გიჟივით შეყვარებული(დასასრული)
.იმ მომენტში მკლავიდან დანა ამოიღო და დემნას მუცელში გაუყარა,დემნა აზრზეც კი ვერ მოვიდა რა მოხდა, ნელ-ნელა უშვებდა ლილუს ხელს , მან ხელი ჰკრა დემნას და კიბეებისაკენ გაიქცა, გაბრიელი და ნიკა მას აედევნენ. დემნა ძირს ეცემოდა , დეამ რომ დაინახა გიჟივით მივარდა დემნასკენ და ძირს დაცემულს თავი კალთაში ჩაადებინა. - დემნა არა . კარგად იქნები .!― არც კი იცოდა რას ამბობდა, ცრემლები მოსდიოდა და დემნას სახეზე ეფერებოდა -ნუ ტირი პატარავ . ხომ იცი რომ არასდროს დამკარგავ. ― ხელი ნელა აწია და სველ ლოყაზე მოეფერა.დანა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, ალბათ გაგიკვირდებოდათ როგორ მალავდა ,მაგრამ როგორც აღმოჩნდა დამალა. სანამ დემნა გონს დაკარგავდა ბიჭებმა ლილუ დააკავეს და სასწრაფო დახმარებაც კი გამოიძახეს . დაახლოებით 15 წუთი დასჭირდათ რომ ამ მიყრუებულ ადგლას მისულიყვნენ,მანამდე კი ცრემლიანი ლილუ ცდილობდა დემნასთვის ხელი შეეშალა ,რომ არ დაეძინა. სასწრაფო დახმარება მოვიდა და დემნა საკაცეზე დასვეს,მთელი 8 სართული საკმაოდ ნელი მოძრაობით ჩაატარეს და მანქანაში შესვეს. დეა მათ გაჰყვა, დანარჩენები მანქანებში ჩასხდნენ და გაყვნენ. ნიკამ და გაბრიელმა ოფიცერს პირდაპირი გაგებით მიუგდეს ლილუ და საავადმყოფოსკენ გაემართნენ. დემნა მიიყვანეს საავადმყოფოში უკვე გონდაკარგული იყო, ამან დეა უფრო აანერვიულა და საშინლად ტიროდა, საოპერაციოში შეიყვანეს დემნა და მთელი სამეგობრო დერეფანში დარჩა. შეშინებული,გაბრაზებული და გატეხილი დეა კედელს მიეყრდნო და ნელ-ნელა ძირს ეცემოდა. თავი მუხლებში ჩარგო და საკუთარ თავს ადაანაშაულებდა მომხდარში,ტირილს ვერ წყვეტდა. ამასობაში გოგოებიც კი მოვიდნენ და დეას დამშვიდება სცადეს , არაფერი ჭრიდა მას უბრალოდ „ძლიერად“ სტკიოდა. 2 საათს გაგრძელდა ოპერაცია .ექიმი გამოვიდა და დეა დანახვისთანავე შეშლილივით მივარდა ცხვირ წინ ექიმს -როგორ არის ექიმო? ხომ კარგადააა? -დაწყნარდით გოგონა.პაციენტი სტაბილურადაა, ოპერაცია საკმაოდ რთული აღმოჩნდა დანამ მცირე ინფექცია გამოიწვია , თირკმელი არ დაზიანებულა, მსხილი ნაწლავის დაზიანება მიირო მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია. -ანუ კარგად იქნება? -დიახ, ჯერ ისე რეანიმაციაში იქნება.პალატაში გადაყვანისთანავე შეძლებთ მის ნახვას. -მადლობა ღმერთს.― გაბრიელმა ამოიხვნეშა― ხო გითხარით არა გადაიტანს მეთქი, ბავშვობაში სამი წლით უფროსმა ბიჭმა დაჟეჟა და გადარჩა და ახლა რა უნდა მოუვიდეს.მიდი ლომო გაიღვიძე ―ეს სამი სიტყვა ხმამაღლა წარმოთქვა და რეანიმაციის ოთახისაკენ გაიხედა. -რას იდიოტობ გაბრიელ― დეამ ხელი გაკრა მხარზე და ცოტა დამშვიდებული ჩამოჯდა სკამზე, მაინც ეშინოდა მოსალოდნელი საფრთხის, მედიცინის შესახებ რომ არაფერი სცოდნოდა ალბათ უფრო მშვიდად იქნებოდა. ნერვიულობდა ,თუმცა არ იმჩნევდა ,ყოველშემთხვევაში ისე არა რომ ვინმეს შეემჩნია . სამი დღე გავიდა სანამ დემნას პალატაში გადაიყვანდნენ, არავის უშვებდნენ მასთან, დეა სახლშიც კი არ მიდიოდა, ვერაფერს ჭამდა, მაინც ეშინოდა, რომ კიდევ ერთ საყვარელ ადამიანს დაკარგავდა,რეანიმაციის ოთახის კართან იჯდა და მხოლოდ მაშინ აკვირდებოდა საყვარელ მამაკაცს ,როცა ექიმი შედიოდა მასთან.წამიერად შეავლებდა ხოლმე თვალს და თითქოს ამჩნევდა,რომ დემნა უღიმოდა მაგრამ მის სახეზე არანაირი მიმიკა არ ისახებოდა.დამწუხრებული დეა ისევ კართან ჩამოჯდებოდა და ელოდა იმ მომენტს როცა დემნა გაიღვიძებდა და მის ნახვას მოითხოვდა.სამი დღე ასე გაატარა. მეოთხე დილას სკამზე მჯდომ დეასთან და მის გარშემო შეკრებილ მეგობრებთან ექიმი მივიდა -გამარჯობა ბავშვებო -ექიმო?დემნა როგორ არის? -პაციენტი კარგად არის, ახლახანს გაიღვიძა და პალატაში უნდა გადავიყვანოთ,შემდგომ მისი ნახვა შეგეძლებათ.მანამდე კი მითხარით :თქვენს შორის დეა რომელია? -მე ვარ -ძვირფასო მას შენი ნახვა სურს, პაციენტს პალატაში რომ გადავიყვანთ პირველი თქვენ შებრძანდით,ეს მისი სურვილია -დიახ.― ბედნიერი დეა სულელივით იღიმოდა და ემილიას ჩაეხუტა, ყვ ელა მათგანი გამოფხიზლდა და ერთმანეთ ეხუტებოდა,მთელი დერეფანი იკლეს , ექთანმა შენიშვნაც კი მისცა და ნიკას ბოდიშის მოხდა მოუწია. დაახლოებით 10 წუთი იყო გასული ,რომ დეა აქეთ-იქეთ დადიოდა და არ ჩერდებოდა, ხელებს ისრესდა , დრო და დრო რეანიმაციის ოთახის კარს უყურებდა .და აი საკაცეზე მყოფი დემნა და მის თავთან მდგომი ექიმი გამოჩნდა.დეას სახე გაუბრწყინდა ,ექიმმა პალატისკენ წაიყვანა დემნა და მან მხოლოდ ყავისერი თვალები მიანათა დეას და გაუღიმა.დეამ ვეღარ მოითმინა და შეჰკივლა.ამაზე დემნამაც კი გაიცინა , სხვების გაოცებულ სახეზე არაფერს ვამბობ.პალატაში შეიყვანეს და საწოლზე დააწვინეს დეა კარიდან მიშტერებოდა მუცელშეხვეულ დემნას და ოთხ ექიმს ,რომლებმაც დემნა აწიეს და საწოლზე დააწვინეს.ექიმები გამოვიდნენ გარეთ და დეა პალატაში შევიდა, ცოტა ხანს მოშორებით იდგა და დემნას მომღიმარ სახეს მიშტერებოდა, გაშეშებული იყო და მხოლოდ უყურებდა,სანამ დემნამ არ დაუძახა -პატარავ ვერ მცნობ? -რა? ააა მე.. ოოოო დემნა რა.ამ მდგომარეობაშიც კი ხუმრობ! -ახლოს მოდი რა პატარავ ძალიან მომენატრე -იდიოტო ― დეა გაღიმებული სახით მივარდა დემნას და ძლიერად აკოცა, პირველი შემთხვევა იყო როცა დემნა გამოიყურებოდა სუსტად ,დეა კი ცხოველის შთაბეჭდილებას ტოვებდა. -პატარავ გავიგუდე -არაუშავს― კიდევ ერთხელ გაუღიმა და ახლა შუბლზე აკოცა, მის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე და მისი ხელი თავისაში მოიქცია. -რაო პატარავ რატომ მოიწყინე -მეშინოდა -რის? -კიდევ ერთი ადამიანის დაკარგვის― ნახევრად წყლიანი თვალებით შეხედა, დემნამ ლოყაზე ხელი მოუსვა და გაუღიმა -ხომ გითხარი ,რომ არასდროს დაგტოვებდი -ხო მაგრამ მაინც მეშინოდა, ახლაც მეშინია არ ვიცი ყველაფერი დასრულდა თუ არა, არ ვიცი იქნებ კიდევ რამე გამოჩნდეს და .. -არა ! აქედან წამოვდგე და გპირდები არასდროს მოგიწევს ჩემ გამო ცრემლის ღვრა! გარდა პირველი ღამისა― იევ გაიღიმა და წარბები აუთამაშა -იდიოტო― მხარზე ხელი მიარტყა დემნა კი შეიშმუშნა -ცოტა ფრთხილად მხეცუნა, ჯერ ისევ სუსტად ვარ და ნუ სარგებლობ -უდუდუუდუდუ... ცოდვებმა გიწია -და რა ცოდვა მაქვს ასეთი - გესლისნი ენა რომ გაქვს აი ეგ― ნიშნისმოგებით უპასუხა დეამ -მერედა არ გიყვარვარ ? -სხვა გზა მაქვს? -..............― ხმა არ ამოიღო და იტერესიანი თვალები მიაპყრო -კარგი ჰო ძალიოან მიყვარხარ -ხო და მასე ! -ბატონო?! -დემნა დამიძახე პატარავ -აუ რა! ტიპიური დემნა დაბრუნდა― ფრთხილად დაადო მკერდზე თავი და ჩაეხუტა, ორივე ზეციურად ბედნიერები იყვნენ ამ მომენტში, დემნა ვერ წარმოიდგენდა რომ ყველაფერი ასე შემოტრიალდებოდა, იმედები ჰქონდა გადაწურული ,მაგრამ მისი ნაპერწკალი დეა აღმოჩნდა, მან დემნაში იმედის კოცონი დაანთო .ამაზე ფიქრობდა დემნა და როგორც შეეძლო ისე ხვევდა დეას ხელებს და სრულიად “მიზეზიან უმიზეზოდ“ ეღიმებოდა. ასე იყვნენ იქამდე სანამ დემნას შემთხვევით არ ჩაეძინა.დეამ ფრთხილად გააშვებინა ხელები და ზეწარი ხელებზეც დააფარა, რადგან იგრძნო რომ ცოტა ციოდა. შუბლზე ეამბორა და კარისაკენ წავიდა, სანამ გავიდოდა კიდევ ერთხელ შეხედა და ყურებამდე გაეღიმა,გასვლისთანავე გაბრიელი შეეფეთა -ჰა როგორ არის ჩემი ლომი -კარგად არის ჩაეძინა გაბი და რომ გაიღვიძებს მერე კიდევ ვნახოთ - ვ-ნახოთ? -ხო -შენ უკვე ნახე ახლა ჩვენი ჯერია , ძაან ხო არ მიისაკუთრე ჩემი ძმაკაცი ჰა?! -კაი ნ-ახეთ! ― თვალები აატრიალა და ჩუმად ჩაილაპარაკა ― მე თუ ვერ დამინახავს კი დაგელაპარაკებათ აი.― ჩაიცინა და სკამზე ჩამოჯდა. 2 სთ-ის შემდეგ: -დეა- -დეა -მოიცა ეს დემნას ხმაა?― გაბრიელმა ხელებში ჩარგული თავი წამოყო -მგონი მაგ ჩემისას ხმაა― წამოაყრანტალა ნიკამ და წამოხტნენ -მე მეძახის თქვენ კი არა― წამოვფრინდი და კარისაკენ გავიქეცი, პალატაში შევსრიალდი და დემნას შეწუხებული თვალები შემეჩეხა წინ -სად ხარ?! რამდენი ხანია გეძახი?! რატომ გახვედი?! ვიფიქრე სიზმარი იყო და ნერვებზე ავითხარე! სად დადიხარ შენ ჰა?!― ვეღარ მოვითმინე და სიცილი ამიტყდა,ამაზე დემნა უფრო გაბრაზდა და შემომიბღვირა -ვინ არისო ჩემი ბუზღუნდა ქმარუკაო ვინო?― ვიცინოდი და ველაქუცებოდი -ახლა ვარ ხო ქმარუკა? წეღან სად იყავი მარტო რომ დამტოვე ჰა?! -გარეთ ვიყავი კართან. გეძინა და არ მინდოდა გამეღვიძებინე, თან ბავშვები მელოდებოდნენ როდის გავაგებინებდი შენს ამბავს― ისევ შემიბღვირა და მეორე მხარეს გაიხედა,მე მივცუნცულდი და გემრიელად ვაკუცე ყელზე , შემობრუნდა და გაკვირვებული თვალებით შემომხედა -რაო ქმარუკ მარტო შენ შეგიძლია მასე?― მაინც გავაღიმე და ტუჩებზე მწვდა -ფუუუ. ეეე გაგეფრთხილებინეთ მაინც რა― აბურდღუნდა გაბრიელი -შე*ემა შენ სამი დღე გაგუდულს გეძინა, მუცელი გატიხრული გაქ ორ მხარეს და კიდევ რამის თავი გაქ?― ხელების ქნევით ალაპარაკდა ნიკა და ჩვენსკენ წამოვიდა -ბიჭო აეხლა მანდ არ იწვე რას დაგიგდებდი! ჩემ დას რა უფლებით ეხები ჰა?! -შენ ხო არ დაგავიწყდა რომ შენი და უკვე ჩემი ცოლია -ცოლი? ფუ შენი! ჰო რა იყო დამავიწყდა ტო!― მე და დემნამ სიცილი დავიწყეთ, ნიკამ მხარზე ხელი მიკრა გაბრიელს და ახარხარდა. ამ ხარხარში დანარჩენებიც შემოვიდნენ ოთახშ, ყველამ მოიკითხა დემნა და ცოტა ვიხალისეთ,მართალია დემნას ძალიან სტკიოდა ჭრილობა რომ ვაცინებდით , მაგრამ მაინც ვიმხიარულეთ. თითქმის 1 კვირა იყო საავადმყოფოში მას მერე რაც პალატაში გადაიყვანეს,არცერთი ჩვენგანი ყურადღებას არ აკლებდა, ბევრს ვმხიარულობდით, ამ ერთი კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც იყო პალატაში თუ ყველა არა.განსაკუთრებით კი ჩემი პაწაწა დაიკო, დემნა და ის გამუდმებით ერთად იყვნენ, რომ ვუყურებდი ისე იყვნენ თითქოს მამა-შვილი ყოფილიყვნენ.ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, დარწმუნებული ვიყავი რომ დემნა საუკეთესო მამა იქნებოდა , მამაზე გამახსენდა წარმოიდგინეთ 19 წლის ვარ და დაახლოებით ორი კვირაა რაც გავთხოვდი ,მყავს ქმარი , რომელიც ქორწილის დღესვე საავადმყოფოში აღმოჩნდა, მე უნდა ვიტრაბახო ბედი მაქვს მეთქი რა. დემნას საავადმყოფოდან გამოწერის დღე: დღეს დემნა უნდა გამოწერონ, ბიჭებმა შამპანურები იყიდეს, გოგოებმა ტკბილეული და ბუშტები, ანიტამ დემნასთვის პატარა სიურპრიზი მოამზადა, თავისი პაწაწინა ხელებით შესრულებული ნახატი,რომელიც მაკარონის სხვადასხვა ფორმის მარცველბით გააფორმა და გააფერადა.გაინტერესებთ რა დახატა ამ ციცქნა ბაჭიამ? კი ბატონო გეტყვით. ნახატის აღწერა შემდეგშია:ნახატის შუა ნაწილში მე და დემნა,ჩვენს შუაში თვითონ, მარჯვენა მხარეს მამაჩემი,და დემნას მშობლები, მარცხენა მხარე გაბრიელი და მერიემი , აი ყველაზე სასაცილო კი ის არის რომ რაღაც ჯოხის მსგავსი სილუეტებით დანარჩენები დახატა შვენს გარშემო: ანი,ალეკო,ნიკა,ემილია,სანდრო,ლიკუნა.მე მთხოვა რომ ნახატი შემეფუთა და თვითონ უნდოდა რომ დემნასათვის გადაეცა.საავადმყოფოში მივედით,ყველანი პალატისაკენ გავემართეთ, დემნა უკვე მზად იყო ,რადგან ქ.ნანა და ბ. გიორგი უკვე პალატაშ იყვნენ. ნიკა და გბრიელი გიჟებივით შეცვივდნენ პალატაში და შამპანურების ქნევით დარბოდნენ.გოგოებმა ბუშტები შემოაფრიალეს , ანიტა კი ჩასახუტებლად მივარდა დემნას, მანაც არც აცია არც აცხელა და ხელში აიტაცა. ძალიან სასიამოვნო სანახაობა იყო, ვერც კი მივხვდი როგორ დავრჩი პალატის კარში და შორიდან ვუყურებდი სანახაობას, ცოტა გულიც დამწყდა ამ დროის განმავლობაში პირველად მოხდა რომ დემნამ არც კი მომიკითხა, ისეთი ბედნიერი და გახარებული იყო.ჩაფიქრებული ვიყავი და ვიღიმოდი როცა ვიღაცის ცივი ხელების შეხება ვიგრძენი ლოყაზე -პატარავ რატომ დგახარ კარში -რა? აააა მე უბრალოდ გაკვირდებოდით -მომენატრე― ყელზე მაკოცა და საშინლად შევიშმუშნე, ვიგრძენი როგორ იღიმოდა და ძლიერად მიმიხუტა გულზე. -ვუაიმე რა სიცოცხლეები ხართ― თვალებში გულები აენთო ემიკიკოს საავადმყოფოდან წამოვედით და დემნას, უფრო სწორად აწ უკვე დემნასა და ჩემს სახლში მივედით ,იქაც გემრიელად გავერთეთ, ვჭამეთ , ამბებს ვყვებოდით, ვიცინოდით.სამყაროშ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, ყველანი გვერდით მყავდა ,ერთადერთი იყო დედაჩემი რომელიც ასე თუ ისე მაკლდა, მაგრამ დემნას დედა იმდენად თბილი და მოსიყვარულე პიროვნება იყო რომ ნელ-ნელა ეს მონატრებაც მიქრებოდა, ვიცოდი რომ დედაჩემი იქ სადღაც ,ზეცაში იყო და მიყურებდა, გვიყურებდა და ბედნიერი იყო .მას ყოველთვის სურდა ,რომ ბედნიერი ოჯახი მყოლოდა , ყოველთვის მარიგებდა და მოსალოდნენ შედეგებზე მაფრთხილებდა, მისი დამსახურებაა ,რომ ხელი არ ჩავიქნიე, მისი დამსახურებაა რომ ღირსეული პიროვნება ვარ , მინდო რომ ისეთივე დედა გავხდე ,როგორიც დედაჩემი იყო, მეამაყება რომ მისი შვილი ვარ.ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელს სამყაროშ.ბევრჯერ მიფიქრია რომ წარსულში მინდოდა დაბრუნება, მინდოდა წარსული როგორმე შემეცვალა, თუმცა ახლა ვფიქრობ რომ თუ ამას ვიზამდი, თუ ამის შანსი მომეცემოდა დღეს ასე ვერ გავბედნიერდებოდი. 1 წლის შემდეგ: ერთი წელი, ზუსტად ერთი წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ, ჩვენი ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან : მე და დემნა და ჩვენი ტყუპები - ლილე და მაქსიმე, მალე კი მეხუთე წევრიც დაემატება , სამწუხაროდ ჯერ არ ვიცით სქესი ,მაგრამ მალე გავიგებთ. გაბრიელისა და მერიემის ოჯახი სამი წევრისაგან შედგება, მესამე წევრი ვატარა დაჩი გახლავთ.ლიკუნასა და სანდროს ორი ანგელოზი გოგონა ჰყავთ- დეა და ნუცა, დიახ დეა! მათ ჩემი სახელი დაარქვეს პატარა ანგელოზს. ანასა და ალეკოს ჯერ არ ჰყავთ შვილი თუმცა მალე გაჩნდება პატარა ნიკოლოზი, რაც შეეხება ემიკიკოსა და ნიკუშას მათ მშვენიერი გოგონა - ნატალია ჰყავთ და მალე ბიჭუნა ეყოლებათ- დამიანე. მამაჩემი იმდენად „პიროვნებად“ იქცა ,რომ ყველა ის საშნელი მომენტი გადამავიწყდა, ჩემი პაწაწა დაიკო ჩემთან და დამიანესთან ცხოვრობდა , ხანდახან გაბისთანაც , მამა იშვიათად იყო საქართველოში, სულ მუშაობდა და ჩამოსვლისას ჯერ დედას ინახულებდა ხოლმე და მერე ჩვენთან მოდიოდა საჩუქრებით დახუნძლული, ჩემმა მეორე მშობლებმა, რომელთაც როგორც დედას და როგორც მამას ისე მივმართავდი , ბიზნესი გააფართოვეს და ხშირად მოგზაურობდნენ. ლილუ ისევ დაკავებული იყო, ლილუს ხსენებაზე გაგა და ნიტა გამახსენდა. ისისნი საფრანგეთში წავიდნენ, მათაც პატარა ბიჭუნა ჰყავთ ლუკა, ხშრად ჩამოდიან ხოლმე, თითქმის ყოველ დღესასწაულზე. ამაზე ბედნიერ დასასრულს ვერც წარმოვიდგენდი, სიცოცხლეში არასდროს ვისურვებ რომ წარსული შევცვალო რაც არ უნდა მოხდეს, რადგან ამით მომავალს გავინადგურებ. თქვენც იყავით ისეთები როგორებიც ხართ, მიყევით დინებას და არ დანებდეთ, საყვარელი ადამიანების დასაცავად ნურაფერს შეუშინდებით, ნურაფერი დაგენანებათ, იმედი არასდროს დაკარგოთ, მერწმუნეთ ღმერთი ყოველთვის თქვენს მხარეს იქნება და ყველა განსაცდელს გადაგალახინებთ. ესეც ისტორიის დასასრული, იმედი მაქვს მოგეწონათ და ისიამოვნეთ. დიდ მადლობას გიხდით აზრისათვის, უღრმესი მადლობა რომ მოგწონდათ ჩემი ისტორიები .მე ცოტა ხნით დაგემშვიდობებით . დიდი ხნით არ! მიყვარხართ ყველანი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.