შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 1)


22-05-2020, 17:56
ავტორი bird of life
ნანახია 2 397

-ლილე ადექიიი.
-რა ხდება ნიტა?
-დღეს უნიში შენ უნდა წამიყვანო, ხომ არ დაგავიწყდა.
-უი ხო, სულ ამომივარდა თავიდან.
დილით ჩემმა პატარა დაიკომ გამაღვიძა, ნიტამ, რომელიც მე-12 კლასელია და ჩემი ცხოვრების მიზეზია. საწოლიდან ნახევრად მძინარე ავდექი და აბაზანას მივაშურე. სანამ თავს ვიწესრიგებ, მანამდე ჩემზე მოგიყვებით. მე ლილე შენგელია ვარ, 24 წლის, საშუალო სიმაღლის, არც ისე მოკლე შავი თმებით და მუქი მუქი ყავისფერი თვალებით. ნიტა 19 წლის, უუუსაყვარლესია, მოკლე შავი თმებით და მონაცრისფრო-მომწვანო თვალებით. ჩვენ ერთმანეთს გარდა არავინ გვყავს, არც დედა, არც მამა და არც ძმა, ეს ყველაფერი ერთმა საბედისწერო შემთხვევამ გადაწყვიტა და ყველას დიდი ტკივილი მიაყენა, ამაზე ლაოარაკს თავს ვარიდებ, რადგან ეს ჩემი მტკივნეული ადგილია. კიდევ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი კატო, რომელიც ჩვენი მეორე დაა, მისი მშობლები ისე გვექცევიან, რომ ჩვენც არ ვიგრძნოთ უმამობა, ან უდედობა, არაფრისგან განგვასხვავებენ კატოსაგან. მდიდრული სახლი არ გვაქვს კორპუსში ვცხოვრობთ 7 სართულზე და 3 ოთახიანი ბინა გვაქვს. მინდა ერთი ორი სიტყვა ჩემს სამსახურზეც გითხრათ. მე აგენტი ვარ... ვიცი, რომ ძალიან სულელურად და უაზროდ ჟღერს, მაგრამ ბევრი მამაკაცი მყავს დაჭერილი. ხო მე მარტო კაცებთან ვმუშაობ, რადგან ჩემი უფროსი, ბატონი ალექსანდრე მეუბნება, რომ ჩემი გარეგნული სილამაზე და სიჭკვიანე, ყველაზე ძლიერ ქალად მაქცევს. ვეთანხმები მას... თუ ლამაზი ხარ და ტვინი არ გაქვს, მაშინ სულელი და ბაბნიკების სათამაშო ხარ, თუ მხოლოდ ჭკვიანი ხარ, მაშინ ვერავინ გამჩნევს და თუ ორივე ძალა ერთად გაქვს, მაშინ ძლიერი ხარ და კაცს შენ აკონტროლებ. ,,სასტავში“, მხოლოდ ჩვენ სამნი არ ვართ, სხვებიც არიან და საიდუმლოდ ვმუშაობთ, ძირითადად მაფიოზებსა და კანონიერ ქურდებზე, მე კი ბევრი ასეთი გამომიჭერია. კატო ჩემი პარტნიორია ამ საქმიანობაში, ის ჰაკერია, მე კი შემსრულებელი და ერთმანეთს ვავსებთ. ნიტამაც იცის ჩემს სამსახურზე და საიმართლე, რომ ვთქვათ მაინცდამაინც არ მოსწონს ეს. მემგონი სიტყვა გამიგრძელდა და ისევ დავბრუნდები იქ, სადაც გავჩერდი. აბაზანაში თავი მოვიწესრიგე და ოთახში გამოვედი, სადაც უკვე გამზადებული ნიტა დამხვდა.
-ნიტა, ასე ძალიან გეჩქარება სკოლაში?
-კი...
ნიტამ დაიმორცხვა და თავი ჩახარა, მე ეჭვის თვალით გავხედე.
-ნიტაა... რამეს ხომ არ მიმალავ საყვარელო?
-არა, რას უნდა გიმალავდე.
მე მამისმკვლელი თვალებით გავხედე.
-კარგი ხო, გეტყვი... ერთი... ერთი ბიჭია რაა...
-ვინ არის? რა ქვია? რომელ კლასელია? სად სწავლობს?
-ლილე, რა იყო, დაკითხვაზე ვარ?
მე ისეთი თვალებით გავხედე, ლამის იქვე გაქრა საწყალი გოგო.
-აუ ლილე... მე...
-კარგი გოგო რა იყო, გეხუმრე, ხომ იცი, რომ მე ამაზე არასდროს არ გაგიბრაზდები.
-ლილეე, მე ვიფიქრე... კარგი რაა...
ეს მითხრა და სიცილით ბალიში მომარტყა.
-პატარა ქალბატონო ეგ ვის გაუბედეთ? მოდი აქ.
მეც ავიღე ბალიში და ასე გავაჩაღეთ ბალიშების ომი. ნიტამ საათს დახედა.
-ახლავე უნდა წავიდეთ, თორემ პირველ ლექციაზევე დავაგვიანებ.
-უი ხო, წამოდი, მეც მეჩქარება სამსახურში.
სწრაფად ჩავიცვი შავი, სკინ შარვალი, ორი ზომით დიდი გრძელმკალვიანი ზედა და ფეხზე VANS-ები. სწრაფად ჩავედით ჩემს მანქანამდე. ჩემი მანქანა ford mustang GT500, გახლდათ, ნუ მთლად ჩემიც არ არის, მხოლოდ სამსახურის შენიღბისთვისაა. მანქანა დავძარი და უნივერსიტეტისაკენ ავიღე გეზი.
-აბა ნიტა, ვინ ბიჭიო რაო?
-ვინ და უნიში, 2 კურსზე, რომაა, გუგა ბერიძე, ხომ იცი?
-ხო.
-აი ეგ.
-ჯანდაბას ეგ მოგწონდეს, მთავარია ვინმე ისეთი არ ჩაგივარდეს გულში. საყვარელო, შეგიძლია ხოლმე, რომ თავისუფლად მელაპარაკო ყველაფერზე, მეც მაქვს ეგ გავლილი. რამდენჯერ გითხარი?
-ხო... რავიცი, მგონია, რომ რატომღაც იოანეს სიკვდილის მერე შეცვლილი ხარ...
იოანეს ხსენებაზე დავიძაბე, სხეული დამეჭიმა და გაზს მთელი ძალით დავადგი ფეხი და ეს ვერც კი შევნიშნე.
-ლილე... ლილეეეე, გინდა ავარიაში მოვყვეთ?
უცბად მანქანა დავამუხრუჭე, გვერდძე გადავიყვანე და ნიტას გაცეცხლებული მივუბრუნდი.
-ნიტა, შენ იცი, რა რეაქცია მაქვს როდესაც მას ახსენებენ.
მკაცრი ტონს ვაკლებდი, ახლა იოს ხსენებაზე ისე გავმწარდი დიდი სურვილი მქონდა ვინმე მიმეხრჩო.
-ლილე, რატომ არ დაივიწყებ მას? დიდი ხნის წინ მოკვდა და შენ მაინც იგივე რეაქცია გაქვს.
შევნიშნე, რომ სისიც გაღიზიანდა.
-და რატომ მრჩება ეჭვები, იმისა, რომ შენთვის ის არაფერს წარმოადგენდა?
ნიტამ თავი დახარა, რომ მისი ცრემლები არ დამენახა, მაგრამ მაინც დავინახე.
-ნიტა ბოდიში, უბრალოდ მე ვერ ვაკონტროლებ თავს.
-რატომ არ ცდიობ, რომ ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება? ანდა გგონია, რომ მე არ მტკივა და არ მენატრება?
მანქანის კარები გააღო და იქიდან გადავიდა.
-ნიტა მოიცადე.
-ლილე, ვიცი, რომ შენ ძალით არ გინდოდა, შენ საუკეთესო ხარ, მაგრამ ცოტა ხნიშ მარტო მინდა ყოფნა.
-უნივერსიტეტი?
-აღარ მინდა წასვლა, შენ ჩემზე არ იდარდო მალე მივალ სახლში, თან შენც ხომ მასწავლე ბოქსის ილეთები და წესით არ უნდა გაგიჭირდეს ჩემი გაშვება.
-კარგი... ნიტა გახსოვდეს, რომ მე ყველაფერში შენს გვერდით ვიქნები და მეყვარები.
შუბლზე ვაკოცე და წამოვედი. არა, არ იფიქროთ, რომ ასე მარტივადა გავუშვი მარტო, უბრალოდ ვიცი ახლა როგორ ჭირდება მარტო ყოფნა და დაფიქრება ყველაფერზე, მეც ასეთი ვარ. სამსახურში ბოქსაც ვსწავლობდი რათქმაუნდა და ნიტასაც ვასწავლე ყოველი შემთვევისთვის. ნიტასთან მართლა ზედმეტი მომივიდა, შეიძლება მართალიცაა და უნდა გავაგრძელო ცხოვრება ისე როგორც იოს სიკვდილამდე. მის გახსენებაზე ისევ სისხლი მომაწვა ძარღვებზე. არა, ამას ვერ შევლძლებ მანამ, სანამ იოანეს მკვლელს არ დავიჭერ, შეიძლება ითქვას, რომ ამიტომაც დავიწყე ეს სამუშაო. სამსახურში წამებში მივედი. ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ჩავედი, კარები გავაღე და მაშინვე ბატონი ალექსანდრე შემომეგება.
-ლილე ახლავე ჩემს კაბინეტში.
მხოლოდ ეს მითხრა და უკან გავარდა. ასეთი არასდროს არ მინახავს. ჩემი კაბენიტსკენ ავიღე გეზი, სადაც ჩემი ერთგული მეგობარი-კატო მეგულებოდა.
-კატ, ბატონ ალექსანდრეს რა ჭირს?
-არ ვიცი ლილ, დილით ვიღაცამ დაურეკა და იმის მერე თავის თავს აღარ გავს.
-კარგი… და ცოტნე სადაა?
-ცოტნე ბატონი ალექსანდრეს კაბინეტშია.
-ვააა, რა საინტერესოა რა მოხდა?
დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა ვინ არის ცოტნე. ცოტნე კატოს უფროსი ძმაა და მე და ნიტასაც უფროსი ძმასავით გვივლის, ყველას ძალიან გვიყვარს ის, რადაგნ მუდამ ესმის ყველასი, ეს საოცარი ნიჭი აქვს. კიდევ იმას დავამატებ, რომ მე მისთვის სხვა თვალით არასდროს შემიხედია, მხოლოდ ისე, როგორც ძმა და მეტი არაფერი.
-კატუშ, შევალ იმათთან და მერე დავილაპრაკოთ.
-რამე მოხდა?
-არა, ისეთი არაფერი პროსტა ისე დავილაპარაკოთ რა.
-მერე გეთქვა ვიჭორავოთო და ეგრევე მივხვდებოდი.
-აუუ, მე რავიცი ახლა შეთვის დალაპარაკება და ჭორაობა ერთი და იგივეს თუ არ ნიშნავს?
სიცილით წავედი ბატონის ალექსანდრეს კაბინეტისაკენ. კარებზე დავაკაკუნე და დადებითი პასუხის შემდეგ შიგნით შევედი.
-რა ხდება ბატონო ალექსანდრე?
-ლილე, შენთვის მნიშვნელოვანი დავალება გვაქვს.
-რა პრობლემაა, ეგეთები მომიგვარებია უკვე.
კმაყოფილი ღიმილით ვუთხარი უფროსს, რაზეც მან თავი გააქნია.
-არა ლილე... ეს ძალიან საშიში და მნიშვნელოვანია.
-ხოდა მაგას ვამბობ ბევრი ეგეთი საქმე შემხვედრია და ახლაც ჩვეულებრივად გავუმკლავდები.
-შენ არ გესმის ლილე.
ახლა უკვე ცოტნემ ამოიღო ხმა.
-ხალხო, რატომ არ იტყვით ვის ეხება ეს საქმე ან საერთოდ რა ხდება?
ხმას ავუწიე.
-საქმე გაბრიელ ქალდანს ეხება.
მკაცრად და დანანებით თქვა ბატონმა ალექსანდრემ. მე გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა და შუბლზე კი არ ამივიდა, უკვე გალაქტიკასაც გასცდა ალბათ.
-რააა?
იმხელაზე ვიკივლე, ადგილზე შეხტა ყველა.
-მისმინე ლილე, ამ შემოთავაზებას არ დათანხმდე.
ცოტნემ გამცა პასუხი.
-არც დავთანხმდები. თვქენ ხომ არ გაგიჟდით? საერთოდ იცით გაბრიელ ქალდანი რას წარმოადგენს იმ ბინძურ სამყაროში?
-ზუსტად ამიტომ გვჭირდები ლილე.
-არა... არა, არა და არა.
-მომისმინე, ის ამდენი წლის შემდეგ ისევ ჩამოდის საქართველოში და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, ასე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ.
ბატონი ალექსანდრე მაინც თავისას ამბობა.
-მესმის, რომ ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოაკიდებული, მაგრამ ამას ვერ შევძლებ, ის ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტია, გასარკვევად, რომ ვთქვათ კანონიერი ქურდების ,,ბოსების ბოსია“.
-სწორედაც... აქმადე ვერცერთ დანაშაულში ვერ დასდეს ბრალი, ის და მისი კლანი ყოველ ჯერზე სუფთად ძვრებიან ამ ამბიდან, ახლა კი შეგვძლია, რომ გამოვიჭიროთ და ბოლოს და ბოლოს ციხეში ჩავაყუდოთ ეგ ნაბი*ვარი.
-ბატონო ალექსანდრე, ლილემ გითხრათ უკვე, რომ არ უნდა ამ საქმეში მონაწილეობა.
მკაცრად დაიჭექა ხოტნეს ხმამ, რომელიც აქამდე ჩუმად გვისმენდა.
-დაფიქრდი ლილე.
ცოტნემ ერთხელ შუბღვირა უფროსს, ხელი მტაცა და კაბინეტიდან გამიყვანა.
-ლილე, მომისმინე, ეს არ გააკეთო.
-ცოტნე ვიცი, რომ ეს საშიში საქმეა, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ იოს მსგავსად სხვა ადამიანებსაც რამე დაუშავდეთ.
იოანეს გახსენებაზე თვალებზე ცრემლი მომადგა და მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მაგრამ ვერ გავბედე.
-როგორ არ გესმის? იოს შევპირდი, რომ სიცოცხლის ბლომდე დაგიცავდით შენ და ნიტას, ახლა ჩემს ძამაკაცს, როგორ ვუღალატო?
-ვიცი... ვიცი, მაგრამ ასე ვეღარ გაგრძელდება, საკმაოდ დიდი ხანია უკვე რაც გაბრიელის დაჭერას ცდილობს პოლიციაც, საიდუმლო დანაყოფებიც და აგენტებიც, ჩვენ კი შანსი გვაქვს.
-და როგორ მოახრხებ ამას?
-ჩემებურებს ჩავრთავ და ეგ არის.
სიცილით ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.
-ასე საფრთხეში იქნებით შენც, ნტაც, კატოც და მეც. რატომ არ გესმის? ასეთი რთულია, რომ უბრალოდ უარი თქვა ამ საქმეზე?
ცხოვრებაში პირველად მიყვირა ცოტნემ, ვერ მივხვდი მისი ასე გაღიზიანების მიზეზს და გაკვირვებული უფრო დავრჩი, ვიდრე ნაწყენი.
-ცოტნე, ზედმეტები მოგდის უკვე, ეს ჩემი ცხოვრებაა და რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ ის უნდა გავაკეთო, თუნდაც ამით ჩემს სიცოცხლეს დაემუქორს საფრთხე.
პსუხის გაცემა არ დავაცადე ცოტნეს ისე წავედი ჩემი კაბინეტისაკენ.
-კატ, საღამოს ამოდი ჩემთან.
არც მის პასუხს დავლოდებივარ, ისე ჩავჯექი მანქანაში და ნიტას დავურეკე.
-ალო, ნიტა.
-ხო.
-სახლში ხარ?
-არა, ახლა გამოვედი უნიდან.
-აბა უნივერსიტეტში არ მიდიოდი?
-მეორე ლექციას მივუსწარი, თან ცოტა ფეხითაც გავისეირე.
-კარგი... გინდა გამოგივლი.
-არაა საჭირო.
-კარგი მეც სახლში მივიდვარ და მალე მოდი.
-ოკს.
ტელეფონი გავთიშე და მანქანის პედალს მთელი ძალით მივაჭირე ფეხი, ახლა ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ მიმეღო ადრენალინი, ასე, რომ პირდაპირ სარბოლო ტრასისკენ წავედი. დიდი ხანია იქ არ ვყოფილვარ, იმის მერე რაც იომ დაგვტოვა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ პირველად მომინდა რბოლა, ისე, სიმართლე, რომ ითქვას ამ საქმიანობაში ცუდი არ ვარ, ნუ ცუდი არ ვარ კი არა, ყოველთვის პირველ ადგილზე გავდიოდი, მაშინ, როდესაც იოანეს მანქანა მყავდა ხოლმე. მალე მივედი ჩემი მუსტანგით ტრასამდე და მრბოლელების სიაში Nabi-ის სახელით ჩავეწერე, ამ სახელზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. აი სტარტთან ვდგავართ ყველა, თავისი ჩაფხუტებით, ჩემს გვერდძე მანქანა იდგა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ფულიანი პატრონი ყავდა. მე მაინც არ ვყრიდი ფარხმალს. დაი იწყება რბოლა... 3... 2... 1... მწვანეა. დიდი სიჩქარით მივქროდი და არ მაინტერესებდა გარშემო არაფერი, ვიყავით მხოლოდ მე და სიჩქარე. წინ მივიწევდი, როდესაც იმ ფულიანმა ტიპმა გადამისწრო. არ დავუშვებ, რომ წავაგო, ამდენი ხნის შემდეგ. მთელი ძალით მივადგი გაზს ფეხი და ჩემმა რაშმაც თავისი ძალა გამოაჩინა, მალე დავეწიე, მაგრამ მისი გადასწრება ძალიან რთული აღმოჩნდა, გვერდიგვერდ მივიწევდით ფინიშის ხაზისაკენ. როგორც იქნა მივუახლოვდით ამ სარბოლო ტრასის დასასრულს, აი აქ უკვე ბოლომდე მოვინდომე და პირველ ადგილზე გავედი კიდევაც. მე ჩაფხუტი არ მეხურა, რადგან ისე მინდოდა რბოლაზე გასვლა, არც კი ამიღია თავის დამცავი. ფულადი ჯილდო იყო ამაზე დაწესებული და გადმომცეს კიდევაც. გვერდიდან დაჟინებულ მზერას ვგრძობდი, მაგრამ, რომ გავიხედე მხოლოდ ის ფულიანი როგორც გავიგე ბიჭი იდგა. სხვა მანქანაიდან სწრაფად გადმოვიდა კიდევ ერთი ბიჭი და ელვის სიჩქარით მივარდა იმ ფულის ტომარასთან და შემდეგ ოორივე მე მაკვირდებოდა. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მათთვის, ყველა ბაბნიკ ბიჭს ასეთი რეაქცია აქვს. ძალიან ვისიამოვნე ამ რბლობით, თითქოს გულზე დიდი ლოდი მედო და შემიმცირდა. ახლა უკვე სახლისკენ წავედი და იქაც მალევე მივედი.
-ნიტააა. სახლშ ხარ?
-სად დაეთრევი გოგო? გინდა სულ შემშალო ჭკუიდან?
ნიტას მაგივრად კატომ მიპასუხა.
-კატო? შენ საღამოს არ უნდა მოსულიყავი?
-საღამოა ქალბატონო ლილე უკვე და ნიტა კიდე ძლივს დავამშვიდე, აქეთ მეც დასაწყნარებელი ვიყავი.
-რა მოხდა?
-ნახე რაა, კიდევ იმას ითულობს რა მოხდაო. სად ხარამდენ ხანს, იცი, როგორ ვინერვიულეთ?
კატო ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა.
-სად დავიკარგებოდი დედიკო, დიდი გოგო ვარ უკვე.
სიცილით ვუთხარი კატოს და პასუხად წამოთაქება მივიღე.
-კარგი ხო რა იყო.
ამოვიბუზღუნე უკმაყოფილომ.
-ნიტა სად არის კატო?
-ჩაეძინა, ახლა მომიყევი დაწვრილებით სად ბრძანდებოდი, მერე ისიც მოაყოლე რა გითხრა ასეთი ბატონმა ალექსანრემ, ან ცოტნემ.
-შენ მოკლედ ჭორები არ გამოგრჩეს რაა.
სიცილით მახრზე მუშტი მივარტყი.
-ლილეეეეე, მოხვედიი.
ოთახში ახლადგაღვიძებული ნიტა შემოვიდა, ვაიმეეე, ახლა, რომ გენახათ რა საყვარელი იყოოოო, თან, რომ დამინახა სახე ბედნიერებისგან ისე გაებადრა, მეგონა, რომ მის წინა თავისი და კი არა მისი საოცნებო პრინცი იდგა. მეც გამეღიმა, პატარა დაიკოსთან მივედი და ჩავეხუტე.
-სად ხარ ამდენ ხანს, იცი როგორ შემეშინდა? ბოლოს იო, რომ წავიდა ამდენი ხნით გაუფრთხილებლად...
დასრულება ვერ მოახერხა, რომ ცრემლები წამოუვიდა, მეც იგივე დამემართა. კატო კი სასოწარკვეთილი სახით გვიყურებდა და რამდენიმე წვეთი ცრემლი მასაც გადმოუგორდა თვალიდან. კატო არ ამბობდა ადრე, მაგრამ იო მოწონდა ხომ ვიცი. ეჰჰჰ ახლა, რომ ჩვენი ძმა ცოცხალი იყოს, შეიძლებოდა ჩემი საუკეთესო მეგობარიც კი გამხდარიყო ჩემი რძალი. ხო იოანე ჩვენი ძმაა. ძალიან რთულია, როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ. გულში დიდი იარა გვაქვს ყველას, ისვე როგორც ჩვენ სამს, ისე ცოტნესაც და მის ძმაკაცებსაც, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ იტალიაში წავიდნენ და იქ განაგრძეს ცხოვრება. ღმერთო... ვინ იცის ახლა როგორ მიმძიმს იოანეს გარეშე ყოფნა. ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მაინც მიჭირს. ტყუილია, რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, უბრალოდ ის გვაიძულებს, რომ არსებულ მდგომარეობას შევეგუოთ. ახლა უფრო მეტად მომინდა, რომ იმ საქმეში ჩავბმულიყავი, რომელიც ბატონმა ალექსანდრემ შემომთავაზა.
-აბა ახლა გეყოთ დრამა და ეს დაიკოების სენტიმენტალურობები, თორემ მეც ავტირდი ლამისაა.
მოჩვენებითი სიმხიარულით გამოგვიცხადა კატომ, ჩვენც გავიცინეთ და სამივე ერთდ მდივანზე ჩამოვსხედით.
-ლილე... აბა დაიწყე ახლა ისტორია.
ინტერესიანი თვალებით შემომხედა ნიტამ. მეც ყველაფერი დაწვრლებით ვუამბე, დილის ამბიდან დაწყებული, რბოლით დამთავრებული. ორივე პირღია მიყურებდა.
-რა დაგემართათ?
-შენ... შენ, ისევ...
ნიტა ვერ აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.
-ლილე... ის...
ახლა უკვე კატომაც დაიწყო არეულად საუბარი.
-ხალხნოო, ასეთი რა მოვყევიი?
-შენ, ხომ იოს სიკვდილის მერე არ ყოფილხარ რბოლაზე?
-არა.
-მერე ახლა... ახლა რა მოხდა?
მონაცვლეობით მელაპარაკებოდნენ ნიტა და კატო.
-არაფერიც არ მოხდა, უბრალოდ მომინდა და წავედი.
-უცნაურია.
-ძალიან უცნაური.
უფრო თავისთვის ჩაილაპარაკეს გოგოებმა.
-კარგით ახლა რაა, რამე მირჩიეთ საქმესთან დაკავშირებით.
-მე ცოტნეს ვეთანხმები.
-მეც.
ორივე ცოტნეს მხარს იჭერდა.
-კარგი ხო...
რათქმაუნდა არ ვაპირედი ასე მატივად დანებებას და გადავწყვიტე, რომ მაინც მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი. ვიცი, რომ ეს ზედმეტად საშიშია, მაგრამ ეს ამად ღირს, ამით ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადავრჩენ, ვერ დავუშვებ იოს ნაირად სხვებიც დახოცონ. ძმის მკვლელს კი მაინც ვერ მივაგენი, მაგრამ მჯერა, რომ ახლა რასც გავაკეთებ იოანე ამით იამაყებდა. ნეტავ აქ იყოს და მხედავდეს, როგორი გოგო გავიზარდე. როგორ მენტრება ჩემი იო, ჩემი დამცველი და მეგობარი. ის არ იმსახურებდა სიკვდილს. გოგოებმა ცოტა კიდევ ვიჭორავეთ, შემდეგ ფილმსაც ვუყურეთ, ორივეს ჩემს მხარზე ედო თავი და ტკბილად ეძინათ. იოანე წარმომიდგა თვალწინ, სულ ასე იცოდა ხოლმე, მე და ნიტა ზუსატად ასე ვიძინებდით მის მხარზე, გამეღიმა ძველი და ტკბილი მოგონების გახსენებაზე. კატო გავაღვიძე, რადგან მდივანზე ვერ ეძინებოდა და ჩემს საწოლში გადაწვა, მე კი ნიტა მივყვანე ნახვერად მძინარე თავის საწოლამდე. როდესაც უდა გამოვსულიყავი, ნიტან ხელზე დამქაჩა და ძილში საყვარლად ჩაიბუტბუტა.
-მიმღერე რა.
ამ სიტყვებზე ისევ იო გამახსენდა და ცრემლები მომაწვა. სანამ მოკვდებოდა მანამდე მე და იო ერთად ვმღეროდით ხოლმე, მეუბნებოდა ანგელოზივით ხმა გაქვსო და ძილის წინ მთხოვდა, რომ მისთვის მემღერა. ნიტას ისეთივე თვალები აქვს როგორიც იოანეს ჰქონდა, ამიტომ მის სიტყვებზე მუდმივად დაკარგული ძმა მახსენდებოდა. ნიტამ იოანესთან ერთად მხოლოდ 15 წელი გაატარა. ნიტამ კიდევ ერთელ გამიმეორა.
-მიმღერე რა.
მე ვერაფერი ვერ ვუთხარი, მხოლოდ ის, რომ დაეძინა, შემდეგ შუბლზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი, სადაც კატოს უკვე ღრმად ეძინა, ან მე მეგონა ასე. როგორც კი გვერდძე მივუწექი, მაშინვე ამოიღო ხმა.
-იცი ლილე... იო, ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს.
შოკირებული ვიყავი მოსმენილით, არა ვიცოდი, რომ მოწონდა, მაგრამ თუ უყვარდა მაგას ვერ წარმოვიდგნედი.
-კატო...
ხელით ოდნავ შევარხიე, მაგრამ პასუხი არ გაუცია, ამიტომაც უბრალოდ თავი დავანებე და შევეცადე დამეძიანა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე ეს. თავში ის ორი ბიჭი ამომიტივტივდა და არ ვიცი რატომ, შევამჩნიე, რომ ისინი სხვა ბაბნიკი ბიჭების თვალით არ მიყურებდნენ, თითქოს მომეჩვენა, რომ მათთან რაღაც სხვა მაკავშირებდა. ამაზე ფიქრში ჩამეძინა. სიზმარი ვნახე... შროს იო იდგა, მასთან მისვლა მინდოდა, მაგრამ რაღაც ბარიერი მაკავებდა. შორიდან მეუბნებოდა, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა და ბოდიშს მიხდიდა, იმის გამო რაც გააკეთა. ამ დროს გამომეღვიძა, უკვე დილა იყო, აი ახლა უკვე დანამდვილებით მაქვს გადაწყვეტილი, რომ ამ საქმეს შევეჭიდები. მენატრება ის დრო როდესაც ყველა, მთელი სასტავი ერთად შევიკრიებბოდით ხოლმე და სისულელეებზე ვიცინოდით, მაშინ მხიარული ვიყავი... საათს დავხედე და ჯერ 7 საათია. ჩემს გცერდძე კატოს მშვიდად ძინავს, ნიტასაც დავხედე და ისიც ასეთ მდგომარეობაშია. სამზარეულოში, მაცვარზე მიკრული, წერილი დავუტოვე, მე კი სამსახურში წავედი. არ გაგკვრიდეთ, ჩვენი სამსახური ძალიან ადრე იწყებს მუშაობას რადგანაც ბევრ საუდუმლო და საშიშ საქმეს ვხსნით. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე გავემზადე და როგორ შევედი ბატონი ალექსანდრეს კაბინეტში.
-ლილე, აქ ასე ადრე რამ მოგიყვანა?
-მინდა შემოთავაზებულ საქმეს შევუდგე.
-ძალიან კარგი... იმედი მქონდა, რომ დამთანხმდებოდი... გუშინ გადმოკვეთა საზღვარი გაბრიელმა და მისმა კლანმა.
-კარგი და გეგმა როგორია?
-ესე იგი, კატოს დაველაპარაკები და ბაზაში შენზე ყველანაირ ინფორმაციას წაშლის, გადააკეთებს, შენ კი როგორც ყოველთვს ისე მოიქცევი. ანაზღაურებაც შესაბამისი გექნება, თუ დავიჭირეთ, მაშინ კი ჩათვალე, რომ ჯეკპოტი მოიგე.
-კარგით, როდის უნდა შევხვდე ან სად?
-დღეს საღამოს კულბში იქნება და იქ გამოაჩინე, რომ მარტივად შეუძლია შენთან შეხება და კონტაქტის დამყარება.
-არა.
-რას ნიშნავს არა?
-შენ იცი, რომ კოცნაზე მეტი არავისთან არაფერი გამიკეთებია, ასე, რომ ზედმეტად ნუ შეტოპავ.
-კი, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა.
-არა, დამიჯერე ასე ვერ წამოეგება მახეს.
-შენ რა იცი?
-ის სხვანაირი იქნება, ამ შემთვევაში უკვე სერიოზულად უნდა შევაყვარო თავი.
-და ამის გაკეთებას, როგორ აპირებ?
-პირველ რიგში, ასეთი მამაკაცებისთვის ცოტა მიუწვდომელი უნდა იყო, დამოუკიდებელი... არ უნდა ეკიდებოდე ყველა გამვლელს კისერზე, თუ ასეთად მოვაჩვენებ თავს მე მისი ერთი ღამის სათამაშო გავხდები და არ შემიყვარებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებ ყველაფერი გავიგო და ვაკონტროლო. კაცები ასეთები ხართ... გგონიათ, რომ თუ საყვარელ ქალს დაისაკუთრებთ მას მართავთ და თქვენზე დამოკიდებული ხდება, მაგრამ არა, პირიქით, თუ ქალი აგრძნობინებს კაცს, რომ ყველაფერი შეუძლია, მიშტვის მიუწვდომელი ქალის დაპატრონებაც კი, მაშინ უკვე თქვენ ხდებით ქალებზე დამოკიდებულები, მთავარია გაჩვენოთ, რომ თქვენს გარეშე დაუცველები ვართ. სინამდვილეში კი ქალი მართავს კაცს. კი, ამ შემთხვევაში კაცი ქალის გამო ყველაფერს გააკეთებს.
-საშიში ქალი ხარ ლილე.
კამყოფილი ღიმილით გამომხედა ბატონმა ალექსანდრემ.
-საქმეს შევუდგეთ.
ყველაფერი მოვაგვარეთ, ჩემი ინფორმაცია ბაზებში და ასე შემდეგ. კატომ არც ისე კარგად მიიღო ეს ამბავი, მაგრამ იოს სული დავაფიცე, რომ არ გამთქვამდა და მხოლოდ მას ეცოდინებოდა ეს ამბავი. და აი მოვიდა საღამოც...



ჰაიი. ესეც ჩემი ახალი ისტორია. იმედია მოგეწონათ. მაინტერესებს თვქენი შთაბეჭდილებები ახალ მოთხრობაზე. ღირს გაგრძელება? :)



№1 სტუმარი მკითხველი

იდეა საინტერესოა, ბევრი ასეთი ისტორია დევს საიტზე და დაველოდები შემდეგ თავს , მაინტერესებს შენ როგორ გააგრძელებ სიუჟეტს და როგორ განავრცობ. რჩევის სახით გეტყვი, რომ შეეცადე ოდნავ გამართო თხრობა, მოვლენებს შორის წყვეტები გაქვს და ეგ სიცარიელები შეავსე. წარმატებები heart_eyes

 


№2  offline წევრი კეტი

ლიზ საუკეთესო ხარ ! ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ელა

აი იმაში ნამდვილად გეთანხმები, რომ კაცს ქალი მართავს, ბუნებრივია ძლიერ ქალს ვგულისხმობ.

 


№4  offline წევრი bird of life

მკითხველი
იდეა საინტერესოა, ბევრი ასეთი ისტორია დევს საიტზე და დაველოდები შემდეგ თავს , მაინტერესებს შენ როგორ გააგრძელებ სიუჟეტს და როგორ განავრცობ. რჩევის სახით გეტყვი, რომ შეეცადე ოდნავ გამართო თხრობა, მოვლენებს შორის წყვეტები გაქვს და ეგ სიცარიელები შეავსე. წარმატებები heart_eyes

მადლობა შეფასებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას და ყველანაირად ვეცდები, რომ გამოვასწორო. blush

კეტი
ლიზ საუკეთესო ხარ ! ველოდები შემდეგ თავს

მადლობააა, შენც მალე დადე ახალი თავიი. heart_eyes

სტუმარი ელა
აი იმაში ნამდვილად გეთანხმები, რომ კაცს ქალი მართავს, ბუნებრივია ძლიერ ქალს ვგულისხმობ.

ხოო... ჩემი აზრით ასეთმა (ძლიერმა) ქალმა, რომ მოინდომოს ნებისმიერ კაცს გააკეთებინებს იმას რაც უნდა. relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent