შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანეთი - სიყვარულის კუთხე. (პირველი ნაწილი, სრულად)


27-05-2020, 21:49
ავტორი Shygirl
ნანახია 4 661

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთაში მასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე. ოდესმე რომ გეთქვათ მასწავლებლად იმუშავებო, ალბათ მაგრად დაგცინებდით და გიჟად შეგრაცხავდით. არასდროს გამომდიოდა ბავშვებთან ურთიერთობა და სწორედ ამიტომ ჩემს თავს ამ პროფესიაში ნამდვილად ვერ ვხედავდი. უცხოეთში სწავლა დავასრულე და მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, მაინც საქართველოში დავბრუნდი. ჩემს ცხოვრებაში მაშინ ის მომენტი იდგა, როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი სისულელე იყო. მინდოდა რუტინას მოვშორებოდი და რაიმე განსაკუთრებული და განსხვავებული მეცადა. მინდოდა იმ ჩარჩოს ფარგლებს გავცილებოდი, რომლის შიგნითაც პატარაობიდან ვიყავი მოქცეული. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც ჩემი მომავალი ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო წამებსა და წუთებში გაწერილი. უნდა მესწავლა იქ, სადაც ჩემს მშობლებს უნდოდათ, უნდა მემეგობრა მათ შერჩეულ ადამიანებთან, უნდა მესაუბრა ისე, როგორც მათ სურდათ. მე ერთადერთი შვილი ვიყავი ოჯახში და მთელი ყურადღება მე მეპყრობოდა. ჩემი მშობლები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებულები იყვნენ. ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო მქონდა. თუმცა ერთხელ ერთმა ბრძენმა თქვა ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო და რაც არ უნდა ვამტკიცოთ რომ ასე არ არის, რეალურად ასეა. მე არ ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ბავშვების ცხოვრებით, არ ვთამაშობდი ქვიშაში, არ დავრბოდი ეზოში, არ მივდიოდი კაფეში, კინოში მეგობრებთან ერთად(რადგან ნამდვილი მეგობრები არასდროს მყოლია), ჩემი მშობლები არ ესწრებოდნენ ჩემს კონცერტებს, არ ვვახშმობდით ერთად, არ ვესაუბრებოდით ერთმანეთს სხვადასხვა თემებზე და ა.შ. მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდი, უამრავ ადგილს ვეცნობოდი, უამრავი თავგადასავლები გადამხდენია, მაგრამ გვერდით არავინ მყოლია, ვისაც ამ ყველაფერს გავუზიარებდი. ჩემი მშობლების შერჩეული მეგობრები ყოველთვის იმედებს მიცრუებდნენ. მათთვის უცხო იყო ნამდვილი ურთიერთობები. არ აინტერესებდათ არაფერი ფულისა და ტანსაცმლის გარდა. იმდენად საშინელ რაღაცებს უკეთებდნენ ერთმანეთს და შემდეგ ისევ ისე აგრძელებდნენ ცხოვრებას, რომ ყოველ ჯერზე გულისრევის შეგრძნება მქონდა. არც მე ვიყავი გამონაკლისი. თავის ქებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. სწორედ ამიტომ მეც მათი მსხვერპლი გავხდი ერთ დღეს და ამ დღის შემდეგ ვარ ადამიანი, რომელიც არავის არ ენდობა. ამ დღის შემდეგ მე მეგობრები აღარ მყოლია, მხოლოდ ნაცნობები, რომლებთანაც სიტუაციიდან გამომდინარე მიწევდა ყოფნა. ერთმა ბრძენმა ისიც თქვა არავის არ ენდოო, ჩემი აზრით, სულელი იყო. ნდობის გარეშე ნამდვილი ურთიერთობები წარმოუდგენელია. ვერასდროს იქნები ადამიანის მეგობარი, თუ ყოველთვის რაღაც ცუდს მოელი მისგან, არ ხარ ნამდვილი, ატყუებ, შენს რეალურ სახეს მალავ. მე ყოველ ჯერზე ამას ვაკეთებდი და სწორედ ამიტომ ვიყავი მარტო. წარსულის გამოცდილებამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ადამიანებს შანსის მიუცემლად ვუხურავდი კარს. მხოლოდ ორ ადამიანს ვენდობოდი, ჩემს მამიდაშვილ გიგას და ბებიაჩემ დოდოს. ორივე სიგიჟემდე მიყვარდა. თუ რაიმე დასამახსოვრებელი მაქვს წარსულიდან ყველა მომენტი ამ ორ ადამიანს უკავშირდება. მოკლედ ძალიან რომ არ გადავეშვა წარსულში გეტყვით, რომ 25 წლის მანძილზე პირველად მივიღე გადაწყვეტილება და 1 სექტემბერს თბილისში დავბრუნდი ფინანსისტის დიპლომით და ფიზიკის მასწავლებლის პროფესიით.
-გინდა რომ გაგვაგიჟო? იმისთვის არ გამიზრდიხარ რომ რომელიღაც სოფელში მასწავლებად იმუშაო. რას იტყვის ხალხი? საზღვარგარეთ იმიტო გასწავლეთ, რომ მამაშენს დახმარებოდი კომპანიაში და არა სადღაც მიყრუებულ სოფელში 2 ლარზე გემუშავა. -ახალი ამბით შეძრწუნებული იყო დედაჩემი.
-ნონა, თუ არ გახსოვს გეტყვი, რომ პირველი, რეალურად თქვენ არ მასწავლეთ საზღვარგარეთ. ას პროცენტიანი დაფინანსება მივიღე და თქვენთვის ერთი თეთრიც არ გამომირთმევია. მეორე, 25 წლის ვარ უკვე და თვითონ გადავწყვეტ როგორმე რა მინდა ცხოვრებაში და მესამე, ფეხებზე ხალხი რას იტყვის. თუ თქვენი პრესტიჟის დაკარგვა არ გინდათ, უთხარით რომ ქველმოქმედების პონტში ვარ წასული 1 წლით. -ბოლო წინადადება სიცილით ვთქვი და ჩემს ბარგს დავავლე ხელი.
-ვერსადაც ვერ წახვალ.-კატეგორიული იყო მამაჩემი.
-რა იყი დამაბავ? - ირონია არ დავაკელი ხმას.
-ილია, ნახე როგორ გველაპარაკება. არცერთხელ წინააღმდეგობა არ გაუწევია და ახლა რა დაემართა. - ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ნონა.
-აზრი არ აქვს. მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე და სამსახურიც ვიშოვე. რაც არ უნდა თქვათ და რაც არ უნდა გააკეთოთ მაიც წავალ.
-კარგი, წაბრძანდი. 1 კვირაში მაინც უკან დაბრუნდები და მოგწონს თუ არა კომპანიაში იმუშავებ. ნონა, ახლა უქრის და უნდა გაგვაგიჟოს, ვაცადოთ ხოხვით მოვა ჩვენთან და საკუთარ საქციელს ინანებს. -ხელი აიქნია ილიამ და ოთახი დატოვა. არც მე გავჩერებულვარ დიდხან დედას დავემშვიდობე და ბებიაჩემთან წავედი. ზუსტად ვიცოდი გიგაც იქ იქნებოდა და სიურპრიზს გავუკეთებდი. ჩემი ნივთები მანქანაში ჩავაწყე და გზას გავუდექი. იქიდან პირდაპირს სვანეთში წავიდოდი. სვანეთი იმიტომ ავირჩიე, რომ დოდო სვანი იყო. ბავშვობიდან იმდენ რამე მიყვებოდა სვანეთზე და სვან ხალხზე, რომ ძალიან მინდოდა მათი ნაწილი მეც გავმხდარიყავი. ამიტომ ზუსტად იმ სოფელში და იმ სახლში ვიცხოვრები, სადაც დოდო ცხოვრობდა ერთ დროს. ეს ამბავი რა თქმა უნდა პირველი მან გაიგო და ძალიან გახარებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით. ფიქრებში ვიყავი წასული ბინასთან რომ მივედი. ბარგი მანქანაში დავტოვე, საჩუქრები ავიღე და კიბეებზე ფეხით ავირბინე. ჭუჭრუტანას ხელი ავაფარე და ზარი დავრეკე.
-გიგა, მაცადე გამოვაცხობ და მერე ჭამე...-კარს აღებდა და თან გიგას ელაპარაკებოდა. რომ დამინახა შეხტა. -ვაიმე, ბებია -ცრემლი წამოსცვივდა და ხელები გაშალა ჩასახუტებლად. მეც არ დავაყოვნე და მთელი ძალით მოვხვიე ხელები. -ჩემი ლამაზი გოგო, როდის ჩამოხვედი? -არ მიშორებდა ისე მელაპარაკებოდა.
-ცოტა ხნის წინ.-ორივე ლოყა დავუკოცნე, კარი მივხურე და სახლში შევედი. მისაღებში გიგა გაწოლილიყო დივანზე და კალათბურთს უყურებდა. თვითონაც კალათბურთელი იყო. ხმაურზე გამოიხედა და მე რომ დამინახა წამში წამოფრინდა ფეხზე.
-ეე, ჰო არ ღადაობ? როდის ჩამოხვედი? -წამში ჩემს წინ აღმოჩნდა და ისე ჩამეხუტა ძვლების ტკაცუნის ხმა გავიგე. მეც როგორც შემეძლო შემოვხვიე ხელები და მის მკლავებში გავიტრუნე. საშინლად მომნატრებია. იმდენი ხანი იყო არ მენახა.
-აუ, ძალიან მომენატრეთ. -ამოვისლუკუნე და ორივე შევთვალიერე.
-არ კადრულობდი ჩამობრძანებას და მოგენატრებოდით აბა რა იქნებოდა. - ცხვირი აიბზუა გიგამ და საჩუქრების გახსნა დაიწყო.
-ვმუშაობდი, ჰო აგიხსენი. -თვალები ავატრიალე და სიცილი დავიწყე მის გამომეტყველებას რომ შევხედე. პირღია უყირებდა ჩემს საჩუქარს.
-მელანდება ჰო? - ძლივს ამოთქვა და მომაშტერდა.
-არა, ნამდვილია.-გამეცინა მე.თავისი საყვარელი კალათბურთელის ავტოგრაფიანი ფეხსაცმელები ეჭირა ხელში, რომლის მისაღებადაც ზუსტად 5 საათი ვიდექი რიგში, თუმცა გიგას ბედნიერი სახის დანახვისთვის ღირდა. 26 წლის იყო და ჯერ კიდევ ბავშვივით იქცეოდა.
-რამ აგაცანცარა ამხელა ბიჭი? - უკმაყოფილოდ აიქნია ხელი და თავის საჩუქარს მიუბრუნდა დოდი. ულამაზესი შარფი და უამრავი ჩაი იყო. გიჟდებოდა დოდო ჩაიზე. კოლექცია ქონდა. - ალექსანდრა, რამდენი ჩაია. ჩემს კოლექციას შევმატებ. -ბედნიერმა ამომხედა და თვალიერება განაგრძო.
-დოდოშკა იცი ვისი ხელმოწერაა? ლეგენდის, კობი ბრაიანტის. -ემოციებს ვერ მალავდა გიგა. ჯერ სად იყო.
-მანდ მაისურებიც არის, ნახე აბა.-თავით შეფუთვისკენ მივანიშნე. მანაც წამში ამოქექა რამდენიმე მაისური, მაგრამ ყურადღება მხოლოდ ერთს მიაქცია. მაიკლ ჯორდანის ავტოგრაფი იყო. გიგას ყვირილის ხმა, ეჭვი მქვს მთელმა ქალაქმა გაიგო.
-მაგის მისაღებად იმდენ ხანს ვიცადე ნახევარი სიცოცხლე დამაკლდა. - უკმაყოფილოდ ამოვთქვი.
-რა მოხდა მერე?-მხრები აიჩეჩა ვითომც არაფერიო.
-ბებია, გეთქვა რომ მოდიოდი გაგიკეთებდი რაღაცებს. -ქოთქოთებდა დოდო და თან სუფრას აწყობდა.
-დოდოშკა, რაღა უნდა გაგეკეთებინა ქორწილისთვის გაქვს მგონი სუფრა გაშლილი. -გავიცინე და გემრიელობები გადმოვიღე თეფშზე.
-გაფიცებ, მასწავლებლობა რამ გადაგაწყვეტინა თან სვანეთში?-ჭამის დროს მკითხა გიგამ.
-რამე ახალი მინდოდა მეცადა. -მხრები ავიჩეჩე.
-შენ არ იცი რა გელოდება, ბებო. ერთი სიამოვნებაა დილით გაღვიძებული აივანზე რომ გამოხვალ და ბუნებას გახედავ. ყველაზე მშვიდად იგრძნობ თავს. ისე მენატრება. რამდენი ხანია არ ვყოფილვარ. სიყვარულს რა ვუთხარი, თორემ რა ჯანდაბა მინდოდა თბილისში. -უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა დოდომ და თავი გააქნია. გამეცინა.
-მერე ჩამოვალ და წაგიყვან. - პირგამოტენილმა ამოვილაპარაკე.
იმ დღეს უამრავ თემაზე ვისაუბრეთ. დოდო ისევ გვიყვებოდა ისტორიებს სვანეთზე და მის ბავშვობაზე. რამდენიმე დღეში კი ამ ისტორიის ნაწილი მეც გავხდებოდი.

_________________________________________

მეორე დღეს გიგას ძმაკაცები მოვიდნენ. ერთ-ერთი მათგანი(მიშო) განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ.
-სად სწავლობდი?-მკითხა მიშომ და გვერდით მომიჯდა.
-ამერიკაში.- გავიცინე და ჩემი გაკეთებული ცივი ყავა მოვსვი.
-მართლა? მე კალათბურთს ვთამაშობდი ამერიკაში, მაგრამ ტრავმა მივიღე და წამოსვლა მომიწია. -უკმაყოფილოდ აზიდა წარბები და უფრო ახლოს მოიწია ჩემთან.
-სამწუხაროა. ალბათ რთული იყო არა?-გავუღიმე და საზურგეს მივეყრდენი.
-არც ისე. მაინც საქართველოში ყოფნა მირჩევნია. - მანაც ჩემი მოქმედება გაიმეორა. -ძალიან ლამაზი რომ ხარ, იცი? -ყურთან ძალიან ახლოს მოიწია და მიჩურჩულა. გამეცინა.
-კი, ბევრჯერ უთქვამთ.-მეც ჩურჩულით ვუთხარი და სავარძლიდან სიცილით ავდექი.
-ჩემი ალექსანდრა სვანეთში მიდის მასწავლებლად 1 წლით, სვანო. -სიცილით მიუბრუნდა გიგა მიშოს.
-ვა, მართლა? მაგარია. ჩემს კუთხეში მიდიხარ ესეიგი. -ეშმაკურად ააფახურა თვალები მიშომ. მე კი ეს გამომეტყველება არ მომეწონა და ცალი წარბი ავწიე.
-ჩამოგაკითხავთ ხოლმე .-დიდი ხნის მეგობარივით გადამხვია ხელი ნიკამ.
-იქღა მაკლდით. -ხელი ავიქნიე და სამზარეულოში გავედი.

_________________________________________


რამდენიმე დღე დოდოსთან და გიგასთან ერთად გავატარე და სვანეთისკენ გავუდექი გზას. რაღაც წინათგრძნობა მქონდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ამიტომ ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი დანიშნულების ადგილას. მესტიაში უამრავი პროდუქტი ვიყიდე და სოფლისკენ წავედი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს მით უფრო ლამაზი გარემო მხვდებოდი. არასდროს არ ვყოფილვარ ამ კუთხეში და მისმა სილამაზემ სრულიად დამადუმა. უშველებელი მთები, რომლებიც სოფელს გარს შემორტყმოდნენ,თითქოს რაღაცისგან იცავდნენ და ფარად იყვნენ აწოწილები. გამწვანებული მდელო უამრავი ველური ყვავილით აჭრელებული და მასზე მოსეირნე ცხენები მეტად ზღაპრულ იერს სძენდა გარემოს. მაშინ მივხვდი, რომ აქ ჩამოსვლა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და წინ დიდი თავგადასავალი მელოდა.



სახლის დალაგება ისეთი შრომატევადი აღმოჩნდა, რომ სამი დღე დამჭირდა მოსაწესრიგებლად. გარეთ გასვლა და ბუნების დათვალიერებაც კი ვერ მოვახერხე. მიუხედავად იმისა, რომ სახლი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო მამაჩემის წყალობით, უდიასახლისობას მაინც თავისი კვალი დაეტოვებინა. ისე მომწონდა აქაურობა, რომ ვერც გამოვხატავადი. ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებდი და ძილის წინ ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, რომ ისევ უმშვენიერესი ბუნებით დავმტკბარიყავი. ჩემი აივნიდან ისეთი ხედი იშლებოდა თავი სამოთხეში მეგონა და საათობით, თვალისმოუშორებლად გავყურებდი ჰორიზონტს. ჩემი სახლიდან რამდენიმე მეტრში ულამაზესი ხის კოტეჯოს მაგვარი სახლი იდგა, თუმცა კუტეჯი ცოტა დამამცირებელია იმდენად მდიდრულად გამოიყურებოდა და ისე ლამაზად შერწყმოდა გარემოს. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ სახლზე. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არ იყო, მისი დანახვა მაინც უზომოდ ბედნიერს მხდიდა. სახლის დალაგების შემდეგ პირველი, რაც განვიძრახე ეზოში ყვავილების და ხილის ხეების დარგვა იყო. მაგრამ 4 დღე იყო გასული, რაც ჩამოვედი, სახლიდან ცხვირიც არ გამიყვია და არავის ვიცნობდი, ვინც მეტყოდა სად უნდა მეყიდა ნერგები. ამიტომ ეს საქმე მოგვიანებით გადავდე. სკოლა 3 დღეში იწყებოდა და გადავწყვიტე იქ მეკითხა ვინმესთვის. აივანზე ვიჯექი, ისევ ჩემი ოცნების სახლს გავყურებდი ჭიშკრის ხმა, რომ გაისმა და ფიქრებიდან გამომაფხიზლა. სწრაფად წამოვდექი და ისე რომ არც შემიხედავს ვინ იყო კიბეებზე დავეშვი. გარეთ გასულს კი შუახნის ღიმილოანი ქალბატონი დამხვდა.
-გამარჯობა.- მივესალმე და მისკენ წავედი.
-გაგიმარჯოს. მე გულნარა ვარ. სკოლის დირექტორი. -სანდომიანად გამიღიმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველივე დანახვაზე საოცრად მომეწონა ეს ქალბატონი.
-შემობრძანდით სახლში. - მეც ღიმილით ვანიშნე სახლისკენ და უკან წინ გავუძეხი. - ყავას ინებებთ თუ ჩაის?
-არ შეუწუხდე შვილო, არაფერი არ მინდა. აი კუბდარი გავაკეთე და ვიფიქრე მოგიტანდი და თან გავიგებდი როგორ მოეწყე. - თეფში მაგიდაზე და სახლი მოათვალიერა. -ამ სახლში ჩემი მეგობარი ცხოვრობდა. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. მერე თბილისში გათხოვდა და აღარ შევხმიანებულვართ. ეჰ, რა კარგი დრო იყო. - ჩაფიქრებულმა და წარსულში დაბრუნებულმა ამოილაპარაკა.
-დოდო? ბებიაჩემია.- თვალებაციმციმებულმა ამოვილაპარაკე და მის წინ სკამზე დავჯექი.
-მართლა? წეღან კი მიგამსგავსე, მაგრამ ვიფიქრე დოდოს შვილიშვილს მასწავლრბლად თან სოფელში რა უნდა მეთქი. - ბედნიერმა ამოილაპარაკა და თვალი მომავლო. -როგორ არის ბებია?
-კარგად. ახლახან ჩამოვედი ამერიკიდან და პირდაპირ აქეთ გამოვიქეცი. კარგად მეც არ მინახავ.-გავიცინე. - ისე რაც მახსოვს სულ სვანეთზე და აქ გატარებულ დროზე ლაპარაკობს. მეც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩამოსვლა. დოდოსაც აუცილებლად ჩამოვიყვან. - პირობა მივეცი და კუბდარის ერთი ნაჭერი გემრეიელად ჩავკბიჩე. -ღმერთო, ძალიან გემრიელია. - გაოცებულმა ვუთხარი. მართლაც უგემრიელესი იყო.
-შეგერგოს, შვილო. ვიფიქრე სკოლაზე ვეტყვი ერთ ორ სიტყვას მეთქი, როგორ სიტუაცია დაგხვდება რომ იცოდე. -საქმეზე გადავიდა ქალბატონი გულნარა. მეც ყურადღებით მოსმენა დავიწყე. -ეს სკოლა სამი წელია, რაც აშენდა. იქამდე ბავშვებს სხვა სოფელში უწევდათ სიარული და წვალდებოდნენ ძალიან, შვილო. გაახაროს ღმერთმა, დუდა. სულ თავისი სახსრებით ააშენა სკოლა. იმის ოჯახმა იმრავლოს. მთელი სოფელი მაგას ემადლიერება. ჯერ ახალგაზრდა კია შვილო, მაგრამ იმდენი ბიზნესი აქვს თბილისში, სულ თავისით მიაღწია. სვანეთს მაინც ვერ ელევა. ყოველ კვირას თუ არა ორ კვირაში ერთხელ მაინც აქ არის. - ცოტა არ იყოს ვერ ვხვდებოდი ამდენს რატომ მელაპარაკებოდა ამ ბიჭზე. ლამის მთელი ბიოგრაფია მომიყვა. მეც მორჩილად ვუსმენდი. - აგერ აქ ცხოვრობს შვილო, შენს მოპირდაპირად. - ფანჯრიდან ჩემი ოცნების სახლი მაჩვენა. ახლა ყველაფერი გასაგები იყო. -ჩვენ სკოლაში, ორი სოფლიდან დადიან, მაგრამ ბევრი ბავშვი მაინც არ არის. სულ 90 მდე იქნება. ყველა ქალაქში გადადის. აღარავის უნდა სოფელი. - დანანებით ამოილაპარაკა და ხელი აიქნია. - შენს გარდა კიდევ ერთი ფიზიკის მასწავლებელია. ბევრი საქმე არ გექნება. ხშირად არც კი დადიან ბავშვები გზის გამო.სწავლას ათის ნახევარზე ვიწყებთ. აქედან 2-3 კილომეტრში იქნება სკოლა, მაგრამ გარეთ მანქანა დავინახე ტალახში არ გაგიჭირდება სიარული. -ყველაფერი ჩამომირაკრაკა გულნარამ და ჩაფიქრდა რამე ჰო არ დამრჩა სათქმელიო. -დანარჩენს რომ მოხვალ იქაც გაიგებ.
-გასაგებია. ვეცდები ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო. -მართლა ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ერთი წელი დასამახსოვრებელი და ბევრი ახალი რამის მსწავლებელი ყოფილიყო ჩემი მოსწავლეებისთვის.
- ახლა უნდა წავიდე მე. საქმეები მაქვს. თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს იცოდე. ჩემი დოდოს შვილიშვილი ხარ და ჩათვალე ჩემიც. - თავისი ნომერი დამოტოვა. მე ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე და სასიამოვნო ემოციებით დატვირთულმა გავაცილე.


სკოლის პირველი დღე.
თავს ისე ვგრძნობდი, როგორც პირველკლასელი. ის ემოციები განმიახლდა 20 წლის წინ, რომ პირველად შევაბიჯე სკოლაში და მაშინვე მივხვდი, სადღაც ჯანდაბაში ამოვყავი თავი. ვერასდროს ვიტანდი სკოლას. მძულდა ჩემი მასწავლებლები, რომლებიც თითქოსდა ცდილობდნენ თავისი მიკერძოება დაემალათ, მაგრად არაფერი გამოსდიოდათ. უაზრო გაკვეთილები და საკუთარი აზრის თავზე მოხვევა პატარა ასაკიდანვე მაღიზიანებდა. ამიტომაც იყო, რომ ვერ ვეგუებოდი ვერც ერთ სკოლას და 12 წლის მანძილზე 8 სხვადასხვა კლასში ვიჯექი. მასწავლებლობაც არ იყო ჩემი საქმე. პროფესიით ბიოფიზიკოსი ვიყავი. მიყვარდა ჩემი საქმე და 5 წელი სერიოზულ კვლევით კომპანიებშიც ვმუშაობდი, მაგრამ ახლა დასვენება და რაღაც ახალი მინდოდა ცხოვრებაში. საქართველოც საშინლად მენატრებოდა. უნდა გამოგიტყდეთ, სანამ სამსახურში წავიდოდი შემეშინდა, რომ ამ ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი, არც მასწავლებლობა მომწონდა და არც ბავშვებთან ურთიერთობა გამომდიოდა დიდად. წამით ვინანე კიდეც ჩემი გადაწყვეტილება და ისევ წვიმიან ნიუ-იორკში დაბრუნება მომინდა, მაგრამ გარეთ გამოსულმა ნაცნობი ბუნების და სისუფთავის სურნელმა ჩემი ფიქრები უკუაგდო. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ვეცდებოდი ისეთი მასწავლებელი ვყოფილიყავი, როგორიც მე მჭირდებოდა ბავშვობაში.

პირველდღესვე ვაგვიანებდი. წინა დღეს ფეხით ვაპირებდი წასვლას სამსახურში, მაგრამ ფიზიკირად ვერ მოვასწრებდი. მანქანა საშინელ გზაზე, როგორც სწრაფადაც შემეძლო ისე ვატარე და სამსახურში 5 წუთით ადრეც გამოვცხადდი. სვანეთში უკვე საკმაოდ ციოდა. მეც თბილ სვიტერში, ჯინსში და ბათინკებში გამოწყობილი სირბილით წავედი შესასვლელისკენ. ორ სართულიანი, საკმაოდ კეთილმოწყობილი შენობა იყო.ბატონ დუდას ნამდვილად არ დანანებია ფული. დერეფანში ბავშვები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და ზაფხულის არდადეგების შესახებ უყვებოდნენ. თვალებით სამასწავლებლოს ვეძებდი და მალევე მივაგენი.
-გამარჯობა.- ღიმილით მივესალმე ყველას. მაშინვე ყველას ყურადღებამ ჩემსკენ გადმოინაცვლა. უხერხულად არ მიგრძვნია თავი. მიჩვეული ვიყავი. ქალბატონმა გულნარამ შემამჩნია და ჩემკენ ღიმილით წამოვიდა.
-გაიცანით, ალექსანდრა ქავთარაძე. ჩვენი ფიზიკის ახალი მასწავლებელი. 1 წელი იქნება ჩვენთან. -თვალები მოვავლე ყველას. ძირითადად სულ შუახნის ქალბატონები იყვნენ და 2 მამაკაცი. ერთი შუახნის, მეორე კი 35 წლამდე იქნებოდა. დირექტორმა ყველა სათითაოდ გამაცნო. ყალბ ღიმილ აკრული ვესალმებოდი ყველას. ვხვდებოდი დიდად ბედნიერები არ იყვნენ ჩემი იქ ხილვით. დიდად არც მადარდებდა.
-ძლივს ახალგაზრდა შემომემატა.- კმაყოფილმა აატრიალა თვალები გიორგიმ და ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა. -ჩემი და ჩემი ცოლის გარდა ყველა შუახნის არის.- ამის გაგებაზე გარემო მოვათვალოერე.
-არ მითხრა, რომ აქედან რომელიმეა შენი ცოლი. - გაკვირვებული დავაკვირდი და ისევ გარემო მოვათვალიერე. ჩვენს გარდა ახალგაზრდა არავინ იყო. გიორგიმ მაგრად გადაიხარხარა. საერთოდ თავის ასაკთან შედარებით ცოტა ცანცარა იყო.
-ის ბუღალტერია, დღეს არ არის.
-ალექსანდრა. - გულნარას ხმა მომესმა. შეტრიალება ვერც მოვასწარი ისე უცბათ ამესვეტა წინ. უზარმაზარ სხეულთან ერთად. ფეხზე წამოვდექი და ჩემზე ერთი თავით მაღალს ავხედე.ჰო მეც საკმაოდ მაღალი ვიყავი. უსაზღვროდ სიმპატიური იყო.დაახლოებით 32-33 წლის იქნებოდა. ამდენი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, უამრავი ბიჭის ყურადღება მიმიპყრია, მაგრამ ეს მამაკაცი უბრალოდ უღმერთოდ სიმპატიური იყო.
-გამარჯობა. -არ დავიბენი და გავიღიმე.
-დუდა ეს არის ჩვენი ახალი მასწავლებელი. ალექსანდა ქავთარაძე. - თავისზე ბევრად მაღალ მამაკაც შეხედა, რომელიც ურცხვად მათვალიერებდა წარბაწეული. -ალექსანდრა, შვილო. ეს დუდა დადვანია. ჩვენი სკოლა მან ააშენა.
-სასიამოვნოა.-მის გამოწვდილ ხელს, ჩემი მივაგებე. თვალებში მიყურებდა ირონიულად. ოდნავ მომიჭირა ხელი და შემიშვა.
-იმედია ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება. - საშინლად ხრიწიანი ხმით მითხრა.
-როგორ მოგეწონა ჩვენი მასწავლებელი? - ხელი გადახვია გიორგიმ.
-მოგისწრია გაცნობა.-ჩაიცინა და გადაეხვია.
-რაღაც ძალიან დაიკარგე შენ- ალმაცერად ახედა გიორგიმ. სავარაუდოდ დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და საკმაოდ ახლოც.
-რამდენიმე კვირა შეხვედრები არ მაქვს და აქეთ ვარ. -ზარის დარეკვამ შეაწყვეტინათ საუბარი. მეც გაკვეთილი მქონდა. ჩემი ნივთები ავიღე და ისე სწრაფად გავქრი ადგილიდან მეც კი გამიკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბატონი დუდა მეზობლები ვიყავით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მისთვის თვალიც კი არ მომიკრავს.


სამსახურიდან სასტიკად დაღლილო მოვდიოდი. ფეხით სიარული ძალიან მიყვარდა და მანქანას საერთოდ აღარ ვიყენებდი. ძალიან მღლიდა სკოლის სიტუაცია. ხმაურს ვერ ვიტანდი, სადაც აქამდე ვმუშაობდი ისეთი სიმშვიდე იყო ბუზის გაფრენის ხმას თუ გაიგებდით მხოლოდ, ახლა კი ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოვჩნდი. ამ ფიქრებში ვიყავი ჩემი ოცნების სახლს რომ მივადექი და კართან მდგარი უზარმაზარი შავი ძაღლი პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. ძაღლების არ მეშინოდა, პირიქით ვგიჟდებოდი მათზე. არც ახლა დავძრულვარ. ძაღლი მომიახლოვდა, გარს შემომიარა და ზედ შემომახტა. თავი ვერ შევიკავე და დაბლა დავეცი. მან კი მთელი სახე ამილოკა და თამაში დამიწყო. მეც მოვეფერე. ბალახებში გაწოლილს სუნთქვა მიჭირდა სიცილისგან. მერე ორი ძალიან პატარა ლეკვი გამოვიდა ღობის მეორე მხრიდან. ისეთი საყვარლები იყვნენ. თუმცა წესიერად ვერც ვარჩევდი. სიცილისგან ცრემელებს თვალები დაებინდა. მათაც სავარაუდოდ დედას მიბაძეს და ჩემთან თამაში გააგრძელეს. ისე გავერთე, რომ ვერც შევნიშნე დუდა დადვანი, როგორ მიყრდნობოდა ღობეს და სანახაობას სიგარეტის კვამლში გახვეული შესცქეროდა. უცბათ წამოვიწიე და ფეხზე წამოვდექი. დედამ და შვილებმა უკმაყოფილოდ ამოიწკმუტუნეს და ახლა პატრონის მხარეს გადაისროლეს.
-ძალიან იშვიათია, ზევსს რომ ვინმე მოეწონოს. - უფრო ხრიწიანი გახდომოდა ხმა. ჩაახველა, რომ ცოტა გაეწმინდა.
-ვგიჟდები ცხოველებზე. ალბათ მიხვდა და ამიტომაც მოვეწონე, არა პატარა? - ხელით წავეთამაშე ზევსს. მერე კი ჩემს ფეხებთან აწკმუტუნებული ლეკვები ავიყვანე ხელში და მოფერება დავუწყე. -უსაყვარლესები არიან. -ერთი ნაბიჯით უკან დავიწიე და ძირს დავეცემოდი დადვანს რომ ხელით არ დავეჭირე. ტერფი და გვერდი საშინლად მტკიოდა. ალბათ ცუდად დავეცი.
-კარგად ხარ?- არც კი განძრეულა, ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოსულმა მკითხა. წამით სუნთქვა შემეკრა და საშინლად ლურჯ თვალებს დავაკვირდი.
-ღმერთო, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. -ისეთი არაადეკვატური ვიყავი იმ მომენტში, მეც კი გამიკვირდა საკუთარი თავის.
-დაცემისას თავი მაგრად დაარტყი თუ სულ ასეთი არაადეკვატური ხარ? - გაიცინა და წელზე შემომხვია ხელი.
-ცოტა-ცოტა ორივე. - გავიცინე და ვცადე მისი ხელისგან თავი გამენთავისუფლებინა.
-ვერ დადიხარ, მიგიყვან სახლამდე. - ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- არ მინდა. მე თვითონ წავალ. - გავჯიუტდი. მეც არ ვიცი რატომ. - კიდევ კარგი შაბათ-კვირა უწევს. -ჩემთვის ამოვიბურტყუნე.
-წამოდი, წამოდი. - სიცილი დაიწყო. ისეთი მომხიბვლელი ღიმილი ქონდა წამით შემშურდა. ხელში ამიტაცა და ჩემი სახლისკენ წამიყვანა. -არაფერს ჭამ? ძალიან მსუბუქი ხარ. -ხელში შემათვალიერა.
-რას არ ვჭამ. როცა მშია იმდენს ვჭამ შენც კი შეგჭამ. -ასეთი სისულელე რატო ვთქვი არ ვიცი. თვალები ავატრიალე. ეს ჟესტი არ გამოპარვია და გულიანად გადაიხარხარა.- ნუ დამცინი.
-25 წლის კი ხარ, მაგრამ 2 წლის ბავშვს გავხარ.-სიცილს უფრო უმატა და ჩემი სახლის კართან ჩამომსვა, რომ გამეღო.
-მადლობა რომ დამეხმარე. - ცხვირი ავიბზუე და სახლის კარში ისე გავუჩინარდი უკან, არც მომიხედავს. მთელი დღე უაზროდ გავლიე. ღამეც ვერ დავიძინე. დრო ჯერ კიდევ არეული მქონდა და ამერიკის დროზე ვიყავი მოწყობილი. სიმღერები ჩავრთე და როგორც შემეძლო ჩემი ატკიებული ფეხით ავყევი. პატარაობიდან ვმღეროდი. საკმაოდ კარგი ხმა მქონდა.ამიტომ, როცა კი საშუალება მომეცემოდა სულ ვმღეროდი. ამის შესახებ საერთოდ არავინ არაფერი იცოდა. მხოლოდ ჩემთვის მიყვარდა სიმრერა, როცა არავინ მისმენდა. ახლაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის სიმღერა დავიწყე.
- Half past twelve
Watchin’ the late show
In my flat all alone
How I hate to spend the evening on my own. - როგორც შემეძლო ჩემს უკანალს ვათამაშებდი და იატაკის ჯოხს მიკროფონად ვიყენებდი. რამდენიმე წამში კარზე კაკუნი გავიგე. არავის ვიცნობდი ისეთს, რომ ღამის 2 საათზე სახლში დამდგომოდა. გაუბედავად მივედი კართან და გამოვაღე. ჩემს წინ დუდა დადვანი იდგა. მე კი ჩემს უფუმფულეს ძაღლებიან პიჟამაში ვიყავი გამოწყობილი და თავზე კოსა დაუდევრად შემეკრა. არც მკითხა ისე შემოვიდა სახლში და დივანზე დაიკავა ადგილი. გაოცებული გავყევი უკან და მის წინ დავდექი.
- უკაცრავად? - კითხვის ნიშნის მზერა შევანათე და ცალი წარბი ავწიე.
- ძალიან საყვარელი ხარ. - ისე გულწრფელად მითხრა და გამიღიმა, რომ გაშეშებული დავრჩი ერთ ადგილას. კომპლიმენტებს ძალიან ხშირად მეუბნებოდნენ, მაგრამ მისგან მოსმენა რაღაც სასწაულად მესიამოვნა. ღიმილი ქონდა რაღაც სასწაული. საერთოდ ძალიან ხშირად იღიმოდა ან უბრალოდ მე მეჩვენებოდა.
- შენ კიდე ვერ ხარ. -პატარა ბავშვის პასუხივით გამომივიდა და ჩემს თავზე ნერვები საშინლად ამეშალა. - ამ დროს აქ რას აკეთებ?
- მეგონა გეზიზღებოდა საღამოს მარტო გატარება. - სიცილით მითხრა და სიგარეტი ამოიღო. - შეიძლება? - კოლოფზე მიმითითა. ნებართვას ითხოვდა. გამეცინა. თავი დავუქნიე და სამზარეულოდან საფერფლე გამოვუტანე. თავის გრძელ თითებში მოექცია ღერი და ეწეოდა. მე ისე მონუსხულივით შევცქეროდი, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს აკეთებდა.
- ეგ უბრალოდ სიმღერის ტექსტი იყო. - აზრზე რომ მოვედი მაშინ ვუთხარი.
- შეიძლება. თუმცა ადამიანს ყველაფერი შეუძლია თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. - თვალი ჩამიკრა და გაიცინა. ეჭვის თვალით შევხედე და მის გვერდით ჩამოვჯექი.
- რატო გაჩერდი? - ნაწყენმა გამომხედა. არა მართლა ვერ იყო.
- მაყურებელებს მიჩვეული არ ვარ. - გულწრფელდ ვუთხარი.
- არადა სასწაული ხმმა გაქვს და უფრო ფართო აუდიტორიას უნდა მოასმენინო. - შემომხედა და გამიღიმა. ალბათ იცის ასე რომ მოქმედებს მისი ღიმილი ჩემზე და სპეციალურად აკეთებს.
- მე კიდე პირიქით მგონია. მირჩევნია საკუთარი თავისთვის ვიმღერო, ვიდრე სხვებისთვის. - მხრები ავიჩეჩე. - სხვათაშორის შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ჩემი ნამღერი მოისმინა და საერთოდ არ მომწონს ეგ ფაქტი.
- ღადაობ? - სახე გაუბრწყინდა. - დაფიქრდი, ახლა საიდუმლო გვაკავშირებს ერთმანეთთან. შენ ვერც წარმოიდგენ ისე გამისწორდა ეგ ფაქტი, რომ მარტო მე ვიცი როგორი მაგარი ხმაც გაქვს. - აღფრთოვანებულმა მითხრა.
- ეგ არ არის სამართლიანი. მე არ ვიცი შენი საიდუმლო. - მოჩვენებითი სიბრაზით გადავაჯვარედინე ხელები და გავიცინე.
- მე ვხატავ. არავინ იცის ამის შესახებ შენს გარდა. ბარი-ბარში ვართ.
- მართლა? მანახებ ნახატებს? - პატარა ბავშვივით აღტაცებულმა ვკითხე და თვალებში ჩავაშტერდი.
- ერთ დღეს შეიძლება განახო კიდეც, მაგრამ დღეს არა.

ამ დღის შემდეგ უამრავ თემაზე ვსაუბრობდით და ერთი კვირის მანძილზე ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს. იმდენად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა დუდა დადვანი, რომ ყოველ მის სიტყვას ყურადღებით ვისმენდი და ვცდილობდი უფრო მეტი რამე მესწავლა მისგან. ისიცი იმავეს ფიქრობდა ჩემზე, რადგან რამდენჯერმე საუბარში მითხრა ამის შესახებ.
- ხვალ მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო. - იმ დღეს ჩემთან ვიყავით და უკვე სახლში წასვლას აპირებდა რომ მითხრა.
- კარგი. წავიდეთ. - გავუღიმე და გარეთ მასთან ერთად გავედი.
- თბილად ჩაიცვი და დილის 10-ზე ჩემთან გადმოდი. - რადგან შაბათი იყო და სკოლაში წასვლას არ ვაპირებდი უპირობოდ დავთანხმდი. ძალიან მიყვარდა მასთან ერთად დროის გატარება. უნდა გამოვტყდე დუდა დადვანი უკვე ძალიან მომწონდა და როგორც მეგობარს ისე სულაც არ ვუყურებდი. მისდამი ნდობა ისე უნებურად გამიჩნდა, თანაც ძალიან მალე, რომ ცოტა არ იყოს მეშინოდა. 1 კვირაში ისე კარგად მოვახერხეთ ერთმანეთის გაცნობა, მაგრამ კიდევ იმდენი რამ იყო, რაც არ ვიცოდით. ყველაფერზე ვსაუბრობდით საკუთარი თავების გარდა. ვიცოდით ერთმანეთის შეხედულებები სხვადასხვა თემებზე, მაგრამ არაფერი ერთმანეთის პირადის შეხაბებ. არც კი ვიცოდი რას წარმოადგენდა დუდა დადვანი, თუმცა ეს პრობლემას სულაც არ მიქმნიდა. დილით ძალიან სწრაფად მოვემზადე და 10 საათზე უკვე დუდას სახლთან ვიყავი. ძალიან ბევრი ვეძახე, კარზეც დავაკაკუნე, მაგრამ არავინ მიღებდა. უკანა ეზოში გავედი და ზევსის და პატარა ლეკვების გარდა არავინ იყო. უცნაურად მომეჩვენა. კართან მივედი და გაღებას შევეცადე, ჩემდა გასაოცრად ღია იყო. ცოტა კი მეუხერხულა დაუკითხავად რომ შევედი სახლში, მაგრამ მაინც გავაგრძელე გზა. დუდას მანქანა ეზოში ეყენა, ანუ შორს არსად იყო წასული. პირველად არ ვიყავი მის სახლში და გზის გაგნება ადვილად მოვახერხე. ეს სახლი კიდევ უფრო ზღაპრული იყო შიგნიდან. ყველაფერი ხის იყო. თითქოს ძველ სტილში იყო გადაწყვეტილი, მაგრამ თანამედროვეობის ელემენტებიც დაკრავდა. უკვე მისაღებში ვიყავი გასული იატაკზე დაგდებული დუდა, რომ დავინახე. წამში მივვარდი მასთან.
-დუდა, დუდა. - მისი სახე ხელებში მოვიქციე და წამში ცრემლები წამომცვივდა. საერთოდ ძალიან გულჩვილი ვიყავი. ახლაც პულსი ძლივს უცემდა და ყველაფერ საშინელზე ერთად ვფიქრობდი. ტელეფონზე უკვე მქონდა სასწრაფოს ნომერი აკრეფილი და დარეკვას ვაპირებდი დუდამ ხელი რომ შემახო. მოულოდნელობისგან შევხტი და ტელეფონი იატაკზე დამივარდა. ცრემლიანი თვალები შევანათე დუდას, რომელიც უკვე წამომჯდარიყო და თავზე ხელი მიეჭირა.
- კარგად ხარ? რა მოგივიდა? - კითხვები მივაყარე და წამოჯდომაში დავეხმარე. - სასწრაფოში დავრეკავ ახლავე. - ტელეფონს დავავლე ხელი.
- არა, არ დარეკო. კარგად ვარ უკვე. - დივანზე მიწოლილმა სუსტად გამიღიმა და ტელეფონი წამართვა ხელიდან. მერე ცრემლიან თვალებში ჩამხედა და გაეღიმა. - რა გატირებდა, სულელო?
- სახლში შემოვედი და იატაკზე გაწოლილი დამხვდი. პულსი ძლივს გესინჯებოდა რა აღარ ვიფიქრე. - სლუკუნით ვუთხარი.
- დამშვიდდი, კარგად ვარ. უბრალოდ ეს დღეები გადავიღალე. საერთოდ არ მძინავს და ეტყობა წნევა დამივარდა. ავდგები ახლა და წავიდეთ. - ფეხზე წამოდგომა დააპირა. მე კიდევ ისტერიკული სიცილი ამივარდა. ჩემი ასეთი ქცევით გაკვირვებული ერთ ადგილას გაჩერდა და პირ ღია დამაკვირდა.
- შენ მართლა გგონია, რომ ახლა აქედან ადგები და სადმე წახვალ? - სიცილს ვერ ვიკავებდი, მეც არ ვიცი ჩემი ასეთი არაადეკვატური რეაქციის მიზეზი.
- არა? - კითხვის ნიშნის მზერა მტყორცნა.
- ახლა დაწვები და დაიძინებ! - კატეგორიული იყო ჩემი ხმა.
- არ მეძინება, თან სადღაც უნდა წაგიყვანო. - გაჯიუტდა და ფეხზე ადგომა დააპირა, ხელი რომ ვკარი და ადგილზე დავაბრუნე.
- ახლა რამეს შეჭამ და მერე დაიძინებ! - კატეგორიულობა არ დამიკარგავს. იქვე დადებული პლედი ავიღე, მივაფარე და სამზარეულოში გავედი. მაცივარი გამოვაღე, რომელიც სულ ცარიელი იყო. მხოლოდ რამდენიმე კვერცხი და სალათის ფურცელი იდო. საყინულე\ში კი რამდნეიმე ნახევარფაბრიკატი. ახლა არ მიკვირს ცუდად რატომ გახდა.
- ჩემთან გადავალ და 2 წუთში დავბრუნდები. არ ადგე. - პასუხს არც დავლოდებივარ ისე გადავედი ჩემთან პროდუქტები ავიღე და უკან დავბრუნდი.
- ნუ წუხდები, მართლა კარგად ვარ. - სიგარეტისკენ წაირო ხელი, კოლოფი რომ ავაცალე უცბათ.
- არ მესმის ადამიანი თან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდეს და თან სიგარეტს ეწეოდეს. - თვალით იმ ოთახისკენ მივანიშნე, სადაც ტრენაჟორები და სავარჯიშო საშუალებები ჰქონდა. არაფერი უთხვამს. ღმერთმა სიმღერის ნიჭთან ერთად მზარეულობის ნიჭითაც დამაჯილდოვა. ძალიან გემრიელ საჭმელებს ვაკეთებდი, მაგრამ ამის დრო იშვიათად მქონდა ადრე, ჩემი გრაფიკის გადამკიდე. სვანეთში ჩამოსვლის შემდეგ კი კვლავ დავუბრუნდი ჩემს საყვარელ საქმეს. ძალიან მალე გავაკეთე, რამდენიმე სახეობის საჭმელი და დუდას გავუტანე. ჩასძინებოდა. ძილშიც კი უზომოდ სიმპატიური იყო, მაგრამ მისი სახე თითქოს ნატანჯს გავდა. საჭმელი მაცივარში შევინახე და მის წინ დავჯექი. მეშინოდა მისი მარტო დატოვების. ბუხარში შეშა დავამატე და ფილმის ყურება დავიწყე. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ სანამ დუდას ეძინა მე 5 ფილმის ნახვა მოვასწარი. მერე ესეც მომბეზრდა და ბატონ დადვანს დავაკვირდი. საშინლად მიზიდავდა ეს მამაკაცი.თუ ძალიან მომიახლოვდებოდა მარცვალივით ვიბნეოდი. არადა ყოველთვის მეცინებოდა იმ გოგოებზე, ვისაც ბიჭის სიახლოვეს მსგავსი რამ ემართებოდა. მაგ დროს ალბათ ცხოვრება მაგრად დამცინოდა. რას ვიფიქრებდი მსგავსი რამე მე თუ დამემართებოდა.
- დიდხანს აპირებ ჩემს თვალიერებას? - სიცილით მითხრა და თვალები გაახილა.
- არა, უბრალოდ მეგონა ძილში გაიგუდე. - თვალი ჩავუკარი და ფეხზე წამოვდექი. - ახლა რადგან კარგად ხარ და გეძინა, მე წავალ. საჭმელი მაცივარშია და შეჭამე. ნახევარფაბრიკადებს კიდევ შეეშვი. - დავარიგე და კარისკენ წავედი.
- იყავი რა ცოტა ხანს. ერთა ვჭამოთ. შეგიფასებ ნახელავს. - მავედრებელი ტონით მითხრა.
- ჩემს ნახელავს შენი შეფასება სულაც არ სჭირდება. - ცხვირი ავიბზუე და სამზარეულოში გავედი. მაგიდა ძალიან სწრაფად გავაწყვე და ჩუმად დავიწყეთ ჭამა.
- მართალია ჩემი შეფასება არ გინდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან გემრიელია. ყოვლად ნიჭიერი ხარ, რა. - გამიცინა, მაგრამ სევდიანად. საერთოდ დღეს ძალიან სხვანაირი მეჩვენებოდა. - მადლობა დღევანდელისთვის. მართლა ძალიან შეწუხდი. - ორივე ხელი მაგიდაზე ჩამოდო და ზედ ნიკაპით დაეყრდნო.
- არაფერია. - მზრუნველად გავუღიმე. - ძალიან კი შემაშინე. რა აღარ ვიფიქრე. - დილით მომხდარის გახსენებაზე ტანში გამცრა. ჩემს ნათქვამზე თავი ჩახარა და ჩაფიქრდა. მერე ისევ ამომხედა და გამიღიმა. სევდიანად ისევ.
- დამშვიდდი, არაფერი მომივა ჯერ. - თვალი ჩამიკრა და მაგიდა თავისი ხელით აალაგა. მერე მისაღებში გამიყვანა. - შენზე მომიყევი რამე. - დივანზე კარგად რომ მოვკალათდი მერე მითხრა.
- რა გაინტერესებს? - გავიცინე.
- შეყვარებული რომ არ გყავს ვიცი. - ეშმაკურად გამიცინა და ჩემთან ზალიან ახლოს დაჯდა.
- საიდან? - მეც გამეცინა და მისი სიახლოვით გამოწვეული ჟრუანტელი დავაიგნორე.
- იქიდან რომ მე მოგწონვარ. - თვალები გამიფართოვდა და ხველება ამივარდა. დუდას გაეცინა. - ეს იმაზე მეტყველებს, რომ ან შეყვარებული არ გყავს, ან გყავს და არ გიყვარს. - სიცილით აგრძელებდა. - მე კი ვფიქრობ რომ პირველი. ისეთი არ ხარ, რომ ვინმესთან უსიყვარულოდ გაჩერდე. - სიცილით მიზიარებდა თავის აზრებს. მე კიდე ყბადაღებული შევცქეროდი. - დამშვიდდი, მეც მომწონხარ. პირველივე დღეს მომეწონე და მივხვდი რომ განსხვავებული იყავი. ეს სამი კვირა კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ სრულიად გაგეგიჟებინე. ეს იცი როგორ ამბავია? 32 წლის მანძილზე შენ პირველი ხარ და უკანასკნელიც, ვინც ეგ მოახერხა. ასე თუ გააგრძელე ცოტა ხანში თავსაც შემაყვარებ. თუ მოასწარი... - ბოლო სიტყვები თავისთვის ამოილაპარაკა და სიმართლე, რომ გითხრათ ყურადღება არ გამიმახვილებია. იმაზე ვფიქრობდი, რაც ცოტა ხნის წინ მითხრა. ვიცოდი, რომ გულგრილი არ იყო. ვიცოდი რომ მოვწონდი, მაგრამ მისგან ამ სიტყვების გაგება მაინც სასწაულად სასიამოვნო იყო. მიყურებდა თვალებში და ელოდებოდა ჩემს პასუხს.
- ყველაფერი გცოდნია და რაღა გითხრა? - ცხვირი ავიბზუე. - ჰო მომწონხარ. სხვათა შორის მეც პირველივე დღიდან. იცი რას ვფიქრობ? - მისკენ ახლოს მივიჩოჩე, ფაქტობრივად ზედ ვეკვროდი, მასაც გაეცინა და ხელები შემომხვია. - თუ ადამიანი თავიდანვე არ მოგეწონა, მერე საერთოდ არ მოგეწონება. შეიძლება ვერ იგრძნო თავიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ პირველივე ნახვისას ჩაგივარდა გულში. მე კიდე შენს მიმართ დანახვისთანავე ნდობა გამიჩნდა. იცი როგორი იშვიათია? ადამიანებს საერთოდ არ ვენდობი. მხოლოდ ბებიას და ჩემს ბიძაშვილ გიგას. მაგრამ შენ, არ ვიცი რა გამიკეთე, მაგრამ დაუფიქრებლად გავაკეთებდი შენთან ერთად უამრავ სიგიჟეს. - გულწრფელად ვუთხარი. გაეღიმა. ჩემს თმებს ეთამაშებოდა და დროდადრო ხარბად ისუნთქავდა მათ სურნელს. იდილეა, რა თქმა უნდა, ტელეფონის ხმამ დაარღვია. გიგა იყო.



გამარჯობა. იმედია ყველა კარგად ხართ. ისტორიაზე რა აზრის ხართ?



№1  offline წევრი A.M.

რა სიცოცხლეა დუდაა heart_eyes heart_eyes
გიგაზე მაფანატებს უკვე(ჯერ კალათბურთის გამო და მერე ისეც)

 


№2 სტუმარი

გაგრძელება არ დაიდება ?თუ ამით დამთავრდა?

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

სვანეთზე ხო ვგიჟდები და სვანებზე საერთოდ :) ლამაზად წერ..საინტერესო ჩანს. წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს :)

 


№4  offline წევრი Shygirl

გაგრძელება არ დაიდება ?თუ ამით დამთავრდა?

გაგრძელება დაიდება.

 


№5 სტუმარი სტუმარი irma

did ans ar gacelo raaa

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომეწონა❤️მალე დაგვიბრუნდი მეორე ნაწილით

 


№7 სტუმარი სტუმარი რუსკა

გაგრძელება არ აქვს ?

 


№8 სტუმარი სტუმარი სალომე

დადე რა გთხკვ რამდენი ხანია ველოდები აი არვიცი რა გთხოვ მალე დადე მეტი ლოდინი აღარ შემიძლია

 


№9 სტუმარი მანი

გაგრძელება აღარ იდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent