ეპოქა რომელმაც გრძნობები შეიწირა (თავი 16..21)
ტყე იდუმალია… იდუმალებით მოსილი... შევდივართ ბუნებაში და წამშივე გვავიწყდება განვლილი, სასტიკი გზა... ისე უეცრად შეიძლება შუა ტყეში შეგვიტყუოს, რომ ამის გაანალიზება ვერც კი მოვახერხოთ! ტყე, ხომ იდუმალია... რამდენი რამ იმალება, მის სიღრმეში... იქნებ, რომელიმე უსუსური ქმნილება, ზუსტად ამ წამს ლამობდეს მტრის ბასრ კლანჭებისგან განთავისუფლებასა და თავისუფლების მოპოვებას?! რა ვიცით... ყველაფერი დასაშვებია... ტყე, ხომ საიდუმლოებების ბურუსითაა აღსავსე? ალბათ, რამდენი ტკივილის, წამების, ტირილის, გვემისა და მარტოსულობის მატარებელია? .... ალბათ, როგორ ლამობენ დაკარგულნი, იპოვონ ნათელი წერტილი გამეფებულ წყვდიადში... და თექვსმეტ აგვისტოს მშვენიერი დილა იდგა... მანამ სანამ ზღვისფერ ცას, კუპრივით შავი ნისლი არ გადაეფარა და მის მორევში არ ჩაითრია... რამდენიმე წამში კი საზარელი კივილი გაისმა, უკაცრიელი ტყიდან... გავიქეცი.... გავიქეცი... მხოლოდ და მხოლოდ მივდევდი განწირულ ხმას, რომელიც მთხოვდა, რომ გადამერჩინა... გავრბოდი... და თან სახეზე ცრემლივით მედებოდა ტკივილშემკული, გაჯერებული, უიმედო წვიმა... მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი! უნდა გავყოლოდი ხმას და მე, ის მეპოვა! ... უცნობი ქალი, რომელიც შველას ითხოვდა! და მე მივედი... მაგრამ, ძალიან გვიანი იყო... მე მას ვერ დავეხმარე და ეს ყოველივე, ჩემი უსუსურობის ბრალი აღმოჩნდა! ... ქალის უსულო სხეული ეხუტებოდა გამომშრალ მიწას... და თითქოს წვიმის წვეთებიც ლამობდნენ, მის დაბრუნებას... თითქოს მალამოსავით ეფინებოდა მკვდარ გულს. მკვლელი კი ადგილზე არ იყო... ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო... საღამო იყო... გაზეთი,უიმოციო სახით მეჭირა, მანამ სანამ ნაცნობი სახე არ გამოჩნდა, ერთ-ერთ გვერდზე... სახე შემეცვალა... გული გამალებით აძგერდა, თითქოს ამოხტომას ლამობსო... თვალებში ბინდი გადამეკრა ... გული საგულეში აღარ ჩერდებოდა ... ის იყო!! დიახ, ის იყო!! ქალი უკაცრიელი ტყიდან!! ,, არავინ იცოდა მისი პროფესია... არც არავინ იცნობდა. გუშინ დილით, დაახლოებით 12 საათზე, იქნა ქალის ცხედარი აღმოჩენილი. როგორც ამბობენ, ქალი ორი საათის გარდაცვლილი იყო... “ - მაუწყებდა გაზეთი. ეს, ჩემი ბრალია! მე ვერ მივასწარი... ვერ ვუშველე უიმედო სიკვდილის მოლოდინში მყოფ უსუსურ ქალს!!! და უეცრად... თვალის კიდეზე ჩამოგორდა, სასოწარკვეთილებით აღსავსე ცრემლი... ვეღარავინ ვეღარ მცნობდა... ვერავინ ხვდებოდა, ჩემი ასეთი ჩაკეტვის მიზეზს... იმას კი ხვდებოდნენ, რომ რაღაც არ იყო, ჩემს თავს რიგზედ, მაგრამ ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება, მხოლოდ ერთმა სცადა... რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩემზე ზრუნავდა და უთქმელად იგებდა, ჩემს თვალებში არსებულ, გამეფებულ ტკივილს! ეს, დამიანე იყო! ბიჭი, რომელიც ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო... ბიჭი, რომელმაც სამი თვის წინ დამტოვა... რომელიც ცივი მიწისთვის არასდროს მემეტებოდა... ბიჭი, რომელიც, იმ ქვეყნად იბრძვის! ... მაგრამ, როგორ, რანაირად?! ის, ხომ გარდაიცვალა... როგორ მელაპარაკება? ... როგორ ვხედავ, მე მას?! ... როგორ ვეხევი, მის მონატრებულ კანს?! დამიანე ითხოვს ამბის მოყოლას... მე კი გაშტერებული ვუყურებ! თავი სიზმარში მგონია! ... მოყოლა დავიწყე, დიდი ძალის მოკრების შემდგომ! ... ჩემს მონატრებულ სიყვარულს, კი ბევრი რამ აინტერესებდა... ბოლოს კი მითხრა... ,, ნერვიულობას არ უნდა გადაყოლოდი... შენი ბრალი, როდი იყო?! თავს, რატომ იდანაშაულებ?... “ - თქვა და მოვიდა... მოვიდა და ჩამეხუტა! დამიანე აქ იყო... ჩემთან, მაგრამ სხვა სამყაროში... იქ , საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან! ... *** ქოშინით წამოვხტი საწოლიდან... გული ვერა და ვერ ჰპოვებდა შვებას... პირიქით, იმდენად იმოქმება ნახულმა სიზმარმა ჩემზე, რომ ძლიერად შემაშინა... იმის გაფიქრებაზე, რომ დამიანე გარდაცვლილი იყო, თუმდაც სიზმარში, საშინელ ხასიათზე მაყენებდა... მეშინოდა... ერთიანად ვკანკალებდი... ვცდილობდი ჰაერის ნაკადი , ღრმად ჩამესუნთქა და ოდნავ მაინც მეპოვა შვება. ,, დამიანეს გარეშე? ... დამიანეს გარეშე, მეც ვერ ვიცოცხლებ! ... დაწყნარდი, თამარ... დაწყნარდი... ეს, უბრალოდ სიზმარი იყო... დაწყნარდი... ყველაფერი კარგადააა... დამიანე ცოცხალია და ის შენთანაა . “ - ვაწყნარებდი, საკუთარ თავს. თავი 17 ,, ოჰ, დიახ, ოქროს ეჟვნების ჟღარუნი ორივეს ესმის, სასწორ მამაკაცსაც და თევზებ ქალებსაც, რომლებიც მყუდროდ მოკალათებულან ცეცხლის წინ ზამთრის იმ ღამეს, როდესაც სუსხი ფანჯარაზე საოცარ გავიურებს ხაზავს. ქუჩაში კი, ლამპიონების ყვითელი ნათების ფონზე, ჩუმად ცვივა ფიფქები. “ სიყვარული... ეს ის გრძნობაა, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელთაგანია... ზოგადად, როცა შეყვარებული ხარ, სამყარო შენი გგონია. თავს ვეღარ სცნობ და შენს სხეულში ახალი ,,მე“ იბადება. უყურებ თვალებს და ხედავ... ხედავ, რომ ის გიმზერს, იმ მზერით, რომელიც ერთი შეხედვით, მთელს სხეულში ჩაუქრობელ ცეცხლს გიკიდებდა. სიყვარული მარადიულია... ის ერთხელ მოდის და მარადიულად გრძელდება. - უშენოდ ყოფნა სიკვდილზე ცივი მგონია... - მითხრა დამიანემ, რომელსაც, ჩემს კალთაში ჰქონდა თავი ჩარგული. - ვფიცავ... არ გამოცდი, იმ სიცივეს, რომელიც უჩვენოდ ყოფნის დღეებით, განლეული წუთებით იქნება აღსავსე... - ვეფერებოდი, მის თმებს... ვეფერებოდი და სამყარო, ჩემი მეგონა! - ბევრი პირდება ადამიანს... ბევრი უგებს ერთმანეთს ოცნების კოშკებს... მაგრამ... დროთა განმავლობაში, ისე ვითარდება სიტუაცია, რომ ორივე, მატყუარაც და შეყვარებულიც , ერთ დიდ ნანგრევებში ამოჰყოფენ თავს და მე არ მსურს... არ მინდა, ჩვენი ურთიერთობაც ნანგრევებად იქცეს... არ მინდა ფერფლის სახით იქცეს, ყოველი ჩვენი მოგონება. - რომ მოვკვდე, რას იზამ? - ვკითხე ერთ დღეს. - იცი რასაც... და შენ, თამარ?! - არ ვიცი... - კარგი, დახუჭე თვალები. - რა?! -შევიცხადე. - რატომ? - უბრალოდ დახუჭე თვალები და მომისმინე. - კარგი. - მოვეშვი. - წარმოიდგინე.... ერთი სუსხიანი დღეა... ყოველი ქარბუქი, შენს მეობაში აღწევს და გსპობს... წარმოიდგინე... წარმოიდგინე, თამარ, რომ შენთვის მნიშვნელოვანი პიროვნება აღარაა... მიწამ შთანთქა და მიწამ შეიერთა... წარმოიდგინე... წარმოიდგინე... მისი არ ყოფნით გამოწვეული ტკივილები, რომლებიც გულს გისერავენ და ისედაც დათუთქულ გულს, კვლავ უსირცხვილოდ მოსავენ ახალი ტკივილით... ჯერ კიდევ ძველ მივიწყებულ განსაცდელს, ახალი ემატება... ემატება და დიდ გამსაცდელის მორევში გაგდებს! საყვარელ პიროვნებასთან გატარებული ადგილი, თუ დღეები ქარს წაუღია, როგორც შემოდგომის ჭრელა-ჭრულა ფოთლები.... აცნობიერებ, რომ ამ სამყაროში გვერდით ნათელი წერტლი აღარ გყავს, რომელიც მზის სხივებით, ყოველი დღე გამკობდა... აღარ გყავს ადამიანი... ადამიანი, რომლის სულშიც გზას იკვლევდი უიმისოდ... ახლა კი გაახილე თვალები, თამარ... და მითხარი, რას გრძნობ... ყელში თითქოს ბურთი გამჭედვოდა და სუნთქვის დროს ყელს მიწვავდა... სისხლი ინერციით ტვინს სტყორცნიდა და ათმაგად მიმძაფრებდა გრძნობებს... ვგრძნობდი, როგორ ივსებოდა, ჩემი თვალები ტბის წვეთებით... და ვგრძნობდი, რაოდენ მალე მიეცემოდა წარსულს წვიმისაებრი გრძნობები. - გამოუვალი მდგომარეობაა, როდესაც დგახარ საფლლავთან და ხვდები, რომ ეს სიზმარი არ ყოფილა... არც რაიმე უაზრო რიგითი ხუმრობა, რომელსაც ვეღარასდროს შეცვლი. მიხვდები, რომ ეს არჩევანი უკვე იყო გაკეთებული და მოგიწევს სამყაროს სისასტიკისთვის თვალებში ჩახედვა. გამოუვალი მდგომარეობაა, როდესაც იცი არსებულ სიტუაციას ვერა და ვერ შეცვლი... ერთიღა დაგრჩენია... ან სიცოცხლე გვამივით გააგრძელო, ან შენც მიწის სამყოფელს შეუერთდე. და მე თუ, შენ დაგკარგავ... ამ სამყაროში, ყველაზე განადგურებული არსება ვიქნები და ჩემი სხეულიც, იმ უკაცრიელ სამარეს შეერწყმება. ყოველ სიტყვაში ცრემლს ვაყოლებდი... ყოველ წამოსულ სიტყვაზე, დამინეს მიმართ, მეტ სიყვარულის მოზღვავებას ვგრძნობდი. როგორ მინდოდა მარადიულად , მისი თვალებში ცქერის მიზეზი ვყოფილიყავი... როგორ მინდოდა, მას მხოლოდ ჩემი რქმოდა! უეცრად სამყარო ერთიანად დაბზრიალდა და შეემკო ჭრელა-ჭრულა, ბრჭყვიალა ფერები... მის მობზრიალე სამყაროში კი , თავი სიზმრის ნაყოფში წარმომედგინა. ტუჩებზე , ნაზ შეხებას ვგრძნობდი, რომელიც თავისკენ მექაჩებოდა... ტუჩები, რომელსაც ალუბლის გემო დაჰკრავდა... ყოველი ჩემი ამოსუნთქვა, მისისას უტოლდებოდა. ყოველი სუნთქვა, ერთმანეთის არსებობის საწინდრად ითვლებოდა. ყოველი წამი, მარადიული გრძნობის, თვალუწვდენელი ზეცის, აღმაფრენელი ტრფობის მიზეზად იქცეოდა. დამიანეს ბაგეები, ჩემს ტუჩებზე ესვენა და ნელ-ნელა დაიკლაკნებოდა, მის საზღვრებზე.... მუცელში ერთიანად პეპლების მოზღვავებას ვგრძნობდი და მსურდა, ეს ნეტარი წამი დასასრულს არ მისცემოდა... მსურდა, მისი ალუბლისგემოიანი ტუჩები, უსასრულოდ შეხებოდა, ჩემს გამომშრალ ბაგეებს. თავი 18 წვიმდა... და თითქოს წვიმის წვეთებიც ცდილობდა, დამიანესგან დატოვებული ტუჩებზე ასახული სიტკბოს კვალი წაეშალა. წვიმდა და ეს წვიმის წვეთები ედებოდა, ჩემს ყოველივე სხეულის ნაწილს... სხეულში ერთიანად, ძლიერ გრძნობას ვგრნობდი, რომელიც სრულიად მაკარგვინებდა, სამყაროში გამეფებულ, საშინელ სიტუაციის არსებობას. როდის გიყვარდება ადამიანი? ეს ის კითხვაა, რომელიც ფაქტობრივად არავის აქვს პასუხი. ისე მოულოდნელად დაგატყდება თავს და მოგიქცევს, მის მარწუხებში, რთულია განსაზღვრო, როდის აღმოცენდა ნაყოფი, მის მიმართ. დამიანე მიყვარდა! მიყვარდა, ისე თითქოს შემეძლო, ამ გრძნობას უკიდურეს ზღვარამდე მივეყვანე... მიყვარდა და სრულიად არ მანაღვლებდა, ეპოქის სიცარიელე! მიყვარდა და რაც მთავარია, მეც დარწმუნებული ვიყავი, მის გრძნობების არსებობაში. მართალია ხმამაღლა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, სიტყვა „ მიყვარხარ “ , თუმცა არცაა საჭირო, შენს ბაგეებს, ეს ბგერები აღმოხდეს. სიყვარული, სიტყვების რაოდენობით არ განისაზღვრება... სიყვარული, ქმედებებითა და ურთიერთპატივისცემით ვლინდება! მთავარია გჯეროდეს... გჯეროდეს, რომ სიყვარულს წინ სიკვდილიც ვერ აღუდგება.... მთავარია გჯეროდეს... გჯეროდეს, შენი თავისა და მიჯნურის მფეთქავი გულისა... გული, რომელიც, შენი არსებობით იღებს სათავეს. * ყოველთვის მჯეროდა და ახლაც ამის მწამს, რომ გული, ყველაზე დიდი მომაკვდინებელი ორგანოა, რომელიც ან ბედნიერებისგან რიტმს გაგიხშირებს, ან პირიქით.... სასიკვდილოდ გაგიმეტებს. და მე ახლა, როგორ ვარ? რას ვგრძნობ? ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად, არც არაფერს... ეს ყოველივე, ისეთი ბურუსითმოხვეულია, როგორც მთიან ადგილში გამეფებული ნისლი, რომელიც სრულიად გშთანთქავს, მის უკუნეთ სიცარიელეში. მხოლოდ ერთი ვიცი... ვიცი, რომ ამ ახალი გრძნობით, ახლიდან ვიბადები... ვიცი, რომ ჩემში ახალი არსება იღებს სათავეს. ვხვდები, რომ მალე სრულიად დავკარგავ ჭკუას და შევუერთდები დამიანეს ცხოვრებას. ნეტავ, ჩემი და დამიანეს მომავალი, როგორი იქნება? ნუთუ შევძლებთ დავარღვიოთ, ეპოქის სიცრუე და მივენდოთ გულის ძახილს?! მართალია თექვსმეტი წლის ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, პირველი სიყვარული მარადიულად დაიდებს სათავეს, თქვეს ორგანიზმში... პირველი სიყვარული, არასდროს კვდება... ! არასდროს ცივდება... ! არასდროს უფერულდება... ! არასდროს ხუნდება.... ! დამიანე, ჩემი პირველი და უკანასკნელი, მარადიული სიყვარულია.... ბიჭი, უძირო, შავი თვალებითა და ამოვსებული ტუჩებით. * - თამარ, მოდი ჩემთან. სალაპარაკო გვაქვს, შენთან. - მითხრა დედამ, რომელიც აწ, უკვე დაჭიანებულ, გამომშრალ სკამზე იჯდა და გვერდით, მამაჩემი ეჯდა. შიგადაშიგ თავის ჩიბუხს გააბოლებდა, რომელიც, დიდი პაპისგან ჰქონდა გადმოცემული. სხვა გზა არ მქონდა... უნდა მივსულიყავი, თუმცა ის წუთები უსაშველოს იწელებოდა და ფეხზე ტყვიასავით მეკონწიალებოდა.... ყოველი ფეხის ნაბიჯი, თითქოს უფსკრუკისკენ მიმავალი ხდებოდა.... გული გამალებით მიცემდა... ვხვდებოდი, მომღიმარი მშობლების სახის უკან, როგორი უსამართლობა იმალებოდა. - დაჯექი! - მითხრა მამამ. მეც უსიტყვოდ დავემორჩილე და მძიმეს დავეშვი. - ხვალ საღამოს, დაუთი მოვა, ჩვენთან. ოჯახებმა ერთმანეთი უნდა გავიცნოთ! მომავალში რაიმე უთანხმოებას, რომ არ ჰქონდეს ადგილი და პატარა შვილიშვილებიც დამაჭერინო ხელში! - ეშმაკისეულად იცინოდა, მამაჩემი.... ირგვლივ ყველაფერო დატრიალდა.... ტრიალებდა კედლებდაბზარული სახლიც, რომელიც ეს-ეს იყო, მეგონა ჩამოინგრეოდა და მის ნანგრევებში ამომაყოფინებდა თავს! თუმცა ამ ვითარებას, ნამდვილად სჯობდა, ჩემი სხეულის ნანგრევებში მოტანებას! სამყარო, ხომ ასეთია... როდესაც ბედნიერების წუთებს განიცდი, მაშინ შემოტრიალდება შენს საუბედუროდ, ყველა კარები... თითქოს ყოველივე ბედნიერებას თავის საზღაური ჰქონდა, რომელიც ტკივილის მონიჭებით იქნებოდა ანაზღაურებული. თავი 19 - ყველაფერმა ფერი იცვალა დამიანე... თითქოს ყოველი მოგონება და ოცნება, ერთიანად გაუფასურდა, გაქრა.. ყველა ადამიანმა მრისხანების ნიღაბი შეიმოსა და უმოწყალოდ ფეხქვეშ მთელენ... იცი? დავიღალე, დამიანე.. ზოგჯერ მინდა შეგეხო და შენს სხეულად გადავიქცე. მიმიმწყვდიო სადღაც გულის ნაწილში, რომელშიც იგრძნობდი, ჩემდამ გააფრთებულ გრძნობას. - დაწყნარდი, ჩემო იმედო... მზის სხივო და თვალო... დაწყნარდი... - მელამუნებოდა ყურზე, მისი ხმა და ტანში მცრიდა. - თამარ... ოცნებები და მოგონებები არ ქრება, ისინი ყოველთვის შენთან იქნება... უფრო სწორად ჩვენთან... ჩვენს გულში და სისხლგაჯერებულ სხეულში. გინდა ერთი იგავი მოგიყვე, ჩემო ნათელო ვარსკვლავო? იგავი, რომელიც წუთიერ სამყოფლიდან გაგაქრობს... შვებასა და ნარ-ნარა ფიქრებს შეგმატებს. ერთხელ ერთი პატივსაცემი მოქალაქე მივიდა სოლომონთან, რომელიც იმ დროს, ტბაში მოცურავე თევზების ყურებით ტკბებოდა, და უთხრა: - მეფეო დაბნეული ვარ! ჩემი ყოველი დღე, წინა დღეს გავს. მე ვეღარ ვარჩევ ერთმანეთისგან აისს და დაისს. მე დავკარგე ბედნიერების შეგრძნება. სოლომონი დაფიქრდა და უთხრა: - ბევრი ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას, შენი სახლის ფლობას, შენი ბაღისა და სიმდიდრის ქონას. და ბრძენმა მეფემ ჰკითხა: - ნუთუ რაიმე სურვილი არა გაქვს? რამეზე ოცნებობ? - მე თავიდან, მონობიდან გათავისუფლებაზე ვოცნებობდი. შემდეგ ვოცნებობდი, რომ ჩემს ვაჭრობას შემოსავალი მოეტანა. ახლა კი აღარ ვიცი რაზე ვიოცნებო. მაშინ სოლომონმა წარმოთქვა: - ადამიანი, რომელსაც ოცნება არა აქვს, ამ ტბაში მოცურავე თევზებსა ჰგავს, რომლებისთვისაც ყველა დღე ერთნაირია. ისინი ვერ არჩევენ ერთმანეთისგან განთიადს და ბინდს და არასოდეს არიან ბედნიერები. და მეფემ კიდევ დაუმატა: - მაგრამ, თევზებისგან განსხვავებით, შენ თავად ჩაკეტე შენი თავი საკუთარ ტბაში. თუ შენს ცხოვრებაში არ არის დიდი და სასიკეთო მიზანი, შენ უმიზნოდ იხეტიალებ საკუთარ სახლში და გარდაცვალების წინ, მიხვდები რომ, სულ ტყუილად გიცხოვრია ამ ქვეყანაზე. თუ მიზანი გაქვს, ყოველთვის, როდესაც ნაბიჯს გადადგავ, გეცოდინება, მიგაახლოვა მან შენს მიზანთან თუ პირიქით, დაგაშორა. და ეს შენს ცხოვრებას აზარტს შემატებს და ვნებას გაგიჩენს ცხოვრებისადმი. დახმარებისთვის მოსულმა, კოპები შეკრა და წარმოთქვა: - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყოველთვის, როდესაც ერთ მიზანს მივაღწევ, შემდეგი მიზანი უნდა დავისახო და ყოველთვის, როდესაც შესრულდება ჩემი ოცნება, მე უნდა ვიოცნებო კიდევ უფრო დიდ რაღაცაზე და ამ ოცნების ასრულების გზების ძიების დროს, ბედნიერი ვიქნები? და უპასყხა მეფემ: - დიახ. თავი 20 რამდენიმე დღეა რიტმულად წვიმს... რამდენიმე დღეა, ჩემში სულდგუმლობს ნეტარი ზეცა... თითქოს, ისიც აქაა... ჩემშია და გულის ნადებს, მასთან ერთად იზიარებს. დიახ... ბედნიერი ღიმილი ეფინება, ჩემს მეწამულ სახეს, თუმცა რეალურად... ? რეალურად ვერავინ იზიარებს, შენს გულისტკივილს. ერთიღა დაგრჩენია... ყალბი ნიღაბი მოირგო და სამყაროს სისასტიკეს ფარული მზერით შეეგებო. ეს ყოველივე კი, საერთოდ არაა რთული. უფრო მეტად დამღლელი ეტაპი იქნებოდა ის, რომ უგუნურს გრძნობების სიწმინდეზე ესაუბრო. მათ, ხომ არ ესმით... აქ ხომ სიყვარული სიკვდილით ისჯება... ? ჰაჰ.... ადამიანებთან ლაპარაკი, ხომ რთულია... რთულია, რადგან თუ გულს გადაუშლი, ისეთ ადამიანად დაგინახავებ, რომელიც მათთვის ნამდვილად უცნობი აღმოჩნდება. არ შეეგუებიან, შენს რეალურ ,,მეს“ და მყისიერად შეეცდებიან, შენს დაჩრდილვას... აღმოცენდება ღრმული... ამოდენ დიდი ნაპრალი... გაიპობა, გაიხლიჩება ყოველი ერთმანეთთან მისასვლელი გზები და გაუვალ ჩიხში აღმოჩნდებიან. განა ბევრს შეუძლია, ახალი და უცხო ინფორმაციის მიღება? (უფრო სწორად, ვაღიაროთ... არც შეგვიძლია.) სწორედ ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ ადამიანებთან საუბარს თავს ვარიდებ... ოთახში ძალაგამოცლილი და ემოციით დაღლილი, საწერ მაგიდას მივუჯდები და ვყვები საკუთარ ამბავს უსასრულოდ... მოურიდებლობის, შიშის, ნერვიულობის, სირცხვილისა და ჩამოუყალიბებლობის გარეშე. ვწერ... ვუყვები ამბავს და ვიცი, მხოლოდ ფურცლების გროვა და უსუსური მელნის ნაკადული, თუ შთანთქავს შინაგან ალიაქოთს. წერა, ხომ ემოციების დაცლისა და თერაპიის ყველაზე დიდი საშუალებაა... ამიტომ ვწერ... და ამ ნაწერთა ერთობლიობას, ეპოქის სიცარიელე შევარქვი. ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც არსებული ილუზიისგან გამათავისუფლა ხმამ, რომელმაც წუთიერ სამყოფელში მყისიერად დამაკავშირა. - თამარ! გაემზადე რამდენიმე საათში, დაუთი მოვა! - ამომძახა, დედამ ბაღიდან... მე კიდევ მწარე ცრემლი წამსკდა. თავი 21 როცა სამყაროს მიმართ საშინელი ჭიდილი გიჩნდებათ ჩაკეტვას სჯობს, არსებულ სიტუაციას მოწყდეთ და ბუნების სასთუმალს შეერწყათ! ჩემი სხეული, იმ უსუსურ ლეშს ემსგავსება, რომელიც მხეცების საჯიჯგნი ხდება... და ალბათ ხვდებით, რაოდენ იმოსება, ჩემი მეობა სიკვდილის ფერით! ცხოვრება ჯოჯოხეთია... მთავარია ამ ჯოჯოხეთს გაუძლო და შეძლო ფეხზე მყარად წამოდგომა... შეძლო მრავალი ტკივილის მიუხედავად ფეხები არ მოდრიკო! ცხოვრება, ერთი დიდი ილუზიაა და ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ სიკეთე სუფევს ამ ქვეყანაზე. რამდენად მიამიტი იქნებით, მით უფრო წაგლეკავთ ცხოვრება. იმ კლდის ნატეხს დაემსგავსებით, რომელიც მეწყრის გამო, მშობლიურ მიწას ემშვიდობება. ალბათ მე, რომ სხვა სამყაროში დავბადებულიყავი შევძლებდი, თავისუფლად მემოძრავა, შიშის გარეშე... ნებისმიერ ადგილას. ალბათ შევძლებდი, რომ უსამართლობის ნამცეცები აღმომეფხვრა. ალბათ შევძლებდი, წარსულის კვალის მოშორებას, რომელიც ასე მტკიცედ გვაწევს ზურგზე. მე ვიქნები, ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელიც ნატრობს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებასა და თავისუფალ სიყვარულის შესაძლებლობას. რეალობა მწარეა და მე გეუბნებით, გოგო, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნის, მწვავე შრამის მატარებელი გახდა... რომელზეც სამყაროს სისასტიკემ უდიდესი კვალი დატოვა... რომელიც ყოველი სირთულის მიუხედავად, დაუღალავად იბრძვის. იბრძვის და ეს ბრძოლა იოლი სულაც არაა... ეს ომი, იმაზე მეტად დაუნდობელია, ვიდრე დღესდღეისობით ქვეყნებს შორის განხეთქილება! *** ვიკაზმებით... ვიკაზმებით და ვემსგავსები ხელოვნურად აწყობილ გოგონას, რომელსაც ყოველგვარი გრძნობა გულში ჩაუკლეს. ვიკაზმებით... ვიკაზმებით და ეს ტანისამოსიც ძლიერ მბოჭავდა, თითქოს კაწრავდა, ჩემს სულს. ეხებოდა და დიდი განხეთქილების მიზეზი ხდებოდა. მწვავს კანი და ოხ, როგორ მინდა მალე შემოვიხიო ცეცხლივით მწველი ნაჭერი! როგორ ეტყობა, რომ ისიც მორჩილია უსამართლო კანონის და როგორ ცდილობს, ჩემს შენიღბვას თავისი ,, მშვენიერი “ ბაფთებით! სიკვდილის სუნი მცემს, თუმცა ისიც არ ვიცი, რეალურად რა სუნი აქვს. ალბათ ნაგვის, რომელიც თანდათანობით იხრწნება... და ნუთუ ცდილობენ, მეც ნაგვისავით გამხრწნან, ამ სისხლისმსმელმა, უსინდისო არსებებმა?! *** - რას აპირებ, ჩემო მზეო? შენს სახეზე ტანჯვას, რომ ვკითხულობ სულიერად და ხორციელად ვკვდები... ოღონდ, ეს არა... ოღონდ, შენი მარგალიტივით ცრემლები, არა... არ ღვარო ცრემლი... არ სდიოდეს, შენს ვარდივით სახეს მდინარის ალი! - დამიანე სახეზე მეფერებოდა, ხოლო მე მოვთქვამდი და ერთიანად ვცახცახებდი. ჩემი ყოველი ორგანო თრთიდა.... ტყდებოდა... უფერულდებოდა... კვდებოდა... გული გამალებით ცემდა და ასე მეგონა, ეს-ეს იყო საგულიდან ამოხტებოდა! ეს-ეს იყო მთლიანად ამოხტებოდა და დამტოვებდა მფეთქავი ორგანოს გარეშე, რომელიც ასე ძლიერ ესაჭიროებოდა მომაკვდავ სხეულს! - ცუდად ვარ... უბრალოდ ცუდად ვარ... სულ მალე დაგკარგავ... ისე დაგკარგავ, რომ ჩემთანაც არ იყავი... მაშინ გაგიშვებ ხელს, როდესაც პირიქით... ახალი ეტაპი უნდა შეგვექმნა. ვკვდები, დამიანე... ვიფიტები... გესმის? გული მესერება, როდესაც წარმოვიდგენ, შენს მკლავების მაგივრად სხვას ვეხები. სხვისი მზერის უკან შენ დამიდგები... ვკვდები... ვუფერულდები... ვიფიტები... !! - შემომხედე, თამარ! შემომხედე! მე შენს დათმობას არ ვაპირებ! შენ ხარ, ჩემი მამოძრავებელი ძალა! შენ ხარ ადამიანი, რომლის გამოც ძგერს უსუსური გული... შენ ხარ... უბრალოდ, შენ ხარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად შევიყვარე! ვერ დაგთმობ! მაგას სიკვდილი აჯობებს და მოდი აქვე დავასრულოთ ყველაფერი... რთული იქნება... საშიშიც, მაგრამ სიგრამ ამ ნაბიჯის შემდგომ ვერავინ ეცდება, ჩვენს დაშორებასა და ზღვრის აღმართვას! მე ვრისკავ და გავრისკავ, საკუთარი თავის სიცოცხლის ფასად, ჩვენს სიყვარულს! მე მზად ვარ... მზად ვარ შევუერთდე ცათა სასუფეველს და იქ შენთან ერთად შევაბიჯო სამოთხის კარში... ვიქნებით ერთად... არანაირი გვემისა და ტკივილის გარეშე... ვიქნებით ერთმანეთის სიყვარულში გახვეულნი მარადიულად! არ გაქრება... არ დაიკარგება... ჩემი ხარ! იმ დღისითვე, ჩემი გახდი, როდესაც შენს შეცბუნებულ მზერაში ამოვყავი თავი... მზად ვარ... მზად ვარ, ეპოქის სიცხადე დავარღვიო... მზად ვარ საკუთარი თავი სიყვარულის ხარჯზე დავთმო! *** ციოდა... თითქოს ამინდიც ეწინააღმდეგებოდა, ჩვენს გადადგმულ ზღვარს... ციოდა... სიცივის მიუხედავად, მაინც ვგრძნობდი სულიერ შვებას. უკვე სახლთან ვართ... ზუსტად იქ, სადაც ქორწილის სამზადისი მიდიოდა. ფულის ტომარა, ჩემს დანახვისას შემოტრიალდა. პირისპირ დამიდგა და ეშმაკისეული მზერით გამიღიმა... სისხლის ნაკადიც კი მწვავდა... ეს საღამო მაინც ბოლო წუთების მატარებელი იქნებოდა, ამ სამყაროში. სიცოცხლის ბოლო წამებში კი, ვაპირებდი, იმ საკუთარი თავის გამომჟღავნებას, რომელიც ამდენი ხანი, ჩემში იდებდა სათავეს. ფულის ტომარის ხელი სწრაფად და კუშტად მოვიშორე, თითქოს ვაგრძნობინე თუ როგორ მძაგდა, მისი შეხება. - თავს რატომ არ მანებებ, შეძლებულო ბიჭოვ?! - ვთქვი მკვახედ. სანამ რამეს იტყოდა, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და დინჯად თვალებავრემლებულმა განვაგრძე საუბარი. - ერთი ბიჭი მომწონს, რატომ მაძალებ?! ან იქნებ ასეც უნდა მომხდარიყო. სიმართლისთვის თვალებში უნდა ჩამეხედა... მართალია ვერ გავექეცი... არ გამომივიდა... ვერ გავექეცი, მის უფსკრულივით შავ თვალებსა და სული მასში დავღაფე... მაგრამ ვის ვესაუბრები, ადამიანურ გრძნობა- სიყვარულზე? ადამიანს, რომელსაც ღვარძლის მეტი არაფერი დაუთესავს, ამ ქვეყანაზე! გრძნობა არეული, ძლივს ვახერხებდი სიტყვების გადაბმას ერთმანეთზე... არადა რამდენი რამის თქმა სურდა, ჩემს უმეტყველო ბაგეებს... ალბათ, ბოლომდე მაინც ვერ ბედავდა თქმას. როდის უნდა დაიშალოს კაცური ღირსებები? ან თუნდაც გააჩნდა კი, დაუთს ადამიანური მორალი? არამგონია... ყველაზე მეტად მაშინ ეცემი დაბლა, როდესაც ქალზე აიღებ ხელს! შენი არაკაცობა, სწორედ აქ ვლინდება! დიახ... ჩემი სიტყვების შემდგომ დაუფიქრებლად გამარტყა, თავისი უტიფარი ხელისგული, ჩემს ნაზ კანს... ინერციით მიწაზე დავვარდი და გვემა დავიწყე. იგი, როგორც გაშმაგებული მგელი, ისე განაგრძობდა, ჩემთვის მრავალი უღირსი სიტყვების ძახილს. - კახპა ხარ!!! ნამდვილი მდაბიო კახპა!! თავი ვინ გგონია? ვის უბედავ ამგვარ საქციელს, მოხელის შვილოვ?! როგორ უდგები წინ კანონს და უღირსად თელავ ჩემს სახელს! ამას არ შეგარჩენ! დღესვე აღსრულდება სამართალი! ახლა კი სანამ დროა, მითხარი იმ მამაძაღლი კაცის სახელი! ერთად უნდა დალიოთ სული! მე კი ვდუმვარ.. ხმას ვერ ან არ ვიღებ... ეპოქის სიცარიელე მტანჯავს და ჩემი მოტივი მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილიღა იყო... მინდოდა მალე დასრულებულიყო ყოველი წამი და მომნიჭებოდა უკუნითი თავისუფლება, საყვარელ მიჯნურთან ერთად! არავინ თქვას, რომ სიყვარულისთვის ბრძოლა არ ღირს! რამდენ ჩიხშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, მაინც დაუღალავად უნდა ცდილობდეთ მიჯნურამდე გზის პოვნას! მე საყვარელი კაცისთვის სიცოცხლე დავთმე... მე საყვარელი კაცისთვის, ეპოქის მწვავე რიტმს ფეხი ვუცვალე... მე ვიყავი თექვსმეტი წლის გოგო, რომელსაც მთელი გულით უყვარდა და ამის გამო სიკვდილისაც არ ეშინოდა. მე ვიყავი გოგო, რომელმაც ეპოქის სტერეოტიპი ალბათ დაარღვია. - დროზე თქვი, მისი სახელი თორეეემ?!!! ჩემი ხელით გამოგღადრი ყელს!!! - ფეხის მუცელში ჩარტყმას აპირებდა, როდესაც დამიანე გამოჩნდა და დაუთი შეაჩერა. - რას ერჩი მომაკვდავ გოგონას, დაუთ? იქნებ, ჩემთან გაქვს პრობლემა და სჯობდეს როგორც კაცებმა ერთმანეთთან ვისაუბროთ. თუ უსუსურ ქალებზე შეგწევს ძლიერი ძალა? - დამიანე?... შენ?... შენ ხარ ამ კახპის ამყოლი ხელი? შენ ხარ, ის კაცი, რომელმაც ქვეყანას უღალატა?! გრცხვენოდეს... გრცხვენოდეს, დამიანე! მეფე, თქვენს ოჯახს ძლიერ ნდობას უცხადებდა, შენ კი... ?! - ახლა ვისაც უნდა რცხვენოდეს, პირველ რიგში, თქვენ, ბატონო დაუთ! ოცდახუთი წლის ახალგაზრდა, მანდილოსნებთან მოპყობას, არ უნდა გასწავლიდეთ! დამიანე მომიახლოვდა... გული გამალებით მიცემდა... ამ ყოველივეს ყურებას, უბრალოდ სჯობდა, მიწად ვქცეულიყავი, მაგრამ ყველაფერი საშინლად იწელებოდა! ყოველი გრძნობა იხრწნებოდა, გარდა დამიანესთან არსებული ნიშანი. - შეიპყარით! - გასცა ბრძანება, დაუთმა და შვებით ამოვისუნთქე. ჩემი და დამიანეს თითები, ერთმანეთს იყო შეზრდილი და მანამდე აგრძელებნენ მიჯნურები კოცნას, სანამ ორმა მცველმა ისინი არ დააშორეს. მეტი აღარაფერი მახსოვს... ალბათ იმიტომ, რომ გული წამივიდა და ალაგ-ალაგ მესმოდა დამიანეს მიყრუებული ხმაც. *** დამიანე და მე ქალაქის შემაღლებულ ადგილზე ვიდექით... წვიმდა... წვიმდა და სახეში გვტყორცნიდა, მის შვილობილ წვეთებს! ჩვენს გარშემო, დაზომბირებული ხალხი შეკრებილიყო, რომლებიც უემოციო სახით აკვირდებოდნენ, გარემოში არსებულ წყვდიადს. სისხლის კვალი შემორჩენილა. ალბათ წინა ახალგაზრისგან იქნა დანატოვარი. ბრბო სისხლს მწოვდა და ერთიანად მანადგურებდა. ალაგ-ალაგ ვიგებდი წამოძახილებს, რომლებიც სრულიად არ იყო სასიამოვნო... ,, ოჯახის შემარცვენლები... კაი, ეს გოგო ჯანდაბას! ამხელა კაცი რამ გადარია. უღირსები. შვილო უყურე კარგად და დაიმახსოვრე, თუ ჭკვიანად არ იქნები, შენს ეს ბედი გეწევა! ყველა კახპის ადგილი აქაა, შვილო. ღმერთი არავის ინდობს, ამიტომ არ უნდა განვარისხოთ, იგი! ამ გოგოს კი შეხედეთ, როგორი ბედნიერი სახით უყურებს, თავის უღირს მიჯნურის! ვაი, საცოდავო დედავ?! ამისთვის იტანჯე, მთელი თვეები, რომ საბოლოოდ ამნაირი შვილი გაგეჩინა? ასეთი შვილის ყოლას, სულ რომ არ დაბადებულიყო სჯობდა! კახპა! “ - ბრალი გედებათ ქვეყნის წესების დარღვევაში! - გაისმა ძლიერი ხმა. - განაჩენი კი თქვენთვის ნაცნობი, სიკვდილით დასჯაა! თავი მოჰკვეთეთ! არ მეშინოდა... სრულიად არანაირ გრძნობას განვიცდიდი, ალბათ იმიტომ, რომ ყველა ემოციაა ჩემში სახლობდა. დამიანე ახლოს მედგა... ისე ახლოს, რომ გამერკვია, მისი ბაგეებიდან წამოსული სიტყვა. - მიყვარხარ... მიყვარხარ და გახსოვდეს, ამ გრძნობას ვერავინ წაგვართმევს! ავტირდი... დამიანეს გავხედე და ჩაწითლებულთვალებიანმა მივუგე. - შეხვედრამდე, დამიანე! ერთი ყიჟინა გაისმა... თითქოს ხალისობდნენ, მსგავს უტიფარ საქციელის სანახაობაზე. დამიანეს ვუყურებდი... ამ ცხოვრებაში საბოლოოდ. ვემზადებოდი, ყოველ წამს სიკვდილისთვის და გარდაქმნისთვის... ვემზადებოდი, ჩემი გვამიდან ამოსაძრომად და ცათა სასუფეველში ადგილის დასამკვიდრად. თუმცა ლოდინი მარადიულად გაგრძელდა... ისეთი ენთუზიაზმით ველოდი სიკვდილს, რომ ჩემი თავი მაშინდებდა... ხალხის ხმას ვგრძნობდი... ხარბად ვუსრყტავდი უსამართლობით აღსავსე ჰაერს, რომელიც ფილტვებს მიწვავდა. რაღაც ხმა გავიგე... გაელვების მსგავსი... შემდგომ ძლიერი, ბასრი შეხება ვიგრძენი, ჩემს კისერზე. შემდგომ კი? ... უბრალოდ არაფერი. სიცარიელე და წითელი ლაქა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.