შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუის სადგური 11

26-05-2020, 19:22
ავტორი Lilian Clark
ნანახია 3 538

***
-ეს ვინ დაბრუნებულააა! გამარჯვებულს გაუმარჯოს!- წივილ-კივილით მივარდა სახლში ახლადშესულ მეგობარს გახარებული ილანა და გადაეხვია,-გილოცავ! გილოცავ და კიდევ ერთხელ გილოცავ!
-მადლობა, ილ.
-კიდევ ერთხელ გილოცავ!
-მადლობა, მადლობა,-ეცინებოდა სოფის.
-არა, მოდი, კიდევ ერთხელაც მოგილოცავ და თავს გაგანებებ!- ამჯერად ისე ძლიერად ჩაეხუტა, ლამის გაჭყლიტა.
-უფალო, უშველე ამ გადარეულს.
-ჩემი ყოჩაღი, ჭკვიანი, ლამაზი, მდიდარი...-ბოლო სიტყვის წარმოთქმაზე სახეზე სასაცილო მიმიკები მიიღო და წამწამები აახამხამა.
-კარგი, გეყოფა ქება-დიდება.
-დამამთავრებინე ვაჰ! -ტუჩებს პრუწავდა ილანა.
სოფი მიუხვდა, რაღაც სასაცილოს თქმა რომ უნდოდა და მიაშტერდა:
-მიდი, გელოდები.
-ჰოდა, რა მინდოდა მეთხოვა. ერთ ხუთი ათას ევროს ხომ არ მასესხებდი? მაინც მდიდარი ხარ და...- თვალი ჩაუკრა და ენა გამოუყო.
-გაეთრიე,- გაეცინა სოფის. ამისთვის წამოიწყე ეს საზეიმო დახვედრის ცერემონიალი?
-აბა, ტყუილად ხომ არ შევიწუხებდი თავს?
-როგორ ვერ ვიფიქრე?
-ბოლოს და ბოლოს სახლს ვპატრონობდი გენაცვალე. შენი წასვლისთანავე დავკეტე და დღეს დავბრუნდი, რომ კოცნა-პროშნებით დამეჯილდოვებინე, -ხელები გაშალა ილანამ და ისეთი სახე მიიღო, ზედ ეწერა - სხვა რა უნდა მექნაო?
-ჰო, კარგად გიპატრონებია.
-აბა, რა.
-მორჩი „მაიმუნ ფართის“ და მითხარი, სანდრო როგორ არის?
ილანას სახიდან ხალისი გადაუვიდა და ღრმად ამოისუნთქა:
-არაუშავს, უკეთესობაა.
-რაღაცას ხომ არ მიმალავ?
-არა, რა უნდა დაგიმალო? აშკარად გაუმჯობესებისკენ მიდის საქმე.
-მშვენიერია!-კმაყოფილი სახით აღნიშნა სოფიმ და დივანზე ჩამოჯდა.
-დაიღალე?
-ცოტა.
-დედაჩემმა თავის გაკეთებული საჭმელი გამომატანა. თუ გინდა, შეგიცხელებ.
-არა, ახლა დასვენება უფრო მჭირდება, გამოძინება.
-გასაგებია, ბინიდან კულტურულად მაგდებ,- გაეცინა ილანას,- დაგიმახსოვრებ, ქალბატონო. გაიარა დიდების ხეივანში და ასწია ცხვირი მაღლა. ჰო, ეგრე იცის გენაცვალე კარგმა ცხოვრებამ, ნახავენ ერთ-ორ კაპიკს და მერე ვიღას რაღაში სჭირდები ღარიბ-ღატაკი და უქონელი მეგობარი?
-ვაიმე,-აკისკისდა სოფი, დაეგდე აქ, ცუდად ნათქვამი გამომივიდა. არ მინდა-თქო, მაგის თქმა მინდოდა. დივანზე ჯდომით და შენთან ჭორაობითაც კარგად ვისვენებ.
-შეურიგდი?
-ლევანზე ამბობ?
-ჰო.
-ყოველთვის იცის იმ დამპალმა რა როგორ მოაგვაროს,-არ ესიამოვნა ილანას.
-ლევანი ცუდი პიროვნება არ არის, ილ.
-მაგრამ არც ის არის, ვინც შენ შეგიყვარდება.
-რატომ ვითომ? რას გადაეკიდეთ ამ ლევანს?
-იმიტომ, რომ შენი გული ჯერ კიდევ სანდროს ეკუთვნის.
-საიდან მოიტანე?
ილანა საძინებელში გავიდა, ტუმბოს პირველი უჯრა გამოაღო, სანდროს სურათები გამოიტანა და სოფის მიუყარა:
-აი, ამიტომ! ჰო, აი, ამიტომ, ჩემო მეგობარო, რომ მას ვერ ივიწყებ.
-მე ლევანს ვხვდები.
-მართლა? არ ვიცოდი,-ცალყბად ჩაეცინა ილანას,-ვისაც გინდა, იმას შეხვდი. ჩემი მეგობარი ხარ და ისიც ვიცი ჩვენს ურთიერთობაში ზღვარი სად გადის და რას აღარ უნდა გადავაბიჯო, მაგრამ თავს ნუ მოიტყუებ, კარგი? მხოლოდ ამის თქმა მინდა, მეტი არაფრის.
-მინდა, სანდრო მოვინახულო. ხვალ წამომყვები?
-ჩემი წამოყოლა რად გინდა? კარგად იცი სადაც არის და უჩემოდაც გაართმევ თავს იქ მისვლას. გინდა? წადი და მოინახულე.
-ნუ მიწყრები!
-მე მხოლოდ ის მსურს, ჩაკეტილი ადგილიდან სინამდვილეში გამოხვიდე და თვალახელილმა იცხოვრო.
-პოლსკაია, დედაბერივით ნუ იღრიჯები!- ჩაეცინა სოფის.
-ეჰ, შეაყარე კედელს ცერცვი,- აღმოხდა მეგობარს,- მე გასაღებს დაგიტოვებ და წავალ ჰო?
-სად მიდიხარ? რა იყო, რა გეწყინა?
-არაფერი მწყენია, საქმე მაქვს. დედაჩემს უნდა გავყვე სადღაც, ჩემი დახმარება სჭირდება.
-რა მიზეზებს იგონებ? დარჩი რა.
-არ ვიგონებ. ირანელ მდგმურებთან უნდა მივიდეთ, ორი თვის ქირა დაუგროვდათ და არ იხდიან. ინგლისური არ იცის დედაჩემმა. ისინი მხოლოდ მშობლიურ ენაზე და დამტვრეულ ინგლისურზე მეტყველებენ.
-რაკი ასეა, კი ბატონო, ვერ დაგაკავებ.
-მოკლედ, ასე. ჩაიბარე შენი ბინა და მისი გასაღები. მე კი წავედი,-გასაღები ჟურნალების მაგიდაზე დადო და სწრაფად წავიდა გასასვლელისკენ.
-მადლობა და დროებით,-გასაცილებლად წამოდგა სოფი.
ილანამ კარი ისე გაიხურა, არც არაფერი უთქვამს და არც შეუხედავს მეგობრისთვის.

***
საავადმყოფოს დერეფნები და კედლები უსიამოვნოდ გაიარა. მას შემდეგ ვერ იტანდა პალატებიდან გამომავალ სპეციფიკურ სუნს, რაც ხშირად უწევდა გულით ავადმყოფი დეიდის სასთუმალთან ღამეების გატარება იმ იმედით, რომ კიდევ გამოუძვრებოდა სიკვდილს ხელიდან. პალატის კარი ღია იყო და სანდროს გარდა არავინ იმყოფებოდა. ავადმყოფს მშვიდად ეძინა და თანაბრად სუნთქავდა. სახეზე მკვეთრად ემჩნეოდა ავარიისგან მიღებული იარები, რომლებიც რამდენიმე ადგილას სისხლის შემხმარი კვალით ფიქსირდებოდა. მოტეხილი მკლავი და ფეხი თეთრი გადასახვევებით დაეფარათ მისთვის და მეტი კომფორტისთვის ამაღლებულ ადგილას, ბალიშზე ედო. სოფი ფეხაკრეფით მიუახლოვდა, არ უნდოდა გაეღვიძებინა. ასეთ დღეში ჩავარდნილი სანდრო რომ დაინახა, გული მოუკვდა და თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა:
-სანდრო,-ამოიღნავლა და უნდოდა მისთვის ხელი დაედო, მაგრამ როგორც კი ბიჭმა თვალები გაახილა, შეცბუნებული ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
-სოფი?-დინჯად წარმოთქვა და ტკივილისგან სახე დამანჭა.
-როგორ ხარ?-წყვეტილი ხმით ჰკითხა ახლადმისულმა.
-უკეთესად.
-არ შემეძლო, რომ არ მოვსულიყავი,-თვალები დახარა ქალმა.
-იმის მიუხედავად, რომ მაესტროსთან ახალი პრობლემები შეგექმნება?
-ასე ნუ ამბობ.
-ტყუილს არ ვლაპარაკობ,- ფანჯრისკენ გაიხედა და დროებით მიაშტერა ჭადრის ფოთლებს თვალები.
-ტკივილები ძალიან გაწუხებს?
-როგორმე ავიტან.
-ჩემი მოსვლა თუ არ გსიამოვნებს, შემიძლია წავიდე,-სოფიმ შენიშნა, რომ სანდრო გაბრაზებული იყო მასზე.
ბიჭმა თვალები გაუსწორა და უფრო სერიოზული გამომეტყველებით მიუგო:
-როგორ ფიქრობ? შენი ჩემთან მოსვლა არ გამისწორდება?
-მაშინ რაშია საქმე?
-ვერ ავიტან შენს გვერდით იმ ვიღაც დირიჟორს, მაშინ როდესაც მე შენი სიყვარული არ დამისრულებია და შენ - ჩემი, რატომ უნდა გაეჩხიროს ჩვენს შორის მურმანის ეკალივით ვიღაც გაბღენძილი და რატომ უნდა „ეპადხოდებოდეს“ ჩემს შეყვარებულს?!
-სანდრო, შეიგნე, რომ ჩვენ ერთმანეთს შენს შვედეთში წასვლამდე დავშორდით.
-ნუ ჩაიხვიე ეს დედამოტყ/ნული სიტყვები! გითხარი, რომ ჩემი საქართველოდან წასვლა დროებითი იყო და შენს მიტოვებას არ ვაპირებდი. რატომ არ გესმის? აქ ვარ, ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ დოქტორანტურაში მოწყობის შანსიც მქონდა და ციფრულ ჟურნალისტიკაში დასაქმების, კარიერა გავაჩერე და შენთან ჩამოვედი. შენ რა გააკეთე, სოფი? დავიჯერო, ადამიანებს ასე ადვილად იმეტებ გასაწირად?
-ესე იგი, მე გავწირე და შენ არ გაწირე ჩვენი სიყვარული?
-რა?-გაოგნებული სახე მიიღო სანდრომ,-მადებილებ? ახლა რაზე გელაპარაკებოდი?
სოფი გაჩუმდა და სიტყვა აღარ დაუძრავს. ბიჭმა კვლავ გააგრძელა:
-მოეშვი ცრუ ურთიერთობას. ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ტიპი გიყვარს. რითი გაბამს, ზიზილ-პიპილოებით? შენზე სულ სხვა შთაბეჭდილება მქონდა ყოველთვის და გთხოვ, ნუ მაიძულებ ვიფიქრო, რომ კიკუსავით ფულზე იყიდები. გეფიცები, გული ამერევა.
-გაჩერდი! მეტს ნუღარაფერს იტყვი!- ბრაზი მოერია სოფის და კვლავ იფეთქეს თვალებიდან მდუღარე ცრემლებმა.
-ახლა კიდევ არაფერი, რაღაც მიზეზების გამო, ჰეროიკულ ტიპადაც კი მიგაჩნია, მაგრამ გავა დრო და როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ყოველ დილით საწოლში ბებერი ხორცის ნაჭერს დაინახავ, მაშინ მიხვდები, რომ ეს ის ცხოვრება არ არის, რომელზეც ოცნებობდი.
-საკმარისია! ამ შეურაცხყოფას ვეღარ გავუძლებ, კარგად იყავი! - მიაძახა და შურდულივით გავარდა პალატიდან.
სანდროს სიტყვები გულში ისრის გაყრას ჰგავდა სოფისთვის. საავადმყოფოს შესასვლელში ილანას შეეჩეხა. მეგობარმა ასეთ დღეში ჩავარდნილი რომ დაინახა, შეეშინდა და მიზეზი ჰკითხა, მაგრამ არაფერი უთქვამს, არც ჰქონდა არაქათი, მისთვის რამე მოეყოლა. სანდროსაც არაფერი გაუმხელია მისთვის, ენა გადაყლაპა და სიტყვაც არ დასცდენია სოფისთან ნაუბრის ირგვლივ.

***
მომდევნო თვეების განმავლობაში სოფიმ კიდევ ერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ბედმა არც იქ უღალატა. ამას გარდა, ლევანის დახმარებით საზღვარგარეთ ერთ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა და ახლა უკვე ფინანსური გამართულობა და საკუთარი თავის ფასი მეტად შეიგრძნო. მაღალი წრის საზოგადოება, წვეულებები, ძვირფასი სამოსი, მაღალი კლასის სასტუმროები და რესტორნები - ეს რეგალიები ახალი ხილივით იზიდავდა სოფის და თვითშეფასებას უმაღლებდა.
ლევან მდივანი მუსიკის პარალელურად კიდევ მეტად დაიტვირთა ახალი ბიზნეს წამოწყებით და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა. შესაბამისად, ოდნავ შემცირდა სოფისთან შეხვედრები და დროც, რასაც ქალი უყურადღებობაში უთვლიდა და ხშირად ხდებოდა წაკინკლავების მიზეზი.
ლევანს რომ მისდამი გულწრფელ გრძნობებში დაერწმუნებინა და ყოველგვარი ეჭვი გაექრო მისთვის, ერთ დღეს მშობლებთან შეხვედრა და მათთვის სოფის გაცნობა დაგეგმა.
რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ ქუთაისის კოლორიტულ უბან საფიჩხიაზე აღმოჩნდნენ. ორსართულიან სახლს მოვლილი ეზო ამშვენებდა, რომელიც მრავალფეროვანი მცენარეებით იყო გაფორმებული. პირველი სართულიდან ამოზრდილი ხეივნის ვარდი ვაზივით მოსდებოდა მეორე სართულის აივანს და ულამაზეს სურათებს ქმნიდა. სახლი რეტრო სტილის ძვირფასი ავეჯით იყო გაწყობილი. ყველაგან იგრძნობოდა ძველი, მაგრამ მაღალი ხარისხის ნივთებისადმი სიყვარული. ეს ლევანის დედის ახირება იყო- თავისი გემოვნებით მოეწყო შვილის ფინანსური დახმარებით გარემონტებული და გათანამედროვებული დიზაინის სახლი, რომელიც მანამდე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ძველ იერსახეს ინარჩუნებდა.
ლევანის მშობლები საკმაოდ სტუმართმოყვარეები იყვნენ და არასოდეს ეშლებოდათ სტუმრის დაფასება და პატივისცემა. არც სოფისთან შეხვედრის შემთხვევაში შეირცხვინეს თავები და ძალიან გულიანი დახვედრა მოუწყეს. თავიდან ყველაფერი კარგად წარიმართა. სიტუაცია მხოლოდ მაშინ აირია, როდესაც ლევანს ქალის მიმართ სასიყვარულო გრძნობები შეამჩნიეს. ლევანი თავდაპირველად ვერაფერს მიხვდა, თუმცა როდესაც შესამჩნევი გახდა სოფის მიმართ დედამისის ალმაცერი დამოკიდებულება, ლევანმა ცალკე გაიყვანა და საქმის ვითარებაში გარკვევა სცადა:
-დედა, რა მოხდა?
-ეს გოგო ვინ არის შენთვის?
-მოგვწონს ერთმანეთი და მის ცოლად მოყვანას ვაპირებ.
ქალს აშკარად არ ესიამოვნა და შავმა ღრუბელმა გადაუარა სახეზე.
-რამე ისეთი გაკადრა, რაც არ უნდა ეთქვა?
-არაფერი უთქვამს.
-აბა, რაშია საქმე? აღარ იტყვი?
-ეს გოგო რაღაც არ მომწონს.
-რატომ?
-მაგას შენ არ უყვარხარ, ლევან. აი, რა დავინახე და რატომ მისკდება გული.
-კარგი რა, დედა. ტყუილად აითვალწუნე. შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს. გაიცნობ და შენს სიტყვებს უკან წაიღებ.
- მითქვამს მე ჩემი სიტყვა.
-რა შეატყე?
- ცუდად აკვესებს თვალებს. შენ უფრო მეტად გაინტერესებს, ვიდრე მას შენ და ეს გარე თვალისთვის აშკარად მოსახვედრია.
-ყველას არ აქვს გამოხატვის უნარი. მე ხომ ვიცი რა და როგორ, არა?
-მე არ მინდა, გული გეტკინოს. დანარჩენი შენ იცი,- ხელები გაშალა ქალმა.
-რატომღაც ველოდებოდი, რომ უკეთეს დახვედრას მოუწყობდით. ვხედავ, შენი განწყობა მამასაც გადაედო,-სიგარეტის ღერი აანთო ლევანმა და ფილტვები ნაცრისფერი კვამლით გაიმდიდრა.
-მე რასაც ვხედავ და ვფიქრობ, ვერ დავმალავ, ყოველთვის პირში გეტყვი!- კვლავ შეუვალი იყო ქალი.
-ვაპირებდი, ამაღამ აქ დავრჩენილიყავით. რაკი ასეა, აქ გაჩერება არ ღირს.
-ასე აჯობებს. მოკიდე შენს თოჯინას ხელი და წაიყვანე. იქნებ დაფიქრდე და ასაკით უფრო შესაფერისიც მოძებნო.
-ასაკი რაღა შუაშია?
-იმ შუაშია, რომ დაბერდი და ამ ქალების დევნაში ყველა შენი თაობის წარმომადგენელი უკვე დაოჯახებულია. დასდევ ამხელა კაცი ახალგაზრდა გოგოებს და გჯერა, რომ ისინიც გიჟდებიან შენზე. შენზე კი არა, მე ვიცი რაზეც გიჟდებიან და რა მოსწონთ შენი. თავის დროზე ლილიკოსთვის ხელი რომ გეთხოვა, ასე ბრმა ყვავივით თავგზააბნეული აღარ ივლიდი.
-კარგი რა, დედა. რა დროს ლილიკო და დენიკინის დროინდელი ამბებია?
-ნუ დაუჯერებ დედას. სხვა უფრო კარგს გეტყვის და გამოიმეტებს შენთვის.
-რას უწუნებ ამ გოგოს? მხოლოდ ასაკს?
-მე მასში სიყვარულის ნატამალიც ვერ დავინახე და საბედნიეროდ ადამიანების გამოცნობაში არასოდეს შევმცდარვარ. ჩემთვის არაორდინალური წყვილი ხართ.
-და რა არის არაორდინალურობაში ცუდი?
-არ შეეფერებით ერთმანეთს. ამ ურთიერთობაში ერთადერთი წაგებული შენ დარჩები ბოლოს და მერე დარდი და ნაღველი გვიან იქნება.
-აზრი არა აქვს შენთან ლაპარაკს. მივქარე აქ რომ ჩამოვედი და მისი თავი გაგაცანით,-აენთო ლევანი, თუმცა დედას სხვა ვერაფერი გაუბედა, ყოველთვის დიდ პატივისცემას და სიყვარულს ამჟღავნებდა მის მიმართ,- დიდხანს აღარ დარჩენილა მშობლების სახლში, სოფის ხელი მოჰკიდა და სიტუაცია უფრო მეტ დაძაბულობაში რომ არ გადასულიყო, იქაურობას გაარიდა.

***
-ასე ადრე რატომ წამომიყვანე? -გაკვირვებული ეკითხებოდა სოფი მდივანს.
-სხვა საქმეც გვაქვს და ამიტომ,- მოკლედ მოუჭრა ლევანმა და თბილი მზერით დააჯილდოვა.
-ძალიან კარგი მშობლები გყოლია, ყურადღებიანები და თავაზიანები.
-გაბრაზებაც კარგი იციან,-ჩაეცინა მამაკაცს.
-მე კარგი გოგო ვარ. იმედი მაქვს, მათ რისხვას არ დავიმსახურებ.
-რა იცი? ეშმაკს არ სძინავს,-მხრები აიჩეჩა ლევანმა.
-რაზე მიმანიშნებ?- თვალები მოწკურა სოფიმ და გაეცინა.
-არაფერზე, დაივიწყე.
-გამოტყდი.
-რაში უნდა გამოვტყდე?
-მაშინ არ გინდა ეგ გადაკრული ლაპარაკი. ტყუილად ნუ მიღვიძებ ეჭვებს.
-კარგი, შევეშვათ ამ საუბარს და ულამაზესი ბუნების სანახავად მოვემზადოთ.
-სად მიგყავარ?
-ოკაცეს კანიონის დასათვალიერებლად.
სოფის თვალები გაუბრწყინდა:
-ვაიმე, რა მაგარია. მალე ჩავალთ?
-დაახლოებით ორმოც წუთში, მეტი დრო არ დაგვჭირდება.
-როგორ მიყვარხარ,-სიხარულის ემოციებს ვერ ნიღბავდა სოფი და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა.
-წყნარად! ასეც ნუ გაგიჟდები.
-სად არის? მალე მივალთ?
-ხომ გითხარი ორმოც წუთში-თქო? მაგდენიც აღარ დაგვჭირდება, გზა თავისუფალია, გადატვირთული არ არის და უფრო ცოტა ხანშიც ჩავალთ.
-სად არის?-ცქმუტავდა სოფი.
-სოფელ გორდში მივდივართ. დადიანების ტყე-პარკს, მათი სასახლის ნანგრევებს და კლდეზე დაკიდებულ ბილიკს ვნახავთ.
-რამდენიმე კვირის წინ ჩემმა მეგობარმა მოინახულა და დაშოკილი ჩამოვიდა იქიდან.
-ძალიან ლამაზია, შენც აღფრთოვანდები,-ოდნავი მღელვარებით მიუგო ლევანმა.
განსაკუთრებული მოლოდინები ჰქონდა მდივანს. იქ არამხოლოდ ბუნების საოცარი პანორამების სანახავად, არამედ მეტად მნიშვნელოვანი ამბისთვის მიჰყავდა და ამიტომ ცდილობდა, ქალს არაფერი შეემჩნია და ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივად გამოსულიყო.
ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრიდან წრიული მარშრუტი დაიწყო. ქვით მოკირწყლული ბილიკი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკში გადიოდა, რომელიც სავსე იყო მრავალფეროვანი ფრინველებით და ენდემური მცენარეებით. ბილიკი ოკაცეს კანიონისკენ მიემართებოდა, სადაც კლდეზე დაკიდული ბილიკი მიუყვებოდა. ლევანი ბუნებით მოხიბლულ სოფის მიუბრუნდა და თხოვნით მიმართა:
-ახლა რასაც გავაკეთებ, შემპირდი, რომ არ შეგეშინდება.
-რას აპირებ?- ოდნავ შეკრთა სოფი.
-თვალები უნდა აიხვიო,-შავი სახვევი გაუწოდა ქალს.
-იმედი მაქვს, აქედან არ გადამაგდებ.
-სულელი,-ჩაეცინა მამაკაცს.
-აუ, ლევან, მაშინებ.
-მენდობი?
-კი.
-მაშინ რა პრობლემაა? გამომართვი სახვევი, თვალები აიკარი და ხელი მომკიდე.
სოფის გული აუჩქარდა:
-შენს გვერდზე არასოდეს მოაკლდება არავის თავგადასავლები.
-გაიკეთებ, თუ დაგეხმარო?
-დამეხმარე,- უკან მიაწოდა შავი სახვევი.
ლევანმა მჭიდროდ აუკრა თვალები და კარგად შეამოწმა, ხედავდა რამეს, თუ არა. როდესაც დარწმუნდა, სახვევი საიმედოდ გაუკეთა, ხელი მოჰკიდა და ნელი ნაბიჯებით გაიყვანა კიდულ ბილიკზე. შვიდას ოთხმოცი მეტრი ჰქონდათ გასავლელი, სოფის შიში თანდათან ემატებოდა, თუმცა ენდობოდა მეწყვილეს და მორჩილად მიჰყვებოდა.
როგორც იქნა, ბილიკის ბოლომდე გავიდნენ. მამაკაცმა ხელი გაუშვა, ჯიბიდან მისთვის მთელი გულით შერჩეული ბეჭედი ამოიღო და საყვარელი ქალისთვის წინადადების შესათავაზებლად მოემზადა:
-შეგიძლია, მოიხსნა სახვევი,-გაისმა ლევანის ხმა და სოფიმ მაშინვე ხელები მოიკიდა მის მოსახსნელად.
როდესაც ბილიკის კიდე დაინახა, რომელიც კანიონს ასეთი სიმაღლიდან გადასცქეროდა, ოდნავ თავბრუ დაეხვა და თვალები აუჭრიალდა, თუმცა ლევანმა ბეჭედი ჯიბეში ჩაიბრუნა და ხელი მაშინვე მიაშველა:
-ეს შავი თვალსახვევის ბრალია, ბოდიში.
-არაუშავს,-ირგვლივ უკეთესად მიმოიხედა და მას მიეკრო, გული კვლავ ამოვარდნას ჰქონდა.
მამაკაცმა შუბლზე ნაზად დაადო ტუჩები და სთხოვა:
-შეგიძლია, ორი ნაბიჯით უკან დაიხიო?
-რა ხდება? რაღაც უცნაური ხარ, ლევან.
-დამიჯერე. ხომ იცი, რომ არაფერს გავნებ?
ქალმა ნელ-ნელა დაიწყო მისგან დაშორება და ორი ნაბიჯი უკან გადადგა. ლევანმა ბეჭედი გამოაჩინა და სოფის მოღიმარი და აღელვებული სახით შეხედა:
-მინდა, ძალიან სერიოზული წინადადება შემოგთავაზო. კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე. თანახმა ხარ, რომ ჩემი მეორე ნახევარი უკვე ოფიციალურად გერქვას?
სოფიმ ორივე ხელი სახეზე აიფარა და მოულოდნელობისგან თრთოლვა დაეწყო:
-თანახმა ვარ,- მაშინვე უპასუხა, მერე გული აუჩუყდა და უნებურად წამოსული ცრემლები მოიწმინდა.
გახარებულმა მდივანმა თითზე ბეჭედი მოარგო და საყვარელ ქალს გადაეხვია. მათ უკან რამდენიმე უცხოელი ტურისტი იდგა და ასეთი მომენტის მომსწრენი ორივეს გადაწყვეტილებას ტაშით და მილოცვებით შეხვდნენ.
-ყოველთვის იცი და მართლა არასოდეს გეშლება, როგორ მაჩუქო დაუვიწყარი წუთები,-ძლივს მოუყარა სათქმელს თავი ატირებულმა ქალმა და მთელი ძალით მიეკრო მამაკაცს.
-მგონი, ის დროა, აქ დამონტაჟებულ აპარატთან სამახსოვრო სელფი გადავიღოთ,- იდეა წამოაყენა ლევანმა და სოფის ცერა თითებით მოწმინდა ცრემლები.
ქალმა თავი დაუკრა. მამაკაცმა მხარზე ხელი გადაჰხვია და ბედნიერი სახით მოემზადა სურათის გადასაღებად. სოფიმ ბეჭდით დამშვენებული ხელი ასწია და კადრი უფრო შთამბეჭდავი რომ გამოსულიყო, ლევანს აკოცა. ულამაზესი სურათი გამოვიდა. მწვანე ბუნება სიცოცხლის ახალ ხაზებს ავლებდა წყვილის ცხოვრებაში და ორივეს ახალ ეტაპზე გადასასვლელად ამზადებდა.

№1  offline წევრი ვიპნი

ცოტა დამაფიქრებელი თავი იყო,მგონი ლევანჩოს დედა მართალია,საბოლოოდ ლევანი დარჩება გულნატკენი,პრინციპში სანდროც და საერთოდ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო ეგ იქნება ბოლოს :) სოფიო დარჩება ილანას :D

№2  offline მოდერი Lilian Clark

ვიპნი
ცოტა დამაფიქრებელი თავი იყო,მგონი ლევანჩოს დედა მართალია,საბოლოოდ ლევანი დარჩება გულნატკენი,პრინციპში სანდროც და საერთოდ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო ეგ იქნება ბოლოს :) სოფიო დარჩება ილანას :D

სოფიო დარჩება ილანას smile
ეგ მომეწონა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ თავში. კი ბატონო, მინდა, მკითხველმა კიდევ ბევრი იფიქროს და სიტუაცია საღად შეაფასოს.

№3  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
სანდრო მართლა გაბოროტებული ბავშვი მგონია, აი უნამუსოდ როგორ გაუსვა ასაკობრივ სხვაობას ხაზიი, მისი ჩაქვესკნელება მომინდააა, მან თურმე წავიდა ორი წელი ისწავლა იგულავა და დაბრუნდა ვითომც არაფერი და სოფიჩ ჩვეულებრივად უნდა დახვედროდაა, განა სოფიც არ არის მთლად დალაგებული თავისი ჩამოუყალიბებლობით უკევე ძალიან მიშლის ნერვებს, ჯერ წარსულისთვის არ გამოუჯახუნებია კარიი, ლევანის დედა მართალია სოფის არ უყვარს ლევანი და იმედია გადამწყვეტ მომენტში მართლა გულს არ ატკენს ჩემს ლეონსიოს რადგან აი ლევანმა სოფისთვსი ყველაფერი გააკეთა, თავში კი იქცეოდა ვირულად, მაგრამ ხომ გამოსწორდა და მართლა შეუყვარდა ეს ქარაფშუტა გოგოო, ისე კი მართლა რომანტიული კი ყოფილა ჩემი ლეონსიოო გული ამიჩუყდა ცრემლიც კი მომერიააა. აი ვიცი რომ სოფი რაღაცას მიქარავს მე მაგას და არც შენ გენდობიიი.

აჰა, ესე იგი, არც მე მენდობი და არც სოფის? laughing
როგორი არასანდო იმიჯი მაქვს, ღმერთმანი laughing
შენ კი მადლობა, ჩემო გოგო, რომ ისევ აქ ხარ და მახალისებ შენი პოზიტივით kissing_heart
ვნახოთ, როგორ გაამართლებს შენი მოსაზრებები.

№4  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
გაამართლებს კი არადა დარწმუნებული ვარ მაგაში სოფი რომ არასანდოა ეს კარგად ჩანს, თან ისეთი მერყევია, ახლა ჯერ ეიფორიაშია და რომ გადაუვლის მგონი მართლა სანდროს სიტყვები ახდებააა, ხოდა ამ ორ ბოღმა ადამიანს ვერ ვიტან რატომ უნდა ატკინოს გული ჩემს ლეონსიოს, მგონი მეც იმ აზრზე ვდგები ეს გოგო ვერც კარიერას შეინარჩუნებს და ვერც სანდრო ლევანს შორისგააკეთებს არჩევანს და ორივეს დაკარგავს, არადა მართლა მომწონს სოფი-ლევანის წყვილი მართლაც რომ სულ სხვა ლეველია რაა, ძალიან დიდი ქარიზმა მოდის მათგან სწორედ ეს მიზიდულობა მომწონს თორემ ვისთანაც უნდა იმასთან იყოს.

სოფის მთავარი სისუსტე ის არის, რომ ჯერ კიდევ სანდრო უყვარს. ლევანი სჭირდება და ამიტომაც ვერ მიდის მის იქით. სხვათაშორის, არ დაგავიწყდეს, რომ ლევანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სოფისთვის მასთან ყოფნა ეიძულებინა. მან გამოაგდო სამსახურებიდან და მან დააკარგვინა კერძო მოსწავლეებიც, რაც სოფიმ არ იცის, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით? დეტალ-დეტალ მისდევთ მოვლენებს და კარგად ხედავთ თითოეული პერსონაჟის დადებით თვისებებსაც და უარყოფითსაც.

№5  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
აი მე კი არ ვუარყოფ ლევანი უარყოფით თვისებებს და კარგად მახსოვს მისი გაკეთებულებიც, მერე რა ან იმ სამსახურით რას გახდებოდა ან იმ მოსწავლეებით ალბათ თავსაც ვერ ირჩენდაა, მაგრამ აი სოფის საქციელიც მახსოვ ვითომ რომ მიუვარდა ლევანს სახლში და მისი მახეში გაბმა სცადა არცერთი არ არის ანგელოზიი, მე ვფიქრობ რომ სოფიმ ის საქციელმა გამოიწვია ასე ლევანის აგრესიაც, ხო სანდრო რომ უყვარს და კევანს კარგად იყენებს ეს კარგად ჩანს, ჯერ წარსულის კარები კარგად უნდა გამოეჯახუნებია და მერე დაეწყო ლევანთან სერიოზული ურთიერთობა. აი მგონია რომ სანდროსთან ასეთი ცოცხალი ვერ იქნებოდა როგორიც ლევანთან არის ეს ჩემი აზრია.

ეს ნაწარმოები იმით არის ასეთი ხმაურიანი, რომ არცერთი პერსონაჟი არ არის უფრთო ანგელოზი, ისევე როგორც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში.

№6  offline წევრი tamuna.s

ეხლა უკვე სოფო მიშლის ნერვებს, როგორიც არ უნდა იყოს შენი შეყვარებილი, თუ არჩევანი გააკეთე, მაშინ მისი დამცირების და შეურაწყოფის უფლება არ უნდა მისცე არავის, მითუმეტეს შენს ყოფილს. ძალიან არ მომეწონდა ლევანის შეურაწყოფას სანდროსგან ჩუმათ რომ უსმენდა. ლევანთან დიდი ენა აქვს და სანდროსთან ენა უარდება მუცელში. ილანას რაც შეეხება, არც მისი საქციელი მომწონს, ასე თუ უნდოდა სოფოს და სანდროს ერთად ყოფნა, შეეძლო ორი წლის წინ ჩარეულიყო და მაშინ გამოედო თავი და მაშინ გამოეჩინა თავი, როგორც მათი წყვილის გულშემატკივარს.

№7 სტუმარი სტუმარი ქეთო

ეჰ ვატყობ, ბოლოს მიგდებული და გამოყენებული ლევანი დარჩება. კიი მართალია თავიდან შეტოპა, მაგრამ არც სოფის დაუკლია გაიძვერობაში:დდ
მოკლედ, ვჩუმდები და მივყვები განვითარებას.

№8  offline მოდერი Lilian Clark

tamuna.s
ეხლა უკვე სოფო მიშლის ნერვებს, როგორიც არ უნდა იყოს შენი შეყვარებილი, თუ არჩევანი გააკეთე, მაშინ მისი დამცირების და შეურაწყოფის უფლება არ უნდა მისცე არავის, მითუმეტეს შენს ყოფილს. ძალიან არ მომეწონდა ლევანის შეურაწყოფას სანდროსგან ჩუმათ რომ უსმენდა. ლევანთან დიდი ენა აქვს და სანდროსთან ენა უარდება მუცელში. ილანას რაც შეეხება, არც მისი საქციელი მომწონს, ასე თუ უნდოდა სოფოს და სანდროს ერთად ყოფნა, შეეძლო ორი წლის წინ ჩარეულიყო და მაშინ გამოედო თავი და მაშინ გამოეჩინა თავი, როგორც მათი წყვილის გულშემატკივარს.

ილანა ჩაერია მათ ურთიერთობაში როგორც შეეძლო, მაგრამ აქ მთავარი მაინც სანდრო და სოფია. ვინ უსმენს მაგას? გააგიჟეს ორივემ smile
სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, მირჩევნია, განვითარებულ მოვლენებს მივყვეთ. უფ, კარგად კი ვიღლები ამ საძაგელი პერსონაჟების ძიძგილაობაში, მაგრამ ღირს, მაინც საყვარლები არიან ყველა heart_eyes

სტუმარი ქეთო
ეჰ ვატყობ, ბოლოს მიგდებული და გამოყენებული ლევანი დარჩება. კიი მართალია თავიდან შეტოპა, მაგრამ არც სოფის დაუკლია გაიძვერობაში:დდ
მოკლედ, ვჩუმდები და მივყვები განვითარებას.

ქეთო, რა საყვარელი ხარ heart_eyes kissing_heart
როგორც ყოველთვის, კვლავ გამახარე შენი გამოჩენით. ჰო, დაელოდე. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

№9  offline წევრი ნანა73

საინტერესოა რა ჩაიფიქრე?
ხო, არც ერთი პერსონაჟის არ მჯერა, ლევანის თითქოს სიყვარულში ეშლება აღტაცება, ან სოფის მისაკუთრების სურვილი ჭარბობს. თუმცა შეიძლება მართლა შეუყვარდა კიდეც.
სანდრო საერთოდ სხვაგან არის "სიყვარულში". ორი წლის მანძილზე საყვარელ ადამიანთან როგორ უნდა გაწყვიტო კავშირი და დაბრუნებულს კიდევ გაშფოთებდეს, რატომ აღარ უნდა მასთან?
სოფი კი აჟიტირებულია ყველაფრით. მოულოდნელი თანაცხოვრებით ლევანთან, მისი დახმარებით დაპყრობილი მწვერვალებით და ხელის თხოვნით ხომ საერთოდ, არც კი დაფიქრებულა. ისიც კი არ უღიარებია თავის თავთან რომ შეყვარებულია. დიდ გაურკვევლობაშია ეს გოგო. hushed
აშკარად რაღაცას უნდა ველოდოთ ჩემი აზრით.
❤️❤️❤️

№10  offline მოდერი Lilian Clark

ნანა73

ნანა, მიყვარს შენი შთაბეჭდილებების კითხვა. ყოველთვის ძალიან საინტერესო მოსაზრებები და ხედვები გაქვს ხოლმე heart_eyes

№11  offline წევრი ნანა73

Lilian Clark

ხოოხ, ეს რაღაც ძალიან ახალი და კარგი ტალღაა...ისე,ლევანის დედის სიტყვები ავისმომასწავებლად კი ჟღერდა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იქნება და ქალბატონი ცდება იმაში, რომ სოფის ლევანჩოს მიმართ არ გააჩნია სასიყავრულო გრძნობები smiley ისე, სოფიკოს ქმედება, 13 წლის გოგოს საქციელს ჰგავს, აი, ახალ სათამაშოს რომ მისცემენ და ატყდება უშნოდ. ან ეს ამხელა ფილარმონია კაცი რამ ააჟიტირა...აშკარად ორივეს ჰორმონები უტევს smile ეს სანდრო კიდევ რავი...ნეტა ოდესმე თუ გაიზრდება და ეგოისტურ ქცევებს გადაეჩვევა. ნუ, რაც არ უნდა იყოს, ჯერ ჩახლართულია მაინც რაღაცები ჩემთვის და როგორც ყოველთვის, გელი რომ სააშკარაოზე გამოიტანო შენი არაჩვეულებრივი ტვინის და მუზის წყალობით ყველაფერი და გამიქრო ჩემი აბლაბუდასავით ახლართული აზრები sweat_smile აბა შენ იცი და აბა მე ვიცი...იმედია გულს არ გამიხეთქავ და არ დამატოვებინებ აქ სულსა და რა ვიცი, ყველაფერს...შენც შუალედურის ქულასავით ნუ გამაწამებ რაა(ნუ მალოდინებ საუკუნე)sweat_smile ამდენს ვერ გავუძლებ...წარმატებები და გუდ ლაქები შენ! heart_eyes

№13  offline მოდერი Lilian Clark

ლიკა ახრახაძე

აუცილებლად გამოვა აბსოლუტურად ყველა გმირის ჩანაფიქრიც, ხასიათიც და თითოეული ნიუანსი სააშკარაოზე. ყველა კარგად გაიშიფრება ბოლოს. მაგაზე მე ვიზრუნებ. მადლობა, რომ მენდობი. შევეცდები, დროულად დაგიბრუნდეთ ახალი და საინტერესო თავით. უკვე ახლავე ვიცი, რომ დაძაბული იქნება kissing_heart kissing_heart

№14 სტუმარი ტაისა

პირველად ვეთანხმები მემგონი მთავარი პერსონაჟის დედამთლის ისტორიაში. :დ
რა გავაკეთო, თითქოს მართლა ვერ ჩამოყალიბდა სოფი და ლევანს უფრო აინტერესებს ის, ვიდრე პირიქით.
ვერც ვამტყუნებ, რთულია ცხოვრებაში ადამიანი იპოვო, რომელიც მართლა მოგწონს და ამ დროს წლების წინ გადაკარგული შეყვარებული გამოჩნდეს.

მე შენი იმედი მაქვს, ვიცი , რომ რაღაც ბანალურს არ დაწერ , ამიტომაც გელი. ❤

№15  offline წევრი Takk.22

წარმოუდგენლად მიმაჩნია ,2წლით წახვიდე დატოვო საყვარელი ქალი შენ იქ იგულაო არ დაიკლო ,,ქალები",და ფიქრობდე რომ აქ დაგელოდება ქალი იმიტომ რომ გიყვარს თურმე და უბრალოდ ეს ორი წელი უშენოდ უნდა იაროს დაგიერთგულოს,რომელ ლოგიკაში ჯდება ეს? ან ორი წელი ერთხელაც არ მოიკითხე აფსურდია და ნამდვილად ვერ ვხედავ სანდროსა და სოფის შორის სიყვარულს,მათ უბრალოდ აღიარება უჭირთ რომ დასრულდა,იმედია სოფი ბოლოს დააფასებს ლევანს და სწორ არჩევანს გააკეთებს

№16  offline მოდერი Lilian Clark

ტაისა
პირველად ვეთანხმები მემგონი მთავარი პერსონაჟის დედამთლის ისტორიაში. :დ
რა გავაკეთო, თითქოს მართლა ვერ ჩამოყალიბდა სოფი და ლევანს უფრო აინტერესებს ის, ვიდრე პირიქით.
ვერც ვამტყუნებ, რთულია ცხოვრებაში ადამიანი იპოვო, რომელიც მართლა მოგწონს და ამ დროს წლების წინ გადაკარგული შეყვარებული გამოჩნდეს.

მე შენი იმედი მაქვს, ვიცი , რომ რაღაც ბანალურს არ დაწერ , ამიტომაც გელი. ❤

ვინც არ უნდა იყო, აუ, როგორ მიყვარხარ მაგ სიტყვებისთვის heart_eyes kissing_heart
გპირდები, რომ ასეც იქნება, ეს ნაწარმოები გამოვა არაბანალური. არც მე მიყვარს, როდესაც თავიდანვე ყველაფერი გარკვეულია და მკითხველი წინასწარ ხვდება როგორ დასრულდება ყველაფერი.
სადედამთილო ტიპიური დედაა, რომელიც შვილის საკეთილდღეოდ მსჯელობს და სვამს სწორ აქცენტებს.
სანდროზე ვერაფერს ვიტყვი, ისეთივე შეცდომები გააკეთა, რაც ლევანმა, მაგრამ არც ისეთი უპატიებელი, როგორც ლევანმა, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა და შეცდომებს ყველა ვუშვებთ, არა? იდეალურები არავინ ვართ, დამეთანხმები ალბათ.

Takk.22
წარმოუდგენლად მიმაჩნია ,2წლით წახვიდე დატოვო საყვარელი ქალი შენ იქ იგულაო არ დაიკლო ,,ქალები",და ფიქრობდე რომ აქ დაგელოდება ქალი იმიტომ რომ გიყვარს თურმე და უბრალოდ ეს ორი წელი უშენოდ უნდა იაროს დაგიერთგულოს,რომელ ლოგიკაში ჯდება ეს? ან ორი წელი ერთხელაც არ მოიკითხე აფსურდია და ნამდვილად ვერ ვხედავ სანდროსა და სოფის შორის სიყვარულს,მათ უბრალოდ აღიარება უჭირთ რომ დასრულდა,იმედია სოფი ბოლოს დააფასებს ლევანს და სწორ არჩევანს გააკეთებს

იმედია, სოფი კარგად დაფიქრდება. ვნახოთ, რა მოხდება და რა გადაწყვეტილებამდე მივა. აქ კიდევ მოხდება ბევრი რაღაც და მკითხველსაც უკეთესად მიეცემა ბევრ რამეზე მსჯელობის საშუალება.

№17  offline მოდერი Lilian Clark

დარინა
აი ვერ ვხვდები რატომ ეპატიება სანდროს თავისი შეცდომები და ლევანს არაა, მესმის რომ თავიდან ძალიან ცუდად იქცეოდა მაგრამ არც სოფის დაუკლია ქაჯობა, შეიძლება გამემართლებინა სანდროს საქციელი მაგრამ ისეთი ლექსიკით მოძრაობს სახის აძრობა მინდებაა, ვერ ვიტან ბოღმა ადამიანებს და მე ამას სანდროში ვამჩნევ, აი თავიდანვე განწირული იყო სოფი იმ კონკურს ვერანაირად ვერ მოიგებდა იქ მარტო ლევანი არ იჯდაა, მაგრამ ჯოხს რატომღაც ასე ვგრძნობ მასზე გადატეხთ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ მართლა იმედია ზედმეტად არ გაიხლართება სოფი ამ სამკუთხედში რადგან მე ბანალურობა მგონია ეს გაურკვევლობა მომაბეზრებელია რააა ეს სამკუთხედობა და ამბებიი.

რატომ გგონია ბანალურობა? სასიყვარულო სამკუთხედი კი არა, ოთხკუთხედებიც არსებობს და ასეთი გაურკვევლობით იცი რამდენი ადამიანი ცხოვრობს? ასე სწორხაზოვნად არ მიდის ეს ცხოვრება ზოგჯერ და ახალი ამაში არაფერია, თუმცა ვაღიარებ, რომ განსხვავებულია და ამიტომაც არის საინტერესო. მე არ მიყვარს ისეთი სასიყვარულო ისტორიები, სადაც ივა შეხვდა მაკოს, იჩხუბეს, დაშორდნენ, იჩხუბეს, მერე კიდევ დაშორდნენ და ბოლოს ისე შერიგდნენ ქორწილით დაასრულეს ყველაფერი და ფეხმძიმობის ტესტმა მალევე გვიჩვენა ორი წითელი ხაზი. შეცდომები ლევანისაც აქვს, სანდროსაც, სოფისაც და ილანასაც და ეს რეალობას ამსგავსებს პერსონაჟებს.

№18  offline წევრი შამხათი

ჩემი აზრითა და პირადი გამოცდილებით მამაკაცი მაშინაა სასურველი, თუ ის მხოლოდ სიყვარულს კი არ სთავაზობს ქალს, არამედ საქმითაც ამტკიცებს ამას და ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებაში. ამ მხრივ ლევანი ნამდვილად არის სასურველი მამაკაცი და ის ფაქტი, რომ შეიძლება მამაკაცს უფრო მეტად უყვარს ქალი, ვიდრე ქალს მამაკაცი, ურთიერთობაში სულაც არ ქმნის რაიმე უხერხულობას. მე პირადად მირჩევნია, მას უფრო ვუყვარდე, ვიდრე მე, თუმცა ვისთვის როგორ.
კარგი ისტორიაა და მართლა მაინტერესებს, რა მოხდება შემდეგში.

№19  offline მოდერი Lilian Clark

შამხათი

ეს ისეთი თემაა, ვერავის ვერაფერში შევედავები. ადამიანებს სხვავდასხვა გემოვნება და განსჯის უნარი აქვთ. შენ ლევანი მოგწონს, სხვას სანდრო და კიდევ სხვას არცერთი blush
მადლობა, რომ შემოგვიერთდი. გამიხარდა. ხშირად გამოჩნდი heart_eyes

№20  offline წევრი haddes

ერთადერთი რაც მინდა ავღნიშნო არის ის რომ სოფიო საშინლად არ მომწონს არც კარგი შეყვარებულია და არც კარგი მეგობარი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ყველა მომენტში. აქ არც სანდროა დამნაშავე და არც ლევანი ორივეს უყვარს და ეს ხომ არ არის დანაშაული? აი ილანას საღოლ მე მაგნაირ მეგობარს ვერ ავიტანდი.

№21  offline მოდერი Lilian Clark

haddes
ერთადერთი რაც მინდა ავღნიშნო არის ის რომ სოფიო საშინლად არ მომწონს არც კარგი შეყვარებულია და არც კარგი მეგობარი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ყველა მომენტში. აქ არც სანდროა დამნაშავე და არც ლევანი ორივეს უყვარს და ეს ხომ არ არის დანაშაული? აი ილანას საღოლ მე მაგნაირ მეგობარს ვერ ავიტანდი.

არა, ნამდვილად არ არის დანაშაული ადამიანის სიყვარული. ვერც ლევანს დავუშლით სოფის სიყვარულს და ვერც სანდროს heart_eyes
ილანას რას ერჩი? ვერ მიგიხვდი რატომ გაბრაზდი მასზე, ან სოფის როგორც მეგობარს, რა შეეშალა?

№22 სტუმარი სტუმარი sophie

ლევანის და სოფის სელფი დაიდოოოოს:)))
აბა როგორ ხარ? :* ვატყობ დიდი "გაიძვერა" ვინმე ბრძანდები და თავგზას გვირევ, ძაან გავბრაზდები ამ თაბაშირებიან სანდროს რომ დაუბრუნდეს ჩვენი სოფიკო. რომ წავიდა და დაიკარგად ბატონი სანდრო, მაშინ სად იყო სოფის რომ უჭირდა? უსამართლობა იქნება ლევანი მიატოვოს და ამ უსუსურ ბიჭთან წავიდეს.

№23  offline წევრი haddes

ილიანაზე არ გავბრაზებულვარ უბრალოდ ყოჩაღ სოფისთან მეგობრობისთვისთქო:დ სოფის რაც შეეხება თავიდან კონკურსი რომ წააგო თავის თავზე ჯავრობდა ილანას მხოლოდ მოგვიანებით მიულოცა გული რომ მოიოხა მერე. შეეძლო დროებით თავისი თავი გადაედო როგორც ილანა იქცევა ყოველთვის და მეგობრის გამო გაეხარა უბრალოდ შემდეგ თავებში კი ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ ილანა უფრო კარგი მეგობარია სოფისთვის ვიდრე პირიქით. რავი ეს ჩემი აზრია შეიძლება შენ სხვანაირად გინდოდა წარმოგეჩინა მაგრამ მე ეს დავინახე.

№24  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი sophie
ლევანის და სოფის სელფი დაიდოოოოს:)))
აბა როგორ ხარ? :* ვატყობ დიდი "გაიძვერა" ვინმე ბრძანდები და თავგზას გვირევ, ძაან გავბრაზდები ამ თაბაშირებიან სანდროს რომ დაუბრუნდეს ჩვენი სოფიკო. რომ წავიდა და დაიკარგად ბატონი სანდრო, მაშინ სად იყო სოფის რომ უჭირდა? უსამართლობა იქნება ლევანი მიატოვოს და ამ უსუსურ ბიჭთან წავიდეს.

სანდროზე ხშირად ბრაზობენ ხოლმე და არ ამართლებენ მის წასვლას. მივალ მაგ მომენტამდეც და ყველაფერს გაგაგებინებთ.
შენც ჩვენი მაესტროს მხარეს ყოფილხარ heart_eyes
აშკარად ლიდერობს ლეონსიო bowtie
ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი თითოეულ პერსონაჟზე. მიხარია, რომ გამოჩნდი და მოუთმენლად დაგელოდები შემდეგ თავზეც heart_eyes

haddes
Lilian Clark
haddes
ერთადერთი რაც მინდა ავღნიშნო არის ის რომ სოფიო საშინლად არ მომწონს არც კარგი შეყვარებულია და არც კარგი მეგობარი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ყველა მომენტში. აქ არც სანდროა დამნაშავე და არც ლევანი ორივეს უყვარს და ეს ხომ არ არის დანაშაული? აი ილანას საღოლ მე მაგნაირ მეგობარს ვერ ავიტანდი.

არა, ნამდვილად არ არის დანაშაული ადამიანის სიყვარული. ვერც ლევანს დავუშლით სოფის სიყვარულს და ვერც სანდროს heart_eyes
ილანას რას ერჩი? ვერ მიგიხვდი რატომ გაბრაზდი მასზე, ან სოფის როგორც მეგობარს, რა შეეშალა?

ილიანაზე არ გავბრაზებულვარ უბრალოდ ყოჩაღ სოფისთან მეგობრობისთვისთქო:დ სოფის რაც შეეხება თავიდან კონკურსი რომ წააგო თავის თავზე ჯავრობდა ილანას მხოლოდ მოგვიანებით მიულოცა გული რომ მოიოხა მერე. შეეძლო დროებით თავისი თავი გადაედო როგორც ილანა იქცევა ყოველთვის და მეგობრის გამო გაეხარა უბრალოდ შემდეგ თავებში კი ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ ილანა უფრო კარგი მეგობარია სოფისთვის ვიდრე პირიქით. რავი ეს ჩემი აზრია შეიძლება შენ სხვანაირად გინდოდა წარმოგეჩინა მაგრამ მე ეს დავინახე.

აჰა, ახლა ყველაფერი უკეთესად გავიგე. ვიფიქრე, ილანას ლანძღავდი და მიზეზით დავინტერესდი. სოფის მეგობრობაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან მინდა, მისი პიროვნება უფრო უკეთესად გავშალო და კიდევ მეტი რესურსი მოგცეთ შეაფასოთ პერსონაჟი.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent