შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *11*

29-05-2020, 14:21
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 433

- ელენა..
ხმა ჩაეხლიჩა სამხარაძეს,მისი სხეულისგან გათავისუფლდა და გულში უფრო მეტად მიიკრო;ჯანდაბა,მითხარი,მითხარი რას გულისხმობ,ნუ მაწვალებ..
ცრემლიანი სახე მოუწმინდა,ტუჩებზე ფრთხილად აკოცა და ხელებში წკრიალაშვილის აცახცახებული სხეული იგრძნო.
- მამაჩემი გახსოვს?
მწარე ღიმილით ჩაეკითხა წკრიალაშვილი და ხელი დაჭიმულ ყბაზე შეახო..ათრთოლებული ტუჩები ერთმანეთს დააშორა,როცა მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და თხრობა განაგრძო;
- რა თქმა უნდა,მასზე სულ მიყვებოდი და ვიცი,როგორი ძვირფასი იყო შენთვის...
- ვიცი,რომ იცი.ხელის ზურგით შეიმშრალა სახე და წინ წამოიწია,პლედი შემოიკრო შიშველ სხეულზე და სიგარეტი მამაკაცის ჯიბიდან ამოიღო.-მაგრამ,მთავარი შენთვის არასდროს მითქვამს.
98-იანი წლებიდან მამა სატვირთოს მძღოლად მუშაობდა,დღეს და ღამეს ასწორებდა მოგზაურობაში,მეზობელ ქვეყნებში გადაჰქონდა ტვირთი და უკანაც ტვირტით ბრუნდებოდა.მახსოვს,თითები ყოველთვის გაშავებული ჰქონდა,სუფთა იყო,უბრალოდ საქმისგან გაშავებული.მახსოვს,როცა კანზე მეხებოდა თითებით,მისი უხეში თითის ბალიშები მკაწრავდა თითქოს,მაგრამ არასდროს ვიმჩნევდი,ჩემი დებისგან განსხვავებით,რომელებიც სამუშაოდან დაღლილ მამას ხელის აქნევით ხვდებოდნენ და ზიზღით დაჰყურებდნენ შრომისგან გამოფიტულ მტევნებზე.
ფულს ჩემს უფროს დას,ნიას აძლევდა ხოლმე,რომელსაც ავალებდა თახნა სამისთვის გაეყო და ეგონა ასეც იქცეოდა,თუმცა ისიც არ იცოდა საწყალმა,რამდენჯერ დავრჩი მშიერი. ვერ ვამბობდი და არც მქონდა იმის დრო,ჩემი პრობლემები მომეხვია მისთვის,არ მინდოდა ჩემი დარდით ევლო მთელი გზა,მე მხოლოდ მისი სიცოცხლეც მეყოფოდა საარსებოდ.
არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი,რა თქმა უნდა, მამის სამსახურის არასდროს მრცხვენოდა,უბრალოდ არ მინდოდა ვინმეს ჩემთვის ეთქვა "ყველაფერი კარგად იქნება",ან ქულები დაეწერა მხოლოდ იმიტომ,რომ ასეთ საცოდავ ოჯახში ვიზრდებოდი.
როცა საქართველოში ბენდელიანი გამოჩნდა,ის დღე დავწყევლე მაშინვე,რადგან მამა გამოუშვეს სამსახურიდან.
იცი,რატომ გამოუშვეს?
სიგარეტის ღერი მთლიანად დასრისა საფერფლეში,კოლოფიდან ახალი ამოიღო,მიუხედავად სამხარაძის შეწინააღმდეგებისა,მაინც გაუკიდა ცეცხლი ტუჩებში მოქცეულ ღერს და ლაპარაკი კვლავ მშვიდ ხმაში განაგრძო.
- გამოუშვეს,რადგან უარი თქვა იმ ტვირთის გადატანაზე,რის შესახებაც არაფერი იცოდა და რასაც ასე თავგამოდებით აძალებდნენ.
შემეშინდა.პირველად შემეშნდა,რადგან ასე დაუცველად თავი არასდროს მეგრძნო.
ჰო,იცი რომ არ ვიყავი ბეჯითი,მაგრამ სწავლის პარალელურად,პატარ-პატარა სამუშაოებს ვეწეოდი,რითიც დღიურ ხელფასს ვიღებდი,მაგრამ მამის გარეშე,მისი დახმარების გარეშე,ძალიან შემეშინდა.
ღამეები ვერ ვიძინებდი,იმაზე ფიქრში,თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მძულდა დები,რომლებიც კიცხავდნენ იმის გამო,რომ მისი გათავისუფლება,მისივე ბრალი იყო.
დღემდე ჩამესმის ჩემი უფროსი დის სიტყვები და ის შემზარავი კივილი,რომელიც მისი ხორხიდან ამოდიოდა.
მე რა ვქენი?! მე უბრალოდ მივედი და ის სიტყვები ვუთხარი,რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა,რომელიც არ მინდოდა არავისგან მომესმინა და პირველი ადამიანი გავხდი,ვინც ეს ვთქვი. "მა,ყველაფერი კარგად იქნება"
რა თქმა უნდა მოვიტყუე,არაფერიც არ იყო კარგად.
მამას სამსახურში წავედი და ტერიტორიის მფლობელს ვუთხარი,რომ ისევ აღედგინათ.
ხვეწნით,მუდარით,ცრემლებით.
გგონია ერთხელ მივედი?არა,სულ მივდიოდი,სულ იქ მივდიოდი,რადგან მამას სხვაგან სამსახურის შოვნა არ შეეძლო,ეს ერთადერთი რამ იყო,რაც იცოდა.შენ წარმოიდგინე,უყვარდა კიდეც ეს სამსახური,ხო..ვიცი,სისულელეა,როგორ უნდა მოგწონდეს იყო სატვირთოს მძღოლი და ნახევარ ცხოვრებას გზაში ატარებდე,თუმცა იცი რამდენჯერ მოუყოლია გზაზე გადასულ იხვებს,როგორ დაუთმო გზა?!
იცი,რამდენჯერ მოუყოლია,რომ ლამპიონებით ჩამწკრივებული ცარიელი გზები უსასრულო და ლამაზია?
მინდოდა,თავის უსასრულო სილამაზეს დაბრუნებოდა,რომელიც ასეთი კარგი ეჩვენებოდა.
ერთ დღეს კი,სამსახურში როცა მივედი,უფროსი არ დამხვდა.
ვიცოდი,ადგილი ისევ და ისევ ვაკანტური იყო,მე კი ძალებს არ ვიშურებდი,ვფიქრობდი,იქნებ მოვაბეზრო თავი,ან შევეცოდოთ და აიყვანონ მეთქი.
მივედი.
ერთმა უცნობმა მითხრა,რომ ოფისში ავსულიყავი,დერეფანში დავლოდებოდი უფროსს და ასეც მოვიქეცი,მიუხედავად იმისა,რომ ამ ოფისის შესახებ არაფერი მსმენოდა.რამოდენიმე საათი მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებოდი,როცა ჩემი წასვლის დრო მოვიდა,ახალგაზრდა კაცი ტუფლების კაკუნით შემოიჭრა დერეფანში,მზერით მბურღავდა,ასე კარგა ხანს მიყურებდა და მეც ცოტა არ იყოს დავიბენი,შემეშინდა და ძირს დაგდებულ ჩანთას ხელი დავავლე,როცა მკლავში წამავლო ხელი მტკივნეულად და ზემოდან დამაჩერდა.მკითხა,რას ვაკეთებდი,მე კი გული ისე გადავუშალე,მთელი განცდებით მოვუყევი ჩემი გულის სატკივარი,ვუთხარი,რომ მინდოდა ნოე წკრიალაშვილი დაებრუნებინათ სამსახურში და ვიგრძენი,როგორ ნელნელა გამიშვა ხელი.
როცა მითხრა,რომ ჩემს თხოვნას შეასრულებდა,თვალები შუბლზე ამივიდა,გულიდან კარგა ხნის ნატარები ლოდი მომეხსნა და ლამის ცეკვა დავიწყე,იმდენად ავჟიტირდი.
მაგრამ,ეს სულაც არ ყოფილა ის,რაც ასე ბავშვურად მიხაროდა.
კიბეები კი არ ჩავირბინე,ჩავიფრინე,როცა მამაკაცის ხმამ მაიძულა უკან მოვტრიალებოდი და განვლილი ექვსი კიბე უკან ამომეარა.
მითხრა,რომ მამას იმ შემთხვევაში დააბრუნებდა,თუ მის სექსუალურ ფანტაზიებს დავაკმაყოფილებდი და თუ უარს მიიღებდა,ჯოჯოხეთს მომიწყობდა..მე სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი,თუმცა მამის გამოც ვერ გავყიდე საკუთარი სხეული და სახლში ტირილით დავრბუნდი,სახე ისე მიხურდა,მეგონა ვიღაცამ იმდენი სილა მირტყა,ვერც დამეთვალა.
მამას ეძინა,ლოყებზე ვეფერებოდი,თმაზე..ძილში ბოდიშს ვუხდიდი,რადგან ამას ცხადში ვერასდროს ვეტყოდი.
ერთი კვირის შემდეგ,მამა მოკლეს.
სახეზე ხელები აიფარა წკრიალაშვილმა და ისე ამოიხრიალა,თითქოს ის შეგრძნებები განუახლდა და ორჯერ უფრო ეტკინა.
- პატარავ..სისხლი ჩაექცა თვალებში სამხარაძეს და გულზე ისე ძლიერად მიიკრო ემბრიონის ფორმაში მყოფი სხეული,წამით სუნთქვაც კი შეეკრა.
თვალები ძლიერად დახუჭა,თუმცა იმ მომენტში ვერ შეძლო ერთი ისეთი სიტყვა მაინც მოეძებნა,რომ საყვარელი ქალის მდგომარეობას შეუმსუბუქებდა.
- რამოდენიმე წლის შემდეგ,შენ გაგიცანი..აკანკალებული თითებით მამაკაცის წვერს მიეფერა..მაშინ,ოცდახუთი წლის ვიყავი,გახსოვს?მე ზეპირად მახსოვს,შენ უფრო ახალგაზრდა და ისეთი შესანიშნავი იყავი,რომ გიყურებდი,ჩემი არსებობა მავიწყდებოდა..მაშინ,ლექტორად მოგიწვიეს,რამოდენიმე ლექცია ჩაგვიტარე უჩა გაგრიძეს ნაცვლად,მე ისიც კი მახსოვს,ვის სანაცვლოდ მომიყვანეს შენი თავი..აუდიტორიაში შემოხვედი,არანაკლებ ნერვიულობდი და კალამიც ძლივს გეჭირა,რადგან ეს ახალი გამოწვევა იყო და მეტისმეტად აჟიტირებული იყავი.ნახევარი ტანით იჯექი მაგიდის კიდეზე და საერთოდ არ გვახსოვდა მდედრობით სქესს,რას გვიყვებოდი,რადგან პირველად გვყავდა მოწვეული ლექტორი ასეთი სიმპათიური და ახალგაზრდა,როგორიც შენ იყავი..თუმცა შენ,ყურადღების ღირსად არ მთვლიდი,მიუხედავად იმისა,რომ წინ გეჯექი..
- ყველაფერი მახსოვს,პატარავ..არცისე დიდი ხნის წინ იყო,მაგრამ მეც დეტალურად მახსოვს ყველაფერი,შენი თეთრი კოფტა და ყელზე შემოხვეული წვრილი,შავი შარფი.
წინ იჯექი,ფეხს გაუჩერებლად აქანავებდი,რაც ცოტა ნერვებსაც კი მიშლიდა,ხელს საშინლად მიშლიდი ჩემი თავი მშვიდად წარმედგინა აუდიტორიისთვის,ამიტომ არ გიყურებდი..მაგრამ იცი,რას ვფიქრობდი ხოლმე?
- რას?
ცრემლები ცხვირით შეისუნთქა წკრიალაშვილმა და მამაკაცს ამღვრეული მზერით ახედა.
- ნეტავ,არავინ უყვარდეს მეთქი და ცხოვრებაში პირველად ამიხდა კიდეც,ნატვრა..თუმცა,ეს სიზმარიც დიდხანს არ გაგრძელებულა,ასე არ არის?
ტირილისგან დამსკდარ ტუჩებს ცერით მიეფერა და ქალის სურნელი ხარბად შეისუნქა.მე შენ მიყვარდი,მთელი არსებით მიყვარდი,რატომ არ გამინდე შენი გულის ტკივილი,რომელსაც ასე ინახავდი,რატომ არ გამეხსენი,რატომ არ მომიყევი,ელენა..რატომ,პატარავ,რატომ..
- იმიტომ,რომ როგორც მამასთვის ვცდილობდი სამსახურის შენარჩუნებას,ზუსტად იგივენაირად და უფრო ძლიერადაც ვცდილობდი,შენი სიცოცხლე და ჩვენი ურთიერთიერთობა შემენარჩუნებინა,მას შემდეგ რაც ისევ ის კაცი გამომეცხადა იგივე მუქარით,რომელიც ჩვიდმეტი წლის ასაკში არ ავუსრულე.დამიმახსოვრა,მწარედ დამიმახსოვრა და არ იკმარა რომ მამა მომიკლა,ყველანაირად გამანადგურა,დამასამარა,ის ბედნიერების ნაპერწკალიც ერთი სულის შებერვით ჩამიქრო,რომელიც შენ ამიგიზგიზე..ჩემი სული ისევ უფერული გახდა,როცა შენ მიგატოვე.
იმ ღამეს შენთვის არ მიღალატია,იმ ღამეს კონტრაქტს ვაწერდი ხელს,სადაც მისი საყვარელი გავხდებოდი, მილიონ დოლარს მივიღებდი ანაზღაურებად,წინააღმდეგ შემთხვევაში კი,შენც გაგაქრობდა,მე კი მეორედ საყვარელი მამაკაცის დაკარგვას ვერ გავუძლებდი..ჰო,გეგონა ფულზე გაგყიდე,გიღალატე და ფუფუნებაში ცხოვრება საკუთარი სხეულის გაყიდვით გადავწყვიტე,როცა ჩვენი დაშორებიდან კონტრაქტის ასლი დაგხვდა სახლის კართან მიგდებული.
იმ ღამეს ხელი მოვაწერე ბინძურ გარიგებას და იქვე მოვკვდი.
ფული არ ამიღია.
შენი ელენა მოკვდა სამუდამოდ,რომელსაც შენ იცნობდი,რომელიც შენ მოაბრუნე და სამყაროს სიფერადე ანახე,რომელსაც სიყვარული ასწავლე.
ახლაც ჩამესმის ის ხითხითი,რომელიც მთელი სხეულით,მთელი არსებით მძულს,მძულს გიორგი ბენდელიანი,რომელმაც გადაწყვიტა,რომ ჩვიდმეტი წლიდან გაემწარებინა ჩემი ცხოვრება და ეს გამოუვიდა კიდეც.
ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ერთად,მე შენ მიყვარხარ,იასონ..
არასდროს,არასდროს გაგიმეტებ სიკვდილისთვის და საკუთარ სურვილებზეც კი ვიტყვი უარს,შენ ოღონდ ისუნთქე,იცხოვრე,შეიყვარე..და მაპატიე,რომ იძულებული გავხდი,მიმეტოვებინე.
ყოველთვის ჩემი ერთადერთ მამაკაცი იყავი და მაინც,ეგოისტურად მიხაროდა,რომ შენ იყავი და იქნები ყოველთვის ყველაფერში,ჩემი პირველი.
ჩემში ეჭვი არასდროს შეიტანო,მე არ ვიქნები იმ კაცის ერთგული,რომელმაც სიცოცხლეშივე მანახა რა არის იყო ცოცხალ-მკვდარი..
ერთდაერთი ადამიანი ვარ,რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო,იასონ..გთხოვ,ეს არ დაგავიწყდეს.
თითქოს თავში რაღაც მძიმე ჩაარტყესო,იმდენად ასკდებოდა ათუხთუხებული სისხლი კისერში,რომელიც ღებინების შეგრძნებას მწვავედ უტოვებდა,გახშირებული გულისცემა და სუნთქვა კანზე ბასრი დანასავით ერჭობოდა,რომელიც გულის გავლით,ზურგს უკან გამოდიოდა და ეს ჭრილობა ძვალსა და რბილში ატანდა,ძლიერად სტკენდა და იმდენად მტკივნეულად,რომ ფილტვებს ჰაერი აღარ მიეწოდებოდა,ტვინს ჟანგბადის ნაკლებობა ეგრძნო და პატარ-პატარა უჯრედები,მთლიანად მოეცვა ბრაზსა და ზიზღს,სინანულსა და სევდას,დანაკარგსა და უსამართლობას..
თითქოს სამყარო ერთი ბეწო გამხდარიყო,მხოლოდ ორნი დარჩენილიყვნენ ქვეყანაზე და ცაზე გამოლეული მთვარესავით დამსგავსებოდა მათი სულები ერთმანეთს.
- გთხოვ,არ გინდა..
სისხლით შეღებილ თვალებში ჩახედა სამხარაძეს სქელ მატერიაში გახვეულმა ქალმა,გთხოვ..
ჩურჩულით ემუდარებოდა,რომელმაც ზუსტად იცოდა და კითხულობდა მამაკაცის აზრებს,მეტიც,თითქოს ყურშიც ჩაესმოდა და ეწინააღმდგებოდა,მთელი ძალით უარჰყოფბდა მის გონებაში მოტივტივე ფიქრებს,რომლებიც პატარა თევზებივით ფართხალებდნენ.
- ცდები,პირიქით..ეს ის არის,რაც ახლა ასე ძალიან მინდა..
- შენ რა,სულ გაგიჟდი?!
აქვითინებულმა ცრემლებს ამოაყოლა დახშული ხმა და თითები თმებში ჩაავლო მამაკაცს.
- წლებია ვითმენ,წლებია ყოველ დღე ვკვდები,შენ კი ახლა ამბობ,რომ ეს გინდა გააკეთო?! მერწუნე,ჩემზე მეტად ეს არავის უნდა,მაგრამ გთხოვ,ნება მომეცი იგივე განვაცდევინოთ,რაც კი მას ჩვენთვის ტკივილი მოუყენებია,არამარტო ჩვენთვის,ყველა ახალგაზრდისთვის..არ გინდა,ამ ხელებს კარგად გაუფრთხილდი და დამანახე ის დღე,როცა ბორკილებს დაადებ,დამანახე და მაგრძნობინე ის სანუკვარი ბედნიერება,რომლისთვისაც ასე მტკივნეულად ვილტვი..
დამპირდი,იასონ..დამპირდი,რომ ჭკუას ვასწავლით იმ პერვერტ ნაბიჭ/ვარს,რომ სხვასთან ვეღარ გაუვიდეს ტყუილი,მილიონ დოლარად!!
- არ მინდა მისი ბინძური ხელები გეხებოდეს პატარავ,არ მინდა მისი ტუჩები გკოცნიდნენ,არ მინდა იმ ნაბიჭ/ვრის თვალები შენს მშვენიერებას უყურებდნენ,არ მინდა გესმის?! ზიზღით ამოილაპარაკა სამხარაძემ და მაჯებში ხელები მოუჭირა წკრიალაშვილს.
- დამპირდი!
კიდევ ერთხელ,მტკიცედ გაუმერა წკრიალაშვილმა და მამაკაცის საფეთქლებს გახედა,რომელზედაც ძარღვები ავისმომასწავლებლად გამოჯდომოდა.
- გპირდები!
კბილებში გამოსცრა და თვალის დახამხამება ვერ მოასწრო,ისე მიიკრო მკერდზე აფართხალებული სხეული.

წყვილი ფეხსაცმელების კაკუნი მარმარილოს იატაკზე ექოსავით ისმოდა და გამაწვრილებელ ხმებს გამოსცემდა,ერთს ორი მოჰყვებოდა,ორს სამი,სამს ოთხი და ასე გრძელდებოდა მანამ,სანამ კარის გაღებისას რითმული მუსიკის ჰანგებს და დარბაზის ვიბრირებას არ დაეხშო მათი ხმა.ახალგაზრდების ცეკვა და გველებივით ერთი მეორეზე მიკრული სხეულები ტანის რხევით ერთ ტემპში ჰყვებოდნენ ჰანგებს,შორიახლოს,დარბაზის მეორე სართულზე სტრიპტიზ კლუბის მეპატრონეები ისხდნენ და ნებანება წრუპავდნენ მაღალ ალკოჰოლურ სასმელს მუცლიანი ჭიქიდან და სცენაზე ამორძალებივით ამოსულ მოცეკვავე ქალების ტანის რხევით ირთობდნენ თავს.სავარძელში მჯდომ მამაკაცს თვალები დაეწვრილებინა,ხელში აკანკალებული ჭიქა მუჭში მოექცია და ნამსხვრევებად ქცეული შუშა კანში მტკივნეულად შეერჭო,სისხლს კი ალკოჰოლი შერეოდა და ისე აეწვა,თითქოს ჭრილობაზე მარილს აყრიდნენო,როცა ნაცნობ სხეულს და ნაცნობ სახეს მოავლო ჩამუქებული თვალები.
ვერ ინძრეოდა,ნახევრად შიშველ ქალს უყურებდა,რომელსაც მამაკაცები ფულს უფრიალებდნენ და არჩევდნენ მოცეკვავეებიდან საუკეთესოს,რომელსაც მოგვიანებით თავიანთ ბინძურ მკლავებში მოაქცევდნენ.
ისევ ვერ ინძრეოდა,რამოდენიმეჯერ გაიბრძოლა სხეულზე შემოხვეული თოკების ასაწყვეტად,თუმცა არ გამოუვიდა,მხეცს დამსგავსებოდა,პირიდან ლამის დორბლები გადმოეყარა და დახშულ ხმასაც ვერ აწვდენდა საყვარელ ქალს,როცა ქეჩოში ძლიერად წავლებული ხელი იგრძო,როგორ მიარტყმევინეს სავარძლის საზურგეზე და მისკენ ახლოს მიქაჩეს:
- შენსავე სტრიპტიზ კლუბში პროსტიტუციით კავდები?გინდა უყურო,როგორ გაჟი*ავენ შენს მაშკას?!ვერ ინძრევი?გტკივა?მითხარი,სული უფრო გტკივა თუ ხორცი?რომლის ტკივილს უფრო მეტად გაუძლებ თაბაგირო,შეგიძლია ამოირჩიო..მე არჩევანის უფლებას გაძლევ..მე ხომ იცი,მიყვარს სიკეთის თესვა იქ,სადაც ნაყოფიერი მიწა არაა..სადაც უდაბნოა,ქვიშაზე ფეხის დადგმისას კი მორიელებით სავსეა იქაურობა..ასეთი სიკეთე მიყვარს,მხოლოდ ასეთი სიკეთეა დასაფასებელი,ნუთუ არ მეთანხმები?!
მამაკაცის სიცილის ხმა,მუსიკის ვიბრაციასთან ერთად გაუჯდა მთელს სხეულში,ტვინში სისხლი ჩაექცა,როცა საფეთქელზე იარაღის გამაყრუებელმა ხმამ გაიარა ძვლები და მეორე საფეთქლიდან გამოხეთქა,სავარძლიდან გადმოვარდა მთელი ტანით და თვალების დაუხამხამებლად დალია სული,რომელსაც საყვარელი ქალის ტანჯვა-წამება შერჩა სამახსოვრო კადრად.
- დიმიტრი!!
დაიყვარა მამაკაცმა,მხრებში ჩაფრინილი შეაჯანჯღარა,კიდევ ერთხელ დაუყვირა და მაგიდიდან აღებული წყლით ავსებული ჭიქა სახეში შეასხა,რომელმაც ეს უკანასკნელი ხმაურიანად შეისუნთქა მოზღვავებული ჟანგბადი და თვალები გააფართოვა,ხელი ყელზე შემოივლო და სპაზმური ხველა აუტყდა,ჯანაშიამ სწრაფად გააღო ფანჯრები,აკანკალებული ხელით ისევ გაავსო ჭიქა ცივი წყლით და დიმიტრის გაუწოდა.
- რა ჯანდაბაა,კარგად ხარ?! შემომხედე ამის დედაც,დიმიტრი!!
თითით ტელეფონისკენ ანიშნა მიეწოდებინა,ნერწყვი ძლივს გადააგორა,სხეულის ცახცახით ჩაესვენა სავარძელში,სენსორი ძლივს გადასწია ხელით,რომელსაც ვეღარ იმორჩილებდა.საყვარელი ქალის ხმის გაგონებისას კი ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო,ისტერიკული სიცილი აუტყდა,რომელმაც ცხარე ცრემლით აატირა და ამწვარი თვალები თითებით მოისრისა.
- მიპასუხე,ამის დედაც..რა დაგემართა?ექიმს დავუძახო?!
- არ ვიცი..ჩამთვლიმა..ვისკი დამისხი..
- რა ვისკი,ხო არ ანძ/რევ?!წყალი დალიე!! ჯანდაბა..გული გამისკდა ტო..ჰაერი ბოლომდე გამოუშვა ფილტვებიდან ჯანაშიამ და კისერზე შემოწყობილი ხელებით აქეთ იქით მოუყვა სიარულს.
- კარგად ხარ?!
კიდევ ერთხელ დახედა თაბაგირს და სახეზე დააკვირდა.
- ნუ გამიტ/რაკე შეჩემისა,კარგად ვარ ხოო!
კარზე კაკუნის გარეშე სრუილად მოულოდნელი,უემოციო სახით შეიჭრა სამხარაძე სათაო ოფისის კაბინეტში,წყვილ თვალს მოჰკრა თვალი,რომლებიც გაოცებულები უყურებდნენ,სახეზე ღიმილ გაპარული,სრულიად აუღელვებლად ხსნიდა ლეპტოპს,რომელიც მაგიდის ცენტრში დაედგა და ხელით ანიშნა თაბაგირს,ეკრანისთვის ეყურებინა.
- შენი დედაც..არა,გამოვსი/რდები..შენი დედაც..ხელის გულები დაარტყა მაგიდას ჯანაშიამ და თაბაგირისკენ დაიძრა,ლეპტოპის ეკრანი ახლოს მისწია და გამძვინვარებული ემოციებით დახუნძლული,სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა;
- რა ხდება?!
თაბაგირმა წარბები შეჭმუხნა. უხ შენი..იასონ..მითხარი,მიდიი ამის დედაც,მითხარი რომ ეს ის არის,რასაც ამდენ ხანს ვჩალიჩობდით ძმაო?!
მხარზე ხელით დაეჯაჯგურა გვერდით მჯდომს და შავ-თეთრ ფერებში გამოსახულ ვიდეოს კიდევ ერთხელ შეხედა.
- ვიმარჯვებთ დამპალო ნაბიჭვა/რო! შენ ეს შეძელი!! გილოცავ..
ხელები არტისტულად გაშალა და ლეპტოპი უკან დაიბრუნა,ვიდეო გადაახვია და კიდევ ერთხელ შეხედა.
- იასონ..
წინ წამოიწია დიმიტრი და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
- ვიცი,საქმეს ასე სჭირდებოდა,მეც ასე მოვიქცეოდი.მაგაზე არ იფიქრო.
- ძმა ხარ..მადლობა.
მზერა ჯანაშიასკენ გადაიტანა,რომელსაც ულვაშებში ეპარებოდა ღიმილი,თუმცა თაბაგირის მკაცრი და ცივი მზერა რაზე მეტყველებდა,ვერ ხვდებოდა.
- მალე დავბრუნდები.
საკიდიდან ჩამოხსნა პალტო,რომელსაც ხელები სწრაფად გაუყარა და გასაღებების ასხმა მოიმარჯვა ტელეფონთან ერთად.
- სად მიდიხარ?! საქმე?
ჩაეკითხა სამხარაძე და ლეპტოპისკენ ხელით ანიშნა.
- ჯერ ოჯახი,იასონ..მერე საქმე.
სანამ ჩემებს არ გავუშვებ,ამ საქმეს ბოლომდე ვერ გავიყვან,სულ ოცდაოთხი საათი და ყველაფერი მორჩება.
- კარგი,სადაც წლები ვითმინეთ,ოცდაოთხი საათი რა მოსატანია..
- შეხვედრამდე.
- დროებით.

კორპუსის წინ გაჩერებული შავი პორშედან გადმოვიდა მთელი ტანით,კარი ფრთხილად მოხურა და ღიმილით გადახედა ახლომახლო მდგომ მამაკაცებს,რომლებსაც დაცვის ფუნქცია შეეთავსებინათ და თავის დაკვრით,მადლობა გადაუხადა.
გასაღები საკეტში რამდენიმეჯერ გადაატრიალა და მხრებზე პლედშემოხვეული ნანიკო დახვდა ატუზული,თეძოებზე ხელებშემოკრული,აშკარად უკმაყოფილო სახით.
- როგორ ხარ დედა?
პალტო მიაგდო იქვე და შემოსასვლელში გამოვარდნილ დისშვილებს,რომლებიც ფეხებში შეუძვრნენ მათკენ დაიხარა,ორივე მკერდზე მიიკრო და ლოყები დაუკოცნა.
- მეღიტინება,ბიძია!
- წვერი გაიპარსე რაა..
სიცილით ამოიკნავლა პატარა კიკინებიანმა და კისერზე შემოახტა.
- როგორ ვიქნები?! რინე აქ არ მყავს,მარტო ვერაფერს ვაკეთებ..ეს ბავშვები,შენი და..კიდევ ის ვიღაც მოთრეული!
- ნანა!
ფეხზე წამოდგა თაბაგირი და ბედნიერი სახე წამში შეეცვალა.- გიკრძალავ მაშკაზე ასე საუბარს,გასაგებია?!
- და რას წარმოადგენს?! ვინ არის?! როდის უნდა წავიდეს?!ან ჩვენ როდის მივდივართ დაჯექი და გველაპარაკე,რომ გამოგვამწყვდიე აქ..ცხოველები კი არ ვართ!
- რატომ ხარ ასეთი რთული ადამიანი,შეგიძლია ამიხსნაა?!
დაიღრიალა თაბაგირმა და კედელს მუშტი მიარტყა.- გასაგებად არ გითხარი,რომ თქვენი უსაფრთხოებისთვის ასეა საჭირო?!
- ხოდა მჯდარიყავი იმ შენი მინისტრის კაბინეტში და არ მოგიწევდა სირაქლემას პოზაში ყოფნა!
- შენთან ლაპარაკი არ შეიძლება,არაა!!
- ის გოგოც ჩვენთან ერთად მოდის?!
- არა,ის გოგო რჩება აქ! გასაგებია?! და საერთოდ,ეს გოგო,სახელად მაშკა,მაშინაც აქ დაგხვდება,როცა უკან ჩამოგიყვანთ და იძულებული იქნები,მიიღო.
- იძულებულიი?!
ტუჩები დაბრიცა ნანამ და სასაცილოდ აიქნია ხელი.
- ჰოო,ნანაა..იძულებული..რადგან აუცილებლად შენი რძალი გახდება მოგწონს ეს თუ არა..ამიტომ აქედანვე შეეჩვიე,შეეგუე..
- ჰო..შენ ნატალიასნაირ გოგოებს უარი უთხარი და ესეთები მოიყვანე,ცხოვრებაში ძალიან გამოგადებიან! მაგრამ,რაღა უნდა გამიკვირდეს?სადაც მინისტრობაზე უარი თქვი...
- მაშკასთან არც კი გაბედო და ნატალია ახსენო,დედა.
თითი გამაფრთხილებად აუქნია და კარს მოშორდა.
- შენც და შენი დაც უტვინოები ხართ,ნამდვილი უტვინოები!
ნანიკოს ხმა ნელნელა სუსტებოდა,როცა საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა თაბაგირი და კარი გააღო თუ არა,ფანჯარასთან მდგარ მაშარელს გახედა.
- ყველაფერი მესმოდა.
სევდიანი ხმით ამოილაპარაკა ბარბარამ და იგრძნო,როგორ მიუახლოვდა მამაკაცი უკნიდან,თიითები მკლავებზე აატარა და კისერში ნაზად აკოცა.

№1  offline წევრი დარინა

აი შემძრა ელენას ისტორიამ, ძალიან შემეცოდააა, როგორ ყვარებია იასონიი, მაგრამ სიმართლე არ უნდა დაემალა, ღმერთო ბენდელიანი როგორი გულისამრევია, აუ სათანადოდ უნდა აგოს პასუხი, სილვდილი შვება იქნება მისთვის, იმედია არ მოკვდებაა. აი ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ იასონი არ არის ჯაშუშიიი, მიყვარს ეს პერსონაჟი და იმედია იმედი არ გამოცრუვდებაა, დიმიტრის დედა იმენა აი ტიპიური მაღალი საზოგადოების წარმომადგენელია ფული და დიდება მისთვის მთავარია და არ აინტერესებს შვილები რას გრძნობენ, ასეთი ქალები ჩვენს ირგვლივ ბევრია და მოღალატე ეგ რომ იყოს არ გამიკვირდება რადგა კიდევ შვილის მინისტრობას მისტირის, აი მაშკა კი დიმიტრის უფრო მეტად უნდა ამოუდგეს მხარში და კი არ უნდა გადაფსიხდეს ტყუილად, ყველას აქვს თავისი წარსულიი, ჯერ ვერ ვამჩნევ რომ დიმიტრი უყვარს, მაგრამეს ამხელა ნამინისტრალი კაცი რამ გადარია ამ პატარა გოგოზე მიკვირს.

№2  offline მოდერი Queenofmoon

დარინა

თავს როგორ დაიცავდა იასონი ქვეყნის პირველი პირისგან,ეს ყველაფერი იცოდა ელენამ,იცოდა რომ ვერ მოერეოდა იმ გავლენიან დამპალ კაცს,ამიტომაც დამალა და ჩაიკლა გულში,სამწუხაროდ..დიმიტრის დედაზე გეთანხმები,მძულს ასეთი ქალები,გავლენას და ფულს გრძნობებზე და ოჯახზე წინაც რომ აყენებენ,ასეთები არაფრის ღირსები არ არიან,უბრალოდ დედაა,მისი სისხლი და ხორცი,რას უზავს..ვერაფერს,ვერ გაიმეტებს..ბოლო წინადადებაზე კი რა გითხრა ჩემო გოგო:დ ალბათ იმას ვიტყვი რომ სიყვარულს რას გაუგებ? რავიცი...მე კი დიმიტრისთვის მაშკა არც მემეტება,დიმუ ისეთს იმსახურებს,ვისაც ისევე ძლიერად ეყვარება საპასუხოდ.ვნახოთ,ვნახოთ რა იქნება:)

№3 სტუმარი სტუმარი მზიკო

პირველი იმით დავიწყებ რო ელენა არის ძალიან ცოდო მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლიერი ისტორიაში პირველივე თავიდან ისე გამოჩდა რომ მაშინვე დაეტყო სიძლიერე ქალურობა ელეგანტურობა მოკლედ ყველაფერი და მგონი ასეთი ძლიერი ქალი პერსონაჟი არ გყოლია შეიძლება გყოლია კიდეც მაგრამ ჩემთვის ელენა პირველია რაც შეეხება იასონს არც მე მგონია რო ჯაშუშია და პირიქით ძალიან მიყვარს ეს ბიჭი რა ვქნა და ამათი ისტორიაც ძალიან თბილი იყო. დიმიტტი თაბაგირს კი არ ვიცი მე რატომ უყვარს ეს დებილი გოგო ტიპს იმენა აშკარად არ უყვარს არ ვიცი შეიძლება უყვარს კიდეც მაგრამ ისე ჯერ არა როგორც ნიკა და რა ვქნა არ მიყვარს ესეთი დებილი გოგოები როგორც მაშკაა და ღირსი კია ნანიკოსნაირი დედამთილი ყავდეს :D ხო ეს ხუმრობა მარა რავი ჩემი აზრი ისაა რომ მაშკა რომც მოკვდეს არ დამენანება ერთი მარტო დიმიტრი თუ შემეცოდება იმიტომ რომ ძალიან უყვარს და როგორ თქვა რძალი გახდებაო მოაკეტინა დედამისსს ასე რომ მე გელოდები ისე სულ არ ველოდებოდი რომ დღეს გამოჩნდებოდი ისე აგვიანებ ხოლმე კარგია მომწონს კარგი ისტორიაა ვნახოთ რა იქნება მერე

№4  offline მოდერი abezara98

უჰუუუ, აი, ეს მომწონს! heart_eyes heart_eyes როგორც იქნა, სიმართლე გავიგე ელენაზე და იასონმაც კარგად გაიგონა თავისი ორი დასაყრუებელი ყურით! ჯერ-ჯერობით მაინც უტვინოა, რა ვქნა?! საყვარელი ქალი ამდენი ხანი იანჯებოდეს და შენ არაფერს აკეთებდე, ერთ კითხვასაც არ სვამდე, ცოტა უტვინობაა შენი მხრიდა. ვაი გამომძიებელი ეს! laughing და ჩემი საწყალი ბავშვი, როგორ დამეტანჯა ეს გოგო! დამიბრუნეთ ჩემი ბედნიერი ელენა იასონასთან ან მის გარეშე (მე უფრო პირველი ვარიანტი მაწყობს smile ). ოხ, ბენდელიანო, უკვე ვეღარ ვხვდები, რომლის ხელით გიწევს სიკვდილი. ელენა, იასონა, დიმიტრი, მაშკა... და ასე უსასრულოდ გრძელდება! რანაირად მოახერხე მთელი თუ არა, ნახევარი საქართველოს გადაკიდება? აი, მესმის მონდომება! smile და ხომ ვიძახდი, ჩემი იასონა არაა ჯაშუში-მეთქი?! bowtie
შენ ხომ არ იცი, როგორ ვინერვიულე დიმიტრის სიზმარზე. კიდევ კარგი სიზმარი იყო და სხვა არაფერი. ისე, გამიგონია ჩემი მეზობლისაგან, თუ სიზმარი სისხლი ნახე, ყველაფერი კარგად იქნებაო (ნუ, მართალია, მე არ მჯერა ამ სიზმრების ახსნის და ათასი უბედურების, მაგრამ თუ საჭირო გახდა, დავიჯერებ laughing ) და თაბაგარის სიზმარში რომ სისიხლი იყო თანაც თავისი, სხვაგან სად იყო მაგდენი? smile
ჰო, რაც შეეხება ქალბატონ დედა-დედამთილს... რა იყო, რამ გაგამწარა ასე ქალო? რჩევას მოგცემ, წადი, სანამ დროა ვინმე კარგი ჯიშიანი კაცი იშოვე, თორემ იმდენად გაგიმწარდა ხასიათიც და ენაც, მეშინია მერე გვიანი არ იყოს laughing ვერ ხედავ, თანამედროვედ მოაზროვნე შვილები გყვანან და არც მაგაზე გეტყვიან რამეს laughing მაშკას თვით ბატონი პრეზიდენტი არ იწუნებს და შენ ვინ ხარ? ნატალია მომინდომა გოგომ! ნატალია გაურიგე შენნაირ ხასითგამწარებულებს, რაა unamused
მომენატრე! heart_eyes heart_eyes

№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ელენას ამბავი ვერ გავიგე! კაცი რომელიც ქალზე ძალადობს, ასეთი ურთიერთობა არ აქვთ. ელენა კიდევ ზომაზე მეტად დაახლოებულია ბენდელიანთან ისეთ ინფორმაციებს აწვდის ხოლმე დემეტრეს. ისიც ვერ გავიგე, ახლა რანაირად ჰპირდება რომ აღარ გაეკარება. რა საშიში აღარ არის?! მოკლედ, მე უკმარისობის განცდა მაქვს. რაღაც მოაკელი ამ ორს და მხოლოდ და მხოლოდ სიმძაფრე დატოვე.

№6  offline მოდერი Queenofmoon

grafo

ბენდელიანმა მოაწერინა ხელი კონტრაქტს,სადაც მისი საყვარელი გახდებოდა და ამაში უხდიდა ფულს,წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა იასონსაც,როგორც მის მამას. არ მიწერია რომ ელენა არ გაეკარება ბენდელიანს,პირიქით,იასონს ეუბნება რომ ამდენი ხანი გაძლო მასთან და ახლა დანებებას არ აპირებს,ელენა იასონის საყვარელია წლებია,ეს იმას არ ნიშნავს ის ელენაზე ძალადობს,პირიქით ელენა სამარეს უთხრის,არ აჩვენებს რომ მისი მტერია,პირიქით,ტიპიური საყვარელივით იქცევა.აქედან გამომდინარე როგორც ქალი,ბენდელიანისგან იღებს ისეთ ინფორმაციებს,რამდენი ძალაც გასწევს. არ ვიცი,რატომ ვერ მოვიტანე თქვენამდე კარგად ჩემი სათქმელი,ვფიქრობდი ეს ყველაფერი გამოჩნდებოდა

abezara98
უჰუუუ, აი, ეს მომწონს! heart_eyes heart_eyes როგორც იქნა, სიმართლე გავიგე ელენაზე და იასონმაც კარგად გაიგონა თავისი ორი დასაყრუებელი ყურით! ჯერ-ჯერობით მაინც უტვინოა, რა ვქნა?! საყვარელი ქალი ამდენი ხანი იანჯებოდეს და შენ არაფერს აკეთებდე, ერთ კითხვასაც არ სვამდე, ცოტა უტვინობაა შენი მხრიდა. ვაი გამომძიებელი ეს! laughing და ჩემი საწყალი ბავშვი, როგორ დამეტანჯა ეს გოგო! დამიბრუნეთ ჩემი ბედნიერი ელენა იასონასთან ან მის გარეშე (მე უფრო პირველი ვარიანტი მაწყობს smile ). ოხ, ბენდელიანო, უკვე ვეღარ ვხვდები, რომლის ხელით გიწევს სიკვდილი. ელენა, იასონა, დიმიტრი, მაშკა... და ასე უსასრულოდ გრძელდება! რანაირად მოახერხე მთელი თუ არა, ნახევარი საქართველოს გადაკიდება? აი, მესმის მონდომება! smile და ხომ ვიძახდი, ჩემი იასონა არაა ჯაშუში-მეთქი?! bowtie
შენ ხომ არ იცი, როგორ ვინერვიულე დიმიტრის სიზმარზე. კიდევ კარგი სიზმარი იყო და სხვა არაფერი. ისე, გამიგონია ჩემი მეზობლისაგან, თუ სიზმარი სისხლი ნახე, ყველაფერი კარგად იქნებაო (ნუ, მართალია, მე არ მჯერა ამ სიზმრების ახსნის და ათასი უბედურების, მაგრამ თუ საჭირო გახდა, დავიჯერებ laughing ) და თაბაგარის სიზმარში რომ სისიხლი იყო თანაც თავისი, სხვაგან სად იყო მაგდენი? smile
ჰო, რაც შეეხება ქალბატონ დედა-დედამთილს... რა იყო, რამ გაგამწარა ასე ქალო? რჩევას მოგცემ, წადი, სანამ დროა ვინმე კარგი ჯიშიანი კაცი იშოვე, თორემ იმდენად გაგიმწარდა ხასიათიც და ენაც, მეშინია მერე გვიანი არ იყოს laughing ვერ ხედავ, თანამედროვედ მოაზროვნე შვილები გყვანან და არც მაგაზე გეტყვიან რამეს laughing მაშკას თვით ბატონი პრეზიდენტი არ იწუნებს და შენ ვინ ხარ? ნატალია მომინდომა გოგომ! ნატალია გაურიგე შენნაირ ხასითგამწარებულებს, რაა unamused
მომენატრე! heart_eyes heart_eyes

ხო,მაგრამ სიზმრების ახდენა მთვარის ფაზაზეა დამოკიდებული,გააჩნია დემეტრემ ახალმთვარეობისას ნახა თუ სავსე მთვარეობისას:დდ:დ:დ ვაიმე,არ ვარ კარგად:დდ
ბენდელიანი ისეთია,საქართველო კიარა სხვა ქვეყნებშიც ეყოლება მტრები ოხრად joy joy დიმიტრის დედასაც მოვუხერხებ რამეს,იქნებ ბენდელიანის მარჯვენა ხელს,ლერის მივათხოვო?:დ:დ
მეც მომენატრე,ტკბილო!

სტუმარი მზიკო
პირველი იმით დავიწყებ რო ელენა არის ძალიან ცოდო მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლიერი ისტორიაში პირველივე თავიდან ისე გამოჩდა რომ მაშინვე დაეტყო სიძლიერე ქალურობა ელეგანტურობა მოკლედ ყველაფერი და მგონი ასეთი ძლიერი ქალი პერსონაჟი არ გყოლია შეიძლება გყოლია კიდეც მაგრამ ჩემთვის ელენა პირველია რაც შეეხება იასონს არც მე მგონია რო ჯაშუშია და პირიქით ძალიან მიყვარს ეს ბიჭი რა ვქნა და ამათი ისტორიაც ძალიან თბილი იყო. დიმიტტი თაბაგირს კი არ ვიცი მე რატომ უყვარს ეს დებილი გოგო ტიპს იმენა აშკარად არ უყვარს არ ვიცი შეიძლება უყვარს კიდეც მაგრამ ისე ჯერ არა როგორც ნიკა და რა ვქნა არ მიყვარს ესეთი დებილი გოგოები როგორც მაშკაა და ღირსი კია ნანიკოსნაირი დედამთილი ყავდეს :D ხო ეს ხუმრობა მარა რავი ჩემი აზრი ისაა რომ მაშკა რომც მოკვდეს არ დამენანება ერთი მარტო დიმიტრი თუ შემეცოდება იმიტომ რომ ძალიან უყვარს და როგორ თქვა რძალი გახდებაო მოაკეტინა დედამისსს ასე რომ მე გელოდები ისე სულ არ ველოდებოდი რომ დღეს გამოჩნდებოდი ისე აგვიანებ ხოლმე კარგია მომწონს კარგი ისტორიაა ვნახოთ რა იქნება მერე

დღეს რაღაც ბოროტულ ხასიათზე ხარ:დ:დ რატომ მომიკალი ასე მალე მაშკა,არა იქნებ ისედაც ვკლავ მაგრამ შენ რატო მოუსწრაფე სიცოცხლე:დ:დ სხვათაშორის არცისე დებილი არაა.

№7  offline წევრი ცირა♡

საინტერესო იქნება ერთხელაც რომ გამოაჩინო ბენდელიანის და წკრიალაშვილის ერთი დღე. მათი დიალოგი და მერე უკეთ მივხდებით როგორია პრეზიდენტთტანნნ..
ემოციური თავი იყო,მომწონს

№8  offline მოდერი Queenofmoon

ცირა♡
საინტერესო იქნება ერთხელაც რომ გამოაჩინო ბენდელიანის და წკრიალაშვილის ერთი დღე. მათი დიალოგი და მერე უკეთ მივხდებით როგორია პრეზიდენტთტანნნ..
ემოციური თავი იყო,მომწონს

მადლობა,ცირა <3 ესეც იქნება,თავისთავად.

№9  offline აქტიური მკითხველი grafo

სანამ შენს პასუხს მივხვდებოდი რამდენჯერმე მომიწია წაკითხვა :)). მეთქი ბენდელიანსაც იასონი რომ ერქვა რანაირად გამომეპარათქო?!
შენ რა დეტალებზეც საუბრობ მესმის. გასაგებია. უბრალოდ, ელენა ჩემთვის გაუგებარია და მისი და იასონას წყვილი კიდევ უფრო. ამდენი ხნის შემდეგ ამბობს იმას, რაც მანამდეც შეეძლო ეთქვა. ან იასონს სხვა რა უნდა ეფიქრა, როცა ის კონტრაქტი ნახა. მესმის და ვამართლებს რომ მიზანი აქვს, მაგრამ მიზნის გამო ერთ კაცთან იწვეს და მეორესთან სიყვარულით ეს არ მესმის.

როცა რაღაცას აღწერ ეცადე სწორი სიტყვები გამოიყენო, და არა მძაფრი. სხვანაირად როგორ აგიხსნა არ ვიცი. აი, თუნდაც გუგების გაფართოება ან სისხლისფერი თვალები. არ ხდება ეგრე ბრაზისას და არც ზოგადად პრინციპში. ამ მხრივ თუ იმუშავებ საკუთარ თავზე როგორც ავტორი კარგი იქნება.
მაგ: გუგების გაფართოება(ეს არის თვალის შიდა გარსი) ხდება სპეციალური წვეთებით. ისე გამორიცხულია.
იმდენად კარგ სიუჟეტებს ირჩევ, რომ ტექსტიც შესაბამისი მინდა. ამიტომ გაწუხებ ასე ძალიან. იმედია არ გწყინს და არც შენს მუზაზე არ იმოქმედებს :*.

№10  offline მოდერი Queenofmoon

ჰო,ცოტა არ იყოს გვიან გადავხედე ჩემსავე პასუხს და რომ დავუკვირდი,იასონი მეწერა ბენდელიანის ნაცვლად,გადავასწორე:))
აღწერისას ზედმეტად მხატვრულობაში როცა ვიჭრები და პერსონაჟის ემოციებს მეც მძაფრად აღვიქვამ,მიჭირს ხოლმე გამოსვლა და ხანდახან ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას ასე ვაბუქებ,თორემ ის ნამდვილად არ მიგულისხმია რომ თვალებში სისხლი ჩაუდგა,ჰო ვიცი გუგა რაც არის,ისიც ვიცი ატროფინზე რომ ფართოვდება:))
მაგის მეტი რა ვიცი,ბავშვობიდან ოფთალმოლოგის ხშირი სტუმარი ვარ))
მგონი ჩემი გამოჩენის დღიდან საიტზე იმას ვამბობ,შემაწუხეთ,გამოუშვით თქვენი შეფასებები,გინდ დადებითი,გინდ უარყოფითი მეთქი,ხოდა რავიციი არაა არ მწყინს:)) ნუ,ეგ რატომ უნდა მწყინდეს?:)) არა,მუზაზე არ მოქმედებს არანაირად,პირიქით,ისე ამოვქოქე მუზა,ამ ისტორიის დასრულებისთანავე ავტვირთავ ერთ ისტორიას,ჩემს ერთგულ მკითხველებს რომ გაგიხარდებათ,ისეთს:*

№11 სტუმარი სტუმარი liza

ყველაზე მეტად ელენა დაიჩაგრა ამ ისტორიაში და ძალიან მინდა ბედნიერება ეღირსოს იასონთან ერთად. ამ წყვილის ბედი ყბელაზე ეტად მაღელვებს. იმედია ეხლა მაინც მოაშორებს იმ მიას რა. როდის დადებ ახალ თავს? ერთი სული მაქვს წავიკითხო.

№12  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი liza
ყველაზე მეტად ელენა დაიჩაგრა ამ ისტორიაში და ძალიან მინდა ბედნიერება ეღირსოს იასონთან ერთად. ამ წყვილის ბედი ყბელაზე ეტად მაღელვებს. იმედია ეხლა მაინც მოაშორებს იმ მიას რა. როდის დადებ ახალ თავს? ერთი სული მაქვს წავიკითხო.

ვნახოთ,როგორ განვითარდება მოვლენები..:) <3 შემდეგი თავიც მალე იქნება ძალიან :*შეიძლება ხვალ ავტვირთო:*

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent