ცოცხალი მკვდარი
ჰორიზონტისკენ შემხედვარე დილას ანათებს ცაზე მთვარე, განთიადზე კი ერი იღვიძებს მზის შუქზე მამალი კვლავ დაიკივლებს... კივილი სასტიკი ღამის სიკვდილის, ამომავალი მზისგან მისჯილის, კაშკაშა სისხლი იფეთქებს მიწაზე დედის კივილი მიაღწევს ცისკარზე... ტკივილით, იქნება ტანჯული სავსე ჩაფიქრებული, სიცოცხლის ფასზე ტანჯულმა დაიწყო ცოდვილის სმენა, მისი ფიქრების, სურვილის დევნა. თვალში მოადგა უფერო ნისლი, და აღმოიფხვრა წარსულის ფიცი, ცოდვილმა შეიშრო ცივი ცრემლები და გაახსენდა წარსულის ფერები... ბნელი სადაც ის უკვე მოკვდა, დღეს კი მეორედ იგივე მოხვდა და, ჩამოეშვა იგი მიწაზე, ტანჯულს მიუკრა გული ფიცარზე... თან მოიშორა ნათელი ფერი უთხრა სიტყვები მრავალის მთქმელი: "მკვდარი თავიდან ვეღარ მოკვდება, იგი უბრალოდ თავიდან ცოცხლდება ამაღლებული, უფრო ძლიერი შურისძიებით დღე და ღამ მშიერი... შურისძიება, რომელიც შენ შთამაგონე ცოცხალი მკვდარიც კი შენ გამაგონე, სანაცვლოდ, ველოდი ჭეშმარიტ დარდს ჩემი გვამის წინ სისხლისფერს ვარდს..." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.