ვნებების ქარცეცხლში (დასასრული)
12 თავი და მაინც რა არის ტკივილი? შეუხორცებელი იარები თუ შიში ვინმეს დაკარგვის. არ ფიქრობთ რომ ზოგჯერ ყველაფრის გამოსასწორებლად ძალიან დაიგვიანეთ. ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ნანობთ? ან იმ მომენტებს, როცა საყვარელ ადამიანს არ დაუჯერეთ, არ ენდეთ. გინანიათ რომ არ ან ვერ აპატიეთ? და მაინც ხომ ხვდებით რომ ცხოვრება საკმაოდ ხან მოკლეა ასეთ შეცდომების დაშვებისთვის. ხანმოკლეა იმდენად, რომ წლების მერე ბედნიერი წუთების დაბრუნება ტირილამდე მოგვინდება. ხანმოკლეა იმდენად რომ არასწორი ნაბიჯებისთვის საკუთარი თავი შეგვძულდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი ხელი გაუშვი ბედნიერება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად გადაეშვი წყვდიადში და რა? მარტო შენ? არა! უკან ისიც ჩაიყოლე ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა, ვისაც ყველაფერზე მეტად უყვარდი. და ახლა სინანული სწორია? - არა! - და ახლა დროს უკან დააბრუნებ? ვერა! - იღვიძებს - შორიდან ჩამესმა ვაჩეს ხმა, იმდენად შეცვლილი ხმა რომ ძლივს ვიცანი. - დედა გონს მოდის! - თითქოს სიხარული შეეპარაო ხმაში. - დედი - გამტყდარი ხმით ამოიჩურჩულა მაკამ და ხელზე შემეხო - ტასო ჩემი გესმის? - ხელი ნაზად გადამისვა თავზე - მაა რამე თქვი ჩემო პრინცესა - ახლა მამას ტუჩები ვიგრძენი შუბლზე - იოანე - თავში მხოლოდ მისი სახელი მიტრიალებდა - იოანე კარგადაა დედი - მომესმა მაკას აკანკალებული ხმა და ვხვდებოდი, რომ ტიროდა. - წყალი მინდა - იმდენად მტკივნეული იყო ამ სიტყვების თქმა მეგონა ყელი ბასრი საგნით მქონდა დაკაწრული. მხოლოდ ტუჩების გასველება მოვახერხე და ვეცადე თალები გამეხილა. ამასობაში ექიმის ხმაც მომესმა. - აბა როგორ არის ჩვენი გოგო - თბილი ხმით მომიახლოვდა მაღალი სხეული. თალებზე ბინდი მქონდა გადაკრული, მეგონა ვითიშებოდი და ჯერ კიდევ სილუეტებს აღვიქვამდი მხოლოდ. - ანალიზების პასუხი დამაკმაყოფილებელია, ნელ-ნელა გამოიღვიძებს. ტასო რამე გტკივა? მალე გამოფხიზლდები არ შეგეშინდეს, ყველაფერი ნორმაშია ერთ საათში მოვალ შეგამოწმებ მანამ ექთანს გამოვუშვებ. დავით ერთი წუთი გამომყევი. - ექიმმა მამაჩემთან ერთად დაგვტოვა - დედა იოანეს ნახვა მინდა -ძლივს ამოვიჩურჩულე - პრინცესა გამოფხიზლდი და ნახავ - მომიახლოვდა ვაჩე. დაახლოებით ნახევარი საათი ვისმენდი ჩემების დამამშვიდებელ ლაპარაკს მე კი ხმას ვერ ვიღებდი. ნელ-ნელა გამოვფხიზლდი და მხედველობაც დამიბრუნდა, მაგრამ ყურებში მხოლოდ იოანეს სიტყვები მესმოდა - არ მიღალატია პრინცესა - მერე კი საშინელი ხმები და სინათლე იყო. - ვაჩე რა მოხდა? - გამოვერკვიე და ვაჩეს გადავხედე. - ავარია იყო პატარა - როგორ? - გზის გადასახვევთან იყავით გაჩერებული, გვერდიდან მომავალმა მანქანამ ვერ დაამუხრუჭა. - თავი ჩახარა - იოანე სახლშია? - აი მეც მოვედი - ოთახში ნინე შემოვიდა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა - როგორ ხარ ტას - ჩაწითლებული თალები მომანათა და ფრთხილად მაკოცა საფეთქელზე. - უკეთესადაც ვყოფილვარ - ვეცადე გამეღიმა მაგრამ მგონი არ გამომივიდა. - ჩვენ ექიმთან გავალთ და მოვალთ ახლავე - ფეხზე წამოდგა მაკა და დავითთან ერთად დატოვა პალატა. - ვაჩე რა მითხარი სადაა იოანე? - ისევ ჩემ ძმას მივუბრუნდი, რომელიც თვალს მარიდებდა - მოდი ჯერ ექიმმა გაგსინჯოს და მერე მოგიყვებით ტას - პასუხი ნინემ გამცა ვაჩეს ნაცვლად - რას ქვია მერე მომიყვებით, სადაა იოანე - გული ამიჩქარდა და სხეული ამტკივდა იმდენად დამეძაბა - პრინცესა გპირდები ყველაფერს გეტყვით უბრალოდ დაველოდოთ ექიმს. - როგორც იქნა იოანემ თვალი გამისწორა. - ან ახლავე მეტყვით ან თავად გავარკვევ - გაბრაზებულმა წამოდგომა ვცადე რომ ორივე მაშინვე მომვარდა - კარგი არ გაინძრე, გაგიჟდი? - ხელი მომკიდა ვაჩემ და საწყის პოზიციას დამაბრუნა. - გეტყვი - ჩამწყდარი ხმით დაიხია უკან და სავარძელზე ჩამოჯდა - მანქანა იმ მხრიდან დაგეჯახათ სადაც იოანე იჯდა - გულში რაღაც ჩამწყდა ამის გაგონებაზე - შენი მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო - განაგრძო ვაჩემ - იოანე გონს არ მოსულა ამ დრომდე - ხმა გაუტყდა ვაჩეს - 48 საათი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაგრამ ამ დრომდე არაფერი იცვლება. - კომაშია? რა? - ცრემლები გადმომცვივდა - 48 საათი? რა რიცხვია - დღეს თვრამეტია - არა მატყუებთ - სიცილი დავიწყე - შეუძლებელია, ის კარგად არის - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი და სხეულიც ამიკანკალდა. - გაბრაზებულია უბრალოდ და ამიტომ არ არის აქ, ვაჩე ხო გაბრაზებულია - მავედრებელი თვალებით შევხედე ჩემ ძმას. - ჩემო პატარა - მალევე მომიჯდა ნინესთან ერთად და ხელები შემომხვია - კარგად იქნება ყველაფერი - თავზე მაკოცა - აი ნახავ ხო იცი იოანე როგორი ძლიერია - ჩემი ბრალია - ამოვისლუკუნე და უფრო მეტად ავეკარი - ყველაფერი ჩემს გამოა - არა პრინცესა, - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ზემოდან დამხედა - ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული გესმის? ძლიერი უნდა იყო პრინცესა, უნდა იგრძნოს რომ ელოდები, რომ გიყვარს აი ნახავ მალე გამოკეთდება და მერე ყველაფერი ძველებურად იქნება. ასე მარტივი არაა არაბულის დამარცხება - ბოლო სიტყვებზე გაეღიმა. - ჩემი ბრალია ვაჩე, უნდა ვნახო - წამოდგომა ვცადე რომ ისევ შემაკავა- გთხოვ ვაჩე უნდა ვნახო - ტასო ჭრილობა ჯერ კიდევ მოუშუშებელია თან ტვინის შერყევა გაქვს, - რა დროს ჭრილობაა ვაჩე ნუ გამაგიჟე, ახლავე უნდა ვნახო! - ხმა გამიმკაცრდა და წამოდგომა კვლავ ვცადე როცა პალატაში ექიმი შემოვიდა ჩემს მშობლებთან ერთად - ექიმო უნდა ავდგე - არც მიკვირს - მომიახლოვდა სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი - უნდა შეგამოწმოთ ჯერ, ტვინის შერყევა გაქვს და თან ჭრილობაც არ მოშუშებულა თავადაც ხომ გრძზნობ. - ექიმო გთხოვთ უნდა ვნახო - ტირილი უარესად ამივარდა, თვალი ჩემი მშობლებისკენ გავაპარე, ფერი არ ედოთ სახეზე დედაჩემი ცრემლებს ძლივს იკავებდა, როგორც ჩანს მიხვდნენ ყველაფერს ან რა დროს ამაზე ფიქრია - ექიმო გთხოვთ - მავედრებელი თალებით ავხედე საწოლთან მდგომს. - ექთანს გამოვუშვებ, მხოლოდ ეტლის დახმარებით და მხოლოდ ხუთი წუთი გაქვს - თითი დამიქნია და პალატა დატოვა. არავინ შემწინააღმდეგებია, ექთანთან ერთად დავტოვე პალატა უკან კი ჩემები გამომყვნენ. ლიფტით ორი სართულით მალა ავედით და მაშინვე მომხვდნენ თვალში ნაცნობი სხეულები. ლევანი და ელენა სკამზე ისხდნენ, კედელთან კი საბა და ლუკა იდგნენ და ჩუმად ჩურჩულებდნენ. როგორც კი დამინახეს მაშინვე ჩემკენ წამოვიდნენ. არ მესმის ეს ხალხი ასეთი თბილი როგორაა, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო ელენა და ლევანი კი ისე შემხვდნენ ვითომ არაფერი დამიშავებია. შესასვლელად მომამზადეს და ოთახში შემიშვეს ამჯერად ექთნის გარეშე. ნანახმა გული შემიწუხა, მილების გარემოცვაში იწვა სასურველი სხეული და ფერი არ ედო. სახეზე პატარ-პატარა ნაკაწრები კიდევ შერჩენოდა. ფრთხილად მივუახლოვდი და ხელზე შევეხე. არ ვჩქარობდი ხმის ამოღებას, არ ვიცოდი რა მეთქვა ის ხომ ჩემს გამო იყო ასეთ მდგომარეობაში. - მაპატიე - მხოლოდ ამის თქმა შევძელი და ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა. მიჭირდა ასეთ იოანეს ყურება, ისეთი ფერმკრთალი და უემოციო იყო. - იო მაპატიე გთხოვ, გეხვეწები გაიღვიძე საყვარელო. მეჩხუბე, გამიბრაზდი, მიყვირე, ყველაფერი გააკეთე რაც გინდა უბრალოდ გაიღვიძე გეხვეწები - ფრთხილად შევახე ტუჩები ხელზე და თავი საწოლზე ჩამოვდე. ფრთხილად ვეფერებოდი მის ხელს და პატიებას ვთხოვდი, ვევედრებოდი რომ თალები გაეხილა. ხუთმა წუთმა ისე სწრაფად გაიარა ვერც კი გავიაზრე. ვეხვეწებოდი დარჩენის უფლება მოეცათ მაგრამ ნება მაინც არ დამრთეს. დამპირდნენ, რომ ხვალ ისევ მომცემდნენ გამოსვლის უფლებას და მეც მომიწია პალატაში დაბრუნება. ანალიზები რამდენჯერმე ამიღეს, ფეხიდან ნაკერებიც მომხსნეს. საღამოს ბავშები მოვიდნენ ყველა აქ იყო დანიელი და სანდროც. ცდილობდნენ გავემხიარულებინე მაგრამ ჩემი ფიქრები მხოლოდ იოანესთან იყო შიგნიდან კი დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა. მშობლები ძლივს გავუშვი სახლში დასასვენებლად ჩემთან კი ვაჩე და ნინე დარჩნენ. მეორე დღეს ფეხზე გავლის უფლებაც მომცეს და ახლა საკუთარი ფეხით მივედი იოანემდე, თუმცა ისევ ხუთი წუთი გამაჩერეს. ახალი არაფერი იყო, ექიმი ამბობდა რომ ყველაფერი მხოლოდ იოანეზე იყო დამოკიდებული თქვა მას თუ ძალიან უნდა აუცილებლად გაიღვიძებსო. ბოლომდე არავინ ამბობდა რომ მდგომარეობა რთულად იყო თუმცა, ყველა ხვდებოდა რომ დროის გასვლასთან ერთად შანსები მცირდებოდა. ლევანმა გერმანიაში გადაყვანა მოინდომა თუმცა ტრანსპორტირება რისკებთან იყო დაკავშირებული და უფლება არ დართეს. მოდევნო დღეს საღამოს კი პოლიციამ ჩვენება ჩაიწერა, აღმოჩნდა რომ ის ვინც დაგვეჯახა ნასვამი იყო და გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა. მიუხედავად ჩემი შეცდომის ის მაინც დამნაშავედ ცნეს. - Happy birthday to u…. happy birthday to u… happy birthday to u… happy birthday dear ჭინკა... happy birthday to u…. - გამაყრუებელი კნავილით შემოვარდნენ ბავშვები დილით პალატაში. არც კი მახსოვდა დღეს თუ 21 იყო და საერთოდ ჩემი დაბადებისდღე თუ იყო. ოთახი მალე აივსო საყვარელი ადამიანებით, ნინემ ხილის ტორტი მომიტანა და მომთხოვა სურვილი ჩამეფიქრებინა. მეც არ გავიგიჟე თავი ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა რა იყო ჩემი სურვილი. მიუხედავად იმისა რომ ბავშები ცდილობდნენ გავემხიარულებინე, ჩემი ფიქრები ისევ არაბულთან იყო. რომ არა ის ღამე ახლა ერთად უნდა აღგვენიშნა ეს დღე მაგრამ ჩემს გამო ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. ვაჩე მალე მიხვდა რომ ჩემი გამხიარულების მცდელობას აზრი არ ქონდა და იოანესთან ამიყვანა. შესვლამდე ლევანმა და ელენამაც მომილოცეს და სევდიანი მზერა გამომაყოლეს როცა შევდიოდი. - მოვედი საყვარელო - საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი - დღეს მგონი უკეთე გამოიყურები - ან ჰალუცინაციები დამეწყო ან მართლა დაუბრუნდა ფერი. ხელი ფრთხილად ჩამოვუსვი სახეზე და თავი მკერდზე დავადე. - ახლა წესით ეს დღე ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, პირველად უნდა აღმენიშნა დაბადებისდღე შენთან ერთად. ნეტავ შემეძლოს ყველაფრის უკან დაბრუნება. იმ კატოს თმით ვითრევდი და გაქცევაც აღარ იქნებოდა საჭირო - გამეღიმა - ექიმმა თქვა მან უნდა მოინდომოს და თუ მოინდომებს გაიღვიძებსო. იო დაბრუნება არ გინდა? - თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა - გეხვეწები დაბრუნდი ჩემო მწვანეთვალებავ, თუ გინდა აღარასდროს დაგენახები, ოღონდ დაბრუნდი საყვარელო. - მეჩვენება თუ მშორდები - ჩახლეჩილი ხმა მომესმა - ღმერთო მოლანდებები მეწყება მგონი - ფრთხილად წამოვდექი და მწვანეებს შევეჩეხე. - დაბადების დღეს გილოცავ პრინცესა - ისევ იოანეს ხმა იყო, მართალ ის იყო მის მწვანეებს ვუყურებდი. საყვარელ მამაკაცს ვუყურებდი, ეღვიძა! გაიღვიძა! - დაბრუნდი - გამეღიმა - შენ დაბრუნდი - სიხარულისგან ტირილს ვუმატე და ხელები მოვხვიე საყვარელ სხეულს. - პრინცესა ფრთხილად თუ არ იქნები უკან დამაბრუნებ - სიცილით წარმოთქვა იოანემ და ტკივილისგან სახე დაემანჭა. - მაპატიე - უცებ გავსწორდი და მონატრებულ ტუჩებს მოწყვეტით ვაკოცე - გთხოვ ყველაფერი მაპატიე. - ნუ ტირი პატარა - ხელი ფრთხილად აწია და ცერა თითით ფრთხილად მომიმშრალა ცრემლი. - არაფერი არ არის საპატიებელი. - ძალიან მიყვარხარ! - მეც ძალიან მიყვარხარ! - გამიღიმა და ხელზე მაკოცა. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დროს რა ხდებოდა ჩემში. ვუყურებდი სიცოცხლით სავსე მწვანეებს და გული სიხარულისგან ამოვარდნას ლამობდა. უნდა გენახათ ყველა როგორი ბედნიერი იყო. ექიმმა სასწაულების თუ არ გჯერათ ახლა დაიჯერეთო. მნახველების მოსვლა არ წყდებოდა, მე კი პირველად მომცეს უფლება მის პალატაში დიდხანს ვყოფილიყავი. ელენა და ლევანი ისეთი ბედნიერები იყვნენ, პალატიდან მხოლოდ ძალით თუ გაიყვანდით. საღამოს ექიმმა სთხოვა რომ ყველა წასულიყო მაკამ ელენაც დაითანხმა და ყველა ჩვენთან წავიდა დასასვენებლად მხოლოდ ნინემ და ვაჩემ თქვეს უარი და აქ დარჩნენ. - მშვენიერი თაფლობისთვე გაატარეთ საავადმყოფოში, ამაზე მეტს ვერ ინატრებთ - გამხიარულებულმა გადავხედე დივანზე მსხდომ წყვილს და საწოლიდან წამოვდექი. - აი ახლა კი ნამდვილად დაბრუნდა - ერთმანეთს გადახედეს ნინემ და ვაჩემ და შემდეგ მე შემომხედეს - ჩემი შეჩერება არც კი გაბედოთ - გავაფრთხილე - იოანესთან მივდივარ და იქ ვრჩები - გაგიჟდი გოგო? მოასვენე ის ბიჭი თან არ გაგიშვებენ - ფეხზე წამოდგა ვაჩე - ხოდა თქვენ დამეხმარებით რომ გამიშვან. საბოლოოდ ოსე ვქენი რომ ორივე დავითანხმე და მეტიც მათი წყალობით შევიპარე იოანეს პალატაში. - უკვე მეგონა რომ არ მოხვიდოდი - საყვარელი ხმა გავიგე როგორც კი კარი დავკეტე. - არც კი იფიქრო - გავუღიმე და მისკენ წავედი - მოდი პატარა - გვერდით მიიჩოჩა და ხელები გაშალა. სწრაფად დავფარე ჩვენს შორის მანძილი და ფრთხილად მივუწექი საყვარელ მამაკაცს გვერდით. - მენატრებოდი - მის მხარზე ამოვილაპარაკე და ვაკოცე. - ჩემო პატარა, შეგაშინე? - შემეშინდა რომ ვეღარ დავინახავდი შენს მწვანეებს შემეშინდა რომ ვეღარ შეგეხებოდი და ვერ გაკოცებდი. ჩემ სიჯიუტის გამო ყველაფერი გავაფუჭე იო. - აღარ გაიმეორო ეგ თორე მოგხვდება ტასო - ხელი შემიშვა და ზემოდან დამხედა - შენ მაიძულე რომ დავბრუნებულიყავი, მხოლოდ შენი სიყვარულის გამო ვარ ახლა ასე და მეორედ აღარ გავიგო ეგ სიტყვები. ყველაფერი კარგად იქნება პატარა, ხომ გჯერა არა? - მჯერა - ფრთხილად მივუახლოვდი და მონატრებულ ტუჩებს დავეწაფე. - ცოლად გამომყვები? - უცებ მომწყდა ტუჩებიდან და გაოგნებულმა შევხედე - ისე ნუ მიყურებ თითქოს გაგიკვირდა, რომანტიკული მომენტი ვერ შევარჩიე მაგრამ... - კიდევ რაღაცის თქმა ვაპირებდი რომ ისევ გაკოცე - გამოგყვები, აბა რას ვიზამ - მის ტუჩებთან ამოვიჩურჩულე და ფრთხილად ავეკარი მის სხეულს - ჩემი ბედნიერება ხარ - ჩუმად ამოთქვა ჩემს ტუჩებთან და ხელი თმაში შემიცურა. ვიგრძენი როგორ მაკლდა მისი სიახლოვე, მისის სურნელი და შეხება. ტუჩები ყელზე მომაწება და სასიამოვნო შეგრძნებამაც არ დააყოვნა. - რამეს გატკენ იო - ძლივს მოვშორდი სასურველს - ჯობს გადავდოთ, უნდა დაიძინო და ძალები მოიკრიბო. მალე მინდა შენი ცოლობა - ეშმაკურად გავუღიმე და სხეულზე ავეკარი. - იცოდე აქედან გავეწერებით და ასე მარტივად ვეღარ დააღწევს თავს - ვნებების ქარცეცხლიდან? - ვნებების ქარცეცხლიდან! დასასრული იმედი მაქვს მოგეწონათ და ისიამოვნეთ <3 ეს ნაწილი წესით წინათავთან ერთად უნდა დამედო მაგრამ გადავწყვიტე ფინალური ნაწილი გამომეყო. მართალია მოკლე თავია მაგრამ ვფიქრობ საკმარისია იმისთის, რომ იოანეს და ტასოს ურთიერთბა ასე დასრულებულიყო. მადლობა ვინც კითხულობდით და გამოხატავდით რეაქციებს ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.