შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აისბერგი (3,4 თავი)


31-05-2020, 21:21
ავტორი eli 234
ნანახია 1 266

დამღლელი დღე აღმოჩნდა ნილასთვის:ჯერ ბატონ დუდუსთან საუბარი,შემდეგ უნივერსიტეტის საქმეზე სირბილლი და ბოლოს ვაკანსიების გამალებული ძებნა.როგორც იქნა დამღლელი დღის შემდეგ ნილა სახლში დაბრუნდა.
-ნილა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?(ეკა)
-დამღლელად ქალბატონო ეკა.უნივერსიტეტის თაობაზე შევიტანე საბუთები,თუმცა ამ სემესტრში საკმაოდ დაგვიანებულია უკვე,ამიტომ შემოდგომის სემესტრიდან შევუერთდები,ჩემს სამსახურს კი რაც შეეხება რამოდენიმე ადგილას დავტოვე რეზიუმე,სადაც ვთვლიდი რომ შესაფერისი კანდიდატი ვიყავი.იმედია დამირეკავენ
-დაგირეკავენ ჩემო მშვენიერო,უნივერსიტეტის გამო გული არ გაიტეხო,მაინც ცოდო იყავი სამსახური და უნივერსიტეტი ცოტა რთულია,თან ასისტენტად გინდა მუშაობა,ახლა შანსი გაქვს მთლიან განაკვეთზე იმუშაო,ანაზღაურებაც მეტი გექნება და დროსაც გაიყვან,აბა ხვალ შაბათია რადგან შენს ყველა საქმეს მორჩი სხვა რა გეგმები გაქვს?!
-რავი გეგმები არ მაქვს
-ძალიან კარგი,მაშინ ხვალ შოპინგის დღე მოვაწყოთ,მეა არ დაბრუნებულა ჯერ თორემ ძალიან გაუხარდება ისე უყვარს შოპინგი.
-სიმართლე გითხრათ ძალიან კარგი იდეაა,რადგან მამაჩემმა ისე სწრაფად წამომიყვანა ,თვითონ ჩამილაგა ბარგიც,რაც ხელთ მოყვა ყველაფერი ჩაყარა,ძალიან მიშვნელოვანი ნივთები და ტანსაცმელები კი ყურადღების ცენტრიდან გამორჩა,დღეს კი მითხრა რომ აუცილებლად წავსუიყავი და რამე მეყიდა,მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ მოვახერხე,ასე რომ ძალიან კარგი იქნება სამივე ერთად თუ წავალთ ხვალ.
-ხოდა გადაწყვეტილია ხვალ ქალების დღე მოვაწყოთ და ჩვენი გარდერობები განვაახლოთ,თანაც შენი ოთახის გაკეთება ხვალ დასრულდება და იმხელა გარდერობი გავაკეთებინე აბა გავსება ხომ უნდა!
-მადლობა ქალბატონო ეკა მაგრამ რა საჭირო იყო?
-იყო საყვარელო,იყო! და ჩვენ შენთანხმდით რომ მხოლოდ ეკა
-კარგი,ეკა
- მეც მოვედი!მშია დე რამე მაჭამეთ(შეთე)
-კარგი ჩემო ლომო ,მაგრამ ამდენხანს სად იყავი?!კომპანიიდან გავიგე პირველ საათზე წასულხარ ახლა კი 10 საათია!
-კარგი რა დედა,შენ უნდა გითხრა ყველაფერი სად ვიყავი?ისე კი თუ გაინტერესებს ჯერ სპორტ-დარბაზში ვიყავი,აბა ასეთი სხეული რომ მაქვს შენარჩუნება ხომ უნდა?!შემდეგ მეგობრებთან!
-თვითკამოფილი იდიოტი(ჩაიჩურჩლა ნილამ,ისეთი ტონით რომ შეთესაც გაეგო)
-რამე თქვი თუ მომესმა!
-მოგესმა
-არა აშკარად რაღაც თქვი,დედა შენც ხომ გაიგე!?
-არა,ბავშვებო ასე არ გამოვა სულ როგორ შეილძლება ჩხუბებდეთ!
-რაღაც თქვი და გეფიცები დღესვე იტყვი რაც თქვი! ნილამ ბოდიში მოუხადა ქალბატონ ეკას და უთხრა რომ უნდა გამოეცვალა და შხაპი მიეღო. მართლაც რომ სასწაულებრივად ამშვიდებს ცხელი შხაპი ადამიანს,მთელს დაძაბულობას ხსნის,სადღაც ერთი საათი იდგა ნილა ცხელი წყლის ქვეშ,იმდენად ცხელი წყალი უყვარდა რომ როდესაც სააბაზანოდამ გამოდიოდა ორთქლი ასდიოდა ხოლმე მის სხეულს.ამჯერადაც პირსახოცი მოიხვია სხეულზე,თავიც პირსახოცით აიკრა და ისე გავიდა ოთახში.ჯერ კიდევ ამოულაგებელ ჩემოდანს დასწვდა და ტანსაცმლის რჩევა დაიწყო,სამი წყვილი ტანსაცმელი ამოიღო და საწოლზე გაალაგა,ინტერესით დაჰყურებდა და არჩევანის გაკეთება უჭირდა,გული მაინც თეთრი სარაფანისკენ მიუწევდა რომელიც ლურჯი ყვავილებით იყო მოქარგული,მართალია გაზაფხული იყო მაგრამ საკმაოდ თბილოდა,სარაფანა კი ძალიან გრილიც არ იყო. საბოლოოდ როდესაც გადაწყვიტა უკან მიბრუნდა,რათა ფეხსაცმელი შეერჩია,მაგრამ მყარ სილუეტს როდესაც შეეჯახა,უმალ ზემოთ აიხედა და ვინ იქნებოდა თუ არა შეთე?
-აქ რას აკეთებ?!გადი ოთახიდან უნდა ჩავიცვა!
-ეს ჩემი ოთახია და როცა მინდა მაშინ გავალ,ჩაცმა თუ გინდა არავინ გიშლის ჩაიცვი,მაგრამ უნდა ავღნნიშნო რომ პირსახოცი უფრო გიხდება!(ირონიით უთხრა შეთემ და ნილას იდეალური სხეული აათვალიერა).
-უზრდელი ხარ,მგონი გითხარი უკვე ხომ!ახლა კი დროზე მითხარი რაგინდა და წადი!
-კარგი გეტყვი,მაგრამ ჯერ ტონს დაუწიე!მოკლედ დაბლა რომ ვიყავით ჩემზე რაღაც ჩაიბურტყუნე და მაინტერესებს რა იყო ეს?
-ჰაჰ რა ცნობისმოყვარე ყოფილხარ?!
-მითხარი თორემ მხოლოდ ამაში არ ვარ ცნობისმოყვარე,სხვა რამეც მაინტერესებს!განსაკუთრებთ ახლა!ამ მომენტში(კვლავ ცინიზმით უთხრა ნილას და ახლა მის სხეულზე მოხვეულ პირსახოცს დააჩერდა) -ბინძური აზრები შენთვის შეინახე და აქედან გაეთრიე,ანდაც იყოს მე გავალ და ქალბატონ ეკასაც ვეტყვი ყველაფერს!
-მე შენთვის არაფერი მითქვამს !გითხარი გეთქვა რა მითხარი მაშინ,დანარჩენი კი შენზეა, შენ თითონ გამომიწვიე! ნილა სწრაფი ნაბიჯით მოსწყა იქაურობას და კარებში რომ უნდა გასულიყო,წინ შეთე აესვეტა და ახლა სერიოზული სახით გაუმეორა კითხვა!
-ბოლოჯერ გეკითხები რა ჩაიბუტბუტე ქვემოთ?
-ბოლოჯერ?თორემ რას მიზამ ვირო!შენ გგონია შენი მეშინია?! სწორედ ამიტომ გეტყვი რაც გითხარი,გითხარი რომ თითკმაყოფილი იდიოტი ხარ,რომელიც სხეულით იკვეხნის!
-ეგ არ უნდა გეთქვა!(თავი ყურთან მიუტანა შეთემ და ნილას ისე ჩასჩურჩლა)ნილამ ფეხი მთელი ძალით მოუქნია და წვივზე მოარტყა,დიდად არაფერი უგვრძნია შეთეს მაგრამ ყურადღება კი გადაატანინა,ამ დროს კი ნილა თავის არჩეულ კაბას დასწვდა და ოთახიდან გავარდა. გზად მეას გადაეყარა და ღმერთს მადლობას უხდიდა რომ იქედან გამოასწრო:
-რა გჭირს ნილა სად გარბიხარ თან პირსახოცებში ,გამოგეცვალა მაინც გაცივდები
-მქონდა მაგის დრო?შენი არანორმალური ძმა შემომივარდა და რაღაც სისულელეებს მეუბნებოდა,თუ შეიძლება შენს ოთახში გამოვიცვლი(ხელი წინ წამოსწია,ის ხელი რომელშიც კაბა ეჭირა,რათა მეას დაენახა რომ ტანსაცმელს ჩაცმა უნდოდა )
-რა პრობლემაა ძვირფასო შემოდი,მაგრამ შეთესი ძალიან მიკვირს ასე ბავშვურად არსდროს მოქცეულა ხოლმე,ნეტავ ახლა რასჭირს?!ძალიან უცნაურია ,არა აქ რაღაც სხვა ამბავია!
-რა ამბავი?
-ჯერ არ ვიცი და აუცილებლად გავარკვევ!ხო სულ დამმავიწყდა შემოდი აქ და მალე ჩაიცვი სანამ გაცივდი ნილა ოთახში შევიდა,შემდეგ სააბაზანოს კარი აჩვენა მეამ ჩასაცმელად,ნილამაც მშვიდად მოირგო სარაფანი და ფეხშიშველი გავიდა გარეთ.შემდეგ მეას უთხრა რომ ფეხსაცმელს აიღებდა და პირდაპირ დაბლა შეხვდებოდა. ნილა ნელი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს,თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა შეთე ხომ არ არისო,რომ დარწმუნდა რომ იგი წავიდა უცებ შევარდა ოთახში და თეთრი კედები მოირგო,შემდეგ სარკეში ჩაიხედა,თავის ოქროსფერი დალალები კი კვლავ ზურგზე გადაიყარა და დაბლა ჩავიდა. სუფრაზე ისევ ყველა იჯდა,მხოლოდ ნილას ელოდებოდნენ და მანაც დაიკავა კუთვნილი ადგილი.
-მაპატიეთ ისევ დავიგვიანე
-კი ისევ დავიგვიანე და შენს გამო კუჭი გამიხმა შიმშილით!
-შეთე ეს რა ზრდილობაა?პატარა ბავში ხარ?!(ავთო)
-ბოდიში უკვე მოვიხადე სხვას ვერაფერს ვიზავ
-არაუშავს საყვარელო ხომ იცი შეთე როგორიცაა,მოდი სხვა თემაზე ვისაუბროდ,მაგალითად დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურები,ძალიან გიხდება ეს სარაფანი ასე მგონია თავად შენ ხარ გაზაფხული. ნილა სახეზე ისე გაწითლდა ჭარხლის ფერი ედო,ზოგადად ეს მისი ჩვევაა,ნებისმიერ კომპლიმენტზე ან რაიმეზე როდესაც რცხვენია წითლდება და თავს ყოველთის ყიდის.
-მადლობა ქალ.(გაახსენდა რომ მისთვის ეკათი უნდა მიემართა და დაწყებული ქალბატონო ეკათი შეცვალა)ეკა. -ვაიმე რა საყვარელი ხარ(ეკა მიხვდა რომ შერცხვა ,მაგრამ არ შეიმჩნია და მხოლოდ ამ სიტყვებით მიახვდრა)მოკლედ ჭამა დავიწყოთ მერე რაღაც უნდა ვთქვათ მე და ავთომ ასე რომ მოგვისმინეთ .
-რახდება? (შეთე)
-ჭამას რომ მორჩებით მერე ვიტყვი ისეთი არაფერია! უცნაური სიჩუმე ჩამოწვა,კარგა ხანს ასე იყო სანამ ნილას ტელეფონი არ აწკრიალდა.უცხო ნომერი იყო ნილამ ბოდიში მოიხდა და ტელეფონს უპასუხა,როდესაც საუბრარს მორჩა მიამ ინტერესით კითხა:
-შეიძლება გავიგოთ ვინ იყო?
-ააა კი როგორ არა,სამსახურიდან იყვნენ და ამიყვანეს უფროსის ასისტენტის პოზიციაზე,ჩემი რეზიუმე ძალიან მოეწონათ და მუშაობას ერთ კვირაში ვიწყებ,უნივერსიტეტთან ერთად! -ძალიან კარგი ამბავია ნილა(მეა)
-გეთანხმებით ძვირფასო,ეს აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ,მოკლედ მგონი ვახშამი ყველამ დაამთავრეთ და ჩვენც გვინდა ვთქვათ რაღაც.მოკლედ ხვალ გადავწყვიტეთ მე და ეკამ დასასვენებლად წავიდეთ მთელი ოჯახი,ყველა თქვენი საქმეები დაივიწყოთ და 5 დღიანი შვებულება აიღოთ,სულ რაღაც ხუთი დღე უარი არავისგან არ მიიღება.
-არ გამოვა მამა შანსი არ არის უამრავი საქმე მაქვს,თან თქვენთანერთად იქ რა ვაკეთო?(შეთე) -ჩემი აზრით ძალიან კარგია მე და ნილა კარგად გავერთობით,მე თანახმავარ(მეა) -არამგონია,მე რომ წამოვიდე აქ მირჩევნია დარჩენა(ნილა)
-მოკლედ მე უკვე ვთქვი და გადაწყვეტილია ისეთ ადგილას მივდივართ სადაც არავინ იქნებით ნამყოფი მე და ჩემმა მეუღლემ აღმოვაჩინეთ ჯერ კიდევ მანამ სანამ ვიქორწინებდით და ერთმანეთს გავიცნობდით,სწორედ ამ ადგილას შეგვიყვარდა ერთმანეთი,ორივე სამსაურით ვიყავით წამოსული ,შემდეგ ხშირად ჩავდიოდით ხოლმე ამ ადგილას და ბოლოს როდესაც ხელი მთხოვა ავთომ ვთქვით რომ მოვიდოდა დრო როცა შვილებთან ერთად აუცილებლად დავბრუნდებოდით ,თანაც ნილა შენ ხომ გიყვარს ბუნება იქ გაიზარდე,შეიძლება ბუნებით ვერ გაგაკვირვოთ,მაგრამ კარგად დავისვენებთ და ეს ადგილი საოცარია თავის ბუნებითა და უჩვეულო სიმშვიდით!
-მართალს ამბობს ეკა ეს ადგილი განსაკუთრებულია ჩვენთვის ამიტომ ნილა და შეთე თქვენც უნდა წამოხვიდეთ(ავთო)
-კი მაგრამ ბატონო ავთო ,აქ მირჩევნია ძალიან გთხოვთ არაა საჭირო,თქვენ წადით მე აქ დავრჩები.
-მეც ძალიან გთხოვ არ მაწყენინო,იცოდე ძალიან მეწყინება!
-მამა პირველად ვეთანხმები ნილას რომ მეც აქ მირჩევნია დარჩენა,სახლში დავრჩებით ჩვენ,თქვენი სასიყვარულო ისტორია კი იმდენჯერმაქვს მოსმენილი თითოეული სიტყვა ზეპირად ვიცი!თანაც ახლა რამ გადაგაწყვეტინათ იქ წასვალა!
-არა მე გადავიფიქრე წამოვალ ბატონო ავთო(ნილას ეს უეცარი გადაწყვეტილება შეთეს ნათქვამიდან იყო გამოწვეული,თან შეთესთან მარტო დარჩენა არ უნდოდა,ეშინოდა მისი,თანაც მისი გაღიზიანება უნდოდა იცოდა რომ მართლა არ უნდოდა დასასვენებლლად წასვლა,ისიც იცოდა რომ თუ თვითონ დასთანხმდებოდა ბატონი ავთო აიძულებდა შეთეს წამოსულიყო,ასერომ ეს ნილას მორიგი ხრიკი იყო)
-ხოდა გადაწყვეტილია შეთეც წამოვა,თემა დახურულია და განხილვას არ ექვემდებარება,რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას ის არის რომ უბრალოდ დავფიქრდით და მივხვდით რომ წლებია დასასვენებლად ერთად არსად ვყოფილვართ,თანაც ჩვენს ოჯახში ახალი წევრია და მისი უკეთ გაცნობის მიზნით და ჩვენი განტვირთვისა და დასვენების მიზნით ეს საუკეთესო იდეა იყო!
-კარგი რა მამა!(შეთე)
-ხო კიდევ მინნდოდა ოჯახს ერთად დაგვესვენა,მაგრამ მესმის ჩვენ მოვხუცდით და თქვენ გართობა გინდათ,ამიტომ ნებისმიერს შეგიძლიათ თქვენი მეგობარი წამოიყვანოთ !ჩვენ ცალკე სასტუმროში ვიქნებით,რადგან იმ სასტუმროში სადაც მე და დედათქვენმა ერთმანეთი გავიცანით ადგილები აღარ არის,მხოლოდ ერთი ადგილია,მეორე სასტუმრო კი ცოტა მოშორებით არის,მაგრამ ყველგან ერთად ვივლით!თქვენს მეგობრებს კი რაც შეეხება მხოლოდ ერთი უნდა იყოს.(ავთო)
-ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა ნილა და მე შევთანხმდით ხვალ საშოპინგოთ წავიდოდით ,მეა შენც ჩვენთან ერთად წამოდი,ხვალ ძალიან ადრე ვიშოპინგებთ და მერე პირდაპირ წავალთ!(ეკა) -აუ რამაგარია,რამდენიხანია გარდერობი არ განმიახლებია,ჩემი თავისთვის ვერ ვიცლიდი ახლა როგორც იქნა დრო გამომანხაინეთ,მართლა ძალიან დიდი მადლობა დედა,მამა(მეა)
-ხო მართლა სულ დაგვავიწყდა გვეკითხა რომელ კომპანიაში იწყებ მუშაობას?(ეკა)
-სიმართლე გითხრათ ძალიან უცნაურად გამოვიდა მხოლოდ დამირეკა და ის მითხრა რომ ჩემი რეზიუმე ნახა და ძალიან მოეწონათ და ერთ კვირაში მელოდებიან,ჯერ პატარა გასაუბრებას გააკეთებენ და იმ დღესვე შევძლებთ მუშაობის დაწყებასო,მე კიდევ დამავიწყდა მეკითხა რომელი კომპანიიდან რეკავდნენ,რადგან საკმაოდ ბევრ კომპანიაში დავტოვე ჩემი რეზიუმე , ჯერ არ ვიცი ზუსტად დაწვრილებით ინფორმაციას მეილზე გადმომიგზავნიან,სად და როდის უნდა მივიდე.
-მუშაობას იწყებ ალქაჯო?ალბათ არ იციან შენი ხასიათი!საწყალი ის ვისი ასისტენტიც შენ
იქნები!(შეთე)
-ჰაჰ ძალიან გამეცინა(ნილა) -მოკლედ ბავშვებო ახლა ზემოთ ადით და დაიძინეთ ხვალ ადრე უნდა ავდგეთ ყველანი,ბიჭებო თვქენ ისეთ ნივთებს იყიდით რაც იქ დაგვჭირდება,ხო მართლა თბილი ტანსაცმელი წამოიღეთ მიუხედავად იმისა რომმ აქ თბილა,მაინც გაზაფხულია და იქ ჯერ კიდევ საკმაოდ ცივა,თოვს კიდეც .მოკლედ თბილად ჩაიცვით.
(4 თავი)
დილა ხმაურით დაიწყო.ყველა თავის ნივთებს ეძებდა ჯერ კი მხოლოდ გამთენიის 6 საათი იყო,ბარგი ყველამ დილით ჩაალაგა,მეა თავად ნილამ გააღვიძაა,რადგან როგორც უთხრეს ძილი ძალიან უყვარდა და მას უნდა გაეღვიძებინა, სხვას არავის ეცალა.მანაც ბევრი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა გავაღვიძა ,ყოყმანით წამოდგა მია ფეხზე და ყოყმანით შეაბიჯა სააბაზანოში. ნილა მეას ბარგის ჩალაგებას შევუდგა,ყველა საჭირო ნივთი სავარძელზე ჰქონდა დაწყობილი . როდესაც მეა სააბაზანოდან გამოვიდა და ყველაფერი ჩალაგებული დახვდა სიხარულისგან ლამის ხტუნვა დაიწყო
-ოქრო ხარ საყვარელო!ძალიან დიდი მადლობა!
-არ ღირს ძვირფასო,თანაც ყველაფერი დაკეცილი გეწყო სავარძელზე ,მე მხოლოდ ჩავალაგე,ისიც ვიფიქრე რომ არ გაბრაზდესთო შენ ნივთებს რომ შევეხე,ბევრს არ უყვარს,მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ დრო საერთოდ აღარ გვქონდა და მანიც ჩავაწყე.
-არა რას ამბობ ნილა,პირიქით დამეხმარე,თანაც შენ სხვა არხარ,მართალია დიდი ხანი არაა რაც ჩვენს ოჯახში ხარ ,მაგრამ დასავით მიგიღე,რადგან და არასდროს მყოლია,თანაც ხალხში არასდროს ვცდები და შენც ძალიან,ძალიან კარგი ადამიანი ჩანხარ.
-მადლობა მეა შენი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ახლა კი მგონი დროა მარტო დაგტოვო შენ გამოიცვალე მე კიდევ შენს ბარგს დაბლა ჩავიტან. ნილამ კარი მაგრად გამოხურა და ძლივსძლივობით ჩემოდანიც გამოიტანა,დაბლა უზარმაზარი კიბეები ჰქონდა გასავლელი თანაც ჩემოდანით,ჩემოდანს ხელი მაგრად მოჰკიდა და ნელ-ნელა დაიწყო კიბეებზე ჩატანა,ეს იყო როდესაც ორი საფეხური ძლივს ჰქონდა გავლილი რომ ხელი გაეშვა და კიბებზე მთელი სისწრაფით დაეშვა ჩემოდანი,სწორედ ამ მომენტში შეთე მაღლა ამოდიოდა,მაგრამ კიბეებიდან დაგორებული ჩემოდანი სწორედ რომ მას მოხვდა და მთელი ძალით უკან გადააგდო!იმხელა ხმა ჰქოდა,ნილამ რომ დაინახა ისეთი სიცილი ატეხა ყველა მის სიცილზე გამოვარდა გარეთ! შეთემ თავი ნელნელა წამოსწია და გაცხოველებული მზერა ნილას მიაბყრო
-ალქაჯო ნორმალური ხარ?კიბიდან დამაგორე,ლამის მომკალი და კიდე იცინი?!
-ჰაჰა ,ძალაინ კარგად ვიცინე!ჰო მართლა ძალით არ გამიკეთებია,ღმერთმა იცის ასეთ კარგ რამეს მე ვერც მოვიფიქრებდი და მერე მეორე ნუ ამუქებ არაფერიც არ მოგივიდოდა! მალევე ბატონი ავთოც შემოვიდა და როდესაც პატარა ბავშვივით ძირს დამხობილი შეთე დაინახა მანაც ხმამაღალი სიცილი დაიწყო,შემდეგ მას აჰვა ეკაც და სამივენე ერთად კარგახანს იცინოდნენ და კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ რომ არა შეთეს ტელეფონზე გაბმული ზარი,როდესაც შეთემ ტელეფონს დახედა სახე შეეცვალა ფეხზე წამოხტა და გარეთ გავარდა,შემდეგ ყურადღება აღარავის მიუქცევია მისთვის .ყველანი მოემზადნენ, ბარგი მანქანაში ჩააწყვეს ,შემდეგ როგორც დაგეგმილი ჰქონდათ დაიშალნენ ბატონი დუდუ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების საყიდლად გაეშურა. ნილა,მეა და ეკა კი ტანისამოსის,საკმაოდ დიდხანს არჩევდნენ,რეალურად დრო განსაზღვრული ჰქონდათ, თუმცა ორი საათით დააგვიანეს,საკმაოდ ბევრი მოლი შემოიარეს,გაგიკვირდებათ და იმაზე სწრაფად ვიდრე წარმოიდგენდით,საკმაოდ ბევრი რამაც იყიდეს, შეარჩიეს სარაფანაები,შლაპები,ფეხსაცმელები,ჯინსის შარვლები-მოგზაურობისთვის და სპორტული მაისურები,მოკლე კაბები და კიდევ უამრავი რამ,რათქმაუნდა კოსმეტიკაც და სუნამოც არ დავიწყებიათ.კოსმეტიკის დიდი ნაწილი მეას და ეკას ეკუთვნოდა ,ნილა კოსმეტიკის ძალიან მცირედს იყენებდა,მხოლოდ ტუში და პომადა სრულიად საკმარისი იყო მისთვის,თუმცა სახის მოვლა კი ძალიან უყვარდა,მიუხედავად იმისა რომ სოფელში გაიზარდა ბავშობიდან ჰქონდა ხოლმე ინტერესი იმისა რომ საკუთარ გარეგნობაზეც ეზრუნა და ყოველთვის ქონდა სახისთვის კრემები და დამატენიანებლები,სურნელოვანი საცხები და კიდევ ერთი მისი სუსტი წერტილი სუნმო გახლდათ,საკმაოდ ბევრნაირ პარფიუმს იყენებდა,მაგრამ საკმაოდ დიდი სიფრთხილით არჩევდა ხოლმე სუნამოს,რადგან ყოველთვის თვლიდა რომ ქალის მომაჯადოებლოობის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი სუნამო იყო,რომელსაც არჩევა საკმაოდ დიდი დააკვირვებით უნდოდა,რადგან სურნელი გამაბრუებელი და მომაბეზრებელი არ უნდა ყოფილიყო,ასევე არც ისეთი რომ ვერავის შეემჩნია,სუნამო შესაძლოა საკმაოდ იაფი ღირებულიყო,შეიძლება პატენტიც ყოფილიყო,მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას,მთავარია სურნელში არ შემცდარიყო.ასევე ნილა ხშირად იყენებდა კანის სურნელოვან საცხებსაც და იმდენად ხშირად რომ მის კანში უკვე გაჯერებული იყო სასიამოვნო სურნელები, რაც შეეხება მაკიაჟს ნილა ყოველთვის თვლიდა რომ მაკიაჟში ხელოვნურად გამოიყურებოდა და ის რაც მაკიაჟის შემდეგ იყო თავის თავს არ ჰგავდა.ამიტომ მხოლოდ წვეულებებზე და მნიშვნელოვან საღამოებზე თუ გაიკეთებდა ხოლმე,უნდოდა რომ მამამის გვერდით მის თანამშრომლებზე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინახოლმე. როგორც იქნა სახლში მიაღწიეს, ნივთები ამოალაგეს,რაც სჭირდებოდათ ნაყიდი ნივთებიდან მანქანის საბარგულში ჩააწყვეს ,რაც არა ისინი სახლში დატოვეს.ყველა ადგილზე იყო გარდა შეთესა ,რომელიც 1 წუთში გიჟივით შემოვარდა მანქანით ეზოში,მარტო არ ყოფილა,თან ორი მეგობარი ახლდა ერთი გოგო ,რომელიც საკმაოდ ლამაზი იყო:სწორფეხება,მაღალი,გამხდარი,შავგვრემანი,მართლაც რომ ულამაზესი იყო მოდელის ტანი ჰქონდა,საკმაოდ კარგად და დახვეწილად ეცვა:მაღალქუსლიანები და მოკლე სარაფანი,რომელიც საცვალს ოდნავ თუ უფარავდა და მეორე სტუმარი ბიჭი იყო საკმაოდ სიმპათიური,მაღალი და ათლეტური აღნაგობის,ისიც შავგვრემანი და შავი უზარმაზარი წამწამებით,მას საკმაოდ სპორტულად ეცვა და ხალისიანად იღიმოდა. შეთემ მანქანის ძრავი გამორთო და მანქანიდან გადმოვიდა ,არა,უბრალოდ კიარ გადმოვიდა ორიგინალურად გადმოვიდა,შემდეგ სათვალე მოიხსნა და ნილას თვალი თვალში გაუყარა,აი ისე თითქოს ეუბნებოდა დუელში გიწვევო.
-გამარჯობათ ქალბატონო ეკა,ბატონო ავთო(მოკრძალებით გაუღიმა გოგონოამ და შეთეს მშობლებს,მათაც თავი დაუკრეს მისალმების ნიშნად)
-შეთე არ ვიცოდი სტუმრების წამოყვანას თუ აპირებდი,მეგონა ოჯახური მოგზაურობა გვექნებოდა(ქალბატონი ეკა,რომელიც აშკარად არ იყო მოხიბლული მათი აქ ხილვით)
-ვიცი დედა მაგრამ ნუცას ძალიან უნდოდა წამოსვლა და უარი ვერ უთხარი და ვიფიქრე რადგან ნუცა მოდიოდა აკოც წამოსულიყო,უკეთ გავერთობოდით!
-დიდი ბოდიშით რომ ასე შემოგეჭერით,მე მართლა არ ვიცოდი თქვენთან ერთად თუ მოვდიოდი,შეთემ სულ სხვა რამ მითხრა,მითხრა რომ ძმაკაცები ვიქნებოდით და ასე შემდეგ(აკო)
-შენ რა შუაში ხარ შვილო,პრობლემაა არაა უბრალოდ შეთემ ვერ გაიგო საქმის სერიოზულობა,მინდოდა დრო ოჯახს ერთად გაგვეტარებინდა ,მხოლოდ ოჯახისწევრებს,აკო ცუდად არ გამოგო შენი წამოსვლა მართლა ძალიან გამიხარდება,რადგან შენც შვილივით ხარ,სულ ჩვენს გვერდით გაიზარდე,მე ეს სიტყვები შენი მისამართით არ მითქვამს,უბრალოდ ეს გოგონა ,რომელსაც არც კი ვიცნობთ,ნამდვილად არ ვიცი რა სტატუსით მოდის(ქალბატონი ეკა ასეთი აღელვებული და გაბრაზებულლი დიდი ხანია არ ყოფილა,აკოზე მართალი თქვა მისი მისამართით არ იყო სიტყვები ნათქვამი“მხოლოდ ოჯახის წევრები“ - უბრალოდ შეთეს ბევრი გოგო ყოლია და სახლამდე არცერთი მათგანი არ მიუყვანია,ამ გოგოს მიყვანამ კი ძალიან გააღიზიანა ქალბატონი ეკა,თანაც მისი თამამი და შეუფერებელი ჩაცმულობა რომ დაინახა ლამის ჭკუიდან შეიშალა)
-დედა დამშვიდდი ეს გოგოც მალე ოჯახის წევრი იქნება,ნუცა ჩემი შეყვარებულია და საქმე სერიოზულადაა,ამიტომ გთხოვ მიიღო ის ფაქტი რომ ისიც ჩვენთან ერთად წამოვა.
-მაპატიეთ ქალბატონო ეკა,ასე რომ გამოვიდა,შეიძლება ჩემი საქმე არ არის ,მაგრამ ეგ გოგონაც ხომ უცხოა?შეთემ მითხრა რომ ბრალოდ დროებით რჩება თქვენთან(ნიშნის მოგებით გადახედა ნილას ნუცამ) -მართალი ხარ შენი საქმე არ არის და შეთეს უთხარი რომ ეს გოგო ისეთივე ამ ოჯახის წევრია როგორიც თავად,როგორიც მე და ავთო ვართ,როგორიც მეა არის და გირჩევ ჩვენს საქმეში ნუ ჩაერევი!
-ქალბატონო ეკა გთხოვთ არ გაბრაზდეთ,ნუცა რაღაც მხრივ მართალია,ჩემზე უფრო ახლობელი ის გამოდის,მე ისედაც არ მინდოდა წამოსვლა და თქვენ წადით,მართლა არ მეწყინება,პირიქით აქ უკეთ ვიგრძნობ თავს. -დიდი ხანია გისმენთ და ახლა ძალიან ვბრაზდები,დრო აღარ არის და თქვენ კინკლაობთ?ყველანი უსიტყვოდ დაჯდებით მანქანაში დაა სასწრაფოდ წავალთ!(ავთო)
-კი მაგრამ ავთო სასტუმტოში მხოლოდ სამი ადგილი იყო,ისედაც ნილა და მეა ერთ ოთახში უნდა განაწილებულიყვნენ ,ჩვენთვის და შეთესთვის ნომერები ცალცალკე უნდა აგვეღო და ადგილები აღარ არის ,ესეც გაგვიმართლა რომ შემორჩა. -პრობლემა არაა მე და შეთეს ისედაც გვძინავს ხოლმე ერთად და ერთ ნომერს ავიღებთ(ნუცა) -რაო?შეთე რას ამბობს ეს გოგო?(ეკა)(მიუხედავად იმისა რომ განათლებული და ქალაქში გაზრდილი ქალია ტრატიციებს ზედმიწევნით მისდევს,ამიტომ უცას სიტყების გაგონებისას გულმა რეჩხი უყო)
-დედა დამშიდდი იხუმრა მე მოვაგვარე უკვე სასტუმროს საკითხი შენ და მამა დარჩებით მხოლოდ მაგ სასტუმროში დანარჩენი ნომრები უკვე გავაუქმე,ჩვენთვის,ახალგაზრდებისთვის კი სახლი ვიქირავე სასტუმროსთგან ცოტა მოშორებით,ზუსტად ხუთი უზარმაზარი ოთახით,ძველებური სტილია და კარგად გავერთობით!
-შეთე ახლა არაფერს გეტყვი ,მაგრამ უკან რომ დავბრუნდებით პასუხს მერე მოგკითხავ! (ავთო)
-ხუთი რატომ?მე არ მინდა მანდ დარჩენა,მირჩევნია ავთოსა და ეკას სასტუმროში დავრჩე,ხო ასე მირჩევნია,თანაც ჯერ აზრი უნდა გეკითხა ,ნომერი რომ გააუქმე!
-რატომ ახალგაზრდა ბებერო ,სასტუმროში მარტო რა უნდა აკეთო? (შეთე)
-შეეშევი შეთე ბავშვია და ალბთ ეშინია ჩვენი(ნუცა)
-ნუცა შენ საერთოდ რატომ მომმართავ შენ რამე გითხარი?მემგონია არა,ამიტომ როცა გკითხავ რამეს მერე მიპასუხე! (შეთემ კმაყოფილი შეხედა ნილას,თითქოს ესიამოვნა ნილამ ბრჭყალები რომ გამოაჩინა)
-მართალს ამბობს ძამიკო ნილა,ერთად გავერთობოდით,მაგრამ ჯერ აზრი უნდა გეკითხა ეს მოგზაურობა შენ არ დაგიგეგმავს დედამ და მამამ დაგეგმა და ყველაფერი მათ უნდა გადაეწყვიტა,ძალიან ცუდად მოიქეცი,ახლა უკვე არაფერს აღარ აქვს აზრი,ნომრები გაუქმებულია და აღარავინ დააბრუნებს!ნილა მე გიხდი ბოდიშს და უმორჩილესად გთხოვ ჩემი ხათრით წამოხვიდე,ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა.
-მოდი იცი რა ჩვენ დავრჩებით და თქვენ წადით ასე კარგია?(ეკა)
-დედა დამშვიდდი გთხოვ და აღარაფერი თქვათ ახლა,მე ნილას ვეკითხები ხომ წამოხვალ ნილა? (მეა)
-კარგი უარს არ გეტყვი,მხოლოდ იმიტომ რომ შენ მთხოვე(ნილა)
-მოკლედ ახლა გაგაცნობ ამ ბიჭს აკო ეს ნილა არის მამას ძალიან ახლობელის შვილი,ნილა ეს კი აკოა,ჩვენი მეგობარი ჩვენი ოჯახები ძალიან დიდი ხანია მეგობრობენ.
-სასიამოვნოა ნილა,ასეთი ლამაზი თუ იყო აქამდე რატომ არ ვიცნობდი
-კომპლიმენტებით თუ ცდილობ შთაბეჭდილების მოხდენას სულ ტყუილად მშრალ კომპლიმენტებს ვერ ვიტან.
-აკო დაგადეს?(შეთე)
-რა უხეში გოგოა(ვითიმ ჩუმად გადაუჩურჩულა ნუცამ შეთეს) მოკლედ როგორც არის ახლა მანქანებში გადავნაწილდეთ და წავედით გოგონები უკან,ბიჭები წინ დედა და მამა ცალკე მანქანიდ წამოვლიან(მეა)
-წავედით!(შეთე)



№1  offline წევრი Ανάξιος

კარგია :) ახლა თავს ველოდები <3

 


№2  offline წევრი svien

mmmm kargia....male dade shemdegi tavi ra❤

 


№3  offline წევრი Mari Mamniashvili

მალე დავდებ ახალ თავს ?)

 


№4  offline წევრი eli 234

ახალ თავს დღეს ავტვირთავ და სავარაუდოდ ადმინისტრაცია ხვალ დილით გამოაქვეყნებს

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ ძალიან მომწონს ეს ისტროია ძალიან სახალისო და საინტერესოა,თანაც გრამატიკულადაც გამართული,ძალიან ძალიან მომწონს და ველოდები მოუთმენლად ახლა თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent