შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატის ფერი


31-05-2020, 04:25
ავტორი Pikn 13
ნანახია 855

რამეს ეძებთ ?
დიახ
ხომ არ დაგეხმაროთ?
არამგონია შეძლოთ.
უკაცრავად?
არაფერია ,ხმამაღლა ვფიქრობდი ,უცებ გამოასწორა ლორამ შეცდომა.
როგორც გენებოთ მის .უკმაყოილოდ ჩაილაპარაკა თითქმის ჩურჩილით ჯონმა.
ლორაც თითქოს დაღლილი უხმოდ მიეყუდა კედელს ,ღრმად ამოისუნთქა თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა და ჩაფიქრდა....
რამდენიმე წუთში კი ხმამაღლა აღმოხდა ,ვეძებ დიახ ! მთელი ცხოვრებაა ვეძებ და ვერაფრით ვიპოვე ....
და მაინც რას ეძებ ასეთს რომ ვერ გიპოვია აქამდე ?ჯონის ხავერდოვანი და სექსუალური ხმა გაისმა კართან,რომელიც ტელეფონის ასაღებად შემობრუნებულიყო ოფისში.
ლორა მალევე გამოერკვა ფიქრებიდან და ლოყები აუწითლდა ისევე როგორც ბავშვობაში უწითლდებოდა ხოლმე როცა ტყუილში გამოიჭერდა დედა.
გაეღიმა და თვალები აარიდა ჯონს ,რომელიც სითბოთი სავსე დიდრონი ლურჯი თვალებით უცქერდა გოგონას .
ლორა ჯონის თვალებმა დანახვისთანავე მოაჯადოვა ,როცა პირველ სამუშაო დღეს კიბეზე ამავალს ასევე კიბიდან ჩამომავალი ჯონის ლურჯი ნათელი და თბილი თვალები დაინახა . იმდენად მოაჯადოვა ნანახმა თვალრბმა რომ რამდენიმე წამით გაშეშებულიყო და ჯონის თვალებს მისჩერებოდა ,თითქოს მათში ჩაძირულიყო და ამოსვლას არც კი ლამობდა . ჯონი უხერხულად იდგა რამდენიმე წამი,ვერ მიმხვდარიყო თუ რა ხდებოდა,უხერხულად ცივად და ხელოვნურად გაიღიმა და სასწრაფოდ გზა გააგრძელა .
ლორას არც კი მორიდებია, იმდენად მოჯადოვა ამ თვალებმა ,კიბეზე ჩამავალ ჯონის თვალიც კი გააყოლა და ხმამაღლა კოლეგის გასაგონადაც კი ხმამაღლა აღმოხდა ,ღმერთო რა კარგია! იმ დღის მერე ჯონის დანახვისას ადგილზე შეშდებოდა და სრულად ჩაინთქმებოდა მის ცასავით ლურჯ თბილ თვალებში. ეს არ იყო რამე წინასწარ დაგეგმილი ქმედება ,ეს თავისთავად ხდებოდა და ამას ჯონიც მიმხვდაიყო.
იმ დღესაც როცა ოთახიდან გადიოდა ჯონი და ლორამ სპეციალურად მაგიდაზე დაიწყო საბუთებში ქექვა თითქოს რამეს ეძებდა ,უბრლოდ არ უნდოდა კიდევ ასე გაშეშებულიყო სულელივით ჯონის დამშვიდობებისას ოთახში და ამით თავის მხრივ მზერის არიდებას ცდილობდა ,რომელიც ასე ძალიან უბნევდა თავგზას და თავს აკარგვინებდა .
ტელეფონი დამრჩა ,თითქოს თავის მართლებას მოჰყვა ჯონი
,რათქმაუნდა ,აბა ჩემს გამო ხომ არ დაბრუნდებოდი ,გაიფიქრა ლორამ და საპასუხოდ ხმის ამოუღებლად მხოლოდ ღიმილი შეაგება ისე რომ არც კი შეუხედავს მისტვის.
ჯონიმ ტელეფონი აიღო კარისკენ წავიდა და უცბად გაჩერდა ,რამდენიმე წამის შემდეგ შემობრუნდა და ლორას მიმართა , იცი ვიფიქრე ჩაი ხომ არ დაგველია ერთად ?
აქ მორე ქუჩის კუთხეში კარგი ჩაი აქვთ .
ლორა დაიბნა ,ვერ დაეჯერებინა რომ ცხოვრებაში პირველად ის მამაკაცი ეპატიჟებოდა ჩაიზე ვინც თვითონაც სიგიჟემდე მოსწონდა. ჩვეულებრივ ვინც მას არ იზიდავდა მხოლოდ ასეთი თაყვანისმცემლები ჰყავდა .
რატომაც არა ,ტუჩი მოიკვნიტა და ეშმაკურად გაიღიმა . ჩანთას ხელი დაავლი რომ უცბად გამოერკვია ოცნებიდან .
ისევ კედელს მიყუდებული იდგა ახლა უკვე ჩანთით ხელში ჯონი კი აღარსად ჩანდა ,მას უკვე აეღო ტელეფონი და ოთახიდან გასულიყო.
ლორამ მძიმედ ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა .
გზად კი თავს ყვრლანაირ იმედს უსპობდა რაც კი ოდესმე ჰქონდა ჯონთან დაკავშირებით და თავს ირწმუნებდა რომ მათ შორის არასოდეს არაფერი იქნებოდა რადგან ჯონი მეტისმეტად კარგი იყო მისთვის . იმას კი ვერ ხვდებოდა და არც უშვებდა რომ შესაძლოა ჯონიც იმავეს ფიქრობდა გულში , რომ ლორა მისთვის მეტისმეტად კარგი და ახალგაზრდა იყო და ისიც ისევე გაურბოდა ლორაზე ფიქრს როგორც ლორა გაურბოდა ჯონზე ფიქრს მაგრამ ვერაფრით იშორებდა თავიდან ჯონის დიდრონ ცასავით ლურჯ და საოცრად ლამაზ თვალებს.
უქმეებზე ლორამ მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა ქალაქ გარეთ წასვლა ,ბუნებაში სალაშქროდ
გზად თითქმის ხმა არ ამოუღია მხოლოდ მთების თვალიერებით იქცევდა თავს და ფიქრობდა ,რამდენიმე ადგილას გააჩერეს კიდეც მოსაწევად მწეველთა თხოვნით ,რომელთა რიცხვში ლორაც შედიოდა , თან ფოტიევს იღებდნენ და კისკისებდნენ . ერთ ერთ ასეთ გაჩერების დროს გადაღებული ფოტოების თვალიერებისას ლორას ფოტოზე აღბეჭდილი ზურგით მდგომი სილუეტი ეცნო მაგტამ მალევე უარყო და თავის აქეთ იქით ქნევით მოიშორა ფიქრი რომ შესაძლოა ეს ის ყოფილიყო.
მალევე დანიშნულების ადგილას მივიდნენ ,სადაც ულამაზესი გამწვანებული არე მარე მოჩანდა ,სადაც ფოტოების გადაღებით იჯერეს თავი მოგვიანებით კი ბეკონის სიმინდის და თევზის შეწვას მოჰყვნენ გრილზე, ბიჭებმა კარვებიც გაშალეს და დასარჩენად მოემზადნენ . შემდეგ კი როცა აცივდა ცეცხლიც დაანთეს მის ირგვლივ
იცეკვეს, იმღერეს ,იცინეს დალიეს და ბედნოერები და ცოტა დაღლილები კარვებში განაწილდნენ .ლორა ,კელი და მიდი ერთ კარავში იწვნენ გოგონებს მალევე ჩაეძინათ ,ლორა კი ვერაფრით იძინებდა ბევრი წრიალის შემდეგ გადაწყვი მოსაწევად გასულიყო კარვიდან ,გარეთ კი ულამაზესი დიდი ნათელი მთვარე უამრავი მოკიაფე ვარსკვლავი დახვდა . ამის დანახვაზე სასწრაფოდ კამერა მოიმარჯვა , რომ ფირზე აღებეჭდა ეს სილამაზე მაგრამ ფოტო გადაღებული არ ჰქონდა ხმაური შემოესმა ზურგიდან ,შეშინებული ისე სწრაფად მიტრიალდა რომ ენახა რა იყო კამერა ხელიდან გაუვარდა , დილის ოთხ საათზე ნათელი ღამის ,დიდი სავსე მთვარისა და უამრავი ვარსკვლავით მოჭეილი ცის ქვეშ ნიკს ხედავდა ,რომელიც ახლა უკვე მის წინ იდგა და უღიმოდა . ლორა კი შიშისგან აკანკალებული იდგა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა . ვერ გარკვეულიყო ეს ნამდვილად ხდებოდა თუ უბრალოდ ელანდებიდა .
მალევე ნიკი მიხვდა ლორა რომ შეშინებული იდგა და დაამშვიდა , მე ვარ ლორა ,ნიკი, ნუ გეშინია ფოტოს გადასაღევად მოვედი ,ამ დროს იჩითევა ხოლმე კაი მასალა .
ლორამ ახლაღა ამოისუნთქა და მალევე შეამკო მეგობარი ლამაზი სიტყვებით ,მისი შეშინების გამო.
კარავში დაბრუნება სცადა ნიკმა კი ხელი სტაცა მაჯაში და შეაჩერა.
მოიცა ,შენთან საუბარი მინდა ,დიდი ხანია.
მემგონი შესაფერისი დროა ახლა ,ძლივს როცა მარტო ვართ აქ .
საუბარი კი არა მადლობა მითხარი ნიკ თავში კეტი რომ არ ჩაგარტყი. ეცადა მაჯა გამოეხსნა ნიკის ხელიდან ,საპასუხოდ კი ნიკმა გაიცინა და თავისკენ მოქაჩა ხელით
რა ჯანდაბას აკეთებ ნიკ ,მეტკინა ხელი გაბრაზდა ლორა
ნიკმა კი ხელი გაუშვა და გაშლილი თმა გადაუწია ყურს უკან და ჩურჩულით ალაპარაკდა.
ლორა იცი მე დიდი ხანია შენზე ვფიქრობ, აქაც მხოლოდ შენს გამო ვარ, იმ იმედით რომ საშუალება მექნებოდა ამაზე მესაუბრა ,მთელი დღეა ვცდილიბ და არაფერი გამომდის ახლა კიშენი შეშინების და გულის გახეთქვის ფასად ძლივს მარტო გნახე და მინდა ეს იცოდე.
ლორას თვალები გაუფართოვდა ,მოსმენილთ გაოცებულიყო და ვერ იჯერებდა რომ მის გვერდით კარავში მწოლიარე მეგობრის კელის საქმრო სყვარულში უტყდეოდა .
სანამ ამ ყველაფრის გადახარშვას ცდილიბდა გონებაში და დუმდა ნიკმა ჩათვალა რომ არ იყო ლორა ამის წინააღმდეგი და კოცნა დაუწყი რაც უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა ლორასთვის ,მალევე მოიშორა და სილა ძლიერად გაარტყა შემდეგ კი ამრეზით მიუბრუნდა და შეახსენა რომ კელის საქმრო იყო და ასეთი საქციელი მისგან შეუფერებელი იყო. რაზეც ნიკმა გაბრაზებული ხმით წამოიწყო იმაზე საუბარი თუ როგორ ურევდა კელის თითოეული კოცნა ჩახუტება და მოფეტება გულს და რომ ის კელისთან მხოლიდ იმიტომ იყო რომ უფტო ახლოს ყოფილიყო მასთან და უკეთ გაეცნო რაზეც ლორამ კიდევ ერთხელ გააწნა სილა და ამჯერად ღორი ხარო დაუყვირა და კარვისკენ გაიქცა სადაც ნიკზე უზომოდ შეყვარებულ მეგობარს ეძინა .
ნიკმა კი გაბრაზებულმა ისროლა სიგატეტის კოლოფი და ფეხი მაგრად დაარტყა იყვე მდგომ მუხის ხეს ძირში
ლორა კი დილამდე ფიქრობდა როგორ ეთქვა ამის შესახებ კელისთვის,მას ხომ ასე უგონოს და უზომოდ უყვარდა მისი სიყვარული რომელსაც ნიკი ერქვა და უკვე წელიწადზე მეტი იყო მის გვერდით იყო.
ლორას ძალიან კარგად ესმოდა ისიც რომ შესაძლოა კლერს მისი არც კი დაეჯერებინა და მეტიც ,მათი მეგობრობაც დასრულებულიყო ნიკზე კი უარი მაინც არ ეთქვა და ნიკსაც გაეგრძელებინა კლერის მოტყუება რომ ,მასაც უზოლოდ უყვარდა კლერი და მასზე კარგავდა ჭკუას.
კლერი ხომ წარმატებული ბიზნესმენის შვილი იყო და ერთადერთი მემკვირდე ამ ოჯახის ,ნიკი კი ერთი ჩვეულბრივი ალფონსი,რომელიც სარგებლიბდა მისი უზადო სიმპატიურობით და კლერიც ადვილად გაება მახეში.
ლარას მეგობრის გამო გულისტკიოდა მაგრამ არც დამალვას აპირებდა რამის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent