კაცმა როგორცკი ნანა გავიდა გარეთ, ნანამ ხმის ამოუღებლად მიიღო ეს შეურაწყოფაც და საძინებელში შებრუნდა, მიჩვეული იყო ამგვარ უხეშობას მისგან, მოწოლილი ცრემლები და ბოღმა გადაყლაპა და სხვა ტანსაცმელი ჩიცვა, თმა დაივარცხნა შეიკრა და გავიდა
-მიდი კარი გააღე-გეგეამ ეზოს ჭიშკარზე მოუთითა ნანას, ქალმა უხმოთ გააღო კარი, გეგა მანქანაში დაჯდა გააყენა მანქანა და დაელოდა როდის დაკეტავდა ნანა ეზოს კარს, ქალმა დაკეტა და გავიდა ქუჩაში, ჩაჯდა პრადოში ცრემლნარევი ღიმილიანი სახით.
მიას ოთახში შეუვარდა ნატა და წინ დაუდგა, თვალცრემლიან გოგონას
-გაგიჟდი მია? რას აკეთებ? გინდა მალე გათხოვდე?
-გგონია სხვა არჩევანი მაქ?-გაბრაზდა მია
-გააქ-დაუყვირა ნატამ-ყველაფერი ჯობია იმას რომ იმ კრეტინს გაყვე
-ანუ თორნიკეს გავყვე ის ჯობია?-გაეცინა მიას
-მია ამას არ ვგულისხმობ
-აბა სხვა რა არჩევანი მაქ?
-არჩევანის არ გაკეთება უკვე არჩევანია
-კარგი ბრძნული აზრებით საუბარი როცა არჩევანი არ გაქ, როცა არაფრის უფლება არ გაქ
-მია ასე ნუ იქცევი
-როგორ?-ხმა ჩაუუწყდა და ცრემლები მოეძალა გოგონას
-ნუ შესწირავ თავს შენსავე ღირსებას რომელსაც ძალით გითელავს შენივე დარტყმულების ოჯახი
-გგონია სხვა არჩევანი მაქ?
-მია გთხოვ არ დათანხმდე ამ ქორწინებას, ისინი ფსიქოლოგიურად ძალადობენ შენზე, ძალით ვერ მიგიყვანენ მის სახლში დაფიქრდი
-ჩემი ნებით მიმიყვანენ -მიას მწარედ გაეცინა და დას მიაჩერდა
-მია ცდები თუ გგონია რომ ამათ თავს დაახწევ და გათხოვებით თავს უშველი
გგონია შეძლებ ბექას ატანას? გგონია შეძლებ გაუძლო იმას რომ მას უფლება ექნება შეგეხოს როცა უნდა? გგონია ამის ატანა შესაძლებელი იქნება? გგონია შეძლებ შეიყვარო ის ვინც გძულს? და იცხოვრო მის გვერდით ვინც გეზიზღება? გგონია ასე მარტივია? მია გგონია შეძლებ? მისი ყოველი შეხებისსა იმხელა ზიზღს იგრძნობ რომ საკუთარ თავს ვერ მოერევი და ამ ზიზღს ვერ დაახშობ გესმის რას გეუბნები მია? როცა გაკოცებს გული აგერევა, ყოველი მისი შეხება ნაწილებად დაგშლის... ნელნელა გაანადგურებს შენში სიყვარულის ბედნიერების და იმედის არსებობას, ნელნელა მოგწამლავს, ნელნელა მოკვდება შენში, შენივე ხასიათი, სილამაზე, იმედი, სიკეთე, შეიცვლები
-ნატა გეყოფა-მია საწოლზე ჩამოჯდა და ცრემლები მოაწვა
-ნელნელა მიხვდები რომ შენ შენ აღარ ხარ, შეიცვალე და გახდი სხვა, ის სხვა შეგძულდება მია, შეგძულდება აგრესიული უფერული და საცოდავი ქალი, ია ქალი რომლადაც შენ იქეცი
-მოკეტე-მარიანას ღრიალამა ორივე შეაშინა -შენს ოთახში წაეთრიე, შენ ურევ ტვინს ამ სულელს
-შენც იმიტომ იქეცი ასეთ უსულგულო ქალათ რომ მიასავით დაიტანჯე-უყვირა ნატამ ბებიამის და თვალბში ჩააცქერდა გააფთრებულ ქალს
-ხმა ჩაიწყვიტე
-სიყვარულის შეგრძნება დაკარგე, ყველა გძულს რადგან დაიტანჯე ცხოვრებაში, ვერაფერი გააკეთე ისეთი რაც გინდოდა, ყველაფერზე უარი გათქმევინეს... მია შეხედე ამ ქალს შენც ასეთი უსულგულო გახდები-იყვირა ნატამ და ოთახიდან გავიდა -მარინა ერთ ადგილას გაიყინა, პირველად, პირველად ცხოვრებაში ვიღაც შეიჭრა მის დაფერფლილ გულში, პირველად გაიგო ვიღაცამ მისი ტკივილი, პირველად ამოხსნეს მისი სისასტიკის და სიძულვილის საიდუმლო, პირველად გახსნეს მისი უდიდესი სულის ჭრკლობა რომელიც სულში დამარძა წლების წინ, ქალმა მკერდზე ხელი მიიდო და უგონოდ დაეცა იატაკზე რასაც მია კივილი მოყვა.
ლაშამ ნიკას ეზოში გადაიხედა იქ კვლავ თორნიკეს მანქანა ეყენა, თავად ნიკაც ეზოში დალანდა, მიხვდა რომ თორნიკე ისევ არ მოსულა, რადგან კიკას მანქანა კვლავ არ ჩანდა, კარგახნის ყურყუტის მერე ნიკას მანქანა გამოჩნდა მოსახვევში, ლაშას კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე და მომავალ მანქანას გადაუდგა, თორნიკემ მკვეთრად დაამუხრუჭა რომარ დასჯახებოდ და როგორცკი გააჩერა მანქანიდან, მიხვდა ინტუიციით ვინც იყო
-ჩემ დას შეეშვი-ლაშა მისკენ მომავალ თორნიკეს ეცა და ხელის კვრით მანქანას ააკრა
-რატომ-თორნიკემ ღიმილნარევი სახით შეხედა გააფთრებულ ბიჭს
-იმიტომ რომ დანიშნულია-ლაშა ცდილობდა თავი შეეკავებინა და ჯერ სიტყვიერად აეხსნა მისთვის
-რადგან ვიღაც სირ. დანიშნეთ ამიტომ უნდა შევეშვა?
-შენ დებილი ხარ თუ თავს იდებილებ ბიჭო-ლაშას მოთმინების ძაფი გაუწყდა
-მია მიყვარს და თავს არ დავანებებ იმიტომ რომ ოჯახი ვიღაც ნაბიჭ. გათხოვენას აიძულებთ-იყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და ლაშას შეანათა ჭაობისფერი თვალები
-შე ნაბიჭ.-დაუყვირა ლაშამ და მუშტი მოუქნია, თორნიკემ აიცცილა და თავა დაარტყა, ლაშას გაეცინა გახეთქილი ტუჩიდან სისხლი რომ წასკდა, უკან დაიხია თავი გაავარჯიშა და თორნიკეს დაეტაკა, კარგახანს ვერცერთი ვერ ახერხებდა იმას რომ თავი დაეხსნა მეორისგან, ამ ჭიდილში იყვნენ რომ ნიკა მივარდათ და სცადა ერთმანეთისგან გაეშორებინა მაგრამ ამან უფრო გაამწვავა გაავებული ნიჭების ქმედება, ერთმანეთს ხელი უშვეს და მუშტები უთავაზეს სახეში, ნიკა ვერცერთ აჩერებდა და დაანება თავი, იქვე დადგა და აკვირდებოდა როდის მოიქანცებოდნენ ერთმანეთის ცემისგან, სანამ არ დაულეწეს ცხვირპირი ერთმანეთას არცერთი არ გაჩერდა და ბოლოს უკვე რომ გამოეცალათ ძალა ნიკამ თორნიკე დაიჭირა და სცადა წაეყვანა
-ჩემს დას აღარ გაეკარო თორემ მოგკლავ-დაუქნია ლაშამ მუქარით თითი თორნიკეს
-მია ჩემი იქნება, იმ სირ. არ დავუთმობ-იყვირა თორნიკემ
-ჩემს დას არ უყვარხარ კრეტინო-ლაშა ნიკას მანქანას მიეყრდნო
-არც ის ნაგავი უყვარს-თორნიკემ ნიკა მოიშორა
-და გგონი უფლება გაქ ასე მოიქცე?
-მე ვიბრძვი ჩემი სიყვარულისთვის
-შენ იბრძვი შენი თავის სიამოვნებისთვის, მიას არ უყვარხარ და უფლება არ გაქ ასე მოიქცე
-შემიყვარებს
-თავის საქმროს შეიყვარებს-მიახალა ლაშამ და შეტრიალდა
-მია ჩემი იქნება-დაიღრიალა თორნიკემ და ნიკას სახლისკენ წავიდა, თან სისხლს იწმენდდა გახეთქქილი წარბიდან
-გინდა რო მოგკლან?-გაეკიდა უკან ნიკა
-მიას არავის დავუთმობ, ეხლა შემეშვი-თორნიკე სახლში შევარდა და კარი მიაჯახუნა.
მარინამ თვალები გაახილა და დაბნეულმა მოათვალიერა პალატა
-სად ვარ
-დდედიკო გონს მოსვედი? -გეგა თავზე წამოადგა -არ ინერვიულო უბრალოდ გული წაგივიდა, წნევა აგივარდა, კიდეკარგი არაფრი დაგემართა
-სულ შენი იდიოტი შვილების ბრალია-წაუსისინა ნანას მარინამ
-კაი ნუ ნერვიულობ, მეგათ მე მივხედავ-გეგა დედას მოეფერა თმაზე
-მიმხედი რო ყოფილიყავი მიხედავდი-ისევ დაისისინა ქალამ
-დედა დაწყნარდი რა, ისე იზავ ინფაქტს მიიღებ და მეც მიმაღებინებ, მე მივხედავთქო და მორჩა ეხლა ლაპარაკი
-სად არიან
-სახლში, ლაშა მიხედავს
-ლაშას ვინღა მიხედავს
-მე გავედი რა-გეგა გარეთ გავარდა
-წყალი დამალევინე-მიმართა ნანას დაღვრემილი სახით
-ხომ არაფერი გტკივათ-კითხა ნანამ მშვიდი სახით
-კი გინდათ მტკიოეს მაგრამ ვერ ეღირსებით ჩემს სიკვილს ჯერ-დაშხამა ნანა და გაწვდილი ჭიქა ხელიდან წაგლიჯა.
მიამ ოთახის კარი ჩაკეტა და მთელი საღამო ტირილში გაატარა, იქამდე ვერ დაწყნარდა სანამ ნატამ კარი არჩამოუღო ბრახუნით და ყვირილით გამიღეო, მია არ აპირებდა კარის გაღებას მაგრამ ნატამ შეაწუხა და აიხულა გაეღო
-რახდება
-ნახე თორნიკეს რაები მოუწერია-შეაჩეჩა დას ტელეფონი
-საიდან გაქ ჩემი ტელეფონი
-გოგო მე რას გაუბნები და შენ რას მპასუხობ, მარინას გასაღები ვიცი სადაცააქ შეტენილი და კარადა გავაღე რა -აუხსნა გაოცებულ დას და ტელეფონი შაჩეჩა რომ აზრზე მოეყვანა მია -ნახე, რაებს გწერ გიჟია ეს ბიჭი, მართლა ოღონდ-მია საწოლზე დასვა და ტელეფონი აართვა ისევ, რადგან მიხვდა რომ გოგონა წაკითხვას არ აპირებდა -,, მია მართლა ვწუხვარ, არ მეგონა ასეთ სირ. თუ გიპირებნენ დაქორწინებას, მეგონა ჩვენ ორნი გავარკვევდით,ისკი სახში მოგივარდა მაგარი ნაბიჭ. ია" -ნატამ მიას გახედა სიცილით
-ნატა შეწყვიტე, არ მაინტერესებს, და მეორეც რატომ გახსენი ჩემი სოც ქსელი? და თან კითხულობ ვინ რა მომწერა
-იმიტომ რომ წაუკითხავად წაშლიდი შენ, ნახე რა საყვარელი ,, მია პასუხს ვაგებინებ თვითოეული შენი ცრემლისთვის" ,,ვიცი არ წაიკითხავ მაგრამ მაინც გეტყვი რომ ჩემსავით ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს"
-ნატა გეყოფა, არ მაინტერესებს რას მწერსთქო
-ეს ნახე ,,მია შენს თავს არავის დავუთმობ, იცოდე რომ ჩემს იქით გზა არ გაქვს, მე ვარ შენი ბედისწერა" იცი რომელ საათზე მოგწერა ღამის სამზე შენზე ფიქრშია დღე და ღამე-ნატას გაეღიმა
-თუ ძალიან გიხარია წადი და შენთვის წაიკითხე მე -მიამ დას შეხედა ალეწილი სახით
-მეეჭვება გოგონამ ასეთი სიტყვები დაიკიდოს, და გული არ აუჩქარდეს ,, მია იცოდე ჩემი იქნები, შენს თავს არავის დავუთმობ, შენს გამო ყველას დავუპირისპირები, თუნდაც არ გიყვარდე" ნახე რაებს ფიქრობს, რაზე ოცნებობს
-ნატა რის მიხწევას ცილობ? მე საქმრო მყავს და მიყვარს გიორგი-იკივლა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ -შენკი თორნიკეზე მელაპარაკები
-იმიტომ რომ მასავით არავის უყვარხარ
-მაგრამ მე არ მიყვარს
-უბრალოდ...-ნატას ხმა ჩაუწყდა
-უბრლოდ რა?-გაბრაზდა მია -რა?
-ბექა ნამდვილი სატანაა ნახავ როგორ გაგაგიჟებს
-მისი მონაწერებიც წაიკითხე
-ხო წავიკითხე -უყვირა ნატამ და დას შეაჩეჩა ტელეფონი, მერე კი გარეთ გავარდა, მიამ ინტერესით დახედა ტელეფონს და ბექას მონაწეების კითხვა დაიწყო ,,თუ გავიგე რომ მასთან რამე ურთიერთობა გაქ იცოდე მწარედ განანებ" ,, ჩემი დამცირების უფლებას არ მოგცემ, იცოდე პასუხს გაგებინებ ყველაფერზე" იმდენი მუქარა ამოიკითხა გაბრაზდა და დაურეკა
-შენ რა გაგიჟდი? რა სისულელეებს მწერ
-აქამე რატო არ მპასუხობდი?
-მარინამ ამართვა ტელეფონი და იმიტო
-მისმინე ხვალ მოვალ და ვილაპარაკებთ
-მამაჩემს უკვე მოვახსენე
-ვიცი და მეც მომახსენა, დღეს მოსვლა ამიკრძალა მარიანაა ცუდადო,ამიტომ აღარ მოვედი, მაგრამ ძალიან მინდოდა შენთან პირისპირ ლაპარაკი
-ლაპარაკი თუ მუქარა
-ეგ ბიჭი ამდენს რატო ბედავს? შენ ჩემი დანიშნული, ჩემი საცოლე, ჩემი საკუთრება ხარ
-ბექა ზედმეტი მოგდის-მია გააღიზიანა მისმა მესაკუთრეობის გამოხატვამ
-ზედმეტი შენ მოგდის, იცოდე დასტოინათ იყავი
-მე კარგად ვიცი ვინ ვარ და როგორ მოვიქცე
-არ იცი მაგრამ გასწავლი არ ინერვიულო, ჩემი რომ გახდები ბერ რამეს გასწავლი-მიამ გაუთიშა ისე გააღიზიანა მისმა ტონმა, ბექამ მეხუთეთ რომ დაურეკა მიამ უპასუხა
-ამ გამოტომებსაც მოგაშლევინებ-მაშინვე მიახალა მიას -და კიდე ბევრს რამეს
-საშინლად აუტანელი ხარ
-მაგრამ მოგიწევს ჩემი ატანა მთელი ცხოვრება-მიას მტკივნეულ ადგილას დააბიჯა ფეხი
-რეალურად რა გინდა ჩემგან-მია ხვდებოდა და რწმუნდებოდა რომ ბექას მისადმი სიყვარული კიარა რაღაც სხვა გრძნობა ამოძრავებდა, რადგან თორნიკე სულ სხვაგვარად იქცეოდა მისადმი
-შენ მინდიხარ-მიახალამთავხედური ტონით ბექამ -რაც გაგიცანი იმ წამიდან შენ მინდიხარ-მიას გააჟრჟოლა ზიზღისგან და თვალბი დახუჭა რომ თვალწინ დამდგარი ბექას სახე გაექრო ფიქრებიდან -სასმელი რომ შემასხი, იმ წამიდან გადავწყვიტე რომ შენ ჩემი უნდა გახდე შენივე სურვილით, თუნდაც ძალდატანებულით
-საშინელი ადამიანი ხარ
-და მაინც შენი საქმრო-მკვახედ მიახალა ბექამ და თავად გაუთიშა, მია შოკირებული იყო, აქამდე მხოლოდდ იმას უსისინებდა ბექა მიყვარხარო და როცა საქმე ქორწინებამდე მივიდა ახლა მიახალა ნამდვილი ზრახვები, მას კიარ უყვარდა უბრალოდ სურდა მია, უბრალოდ ეს გოგონა უნდოდა მისი გამხდარიყო და მეტი არაფერი. მია ფიქრმა წაიღო და გონს მარინას წიკვინმა მოიყვანა
-რა კარგია სახლი -მია დაფრთხა გავარდა ოთახიდან და ნატას შეეფეთა
-მომე ტელეფონი-მიას წაგლიჯა ფაქტიურად, ბებოს ოთახში შევარდა და კარადაში დადო, დაკეტა და გასაღებიც წიგნში ჩადო, გამოვიდა თუარა ოთახიდან ნანა ავიდა კიბეზე და დამფრთხალ გოგონებს დაბლა ჩასვლა სთხოვა.
თორნიკემ მთელი ღამე მიაზე ფიქრობდა სავარძელში მჯდომი, ტელეფონით მის სურათებს ათვალიერებდა და თან სასმელს წრუპავდა ჭიქიდან
-გალოთდები-ნიკა შევიდა კაბინეტში და თორნიკე წინ მდგარ სავრძელში ჩაეფლო
-მაგრად მიყვარს-თავი გადასწია და ჭერს ახედა
-ჩანს კიდე მოგხვდება-ნიკას გაეცინა და სასმლით სავსე ჭიქა აართვა ხელიდან
-კაი რა-თორნიკე მოიღუშა
-სულ გამოცალე რაც იყო და მეტი აღარაა სახლში-თავი იმართლა და ჭიქა მოიყუდა -მაგრად მიდოდა დალევა
-ნეტა უფრო ადრე რომ გამეცნო რამე შეიცვლებოდა?-გახედა ნიკას ისე ეომ თავი ოსევ საზურგეზე ქონდა გადაწეული
-არვიცი-მხრები აიჩეჩა
-ნეტა ის რაზე ფიქრობს ახლა-ისევ ჭერს ახედა
-ის გაგიჟებს რომ დანიშნულია?
-ასე რომარ ყოფილიყო გავიცნობდი უკეთ და ვეცდებოდი მისი გული დამესაკუთრებინა, დრო მექნებოდა
-და ახლა იძულებული ხარ რომ მარტომ იბრძოლო
-მიას რომ ვუყვარდე, ან უბრალოდ სულ მცირედი გრძნობა რომ ქონდეს ჩემს მიმართ მაშივე მოვიტაცებდი, მაგრამ ვიცი არ ვუყვარვარ, უფრო სწორად სხვა უყვარს და ამიტომ ვცდილობ ეს ყალბი იძულებითი ნიშნობა ჩავუშალო, დრო მჭირდდება, დრო რომ უკეთ გავიცნო და დავრწმუნო ჩემს სიყვარულში, მაგრამ ჩემი ქცევით მიას ავურიე ცხოვრება, საქმრო კიარ ავრიე, მიას ავურიე თავგზა და არ მაპატიებს ვიცი... მის ღირსებას ედავებიან ჩემი ქცევის გამო... ამაზე არ მიფიქრია
-შენ მოქმედებ და მერე ფიქრობ, ან საერთოდ არ ფიქრობ
-ამიტომაც მიას სახელს შეეხნენ
-იცი ვინ უყვარს?
-რა მნიშვნელობა აქ მთავარია მას არ უყვარს
-ასე დარწმუნებული რატომ ხარ?-ნიკას გაეცინა
-როგორ გგონია მასაც რომ ყვარებოდა მიას, ბექას ან სხვას დაუთმობდა?
-ამიტომ ხარ ასე თავდაჯერებული?
-იცი ხანდახან მეშინია, მიას აუილებლად მივისაკუთრებ მაგრამ...-ხმა ჩაუწყდა და ცოტახნის შემდეგ განაგრძო -ისევ ისეთი თვალებით არ შემომხედოს როგორითაც ახლა მიყურებს, ჩამქრალი, ცივი და ზიზღნარევი თვალებით



№1  offline წევრი It’s olivia

მია რომმ ბექას გაყვეს ცოლად ალაბათ გავაფრენ, ძალიან მეცოდა ეს გოგო, საშინელი ოჯახი ყავს, იმედია თორნიკე მალე შეუყვარდება, თორემ დავირანჯე ამათი საცოდაობით, ახალ თავს ველოდები, წარმატებები❣️

 


№2  offline მოდერი ნეაკო

mixaria rom mogwont

imedia mogewonebat shemdegi tavebic

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Უყვარს... აი რა არის სიყვარუი. Არ იყოს მისი საკუთრება და იყოს ბედნიერი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent