შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (7 თავი)


27-05-2020, 10:55
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 573

თორნიკე გაჩუმდა და ისევ ჭერს გაუშტერა თვალი, ნიკა დიდხანს უყურებდა მეგობრის ნაატანჯ სახეს და ფიქრმა წაიღო მისი გონება, იმაზე ფიქრმა თუ როგორ შეიცვალა თორნიკე მიამ..
-მიას თუ არუნდა შენთან ყოფნა..-ნიკა გაჩუმდა და ისევ განაგრძო -მაშინ რა აზრი აქ შენს ბრძოლას-მეგობარს მიაშტერდა ინტერესით
-მიყვარს-თორნიკემ ამღვრეული თვალები მეგობარს მიაბჯინა
-თორნიკე მგონია რომ სისულელეა მისთვის ბრძოლა ვისაც არ უყვარხარ და მითუმეტეს სხვა უყვარს, შენ მას ვერ გააბედნიერებ და ის კი გაგაუბედურებს
-ვიცი, მაგრამ მაინც მაქვს იმედი რომ ოდესმე შემიყვარებს
-შენ ლიკა შეიყვარე? მასზე უარი ისე თქვი რომ შანსიც კიარ მიეცი შენთან დაახლოვების
-ლიკას ნუ მახსენებ,
-ლიკა არცკი გინდა გიხსენო და მიას გინდა თავის შეყვარება აიძულო? გინდა შეუყვარდე, მაშინ როცა შენ არ შეგიძლია სხვა შეიყვარო გგონია მია შეძლებს სხვა ანუ შენ შეგიყვაროს?
-გეყოფა რა-გაღიზიანდა თორნიკე ისედაც სიგიჟის ზღვარზე ვარ -ფეხზე წამოდგა
-თორნიკე იცოდე ინანებ-ნიკამ მიაძახა მიმავალ მეგობარს რომელმაც კარი გამეტებით გაიჯახუნა და კიბეზე დაეშვა, გაღიზიანებული თორნიკე ქუჩაში გავიდა და დიდხანს იბოდიალა, განათება რომ ჩააქრეს მაშინღა მიხვდა რომ შემოათენდა, მის სახლს გახედა რომელსაც უკვე მეასეჯერ აუარჩაუარა და შორიახლოს დადგა, საათს დახედა ჯერ შვიდიც არ იყო, ამიტომ უკმაყოფილო სახით გასწია სახლისაკენ, წყალი გადაივლო, ტანსაცმელი გამოიცვალა და ისევ მიას სახლს დაუწყო თვალთვალი, მისდა საბედნიეროდ დები დროზე გვიან გამოვიდნენ სახლიდან თან წვიმდა და სკოლისკენ გასწიეს ჩქარი ნაბიჯით, თორნიკე აედევნა მათ და მხოლოდ მაშინ დაეწია როცა დასახლებას გასცდნენ
-მია-დაიძახა როცა დარწმუნდა რომ ირგვლივ მათ გარდა არავინ იყო, მიას გააჟრჟოლა და დაფეთებული მიბრუნდა, ნატაც უმალ შეტრიალდა და ღიმილმა გადაურბინა სახეზე, თორნიკე დაბნეულ გოგონებს მიუახლოვდა და მიას მიაბჯინა მკვლელი მზერა -მია უნდა ვილაპარაკოთ
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს-არც შეუხედია მისთვის ისე უთხრა და მიტრიალდა, თორნიკემ ხელი წაავლო მაჯაში, მიას თითქოს მთელს სხეულში დენმა დაუარა ისე გააჟრიალა და გულმა გამალებით დაუწყო ცემა, ადგილზე გაშეშდა და კარგახანს ვერ შეძლო სხეულის დამორჩილება იმდენად იმოქმედა თორნიკეს შეხებამ მასზე
-მია გთხოვ სულ ერთი წუთით მომისმინე-თორნიკე ძლიერად უჭერდა მაჯაზე ხელს, იმდენად ძლიერად რომ მიამ ვეღარ გაუძლო და მისკენ შეტრიალდა და მიაჩერდა თვალებში
-ხელი გამიშვი
-რომ გაგიშვა გამექცევი-თორნიკემ შეანათა ჭაობისფერი მუდარით სავსე თვალები მია სულ აიბნა, ვერ ხვდებოდა ასე ძლიერად რატომ მოქმედებდა თორნიკეს ხმა და შეხება მასზე, ან მისი მზერა ასე რატომ აბნევდა, რატომ ურევდა თავგზას მისი შემოხედვა
-მტკივა-თორნიკეს თვალებიდან მზერა მის ხელზე გადაიტანა, მაგრამ ის არ აპირებდა ხელის გაშვებას და მიამ გაბრაზებული მწვანე თვალები შეანათა თვალებამღვრეულ ბიჭს -არ წავალ გამიშვი-თქვა ბოლოს და განთავისუფლებული ხელი მეორეთი დაისრისა
-მე წავალ-ნატა წამში მოტყდა ადგილიდან
-მია მხოლოდ ერთ შანს გთხოვ, უფლება მომეცი დაგიმტკიცო ჩემი სიყვარული
-თავი დამანებე გესმის? მე საქმრო მყავს დანიშნული ვარ
-ეგ შენი საქმრო მაგარი სირ. და შენ არ გიმსახურებს, მითუმეტსე ვიცი რომ ძალით გათხოვებენ მასზე
-ეგ შენ არ გეხება
-მე ეხება იმიტომ რომ შენ გეხება
-შენს გამო პრობლემები მაქ სკოლაშიც და სახლში, გონიათ რომ მე გაძლევ უფლებას და იმედს ამდენს რომ ბედავ, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით რომ ასე არაა, რომ მე უდანაშაულო ვარ, მაგრამ შენს გამო ჩემს სახელს და ღირსებას ეჭვქვეშ აყენებენ, მაიძულებენ პასუხი ვაგო იმ დანაშაულზე რაც არ ჩამიდენია, ყოველი შენი ქმედება მე მაყენებს ტკივილს გესმის ეს?
-ჩემი დანაშაული ისაა მხოლოდ რომ ბექაზე ადრე ვერ გაგეცანი? იმიტომ უნდა ვთქვა შენზე უარი რომ მან დამასწრო შენამდე მოსვლა და შენს ოჯახში ფეხის შედგმა?
-გთხოვ წადიმჩემი ცცხოვრებიდან
-ვერ წავალ იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ-ლამის იყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და მიას მიაჩერდა, გოგონამ გაოცებით შეხედა სახე ალეწილ ბიჭს და გაირინდა
-საკმარისია-როცა პირველი ემოციების ტალღამ გადაუარა და აზრზე მოვიდა მია შეტრიალდა
-მაინც ჩემი იქნები-დაუყვირა თორნიკემ, მია შეტრიალდა და მისი მკვლელი მზერა თორნიკეს გააფთრებულ მზერას შეეჯახა
-დაუკვირდი რას ამბობ-ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით უთხრა
-შენს თავს არავის დაუთმობ, შენ ჩემი გახდები-მუქარით უთხრა თორნიკემ და სახეში გარტყმულმა სილამაც ვერ გაანელა მოწოლილი ემოციები, იმდენად მოაწვა ბრაზი რომ მიას მკლავებში სტაცა ხელი და სხეულზე მიიკრო სიფრიფანა სხეული, მია იმდენად დაიბნა და შეეშინდა მისი ქცევის რომ გაოგნებული მიაჩერდა მის ამღვრეულ თვალებს, თორნიკე რამდენიმე წამს დასცქეროდა დამფრთხალ გოგონას და იმის მაგივრად ხელი გაეშვა უფრო ძლიერად მოუჭირა ხელები და სრულიად გაუაზრებლად მის ტუჩებს მიწვდა, მია ადგილზე გააქვავა მისმა ქმედებამ, თორნიკე გონს მალევე მოეგო და მიას ცივად გაუშვა ხელები, იმდენად აიბნა რომ სახეში ვერც შეხედა გოგონას რომელიც ისევ ისე იდგა გაოგნებული, ვერაფერი თქვა , ვერაფერი მოიფიქრა, თავადაც გაოგნებული იყო, ვერ მიხვდა ასე როგორ დაკარგა თავი,ასე რატომ მოიქცა, თუმცა ის გააცნობიერა რომ მიას ცივ ფერმკრთალ ტუჩებს არაფერი უგვრძვნია და თავადაც ვერაფერი იგრძნო გარდა სიცივისა, მია მოტრიალდა როცა აზრზე მოსვლა შეძლო და სკოლისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით. საიდანღაც ნატა გამოუხტა სიცილით და ისე შეეშინდა მიას რომ შეხტა მოულოდნელობისგან
-ეგ თუ მოგარჯულებს-დას გვერდით ამოუდგა და კვლავ გაეცინა
-გგონია ეს სასაცილოა?-მიამ ნატას შეხედა -მან მაკოცა, გაბედა, გესმის რა ჩაიდინა? და იცი რაარის უცნაური? საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი გარდა ცივი შეხებისა
-მია ეგ ბიჭია შენი ბედისწერა-წინასწარმეტყველურათ უთხრა დას და წინ წავიდა
-რას ბოდავ-მია ნატას მკლავზე ჩააფრინდა და თავისკენ მიატრიალა
-ის ერთადერთია ვისაც უყვარხარ, მართლა უყვარხარ
-მაგრამ ის მე ვერ გამაბედნიერებს-დას ჩააცქერდა თვალებში
-მაგრამ შენ შეგიძლია გააბედნიერო
-ეს ასე ადვილია?
-ორი არჩევანი გაქ ის ან ბექა, მეტის უფლებას თა ს არ აძლევ, ამიტომ მგონია რომ...
-ისევ მე მადანაშაულებ ამ ყველაფერში?
-კარგი დაე ისე იყოს როგორც არის ყველაფერი, მაგრამ ინანებ
-ვიცი რომ ვინანებ-მიას ცრემლები მოერია, დას ხელი გაუშვა და სკოლისკენ გასწია, შესასვლელთან გიორგის შეეფეთა
-გავიგე დანიშნულხარ-მიახალა ისედაც ტვინარეულს ღიმილიანი სახით, მიამ აქ უკვე ვეღარ გაუძლო ცემლები გადმოსცვივდა, გიორგი დაიბნა და მიას მიაჩერდა, მიას დიდი ბრძოლა დასჭირდა საკუთარ თავთან რომ ემოციები მოეთოკა -კარგად ხარ?-გიორგი იდგა და გაკვირვებული უყურებდა მიას
-კარგად ვარ-რამდენი ტკივილი, სევდა და ბრძლა იყო ამ ორ სიტყვაში ჩატეული, მაგრამ ის ვერაფერს მიხვდა რადგან მია მისთვის კლასელზე მეტი არასოდეს ყოფილა
-შევიდეთ?-მიას მიაჩერდა თაფლისფერი თვალებით
-შენ შედი მეც შემოვალ-მიამ სულ ერთი წამით შეხედა იმ თვალებს რომელიც მისთვის სამყაროზე მეტი იყო და მაშინვე აარიდა მზერა
-მია მგონი კარგად არ ხარ
-მე მივხედავ ჩემ დას-ნატამ დაიხსნა ამ რთული სიტუაციიდან მია
-კარგი-გიორგი ეზოში შევიდა
-არაფერი თქვა არ გაბედო-უყვირა დას მიამ და შენობისაკენ წავიდა არეული ნაბიჯებით, ნატა ადგილზე დარჩა, და დიდხანს ვერ შეძლო ნაბიჯის წადგმა წინ და როცა შეძლო აზრების მოკრბა და ეზოს კარის შეღება გადაწყვიტა სიგნალის ხმამ დააბნია და აიძულა მიეხედა უნებურად იქით, ნიკას დანახვამ ღიმილი მოგვარა სახეზე და ანიშნა ხელით რახდებაო, ნიკამ ხელით ანიშნა მოდიო, ნატამ შეიცხადა მაგრამ ინტერესმა სძლია და მიუახლოვდა საჭესთან მჯდარ ნიკას
-გაგიჟდი?-ნატამ წარბები შეყარა და ნიკას მიაჩერდა
-როგორ ხარ?-ნიკამ გაუღიმა და გაატარა ნატას გამოხტომა
-ცუდად, შენმა ძმაკაცმა და გამიგიჟა
-მგონი პირიქით-ნიკას გაეცინა ისევ და ნატას კალამი გაუწოდა
-ეს რაა?-ნატა დაიბნა
-შენი ნომერი დამიწერე-პერანგი აიწია მაჯიდან და ხელი გაუწოდა, ნატა ისე აიბნა ვერაფერი მოახერხა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე
-დარწმუნებული ვარ უკვე ზეპირად იცი ჩემი ნომერი
-ეგ არა სხვა, ის რომელიც მარტო მე და შენ გვეცოდინება-ნიკა მიაჩერდა ნატას გამომწვევად, გოგონა კარგახანს ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო, თან ისე რომ ნიკას თვალს არ აშორებდა , ბოლოს კალამი აართვა და დაუწერა მაჯაზე ნომერი და მაშინვე მოტყდა იქიდან კალმით, ნიკას გაეცინა და მანქანა დაქოქა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
მთელი გაკვეთილები გარინდული იჯდა მია, მისი ფიქრი თორნიკეს და ბექას ვერ შორდებოდა, იმ ორ ადამიანს რომლებმაც თვდაყირა დააყენეს მისი ერთფეროვანი და მდორე ცხოვრება, იმ ორ ბიჭს რომლებიც მასზე კიარა თავიაანთ სურვილების ასრულებაზე ოცნებობდნენ და იბრძოდნენ იმის მისაღებად რაც მათ არცერთს ეკუთნოდა...მისი გულის, გულის რომელიც ეკუთნოდა მას ვისთვისაც არაფრით იყო გამორჩეული ეს გული... მიამ ვეღარ გაუძლო ამ ემოციების შემოტევას და ბოლო გაკვეთილიდან გაენთავისუფლა და სახლისაკენ გაემართა ნელი ნაბიჯით, იმ სახლისკენ რომელიც მისთვის მხოლოდ ჯოჯოხეთთან ასოცირდებოდა, მიას გონება გიორგიმ გაიტაცა ისევ და ძალიან შეეშინდა როცა უკნიდა მომავალმა მანქანამ გზა გადაუჭრა, თავოდან თორნიკე ეგონა და დაფეთდა მაგრამ როგორცკი იცნო ბექას მანქანა ყველა გრძნობა გაქრა და მხოლოდ ბრაზის და ზიზღის გრძნობამ დაურბინა სხეულში
-დაჯექი-მინა ჩასწია და გამოსძახა მბრძანებლური ტონით საჭესთან მჯდარმა, მიამ კარი გამოაღო დაჯდა და მიაჯახუნა მთელი ძალით, ბექამ მინა აუწია და დაკეტა მანქანის კარი, შემდეგ კი ადგილზევე შემოატრიალა მანქანა და აწყვეტილი გაიჭრა ტრასაზე
-რას აკეთებ?-დაფრთხა მია, რადგან ეგონა ბექა მათთან მოდიოდა და სახლში მიიყვანდა ბარემ
-რაიყო გეშინია ჩემი?-ბექას კმაყოფილების ღიმილმა გაუპო ბაგე და მიას შეხედა
-რის მიხწევას ცდილობ?-მიამ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა
-არაფრის, უბრალოდ მინდა გაგასეირნო, უფლება არ მაქ საცოლე სადმე წავიყვანო?-ბექა მიას ემოციებზე თამაშობდა
-რატომ არ მეშვები?-მია ბექას მიაჩერდა
-იმიტომ რომ მინდა ჩემი გახდე
-გული მერევა ასე რომ ამბობ-მია დაიჯღანა და საქარე მიანს მიაბჯინა მწვანე სფეროები
-თორნიკე რომ გეუბნება მაშინაც გული გერევა? თუ მოგწონს-მიახალა ბექამ და მიას შეხედა
-ახლავე გააჩერე-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-რომ არ გავაჩერო?-ბექამ სიჩქარეს მოუმატა, მია კარს დაეჯაჯგურა მაგრამ ვერ გააღო -გადახტომას აპირებ?-ავარდა ბექა და მაშინვე დაამუხრუჭა აწყვეტილი მანქანა, მიამ თავი მიარტყა კარს და გაბრუვდა რამდენიმე წამს, ბექა მანქანიდან გადავიდა, გააფთრებული მივარდა კარს, გამოაღო, მიას ხელი სტაცა მაჯაში და გადაათრია მანქანიდან -გგონია უფლება გაქ რამე მოითხოვო? და გგონია ძალა გეყოფა შემეწინააღმდეგო? გგონია ნებას მოქცემ გააკეთო ის რაც გსურს? შენ მე მეკუთვნი-ბექამ მიას ისევ ხელი სტაცა და მანქნაში ჩატენა კარი მიუჯახუნა და დაუკეტა, მიას თავი ძალიან სტკიოდა და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია გააფთრებულ ბიჭს, ბექა საჭეს მიუჯდა და მანქანა გააქანა გიჟივით, მია ხმას ვეღარ იღებდა იმის შიშით რომ რამე სისულელე არ ჩაედინა ბექას, კარგახნის ბოდიალის მერე ბექამ ტრასიდან გადაუხვია და ვიწრო უსწორმასწორო გზაზე შეაგდო მანქანა, მია შიშისა და მღელვარებისგან ხმას ვეღარ იღებდა, ცდილობდა გზა დაემახსოვრბინა მხოლოდ. ბექამ მანქანა შავი ჭიშკრის წინ გააჩერა, გადავიდა და მიაც გადაათრია, ისე ძლიერად უჭერდა მკლავზე რომ იყვირა ბოლოს მიამ
-გამიშავი ავადმყოფო-ბექამ კიბეზე აათრია, რკინის კარი გასაღებით გააღო და წიხლით შეაღო კარი, მიას ხელი უხეშად კრა და სახლში შეაგდო, შემდეგ კი გავიდა და კარი გარედან დაკეტა, მია მაშინვე წამოვარდა ფეხზე და კარს მივარდა სახელური დაქაჩა მაგრამ კარი გასაღებით იყო დაკეტილი
-გამომიშვი ავადმყოფო-კიოდა მია თან კარს ურტყავდა ხელებს გამწარებული, აქამდე არ ეჯერა რომ ბექა ასე მოექცეოდა, არ ეგონა რომ ასე წამოიყვანდა სადღაც მიტოვებულ სახლში, არ ეჯერა რომ ასეზთი რამ ნამდვილად ხდებოდა მის თავს, ეგონა ბოლო წუთამდე რომ სადღაც მიყავდა ისე უბრალოდ გასასეირნებლად... აქამდე ვერ იჯერებდა რომ ასეთი რამ მოხდა და ამ ფიქრებში თავგზა არეულს გასაღების ხმამ გაუფანტა ყველა ფიქრი, კარის გაღებისთანავე უკან დაიწია და დამფრთხალი მიაჩერდა ბექას
-გილოცავ გაბენიერებას ცოლო-მიახალა მიას და კარი დაკეტა ისევ გასაღებით და ჯიბეში ჩაიდო გასაღები
-რას ბოდავ გაგიჟდი?-მია მიაჩერდა მის არაფრისმთქმელ სახეს
-შენი ოჯახი ძებნას არ დაგიწყებს ასე რომ გირჩვნია შეეგუო ამ ამბავს, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ეს დღეს მოხდება თუ ორი კვირის მერე, მაგ კაბას გაგხდი თუ საქორწილოს
-მგონი სულ გაგიჟდი-მია შოკში იყო, ვერ წარმოიდგენდა რომ ასეთ სულელურ და საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, ვერ წარმოიდგენდა ვერასოდეს რომ საქმრო მოიტაცებდა, გამოკეტავდა და მისი ოჯახი კი ამაზე თვალს დახუჭავდა, ვერასოდეს იფიქრებდა რომ ასეთი რამ შეემთხვეოდა, ხმა ჩაუწყდა, ძალა წაერთვა, აზროვნების უნარი დაკარგა, ფიქრი შეწყვიტა რადგან გონებას ამდენის ატანა აღარ შეეძლო, იდგა ერთ ადგილას გარინდული და გაოგნებული, მაგრამ მაინც არ გრძნობდა შიშს, მხოლოდ ზიზღს და სიძულვილს გრძნობდა, და მასაც მხოლოდ საკუთარი თავის მიმართბრადგან ასეთი სულელი გულუბრყვილო და სუსტია.
-შენ ცოლობას მირჩევნია მოვკვდე-თქვა სრულიად გაუაზრებლად, ისე თითქოს იქ არავინ ყოფილიყოს
-გირჩევნია აზრზე მოხვიდე-ბექა მიუახლოვდა მიას და ნიკაპზე ხელი წაავლო, მია ისე დაფრთხა რომ უკან დაიწია რამდენიმე ნაბიჯით
-არ გაბედო და არ მომეკარო-უყვირა მომღიმარ ბიჭს
-და რომ მოგეკარო? მაშინ რა მოხდება?-ბექამ მიასკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, შესაბამისად მიამაც იმდენივე ნაბიჯით დაიხია უკან
-შეწყვიტე-მიას კიდევ ქონდა იმედი რომ ბექა ბოროტად ეთამაშებოდა
-რა შევწყვიტო?-ბექა ისევ ნელა მიიწევდა მიასაკენ და თვალს არ აშორებდა აცახცახებულ გოგონას
-ეს თამაში-მიას ხმა გაებზარა
-მოდი ჩემთან და განახებ რა არის თამაში-ბექას ხმაში ბრაზმა და ირონიამ გაიელვა, მიამ უკან მიიხედა და რომ მიხვდა უკან ვეღარ დაიხევდა გვერძე გახტა და კიბეზე ავარდა თუმცა ბოლო საფეხურზე მაჯაში ხელი სტაცა ბექამ და აკივლებული გოგონა მკლავებში მოიმწყვდია, მაგრამ მიამ იმდენად უძალიანდებოდა რომ ხელიდან დაუსხლტა და გავარდა დერეფანში, გაავებული ბექა გაეკიდა, მია იმმოთახაი შევარდა სადაც კარი იყო ღია და დაკეტვა ცადა მაგრამ ბექამ მიუსწრო კარს მიაწვა და გააღო, მია მიაჩერდა შეშინებული და აცრემლიანებული თვალებით
-გთხოვ შეწყვიტე-მიას ხმა ჩაუწყდა და ატირდა, ბექა მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა, მიამ უკან დაიხია და კედელს ბეჭებით რომ შეეხო თვალები დახუჭა, მაგრამ გაახილა უმალ როცა ბექას ცხელი სუნთქვა მიევრქვია სახეზე, გვერზე შეტრიალდა მაგრამ ბექამ ხელი მიაბჯინა კედელს და გადაუღობა გზა მიას, შემდეგ მეორეც მიაბჯინა და ხელებშორის მოიქცია ათრთოლებული გოგონა, მია თავდახრილი იდგა, ცახცახებდა ბრაზისა და მღელვარებისგან და ტიროდა, ბექა კმაყოფილი სახით დაყურებდა მის წინ აცრემლებულ გოგონას, მიას წვალება იქამდე განაგრძო სანამ გოგონამ თავადდ არ სთხოვა შეეჭყვიტა ასე მოქცევა
-როგორ ვიქცევი?-ბექამ შეიცხადა -უბრალოდ მოგიახლოვდი, ვერ ვხვდები რა გემართება- მიამ თავი ასწია და თვალებში ჩააცქერდა მისი ტანჯვით აშკარად კმაყოფილ ბიჭს, ძალა მოიკრიბა და ხელი კრა მოულიდნელად მთელი ძალით, ბექამ თავი ვერ შეიმაგრა და წატორტმანდა, მიაც გაუსხლტა და გავარდა ოთახიდან, კიბე ჩაირბინა, ფეხის ხმით მიხვდა რომ ბექაც გამოედევნა და გულმა უფრო გამალებით დაუწყო ცემა, სისხლი აემღვრია ძარღვებში და გაჩერდა ადგილზე გაჩერდა, ბექაც გაჩერდა
-საკმარისია-მია მისკენ მიტრიალდა -ზუსტად ვხვდები რაც გინდა და ამ სიამოვნებას არ მოგანიჭებ -ძალიან ღელავდა მაგრამ დაიმორჩილა ხმა და სხეული მაინც და ბექას გასაკვირად დივანზე დაჯდა, მშვიდი სახით, ბექა მაინც გრძნობდა რომ მია ძალიან შეშინებული და დათრგუნული იყო ამიტომ კვლავ განაგრძო მის გრძნობებზე თამაში
-გგონია რომ გეთამაშები?-თავზე წამოადგა გოგონას
-კიარ მგონია ზუსტად ვიცი-ახედა მიამ
-გგონია გაგიშვებ?
-მართალი ხარ, შენი ცოლი უნდა გავმხდარიყავი ორ კვირაში, რა მნიშვნელობა აქვს ეს მერე მოხდებოდა თუ ახლა, მაგრამ დრო მჭირდება აზრზე მოსასვლელად, იმედია გესმის...-მია ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა ლამის დააჯერა ბექა რომ მართლა შეეგუა მის ცოლობას, ბექა მიტრიალდა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, მიამ ისარგებლა მისი ყურადღების მოდუნებით, ტუმბოზე მდგრი ღამის სანათი აიღო ხელში და მისკენ მოტრიალებულ ბექას დაარტყა თავში, იმდენად ძლიერად რომ ბექამ თავი ვერ შეიმაგრა და იატაკზე დავარდა გაბრუებული, მია ჯიბეზე ეცა და ისე სწრაფად ამოაცალა სახლის გასაღები ბექა აზრზე ვერ მოვიდა, მია კარს ეცა, იმდენად უკანკალებდა ხელები რომ გაუჭირდა საკეტისთვის გასაღების მორგება თან ბექას უყურებდა რომელიც ადგომას ცდილობდა, მიამ კარი გამოგლაიჯა და დაკეტვა სურდა მაგრამ ბექას ხმა მოესმა
-მია-იღრიალა ბიჭმა და ფხეზე წამოვარდა გოგონა კარს შეეშვა და ეზოში გავარდა, ბექა თავიდან ბორძიკობდა მაგრამ თავს მოერია, გაიმართა და მიას გაეკიდა, გოგონა გზაზე გავიდა დაღმართზე დაეშვა , ბექაც შორიახლოს მისდევდა ყვირილით
-აქ ვერავინ გიპოვის გესმის? მაინც დაგიჭერ, შენ ჩემი ხარ-მისი ყვიილის ხმა თანდათან ახლოვდებოდა და მიაც უფრო და უფრო კარგავდა ძალას, ბექამ კარგახნის დევნის მერე დაეწია მიას და მაჯაში ჩაავლო ხელი, მია მთელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას, ცდილობდა მაჯა გაენთავისუფლებინა მაგრამ ბექამ მეორე მაჯაც დაუჭირა და ცდილობდა სახლისაკენ წაეთრია, მია მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა მაგრამ ვერაფერს გახდა, ნელნელა სახლისაკენ გზა სულუფრო მცირდებოდა, ხოლო მიას წინააღმეგობა იზრდებოდა, მია ხვდებოდა რომ იმ სახლში თუ დააბრუნებდა ბექა წასული იყო მისი საქმე, იქიდან ვეღარ გამოექცეოდა და ეს იყო ბოლო შანსი მისთვის გაქცეულიყო, მაგრამ ბექა ისე ძლიერად უჭერდა ხელებს მაჯებზე და მიათრევდა რომ მის წინააღმდეგობას აზრი არ ქონდა, მიას იმედი გადაეწურა როცა ეზოს კარს მიუახლოვდნენ და ცრემლები გადმოსცვივდა მაგრამ მანქანის ხმამ ორივე შეაკრთო და მიას იმედი ჩაუსახა, ბექა კი შეაშინა
-მიშველეთ დამეხმარეთ-იკივლა გოგონამ, მალე მანქანა მათ მიუახლოვდა და მის გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა იცნო თორნიკეს იქს ხუთი, ბექამ სანამ თორნიკე გააჩერებდა მანქანას მია თავის პრადოში შეტენა და საჭეს მიუჯდა, მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა, და აღმართზე ავარდა, თორნიკე გამოეკიდათ, მია იმდენად არია ამ სიტუაციამ რომ გონს ვერ მოდიოდა, ვერ აღიქვავდა რა ხდებოდა მის თავს... ბოლოს როცა გააცნოებიერა რომ აწყვეტილი მიდიოდა ბექა, უკან მჯდომი გოგონა გადაეტოტა საჭეზე და მთელი ძალით დაებღაუჭა, ბექამ უმალ დაკარგა კონტროლი მანქანაზე, გზიდან გადავიდა მანქანა, მაგრამ მია მაინც არ უშვებდა საჭეს ხელს და ცდილობდა რომ მანქანა გზას აღარ დაბრუნებოდა, ბექა კი მის მოშორებას ცდილობდა მაგრამ მანქანა უფრო დაშორდა გზას და დაღმართზე იკონტროლოდ დაეშვა და ხეს შეასკდა.
ნატას მაინც არ ეჯერა რომ ბექამ უბრალოდ სასეირნოდ წაიყვანა მია, მითუმეტეს სკოლიდან მომავალი და მთელი დღე მარინას კითხვებით მოაბეზრა თავი
-სახლში მოეყვანა წესიერად ჩაიცმევდა, რა საჭირო იყო გზიდან გატაცება
-გოგო ნე მომაბეზრე თავი, ბექას ასე უნდოდა
-აქამდე სადაა, რატომ არ მოყავს? ჰა? უკვე დაღამდა
-გეგა შენი შვილი მომაშორე კითხვებით თავის ქალა ამხადა უკვე
-შენს ოთახში წადი და შენს საქმეს მიხედე-მიმართა მკაცრად გეგამ
-მიდი დედა-ნანამ ანიშნა ასულიყო კიბეზე, ნატაც უკმაყოფილო სახით ავიდა და გადამალული ტელეფონი გამოიღო კარადიდან, ნიკას ნომერს დააცქერდა რომელსაც რამდენჯერმე დაერეკა უკვე და ნატას მიზანმიმართულად არ ეპასუხა მისთვის, კარგახნის ფიქრის მერე დაურეკა
-ნატა-ნიკას აშკარად გაუხარდა რომ დაურეკა გოგონამ
-მისმინე მიაზე რამე ხომარ იცით
-სალომემ გვითხრა რომ სკოლიდან მომავალი მია მანქანაში ჩაისვა და წაიყვანაო ბექამ, დავინახეო, ხოდა თორნიკეც ეგრევე გავარდა
-მანაც ის იფიქრა რაც მე-გაბრაზდა ნატა-შენ რატომ არ გაყევი
-უფლება არ მომცა, არც ზარებზე მპასუხობს
-შენი აზრით იპოვის მათ?
-კი, მისი ძმა მაგ სისტემაში რა ანუ კამერებს აკონტროლებს და ალბათ მას მოაძებნინებდა
-ანუ იპოვის
-მგონია რომ კი
-მის ძმას დაურეკე
-უკვე დავურეკე და მითხრა თორნიკემმგამაფრთხილა არაფერი გითხრაო არუნდა გაგრიოს ამ მაბებშიო
-ჯანდაბა-გაბრაზდა ნატა-კარგი თუ რამეს გაიგებ გამაგებინე-უთხრა და გაუთიშა სწრაფად, რადგან ყვირილის ხმა შემოესმა დაბლიდან, ნატას გული აუჩქარდა მღელვარებისგან და კიბეზე დაეშვა სწრაფად
-ჯანდაბა-ყვიროდა გეგა -ხო გითხარი-დედამის დაყვიროდა
-მე რა ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა, შენი შვილი ნამდვილი ქაჯია
-რა მოხდა-ატირებულ ნანას მივარდა ნატა
-შენი და და ბექა ავარიაში მოყოლილან-ამოიტირა ქალმა, ნატას ცრემლები მოაწვა და ატირდა კიდეც.
საავადმყოფოში მისულებს ძალიან გაუკვირდათ თორნიკე რომ დახვდათ იქ, გეგა საერთოდ წაიშალა და მისკენ გაიწია მაგრამ ლაშამ გააკავა
-დაწყნარდი მაგას მერე მივხედოთ -დაისისინა ლაშამ, გეგაც ჩაწყნარდა, ნატას უნდოდა მასთან მისულიყომმაგრამ გააკავა დედამ
-ნატა გთხოვ ნუ გააგიჟებ შენ ძმას და მამას, მერე დაელაპარაკე კარგი?-დაუჩურჩულა ნანამ და გეგას აყვნენ კიბეზე საოპერაციოსკენ, მიმღებში უთხრეს რომ ოპერაცის უკეთებდნენ და არ იციან ზუსტად როგორ იქნებოდნენ ოსინი



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

Იმ ავადმყოფს არაფერი ეჭირვება. Გოგონა კი ალბათ დალეწილი იქნებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent