უკანასკნელი ამბორი 18+ (თავი 11)
გონების ნაპრალებიდან გადმოსული ადამიანები ყოველთვის თვალთახედვის არეალს მიმღვრევენ. ეტაპობრივად წინ მიდგებიან... სურთ, რომ მოგონებათა კაეშანი კვლავ გამიცოცხლონ. ისევ ააჟღერონ საკუთარი სულის სიმები. უეცრად თვალწინ ალექსის მეტყველი სახე მიდგება. ვგრძნობ, როგორ უფერულდება ირგვლივ მყოფი ნივთები... მხოლოდ და მხოლოდ მის ღრმა სუნთქვას ვგრძნობ საკუთარი სხეულის ნაწილებზე. როგორ მინდა კვლავ აქ იყოს. მასთან თავს მშვიდად ვგრძნობდი თავს. - მინდოდა ჩემი ყოფილიყავი. ერთმანეთის გვერქმეოდა, თუმცა მიკვირს... მიკვირს, თუ როგორ გამიმეტე იმ ტკივილისთვის, რომელიც ორივეს ცხოვრების სერიული მკვლელი აღმოჩნდა.- თქვა მან და კვლავ ნაცნობი მიმიკებით ცდილობდა საკუთარ სულში ის აკანკალებული გოგონა დაემშვიდებინა, რომელიც ძვლებს მიღრღნიდა. - ბოდიში.... - სიტყვა ბოდიში გრძნობებს ვერ გააქრობს... ვერც სულის იარებს განკურნავს. - იქნებ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? - დავიწყოთ რისთვის? ისევ ტკენისთვის? ნუთუ არ დაიღალე სულის მოუშუშებელი იარებით, რომელიც საშუალებას არ გაძლევს რეალურ ცხოვრებას ფეხი აუწყო. - მე შენ მიყვარდი... - ვიცი, რომ გიყვარდი, მაგრამ არა ისე როგორც ეს მარადიულ, წრფელ გრძნობებს შეესაბამება... - ბოდიში, ალექს... - ბოდიში ვერ გამკურნავს, ვერც შენ დაგიბრუნებს ადრინდელ ცხოვრებას. - მჭირდები... - მეც მჭირდება ის გოგო, რომელიც მუდამ თვალებში შემომციცინებდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საერთოდ არც უნდა გამეცანი მაშინ კლუბში. - არა... - თუმცა ერთ რამეს მივხვდი, თე... დიახ, შენ ჩემი ნარკოტიკი ხარ და ყველაზე დიდი კაიფი, მაგრამ სწორედ ამ დამოკიდებულებით ნადგურდება ეს ცხოვრება. ჩვენ ერთმანეთის მკვლელნი გამოვდივართ... - არ წახვიდე რა... - უნდა წავიდე... - უკანასკნელად მაინც მაკოცე, ალექს! - უკანასკნელი ამბორი?- ირონიულად ჩაიცინა მან.- ვინ იცის ღამით, როდესაც შენ ჩემს მკლავების ქვეშ გეძინა, რამდენჯერ გამღვიძებია და რამდენჯერ მიკოცნია ჩუმად შენთვის. - ნუ მტკენ... - შენ ისედაც გტკივა. - ანუ მტოვებ? - ანუ მშვიდობით. - შეხვედრამდე. - ნახვამდის.- ცივად მომიგო მან. რამდენიმე წამში ალექსის გამოსახულებაც ნელ-ნელა გაიდღაბნა. სწორედ ისე წვიმის წვეთები, როდესაც სულიერების ნახატს გაანადგურებს ხოლმე. მისი დაკარგვის შემდგომ ბევრჯერ მიფიქრია სუიციდზეც. არა, მარტო ალექსის გამო არა... შინაგანი ხმები მოსვენების საშუალებას არ მაძლევენ. მინდა, რომ ისინი გაქრნენ. უიმისობა ალბათ ბევრად უფრო მშვიდი იქნება. ჩიტის მსგავსი ვიქნები. ღრუბლის სახით მოვევლინები. სხვა სხეულში ვიცხოვრებ. ალექსის სახლთან ახლოს. მისი გულის ნაპრალებისგან დაშორებით. ადრე მიკვირდა თუ როგორ შეეძლოთ ადამიანებს საკუთარი ცხოვრება წარბაუხრელად გაენადგურებინათ, როგორც ეს ანანოს მაგალითზე განხორციელდა. ახლა მივხვდი მის სულის იარებს. ახლა ჩავწვდი მის შინაგან ფენებს, რომელსაც ვერავინ კითხულობდა. ოთახში კვლავ ჩამოცხა... კბილები ამიკაწკაწკდა... მობილურის რეკვის ხმა კვლავ გაისმა საძინებელ ოთახში. გულ-მუცელი ერთიანად ამეწვა. ალექსის თავს მახსენებდა... ისევ მტკიოდა. უიმისობა მანადგურებდა, როგორც გაზაფხულში შემოპარული სიცივე. ამდენი დღის შემდგომ პირველად დავხედე მობილური ტელეფონის ეკრანს. მარტა რეკავდა. - ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ?- თქვა მძიმედ მან... - არა...- დაძაბულად მივუგე მარტას. - იქნებ სადმე შევხვედრილიყავით? - ცოტა არ იყოს მოუწესრიგებელი ვარ. - არც არავინაა მოწესრიგებული სპონტანურად. მინდა, რომ დაგელაპარაკო. ლევანიზე ყველაფერი არ მომიყოლია. - გინდა ჩემთან ამოხვიდე?- საკუთარ გამოსახულებას სარკეში შევხედე. ტანში გამაჟრჟიალა. უსულო არსება მიყურებდა იქიდან... თვალებჩაცვენილი მოსიარულე ზომბი. - მისამართს მესიჯის სახით გამოგიგზავნი. კაფეტერია მირჩევნია. არ ვიცოდი რა უნდა მომემოქმედებინა. ჩემს გონებაში ათასობით ადამიანი იყრიდა ერთიანად თავს და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. მინდოდა, მართლა მჭირდებოდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა... ცხოვრებას ბოლოსდაბოლოს სადამდე გავექცეოდი? ძალდატანებით ჩავიცვი შავი ზედატანი, ტყავის ქურთუკი და ელასტიკი. გარეთ სუსხი იყო. ტანში გამცრა. გაფაციცებით ვუყურებდი გარემოში არსებულ სიტუაციას. ხალხი მოწყენილი სახით დადიოდა ირგვლივ. ყველა საკუთარ ნაჭუჭში იყო ჩაკეტილი და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას არ ცდილობდნენ. მომენტალურად იასამანის სურნელი ვიგრძენი შორიდანვე. გადასასვლელზე ვიდექი და მწვანის ანთებას ველოდებოდი, რომ ზებრაზე გადავსულიყავი. ნაცნობმა სურნელმა საკუთარი გრძნობები გაამრავალკეცა... მინდოდა ძირს დავცემულიყავი და მთელი ძალით მეხოკა მიწა. შიგ ჩამეწვინა საკუთარი სხეული. ერთხელ და სამუდამოდ გამენთავისუფლებინა ამ ჯოჯოხეთური ტკივილისაგან. ეშმაკი ჩემში ცხოვრობდა. თურმე თითოეულ ადამიანს დაჰყავს თავისი აჩრდილი. გრძნობა არეული საკუთარ ნაბიჯებს ვეღარ ვაკონტროლებდი. ვერ გავაანალიზე, როგორ გადავკვეთე უწინდელი ქუჩა, საიდანაც იასამანის სურნელი იგრძნობოდა. ჩემს გონებას წარსული მართავდა. ამას ვერ გავექცეოდი... ქუჩა გადავსებული იყო ადამიანებით, რომლებიც გზააბნეული ჭიანჭველებივით დაეხეტებოდნენ გარემოში საკვების მოსაპოვებლად. მეწამულისფერი ზეცა სამოთხის იმიტაციას ქმნიდა და ერთი სული მქონდა ჩიტად გადავქცეულიყავი, რომ მისი სიცხადე ახლოდან შემეგრძნო. მე ბუნების შვილი ვიყავი. მე რომანტიკული გული მქონდა... მქონდა და ახლაც მაქვს ოღონდ სახეშეცვლილი და ნატყვიარევი. უეცრად სამყარო შეიკუმშა... ჰაერი დამძიმდა... გალაქტიკიდან ვარსკვლავები ჩამოცვივდა... სხეულიც გაცივდა... გრძნობებიც დავიწყებას მიეცა... ადამიანები მიწას შეეზარდნენ. ფეხს არავინ იცვლიდა. გარშემო მხოლოდ და მხოლოდ შემაძრწუნებელი ხმა ისმოდა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგონა, რომ ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო. იარაღის გასროლის ხმა არ წყდებოდა. ხალხიც პანიკაში ჩავარდა... უცნობი, მაგრამ საშინლად ნაცნობი ხმა გაისმა, რომელიც იუწყებოდა, რომ არ გავნძრეულიყავით. მე მისი არ მესმოდა. სხეული მიკანკალებდა. რეალობას ადექვატურად ვერ აღვიქვამდი. რამდენჯერმე ძლიერად დავხუჭე თვალები, თუმცა უშედეგოდ. სიზმარში არ ვიმყოფებოდი და არც ის შეგრძნებები იყო რეალობას მოკლებული, რომელსაც განვიცდიდი. მომენტალურად წელში გავსწორდი.. ალბათ იმიტომ, რომ ჩახუთულობა გულს ერთიანად მიწვავდა. - ვერ გაიგე?- ღვარძლიანი ტონით აღმოთქვა მან.- არცერთი ნაბიჯი არ გადადგა, თორემ შემდეგი ტყვია შენ მოგხვდება! დაბინდული გონებით ვერ ვიგებდი მის ხმას. მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანთა შეხებას ვგრძნობდი ფეხის არეში, რომლებიც ძირს დაწოლას მეხვეწებოდნენ. მე მათი არ მესმოდა. მინდოდა ფრთები შემესხა და სულ სხვა სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. ნაბიჯი ისევ გადავდგი. უცნობი კაცის სუნთქვა ყურებს მიხშობდა. შემდგომ სიცარიელე და ამ სიცარიელეში ვარსკვლავივით აკიაფებული ხმა. - არა...- თქვა ნაცნობმა სურნელიანმა და ჩემ წინ უგონოდ დაეცა. ხელები წითლად შემეღება. გული გამალებით მიცემდა. თვალებში შავი ნაჭერი გადამფარებოდა... როდესაც გონებაზე მოვედი მხოლოდ და მხოლოდ წითელ ფერს ვხედავდი. წითელ ფერს და ამ მეწამულ ფერში გახვეულ ალექსის სხეულს, რომელიც ბაგეების საშუალებით ცდილობდა, რომ ჩემთვის ის სიტყვები ეთქვა, რომელიც ასეთი უცხოენოვანი ყოფილიყო ჩემთვის. - ალექს... ეს რა ჩაიდინე?!- სიმწრის ცრემლები წამსკდა... ვუყურებდი მის ჩამქვრალ თვალებს, რომელმაც ჩემი სული იხსნა საკუთარი სიცოცხლის ფასად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.