შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შტრიხები და ჩრდილები(1 თავი)


27-05-2020, 17:26
ავტორი SnowWhite
ნანახია 788

იმ დღეს გამორჩეულად მონდომებული იყო მზე.ისე აფრქვევდა სხივებს,ისე აფრქვევდა რომ მუხლსაც კი მოიყრიდით მის წინაშე და მადლობას შესწირავდით ასეთი წყალობისთვის.
ეზოდან გამოსულმა სათვალე დაიკოსა ცხვირზე და სიცხით შეწუხებული სწრაფად გაუყვა ტროტუარს.
აი,პატარა ქალაქში ცხოვრების დადებითი მხარე.ყოველგვარი მანქანების,უფროს ძმასთან დარეკვების,ლოდინის,თუ როდის ინებებდა ნიკუშა მობრძანებას და მსგავსი შედეგების გარეშე შეეძლო მისვლა დანიშნულების ადგილამდე.
საჯარო ბიბლიოთეკაში მიდიოდა.
უფროსწორედ ბიბლიოთეკის ეზოში.პროექტზე მუშაობდნენ გოგოები.კედლის გაზეთს ამზადებდნენ.
ამღერებულ ტელეფონს დახედა და კარგად ნაცნობი კითხვის მოლოდინში თვალები აატრიალა.
-კალმები ხომ მოგაქვს?-გაისმა ლიზას აქოშინებული ხმა.
-აუ,დამავიწყდა.-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და გაეღიმა.
-მოგკლავ!იცოდე ვერ გადამირჩები.ლეილა მასწს რა ვუთხრა მერე?ხომ იცი აფრენს შენს კალმებზე.-არ ცხრებოდა ლიზა და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ტელეფონში.
-ჩემ ახალთახალ აიფონში არ გამოძვრე,გელოვანო.-სიცილით უთხრა გოგომ და გაუთიშა.
მისი ნაირფერი ტუშის კალმები ცნობილი იყო მთელ სკოლაში.ამერიკიდან საჩუქრად გამოუგზავნა დეიდამ.სხვა ბევრ საჩუქართან ერთად.დეიდის გახსენებაზე გულში სითბო ჩაეღვარა და სასწაულად გახალისებულმა შეაბიჯა ბიბლიოთეკის ეზოში.
ცაცხვის ხის ქვეშ მდგარ მერხს სამი გოგონა მისჯდომოდა.სკამზე ორი იჯდა.
ლიზას პირდაპირ მერხზე დაეკავებინა ადგილი.
-ინებეთ,თავადის ასულო.-კალმები ხმაურით დაუყარა მაგიდაზე და გოგონები გადაკოცნა.
-გადამირჩი.-გამაფრთხილებლად უთხრა ლიზამ და მეგობარს მთელი გულით გადაეხვია.
-არ გცხელა მაინც?-კატო სასწულად დაიმანჭა მის ჟესტზე.
-როგორც ჩანს ერთხელ ჩახუტება არ ეყო ეკატერინას.-მოჭუტული თვალებით მიმართა ლიზამ ქერა კულულებიან გოგოს.
-არა იყოს,მეორედ ვეღარ გადავიტან.-ხელები ასწია კატომ და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა წარბშეკრულ გელოვანს.
-სალომემ მალე მოვალო.-მობილურიდან თავი არ აუწევია ისე ამცნო ნუცამ მეგობრებს მაჩაიძის მოსვლის დრო.
-მაგარია ხუთი კაცი რომ ვაკეთებთ ამ ერთი ბეწო ფორმატს.-სიცილით თქვა ლილემ და კომპიუტერიდან ამობეჭდილი ინფორმაცია მაგიდაზე გაშალა.
-ყველაზე დიდი ვიყიდე რა ერთი ბეწო.-შეურაცხყოფილის სახე მიიღო კატომ.
საღამომდე თავს დასტრიალებდნენ "ყველაზე დიდ" ქაღალდს.თუმცა უფრო ზუსტი იქნება რომ ვთქვათ დროდადრო ყურადღებას მიაქცევდნენ ხოლმე.არც სურათების გადაღება დავიწყებიათ(რაშიც ძლივს აიყოლიეს გაფორმებით დაკავებული სალომე),არც ახალი ამბების განხილვა.ლიზას მეზობელი,შუა ხნის ანზორის ახალი მეგობარი გოგოთი რომ დაიწყეს,მეორე ნახევარსფეროში გადავიდნენ და ჯიჯი ჰადიდით დაასრულეს.
მყუდროება,რაც ბიბლიოთეკის პატარა ეზოში გამეფებულიყო საღამოს მოულოდნელმა სტუმრებმა დაურღვიეს.არ ელოდნენ აქ ვინმეს გამოჩენას.მითუმეტეს ერთად ამდენი ბიჭის?! თუმცა ამდენი გადამეტებული ნათქვამია.ოთხნი იყვნენ.გეგეჭკორი ლუკა,მისი ძმაკაცი ცოტნე და კიდევ ორი, რომელთაც მანამდე არასდროს შეხვედროდნენ.
-მეორე სკოლის სიამაყეებიც აქ ყოფილან.-ხელებგაშლილი წამოვიდა ლუკა გოგოებისკენ და ყველა სათითაოდ გადაკოცნა.არც ცოტნე დარჩენია ვალში.კატოსა და ლილეს მზერას კი არ გამოჰპარვიათ უჩვეულოდ დიდ ხანს რომ შეაჩერა ბიჭმა ტუჩები თავადის ასულის ლოყაზე.
-არა მხოლოდ სკოლის.ვიტყოდი ქალაქის სიამაყენი.-ყერმოღერებულმა შეუსწორა ლიზამ.
-ელიზაბეთს ვეთანხმები მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ თქვენი თამაშის შემდეგ ეგ სტატუსი ცოტა ხნით მოგვეხსნა,ლუკ.-ღიმილით უთხრა ნუცამ.
-ნინიკო,შენ ოღონდ მოინდომე და ჩემი ხელით გადმოგილოცავ სტატუსსა და წოდებას.თუნდაც ამისთვის წაგება დამჭირდეს.-თვალი ჩაუკრა გოგოს და მის შეკრულ წარბებზე გახალისებულმა სიცილით გააქნია თავი.
-ესენი ჩვენი მეგობრები არიან.დედაქალაქიდან გვესტუმრნენ მცირე ხნით.-ხელით მიუთითა ერთი მაგიდის მოშორებით მსხდომ ბიჭებზე.ქერათმიანი მაშინვე წამოიმართა და საკუთარ თავზე აიღო გაცნობა.მეორე ადგილიდანაც არ დაძრულა.არც კი გატოკებულა.არც ჟესტით გამოუხატავს ახალი ადამიანების გაცნობით მოგვრილი სიხარული თუ წყენა.

მუშაობას თითქმის ასრულებდნენ.ლილე,რომელსაც თავისი მაქსიმუმი შეესრულებინა,მერხთან იჯდა და თაბახის ფურცელზე გაურკვეველ ფიგურებს ხაზავდა.მოულოდნელობისგან,რაც თავზე წამომდგარმა ბიჭმა გამოიწვია,შეხტა და ფანქარი ხელიდან გაუვარდა.
-ერთ ფურცელს და ფანქარს ვერ მათხოვებთ?-ბოხი,ჩახლეჩილი ბარიტონით იკითხა.ლილემ პირი დააღო პასუხის გასაცემად მაგრამ მიხვდა რომ ბიჭი მას კი არა სალომეს მიმართავდა.
-რა პრობლემაა.-მხრები აიჩეჩა გოგომ და ფურცელი გაუწოდა შავ ფანქართან ერთად.ბიჭმა მადლობის ნიშნად თავი დაუკრა და თავის მაგიდასთან გადაინაცვლა.
გუგა ქალდანი ზედმეტად სიმპატიური იყო იმისთვის რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ეს არ შეემჩნიათ.ვერ შემჩნევა ხომ საერთოდ წარმოუდგენელი გახლდათ.შავგვრემანს ნაცრისფერში გადასული თვალები კიდევ უფრო მეტად მკაცრ იერს ანიჭებდა.დიდი ტუჩები კი იმდენად სისხლისფერი ჰქონდა საკუთარი თვალების დაჯერებაც კი გაგიჭირდებოდათ.
-აბაშიძეს ხატავ?-გაკვირვებული,ჩურჩულით ჩაეკითხა ლუკა ქალდანს და ლილეს გახედა.გოგონა სკამზე გვერდულად იჯდა და გრძელი ფეხები(შორტის გამო რომ უფრო დაგრძელებულიყო)წინ გაეშალა.თითებში გამომწყვდეულ ფანქარს უაზროდ ატრიალებდა და სივრცეს გაჰყურებდა.ლუკამ მზერა "ორიგინალიდან" გუგას ნახატზე გადაიტანა.
-ჰო,რა იყო,არ შეიძლება?-ირონიულად გაეცინა ბიჭს და ხატვა განაგრძო.
-ხო,მაგრამ...-ლუკას ბურტყუნზე ლამის ხარხარი აუტყდა.
-რომ ნახოს არაა გამორიცხული თავზე გადამახიოს?
-არა,მაგ სტილის გოგო არაა.მოსალოდნელია მინიმუმ შტრიხები და ჩრდილები დაგიწუნოს.-სერიოზული სახით უთხრა და დასარწმუნებლად თავიც დაუქნია.
ქალდანს გაეცინა მის ნათქვამზე და ნახატის დასასრულებლად კიდევ ერთხელ გახედა გოგონას.

-არ წავიდეთ?-დაღლილი ხმით იკითხა სალომემ და ფეხზე წამოხტა.
-პირდაპირ გამოგეცხადებინა წავიდეთომკითხვითი ინტონაცია რა საჭირო იყო,სალიტა?.-სიცილით უთხრა ლიზამ და ნუცასთან ერთად შეუდგა მაგიდაზე გაშლილი ნივთების აკრეფას.
-სალიტას მოგცემ მე შენ.-გაბრაზებული ცხენის კუდად შეკრულ თმაზე დაეჭიდა.-კარგი...დამავიწყდა მასე მიმართვის უფლება მხოლოდ ერთს რომ აქვს.-ბოლო ხმაზე აკისკისებულმა ლიზამ ფორმატის ქაღალდს ხელი დაავლო და ეზოდან ქუჩაში გაიჭრა.ხელი დაუქნია მეგობრებს,ბიჭებს და სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა.
-ესეც რომ თავადობაზე დადებს იმ წითელ თავს.-ჩაილაპრაკა სალომემ და ეტიკეტის სრული დაცვით დაემშვიდობა ხალხს.
ნუცა და კატო ერთად წავიდნენ.ლილე კი კვლავ მარტო გაუყვა ტროტუარს.
მზიანი დღე საღამო ჟამს გრილი სიოთი შეიცვალა.სასიამოვნოდ ელამუნებოდა შიშველ ფეხებსა და მკლავებზე გოგოს და თანდათან მისი კანის დახორკვლის მიზეზიც ხდებოდა.
ფოთლების შრიალს უგდებდა ყურს და ვერც კი მიხვდა როგორ წამოეწია მაღალი სხეული,რომლის პატრონმაც მკლავზე ხელი მოკიდა და სწრაფი ნაბიჯით მიმავალი შეაჩერა.ლილემ გაკვრივებულმა ახედა ბიჭს და ხელი გაითავისუფლა.ამაზე ქალდანს ჩაეცინა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-ეს დაგრჩა.-ფურცელი დაანახა და ვიდრე გადასცემდა სახეზე ჩამოშლილი თმა ორი თითით ყურზე გადაუწია.ლილემ გაუაზრებლად გამოართვა ფურცელი.გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ნახატს.თავის აწევა რომ ინება წინ სიცარიელე დახვდა.მანქანის ხმაზე ფეთიანივით მიიხედა უკან,მაგრამ მოშორებით სწრაფად დაძრული შავი ავტომობილის გარდა ვერაფერი გაარჩია.
სახლში უცნაურად აღელვებული დაბრუნდა.ცდილობდა ფურცელი ისე დაეჭირა ოჯახის წევრების კითხვები რომ თავიდან აერიდებინა.არც მისი ორად გადაკეცვა და ნახატის გაფუჭება სურდა.სახლში შესულმა მოკლედ მოუყვა აივანზე მჯდომ დედას დღის ამბები და მეორე სართულზე,საძინებლში ასულმა უჯრაში ჩადო ფურცელი.არ იცოდა ვინ იყო შავი ფანქრით შესრულებული ნახატის ავტორი.ჯერ ხელმოწერას ეძებდა,შემდეგ ინიციალებს,მაგრამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა.
ღამის 12 საათი სრულდებოდა ნუცამ რომ დარეკა სოციალურ ქსელში შექმნილ საერთო ჩატში.გაკვირვებულმა გადადო წიგნი გვერდზე და ზარს უპასუხა.
-ჩვენი ქალაქის მთავარი ელიტის უმთავრესო წარმომადგენლებო,მინდა სიამაყით გაუწყოთ რომ ახლა პირველის ერთი წუთია რაც იმას ნიშნავს რომ გელოვანი,ჩემი დასკვნებით წითელქუდასავით წითური გელოვანი მეჩვიდმეტედ მოევლინა სამყაროს.
ლიზას დაბადების დღე სულ გადაავიწყდა იმდენად იყო ნახატით გაართული.მეგობრების მილოცვას თავადაც შეურთდა.
ტრადიცია არ ირღვეოდა.ერთმანეთისგან იღებდნენ პირველ მილოცვას სოციალური ქსელის დახმარებით.ლიზა ცრემლებად იღვრებოდა,მიუხედავად იმის რომ ზუსტად იცოდნენ, თხუთმეტი წუთით ადრე დაიჭერდა ტელეფონს და მოუთმენლად დაელოდებოდა ზარს.
-დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ, საუკეთესო საზოგადოებავ.-ნუცამ ტექსტი დაასრულა,ვალი მოიხადა სამეგობროს წინაშე და ზარიც გაწყდა.



№1  offline წევრი EllaTriss

კარგია, ველოდები მოვლენების საინტერესოდ განვითარებას ❤ წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent