ტყუილი მილიონ დოლარად *8*
მამაკაცის ტუჩებს ნაზად მოავლო თითის ბალიშები,ყვრიმალები ოდნავ შეფაკვლოდა და იმ გრძნობას,რომელიც ერთდროულად ნაზი და სასიამოვნო,თუმცა მეორეს მხრივ რატომღაც "არასწორი" იყო,ვერაფერს უხერხებდა.უბრალოდ თვალები დახუჭა,თაბაგირის სასიამოვნო სურნელი ცხვირით ხარბად შეისუნთქა და ექსტაზში მყოფს,მის სხეულზე უმისამართოდ მოსიარულე ხელები მხურვალედ შეეგრძნო. - ჩემი მაშკა.. მკაფიოდ წარმოთქვა მამაკაცმა,ოდნავ ჩახლეჩილი ბარიტონით და კიდევ ერთხელ მომთხოვნად დაეწაფა ბაგეებს,რომელიც ჯერ კიდევ პირველი კოცნისგან დასიებოდა. კატასავით აკრუტუნდა ქალი,როდესაც მამაკის ენა შეიგრძნო მის თბილ და ფაფუკ ენაზე. სუნთქვაარეულმა ბარბარემ სახე ოდნავ გასწია,ღრმად ჩაისუნთქა და ნერწყვი ძლივს გადააგორა. მუცელი საშინლად უხურდა,გული კი გამალებით უცემდა,რაც თაბაგირს არ გამოჰპარვია.მეტიც,ეგოისტურად ახარებდა და აგიჟებდა ის ფაქტი, რომ მაშარელის სხეული ერთიანად თრთოდა მის პატარა შეხებაზეც..ვერ აანალიზებდა რეალობას,რომ მის მკლავებში ის გოგონა იყო,რომელიც აქამდე,მხოლოდ მის ინტიმურ ფიქრებში არსებობდა. - კარგი,წავიდეთ პატარავ. ტკიპასავით მიკრობილი მაშარელი ისე ჩამოსვა ძირს,მისი სხეულისგან მანძილი წამითაც არ მოუშორებია. საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა,ელვა სწრაფად აიწია და ღია კარში მდგომ მამაკაცს ანიშნა,გასულიყო.გასაღები ტილოს ქვეშ შეაცურა და კიბეებს ჩაუყვა თაბაგირთან ერთად. ავტომობილის კარი ფრთხილად გაუღო,თავად კი მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანაც ამოქოქა. - სად მივდივართ? ინტერესით ჩაეკითხა მაშარელი,რომელიც უკვე კარგა ხანს გაცდენოდა თავის სახლს,სრულიად მოწყვეტოდა გარესამყაროს,სადაც კაციშვილი არ ჩანდა. მანქანა ფრთხილად შეუხვია მაღლობზე,ძრავი გამორთო და მაშარელს მიუბრუნდა. - ზემოთ აიხედე..აი,იქ. თითი მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა,სადაც თაბაგირის ლურჯად მოციმციმე სათაო ოფისი მოჩანდა. ბარბარამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და თვალები დააწვრილა,ინტერესით ახედა ცენტრში მდგარ ოფისს,რომლის ფერსაც თითქოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ირეკლავდა. - ახლა კი,ოფისის ქვემოთ ყურადღებით დაიხედე..დაბლობზე,მაშკა. ხედავ? - ტიტები? თვალები შუბლზე აუვიდა,ტორპედოზე ხელები შემოაწყო და მანქანის მინისკენ გადაიხარა.- ღმერთო,რამდენია?! - ხო,ყოველ გაზაფხულს ასეა..ტიტებით ივსება აქაურობა..მზის ჩასვლისას,უფრო ლამაზად მეჩვენება ხოლმე. რაღაცნაირად მამშვიდებს აქ ყოფნა. - აქ ხშირად მოდიხარ? - არა,პირველად ვარ..მხრები აიჩეჩა თაბაგირმა და ცხვირი მოჭმუხნა. - რომ დამთანხმებოდი,ეგ უფრო გამიკვირდებოდა. ჩაიქირქილა ქალმა. - მაშკა.. მთელი ტანით მიბრუნდა გოგონასკენ თაბაგირი და მისი ხელები თავის თბილ ხელებში მოაქცია; არაფერს მეტყვი? - დიმიტრი..დაივიწყე რაც მოხდა,კარგი? - ვერ გავიგე.. - თავადაც ხომ იცი,სხვა მიყვარს. თაბაგირმა მისი თითებისგან ხელი გაითავისუფლა,წვერზე ნერვიულად ჩამოისვა თითები და ცოტახანს დადუმდა.- ნიკუშა გიყვარს,მაგრამ შეგიძლია სხვა კაცს ვნებიანად კოცნიდე..ხმაჩახლეჩილმა ძლივს ამოიხრიალა. - ასე ნუ ამბობ,გთხოვ. აწყლიანებული თვალები აარიდა მამაკაცს და კოპები შეკრა.ბრაზობდა თაბაგირზე,თუმცა თავის თავზეც ბრაზობდა,სულელი ქალივით რომ გამოეკიდა კისერზე და საერთოდ მოწყდა რეალობას. ბრაზობდა,რომ სრულიად უცხო მამაკაცს აეკრო სხეულზე და ნება მისცა,მის მკერდს შეხებოდა,მის ფეხებს შორის შემძვრალიყო და დაუოკებელ ვნებას ვერაფრით გაუმკლავდა. რაც უფრო მეტად ფიქრობდა,უფრო მეტად ახრჩობდა სპაზმი ყელში. - შემომხედე!! თითები ყბაზე მოავლო და მისკენ მიატრიალა. - მე მიყურე!! მაშკა...თვალებში მიყურე!! ნერწყვი ძლიერად გადაყლაპა და ნელნელა გაახილა თვალები. - მითხარი პატარავ,რას გრძნობ?! - დიმიტრი.. შეეცადა მისი ხელისგან გათავისუფლებას,თუმცა თაბაგირს უკან არ დაუხევია და მაინც ჯიქურად უყურებდა თვალებში. - მითხარი,რომ საერთოდ არაფერს გრძნობ და გავქრები,წავალ..ვეღარ მნახავ..მიდი მაშკა,მითხარი!! - ამას რატომ აკეთებ?! არ შეგიძლია უბრალოდ გაჩუმდე?! თვალიდან ერთი გორგალი ცრემლი გამოუჩნდა,რომელმაც ტუჩის ნაოჭისკენ გაიკვალა გზა და იქვე შეიწოვა კანმა. - მიპასუხე,თვალებში მიყურე და მითხარი,რომ არაფერს გრძნობ..მითხარი პატარავ.. - არაფერს ვგრძნობ! გესმის?! არაფერს..ხოო..საერთოდ არაფერს! ჯანდაბა,ამოსუნთქვის საშუალებას რატომ არ მაძლევ.. ნამიანი თვალები ხელის ზურგით შეიმშრალა და მამაკაცის მზერას დააკვირდა,ოლიმპიური სიმშვიდით რომ იჯდა,მაგრამ ამავდროულად დიდი გამარჯვების ზეიმი გაემართა მის მუქ სფეროებს. - მიყვარს,როცა ჯინაზე არ მპასუხობ სიმართლეს..ამას მაშინვე ვხვდები.. ხმის ტემბრზე გეტყობა,ყველაზე მეტად კი შენი მიმიკა გყიდის,აი აქ..ტუჩის კუთხესთან რომ იწყებს ცახცახს.. თითები ტუჩებთან მიადო და ნაზად გაუსვა. - მოდი ჩემთან. მისი სიტყვები ბრძანებას უფრო ჰგავდა,ვიდრე თხოვნას. - ნიკუშა ჩემი პირველი სიყვარულია..ის მიყვარს,ყოველთვის ის მეყვარება და სხვა ვერასდროს ვერ შეცვლის მის ადგილს. მტკიცედ ამოილაპარაკა და ნესტოებიდან გამოსული სისველე ცხვირით შეისრუტა. თაბაგირმა თმა ყურზე გადაუწია,თითები ყბის ძვალიდან,კისერზე გააცოცა და ლავიწის ძვალთან შეჩერდა.. - არ არსებობს პირველი და მეორე სიყვარული..არც მესამე,გაგიკვირდება და არც მეოთხე. მხოლოდ ნამდვილი სიყვარული არსებობს,მაშკა..ნამდვილი და ძლიერი,თუნდაც ის მეათასე ან ათასმეერთე იყოს..მთავარი სინამდვილეა და არა ის,როდის ან მერამდენედ ხდება.. - ეს შენ დაასკვენი?! ისე უპასუხა,მამაკაცისკენ არც გაუხედავს. - მთლად მე არა,უფრო ჯუბრანმა. თვალისმომჭრელად გაიცინა ყოფილმა მინისტრმა. - სრული სისულელეა! - სისულელე შენი აკვიატებაა,პატარავ. მოდი ჩემთან! - არ მინდა. - უბრალოდ მოგეფერები. სახე დიმიტრისკენ შემოატრიალა,მამაკაცი კი ისე ჩააფრინდა მის ბაგეებს,ვერც გაანალიზა,როგორ აღმოჩნდა მასზე ზემოდან მიკრული. ვენებში ყინულის ლოლოებივით გამჯდარი სისხლი,ყოველი შეხებისას და ყოველი კოცნისას ნელნელა,წვეთ-წვეთად ლღვებოდა..აუჩქარებლად იწყებდა მოძრაობას,მაგრამ ისე ძლიერად დუღდებოდა და ისეთი მჩქეფარე ხდებოდა,აორტა ვეღარ ასწრებდა სისხლის გადამისამართებას მთავარი ორგანო - გულისკენ.ბარძაყებიდან ამოყოლილ თლილ და ნატიფ თითებს თხელ მატერიაზე გრძნობდა,თითის ბალიშები კი თოვლის ფიფქივით ედნობოდა კანს და შიგნით შეღწევას ლამობდა..უკანალს ჩაფრენილი თითებით იწყებდა მის დაზელვას,შემდეგ კი ძლიერად უჭერდა. ტკივილს სიამოვნება მოჰყვებოდა,სიამოვნებას კი ტკივილი.თითქოს ეს ორი ერთ სიმფონიაში შერწყმოდა. თითებს წელზე გადაენაცვლა..ქურდივით შეპარული,ნელნელა გაცოცებულიყო ლამაზად გამოყვანილ მკერდზე,რომელსაც დასკდომამდე დასიებოდა მკერდის თავები. წრიული მოძრაობით ეცეკვებოდა *უძუსთავებს,რომელსაც მამაკაცის ენა შენაცვლებოდა და არც მაშარელის ბაგეებს შეეძლოთ გაჩუმება და მოდუნებული სხეულით,მთლიანად ამოეხეთქა ის მწველი გრძნობა ერთი კვნესის ხარჯზე. - გაჩერდი. კვლავ გააჩერა თაბაგირი,რომელსაც მის ყელში ჩაერგო თავი და არათანაბრად სუნთქავდა. - ჩემი მაშკა.. სახეზე მიეფერა და ღრმად ჩაისუნთქა დახუთული ჰაერი.- მიყვარხარ. თმა ისევ ყურს უკან გადაუწია და ბიბილოზე აკოცა ნაზად,შემდეგ კი ისევ გამოთქმით და დამარცვლით ჩასჩურჩულა: მი ყვა რხარ.. ერთიანად შეკრთა მაშარელი,თითქოს მოულოდნელმა სიტყვამ დაზაფრა და შეაშინა,მეორეს მხრივ კი,თავს უფლება მისცა,დამტკბარიყო იმით,რასაც ამ წამს ისმენდა,თვით ყოფილი მინისტრისგან..მამაკაცისგან,რომელიც ყველასთვის ასეთი სასურველია..მანიპულატორი ნაბიჭ/ვარი,თუმცა თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი,ყველა ასპექტში. პასუხი არ გაუცია,არც თაბაგირი ელოდა პასუხს,მაგრამ იგრძნო,როგორ გათავისუფლდა იმისგან,რასაც გულში მარტოდ მარტო იტევდა,სევდიანად ატარებდა გუდა-ნაბადივით მოკიდებულს და სურდა ბაგეებიდან წასცდენოდა ეს სრული სიგიჟე,სიტყვა,რომელიც ძილისა და მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ბედნიერი იყო,რომ ამის საშუალება მიეცა..თითქოს სამყარო მხოლოდ მისთვის ბრუნავდა იმ წამს და ნატრობდა,გაჩერებულიყო დრო. აქ და ამ წამს,სამუდამოდ. - არ ვიცი,ჯანდაბა ვერ ვიგებ რა გამიკეთე ამისთანა..უბრალოდ,აი ესე,როგორც იტყვიან ჩვეულებრივად გამოვსირ*დი! მაგრამ,პატარავ..თუ საშუალებას მომცემ,ოდნავ მაინც თუ შემიყვარებ,გეფიცები მთელს სამყაროს ჩაგიტევ ხელის გულში..ყველაფერს მოგცემ რაც კი გამაჩნია..რასაც ისურვებ მაშკა..შენ ოღონდ მითხარი..უბრალოდ ორი სიტყვა,მხოლოდ ორი..მეტი შეგნგან არაფერი მინდა.. - სახლში წამიყვანე. - პატარავ..მაშკა..ჩემო მშვენიერებავ.. ხელებში მისი სახე მოაქცია და ტუჩები მიაკრო შუბლზე.- ჩემთან დარჩი.. - არა,დიმიტრი..სახლში წამიყვანე,დეიდა ინერვიულებს. - როგორც შენ გინდა.. ფრთხილად გადმოსვა მისი ფეხებიდან ახლართული და სავარძელში მოათავსა,ღვედი მჭიდროდ გადაუკრა და კიდევ ერთხელ ვნებიანად დაუკოცნა სავსე ბაგეები. სადარბაზოსთან მისული,ლიფტს აღარ დალოდებია.ისედაც გულაჩქარებულმა,ისე სწრაფად აირბინა კიბეები,პულსი ლამის ვენიდან გადმომძვრალიყო,გულის ხმა კი ყურებს ისე უხშობდა,ლამის დააყრუა.ღია კარში მდგარმა შორენამ წარბები აზიდა,როცა სამზარეულოში ტყვიასავით გავარდნილ დის შვილს გახედა,ერთიანად რომ მოიყუდა ცივი წყალი და კიდევ მეორეს ისხამდა მჩქეფარე ონკანიდან. ცალი წარბი ასწია,კედელს მიეყრდნო და ტუჩებში მოქცეული სიგარეტი მოქაჩა. - ნიკუშას ახალი მანქანა ჰყავს? - რაა? ჭიქა ხმაურიანად დადგა მაგიდაზე და სავარძელში ჩაეშვა,ოდნავ სული რომ მოეთქვა. - აბა,ვინ მოგაცილა სახლამდე? იცი მაინც,რომელი საათია? - კარგი რა შორე. ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოაწყო და წვივებთან დაიმასაჟა. ახალგაზრდა ქალმა სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა,ტანის რხევით მიუახლოვდა მაშარელს და სავარძლის კიდეზე კეკლუცად ჩამოჯდა.მისკენ ახლოს დაიხარა და სურნელი ხარბად შეისუნთქა. - კარგი ტიპია?! ბარბარას დეიდის საქციელზე გაეცინა და თავი გააქნია. - არ ვიცი,ალბათ.. ისე უპასუხა,თითქოს თავადაც ჩაფიქრდა,კარგი იყო თუ ცუდი. თუმცა ნამდვილად არ სურდა მისი სახელისა და გვარის გაჟღერება..დიახ,იმ მამაკაცის,რომელსაც ქალბატონი შორენა ყოველთვის ტელევიზორის წინ ელოდა და ერთიანად სველდებოდა მის დანახვაზე,ამას კი ძალიან სააშკარაოდ გამოხატავდა. - აბა,ცუდი რომ იყოს მთლიანად მის სურნელში არ იქნებოდი გახვეული და! თითებით ლოყაზე გადასული პომადა მოწმინდა,რაზეც გოგონა უსიამოვნოდ შეიშმუშნა. - შორე გეყოფა რაა.. - წადი,წყალი გადაივლე..და ჰო კიდევ,გასკდა შენი ტელეფონი რეკვით.სენსორიან აპარატს ხელი წაავლო და ეკრანს დახედა ტუჩების ბრეცვით და ოხვრით. - ოხ,ნიკუშა.. შენი ბიჭი გირეკავს.. - ნიკუშა?! ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და სწრაფი ნაბიჯით გაემართა საძინებლისკენ.ფეხზე სწრაფად გაიხადა და იქვე უმისამართოდ მიყარა,ტანსაცმლიანად წამოწვა საწოლზე და გამოტოვებულ ზარებს დახედა. ისევ რეკავდა,ისევ გაუთავებლად რეკავდა და ყოველი ტელეფონის ზუილი,მის სხეულში ვიბრირებდა. თმა ნერვიულად გადაიწია სახიდან,ხმა გაისწორა და მწვანე ღილაკს გადაუსვა თითი,საიდანაც მამაკაცის დაბალმა ტემბრმა გაიჟღერა. " მომენატრე..." * * * პორშეს მარკის ავტომობილმა ელვის სისწრაფით შეუხვია ამაშუკელის ქუჩაზე.მანქანა იქვე დააყენა,კარი ხმაურიანად გაიხურა და მეორე სართულზე კიბეები სწრაფად აირბინა. საკეტში გასაღები მოათავსა,რამოდენიმეჯერ გადაატრიალა და პალტოც იქვე ჩამოკიდა. სავარძელში მჯდარი,ჰალსტუხს დაეჭიდა ხელით და ცდილობდა ყელიდან გამოეთავისუფლებინა,მიუხედავად დაღლილობის და უენერგიობისა,მისმა სმენამ სწრაფად აღიქვა ჩუმი ფეხის ხმა,რომელიც ზურგიდან ნელნელა უახლოვდებოდა და გააზრებაც ვერ მოასწრო უკან მდგომმა,როგორ წაუჭირა ხელი ყელში და მის ქვეშ მოაქცია. - ლანა?!! ფეხზე წამოდგა და ნანობაშვილიც მუხლების სრესვით წამოიწია. - ნამდვილი მხეცი ხარ.. სახე მტკივნეულად დამანჭა და ამჯერად ყელი დაიმასაჟა. - აქ რა ჯანდაბა გინდა?! დაიღრიალა მამაკაცმა და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო.- იმფარქტი თუ მხევს,ვაბშე თუ გამიკვირდეს,/შვილივიყო!!კვლავ სავარძელში ჩაჯდა და ყელიდან გამოთავისუფლებული ჰალსტუხი იატაკზე მიაგდო. - დიმუ.. ნანობაშვილი ფრთხილი მოძრაობით მიუახლოვდა,თითქოს მართლა მხეცი ყოფილიყო მის წინაშე და არა ადამიანი,სავარძელს ხელებით დაეყრდნო და მამაკაცისკენ დაიხარა. - გთხოვ,მაპატიე..ძალიან მენატრები..თვალებიდან რამოდენიმე ცრემლი გადმოუგროდა და თაბაგირის უემოციო სფეროებს ჩახედა. - ლანა,გახსოვს გითხარი,გააჯ/ვი მეთქი,რატომ არ ითვალისწინებ რასაც მე გეუბნები,პატარავ?! ნიკაპზე ხელები მტკივნეულად ჩაავლო და მისკენ ახლოს მისწია. - მხოლოდ მე მიყვარხარ..მხოლოდ მე..შენთვის ყველაფერს გავაკეთებ..რასაც მეტყვი,ყველაფერს შეგისრულებ..ადრეც ასე იყო,ახლაც ასე იქნება..ოღონდ შენ მოისურვე..დიმუ,გთხოვ..შანსი მომეცი.. - ლანა,რატომ იმცირებ თავს?!რატომ იქცევი იაფფასიანი კახპასავით,ეს მდგომარეობა აღგაგზნებს თუ რა ხდება?! - იმიტომ,რომ მიყვარხარ დიმიტრი! ყვირილით ამოიტირა ნანობაშვილმა და მამაკაცისკენ მიიწია უფრო ახლოს,რომელიც ხელებმა ისევ უკან გაწიეს. - სახლში წადი. სავარძლიდან წამოდგა თაბაგირი და კოფტის ღილები შეიხსნა, - არა,დავრჩები..შენთან დავრჩები. უკნიდან მიეკრო,მამაკაცის შარვლის ელვა თითებით ჩასწია და მისი ღირსება ხელში მოიქცია,მეორე ხელით კი კოფტის გახსნაში მიეხმარა. მისკენ შემოტრიალდა,კისერში ხელი ჩაავლო და კედლისკენ მიატრიალა. - აიღე ეს დედამოტ/ყნული ჩანთა!!! მაგიდაზე გადადებული ჩანთა და ტყავის ქურთუკი აიღო და ხელებში მიაჩეჩა.-დროზე,გადი აქედან სანამ ნორმალურად გელაპარაკები,მალე!!! თვალები ლამის ბუდიდან ამოხტომოდა,ისე დაუბრიალა თაბაგირმა და ხელით კარისკენ ანიშნა,წასულიყო. - არ შეგიყვარებს ის პატარა ძუკნა..შენ არასდროს შემოგხედავს,შეეგუე..მას შენზე ბევრად ახალგაზრდა ბიჭი ჰყავს,რომელიც უკვე წლებია უყვარს,გამოფხიზლდი... ისტერიკული სიცილი აუტყდა თაბაგირს,მის წინ მდგომ ნანობაშვილს კი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და კეფაში წაავლო ხელი. - მეტკინა!! - მასზე საუბრისას პირი გამოირეცხე,სადაც არაერთხელ მოგხვედრია ის,რასაც ასე ძალიან ეტანები ჩემი უბის ქვეშ.. გაეთრიე..კეფაში ხელით ჩავლებული გაიყვანა გასასვლელამდე და რკინის კარი ღრიალით მიახეთქა.- შენი დედაც!!!! * * * - თქვენ რას ფიქრობ,ბატონო პრეზიდენტო?! ჭიქა ვისკი მოიყუდა პრემიერმა და დარჩენილი სითხე ჭიქაში აათამაშა. - ვფიქრობდი,დამებრუნებინა თავის პოსტზე დიმიტრი თაბაგირი,თუმცა,არ ღირს,მერწმუნე. - რატომ?შესანიშნავი ახალგაზრდაა,არ არის ჩვეულებრივი პოპულისტი,კარგი პოლიტიკოსია,მისგან არა მხოლოდ კარგი მინისტრი დადგება,მეტის მიღწევაც შეუძლია. - ჩემს კონკურენტად აღიქვამთ და ამას ასე პირდაპირ მეუბნებით?! მაგიდას ხელებით დაეყრდნო ბენდელიანი და უტეხად გაუსწორა მზერა ნაცრისფერ თვალებში. - როგორ გეკადრება,მაგრამ..ხომ იცი,დრონი მეფობენ და არა მეფენი..შენ ხალხის არჩევანი ხარ და არა ჩვენი..ხალხი ითხოვს დიმიტრის,არ სურთ ვიღაც ჟღვლინტიანი რობაქიძის ყურება,ან თუნდაც გოგელიძის..რას ვიზამთ,ასეთია პირადად თქვენი სკამი..ზიხართ,თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება სკამს ფეხი წატყდეს.. - სკამს ფეხი იმ შემთხვევაში უტყდება,თუ ვინმე არასწორად ზის. კბილებში გამოსცრა და სპირტიანი სითხე მთლიანად გამოცალა. - გეთანხმები. აღარ შეპასუხებია პრეზიდენტს,მხოლოდ ულვაშებში ჩაიცინა შეუმჩნევლად და ფეხზე წამოდგა,როცა კარზე კაკუნი გაისმა. - ბატონო პრეზიდენტო,თქვენთან ლერია მოსული. - შემოვიდეს. ხელი აიქნია ბენდელიანმა და კარისკენ მიმავალ თემურს გახედა. - მე აღარ შეიშლით ხელს,დაგტოვებთ..სასიამოვნო საღამოს გისურვებთ,ბატონო პრეზიდენტო. - თქვენც. ღიმილი სახიდან მაშინვე ჩამოიშორა,როცა კარი ხმაურით გაიკეტა მამაკაცმა და მის წინ ერთი თავით მაღალ მდგომს ახედა,ოდნავ თავჩახრილს,რომელსაც ხელში ფაილების შეკვრა ეჭირა. - ეს რა ჯანდაბაა?! ხელიდან გამოგლიჯა ფურცლები და ზიზღით ახედა ლერის დალურჯებულ და დასიებულ სახეს. - კონტეინერები ცოტა ხნის წინ გავიდა გემით,ბატონო პრეზიდენტო. - ძალიან კარგი..გამოდის რომ,თაბაგირს სატვირთო მანქანების კონტეინერებში,საწუწაო თოფები დახვდება,აერეპორტში მიტანილ კონტეინერებში კი,ჩინური პრეზერვატივები..სანამ ის გემბანზე გამოჩნდება,ან თუ მოიფიქრებს მაგას,ჩვენი ორგანოები უკვე პატრონებს ჩაბარდებათ და ანგარიშზე რამოდენიმე ციფრი აიწევს. თბილისს გადმოხედა და თავისი ცხოვრებით კმაყოფილი,ნეტარებით დაეშვა ტყავის სავარძელში.. კეფა საზურგეს მიადო და კალამი ხელში აათამაშა. - თაბაგირის ამბავი ჯერ არ გადაგიწყვეტავთ? - ვფიქრობ,ვფიქრობ.. ეშმაკურად ჩაიცინა კაცმა. - ხომ არ ჯობია,რომ უბრალოდ ავდგეთ და მოვკლათ?! კოპებშეკრულმა ლერიმ თავისაუწევლად ჩაილაპარაკა და პრეზიდენტის რეაქციას დაელოდა. - მტაცებლის ფილოსოფიაზე გსმენია რამე,ლერი?! - არა,ბატონო. - კარგი,რა..ძალიან მარტივია..აი,უყურე..მტაცებელი სანამ თავის სამიზნეს კისერში ჩაავლებს ბასრ კბილებს და ყელს გამობადრავს,იცი რას აკეთებს?! მის ტერიტორიას ნიშნავს.. აკვირდება,ძალიან დიდ ხანს აკვირდება რამდენად მშიერიც არ უნდა იყოს..შემდეგ,როცა დრო მოვა თავს ესხმის და მაშინაც,მაშინაც კი არ კლავს ბოლომდე..სასიკვდილო ზიანს აყენებს და უყურებს,როგორ დგას სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე..როგორ კოჭლობს,როგორ ჩქეფავს სისხლი მისი კისრიდან და ტკბება..რაც მეტად იტანჯება,მით უფრო გემრიელია მისი ხორცი..ცხოვრებაც ასეთია,თუ გინდა რომ მტაცებელი იყო,მტაცებელივით უნდა მოიქცე და არა წუნკალი ძაღლივით,რომელსაც ყველა ზედ აფურთხებს! თაბაგირის სიცოცხლე ჩემს ხელშია..მხოლოდ მაშინ მოკვდება,როცა ამას მე გადავწყვეტ. - დიახ,ბატონო. - სია აქ არის?! სათვალე ცხვირზე მოირგო და ახალგაზრდების სახელებს გადახედა.ახალმა იდეამ გაუელვა თავში,რომელიც ძალიან მოეწონა და ფეხზე წამოდგა. - თაბაგირს და ჰყავს,ორი შვილით..ასეა?! ლერიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,ბენდელიანმა კი ტუჩებთან მიიტანა თითები,რომელიც ფიქრს მიეცა და აქეთ იქით მოუყვა სიარულს. - ბენდელიანს ყოფილი ცოლისგან შვილები არ ჰყავს,ისედაც სულ რაღაც ორი წლით ცხოვრობდნენ ერთად..არამგონია,მის მიმართ რაიმე აკავშირებდეს,მაგრამ მაინც,გამირკვიე ყველაეფერი მაგ ქალზე.. - როგორც ინებებთ. - კიდევ,გამირკვიე ბატონ დიმიტრის ასავალ-დავასალი უფრო კონკრეტულად..ვისთან დადის,ვინ მიდის მასთან,რა ჰქვია,რამდენი წლისაა,რა ზომა ფეხი აქვს და რამდენად ჯანმრთელია. ავისმომასწავლებლად გაიღიმა და მხარზე ხელი წამოჰკრა ერთი თავით მაღალ ახმახს. - მიდი,რას დაყუდებულხარ..აახვიე! სტვენა-სტვენით მიუახლოვდა მაგიდას,ტელეფონი ხელში მოითავსა და ნაცნობი ნომერი აკრიფა,საიდანაც საყვარელი ქალის ხმამ,მალევე გაიჟრერა.. - გისმენ,ჩემო პრეზიდენტო. - ელენა,მამიკო შენთან მოდის,გაემზადე. თვალები ზიზღით აატრიალა წკრიალაშვილმა და მაგიდასთან მსხომ მამაკაცებს გადახედა.სათავეში მდჯომ თაბაგირს სატელეფონო ზარი არ გამოჰპარვია,შეატყო როგორ ანერვიულდა ფეხზე წამომდგარი წკრიალაშვილი. - ელენა,მშვიდობაა? სხვათაშორის ჩაეკითხა ქალს და სამხარაძეს გახედა,რომელსაც ფურცლებში ჩაეფლო თავი და მათკენ არც გაეხედა. - ბატონი პრეზიდენტი მიბარებს,ასე რომ..ჩემი წასვლის დროა. დეტალებზე მერე შევთანხმდეთ,ნახვამდის. - კარგი,დროებით. დიმიტრიმ მუჭში მოქცეული ფურცლები გამოგლიჯა ხელიდან სამხარაძეს და ტატოს მხარეს გაასრიალა,აღარაფერი უთქვამს მეგობრისთვის და ხმა არც იასონს ამოუღია,რადგან ამაზე საუბარს აზრი მაინც არ ჰქონდა. მხოლოდ ტატო იჯდა მაგიდასთან მოუსვენრად,ყოველ წუთას უსიამოვნოდ იშმუშნებოდა და მზერას არიდებდა მამაკაცებს, თითებში მოქცეულ კალამს კი მაგიდაზე აკაკუნებდა. - შენ ში/გ ხომ არ გაქვს?! გააჩერე ეს დედამო/ყნული კალამი,ისედაც ნერვები არ მყოფნის..იმ სირ/მა თავისი გაიტანა და სხვა გემით გააგზავნა კონტეინერები.. თავზე ნერვიულად შემოიწყო ხელები თაბაგირმა,რომელიც ტელეფონს უყურებდა შიგადაშიგ და ნაცნობ ნომერს ელოდა. პრემიერიც არ რეკავს..ვაბშე რა დედისტყ/ნა ხდება?! იღრიალა და მაგიდას ხელი დაარტყა. - დამშვიდდი,ვარკვევ! შეუღრინა სამხარაძემ და გველნაკბენივით გავარდა ოფისიდან. აწკრიალებულ ტელეფონს დაავლო ხელი მამაკაცმა,საიდანაც პრემიერის ხმამ გაიჟღერა და ტატოსგან ოდნავ მოშორებით დადგა,სასაუბროდ. - შეცდომა გაგვეპარა,დიმიტრი. - რას გულისხმობ?! დაიძაბა თაბაგირი და შუბლზე გამომჯდარი ნერვი აუთამაშდა.რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდგომ ხმა ამოიღო მამაკაცმა,რომელსაც ჩახლეჩილ ბარიტონში ეტყობოდა იმედგაცრუება და ბრაზი. - მოღალატე გყავს,ვიღაც ბენდელიანის მხარესაა,შეცდომით მოგაწოდეს ინფორმაცია კონტეინერებზე. როცა ყველაფერს გაარკვევ,მერე დამირეკე,იცი,არ მიყვარს ხარვეზები. ტელეფონის გამაყრუებელი ზარი კვლავ ჩაესმოდა ყურში,რომელიც ჯერ კიდევ ლოყასთან ჰქოდა მიდებული. დაჭიმული სხეულით უკან გამოტრიალდა და ფეხზე მდგომ ტატო ჯანაშიას გახედა,გაფითრებული რომ იდგა და რაღაცის სათქმელად ემზადებოდა. - დიმიტრი,უნდა ვილაპარაკოთ..საქმე სამხარაძეს ეხება. მოკლედ ეს საგამოცდო პერიოდი შემიწირავს,ვცდილობ ვცდილობ მალე დადებას და როგორც ვახერხებ ისე ვდებ,მაპატიეთ...ამ თავს ერთხელ გადავხედე და თვალებიდან უკვე ნაპერწკლებს ვყრი,ამიტომ შეცდომები თუ შეგხვდათ ძალიანაც არ გამკიცხოთ.. არ დაგეზაროთ აზრის დაფიქსირება,გელოდებით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.