წარსულის ალეგორია
მახსოვს, როგორ მივრბოდი, უღრან ტყეში, წვიმდა, მიწას გაზაფხულის სურნელი ჰქონდა, მხოლოდ წინ მივრბოდი, არაფერი მაინტერესებდა, არც დასერილი ხელები და მკლავები, არც ტალახიანი და ჩაფექვილი ფეხები, მტკიოდა, თუმცა ეს ტკივილი იმ სულის ტკივილის მეასედიც არ იყო, რომელმაც ცხოვრება საბოლოოდ გამინადგურა...შემდეგ, მახსოვს, თვალისმომჭრელი თეთრი განათება და სხვადასხვა მხრიდან შეძახილები -აქ არის ვიპოვეთ -გადარჩა, ცოცხალია ვიღაცის მკლავებში ჩემი სხეული ჰაერივით ირწეოდა... გონება დავკარგე... გათიშულს მახსენდება, როგორ დგას ჭაღარა შეპარული კაცი ჩემი სახლის ზღურბლზე და როგორ მიცხადებს ალექსანდრე ჯაფარიძის გარდაცვალებას, ჩემი განწირული კივილის, შემდეგ, მხოლოდ ტყეში ყოფნის ფრაგმენტები მახსენდება... თვალებს მძიმედ ვახელ, ცხვირში მწარე სურნელი მიღიტინებს, დამაბრმავებელი თეთრი სინათლე უკვე მეორედ მჭრის თვალებს, გარემოს აღქმისთვის რამდენჯერმე ვახამხამებ თვალებს და უეცრად სანდროს ფაქტი მახსენდება ''ეს რა გააკეთე? თუმცა, შენ შენი პირობა შეასრულე'' *** -დარწმუნებული ხარ? -შიშნარევი ხმით ვკითხე -კი, მოდი რა ნუ გეშინია, შენთან ერთად ვაარ აშკარად, არ მომწონდა პარაშუტით გადმოხტომის იდეა, თუმცა სანდროს, რომ ვერ დავეთანხმებინე ეს ხომ შეუძლებელი ფაქტი იყო, მთელი ''ფრენის'' განმავლობაში ხელი არ გამიშვია, თუმცა მოულოდნელად ჯიბიდან ბეჭედი, რომ ამოიღო, აშკარად, გაშეშებული ვიყავი ჰაერში -ნუ ახლა მე მუხლებზე ვერ დაგდგები თუმცა მგონი ასე ჯობია-მის ერთ მოკეცილ და ერთ გაშლილ ფეხს შევხედე -ნილა, ცოლად გამომყვები? გაყინულ და გაშეშებულ სხეულში ნელნელა მატულობდა ტემპერატურა, მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა, რომ ყველას გაეგო თუ როგორი ბედნიერი ვიყავი, თუმცა ჩემი ყვირილი მხოლოდ თანხმობით და ''კიკი სანდრო გამოგყვები''-ს ძახილით შემოიფარგლა. -ძალიან მიყვარხარ ნილა -მეც ძალიან მიყვარხარ სანდრო *** რომ გითხრათ, რომ ჩვენ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთთქო ნამდვილად მოგატყუებთ, უბრალოდ ბედისწერა იყო ასეთი, ბედისწერას კი ვერავინ გავექცევით. არისტოკრატული, საშუალო თუ დაბალი ფენის წარმომადგენლები ყოველთვის და ყველგან იარსებებენ, სწორედ, ასეთმა შემთხვევამ გაანადგურა ჩვენი სიყვარულიც. ''ზედმეტად შეუფერებელი ვიყავი მათთვის'' -სულ ეს იყო და ეს. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ... *** ''2 თვის წინ ჯერ კიდევ უბედნიერესი ვიყავი, ახლა კიი..'' ანალიზების კონვერტი გავხსენი... მახსოსვ, ყოველგვარი მომზადების გარეშე როგორ შევძელი მის საფლავთან მისვლა, მიწაზე მუხლებით დავეშვი და ხელი ცივ ქვას გადავუსვი -შენ ასეთი ცივი არასოდეს ყოფილხარ თვალი თეთრმა ფურცელმა მომჭრა, სასწრაფოდ გავხსენი ''ნილა, ჩემო პატარა ნილა, იცი როგორ მიყვარხარ? ღმერთო, ნილა იცი რა საოცრება ხარ შენ? შენ ვერც კი წარმოიდგენ რა დაფასებას და რამხელა სიყვარულს იმსახურებ. იცი ახლა მახსენდება? გახსოვს, დასასვენებლად რომ ვიყავით ერთად? წინა ღამეს რა მოხდა ეგეც ხომ გახსოვს? იცი რალამაზი იყავი? ნამდვილი ქალღმერთი, შენი შიშით, მაგრამ ამავე დროს, დიდი სიყვარულით სავსე თვალები არასოდეს დამავიწყდება... მე შევასრულე ის რასაც დაგპირდი, პატარავ მაპატიე კარგი? მე სულ შენს გვერდით ვიქნები გპირდები, ძალიან მიყვარხარ და სულ მეყვარები. -სანდრო როგორ ვერ უნდა გაპატიო, როცა შენი წასვლით ამხელა ბედნიერება დამიტოვე? -ხელი ოდნავ გამობერილ მუცელზე მოვისვი, ტუჩებით ცივ ქვას შევეხე -მიყვარხარ სანდრო სახლში დავბრუნდი... მთელი ცხოვრების მანძილზე ვგრძნობდი სანდროს სიახლოვეს და ამით იმაზე მეტ ბედნიერებას მანიჭებდა ვიდრე ეს გარდაცვლილ ადამიანს შეეძლო, ის დამპირდა და ეს პირობაც შეასრულა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.