იღბლიანი 19 (სრულად)
აჭარულის მუსიკა ჩაირთო, ჩაბნელებულ და ამავე დროს ფერადი შუქებით განათებულ დარბაზში. ვერ მოითმინა და რამოდენიმე წლის წინათ ნასწავლი და კარგად შესისლხორცებული ცეკვის შესასრულებლად დეიდაშვილთან ერთად გავიდა. რამოდენიმე წყვილი ცეკვავდა მათთან ერთად. ყოველ მის მოძრაობაში უდიდესი სიყვარული იკითხებოდა ცეკვის მიმართ, და ამ სიყვარულსაც რაღაც ამაგრებდა, რაღაც, რაც არავინ იცოდა მის გარდა. მუსიკა დასრულდა თუ არა გაჩერდა, აქ კი მისი გული გაასმაგებულად ძგერდა. მის წინ იდგა, ერთი ხელის გაწვდენაზე. იდგა ადამიანი, რომელმაც წლების წინ სიყვარული ასწავლა, ნინისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იდგა მის წინ, მაგრამ მას ვერ შეეხებოდა. ამის არც უფლება ჰქონდა და არც სიამაყე მისცემდა ნებას. ტანზე ეკალმა დააყარა, გულში საშინელი ჩხვლეტა და ტკივილი იგრძნო, ზუსტად ისეთი როგორიც უწინ, როდესაც ის ბოლოს ნახა. სუფრას ბედნიერი ღიმილით მიუბრუნდა და დეიდაშვილს შეხედა, რომელიც მისი სადღეგრძელოს სათქმელად ამაყად წამომდგარიყო ფეხზე. -ნინი თქვენ არ იცით რა გოგოა, ნინი ჩვენი სიამაყეა. - ვაკო ამაყად შესცქეროდა დეიდაშვილს, რომელიც თვალებით უხდიდა მადლობას. -ჰომ კარგად ხარ? - ჩუმად უჩურჩულა რძალმა. -კი კარგად ვარ. - ისევ გაიღიმა და შამპანიურის ჭიქა ბოლომდე გამოცალა. -მარცხნივ გაიხედე რა. - ისევ რძლის ჩურჩული მოხვდა ყურში. თავი ნელა მიაბრუნა მარცხნივ მდგარი სუფრისკენ და გული მოუკვდა. მისი პირველი და დაუვიწყარი სიყვარული, რომ დაინახა, რომელსაც გვერდით მჯდარი ხუჭუჭა შავგვრემანი გოგონასთვის ხელი მხარზე გადაეხვია და ტუჩებით შუბლზე იმ წამს შეეხო, როდესაც ნინიმ გაიხედა. დენდარტყმულივით გამოაბრუნა თავი უკან. -ჰო, შეცვლილა. ანასტასია მე ორი წუთით გავალ დასარეკი მაქვს და შემოვალ რა. -ამჯერად რძალს თავად მიუბრუნდა. შემდეგ თავის პატარა ჩანთას ხელი დაავლო და ქუსლების კაკუნით გავიდა რესტორნიდან. გაზაფხულის გრილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა შემდეგ ტელეფონი ამოიღო და განუყრელ მეგობარს დაურეკა. -ანო შენ არ იცი რა ხდება ჩემს თავს. -ნინი კარგად ხარ? - ანანიამ შეძლებისდაგვარად მშვიდად ჰკითხა მეგობარს. -არა. სანდრო ახალკაცი ვნახე. -რაა? სად? რამე გითხრა? -არაფერი უთქვამს. რესტორანში ვნახე აჭარულის ცეკვა, რომ დავამთავრეთ მე და ვაკომ. -ახლა რას აპირებ? -არაფერს ანო. რა უნდა ვქნა? -ნეტავ ახლა შენს გვერდით ვიყო. - დანანებით ჩაილაპარაკა გოგომ. -არაუშავს. უბრალოდ დაგირეკე ძალიან მოულოდნელი იყო მისი ხილვა. გნახავ და უკეთ მოგიყვები. -კარგი. ვიცი ემოციების გაკონტროლება შეგიძლია. შედი და აჩვენე მაგას რა კარგად ხარ მაგის გარეშე. -ოჰ ანო, ანო. - გაიცინა და დაქალს ტელეფონი გაუთიშა. შემდეგ კი ისევ რესტორანში აპირებდა აბრუნებას, როდესაც კიბეზე ვიღაცის სხეულს დაეჯახა. -უკაცრავად. - ხმადაბლა ამოილაპარაკა და გზის გაგრძელება დააპირა, როდესაც მკლავში ხელის ჩავლება იგრძნო. მასზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომ ბიჭს ახედა. -მეცნობი. - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა და ის მწვანე თვალები მიაპყრო, მუდამ ჭინკები, რომ დათამაშობდნენ მათში. -არ ვიცი საიდან. თუ შეიძლება გამატარეთ. -აჰ, გამახსენდი. ერთი სკოლის მოსწავლეები არ ვიყავით? - ისე უცებ გაიხსენა ბიჭმა ნებისმიერი მიხვდებოდა, რომ თავიდანვე იცოდა ვინც ედგა წინ. -არ ვიცი. შეიძლება. ყველას ნამდვილად ვერ დავიმახსოვრებდი. ცივად დაუბრუნა პასუხი გოგომ. -შეიძლება სხვა არა, მაგრამ მე გემახსოვრები. არ არსებობს მე არ გახსოვდე. -სიგარეტს მოუკიდა და ტუჩებს შორის მოიქცია. - შეიძლება სხვებს ახსოვხარ, მაგრამ მე ნამდვილად არა. დავიჯერო ასე გადარდებს მახსოვხარ თუ არა ? - მადარდებს. ერთი პერიოდი მახსოვს გიყვარდი და მერე როგორ... - აშკარად ცუდი მახსოვრობა გაქვს. ახლა კი უმორჩილესად გთხოვ გადგე გვერდზე და გამატარო. - გაიარე. - ხელები მაღლა ასწია და გვერდზე გადგა. საკუთარ ოჯახის წევრებს მიუჯდა გვერდით იმ საღამოს მეტი აღარ უცეკვია, არც ყოფილი სკოლელების მაგიდისაკენ გაუხედავს. იჯდა, იღიმოდა და სვავდა. ემოციები ირეოდა მასში. წლები გავიდა, მაგრამ მაინც ისევ ისე უყვარდა მთელი არსებით უყვარდა სანდრო. ძნელი იყო სანდროს გარეშე სკოლაში ყოფნა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა მასზე არ ეფიქრა და შეძლებისდაგვარად გოება სხვა საქმით დაეტვირთა. შემდეგ ძალიან ცოტას ფიქრობდა სანდროზე ან მხოლოდ დაძინებამდე შეაწუხებდა ისევ იგივე კითხვა რატომ თამაშობდა სანდრო მისით ? შემდეგ გადაბრუნდებოდა და ძილს მიეცემოდა. მეორე დღეს დილით ადრე მოუხდა ადგომა, რათა უნივერსიტეტში დროულად მისულიყო. წესიერად ვერც კი მოასწრო საუზმე. ფეთიანივით დარბოდა აქეთ-იქეთ თან ძმიშვილებს საყვედურობდა მისი ნივთების არევისათვის. სარკეში ჩაიხედა, საკუთარ ანარეკლს გაუსწორა თვალი, შავი თმა, რომელიც საგულდაგულოდ შეიკრა კიდევ ერთხელ შეისწორა, შავი ჯინსის შარვალი ჩამოიფერთხა და გარეთ გავიდა. მერვე სართულიდან ფეხით დაეშვა. ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როდესაც ანანია კოჭლობით, წელში მოხრილი მოდიოდა. - რა დაგემართა ? - ქერა, ქარისგან აშლილ თმაზე ჩამოუსვა ხელი მეგობარს. - რა არ დამემართა ის მკითხე შენ! სადარბაზოში ფეხი ამისრიალდა ათი საფეხური სულ "სრიალით" ჩამოვედი, ჯანდაბას ანანია ადექი სანამ ვინმემ დაგინახა გავიფიქრე, მაგრამ იცი რა მოხდა ? - რა ? რა მოხდა გოგო ? სულ ასე როგორ უდა წყვეტდე თხრობას? - დაქალს უსაყვედურა და გაჩერებასთან ახლად დამდგარი ავტობუსისაკენ ხელით უბიძგა. - ავდექი და ფეხი გადამიბრუნდა. ისევ დავეცი! სასოწარკვეთილების დღე მაქვს დღეს. - მართლაც ჩემო უიღბლო. შენს სტუდენტურ ბარათზე თანხა არაა. - ნუთუ იმის გამო ვისჯები ასე ბავშვობაში თიკოს რვეული, რომ მოვიპარე კლასიდან და დავწვი ? - ხელები მაღლა აღაპყრო და ავტობუსის ჭერს შეხედა. - მე აგიღებ ბილეთს ოღონდ გაჩუმდი .- პირზე მიაფარა მეგობარს ხელი და 50 თეთრიანი ჩააგდო აპარატში ბილეთისათვის. - მომავალ პროკურორ ქალს კი მაქვს კრიმინალური ისტორია. - გადაიკისკისა გულიანად. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მისვლისას მათი გზები გაიყო. ორივე მეორე კორპუსში იყო, მაგრამ განსხვავებულ ფაკულტეტებზე. უნივერსიტეტს მარტივად შეეგუვნენ თავიდანვე, მათთვის მთავარი ბოლო წლების მანძილზე მხოლოდ კარიერა იყო, რომლის შესაქმნელადაც ეკლიანი გზის დასაწყისი ერთად განვლეს, გზის ისეთ მონაკვეთში იყვნენ უკვე, რომ ახლა საჭირო იყო სამსახური მოეძებნათ თუნდაც სტაჟირება გაევლოთ საკმარისი იქნებოდა, მაგრამ არავის უნდოდა რომელიმე რადიოში ან ტელევიზიაში ჟურნალისტი. არცერთი იყო შეძლებული ოჯახიდან ამიტომ ყოველთვის თავად უწევდათ საკუთარ თავზე ზრუნვა, რეპეტიტორებს საკუთარ სუფთად ნაშოვნ ფულს უხდიდნენ, დაფინანსება ბევრი შრომის შედეგი იყო, რომელიც უნივერსიტეტშიც უნდა შეენარჩუნებინათ. - ნინი როგორ ხარ ? - აუდიტორიაში შესულს წითური, მაღალი ბიჭი შეეგება, რომელიც პირველი კურსიდანვე ნინისთან ახლოს იყო. - კარგად მათე შენ ? - ბიჭს გაუღიმა და საკუთარი ადგილი დაიკავა. - დღეს მამაჩემის ძმაკაცმა მითხრა ტელევიზიაში სტაჟიორები გვჭირდებაო და რას იტყვი ? ეგრევე შენ გამახსენდი. - აჟიტირებულმა ჩუმად უთხრა გოგოს. - მართლა ? - გაოცება ვერ დამალა და უეცრად წამოიკივლა რითიც აუდიტორიაში მყოფთა ყურადღება მიიპყრო წამით. - მართლა. ოღონდ ტესტირება იქნება რა. მხოლოდ მაღალქულიანი სტუდენტები უნდათ ხომ გესმის არა? - გრძელ თითებს მაგიდაზე ათამაშებდა. - აუცილებლად წამოვალ. მადლობა, რომ მითხარი. - ლექტორის შემოსვლამდე კიდევ ერთხელ გადაულაპარაკა ბიჭს შემდეგ კი გაჩუმდა და მთელი ყურადღება მასალაზე გადაიტანა, რომელსაც ლექტორი სტუდენტებს აცნობდა. ანანია ძლივს დაჯდა სკამე და კონსპექტი ამოიღო კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედა შემდეგ კი ისიც ლექციის მოსასმენად მოემზადა, რასაც თვლიდა, რომ მარტივად ვერ დაიმახსოვრებდა ინიშნავდა. ლექციები თითქმის ერთდროულად დაუმთავრდათ სამივეს. - ანო მე და მათე მივდივართ დღეს ტელევიზიაში მარტო შეძლებ წასვლას ? - შევძლებ აბა რა. - ომახიანად შესძახა და უეცრად გაიმართა წელში, რამაც ტკივილი მოჰგვარა. - კარგი, რომ მიხვალ დამირეკე. - დედასავით დაარიგა ბავშვობის მეგობარი და როგორც ყოველთვის აწეწილი თმა ხელით გაუსწორა. მათი გზები გაიყო. ანანია ძლივს მიდიოდა ქუჩაში ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ სავსე ავტობუსში მოუწევდა ასვლა და ფეხზე დგომა ნახევარი საათით მაინც. გაშლილ ყავისფერ თმას ქარი ურევდა, მტვერი თვალებში ეყრებოდა. მაისის შხაპუნა წვიმამაც არ დააყოვნა. თეთრი, ლურჯ ჯინსის შარვალში საგულდაგულოდ ჩაკეცილი მაისური ტანზე მიეკრა. დიდი მკერდი არასდროს ჰქონია, თუმცა მაინც არაკომფორტული იყო მისთვის ქუჩაში ასე სიარული. მანქანის სიგნალი მოესმა, არ გაუხედავს ჯიუტად განაგრძო არეულ ამინდში სიარული. - გაცივდებით. - გვერდით ამოუდგა ვერცხლისფერი ე კლასის მერსედესი. - მერე თქვენ რა ? - გაყინული მკერდთან აკეცილი ხელები კიდევ უფრო მოუჭირა ერთმანეთს ისე, რომ გვერდზე არც გაუხედავს. - მე არაფერი, მაგრამ მგონი შემიძლია დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. - არ არის საჭირო. - როგორც გენებოთ, ალბათ გირჩევნიათ სეტყტვაშიც მოყვეთ. - მაინდამაინც მე რატომ მეხმარებით ? - გაჩერდა. როგორც იქნა მზერა გაუსწორა, აქამდე გვერდზე მიმავალ მანქანას. - მომწონხართ. - მანქანა გაჩერდა მძღოლი კი გადმოსვლას არ ჩქარობდა ან სულ არ აპირებდა. - გასაგებია, ალბათ იტყვით გიჟიაო, მაგრამ სხვა გზა მართლა არ მაქვს. თუ წინააღმდეგი არ ხართ ორი გაჩერება გამოგყვებით შემდეგ ალბათ ამინდიც შიცვლება. - დაბრძანდით. - ბიჭმა გაუღიმა და დაელოდა ანანია როდის მოთავსდებოდა მის გვერდით. - ანანია ანდრონიკაშვილი. - გაყინული მარჯვენა გაუწოდა საჭესთან მჯდომ შავგვრემან ბიჭს, რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. - ილია კალანდარიშვილი. - ბიჭმაც შეაგება ხელი გოგონას გაყინულ მტევანს. - სადმე ახლოს გააჩერეთ სადაც თავის შეფარება შემეძლება. - არა. რას ამბობთ? ეს რა კაცური საქციელი იქნება ? მიგიყვანთ, არ შევწუხდები. - რამდენი ხანია მიცნობთ ? - პირდაპირ ჰკითხა ანამ ბიჭს. არასდროს უყვარდა შემოვლით საუბარი. - ერთი წელია გაკვირდებით. - სიმართლის დამალვა არ უცდია ილიას. - მერე ? - მომწონხართ ანნა. - ძალიან გთხოვთ ეგრე ნუ მომმართავთ. - ანნას მხოლოდ ირაკლი აბდუშელიშვილი სანდროს უახლოესი მეგობარი ეძახდა, რომელიც ანანიას ძალიან უყვარდა. - კარგი ანანია. ისე ლამაზი სახელი გაქვთ. - ილია დაუფარავათ ცდილობდა გოგონასთან ფლირტს. - რაზე სწავლობთ ილია? - თემის შეცვლა სცადა, რათა ცოტახანს მაინც შესძლებოდა მშვიდად ჯდომა უცნობ-ნაცნობი ბიჭის გვერდით. - მე უკვე დავამთავრე სწავლა ისე კი თქვენი გულისთვის მოვდივარ ხოლმე აქ. - მეტად ნუღარ შეწუხდებით, არ არის საჭრო. აი აქ შემიჩერეთ. - ხელი გაჩერებისაკენ გაიშვირა. - მიგიყვანთ სადაც მიბრძანდებით. - არ მინდა, არ არის საჭირო. - კიდევ ერთხელ იუარა, ბიჭმა მანქანა გააჩერა ანანიაც დაფეთებული გადავიდა. წავიდა ილია, მაგრამ ისევ წვიმდა, სველი ტანსაცმელი ტანზე ეკვროდა ქარი, სველ თმას უწეწავდა, ის კი ისევ ელოდა თუდნაც ბოლომდე შევსებული ტრანსპორტის გამოჩენას. ფიქრებით წარსულში დაბრუნდა იქ სადაც ჯერ კიდევ მერვე კლასელი გოგონა იყო, ირაკლი აბდუშელიშვილი კი სრულიად თავისუფალი ბიჭი. სანდრო და ირაკლი განუყრელი ძმაკაცები იყვნენ სანდრო ქერა იყო, მისი მუდამ გადახოტრილი თმა მზესავით ანათებდა ხოლმე იმდენად ქერა იყო, ირაკლი კი შავგვრემანი პუტკუნა ბიჭი, რომელსაც წონა სულაც არ ადარდებდა. შემდეგ გაიზარდნენ დაკაცდნენ სანდროს ისედაც მშვენიერი ათლეტური ტანი ჰქონდა, რადგან დედამისმა ადრეულ ასაკში შეიყვანა ცეკვაზე, ირაკლი კი გარდატეხის ასაკის შემდეგ მშვენიერი სხეულის პატრონი იყო. ბედი არ სწყალობდათ ანას და ნინის სიყვარულში ორივე რატომღაც თითქოს რეალურ და ამავე დროს არარეალურ სამყაროში ცხოვრობდა. ყველაფერი მაშინ დამთავრდა საბოლოოდ ანამ, რომ გაიგო ერთ-ერთი არც ისე ახლო მეგობრისგან ირაკლი აბდუშელიშვილმა ცოლი მოიყვანაო. ნინი გვიან გამოვიდა ტელევიზიიდან მთელი დღე ტესტირებაზე იყო, ხან რა დაავალეს ხან რა. ბოლოს სივი დატოვა და დაღლილი წამოვიდა. მათეს დაემშვიდობა და გზას უამინდობის მიუხედავად ფეხით გამოუყვა. თავდახრილი მოდიოდა ფიქრებში და საკუთარ პრობლემებში ჩაძირული, როდესაც მანქანის ფარების შუქმა თვალები ატკინა, სიგნალმა კი მთელი ორგანიზმი დაუბუჟა. არ უყვარდა, საშინლად არ უყვარდა როდესაც შუა ქუჩაში ვიღაც უსიგნალებდა, მაგრამ რა უნდა ექნა? ამჯერადაც ჯიუტად მოუწია მოთმენა არასასურველი მინიშნებისა, რომელიც სთხოვდა გზიდან გაცლას. - ჩანადირი! - ბოხი ხმა გაისმა. გოგოს მუცელში სიცივემ, ტკივილმა დაუარა. ხელები ოფლით დაეცვარა და გულის ძგერა გაუასმაგდა. - რა? - დაბნეულმა იკითხა თან ცდილობდა საკუთარი თავი დაერწმუნებინა იმაში, რომ სანდრო ახალკაცი არ მართავდა მანქანას. - დაჯექი გაგიყვან. - ამჯერად ფანჯრის ჩაწევა იკადრა ბიჭმა, მაგრამ თავი მაინც არ გადმოუწევია. სანდრო ვერ იტანდა, როდესაც სველდებოდა ზოგადად ძალიან სუფთა ადამიანი იყო, წვიმასაც თავს არიდებდა დამსვრისო. ერთხელ ნინი ერთი კვირა არ ენახა, ამიტომაც გალუმპულმა შეაჭრა ჩანადირის სპორტის გაკვეთილზე და კედელთან მდგომ ხის, გრძელ ყავისფრად შეღებილ სკამზე მოთავსდა, მარტო არ იყო ერთ-ერთი ახლო მეგობარი ახლდა თან. ნინისთვის მაშინაც არაფერი უთქვამს უბრალოდ იჯდა და უყურებდა. სიტყვასაც კი არ ძრავდა. გოგონას თან აფიქრებინებდა აი შენთვის ვარ შემოსულიო თან ისე მოექცეოდა, როგორც სრულიად უცხოს. ერთი დიდი გაურკვევლობა იყო სანდრო ახალკაცი. - არ არის საჭირო ჩემს გამო შეწუხება. - დაჯექი რა, იქნებ რაღაც მინდა გითხრა?! - მანქანას დაგისვრი შენ კი არ გიყვარს ოდნავი სიბინძურეც კი. - დაივიწყე მანქანა და დაჯექი რა. - შედარებით ხმამაღლა უთხრა. - აბა რა საქმე გაქვს? - გვერდით, რომ მიუჯდა შემდეგ დააინტერესა რა საქმე ჰქონდა სანდროს მასთან. - დღემდე გიყვარვარ? ანუ ვგულისხმობ იმას, რომ გაქვს ჩემს მიმართ რეალური გრძნობა ან ოდესმე გქონია?- მშვიდად დაიწყო ახალკაცმა. - ვერ ვხვდები რისი მოსმენა გსურს ამდენი წლის შემდეგ. - ნინის ტანში გააცია ამ ამბავზე, რომ წამოიწყო სანდრომ საუბარი. - არ ვიცი, უბრალოდ ხომ იცი მაშინ მართლა, რომ მიყვარდი? - სასოწარკვეთილი ადამიანის საუბარს უფრო ჰგავდა მაშინ სანდროს საუბარი. - ნუ მაცინებ რა. მოგწერე, რა არ გავაკეთე? როგორ არ ვეცადე, მაგრამ შენგან პასუხიც ვერ მივიღე ახლა კი მგონი ვალდებულს მხდი, რომ გითხრა ის რასაც აღარ ვგრძნობ. - მაშინ ავირიე რა. ვიფიქრე ახლა უკვე ქორწილს დაგეგმავს რამე, რომ ვუთხრა მე კიდე თავისუფლეა მწყურია ჩემი საქმე უნდა ვაკეთოთქო. - ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი. თბილისის ზღვაზე გააჩერა მანქნა, მაგრამ არ გადასულან. - სანდრო რა სისულელეებს მეუბნები ხვდები? უკეთესი, რომ გამოჩენილიყო არც შენი მიგდება გამოდიოდა და არც იმ უკეთესის გაშვებაო. ბავშვი ვიყავი და რა ქორწილი შეგიძლია ამიხსნა? შენი ძმაკაცები მაიმუნობდნენ ამ საკითხთან დაკავირებით ისე თან, რომ გამეგო და თან არა. - ხმას აუწია ნინიმ შანსი მიეცა წარსულის ტანჯვა სანდროსათვის გაეზიარებინა. - ხო სულელი ვიყავი და ნუ დაგავიწყდება მაშინ 16 წლის, რომ ვიყავი. - არ გამართლებს ეს სისულელე. - შენს თვალში არაკაცი ვარ ხო? არაკაცი, რომელმაც გოგოს თავი შეაყვარა და სიტყვაც არ უთხრა, არ დაენახა ისე აორთქლდა სკოლიდან. - ჩემს თვალში არავინ ხარ.- მტკიცედ უთხრა, თუმცა მაინც არ ფიქრობდა ასე, სანდრო ყოველივე მომხდარის მიუხედავად მაინც ეძვირფასებოდა, მაინც არ ეთმობოდა. - მართლა არ გიყვარვარ? აღარ გიყვარვარ?- ხავსს ეჭიდებოდა ახალკაცი. - მნიშვნელობა არ აქვს ამას. ვთვლი საკმარისია ჩემთვის ის ტანჯვა, რაც შენ გამო გამოვიარე. ცრემლის ღვრის სიკვდილზე ფიქრის გარდა, რომ ვერაფერს ვაკეთებდი. გაგეცინება და გეტყვი, რომ მკითხავთანაც ვიყავი. - მერე? - რა მერე? სანდრო! - რა გითხრა მკითხავმა? - ნუშისებრი თვალები დააწვრილა ბიჭმა და ისე მიაჩერდა წვიმისგან დასველებულ გოგოს, რომელსაც ერთი თცელი მაისურის და ჯინსის გარდა არაფერი ეცვა. - დამცინი. აბა როგორ? - გაბრაზებულმა გაიხედა ფანჯრიდან. - არა "ტო". მართლა მაინტერესებს რა. - მითხრა ეგ ბიჭი შენი ბედია, ლაპარაკი უნდა შენთან, მაგრამ ვერ ბედავსო. კიდევ მითხრა, რომ ეწევი სვავ და ახალი ნაყიდი მანქანით რაღაც შეგემთხვა. - უცებ ჩამოურაკრაკა ბიჭს, რომელიც ამჯერად უკანა და წინა სავარძლებს შორის ჩადებულ ჩანთაში იქექებოდა. - რამდენი ხნის წინ იყავი? - შვიდი წლის წინ. მაშინ ახალი წასული იყავი სკოლიდან. მე ანანია და ანასტასია კი მკითხავთან წავედით. - შვიდი წლის წინ ავარია მომივიდა კი. სერიოზული არა, მაგრამ იმ დღეებში არეული ვიყავი და უეცრად დაემართა. - სპორტული შავი ჩანთიდან ასევე სპორტული გრძელმკლავიანი მოსაცმელი ამოიღო და გოგონას გაუწოდა. - მადლობა. - მოსაცმელი გამოართვა და გამხდარ, გაყინულ სხეულზე მოიცვა. - მართალი უთქვამს. - ქერა წამოზრდილ წვერზე ხელი ჩამოისვა და მანქანა დაქოქა. - რაზე იმაზე, რომ ავარიაში მოყევი თუ მოსაწევს, რომ ეტანებოდი? - შავი თმა ჩანთიდან ამოღებული კალმისტარით "შეიკრა". - იმაზე, რომ მე შენი ბედი ვარ! - ნუ ბოდიალობ! შეყვარებული გყავდა შენ მაშინ. ირაკლიმ ასე მითხრა. - ირაკლი მე გავაფრთხილე მაშინ, ზედმეტი კითხვების შემთხვევაში რა უნდა ექნა. - ჩემზე არ იფიქრე რა მომივიდოდა რათქმაუნდა. - წყენა, ბრაზი. ერთიანად შეეპარა ხმაში. - შენზე ვიფიქრე, მაგრამ ბევრი არ მიფიქრია. ახლა კი შენზე, რომ ვფიქრობ იმიტომ მივდივართ ჩემთან კახეთში. - რას ქვია კახეთში მივდივართ? - დაიბნა. - გიტაცებ! აღარ მინდა შენს გარეშე, არც გაწელილი ბანალური ურთიერთობა მინდა. ერთხელ და სამუდამოდ სახელი დავარქვათ ამ ურთიერთობას. - შარში ჰყოფ თავს სანდრო ახალკაცი! - ირონიული ტემბრი ჰქონდა საუბრისას ნინის. - შარში.- გაეცინა და შემდეგ განაგრძო, თან ნინის გაყინული, მარჯვენა მტევანი მოიქცია ხელში და საკუთარ ვარდისფერ, რბილ ტუჩებთან მიიტანა. - შარში 16 წლის, რომ ვიყავი მაშინ გავყავი თავი თუ ამას შეიძლება შარი ვუწოდოთ. მაშინ შემიყვარდი, როდესაც ძალით დაგეჯახე. - გიყვარვარ? - ტემბრი შეეცვალა, აღელდა. - მე შენ მიყვარხარ! ახლა კი მითხარი შეძლებ დაივიწყო ყველა ის ცუდი დღე? - შევძლებ. - ატირდა, ემოციები მოეძალა. შემდეგ კი დაამატა. - ერთი პირობით. - რა პირობა გაქვთ ქალბატონო ნინი? - ხელს არ უშვებდა გოგონას მტევანს. - აღარასდროს მატკენ გულს და საკუთარ გრძნობებში გარკვეული იქნები. - ნინი, ჩემო პატარავ, მე, რომ ახლა ჩემს გრძნობებში გარკვეული არ ვიყო გეფიცები აქ არ იჯდებოდი. აღარასდროს მოხდება ის, რაც მოხდა სკოლაში. - მიყვარხარ. - ეს უთხრა და შეძლებისდაგვარად გადაიწია სანდროს მხარეს, რომ მოხვეოდა. მთელი ის პერიოდი, რაც ნინი იტანჯებოდა მხოლოდ ერთი აუხდენელი ოცნება ჰქონდა, ოცნება, რომლის ახდენაც აღარ სწამდა იყო სანდრო ახალკაცი, ბიჭი რომელიც პირველ და დაუვიწყარ სიყვარულად მოევლინა. სანდროს, მხოლოდ მას შემდეგ მოშორდა, რაც ტელეფონზე ანანიამ დაურეკა, მანაც სანდროს თხოვნით ხმამაღალზე ჩართო ზარი. - ცოლის და როგორ მყავს? - ომახიანად შესძახა სანდრომ, თან გაეცინა. - რა ? მოიცა... შენ სადნრო ? ძმაო ნუთუ ეს შენხარ? - ანანიას სანდრო ძმად ჰყავდა ამოჩემებული, ამის შესახებ სანდრომ არ იცოდა, მაგრამ ანანიასთვის ის ყოველთვის ძმა იყო. ნინისაც ხშირად ეჩიჩინებოდა: "ნახე შენ და ჩემი ძმა ერთად თუ არ იყოთ ადრე თუ გვიან"-ო. - მე ვარ მე. - გაეცინა სანდროს. - არ მჯერა. - კივილი, ტირილი, სიცილი ყველაფერი იყო იმ ერთ, ძალზედ სასიხარულო ზარში. - ანა დამშვიდდი გთხოვ. მაპატიე აგაფორიაქეთ. - შენ უჩემოდ გათხოვდი? - უარესად ატირდა გოგო. ბავშვობიდან შეთანხმებულები იყვნენ, ერთმანეთის მეჯვარეობაზე. - არა, ჩემო პატარა დაიკო გთხოვ დამშვიდდე. ადექი მოემზადე ჩაალაგე ყველაფერი და ირაკლი გამოგივლის. იქნებ როგორმე ნინის ბარგიც მოიპოვო? თუ არადა შენს ნივთებს გამოიყენებს. - ეგ მე მომანდეთ. ანანიამ თავისთვის რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩადო, შემდეგ კი ჩანადირებში ჩუმად შეღწევის გეგმა დასახა. ირაკლი დაბლა ელოდა საკუთარი მანქანით. ანას ოჯახის წევრებს არაფერი უთქვამთ, როდესაც გაიგეს რაში იყო საქმე. - როგორ ხარ? - ორმა სიტყვამ ისე აააფორიაქა ანანია ამდენი წლის შემდეგ მეტი, რომ წარმოუდგენელია. - კარგად ირაკლი შენ? - მეც კარგად. გილოცავ დაქალის გაბედნიერებას. - გულით გაუღმა გოგოს, შემდეგ კი მანქანის კარი გაუღო. მძღლის გვერდით დაიკავა ადგილი ანანიამ. - მეც გილოცავ. ბედმა მაინც ერთმანეთთან მიიყვანა. - ხო ბედი ასეთი რამაა საბოლოოდ იმასთან მიხვალ ვინც შენთვის დაიბადა. - შენ როგორ ხარ? ცოლი ყველაზე ადრე მოგიყვანია მაშინ სულ რაღაც 19 ის იყავი. - ყველაზე ადრეც მე გავხდი ცოლს გაშორებული ადამიანი. - სამწუხაროა. - მართლა ეწყინა ირაკლის ამბავი, რადგან იმდენად უყვარდა, რომ თუნდაც სხვის გვერდით ყოფილიყო მთავარია ბედნიერი ენახა. ჩანადირებთან "კორვალოლის" სურნელი იფრქვეოდა, რადგან ოჯახის დიასახლისი შვილის ასე უეცრად გაუჩინარებამ შეაღონა. მარინა არ იყო მკაცრი დედა, მაგრამ არც თავნებას ზრდიდა შვილს ამიტომ გამორიცხული იყო ნინის დარეკვს და წინასწარი გაფრთხილების გარეშე რამე გაეკეთებინა. - შენი ბრალია დედა. გეუბნები მიხედე ამ გოგოს არეული დაიარება. - დემნა ბუბუნებდა და პატარა დას თავისი ვიწრო კავშირებით ეძებდა. - დამშვიდდით რა. სად წავიდოდა? პატარა ხომ არაა? გასათხოვარი გოგონაა. - ანასტასიას ბარგი უკვე შეეკრა ნინისათვის და ანანიას ზარს ელოდა, გულში ზეიმობდა "მულის" გაბედნიერებას. - შენ რამე იცი და გვიმალავ? - ამჯერად ცოლს მიუბრუნდა დემნა. - რა უნდა ვიცოდე? მოვა არ დაიკარგება. - სიმკაცრე გამოიჩინა. ანანიასაგან სასიგნალო ზარიც მიიღო და მალულად ჩავიდა დაბლა. - ყველაფერი აქ არის? - კი ანა. - ჩანთა გაუწოდა გოგოს, რომელიც ირაკლიმ საბარგულში მოათავსა, შემდეგ კი ნისისთან საჩუქარი გაატანა. კახეთში, რომ ჩავიდნენ უკვე კარგად დაღამებულიყო. ნინის მგზავრობა სწყენდა ამიტომ მთელი გზა ეძინა, მაგრამ სახლთან მისულს გამოეღვიძა და ფორიაქმა აიტანა. - სანდრო. - კატის კნავილს გავდა გოგონას ხმა. - ნუ გეშინია. - მანქანიდან გადმოვიდნენ და ეზოში გამოსულ მოხუც ქალს მიეგებნენ. - ბებია გენაცვალოს შენ. ეს რა გოგო მომიყვანე? ღმერთო რას მომასწარი ამას ჩემმა ონავარმა ცოლი მოიყვანა აწი რაღა მომკლავს? - მაღალ, გამხდარ, მაგრამ ნავარჯიშებ შვილიშვილს ეხვეოდა ჭაღარა ქალი. შემდეგ ნინის ჩაეხუტა. ბოლოს როგორც იქნა სახლშიც შევიდნენ სადაც სანდროს ამხანაგებს მოეყარათ თავი. - რძალი გახდება ჩვენითქო ხომ ვამბობდი? - პირველი თორნიკე იზორია მიეგება ნინის და მაგრად მოეხვია. - მეც მიმიშვი "ტო". - შემდეგ მათი აზერბაიჯანელი მეგობარი მუსტაფა მივიდა. ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ნინის აღარც კი ეგონა დღემდე თუ მეგობრობდნენ ისინი და სანდრო. მოეხვია ყველაზე მაღალ, შავგვრემან გამხდარ ბიჭს. ნერვიულობა სულ დაავიწყა მათმა თბილმა დახვედრამ. სუფრას მიუსხდნენ. გაიმართა ნამდვილი ქართული ქეიფი, სადღეგრძელოები, რომლებსაც მუსტაფაც კი ამბობდა, რადგან საქართველოში იყო გაზრდილი და დედით ქართველი. წლების ტანჯვა დიდიმა ბედნიერებამ ჩაანაცვლა. სახლი ახმაურდა, როდესაც სახლში ანანია და ირაკლი შემოვიდნენ. ანანია მაშინვე სანდროს გადაეხვია. ეგოისტი იყო სანდრო ყველაფერს ერჩივნა. - აი ახლა ვამაყობ შენით. - მაღალ ბიჭს ახედა და აცრემლებულმა უთხრა. - ჩემი ჭინკა. - ცხვირზე მოუჭირა ანანიას ხელი სანდრომ, შემდეგ ძმაკაცს გადაეხვია. - გათხოვდა ჩემი გოგო. - ატირდა. - ნუ ტირიხარ გეხვეწები. - გულში იკრავდა მეგობარს, მასთან ერთად ისიც ტიროდა. სახლიდან ეზოში გავიდნენ სადაც უამრავი ლამაზი ყვავილი იწონებდა თავს. - ეს შენთან ანასტასიამ გამომატანა. - პატარა, ვერცხლისფერი, გაბანტული კოლოფი გაუწოდა აცრემლებულ გოგოს. მანაც არ დააყოვნა გახსნა და ვერცხლის კულონი ამოიღ, რომელზეც კუბიდონი იყო თავისი განუყრელი ისრით. - მეშინია დედა ინრევიულებს. - ბედნიერი ხარ მთავარია. გაპატიებენ არ იღელვო. გვიან ღამით დაიშალნენ და გადანაწილდნენ დიდ ორ სართულიან სახლში. წყვილი ერთ ოთახში შეუშვა ნანამ. ნინი თრთოდა, ღელავდა თითებს ერთმანეთში ხლართავდა, რაც სანდროს არ გამოპარვია. - ჩემი გეშინია? - გაეღიმა ბიჭს და ბროლივით თეთრი კბილები გამოაჩინა. - მცხვენია. - წამოწითლდა , საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. - ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს. არაფერს დაგაძალებ, ხომ იცი არა?! უბრალოდ მინდა ჩაგეხუტო და ისე დავიძინოთ. იმ ღამით მართლაც ჩახურებულებს ეძინათ სამაგიეროდ მეორე დილით სახლში კივილი ატყდა და მთელი ახალგაზრდობა, რომლებსაც სანდროს სახლში თავი მოეყარათ ოთახებიდან კისრის მტვრევით გაცვივდნენ. - დედა რას ხედავს ჩემი თვალები ნანა? - ქალი ისევ კიოდა. - რა გაკივლებს ქალო ამ დილა უთენია? - დედამთილმა დაუცაცხანა რძალს, რომელიც სულაც არჩანდა ბედნიერი შვილის გაბედნიერებით. - ეს გოგო მომიყვანე და დამისვი სახლში? არ გრცხვენია სანდრო? - ესეც როზას ნათქვამი "დედამთილს არ ეყვარები"-ო ანანიამ ყურში უჩურჩულა მეორე სართულზე მდგომ, გაურკვევლობაში მყოფ დაქალს. - დედა რა გაკივლებს? იმის მაგივრად მილოცავდე რას აკეთებ? - სანდრო გაბრაზდა, შერცხვა ნინის ამ მდგომარეობაში ჩაყენების. - უკეთესი ვერავინ ნახე დედიკო? - რას უწუნებ? რა არ მოგწონს დედა? - დაიღრიალა. - ლიკა უკეთესი არ იყო დედა? მაღალი ლამაზი საქმიანი და ეს... ეს არც კი ვიცი რა ვთქვა. ქალიშვილი მაინც იყო? - ამრეზით ახედა ნინის, რომელიც თავს იწყევლიდა სანდროს, რომ გაყვა სახლში. - დედა! ჩემს ცოლზე როგორ ლაპარაკობ? ამ ხალხის მაინც არ გერიდება? თუ პატარა ბიჭი ვარ? - ბრაზისგან გაწითლდა ახალკაცი, დაინახა როგორ დაერღვა წონასწორობა ნინის და უღონოდ დაეცა ანანიას ფეხებთან. შეშლილივით ავარდა კიბეებზე, გოგონას სუსტი სხეული ხელში აიტაცა და ოთახში საწოლზე მიაწვინა. გონს, რომ მოვიდა სიმშვიდე სუფევდა უკვე, სანდროს კი მისი ხელი თავის დიდ "ტორებში" მოექცია და ნაზად უკოცნიდა, სათუთ მტევანს. - მაპატიე ამის მოსმენა, რომ მოგიწია. - თავი დახარა. - არაუშავს, ალბათ ლიკა იყო მისთვის რძლოის ერთადერთი და შეუცვლელი კანდიდატი. - მისუსტებული ჰქონდა ხმა. - მიყვარხარ. შენ ხომ იცი არა?! - ვიცი, სანდრო ვიცი. სიღნაღში წავიდნენ ჯვრისწერისათვის. თხელი მუხლამდე გაშლილი, ფრიალა კაბა ეცვა ნინის, თავზე თეთრი თავსაფარი ებურა ფეხზე კი "ბალეტკები" მოერგო. სანდრო ზუსტად ისე იყო გამოწყობილი, როგორც ამას ანანია და ნინი ამბობდნენ ხოლმე ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში, საუბრისას. შავი სმოკინგი ეცვა, ქერა თმა გადახოტრილი ჰქონდა ხოლო წვერი ისევ ხელუხლებელი. ნინის მეჯვარე ანანია იყო, ვარდისფერ კაბაში თოჯინასავით, რომ დააბიჯებდა ხოლო სანდროს მეჯვარე თორნიკე, რომელსაც თეთრი პერანგი და ჯინსის ლურჯი შარვალი მოერგო. დემნას ძმაკაცმა შემთხვევით დაინახა ჯვრისწერაზე წყვილი, გაუხარდა, მაგრამ დემნა, რომ ვერ შენიშნა დაეჭვდა და დაურეკა. - გილოცავ დის გაბედნიერებას ასე უნდა ვიგებდე ბიჭო? - მხიარულად დაიწყო საუბარი. - რა? რას მილოცავ? - დემნა დაიბნა, ცივმა ოფლმა დაასხა. - და გაათხოვე და მე როგორ არ მითხარი ბიჭო. - სად? სად ნახე? - სიტყვებს ვეღარ აბავდა ერთმანეთზე. - სიღნაღში ბიჭო. რა გჭირს შენ? მოიცა "ტო" გაგეპარა და? ბევრი აღარ დასჭირვებია დემნას იმის გასარკვევად თუ ვის ოჯახში უნდა მისულიყვნენ. მარინა ცრემლებად იღვრებოდა ანასტასია კი ბედნიერებას ასხივებდა. ორი მანქანით წავიდნენ. ვაკო და ვაკოს მეუღლე მაიკო ბავშვებთან ერთად დანარჩენები კი ბავშვების გარეშე. ხმას არ იღებდა დემნა, ენა გადაყლაპული აქვს-ო იფირებდა ადამიანი. გაუხარდა, მაგრამ თან ეწყინა დის ასეთ ვითარებაში გათხოვება. ჯვრისწერიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს მისაღებში მსხდომი უფროსი თაობა დახვდათ. - ნინი. - მარინა აქვითინდა შვილის დანახვისას, დემნა და კობა კი სიტყვას არ ძრავდნენ. - დე ბოდიში. - მოეხვია მონატრებულ ქალს. - მე შენ რა გითხარი? - დემნას მკაცრმა ბარიტონმა აიძულა მოშორებოდა დედას. - მე... - ვერაფერი თქვა იდგა აწურული, დასჯილი ბავშვივით თავ დახრილი. - ხომ გითხარი არ გამეპარო, ყველაფერი ამიხსენი და გაგიგებთქო? - მკაცრი იყო, მაგრამ გულმა აღარ მოუთმინა და გულში ჩაიკრა მასზე ორი თავით დაბალი გოგონა, რომელსაც ეს უნდოდა დასამშვიდებლად. - გამარჯობა. - ამჯერად სანდრო ჩაერია. - გაგიმარჯოს სიძევ. - ომახიანად მიესალმა სიძეს კობა. რა უნდა ექნა? შვილი გაუბედნიერდა დაღვრემილი ხომ არ იქნებოდა?! მალე სანდროს დედ-მამა და ნინის მშობლები სუფრასთან ისხდნენ. ახალგაზრდებმაც მალევე დაიკავეს მათ გვერდით ადგილი. - სანდრო გავიდეთ ცოტახნით. - დემნამ მიმართა სანდროს, რომელსაც ნინის მხარზე გადაეხვია ხელი. ეზოში გავიდნენ ვაკო, დემნა და სანდრო. - ჩვენს დას, რომ აწყენინო, რომ არ გააბედნიერო ვიჩხუბებთ იცოდე. - თითი დაუქნია სანდროს ვაკომ. დემნამაც იგივე გაუმეორა შემდეგ კი სახლში შევიდნენ ბედნიერად მოილხინეს და გვიან ღამით დაიშალნენ. სანდრო ნასვამი იყო და მის სასიამოვნო არომატს ღვინოც სასიამოვნოდ ერწყმოდა. ნინი ნერვიულობდა, მაგრამ მისი ნერვიულობა ნელ-ნელა ოსტატურად გაფანტა ბიჭმა და სამუდამოდ დაისაკუთრა გოგონას ათრთოლებული სეხული. თბილისში, რომ დაბრუნდნენ ცალკე გადავიდნენ სანდროს ბინაში, რომელიც წყვილისათვის სრულიად საკმარისი იყო. ნინი თან სწავლობდა თან ტელევიზიაში სტაჟირებას გადიოდა. ანანია კი დადიოდა გონება გაფანტული, მისი გონება ირაკლის დაესაკუთრებინა. ზაფხულის ცხელი საღამო იყო, როდესაც სახლში ბრუნდებოდა ანანია უეცრად კი ირაკლის გადაეყარა პატარა ბიჭთან ერთად. მივიდა მიესალმა. - ანანია გაგიყვან. - ირაკლიმ ბავშვი უკან დასვა თავად კი წინ მოთავსდა. - მადლობა ირაკლი. - მკრთალად გაუღმა ბიჭს. - ისევ მარტო ხარ? - კი. - მიხარია. - უცებ მიხვდა რაც უთხრა და შერცხვა ასე დაუფარავი სიხარულის გამოხატვა. - საყვარელი შვილი გყავს. უკან ჩაძინებულ ბავშვს გადახედა. - მადლობა. შენ ის მითხარი ვინმე გიყვარს? - კი, მაგრამ ცალმხრივია ეს გრძნობა. - მოიღუშა გოგო. - ვინ არის ის სულელი კაცი ვინც შენ არ გაფასებს? - ბრაზი შემოაწვა ირაკლის, როდესაც გაიგო, რომ ანანიას გული ვიღაცას უკვე დაეკავებინა. - შენ. - აღარ შეეძლო სიმართლის დამალვა ერჩივნა ეთქვა და თავისუფლად ესუნთქა. - რა? - მანქანა გააჩერა ბიჭმა. - ჰო შენ მიყვარხარ ბავშვობიდან. რა ვქნა? ვერ მოვერიე ამ გრძნობას. - ანნა შენ მე მართლა გიყვარვარ? - დაიბნა, გაუხარდა, ეწყინა. ეწყინა მიტომ, რომ გოგო ასე ძლიერ ტანჯა წლების განმავლოაში. - ჰო. მე შენ მართლა მიყვარხარ. ერთი წლის შემდეგ ტყუპი ახალკაცების დაბადებას აღნიშნავდნენ მეგობრები, როდესაც ირაკლიმ ყურადღება სთხოვა იქ მყოფთ. - ანნა, ვიცი ცუდი კაცი ვარ, გტანჯე თავის დროზე ვერ დაგაფასე. - გოგონას წინ ჩაიმუხლა. - მამიკო ანნა ჩემი დედიკო გახდება? - პატარა ონავარმა დაასწრო ირაკლის სათქმელი. - იაკობ მამა! ერთი სიტყვა მათქმევინე. ანნა გახდები ჩემი ცოლი და იაკობის დედიკო? აჩუქებ მას დაიკოებს და ძამიკოებს? - აცრემლებულ გოგონას ახედა, რომელსაც ხელში გიორგი აეყვანა. - თანახმა ვარ!! - ხმამაღლა შესძახა და ბეჭედი, როგორც კი მოარგო ირაკლიმ მაშინვე დაააცხრა კაცის გამომწვევ ვარდისფერ ბაგეებს. საღამოს კი ნინიმ და ანანიამ ერთხმად შესძახეს: "-ესეც ჩვენი იღბლიანი 19" 19 იყო, როდესაც გაგიცანით და 19-ია დღეს მაისის 19. ---------- პ.ს მეგობრებო დამწყები ვარ ჯერ მხოლოდ ამიტომ გთხოვთ ნუ დაიზარებთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი რათქმაუნდა ვიღებ ჯანსაღ დასაბუთებულ კრიტიკას. რთული ყოფილა საუკეთესო მეგობრის ისტორიის დაწერა, ძალიან რთული, მაგრამ მგონი, რომ მე ეს შევძელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.