ვნებების ქარცეცხლში (9 თავი)
9 თავი ზოგჯერ იმდენად გვენატრება, რომ წყენასაც ვივიწყებ. წარსულში გამოვლილ ტკივილს და სიბრაზეს აზრი აღარ აქვს როცა ოთახი მონატრების სურნელით იჟღინთება. როცა წამიერ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე გონებას შავ ნაჭერს ვაფარებთ და გულის რიტმს მივყვებით. არ ვიცი მათრობელა სითხის ეფექტი იყო თუ მონატრების ბრალი მაგრამ მის თვალებს ვერ შევეწინააღმდეგე. - შემოდი - მხოლოდ ეს ვთქვი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი აივანზე. უკან მომყვებოდა, ოდნავ მოშორებით ჩამოდგა და აივნის მოაჯირს მიეყრდნო. არ ჩქარობდა ხმის ამოღებას. ფეხები გადააჯვარედინა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ცას ახედა. არც მე მომიშორებია თვალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის, ვუყურებდი და არაფერზე არ ვფიქრობდი. - დალევ? - ჩემი ჭიქა ღვინით შევავსე და გავუწოდე. - შეიძლება - მხოლოდ ახლა შემომხედა. ორი ნაბიჯი გადმოდგა და თავის გრძელი ლამაზი თითები მოავლო გაწვდილ ღვინის ბოკალს. სულ წამით შეეხო ჩემს თითებს და ესეც საკმარისი აღმოჩნდა ჩემი სხეულისთვის და ჟრუანტელმაც არ დააყოვნა. ოდნავ უკან დაიხია და ჩემს პირისპირ მიეყრდნო მოაჯირს. ამ ჯერად ცას აღარ უყურებდა, პირდაპირ თვალებში ჩამაჩერდა და ისე მოსვა წითელი სითხე თვალი არ მოუშორებია. წყნარი საღამო იყო, თუმცა რაღა საღამო ღამის სამი საათი მაინც იქნებოდა. ღვინის ბოკალი ძირს დადო და ახლა ისე მათვალიერებდა. ირგვლივ სიწყნარე იყო, მიუხედავად იმისა რომ წელიწადის ამ დროს აქ ძალიან ცხელა ნიავი მაინც ქროდა. სასიამოვნო იყო ნიავის მოტანილი არომატის ცხელს სხეულზე შეხება, ეს არომატი კი ჩემს წინ მდგომი იოანესგან მოდიოდა. წამით თალები დავხუჭე და თავი უკან გადავაგდე. მინდოდა მისი არომატი სხეულის თითოეული უჯრედისთვის მიმეწოდებინა. უბრალოდ ვიჯექი ასე და ვტკბებოდი ჩვენს ორს შორის გაჩაღებული მდუმარე ხმაურით. - მაპატიე - სიჩუმეში მეხივით გავარდა იოანეს ნათქვამი ეს ერთი სიტყვა. მართალია ისე ამოიჩურჩულა მე ძლივს გავიგე, მაგრამ მაინც ხმამაღალი მომეჩვენა ასეთი მდუმარებისთვის. თვალები ისევ დახუჭული მქონდა, თუმცა წეღანდელისგან განსხვავებით ახლა ჩემი გულის ბაგაბუგი ყველა ფიქრს მიხშობდა და ზედმეტად ხმამაღლა ჩამესმოდა - ის დღე მაპატიე, როცა უსიტყვოდ დაგტოვე. - გავიგონე როგორ ღრმად ამოიოხრა - ის დღეებიც მაპატიე, რაც ჩემს გარეშე გაატარე - კანის ქვეშ ჭიანჭველებმა დაიწყეს სირბილი, დახუჭულ თვალებში კი ცრემლი ჩამიდგა. - შენი ცხოვრების არევა მაპატიე - გავიგე ერთი ნაბიჯი როგორ გადმოდგა, მერე კი ჩემს ხელს შეეხო მისი მხურვალე თითები, აი ამან კი ნამდვილად მაიძულა თვალები გამეხილა და პირდაპირ მის ტყის ფერ მწვანეებში ჩავიკარგე. - ჩემი სიჯიუტე და თავხედობაც მაპატიე - ჩემს წინ ჩაიმუხლა და თავი ჩემს კალთაში ჩადო ისე, რომ მისი ცხელი სუნთქვა მოშიშვლებულ ფეხებზე მეცემოდა - უთქმელი სიტყვები მაპატიე პრინცესა - ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და ქვემოდან ამომხედა. ეს ყველაფერი ხომ უცნაური იყო და ჩემს შიგნით სასწაული ხდებოდა, მაგრამ როცა მის სევდისფერ თვალებს შევხედე სუნთქვა შემეკრა, თვალები ჩაწითლებული და ამღვრეული ქონდა, მიყურებდა და თითქოს სულში მიძვრებოდა. კანკალმა ამიტანა, მისი სხეულისგან წამოსული სითბო მეღვრებოდა და ტანში სასიამოვნო შეგრძნებებს მიტოვებდა. ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ჯერ ერთი ცრემლი, შემდეგი კი მას სხვებიც მოყვნენ. ჩემი ცრემლების დანახვისას სახე შეეცვალა, ორივე ხელი სახესთან მომიტანა და ცერა თითებით ცრემლები მომაშორა. მისი შეხებისას თვალები ისევ დამეხუჭა და ინსტიქტურად შევახე ხელი ჩემს სახეზე მონარნარე მის თითებს. - ტასო... - ჩემი სახელის გაგონებისას თვალები გავახილე - დაგვიანებული „მიყვარხარ“ მაპატიე - ამის გაგონებაზე მეგონა გული გამიჩერდებოდა. ვეცადე სწრაფად გადამეხარშა მისი ნათქვამი, ახლა ბოდიშს მიხდის თუ სიყვარულს მიხსნის? პირველი ეს ვკითხე საკუთარ თავს. ამასობაში ფეხზე წამოდგა ოდნავ დაიხარა და შუბლზე მომაკრო მხურვალე ტუჩები - მიყვარხარ - იქვე ამოიჩურჩულა და წამში მომშორდა. ჩემს რეაქციას არ დალოდებია ისე შევიდა ოთახში და კარისკენ დაიძრა. ვკანკალებდი, ალბათ სახეზე ფერი არ მედო, მეგონა გულის ცემა გამიჩერდა იმდენად ხშირი და ძლიერი იყო დარტყმები. - მიდის! - შორიდან ჩამძახა მეორე მემ და დენდარტყმულივით წამოვხტი სავარძლიდან. სწრაფად გავიჭერი დერეფანში და თვალებით სასურველ სხეულს დავუწყე ძებნა. ლიფტისკენ მიდიოდა, ორი ნაბიჯიც და მიუახლოვდებოდა. - იოანე! - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ისე მიკანკალებდა. ადგილზე გაშეშდა მაგრამ ჩემკენ არ მობრუნებულა. თავი დაეხარა და ოდნავადაც არ ირხეოდა. არ ვიცი ძალა რამ მომცა მაგრამ სწრაფად გავემართე მისკენ და ზურგიდან ავეკარი, ხელები მჭიდროდ შემოვხვიე თითქოს მეშინოდა არ გაქცეულიყო. - თუ ბოდიშს მიხდი რაღატო მტოვებ? - მხოლოდ ეს ვუთხარი და ვიგრძენი მთლიანად დაჭიმული სხეული ოდნავ როგორ მოეშვა. ხელები გამაშვებინა და ჩემკენ მოტრიალდა. - ისევ მტოვებ? - ხმადაბლა ამოვიჩურჩულე და თავი დავხარე. ხელები სახეზე ჩამომისვა და თავი ამაწევინა. - არ მგონია შენგან შორს ყოფნა შევძლო! - ეს თქვა და გულში ჩამიკრა. ღრმად სუნთქავდა და თავზე მკოცნიდა. მოდუნებულ ხელებს ვაიძულე გამოცოცხლება და მთელი ძალით მოვეხვიე გავარვარებულ კისერზე. - მეც მიყვარხარ! - მის კისერში ამოვთქვი და იქვე დავუტოვე სველი კოცნა. - რა? - ამის გაგონებაზე ოდნავ მომშორდა და თალებში ჩამხედა. შევამჩნიე თვალებში სხივი როგორ გაუკრთა. - რა იყო ასეთი დაუჯერებელია რო მიყვარხარ? - ოდნავ გავთამამდი და ღიმილიანი სახე შევაგებე. - ჯანდაბა... - ღრმად ამოისუნთქა თითქო გულზე ლოდი მოეშვა და სახეზე ხელები ჩამოისვა - მოდი ჩემთან - ხელები გაშალა და ისეთი ძალით ჩამეხუტა მეეჭვება ყველა ძვალი საღი მქონოდა - ჩემი გოგო ხარ! - ჩემს კისერში ამოიჩურჩულა და თმაში ხელი შემიცურა. - საკმაოდ უცნაური იქნება თუ ვინმე დაგვინახავს ღამის სამ საათზე დერეფანში ჩახუტებულებს, თან ასეთ ფორმაში - სხეულზე დავიხედე, რომელსაც ძლივს ფარავდა მოკლე ხალათი. - წამოდი - ხელი ჩამავლო და სწრაფად გამაქანა ოთახისკენ, კარი სწრაფად მიხურა და ზედ ამაკრო - აქ ნამდვილად ვერავინ დაგვინახავს - ზემოდან დამხედა წამში დამაცხრა ბაგეებზე, მთელი გრძნობით მიკოცნიდა ტუჩებს და ხელებს უმისამართოდ დაატარებდა ჩემს სხეულზე. წონასწორობის შესანარჩუნებლად მჭიდროდ მივეკარი მის მხურვალე სხეულს და ხელები კისერზე შემოვხვიე. ვამჩნევდი უფრო და უფრო როგორი მომთხოვნი ხდებოდა და არც ჩემი ჰორმონები იყო კარგ დღეში, მეგონა მალე სიამოვნებისგან ჭკუიდან შევიშლებოდი. ხელი წელზე შემიცურა და ისე წამიყვანა საწოლისკენ კოცნა არ შეუწყვიტავს. ფრთხილად გადაეშვა საწოლზე ჩემთან ერთად და ზემოდან მომექცა. ტუჩებიდან სწრაფად გადაინაცვლა ყელზე და მოშიშვლებული ლავიწისკენ გაიკვლია გზა. მარჯვენა ხელი ფეხზე აასრიალა და მტკივნეულად მომიჭირა საჯდომზე. ერთიანად მომიცვა სასიამოვნო ტკივილმა და ყრუ კვნესა წამსკდა ბაგეებიდან. - ჯანდაბა, ასე ნუ შვრები - ზემოდან დამხედა ვნება მორეული თვალებით და ისევ ტუჩებზე წამეტანა მეტი სიშმაგით მიკოცნიდა ბაგეებს და მოხერხებულად დაასრიალებდა ენას ბაგეებს შორის. ვატყობდი ვნების ქარცეცხლში როგორ ვიძირებოდი და უფროდაუფრო მიჭირდა ხმის გაკონტროლება - ტასო... - ჩუმად ამოიოხრა და მისი ენა უფრო მონდომებით ამოძრავდა ჩემს პირში. სწრაფად ჩამავლო თეძოებზე ხელი და უფრო ახლოს მიმწია. ორივეს ცეცხლი გვეკიდა და მკერდი მკვეთრად ადიოდა და ჩადიოდა გახშირებული სუნთქვისგან. ტუჩებიდან ისევ სწრაფად გადაინაცვლა ყელზე და ხალათი ერთ მხარზე გადამიწია. მისი ენის მოძრაობა გონს მაკარგვინებდა. მხარზე ჩამოშლილი თმა ხელით გადამიწია და ლავიწზე კბილებით შემეხო. მთელი სხეული მომიდუნდა როცა ნაზად და ვნებიანად დაიწყო კანის წოვა. - იოანე - ვნება მორეული ხმით ამოვიკვნესე და თმაში ჩავავლე ხელი რომ ჩემკენ მომეზიდა. - ჯანდაბა... ჭკუიდან გადაგყავარ პატარა - ჩემს სახესთან ამოიჩურჩულა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე - მაგრამ ახლა რო არ გავჩერდე მერე უკვე გვიანი იქნება, ისედაც ძლივს ვაკონტროლებ თავს. - გვერდით გადაწვა და სხეულზე მიმიკრო. ვცდილობდი ღრმად მესუნთქა და სხეულში მოგიზგიზე ცეცხლი გამენელებინა მაგრამ უშედეგოდ. - შხაპს მივიღებ - მოულოდნელად წამოვდექი და ზემოდან დავხედე საწოლზე გართხმულ იოანეს. ერთი შეხედვითაც ჩანდა რომ არც ის იყო კარგ დღეში და თავს ძლივს იკავებდა. - დღეს დარჩები? - არ ვიცი საიდან მომაფიქრდა მაგრამ არ მინდოდა მისი გაშვება და ამ ღამის ასე მალე დასრულება. - მიდი შხაპი მიიღე - წამოდგა და მომიახლოვდა - ოთახში ავალ გამოვიცვლი და ჩამოვალ სანამ შენ სააბაზანოდან გამოხვალ - ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. - ღმერთო მოთმინება მომეცი - როგორც კი გავიდა ხმამაღლა ამოვიგმინე და სააბაზანოში შევედი. ცივმა წყალმა ცოტა იმოქმედა ჩემზე, გამომაფხიზლა და რეალობაში დამაბრუნა. დიდხანს არ გავჩერებულვარ მალე გადავივლე და მოვწესრიგდი. საღამურების არც ისეთი დიდი არჩევანი მქონდა ამჯერად, ამიტომ ტანზე ნახევრად გამჭვირვალე თეთრი მოკლე შორტი და მისი შესაბამისი ზედა მოვირგე, სველი თმები ოდნავ შევიშრე და აივნიდან წითელი ღვინო შემოვიტანე, რომ გამშრალი ყელი გამესველებინა. როგორც კი ღვინო მოვსვი კარზე კაკუნი შემომესმა. - მოვიდა - გავიფიქრე და გაბადრული სახით წავედი კარის გასაღებად - ვატყობ ეს ღამე ძვირად დამიჯდება - როგორც კი კარი გავაღე ვნებიანი მზერა მომავლო იოანემ. - შემოდი - ლოყაზე ვაკოცე და საწოლისკენ წავედი. - ასე მსჯი ჩემი ცოდვებისთვის? - კიდევ ერთხელ მომავლო მზერა როგორც კი საწოლზე ჩამოვჯექი - ღირსი კი ხარ მაგრამ ამ ჯერად სხვა არჩევანი არ მაქვს - მე წინააღმდეგი არ ვარ - ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა - დავიძინოთ რა - უცებ დავიძვრინე თავი და საწოლში შევწექი. ერთხანს უკმაყოფილოდ გადმომხედა მაგრამ მალევე მომიწვა გვერდით უკნიდან მომხვია თავისი ძლიერი ხელები. - ახლა დავიძინებთ, მაგრამ სხვა დროს ასე მარტივად ვერ დამიძვრები - ყურში ჩამჩურჩულა და მუცელზე ოდნავ მომიჭირა ხელი - ძილინებისა პრინცესა - თავზე მაკოცა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო. - ძილინების - ჩუმად ამოვიჩურჩულე და მის ხელებს ჩემი ხელები მოვხვიე. ემოციებისგან და იოანეს სიახლოვისგან გაბრუებულს მალე ჩამეძინა ისე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში გააზრებაც ვერ მოვასწარი. ასეა როცა ვიღაც გიყვარს და გენატრება წარსულში მომხდარს იქვე ტოვებ. ბევრი იფიქრებს, რომ ზედმეტად მალე დავივიწყე ყველაფერი, შეიძლება რაღაც მომენტში სიმართლეცაა მაგრამ, მისგან გაგონილი „მიყვარხარ“ ბევრად მეტია ვიდრე მის გარეშე გატარებული ერთი თვე, თუნდაც ერთ წელი. არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ აშკარაა თავი საკმაოდ სწრაფად შემაყვარა, იმდენად სწრაფად რომ მთლიანად მივეჯაჭვე. მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არ გამიტარებია მასთან, მაინც ძალიან ვენდობოდი და ახლა როცა შანსი მოგვეცა ერთად ყოფნის არ ვაპირებ უაზრო პრინციპების გამო გადამედო ჩემი ბედნიერება. ძილ-ბურანიდან იოანეს შეხებამ გამომიყვანა, რომელიც თმაზე მეფერებოდა და ღიმილიანი სახით დამყურებდა. - დილამშვიდობის მშვენიერო - აციმციმებული თალები შემომანათა როგორც კი თვალები გავახილე. - დილამშვიდობის - გავუღიმე და ნიკაპზე ვაკოცე. - როგორ გეძინა? - ყველაზე კარგად - გამეღიმა - ჩემი გოგო - ხელები მომხვია და სხეულზე მიმიკრა - მიდი გაემზადე და ვისაუზმოთ - თავზე მაკოცა და ხელები შემიშვა. - იო... ახლა რა იქნება? - ვკითხე როგორც კი წამოვდექი და ხალათი მოვიცვი - ახლა ის იქნება რომ გაგაშიშვლებ და მთლიანად დავტკბები შენით - საწოლიდან ადგა და სწრაფად წამოვიდა ჩემკენ - სერიოზულად იოანე - ავხედე უკვე ჩემს პირისპირ მდგომს - რა უნდა იყოს პატარა, დღეიდან სულ ჩემთან იქნები - ხელი მომხვია - და დაკარგულ დროს ავინაზღაურებთ. - იოანე ვაჩე? - ვაჩე? - გაკვირვებული მზერა მომავლო - ხოო, როგორ ვეტყვით? რომ გაბრაზდეს? - ვაჩე? - ხო იოანე ვაჩე... ვაჩე... - ხო შეიძლება გაბრაზდეს - სახე უცებ შეეცვალა - და რა უნდა ვქნა? - ნაწყენმა ავხედე - მიდი მოემზე, მეც წავალ მოვწესრიგდები და მოგაკითხავ სასაუზმოდ, ისინიც გაიღვიძებდნენ და მშვიდად ავუხსნით ყველაფერს. - იქნებ ჯობდეს ჯერ არ ვუთხრათ ჰა - ტასო კარგი რა? ბავშები ვართ რო დავმალოთ? - ხო მაგრამ რო გაბრაზდეს? - მერე რა შენ გგონია შენი ძმის მეშინია - არა.. იოანე უბრალოდ - არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი მიდი ეხლა და გამოგივლი მალე - საჯდომზე მომარტყა ხელი და ოთახიდან გავიდა. ვაჩე არასდროს ყოფილა ზედმეტად მკაცრი ძმა. ყოველთვის კარგი ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და არაფერს ვუმალავდით თუ იოანეს ამბავს არ ჩავთვლით. უბრალოდ ის ფაქტი მაშინებდა რო შესაძლოა გაბრაზდეს როცა გაიგებს რომ ძმაკაცს თავის და მოსწონს ან პირიქით. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა გავემზადე და იოანემაც მალე გამომიარა. ცოტას ვნერვიულობდი მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მქონდა იმედი რომ ამ ამბავს კარგად მიიღებდა ჩემი ძმა. - ხომ არ იცი ისინი რას შვრებიან? - ვკითხე იოანეს როგორც კი მაგიდასთან დავსხედით. - აი მოდიან - თვალით ჩვენკენ მომავალი წყვილისკენ მანიშნა. - ღმერთო - ჩემდაუნებურად აღმოხდა და თითების წვალება დავიწყე - ოჰო როგორ მოხდა ასე მშვიდად რომ ზიხართ - აღნიშნა ნინემ როგორც კი მოგვიახლოვდნენ და მაგიდას მოუსხდნენ. - აბა რას შვრებით? - საუბარი განაგრძო ვაჩემ - არაფერს - ნერვიულად ამოვიგმინე და იოანესკენ გავაპარე მზერა, რომელიც საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა. - ძალიან მშია - ამოთქვა ნინემ და შოკოლადის კრუასანს დასწვდა. - აბა დღეს რას ვშვრებით? - განაგრძო პირგამოტენილმა - არ ვიცი რამე მოვიფიქროთ - საუბარში ჩაერთო იოანე. ღმერთო დრო როგორ საშინლად იწელებოდა, უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი. - შენ რა გჭირს ჭინკა, ჩუმად რატომ ხარ?- გადმომხედა ვაჩემ და ფორთოხლის წვენი მოსვა. - არაფერი დაღლილი ვარ - მოკლედ მოვუჭერი და იოანეს მავედრებელი თვალებით გადავხედე. - ვაჩე ერთ წუთს გავიდეთ? - კითხა იოანემ - მშვიდობაა? - კი კი, რაღაც საქმე მაქვს უბრალოდ - ფეხზე წამოდგა იოანე და ვაჩეც მას მიყვა - მალე მოვალთ - თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ დაიძრნენ. - რა ხდება? - გადმომხედა ნინემ - ვაიმე ნინე ახლა თუ გადავრჩი აღარაფერი მომკლავს... - ისე ამოვთქვი თვალი არ მომიშორებია აუზთან მოსაუბრე იოანესთვის და ვაჩესთვის. კედლები მინის იყო ამიტომ ვცდილობდი სახეზე აღბეჭდილი ემოციებით რამე გამეგო მაგრამ ვაჩე ზურგით იდგა და ვერაფერს ვერ ვიგებდი ახლა იქ რა ხდებოდა. - ტასო ამოთქვამ ახლა რამოხდა? - კი მოხდა - ამოვილუღლუღე - გოგო - ხმა გაუმკაცრდა წერეთელს და მისკენ მივიხედე - შობე ახლა რა მოხდა სანამ შევიშალე - ვაიმე ნინე ჯერ მეც შოკში, დეტალები არ მომაყოლო ახლა უბრალოდ მე და იოანე ერთად ვართ - სწრაფად მივახალე და მოსაუბრე წყვილისკენ გავიხედე - რააა? - იმხელა ხმაზე იკივლა ყველამ ჩვენ შემოგვხედა - რა გაყვირებს გოგო - მეღადავები? ერთად ხარ? რატო? როგორ? რა მოხდა? მომიყევი ტასო სანამ ინტერესი მომკლავს - ვერ ცხრებოდა წერეთელი. - გუშინ ბოდიში მომიხადა, ღამე მოვიდა სალაპარაკო მერე სიყვარულში გამომიტყდა და ღამეც ჩემთან დარჩა, მაგრამ არაფერი მომხდარა - ვიცოდი მისი გარყვნილი აზრები და მაშინვე განვმარტე - ახლა ვაჩეს ეუბნება ჩვენზე და ნერვიულობისგან მალე გონებას დავკარგავ. - ღმერთო ერთი ღამით დავტოვე და რეები მომხდარა, მადლობა ღმერთო რო ჩემ დაქალსაც გადმოხედე - ხელები მაღლა აღაპყრო ნინემ - ნინე მორჩი ჩემი გამჭირვებია - და რა განერვიულებს ამიხსნი? - რა რა მანერვიულებს შეხედე მათ სახეებს - თვალით ვანიშნე სერიოზული სახით მომავალი ბიჭებისკენ და ცუდი ამბის მოლოდინში უსიამოვნოდ გამცრა. - ტასო... - სერიოზული ტონით მომმართა ვაჩემ როგორც კი მაგიდას მოუახლოვდნენ - ცოტახანს გარეთ გამომყევი - იმდენად მკაცრი მომეჩვენა საცოდავი მზერა გავაპარე იოანესკენ, რომელიც თვალებით ცდილობდა ჩემს დამშვიდებას. უსიტყვოდ წამოვდექი და უკან მივყევი ჩემ ძმას. მზერას უკან დარჩენილ იოანესკენ ვაპარებდი, რომელიც სერიოზული სახით იჯდა მაგიდასთან და ჩვენ გვიყურებდა. - ვაჩე მე... - თავი დავხარე დავიწყე ლუღლუღი როგორც კი მოშორებით დავდექი - ტასო რაც იოანემ მითხრა მართალია? - თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა - გიყვარს? - მეე... ვაჩე უბრალოდ - ტასო უბრალოდ მიპასუხე გიყვარს? - ხმა გაუმკაცრდა ჩემ ძმას - მიყვარს - ამოვიჩურჩულე და თავი დავხარე. ვგრძნობდი გული როგორ გამალებით მიცემდა და თვალებში ცრემლი ჩამიდგა. - მოდი ჩემთან - ხელები გაშალა ვაჩემ მე კი გაკვირვებულმა შევხედე - მოდი ჩემო პატარა - მომიახლოვდა და გულზე მიმიკრა. - მოიცა შენ არ ბრაზობ? - ამოვიჩურჩულე დაბნეულმა - რაზე? - ამ ყველაფერზე - ტასო მე ეს ყველაფერი დიდი ხანია ვიცი - მისმა ნათქვამმა გამაკვირვა და ოდნავ მოვშორდი - რა? - ხო, პრინცესა იმ დღიდან მოყოლებული როცა იოანეს შეუყვარდი მე ყველაფერი ვიცი - რეებს ამბობ - საშინლად დაბნეული ვიყავი - იოანე მაშინვე გამომიტყდა რო მოსწონდი, როგორც კი გრძნობებში გაერკვა მე კი მინდოდა შენგან გამეგო რას გრძნობდი მის მიმართ. პატარა მისმინე - ხელები სახეზე ჩამომისვა და ზემოდან დამხედა - ჩემი სამყარო ხარ ხომ იცი. არავის მივცემ უფლებას გული გატკინოს, არც იოანეს. მინდა რომ ბედნიერი იყო, იოანეს წლებია ვიცნობ და ბოლომდე ვენდობი, ვიცი რომ გაგაბედნიერებს. - შუბლზე მაკოცა - და თუ გაგაბრაზებს კიდე ცხვირ-პირს გავუერთიანებ - ბოლოს სიცილით დაამატა და ისევ მიმიხუტა. - ხომ დაგპირდი, მას არასდროს ვაწყენინებ - ზურგს უკან იოანეს ხმა მომესმა და მომენტალურად მოვშორდი ჩემი ძმის სხეულს. - მოიცა ანუ რა გამოდის? - დაბნეული ხან იოანეს ვუყურებდი ხან ვაჩეს - რა გამოდის და მეშველა თქვენი ერთად ყოფნა და აღარ მომიწევს არც ამის მჟავე სიფათის ყურება და არც შენი მოწყენილი სახის დანახვა - თვალი ჩაგვიკრა ვაჩემ ორივეს და მოშორებით მდგომი ნინესკენ წავიდა. - მოდი პრინცესა - ხელები მომხვია იოანემ და თავზე მაკოცა მე კი ისევ ვაჩეს სიტყვებს ვიაზრებდი - მოიცა - დენდარტყმულივით მოვშორდი საყვარელ სხეულს - გამოდის ვაჩემ ყველაფერი იცოდა და ტყუილად მანერვიულე? - კაი რა პატარა უბრალოდ გავიხუმრეთ - ანუ გაიხუმრეთ - ხოო სულ ცოტა - თავი მოისაწყლა არაბულმა - იოანე ხო ხარ ღირსი ჩემი ხელით დაგახრჩო - თვალებმოჭუტული მივაჩერდი არაბულს და დოინჯი შემოვირტყი - და მერე რო აღარ გეყოლები? - მომიახლოვდა წელზე შემიცურა ხელი და მზერა ტუჩებზე მომავლო - მერე ვინ დაგიკოცნის ასე გემრიელად ამ მარწყვის ტუჩებს - მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე. - არ მგონია მსურველი ცოტა იყოს - წარბი ავიწე გათამამებულმა და ისევ ავხედე არაბულს. როგორც კი ეს ვთქვი მზერა შეეცვალა და ხელი შემიშვა. - ასე ხო? - ნაწყენი ჩანდა - და მერე მარტივად ჩამანაცვლებ სხვით? - მმმ არ გამოვრიცხავ - არ ვიხევდი უკან - ტასო - ხმა გაუმკაცრდა - კარგი ხო, გეხუმრე.... მატო შენ გაქვს ჩემი გაბრაზების უფლება? - მივუახლოვდი და ახლა თავად დავეწაფე მის ტუჩებს - ცუდი გოგო ხარ - ახლოს მიმიზიდა და ყელში სველი კოცნა დამიტოვა - წავედით სანამ ვაჩემ ორივე ამ აუზში ჩაგვახრჩო - თვალით ვაჩესკენ ვანიშნე, რომელიც სერიოზული სახით გვიყურებდა და სიცილით წავედით მათკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.