ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 4)
-შენ, გაბრიელთან ერთად რაღაც უფრო სხვანაირი ხარ, უფრო მხიარული, ლაღი და ბავშვური, თითქოს სიცარიელე რომელიც გულში ყველას გვაქვს, შენში იწყებს ამოვსებას და ისეთივე ხდები, როგორიც რამდენიმე წლის წინ. არ შეგმჩნევია, რომ ზუსტად იმ დღეს წახვედი რბოლაზე, როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა, მაშინ დაიწყე სიმღერა, როდესაც ის ახლოს მოვიდა შენთან... რომ ვნახე, არ გავს ის მკვლელს, ან თუნდაც რომელიმე ,,კლანის“ ბოსს, მითუმეტეს თუ ეს კანონიერ ქურდეს ეხება. -ნიტა გაჩუმდი... აღარაფერი აღარ თქვა. ცრემლებმორეული ავდექი, ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და კარებისკენ წავედი, გასვლის წინ კი ნიტას მივაძახე, რომ მალე მოვიდოდი და ჩემზე არ ენერვიულა. სახლიდან გამოვედი და ლიფტით ჩავიარე 7 სართული. დაბლა, რომ ჩავედი მაშინვე ჩემს მუსტანგში ჩავჯექი და სარბოლო ტრასისკენ ავიღე გეზი. დანიშნულების ადგილმადეც თვალის დახამხამებაში ვიყავი. ჩემი ზედმეტსახელი ისევ Nabi-ია. ასე იო მეძახდა და ეს სახელი იყო ჩემი რეალური სახელის შემცვლელი თითქმიმს ყველგან, მაგრამ ახლა მხოლოდ რბოლაზე ვიყენებ მას. ესეც ასე სტარტის ხაზთან ვდგავართ ყველა. ჩემს გვერდზე ისევ ის მანქანა დგას, რომელმაც თითქმის წამართვა პირველი ადგილი, არადა ადრე რბოლაში მხოლოდ იოს აქვს ჩემთვის მოგებული, სხვას არავის. 3... 2... 1... დაიწო ბრძოლა პირველობისთვის.... ადრენალინის მომატებას ვგრძნობ მთელ სხეულში და სისხლი მიდუღდება ვენებში. ჩემი მანქანის სპიდომეტრი ისეთ დღეშია, ალაბათ მალე გასკდება. მთელი სიძლიერით ვაწვები სიჩქარის პედალს და უკან ვიტოვებ იმ ვიღაც ტიპსაც, რომელმაც თითქმის დაიკავა ჩემი ადგილი. კიდევ კარგი ახლა მაინც დავიხურე ჩავხუტი, თორემ ფინიშის ხაზთან მე ცოცხალი ვერ მოვაღწევდი. რაღაც უჩვეულოს ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიცი რას, ვბრაზობდი, მენატერებოდა და თუ იმედგაცრუებული ვარ ვერ ვხვდები. ახლა ვიცი.... ყველაფერს ერთად გვრძნობ სხვადასხვა ადამიანის მიმართ, მაგრამ გაბრიელი? რატომ ვარ მის გვერდით ასეთი მხიარული, თან როდესაც ერთად ვიყავით სპორტდარბაზში ყალბი ღიმილის აკვრა არ დამჭირვებია. ნუთუ ნიტა მართალია? როდესაც გაბრიელი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მაშინ მივიღე რბოლაში მონაწილეობა და მაშინ დავიწყე სიმღერა, მაგრამ არა, ეს დამთხვევა იქნება. ყველაფერი დამთხვევაა, არც გაბედო ლილე იმაზე ფიქრი, რომ მოგეწონოს, ის ცუდია, ცუდიიიი, არ შეიძლება მისი მოწონება, თან კიდე იმდენი გოგო ყავს გამოცვლილი, ეგრე ხშირად ნასკებსაც არ ვიცვლი. აი ვუახლოვდები ფინიშის ხაზს, მაგრამ მოიცადეთ.... არ მჯერა, იმ მამიკოს გათამამებულმა ტიპმა გადამისწრო? არა, არ შევარჩენ. მთელი ძალით მივქროდი, მაგრამ რათ გინდა უკვე მოიგო. ფინიშის ხაზს იქით ყველა მანქანა, რომ გაჩერდა, მე გამარჯვებულთან მივედი. -შენს სახეს არ გვაჩვენებ გამარჯვებულო? -არა მგონია, მოგინდეს. საიდან მეცნობა ეს ხმა? არა რა, ამ ბოლო დროს მოლანდებები მჭირს, უეჭველი ექიმს უნდა გავესინჯო. -რატომ? პასუხი არ გამცა. ოხ, არც მკადრულობს, რომ პასუხი გამცეს. -სახელს მაინც მეტყი? მინდა ვიცოდე ვინ მომიგო, ცხოვრებაში პირველად. -შენთვის ცხოვრებაში პირველად მე არ მომიგია. ეს თქვა, მანქანაში ჩაჯდა და დაძრა. -Arrogante (უზრდელი, ქედმაღალი) ადრე იტალიურს ვსწავლობდი და იმ იმედით მივაძახე, რომ მნიშვნელობა არ ეცოდინებოდა. -გავიგონე და იტალიურიც ვიცი. ასე, რომ sei mio. -მე ხომ ბედი არ მაქვს რა... მოიცადე რა მითხრა ახლა ამან? ე სიტყვა როგორ არ ვიცი... გაბუტული და ბავშვურად გადმობრუნებული ტუჩით ჩავჯექი ჩემს მანქანაში. ლილე, რა გემართება? როდი მერე გჭირს ეს ბავშვური გამოხტომები? არა რა, ნამდვილად ჭკუიდან ვიშლები. მანქანაში charlotte cardin-california ჩავრთე და მეც მომღერალს ავყევი სიმღერაში. სახლამდე ასე სიმღერ-სიმღერით და ცეკვით მივედი. -ნიტააა, რას შვები? -ვააა ლილიკოოო მოხვედი? სამზარეულოდან გამოვიდა და მხარზე იადყვით ჩამომეყრდნო. -რა გჭირს შენ გოგო, ხომ კარგად ხარ? -ძალიან ჩემო უფროსო დაო, ძალინ კარგად ვარ. ცხვირი მის სახესთან ახლოს მივიტანე და როგორც კი ალკოჰოლის უნი ვიგრძენი, საშინლად გავბრაზდი. -ნიტა, შენ რა? დალიე? -მერე რა ლილიკო? შენც ხომ დაგილევია? თან სულ რაღაც 5 ჭიქა ვისკი დავლიე. 5 ჭიქა ვისკი თქვა და 4 თითი აწია. აუუუუუ, დამეხმარეთ რა ვინცხმა, თორე ამას გავიქნევ ფანჯრიდან, რა სნაკვი ეტაკა ამ უპატრონოს? ამდენი არასდროს დაულევია. -ვაიმეეე ნიტა, ახლავე შენს ოთახში შედი, საწოლზე წამოწექი და დაიძინე, თორემ ფანჯარაში გაგდებ და პირდაპირი მნიშვნელობით დაგბერტყავ. ნუ მართალია ხუმრობით ვუთხარი, მაგრამ მაინც მკაცრ ტონს ვინარჩუნებდი. -კარგი რა ლილე, ნუ ხარ ასეთი მოსაწყენიიიიი.... გამხაირულდიიიიი.... წამოდიიიი.... მაჯაში ჩამავლო ხელი და სამზრეულოსკენ გამათრია. ტელეფონი აიღო და fifth harmony-I’m in love with am monster ჩართო ხმამაღალ ხმააზე. -მოდი რა ვიცეკვოთ, გავერთოთ..... ან ვაფშე წამოდი კლუბში წავიდეთ. -ნიტააა... დროზე ოთახში... იმხელაზე დავიყვირე, მეც კი შემეშინდა საკუთარი თავის. -კარგი ხოო, შენ მაინც იოს სიკვდილის მერე ვერაფრით ვერ ერთობი. მოწყენილი ხმით გაუყვა საძინებლისკენ მიმავალ გზას და კარები ხმაურიანად მოხურა. მე აივანზე გავედი და იქვე მდგარ პატარა სკამზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და ვფიქრობდი ნიტაზე, რომლმაც რაღაც მიზეზის გამო დალია, მერე კიდევ ეს გამოხტომები იოზე, რა უნდა? ან რა ჩაიფიქრა საერთოდ? ახლა აქ, რომ იო იყოს, ნეტავ რას გააკეთებდა? რას მეტყოდა? სად ხარ იო? რატომ მაინცდამაინც შენ? ფიქრებიდან ტელეფონზე მოსულმა მესიჯმა გამომიყვანა. ,,Nabi, ჩემ სახელს ძალიამ მარტივად მიხვდები თუ კარგად დაუკვირდები და წარსულს გაიხსენებ“. ამ მესიჯის წაკითხვისას თვალები შუბლზე ამივიდა და ლამის გადმომცვიდა ბუდიდან. ვაიმეე.... მართლა მოჩვენებები დამეწყო მემგონი. გაშეშებული ჩავცქეროდი მობლურს და ვერაფერს ვაკეთებდი. ,,ეგრე ნუ ზიხარ, თორემ მგონია, რომ ჰიპნოზი გაგიკეთე“ ამ სიტყვებმა ხომ საერთოდ ამრია, მოიცადე ანუ, სახელს მიხვდებიო, ესე იგი ის მრბოლელია, აჰამ, ეს გავიგე, მაგრამ საიდან იცის მე როგორ ვიზავრ? ,,შენ რა მითვალთვალებ?“ ,,შეიძლება ეგრეც ითქვას“ ,,შენს სახლეს რანაირად მივხვდები, თუ წარსულში საერთოდ არ მინახიხარ?“ ,,გინახივარ პატარავ, გინახივარ“ ,,ახლა შენი ნამიოკების თავი არ მაქვს, დამანებე რა თავი“ ,,ნამიოკი არ არის საყვარელო, შენი ცხოვრების გარკვეული ნაწილი ამოცანაა და თუ ამოხსნი, აღარ დაიტანჯები და მიხვდები, რომ სადაც არაფერი გესაქმება იქ არ უნდა ჩაყო შენი ლამაზი ცხვირი“ ,,თუ შეგიძლია უფრო გასაგებად ამიხსენი“ ,,სად წახვედი?“ ,,რა ამოცანა?“ ,,რა საქმეში ვყოფ ცხვირს?“ ,,Arrogante (უზრდელი, ქედმაღალი)“ ზედიზედ 5 მესიჯი გავუგზავნე, მაგრამ პასუხი არ ყოფილა. რაზე საუბრობს? რა ამოცანა? ან სად ვყოფ ცხვირს? ვერაფერი ვერ გავიგე. რა დავაშავე რა? მუდამ ასეთი შავი დღეები რატომ მაქვს ცხოვრებაში, იოს სიკვდილის შემდეგ? ჯერ ის ვიღაც უმოწყალო მკვლელი, მერე გაბრიელის საქმე, ნიტას უხასიათობა და გამოხტომები და მერე ეს ვიღაც ტვნიგამორეცხილი მრბოლელი. რამდენი რაღაცაა? უფფფფფ. კატო მჭრდება სასწრაფოდ.ტელეფონში კატოს ნომერი ავკრიფე და დავურეკე. -ალო, კატო.... მჭირდები, უნდა შევხვდეთ. -კარგი, ჩემთან მოდი სახლში და თან გაბრიელის საქმეზეც დავილაპარაკოთ. -მოვდივარ. სწრაფად გავთიშე და კატოს სახლისკენ წავედი. იმდენად ვიყავი გამოთიშული ამ ,,ამოცანებით“, რომ ვერც შევამჩნიე, როგორ ვაკაკუნებდი კარებზე. კარები ცოტნემ გამიღო. -შემოდი ლილე. არც ისე თბილად დამხვდა ცოტნე. -ცონე, კარგი რაა, ნუღარ ბრაზობ, ხომ მიცნობ არა? -რომ გცნობ მაგიტომ გეუბნები, რომ ყველა სი*ი მაინცდამაინც შენ უნდა გადაგეკიდოს და ისევ მავთულხლართებში გაება. -ცოტნეეე, ლილე მოვიდა? ამ დროს სამზარეულოდან დათუნიას პიჟამოებში, დიდ, ფუმფულა ძაღლის ჩუსტებში გამოწყობილი კატო გამოვიდა სამზარეულოდან, რომელსაც თმა ძილისაგან სულ აბურდვოდა და ნუტელას დიდი ქილა ეჭირა და დიდი კოვზით ასუფთავებდა მას. ამ სანახაობაზე სიცილი ვერ შევიკავე და მთელი გულით ვიცინოდი, არა ამას სიცილი აღარ ერქვა, ტირილამდე ვხარხარებდი. როდესაც მოვრჩი შევამჩნიე გაკვირვებული და თვალებგაფართოებული და-ძმა, რომლებიც ხან ერთმანეთს გადახედავდნენ და ხანაც მე. -რა გჭირთ? -ვაიმეეეეე..... ლილიკოოოოოოოოო...... -ლილიკო და გასკდომა შენ, რა გაბღავლებს? ვითომ გაბრაზებულმა ვკითხე კატო, რომელიც მეხვეოდა და აქეთ-იქით გიჟივით დახტოდა. -ცოტნე რა დაემართა შენს დას? -ლილე კარგად ხარ? სიცხე გაქვს? ჩემთან ახლოს მოვიდა ცოტნე და ხელით შულზე შემეხო, იმის გასასინჯად სიცხე მქონდა თუ არა, მე კი უხეშად მოვაშორებინე ხელი. -სულ გაუბერეთ თქვენ? -ლილეეეე.... ლილეეეე.... ლილიკოოოო...... კრუგებს მირტყამდა კატო. მე დავიჭირე და მხრებში ჩავაფრინდი, რადგან დამშვიდებულიყო. -კატოოოო, მოისვენე, რა დაგემართა გოგო? -შენი სიცილი.... კატოს მაგივრად ცოტნემ გამცა პასუხი. -რა იყოთ ხალხო, თუ ასეთი უცნაური სიცილი მაქვს რატომ არ მეუბნებით? -უცნაური სიცილი რა შუაშია ლილ, შენ ისე გულიანად იცინოდი. დიდი ხანია ასე არ გაგიკეთებია. -მომენატრა ჩემი მხიარული გოგო. და-ძმამ ერთმანეთის სიტყვა დაასრულეს და რივე ჩამეხუტა. -მოიცადეთ, ახლა დრამებისთვის დრო ნაღდად არ გვაქვს. -აუუუუუ ამ დებილმა ადამიანმა, საყვარლობა მომენტები, რომ არ ჩაგიშხამოს ხომ არ შეიძლება რა. აბუზღუნდა კატო. -ნუ ბუზღუნებ კატო, ადი მაღლა და გამოიცვალე თორემ არა მგონია ამ სახლმა ლილიკოს კიდევ ერთ შეტევას გაუძლოს. ჩემს მაგივრად ცოტნემ გასცა პასუხი და ძლივს შეკავებული სიცილით ამეტუზა გვერდძე, ჩემგან კი ერთი კარგი მუჯლუგუნიც მიიღო. -მე ავალ და თქვენ ნუ დაჭამთ ერთმანეთს. სწრაფად აირბინა კიბეები კატომ და სწრაფადვე ჩამოვიდა ,,გალამაზებული“. -აბა რა საქმე გქონდა ასეთი სასწრაფო, ნუტელას ჭამას, რომ მომაცდინე? დოინჯშემოყრილი დამადგა თავზე კატო და თან წარბები შეკრა. -დაჯექი, დაჯექი, სერიოზული საქმეა და ძალიან ჩახლართული. პირველ რიგში მოყოლას, რომ დავიწყებ არ გამაწყვეტინოთ. მოკლედ..... ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, რბოლების და მესიჯების ჩათვლით და და-ძმაც ხან გაოცებული გამომხედავდა და ხანაც უკმაყოფილო სახეს მიიღებდნენ. -ვააა.... ეგეთ შარში ჩემო დაო არასდროს არ გახვეულხარ. კატო ამომიდგა გვერდძე და ხელი მხარზე გადამადო, მე კი მის ქმედებაზე ჩამეცინა. -მოიცადე რა კატო. ძალიან რთულია, მაგრამ თუ გითრა წარსულიო, ესეიგი შენც გიცნობს, ნიტასაც და როგორც ვხვდები იოსაც. ისეთი სულელი არ იქნება, რომ საკუთარი ნომრიდან მოეწერა.... -იცით ახლა რა ვქნათ? ყველანი კაბინეტში შევიდეთ და დაფაზე ავღნიშნოთ ყველა მოვლენა. აზრი მოგვაწოდა ჩემმა დაქალმა, რომელიც ორივეს მოგვეწონა და განვახრციელეთ კიდევაც. -ესე იგი... ლილიკო, პირველ რიგში გაიხსენე წარსული, სადმე მისი ხმა ან რამე აქსესუარი ხომ არ გეცნობა. მომართა გამომძიებლის როლის თამაშით გართულმა კატომ. -კარგი რა კატო, ეს სერიოზულია, შენ კიდევ თამაშობ. -გაჩუმდი და გაიხსენეთქო. ცოტა ხანი ჩავფიქდი, ვცდილობდი ყველაფერი ერთმანეთთან დამეკავშირებინა და გამახსნედა კიდევაც, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გახსენებული ინფორმაცია რამეში დაგვეხმარება. -იმ რბოლელის ხმა მეცნო, აღნაგობაც, თუმცა ვერ ვხვდები ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. თავში გაბრიელის კოცნა ამომიტივტივდა, რომელიც არც კატოსთვის და არც ცოტნესთვის არ მითქვამს, არ ვიცი რატომ, მაგრამ უნდა ვთქვა, რადგან ვეჭვობ, რომ გაბრიელი ჩემი პირველი კოცნი ავტორია. -კოცნა.... -რა? ცოტნე წყალს სვამდა და გადაცდა, ხველების შემდეგ კი იმხელაზე იყვირა, მე და კატო მივეყინეთ სკამებს. -რა გაყვრიებს ადამიანო? მიდი აბა მოყევი რა კოცნა? ახლა კატო ჩამეძია. -რა კოცნა და... ხომ გახსოვს 19 წლისები, რომ ვიყავით, მაშნ, რომ მოგიყევი ჩემს პირველ კოცნაზე, ვიღაცამ სინათლე ჩააქრო და ვერ ვიცნითქო. -კი მახსოვს მერე. -მოიცადე, მოიცადე, ეგ ის კოცნა იყო, იო, რომ გადაფსიხდა? ღიმილშეპარული ტონით იკითხა ცოტნემ. -კი, ეგაა. მეც სევდიანი ღიმილით დავიდასტურე და კატუსას გავხედე, რომელსაც თავი ჩახრილი ჰქონდა და მის სახეს ვერ ვხედავდი. -კატო კარგად ხარ? ოდნავ აღელვებულმა ვკითხე კატოს. -კი, კი, კარგად ვარ, განაგრძე. მომეჩვენა, თუ რეალობა იყო არა ვიცი, მაგრამ თითქოს კატოს რამდენიმე ცრემლი ჩუმად ჩამოუგორდა ლოყაზე. -ხოდა.... ახლა უკვე გაბრიელის კოცნაზე დავიწყე მოყოლა. ცოტნე ხმაურიანად წამოდგა სკამიდან და ხელები მაგიდაზე დაარტყა. -ახლავე მოშორდი მაგ საქმეს. კბილებში გამოსცრა ცოტნემ. -რა გჭირს ცოტნე? კატო ახლოს მივიდა და მხარზე ხელი დაუსვა, მაგრამ უხეშად მოაშორებინა, მე კი ხმას ვერ ვიღებდი, იმდენად გაკვირვებული ვიყავი მომხდარით. -კარგი რა ცოტნე, ვითომ ჯერ არ მიკოცნია რა სხვისთვის. -ვიცი, მაგრამ არ იცი, გაბრიელმა.... დაიწყო, მაგრამ აღარ დაამთვრა და თვალები მჭიდროდ მოხუჭა. -რა გაბრიელმა? ცოტნე ხმა ამოიღე. მეც თანდათან ვუახლოვდებოდი გაბრაზების ზედა ზღვარს. ცოტნე მზის სინათლის სიჩქარით გავარდა კაბინეტიდან და რამოდენიმე წამში მანქანის ბორბლების ხმაც გავიგონეთ. -რა დაემართა? -არ ვიცი. -ლილ, ძალიან უცნაურია, კარგი ვთქვათ და გაბრიელმა გაკოცა მაშინ, იოს დაბადების დღეზე, მაგრამ ის მრბოლელი? -არ ვიცი კატ, არაფერი აღარ ვიცი, ან ცოტნეს რა ჭირს? რატომღც მგონია, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით რაღაც იცის და არ გვეუბნება. -გეფიცები მე, რომ ვიცოდე აუცილებად ვიტყოდი. -ვიცი კატუსა, ვიცი... ცოტა ხანი კიდევ გავჩერდი დაქალთან სახლში და ამ დროის განმავლობაში ვცდილობდით, რომ რამე მაინც ამოგვეხსნა, თუმცა არა, ვერაფერს ვერ ვხვდებოდით. შემდეგ კი წამოვედი სახლში, სადაც პატარა და მელოდებოდა და მისგანაც მჭირდებოდა ახსნა-განმარტება. სწრაფად ავირბინე 7 სართული, რაგდან ლიფტი არ მუშაობდა, ჩემდა საუბედუროდ. კარები, რომ შევაღე, გაფიტრებული ნიტა დამხვდა, რომელიც მდივანზე დამჯდარიყო და ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი. მე მასტNა სწრაფად მივირბინე და მის წინ ჩავიმუხლე. -ნიტა კარგად ხარ? რა დაგემართა? -..... -ნიტა ხმა ამოიღე ნუ მაშინებ. -...... -ნიტა, რა გჭირსთქო, გკითხე. -მან.... გუგა.... -ვინ გუგა? ვინ მან? გუგა, ის ბიჭი, არ არის, შენ, რომ უნიდან მოგწონდა? -კი.... -მერე რა მოხდა? -საავადმყოფოშია..... -რა? რატომ? -დათომ ცემა. მხოლოდ ახლაღა შემოატრილა თავი ჩემკენ და მომანათა თავისი წყლიანი თვალები. -რატომ ცემა? -არ ვიცი, მაგრამ თურმე იქ ჩემი სახელიც გაჟღერებულა. ეს თქვა და მისმა ცრემლბემა თვალებიდან კისრამდე გზა გაიკვალეს და ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდნენ ძირს. -კარგი არ იტირო, ჩუ...... მდივანზე გვერდით მივუჯექი ნიტას და ჩავეხუტე. საშინელი შეგრძნებაა, როდესაც შენი მიზეზით ვიღაცას რაღაცა უშავდება და შენ ეს აარც კი იცი. იმასაც ვერ ვხდები რა შუაშია გუგა. გუგას მაინც არ მოსწონდა ნიტა, როგორც მე ვიცი, ნუ ყოველ შემძტვევაში ნიტას მონაყოლიდან ასე ჩანდა. დათო კი.... აი დათო და გაბრიელი სერიოსული პრობლემაა.... მათი ჩამოსვლის თანავე გაჩნდნენ პრობლემები. ახლა ნიტასთან უნდა ვიყო, მას უნდა დავუთმო ჩემი მთელი სითბო და სიყვარული. თავში კი შესანიშნავმა აზრმა გამიელვა. აი ხომ იცით ფილმებში, რომ არის, პერსონაჟებს უცბად თავზე ნათურა, რომ ენთებათ ხოლმე ეგრე მომივიდა. -ნიტა, წამოდი დაწექი და შენს საყვარელ სიმღერას გიმღერებ. დავინახე და ვიგრძენი როგორ გაუბრწყინდა თალები და სიხარულის ნაპერწკლებმა გაუელვეს. ორივე საძინებელში შვედით, ნიტამ კვატის გამოსახულებიანი პიჟამოები მოირგო და კარგადაც მოვკალათდით, შემდეგ კი ვკითხე: -რომელი სიმღერა გესიამოვნება ჩემო ქალბატონო? -All I want. -შენ არ დაგვიწყებია ხო? ჩემი საყვარელი სიმღერაა, იმედია ტექსტი მახსოვს. უმცორსი და უფრო მომეკრო და მოსასმენად მოკალათდა, მე მის საქციელზე ჩამეცინა და დიდი ხნის დავიწყებული სიმღერა გავაჟღერე. ეს სიმღერა გულზე მალამოდ მომედო, თითქოს დავიცალე ემოციებისგან და მხოლოდ ბედნიერებას ვგრძნობდი. ნიტას მალევე ჩაეძინა და მეც ბედნიერი ღიმილით გამოვედი მისი ოთახიდან, როდესაც ტელეფონმა დარეკა. საკმაოდ გვიანი იყო და გამიკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო ასეთ დროს. კატო.... -ხო კატო... -ლილე.... ცოტნე..... დიდი პაუზის შემდგე ესეც ახალი თავიი, ვიცი პატარაა, მაგრამ ეს ბოლო დრო ძალიან გადატვირთული ვარ და ინტერნეტისთვის არც კი მეცალა. იმედია მოგეწონათ, საინტერესო იყო და თქვენს იმედებს ვამართლებ. ველოდები შეფასებებსსსს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.