შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...სრულად


3-06-2020, 11:27
ავტორი katiusha
ნანახია 22 844

უცნაურია ცხოვრება.როდის რა სიუპრიზს მოგიწყობს ვერ გაიგებ. ამიტომ იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, აკეთეთ ის რაც გინდათ და არა ის რაც უნდათ.ვინაიდან როდის შეგიცვლიან დასახულ გეგმებს და როდის მოგიწევთ საკუთარ მიზნებზე უარის თქმა არავინ იცის.
თუ მათ წინააღმდეგ წახვალთ, გაუკვირდებათ.თუ საკუთარი თავის გამოყენების უფლებას აღარ მისცემთ, გაბრაზდებიან,თუმცა ხანდახან უბრალოდ უნდა დანებდე და მიჰყვე ცხოვრების დინებას..
განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე სიყვარულს ეხება.როცა სიყვარულია მიზეზი ცხოვრების მიზნებისა და გეგმების შეცვლისა.აქ ყველა და ყველაფერი უძლურია
სიყვარული უკურნებელი სენივითაა.შეგეყრება და მორჩა.თავით ბოლომდე ეშვრბი მორევში და თითქოს გსიამოვნებს კიდეც.აი როცა უკვე მიხვდები რომ შეტოპე,უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებ და აღარც გინდა ალბათ…
და მაინც როგორია სიყვარული ოცნებებში და ჯერ კიდევ ზღაპრებში მცხოვრები ოცდაერთი წლის გოგოსთვის,რომელიც ჯერ ცხოვრებას არც კი იცნობს ნორმალურად.არც კი იცის სად გადის ზღვარი კარგსა და ცუდს შორის,რომელსაც გონებაში იდეალი ჰყავს შექმნილი და ამ იდეალებით ცხოვრობს,ელოდება ასეთ პრინცს და ვერც კი წარმოუდგენია რამდენად რთულია ცხოვრება...რომელმაც არც კი იცის,რომ ქუჩაში მოსიარულე ხალხში,ადამიანი ძალიან ცოტაა…
სამაგიეროდ ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს სამყაროს უკვე ზრდასრული,ჩამოყალიბებული ოცდაათს გადაცილებული მამაკაცი საკმაო გამოცდილებით და ფეხზე მყარად მდგომი.რომელმაც კარგად იცის,რომ ამ სამყაროში ადამიანები ძირს ისე გამოგითხრიან და გაგანადგურებენ არც კი დაფიქრდებიან. რომ ადვილი არაა ცხოვრება…
ცხოვრობდე არ ნიშნავს იმას რომ ცხოვრობ.თუ არ ეზიარე სიყვარულის უდიდეს ძალას,მაშინ აზრიც არ ჰქონია არაფერს….
ასეა თუ ისე ასეთი ორი ადამიანის შეხვედრა უკვე დაწერილი იყო ბედის წიგნში და ამას ხელს ვეღარავინ შეუშლიდა..
*******
სერგო ბერიძე ცნობილი ბიზნესმენი იყო.წარმატებული და სახელგანთქმული. მისი ღვინო კი ქვეყანაში ცნობილი.ერთი ვაჟიშვილი ჰყავდა და ქალიშვილი ტატიანა,ტატა როგორც მას ეძახდნენ.ბიჭი დაოჯახებული იყო და საკუთარ გზაზე ჰყავდა დაყენებული. კომპანიაში დაასაქმა.ამერიკულ ფილიალს ხელმძღვანელობდა,მეორე ლონდონისას.ოჯახური ბიზნესი ყვაოდა,მანამ სანამ ზედიზედ ორი წლის მოსავალი მთლიანად არ გაანადგურა ბუნებრივმა სტიქიამ და დარჩნენ მის გარეშე,ეს კი ფინანსურად დიდ გავლენას იქონიებდა მათ ბიზნესზე და დიდ ზარალს ნახავდნენ. სხვა გზა არ იყო ან ბანკიდან სესხი უნდა აეღო დიდი რაოდენობით,ან ვინმე პარტნიორი ეძებნა.ბევრი იფიქრა და ძველ ნაცნობს მიადგა.
ვახო ამირეჯიბი მასზე მდიდარი იყო.ქალაქის უმსხვილეს ბანკს ფლობდა.მასზე ამბობდნენ სხვა პატარა ბანკების მეწილეცააო,მაგრამ ბოლომდე ვერავინ ამტკიცებდა ამას..
ძველ ნაცნობს ამირეჯიბმა საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა.თბილი მოკითხვების და ძველი ამბების გახსენების შემდეგ მისი გასაჭირიც მოისმინა ყურადღებით.ცოტა ხანს ჩაფიქრდა,საბუთებს გადახედა,მერე კი დინჯად უთხრა:
-ბევრი გამიგია შენზე.ვიცი როგორი პატიოსანი კაცის სახელი გაქვს.ძველი უბნელებიც ვართ.მოგცემ ფულს , იმდენს რამდენსაც მოინდომებ და საქმისთვის დაგჭირდება,მაგრამ სანაცვლოდ შენც რაღაც უნდა გაიღო.
-მე აქ იმ იმედით არ მოვსულვარ,რომ გთხოვდი
და შენც სანაცვლოდ დამთანხმდებოდი.ვიცი რომ გარანტიები დაგჭირდება,წინააღმდეგ შემთხვევაში ისე ეს საქმე არ გამოვა.ჩემი ბიზნესიდან წილს ვდებ ამ საქმეში.ანუ აქციების ოცი პროცენტი.ეს საკმაოდ დიდი თანხაა,როცა მოგებაზე მიდგება საქმე. ხოლო კრედიტს ჩვეულებრივად დავფარავ.
-ჭკვიანი კაცი ხარ სერგო,გაფასებ და ვაფასებ შენს წინდახედულებას, მაგრამ მე სხვა რამე მინდა შემოგთავაზო.
-ამაზე უკეთესი რა გარანტია გინდა..
-მოდი პირდაპირ გეტყვი.აქციების ათი პროცენტი,ოცი არ მინდა და კიდევ შენი ქალიშვილი..
-ხომ არ გასულელდი?ჩემი ოცდაერთი წლის ქალიშვილი რა შუაშია?-დაიძაბა კაცი.
-უფრო მყარი გარანტია იქნება თუ შენი ქალიშვილი და ჩემი ვაჟი დაქორწინდებიან.აბა დაფიქრდი?შენ გექნება მუდმივად იმის იმედი რომ ნებისმერ დროს მიიღებ ჩემგან დახმარებას როგორც ოჯახის წევრისგან,თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა შენი ბიზნესი კიდევ სხვის ხელში არ მოხვდება და შენი ქალიშვილი გახდება ისევ მისი მფლობელი.
-ურიგო იდეა არაა,მაგრამ თავს ისე ვგრძნობ თითქოს მას ვყიდი.
-მე ამას ცუდი განზრახვით არ გეუბნები.მე მინდა ჩემი შვილის ბედნიერება,ისევე როგორც შენ. ამას ანგარებით არ ვაკეთებ და სხვა რომ ყოფილიყო შენს ადგილზე არ შევთავაზებდი ამ წინადადებას. ეს იქნება ფიქტიური ქორწინება,მერე კი არავინ იცის რა მოხდება.იქნებ შეუყვარდეთ კიდეც ერთმანეთი.თუ ასე არ მოხდა,ვალის გასტუმრების შემდეგ შეუძლიათ მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს…
-დავფიქრდები,სახლში ვიტყვი ამაზე.მანაც უნდა იცოდეს და გაგაგებინებ პასუხს.
-დიდხანს არ მალოდინო იცოდე.ეს შენთვისაც კარგი იქნება.
-კარგი ვახო.აბა წავედი,დროებით.
გულდამძიმებული გამოვიდა ბანკიდან.არადა სულ სხვა გეგმებით მოვიდა და სხვა რამეზე უწევდა დათანხმება.როგორ უნდა ეთქვა ეს სახლში.როგორ უნდა აეხსნა შვილისთვის რომ გასაყიდი საქონელივით უნდა მოჰქცეოდა მას?
*******
ჩვეული ხმაურით შეაღო ტატამ სახლის კარი,თან ტელეფონზე საუბრობდა მეგობართან და მხიარულად კისკისებდა.
-რა თქმა უნდა წავალთ ნან,მამას დაველაპარაკები და აუცილებლად გამომიშვებს.ხომ იცი რომ ყველაფერს მისრულებს….ძალიან მაგარ დროს გავატარებთ.ლამაზ ტანსაცმელს ვიყიდით,აი დოლჩე და გაბანას ბოლო კოლექციიდან რომ მოგვეწონა იმას...როდის იყო რამე არ აესრულებინა მამას ჩემთვის…
ასე საუბარში მიიწევდა მისაღებისკენ.მშობლები რომ დაინახა,მეგობარს დაემშვიდობა და მათ გაუღიმა,მერე ჯერ დედას აკოცა,მერე მამას,შუაში ჩაუხტა და აღფრთოვანებულმა თქვა.
-მამა უნივერსიტეტიდან გოგოები იტალიაში მიდიან,ვენეციის კარნავალზე და ხომ გამიშვებ?
-როდის?-ყრუდ იკითხა კაცმა,მაგრამ გოგო ისე იყო აღფრთოვანებული მომავალი ტურით,რომ ყურადღება არ მიაქცია.
-ორ კვირაში.
სერგომ ცოლს გადახედა და სახე ეცვალა
-დედი აუცილებლად უნდა წახვიდე?-ჰკითხა ქეთინომ
-აუ,იცი როგორ მინდა,წავიდე დეე? ფოტოებში რომ ვნახულობ ულამაზესია.
-მარტო გოგოები მიდიხართ?
-ხო დე,პირველად ხომ არ მივდივარ?რატომ ხართ ასე დაძაბულები..
-კარგი,მოდი ახლა ოთახში ადი საყვარელო,დაისვენე და რომ ჩამოხვალ ვახშამზე უნდა დავილაპარაკოთ.
-მამა ასე რატომ ამბობ?რატომ მიგრძნობს გული ცუდს?
-ყველაფერი კარგად იქნება.ნუ გეშინია,-შუბლზე აკოცა მამამ და ხელით მსუბუქად უბიძგა ზემოთ ადიო.
-როგორ ვუთხრა ეს?როგორ გავუმწარო ყველაზე ლამაზი პერიოდი?როგორ დავუნგრიო გეგმები?-სასოწარკვეთილმა შეხედა ცოლს
-მაშინ უარი უთხარი იმ კაცს და სხვა გამოსავალი მოვძებნოთ.ხვალ სხვა ბიზნესმენებსაც შეხვდი..
ცოლის რჩევამ იმედი გაუღვივა და დილით მხიარულად ჩამოირბინა კიბეები.მთელი დილა ხუმრობდა და ენას არ აჩერებდა.რაღაც კარგის მოლოდინში იყო,მაგრამ აღმოჩნდა რომ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო,მასზე იყო იმ დღეს ნათქვამი.ვისთანაც დარეკა და ვისაც შეხვდა ყველამ უარი უთხრა.ასე ყოფილა,როცა ადამიანი გასაჭირში ხარ ყველა გტოვებს თურმე.
საღამოს ცოლთან ერთად იჯდა საძინებელში და სევდიანად უყვებოდა როგორ გამოისტუმრა ყველამ უკან უარით.
-სხვა გზა არაა,ვახოს წინადადებას უნდა დავთანხმდე.ტატიანა იმ ბიჭს უნდა გაყვეს ცოლად.
აი ხომ არის წუთები,როცა ფიქრობ რომ სამყარო თავზე დაგემხო და წამში დასრულდა შენთვის ყველაფერი?სწორედ ეს შეგრძნება დაეუფლა გოგოს,რომელმაც იმ წუთას შემთხვევით ჩაიარა მშობლების საძინებელთან და შეღებულ კარში ყური მოჰკრა ამ ბოლო სიტყვებს. ადგილზე გაშეშდა,თითქოს მიაჯაჭვეს იატაკსო.ისმენდა მშობლების საუბარს,მამის სასოწარკვეთილი ხმა ყურებიდან არ გამოსდიოდა.რა ექნა?წინააღმდეგობა გაეწია თუ დამორჩილებოდა ბედს?არადა არასოდეს ყოფილა დამყოლი. ყოველთვის ურჩი იყო და იმის საწინააღმდეგოს აკეთებდა რასაც ეუბნებოდნენ.ამჯერად ხვდებოდა რომ საქმე სერიოზულად იყო,მხოლოდ მისი კი არა, მისი ოჯახის ბედი იდგა სასწორზე.
გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიუღია,უკვე გაანალიზებული ჰქონდა რომ იმ წუთიდან,როცა ამას დათანხმდებოდა მისთვის ძველი ცხოვრების კარი იხურებოდა და სრულიად ახალი გაიღებოდა…
-მე თანახმა ვარ,თუ ეს ოჯახს გადაარჩენს.
-ტატა,შენ რაა გვისმენდი?-დაბნეული წამოდგა სერგო.
-შემთხვევით გავიგე.
-გამოსავალს ვიპოვი.
-მხოლოდ ერთ კითხვას დავსვავ მამა და გულახდილად მიპასუხე.სხვა გზა არის თუ არა?ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ბიზნესზე?
-სხვა გზა არ არის შვილო. გავკოტრდებით,თუ ვახომ არ გვიშველა.
-კარგი,დაურეკე და თანხმობა უთხარი.
-კი მაგრამ..
-არავითარი მაგრამ დედა.თუ არც ფული გვქონდა და ყველაფერი დავკარგეთ რა აზრი აქვს ასე ცხოვრებას?მე ვერ გავძლებ ამ ყველაფრის გარეშე.ასე რომ მე თანახმა ვარ,მოაგვარეთ ყველაფერი და გამაგებინეთ ქორწილი როდის იქნება,-ირონიულად თქვა ტატამ და ოთახი დატოვა..
************
ბრიუსელში შეხვედრა წარმატებით დაასრულა,საქმიან ხელშეკრულებას ახალ პარტნიორთან ხელი მოაწერა და მამის კომპანიას ახალი მეკავშირე შეუერთდა.კმაყოფილი იყო ნიკოლა. მამის იმედები არც ამჯერად გაუცრუებია. მასთან ერთად ბანკის მთავარი ბუღალტერი და მისი ბავშვობის მეგობარი საბა გიორგაძე იყო.რესტორნიდან რომ გამოვიდნენ,ფეხით გაუყვნენ სხვადასხვა ფერის განათებებით გაფორმებულ ქუჩას.
-ესეც ასე,ახლა რა ვქნათ?
-რა ვიცი,წამო სადმე ბარში შევიდეთ და აქაურ ქალებს გავუსინჯოთ გემო.
-ოჰ,საბა,საბა.კარგი რაა,არ მოგბეზრდა?
-არაა,როგორ უნდა მომბეზრდეს ლამაზი ქალი და მასთან გართობა? ეს მგონი შენ მოგბეზრდა,რაღაც ამ ბოლო დროს თავს იკავებ მსგავსი გასართობებისგან.თან რაც ლიკა წავიდა,ქალისკენ აღარც გაგიხედავს.ისევ გიყვარს?
-არ ვიცი ეს რა გრძნობაა,ეტყობა ასაკს თავისი მიაქვს. დავსერიოზულდი…
-აღარ ეკადრება ხომ ბანკის მთავარ ფინანსურ დირექტორს მსგავსი ორგიების მოწყობა,ჩვენ რომ ვიცოდით?
-დრომ წაიღო.-გაეღიმა ნიკოლას წარსული გიჟობების გახსენებაზე.
ბარმენს ვისკი შეუკვეთეს და დარბაზს მოავლეს თვალი.საინტერესო აქაც არაფერი ხდებოდა.
-ან მე მომბეზრდა ეს ყველაფერი ან მართლა ყველა ბარი ერთნაირია,აქაც და საქართველოშიც.
-კარგი რაა,მოეშვი ამ ყველაფერს და მოდუნდი,ისიმოვნე,წავალ ეხლა ვინმე გოგოს გავიცნობ და შენც გაახილე თვალი.
როგორც კი საბამ იქაურობა დატოვა,მაშინვე აზმუვლდა მისი ტელეფონი და მამის ნომერი ამოიცნო.გარეთ გამოვიდა,რომ დალაპარაკებოდა.
-გისმენ მამა,კარგად,შენ...ყველაფერი რიგზეა,ახალი პარტნიორი გვყავს… სასწრაფოდ?რა ხდება?..დარჩენა მინდოდა რამდენიმე დღე...რადგან არ იშლი...დილით გამოვფრინდებით… დროებით მამა..
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო,შიგნით შებრუნდა,ანგარიში გაასწორა,საბას ანიშნა მივდივართო და ბუზღუნით გაიყოლა ბიჭი ბარიდან….
დილით თბილისში გამოფრინდნენ. საღამოს კი უკვე აქ იყვნენ.მამა რომ დახვდა კიდევ უფრო გაუკვირდა.საბას დაემშვიდობა,უკანა სავარძელზე კაცს გვერდით მიუჯდა და აეროპორტი დატოვეს.
-ახლა კარგად მომისმინე.რასაც გეტყვი ძალიან მნიშვნელოვანია,უარი არ გამაგონო.
-რა ხდება მამა?
-სერგო ბერიძე ხომ გაგიგია?
-კი,-თავი დაუქნია შვილმა.
-ამ საღამოს მასთან მივდივართ ოჯახში. მისი ქალიშვილის ხელი უნდა ვითხოვოთ შენთვის.მერე რაც შეიძლება მალე ქორწილიც მოყვება ამ ამბავს.
-მეხუმრები მამა?-თვალები გაუფართოვდა ბიჭს,-როგორ მოვიყვანო ცოლად ადამიანი, რომელსაც არც კი ვიცნობ.თან იქნებ მასაც არ უნდა?იქნებ შეყვარებული ჰყავს?იქნებ მეც მიყვარს ვინმე.
-შენ რომ საყვარელი ქალი გყავდეს, მას როგორც ვინმეს არ უწოდებდი და ასე უგულოდ არ ახსენებდი მას.
-კარგი რაა მამა,ოცდამეერთე საუკუნეა,რაღა დროს გარიგებით ოჯახის შექმნაა?
-ეს სხვანაირი გარიგებაა,თქვენი ქორწინება ფიქტიური იქნება, მხოლოდ ქაღალდზე.შეგიძლია თავისუფალი ცხოვრებით იცხოვრო ისევ და ისე გააგრძელო როგორც მანამდე.ის გოგო თავისუფლებას არ შეგიზღუდავს.
-მარტო ჩემზე ფიქრობ?მასაც ხომ ეზღუდება თავისუფლება?ასე მარტივი არაა ეს ყველაფერი.
-ახლა ამდენი ფიქრის დრო არაა,მივალთ უკვე სადაცაა, დედაშენმა ყველაფერი მოაგვარა, ბეჭდებიც იყიდა და საჭირო ნივთებიც,რაც ნიშნობისთვისაა საჭირო.
-არ მესმის რა საჭიროა ეს ყველაფერი. თუ მათ სჭირდებათ,მე რა შუაში ვარ?რატომ უნდა დავთანხმდე ამ ქორწინებაზე?მე ხომ არანაირ სარგებელს არ ვიღებ.
-ჩავთვალოთ რომ ეს საქმიანი გარიგებაა და თუ ბერიძემ ბიზნესი ვეღარ ააწყო,მაშინ მთელი მისი ქონების მეპატრონეები გავხდებით.ეს ქორწინება კი გარანტია ამ ყველაფრის.თუ ყველაფერი გამოუვიდა,მაშინ მისი ქონების ათ პროცენტს მიიღებ,რაც საკმაოდ დიდი თანხაა და უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა მის ულამაზეს ქალიშვილს, რომლის სილამაზე მთელ ქალაქშია ცნობილი…
-უკვე ვგრძნობ რომ დიდ შარში ვყოფ თავს.
-ყველაფერი კარგად იქნება,-ვახომ მძღოლს მანქანა გააჩერებინა და შვილს უთხრა გადადიო.
-აქ რატომ?
-გადადი და ყვავილები უყიდე შენს საცოლეს.
-მე რა ვიცი მას რომელი ყვავილები უყვარს,-დაიმანჭა ბიჭი.
-როგორ?მე უნდა გასწავლო ყველაფერი შვილო?იცოდე ასეთ დროს ყველა ქალს უხარია წითელი ვარდები,თუ მაინცდამაინც არ გინდა ეს,მაშინ გულს ენდე,რასაც ის გიკარნახებს ის იყიდე.
დიდხანს არჩევდა ნიკოლა თაიგულს, შესაფერისი ვერ იპოვა,არც ვარდები უნდოდა ეჩუქებინა,ბანალურად ეჩვენებოდა..
ბოლოს დაიღალა და სხვადასხვა ფერის ქრიზანთემები შეაკვრევინა, გამყიდველმა,კიდევ რამდენიმე უცხო ყვავილი დაუმატა და ულამაზესი გამოვიდა მართლაც.თვითონაც კმაყოფილი დარჩა და ივარაუდა რომ ადრესატსაც მოეწონებოდა.მეორე თაიგული სასიდედროსთვის იყიდა..
სახლში მხოლოდ შხაპის მიღება და გამოცვლა მოასწრო.ტანსაცმელიც მალევე აარჩია.საღამოს რვა საათზე კი ბერიძეების სახლის ზღურბლზე იდგა და ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, რომ ასეთ სულელურ წინადადებას დათანხმდა,როგორც ის უწოდებდა..
******
წამებში შეიცვალა ტატიანას ცხოვრება.არც მისი სანატრელი ტური გამოვიდა უნივერსიტეტელ მეგობრებთან ერთად და არც ვენეციის ნახვა.ის კი არა სასწრაფო წესით წაიყვანეს მაღაზიებში და ნიშნობისთვის შესაფერისი ტანსაცმელი აარჩევინეს.მისი მომზადება დაიწყეს ისე,თითქოს გასაყიდად ამზადებდნენ ნივთს და ფუთავდნენ ლამაზად,რომ მყიდველს მაშინვე მოსწონებოდა,აბა სხვა შესაფრისი ახსნა ვერ მოუძებნა შექმნილ სიტუაციას…
ნიშნობის დღეს დაურეკა ნანკას-მის საუკეთესო მეგობარს,ყველაფერი მოკლედ მოუყვა და შოკირებული დატოვა.თავისთან დაიბარა და სთხოვა დღეს ჩემს გვერდით უნდა იყოო.სანამ ის მოვიდოდა სტილისტთან წავიდა,თმა და სადა მაკიაჟი გაუკეთეს,ცოტა ხანში კი სარკის წინ იჯდა და საკუთარ თავს ათვალიერებდა..
-მორჩა შენი ბავშვობა ტატი, დაასამარე შენი ოცნებები და იმედები. შენს ოჯახს სჭირდები,ასეა საჭირო.უნდა გაუძლო,-ამხნევებდა საკუთარ თავს სარკეში.
ოთახში დედა შემოვიდა.მკლავზე ულამაზესი ცისფერი კაბა გადაეფინა. მსახურს გაეუთოვებინა და ტატიანასთვის გაემზადებინა. საწოლზე მიაფინა და შვილს გვერდით მიუჯდა.
-ნერვიულობ?
-ცოტას.არც კი ვიცი რა მელოდება,ეს არასოდეს დამიგეგმავს და არც შედიოდა ჩემს გეგმებში.
-ყველაფერი კარგად იქნება,ვინ იცის იქნებ შეგიყვარდეს კიდეც…
-ნუ მაცინებ დედა,როგორ უნდა შემიყვარდეს უცხო ადამიანი?
-ადრე სულ ასე ხდებოდა შვილო ოჯახების შექმნა,ჯერ ქორწინდებოდნენ და მერე სიყვარულიც მოდიოდა.კარგ ცოლს ყოველთვის მოსიყვარულე ქმარი ჰყავს,იცოდე როგორც მოიქცევი,ისევე მოგექცევიან,ნუ ეცდები მის შეცვლას და შენი იდეების თავზე მოხვევას. მიიღე ისეთი როგორიც არის და ეცადე მასთან საერთო ენა გამონახო.თან ის საკმაოდ გამოცდილია კაცია და არა მგონია ერთმანეთს ვერ გაუგოთ.
-გამოცდილში რას გულისხმობ დედა?-სახეზე ფერი ეცვალა გოგოს.
-იმას არა,რაც გაიფიქრე.ნუ რა თქმა უნდა ეგეც იქნება დარწმუნებული ვარ,მაგრამ მე ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვგულისხმობ.საკმაოდ დინჯი,სერიოზული და თავდაჭერილი მამაკაცია,როგორც გავიგე,არანაირ სკანდალებში არ გახვეულა და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს.უმეტეს დროს სამსახურში ატარებს.არ შეგაწუხებს
-მერე მე ეგ სულაც არ მინდა,თუ საერთოდ ვერ ვნახე და სახლში გამოვიკეტე აზრი აქვს ასეთ ურთიერთობას დედა?
-დაიმახსოვრე შვილო ქალს ბევრი რამე შეუძლია,თუ მოინდომა. ახლა ჩაიცვი და ქვემოთ გელოდები..
ულამაზესი იყო.ისეთი რომ თვითონაც მოეწონა საკუთარი თავი. კიდევ ერთხელ დატრიალდა სარკის წინ.ტანზე მომდგარი კაბა მისი სხეულის ლამაზ ნაკვთებს და მრგვალ ფორმებს ხაზს უსვამდა.
ქვემოდან ზარის ხმა გაისმა და რამდენიმე წამში ნანკამ შემოგლიჯა კარი.
-დამენახე აბა,რომ საბოლოოდ დავიჯერო არ მეხუმრები.-მეგობარი რომ დაინახა ასეთ ფორმაში ვაუო წაუსტვინა და ენა ჩაუვარდა.
-სად წაიღე შენი სპორტული სტილი?მეგონა ამას არ შეეგუებოდი და რამე სიგიჟეს ჩაიდენდი,მაგრამ როგორც აღმოჩნდა,შენც კი მოგარჯულეს..
-ისედაც ვნერვიულობ ნან,უარესად მძაბავ.
-გოგო მოიცადე ის ბიჭი ხომ ნამდვილად ნორმალურია?აბა ასე ადვილად რატომ დათანხმდა?იქნებ სადისტია,ან ნარკომანი,ან ლოთი? ვაიმე ნეტავ ვის ხელში ვარდები ჩემო მეგობარო…
-ნანკაა,ახლა გავგიჟდები იცოდე…
-წამოდი სანამ მოვლენ,ქვემოთ ჩავიდეთ,ბაღში.სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ.
დედას მიაძახა აუზთან ვიქნებითო და მსახურს დაავალა მათთვის იქ ორი ჭიქა ჩაი მიეტანა.
-დეე,სადაც მოვლენ,ხომ მზად ხარ?
-კი დედა,-გამოსძახა უკვე სკამზე მოკალათებულმა და ცხელი ჩაი მოსვა.
არ გაუგია როგორ მოვიდნენ სტუმრები.
-საღამო მშვიდობისა სერგო,როგორ ხართ?ჩემი მეუღლე ჯინა და ჩემი შვილი ნიკოლა,-წარუდგინა ერთმანეთს.
-კარგად ვახო,შენ?-ხელი ჩამოართვა ბერიძემ.-ჩემი მეუღლე ქეთევანი.ჩემი ვაჟ-დიმა,მისი მეუღლე ანი და ქალიშვილი ლიზ.
-ეჰ,სამწუხაროდ ჩვენს შვილებს აქ ცხოვრება აღარ უნდათ.მიდიან ცოტა ხნით და აღარ ბრუნდებიან.აი ნიკოლაც სულ ევროპისკენ იწევს, მაგრამ ჯერ ვაკავებ.მერე რა იქნება არ ვიცი..
-კარგი რა მამა,რატომ ამბობ ამას?-ჩაერთო ვაჟი.-მაცადეთ ახლა მე. ქალბატონო ქეთევან ეს თაიგული თქვენ.-გაუწოდა წითელი ვარდები და ხელზე აკოცა.
-დიდი მადლობა,რატომ შეწუხდით. დავსხდეთ,ჩემი ქალიშვილი ახლავე მოვა.მსახურს ვეტყვი დაუძახებს, ისიც ძალიან ნერვიულობს.
მისაღებში გადაინაცვლეს და ტყავის დივან-სავარძლებში გადანაწილდნენ .უზარმაზარი მისაღები ნამდვილად არ განიცდიდა ამის ნაკლებობას…
საუბარი ნორმალურად არ ჰქონდათ დაწყებული,რომ ნიკოლას ტელეფონმა დარეკა.ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა და პირველივე თავისუფალ კარში გავიდა,რომელიც ბაღში გადიოდა.
-გისმენ საბა...ყველაფერი რიგზეა,თუ ამას მშვიდობა ჰქვია..რომ გითხრა ალბათ არ დაიჯერებ,იმიტომ რომ ახლა ისეთ რაღაცას ვაკეთებ,რაც მეც არ მჯერა...კარგი.ხვალ მოგიყვები და შენი გვერდში დგომაც დამჭირდება.. დაგირეკავ მერე დროებით..
ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. ღრმად ჩაისუნთქა გაზაფხულის გრილი ჰაერი,ყვავილების სურნელით გაჟღენთილი და უკან გამობრუნდა. უეცრად მის სმენას გოგოების საუბარი მისწვდა.
-დარწმუნებული ვარ მდიდარი მამიკოს ფულებით განებივრებული იდიოტი იქნება.საკუთარი აზრიც რომ არ გააჩნია და მის ჭკუაზე დადის.
-ნამდვილად ასე იქნება,აბა როგორ შეიძლება ზრდასრულმა ადამიანმა ასე მამის ჭკუაზე გაიაროს.
-თავში აქვს ავარდნილი ეს ფულები, უსაქმური და არაფრის მაქნისი იქნება.როგორც მინდა ისე მოვექცევი,ჩემს ჭკუაზე ვატარებ, მამიკოს მარიონეტი.-ორივემ გადაიხარხარა.აშკარად მასზე საუბრობდნენ და მას მოიხსენიებდნენ ასე უტიფრად.უბრალოდ სახეს ვერ ხედავდა.სიბრაზე ისე მოაწვა, რომ ყურები დაუგუბდა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ მისულიყო და იქვე არ გაელანძღა ორივე.ეს თითისტოლა ღლაპები მას ლანძღავდნენ.თავის თავს სძლია და უკან დაბრუნდა.მისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა ისევ და ხმა აღარ ამოუღია.არც უფროსების საუბარში ერეოდა.
-სად არის აქამდე?-გადაულაპარაკა სერგომ ცოლს.
-აი მოდის,-გაიბადრა ქალი და შემოსასვლელისკენ გაიხედა. ფეხზე წამოდგა ყველა,ნიკოლა ისევ ადგილზე იჯდა, არც აპირებდა ადგომას,სანამ მამამისმა არ მიჰკრა ხელი.გოგოსთვის ნაყიდ თაიგულს დასტაცა ხელი და მამას გვერდით ამოუდგა.
-გაიცანით ჩემი ქალიშვილი ტატიანა, -მკლავში მოჰკიდა ხელი და მათ წინაშე წარადგინა…
დაბნეული იდგა გოგო მომავალი ოჯახის წევრების წინაშე.ჯინამ აღფრთოვანება ვერ დამალა მისი დანახვისას და ქართულ-იტალიური აქცენტით შეჰყვირა.
-ოო,რა ლამაზია.პრინცესა..
-მადლობთ ქალბატონო...დაიმორცხვა გოგომ და თვალი იქით გაექცა,სადაც ნიკოლა იდგა.ეგონა რომ მის წინაშე ზეციდან ჩამოსული აპოლონი იდგა. ასეთ მამაკაცს არასოდეს არ შეხვედრია.თვალი ვერ მოაშორა მის ათლეტურ აღნაგობას.სასწაულად სიმპატიური იყო და პირველად ცხოვრებაში,გულში ისეთი რაღაც იგრძნო როცა მის მზერას გადაწყდა, რაც არასდროს.ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება,მაგრამ იყო რაღაც ისეთი რისგანაც გრძნობდა რომ თავის დაღწევა გაუჭირდებოდა…
-ნიკოლა,-მის წინ აღიმართა ეს გოლიათი და ოდნავ გაუღიმა, შეამჩნია,რომ სიცილის დროს თვალები მოეჭუტა.ესეც ისე მოეწონა,სახელზე ხომ სულ მთლად გააბოდა.ასეთ უსიმპატიურესს არც შეიძლებოდა რაიმე ჩვეულებრივი სახელი რქმეოდა.
-ეს ყვავილები თქვენ.არ ვიცოდი რომელი მოგწონთ და ჩემი გემოვნებით შევარჩიე.
ხმა?ოო,რა საოცარი ტემბრი ჰქონდა. გოგოს ტანში გასცრა.ძლივს მოახერხა მადლობის თქმა.ყვავილები გამოართვა და ჩაიხუტა.
-იცით,ყვავილები არ მიყვარს,მაგრამ ეს მართლა ძალიან ლამაზია.
-მიხარია,თუ მოგეწონათ..
გულში მაშინვე გაიფიქრა,შენ უფრო ლამაზი ხარო და საკუთარი თავი უცებ დატუქსა,რაზე ფიქრობო..
-მოდით სუფრასთან გადავინაცვლოთ და საქმეზე იქ დავილაპარაკოთ. -შესთავაზა სერგომ და სტუმრებს წინ გაუძღვა.ნანკამ დრო იხელთა და ტატას ამოუდგა გვერდით.
-ღმერთო მეც მესროლე ასეთი კაცი,სუპერ…
-გაჩუმდი სირცხვილია არ გაიგოს.
ყველამ თავისი ადგილი დაიკავა.აი სუფრის თავში რომ მიუსვეს ნიკოლას გვერდით სულ დაიბნა.თითზე ბეჭედი რომ წამოაცვა ამირეჯიბმა,მაშინ უარესი დაემართა, ხელები აუკანკალდა.ნიკოლას არ გამოჰპარვია ეს.გულში ჩაეღიმა,შენ გაჩვენებ სეირს და განახებ ვინაა გათამამებული მამიკოს ბიჭი. გატუტუცებულო ქალბატონო ერთ თვეში მოგარჯულებო.-ფიქრობდა.
ფოტოებიც გადაიღეს ამ ისტორიული დღის სამახსოვროდ.
-ასე არ გამოვა,ახლოს მიდით ერთმანეთთან,ხელი მოკიდე,-უთხრა ნანკამ და მეგობარს თვალი ჩაუკრა.
ნიკოლამ წელზე მოხვია ხელი, სხეულზე აიკრა და გაიღიმა,ბედნიერი სასიძოს შთაბეჭდილება დატოვა. ცეცხლი ეკიდებოდა მის ყველა შეხებაზე ტატიანას.ერთი სული ჰქონდა მარტო დარჩენილიყო,რომ ამ შოკისგან გამოსულიყო…
გვიან წავიდნენ სტუმრები. გასვლისას ნიკოლამ გადაუჩურჩულა.
-ხვალ გამოგივლით და სადმე გავისეირნოთ,ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი და დასაგეგმი,დრო კი ცოტა.
-თქვენზე არ მოქმედებს ეს სიტუაცია?
-მდიდარი მამიკოს ფულებით განებივრებული ბიჭები ამაზე არ ფიქრობენ.მამიკოები უგვარებენ ყველაფერს.-ურეაქციოდ უპასუხა მამაკაცმა და მასპინძლებს დაემშვიდობა. პასუხით გაოგნებული დატოვა გოგო.ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას და მანქანაში ჩაჯდა.ფანჯარას აუწია და არც კი გამოუხედავს მისკენ,ისე დატოვა სახლი.არადა უნდოდა წასვლისას კიდევ ერთხელ დაენახა.
თვალი ვერ მოხუჭა იმ ღამით ტატიანამ.ან რა დააძინებდა. შერცხვა თავისი სიტყვების ნანკას რომ ეუბნებოდა,ფაქტია რომ ბიჭს მოესმინა,მაგრამ საიდან ვერ მიხვდა. ფაქტია რომ გამოწვევა მიიღო და პირველი გოლიც მან გაიტანა.
-ასე არ შეიძლება,აუცილებლად აგყვები თამაშში,ვნახოთ ვინ მოიგებს?
გული იმაზეც დასწყდა რომ მისი ნიშნობა და გათხოვება ასე ჩუმად და მშვიდ გარემოში ჩატარდა, ყველანაირი პომპეზურობის გარეშე. გათხოვება კი არა,ესეც არ შედიოდა მის გეგმებში და ახლა უკვე დანიშნული იყო.
თითზე დაიხედა,ულამაზესი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ამშვენებდა მის ხელს.ცოტა ხანს უყურებდა.თვალები დახუჭა და ის წამი გაიხსენა პირველად რომ შეეხო ბიჭი. თითქოს ისევ ის იგრძნო,გახსენებაზეც კი.ასეთი რა ქარიზმა ჰქონდა ამ ნიკოლას,რომ ერთი შეხვედრაზე დაატყვევა და მოაჯადოვა…
ლეპტოპი მოიმარჯვა და სოციალურ ქსელში შევიდა.კიდევ კარგი არსებობს და აქედან შეიძლება გარკვეული ინფორმაციის მოძიება…
ფეისბუქის პროფილი დაბლოკილი ჰქონდა,მაგრამ ფოტო რომელიც მთავარზე ეყენა,ისეთივე ამაღელვებელი იყო,როგორც რეალობაში.
გუგლში უფრო მეტი ინფორმაცია იყო. ყველაზე მეტად რაც აინტერესებდა ქალებთან მისი ურთიერთობა იყო.თითქმის არაფერი იყო ამაზე დაწერილი.მხოლოდ ერთ ქალს ახსენებდნენ ლიკა ქავთარაძეს, რომელთან ერთადაც რამდენიმე ფოტო ჰქონდა გადაღებული და საკმაოდ ინტიმურ პოზაში.აშკარად შეყვარებულები იყვნენ..
ისე მოეშხამა ხასიათი,ლეპტოპი დახურა და დაძინება სცადა,არ ახსოვს როდის ჩაეძინა,მაგრამ სიზმარშიც რომ ისევ ის ნახა და იგივე სიტუაციაში,გახარებულს გაეღვიძა დილით.უცაური შეგრძნება არ ტოვებდა და ეს მწუხარების კი არა ბედნიერების განცდა იყო.
*********
არსებობენ ადამიანები,რომლებიც ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გადაგვეყრებიან და ისე აგირევენ საათივით აწყობილ ცხოვრებას,სულ არ შეგეკითხებიან…
სულაც არ უფიქრია ცოლის მოყვანაზე,მითუმეტეს პატარა აღარ იყო.განსაკუთრებით ლიკას მერე…
გაახსენდა ერთი წლის უკან ხელი როგორ სთხოვა გოგოს რესტორანში, როგორ დასთანხმდა ის,მაგრამ ერთი კვირის მერე გაუჩინარდა. მხოლოდ ბეჭედი და წერილი დაუტოვა.
„-მაპატიე,უნდ წავიდე.შენთან ყოფნა კარგია,მაგრამ მე არ ვარ ის ქალი,ვისაც გათხოვება და ოჯახის შექმნა უნდა.მე შვილებს ვერ გავზრდი. არ შემიძლია ამის ატანა და პამპერსების გამოცვლა.სხვა იპოვე და მასთან იყავი ბედნიერი.ვინც ამ ყველაფერს შეგიქმნის.“
ისევ ცხადად ახსოვს ეს სიტყვები, რომელმაც ერთი წლის უკან გული მოუკლა და მას შემდეგ სამუდამოდ დახურა ეს თემა.უმეტეს დროს სამსახურში ატარებდა და ყოველდღიური დამქანცველი რუტინა იქცა მის თანხმლებად.არანაირი გართობა და არანაირი ქალი.ქალი სერიოზული ურთიერთობისთვის, თორემ ისე როგორ არ იყვნენ რიგითი,ერთი ღამის ქალები…
ახლა კი ამ გოგომ,ამ თითისტოლა გოგომ ნახევარ დღეში შეუცვალა აზროვნებაც და განწყობაც.ხომ გააბრაზა მისმა სიტყვებმა,მაგრამ მაინც როგორი სხვანაირი იყო. გულში მის ამ საქცელს გამართლებას უძებნიდა.ბავშვია ჯერ კიდევ და ბავშვური გულუბრყვილობით მოუვიდაო…
არც ერთ ქალს არ გამოუწვევია მასში ეს გრძნობა და ესეთი აფორიაქება, როგორც ტატიანა ბერიძეს.
-ოჰ ტატიანა,ტატიანა.რა გავაკეთო? ახლა შენი გამოხტომების ატანის დრო და ნერვები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ მაინც არ დაგითმობ. მოგარჯულებ…
დილა ჩვეულებრივად დაიწყო. ისაუზმა,საჭმელების კეთება კარგად გამოსდიოდა და არც ამჯერად დარჩენილა მშიერი.ერთი ამერიკანოც დააყოლა უშაქრო და სახლიდან გავიდა.
მისი სპორტული ბმვ როგორც ყოველთვის მდუმარედ ელოდა ავტოფარეხში.
სამსახურის ავტოსადგომზე მამას შეეჩეხა.დაგეგმილივით თითქმის სულ ერთი და იგივე დროს მოდიოდნენ სამსახურში,მაქსიმუმ ხუთ წუთიანი სხვაობით,ხან მამა ასწრებდა, ხან შვილი.პუნქტუალობა მათი ერთ-ერთი მთავარი წესი იყო.
-აბა,როგორ ხარ შვილო?როგორ მოგეწონა გუშინდელი საღამო?
-კარგად ვარ მამა,გამოძინებული და დასვენებული.მზად ვარ თავდადებული მუშაობისთვის.
-ის გოგო თუ მოგეწონა?
-არაუშავს,მაგრამ ბავშვია ჯერ,ძალიან პატარაა ჩემზე.
-არც ისეთი პატარაა,რომ ვერ შეძლოთ ერთმანეთის გაგება.შეიძლება არ გიყვარდეთ და არ გიჟდებოდეთ ერთმანეთზე,მაგრამ მშვიდად ცხოვრება უნდა შეძლოთ.
-ვეცდები...დღეს რა გეგმები გვაქვს?
-დღეს სერგო მოვა და ხელშეკრულებას შევადგენთ, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევათანხმებთ და მერე უკვე ქორწილის დღესაც დავნიშნავთ.
-ესეგი ჩემი დასწრება აუცილებელია.რომელ საათზე მოვა?
-შუადღის მერე.
-კარგი,დამიძახეთ,მანამდე ყველაფრს მოვრჩები.
სამდივნოში მათი გზები გაიყო და საპირისპირო მხარეს წავიდნენ.
დრო სწრაფად გავიდა,ან მას მოეჩვენა ასე.ოთხი ხდებოდა ასისტენტმა რომ მოახსენა მამაშენი გიხმობსო.მიხვდა რის გამოც ეძახდა,მნიშვნელოვანი საბუთები სეიფში ჩაკეტა და კაბინეტიდან გავიდა.
საუბარი უკვე დაეწყოთ მომავალ მძახლებს და თითქმის ყველაფერი მოეგვარებინათ.მას მხოლოდ ფინანსური მხარე უნდა შეესწავლა და ხელი მოეწერა,რომ ბანკს კრედიტი გაეცა.
-რადგან ყველაფერი გადავწყვიტეთ, თამამად შეგიძლიათ ქორწილის დღე დანიშნოთ.მე არაფერში ჩავერევი. იყოს ყველაფერი ისე,როგორც თქვენ და პატარძალს უნდათ, დანარჩენი შემატყობინეთ,მოვალ და სიძის როლს ხუთიანზე შევასრულებ.
-ნიკოლა რა ლაპარაკია ეს.
-მეტი რა გავაკეთო მამა?არის სხვა გზა?
-ვახო,მოიცადე,არაფერი უთხრა. მართლები არიან ასე რომ იქცევიან და პროტესტის გრძნობა უჩნდებათ. ტატიანაც ასეა,არ იმჩნევს მაგრამ ვიცი ძალიან განიცდის.ჩვენ მათი ცხოვრებით ვთამაშობთ.
გული ეტკინა რომ გაიგო,გოგოც ასეთ დღეში იყო.
-ბატონო სერგო,იქნებ ტატიანას ნომერი მომცეთ,დავურეკავ და საღამოს სადმე გავისეირნებთ. იქნებ ვცადოთ და მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა…
-ძალიან კარგი იქნება.ჩაიწერე…
**********
უნივერსიტეტიდან ახალი დაბრუნებული იყო.საწოლზე მიწოლილიყო და სოციალურ ქსელებში დაძრომიალობდა. ტელეფონზე უცნობი ნომერი რომ დაფიქსირდა გაუკვირდა და სწრაფად უპასუხა. რომ გაიგო ვინ იყო,ისე დაიბნა,ხმის ამოღება ძლივს გაბედა
-ალოო,ტატიანა კარგად ხართ?
-დიახ,დიახ.კარგად ვარ.გამიკვირდა უბრალოდ რომ დამირეკეთ.
-ასეთი გულმავიწყი ხართ?გუშინ ხომ გითხარით ხვალ გავისეირნოთ-თქო. ასე მალე დაგავიწყდათ?
-არ მახსოვდა გულწრფელად რომ გითხრათ,თანაც დღეს ძალიან გადავიღალე უნივერსიტეტში.
-გადაიღალეთ თუ ჩემთან შეხვედრა არ გინდათ?
-რატომ არ უნდა მინდოდეს?
-იმიტომ რომ გეშინიათ.
-რისი უნდა მეშინოდეს?
-ჩემი...და ჩემი მომხიბვლელობის.
ტატიანამ ხმამაღლა გადაიკისკისა.
-ძალიან ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში.
- მაშინ თქვენ დამარწმუნეთ საპირისპიროში.
ეს უკვე გამოწვევა იყო.
-ერთ საათში გელოდებით ჩემს სახლთან.-ტელეფონი გაუთიშა და საწოლიდან წამოხტა.კარადა გამოაღო და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა.დიდხანს ფიქრობდა რა ჩაეცვა ან როგორ მოაკითხავდა ბანკის მეპატრონის შვილი.ისეთი რამე უნდა აერჩია კონტექსტიდან რომ არ ყოფილიყო ამოვარდნილი.
ბოლოს რაც ყოველთვის ეცვა და უარს არასოდეს ამბობდა ის ჩაიცვა.ოდნავ განიერი შავი შარვალი,მოკლე ტოპი,დაბალძირიანი დახურული ფეხსაცმელი და შავი მოკლე ტყავი.გრძელი,მუქი ყავისფერი თმა გაიშალა,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და მის ზარს დაელოდა.
არ დაუგვიანია ნიკოლას,დათქმულ დროზე მოვიდა და პუნქტუალობით გააკვირვა გოგო.მანქანებზე დიდად გადარეული არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამანაც გაკვირვება გამოიწვია მასში.ვერ წარმოიდგენდა ასეთი სერიოზული ადამიანი თუ ასეთი სპორტული მანქანით ივლიდა.
როგორც კი დაინახა ნიკოლამ,თვალი ვერ მოსწყვიტა,მაგრამ არ შეიმჩნია მისი სილამაზე. მანქანიდან ჩვეული ურეაქციობით გადავიდა,გოგოს მიესალმა და კარი გამოაღო, დაბრძანდითო უთხრა,ტატამ მადლობა გადაუხადა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.ჩუმად გაააყოლა თვალი ნიკოლას,სანამ მოუარა მანქანას წინიდან და გვერდით მიუჯდა. დაბნეულმა ვერ შეძლო ღვედის მოხსნა და გადაჭერა.ნერვულად მოქაჩა რამდენჯერმე,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-მოიცადე,-მისკენ გადაიხარა ამირეჯიბი და გოგოსთან იმდენად იყო სხეულით,რომ მისი ცხელი სუნთქვა ყელთან იგრძნო და გააჟრიალა.კაცმა მშვიდად მოჭიმა ღვედი,სხეულზე გადაატარა და დაუმაგრა.ეს ტატას მოეჩვენა ასე-რა ურეაქციოა,მე ჩემი დამამრთა,ის კი არც აღელვებულაო, არადა სინამდვილეში მასაც გაუჭირდა ძალიან თავის შეკავება.
- სად მივდივართ?
-თქვენ დამპატიჟეთ და თქვენ შეარჩიეთ ადგილიც
-კარგი,იყოს ასე,აბა მზად ხარ?
-წავიდეთ..-უპასუხა გოგომ
-მოდი იცი რა ვქნათ პირველ ეტაპზე? ერთმანეთს გავუშინაურდეთ და შენობით მივმართოთ.
-რა ადვილი სათქმელია არა?ორი დღის უკან მოხვედი,საქორწინო ბეჭედი გამიკეთე და შენს საცოლედ გამომაცხადე.ასე რომ,არა ძვირფასო,ადვილი არაა ეს.
-მაპატიე,მაგრამ ეს არც მე არ მინდა და სულაც არ ვარ ამ ამბით აღფრთოვანებული,მაგრამ რადგან ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ და ორივემ ძალდატანების გარეშე, ოჯახების გამო გავაკეთეთ ეს,ახლა მოგვიწევს კარგად შევასრულოთ ჩვენი როლი.
-ბრავო,კარგი გამოსვლა იყო,-ტაში დაუკრა გოგომ
-რას მერჩი ტატიანა?რამე დაგიშავე?
-რავიცი,მე ასე მინდა.
-ეგ პასუხი არაა.
-არის.
-ნუ ბავშვობ.
-ვინ?მეე?-მიაჩერდა ნიკოლას, პროფილიც როგორი იდეალური აქვს-გაიფიქრა მერე.
-დიახ,შენ.არადა გუშინ ისე საუბრობდი,სულ არ გეტყობოდა ეს.
-რას გულისხმობ?გუშინ თითქმის არ ამომიღია ხმა.
-როგორ არა,კარგად გავიგონე,როგორ ანთხევდი შენს შხამს შენს დაქალთან, რომელიც ჩემსკენ იყო მომართული.
-მოისმინე?ღმერთო რა სირცხვილია, - მოიკუნტა სკამზე.
-ენაზე კბილის დაჭერა უნდა ისწავლო. რასაც ფიქრობ ყოველთვის არ უნდა თქვა.დაიმახსოვრე
კარგად,ეს სხვა დროსაც გამოგადგება.
-ჭჯუას მასწავლი?
-ასე გამოდის.
-ნუ მექცევი ისე,როგორც პატარა ბავშვს.-გაიბუტა გოგო და ტუჩები გამობუსხა.თავს რეტი დაესხა ისეთი ლამაზი იყო,იმ დროს ტატიანა.
-გადმოდი,მოვედით.
-სერიოზულად?
-კიი,
-აქ რა ჯანდაბა უნდა ვაკეთო?
-ვივახშმოთ,მე ძალიან მშია.კარგი იქნება თუ კომპანიონობას გამიწევ.
-მე რომ შხამიანი ვარ?-შველის თვალებით ახედა ქვემოდან მანქანის კარზე დაყრდნობილ ბიჭს.
-გადმოდი,გადმოდი,-გაეცინა მას,-მერე კიდევ იტყვის ბავშვი არ ვარო.-ჩაილაპარაკა თავისთვის.
მთელი საღამო ბუზღუნებდა,ბებრების რესტორანში მომიყვანე,აქ არაფერი არ ხდებაო.ცდილობდა არ აჰყოლოდა და ზრდილობიანი მანერები არ დაეკარგა.გოგო აშკარად ჯიბრით იქცეოდა ცუდად.ხან წყალი დააქცია სუფრაზე,ხან საჭმელი გადმოყარა ძირს.ლუკმებით იტენიდა პირს, თითქოს პირველად იყო მსგავს სიტუაციაში და სულ არ იყო ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილი თავის ცნობილი წესიერებით და ზრდილობით.
ნიკოლა ყურადღებას არ აქცევდა, მოხდენილად ხმარობდა დანა-ჩანგალს და პატარა ნაჭრებს იდებდა პირში,ნელა ღეჭავდა და მერე კუჭში გადაუძახებდა.
-ყველაფერზე ასეთი უნერვო და ურეაქციო ხარ?-ჰკითხა გოგომ და ხელით ჩაიტენა პირში ქათმის ხორცის ნაჭერი.
-შენ თუ არ გრცხვენია საკუთარი საქციელის,მე რატომ ავიშალო ნერვები?-უპასუხა ჩვეული სიმშვიდით.
ესეც ასე.ისევ გოლი მის კარში. შერცხვა და ჭამა შეწყვიტა,ხელები გაიწმინდა და თითებს დაუწყო წვალება. ნიკოლამ ხელსახოცი აიღო.მისკენ გადაიხარა,სახე აუწია და ტუჩიდან ცხიმი მოსწმინდა.
-ასე უკეთესია.აღარ ჭამ?
გოგოს მადა დაეკარგა,ჯერ მხოლოდ ერთი დღეა ერთმანეთს იცნობდნენ და ყველაფერში აჯობა ბიჭმა.ხასიათი მოეშხამა.მის გასაბრაზებლად წამოვიდა და პირიქით კი მოხდა.
-არა,წავიდეთ.
-დესერტი?
-არ მინდა.
-კარგი როგორც გინდა,-ანგარიში გაასწორა და გარეთ გამოვიდნენ.
- რადგან აქ ვართ გავისეირნოთ და თბილისს გადავხედოთ,ულამაზესია.
-კი ბატონო,მაგრამ შენ არ შეგცივდება?რა ჩაცმულობაა ეს?ჯერ ისევ ცივა,შენ კი ნახევარი სხეული გიჩანს.
-ეს ბოლო მოდაა.
-ვიცი. სხვათაშორის კარგად ვერკვევი მოდის ინდუსტრიაში.
-კი,გეტყობა,კლასიკური სამოსი პიერ გარდენის კოლექციიდან,სვოჩის თანამედროვე ორიგინალი საათი. დოლჩე გაბანას სუნამო- ვერაფერს ვიტყი იდეალური შეხამებაა.-მხრებზე ხელები გადაუსვა,ვითომ მტვერი ჩამობერტყა,მერე ხელები პერანგს ჩამოაყოლა.ნახევრამდე რომ ჩავიდა,ბიჭმა ორივე ხელი დაუჭირა და მისკენ მისწია.
-დავიჯერო იმის გაგებაც გინდა საცვლები რომელი დიზაინერისაა?
გოგოს თვალები გაუფართოვდა და იმ დღეს მისი გამოწვევა აღარ უცდია. მობრუნდნენ და გადასახედისკენ განაგრძეს გზა.მოაჯირთან იდგნენ.იქიდან ხელის გულივით მოჩანდა ღამის თბილისი. ნიავი უწეწავდა თმას ტატიანას,სახეზე ლამპიონის სუსტი განათების შუქი ეცემოდა და იდუმალ და ულამაზეს შესახედაობას სძენდა მას.როგორც ჩანს შესცივდა,მოიბუზა და ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა. ნიკოლამ კოსტუმი მოახურა მხრებზე.
-შენ არ შეგცივდება?-შეწუხდა გოგო.
-გავუძლებ,-გაუღიმა ბიჭმა.
-სამწუხაროა,რომ მე არც ხასიათზე ვარ და ახლა არც მეღიმება.
-იცი რაა,ახლა კიდევ ერთ რჩევას მოგცემ და ყურადღებით მისმინე.
რაც არ უნდა მოხდეს გაიღიმე ყოველთვის.ვიღაცისთვის გულწრფელად,ვიღაცისთვის ჯიბრზე.
-ასე რატომ მექცევი?
-როგორ?-გულწრფელად გაუკვირდა მამაკაცს
-როგორ და ასე.მითმენ და ბრძნულ რჩევებს მაძლევ.რეალურად კი შენც იმავეს განიცდი,რასაც მე.
-შენ ჯერ პატარა ხარ და ბევრი რამე არ იცი.რომ გაიზრდები ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ.
-ნუ გგონია ასე.ერთი შეხედვით ხედავენ რომ გართობის მეტი არაფერი მინტერესებს, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.მე ყველაფერს კარგად ვხედავ და ვხვდები.ვიცი რომ ამ ქორწინებით ბევრ რამეს ვკარგავ, ყველაფერს თუ არა.უარის თქმა მომიწევს ჩემს ოცნებებზე, გეგმებზე, მეგობრებზე,სწავლაზე,წარმოდგენა მაინც გაქვს რამდენი რამე შეიძლებოდა გამეკეთებინა ჯერ კიდევ? მამაჩემმა არ იცის,მაგრამ მე ისეთ რაღაცას ვაკეთებდი,ახლა როგორ შევძლო ეს? ახლა უნდა დავივიწყო.რა ეშველებათ მათ ჩემს გარეშე?-თვალს მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.
-რატომ უნდა თქვა უარი შენს გეგმებზე და ოცნებებზე?მე ეს სულაც არ მინდა და არც გაიძულებ.შეგიძლია ყველაფერი ძველებურად იყოს. მხოლოდ ის შეიცვლება,რომ გათხოვილი იქნები და სხვა სახლში იცხოვრებ,დანარჩენი შეგიძლია ძველებურად დატოვო.მე არ შეგაწუხებ,შეიძლება ხშირად ვერც მნახო.
-წავიდეთ კარგი?აღარ მინდა აქ დარჩენა და ამაზე ფიქრი.
-კარგი წავიდეთ…
არც მანქანამდე და არც სახლამდე ხმა არ ამოუღიათ,მხოლოდ როცა მივიდნენ,მაშინ დაილაპარაკა გოგომ და მადლობა გადაუხადა,კოსტუმი მიაწოდა და მანქანიდან გადავიდა.
-ტატიანა,-დაუძახა ნიკოლამ, -არაფერია შენს ცრემლიან თვალებზე ლამაზი,მაგრამ ხშირად ნუ იტირებ კარგი?ყოველთვის იპოვე გაღიმების მიზეზი.
გულში სითბო ჩაეღვარა გოგოს. არაფერი უთქვამს ისე შევიდა სახლში.
******* 2*******

ერთ კვირაში დაინიშნა ქორწილი.ან რატომ უნდა გადაედოთ?მიზეზს ვერ ხედავდნენ. ამ დღის მერე ნიკოლა აღარ უნახავს,არც ტელეფონზე შეხმიანებია.
უნივერსიტეტში ჩვეულებრივად დადიოდა.იქ ბეჭედს იხსნიდა და ჩანთაში ინახავდა.მალე ისედაც ყველა ყველაფერს გაიგებდა და სანამ ასე მოხდებოდა არ უნდოდა ხალხს ზედმეტი კითხვებისგან შეეწუხებინა.
მხოლოდ საქორწინო კაბა შეარჩია მან,სხვა ყველაფერი დედას მიანდო. ეს საქმე არასოდეს ყოფილა მისთვის პრიორიტეტი.ყოველთვის თავს არიდებდა მსგავსი წვეულებების მოწყობას,მაგრამ ყველა ერთ აზრზე იყო- ტატიანა ბერიძის ქორწილი ისეთი უნდა ყოფილიყო, ხალხს დიდხანს რომ ელაპარაკა. განაცხადა რომ ჯვრისწერა არ უნდოდა და არც შედგებოდა. სიყვარულით არ ვთხოვდები,შესაძლოა დავშორდეთ კიდეც და უფლის წინაშე ფიცს არ დავდებო.
ამაზეც დათანხმდნენ,მართალიც იყო.
ერთი კვირა ნიკოლაზე ფიქრი არ შეუწყვეტია,არა როგორ არ უნდოდა არ ეფიქრა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.ნამდვილად იყო ისეთი კაცი ამირეჯიბი,რომლის დავიწყება მარტივი არ იყო…
არც ნიკოლასთვის ყოფილაადვილო ერთი კვირა. საბას რომ უთხრა ცოლი მომყავს და მეჯვარე უნდა იყოო,ჯერ კინაღამ სიცილისგან გაიგუდა ბიჭი, ხუმრობა ეგონა,მერე რომ მიხვდა მართლა ასე იყო,დასერიოზულდა და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევიო გამოჰკითხა.
-რა მოგიყვე?ჯერ მეც ვერ ვიჯერებ და ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე იმიტომ დავქორწინდებოდი.რომ ეს საქმიანი გარიგება იქნებოდა
-ოჯახის შექმნაც გარიგებაა ძმაო,აბა რა გგონია?ინვესტიცია,რომელშიც ყველაფერს დებ და ან გაგიმართლებს,ან არა.
-ახლა არ დამიწყო შენი ბრძნული რჩევები.
-კარგი,არაფერს გეტყვი, ვინაა? ვიცნობ?
-ტატიანა ბერიძე.
-ვიინ?-სასმელი გადასცდა ბიჭს, -ბავშვებზე გადახვედი ბიჭო? შენზე თერთმეტი წლით პატარაა.
-ვიცი,ხო ვიცი.შენ რაა იცნობ მას?
-შორიდან,ჩემი დეიდაშვილი სწავლობს მის ფაკულტეტზე და ხშირად ახსენებს ხოლმე.
-რას ამბობს?-დაინტერესდა კაცი.
-რომ ერთი ამაყი,ამპატრავანი გოგოა, უამრავ ბიჭს მოსწონს თუ უყვარს,ის კი ყველას ზემოდან უყურებს და არაფრად აგდებს,ერთი ბიჭი უყვარდა დიტო,მაგრამ მან საკუთარ დაქალთან უღალატა და მას მერე გახდა ასეთი. ბოჰემური ცხოვრების მოყვარულია, ხშირი სტუმარია ღამის კლუბების და ქუჩის ცხოვრების,ანუ საშიშ უბნებში დაიარება ჩუმ-ჩუმად,იქ რას აკეთებს არავინ იცის.ახლაც გოგოებთან ერთად ვენეციაში მიდიოდა,მაგრამ მის გარეშე წავიდნენ,მან უარი თქვა საოცნები ქალაქის ნახვაზე..
-შენ ნამდვილად იმ ტატიანაზე მეუბნები მაგ ყველაფერს?
-კი,შენს ტატიანაზე.
-საინტერესოა,არადა სულ სხვანაირი ჩანდა.არა კი შევატყვე რომ ცოტა უცნაური იყო,მაგრამ ასეთი თუ იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდი. მისმინე საბა კიდევ უნდა გამირკვიო მასზე რაღაცეები კარგი.
-კარგი,ქორწილი როდისაა?
-ხვალ საღამოს.
-მერე ახლა მეუბნები ამას?მეჯვარე ვარ კაცი და მომზადება მჭირდება.
-არ წახვიდე,მოიცა დარჩი.ცოტაც დავლიოთ.მოასწრებ ყველაფერს.მე სიძე ვარ და მე არ ვემზადები ასე, -გაეცინა ნიკოლას.-ყველაფერი მზადაა,ჩვენ მარტო ჩვენი როლები უნდა შევასრულოთ.მივალთ ხელს მოვაწერთ,ხალხს ვაჩვენებთ რომ გვიყვარს ერთმანეთი და ასე რააა
-ახლა ეგ სასოწარკვეთილი კაცის სიტყვებს ჰგავს.
-არც ვარ კარგად…
-იქნებ შეგიყვარდეთ ერთმანეთი?
-ჰმ,ნუ გამაცინე ჩვენ?ის და მე?შენ თვითონ არ თქვი ახლა როგორია ის?რომ არაფერი არ გვაქვს საერთო?
-ეძებე ადამიანში საკუთარი თავი, დარწმუნებული ვარ იპოვი. წავედი ეხლა მე,აბა შენ იცი არ მოიწყინო სიძევ,ისე ტეხავს „მალჩიშნიკს“რომ არ ვაწყობთ,თორემ მაგარ ნაშებს ამოვყრიდი..
ნიკოლას გაეცინა და აღარაფერი უთქვამს.ისევ დაისხა სასმელი და დალია.
********
ვერაფრით მოხუჭა თვალი,ან რა დააძინებდა,როცა ხვალიდან უკვე ნიკოლა ამირეჯიბის ცოლი იქნებოდა. ლეპტოპი დაედო მუხლებზე და ისევ მისი პროფილის ფოტოს უყურებდა.
ნეტავ ყველა პატარძალი ასე იყო ქორწილის წინა საღამოს?თუ საქმროსთან საუბარში ატარებდა ღამეს? ერთმანეთს ამშვიდებდნენ ხვალინდელი დღის მოლოდინში?
გაუცნობიერებლად აიღო ტელეფონი და როცა აზრზე მოვიდა უკვე რეკავდა. ნიკოლას მამაკაცურმა ხმამ კი საბოლოოდ გამოაფხიზლა.
-ალო,ტატიანა შენ ხარ?ხმას რატომ არ იღებ?
-არ ვიცი.-ამოილუღლუღა როგორც იქნა.
-რა გჭირს?რატომ არ გძინავს? შუაღამეა უკვე?
-არც შენ გძინავს?
-ჯერ მე გკითხე..
-ადვილი არ ყოფილა დაძინება..
-ხოო,-ყრუდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-შენ რა მთვრალი ხარ?
-არა,საიდან მოიტანე?
-კიი,ნამდვილად არ ვცდები,ასეა,ასე ცუდი ვარ რომ ჩემი ცოლად მოყვანა დალევის მიზეზს გაძლევს?
-მაგას რატომ ამბობ?-შეატყო ხმაში სევდა ნიკოლამ,-სულაც არ ხარ ცუდი,უბრალოდ მეგობარი იყო ჩემთან და ცოტა დავლიეთ.-გაიმართლა თავი, თან გულწრფელად უნდოდა რომ გოგო დაემშვიდებინა.
-კარგი,დაისვენე,არ უნდა დამერეკა, სულელი ვარ,-სწრაფად გაუთიშა და სულ არ გაუგია როგორ უყვიროდა ამირეჯიბი არ გამითიშოო.
რომ დაურეკა აღარ უპასუხა,ხმა გაუთიშა მობილურს და თვალები დახუჭა.
დილა ადრიანად დაიწყო ორივე ოჯახში.მხოლოდ სიძე-პატარძალს გაეღვიძა გვიან.შხაპი მიიღო ნიკოლამ,მოემზადა და მშობლების სახლში წავიდა..აი იქ დახვდა ამბავი თუ დახვდა,დედამისს მთელ სახლი ფეხზე დაეყენებინა რომ მომავალი რძლის მისაღებად მზად ყოფილიყვნენ.
-დედა რას აკეთებ?
-ტატიანას დასახვედრად ვემზადები, ოთახს ვაწყობ.
-იცი მგონი რომ სულ ტყუილად.მე და ტატიანა აქ არ ვიცხოვრებთ.
-რას ქვია არ იცხოვრებთ?
-აი ასე,ჩემს ბინაში გადავალთ,
-მომისმინე ნიკოლა,შენ სადაც გინდა იქ გადადი,ის გოგო კი აქ იცხოვრებს, ცოტა შეეგუოს ამ ყველაფერს,ძნელია მისთვის ასე უცებ ერთ კვირაში უცხო ადამიანის გვერდით მარტო ცხოვრება.
მიხვდა რომ ვერაფერს გააწყობდა და დაუთმო.
-ადი შენ ოთახში და მოემზდე.არ დავაგვიანოთ.ჯერ მათთან უნდა მივიდეთ და მერე რესტორანში.
-დედა რამე ორიგინალური ხომ არ დაგიგეგმავს?ხომ იცი სიუპრიზები არ მჭირდება.
-ისეთი არაფერია,რომ თავი ვერ გაართვა.არც მთლად ტრადიციული ქართული ქორწილი იქნება, ყველაფრს გაუძლებ.
-კარგი,კარგი,გაგეცლები,სანამ მეც შემჭამე.-გაეცინა ბიჭს.
დედის მიერ არჩეული სამოსი მართლაც არაჩვეულებრივი იყო.
იდეალური,ალბათ ასეთს თვითონაც ვერ შეარჩევდა.

კარი საბამ შემოუღო,ისიც კლასიკურად გამოწყობილიყო, მეჯვარეს რომ შეეფერებოდა ისე.
-ვა,სიძე შე ძველო,რა მაგარ ფორმაში ხარ,-გაეცინა მას.
-შენც,მოიტანე?
-აი აქაა,გამიჭირდა,მაგრამ ჩემთვის შეუძლებელი არაფერია,-ჯიბიდან ორი ბილეთი ამოიღო და მას მიაწოდა.
-მადლობა,წავედით ახლა,თორემ დედაჩემი გაგიჟდება და ორივეს დაგვცოფავს.
გარეთ თეთრი ლიმუზინი ელოდათ საქორწინოდ მორთული.
გეზი პირდაპირ ბერიძეების სახლისკენ აიღეს.
უამრავი ხალხი იყო შეკრებილი მასპინძლის ეზოში,აქ იყვნენ მასმედიის წარმომადგენლები და ჟურნალისეტებიც.სენსაცია იყო მათი ქორწინება,ისეთი რომ ინტერესს მთელ ქალაქში იწვევდა.
სახლის ზღურბლთან დახვდნენ მასპინძლები სერგო და მისი ვაჟები, ქალები შიგნით იყვნენ და პატარძალს ამზადებდნენ,ქეთინო კი სუფრას ათვალიერებდა,ხომ ყველაფერი კარგადააო.
მისალმებისა და მოკითხვების მერე სერგო სტუმრებს სახლში შეუძღვა. ინტერესით ათვალიერებდა ხალხს ნიკოლა და მათში ტატიანას ეძებდა. მაგრამ ვერ დაინახა.
-ასე ელოდები?-გადაუჩურჩულა საბამ, რომ შეამჩნია მეგობრის აღელვება.
-არ ველოდები,უბრალოდ მაინტერესებს როგორ გამოიყურება, ხომ ამბობენ ქალი განსაკუთრებულად ლამაზია ქორწილშიაო, ხოდა მაინტერესებს.
-შეხედე,დატკბი,დიდებულია,-თვალი გაუშტერდა საბას და ნიკოლამაც იქით გაიხედა. თვალი გაუშტერდა კიბეზე ჩამომავალ ტატიანაზე, დედოფალივით ლამაზი იყო. ულამაზესი გაშლილი კაბა ეცვა, ქათქათა თეთრი,თვლებით გაწყობილი და მხრებზე მოხდილი.თმა უკან შეეკრა,მასში ფატა ჩაემაგრებინათ,თავზე მბრწყინავი,სადა დიადემა ეკეთა. მკვეთრი საღამოს მაკიაჟი კი უფრო მეტ სილამაზეს სძენდა მის ულამაზეს სახის ნაკვთებს.ცალი ხელით კაბის ბოლო ეჭირა,მეორეში თეთრი ვარდების თაიგული.კიბეზე ნელი,გრაციოზული ნაბიჟებით ჩამოდიოდა და მომაჯადოვებლად იღიმოდა.უკან ნანკა მოჰყვებოდა.
ნიკოლამ თვალი ვერ მოსწყვიტა ამ სილამაზეს,მართალი უთქვამთ ყველა პატარძალი განსაკუთრებულად ლამაზია.როგორ შეიძლებოდა ამ სილამაზეს გაქცეოდი და მისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექციე?
კიბე რომ ჩამოიარა სერგომ შეაგება ხელი,შვილს გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
-ძალიან ლამაზი ხარ.
ტატიანამ გაუღიმა.მამამ ხელი მოჰკიდა და სიძისკენ დაიძრა. ქალიშვილის ხელი და მისი ხელი ერთმანეთს გადააჯაჭვა და უთხრა.
-მუდამ ასე ხელჩაკიდებული იარეთ,ასეთმა ბედნიერებმა.
-მამა,რომელ ბედნიერებაზე ლაპარაკობ?-ღიმილით გადაუჩურჩულა გოგომ.
-შენს თვალებში რომ ვხედავ იმაზე გელაპარაკები.-უპასუხა კაცმა.
დაიბნა გოგო და ხმა ვეღარ ამოიღო.ნიკოლას გახედა იქნებ მიშველოსო.ისიც მაშინვე მიხვდა ამას და გვერდით ამოუდგა.
-შენ უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ.სიტყვები არ მყოფნის რომ გადმოვცე ეს.
დაიმორცხვა და თავი დახარა.. ნიკოლამ ხელი ჩაჰკიდა და საგანგებოდ გაწყობილ სუფრასთან მიიყვანა,მათთვის განკუთვნილ ადგილზე დადგნენ და ხალხს მიაჩერდნენ ორივეს ისეთი შეგრძნება ჰქონდათ თითქოს საგამოფენო ექსპონატები იყვნენ და აფასებდნენ მათ ღირებულებას.გვერდით მეჯვარეები ამოუდგნენ.
-საბა,
-ნანკა,-გაიცნეს ერთმანეთი.
ფოტოგრაფი ფოტოებს უღებდა საქორწინო ალბომისთვის.მათი ცალ-ცალკე გადაღება უკვე მოესწროთ და ახლა ერთობლივ ფოტოებს უღებდა.
ესეც რომ დასრულდა დაილოცეს და ნაზი მელოდიის ფონზე გააცილეს პატარძალი დარბაზისკენ.
მეჯვარეებმა მალევე გაუგეს ერთმანეთს და მხიარულება არ მოჰკლებიათ გზაში.მალე დაძაბულობამ ტატიანასაც გადაუარა და ისე იქცეოდა თითქოს მართლა სიყვარულით თხოვდებოდა.მხოლოდ ნიკოლა იჯდა სერიოზული სახით და თვალს არ აშორებდა მოკისკისე ტატას.
რესტორანთან რომ გაჩერდა პირველი ნანკა და საბა გადავიდნენ.სანამ ტატიანაც გადავიდოდა,ბიჭმა შეაჩერა და უთხრა.
-იმედია ამჯერად ნორმალურად მოიქცევი და არა ისე,როგორც იმ დღეს რესტორანში.
-რა თქმა უნდა არ შეგარცხვენთ, -ირონია გაურია გოგომ და გადასასვლელად მოემზადა.
საგანგებოდ დაფენილი წითელი ხალიჩის გარშემო ხალხს დერეფანი გაეკეთებინა.წინ ტატიანას ძმისშვილები მიდიოდნენ პატარა ხუთი წლის გოგო თეთრ ფუშფუშა კაბაში გამოწყობილი და ბიჭი კლასიკურ შარვალ კოსტუმში ჩაცმული.ვარდის ფურცლებს ფანტავდნენ გზად.უკან მეჯვარეები მიჰყვებოდნენ.ნანკას საბას მკვალზე მოეთვსებინა ხელი და ულამაზეს, გრძელი წითელი კაბაში გამოწყობილი ფეხს უწყობდა მის ნაბიჯებს.
მომავალი წყვილის გამოჩენას ოვაციები მოჰყვა,დაიბნა კიდეც ტატიანა და ნიკოლას მკლავზე დაეყრდნო.აი აქ იყო თუ იყო ჟურნალისტების და ფოტოგრაფების შემოტევა,დაცვას რომ არ დაეჭირათ, ნამდვილად შეიჭრებოდნენ
ხალიჩაზე. ნიკოლამ ხელი შეაშველა გოგოს და ძლიერად დაიჭირა,რომ არ დაცემულიყო.
-კარგად ხარ?
-კი,უბრალოდ ასეთ სიტუაციას არ ვარ მიჩვეული,
-როგორ უნდა იყო,როცა პირველად თხოვდები?-გაეცინა კაცს,ტატიანა მიხვდა რომ სისულელ წამოროშა და ნერვიულობას გადააბრალა.
-ისე ნუ იქცევი,თითქოის შენ არ ნერვიულობდე და შენთვისაც არ იყოს პირველი,-უღიმოდა და ეჩურჩულებოდა თან, რომ ხალხს არ შეემჩნია ეს ქორწინება რომ ფარსი იყო.
-უამრავ წვეულებაზე ვყოფილვარ და მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცე ვიცი.შენც რომ გევლო კარგი იქნებოდა,ასე არ დაიბნეოდი.
ამასობასი ხალიჩა გაიარეს და დარბაზში შევიდნენ მენდელსონის საქორწინო მარშის თანხმლებით. მერიის წარმომადგენელი უკვე მოსული იყო და საგანგებოდ შექმნილ მაგიდასთან ელოდა,სადაც ხელი უნდა მოეწერათ.მის წინ დადგნენ მეჯვარეებთან ერთად და ცერემონიალი დაიწყო, რომელიც დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა. შეკითხვაზე თანახმა იყვნენ თუ არა,ორივე გაჩუმდა,მაგრამ მეორედ რომ გაუმეორეს თანხმობა განაცხადეს.ხელის მოწერით დაადასტურეს,მეჯვარეებმა დაამოწმეს,ბეჭდები მოარგეს ერთმანეთს და იურიდიულად ცოლ-ქმრად გამოაცხადეს.
-შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს.
ამის მოსმენაზე ყურები დაუგუბდა და სმენა დაეხშო.დარბაზი აყვირდა.
-კოცნა,კოცნა.კოცნა.
მასთან ახლოს მიიწია ამირეჯიბი,სახე დაუჭირა,თავი ააწევინა ერთი თავით დაბალ გოგოს და თვალებში ჩახედა. საოცარი იყო ტატიანას თვალები,იქ რაღაც მისთვის ამოუცნობს ხედავდა. მასში ვარსკვლავები ციმციმებდნენ და ბავშვურ სითბოს ასხივებდნენ. თვალები დახუჭა გოგომ,მაგრამ ის არ მოხდა,რასაც ელოდა.ახლა უკვე ქმარმა შუბლზე აკოცა.თვალები რომ გაახილა გაღიმებულ ნიკოლას წააწყდა.
-ეს რა კოცნაა?ნამდვილი კოცნა. -დაიყვირა საბამ და გაბრაზებული ამირეჯიბის სახე რომ დაინახა,ხალხს ამოეფარა,გვიანი იყო,უკვე ყველას დაეწყო ყვირილი და ნამდვილ კოცნას ითხოვდნენ. ტატიანა ძალიან ცუდად იყო,ერთი ნაბიჯით დაიხია უკან,ჯერ ახლა დაიწყო ეს ყველაფერი და უკვე ყელში ამოუვიდა.
აქედან ხომ არ გავიქცეო,-სანამ გაიფიქრა,მანამდე მოჰკიდა წვრილ წელზე ხელი ნიკოლამ,სხეულზე აიკრა და ნელა და ვნებიანად აკოცა წითლად შეღებილ ტუჩებზე.სხეულში აქამდე უცნობმა გრძნობამ დაუარა,მუცელში რაღაც იგრძნო და მუხლებში ძალა გამოეცალა.თავბრუ დაეხვა,კიდევ კარგი კაცს ეჭირა,თორემ ნამდვილად დაეცემოდა.იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი ტვინში და სახე აუხურდა. ალბათ გაწითლდა კიდეც.ნიკოლას ახედა,ის იდგა და იღიმოდა,თითქოს ამაყობდა კიდეც ამით რომ გამოუცდელ გოგოს პირველი კოცნა მოჰპარა.ბრაზი მოერია და ნანკას ანიშნა მოდი მიშველეო.როგორც კი გოგო დაიძრა მისკენ,საბამ გადაუღობა გზა.
-სად მიდიხარ?
-ტატასთან.
-ჩვენი ადგილი იქაა,წამოდი,ისინიც იქ მოვლენ.ნუ ჩაუშლი ამ წამებს.-ხელი ჩაჰკიდა და შემაღლებულ ადგილას მოწყობილი მაგიდისკენ წაიყვანა.
რობოტივით გაჰყვა უკან ტატიანა ნიკოლას, ფეხიც კი აერია.კიდევ კარგი დროზე დაჯდა სჯამზე.
-ეს რა იყო?-გადაუჩურჩულა ნანკამ.
-ჯერ მეც არ ვიცი.საშინლად ვარ გაბრაზებული.-ღიმილი არ მოუშორებია,სახიდან ისე გადაუჩურჩულა მას.
-ამას არ გაპატიებ,როგორ გააკეთე ეს?ხომ იცი რა სიტუაციაც გვაქვს? -ისეთივე ბედნიერი სახით გადაუჩურჩულა ნიკოლამ საბას.
-მერე რაა,რა მოხდა?ცოტა გაგახალისეთ.
-გაგვახალისე კი არა,იცი რა გამაკეთებინე?გოგოს მისი ნების საწინააღმდეგოდ პირველი კოცნა მოვპარე,და ვეჭვობ რომ ახლა თავს საშინლად გრძნობს.
-როგორ დავიჯერო რომ მას არავინ ჰყოლია და არავისთვის უკოცნია.
-მე არ მეშლება ეს და კარგად იცი შენ.
-არაუშავს,საქორწინო მოგზაურობაში რომ წახვალთ,ბოდიშს მოუხდი,რამეს აჩუქებ და ყველაფერი დაავიწყდება.
-პირველი კოცნის დავიწყება არ ხდება.
-ქალივით ნუ მეჭორავები,ადექი ფეხზე გლოცავენ.-თავი დაიძვრინა საბამ
წყვილი ფეხზე იდგა და სტუმრებისგან დალოცვებს და მილოცვებს იღებდა.
ნაძალადევად იღიმოდა ორივე.ხალხს თავს აჩვენებდნენ რომ ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული წყვილი იყო.
-გაგვიმარჯოს ძვირფასო მეუღლევ, -ჭიქა მიურტყა მსუბუქად ნიკოლამ და სასმელი ოდნავ მოსვა.იგივე გაიმეორა ტატამაც.
აქ პირველი ცეკვა შეასრულა წყვილმა. ვალსი იცეკვეს.როგორც კი წელზე ნიკოლას ხელები იგრძნო,ისევ ის შეგრძნება დაეუფლა,რაც მისი ყოველი შეხებისას.კანზე ეკალი აყრიდა და ამას ამირეჯიბიც კარგად ამჩნევდა.ეღიმებოდა და უარესს მართებდა გოგოს.ტატიანას კისერზე მოეხვია ხელები,მაგრამ თვალებში არ უყურებდა.დამფრთხალი კურდღელივით აცეცებდა აქეთ-იქით. მთელი ცეკვის მანძილზე თავზე ეყრებოდათ სპეციალურად შექმნილი თეთრი თოვლი. რომ დაასრულეს, ოვაციებით დააჯილდოვეს და თავის ადგილზე დაბრუნდნენ.
შემდეგ მეჯვარეები დაულოცეს.
ოჯახის წევრები-მშობლები და დედმამიშვილები. აი აქ სიტყვით გამოვიდა სერგო.
-ვიცი რომ ამ დღეს დიდხანს ელოდნენ ჩვენს ოჯახებში,ვიცი მთელი სულით და გულით დაგეგმეს ყველაფერი,რომ საღამო დაუვიწყარი გამოსულიყო. იმედია არავინ გამიბრაზდება თუ სულ რაღაც ხუთწუთიან გადახვევას გავაკეთებთ.დარწმუნებული ვარ რომ ბევრმა არ იცით როგორ შესანიშნავად ცეკვავს პატარძალი ტრადიციულ ქართულ ცეკვებს.გთხოვთ,-ანიშნა მუსიკოსებს.
-ოო,არა,-შუბლზე ხელი შემოირტყა ტატიანამ და სასოწარკვეთილმა გახედა ნანკას.
-მოგიწევს,ამდენ ხალხში ხომ არ შეარცხვენ არა?მეც შენს გვერდით ვარ.მიდი.-ჩუმად შეუცურა მაგიდის ქვეშ დაბალძირიანი ფეხსაცმელი.
-შენც იცოდი ხომ?იცოდით არ დაგთანხმდებოდით და მომიწყვეთ.
-ნუ წუწუნებ,ყოველთვის ასეთი მორიდებული იყავი.ახლა დროა შენი ნიჭი გამოავლინო.
-არ ვიცოდი თუ ცეკვავდი. გადაულაპარაკა ნიკოლამ.
-შენ არაფერი არ იცი ჩემზე.-უპასუხა გაბრაზებულმა.
დარბაზში მუსიკა აჟღერდა. სერგო მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.მამას თავისი ხელი შეაგება და წამოდგა .ყველას აინტერესებდა როგორ იცეკვებდა პატარძალი.
პირველი აჭარული დაიწყო და მამა-შვილმა ხელი გაშალა,საოცრად მოძრაობდა ტატიანა და თვალს ვერ აშორებდა ნიკოლა.ვერც დამსწრე საზოგადოება.მამას უფროსი ძმა შეენაცვლა და ახლა მასთან იცეკვა სოლო.აჭარულს რაჭული მოჰყვა და ისევ ძმასთან ერთად გააგრძელა ცეკვა.მართალია კაბა უშლიდა ხელს,მაგრამ არ დანებდა.რაჭულს მოჰყვა ლეზგინკა,აქაც საოცარი იყო ტატიანა. მას მოჰყვა ოსური.აქ უკვე ბერიძეების ოჯახის ხუთივე წევრი ჩაება, დედაც და რძალიც. დანარნარებდა სცენაზე ტატიანა და სიხარულს და ნიჭის ზეიმს ასხივებდა. სცენაზე დანარნარებდა და ნიკოლას მოეჩვენა რომ თითქოს ფეხს არ აკარებდა იატაკს,ყბაჩამოვარდნილი უყურებდა მას, თითოეულ მოძრაობაში მისი სილამაზე უფრო მეტად იკვეთებოდა და გულს სიხარული უვსებდა.
-ასე უნდა იყურებოდე?არაა დრო შენც გააკვირვო ისინი?-გადაულაპარაკა საბამ ამირეჯიბს.
-არაა,როგორ ჩავერიო ოჯახურ ამბავში?ერთი პატარა კონცერტი დადგეს.შეხედე როგორი ბედნიერები არიან.როგორ უხარიათ?
-შენც მათი ოჯახის წევრი ხარ უკვე,ადექი მიდი.
აი დაისი რომ დაიწყო და სერგომ გაშალა ხელი,მაშინ წამოიმართა ნიკოლა სკამიდან,ჩამოვიდა და უფროსი ბერიძე შეაჩერა.
-ეს ცეკვა მე მეკუთვნის.
-აბა მეგობრებო აბლოდისმენტებით შევეგებოთ,ცეკვავს სიძე,-გაისმა დარბაზში თამადის ხმა და სტუმრებში ტაში გაისმა, გასამხნევებელი შეძახილები. თვალები გაუფართოვდა ტატიანას,როცა კაცმა პიჯაკი სკამზე გადაკიდა და ხელი გაშალა.გული შეუქანდა რა არანორმალურად ლამაზი იყო ის.მომაჯადოებლად უღიმოდა და უფრო და უფრო უახლოვდებოდა.მანაც გაშალა ხელი და თავისი პარტიის შესრულებას შეუდგა. რომ დაასრულეს აი აქ ატყდა აბლოდისმენტები თუ ატყდა,ისეთი ოვაციები და ისეთი ამბავი იყო. დაუგეგმავი უფრო ორიგინალური და დასამახსოვრებელი გამოვიდა.
ნიკოლამ ხელი ჩაჰკიდა და თავის ადგილისკენ წაიყვანა გოგო,რომელიც დაბნეული მიჰყვებოდა.
-არაჩვეულებრივი იყავი,ძალიან კარგად ცეკვავ.
-შენც.მინდა გითხრა შენ უფრო გამაოცე.-უპასუხა ტატიანამ
ისევ სადღეგრძელო და ისევ მუსიკა შეენაცვლა მერე რამდენჯერმე ერთმანეთს.ორივეს მოუწია ცოტას დალევა და ამან იმოქმედა. დაძაბულობა მოეხსნათ და აცეკვდნენ. ძირითადად ტატიანა ცეკვავდა, ეპიცენტრში იყო და იპყრობდა იქაურობას.ამდროს სულ დაავიწყდა, რომ პატარძალი იყო,კარგად იმხიარულა,ნიკოლა ძირითადად იჯდა და უყურებდა შორიდან როგორი ლაღი და სიცოცხლით სავსე იყო ის.
ასეთ გართობაში დრო უფრო გავიდა. რასაც ტორტის გაჭრა მოჰყვა ფეიერვერკის ფონზე და თაიგულის სროლა.ყველას გასაკვირად ის ნანკამ დაიჭირა, აი სიძემ რომ ჰალსტუხი ისროლა ეს უკვე მხიარულების პიკი იყო,ის საბას ჩაუვარდა ხელში და სახუმარო თემა მიეცა ბიჭს,რაც ისედაც არ აკლდა.
უკვე ყველა ცეკვავდა და ერთობოდა, სინათლეც თითქმის ჩამქრალი იყო, როცა ნიკოლამ ხელი ჩაჰკიდა ტატიანას და იქიდან გაიტაცა.
-რას აკეთებ?-გააშვებინა ხელი გოგომ, გარეთ რომ გავიდნენ.
-ვიპარებით,თორემ საქორწინო მოგზაურობაში დაგვაგვიანდება.
-ეგეც იქნება?მე ეგ არმინდოდა.
-მე მინდა,ათი დღე შვებულება მაქვს და სახლში,მითუმეტეს შენთან ვერ გავატარებ,ხომ ვიცი გამამწარებ. ჩაჯექი.-თითქმის ძალით ჩასვა მანქანაში.ცოტა უხეშად კი მოუვიდა.
-ცხოველო მეტკინა.
-ადამიანურად არ გესმის.
-უნდა დაიმსახურო,რომ ადამიანურად მოგექცე.
-გეხვეწები მითხარი რა ბზიკმა გიკბინა რომ წამში შეიცვალე?
-აი ეს მიხუთავს სულს,მახრჩობს-ხელი ასწია და საქორწინო ბეჭედი დაანახა გოგომ
ნიკოლამ მანქანა გააჩერა,ხელი მოჰკიდა და გამოაძრო ორივე ბეჭედი.
-ნუ ატარებ,ყველა არ არის ამის ტარების ღირსი,არც შენ ყოფილხარ როგორც ჩანს და სულელი ვარ ეს რომ დავუშვი გონებაში.-უთხრა გაბრაზებულმა და პიჯაკის ჯიბეში ჩაიყარა.
-რას ნიშნავს არც მე?კიდევ ვინმეს გაუკეთე ბეჭედი და მანაც უარი გითხრა? რა თქმა უნდა ასეა, გამოვიცანი.ამიტომ გაბრაზდი ასე.
-გაჩუმდი და ხმა აღარ ამოიღო.-ხმას აუწია კაცმა და ტატიანაც მოიკუნტა სკამზე.
-სად მივდივართ?-იკითხა ცოტა ხანში,გზა რომ არ ეცნო.
-ჩემს სახლში.
-რა მინდა შენს სახლში?აკი საქორწინო მოგზაურობაში მივდიოდით?
-უნდა გამოვიცვალოთ.
-მერე მისამართი შეგეშალა.ჩემი სახლი სხვა მხარესაა.
-დღეიდან აქეთაა და შენი ნივთებიც უკვე იქაა.უფრო სწორად ჩემი მშობლების სახლში.შენ იქ იცხოვრებ.მე ჩემს სახლში.
-საინტერესოა,შენ გადაწყვიტე ასე?
-დედამ.მე არაფერ შუაში ვარ,იფიქრა რომ რადგან ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ და არც რამე გრძნობა გვაკავშირებს ერთმანეთთან, გაგიჭირდება ჩემთან მარტო ცხოვრება და შეგუება. შესაბამისად სანამ გაშინაურდები მათთან იცხოვრებ.
-მადლობა ღმერთს ვიღაც მაინც ფიქრობს ჭკვიანურად და საღად.
-ესეგი მე არ ვფიქრობ?
-არ ვიცი..
-მაგიჟებს ეგ პასუხი…
-მაშინ ნუ მკითხავ.
-ნუ მეპასუხები.
-რასაც მინდა იმას ვიტყვი,ვერ დამიშლი.ისევე როგორც მე ვერ დაგიშლი.
ნიკოლა გაჩუმდა.კამათი საშიში ხდებოდა და არ უნდოდა რომ უფრო შორს წასულიყვნენ.
მანქანა მალე გააჩერა ავტოსადგომზე და შიდა ლიფტით ავიდნენ სასურველ სართულზე.საქორწინო კაბით მოძრაობა უჭირდა გოგოს,ფეხებიც სტკიოდა.მაგრამ ჯიუტად არ სთხოვდა დახმარებას მას.მითუმეტეს ნიკოლას მისი ჩემოდანი მოჰქონდა,რომელიც ქეთინომ მოუმზადა მგზავრობისთვის.
ინტერესით მოავლო თვალი სახლს. დიდი მისაღები,ნაკლებად დათვირთული ავეჯით,სადად მოწყობილი,ერთ ნაწილში სამზარეულოში გადიოდი,ბარიც კი ჰქონდა.მეორე მხარეს დახვეული კიბით ზემოთ ადიოდი სადაც ალბათ საძინებელი ან საძინებლები იყო, პირდაპირ კი მთლიანად სქელი მინის კედელი იყო და აივანზე ხვდებოდი იქიდან.საოცარი ხედი იშლებოდა, რამაც წამში მიიქცია მისი ყურადღება,
-ზემოთ ავიტან ჩემოდანს, გამოიცვალე,მოემზადე,დიდი დრო არ გვაქვს,
-როგორც მეტყვი.-უკან აედევნა და გაჭირვებით ავიდა კიბეზე.ზემოთ ორი კარი იყო,ერთმანეთის საპირისპიროდ.კიბიდან მარცხენა კარი შეაღო ნიკოლამ და იქ შეიტანა ჩემოდანი,ტატიანას ანიშნა შეგიძლია შეხვიდეო და თვითონ მარჯვენა კარში გაუჩინარდა.ნელა დაიძრა გოგო და ნელა შევიდა ოთახში.აქაურობაც ძალიან გემოვნებით იყო მოწყობილი,ისევე როგორც სხვა დანარჩენი.ნორმალური ზომის ოთახი,ხის ჩუქურთმებიანი ორსაწოლიანი,რომელსაც ორივე მხარეს პატარა ტუმბო ედგა და მასზე მაგიდის სანათები იყო მოთავსებული. საკმაოდ დიდი ზომის კარადა, კედელში ჩადგმული და ტელევიზორი. ასე თუ მოხიბლავდა სისადავე ოდესმე,ვერ წარმოიდგენდა.არადა ყოველთვის გადატვირთული სახლები უყვარდა.
სარკის წინ დადგა და კაბის გახდას შეცადა,მაგრას სულაც არ აღმოჩნდა მარტივი.საგულდაგულოდ შეკრული მჭიდრო კორსეტი ხელს უშლიდა. სცადა გახსნა,მაგრამ არ გამოუვიდა, სხვა გზა არ იყო,ნიკოლასთვის უნდა დაეძახა.დერეფანში გამოვიდა და კარზე დააკაკუნა.
-ნიკოლა..-დაუძახა ხმადაბლა. -ნიკოლა,-გაიმეორა,როცა პირველ დაძახებას სიჩუმე მოჰყვა. უეცრად კარი გაიღო და პერანგშეხსნილი ამირეჯიბი შერჩა ხელში.დაიბნა და ძლივს ამოილუღლუღა
-შეგიძლია კაბის გახდაში დამეხმარო? -ჰკითხა დარცხვენილმა.
-მოვალ ახლავე,შედი ოთახში და დამელოდე.
უკან დაბრუნდა და საწოლზე ჩამოჯდა თითებს დაუწყო წვალება.
ნიკოლამ პერანგი გაიხადა, თხელი, გრძელმკლავიანი მაისური გადაიცვა და ტატაიანას ოთახის კარი დაუკითხავად შეაღო.ხმაურზე გოგო შეშინებული წამოხტა და მის წინ აღმოჩნდა.
ჩუმად უმზერდნენ ერთმანეთს და ვინ იცის გულში რას ფიქრობდა ორივე. მერე ნიკოლამ დააღვია სიჩუმე, მიუახლოვდა გოგოს,ხელით შეაბრუნდა სარკეში გაუსწორა თვალი, მის უკან იდგა,ძალიან ახლოს,მისი სურნელი ცხვირის ნესტოებს უწვავდა, განსაკუთრებული იყო და ძნელად რომ დაგავიწყდებოდა ისეთი.ვერაფრით მიხვდა რისი სურნელი იყო ეს.წამით თავს ვერ სძლია და შიშველ მხარზე ჩამოუვა გოგოს ხელი,მკლავზე ჩაყოლა,თითებამდე ჩავიდა და მის თითებში ახლართა თავისი.დაიხარა და კისერში ჩარგო თავი,ცხვირის წვერი კანზე აუსვა,რასაც გოგოს მხრიდან მოსალოდნელი რეაქცია მოჰყვა და კანზე ეკლებმა დააყარა, დაბნეული იდგა ერთ ადგილზე და ვერ ინძრეოდა.ვნება ყველაფერზე ძლიერი იყო,თვალები დახუჭა იმის მოლოდინში,რომ ამას შესაძლოა სხვა გაგრძელება მოჰყოლოდა და შიშით ელოდა კიდეც.
მაგრამ თავს და სურვილებს სძლია ამირეჯიბმა,გამოერკვა და კაბის თასმა ნელ-ნელა შეხსნა.
ხელით დაიჭირა ტატიანამ წინიდან კაბა რომ არ ჩავარდნოდა და კაცის წინაშე არ დარჩენილიყო შიშველი.
ნიკოლამ თასმების შეხსნა დაამთავრა და სწრაფად გაუჩინარდა ოთახიდან.
გოგომ თავისუფლად ამოისუნთქა. მანამდე ეგონა რომ გულს მუშაობა შეეწყვიტა.ჩემოდანი გახსნა და პირველივე ტანსაცმელი ჩაიცვა,რაც ხელში მოხვდა…
თავი ცუდად იგრძნო ნიკოლამ და დატუქსა გონებაში,რას გიშვება ეს გოგო,რომ ვნებებს ვერ აკონტროლებო. თან იცმევდა და ჩემოდანს ალაგებდა. ყველაფერი აიღო და ოთახიდან გამოვიდა.
მაშინ შეეჩეხა ტატიანას,ისიც ოთახიდან გამოდიოდა.თვალი აარიდა გოგომ და თავი დახარა.
-ბოდიში,თავი უნდა შემეკავებინა.
-არაუშავს,ახლა მე შენი საკუთრება ვარ და შეგიძლია ის გააკეთო რაც მოგინდება.
-ასე არაა,შენ შენს თავს ეკუთვნი,მე არ ვაპირებ შენზე ძალადობას ან მბრძანებლობას.სისულელეა იმაზე ფიქრი,რომ გათხოვებით ქმრის საკუთრება ხდება ქალი. ისინი ერთმანეთს უნდა ეკუთვნოდნენ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ უყვართ ერთმანეთი და ქორწინება ნამდვილია.
-ესეგი უფლება მაქვს რაც მინდა ის გავაკეთო?
-კი თუ ძალიან ცუდ რაღაცეებს არ ჩაიდენ.
-რას გულისხმობ?
-ისე მოიქცევი როგორც ნამდვილ ლედის შეეფერება,როგორც ამირეჯიბების რძალს.
-შევთანხმდით.-ნაძალადევად გაუღიმა გოგომ
-მაშინ აი ეს აიღე,ვიცი რომ იქ წასვლა ძალიან გინდოდა და შენი ოცნება იყო. -ბილეთები მიაწოდა კაცმა.
-არ არსებობს,-იკივლა ტატიანამ როცა მიხვდა სადაც მიდიოდნენ,ხელები გაშალა და ნიკოლას კისერზე შემოეხვია.ძლივს მისწვდა და გაუაზრებლად აკოცა ლოყაზე.დაიბნა კაცი და ვერაფრის თქმა ვერ მოეხერხებინა.მხოლოდ ლოყაზე მოისვა ხელი და გაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე.
-საიდან გაიგე?
-მე ყველაფერს ვიგებ თუ ადამიანი მაინტერესებს, ასე რომ არც კი იფიქრო რომ ჩემს ზურგს უკან რამეს გააკეთებ.
-ესეგი არ მალავ რომ ჩემს მიმართ ინტერესი გაქვს?
-ეს ნორმალურია…შენ ხომ უკვე ჩემი ცოლი ხარ.
-ფიქტიური ცოლი.-შეუსწორა გოგომ
-ეს ხალხმა არ იცის…
-რადგან ასეა,მაშინ ჩემთვის რაღაც გაქვს დასაბრუნებელი.
-რაა?
-ბეჭდები,-ხელისგული გამოუშალა გოგომ და გაუღიმა.ნიკოლამ ჯიბიდან ამოიღო ორივე და ისევ ხელზე მოარგო.
-ასე უკეთესია,-დახედა გოგომ და ისევ გაუღიმა,-დაგიმტკიცებ,რომ მე ვარ ამის ტარების ღირსი.
-ჩემთან არაფერი გაქვს დასამტკიცებელი.შენ თქვი რომ ეს ქორწინება ფიქტიურია,ხოდა ვიცხოვროთ უბრალოდ მშვიდად. ერთმანეთს არ მოვაბეზროთ თავი და რაც მთავარია არ შევიძულოთ ერთმანეთი.
-მოლაპარაკება ძალაში ამ წუთიდან შედის,-გაუღიმა ტატიანამ.-წავიდეთ?
-წავიდეთ,-უპასუხა ნიკოლამ და ჩემოდნები აიღო.გოგოც უკან აედევნა.
ფრენა გამთენიისას იყო. რეგისტრაციის გავლის მერე ბარგი ჩააბარეს და თვითმფრინავში ავიდნენ.ისე იყო გადაღლილი ტატიანა,ნიკოლას მხარზე ჩამოეძინა.
კაცი უყურებდა მის ბავშვურ,უცოდველ სახეს და ეღიმებოდა.საბას ნათქვამი უტრიალებდა გონებაში და ერთმანეთს ებრძოდა აზრი იმაზე რომ ორი ტატიანა არ არსებობდა და ეს იყო მისი ნამდვილი სახე…
რომ გაეღვიძა თვითმფრინავი უკვე ეშვებოდა.თავი უხერხულად იგრძნო რომ მთელი ამდენი საათი ნიკოლას მხარზე ეძინა.ალბათ როგორ შეაწუხა.
-არ გეძინა?-ჰკითხა მერე.
-არა.
-ჩემს გამო?

-შენ არაფერ შუაში ხარ,მგზავრობისას ვერასოდეს ვერ ვიძინებ.
-მალე ჩავალთ?
-კი,აი ნახე გაიხედე,ეს მილანია, მილანის აეროპორტში დავეშვებით და მერე მატარებლით წავალთ, -ფანჯარაში გაახედა ტატიანა. თვითონაც გადაიხარა და გაიხედა. ისევ ახლოს იყო გოგოსთან.
-შენ აქამდეც ყოფილხარ აქ?-ჰკითხა მან და მოიხედა,პირდაპირ მის სახეს წააწყდა,იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა იგრძო და ცხვირის წვერითაც კი შეეხო მის ცხვირის წვერს.დაიბნა და სწრაფად აარიდა სახე,ნიკოლა სკამზე დაბრუნდა და ზურგით მიეყრდნო.
-კი ვყოფილვარ.
-მერე როგორია?
-აჯობებს შენი თვალით ნახო და შენ მომიყვე როგორია..
თვითმფრინავი დაეშვა.ბარგი აიღეს და აეროპორტიდან გამოვიდნენ. ცოტა დრო ჰქონდათ და მილანის პატარა ნაწილი დაათვალიერეს.კაფეში ისადილეს,მერე კი მატარებელში ჩასხდნენ და ვენეციისკენ წავიდნენ. დაახლოებით სამი საათი იმგზავრეს, როგორც კი მატარებელმა წყლის არხებს შორის დაიწყო სვლა მაშინვე მიხვდა რომ იქ იყო.
ემოციები მაშინვე შემოაწვა და სამყაროს მოსწყდა.გაბადრული უყურებდა ყველაფერს და სახიდან ბედნიერი ღიმილი არ უქრებოდა. ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ფოტოების გადაღება დაიწყო.
უყურებდა ნიკოლა და ისიც ბედნიერი იყო რომ მისთვის ასეთი სიხარულის მინიჭება შეძლო.
დანიშნულების ადგილზე მივიდნენ. ჩემოდნები აიღო ნიკოლამ და პირდაპირ სასტუმროსკენ წაიყვანა ტატიანა,საშინლად იყო დაღლილი და ძილი უნდოდა. აქ პირველი იმედგაცრუება ელოდათ ორივეს.
ნიკოლამ უაქცენტო იტალიურით სთხოვა კონსიერჟს მათი ოთახების გასაღებები.აღმოჩნდა რომ ახალდაქორწინებულების ლუქსი იყო დაჯავშნილი.მაშინვე შეატყო ტატიანამ სახეზე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-რა ხდება?
-რა ხდება და საბა უნდა მოვკლა.ორი ნომრის მაგივრად ახალდაქორწინებულების ლუქსი დაგვიჯავშნა.
ელდა ეცა ბერიძეს.
-ეს როგორ?ანუ ჩვენ ერთ ნომერში ვიქნებით?
-ასე გამოდის,თავისუფალი ოთახები არ აქვთ.
-რა ვქნათ?როგორ მოვიქცეთ? -სასოწარკვეთილმა იკითხა ტატიანამ.
-ქუჩაში ხომ არ დავრჩებით?უნდა შევიდეთ,იქ როგორმე მოვრიგდებით.
როგორც კი კარი გააღო ნიკოლამ და მაშინვე თვალი მოსჭრა სხვადასხვა ფერის ანთებულმა სანთლებმა, იატაკზე მიმობნეულმა ვარდის ფურცლებმა,ლამაზად გაწყობილმა მაგიდამ,რომელზეც ასევე სანთლები ენთო.საწოლზე დაყრილ წითელი ვარდის ფურცლებს გულის ფორმა ჰქონდა.ეს ყველაფერი ერთი შეხედვით იდეალურ გარემოს ქმნიდა.
აღფრთოვანდა ტატიანა და სასწაულად მოეწონა ეს ყველაფერი, ალბათ გაუხარდებოდა კიდეც ეს რომ ნამდვილი ქორწინება ყოფილიყო და სიყვარულით გაჰყოლოდა მას ცოლად.
სინათლე აანთო ნიკოლამ,კარი დახურა და სათითაოდ ჩააქრო სანთლები.
-ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი მოხდება,ასე რომ იმაზე შევთანხმდეთ ვინ სად დაწვება.
-მე საწოლზე,-დაასწრო ტატიანამ.
-ეგოისტო.-გაეცინა ნიკოლას.-ამხელა კაცი აბა ამ პატარა დივანზე როგორ დავეტევი?აჯობებს პირიქით იყოს.
-როგორი ჯენტლმენი ხარ გავოცდი პირდაპირ.-ირონიულად უპახუხა გოგომ
-კარგად იცი რომ ასეთი ვარ,უბრალოდ რატომ უნდა ავიტკივო წელი,როცა შენ იქ თავისუფლად მოთავსდები?თუ არ გაწყობს მაშინ საწოლი გავიყოთ.
-კარგი ხოო,-ბუზღუნით უპასუხა გოგომ,-იმედია საბაზანოს მაინც დამითმობ.
-მიბრძანდი.
სანამ ტატიანა ჯაკუზში ნებივრობდა,მანამდე ნიკოლამ ტანსაცმელი გამოიცვალა და საწოლზე წამოწვა.ღამენათევს და დაღლილს ზემოდანვე მიეძინა.
-შეგიძლია მიბრძანდე,-დაუძახა ნიკოლას,მაგრამ მან ხმა რომ არ გასცა,მეორედ გაუმეორა.აღმოჩნდა რომ ეძინა,საწოლზე მობუზულიყო. შეეცოდა,გადასაფარებლის მეორე ბოლოს მოჰკიდა ხელი გადააფარა და დამშვიდებულმა მანაც ნიკოლას მიბაძა, დასაძინებლად დაწვა.
********3********
საღამოს პირველს ნიკოლას გაეღვიძა. საათს დახედა. დიდხანს მძინებია,ალბათ ეს პლედიც ტატიანამ დამაფარაო გაიფიქრა და ფრთხილად წამოდგა რომ არ გაეღვიძებინა გოგო. სააბაზანოში გაუჩინარდა, იქიდან რომ გამოვიდა გაღვიძებულიც დახვდა და წასასვლელად გამზადებულიც.
-სადმე მიდიხარ?
-აქ დასაძინებლად და ნომერში დასარჩენად არ ჩამოვსულვარ.
-მოიცადე,მეც მოვემზადები და გავიდეთ გარეთ.რამე ვჭამოთ, მოგშივდებოდა.
-კარგი,როგორც გინდა,წამოდი.
-იმედია ისევ თავიდან არ დავიწყებთ.
-არა,აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ რომ შენთან ჩხუბში დავკარგო დრო. მაგისთვის თბილისში მოგხედავ,- გაეცინა და პატარა ზურგჩანთა აიღო.
ნომრიდან ერთად გამოვიდნენ. ნიკოლამ კონსიერჟს სთხოვა მათი ოთახი დაელაგებინათ და ის ყველაფერი იქიდან გაექროთ.
-ასეთი სიმკაცრეც არ იყო საჭირო.ეს მათი საქმეა და რაც ევალებოდათ ის გააკეთეს.
-როცა მშია თავს ვერ ვაკონტროლებ. -მომხიბვლელად გაუღიმა მან.
-ესეგი ტიპიური ქართველი მამაკაცივით ხარ,შენი გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის.
-სულაც არ არის ასე,არ ვთვლი თავს ჩვეულებრივ ქართველ მამაკაცად, ვფიქრობ მათზე ცოტა წინ ვარ და განვსხვავდები მათგან.
-საკუთარ თავში როგორ ხარ დარწმუნებული.
-ვაღიაროთ რომ ამაზე ჩემი ფინანური მდგომარეობა გარკვეულ გავლენას ახდენს.
-რაც არ უნდა ვიუაროთ ნამდვილად ასეა.მაგრამ ფული არაა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.მთავარი სხვა რამეა,მაგალითად ადამიანური ურთიერთობები.
-მერე როდის დაინახე ჩემში რომ ადამიანებს ცუდად ვექცევი ან ჩემი მდგომარეობით ბოროტად ვსარგებლობ?
-ისარგებლე,როგორ არა,აბა კარგად დაფიქრდი და მიხვდები.
-არ მახსენდება,მართლა.გამახსენე…
-კარგი დაივიწყე,ვითომ არაფერი მითქვამს.
ნიკოლამ უახლოეს რესტორანში შეიყვანა,მათ ენაზე მიესალმა მიმტანს და შერჩეული ადგილის დაკავების შემდეგ შეკვეთა მისცა.
-ეს რა არის?-ჰკითხა ტატიანამ,როცა მის წინ ლამაზად გაფორმებული რამდენიმე უცხო კერძი დადგეს.
-ეს მათი ნაციონალური კერძებია, გირჩევ გასინჯო,არ ინანებ,ძალიან მოგეწონება.ეს კი მათი სასმელია.
-მე მერჩივნა ექსპერიმენტებისგან თავი შემეკავებინა და რაც ვიცი ის მეჭამა, მაგრამ ჯანდაბას გავსინჯავ, რადგან შენც გასინჯული გაქვს და ცოცხალი ხარ.
-აი შენი ასეთი შავი იუმორი უკვე მაგიჟებს.იმედი მაქვს მოთმინება არ მიღალატებს და მშვიდობით დავბრუნდებით უკან.
-არ გაქვს ნერვები წესრიგში,-თან ილუკმებოდა ტატა და თან ენას არ აჩერებდა.-ხშირად უნდა გამოხვიდე კაბინეტიდან გასართობად,თორემ ხედავ რა დღეში ხარ?
-გართობა არ მაკლია..
-მე იმ ბებრულ წვეულებებზე არ გეუბნები შენ რომ დადიხარ.
-რა იცი სად დავდივარ?
-ვიცი,პირველივე შეხვედრაზე ისეთ რესტორანში წამიყვანე,სადაც არც ერთი ახალგაზრდა წყვილი არ შემიმჩნევია,ალბათ როგორი სასაცილოები ვიყავით ამდენ ასაკოვან ადამიანში ჩვენ რომ ვიჯექით მხოლოდ.
-სასაცილოს ვერაფერს ვხედავ ადამიანების ასაკში.ისინი ისე ერთობიან როგორც უნდათ.
-მეც მაგას გეუბნები მერე.მათნაირად რომ ერთობი შენც ახალგაზრდა კაცი.
-აქამდე მეც ბებერს მეძახდი.-გაეცინა ნიკოლას.
-ნუ კარგი,ცოტა ბებერი ხარ, -სასაცილოდ მოჭუტა თვალები გოგომ. ამირეჯიბმა თავი ვერ შეიკავა ისეთი საყვარელი იყო იმ დროს და მანაც გაიცინა.
-აბა რას მთავაზობ შენ?
-წავიდეთ, გავისეირნოთ,აქაურობა დავათვალიეროთ.
-ახლა გვიანია,სასტუმროში დავბრუნდეთ.აქ ამ დროს თითქმის ყველაფერი იკეტება.გვიან არაფერი არ ხდება.აი ხვალ კი დამიჯერე დაიღლები იმდენი რამეა სანახავი.
-ასე ადრე?-მოიღუშა გოგო.
-აქ ცხოვრება დილით იმდენად ადრე იწყება,ეს ჩვენ გვიკვირს,თორემ მათთვის უკვე გვიანია.ეს ჩვენ ვართ ზარმაცები,აქ ხალხი მაშინ იღვიძებს, მზე რომ ამოვლას იწყებს.
-კარგი ჯანდაბას,დავბრუნდეთ სასტუმროში.-ჩაილაპარაკა იმედგაცრუებულმა.
ვახშამს დესერტი მიაყოლეს.მერე ნიკოლამ ანგარიში გაასწორა და უკან გამოვიდნენ.
თითქმის ცარიელი იყო ქუჩები,ხალხი კანტი-კუნტად მოძრაობდა. ალბათ ისინი იყვნენ,ვინც შედარებით გვიან ამთავრებდა მუშაობას.ზოგიერთ გზააბნეულ ტურისტსაც შენიშნავდით.
უკან ფეხით გამობრუნდნენ,ჩუმად მიუყვებოდნენ ვენეციის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩას.მერე შედარებით განიერ ქუჩაზე გავიდნენ და ფართო მოედანზე მოხვდნენ.მეორე ბოლოში მათი სასტუმრო მდებარეობდა.ულამაზესი იყო ღამით ეს ყველაფერი,.
-ეს აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე?
-იმიტომ რომ საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავ და ჩემთან კამათით ხარ დაკავებული.
-მშვენივრად ვხედავ ყველაფერს რისი დანახვაც მინდა.
-მაინც რას ხედავ?
-იმას რომ მოგწონვარ,მაგრამ საკუთარ თავსაც არ უტყდები.
ნიკოლას ხმამაღლა გაეცინა.
-შენნაირი ბავშვი,თანაც უზრდელი არ შეიძლება მომეწონოს.
-ეს უკვე შეურაწყოფაა და გაფრთხილებ რომ თუ კიდევ ერთხელ მეტყვი ასე,მერე მართლა დაინახავ ჩემს გიჟ სახეს..
-ოჰ,გეწყინათ?თუ გაბრაზდით?-ირონია არ დააკლო ნიკოლამ.
-ზავის პირობებს არღვევთ ბატონო ნიკოლა,რაც ძალიან არ მომწონს.
-კარგი,ვჩუმდები.ხმას არ ამოვიღებ.
სასტუმროში ისე მივიდნენ და ნომრამდე ხმა არ ამოუღიათ. გამოიცვალეს და ორივე თავისთვის გაარტოვდა. საბედნიეროდ ოთახის სიდიდე აძლევდათ ამის საშუალებას. ყველაზე მეტად ტატიანას რაც მოეწონა,ეს დიდი აივანი იყო,სადაც კომფორტული სარწეველა სკამები იდგა მაგიდასთან ერთად და დეკორატიული ყვავილებით გაწყობილი მოაჯირი და აივნის კედლები.შეგეძლო მჯდარიყავი და მშვიდად დამტკბარიყავი ამ სილამაზით,რაც აქედან ჩანდა.
სკამზე მოეწყო და ტელეფონი მოიმარჯვა,ჯერ დედას დაურეკა, ხანმოკლე იყო მათი საუბარი. მერე ნანკას,დიდხანს იჭორავეს გოგოებმა, უყვებოდა თავის ემოციებს და განცდებს.ნიკოლაზე სიტყვა არ დასცდენია.
-სად არის შენი ქმარი?-სიტყვა ჩამოუგდო ნანკამ
-არ ვიცი,თან მაგ სიტყვას ნუ ახსენებ რაა,მბურძგლავს.
-რატო გოგო?ჰაა,მომიყევი რამე ხო არ მოხდა თქვენს შორის.
-ჩუმად,არ გაიგოს.რა გაყვირებს? -ტატიანა სკამიდან გადმოიწია და მინის კარში შეიხედა.როგორც ჩანს ნიკოლას არაფერი გაუგია. მაგიდასთან იჯდა და ლეპტოპში რაღაც ფაილი ჰქონდა გახსნილი, სავარაუდოდ სამსახურის.
-მუშაობს აქაც.ხო იცი ეგ როგორია? მისთვის სამსახური და საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, უჟმურია,სულ იჯღანება და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალით ვაკეთებინებ ყველაფერს…
-ერთმანეთისთვის უცხოები ხართ და რატომ გიკვირთ?დრო გჭირდებათ, კარგად რომ გაიცნობ, მერე ასე აღარ იქნება,იქნებ მოგეწონოთ კიდეც ერთმანეთი.
-ეს მომეწონოს მე?კარგი რაა.ვითომ არ იცი ჩემი გემოვნება,ჩვენს შორის იმხელა ასაკობრივი სხვაობაა და ისეთი განსხვავებულები ვართ..
-სწორედ ამიტომაც რომ განსხვავებულები ხართ,ერთმანეთს შეავსებთ.აბა სად გინახავს ორი იდენტური ადამიანი.
-მაინც მგონია რომ არაფერი გამოგვივა,მე გართობის, მხიარულების,სიგიჟეების მოყვარული ვარ,ის კი სერიოზული პიროვნება, რაღაცნაირი უემოციო..
-სად გაქვს გოგო შენ თვალები? მეტი რაღა ემოცია გინდა?კაცი რომ დადის მის გარშემო ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს.ისეთი ქარიზმატული და მამაკაცურია,ისეთი მომხიბვლელი..ჯერ მარტო ქორწილში ხელი რომ გაშალა და იცეკვა,ყველა თუ არა,სტუმრების უმეტესობა, შენს ადგილზე ყოფნას ნატრობდა.
-ხო მაგით მართლა გამაკვირვა.
-ხოდა ნუ ხარ ასეთი დაუკვირვებელი და ცანცარა,მიხედე მაგ კაცს.
-არა,არა და არა,ჩვენს შორის არაფერი არ იქნება არასდროს გაიგე ადამიანო,გაიგე? ერთი სული მაქვს მამამ ის ვალი დაფაროს,რომ გავშორდე და მისი უჟმური სახე აღარ დავინახო.
-უკაცრავად,მგონი ცუდ დროს მოვედი, -მოესმა ზურგს უკან და მაშინვე ენაზე იკბინა. დაუმშვიდობებლად გაუთიშა ნანკას ტელეფონი და დაბნეული წამოდგა.
ნიკოლას ხელში ორი ჩაის ჭიქა ეჭირა და გოგოს უმზერდა.ტატიანამ იმედგაცრუება ამოიკითხა მის სახეზე.
-მე მინდოდა ჩაი დაგველია ერთად, მაგრამ როგორც ჩანს გაწუხებ და არ გსიამოვნებს ჩემი გარემოცვა. ხელს არ შეგიშლი,მარტო დაგტოვებ.
ჭიქა მაგიდაზე დადგა და მოტრიალდა.
-არა,არა,შენ არასწორად გაიგე. წინ გადაუდგა გოგო
-ის გავიგე რაც უნდა გამეგო და სიმართლე გითხრა გულის სიღრმეშიც ვიცოდი.
-არ მინდოდა შენი წყენინება,მართლა.
-შენ არაფერ შუაში ხარ,არც მწყინს. სამწუხაროა,რომ მამაშენის გამო შენ ამაზე დათანხმება მოგიწია.რომ ამის ატანა გიწევს.არაუშავს.როგორც კი თავისუფალი ოთახი გამოჩნდება გადავალ,არც მოგაწყენ,პირიქით, ვეცდები კარგი დრო გაატარო და შენი საოცნებო ქალაქიდან ისეთი ემოციებით და მოგონებებით დაბრუნდე,როგორსაც ელოდი და არასოდეს დაგავიწყდება.
-ასე ნუ ლაპარკობ,თორემ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.-მიხვდა რომ ძალიან აწყენინა.
-არა,მომისმინე ბოლომდე.ეს ბეჭედი, -ასწია ხელი,-ეს ბეჭედი ნიშნავს იმას რომ ჩვენს თავებს აღარ ვეკუთვნით, ახლა ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულები და ისეთივე მყარად უნდა ვიყოთ შეკრულები, როგორც ეს რგოლია, ეს ჩემთვისაც რთულია,ისევე როგორც შენთვის, მაგრამ მე არ ვლაპარაკობ ამაზე საქვეყნოდ და მითუმეტეს ჩემს მეგობრებთან რომ ვერ გიტან. ასე თუ ისე ჩვენ უკვე ოჯახი გვქვია და არ მსიამოვნებს,როცა ვიღაცას ეუბნები რომ გეზიზღები.
-მოიცა შენ მართლა ვერ მიტან?
-ამდენი ლაპარაკიდან მარტო ეგ გაიგე?-გაეცინა ნიკოლას.-მერე მეტყვი ბავშვი არ ვარო.
-დიახაც არ ვარ,.
-ესეც ბავშვის სიტყვებია და ბავშვური ქცევა.
ტატიანა გაჩუმდა,მიხვდა რომ ასე გაჯიუტებით და ფეხების ბაკუნით არაფერი გამოუვიდოდა და თავი დახარა.ცრემლი მოადგა თვალზე და რომ არ შეემჩნია მას,მიბრუნდა და ქალაქს გადახედა,ეგონა წავიდოდა ამირეჯიბი,მაგრამ გვერდით რომ ამოუდგა,დაიბნა და ძლივს აიყვანა თავი ხელში,რომ მას არაფერი შეემჩნია ან არ ეგრძნო.
-მეგონა წახვედი.-მაინც ვერ დამალა თავის განცდები ბოლომდე.
-როგორ წავიდოდი,როცა შენ ტირიხარ.
-საიდან მიხვდი?-შეხედა თვალებგაფართოებულმა.
-ეჰ,ტატიანა,ეჰ,რა გამოუცდელი ხარ. -გაეღიმა მას.-მოდი ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ ყველაფერზე რაც გაწუხებს,რისი თქმაც გინდა და ვერ ამბობ,თუ გინდა ის გავაკეთოთ რისი გაკეთებაც გინდა და ვერ აკეთებ.
-რას გულისხმობ?
-თუნდაც შენს პირველ კოცნას…ნუ მიყურებ ასე და ნუ გაწითლდი, ვიცი რომ მართლა პირველი იყო,ვერ მომატყუებ,ამ საკითხში საკმაოდ გამოცდილი ვარ,მაპატიე რომ ის დაუკითხავად მოგპარე,ალბათ სხვანაირი წარმოგედგინა.სხვანაირ გარემოში,უგონოდ შეყვარებული როგორ აკოცებდი საყვარელ ადამიანს.მე კი ის დაუკითხავად მივითვისე.ბოდიშს გიხდი,მაგრამ სხვა გზა არ იყო.არ ვიცი ამის გამო მიბრაზდები თუ იმის გამო,რომ ჩემს სახლში წამიერი სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ მეგონა რომ ეს გავიარეთ და დავზავდით.
-არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი. სხვანაირად მოქცევა მინდა და სხვანაირად გამომდის,სხვა რამე მინდა ვთქვა,მაგრამ სხვას ვამბობ, არადა რეალურად სულაც არ ვფიქრობ ასე.არც მეზიზღები, არც გიბრაზდები იმ კოცნის გამო. გამოგიტყდები ასეთი გრძნობა არასოდეს მქონია,რაც შენი კოცნის მერე.ალბათ ამიტომ ვარ დაბნეული. არ ვიცი.ვერ ვხსნი,ან დრო მჭირდება რომ გავაანალიზო მარტო აღარ ვარ,არც თავისუფალი და მხოლოდ საკუთარ თავზე ვეღარ ვიფიქრებ,შენ და შენს რეპუტაციასაც უნდა გავუფრთხილდე.
-ეს სულ არ მადარდებს მე.როცა შენს ცოლად მოყვანაზე დავთანხმდი, დაახლოებით ვიცოდი რა ლამაზი, მაგრამ ამავე დროს გიჟი,გადარეული და უცნაური იყავი.მე შენ ვერ შეგცვლი. შენ თუ არ გენდომება რომ საკუთარ საქციელზე პასუხი აგო და დაფიქრდე.
-ვეცდები,რომ ამას შევეგუო, სხვანაირად მოვიქცე,ოღონდ შენც დამპირდი რომ ცოტა ყურადღებას მომაქცევ და მარტო არ ვიქნები.სულ საბუთებში და კომპიუტერში არ იქნები ჩამძვრალი.
-პატარა ეგოისტი ქალბატონი ხარ, -გაეცინა ნიკოლას.-
-რატომ ფიქრობ ასე?
-იმიტომ რომ როგორც კი ყურადღება არ მოგაქციე,მაშინვე გეწყინა.არადა კომპიუტერთან იმიტომ ვიყავი რომ მინდოდა რამე ფილმი შემერჩია და ერთად გვეყურებინა.
-მართლა?გიყვარს ფილმების ყურება?
-ძალიან და თავისუფალ დროს კინოშიც დავდივარ,დიდ ეკრანზე მაინც სულ სხვაა.
-რა მაგარია,-ტაში შემოჰკრა ტატიანამ და სახე გაუნათდა,-ესეგი რაღაც საერთო მაინც გვქონია.
-მაშინ წამოდი და ვუყუროთ, ვიმედოვნებ რომ კარგი ფილმი იქნება.
საწოლზე კომფორტულად მოკალათდნენ, სასაზღვრო ზოლიც კი გაავლო ტატიანამ.ნიკოლა დასცინოდა.მერე ფილმი ჩართეს, საინტერესო იყო და სასაცილო. იცინოდა ტატიანა და ნიკოლას ეხუტებოდა,სულ დაავიწყდა საზღვარიც და ყველაფერი.ახლა მხოლოდ ის და ნიკოლა იყვნენ.
მერე სხვა ფილმი ჩართეს.აქ ვეღარ გაძლო გოგომ,ძილი მოერია და ისევ მის მხარზე ჩამოეძინა,ფრთხილად დააწვინა ნიკოლამ,საბანი გადააფარა და თვითონ დივანზე გადაწვა.
ძილმა გვიან მოაკითხა,მაგრამ ისეც არ დასძინებია,რომ მეორე დღეს ტატიანას გაღვიძება დაესწრო მისთვის.
ჯერ კიდევ ღრმად ეძინა გოგოს,როცა საუზმე მოიტანეს ოთახში.ისევ ისეთი გაფორმებით და ყვავილებით. გაეცინა,იცოდა ესეც საბას ნამოქმედარი იყო,მის მახვილ თვალს არ გამორჩენია ის რომ,სასტუმროში სულაც არ იყო ბევრი ხალხი და ეჭვი ჰქონდა რომ თავისუფალი ოთახებიც იყო,მაგრამ ადმინისტრაციამ განუცხადა უარი.ესეც საბას ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა ზუსტად იცოდა.ნამდვილად არ ელოდა კარგი დღე მისი უკან დაბრუნების შემდეგ….
თვალი რომ გაახილა,ნიკოლა დაინახა,სავარძელში იჯდა მის პირდაპირ,გაუღიმა და ამ ღიმილმა წამში დაავიწყა ყველაფერი.
-დილა მშვიდობისა მძინარა.
-რომელი საათია?-იკითხა და საწოლში გაიზმორა.
-საუზმის დროა.ადექი,მოემზადე და აივანზე გელოდები.
-რამე გამოვტოვე?
-კი,შენ ჩემს ადგილზე გეძინა,მე კი დივანზე და სიმართლე გითხრა საკმაოდ არაკომფორტული იყო.
-მაპატიე,ჩამეძინა,რატომ არ გამაღვიძე?
-ვერ გაგაღვიძებდი,ძლივს გნახე დამშვიდებული,რომ არ იკბინებოდი და მაგას როგორ ვიზავდი?-გაეცინა კაცს.
-ბოროტი ბიძია ხარ შენ,-გაიცინა ტატიანამ და წამოდგა.პირდაპირ სააბაზანოში შეაჭრა,
-მალე გამოდი,-მიაძახა ნიკოლამ და აივანზე გავიდა.ჯერ კიდევ სასიამოვნოდ გრილოდა.მზე ისე ძალიან არ აჭერდა…
აი ტატიანა რომ გამოვიდა,მზემაც დაკარგა თავის სილამაზე და ყველაფერმაც,ირგვლივ ვერაფერს ვერ ხედავდა.ულამაზესი იყო გოგო კრემისფერ,მოკლე წვრილბრეტელებიან კაბაში.გრძელი თმა მხრებზე ეფინა და ხელით ისწორებდა.მის წინ დაიკავა ადგილი და სუფრას გადახედა.
-რა ლამაზია,-ყვავილს დასტაცა ხელი და დასუნა.
-აკი არ მიყვარს ყვავილებიო?
-ნუ შენგან მოტანილს შევიყვარებ, -წამოისროლა უცებ და გაჩუმდა მის გაფართოებულ თვალებს რომ წააწყდა.
-იცი ტატიანა ადამიანის ენას ერთი განსაკუთრებული რამ ახასიათებს.
-რა?
-ის რომ ყოველთვის წინ უსწრებს გონებას და გულის სათქმელს ამბობს.
-მე ეგ თვალებზე ვიცოდი.
-ჯერ მე შენს თვალებში არ ჩამიხედავს ისე რომ ეგ დამენახა,აი ენამ კი გაგცა,-გაიცინა ნიკოლამ და პიცის მოზრდილი ნაჭერი გადაიღო თეფშზე.
-ძნელია ჩემი თვალების დანახვა, მაგრამ იქ თუ ჩაიხედავ შეიძლება ბევრი რამე დაინახო.
-მაგალითად..
-კარგი არაფერი,მოდი უბრალოდ მშვიდად ვჭამოთ.
-რატომ გეშინია იქ სხვა ვინმე არ დავინახო?მაგალითად დიტო?
ტატიანა გაშრა და ლუკმა ყელში გაეჩხირა,ძლივს გადაყლაპა,სახეზე გამოხატული ცვლილება შეუჩნეველი არ დარჩენია ამირეჯიბს.გოგო წამოდგა, მიაუხლოვდა,სკამის სახელურს დაეყრდნო და ჰკითხა:
-და შენს თვალებში რომ ჩავიხედო,იქ ლიკა ქავთარაძე ხომ არ დამხვდება?
გაოცდა ნიკოლა,როგორც ჩანს საკმაოდ ჭკვიანი იყო გოგო და მასზე რაღაცეებიც იცოდა.თვალი თვალში გაუყარა და ჯიუტად ჩააცქერდა იქ, რამდენიმე წამს უყურა,მერე კი უპასუხა?
-კარგად ყოფილხარ ინფორმირებული.
-ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია,
-ჯიუტი ვინმე ხარ.
-ესეც ჩემი ერთ-ერთი თვისებაა.თან ყველაზე ცუდი რაც კი გამაჩნია იმ საშინელ თვისებებს შორის.
-მეც მაქვს ერთი საშინელი თვისება, -ქვემოდან უყურებდა კაცი.-ვერ ვიტან როცა ქალი ზემოდან მიყურებს და მბრძანებლობს.ასეთ დროს თავს ვერ ვაკონტროლებ. -მკლავში ჩაავლო ხელი ტატიანას და თავისკენ დაქაჩა, დაიბნა გოგო და მის მუხლებზე აღმოჩნდა,კისერში მოჰკიდა ხელი და ტუჩებზე ველურივით დააცხრა. გამოუცდელ ტატას თავბრუ დაეხვა და სამყაროს მოსწყდა. ხელებში ჩაადნა ნიკოლას. სიამოვნებისგან კვნესა აღმოხდა და ამან გონს მოიყვანა კაცი.
-ეს იმიტომ რომ როცა შენს თვალებში ჩავიხედავ,იქ ჩემს გარდა არავინ უნდა დავინახო სხვა.
-ეს რას ნიშნავს?მოთხოვნებს მიყენებ?ამდენს როგორ ბედავ?რა უფლებით მკოცნი?-აბობოქრდა გოგო,მის მკლავებს თავი დააღწია და დოინჯშემორტყმული დაუდგა წინ.
-იმ უფლებით,რასაც შენი ქმრის სტატუსი მაძლევს.
-ოჰ,ჯანდაბა,ისევ ეს.აღარ მინდა არაფერი,ვერ გიტან,შეგიძლია მარტომ ისაუზმო.
-მე კი ვფიქრობ რომ ძალიანაც მოგწონვარ,-მიაძახა კაცმა და გაეცინა.
რომ მიხვდა ტატიანას გაბრაზება არ გადაუვლიდა,საჭმელი თეფშზე დააწყო და ოთახში შევიდა.გულში გაუბრაზდა საკუთარ თავს,როცა საწოლზე მიწოლილი და მტირალი ტატა დაინახა.იქვე დადო ლანგარი და საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა.ტატიანა არ გადმობრუნებულა,ისევ ისე იყო
-ვერ ვიტან როცა ქალი ტირის.
-ნუ ამატირებდი.,-უპასუხა სლუკუნით.
-ნუ გამომიწვევდი.
-ისევ აგრძელებ,-წამოჯდა საწოლში.
-არ მეგონა ყველაფერზე თუ იტირებდი,არადა გამბედავი ჩანდი? -მის გასამხნევებლად მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
-არც მე,არ ვიცი რატომ ვტირი ყველაფერზე,სულ ასე მემართება, როცა ჩემი ვერ გამაქვს ან ვერ ვაკეთებ იმას რაც მინდა.
-ამას ახლა ტყუილს ამბობ.ეს შენც გინდოდა.ჯანდაბა,რა მჭირს,შენთან პატარა ბიჭივით ვიქცევი
-მეც ეს მჭირს და ამიტომ ვტირი,შენ ვერ გჯობნი,არაფერს მითმობ.-ისევ გახსნა შუბლი ბერიძემ.
-კარგი,ოღონდ შენ არ იტირო და ყველაფერს დაგითმობ,ნუ თითქმის ყველაფერს.-მის დაყოლოებას შეეცადა კაცი.
-მართლა?ვაუუ,რა მაგარია,-ხელები ფართოდ გაშალა და კისერზე მოეხვია. მერე სწრაფად მოშორდა,ისე რომ გააზრებაც ვერ მოასწრო რა გააკეთა, თვალების ფახულით ჰკითხა:
-დღეს ხომ წავალთ ქალაქის დასათვალიერებლად?
-კი,აუცილებლად.მიდი ჩაიცვი და წავიდეთ,გელოდები,ოღონდ დიდხანს არ მალოდინო.
-მართლა?
-კი ,მართლა,მიდი,სწრაფად,თორემ გადავიფიქრებ.
გოგო საწოლიდან წამოფრინდა და სააბაზანოსკენ გავარდა.მერე გაახსენდა რომ ტანსაცმელი იქ არ ჰქონდა,უკან გამოვარდა,ხელი დაავლო რამდენიმეს ერთად და ისევ კარში გაუჩინარდა.ეღიმებოდა ნიკოლას მის საქციელზე და ბავშვურობაზე,თან თვითონაც იცვამდა.
რამდენიმე წუთი დასჭირდა ტატიანას მომზადებას.ჯინსის მოკლე შორტი და ამოღებული მაისური ჩაეცვა და სპორტული ფეხსაცმელი,რომ სიარული არ გასჭირვებოდა. ნიკოლას დანახვაზე გაოცება ვერ დამალა.
-ასეთს იმედია ხშირად გიხილავ,და არა ისეთს სულ კლასიკურ ფორმაში გამოწყობილს.
-აქ შეიძლება,იქ არა მგონია.
-რატომ?
-ბევრს ილაპარაკებ კიდევ?ხომ არ გადავიფიქრო?
-არა,არა,წავიდეთ.-პატარა ცხვირზე მზის სათვალე დაიკოსა და უკან აედევნა ნიკოლას…
ვენეცია მუზეუმია ,ქუჩები - ხელოვნების ნიმუში, ხედები - დაუვიწყარი.ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა ტატიანას,როგორც კი სასტუმროდან გამოვიდნენ და მთავარ მოედანზე მოხვდნენ.ნიკოლა მეგზურობის გარდა გიდობასაც უწევდა და უხსნიდა რა და როგორ იყო.
დაათვალიერეს მთავარი მოედანი „სან მარკო“,აქვე ახლოს მდებარე „სან მარკოს ბაზილიკა“ და „ზარების კოშკი“. დრო სწრაფად გაეპარათ, ტატიანა ვერ ძღებოდა ამ სილამაზის ყურებით,საოცრად ბედნიერი იყო, აღფრთოვანებული შესცქეროდა თითოეულ ხელოვნების ნიმუშს და ქანდაკებას და მათი სილამაზით ტკბებოდა.სულ არ ახსოვდა ნიკოლა და არც ის რომ მთელი დღე გასულიყო თითქმის და არაფერი ეჭამათ.
თითქმის ძალით შეიყვანა პირველივე რესტორანში. ენას არ აჩერებდა,სულ ნანახზე საუბრობდა და ჭამაც ავიწყდებოდა. ნიკოლა ახსენებდა.
იქიდან სასტუმროში დაბრუნდნენ. ფეხები სტკიოდათ ორივეს.ცხელმა შხაპმა დაღლილობა მოუხსნათ,მერე სახლებში დარეკეს ორივემ.მოკლედ მოუყვნენ დღევანდელი დღის შესახებ,მერე ცოტა ხანს ფილმს უყურეს და დასაძინებლად დაწვნენ.გადაღლილებს მალე ჩაეძინათ. .
დილა ტელეფონის ზარით დაიწყო. ნიკოლას ტელეფონი რეკავა.ორივეს გაეღვიძათ. საბას ნომერი რომ ამოიცნო,ისე გადაირია,ტატიანას გაუკვირდა კიდეც როგორი გაბრაზება სცოდნიაო.
აღარ დაეძინათ არც ერთს. უფრო მშვიდი დილა ჰქონდათ.ისაუზმეს.მერე მოემზადნენ და ისევ ქალაქში გავიდნენ.ფეხით იხეტიალეს ისევ. ამჯერად ერთმანეთში საუბარიც გამოუვიდათ,აღარ კამათობდნენ. მთელი დღე ფოტოაპარატს ატრილებდა ხელში და ხან მარტო იღებდა ფოტოებს,ხანაც ნიკოლასთან ერთად.სხვა გზა არ იყო,სოციალურ ქსელშიც უნდა აეტვირთა,ხალხის სალაპარაკო ხომ არ გავხდებიო.მერე მთელი დღე აღარ გახსენებია ტელეფონი,საღამოს სახლში რომ დაბრუნდნენ,მაშინ კი დახვდა ერთი ამბავი.ნახევარი უნივერსიტეტი მაინც სწერდა პირადში,ფოტოზე უამრავი მოწონება და კომენტარი იყო.ზოგი კარგი,ულოცავდნენ,ზოგი პირიქით.
ეს ყველაფერი რომ მობეზრდა, ტელეფონი გვერდით გადადო და დაძინება სცადა.
-ნეტავ თუ სჯერათ რომ ეს ქორწინება ნამდვილია?-ვერ მოისვენა და მაინც ჰკითხა.
-ვის?-გადმობრუნდა მისკენ ნიკოლა და გაკვირვებულმა ჰკითხა.
-ხალხს..
-გაინტერესებს ხალხის აზრი?
-დიდად არა,
-ხოდა მაშინ თავს ნუ გადაიღლი მაგაზე ფიქრით,დაიძინე..
გვიან ჩაეძინა,ამის მიუხედავად არ გასჭირვებია დილით სასურველ დროს გაღვიძება…
დასაწყისი ყოველი დილის ერთნაირი იყო,მაგრამ აი გაგრძელება ყოვეთვის სხვადასხვანაირი.ორჯერ ერთი და იგივე ადგილი არ უნახავთ,იმდენი იყო სანახავი და დასათვალიერებელი. ნიკოლასთვის ეს მესამე ვიზიტი იყო ვენეციაში და ასე თუ ისე ეს ადგილები იცოდა.ენის ცოდნაც ძალიან ეხმარებოდა. თითქმის ფეხით შემოატარა ყველაფერი. სიუპრიზად იტოვებდა ყველაზე მნიშვნელოვანს ვენეციის ცნობილ კარნავალს და მდინარეზე გასეირნებას.არადა მანამდე ბევრს ეჯუჯღუნა ტატიანა ნავით როდის უნდა გავისეირნოთო. მალეო,მოკლედ პასუხობდა და საუბრის თემას ცვლიდა.
წამოსვლის წინა დღეს ნიკოლამ ადრიანად გაიყვანა ტატიანა სასტუმროდან. რაღაცეები ვიყიდოთ ჩვენთვის და საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვისო. სულ სხვა ხალისით გაჰყვა გოგო,ენას საერთოდ აღარ აჩერებდა.უაზრობებსაც კი ლაპარაკობდა,მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.ნიკოლას ეღიმებოდა,მას კი ეგონა მოსწონს ჩემი მონაყოლიო.
უზარმაზარი მაღაზია იყო,სადაც კაცმა შეიყვანა,მაშინვე მოსწყდა სამყაროს და სხვა განზომილებაში გადავიდა. შოპინგი ნამდვილად ყველა ქალისთვის საოცნებო საქმიანობა იყო.გაბრწყინებული თვალებით დაჰყვებოდა კონსულტანტს და რაც მოწონებოდა ყველაფერს იღებდა რომ მოეზომა. ნიკოლა სავარძელში მოთავსდა და მაგიდიდან ჟურნალი აიღო,გადაშალა,რომ დრო გაეყვანა.
-აბა როგორია?-მოესმა ტატას ხმა და რომ აიხედა კლასიკურ წითელ კაბაში გამოწყობილი ტატიანა დაინახა. იგრძნო როგორ შეაჩერა გულმა რამდენიმე დარტყმა,არა განა არ ჰყავდა მსგავსს კი არა უკეთეს ფორმაში ნანახი,მაგრამ ყოველ ასეთ სურათთან შეჯახებისას მაინც სულ იგივე ემართებოდა.
-თქვენი მეუღლე ძალიან ლამაზია სენიორ,-გადაულაპარაკა კონსულტანტმა ნიკოლას იტალიურად და მანაც იმავე ენაზე გადაუხადა მადლობა.
-მოგწონს?-მის წინ მაცდურად დატრიალდა ტატიანა.
-კი კარგია,-დაბნეულმა უპასუხა.
-უბრალოდ კარგია თუ ძალიან კარგია?
-ძალიან კარგია,სხვებიც ნახე.
ერთმანეთის მიყოლებით გაისინჯა რადენიმე კაბა,მოირგო მათი შესაფერისი ფეხსაცმელი,შეარჩია ჩანთა,მოიზომა შარვლები და მაისურები,ყოველი შემთხვებისთვის მიაყოლა ერთი ბორდოფერი პალტო, რომელიც ძალიან მორწონა.მოკლედ ისე გამოეწყო ჩვენთან რომ ახალმოყვანილ რძალს აუცილებლობის გამო გამოპრანჭავენ და უყიდიან ხოლმე ყველაფერს.
ყველაფრის საფასური ნიკოლამ გადაიხადა,რაზეც კამათი მოუვიდათ, მაგრამ კაცმა თავისი გაიტანა. პარკებში ჩაუწყვეს ყველაფერი და თვით კონსულტანტმა ითავა მათი გაცილება,გამოსვლისას საცვლების განყოფილებას ჩაუარეს. გოგომ რაღაც გადაულაპარაკა ნიკოლას და ტატიანაზე ანიშნა,რაც მას არ გამოჰპარვია და ჰკითხა რა უნდაო.
-მეკითხება თქვენი მეუღლე სექსუალურ საცვლებს ხომ არ ინებებსო,-სერიოზული სახით უთარგმნა მანაც.
-არ მინდა,-უპასუხა მოკლედ და ნიკოლამ შეამჩნია როგორ გაწითლდა.
-რატომ ბევრი გაქვს თუ გცხვენია?
-ეგ შენ აღარ გეხება,-მობრუნდა და გასასვლელისკენ დაიძრა გოგო. კაცმა პარკები გამოართვა,მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და უკან აედევნა ტატას.
-მოიცადე,რა დაგემართა.
-იცი რაც.
-კარგი,ამ თემას აღარ შევეხებით, დავხუროთ, მოიცადე გაჩერდი.ამ მაღაზიაში უნდა შევიდეთ.
-აქ რა მინდა?-შეჩერდა გოგო.
-დღეს ვენეციის ცნობილი ნიღბების კარნავალი იწყება.არა მგონია უარი თქვა იქ წამოსვლაზე.
-მართლა?ვაიმე რა მაგარია.არ არსებობს.იცოდი ხომ?ამიტომ წამომიყვანე.-უცებ გამხიარულდა გოგო.
-კი,ეს იყო ჩემი სიუპრიზი.მაგრამ ჯერ კიდევ წინაა დღევანდელი დღე,არავინ იცის რა გველოდება.
-მოიცა კიდევ რამეა?
-არ ვიცი,ვნახოთ.მიდი აარჩიე საკარნავალო კოსტუმი.
დიდხანს არჩევდა გოგო.ბოლოს ყველაზე მეტად ესმერალდას კოსტუმი მოეწონა და რამდენიმე წუთში ნიკოლას წინაშე ულამაზესი ფორმით წარსდგა .გაკვირვება ვერ დამალა,როცა აღმოაჩინა რომ ნიკოლას კვაზიმოდოს ფორმა ეცვა, კუზიც კი ჰქონდა გაკეთებული.გაეცინა მის დანახვაზე.
-გიხდება.-შეაქო,-და უცნაურადაც გამოიყურები.
-შენ უფრო მეტად გიხდება.საერთოდ მინდა ავღნიშნო რომ ყველაფერი გიხდება,აღფრთოვანებული ვარ შენი სილამაზით.
-კარგი რაა,დიდი არაფერი. ჩვეულებრივი გოგო ვარ.-დაიმორცხვა ტატიანამ.
-სწორედაც რომ მაგიტომ ხარ განსაკუთრებული.
-სასიამოვნოა შენგან კომპლიმენტის მოსმენა,-გაიღიმა გოგომ
კოსტიუმები იქირავეს.გამოვიდნენ, პარკები სასტუმროში დატოვეს და ქუჩაში გამართულ მსვლელეობას შეუერთდნენ.თვალები აუჭრელდა ტატიანას,იმდენად მრავალფეროვანი და ისეთი განსაკუთრებული იყო ყველაფერი ირგვლივ.მიჰყვებოდა ხალხს და მუსიკის ხმაზე ცეკვავდა. მოხდენილად აყოლებდა ტანს და ნიკოლასაც იწვევდა,ხელები ჩაჰკიდა რომ აეცეკვებინა,მაგრამ არ გამოუვიდა,კაცი დინჯად მიჰყვებოდა უკან.
-უჟმური ხარ რაა,-სახე ახლოს მიუტანა და ყურში ჩაჰყვირა გოგომ.მას გაეცინა,არაფერი უთხრა,მხოლოდ წელზე მოჰკიდა ხელი და პირველივე ნავზე გადასვა.
-როგორც იქნა,-იყვირა და კისერზე ჩამოეკიდა რომ თავი შეეკავებინა დაცემისაგან,რომელიც ნავის დაძვრას მოჰყვა.
-ეს გონდოლაა,ამასაც ისევე როგორც სხვა დანარჩენს თავის ისტორია გააჩნია.შეყვარებული წყვილები ხშირად სეირნობენ ამით და თუ ისინი ყოველი ხიდის გავლის ქვეშ ერთმანეთს აკოცებენ,სამუდამოდ ერთად იქნებიან.
-სამუდამოდ?
-კი სამუდამოდ.
-ეს ჩვენ არ გვეხება,-უცებ შეიცვალა სახე გოგომ.
-რა იცი.იქნებ გვეხება.
-გინდა დამაჯერო რომ ახლა შენ ჩემს კოცნას აპირებ?როგორ გამაცინე.
-რომ გაკოცო?-მისკენ გადაიხარა კაცი და ვნებიანად ჩასჩურჩულა ყურში. გოგო დაიბნა და თავის დასაღწევად საპირისპირო მხარეს გადაჯდა.
-კარგი ხოო,გავიხუმრე.ისედაც ხომ ვიცით რომ ჩვენი ქორწინება მხოლოდ საბუთებზე გაფორმდა და სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზრდება.
ტატიანას გული დასწყდა ამის მოსმენაზე. ერთ კვირაზე მეტია მასთან არის უკვე და ისე შეეჩვია,ისე კარგად გრძნობდა თავს,ისიც კი დაუშვა გონებაში რომ შესაძლოა მათ შორის რაღაც გრძნობა გაჩენილიყო.
ხასიათი მოეშხამა,მაგრამ მაინც აიძულა თავი რომ გაეღიმა და ეს დღე ასე ცუდად არ დაესრულებინა,ხვალ ისედაც მოემგზავრებოდნენ უკან და ვინ იცის რა იქნებოდა დაბრუნების შემდეგ…
მთელი დღე ნავით მოიარეს, იღებდნენ ფოტოებს,ნიკოლა სხვადასხვა ამბებს უყვებოდა და არ აწყენდა.ხანდახან ისეთი მხიარული იყო,ხანდახან კი როგორი უხეში.
დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა ბოლო დღემ,მერე ისევ მთვარ მოედანზე დაბრუნდნენ კარნავალს შეუერთდნენ.ნიკოლამ ცეკვაზე ისევ უარი უთხრა,სამაგიეროდ იქვე ახალგაზრდების ჯგუფი ცეკვავდა და მათ შეუერთდა.იცინოდა, კისკისებდა და უარესად ახელებდა ნიკოლას,რომელიც სასმელს მიირთმევდა და გულში რაღაც უცნაურს გრძნობდა.ჩუმად უღებდა ჯერ ფოტოებს,მერე ვიდეოს თავის ტელეფონით.
ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა რომ გაიცეკვა და წელზე წაატანა ხელი,აქ კი იკადრა და ჩაერია.იტალიურად რაღაც უთხრა მკაცრად და მაშინვე გაეცალა ისიც.
-რა გააკეთე?-გაუბრაზდა ტატიანა.
-ის რაც საჭირო იყო,ჩემს ცოლს ზედმეტად ხელს ვერავინ დაადებს.
-შენს ცოლს?სადაა აქ შენი ცოლი? ხედავ სადმე?მე თავისუფალი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ.
-მისმინე ტატიანა,აქ ამაზე სასაუბრო ადგილი არაა,სასტუმროში ვილაპარაკოთ.წამოდი.
-არა,არ მინდა,შენთან მითუმეტეს.
-ახლა არ გამაბრაზო,მოიცა ასე რატომ იქცევი?შენ რა დალიე?როდის მოახერხე?
-მაშინ როცა შენ ვიღაც ქალბატონს ელაპარაკებოდი და თვალებს უჟუჟუნებდი.
-რა სისულელეა.მან უბრალოდ რაღაც მისამართი მკითხა და მეც მივასწავლე.
-მერე შენ ცნობათა ბიურო ხარ?
-ამას ახლა ხუმრობით მეუბნები თუ ეჭვიანობ?-გაეცინა ნიკოლას.
-მე?შენზე?რა სისულელეა.შენ თუ არ მოგწონს რომ ვიღაც ბიჭი მეცეკვება, არც მე მსიამოვნებს როცა ვიღაც ქალი აბავს ჩემს ქმარს.
-შენთან თამაში არ შეიძლება.საშიში ხარ ძალიან.
-ვიცი,გამატარე ახლა.უნდა ვიცეკვო.
-არა,გვიანია უკვე,წავედით, დასვენებაც გვინდა,ხვალ ადრე მივდივართ.
რომ მიხვდა გოგო ჯიუტობდა და წამსვლელი არ იყო,ერთი ამოიოხრა,ხელი სტაცა ფეხებში, ტომარასავით მოიგდო მხარზე და ასე წაიყვანა.ტატიანა ხელ-ფეხს იქნევდა, დამსვიო უყვიროდა.მაგრამ კაცს ძლიერად ეჭირა და რეაქცია არ ჰქონდა.მხოლოდ სასტუმროს ნომერში ჩამოსვა და კარი გადაკეტა.ის იყო მისგან მორიგი ჩხუბის ტალღა უნდა დასტყდომოდა თავზე,რომ მან დაასწრო და პირზე ააფარა ხელი.
-ორი წუთით გაჩუმდი და მერე რაც გინდა ის მითხარი.გთხოვ.
ხელი ჩაჰკიდა დაბნეულ ტატიანას, აივანზე გაიყვანა,გვერდით ამოუდგა და საათს დახედა.
-აქ რა მინდა.
-გაჩუმდი და უყურე,დატკბი.ათი...ცხრა. რვა.. დათვლა დაიწყო და როგორც კი დაასრულა ულამაზესმა ფეიერვერკმა გაანათა ცა,მსგავსი არსად ენახა ტატიანას. საოცარი იყო ეს ყველაფერი. უყურებდა გაოგნებული და ხმას ვერ იღებდა.
-ახლა თუ გინდა მეჩხუბე,-მოესმა ყურთან ჩურჩული და ზურგიდან ნიკოლას ჩახუტება იგრძნო.ხელები მოხვია და მის კისერში ჩარგო თავი. ტატიანამ მის ხელებს თავისი შემოხვია და თვალები დახუჭა.
-არვიცი რა როგორ იქნება აქედან რომ დავბრუნდებით,არც ის ვიცი გვაქვს თუ არა ერთობლივი მომავალი, არც ის ვიცი მართალია თუ არა ლეგენდა გონდოლის შესახებ და მართლა სამუდამოდ უკავშირდებიან თუ არა წყვილები ერთმანეთს,მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს ათი დღე შენს გვერდით გატარებული,სამუდამოდ მემახსოვრება,-უჩურჩულა ნიკოლამ. ტატიანამ თვალები გაახილა,მისკენ შებრუნდა და თვალი გაუშტერა.მერე თითის წვერებზე აიწია და მის ტუჩებს წაეტანა. გამოუცდელი იყო,მაგრამ მაინც განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ეს კოცნა ნიკოლას. წელზე მოხვია ხელი და ძლიერად მიიკრა გულზე. ერთი რამ იცოდა,ვისაც რა უნდა ეთქვა,ვერავინ დაარწმუნებდა რომ მასზე სუფთა და წმინდა ვინმე არსებობდა დედამიწაზე…
*********

დილით ადრიანად გაიღვიძეს, მოემზადნენ და უკან გამოემგზავრნენ. გულდაწყვეტილი და მოწყენილი ტოვებდა ვენეციას ტატიანა,თითქოს რაღაც საუკეთესო დასრულდა და ახლა კიდევ რაღაც უფრო სხვა რამისკენ მიიწევდა.მთელი გზა ჩუმად იყო,მხოლოდ აუცილებელი პასუხებით შემოიფარგლებოდა. ისევ ეძინა თვითმფრინავში,ისევ ნიკოლას მხარზე.ისევ ვერ გაბედა ბიჭმა განძრევა,რომ არ გაეღვიძებინა და გაშეშებული იჯდა სავარძელში…
აეროპორტში მხოლოდ მძღოლი დახვდა. ასე ისურვა ამირეჯიბმა. სხვა გზაზე რომ გადაუხვია მანქანამ მხოლოდ მაშინ ჰკითხა ტატიანამ სად მივდივართ,ეს ხომ შენი სახლის გზა არ არისო?
-ხომ გითხარი ჩემ მშობლებთან იცხოვრებ მეთქი?-უპასუხა ნიკოლამ.
-შენ იქ არ იქნები?
-არა.
გული დასწყდა და გაჩუმდა.ხმა აღარ ამოუღია,სულაც არ გახარებია ეს ამბავი,ეგონა მაშინ ეხუმრა,მაგრამ აღმოჩნდა რომ ასე არ იყო.
ჩვეული ხმაურით და წვეულებით დახვდა ჯინა ოჯახში რძლის შემოსვლას.მოიპატიჟა ახალი ნათესავები -ტატიანას ოჯახის წევრები,რამდენიმე მათი ოჯახის მეგობარიც.
გადაღლილები იყვენენ,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ,მაინც მოემზადნენ და მათთან ჩავიდნენ. კიბეზე რომ ჩადიოდნენ,ტატიანამ ხელი გაააპარა და ნიკოლას ჩასჭიდა.კაცმა გაკვირვებულმა შემოხედა და მანაც იგივე გაიმეორა.
რაც ყველაზე მეტად არ უყვარდა,ეს გადამეტებული ყურადღება იყო და ახლა სწორედაც რომ არ აკლდა ის.
მთელი საღამო იღიმოდა და ნიკოლას გვერდიდან არ შორდებოდა. შესანიშნავად თამაშობდნენ ბედნიერი წყვილის როლს. გრძნობდა როგორ უყურებდა ყველა და როგორ ათვალიერებდნენ ჩუმად,ზურგსუკან კი როგორ ჩურჩულებდნენ. ასეთ დროს ნიკოლას ჩაჰკიდებდა ხელს და ცდილობდა ის არ გაეკეთებინა,რასაც იმ წუთას ფიქრობდა. გათხოვილი რომ არ ყოფილიყო ეს არ იქნებოდა მისი დამაბრკოლებელი ფაქტორი, მაგრამ მარტო აღარ იყო და ახლა მისი ახალი ოჯახი არ უნდა შეერცხვინა.
გვიან დაიწყო ხალხმა წასვლა. მხოლოდ ოჯახები რომ დარჩნენ,მაშინ კი მოიხადა ბოდიში,ყველაფერს ხვალ მოგიყვებით როგორი დრო გავატარეთო და დასაძინებლად წავიდა. არ გაუგია როგორ წავიდნენ მისი მშობლები და არც ის გაუგია როგორ წავიდა ნიკოლა…
დილით გვიან გაიღვიძა.მაშინვე ვერ მიხვდა სად იყო,გაუჭირდა გარკვევა. მაგრამ მალევე მოეგო გონს და გაიხსენა ყველაფერი.
-ოჰ,ჯანდაბა,რამდენ ხანს მძინებია, როგორი სირცხვილია,-ჩაილაპარაკა საათს რომ დახედა და წამოდგა. თვალი მოავლო ოთახს.საკმაოდ დიდი ზომის იყო და ერთი შეხედვით იდეალურიც კი.ყველანაირი კომფორტი შეექმნათ მისთვის.
დიდხანს ინებივრა ჯაკუზში,კუჭმა რომ შეახსენა თავი მაშინ ინება ამოსვლა.
მისი ტანსაცმელი და ნივთები უკვე გადმოეტანათ და ყველაფერი უზარმაზარ კარადაში მოეთავსებინათ. ჯინსი და თხელი ზედა ჩაიცვა, ჩუსტებში გაუყარა ფეხები და ოთახიდან გამოვიდა.
მისაღებში დახვდა ჯინა,გაზეთს კითხულობდა.რძალი რომ დაინახა, გვერდით გადადო,წამოდგა და მისკენ წამოვიდა.
-როგორ გეძინა საყვარელო?
-კარგად ქალბატონო ჯინა.
-კარგი რაა,რა ქალბატონო?ასეთი ბებერი ვარ?უბრალოდ ჯინა დამიძახე.
-იცით,გამიჭირდება.
-მიეჩვევი საყვარელო.
-იმედია,ნიკოლა სად არის?
-წავიდა.
-როდის?
-წუხელ შენ რომ დაიძინე.
გული დასწყდა,ახლა მართლა დაიჯერა რომ ერთად არ იცხოვრებენ და იმედიც გადაეწურა რომ მათ შორის ვენეციაში გაჩენილი ნაპერწკალი გაღვივებას დაიწყებდა.
-არ გშია?მოახლეს ვეტყვი და ახლავე გაშლის სუფრას.
-არ მინდა,გასვლას ვაპირებ და სადმე შევჭამ რამეს.
-არ არსებობს,ეგ ამბავი არ გამოვა.არ გაგიშვებ ისე.
მაინც თავისი გაიტანა ჯინამ და მალე სუფრასთან ისხდნენ ორივე. რომ არ მორიდებოდა მანაც მიირთვა. ცოტა შეიკიკნა ტატიანამ,ყავა და დესერტი დააყოლა.
-ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. დიდი მადლობა.
-შვილო ასე ყველაფერზე მადლობას რატომ მიხდი?ისე მოიქეცი როგორც დედა-შვილს შეეფერება.ჩათვალე ახლა მე ვარ დედაშენი.
-კარგი.ეს ახლა ჩემთვის ცოტა უხერხულია და ნელ-ნელა შევეჩვევი. ხო მართლა თქვენთვის საჩუქარი მაქვს,ახლავე ჩამოგიტანთ.
ოთახში გავარდა და სპეციალურად მისთვის გამზადებულ სასაჩუქრე პარკს დაავლო ხელი.

-რა ლამაზია,-აღფრთოვანება ვერ დამალა ჯინამ,როცა მისთვის სპეციალურად ნაყიდი შარფი გაშალა.
ყელზე შემოხვია და სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი.
-დიდი მადლობა საყვარელო.
-მიხარია რომ მოგეწონათ.
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს,მერე ისევ ოთახში ავიდა და ნანკას დაურეკა, კაფეში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. გამოიცვალა,მისი საჩუქარი აიღო და სახლიდან გავიდა. ჯინამ მძღოლს დაავალა მისი წაყვანა,არ გაუშვა მარტო, სანამ არ მორჩება საქმეს,მის გარეშე არ წამოხვიდე უკანო…
როგორც კი ტატიანა დაინახა ნანკამ, იმხელაზე იყვირა კაფეში შეკრებილმა ხალხმა მათ დაუწყო ყურება.
-როგორ მომენატრე შე უნამუსო გოგო. ასე უნდა დავიწყება?წახვედი და მარტო შენ ქმარზე ფიქრობ ხო?
-აი საიდან მოიტანე ეხლა ეგ?ხომ იცი რომ სულ მახსოვხარ.ნახე საჩუქარიც კი ჩამოგიტანე
-რა არის?აუუ რა მაგარია,-კიდევ ერთხელ იკივლა ნანკამ ულამაზესი კაბის დანახვაზე.-მადლობა მეგობარო,ძალიან ძვირი ხომ არ დაგიჯდა?
-მეხუმრები?
-არა,
-აბა რა ფულზე მელაპარები?როდის იყო მე რამეში დამნანებოდეს ფული?მითუმეტეს შენს საჩუქარში.
-არასოდეს.
-კარგი მომიყევი აბა აქ რა ხდება.
-რა უნდა ხდებოდეს?უნივერსიტეტში ისეთი ამბავია მტრისას.ყველა შენს გათხოვებაზე ლაპარაკობს.
-ნუ ვიცი რომ ბევრს არ გაუხარდებოდა და როგორი რეაქციებიც მოყვებოდა ეგეც ვიცი.
-ის „სვეცკების სასტავი“ გადარეულია როგორ მოახერხა მაგ ქალაბიჭამ და უზრდელმა რომ ასეთი კაცის ცოლი გახდაო.
-მაგათთვის ეს დიდი დარტყმაა, ამდენს ცდილობენ და ვერავის შეეტენენ,მე კი უკვე გათხოვილი ვარ.
-რას აპირებ?როდის მოხვალ უნივერსიტეტში?
-ხვალ,დროა დავბრუნდე.ისედაც ბევრი გავაცდინე.მალე გამოცდები გვაქვს.
-კარგი,ახლა მომიყევი როგორი დრო გაატარეთ?თქვენს შორის რამე ხომ არ მოხდა?
გაწითლდა ტატიანა და ვერაფერი თქვა. ნანკა რის ნანკა იყო,ეს რომ არ გაერკვია და დაქალს ჩააცივდა მითხარიო. დიდხანს უყვებოდა ტატიანა მისი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარ ათ დღეზე.
******
გვიან დაეძინა ნიკოლას.თვალწინ სულ მძინარე ტატიანა ედგა, წვეულების მერე რომ ღრმად ჩაეძინა და სულ არ მიუქცევია ყურადღება რას იზავდა ნიკოლა.
ერთ საათზე მეტი გაატარა მის საწოლთან,მერე კი ადგა,შუბლზე აკოცა და ოთახიდან გამოვიდა. არაფერი გაუგია ბერიძეს,სიზმრების სამფლობელოში მოგზაურობდა..
მშობლებს დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა.
-იქნებ აქ დარჩენილიყავი შვილო.
-არა დედა,ასე ჯობია,ცალ-ცალკე ყოფნა ყველასთვის კარგი იქნება.
-როგორც გინდა,მაგრამ ეს გოგო ასე მისატოვებელი არაა.
-არც ვაპირებ მერე მის მიტოვებას. ცოტა დრო მეც მინდა.არც ჩემთვისაა ადვილი ეს ყველაფერი.
-მაშინ წადი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე,ხომ იცი ვნერვიულობ.
-დედა როდის იყო გირეკავდი და გაფრთხილებდი ასეთ რაღაცეებზე.
-არასდროს შე უჟმურო.ასეთ უხასიათოს როგორ გაგიძლებს ის გოგო მიკვირს.იქნებ სწორიცაა ცალ-ცალკე რომ იცხოვრებთ.-მიაძახა ჯინამ.მაგრამ ნიკოლას არც გაუგია, უკვე მანქანაში იჯდა და სახლიდან გადიოდა…
სახლი ამჯერადაც ცარიელი დახვდა. ისევ სიმარტოვე,არადა უკვე ცოლიანი კაცი ერქვა. შესაძლოა მას და ტატიანას სულაც არ ჰქონოდათ კარგი ურთიერთობა,მაგრამ აქ რომ ყოფილიყო დამლაპარაკებელი მაინც ეყოლებოდა. შესაძლოა ეჩხუბათ, ეკამათათ,მაგრამ მაინც ხომ ასეთი აუტანელი სიცარიელე არ იქნებოდა? ახლა უფრო მეტად იგრძნო მარტოობის ტკივილი..
დილით ჩვეულებას არ უღალატა და ისევ იგივე დროს გაეღვიძა,როგორც მანამდე-ცოლის მოყვანამდე…
სამსახურში უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა და ვინც ქორწილში არ იყო, ყველა ულოცავდა დაქორწინებას. როგორც იქნა მიაღწია თავის კაბინეტამდე და ცოტა ამოისუნთქა.
უკან ქარიშხალივით მიჰყვა საბა და ეგრევე დააყარა კითხვები
-ჰა მოყევი ახლა როგორი იყო? როგორი დრო გაატარეთ? მოათვინიერე თუ არა ბერიძეების თავნება გოგო?
-უნდა მოგკლა,-დაემუქრა მაშინვე.
-რატომ?რა დავაშავე?იმის გამო მიბრაზდები,რომ საქორწინო ღამე მინდოდა გამელამაზებინა თქვენთვის. ჰაა,ხომ არ შემარცხვინე ბიჭო?-ხმას დაუწია უცებ.
-ახლა თავს გაგიტეხავ იცოდე.რას მეკითხები?ან რამ მოგაფიქრა ეგ ყველაფერი?ვითომ არ იცი ჩვენი ქორწინება რა მიზეზით მოხდა.
-ვიცი,მაგრამ იქნებ რამე გამოგსვლოდათ, გეცადათ. ნუ დამაჯერებ იმას რომ ტატიანა ბერიძე წმინდანია.მასზე იმდენს ლაპარაკობენ.
-გაჩუმდი,-ხმას აუწია ნიკოლამ.-არ მაინტერესებს რას ამბობენ სხვები. მე ის ვიცი რასაც ვხედავ,გოგოს ბიჭისთვისაც კი არ ჰქონია აქამდე ნაკოცნი და როგორ შეიძლება ის ასეთი გზასაცდენილი იყოს?
-მაშინ რა ხდება?ვერაფერი გავიგე.
-მე ვიცი სამაგიეროდ და დაიჯერე ის რასაც მე გეუბნები,თან არ დაგავიწყდეს რომ ჩემს ცოლზე ლაპარაკობ..
-კარგი,აღარაფერს აღარ ვიტყვი მასზე. მაშინ მოყევი როგორი დრო გაატარეთ?
-შესანიშნავი,მართლა კარგად გავერთეთ,მასთან თავს პატარა ბიჭად ვგრძნობდი,ისე ვერთობოდი.
-ეს კარგია თუ ცუდი?
-რა ვიცი,ამას მომავალი გვიჩვენებს. მოდი ამაზე ნუღა მელაპარაკები, საქმეს დავუბრუნდეთ.
-როგორც გინდა.გავალ საბუთებს შემოვიტან და გადახედე ყველაფერს, ზოგ საბუთზე ხელიც გაქვს მოსაწერი.
როგორც კი საბა გავიდა,მაშინვე ტატიანა გაახსენდა და სახლში დარეკა, ჯინამ უპასუხა.მოახსენა ჯერ ისევ სძინავსო.კარგი მერე დავრეკავო და დაემშვიდობა.
საღამოს სანამ სამსახურიდან გავიდოდა,ისევ დარეკა,
-პირდაპირ მას რატომ არ ურეკავ? -გაბრაზდა ჯინა.
-არ მინდა იფიქროს რომ ვაკონტროლებ.
-ეგ კონტროლი კი არა,მოწონებაა შვილო და შენ თუ ვერ ხვდები მე გეტყვი ტატა ძალიან მოგწონს
-არაა ასე დეე..
-ასეა,ასე.შენ მე ვერაფერს გამომაპარებ,დედაშენი ვარ და კარგად გიცნობ.
-იმედია ახლა შენს სიტყვებს არ ისმენს.
-არა,სახლში არ არის,სადღაც წავიდა.
-სად წავიდა დედა?
-მე რა ვიცი,გამოკითხვას ხომ არ მოვუწყობდი.
-მარტო წავიდა თუ..
-მძღოლმა წაიყვანა..დაურეკე და გეტყვის სად არიან.
ვერაფრით მოისვენა,დიდხანს ებრძოდა საკუთარ თავს,ბოლოს მაინც დაურეკა მძღოლს.
-გელა ბიძია სად ხართ?..რომელ კაფეში?..მარტო?კარგი გასაგებია.. არა,არაფერი უთხრათ,სახლში რომ მიიყვან გამაგებინე. და საერთოდ ძალიან გთხოვთ გამაგებინეთ ხოლმე როცა სახლიდან გავა.ვის შეხვდება და ასე შემდეგ...კარგად..
-შენ ახლა ტატიანას აგენტი მიუგზავნე?-გაეცინა საბას.
-არა,უბრალოდ მაინტერესებს სად წავა და რას გააკეთებს.ჩემს რეპუტაციას ვუფრთხილდები…
-დაგიჯერე როგორ არა..
-ახლა გავბრაზდები.საქმეს მიხედე. მერე საქმე მაქვს უნდა წავიდე.
-კარგი,ისე რაც ცოლი მოიყვანე ძალიან ბუზღუნა გახდი და ხასიათი შეგეცვალა.-გაეხუმრა საბა და პასუხად კეფაში წამორტყმა მიიღო.
-შენც გნახავ ასეთ დღეში და მერე მე ვიცინებ…

სამსახურიდან რომ გამოვიდა შვიდი ხდებოდა.ბევრს ეხვეწა საბა ბიჭები ბარში მივდივართ გასართობად და შენც წამოდიო,მაგრამ ვერ დაითანხმა.
სახლში წავალ,დავისვენებო.
ვერ მიაღწია სახლამდე და ნახევარი გზის გავლის შემდეგ მშობლების სახლისკენ გადაუხვია.
-დედაა,მამა სად ხართ?-დაიძახა გარედანვე და მერე სახლშიც შევიდა.
-აქ ვართ შვილო,სასადილო ოთახში, -მოესმა მამის ხმა სახლის სიღრმიდან.-აკი არ მოვალ დღესო?
-გადავიფიქრე.ტატიანა სად არის?
-არ მოსულა ჯერ.-უპასუხა ჯინამ
-ამდენი ხანი?სად წავიდა ეს გოგო. -გაბრაზდა და ტელეფონი მოიმარჯვა. პასუხი არ მოეწონა აშკარად და გაბრაზებულმა ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში.გასასვლელისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?ახლა არ მოხვედი?
-საქმე მაქვს დედა,
-გეჭამა მაინც რამე.
-არ მშია.-საჭეს მიუჯდა და მანქანა ეზოდან ნელა გაიყვანა,მერე კი დიდი სიჩქარით გააქროლა.
-ოჰ,ტატიანა,ახლა ასე უნდა გდიო სულ?-ელაპარაკებოდა საკუთარ თავს.
თხუთმეტ წუთში ღამის კლუბთან გააჩერა და შიგნით შევიდა.
ტატიანა მეგობრებთან ერთად იჯდა და ერთობოდა.იცინოდა და სულაც ვერ ამჩნევდა მომზირალ ნიკოლას.ისეთი მხიარული იყო და ისეთი ბავშვური, კაცს გულიც კი გაუთბა მისი ყურებისას.შორიახლოს იჯდა და თვალყურს ადევნებდა.იქამდე სანამ სიტუქცია არ დაიძაბა.
-ტატიი მოყევი როგორ მოახერხე ასეთი კაცის გამოჭერა?შენ ხომ გათხოვება არასოდეს გინდოდა?
-აი ასე უცებ,ექსპრომტად მომინდა და პირველივე შემხვედრს მივადექი ცოლად მომიყვანე-თქო,-ატეხა სიცილი გოგომ და თანაკურსელ ლოლას ირონიულად გადახედა.იცოდა რომ მისი ყოველთვის შურდა მას და არც არასოდეს უმეგობრიათ, უბრალოდ ბარში გადაეყარა და სხვა გზა არ იყო ცხვირი რომ აებზუებინა მათთვის,უარესი იქნებოდა.
-შენ და შენი გაუგებარი იუმორი,-ვერ მიუხვდა ნათქვამის აზრს გოგო,-არადა
მართლა მაგარი კაცი გამოიჭირე. ჩემები იცნობენ ამირეჯიბის მამას და საკმაოდ კარგად ახასიათებენ მის ოჯახს.მეც მინდოდა მაგის გაცნობა, მაგრამ სულ სამსახურში იყო და ვერ გამოვიდა იქიდან.მართლა ასეთი უჟმურია,როგორც ამბობენ?
-სულაც არა,ეტყობა იცოდა ვინც იყავი და არ მოინდომა იქიდან გამოსვლა, თორემ ჩემთვის მშვენივრად გამოდის და ერთად შესანიშნავ დროსაც ვატარებდით.
-ამიტომ დაშორდი დიტოს?თუ მან მიგატოვა და ახალი საკბილოც მალევე მოძებნე.
-მიმატოვა?ჰმ რა სასაცილოა ეს ყველაფერი.მან უბრალოდ ტატიანა ბერიძეს ვერ გაუძლო,სუსტი აღმოჩნდა ჩემნაირი ძლიერი ქალის გვერდით და ორივემ კარგად ვიცით ვისთანაც გაიქცა,-გადახედა ლოლას და კმაყოფილს ჩაეცინა.მიზანში გაარტყდა,გოგო დაიძაბა,მათი ფარული ომი აშკარად ტატიანამ მოიგო. ესმოდა ნიკოლას მათი საუბარი და სულ უფრო რწმუნდებოდა რომ ტატა არამარტო ლამაზი,არამედ ჭკვიანიც იყო.
-ლოლა წავიდეთ რაა,-სთხოვა ანამ, როცა მიხვდა რომ საუბარი აშკარად საშიშ მიმართულებას იძენდა.
-არა,ცოტა ხანს დავრჩეთ.მოიცადე. მითხარი სადაა ახლა შენი ქმარი? რატომ არაა შენს გვერდით? ეტყობა არ ხარ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი რომ აქ მარტო გამოგიშვა.
-ჩემი ქმარი?-ტატიანას ჩაეღიმა და პასუხის მოსაფიქრებლად ტყუილის მოფიქრებას ცდილობდა.-ის მე მენდობა და თავისუფლებას არ მიზღუდავს,სადაც მინდა იქ მიშვებს.
-ვინ?ნიკოლა ამირეჯიბი?არ მჯერა,ამბობენ ძალიან ეჭვიანიაო…
-ნათქვამს ყოველთვის არ უნდა დაუჯერო საყვარელო.-ჩაეცინა ტატიანას ირონიულად.
-ვითომ?
-და შენ რა პრობლემა გაქვს ასეც რომ იყოს?
-არანაირი,უბრალოდ მე მიკვირს თქვენი ერთად ყოფნა და რა ვქნა.ამას აშკარად არ მოველოდი შენგან. -აშკარად გამოხატავდა უკვე იმას,რომ ნიკოლა მასაც მოსწონდა.
-როგორ და ასე ჩვეულებრივად. დავინახე,დამინახა,მომეწონა,მოვეწონე და რამდენიმე შეხვედრის მერე გრძნობაც მოვიდა.
-გასაგებია,არადა პირდაპირ გეტყვი მის ხელში ჩაგდებას ვაპირებდი… ისე შენ ნამდვილად არ ხარ დიდი დაბრკოლება,შესაძლოა ისევე უცებ დაშორდეთ,როგორც დაქორწინდინდით. თან არც მჯერა რომ თქვენს შორის მართლა ასეთი სერიოზული გრძნობა იყოს,როგორც ამბობ.არ გეტყობა.მითხარი მასთან იწექი,ორსულად ხარ და შეეტენე? -მისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჰკითხა ლანამ.
აი აქ კი აენთქო ტატიანა და მოულოდნელი სტუმარი რომ არ გამოჩენილიყო,იქ დიდი ამბავი ატყდებოდა ნამდვილად.
-საყვარელო,ბოდიში რომ გალოდინე, სამსახურში შევყოვნდი,-გვერდით მიუჯდა ნიკოლა,ხელი მხარზე მოხვია და ლოყაზე აკოცა.დაიბნა ტატიანას, დანარჩენებს კი შუბლზე აუვიდათ თვალები,მათ წინ ნამდვილად ნიკოლა ამირეჯიბი იჯდა და ტატიანას მოსიყვარულე თვალებით უყურებდა.
-როგორც ჩანს ჩემს მოსვლამდე ძველ მეგობრებს შეხვდი,არ გამაცნობ?
-რა თქმა უნდა,-გამოერკვა ტატიანა და მორიგეობით წარუდგინა ოთხივე.
-მე მგონი შენ გიცნობ,ლოლა არ ხარ,თამაზ თოფურიას ქალიშვილი?
-ქალიშვილი ჰმ.-ჩაეცინა ტატიანას,-ეგ დიტომ უკეთ იცის ვინაა ქალიშვილი.
-დიტო?რომელი დიტო?შენი ყოფილი?-გაკვირვებით შეხედა კაცმა, აშკარად კარგად თამაშობდა და ბერიძეც კარგად აჰყვა.
-დიახ საყვარელო,სწორედ ეგ.-შველის თვალებით შეხედა გოგომ,-ლოლა მისი ახლანდელი შეყვარებულია და მგონი მალე დაშორდებიან,რადგან შენ დაგადგა თვალი,რას იზავ მოსწონს გოგოს ჩემი ნასუფრალი.
-ამას ასე მარტივად არ გაპატიებ,ხომ იცი?-აღარ მოერიდა არავის ლოლა.
-ჩემი ქმარუკა დამიცავს,-მიეხუტა საყვარლად ნიკოლას და გაუცინა,-ხომ ასეა ძვირფასო?
-რა თქმა უნდა ჩემო ლამაზო..
არც ლოლას და არც დანარჩენებს აღარაფერი უთქვამთ, დაუმშვიდობებლად გაეცალნენ. როგორც კი ისინი იქიდან გავიდნენ, ტატიანა ნიკოლას მოშორდა და მან და ნანკამ სიცილი ატეხეს.ვეღარ სუნთქავდნენ.
-არა მაგრად ჩაუტარე რააა,
-აბაა,შენც მაგარი იყავი ისე.ძლივს გავარჩიე მართალს ამბობდი თუ ტყუოდი.
-მე არ მეცინება ტატიანა,მითხარი აქ რას აკეთებ?ამ დროს და თან ნასვამი?
-ჩემი მოსიყვარულე ქმარი ისევ ურჩხულად იქცა,ხედავ ნანკა ესაა მისი ნამდვილი სახე
-ტატიანა,-ხმა გაიმკაცრა ნიკოლამ, -მორჩი სიცილს.
-მოიცა,ერთი უნდა დავლიოთ,ჩემს სახელგანთქმულ ქმარს გაუმარჯოს.
-გეყოფა დალევა,ნახევრად დაცლილი ჭიქა გამოსტაცა კაცმა. -წავედით,ადექი.
-რატომ გცხვენია რომ არ გაიგონ შენი ცოლი კლუბში რომ გამოთვრა?
-შენ დამპირდი რომ ისეთს არაფერს გააკეთებდი,რომ ჩემს რეპუტაციას ავნებდა.
-კარგი,წამოვალ,ჯანდაბას.აქ მაინც აღარაფერი მესაქმება.
წამოდგა და დაბარბაცდა,ნიკოლას რომ არ შეეშველებინა ხელი, ნამდვილად დაეცემოდა. ნანკა შედარებით ფხიზელი იყო და არ გასჭირვებია სიარული. გელას დაავალა ის წაეყვანა სახლში,თვითონ კი ტატიანა წაიყვანა… გზაში კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა გოგომ.ჯერ იყო და მუსიკას ბოლომდე აუწია და აჰყვა, ბოლო ხმაზე ხაოდა,აბა ამას სიმღერა არ ერქვა. მერე ლუქში ამოყო თავი და იქ გააგრძელა სიმღერა.კიდევ კარგი დროზე მივიდნენ და უფრო მშვიდად დაიგულა თავი.
-იცი ნიკოლა ძალიან უჟმური და უხასიათო ადამიანი ხარ, ასე არ შეიძლება,მოდი ვიცეკვოთ რაამ გამხიარულდი.-ჩაჰკიდა ხელი და ეზოში დაიწყო ცეკვა.ხელებს ძალით აშლევინებდა კაცს.რომელიც სერიოზული სახით იდგა და არც კი აპირებდა რომ იგივეთი ეპასუხა
-გეყოფა ტატიანა,უკვე გვიანია და ხალხს სძინავს,გააღვიძებ.
-მაცადე რაა,გაზაფხულის მოსვლა ვიგრძნო,ხელები გაშალა,ცაში აიხედა და ადგილზე დატრიალა. რაღაც სიმღერა წაუმღერა,რომელიც ნიკოლამ ვერ გაიხსენა. მერე იმდენი იტრიალა,რომ თავბრუ დაეხვა და თავი ცუდად იგრძნო.
-ცუდად ვარ,გული მერევა.
-კიდევ ბევრი უნდა დაგელია და გეხტუნავა და უკეთესად იქნებოდი. -უსაყვედურა ნიკოლამ და შუბლზე წაავლო ხელი.რამდენიმე წამში ყველაფერი დასრულდა. გვერდით გაიყვანა კაცმა,მაგრამ ტატიანას დაჭერა ვეღარ შეძლო,გოგოს მუხლებში ძალა გამოეცალა და ჩაიკეცა,წყალი მოიტანა მანქანიდან და სახე მობანა.
-ძალიან ცუდად ვარ ნიკოლა,მიშველე რამე.ყველაფერი ბრუნავს…
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება,გვერდით ჩამოუჯდა და მიიხუტა,თან სახეზე ცივ წყალს უსვამდა.
-ასე არასოდეს ვყოფილვარ.იცი საერთოდაც პირველად დავლიე ამდენი,ერთ ჭიქასაც ძლივს ვსვავ,მე კი მგონი მთელი ბოთლი გამოვცალე..
-პირველად მეც ასე დამემართა.მალე გაგივლის.-აწყნარებდა კაცი.მაგრამ ტატიანას ცრემლები რომ წამოუვიდა, აქ კი მანაც ცუდად იგრძნო თავი.
- არ მინდოდა დალევა,მაგრამ ის რომ დავინახე,მომინდა.გული მეტკინა,ისევ ისე მეტკინა,როგორც მაშინ.მასში გამცვალა დიტომ. მითხარი რა აქვს მას ისეთი,რაც მე არ მაქვს? ჩემზე კარგია?-უნებურად იმას ლაპარაკობდა ტატიანა,რასაც ფიქრობდა და ალბათ ვერავისთან ამბობდა.
-შენ ძალიან კარგი ხარ,ყველაზე წმინდა,სუფთა ადამიანი.იცი რაა? ჯანდაბაშიც წასულა ის შენი დიტო, უნდა გაუშვა ის ვინც არ გაფასებს და არ უყვარხარ.ახლა მე ვარ შენს გვერდით.
-არ ხარ,შენც კი გამექეცი,დამტოვე აქ და წახვედი.-მერე ტატიანა გაჩუმდა, მის მკლავებში მიეძინა, ზემოთ აიყვანა და საწოლში დააწვინა,ცოტა ხანს კიდევ დარჩა მასთან,მერე კი ადგა და წავიდა. მაინც ვერ გაბედა მის გვერდით დარჩენა. გაიქცა,მშიშარა კაცივით გაიქცა,არადა ასეთი არ იყო,ყოველთვის მებრძოლი ხასიათი ჰქონდა.ახლა კი თვითონაც არ იცოდა რისი ეშინოდა იმის რომ ტატიანა არ შეჰყვარებოდა და მისგან საპასუხო გრძნობა ვერ მიეღო თუ პირიქით..
******
ვერ წავიდა მეორე დღეს უნივერსიტეტში, არაფრის თავი არ ჰქონდა,ისე ცუდად იყო,მთელი დღე საწოლში გაატარა,საჭმელიც ვერ ჭამა და ძალიან აანერვიულა ჯინა. ნიკოლამაც რომ არ დაურეკა უარესად მოეშხამა ხასიათი,არადა ელოდა, ძალიან უნდოდა მასთან საუბარი, ბოდიშის მოხდა გუშინდელის გამო.
საღამოს უკეთ იგრძნო თავი და ოთახიდან გამოვიდა, ეზოში გაისეირნა, საკმაოდ დიდი ბაღი ჰქონდათ და ძალიან ლამაზი. ცოტა ხანს იქ დარჩა. ამ დროს დარეკა ნიკოლამ.ეკრანს რომ დახედა,ჯერ ვერ დაიჯერა,მერე კი მორიდებით უპასუხა.
-როგორ ხარ ტატიანა?
-არა მიშავს,შენ?
-დაღლილი როგორც ყოველთვის.რას აკეთებ?
-ბაღში ვზივარ,სუფთა ჰაერზე,.მთელი დღე ოთახიდან ვერ გამოვედი,ისე ცუდად ვიყავი.
-ახლა ხომ კარგად ხარ?-შეშფოთება შეატყო კაცს ხმაში.
-კი,არ ინერვიულო,ახლა კარგად ვარ.
ორივე გაჩუმდა,მერე ისევ ტატიანამ გააგრძელა საუბარი.
-ნიკოლა….
-გისმენ ტატიანა..
-მაპატიე გუშინდელისთვის.
-დაივიწყე,საბოდიშო არაფერია. გინდა გამოვიდე და სადმე გავისეირნოთ?
უნდოდა,როგორ არ უნდოდა, სიგიჟემდე უნდოდა,მაგრამ თავს სძლია და უარი უთხრა.
-არა,ნიკოლა,სახლში დარჩი დაისვენე. მეც დავიძინებ მალე,ხვალ ადრე უნდა ავდგე,უნივერსიტეტში მივდივარ.
-კარგი,ღამე მშვიდობის ტატიანა.- დაემშვიდობა ნიკოლა და ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო.რაღაცა უცნობი ძალით მიიწევდა გოგოსკენ,მაგრამ უკან იხევდა.უცნაურობა დასჩემდა.ასე ლიკაზეც კი არ უფიქრია,გამუდმებით მასზე ფიქრობდა.მოსწყდებოდა რეალობას და ფიქრებით ისევ მასთან იყო ვენეციაში.
დილით ადრიანად ადგა ტატიანა, ამჯერად კარგად გრძნობდა თავს. ყოველდღიური პროცედურების შემდეგ თავი მოიწესრიგა,ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.სერგო და ჯინა უკვე საუზმობდნენ.რძალი რომ დაინახეს, ჭამა შეწყვიტეს და მასზე გადაერთნენ.
-ასე ადრიანად რამ აგაყენა შვილო?-ჰკითხა ჯინამ
-დღეს უნივერსიტეტში ვბრუნდები. ისედაც დიდი ხანია გავაცდინე,მალე კი გამოცდები მეწყება.
-ყოჩაღი გოგო ხარ.მოდი დაჯექი ისაუზმე,ისე არ გახვიდე სახლიდან.
-არ მშია ბატონო ვახო,მხოლოდ ყავას დავლევ,უნივერსიტეტის კაფეში შევჭამ რამეს.
-აბა უყურე ეხლა ამას.შვილო ბატონო კი არა ვახო დამიძახე უბრალოდ, რაღა დროს ბატონობა და ასეთებია.
-ასეთი მორიდებულია და რა ქნას.-გაეცინა ჯინას და თითქმის ძალით დასვა სუფრასთან გოგო. ძალით შეჭამა ცოტა, ყავაც დააყოლა,მერე დაემშვიდობა და წავიდა.მძღოლმა წაიყვანა ამჯერადაც. ისე არ გაუშვეს.
უნივერსიტეტის კართან დახვდა ნანკა.ერთმანეთი მოიკითხეს და მერე ლექციებზე შევიდნენ.დიდი დრო არ ჰქონდათ საჭორაოდ.სამაგიეროდ კარგად იგრძნო ბერიძემ როგორ ფარული შურით გააყოლა თითქმის ყველა გოგომ თვალი.
მთელი დღე ლექციები ჰქონდათ, შესვენებაზე საჭმელად შევიდნენ კაფეში,თან ჭამეს,თან ცოტა წაიჭორავეს.საღამოს ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ტატიანა სახლში წამოვიდა. სასწავლი ბევრი ჰქონდა,ამიტომ პირდაპირ საძინებელში შეიკეტა და სწავლას შეუდგა.ხანდახან ტელეფონს დახედავდა,ნიკოლასგან ელოდა დარეკვას.ტელეფონი კი დუმდა. ასე წიგნის კითხვაში ჩაეძინა.
დილით გაღვიძებულს გული დასწყდა რომ ნიკოლას ზარს ვერ უპასუხა.
სანამ უნივერსიტეტში წავიდოდა თავს ებრძოდა დაერეკა თუ არა მისთვის.დღეს შედარებით გვიან ეწყებოდა ლექციები.ამიტომ არ ჩქარობდა წასვლას.ნელა ემზადებოდა.თან მაკიაჟს იკეთებდა, თან ტელეფონს დაჰყურებდა. ბოლოს თავს სძლია და მაინც დარეკა. პირველად არავინ უპასუხა. მეორედ ქალმა აიღო.მთელ სხეულში გასცრა,როცა მისი ხმა მოესმა.
-ვინ ბრძანდებით?
-ეს ნიკოლა ამირეჯიბის ტელეფონია?
-დიახ,
-დაუძახეთ თუ შეიძლება.
-ის ახლა მნიშვნელოვან შეხვედრაზეა, რომ განთავისუფლდება ვეტყვი და დაგირეკავთ.რა ვუთხრა.ვინ ბრძანდებით?
-არავინ ქალბატონო.არ უთხრათ რომ დავრეკე.
გულდაწყეტილი წავიდა უნივერსიტეტში.ლექციებზეც სხვაგან იყო გონებით,არაფერი მოუსმენია და არც არაფერი გაუგია.სხვაგან დაჰქროდა მისი ფიქრები…
მთელი დღე ვერ მოიცალა ნიკოლამ. მთელი დღე შეხვედრები ჰქონდა, შესვენებაზე გასვლაც ვერ მოახერხა. საშინლად დაიღალა,უკვე ექვსი ხდებოდა ყველაფერს რომ მორჩა. საბასთან ერთად გამოვიდა საკონფერენციო დარბაზიდან,თან საუბრობდნენ და გასასვლელისკენ მიდიოდნენ.
-ბატონო ნიკოლა,თქვენი ტელეფონი.-შეაჩერა მდივანმა.
-აჰ,სულ დამავიწყდა.-ჩაეღიმა და გამოართვა,ეკრანს დახედა,არაფერი ისეთი არ იყო და ჯიბეში ჩაიდო.
-არავის დაურეკია,ეტყობა არავის გავახსენდი,-გადაულაპარაკა საბას.
-როგორ არა,ვიღაც გოგომ დაგირეკა და მე ვუპასუხე,იმედია არ გაბრაზდით.
-ვინ გოგო?-აფირიაქება დაეტყო ნიკოლას
-არ ვიცი,სახელი არ უთქვამს,ისიც არ უნდოდა გაეგო რომ დაგირეკათ. მითხრა არ უთხრათ რომ დავრეკეო.
-კარგი დიდი მადლობა, ნახვამდის,-დაემშვიდობა მას და საბას აედევნა,თან შემოსულ ზარებს ამოწმებდა. ტატიანას ნომერი რომ დაინახა,უნებურად ჩაეღიმა.
-ახლა ასე იდიოტურად უნდა იღიმოდე თუ წახვალ იმ გოგოსთან.
-შენ საიდან მიხვდი,
-სახეზე გაწერია ძმაო.-გაეცინა მას.
-რა სისულელეა,ჩვენ შორის არაფერი არ იქნება,ისეთი განსხვავებულები ვართ.
-ახლა დაიწყო ამან უარყოფა.ერთი შენი სახე დაგანახა და მაგას არ იტყოდი.
-შემეშვი რაა.-აუქნია ხელი, დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. მაინც ვერ მოითმინა და მძღოლს გადაურეკა.მერე კი კურსი შეცვალა და გზიდან გადაუხვია…
უნივერსიტეტის ეზოსთან დაემშვიდობა ნანკას,წიგნებს კარგად ჩასჭიდა ხელი და მოწყენილი დაიძრა ავტოსადგომისკენ.მაგრამ ჰოი საოცრებავ იქ სულ სხვა ელოდა.გულმა ბაგაბუგი დაუწყო და იგრძნო როგორ მიებჯინა ყელში.მანქანის კარზე მიყრდნობილი იდგა ნიკოლა,ხელები გადაეჯვარედინებინა და მას ელოდა.. თავი ხელში აიყვანა და მისკენ დაიძრა.
-გამარჯობა.
-გამარჯობა,-მიესალმა კაცი.-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც კარგად.
-არ გელოდი..
-არც მე ველოდი რომ დამირეკავდი, მაგრამ დამირეკე..
-და ამიტომ მოხვედი რომ დაგირეკე?-წყენა შეერია ხმაში ტატიანას
-შენი ნახვა რომ არ მდომებოდა ნამდვილად არ მოვიდოდი.ასე რომ ცხვირი ნუ ჩამოუშვი,ჩაჯექი მანქანაში და სადმე წავიდეთ.
-ისევ შენ უნდა შეარჩიო ადგილი?
-თუ გინდა შენ აარჩიე,ოღონდ გაითვალისწინე რომ მთელი დღე არაფერი მიჭამია და ისეთი რამე შეარჩიე,სადაც შევჭამთ.
-კარგი.იყოს ასე.-გაეღიმა გოგოს, მანქანას შემოუარა და წინა სავარძელზე მოხერხებულად მოეწყო.
-აბა სად მივდივართ?
-ძველ თბილისში ერთი კარგი რესტორანია და იქ.უგემრიელესი მწვადი და ხინკალი აქვთ, ვგიჟდები მათ სამზარეულოზე.ტრადიციული ქართული კერძები და ქართული სამზარეულო.
-შენ ასეთ ადგილებში დადიხარ სულ?
-დიახ,და არა ბებრების რესტორანში.
-რას უწუნებ იმ რესტორანს მაინც ვერ ვხვდები.?-ჩაეღიმა ნიკოლას.
-არაფერს,უბრალოდ ესაა ჩემი სტილი სადაც ეხლა მივდივართ და არა ისეთი ზედმეტად პრესტიჟული ადგილები.
-არადა მე ვიფიქრე გოგოს პირველად ვეპატიჟები და შთაბეჭდილებას მოვახდენ მასზე-თქო.
-სულაც არა,მე მომწონს ყველაფერი სადა და უბრალო,ადამიანური.- გაეცინა ტატიანას.
-ხოდა ვნახოთ შენი ადამიანური ადგილები,-გაუღიმა ნიკოლამ.
რესტორანი,სადაც ტატიანამ ნიკოლა მიიყვანა,ძველი თბილისის შუაგულში მდებარეობდა.ძველებურ სტილში, ორნამენტებით და ნახატებით გაფორმებულ რესტორნაში ხალხმრავლობა იყო,პატარა სცენაზე მუსიკოსები ნაზ,ქართულ მელოდებს უკრავდნენ.
მაშინვე მიეგება ოფიციანტი თავაზიანი ღიმილით,როგორც კი შევიდნენ. თავისუფალი ადგილისკენ წაიყვანა და მენიუც მიაყოლა რომ დასხდნენ.შეკვეთა ტატიანამ მისცა, ნიკოლა უღიმოდა.ოფიციანტი რომ წავიდა,მაშინ შემოირტყა თავში ხელი,იქნებ სულაც არ გიყვარს ის რაც მე შევუკვეთეო.
-არა,რატომ,მშვენიერი არჩევანია.
-იცი,ხანდახან მავიწყდება რომ დაქორწინებულები ვართ და ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ.
-მეც ასე ვარ.წარმოიდგინე არაფერი არ ვიცით ერთმანეთზე.ისიც კი არ ვიცი რა გიყვარს,რა არ გიყვარს,რაზე ოცნებობ,საერთოდ რაზე სწავლობ და რა პროფესიის იქნები.
-არ გიკითხავს..
-ახლა გეკითხები..
-მომავალი ფინანსისტი ვარ, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო,მამის კომპანიის მეოთხედი ჩემია და მას მართვა სჭირდება.
ნიკოლას ჩაეცინა.
-ოჯახში ორი ფინანსისტი უკვე ნამეტანია.
-რას ვიზავთ?მოგვიწევს შევეგუოთ. გაეცინა ტატიანასაც.- ისე ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა ეს ცხოვრების მთავარი მიზანი და მითუმეტეს ამ ასაკში გათხოვება.საერთოდ არ ვგეგმავდი,მაგრამ მამაჩემის სასოწარკვეთილი ხმა რომ გავიგე,როცა დედას ეუბნებოდა რომ შეიძლება გავკოტრებულიყავით და გამოსავალი ჩემი შენზე გათხოვება იყო,მე დავაძალე რომ ამ ქორწინებას დათანხმებოდა.
-მე კი საერთოდ არ ვიცოდი,მამაჩემმა რომ დამირეკა და მითხრა სასწრაფოდ ჩამოვსულიყავი,არც კი ვიცოდი ეს თუ მელოდა.მხოლოდ მაშინ მითხრეს როცა უკვე თქვენსკენ მოვდიოდით შენი ხელის სათხოვნელად.
-და უკან დასახევი გზა აღარ გქონდა.
-არა,მითუმეტეს რომ გავიგე ჩემზე თერთმეტი წლით პატარა იყავი.
-ახლაც ვარ...არაფერი შეცვლილა..
-ხო,არაფერი შეცვლილა..აი შეკვეთაც მოვიდა,აბა გავსინჯოთ შენი სანაქებო ადგილის შესანიშნავი კერძები.
ცოტა ხანს გემრიელად ილუკმებოდა ორივე.როცა უკვე დანაყრდნენ,მაშინ მართლა შეუქო ნიკოლას არჩევანი. მართალი ყოფილხარო.
-აქ როგორ მოხვდი?როგორ მოაგენი?
-დიტომ მომიყვანა,-წამოისროლა უცებ და ენაზე იკბინა,მაგრამ გვიანი იყო,ნიკოლამ გაიგო,დანა-ჩანგალი თეფშზე დადო და გაწითლებულ გოგოს მიაჩერდა.
-ისევ დიტო…-ეწყინასავით.-აქ ამიტომ მომიყვანე რომ აქაურობა მის თავს გახსენებს?
-არა,ასე არაა,-თავის მართლებას შეეცადა გოგო.-მართლა.არასწორად გაიგე..მაშინ შეყვარებულები არ ვიყავით,უნივერსიტეტკდან წამოვედით ჯგუფელები,ანუ სპეციალურად მე არ მოვუყვანივარ,
-თავს ნუ იმართლებ ტატიანა.რაც არის,თუ გიყვარს ისევ და მისი დაბრუნების შანსი გაქვს,გავშორდეთ და მასთან იცხოვრე.პირობას გაძლევ ის კონტრაქტი არ გაწყდება და მამაშენი ჩვენგან დახმარებას მაინც მიიღებს.
-არა,ნიკოლა,მე მოღალატეებთან არასოდეს ვბრუნდები.მან უკვე გააკეთა არჩევანი და მხოლოდ იმიტომ დამშორდა რომ კოცნის უფლება არ მივეცი,ადგა და ლოლასთან გაიქცა და ყველამ კარგად ვიცით რა მისცა მან.რაც შეეხება ჩვენს დაშორებას,არანაირი სურვილი არ მაქვს,ხალხმა ილაპარაკოს გათხოვებიდან ორ კვირაში გააქცია ქმარიო..-ხუმრობა სცადა ტატიანამ
-ორ კვირაში არა,ცოტა მეტში.
-ისე საკმაოდ კარგი იუმორი გაქვს და რატომ არ ამჟღავნებ ხოლმე?რატომ იბღვირები სულ?
-როგორ გგონია სულ საბუთებში რომ ვარ და თანხებთან მაქვს საქმე, მომიხდება არასერიოზული კაცის იმიჯი?
-ჩემთან მაინც ხომ შეგიძლია იყო ასეთი?
-ეჰ,ტატიანა,რა მარტივად უყურებ ყველაფერს.
-და შენ რა რთულად...მოდი,რადგან დღევანდელი დღე სულ ჩემია,კიდევ ერთი რამე შემისრულე,მეტს აღარაფერს გეტყვი.კარგი?
-კარგი.აბა მითხარი რა გინდა?
-გავისეირნოთ,აქვე ერთი კარგი ადგილი ვიცი.წამოდი ჩემთან ერთად.
-კარგი,წავიდეთ.,სიმართლე გითხრა მე უფრო რაღაც სხვა მეგონა,ეს უფრო მარტივია.
ანგარიში ნიკოლამ გაასწორა და რესტორნიდან გამოვიდნენ. ტატიანამ მარცხნივ გაუხვია და ისიც მას გაჰყვა. უამრავი ტურისტი ირეოდა,ქართველს უფრო ნაკლებად შეხვდებოდი. უკვირდა ამირეჯიბს ასეთ ადგილს ჩვენზე კარგად ისინი იცნობენო. ენას არ აჩერებდა. ლაპარაკობდა და უყვებოდა აქ გადამხდარ ამბებს,ისეთი ბავშვური იყო,ნიკოლას უხმოდ ეღიმებოდა და უკან მიჰყვებოდა. ტატიანა კი მოხტუნავდა ერთი ქვიდან მეორეზე,მდინარის პირას ,სანამ ჩანჩქერთან არ მივიდნენ.
-ხომ გეუბნებოდი განსაკუთრებული ადგილია-თქო.
-მართლა ლამაზია აქაურობა, შუაგულ თბილისშიც თუ იქნებოდა მსგავსი რამე ვერ წარმოვიდგენდი.
-კი მაგრამ შენ აქ არ ცხოვრობ?არსად დადიხარ გასართობად?
-მსგავს ადგილებში არა.
-უი ხოო,დამავიწყდა შენ ხომ ისეთ ადგილებში დადიხარ,სადაც ბებერი და ასაკოვანი ხალხი.
-მათ ახლა შეურაწყოფას აყენებ. რადგან ასაკში არიან უფლება არ აქვთ რესტორანში წავიდნენ?
-მათ კი,შენ არა,შენ ახალგაზრდული რაღაცეებით უნდა დაკავდე.
-რას გულისხმობ?
-აი თუნდაც ამას,-თვალი მოავლო იქაურობას ტატიანამ და პატარა ხიდზე ჩამოჯდა,ფეხები ჰაერში გამოეკიდა.-დაბრძანდით ბატონო ნიკოლა,არაფერი მოგივათ.
გვერდით მიუჯდა ამირეჯიბი და შემთხვევით მხარზე შეეხო.შედეგად გოგოს ისე აეწვა ის ადგილი,თითქოს მდუღარე გადაასხესო.
-რა სიმშვიდეა,-სიჩუმე დაარღვია ნიკოლამ
-თან როგორ იგრძნობა ზაფხული რომ გვიახლოვდება, თითქმის ერთი თვეც და მოვა.
-მაგრამ ეს პერიოდი რომ უფრო კარგია?შეხედე როგორ ყვავის ირგვლივ ყველაფერი და რა სურნელია?
-საოცარი…
-შენსავით…
-ნუ მაცინებ ნიკოლა,-გადაიკისკისა გოგომ.-მე ასეთი ვარ?
-კი,ასეთი ხარ,კიდევ არანორმალური, გადარეული,მაგრამ ამავე დროს უცნაური და ჭკვიანი.
-ყოჩაღ მე ამდენი კომპლიმენტი რომ დავიმსახურე შენგან,ჩემს ამ თვისებებს თითქმის ვერავინ ხედავს, შენ კი ერთდროულად აღმოაჩინე.
-ძნელი არ იყო..
-საიდან ასეთი დასკვნა?
-უცნაური იმიტომ ხარ,რომ პირველი გოგო ხარ,ვისაც ყვავილები არ უყვარს.საოცარი იმიტომ რომ უბრალოდ ყოველ წუთს მაოცებ,როცა ერთად ვართ,მითუმეტეს მაშინ როცა ქორწილში ცეკვა დაიწყე.მართლა ამდენს არ ველოდი..
-უჰ,ეგ ისეთი ძველი ამბავია.დედა ქორეოგრაფია.მართლა ნუ გიკვირს.იქ გაიცნო მამაც. მაშინ ორივე პატარები იყვნენ,ასე თორმეტი წლისები დაახლოებით,ერთად ცეკვავდნენ, იქიდან კი რეალურ ცხოვრებაშიც მეწყვილეები გახდნენ ერთმანეთის და უკვე ამდენი წელია ერთად არიან. არ მახსოვს ოდესმე ეკამათოთ ან რამე ეწყენინებინოთ ერთმანეთისთვის,ყოველთვის მშურდა მათი სიყვარულის,აი ეს იყო და არის საოცარი.მეც ვისურვებდი რომ სწორედ ასეთი სიყვარული მქონოდა.
-მართლაც საოცარი და იშვიათია ასეთი სიყვარული.ვინ იცის იქნებ შენც ასეთი სიყვარული იპოვო.
-რაღაც არა მგონია,ახლა მითუმეტეს.
-რატომ?იქნებ ჩვენ რამე გამოგვივიდეს?
-როგორ?როცა ორი განსხვავებული ადამიანი ორ სხვადასხვა სახლში ვცხოვრობთ?
-მაგრამ ახლა ერთად ვართ და ვსაუბრობთ..
-წავიდეთ,უკვე გვიანია,ბევრი სასწავლი მაქვს,-საუბარს აარიდა თავი და წასასვლელად მოემზადა ტატიანა. ნიკოლაც წამოდგა და გვერდით ამოუდგა...უკანა გზაზე ორივე ჩუმად იყო.სახლში მიიყვანა,დაემშვიდობა და ისე წავიდა რომ მშობლების სანახავად არ შესულა….
******
ერთი კვირა გავიდა.ტატიანა უნივერსიტეტში დადიოდა,შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, სწავლობდა, ცოტა ხანს ეზოში გაისეირნებდა და იძინებდა.ნაკლებად ჰქონდა კონტაქტი ვახოსთან და ჯინასთან. ერიდებოდა მათ და ოთახში იკეტებოდა.სწავლით რომ დაიღლებოდა ნანკას დაურეკავდა და ელაპარაკებოდა,რამდენჯერმე მშობლებსაც ესაუბრა,უსაყვედურეს ჩვენთან რატომ არ მოდიხარო. შუალედური ჩათვლები მოიმიზეზა და მას დააბრალა.გამოგივლითო რომ დავასრულებ,ან თქვენ მესტუმრეთო უთხრა.შეატყო ქეთინომ რომ მის ქალიშვილში რაღაც ცვლილება მომხდარიყო,მაგრამ ვერ ჰკითხა, მოერიდა.იქნებ თვითონ მითხრას როცა ენდომებაო...
ნიკოლას გარეშე მოწყენილი იყო ტატიანა,არ ეგონა მაგრამ ამირეჯიბს უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა მასზე და მის გონებაში შეეღწია,სულ მასზე ეფიქრებოდა. პრინციპში დანახვის დღიდან ასე იყო და რომ არ რეკავდა და არაფერი ისმოდა მისგან ეს უარესად მოქმედებდა მის გუნება განწყობილებაზე.
არც ნიკოლა ყოფილა უკეთესად.ჯერ იყო და უცხოელი პარტნიორები ჩამოუვიდნენ და ორი დღე მათ დასდევდა,მერე საქმიან შეხვედრაზე გამგზავრება მოუწია შვეიცარიაში და რამდენიმე დღე იქ დაჰყო,როცა ჩამოვიდა და იფიქრა სახლში გავივლიო,ბანკში გამოუჩნდა მნიშვნელოვანი საქმე. საღამოს ერთ-ერთი კონკურენტი ბანკის წარმომადგენელმა დაპატიჟა მეუღლესთან ერთად წვეულებაზე. უარი არ გამოვიდოდა,მარტო ის კი არა მშობლებიც კი მიწვეულები იყვნენ. ახლა კი ნამდვილად მოუწევდა ტატიანასთან დარეკვა და მისი ნახვა. მასთან გავლას ვერ ასწრებდა,ჯერ თვითონაც უნდა მისულიყო სახლში, მერე სანამ გაემზადებოდა და იქ მიაკითხავდა,უფრო დააგვიანებდა. ამიტომ მამას დაავალა მისი წამოყვანა.კაცი კი აბუზღუნდა,მაგრამ მაინც დასთანხმდა.რჩებოდა მხოლოდ ტატიანა,ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.დიდხანს გადიოდა,ბოლოს როგორც იქნა უპასუხა.
-გამარჯობა ტატიანა,როგორ ხარ?
-კარგად ნიკოლა,შენ როგორ ხარ?
-ნორმალურად.მომისმინე საქმეზე გირეკავ,ხომ სახლში ხარ?
-დიახ,აქ ვარ.რა ხდება?
-მოემზადე,რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი და მამაჩემს გამოყევი.წვეულებაზე ვართ დაპატიჟებულები,მე ვერ ვასწრებ მანდ მოსვლას.
გული პატარა ჩიტივით შეუფრთხიალდა ტატას მასთან შეხვედრის მოლოდინში.მაგრამ თავი ხელში აიყვანა რომ არაფერი შემჩნეოდა.
-კარგი,მოვემზადები და შენი მეუღლის როლს ხუთიანზე შევასრულებ, -დაემშვიდობა და კარადა გამოაღო. უნდოდა რომ ამ საღამოს ისეთი ლამაზი ყოფილიყო.რომ ყველას მასზე ელაპარაკა და ნიკოლას ეამაყა, თუ მასაც მოსწონებოდა?ალბათ უფრო მეორე,ქმრის აზრი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამხდარიყო…
წვეულება ახალი დაწყებული იყო, ნიკოლა რომ მივიდა.მაშინვე საბა მოიძია ხალხში და მისკენ წავიდა. ბიჭი უცხო გოგოს ესაუბრებოდა და იცინოდნენ. მეგობარი რომ დაინახა, ბოდიშის მოხდით დატოვა გოგო და მისკენ წამოვიდა.
-მარტო მოხვედი?
-ტატიანაც მოვა,ვერ მოვასწარი გავლა, მამა მოიყვანს.
-აი აქ ატყდება ამბავი,თუ ატყდება, ნახე როგორ გიყურებენ ეს ქალები, მტაცებელი ცხოველებივით. აი ერთი უკვე მოდის კიდეც…
ნიკოლამ მისკენ მიმავალ გოგოში ლოლა ამოიცნო და სახე ეცვალა.
-ნიკოლა ამირეჯები მარტო?ტატიანას გარეშე?-გაეცინა ირონიულად მას.
-მარტო არ ვარ,ისიც მოვა,აგვიანდება, საქმეზე შეყოვნდა.
-საინტერესოა თქვენი ურთიერთობა, სულ ცალ-ცალკე დადიხართ. პრობლემები ხომ არ გაქვთ საყვარელო?-ლოლა დაუფარავად და უსირცხვილოდ მიეალერსა და სახეზე ჩამოუსვა ხელი.ნიკოლამ მოიშორა და უკან გაიწია.
-უკაცრავად,მაგრამ მე ცოლიანი კაცი ვარ და ეს არ შეიძლება,არც ქალს შეეფერება ასე მოქცევა..
-სულ არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს,მთავარი ჩემი მიზნებია..
-და რა არის თქვენი მიზანი? -სიმშვიდეს ინარჩუნებდა ნიკოლა.
-თქვენ..
-აი მე კი პირდაპირ გეტყვით ჩემი მიზანიც და ცხოვრების აზრიც ის ქალბატონია,ახლა რომ შემოვიდა. შემოსასვლელ კარში ტატიანა იდგა ულამაზეს შავ,ბრჭყვიალა თვლებით გაწყობილ გრძელ კაბაში, მამამთილისთვის ხელი მკლავზე ჩამოედო და დაბნეული აცეცებდა თვალებს,თითქოს ვიღაცას ეძებდა. ვიღაცას კი არა ნიკოლას ეძებდა და როცა დაინახა შეკრული შუბლი გახსნა.
ამირეჯიბმა ლოლა მიატოვა და ტატიანასკენ დაიძრა, მიუახლოვდა. პირდაპირ დაუდგა და გაუღიმა.
-სიტყვები არ მყოფნის…
-არ გყოფნის და მიხედე ახლა შენს ცოლს და მეორედ არ დავინახო რომ მე მომიწიოს მისი სადმე წაყვანა.- უსაყვედურა მამამ.
ტატიანას შერცხვა და თავი დახარა, ნიკოლამ მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და ზემოდან აკოცა. ეკალმა დააყარა გოგოს და გაწითლდა. მითუმეტეს მარტოები დარჩნენ.
-ბოდიში თუ უხერხულში ჩაგაგდე.მეც არ ვიცოდი ამ წვეულების შესახებ, ყველაფერი უცებ მოხდა.
-ისეთი არაფერია,გამიხარდა კიდეც. მთელი კვირაა დაიკარგე. არ გამოჩენილხარ.
-საქმიანი შეხვედრები და მივლინებები მქონდა.
-ანუ უკეთესი ყოფილა რომ მე შენ მშობლებთან ვცხოვრობ.მაინც მარტო თუ ვიქნებოდი,ასე უფრო კარგია.
-მე ასე არ მინდა,მაგრამ სხვა გზა არაა, ალბათ ცოლიც აქამდე იმიტომ არ მოვიყვანე მარტოობისთვის მეცოდებოდა.
-ის კი არა შენ ხარ ცოდო.რადგან მარტოსული ხარ.ეს კი საშინელებაა.
ნიკოლა ახლა დაფიქრდა რას ნიშნავდა ეს და რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ არ დასცალდა,ძველი ნაცნობები გამოჩნდნენ,მათკენ წამოვიდნენ და მიესალმენენ. რომ გაიგეს ტატიანა ნიკოლას ცოლი იყო და ახლახანს დაქორწინებულიყვნენ გაუკვირდათ და გაეხარდათ კიდეც…
ხომ არიან ჩვენს ირგვლივ ადამიანები,რომლებსაც გულით უხარიათ ჩვენი ბედნიერება?ხოდა ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარიც.ცოტა ისაუბრეს,გოგოებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა და როგორც კი ქმრებმა სამსახურებზე დაიწყეს საუბარი,მაშინვე უკმაყოფილება გამოთქვეს აქ გასართობად ვართ, ცოტა ხანს მაინც დაივიწყეთ სამსახურიო. ჩაეცინა ნიკოლას და ხელი ჩაჰკიდა ტატიანას,საცეკვაოდ წაიყვანა.ნაზ მელოდიას ააყოლეს სხეულები.უცნაური შეგრძნება არც ერთს არ ტოვებდა.ისე იზიდავდნენ ერთმანეთს,როგორც რკინა და მაგნიტი.მათ შორის ნამდვილად იყო რაღაც ქიმია გაჩენილი და ამას ორივე გრძნობდა,ოღონდ არც ერთი არაფერს ამბობდა. საერთოდაც ერთმანეთთან საუბარს ყოველთვის ერიდებოდნენ. ხანდახან სულაც არაა სიტყვები საჭირო.რადგან ქცევა ყველაფერს ამბობს.
დაცქრიალებდა ტატა ნიკოლასთან ერთად ხალხში და უამრავ კომპლიმენტს იღებდა.ამაყობდნენ ამირეჯიბები იმ საღამოს რძლით. მართლაცდა ულამაზესი იყო ბერიძე და გამორჩეული წყვილი ალბათ საზოგადოებაში…
სტუმრებმა დაშლა როგორც კი დაიწყეს,მაშინვე დააპირა ნიკოლამაც წამოსვლა,მაგრამ ტატიანამ შეაჩერა.
-ცოტა ხანს დავრჩეთ კიდევ,დავიჯერო ასე ძალიან გინდა ჩემი თავიდან მოშორება?
-სულაც არა,ვიფიქრე რომ დაღლილი იქნები და დასვენება არ გაწყენდა.
-ჩემს მაგივრად ნუ ფიქრობ.მე ვიფიქრებ და მე გავაკეთებ ყველაფერს. ხედავ რა დამყოლი ცოლი ვარ?არც დღეს შეგარცხვინე.
ნიკოლამ შეამჩნია მის ხმაში სარკაზმი და არ აჰყვა,მშვიდად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.
-ყველა აღფრთოვანებულია შენით, ისე ბრწყინავ,მეც კი მომეჭრა თვალი.
-შენც?საინტერესოა,არადა სულ არ ვაპირებდი ასე ყოფილიყო,როგორც ჩანს სისადავე და ბუნებრიობა ქალის ყველაზე მთავარი იარაღი ყოფილა.
-ყოჩაღ ტატიანა,მიხარია რომ იზრდები და რაღაცეებს სწავლობ.
-ისეთი მასწავლებელი მყავს… -გაეცინა გოგოს.
-მარტო ეგ არაფერს ნიშნავს.შენც ნიჭიერი ხარ.
-ეს კომპლიმენტია?
-ყველა სიტყვა რასაც გეუბნები კომპლიმენტზე მეტია,ეს აღფრთოვანებაა,რომელიც შენ გამოწვიე ჩემში,ეს ყველანაირ საზღვრებს ცდება.
-ხო და ამიტომ დაიკარგე ამდენი დღე? აღფრთოვანდი ჩემით და შეგეშინდა, გაიქეცი,თავი ამარიდე. მითხარი რისი გეშინია რომ არ შეგიყვარდე თუ ლიკა არ გავაქრო შენი გულიდან?
-ეს საიდან მოიტანე ეხლა,ან იქნებ…. მოიცადე ეჭვიანობ?-ჩაეღიმა კაცს.
-იმის პასუხია,რასაც შენ დიტოს სახელის გაგონებისას გრძნობ. ეჭვინობა?კი ბატონი დაარქვი ასე,თუ შენც იგივეს გრძნობ.
-წავიდეთ,გვიანია უკვე.ასე საუბარი საშიშ მიმართულებას იღებს და არ მინდა ვიჩხუბოთ.
-ნიკოლა ამირეჯიბს ჩემი ეშინია, -გაეცინა გოგოს და უკან აედევნა.თავი ვეღარ შეიკავა,ირგვლივ მიმოიხედა, რომ არავინ იყო,ხელი სტაცა გოგოს,კედელზე ააკრა და უთხრა.
-შენი კი არ მეშინია,საკუთარი თავის მეშინია.იმის მეშინია რომ შენც ლიკასავით აჩრდილად არ იქცე. რა იქნება მამაშენი რომ ვალს გადაიხდის და წასვლა მოინდომო? შენც აჩრდილს დატოვებ ჩემში და უკან მოუხედავად წახვალ. აი ამის მეშინია,ჩემივე გრძნობების მეშინია, ვერ გაგიმეტებ იმისთვის რომ უსიყვარულოდ იცხოვრო ჩემთან, რადგან ვიცი რომ შემიყვარდე აღარ გაგიშვებ… თავი ვეღარ გააკონტროლა კაცმა.სახეზე მოეფერა გოგოს,მერე დაიხარა და მისი თმის სურნელი შეისუნთქა.საოცარი იყო ისიც,ისევე როგორც ტატიანა….
სახლამდე ხმა აღარ ამოუღია არც ერთს.ჩუმად ისხდნენ მანქანაში და ორივე თავის საფიქრალს მისცემოდა. ვინ იცის რაზე ფიქრობდნენ..
********
კიდევ ერთი კვირაც გავიდა და მაისი დაიწყო.ამინდებმაც გამოიდარა, დათბა,ვარდებმა დაიწყო ყვავილობა და ჰაერი უკვე მათი სურნელებით გაიჟღინთა..
ნაკლებად ხვდებოდნენ ერთმანეთს ტატიანა და ნიკოლა. ერთი ორჯერ შემოირბინა წვეულების მერე ამირეჯიბმა მშობლების სახლში და მათთან ერთად ივახშმა.. გაუხარდა ტატიანას მისი მოსვლა.ცოტა ხნით მაინც მოსწყდა წიგნებს და მასთან ერთად ეზოში გაისეირნა. საუბარი ამჯერად ზედაპირული იყო და მათ ყოველდღიურობით შემოიფარგლა.
რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყო ადამიანი და ებრძოლო თავს, სიყვარული მაინც მოვა,არ დაგეკითხება.მოვა და შემოგისახლდება გულში,უბრალოდ ამას როდის აღიარებ ესაა მთავარი..
არც ერთი არ აღიარებდა,მაგრამ აშკარა იყო რომ გულგრილი აღარც ერთი არ იყო.მუდმივად ერთმანეთზე ფიქრობდნენ და ერთმანეთი ენატრებოდათ, მაგრამ ამაყები იყვნენ და აბა როგორ იტყოდნენ ხმამაღლა ამას?.......
ტატიანას ერთკვირიანი ყოველდღიურობა უნივერსიტეტი და შუალედური გამოცდები იყო,რაც საკმაოდ რთული იყო,მაგრამ მაინც წარმატებულად გაართვა თავი…
კვირის ბოლო იყო.ნანკასთან ერთად ბუფეტში შევიდა რომ რამე შეეჭამა. რიგში ჩადგა და თან საუბრობდა მეგობართან.უეცრად რომ ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა. მერე კი მას დამცინავი სიცილი მოჰყვა. მოტრიალდა და ლოლა დაინახა. მაგიდას ეჯდა „შესანიშნავი ოთხეული“ და ჭორაობის საგნად ტატიანა გაეხადათ.
-არ გინდა კარგი?-შეაჩერა ნანკამ.
-წარმოგიდგენიათ ის იდიოტი ერთხელაც არ მოუყვანია ან წაუყვანია ქმარს.სულ მის გარეშე დადის. იქნებ მათი ქორწინება ფარსია?
-შესაძლოა,-დაეთანხმა წითელ თმიანი,ზედმეტად გადაპრანჭული თაკო.
-არა,აზრზე ხართ,ტიპს ასეთი ქმარი ჰყავდეს და მასთან ერთად არსად არ დადიოდეს?არ აინტერესებდეს? არსად ჩნდებოდეს?
-ეტყობა იმ ამირეჯიბს თუ ვიღაცას უკვე მოაბეზრა თავი,-თქვა ისევ თაკომ,რასაც ოთხეულის სიცილი მოჰყვა. კიდევ ცოტა ხანს ისმინა სიბინძურები ტატიანამ,აი როცა უკვე გოგომ აშკარად დაუფარავად აღიარა რომ ნიკოლა ამირეჯიბს დაითრევდა, ვეღარ შეძლო მისი შეჩერება ნანკამ.ქარიშხალივით მოსწყდა ადგილს და თავზე წამოადგა გოგოებს.
-ისევ არ ანებებ თავს ჩემზე საუბარს? -მის წინ მაგიდას დაეყრდნო ხელებით ტატიანა და თვალები დაუბრიალა.
-აჰა,გაიცანით მეგობრებო, ამირეჯიბების სახელგანთქმული რძალი.-სიცილი ატეხა ლოლამ.
-ლოლა გაფრთხილებ ამჯერად სერიოზულად გაფრთხილებ, მოეშვი ჩემზე და ჩემს ქმარზე ლაპარაკს, მოეშვი მასზე ფიქრს.ტყუილად გაქვს იმედი რომ დავშორდებით.არ დაგითმობ მას,ისე როგორც დიტო დაგითმე.-გამოსცრა კბილებში ტატიანამ.
-დიტო შენ კი არ დამითმე,მან მიგატოვა, ერთი ჩვეულებრივი კახ..ა ხარ,რომელიც თავს იფასებს, რომელსაც თავი დიდი ვინმე ჰგონია. გგონია რომ ანგელოზი ხარ და ყველას დაეხმარები,მაგრამ არ გამოგივა.არ ხარ შენ ასეთი.ნუ გვაჩვენებ თავს რომ სიკეთის განსახიერება ხარ.
ვეღარ მოთოკა თავი ტატიანამ, არ ახსოვს როგორ მოუქნია ხელი და როგორ გაარტყა სახეში თოფურიას, გონს რომ მოვიდა შუაში ნანკა და თაკო ედგნენ და ერთი ერთს იჭერდა,მეორე მეორეს.
-არარაობა ხარ,ნამდვილი არარაობა, -მიაძახა ტატიანამ,მერე კი იქიდან გაიყვანა დაქალმა
-რას აკეთებ?ამით ახლა უარესი რამ ჩაიდინე,ისევ სალაპარაკო მიეცი ხალხს.
-ჯანდაბაში წასულა ყველა,ნიკოლა ამირეჯიბს ვერავინ შეეხება,ის ჩემია,გესმის?ჩემი?-იყვირა ტატიანამ.
-ღმერთო ჩემო,ტატი,შენ ის მართლა გიყვარს?-პირზე ხელები აიფარა ნანკამ.
ბერიძემ არაფერი უპასუხა, დაუმშვიდობებლად გამოიქცა იქიდან და მანქანაში ჩაჯდა. სახლში წაყვანა სთხოვა მძღოლს…
ჯინამ ანერვიულებული ტატიანა რომ დაინახა,გაუკვირდა და ცოტა შეეშინდა კიდეც.ჯერ იფიქრა ნიკოლას დავურეკავ და ვკითხავ რა მოხდაო,მაგრამ მერე გადაიფიქრა, იქნებ სულ არაფერი იცის რატომ ავანერვიულო ისიც,ჯერ ტატას დაველაპარაკებიო.
-შეიძლება შემოვიდე?-დააკაკუნა ფრთხილად მისი ოთახის კარზე. გოგომ არაფერი უპასუხა.
-ტატიანა..კარგად ხარ?-გაუმეორა კითხვა.-გამიღე კარი.
-კარგად არ ვარ,არაა,-გააღო კარი,ჯინას ჩაეხუტა და ტირილი აუტყდა.
-რა ხდება ჩემო გოგო?მიდი,მომიყევი,- საწოლზე ჩამოაჯინა და თვითონაც გვერდით მიუჯდა,მოეფერა,რომ დამშვიდებულიყო.
-არაფერი,-ცრემლი მოიწმინდა გოგომ.
-როგორ თუ არაფერი?ვხედავ ტირი, რაღაცას განიცდი.
-მარტო ყოფნა მინდა,თუ არ გეწყინებათ, დამტოვებთ მარტო?
-ერთი პირობით,მერე მომიყვები რა გჭირს…
როგორც კი ჯინა ოთახიდან გავიდა, ისევ ტირილი აუტყდა ტატიანას. ვერ სძლია თავს,სულ ლოლას სიტყვებზე ფიქრობდა და ვიღაც იმეორებდა განუწყვეტლივ მის გონებაში. ბოლოს ჩემოდანი გამოიღო,რაც მოხვდა ხელში ის ნივთები ჩაალაგა,პატარა ზურგჩანთაში პირადი ჰიგიენის ნივთები ჩააწყო და ოთახიდან გავიდა. გასვლისას კართან შეყოვნდა,თვალი მოავლო. არაფერს გრძნობდა და არც ნანობდა რომ აქაურობას ტოვებდა.
-დროა ბედნიერებისთვის იბრძოლო ტატიანა,-კარი გამოხურა და ქვემოთ ჩავიდა.
-რა ხდება ტატა?სად მიდიხარ? ან ეს ჩემოდანი რათ გინდა?
-ისეთს არაფერს ვაკეთებ.იქ მივდივარ, სადაც პირველივე დღეს უნდა წავსულიყავი.არ შემაჩეროთ ძალიან გთხოვთ.-ცრემლი ისევ თვალებში ედგა და ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეტირა.
-მძღოლი წაგიყვანს,მეტი არაფერი უთქვამს ჯინას,ჩაეხუტა და სახლიდან გააცილა ტატიანა.
მთელი გზა ებრძოდა საკუთარ თავს და იმ ემოციებს,რასაც გრძნობდა და რაც ელოდა.არ იცოდა როგორ მიიღებდა ნიკოლა და რას ეტყოდა. მაგრამ ის ზუსტად იცოდა რომ იქიდან არ წამოვიდოდა..
ნიკოლა მისაღებში იჯდა, ტელევიზორის წინ და საინფორმაციოს უყურებდა. მოკლე მკლავიანი მაისური და სპორტული შარვალი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა მას. ზარი რომ დარეკეს ვინ უნდა იყოსო გაიფიქრა და წამოიზლაზნა რომ კარი გაეღო.
ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა და ვერც იფიქრებდა,ჩემოდანზე დაყრდნობილი ტატიანა მომხიბლავად უღიმოდა.
-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ჩემს ქმართან მოვედი.მიმიღებ?
-შენ ხომ ჩემებთან უნდა გეცხოვრა?
-ეს მე არ გადამიწყვეტია,შენ გადაწყვიტე.ჩემი გადაწყვეტილება კი ისაა,რომ მე აქ მინდა და ნუ შემეწინააღმდეგები.
ნიკოლამ ჩემოდანი შემოატანინა და კარი დახურა.
-რა გიყო ახლა ტატიანა,-გაიფიქრა გონებაში.ხმამაღლა კი ჰკითხა.
-რამე მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?-დაუბრუნა კითხვა და დივანზე ჩამოჯდა,ფეხები მაგიდაზე შემოაწყო კმაყოფილმა
-აბა დავიჯერო აქ ჩემმა სიყვარულმა მოგიყვანა?-გაეცინა ნიკოლას
-არ შეიძლება ასე იყოს?
-არ შეიძლება და ნუ მპასუხობ კითხვაზე კითხვით..
-შენ არ შეცვლილხარ,ისევ ისეთი უჟმური ხარ.
-შენ კი ისევ ისეთი უზრდელი ტატიანა დააბრუნე ახლა.ჩამოსწიე ფეხები.
-მე არც შევცვლილვარ.თავს გაჩვენებდი ასე.
-მორჩი ამ თამაშს და სიმართლე მითხარი.რას ნიშნავს ეს? შენი მორიგი გამოხტომაა?
-გითხარი რომ ქმართან მოვედი-თქო, საერთოდაც პირველივე დღეს აქ უნდა გადმოვსულიყავით,ისე არც ლოლა დაგიწყებდა შებმას და არც ხალხი ლაპარაკს რომ ჩვენ იძულებით დაგვაქორწინეს ან ორსულად ვარ.
-აქედან რაღაც მაინცაა სიმართლე.- ირონიულად ჩაეცინა ნიკოლას
-ნიკოლა ამირეჯიბო,ახლა კარგად მომისმინე.ლოლას შენი შებმა უნდა,მისი ახალი სამიზნე ხარ. ეს კი უკვე ჩვენს შორის ღია ომის გამოცხადებას ნიშნავს. ეს დღეს საქვეყნოდ გამოაცხადა, მე კი ვერ მოვითმინე და ისე ვუპასუხე,როგორც იმსახურებდა,დავარტყი, ახლა კი შენ გაფრთხილებ.-ტატიანა წამოდგა, ნიკოლას წინ დადგა და თითი ცხვირწინ დაუტრიალა
-არ გნახო ლოლა თოფურიასთან დალაპარაკებული და არც გავიგო რომ მასთან რამე გაქვს საერთო.თორემ გეფიცები გაგანადგურებ.საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.-ისე დააკვესა თვალები,ნიკოლამ ძლივს შეიკავა თავი,რომ არ გასცინებოდა. საყვარელი და სასაცილო იყო გაბრაზებული ტატიანა.
-მიკრძალავ შენს გარეშე გარეთ გასვლას?ეს უკვე ეჭვიანობის პიკია.
-არ ვხუმრობ ნიკოლა.
-არც მე.-სიცილი შეწყვიტა ამირეჯიბმა.
-თვალებს დაგთხრი გეფიცები,რომ გნახო მასთან დალაპარაკებული.
-ესეგი მომიწევს მხედველობასთან დამშვიდობება.
-კარგია თუ მიხვდი.-კმაყოფილმა ჩაიცინა ტატიანამ.
-გასაგებია რომ ეჭვიანობ,მაგრამ იცი რაა?მე ის მაინტერესებს მე რა მერგება იმით რომ შენ დაგიჯერო?
-არაფერი…
-მაშინ არ ვარ თანახმა,ვერ ამიკრძალავ მასთან შეხვედრას.
-რა გინდა ჩემგან?
-შენგან მინდა შენ…
-ვერ მიგიხვდი,-დაიბნა ტატიანა.
-ადექი…
მექანიკურად წამოდგა გოგო და მის წინ დადგა.
-აი შენ მინდიხარ. ლოლა იმას მომცემდა,რასაც შენგან ვერ მივიღებ. აბა თანახმა ხარ ასეთი გარიგებისთვის?
-ვერ მიგიხვდი..
-ძალიან კარგად მიმიხვდი. -მიუახლოვდა ნიკოლა და სახეზე ჩამოუსვა ხელი ნაზად.არ ელოდა ტატიანა საუბრის ასე წარმართვას. ხელი ჰკრა და გასასვლელი კარისკენ გავარდა.
-მე სხეულს არ ვყიდი.ამ ქორწინებაში შეიძლება ყველაფერი დაგეგმილი იყოს და რაღაცეები მოითხოვო ჩემგან,მაგრამ ჩემ სხეულს ვერასოდეს მიიღებ,თუ ჩემი სული არ შეგიყვარდა.-მიაძახა ტატიანამ და სახლიდან გავარდა.კარი ისე მიაჯახუნა ნიკოლა შეხტა. ჯერ ადგილზე იდგა გაქვავებული.მერე კი სიცილი ატეხა.
-ჯანდაბა ტატიანა,ეს ხომ შენი გამოცდა იყო. ახლა მართლა დავრწმუნდი როგორი ხარ სინამდვილეში. ადგილს მოსწყდა და უკან გაეკიდა…
ტატიანა ქუჩაში იდგა და ტაქსს ელოდა.აი გამოჩნდა კიდეც,ცრემლები მოიწმინდა და ხელი აუქნია.კარი გამოაღო,უეცრად ვიღაცამ ხელი გააშვებინა და დახურა.ხელით უბიძგა და უკან გამოსწია.
-სად მიდიხარ?
-შენგან შორს..
-ვინ გიშვებს?-თვალებში ჩააცქერდა ნიკოლა.
-შენ არავინ გეკითხება.
-მოდიხართ თუ არა?-ჰკითხა მძროლმა
-არ მოდის,ნახვამდის ძია.-პასუხი გასცა ტატიანას მაგივრად ამირეჯიბმა.მერე როცა მარტო დარჩნენ,მკლავში ჩაჰკიდა ხელი და სადარბაზოსკენ წაიყვანა.
-გამიშვი ხელი.არ მოვდივარ.-ისევ ცრემლი მოადგა ნიკოლას.
-მოდიხარ.-მიათრევდა ძალით და სიცილს ძლივს იკავებდა.
-არა-თქო.არ დავრჩები იმ ადამიანთან, ვისაც მხოლოდ ერთი რამ უნდა ჩემგან.
-რა მოხდა მერე?ჩემი ცოლი ხარ და მოვალეობა უნდა შეასრულო.ესეგი არ მოდიხარ?კარგი,შენი ნებაა,-ფეხებში მოჰკიდა ხელი და მხარზე მოიგდო.
-დამსვი ნიკოლა,ასე ნუ იქცევი, გამიშვი..
-ნუ ყვირი,სირცხვილია,რას იფიქრებს ხალხი?ამ შუაღამისას რომ ყვირიხარ.
-იდიოტოო,-მიაძახა ისევ და ზურგზე მუშტების რტყმა დაუწყო.მალე მივიდნენ და ნიკოლამ ოთახში ჩამოსვა გოგო.კარი გადაკეტა და ანიშნა დაჯექიო.გაბუტული ჩამოჯდა ტატიანა და თითებს დაუწყო წვალება.
-თავი ასწიე და ახლა მშვიდად ამიხსსენი ყველაფერი,ყოველგვარი ბრძანებებისა და აკრძალვების გარეშე.
-რა აგიხსნა?
-ის რაც მოხდა და რასაც ელოდები ჩემგან.
-მე მინდა რომ ისე მოვიქცეთ,როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი.
-მერე რომ გამიბრაზდი და აქედან გავარდი,მაგის გარეშე როგორ გამოვა?-გაეღიმა ნიკოლას.
-მართალი ხარ….. არ გამოვა..
-კარგი,გეხუმრე,დამშვიდდი,არაფერი არ იქნება ჩვენ შორის.არ მიღირს შენთან ყოფნა და თავის ატკივება.
-ესეგი მე თავის ტკივილი ვარ? -წამოენთო გოგო.
-იქნები,თუ მე არ მოვიქეცი ჭკვიანად. აბა გისმენ.დაიწყე…
-მოკლედ გეტყვი,მოგიწევს შენი ცხოვრება ცოტათი შეცვალო.
-რატომ?
-ჩემს გამო..-გაუღიმა ტატიანამ მაცდურად.
ვეღარ მოითმინა ნიკოლამ,ხელი სტაცა გოგოს,სხეულზე აიკრა და ტუჩებზე დააცხრა.
-შენს გამო ცხოვრებასაც შევცვლი და ბევრ რამეზეც ვიტყვი უარს ტატიანა, -ჩასჩურჩულა ყურში.
გოგოს ეკალმა დააყარა და მუცელში პეპლების გუნდმა იწყო ფრენა. ენით აუღწერელი სიხარული იგრძნო.
-ჯანდაბა,ნიკოლა,რას მიკეთებ ასეთს,რომ ამ ვნებას ვერაფრით ვაღწევ თავს.-დაიჩურჩულა მანაც და თავი უკან გადააგდო.თვალები დახუჭა.
მის გრძელ კისერს თავი ვერ დააღწია კაცმა და კოცნით ჩაუყვა ლავიწისკენ… მხრიდან მაისური გადაუწია და იქაც აკოცა. აი მაისურის ქვეშ რომ შეაცურა ხელი და მკერდზე მოუჭირა,მაშინ დააჭყიტა თვალები ტატიანამ და ნიკოლას ხელით მსუბუქად უბიძგა.
-ახლა,არა გთხოოვ,-შეევედრა გოგო და თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ნიკოლა გაჩერდა,წელზე შემოხვია ხელები და ასე დადგა.
-შენ მე მაგარი გოგო მეგონე და ყველაფერზე ტირიხარ?-გაუცინა,რომ გაემხიარულებინა და დაძაბულობა მოეხსნა.თვალიდან წამოსული ობოლი ცრემლი მოსწმინდა.
-ასე არ მინდა,მინდა გიყვარდე და ეს ყველაფერი სიყვარულით მოხდეს და არა ასე ვნების გამო.
-გპირდები აღარ განმეორდება.თავს გავაკონტროლებ.წამოდი,შენს ოთახს გაჩვენებ.
ჩემოდანი აიღო და კიბეზე ავიდა.უკან აედევნა ტატიანა.ნიკოლამ მისი ბარგი თავისუფალ ოთახში შეიტანა და კარადასთან დადო.უკან რომ გამობრუნდა,ტატიანას ხმა მოესმა.
-არაფერია მოლოდინი,მხოლოდ უნდა იცოდე რომ გიღირს ამ ლოდინის ატანა..
ჩაეცინა ამირეჯიბს,მაგრამ უკან არ მოუხედავს,კარი გამოიხურა და მარტო დატოვა ტატიანა.
******
დილით გვიანობამდე ეძინა ორივეს. შაბათი იყო და არსად მიდიოდნენ. მაგრამ არც ერთმა არ იცოდა ეს. ორივეს ეგონა რომ სახლში მარტო იყვნენ.
თხელი,მოკლე ხალათი მოისხა ტატიანამ. პირსახოცი და ჰიგიენური საშუალებები აიღო და ოთახიდან გამოვიდა. ვარაუდით მიხვდა რომ მათ ოთახების გვერდით სააბაზანო იქნებოდა და იქით წავიდა.თამამად მიაბიჯებდა და დაბალ ხმაზე ღიღინებდა. კარი შეაღო და ადგილზე გაშეშდა.მის პირდაპირ პირსახოცშემოხვეული და წელსზემოთ შიშველი ნიკოლა იდგა,ტანზე ჯერ კიდევ წყლის წვეთები შერჩენოდა. ძლივს გადააგორა პირზე მომდგარი ნერწყვი ტატიანამ,დაბნეულს ყველაფერი ხელიდან გაუცვივდა და იატაკზე ხმაურით დაიყარა.
-მაპატიე მეგონა მარტო ვიყავი, -სწრაფად მოტრიალდა უკან.
-შენ რაა შიშველი მამაკაცი არ გინახავს?-გაეღიმა ნიკოლას.
-იდიოტი ხარ?სად უნდა მენახა?-ისევ შემობრუნდა მისკენ ტატიანა და იგივე მდგომარეობაში რომ დახვდა ნიკოლა, თვალებზე ხელი აიფარა.
-ჩაიცვი მაინც რამე..
-გამატარე და ჩავიცმევ.
გოგო ვარაუდით გაიწია.. ნიკოლამ რომ გვერდით ჩაურა,მისი სხეულის სურნელიც კი იგრძნო.ისეთი იყო, თავბრუს დაახვევდა ადამიანს და რა გასაკვირი იყო მასაც რომ ასე დაემართა…
-ეს რა იყო?რა სხეული.რა აღნაგობა, რა კუნთები. ჯანდაბა რაზე ფიქრობ ტატიანა?გაუბრაზდა საკუთარ თავს. -არააა,აშკარად არაა ასე დასაიგნორებელი ეს კაცი და რა ვქნა.-ესაუბრებოდა თავს და იატაკიდან დაყრილ ნივთებს კრეფდა…
დიდხანს დაჰყო შხაპის ქვეშ,კიდევ ამდენ ხანს ოთახში თავის მოწესრიგებას მოანდომა. იქიდან რომ გამოვიდა უკვე პირველი საათი ხდებოდა. პირველი რაც დაინახა, ლამაზად გაწყობილი სუფრა იყო, გვერდით სავარძელში კი ნიკოლა იჯდა გაზეთს კითხულობდა. ტატიანა რომ დაინახა,დახურა და ფეხზე წამოდგა.
-როგორც იქნა გეღირსა.ვიფიქრე ცუდად ხომ არაა-თქო.
-ცუდად რატომ უნდა ვყოფილიყავი?
-იმიტომ რომ მამაკაცი ასეთ მდგომარეობაში პირველად ნახე,-გაეცინა მას.
-შენ იცოდე ჩემი წერა გახდები. აქედანვე ავიყვან ადვოკატს,რომ შენი მკვლელობისთვის სასამართლოზე დამიცვას.
-იცი რა მაინტერესებს?მე ვინ ავიყვანო დამცველად შენი სილამაზისგან თავის დასაცავად?
-ნიკოლა გეყოფა,ნუ მაბნევ..
-რატომ?იმიტომ ხომ არა შენც გიზიდავ?
-ასე ვიწყებთ ჩვენი თანაცხოვრების პირველ დღეს?
-წესით სხვანაირად უნდა ვიწყებდეთ, მაგრამ ჩვენ ხომ უკუღმართები ვართ და ყველაფერი სხვანაირად გვაქვს მოწყობილი.აი შენი ტვინი მაგალითად.
-სხვათაშორის შენი ტვინიც ასეა. აბა შეხედე სუფრა გაშალე და საუზმე მომიმზადე.-გაეცინა ტატიანას.
-ხოო.საუზმე,პრინციპში ამას უკვე სადილი ჰქვია,ასე რომ თუ დაბრძანდები და ჩემთან ერთად მიირთმევ,ძალიან დამავალებ..
-სიამოვნებით.მეც ძალიან მომშივდა და ამჯერად ხმას აღარ ამოვიღებ..
ჭამას რომ მორჩნენ,სუფრა ნიკოლამ აალაგა,ტატიანა დივანზე იჯდა მოკეცილი და ტელევიზორში რაღაც სასაცილო გადაცემას უყურებდა. დროდადრო თვალს გააპარებდა სამზარეულოში მოფუსფუსე ნიკოლასგან.თვალს თუ მოეფარებოდა,უკან გადაიხრებოდა რომ ისევ დაენახა.მერე ის რომ გამოხედავდა სწრაფად უბრუნდებოდა თავის ადგილს და ყურადღება ტელევიზორზე გადაჰქონდა…
ხელების მშრალებით გამოვიდა სამზარეულოდან ამირეჯიბი და უხმოდ გახედა გოგოს.
-ჩემი ყოჩაღი ქმარი,-მიეაფერისტა ტატიანა.
-ჩემი ზარმაცი ცოლი,-არ დაუთმო მანაც.
-ჯიბრიანო რატომ ვარ ზარმაცი?არ დამაცადე არაფერი.
-ისე იცი ხომ ყველაფერი.
-ვიცი მართლა,-თავი გაიმართლასავით ტატიანამ.
-არაფერიც არ იცი.საერთოდ არაფერი..
-კარგი,შემდეგში მე მოვამზადებ იცოდე.
-არა მადლობთ,არ მინდა რომ საავადმყოფოში მოვხვდე.
-რატომ ცდილობ რომ სულ ნერვები მომიშალო?
-მე ვცდილობ?-გაიკვირვა კაცმა.-ეს შენ ცდილობ ამას.ცდილობ ჩემს საწინააღმდეგოდ მოიქცე.გამაბრაზო. ის კი არ იცი რომ მე ადამიანებს კარგად ვიცნობ,ბევრნაირი და ბევრი შემხვედრია და მათი ფსიქოლოგიაც კარგად მაქვს შესწავლილი.
-ესეგი შენს ნათქვამს თუ ჩავუღრმავდებით,ამბობ რომ მე არაფრისმაქნისი,ზარმაცი,უზრდელი გოგო ვარ.რომელიც ოჯახს არცხვენს?
-მე ეგ არ მითქვამს.
-მაგრამ ასე ფიქრობ.რათ უნდა ამას მიხვედრა.აი შენი სახე,შენი თვალები მეუბნება მაგას.
-მარტო მაგას გეუბნება ჩემი თვალები?
-კიდევ რამეა?
-იცი ტატიანა თვალები ადამიანის სულის სარკეა.მასში ბევრი რამის დანახვა შერიძლება..
-მაგალითად სევდის დანახვა სიხარულის უკან,ტკივილის დანახვა სიცილის უკან..ადამიანის სულის დანახვა..-გააწყვეტინა ტატიანამ.
-ამას არ ველოდი შენგან..
-ბევრი რამე არ იცი ჩემზე,ისევე როგორც მე შენზე.ყველაზე ცუდი კი ამ სიატუაციაში ისაა რომ არც კი ვცდილობთ ერთმანეთს გავუგოთ და გავიცნოთ.
-მე ვცდილობ ტატიანა.
-არ ცდილობ,შენ უბრალოდ ისევე აგრძელებ ცხოვრებას მარტო,ისევ მარტო აკეთებ ყველაფერს.ჩემს შესახებ სხვისი აზრი ისეთ გავლენას ახდენს,რომ არც კი ცდილობ ჩემი ნამდვილი სახე დაინახო,დამიძახო, როცა რაღაცას აკეთებ და ერთად გავაკეთოთ.
-საკმაოდ ჭკვიანი ყოფილხარ,მაგრამ ერთი რამ გავიწყდება-მე სხვის აზრს ყურადღებას არასოდეს არ ვაქცევ. მითუმეტეს როცა საქმე ჩემს ცოლს ეხება,-გაეღიმა ნიკოლას,-ჰო,კიდევ შეგიძლია მარტო მე კი არა,შენც გადმოდგა ჩემსკენ რაღაც ნაბიჯი და ტელევიზორის წინ არ იჯდე და ამ რაღაც სისულელეებს არ უყურებდე.
-მე უკვე გადმოვდგი ეს ნაბიჯი აქ ვარ შენთან.

-ეგ რაღაცის ან ვიღაცის გამო გააკეთე და არა იმისთვის რომ შენ გინდოდა..
ეწყინა ტატიანას,ძალიან ეწყინა მისი ეს სიტყვები.არადა მართლა იმიტომ მოვიდა აქ,რომ ნიკოლასთან უნდოდა, იმის გაფიქრებამ რომ შეიძლებოდა სხვა ვინმე შეხებოდა და სხვას ჩახუტებოდა,გული ატკინა და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პასუხად რა მიიღო?ის რომ არასწორად იფიქრეს მასზე,ისევ არასწორად იფიქრეს..
უხმოდ წამოდგა და ოთახისკენ წავიდა,რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე შეჩერდა და ნიკოლას მიაძახა.
-ვფიქრობდი რომ მე ვიყავი სულელი და მშიშარა,მაგრამ აღმოჩნდა რომ შენ ყოფილხარ…
მთელი ძალით მიაჯახუნა კარი და მიეყრდნო,მერე ჩამოცურდა და იატაკზე დაეშვა.
-ასეთი მტკივნეული თუ იქნება,არ შემაყვარო ღმერთო…-გადმოსცვივდა ცრემლები…
არც ნიკოლას უგრძვნია თავი კარგად. მიხვდა რომ აწყენინა გოგოს,არადა ტატიანა მართლა ცდილობდა რომ შეცვლილიყო და მასთან სხვანაირად მოქცეულიყო.მაგრამ იქნებოდა კი ეს სწორი?იქნებოდა კი ადვილი?რატომ სთხოვდა შეცვლას,როცა მასში სწორედ ეს უცნაურობები და მოულოდნელი გადაწყვეტილებები მოსწონდა?
არ უნდა გინდოდეს საყვარელი ადამიანის შეცვლა,უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის,რადგან ამ მცდელობებში შეიძლება საკუთარი თავიც დაკარგო.. ნიკოლა კი მართლა კარგავდა თავს და ისეთი ხდებოდა რაც არასოდეს არ მოსწონდა მამაკაცში- ქალის დაუფასებლობა და სიუხეშე..
ის იყო წამოდგომა და ტატიანასფან წასვლა დააპირა მისთვის ბოდიშის მოსახდელად,რომ კარი გაიღო და გოგო ოთახიდან გამოვიდა. წასასვლელად მომზადებული.
-სად მიდიხარ?-შიში შეეპარა და ვაითუ მიდისო გაიფიქრა.
-საქმე მაქვს,-მოკლედ მოუჭრა და გვერდით ჩაუარა.უკან აედევნა და გასასვლელთან ორივე შეჩერდა. სარკესთან კიდევ ერთხელ დატრიალდა ტატიანა და თმა შეისწორა.
-ასე ჩაცმული მიდიხარ?ნორმალურად რომ ჩაიცვა არაა?ნახევარი სხეული გიჩანს.-აშკარად ცდილობდა დაეფარა ინტერესი სად მიდიოდა ტატიანა, ვისთან ერთად და მითუმეტეს ასე ჩაცმული.
-შენს ჩემს ჩაცმულობაზე სულ რატომ გაქვს პრობლემა?
-იმიტომ რომ ეს ჩაცმა კი არა გახდაა.
ტატიანას გაეცინა,ხელი აუქნია წავედიო,მიაძახა და სახლიდან გავიდა. ვერაფერი მოიფიქრა ამირეჯიბმა,ვერც შეაჩერა,გაბრაზდა საკუთარ თავზე და ფანჯარასთან მივიდა რომ გაეხედა ვინ ელოდა ქვემოთ,ტაქსი იყო და ცოტა დამშვიდდა. იქნებ თავის მშობლებთან წავიდა,-ამით იმშვიდებდა თავს…
დაღამდა.რაც უფრო აგვიანებდა ტატიანა,მით უფრო ნერვები ეშლებოდა,მით უფრო ბრაზდებოდა საკუთარ თავზე რომ გაუშვა ასე და უკან არ გაჰყვა… ნერვიულად დააბიჯებდა ოთახში წინ და უკან,ვერაფერს დაუდო გული,არადა რაღაც ანგარიში ჰქონდა დასაწერი და ისიც ვერ მოახერხა. ბოლოს ტელევიზორი ჩართო იქნებ რამე საინტერესო იყოსო. თან წარამარა გახედავდა კარს. როდის ჩასთვლიმა არ ახსოვს,სამაგიეროდ ვიღაცის ხელის შეხებამ რომ გამოაღვიძა ეგ კარგად იგრძნო.
-რატომ არ გძინავს?-მშვიდად ჰკითხა ტატიანამ
-მოხვედი?რომელი საათია?-წამოდგა და საათს დახედა მობილურზე.
-გვიანია უკვე.
-სად იყავი?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-ესეგი აქვს.
-ახლა ამისთვის არ მცალია რომ აგიხსნა,ძალიან დავიღალე,წავალ დავიძინებ,გირჩევ შენც დაისვენო. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ,რომ უნივერსიტეტში წამიყვანო.
ვერაფერი უთხრა,არადა როგორ უნდოდა ეთქვა რომ გაგიჟდა სანამ ის სახლში არ იყო.მაგრამ უკან დაიხია,ისევ უკან დაიხია,ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს,ორს უკან აყოლებდა. იქნებ მართალი იყო ტატიანა?იქნებ ის იყო მშიშარა და ვერ ბედავდა იმის გაკეთებას,რაც უნდა გაეკეთებინა?
ნერვებმოშლილმა შეაღო საძინებლის კარი და დიდხანს ცდილობდა დაძინებას,მაგრამ ვერაფრით შეძლო.ძილი გაუტყდა და აღარ მიეკარა.ბავშვობიდანვე ასე იყო.ვერაფრით იძინებდა,თუ რაღაცაზე გამუდმებით ფიქრობდა.. ახლა კი ეს რაღაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამხდარიყო…
*****

მშვიდად ეძინა ტატიანას. ჭრელ, ფერად სიზმრებში მოგზაურობდა. დილით ადრიანად დარეკა მაღვიძარამ. მძიმედ გაახილა თვალები,მაგრამ საკუთარი თავისადმი მიცემულმა პირობა,რომ სანიმუშოდ მოიქცეოდა და ცხოვრების სტილს შეიცვლიდა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.წამოდგა,ხალათი მოიცვა და ოთახიდან გამოვიდა.თმა უბრალოდ აიწია და ერთად შეკრა. პირველი რაც გააკეთა ყავა იყო. მშვიდად დალია, ცოტა გამოფხიზლდა და მაცივარი გამოაღო.
-ესეც ასე,რა შეგვიძლია მოვამზადოთ? კვერცხი,ძეხვი,სოსისი, ბოსტნეული..
აბა ბატონო ნიკოლა,ვნახოთ ვინ აჯობებს მე თუ შენ…
რამდენიმე კვერცხი გატეხა,პური დაჭრა და ტაფა შემოდგა გაზზე, მალე სამზარეულოში სასიამოვნო სუნი დატრიალდა,ღიღინებდა და თან სუფრას აწყობდა.
-ვის ატყუებ ტატიანა?ნიკოლას კი არ ეჯიბრები,მისთვის აკეთებ ამ ყველაფერს,-გაიფიქრა და ტაფა გადმოდგა,მერე ჩაიდანი შემოდგა. მაგიდაზე დადო უკვე მომზადებული ყიყლიყოები.ყველიც მიაყოლა,მერე პომიდვრის სალათი დაჭრა.წყალი რომ ადუღდა,ჭიქებში ჩამოასხა და კმაყოფილმა გადახედა სუფრას.
-დროა,-იქიდან გამოვიდა და კიბესთან შეჩერდა.
-ნიკოლაა,-დაიძახა ხმამაღლა, -ნიკოლა საყვარელო გაიღვიძე, დაგვაგვიანდება,საუზმე მზადაა.
უკან დაბრუნდა და სკამზე ჩამოჯდა, ელოდა რა მოხდებოდა. იმაზე,მეტი დრო რომ გავიდა,შიში შეეპარა,ვაითუ ვერ გაიგოო,მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ბიჭიც.რომ გადახედა ამ ყველაფერს,ჯერ გაუკვირდა,მერე ჩაეღიმა და ის იყო რაღაც უნდა ეთქვა,რომ ტატიანამ დაასწრო.
-არასოდეს ვყოფილვარ იდეალური, ვფიქრობ არც ხასიათი და არც გარეგნობა მაქვს ასეთი, ამას სხვები უკეთ ხედავენ.სამაგიეროდ ყოველთვის ის ვიყავი,ვინც სინამდვილეში ვარ და აი ასეთ ტატიანას იშვიათად,უფრო სწორად თითქმის არასოდეს ხედავენ, ერთ-ერთი პირველი ხარ ვინც ეს ნახა.
ნიკოლამ ძლივს მოუყარა,სათქმელს თავი.გაოცებული იყო.
-კაცებს ერთი უარყოფი თვისება გვაქვს - სათანადოდ არასოდეს არ ვამაყობთ და არ ვაფასებთ ქალს. მითუმეტეს ქალს,რომელიც გვერდით გვყავს.
-ამას რას მოვესწარი?ნიკოლა ამირეჯიბი კომპლიმენტს მეუბნება.
-არ დაიწყო ახლა,თუ ოჯახობანას მეთამაშები,ბარემ იყოს ასე ბოლომდე. -სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა.
-სერიოზულად?ყიყლიყო?-ატეხა სიცილი.-ესაა შენი კულინარული ნიჭი?
-საუზმე მსუბუქი უნდა იყოს და გემრიელი.შაქარი რამდენი ჩაგიყარო?
-ორი,-უპასუხა ნიკოლამ და თეფშზე გადმოიღო ორი ნაჭერი.
ტატიანამ ჩაის მოურია და წინ დაუდგა. მერე თვითონაც ჩამოჯდა და ჭამა დაიწყო.ორივე დუმდა და ერთმანეთს რიგ-რიგობით უყურებდნენ.
ჭამას რომ მორჩნენ,ნიკოლა თეფშს წაეტანა და უნდა აეღო,მაგრამ ტატიანამ შეაჩერა.
-ეს არაა შენი საქმე,წადი მოემზადე.. მშვიდი მზერით გააცილა სამზარეულოდან და მაგიდის ალაგება დაიწყო,სწრაფად მიალაგა ყველაფერი,დასვრილი ჭურჭელი სარეცხ მანქანაში შეაწყო და იქიდან გამოვიდა. უკვე იცოდა რას ჩაიცმევდა. დრო არ დაუკარგავს,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,წიგნები ჩანთაში ჩააწყო და ქვემოთ ჩამოვიდა. ნიკოლა ისევ არ დახვდა.
-ნიკოლა,ვაგვიანებთ,სად ხარ აქამდე.
-მოვდივარ,-გამოსძახა კაცმა და მალე ისიც გამოჩნდა,პიჯაკის ღილებს იკრავდა. მზერა გაუშეშდა ელეგანტურად გამოწყობილ ნიკოლაზე ტატიანას. ვერაფრით მიეჩვია რომ გვერდით ასეთი სიმპატიური მამაკაცი ჰყავდა. ჭკუიდან გადადიოდა,როცა მას ხედავდა. ნერწყვი გადაყლაპა და გასასვლელისკენ წავიდა,რომ მისი ასეთი დაბნეულობა არ შეემჩნია ნიკოლას...
უნივერსიტეტთან გაუჩერა მანქანა, პირდაპირ შესასვლელ კართან. ტატა გადასვლას აგვიანებდა.
-რამის თქმა გინდა?-ჰკითხა ნიკოლამ
-არა,უბრალოდ რაღაცას ველოდები.
-მაგვიანდება ტატიანა.
-ნუ წუწუნებ რაა,ეგ ბანკი შენი არაა?შენ არ ხარ უფროსი?
-თანამშრომლებს მაგალითი უფროსმა უნდა მისცეს.
-ჩემთვის არ შეგიძლია რომ რამდენიმე წუთი დააგვიანო? ღმერთო რა აუტანელი ხარ.აი გამოჩნდა, -ჩაილაპარაკა თავისთვის, უეცრად ნიკოლას ეცა,სახე მოატრიალებინა, მისკენ გადაიხარა და ტუჩებში აკოცა,სანამ მან ამის გააზრება მოასწრო,მანქანიდან გადავიდა და ჩაწეულ ფანჯარაში ხმამაღლა მიაძახა.
-საღამოს ექვს საათზე გელოდები საყვარელო,თუ დაგაგვიანდა, დაგელოდები. დროებით.
ნანკას დაუქნია ხელი და მისკენ გაიქცა, თვალებგაფართოებულმა ლოლამ კი სიბრაზისგან ჯავრი წიგნებზე იყარა და ძირს მოისროლა.
-შენ ახლა ნიკოლამ მოგიყვანა?
-კი,არ მოგჩვენებია ნანკა, ორი დღის უკან ჩემოდნები ჩავალაგე და მასთან გადავედი.
- ეს მართლა გააკეთე? შეყვარებული ხარ ნამდვილად.
-ამას რაც გინდა ის დაარქვი,თუ ეს სიყვარულია იყოს ასე,მაგრამ ვერ დაველოდები როდის დაიწყებს მოქმედებას ნიკოლა ამირეჯიბი. მე ტატიანა ბერიძე ვარ და იმას მივიღებ რაც მინდა.
-იმედია სისულელეებს არ ჩაიდენ…
-ამ მოკლე დროის განმავლობაში იმდენად ძვირფასი გახდა ის ჩემთვის,რომ საკუთარ თავსაც კი შევცვლი მისთვის..
-ჩემი ამაყი გოგო სიყვარულმა მოარჯულა და მოიყვანა გონზე. -გაეცინა ნანკას და აუდიტორიაში შევიდნენ.
მთელი დღე ლექციები ჰქონდათ. სემინარი წარმატებით ჩააბარა,. დავალებაც მიიღო,თემა უნდა დაეწერა დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობაზე და კონკრეტულად ბანკების მუშაობის პრინციპებზე. ამისთვის ერთი კვირა მისცა ლექტორმა. საერთოდ ტატიანა ბერიძე გვარის და ოჯახის გავლენით ნაკლებად სარგებლობდა.ის იყო სტუდენტი,რომელიც ამის აფიშირებას ყოველთვის ერიდებოდა და ცდილობდა საკუთარი თავი თვითონ შეექმნა,ყოფილიყო უბრალო სტუდენტი და არა ბერიძეების ერთ-ერთი მემკვიდრე.არასოდეს ყვარებია ზედმეტად გადაპრანჭული სიარული,ყოველთვის სადას,მაგრამ ხარისხიანს და თანამედროვეს არჩევდა. მის კარადაში მოიძებნებოდა კლასიკური ტანსაცმელიც,თუმცა უმეტესობა სპორტული სტილი იყო. კარგად ერკვეოდა მოდის ინდუსტრიაშიც და საერთოდ ზოგადი განათლების დონე საკმაოდ მაღალი ჰქონდა. უნივერსიტეტში ბევრს ეხმარებოდა სწავლაშიც და ფინანსურადაც.თუმცა ამ უკანასკნელს ჩუმად აკეთებდა. არ უნდოდა რომ მისი სახელი სადმე გაჟღერებულიყო… ამავე დროს ნაზი ქალბატონის მიღმა ამაყი,უხეში და ზოგჯერ უზრდელი გოგოც იმალებოდა. განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ვიღაცის ჩაგვრას ან დამცირებას ეხებოდა. აი მაშინ ველური პანტერა ხდებოდა და არავის ინდობდა. ეს იმდენად ხშირი იყო,რომ მისი სახელი ყოველთვის ჩხუბთან და აყალმაყალთან ასოცირდებოდა და შესაბამისად ყველა ასე იცნობდა უკვე. არასოდეს უცდია ხალხი საპირისპიროში დაერწმუნებინა,ასე უკეთესი იყო,იმიტომ რომ რაც ნაკლებ ხალხთან ექნებოდა კავშირი,მით უფრო ნაკლებად დაინტერესდებოდნენ მისი ნამდვილი საქმიანობით. ნანკამაც კი არაფერი იცოდა.ყველაფერს უმალავდა,
სიკეთის კეთებას არ სჭირდება აფიშირებაო,ამხნევებდა საკუთარ თავს,როცა თანაკურსელებისგან დამცირებას ისმენდა. ზოგჯერ უპასუხოდ ტოვებდა ამ შეურაწყოფას,მაგრამ ის ვინც დაუმსახურებლად ეტყოდა რამეს იქ ამბავს ატეხდა,მტრისას…
ასეთი იყო ბერიძეების ქალიშვილი დაუმორჩილებელი,მაგრამ უზომოდ კეთილი…
*******
ამას მუშაობა არ ერქვა,რასაც ნიკოლა აკეთებდა. მისი ფიქრები და გონება სულ სხვაგან დაჰქროდა.ტატიანას დასტრიალებდა თავზე.ვერაფრით იშორებდა.ჯერ იყო და იმით გააკვირვა გოგომ,ადრიანად რომ ადგა და საუზმე მოამზადა,სუფრაც გააწყო. მერე ის რომ ძალიან მოკლე დროში გამოეწყო ნამდვილი ქალბატონივით.მერე კიდევ ეს კოცნა...რა ჯანდაბა იყო ეს? რა თამაშს თამაშობდა?არა,კი მიხვდა რომ ეს ლოლას დასანახად გააკეთა, მაგრამ მთლად ასე იძულებითაც ვერ გააკეთებ ვერაფერს, თუ შენ არ გინდა.ანუ გამოდიოდა რომ ის გულგრილი არ იყო და რაღაცას გრძნობდა მის მიმართ. ამის გაფიქრებამ რაღაცნაირი სიხარული მოჰგვარა,კმაყოფილი გადაწვა სავარძელში და კომპიუტერის ეკრანზე მათი ქორწილის ფოტო გახსნა..
ისე გაერთო ყურებაში,ვერ გაიგო,როგორ დაადგა თავზე საბა.
-ჰეიი,ნიკოლაა..-დაუძახა და ხელით შეეხო მხარზე.
-შენ ხარ?-გამოერკვა ის.
-რა გჭირს?
-ტატიანა…
-კიდევ რამე დააშავა?-წინ ჩამოუჯდა საბა და ინტერესით მიაჩერდა,პასუხის მოლოდინში.
-არა,არაფერი.უბრალოდ შეხედე, -ეკრანი მიუტრიალა ნიკოლამ.
-შევხედე,მერე?
-რას ხედავ?
-თქვენ. შენ და ტატიანას…
-არა,მაგას არ ვგულისხმობ. კარგად დააკვირდი რას ხედავ?
-საკმაოდ სიმპატიურ ძმაკაცს ულამაზეს მეუღლესთან ერთად.
-აი მეც მაგას გეუბნები...იცი საბა,რაც დრო გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ტატიანა რაღაცას მალავს და სინამდვილეში ის სულ სხვააა.
-რა სისულელეებს ლაპარაკობ?შენც გამოგაშტერა?რა გაგიკეთა?ან საერთოდ არ მითხრა რომ…
-არა,მოიცადე,მომისმინე,- გააწყვეტინა ნიკოლამ.-მისი ეს სახე და ქცევები მოჩვენებითია, სინამდვილეში ის სულ სხვანაირია, თბილი,მოსიყვარულე, ნამდვილი ოჯახის დიასახლისი, ყველაფერი იცის,დილით ადრიანად ადგა საუზმე რომ მოემზადებინა ჩემთვის,ახლა როგორ დავიჯერო რომ ის მართლა ისეთია,რასაც ამბობენ..
-არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა საბამ.
-მე ვიცი.ახლავე გეტყვი.ჩვენ ადამიანებს ერთი უბედურება გვჭირს-შური. აი მაგალითად,თუ ადამიანი რაღაცაში წარმატებულია, მაშინვე ექცევა ყურადღების ცენტრში.თუ ოდნავ მაინც განსხვავებულად ჩაიცვა,ყველა მას შეჰყურებს,ქუჩაში ისე ვერ გაივლის, რომ თვალი აარიდონ. თუ ამ ყველაფერთან ერთად ლამაზიცაა, მაშინ უფრო შორს მიდის ხალხის ფანტაზიები და იმას ამბობენ და იგონებენ რაც არ არის…
-ვერაფერი გავიგეე..
-ანუ მე მინდა ვთქვა,რომ ტატიანა ბერიძეს ეს იმიჯი შურიანმა და ბოროტმა ხალხმა შეუქმნა და ერთ-ერთი მათგანი ლოლა თოფურიაა..
-და დიტოზე რაღას იტყვი?
-მაგას თვითონ ტატიანა მეტყვის….
-გამიხარდება,თუ შენ ბედნიერ იქნები,მაგრამ მთლად ასეც ნუ ენდობი კარგი?
-ეგ უკვე ჩემი საქმეა და ნუ ჩაერევი საბა.ჰო,კიდევ ტატიანაზე არ გავიგო არც ერთი გადაკრული სიტყვა..
-როგორც იტყვი.წამოდი თათბირი იწყება, გელოდებიან,ამის სათქმელად მოვედი და ისე გამომაშტერე, დამავიწყდა მეთქვა..
თათბირზეც ისევე დაბნეული იჯდა, როგორც მანამდე. ძლივს შეძლო თავის ხელში აყვანა.ყველაფერი რომ დასრულდა,შვებით ამოისუნთქა და საათს დახედა,თუ დროზე გავიდოდა, საცობებს ასცდებოდა და ექვსისკენ იქ იქნებოდა. მიუხედავად იმისა,რომ ხვდებოდა ის კოცნა იძულების გამო მოხდა,მაინც ტატიანასკენ მიუწევდა გული და სჯეროდა რომ ისიც რაღაცას გრძნობდა.
ასეა,გრძნობებს ვერ გაექცევი,თუ არ გინდა რომ გაექცე და ვერც ვერავის აიძულებ რომ შეგიყვაროს.მაგრამ არსებობს ერთი გარემოება და ეს ბედისწერაა.თუ ორი ადამიანის ბედი გადაწყვეტილია უკვე,თუ ისინი სიყვარულის უდიდეს ძალას უნდა ეზიარონ,ეს აუცილებლად მოხდება და არ აქვს მნიშვნელობა იმას ქაღალდზე ხელისმოწერით დაადასტურებ თუ არა ამას.არ სჭირდება სიყვარულს კანონები და საზღვრები…
ცოტა ადრე მოუვიდა მისვლა,ჯერ ექვსიც არ იყო,არადა ამ დროს სამსახურიდან არასოდეს გადიოდა. სულ ცდილობდა ყველაზე გვიან გასულიყო, სახლში მაინც არავინ ელოდა. ახლა კი არსებობდა ტატიანა და ეს ყველაფერს თუ არა ბევრ რამეს ცვლიდა…
მანქანიდან გადავიდა და კარს მიეყუდა,სიგარეტს მოუკიდა. ნახევრამდე არ იყო ჩამწვარი რომ ტატაც გამოჩნდა,ნანკასთან ერთად მოდიოდა და გულიანად კისკისებდა. როგორი საყვარელი და ბავშვური ეჩვენა ამ დროს.როგორი განსხვავებული ყველასგან.ან შეყვარებული როცა ხარ ამიტომ გეჩვენება ასე…
-ეს შენი ქმარი არაა?-გადაულაპარაკა ნანკამ და გასასვლელისკენ გაახედა.
-კი,ისაა,მაინც მოვიდა,-გაიბადრა ტატიანა და მისკენ წავიდა.ნანკამ და ამირეჯიბმა ერთმანეთი მოიკითხეს და მალევე დაემშვიდლბნენ.მიხვდა გოგო,რომ მის დაქალს მასთან მარტო დარჩენა უნდოდა..
-მეგონა არ მოხვიდოდი?-უთხრა როგორც კი მარტო დარჩნენ.
-შენი პირადი მძღოლი ადგილზეა, ახლა რას მიბრძანებთ ქალბატონო? -ჩაეღიმა კაცს.
-სასაცილო სულაც არაა…
-კარგი.წავიდეთ?
-წავიდეთ,-მანქანაში ჩაჯდა ტატიანა, მაგრამ იქაც არ გააჩერა ენა.
-არ ვიცოდი თუ ეწეოდი.
-შენს ხელში კიდევ კარგად ვარ,-გაეცინა კაცს.
-აჰაა,ასე ხომ?-აჰყვა ტატაც.-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინ ვის ხელშია შესაცოდი.მოიცადე,სად მიდიხარ? ეს სახლის გზა არაა.
-დავიჯერო ახლა სახლში წასვლა უფრო მეტად გინდა,ვიდრე ჩემთან ერთად სადმე გასეირნება?
-გააჩნია რას შემომთავაზებ.
-მაშინ გაჩუმდი და მოითმინე.
-მოვითმენ,მაგრამ არ გავჩუმდები
-რამდენს ლაპარაკობ ტატიანა?
-ძალიან ბევრს.
-ხო,პატარა ბავშვივით ხარ.
-ასე ნუ მეუბნები,მწყინს.
-მართლა?ესეგი შენი სუსტი წერტილი ვიპოვე ბავშვო.-თავი ვეღარ შეიკავა ნიკოლამ და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-მაშინ მე ბებერს დაგიძახებ და აბა ვნახოთ თუ მოგეწონება?-გაიბუტა გოგო.
-კარგი,მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ.არც მე ვარ ბებერი და არც შენ ხარ ბავშვი.ორივემ კარგად ვიცით რომ ამას უბრალოდ ერთმანეთის გასაბრაზებლად ვიძახით
გვინდა ერთმანეთს ნერვები მოვუშალოთ. მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდებით,რატომ?რა საჭიროა ეს? მაშინ როცა სიტყვები სრულიად ზედმეტია,მთავარი ქცევებია.მთავარი ისაა შინაგანად რას განვიცდით…
-გპირდები ასე აღარ მოგმართავ.აღარ გაგაბრაზებ. აღარ მოგიშლი ნერვებს. მაგრამ შენც დამპირდი რომ ხანდახან ჩემთან ერთად გასართობად წამოხვალ.
-მე მგონი ეგ ისედაც ესეა,იმიტომ რომ უკვე აქ ვართ,-ჩაეღიმა ნიკოლას და მანქანა გააჩერა.
-არ არსებობს.-შეჰყვირა ტატიანამ, როცა დაინახა კინოს ორი ბილეთი და ის ფილმი,რომლის პრემიერაზე წასვლა ვერ მოახერხა. -როგორ ახერხებ ამას?
-რას?
-ჩემს გახარებას და გაბედნიერებას.
-ესეგი შენ ახლა ბედნიერი ხარ?
-კი,ძალიან.ასეთი წვრილმანებით იქმნება დიდი ბედნიერება. ეს ნიშნავს იმას რომ შენ ჩემს გაცნობას ცდილობ.
-მე შენ ისედაც გიცნობ.იმაზე კარგად ვიდრე წარმოგიდგენია. არ შეიძლება ვცდებოდე,არ შეიძლება შენი თვალები ცდებოდეს…
მისკენ გადაიხარა ნიკოლა და თვალებში ჩააცქერდა.დაიბნა ტატიანა როცა სახეზე მისი ხელი იგრძნო.
-ფილმზე დაგვაგვიანდება, გაუღიმა და ღვედი შეიხსნა.
-ხო,დაგვაგვიანდება,-ყრუდ ჩაილაპარაკა ამირეჯიბმა და მანქანიდან გადავიდა..
-ნიკ,გეხვეწები პოპკორნი და კოკა-კოლა ვიყიდოთ რაა, -შეეხვეწა უცებ ტატიანა,მაგრამ ნიკოლას გაფართოებულ თვალებს რომ შეხედა მხრები აიჩეჩა რა ხდებაო.
-რა დამიძახე?ახლა რა დამიძახე?
-რა დაგიძახე?
-ტატიანა…
-ნიკ.-გაეცინა გოგოს.-კარგი რაა. ნიკოლა გრძელი სახელია, ასე უკეთესია.
-ასე არასოდეს აღარ დამიძახო. ვერ ვიტან.-მკაცრად უთხრა ამირეჯიბმა.
-რატომ?
-იმიტომ რომ... მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს. მე ნიკოლა ამირეჯიბი ვარ და მორჩა.მეტი აღარაფერი.
-არა,არ მორჩა,-წინ გადაუდგა გოგო და შეაჩერა.-მიზეზი ყველაფერს აქვს. ასე ის გეძახდა?
-უკომენტაროდ ვტოვებ ამ კითხვას. გამატარე,-ხელით მისი გაწევა სცადა, მაგრამ ტატიანა მკლავებზე მოეკიდა და არ გაუშვა.
-მითხარი,გთხოვ ყველაფერი მითხარი.
-შენ ვინ ხარ რაა,-ხალხს გადახედა ნიკოლამ,უეცრად ტატიანას ხელი მოჰკიდა წელზე და მაგრად ჩაეხუტა, თავის უზარმაზარ მკლავებში მოიქცია გოგო.
-აქ დიტოა და ახლა ის ჩვენ გვიყურებს.-უჩურჩულა ყურში.
-და ლოლაც,-ამოხედა ქვემოდან ტატიანამ.
-მაშინ ჩემო მეუღლევ,შევიდეთ ფილმზე.-გაუღიმა ნიკოლამ.
-მოიცადე,დაქაჩა ტატამ,-მაკოცე.
-რაა?
-მაკოცე-მეთქი,
-შენ ჩემი კოცნა უფრო გინდა,თუ ის რომ ისინი გაამწარო.
-ჯანდაბა ამირეჯიბო, -ჩაიდუდღუნა მან.-სულ მე ხომ არ უნდა ვაქტიურობდე. თითის წვერებზე აიწია და ტუჩებზე ნაზად წაეტანა.
-მომიწევს კოცნაში გავარჯიშო, -ჩასჩურჩულა ყურში და ჩაეღიმა.
-გამოუცდელი ვარ,მაპატიე,
-ირონიის გარეშე,-მოშორდა ნიკოლა, ხელი ჩაჰკიდა და იქით წაიყვანა, სადაც რაღაცეები იყიდებოდა. ორი ყუთი პოპკორნი და კოკა-კოლა იყიდა და შიგნით შევიდნენ. თავისი ადგილები დაიკავეს. მალე ფილმი დაიწყო. ყურადღებით უყურებდა ტატიანა,ხანდახან ცრემლებს გადმოყრიდა,როცა ძალიან დაძაბული და სატირალი მომენტი იყო. ღიმილით გადახედავდა ნიკოლა და ჰკითხავდა
შენ რა ტირიო?გეჩვენებაო, ეტყოდა ისიც და გაუღიმებდა.
-მართლა კარგი ფილმი იყო,კარგად ვისიამოვნე.-აღფრთოვანებულმა თქვა ტატიანამ,როცა გამოვიდნენ
-მე ვიტყოდი რომ უფრო კარგად იტირე.
-არაფერიც,გეჩვენებოდა.
-როგორი ამაყი ხარ,მაგრამ ამავე დროს როგორი გულჩვილი. რა მარტივად შეიძლება შენი ატირება.
-მართალი ხარ,ჩემი ატირება და გულისტკენა ძალიან ადვილია. რთული ისაა რომ ამ ყველაფრის დავიწყებაა შეუძლებელი მერე.
-ანუ მარტივად რომ ვთქვათ შენგან წასული ადამიანი უკან აღარ დაბრუნდება?
-სწორია ბატონო ნიკოლა,თქვენ მოიგეთ უთო..-გაეცინა ტატიანას
-ვერ მივხვდი…
-გამოთქმაა ასეთი.
-ოჰ რაა,შენ და შენი გაუგებარი იუმორი.
-არც მე ვარ მატივი და იუმორი რომ მქონდეს ასეთი გაუგებარი გიკვირს?
ტატიანა მიხტუნავდა მის წინ და რაღაც საოცარ მოძრაობებს ასრულებდა.თავისივე ნამღერზე ცეკვავდა. ისე თითქოს მის წინ პატარა ბავშვი ყოფილიყო. სერიოზული სახით მიჰყვებოდა ნიკოლა და ცდილობდა არ გასცინებოდა.
იმ დღეს ისეთი რაღაცეები გააკეთებინა გოგომ,რაც არასდროს გაუკეთებია.ჯერ იყო და შუა რუსთაველზე ასეირნა,მერე მაკდონალდში შეიყვანა,გემრიელად მიირთვა საჭმელი.ისე ილუკმებოდა, როგორც პატარა ბავშვი,მერე ნაყინიც დააყოლა,თან საყვედურობდა კაცს, რატომ არ ჭამ ძალიან გემრიელიაო. ის მხოლოდ ყავით დაკმაყოფილდა.
-ასეთი მადა რომ გაქვს მიკვირს ასეთი გამხდარი როგორ ხარ?
-ჩვეულებრივად…გენი გვაქვს ასეთი. ლამაზები და გამხდრები ვართ.
-და ჩემს გენს რამეს უწუნებ?-გაეცინა ნიკოლას
-არა,ასე რომ იყოს შენ ასეთი სიმპატიური და მომხიბვლელი არ იქნებოდი.
-შენ ძალიან გათამამდი..- ჩაეღიმა კაცს.-არც კომპლიმენტს იშურებ, კოცნითაც თამამად მკოცნი. ასე თუ გააგრძელე,ნამდვილად შემიყვარდები.
-ამაში რას ხედავ მერე ცუდს?
-არაფერს,უბრალოდ მეშინია რომ მომავალში ეს სიყვარული ტანჯვად არ მექცეს და შენ ჩემგან წასვლა არ მოინდომო…
-შენ ასე ადვილად გამიშვებ ასეც რომ იყოს?
-შენ რას იზავ?შენი აზრი მაინტერესებს..
-მე იცი რას ვიზავ?მე ყველაფერს გავაკეთებ რომ საყვარელი ადამიანი არსად გავუშვა და გვერდით მყავდეს..
-მაოცებ ტატიანა იცი რატომ? შენი ასაკის მიუხედავად იმაზე დიდი ხარ და ისეთი აზრები გაქვს,ისეთი მებრძოლი ხარ ძალიან რომ მიკვირს. სულ არ გეტყობა რომ ოცდაერთი წლის ხარ.
-აი ასე ბატონო ნიკოლა,იქნებ იმდენი ვქნა რომ ჩემს ასაკამდე მოგიყვანო შენც და ჩვენს შორის ეს ზღვარი წავშალოთ..
-სიყვარულს არ აქვს ზღვარი,არც ასაკი. მას საზღვრებს ვერ დაუწესებ პატარა ქალბატონო.
-უკვე გვიანია,სახლში არ დავბრუნდეთ?სასწავლი მაქვს.
-წავიდეთ,რა თქმა უნდა. -მანქანისკენ წავიდა ნიკოლა და ტატიანაც უკან გაჰყვა.
***
მომდევნო რამდენე დღე მსგავსი იყო ამ დღის. იმ განსხვავებით რომ დილით არ იყო კოცნა და საღამოს სხვანაირი დასასრული იყო.ხან არ მოდიოდა ნიკოლა და მარტო უწევდა დაბრუნება უკან ტატიანას.
იმ დღესაც ასე იყო. ნიკოლა რომ სახლში დაბრუნდა ტატა უჩვეულო მდგომარეობაში დახვდა, თმა მაღლა აეკეცა, თავშალი წაეკრა.ხელში დასარეცხი ტანსაცმელი ეჭირა და სააბაზანოსკენ მიდიოდა. რომ დაინახა კაცმა ფეხსაცმლიანმა შემოაბიჯა,ზემოდან გადმოხედა და გადმოსძახა.
-ახლა მოვწმინდე იატაკი და ფეხზე გაიხადე,ასე არ შემოხვიდე.
-რას აკეთებ?
-აქაურობას ვალაგებ.სხვათაშორის შენი ტანსაცმელიც მომეცი,რომ გავრეცხო.მიდი,მიდი მალე.
-ტატიანა,გაჩერდი,მოიცადე. ეს არ გევალება შენ. შენ მოახლე არ ხარ, ჩემი ცოლი ხარ
-მითუმეტეს.აბა ასე სიბინძურეში ხომ არ ვიქნებით.თან იმას ვაკეთებ რაც ცოლებს ევალება,-ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში შეყარა და ჩართო.
-არ ხარ ვალდებული მართლა. კვირაში ორჯერ აქ დამხმარე ქალი მოდის და ის აწესრიგებს აქაურობას.
-მომისმინე ნიკოლა,მე ტატიანა ბერიძე ვარ და კარგად ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო.
-სწორედაც მაგიტომ რომ შენ ტატიანა ბერიძე ხარ.ამიტომ არ უნდა გაკეთო ეს ყველაფერი. შენ მოახლე არ ხარ.
-ესეგი ეს შენ დამცირებად მიგაჩნია? ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. ეს ხომ ყველა ქალში გენეტიკურად დევს.გათხოვების მერე მოუაროს ოჯახს და ქმარს.
-ამას სერიოზულად მეუბნები?
-ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. მე ეს შემიძლია, არავინაა ვალდებული მოგვემსახუროს. მითუმეტეს მაშინ როცა ამ ყველაფრის გაკეთება შემიძლია.
-ამას ვერაფრით ვიჯერებ.შენ სახლის საქმეები იცი?
-კი ვიცი,დარეცხვა,დაუთოვება, დალაგება,იატაკის დაგვა და მოწმენდა, სადილების კეთება.-მორიგეობით კეცავდა თითებს და ითვლიდა.
-ეს ხომ ძალიან დამღლელია. თან შენ უნდა ისწავლო.ეს არ უნდა გააკეთო.
-ამას იძულებით არ ვაკეთებ.ამას სიამოვნებით ვაკეთებ.ასე რომ ახლა წადი გამოიცვალე და ქვემოთ დაგელოდები,ვივახშმოთ.
ტატიანამ მარტო დატოვა გაოგნებული ნიკოლა. კაცმა გაშტერებულმა გააყოლა თვალი.სასიამოვნოდ გაოცებული იყო.ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა. გოგო,რომელიც ეგონა რომ უზრდელი,გათამამებული და გართობის მოყვარული იყო,სრულიად სხვანაირი აღმოჩნდა.ესეც კიდევ ერთი სიუპრიზი ტატიანა ბერიძისგან.
გამოიცვალა,წყალი გადაივლო და ქვემოთ ჩამოვიდა.უკვე გაეშალა სუფრა.
-დღეს რა მოამზადე?
-წვნიანი.
-არაა,ხუმრობ ხო?-გაეცინა კაცს.
-არ ვხუმრობ,სერიოზულად ვამბობ.მე ხომ გითხარი როგორი საჭმელები მიყვარდა?ხოდა წავედი მაღაზიაში, ვიყიდე ხორცი და მოვამზადე.
-ასე თუ გააგრძელე, ეს ოჯახობანას თამაში სულ უფრო მომეწონება.
-წინააღმდეგი ხარ?-ჰკითხა ტატიანამ და თეფშზე ამოღებული საჭმელი წინ დაუდგა.
-კარგი სუნი აქვს.
-გემოც,-თავისთვისაც ამოიღო და წინ დაიდგა.მერე სუფრას მიუჯა და მადიანად დაიწყო ჭამა.
-ძალიან გემრიელია,მართლა, -შეუქო ნახელავი ნიკოლამ.
-მადლობა,-შეიფერა ტატიანამ.
ჭამას რომ მორჩნენ,ნიკოლას უნდოდა დახმარებოდა,მაგრამ გოგომ გაუშვა,მე მივხედავ,წადი დაისვენეო. ამირეჯიბმა ტელევიზორთან გადაინაცვლა. საინფორმაციო ჩართო და უყურებდა. ტატიანა სამზარეულოს დალაგებას რომ მორჩა,ზემოთ ავიდა, სარეცხის მანქანიდან გარეცხილი ტანსაცმელი გამოიღო და გასაფენად აივანზე გავიდა.რომელიც ნიკოლას პირდაპირ იყო. თვალს არ აშორებდა. დაუჯერებელი იყო,მაგრამ მან მართლა ყველაფერი იცოდა.
-ტატი,მე რომ წავიდე ხომ არ გეწყინება?-გასძახა ნიკოლამ.
უცნაურად მოხვდა ყურში ტატიანას მისგან დაძახებული ტატი და ესიამოვნა.
-არა,წადი.მეც სამეცადინო მაქვს.
-ზემოთ ვიქნები,საბუთებს გადავხედავ, თუ დაგჭირდი დამიძახე.
-კარგი,.
ორივეს თავის საქმე ჰქონდა და არ შეუწუხებიათ ერთმანეთი.ტატამ იმეცადინა. იქამდე რომ მივიდა როცა თემა უნდა დაეწერა,ცოტა გაიჭედა, სხვა გზა არ იყო,ლეპტოპი და წიგნი აიღო და ნიკოლას ოთახის კარზე დაუკაკაუნა.
-შეიძლება შემოვიდე?-ჰკითხა როცა კარი გაუღო.
-მოდი.
-თემა მაქვს დასაწერი და ვერ ვწერ.შეგიძლია ამიხსნა რაღაცეები და დამეხმარო?
-კი ბატონო.შემიძლია,მაჩვენე აბა.
ტატიანა დაწინაურდა და თვალი მოავლო იქაურობას.ოთახი დიდი და ნათელი იყო.საოცარი ხედი იშლებოდა აქედან.
-ლამაზი ოთახი გაქვს.
-კი.ვიცი,ძალიან მიყვარს აქაურობა.
ტატიანა ჩამოჯდა საწოლის კიდეზე, ყველაფერი იქ დააწყო.მერე ფეხები მოკეცა და ლეპტოპი გახსნა. გვერდით მიუჯდა ნიკოლაც და წიგნი გადაშალა.
თემის სათაური რომ წაიკითხა, ცოტა ჩაფიქრდა,დაყოვნდა და მერე უთხრა.
-მიდი დაიწყე.მე გიკარნახებ.
-ასე არ მინდა.აი დავწერე რაღაცეები და შემისწორე.-მიუტრიალა ლეპტოპი.
-იცი ცუდი არაა,იმაზე კარგიცაა ვიდრე მეგონა რომ შენი ასაკის გოგო დაწერდა. მაგრამ რაღაცეები მაინც არ მომწონს. მაგალითად ის რომ ბანკები ხალხს ფულებს აწერენ.თაღლითობენ.
-ხო,აბა რაა,თქვენ ამას როგორ იტყვით და როგორ გამოტყდებით.- გაეცინა ტატიანას.
მოკლედ ნაწერი ჩაუსწორა, რაღაცეები ჩაამატებინა.მეტი ეფექტისთვის თანამედროვე მონეცემები და ბანკის შიდა ბრუნვის მოგების პროცენტები და ანგარიშებიც ჩაწერინა პატარა ცდომილებებით.აბა ბოლომდე ხომ არ გასცემდა თავს.. გვიან დაასრულეს. ტატიანას უკვე ეძინებოდა. მადლობა გადაუხადა და ოთახში დაბრუნდა.
დილით მაინც ადრე ადგა.სუფრა გაუწყო ქმარს. ისაუზმა თვითონაც.
-შენ არ მოდიხარ?რატომ არ ემზადები?
-დღეს გვიან მეწყება,მე თვითონ წავალ,მაგრამ საღამოს ისევ იმ დროს მოვრჩები.
-კარგი,აბა შენ იცი წარმატებები დღეს. და კიდევ ..შეჩერდა კართან როცა გადიოდა. -მადლობა ტატიანა,არ იყო საჭირო ჩემს გამო ასე შეწუხება.
-შენ ხომ შეწუხდი ჩემს გამო?კარგი, აღარ შეგაყოვნებ, აბა კარგად.-თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.
- ეს ისეთი სიტუაცია ახლა,რომელზეც ყველა კაცი ოცნებობს.აცილებდეს მოსიყვარულე მეუღლე სამსახურში კოცნით.
-მე არ ვარ მოსიყვარულე მეუღლე, მაგრამ ვეცდები რომ ერთმანეთს გავუგოთ და ვიცხოვროთ ბედნიერად. ვინ იცის რა ხდება მომავალში, იქნებ მართლაც და ასე იყოს…
-წავედი,საღამომდე,-მეტი ვერაფერი მოიფიქრა ნიკოლამ.
ტატიანა ცოტა ხანს წამოწვა, დაისვენა, თემა გადაიკითხა. საერთოდ ასეთ დროს ყოველთვის ნერვიულობდა და ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობდა, მითუმეტეს რომ უკვე დამამთავრებელ კურსზე იყო და ეს დღე ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა. წარმატებით წარადგინა პრეზენტაცია, ადრეც კი მორჩა. ნიკოლას არ დაელოდა და პირდაპირ მისი სამსახურისკენ აიღო გეზი.
სანამ მის კაბინეტამდე მივიდა, მანამდე კარგად ათვალიერებდა იქაურობას, თანამშრომლების უმეტესობა ქალი იყო და ეს არ ესიამოვნა. არ იმჩნევდა,მაგრამ აშკარად ეჭვიანობდა. ასისტენტს რომ სთხოვა ნიკოლასთან ვარო,დაიბნა გოგო.ვინ ხარო? რომ ჰკითხა და მოისმინა პასუხი,თვალები გაუფართოვა. მაშინვე მისი კაბინეტისკენ წაიყვანა და კარზე დააკაკუნა.
-თქვენთან არიან ბატონო ნიკოლა.
-ტატიანა,-გაოცებული წამოდგა კაცი და მისკენ წამოვიდა.- შეგიძლია დაგვტოვო.რამეს ხომ არ მიირთმევ?-მიუბრუნდა გოგოს.
-არა,არაფერი მინდა,მადლობა
როგორც კი მარტო დარჩნენ, მაშინვე მივარდა და ჩაეხუტა ტატიანა.
-დიდი მადლობა ნიკოლა რომ დამეხმარე,საუკეთესო ქულა ავიღე.
-მიხარია შენი წარმატებები…
-მალე მორჩები?სადმე წავიდეთ.დღეს მე გპატიჟებ.
-ახლა ერთი შეხვედრა მაქვს,ცოტა ხანს გაგრძელდება.მერე თავისუფალი ვარ.
-მაშინ დაგელოდები და ერთად წავიდეთ.
-კარგი,ძალიან მაინტერესებს შენი სიუპრიზი.ახლა წავალ,საბუთებს დაავლო ხელი და სხვანაირად ამჩატებული წავიდა იქიდან…
ტატიანამ მობილური ამოიღო და ძველ ნაცნობთან დარეკა, რამდენიმე დავალება მისცა და დაელოდა როდის განთავისუფლდებოდა ნიკოლა.
ვერ ითმენდა,ისე უნდოდა მასთან მარტო დარჩენა, მოუთმენლობას შეეპყრო. ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ ადამიანზე ასეთი მიჯაჭვული გახდებოდა.
ნახევარი საათი საუკუნედ ექცა. როგორც იქნა დასრულდა და ნიკოლამ შემოაღო კარი.
-შეგვიძლია წავიდეთ.
უკან აედევნა ტატიანა, კაცი დაწინაურდა,მაგრად გვერდით ამოუდგა და ხელი გააპარა მისკენ. კაცმა გაკვირვებულმა შემოხედა, მაგრამ ტატიანას გაბრწყინებულ თვალებს წააწყდა და მანაც იგივე გაიმეორა. გზაში თანამშრომლებს ემშვიდობებოდა. ტატიანა კარგად ამჩნევდა მათ გაოცებულ მზერას, ზოგჯერ შურიანსაც და კმაყოფილი იყო,რომ ეს კაცი მისი ქმარი იყო. მართალია ბოლომდე მისი არ ერქვა, მაგრამ ესეც დროის საკითხი გახლდათ.მებრძოლი იყო ტატიანა და იცოდა რომ მისი გახდებოდა მაინც. ასეთი იყო ბავშვობიდანვე,როცა რამეს დაისახავდა მიზნად, აუცილებლად აისრულებდა მას.
ნიკოლას მისამართი უკარნახა მანქანაში რომ ჩასხდნენ. მიხვდა სადაც მიდიოდნენ,მაგრამ ხმა არ ამოუღია,არ უნდოდა მისთვის სიუპრიზი ჩაეშალა.
ბოულინგ-ცენტრში ბევრი ხალხი არ იყო. მაშინვე იცნეს ტატიანა,მისთვის ყველაფერი მოემზადებინათ. ფეხზე გამოიცვალეს და სათამაშოდ წავიდნენ.შესანიშნავი იყო ყველაფერი. გოგო ძალიან კარგად თამაშობდა.ნიკოლას აჯობა კიდეც. ყოველ მოგებულ ხელზე ბავშვივით შეიკუნტრუშებდა და წაუცეკვებდა.
-მე აღარ მინდა,-სკამზე დაეშვა ნიკოლა.-დავიღალე
-მეც დავიღალე,-გვერდით მიუსკუპდა ტატიანა.-კარგად გავერთე.
-დიდი ხანია არ მითამაშია.
-საერთოდ შენ დიდი ხანია არაფერი გაგიკეთებია ისეთი,რაც ახლა,ჩვენი გაცნობის მერე.
-გეთანხმები,ბოლო ერთი თვეა ჩემი ცხოვრება სულ არ გაქვს ძველ ცხოვრებას, სულ სხვანაირია, შენ შეიტანე მასში უდიდესი ცვლილება.
-ისევე როგორც შენ ჩემსაში.
-შენს გვერდით თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ.თითქოს შენი ასაკის ვარ მეც.არ მეგონა ასე თუ ვიქნებოდით,არადა თავიდან,ჩვენი ნიშნობის დღეს შენგან ის სიტყვები რომ მოვისმინე,გული ისე მეტკინა,ისე გავბრაზდი,თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მოვედი და პასუხი არ გაგეცი.
-მაპატიე,ვიცი ცუდად მოვიქეცი.არ უნდა მეთქვა და მეფიქრა ის,რაც არ ვიცოდი,არ გიცნობდი.არეული ვიყავი,აბა წარმოიდგინე როგორი ასატანია,როცა უცებ იგებ რომ სრულიად უცხო კაცს უნდა გაყვე ცოლად და შენს ცხოვრებაზე უარი უნდა თქვა.
-მესმის შენი,ძალიან ძნელია,თითქმის შეუძლებელიც.მაგრამ ხომ შეძელი? ხომ შეეგუე?
-არ გამჭირვებია,იცი რატომ? იმიტომ რომ შენ ხარ კარგი,შენ ხარ დიდებული ადამიანი. ყველაფერს აკეთებ,რომ თავი კარგად ვიგრძნო. მითხარი საიდან იცი ის ყველაფერი, რაც მე მიყვარს ან გამაბედნიერებს?
-როცა ადამიანი მოგწონს, ცდილობ მასზე ყველაფერი გაიგო,არ გამოგრჩეს უმნიშვნელო დეტალიც კი, ამაში კი მისი გარემოცვა გეხმარება.
-აჰაა,ესეგი აღიარებ რომ აგენტები გყავს?
-ასე გამოდის…
-შენდა გასაკვირად მე არავის დახმარებას არ ვიყენებ. უბრალოდ იმას ვაკეთებ რაც მინდა და ასე ბუნებრივად გამომდის რომ გაგაღიმო.
-ეს ნიჭია ტატიანა,რომელიც ერთეულ ადამიანებს გააჩნიათ,-ნიკოლა მისკენ შებრუნდა,ცალი ხელით სავარძელის საზურგეს დაეყრდნო,მეორე ხელით კი გოგოს მიეფერა სახეზე ნახად. ტატა დაიბნა და დარბაზს მოავლო თვალი, თითქოს შერცხვა კიდეც და გაწითლდა. ნიკოლამ ნიკაპში მოჰკიდა ხელი,თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
-ოცნება არ მქონია,იმიტომ რომ რასაც ვინატრებდი ან არ ვინატრებდი, ყველაფერი მქონდა.ალბათ ამიტომაც იყო ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი. ახლა მასში შენ ხარ, ახლა შენ ხარ ჩემი ოცნება და მინდა ისიც ისეთივე ასრულებადი იყოს,როგორც სხვა დანარჩენი..
-თუ არჩეულ გზას მიჰყვები და არ გადაუხვევ,აუცილებლად ახდება, -გაუღიმა ტატიანამ. ნიკოლას გულში რაღაც უცნაური გაკრთა,რაღაც უცნაური იგრძნო და მანაც გაიღიმა. დაიხარა და ტატიანას ნაზად აკოცა ტუჩებში.ეს არ იყო ნაძალადევი კოცნა,არც ვინმეს ჯიბრზე და მოსაჩვენებლად გაკეთებული,ეს იყო პირველი კოცნა,რომელიც ორივეს სურვილით და გააზრებულად მოხდა და ეს ძალიან კარგი იყო.
********
დრო ერთადერთია,რასაც ვერ შეაჩერებ. ვერც ტატიანამ და ნიკოლამ შეძლეს ეს. ისე გაეპარათ ის თვეც,რომ ვერ გაიგეს. ერთმანეთზე ზრუნვა ყოველდღიურობად ექცათ.ხშირად ურეკავდნენ და კითხულობდნენ ერთმანეთს,ინტერესდებოდნენ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ.
დილით უნივერსიტეტში მიჰყავდა ტატიანა,საღამოს ისევ მიაკითხავდა და იქიდან ხან სავახშმოდ მიდიოდნენ, ხან კინოში,ხან უბრალოდ სეირნობდნენ,მითუმეტეს,რომ საგრძნობლად დათბა და ამინდებიც შესაფერისი იყო.ხანდახან როცა გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმა წამოვიდოდა, სახლში იჯდნენ და იქ უყურებდნენ ფილმს.ტატიანა ისეთი მხიარული იყო და ისეთი ხალისით აკეთებდა ყველაფერს,რომ ნიკოლას უკვირდა ამდენი ენერგია საიდან ჰქონდა ან საიდან შეეძლო ამდენი.
ატყობდა რომ თვითონაც შეიცვალა, ადრე თუ ასეთ გასართობებზე უარს იტყოდა.ახლა სიამოვნებით აკეთებდა ყველაფერს მასთან ერთად. სამზარეულოშიც კი ეხმარებოდა და სახლის დალაგებაში.ეს ყველაფერი სასიამოვნო გახდა მისთვის.. ტატიანა თუ ჭურჭელს რეცხავდა,ნიკოლა აშრალებდა მათ,ტატიანა თუ სახლს ალაგებდა,ამირეჯიბი თავის ოთახს და ტანსაცმელს აწესრიგებდა. არ ადებინებდა ხელს,იმიტომ კი არა რომ არ უნდოდა მის ნივთებს შეხებოდა, არამედ იყო პირადი მოხმარების ნივთები, რომლებიც ტატიანას არ უნდა ერეცხა. აი ასე იქცნენ ერთ ჩვეულებრივ ოჯახად და სულ არ ეტყობოდათ არაფერი რომ ასეთი მდიდრები იყვნენ. შეეძლოთ მოახლე აეყვანათ და მას ეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ტატიანას ასე სურდა.ასე უნდოდა და შესაბამისად ყველაფერი ისე იყო,როგორც მას სურდა….
დაღლილი მიუჯდა ნიკოლას გვერდით და მხარზე ჩამოადო თავი.გვერდულად გადახედა მანაც და სახეზე მოეფერა.
-ძალიან დაიღალე?
-ცოტა..
-არა,დაიღალე.რატომ არ გინდა რომ დამხმარე ავიყვანოთ? ამისთვის არ მომიყვანიხარ ცოლად,რომ მე მემსახურო.
-მე ეს მსიამოვნებს ნიკოლა.შენზე ზრუნვა ძალიან მომწონს.
-სამაგიეროდ მე არ მომწონს ასე რომ იღლები.
-გაჩუმდი გთხოვ და ტელევიზორს აუწიე,მიყვარს ეს ფილმი.ძალიან მაგრად თამაშობს ჯონი დეპი, ვფიქრობ ეს როლი მის მაგივრად სხვას რომ შეესრულებინა, ფილმი ასეთი წარმატებული არ იქნებოდა.
-მართალია,ის დიდებული მსახიობია, ისევე როგორც დანარჩენები.მე იცი რას ვფიქრობ?როცა არასწორ მსახიობს შეარჩევ ფილმი წარუმატებელი იქნება აუცილებლად.
არსებობენ მსახიობები, რომლებიც დაბადებულები არიან ერთი კონკრეტული როლისთვის. ასეა ცხოვრებაშიც. ყოველ ადამიანს თავის მეორე ნახევარი ჰყავს და ის უნდა იპოვო.თუ ვერ იპოვე,ისეთივე წარუმატებელი იქნება მათი ცხოვრება,როგორც წარუმატებელი ფილმი.
ტატიანას ხმა არ გაუცია,ნიკოლამ რომ დახედა,დაინახა გოგოს ჩასძინებოდა.გაეცინა,მერე ტელევიზორი გამორთო,ხელში აიყვანა და საძინებლისკენ წავიდა. ცოტა შეიშმუშნა გოგო,მაგრამ არ გაღვიძებია. ფრთხილად დააწვინა ამირეჯიბმა,საბანი მიაფარა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ცოტა ხანს უყურა,მშვიდად ეძინა ბერიძეს, თითქოს მის ძილს დარაჯობდა. მართლაც და რა საოცრად ლამაზი იყო და სხვანაირი.თანამედროვე გოგოებისგან განსხვავებული.
ფიქრობდა მასზე,უყურებდა და ხვდებოდა როგორ ეპარებოდა გრძნობა გულში…
*****
დილით ისევ იგივე.მაინც ტატიანა ადგა პირველი.ისევ საუზმე,ისევ ქმარზე ზრუნვა,ისევ ერთობლივი საუზმე და სითბო,რომელიც ორივესგან მოდიოდა,ამჯერად უფრო მეტად გამოხატული…
-დღეს ბოლო დღეა ჩემი უნივერსიტეტში ყოფნის, -გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა ტატიანამ, მანქანიდან გადასვლას აგვიანებდა.
-ანუ დღეს ასრულებ შენს სტუდენტურ ცხოვრებას.. ეს უნდა ავღნიშნოთ. საღამოს არაფერი დაგეგმო.ამჯერად მე მოგიწყობ სიუპრიზს.
-ბოლო თვეებია ისედაც შენს გარდა ვერავის ვგეგმავ ჩემს ცხოვრებაში, -გაეცინა გოგოს.
-მიხარია რომ გაგაღიმე. საოცრად გიხდება.როცა იცინი თვალები გიწვრილდება და კიდევ უფრო ლამაზი გიხდება.არ ვიცი,ვერ ავხსნი სიტყვებით. ისეთია.
-საერთოდ ჩვენ ბევრ რამეს ვერ ვხსნით,მხოლოდ ვგრძნობთ, წავედი.აბა საღამომდე. გამოცდას რომ მოვრჩები, დაგირეკავ..
-ტატიანა,-შეაჩერა ნიკოლამ.
-გისმენ,-მოიხედა გოგომ, რომელიც უკვე გადასასვლელად ემზადებოდა.
-რაღაც დამავიწყდა,-მისკენ დაქაჩა ამირეჯიბმა და ტუჩებში აკოცა.ცოლმა გაუღიმა.
-დღის საუკეთესო დასაწყისია,
-შენი ტუჩების გემო მინდა მქონდეს მთელი დღე,რომ საღამომდე გავძლო..
-ნახვამდის ნიკოლა,-მეტი ვერაფრის თქმა მოახერხა გოგომ და მანქანიდან გადავიდა.
ვერ წავიდა ნიკოლა,უყურებდა ნელი ნაბიჯებით მიმავალ გოგოს,რომელიც ვარდიფერ კაბის ბოლოებს მიაქნევდა და მინარნარებდა.გაშლილი თმა მხრებზე ეფინებოდა. ვერ ელეოდა ცოლს. მის გონებაშიც,გულშიც და სხეულის ყველა ნაწილში ის იყო..
უეცრად დაიძაბა და საჭეს ძლიერად მოუჭირა ხელები,რომ თავი მოეთოკა და არ გადასულიყო. რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა.ეს ეჭვიანობა იყო. ტატიანას დიტომ გადაუჭრა გზა. აინტერესებდა რას იზავდა გოგო. როგორ უნდოდა ახლა გადასულიყო და იმ ვაჟბატონისთვის თავ-ყბა გაელამაზებინა,მაგრამ თავს სძლია. იცოდა რომ ტატიანა,მისი ტატიანა არ დაუშვებდა რამე ისეთს რომ ნიკოლას ცუდი ეფიქრა…
ასეც მოხდა. მკაცრად შეხედა ბერიძემ მას,მისთვის გვერდის ავლა სცადა, ბიჭმა არ გაუშვა,მკლავზე დაეკიდა და შეჩერება სცადა.გოგომ სიტყვის თქმაც არ აცადა,ისე მოუქნია ხელი და სახეში შემოარტყა.
-თუ კიდევ ერთხელ ეცდები,ჩემთან მოახლოებას,ჩემთვის თითის დაკარებას,გეფიცები ასე არ დასრულდება ეს ყველაფერი. სხვანაირად გაგებინებ პასუხს.
-რას იზავ შენს ქმარს ეტყვი?
-მე თვითონაც კარგად დავიცავ თავს შენნაირი არაკაცებისგან.გამეცალე, ხელი ჰკრა და უნივერსიტეტის შესასვლელისკენ აიღო გეზი.ჩაეღიმა ნიკოლას და კმაყოფილმა დაძრა მანქანა.ახლა იცოდა რომ ტატიანას ცხოვრებაში სხვა კაცი არ იყო…
საბამ მაშინვე შეატყო,რომ მის მეგობარს რაღაც სჭირდა. გონებაგაფანტული იჯდა და არ უსმენდა.რამდენჯერმე მოუწია ერთიდაიგივეს გამეორება.
-რა გჭირს?დავიღალე უკვე,მე ვლაპარაკობ,შენ არ მისმენ.
-უნდა წავიდე საბა,ვერ ვჩერდები აქ.
-აუფ..ეს რაღაც ახალია,აბა მითხარი რა მოხდა.
-ისეთი არაფერი.უბრალოდ დღეს ტატიანა უნივერსიტეტს ამთავრებს და მინდა რამე დასამახსოვრებელი მოვუწყო.
-ოჰ,შენ რა გითხარი..მე კიდევ გული გამისკდა..მერე სადმე დაპატიჟე, რომანტიკული ვახშამი და რამე.. მასაც გაახარებ და ორივესაც წაგადგებათ ურთიერთობაში..
-მართალი ხარ შენ..მოკლედ წავალ ახლა. მიხედე რაა საქმეებს,გთხოვ..
-წადი,წადი...ოღონდ თქვენ რამე გეშველოთ და სულ მე ვიქნები აქ. -გაეცინა საბას.
-აი შენც მალე გნახავ ამ სიტუაციაში და მერე მე ვიცინებ.-ჩაეღიმა ამირეჯიბს და მარტო დატოვა მეგობარი საბუთებთან და საქმესთან…
ჩქარობდა,უნდოდა ტატიანას ზარამდე მოესწრო ყველაფერი. ამისთვის ნაცნობ დიზაინერთან დარეკა და მას დაავალა ეს საქმე,თან მზარეულიც მიაშველა. თვითონ უნივერსიტეტში მიადგა და ელოდა. მანქანის ძარაზე მიყრდნობილი მალ-მალე ამოწმებდა ტელეფონს. საიდანღაც ლოლა რომ გამოჩნდა,არ ესიამოვნა.ვერც არიდება შეძლო. პირდაპირ მისკენ წამოვიდა და გაუღიმა.
-ნიკოლა ამირეჯიბი მეუღლის მოლოდინში..
-რა თქმა უნდა..
-არ მოგბეზრდა?
-რა?
-მისი ლოდინი და საერთოდ ის?
-არასოდეს…
-მე მომბეზრდა სამაგიეროდ შენი ჯიუტობა,-მიუახლოვდა გოგო და ტანზე მიეტმასნა. უხერხულად შეიშმუშნა კაცი და მისი მოშორება სცადა…
-გეყოფა ლოლა,თავი დამანებე, შემეშვი..
-არ შეგეშვები,მიზიდავ,ძალიან მიზიდავ,მინდა ჩემი გახდე,მე კი შენი,ერთად ვიყოთ,ის მოგცე, რასაც მისგან ვერასოდეს მიიღებ…
-მომისმინე ლოლა. გაჩერდი,ნუ იმცირებ თავს,შემეშვი, მე და შენ საერთო არასოდეს არ გვექნება არაფერი. არასოდეს შევხედავ შენნაირ ქალს. არასოდეს მექნება შენთან საერთო რამე.იმიტომ რომ ჩემთვის ტატიანა ყველაფერია. იმიტომ რომ შენ მის დონემდე ვერასოდეს ვერ მოხვალ.
ხელები გააშვებინა და მისგან თავი დააღწია,წინ რომ გაიხედა ცოლი დაიხანა,იდგა გაშეშებული და მათ უყურებდა.
-ტატიანა..-წამოსროლა უცებ, თითქოს რაღაც დანაშაულზე წაასწრეს.
-ადრე მოსულხარ,-უპასუხა მან. შეატყო ნიკოლამ მის ხმას ფარული სევდა.
-ვერ მოვითმინე,მინდოდა აქ დაგხვედროდი,-დაიძრა მისკენ.- აბა რა ქენი გამოცდაზე?
-როგორც ყოველთვის საუკეთესო ქულა აიღო.ერთ-ერთი საუკეთესოა შენი მეუღლე.-მის მაგივრად უპასუხა ლოლამ. ორივე მიხვდა მის სიტყვებში შური როგორ იმალებოდა.
-ამიტომაც ავარჩიე ის და არა შენ, -უპასუხა ნიკოლამ და წელზე მოხვია ხელი.-წავიდეთ ძვირფასო?
-წავიდეთ,-გაუღიმა ტატიანამ და მანქანაში ჩაჯდა. გზაში ჩუმად იყო, ხმაც არ ამოუღია.
-რა გჭირს?ასე გიხარია უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება?
-არაფერია,თავი მტკივა.
-გინდა გავაჩერებ წამალს გიყიდი აფთიაქში?
-არ მინდა..
მაინც გააჩერა მანქანა,გოგოს მიუბრუნდა და ჰკითხა.
-ვერ გამომაპარებ,ვიცი რომ ცუდ ხასიათზე ხარ,ისიც ვიცი რატომ.აბა გამოტყდები თუ არა?
-რა გინდა ჩემგან რაა?-თავი ვეღარ მოთოკა გოგომ
-ის მინდა რომ აღიარო იეჭვიანე ლოლას დანახვაზე.
-არ ვეჭვიანობ.
-აბა რა დაგემართა?დილით ძალიან კარგ ხასიათზე იყავი. ასე უცებ რა მოხდა?რა შეიცვალა?
-არაფერი..სახლში წავიდეთ გთხოვ..
-კარგი წავიდეთ,-ჩაფიქრდა ნიკოლა,მანქანა დაქოქა და ადგილიდან დაძრა.აღარ ჩაეძია, იფიქრა სახლში რომ მივალთ იქნებ ჩემმა სიუპრიზმა გაახალისოსო..
კართან იდგნენ უკვე,როცა ხელით შეაჩერა.
-ერთი წუთით მოიცადე ტატიანა. თვალები დახუჭე გთხოვ. არ ვიცი ამის დანახვა გაგიხარდება თუ არა, მაგრამ მე ეს მთელი გულით გავაკეთე. გთხოვ არ ჩამიშალო სიუპრიზი.
დაიბნა ტატიანა და დაბნეულმა შეაბიჯა სახლში. ჯერ კიდევ არ იყო დაბნელებული გარეთ, მაგრამ სახლში ბნელოდა,ისე იყო ფარდები გადაწეული. უეცრად ვენეციაში ეგონა თავი. კედლებზე და ფარდებზე მათი ერთობლივი ფოტოები იყო გაკრული.. ტელევიზორში ვიდეო იყო ჩართული, საიდანაც მისი ხმა ისმოდა. ეს ვიდეო ვენეციაში გადაუღო ჩუმად ნიკოლამ, როცა ნავით სეირნობდნენ. ჰელიუმით გაბერილი სხვადასხვა ფერის ბუშტები ჰაერში დაფრინავდნენ. იატაკზეც საკმაოდ მიმოეფანტათ. პატარა მაგიდაზე ტელევიზორის წინ სუფრა იყო გაშლილი პატარა,რომანტიკული, ვარდების თაიგულით,სანთელბით და რა თქმა უნდა ცივი შამპანურით კერძებთან ერთად.
-„ნიკოლა,შეხედე რა ლამაზია, ემოციებს ვერ ვმალავ.შენ ჩემი დიდი ხნის ოცნება აასრულე…““- ისმოდა ტელევიზორიდან ტატიანას ხმა..
-მინდა შენი სხვა ოცნებებიც ავასრულო ტატიანა, -ჩასჩურჩულა ყურში.-


-არანაირი ლოლა და არანაირი სხვა ქალი არ მინდა,მაშინ როცა არსებობ შენ-ჩემი ტატიანა,-მოეხვია უკნიდან,მუცელზე შეუცურა ხელები და ერთმანეთში გადახლართა.- მგონი გავგიჟდი,მაგრამ დაე იყოს ასე, მირჩევნია შენთან ერთად გავგიჟდე მეც, შენთან ერთად ვიყო პატარა ბავშვი, ვაკეთო სისულეები, მზად ვარ ვალაგო შენთან ერთად სახლი და მეძახო ბებერი,მაგრამ მთავარია, შენთან ვიყო…
დაიბნა ტატიანა და ხმა ვეღარ ამოიღო,მხოლოდ ის მოახერხა რომ მისკენ შემობრუნდა, კისერზე შემოხვია ხელები და თავი მკერდზე მიადო.
-არ ვიცი რატომ,მაგრამ როცა სხვა ქალს ვხედავ შენს გვერდით თავს საშინლად ვგრძნობ. ეს თუ ეჭვიანობაა, კი ბატონო,მაშინ ასეა და ეჭვიანოსგან ვსკდები. ყველაფერს ავიტან და მოვითმენ,მაგრამ ვერაფრით შევეგუები,შენს გვერდით სხვა ქალს.
თავი ააწევინა ნიკოლამ, თვალებში ჩახედა და უთხრა.
-მხოლოდ შენთან ვიქნები ტატიანა, მხოლოდ შენთან,- ოდნავ გაუღიმა და ტუჩებზე ნაზად და ვნებიანად აკოცა..
-ვახშამი გაცივდება,-შეირხა გოგო და დივანზე ჩამოჯდა.
-დღეს მე მოგემსახურები ჩემო ქალბატონო.-გვერდით მიუჯდა და შამპანური გახსნა.
-მხოლოდ ერთი ჭიქა,ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება სასმელთან? მითუმეტეს ბოლოს როგორც დასრულდა.
-კარგი,-გაეცინა ნიკოლას.ჭიქებში ჩამოასხა სითხე და ტატიანას მიაწოდა.
-აქამდე სხვანაირი იყო ჩვენი ცხოვრება,იმის მიუხედავად რომ ცოლ-ქმარი გვერქვა. აქამდე არ გვქონდა საერთო მომავალი.უფრო სწორად არ ვგეგმავდით. ახლა კი დღეიდან აი ამ წუთიდან მინდა რომ ერთად ვიყოთ როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი და გვქონდეს ნამდვილი ოჯახი.
-მართალია ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა მოხდა,ჯერ დავქორწინდით,მერე ვცდილობთ ოჯახი დაგვერქვას,ახლა ვცდილობთ ერთმანეთის გაცნობას,მაგრამ არ ვნანაობ,არც ერთ წამს არ ვნანობ შენი გაცნობის დღიდან აქამდე. რადგან როცა დაგინახე,მაშინვე მომეწონე, მაშინვე რაღაც უცნაური ვიგრძენი შენს მიმართ. მაშინ იქ ისეთი იმიტომ კი არ ვიყავი,რომ გათხოვება არ მინდოდა. იმიტომ ვიყავი დაბნეული რომ შენ მომაჯადოვე,შენ მომხიბლე. .-დაბნეული ლაპარაკობდა გოგო და წითლდებოდა. პირველად იყო ასეთ სიტუაციაში,ფაქტიურად სიყვარულს უხსნიდა ბიჭს.
-აჰა,ესეგი პირველივე დღეს გავხდი შენი სამიზნე?-გაეხუმრა ნიკოლა.
-არა,სამიზნე არა, არ შეიძლება ადამიანი სამიზნე გახადო.ის უნდა გეკუთვნოდეს და არა მოიპოვო.
-მაშინ მე პირდაპირ გეტყვი,ჩვენ ერთმანეთი იქამდე ვიპოვეთ,სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით,თუმცა თავიდან ძალიან ვნანობდი ჩემს ნაბიჯს,მაგრამ ახლა იმას ვნანობ რომ ის დღეები დავკარგე უმოქმედოდ..
-სასიამოვნო ყოფილა ამის მოსმენა,- მხარზე თავი ჩამოადო ტატიანამ
-უფრო სასიამოვნო საყვარელი ადამიანის ღიმილი ყოფილა.
-ახლა რა გავაკეთოთ?-ჰკითხა გოგომ როცა ჭამას მორჩნენ..
-ის რაც ამ სიტუაციას მოუხდება და უფრო მეტად მიანიჭებს რომანტიზმს. ვიცეკვოთ.-წამოდგა ნიკოლა,მუსიკა ჩართო და ხელი გაუწოდა.ტატიანამ ხელი შეაგება და წამოდგა. წელზე მოხვია ხელი,სხეულზე აიკრა და მუსიკის რიტმს ააყოლეს სხეულები. ეს ყველაფერი შესანიშნავი იყო. არაჩვეულებრივად კარგი, კაცის მკერდზე ედო თავი და მის გულისცემას უსმენდა. გრძნობდა როგორ უცემდა ნიკოლას გული,გული რომელიც მისთვის ფეთქავდა.
*********
უნივერსიტეტში აღარ დადიოდა, მაგრამ დილით ადრიანად მაინც დგებოდა და ქმარს სამსახურში აცილებდა.კიდევ უფრო შეიცვალა მათი ურთიერთობა იმ დღის მერე, კიდევ ერთი ახალი ფურცლის დაწერა დაიწყეს მათი ცხოვრების წიგნში..
ეჩხუბებოდა ნიკოლა ნუ დგები ასე ადრე,მივხედავ საკუთარ თავსო, მაგრამ გოგო არ უსმენდა,მაინც იგივეს აკეთებდა..
იმ დღესაც ასე გააკეთა. რომ გააცილა, სახლი მიალაგა,ცოტა დაისვენა,მერე ვეღარაფერი მოიფიქრა და მშობლებთან წასვლა გადაწყვიტა. დიდი ხანია არ ყოფილა მათთან. გზიდან ნიკოლას დაურეკა.
-საყვარელო,დღეს ჩემებთან წასვლას ვაპირებ და შეიძლება დავრჩე,ხომ არ გეწყინება?
-არა,რატომ უნდა მეწყინოს? პირიქით, გამიხარდება თუ წახვალ და სახლში არ იჯდები,გაერთობი ცოტას.
-კარგი,საჭმელი მაცივარშია,გააცხელე და ჭამე, მშიერმა არ დაიძინო.
-ჩემი მზრუნველი ცოლი,-გაეცინა ნიკოლას.-აუცილებლად შევჭამ…
რაღაცნაირი უცხო ეჩვენა მშობლების სახლი. ძალიან შეცვლილიყო აქაურობა.გათხოვების
მერე ორჯერ იყო მოსული,მაგრამ მაშინ ქმართან ერთად იყო და არ შეუმჩნევია ეს.მისთვის ნიკოლა უფრო მნიშვნელოვანი იყო.
გაუხარდათ მისი მოსვლა. ძმისშვილებს ყველაზე მეტად. მაღაზიაში ნაყიდი საჩუქრები მისცა და მათთან ერთად ჩაჯდა იატაკზე სათამაშოდ.
-დედი,მოგვიყევი,როგორ ხარ შენ? -იქვე მჯდარი ოჯახის წევრები თან მათ თამაშს უყურებდნენ,თან ტატიანას ესაუბრებოდნენ.
-ნორმალურად დედა,იმდენადაც რამდენადაც ეს ორი უცხო ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას შეიძლება ახლდეს.
-ანუ ერთმანეთს ვერ უგებთ?ხომ არ გეჩხუბება?ან რამე ისე ხომ არაა?
-ყველაფერი ნორმალურადაა მამა. ერთმანეთის გაგებას ვცდილობთ და ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ.
-ცოტაც მოითმინე შვილო. რამდენიმე თვე და ამ ვალიდან თავის დაღწევას შევძლებთ.შეიძლება ერთი წელიც არ დაგჭირდეს,მერე შეგიძლია გაეყარო.
უცნაურად მოხვდა ყურში ეს სიტყვები. იმდენად მისეული გამხდარიყო ნიკოლა,რომ იმის გაფიქრებამ რომ შეიძლებოდა მის გვერდით აღარ ყოფილიყო, თავი ცუდად აგრძნობინა.წამოდგა,ბავშვები სათამაშოებთან დატოვა და მამას წინ დაუჯდა.
-ჩემზე გიფიქრიათ მამა? საერთოდ დაფიქრებულხართ და გიკითხავთ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი ან რა იქნება განქორწინების მერე?
-როგორ არა შვილო,მიფიქრია კიდეც და არც ის მინდოდა რომ ასე იძულებით გაჰყოლოდი მას ცოლად. მე ვეცადე,მაგრამ სხვა გზა ვერ ვნახე.
-ძალიან ხარ გაღიზიანებული დედი. მითხარი ხომ მართლა კარგად ხართ?
-ეტყობა კარგად ვერ ეცადე მამა. მაგრამ არა უშავს,რაც არის არის.ამის გამო კი არ ვბრაზდები,იმაზე ვბრაზობ რომ განქორწინებაზე მელაპარაკები. ფიქრობ რომ ამის მერე ადვილი იქნება ჩემთვის ცხოვრების გაგრძელება? ან რა სახელი დამრჩება? არა ისე სიმართლე გითხრა, არ მაინტერესებს რას იტყვიან სხვები და რას იფიქრებენ, უბრალოდ თქვენ მადარდებთ. თქვენ რამდენად შეეგუებით,როცა წამოგაძახებენ რომ სახლში განათხოვარი ქალიშვილი გყავთ? როცა თქვენს სახელგანთქმულ ოჯახს ჩირქს მოსცხებენ?როცა ათას სიბინძურეს დამაბრალებენ? მაშინ ასე მშვიდად იქნებით?
სიჩუმე ჩამოვარდა. როგორც ჩანს,მხოლოდ ახლა დაფიქრდნენ მშობლები ამაზე.მხოლოდ ახლა გაანალიზეს მოსალოდნელი შედეგები.
-არ მოგეწონათ ხოო?ამის გაფიქრებამ თქვენც ისევე მოგშხამათ,როგორც მე მიფუჭდება ხასიათი იმის გაფიქრებაზე რომ ჩემი ახლადშექნილი ოჯახი საქმიანი გარიგების შედეგია…
-სუფრა გაშლილია,შეგიძლიათ მობრძანდეთ,ივახშმოთ.-დაძაბულობა განმუხტა ოთახში შემოსულმა მოახლემ.
-მოვდივართ,ჩემს შვილს და რძალს დაუძახეთ,-უთხრა ქეთინომ.წამოდგა, შვილიშვილი აიყვანა ხელში და ტატიანას მიუბრუნდა.
-იმედია დღეს დარჩები.მომენატრე და შენთან დალაპარაკება მინდა..
ვახშამმა მშვიდად ჩაიარა,ეცადა როგორმე გამხიარულებულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა.დაბღვერილი იჯდა და იმაზე ფიქრობდა რას იზავდა ნიკოლა,როგორ იყო ახლა და ჭამა თუ არა საჭმელი.
არც დედასთან საუბარმა უშველა გულზე მოწოლილ სევდას.ვერც მან გაუგო.ან როგორ გაუგებდა ის,როცა არც კი აუხსნია მისთვის რატომ იყო ასე და რას გრძნობდა ნიკოლა ამირეჯიბის მიმართ.
ადრიანად დაწვა, იწვალა,იტრიალა საწოლში,ძილი არ მიეკარა. ადგა, ჩაიცვა ტაქსი გამოიძახა და წასასვლელად მოემზადა.
-სად მიდიხარ შვილო?
-აქ ვერ ვჩერდები დედა,არ შემიძლია, ჩემი ადგილი იქაა,მის გვერდით.
-წადი,შვილო,თუ შენთვის ასე უკეთესია და თუ ასე გირჩევნია. ვიცი ახლა შენს თავს რაღაც ხდება და ეს რაღაც ძალიან კარგია,ისაა,რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია,-ქეთინომ გაუღიმა, შვილს ჩაეხუტა და გააცილა..
ნიკოლას ხასიათი მაშინვე წაუხდა, როგორც კი ტატიანამ შეატყობინა, რომ ამაღამ მშობლებთან რჩებოდა. მართალია მას არ შეამჩნევინა,მაგრამ გული უცნაურად შეეკუმშა,როცა გააანალიზა რომ ამაღამ ტატიანა არ იქნებოდა. ერთხანს ისიც კი იფიქრა რომ მათთან წავალ,მივაკითხავ და ამაღამ იქ დავრჩებიო,მაგრამ გადაიფიქრა,ერიდებოდა მისი მშობლების.
საბას სთხოვა საღამოს ჩემთან წამოდი,ლუდი დავლიოთ და ფეხბურთს ვუყუროთო. ძლივს დააღწია თავი მეგობრის ხუმრობას ცოლი დაიგულე სხვაგან წასული და ბარემ ქალებიც ავყაროთო..
ფეხბურთიც მორჩა,საბაც წავიდა და დარჩა მარტო,ძალიან არ მოეწონა ეს სიტუაცია, ტელეფონი რამდენჯერმე აიღო,რომ დაერეკა,ისევ უკან სდებდა.ბოლოს მაინც დარეკა, მალევე უპასუხა ტატიანამ.
-როგორ ხარ?-ჰკითხა
-არც ისე კარგად,შენ?
-მეც მოწყენილი.
-რატომ?
-არ ვიცი,შენ რატომ არ ხარ კარგად?
-არც მე არ ვიცი.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-როდის დაბრუნდები?-ჰკითხა ნიკოლამ.
-მე უკვე სახლში ვარ,კარი გამიღე, -გაეცინა გოგოს.არ ახსოვს როგორ გაჩნდა კართან და როგორ გამოაღო. უყურებდნენ ერთმანეთს და გული გამალებით უცემდათ. საოცარი რამ ყოფილა მონატრება.საყვარელ ადამიანს თუნდაც რამდენიმე საათი რომ ვერ ნახავ,გეჩვენება რომ საუკუნეა არ გინახავს და ტკივილამდე გენატრება.
-ვერ გავძელი,ჩემი სახლი ჯობია სხვა ყველა სახლს,-გაუღიმა ტატიანამ. ნიკოლამ წელზე მოჰკიდა ხელი, სახლში შეიყვანა და კარი მიხურა, ძლიერად ჩაეხუტა,თითქოს ვინმე წაართმევდა ან დაკარგავდა..
-ჩემო ტატიანა,-ჩაიჩურჩულა და მის თმაში ჩარგო თავი.
-ოჰო,სტუმრები გყავდა,?-ახლა შეამჩნია გოგომ გაშლილი მაგიდა და დასვრილი ჭიქები.-იმედია ქალები არ გყოლია?
-საბა იყო,ფეხბურთს ვუყურეთ, ახლახანს წავიდა.მეც დაძინებას ვაპირებდი და ვერ შევძელი,შენი ხმა მინდოდა გამეგო.
-წადი დაიძინე,ავალაგებ ამას და მეც დავწვები.-თავი დაიხსნა გოგომ მისი მკლავებიდან…
-შეეშვი,იყოს,ასე დატოვე,წამოდი, დაიძინე,-ხელი ჩაჰკიდა ოთახისკენ წაიყვანა,
-ასე როგორ დავტოვო?
-კარგი რაა ტატიანა,დაანებე თავი.
უკვე საძინებლებთან იყვნენ.ნიკოლამ თავის ოთახის კარი გააღო,თვალებში ჩახედა და ჰკითხა.
-მოდიხარ?
უხმოდ შეხედა გოგომ,მის ხელს თავისი ხელი შეაგებდა და გაღებულ კარში ნიკოლასთან ერთად შევიდა..
******
ნიკოლას მკერდზე ჩაეძინა.კაცს არაფრით არ მიეკარა ძილი.მკლავზე ეფერებოდა,მერე კი მისი თმა გადაიხვია თითზე და დიდხანს იყო ასე.იქამდე სანამ თვითონაც არ ჩაეძინა..
დილით ისევ მას გაეღვიძა პირველს.ტატიანა მასზე აღარ იყო ჩახუტებული,მაგრამ მისკენ იყო გადმობრუნებული.ხელები ლოყების ქვეშ ამოედო და საყვარლად ეძინა. თმა სახეზე ჩამოყროდა. გაეღიმა და თითით გადაუწია.მერე მისკენ მიიწია და ტუჩებზე ნაზად აკოცა.შეიშმუშნა გოგო და თვალები გაახილა.
-დილა მშვიდობისა,-გაუღიმა ბერიძემ.
-დილა მშვიდობისა,როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც.როგორ გეძინა?
-მშვიდად,ისე როგორც არასდროს.
-ხოო?ნეტავ რა არის ამის მიზეზი? -ჩაეღიმა კაცს.
-არ დავმალავ და პირდაპირ გეტყვი,შენ..
-სასიამოვნოა ამის მოსმენა.-ნიკოლამ მისი ხელი ხელში აიღო,თითები ერთმანეთში ახლართა და დახედა.
-იცი ახლა გავაანალიზე რომ ულამაზესი თითები გაქვს,იმის მიუხედავად რომ სახლში ამდენ საქმეს აკეთებ.
-კარგი გენეტიკა გვაქვს..-გაეცინა გოგოს.
-მაგას ვერ ვუარყოფ და ვერც იმას რომ ულამაზესი ქალიშვილები გყავთ.
-ესეგი ლამაზი ვარ?
-ეს აქამდე არ მითქვამს?მოიცა დავფიქრდე?ვერ ვიხსნებ,ესეგი არ მითქვამს…
-არც თქვენს გვარს დაეწუნება რამე,-გაეღიმა გოგოს,-ასეთი სიმპატიური მამაკაცები თუ გყავთ.
-ესეგი ლამაზი ბავშვები გვეყოლება..
ტატიანა შეხტა ამის გაგონებაზე და დაიძაბა,უცებ დასერიოზულდა
-ბავშვები?
-ხო,რატომ გაგიკვირდა?განა არ შეიძლება ასე მოხდეს?
-როგორ?როცა ჩვენი ოჯახი რაღაცის გამო შეიქმნა და არა სიყვარულით..
-ყველა ოჯახი რაღაცის ან ვიღაცის გამო იქმნება,სიყვარულიც რაღაცაა.. ემოციებზე აღმოცენებული და მერე ქცევებით გამტკიცებული…
-რომელ ემოციებზე და ქცევებზეა ლაპარაკი,როცა ერთმანეთს ნორმალურად არ ვიცნობთ.თითქმის არაფერი ვიცით და ასეთი განსხვავებულები ვართ…
-არც მთლად ასეა საქმე,მე გიცნობ შენ, ამოგიცანი.ძალიან საყვარელი, მებრძოლი და მამაცი გოგო ხარ. ჭკვიანი,ისეთი როგორ ცოლსაც ყველა მამაკაცი ისურვებდა.
-მაგრამ შენ ყველა არ ხარ...არ მინდა ყველას ჰგავდე.მინდა მათგან განსხვდებოდე და ჩემში მხოლოდ ლამაზ ქალს არ ხედავდე, რომელთანაც მარტო ერთი რამ უნდათ…
-გეშლება,მე ერთი რამ კი არა,შენი ყველაფერი მინდა,-თვალებში ჩახედა კაცმა და მისკენ მიიწია,-მე მაქსიმალისტი ვარ.ან ყველაფერი ან არაფერი,სანახევრო და სხვასთან გასაყოფი არაფერი მჭირდება.გოგოს წელზე მოხვია ხელი,ჰაერში ააფრიალა და სხეულზე ზემოდან გადაიწვინა.მისი თმები სახეზე დაეყარა,მაგრამ უარესად აღიგზნო და სურნელმა თავბრუ დაახვია.ტატიანას გაეცინა და ხელები მკერდზე დააწყო, ნიკაპით დაეყრდნო შეკრულ თითებს და ნიკოლას ახედა.
-ვფიქრობ ჯერ ცოტა ადრეა….
-ცუდად ვარ…ამოიხვნეშა ამირეჯიბმა.
-მაგის წამალი არსებობს.სხვა ქალთან წადი,რომელიც დაგაკმაყოფილებს
-უბედურება ისაა რომ რაც შენ გაგიცანი,სხვა ქალი აღარ მინდა და არც მათკენ გახედვა…
-მაშინ მოცდა მოგიწევს..
-მზად როდის იქნები…
-არ ვიცი...ტატიანამ ლოყაზე აკოცა,მისი სხეულიდან გადმობობღდა და საწოლიდან ადგა.
-გამექეცი ხოო?-გაეცინა კაცს.
-მშია..
-გამაგიჟებ შენ მე,სულ როგორ გშია…
-წავედი მე და ნახევარ საათში ქვემოთ გელოდები სამზარეულოში.
-ოჰ ტატიანა,-ამოიხვნეშა ნიკოლამ და ღიმილით გააყოლა თვალი გოგოს…
როგორც კი ნიკოლას ოთახის კარი გაიხურა ბერიძემ,მაშინვე ღრმად ჩაისუნთქა და მოეშვა.სასიამოვნო შეგრძნებები ისევ არ ტოვებდნენ,ისევ მუცელში დაფრინავდნენ პეპლები…
ტანსაცმელი გამოიცვალა,მოკლე შორტი და ტოპი ჩაიცვა,თმა კოსად შეიკრა და ქვემოთ ჩამოვიდა.წუხელ დატოვებული არეული მაგიდა უცებ აალაგა,დასვრილი ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგა. მუსიკა ჩართო ხმადაბალზე და მერე მაცივრიდან გუშინ მომზადებული სადილები გამოიღო.
მაგიდა გააწყო,თან ცეკვავდა და ტანს აყოლებდა.უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა და ქმრის დასაძახებლად მიდიოდა,როცა ის დაინახა.მოკლე შორტში და საზაფხულო მაისურში გამოწყობილი ნიკოლა კიბეზე ჩამოდიოდა,ჯერ კიდევ სველ თმას კი ხელით ისწორებდა.
-რა გჭირს?-ჰკითხა გაშეშებულ ტატიანას,როცა გვერდით ჩაუარა და გოგო ადგილიდან არ დაიძრა.
-არაფერი,-ამოილუღლუღა მან.
კაცს გაეცინა,რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა,წელზე მოხვია ხელი,ჰაერში ააფრიალა და ისე წაიყვანა სამზარეულოსკენ.
-რას აკეთებ?
-აბა შენ ისე იბნევი ჩემს დანახვაზე, რომ ადგილზე შეშდები და მე მინდა კიდევ ეს?ისედაც მშია.
-სულაც არა..თავის მართლება სცადა გოგომ.
-როგორ არა…
-საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს?-გაეცინა გოგოს.
-ისეთი წარმოდგენა მაქვს როგორსაც შენ მაქმნევინებ,-იატაკზე დაუშვა და წინ აესვეტა,წელზე მოხვია ხელი და სხუელზე აიკრა.
-დღეს რა გჭირს?-შეაჩერა ტატიანამ, როცა საკოცნელად გაიწია ისევ ნიკოლამ.
-არ ვიცი რა უნდა მჭირდეს?
-ასეთი აღგზნებული ჯერ არ მინახიხარ..
-ასეთ ფორმაში რომ გხედავ,როგორ გინდა მშვიდად ვიყო?თითქმის ყველაფერი გიჩანს…
-თითქმის და არა ყველაფერი, -ტატიანა ხელიდან დაუძვრა და მაგიდას მოუსკუპდა.-დღეს საჭმლით დაკმაყოფილდი..-უპასუხა და თეფშზე გადმოიღო ქათმის სალათი.
-ასე თუ გააგრძელე,შენ მე ჭკუიდან გადამიყვან,გამაგიჟებ.-მაგიდას მიუჯდა ნიკოლაც და ჭამა დაიწყო.
-არ გაგიჟდე ბატონო მერე,-შესცინა გოგომ.
-დღეს რა გეგმები გაქვს?-ჰკითხა ნიკოლამ,თან უკვე ილუკმებოდა.
-არ ვიცი.ჯერ სახლში ვიქნები, აქაურობას მივხედავ,მერე შეიძლება გავიდე.
-სად?ვისთან?
-რა დაკითხვაა?სად გავალ ეხლა ან ჩემებთან ან ნანკასთან.
-შენებთან გუშინ იყავი,ესეგი ნანკასთან მიდიხარ.
-ნუ ხო ზუსტად არ ვიცი,შეიძლება მაღაზიებშიც წავიდე…
-ანუ შოპინგის დღეა..
-დიახ..შენ სამსახურში არ მიდიხარ?
-ცოტას დავაგვიანებ.შენ არ მითხარი უფროსი ხარ და გამოიყენეო?ხოდა ვაგვიანებ…
-ესეგი მაინც ვახდენ შენზე და შენს ცხოვრებაზე გავლენას…
-თანაც როგორ.ჯერ იყო და ჩემი ცოლი გახდი.მერე ჩემს ფიქრებში შემოიჭერი, მერე სახლში შემომეჭერი,მერე კი გონებაში…
-შენს გულთან არ მომიღწევია ჯერ,-გაუცინა გოგომ
-მე თუ მოვაღწიე შენს გონებაში?ესაა მთავარი..-მიაჩერდა ბიჭი.
-ჭამას თუ მორჩი ავალაგებ.-თავის დაძვრენა სცადა ტატიანამ და წამოდგა,თეფში ნიჟარაში ჩადო და ონკანი მოუშვა.
-კარგი,ნუ გამცემ პასუხს,თუ არ გინდა, -ჩაილაპარაკა ამირეჯიბმა,წამოდგა და თავის თეფში აიღო.იფიქრა დავეხმარები და მაგიდას ავალაგებო.მიუახლოვდა გოგოს და ხელი გაიშვირა,რომ ნიჟარაში ჩაედო,მათ შორის პატარა ადგილი იყო დარჩენილი,უკან ედგა კაცი, სწორედ ამ დროს მოტრიალდა ტატიანა,წასული ეგონა და უცებ ცხვირით შეასკდა მის ძლიერ სხეულს..
დაიკივლა და დაბნეულმა ახედა,მან კი მექანიკურად შემოხვია ხელები,რომ არ დაცემულიყო. სამაგიეროდ თეფშს გაუშვა ხელი და ხმაურით დაასკდა იატაკს,სწორედ ამან გამოაფხიზლა ორივე.
-წავალ ცოცხს მოვიტან და ავკრიფავ.-
-მგონი აჯობებს სამსახურში წახვიდე, რადგან უფრო მიმატებ საქმეებს, -გაეცინა გოგოს და პატარა კარადიდადნ ცოცხი გამოიღო.
-ესეც შეცვალე?-გაეცინა ნიკოლას
-ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი.-უპასუხა ტატიანამ და ნამსხვრევები ნაგავში ჩაყარა.
-მაშინ ხელს აღარ შეგიშლი,წავალ მე.
ტატიანა მარტო დარჩა და საქმიანობა განაგრძო.ნიკოლამ გამოიცვალა და წასასვლელად მოემზადა.სანამ გავიდოდა ცოლს შეუარა სამზარეულში და დაემშვიდობა.
-ბევრი დაგრჩა?-
-არა,მოვრჩი თითქმის.
-მე გავდივარ,თუ რამე დაგჭირდა დამირეკე,წამოვიღებ.ჰო მართლა,ეს დაგჭირდება.-საფულიდან ამოიღო და ბარათი დაუდო მაგიდაზე.-შენს სახელზეა.კოდიც ზედ აწერია.
-არ არის საჭირო,ფული მაქვს.თუ დამჭირდა ჩემებს ვერტყვი.
-არა,შენებს არ ეტყვი.მე შენი ქმარი ვარ და ვალდებული ვარ უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით…
-ნიკოლაა თავს უხერხულად ვგრძნობ..
-მორჩა,ნუღარ მელაპარაკები.-კაცმა ლოყაზე აკოცა და უცებ გავიდა სახლიდან,რომ ტატიანას კიდევ რამე არ ეთქვა..
ვერაფრით გაჩერდა სახლში, ყველაფერს რომ მორჩა,წყალი გადაივლო და ოთახში წამოწვა,ფილმს უყურა.მერე ესეც მობეზრდა და სოციალურ ქსელებში იძრომიალა.არც იქ იყო რამე საინტერესო და არც ქმარი ეხმიანებოდა. გაბრაზდა, ნერვები მოეშალა,ადგა და მოემზადა,ნანკასთან წავიდა.გოგო სახლში დახვდა დაქალს. იჭორავეს,იცინეს,ძველი ამბები გაიხსენეს.
-დასასვენებლად არ მიდიხართ?- ჰკითხა ნანკამ.
-არ ვიცი.ამ თემაზე არ გვიალაპარაკია, არც კი ვიცი საერთოდ ისვენებს თუ არა ზაფხულობით.ან რა უყვარს,სად დადის..-
-მერე ჰკითხე.ხელს რა გიშლის?
-არაფერი,უბრალოდ აქამდე არ გამხსენებია ეს.
-რა არ გაგახსენდა გოგო?უკვე ნახევარი ზაფხული გავიდა თითქმის,ჩვენ კი ამ დროს უკვე მობეზრებული გვქონდადასვენება.
-დღეს საღამოს ვკითხავ ისე,ეგ კარგი გამახსენე.
-სხვა სიახლე არაფერია თქვენს ურთიერთობაში?
-კი,წუხელ ერთად გვეძინა.
-რააა?-თვალები გაუფართოვდა ნანკას,-და ამას მიმალავდი?
-არა,შენ რაც გაიფიქრე,ეგ არ მომხდარა,უბრალოდ ერთ საწოლში გვეძინა..
-სახეზე გეტყობა ძალიან მოგეწონა.
-არ დავმალავ და კი,სასიამოვნო შეგრძნება იყო დილით რომ გავიღვიძე..
-გიყვარს,ნამდვილად გიყვარს. -აღფრთოვანებული იყო ნანკა და ხტუნვას მოჰყვა მის წინ.
-არ ვიცი ეს თუ სიყვარულია,მაშინ ასეა ნამდვილად..-თვალები უბრწყინავდა ტატიანას.
-რა მაგარია,ძალიან მაგარია მეგობარო.
- მაგრამ მისი გრძნობების შესახებ არაფერი ვიცი.-მოიღუშა უცებ
-ვერაფერს ატყობ?
-ხან თბილია,ხან რაღაცნაირი უყურადღებო..ხან უხეში..
-მამაკაცები ასეთები არიან, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან.ყველასთან ურთიერთობას ექნება უარყოფითი და დადებითი მხარეები,ზოგს მეტად,ზოგს ნაკლებად,უბრალოდ უნდა იპოვო ისეთი ვისაც შედარებით მეტი ექნება კარგი..შენი ნიკოლა კი იმდენად მამაკაცური და განსხვავებულია,არა მგონია ბევრი უარყოფითი ჰქონდეს.
-ჩვენ ერთმანეთი არ გვიძებნია და არც გვიპოვია..
-ხო,თქვენი ამბავი ცოტა სხვანაირი იყო,თქვენმა მშობლებმა იპოვეს ერთმანეთი და ისინი დაგეხმარნენ ცოტას.ანუ გარიგებით შექმენით ოჯახი.-სიცილი აუტყდა ნანკას.
-ნუ ამბობ ასე,სულაც არაა სასაცილო..-გაიბუსხა ტატიანა.
-კარგი,არ გამებუტო ახლა გთხოვ. მოდი მე ცივ ყავას გავაკეთებ და მერე ტორტი მივაყოლოთ. გემრიელი ვანილის ტორტი მაქვს.
-მე რომ მიყვარს ისეთი ხო?
-ზუსტად ასეთი.თითებს ჩააყოლებ.
ტატიანა უკან გაჰყვა დაქალს და სამზარეულოში სკამზე დასკუპდა, სანამ ის ყავას ამზადებდა.
-ისე ხომ არ გინდა შაბათ-კვირას სადმე გავიდეთ გასართობად?
-ჩვენ?
-არა,მე შენ,ნიკოლა და საბა.თუ გინდა ოჯახის წევრებიც წავიყვნოთ.
-საბაც?-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი გოგომ.
-ხო საბაც,ისიც უკვე ოჯახის ნათესავად ითვლება.
-ნათესავად ?როცა გინდა ნათესავია და როცა გინდა სიმპატიური მამაკაცი?
-ზუსტადაც რომ ასეა…
-ხოო?
-ხოო.-გაგულისებულმა უპასუხა გოგომ.
-კარგი,იყოს ეგრე,როგორც შენ გინდა, ვნახავ ერთი რამდენ ხანს გაძლებ და სადამდე არ აღიარებ რომ მოგწონს..
-გეყოფა და შენ ეს მითხარი დაელაპარაკები დღეს?
-დაველაპარაკები და გაგაგებინებ.
-ტატიანას მობილურმა შეაწყვეტინათ საუბარი.ჩუმად უპასუხა გოგომ გვერდით ოთახიდან,მერე უცებ დაემშვიდობა მეგობარს და წავიდა….
****
მთელი დღე შეხვედრები ჰქონდა ნიკოლას.მითუმეტეს გვიან მივიდა სამსახურში და დაგროვილი საქმეები დაახვედრა მდივანმა.მერე მოლაპარაკებების დროც დაიწყო და პარტნიორებიც მოვიდნენ, შესაბამისად ვერ მოიცალა ცოლისთვის დაერეკა.არადა დაჰპირდა რომ აუცილებლად შეეხმიანებოდა,ან რათ უნდოდა დაპირება,ისედაც ყოველთვის როცა მოიცლიდა ურეკავდა.დღეს კი ვერაფრით მოახერხა და იცოდა რომ ტატიანა ნაწყენი დარჩებოდა.
საღამოს ბიჭებს უარი უთხრა ბარში წასვლაზე და პირდაპირ სახლისკენ წავიდა.ჩქარობდა,ისე თითქოს დიდი ხანი გასულიყო და არ ენახა. გზად ყვავილებიც კი იყიდა.არ დაურეკავს. ეგონა სახლში იქნებოდა. ყვავილებს რომ დაჰყურებდა გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა.მაშინ იძულებით აყიდინეს, ახლა კი სიხარულით იყიდა.რამდენი რამე შეიცვალა ამ თვეების განმავლობაში..
სახლის კარი თავისი გასაღებით გააღო და ბედნიერმა შეაბიჯა,იფიქრა ჩუმად მივეპარები და სიუპრიზს მოვუწყობო,მაგრამ არ გაუმართლდა მოლოდინი.ტატიანა სახლში არ დახვდა. გული დასწყდა,მობილური ამოიღო და დაურეკა.გამორთული ჰქონდა.ამან გადარია,ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს ვიღაც ყელში უჭერდა ხელებს და ახრჩობდა.
სხვა გზა არ ჰქონდა კარგზე ფიქრი დაიწყო.იქნებ მაღაზიებში სიარულს შეჰყვა ან იქნებ მეგობრებთან ერთადააო ინუგეშებდა თავს. ყვავილები მაგიდაზე დააწყო, ოთახში ავიდა,შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალა.კუჭმა შეახსენა თავი, მთელი დღე არაფერი ეჭამა, სამზარეულოში მაცივარზე პატარა, ფერადი ფურცელი დახვდა მიკრული.
„-შეიძლება გვიან დავბრუნდე.არ დამელოდო,საჭმელი გააცხელე და აუცილებლად ჭამე.
პ.ს.ვიცი რომ წინაზეც არ გიჭამია,ვერ გამომაპარებ“
ჩაეღიმა,სახლში არ იყო მაგრამ მაინც მასზე ზრუნავდა.ცოტა დამშვიდდა, ესეგი დაბრუნდებოდა.
რომ დანაყრდა ტელევიზორის წინ წამოწვა და საინფორმაციო ჩართო. როდის ჩაეძინა არ ახსოვს, სამაგიეროდ რომ გაეღვიძა გვიანი იყო,ტატიანა კი არ ჩანდა.კიდევ ერთხელ დაურეკა,ისევ გათიშული ჰქონდა ტელეფონი.ვეღარ მოითმინა და ნანკას დაურეკა.
-ეს როგორ?შენთან არაა?
-არა,ხომ არ იცი სად წავიდა?
-არ ვიცი.ტელეფონმა დაურეკა.მეგონა შენ იყავი და აღარ ვკითხე.უცებ გამოვარდა.გახარებული ჩანდა..
-კარგი,ნანკა,აღარ მოგაწყენ,დაიძინე.
-ნიკოლა მშვიდობაა?
-იმედი მაქვს..
-დამირეკე აუცილებლად რომ გამოჩნდება.
-კარგი,ღამე მშვიდობისა ნანკა.
ეჭვიანობამ დარია ხელი და ერთიანად მოიცვა.ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს ვიღაცამ დანა დაარტყა და მარილს აყრიდნენ..
წინ და უკან დაბორიალობდა და ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა ბერიძესთან.ვერც ის სად უნდა წასულიყო და სად მოეძებნა.ქალაქში უმისამართოდ ხომ არ დაიწყებდა ხეტიალს.ეს თივის ზვინში ნემსის ძებნა იყო..
საბოლოოდ გადაწყვიტა და ტელეფონიც მოიმარჯვა ტატიანას ოჯახში დასარეკად,რომ კარი გაიღო და გოგო გამოჩნდა.ფრთხილად მიხურა კარი და ჩუმი ნაბიჯებით დაიძრა კიბეებისკენ.მაგრამ ნიკოლას მკაცრი ხმა მოესმა და ადგილზე გაშეშდა.
-სად იყავი?
-მეგობართან.
-რომელ მეგობართან იყავი ამ დრომდე?
-დაკითხვაზე ვარ?
-რომ გეკითხები მიპასუხე.
-ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?
-დამიჯდა..
-თუ სპეციალურად გამორთე რომ ხელი არავის შეეშალა შენთვის. -იყვირა ნიკოლამ და მობილური კედელს შემოაფშხვნა. ტატიანამ თვალები დახუჭა და ყურებზე აიფარა ხელი.
-გაჩუმდი და ისეთი არაფერი არ თქვა რასაც მერე ინანებ.-მშვიდად უპასუხა გოგომ, მიბრუნდა და კიბისკენ დაიძრა.მოთინებიდან გამოვიდა ნიკოლა,გაგიჟდა,გადაირია,უკან გაეკიდა და ოთახთან დაეწია,ხელი მკლავში მოჰკიდა და თავისკენ მიაბრუნა..
-რომ გეკითხები მიპასუხე.-დაუბრიალა თვალები კაცმა.
-რაზე გიპასუხო?მთელი დღე არ გაგხსენებივარ,არ დაგირეკავს,არ მოგიწერია,მე კი როგორ ფიქრობ სახლში ვიჯდებოდი და დაგელოდებოდი?
-სახლში დაჯდომას არავინ გთხოვს, არც მინდა რომ დაჯდე.მიმაჩნია რომ ქალმა უნდა იმუშაოს,მაგრამ შენ მაინც ხომ შეგეძლო დაგერეკა?იქნებ მე ვერ მოვიცალე?-ცოტა მოლბა კაცი,მაგრამ ხელს მაინც არ უშვებდა.
-რა გინდა ადამიანო?რატომ ხარ ასე გაგიჟებული და გადარეული დღეს?რა გჭირს?მართლა დამაბნიე.ასეთი არასოდეს მინახიხარ.
-შენ ვერ გაიგებ,გესმის ვერა..სად იყავი?მიპასუხე.რატომ არ მეუბნები. დიტოს შეხვდი?-ორივე ხელი მხარში მოჰკიდა და მაგრად დააბანჯღარა.
-გამიშვი,მეტკინა.-დაიკნავლა ტატიანამ.
-მითხარი,-კედელზე ააკრა და ორივე ხელით წასასვლელი ჩაუკეტა.
-თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი დიტოსთან არ ვყოფილვარ,არც არასოდეს მივცემ უფლებას მომიახლოვდეს.არც რამე ცუდი ჩამიდენია,მაგრამ ვერც იმას გეტყვი სად ვიყავი.უბრალოდ მენდე. -ტატიანამ ჯიქურ გაუსწორა თვალი და არაფრით აარიდა მზერა.
მართალია როცა ამბობენ რომ თვალები ყველაფერს ამბობს და იქ ყველაფრის წაკითხვა შეიძლებაო, ნამდვილად დაინახა ეს იქ ნიკოლამ,ხელები ჩამოუშვა,მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და უხმოდ გადადგა თავისი ოთახისკენ ნაბიჯი.
-მაპატიე,-მხოლოდ ეს უთხრა და კარი ხმაურით მიაჯახუნა. დიდხანს ესმოდა ტატიანას იქიდან ხმაურის და მტვრევის ხმა,მაგრამ შესვლა ვერ გაბედა.თავის ოთახში შევიდა და ტანსაცმლიანი მიწვა საწოლზე…
მთელი ღამე არ დაუძინია ნიკოლას. კედლებს აწყდებოდა და ვერ ისვენებდა.საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ აწყენინა ტატიანას და მასში ეჭვი შეიტანა.არადა ყოველთვის მიაჩნდა რომ ეჭვიანობა სულმდაბალი ხალხის დამახასიათებელი რამ იყო.მაგრამ ახლა თვითონ იგივე დაემართა,არ ეკადრებოდა ამ ასაკის და ამხელა გამოცდილების მქონე კაცს ასე მოქცევა.გაბრაზებულმა ჯავრი სკამზე იყარა,ხელში აიღო კედელზე შემოახეთქა,მერე კი შეკრული მუშტი მოუქნია და იგივე გზას გაუყენა. ტკივილმა ცოტა გამოაფხიზლა. საწოლზე წამოწვა და ფიქრს მიეცა. ერთი სული ჰქონდა გათენებულიყო. როგორც კი ინათა,მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი და სახლიდან გავარდა. ცოტა ხანს იბოდიალა ქალაქში. სცხვენოდა სახლში მისვლა და ტატიანასთან შეხვედრა.კიდევ კარგი დღეს სამსახურში არ მიდიოდა,თორემ ნამდვილად ვერაფერს გამოაპარებდა ხალხს და არც უნდოდა აელაპარაკებინა.ისედაც ბევრს საუბრობდნენ მასზე და ტატიანაზე, თხზავდნენ ისტორიებს და ჭორებს. იქნებ სწორედ ამიტომ დაჯდა სახლში და იქნებ სწორედ ამიტომ არ გადიოდა გარეთ და მეგობრებთან?
რაც უფრო მეტს ფიქრობდა,მით უფრო მეტად უნდოდა გოგოსთვის გაეგო.მით უფრო ცდილობდა მის ადგილზე დაეყენებინა თავი.მართლაც და რა საშინელება ყოფილა მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა და შებოჭვა…
გადაწყვეტილება მიიღო,სახლში წამოვიდა და რადაც არ უნდა დასჯდომოდა ტატიანასთვის ბოდიში მოეხადა,შეერიგებინა ის..
ისევ არ დახვდა სახლში და ისევ გაუკვირდა.ისევ დარია ხელი ფიქრებმა და ეჭვიანობამ,მაგრამ ყველანაირი ფიქრი უკუაგდო,ტატიანა არ მიღალატებს,მიზეზი აქვს ალბათ და ამიტომ აგვიანდება მოსვლაო…
მაცივრიდან ლუდი გამოიღო, ტელევიზორი ჩართო და ფეხბურთს ჩაუჯდა.ბედად დაძაბული თამაში იყო და ცოტა გადაიტანა ყურადღება..
საღამოს დაბრუნდა ტატა, შეშფოთებული და გადაღლილი სახე ჰქონდა.ნიკოლას არაფერი უკითხავს.მშვიდად იჯდა და ეკრანს მისჩერებოდა. ტანსაცმელი გამოიცვალა გოგომ,მერე ქვემოთ ჩამოვიდა,ცივი წვენი დაისხა და აივანზე განმარტოვდა.სარწეველა სკამში იჯდა და ჩამავალი მზის სხივებს ეფიცხებოდა.ვერ მოაცილა თვალი ნიკოლამ,ეკრანის მაგივრად ახლა მას უყურებდა.
-ჯანდაბა ნიკოლა,რა მშიშარა ხარ, მიდი და დაელაპარაკე.- შემოუძახა თავის თავს,მაგრამ ვერ გაბედა ადგომა.
უკვე საბოლოოდ რომ ჩავიდა მზე, მაშინ წამოდგა ტატიანა,ნიკოლა დაიძაბა.გვერდით ჩაუარა გოგომ, მაგრამ სანამ ბოლომდე გასცდა,ხელი ჩაავლო მკლავში და გააჩერა.
-მოიცადე,-არც კი შეუხედავს ისე უთხრა.სამაგიეროდ ტატიანამ დახედა ხელზე და შეჰკივლა.
-ეს რა არის?ღმერთო ჩემო,რა დღეში გაქვს ხელი ნიკოლა.
-შეეშვი,არაფერია.-გამოსტაცა და მისი დამალვა სცადა.არ გამოუვიდა. ტატიანამ პირველადი დახმარების ყუთი მოიტანა და ანტისეპტიკურ ხსნარში დაასველა სტერილური ბინტი. მის წინ ჩაიცუცქა,ხელი აიღო და დამუშავებას შეუდგა.შემხმარი სისხლი მოსწმინდა,თითები შეუმოწმა მოტეხილი ხომ არ არისო,რომ დარწმუნდა არ იყო,მალამო გადაუსვა და გადაუხვია.მთელი ეს დრო თვალი არ მოუშორებია გოგოსთვის.
-არ იყო საჭირო.-უთხრა როცა დაასრულა.
-რა გააკეთე?-ჰკითხა შეშინებულმა.
-არაფერი ისეთი.
-ვინმეს ეჩხუბე?
-კი,ჩემი ოთახის კედელს.
-სულაც არაა სახუმარო.ეს ხელი ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის,შენი საქმეებისთვის..
-შენზე მნიშვნელოვანი არაფერი და არანაირი საქმე არაა ტატიანა. -ხელები სახეზე მოჰკიდა და თვალებში ჩახედა.
-რა სისულელეა.-ხალიჩაზე ჩამოჯდა გოგო და მუხლები მოკეცა.გვერდით მიუჯდა ნიკოლაც.
-ასეა,ასე.საკუთარ თავს ვერ ვპატიობ წუხანდელ საქციელს.ცუდად მოვიქეცი. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.არ უნდა მეყვირა შენთვის,არ მქონდა უფლება.
-დაივიწყე,არ მწყენია,შენ მიზეზი გქონდა.
-როგორი საოცარი გოგო ხარ,ისევ მე მამართლებ.-ჩაეღიმა კაცს.
-მეც მქონდა მიზეზი ასე მოვქცეულიყავი,მაგრამ უნდა გამეფრთხილებინე და მეთქვა სადაც ვიყავი,
-იცი როგორ ვინერვიულე?საშინლად. მეგონა წახვედი.მე კიდევ სახლში სულელი ბიჭივით მოვიჩქაროდი..
-ყვავილებიც მიყიდე..-გაიცინა ტატიანამ.
-ხო ყვავილები გიყიდე,მოვედი და არ დამხვდი.ეჭვიანობამ მომიარა,როცა ვერ დაგიკავშირდი...თავი ვერ მოვთოკე…
-მოდი დავივიწყოთ გუშინდელი.მოდი ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ. აღარ მინდა ამაზე საუბარი.
-ესეგი მაპატიე.-თვალები გაუბრწყინდა ნიკოლას.
-საპატიებელი რა იყო ნიკო? ეს უბრალოდ კამათი იყო,რომელიც ყველა წყვილს შორის ხდება,-გაუღიმა გოგომ და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი,მოეფერა.
-რატომ ხარ ასეთი კარგი?-ხელზე ზემოდან თავის ხელი დაადო კაცმა, თვალები დახუჭა და სიამოვნებისგან გაინაბა.
-წამოდი რამე ვჭამოთ.არ გინდა?-გაუღიმა.
-სიმართლე გითხრა მთელი დღე არაფერი მიჭამია.
-ხოდა წამო.კარტოფილს შევწვავ უცებ. გავიგე გყვარებია..
-მართლა?ვინ გითხრა?-გაუკვირდა ბიჭს.
-მნიშვნელობა არ აქვს.გავიგე და მორჩა…
ნიკოლას ჭამა გაუჭირდა ნატკენი ხელით,უყურა,უყურა ტატიანამ როგორ იტანჯებოდა.მერე ადგა,გვერდით მიუჯდა,ჩანგალი გამოართვა და კარტოფილს დაარჭო.
-რას აკეთებ?
-ვცდილობ ჭამაში დაგეხმარო.
-პატარა ვარ?
-არა,მაგრამ არ შეგიძლია თვითონ ჭამა,მე გაჭმევ.
-აბა გააღე პირი,თვითმფრინავი მოფრინავსო,რომ არ გითქვამს? -გაიხუმრა ნიკოლამ და ორივეს სიცილი აუტყდა ცნობილ ფრაზაზე.
-გააღე პირი.მართლა გეუბნები. -გაბრაზდა ტატიანა როცა შეატყო,რომ ნიკოლა უარობდა.
-შენ რომ ვინმეს გადაეკიდები,- აბუზრუნდა და პირველი ლუკმა პირში ჩაიდო..
სანამ ტატიანა ალაგება,ნიკოლა სამზარეულოში იჯდა და ართობდა, სასაცილო ამბებს უყვებოდა.მერე რომანტიულ ფილმს უყურეს ერთად. ნიკოლა დივანზე წამოწვა,თავი კალთაში ჩაუდო და ასე იყვნენ. ხშირად ახედავდა ხოლმე გოგოს, რომელიც დროდადრო ტიროდა დაძაბულ მომენტებზე.ასეთ დროს ამირეჯიბი დასცინოდა,ის კი ბრაზდებოდა…
-ფილმიც დასრულდა,არ გეძინება?
-ცოტა კი.წავიდეთ დავიძინოთ..
საუბრით აუყვნენ კიბეს და ოთახთან შეჩერდნენ.ნიკოლამ ძილინებისა უსურვა და ოთახში შევიდა.არადა როგორ უნდოდა ამაღამ მის გვერდით დაეძინა,როგორ უნდოდა მისი სურნელი შეეგრძო კიდევ..
ფიქრები არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარები გაიღო,უფრო სწორედ შემოგლიჯა ტატიანამ.მისკენ გამოიქცა,სხეულზე შეაფრინდა და ჩაეხუტა.
-ვერ შევძლებ ამაღამ მარტო დავიძინო,იცი დავფიქრდი და მივხვდი შენს გვერდით გაცილებით უკეთესი იყო.
-რას მიკეთებ ტატიანა?კონტროლს მაკარგვინებ..-ამოიოხრა ბიჭმა.
-მე უკვე დავკარგე საკუთარი თავის მართვის უნარი…
-მაშინ მორჩა,აღარაფერი გიშველის, -ხელში აიყვანა კაცმა,ფეხები წელზე შემოხვია გოგომ,ხელები კისერზე, ნიკოლამ კოცნა დაუწყო და საწოლისკენ დაიძრა,ნაზად დააწვინა და ზემოდან დახედა.
-იქნებ არ ღირდეს ტატიანა?კარგად დაფიქრდი.მე არ გაძალებ ხომ იცი?
-ეს დაძალება კი არა სურვილია, სურვილი, რომელსაც თავს ვერ ვაღწევ...მე შენ მართლა მინდიხარ ნიკოლა,ძალიან,ძალიან…
აღარაფერი უთქვამს კაცს,მისკენ დაიხარა და ზემოდან მოექცა,ტუჩებზე ნაზად აკოცა,მერე სახე დაუკოცნა, კისრისკენ ჩაჰყვა და ლავიწებამდე მიაღწია,მაისურის ქვეშ შეუცურა და მკერდზე შეეხო.ტატიანას სითამამე მაშინვე გაქრა. ვნების მოზღვავება იგრძნო.მუცელში სასიამოვნო გრძნობამ დაუარა,მთელი სხეული მოიცვა და ტვინამდე მიაღწია. მაისური გააძრო კაცმა და კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში.გოგომ გაუღიმა და აგრძნობინა თანახმა ვარო.შუქი ჩააქრო ამირეჯიბმა, მხოლოდ მაგიდის ლამპა ანათებდა სუსტად,ჩაბნელებულ ოთახში კი ორი ვნებამორეული ადამიანის კვნესა ისმოდა.იმ ღამეს იქცნენ საბოლოოდ ერთ მთლიანობად ამირეჯიბი და ბერიძე,იმ ღამეს იქცნენ ნამდვილ ცოლ-ქმრად…
******
ასე თავი არასოდეს უგრძვნია ტატიანას. უცნაური შეგრძნება ჰქონდა. ბედნიერი იყო,მაგრამ ამავე დროს რაღაცნაირად გრძნობდა თავს. ნიკოლას გადახედა,რომელსაც მშვიდად ეძინა,ხელი მოეხვია მისთვის და ასე ჩაეხუტებინა...ვერაფრით მიეკარა ძილი,ცოტა ხანს ჩასთვლიმა და მერე გაეღვიძა.დანაშაულის შეგრძნებამ დაუარა.რატომ გრძნობდა თავს ასე ვერ ხვდებოდა.
ჩუმად ადგა,ოდნავ ტკივილმა შეაწუხა,მაგრამ თავს სძლია და სააბაზანოში შევიდა.ცხელი წყალი ესიამოვნა.მერე თბილი ხალათი მოიხურა,მაგრამ მაინც აკანკალებდა. სხეულს ვერ იმორჩილებდა.ფანჯრის რაფაზე შემოჯდა,მუხლები მოკეცა, ნიკაპით დაეყრდნო და ჩაბნელებულ ქალაქს გადახედა.ცრემლებმა თავისით გაიკვლია გზა ლოყებზე….
ნიკოლა საწოლში შეიშმუშნა და ხელი გვერდით გადასწია,ტატიანა ეგულებოდა,მაგრამ იქ სიცარიელე დახვდა.უცებ გამოფხიზლდა და საწოლში წამოჯდა,ოთახს მოავლო თვალი,არავინ იყო,ხმადაბლა დაუძახა,ხმა არავინ გასცა.
-ნუთუ წავიდა?-გაუელვა გონებაში და ამ აზრმა საშინელ ხასიათზე დააყენა.
საზაფხულო შორტი ამოიცვა და წელსზევით შიშველი გამოვიდა ოთახიდან.ქვემოთ არავინ დახვდა,არც სააბაზანოში,ბოლოს მის ოთახში შეიხედა,სიბნელეში ჩუმი ტირილის ხმა მოესმა,სინათლე აანთო და ფანჯარაზე მჯდარი ტატიანა დაინახა. გულში თითქოს დანა ჩაარტყეს როცა მის თვალებში ცრემლი შენიშნა. სინდისის ქეჯნა იგრძნო.მისკენ დაიძრა და მხარზე შეახო ხელი.
-ტატიანა…
გოგომ გამოხედა.
-კარგად ხარ?
-არა.
-რა გჭირს?ცუდად ხარ?ჩემი ბრალია რამე?რამე გატკინე?
-არა..
-აბა რა გჭირს?მითხარი თორემ გავგიჟდები ახლა.ჭკუიდან გადავალ..- ნიკოლა თავზე კონტროლს კარგავდა.
-შენ არაფერ შუაში ხარ მართლა.
-ჩემი ბრალია,ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, ასე დაუფიქრებლად, არ უნდა აგყოლოდი..
-ნანობ?
-შენ?
-მე არა.არ ვნანობ,არც არასოდეს ვინანებ.უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს.ცუდად ვარ,ძალიან ცუდად..
-რა გააკეთე ტატიანა?-ახლა შეამჩნია სველი თმა კაცმა და სისხლით დასვრილი ხალათი.-ცხელი წყალი იყო?
-კი,მე სულ ცხელ წყალში ვბანაობ..
-ოჰ რა სულელი ხარ,რატომ არ გამაღვიძე?-გაუბრაზდა ნიკოლა,ხელში აიყვანა გოგო და სხეულზე მიიხუტა. მერე საწოლზე ჩამოჯდა,კალთაში ჩაისვა,ხალათი გახადა და თხელი ზეწარი გადააფარა.ესიამოვნა ტატიანას და თავი მკერდზე მიადო,ხელები წელზე მოხვია..
-სულელი ხარ,ჩემი პატარა სულელი გოგო,დამშვიდდი კარგი?დამშვიდდი. არ ინერვიულო,გაგივლის,ეს კანკალიც გაგივლის და სისხლდენაც.მთავარია შენ არ ინერვიულო.-ეფერებოდა და ამშვიდებდა.გოგო კი ნერვიულობას აეტანა და უფრო და უფრო მეტად ეკვროდა.
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დანაშაული ჩავიდინე,თითქოს რამე დავაშავე.
-რატომ ფიქრობ ასე?
-არ ვიცი..
-მისმინე ჩემო საყვარელო,შენ არაფერი ჩაგიდენია სასირცხვილო და არც დანაშაულია ის რომ ქმრის გვერდით ხარ.განა ჩვენ ცოლ-ქმარი არ ვართ?
-არ ვიცი რა დამემართა,მართლა.თავს უცნაურად ვგრძნობ,საშინლად..
-კარგი მორჩა,დამშვიდდი.ყველაფერი სხვაგვარად იქნება,დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება..
სახე აუწია და ტუჩებში აკოცა…
აქ დაეძინათ,ამჯერად გაცილებით უკეთესად იგრძნო თავი და სიმშვიდემ დაისადგურა მასში.ნიკოლასთან ჩახუტებული თავს ჰაერში მოფარფატე პეპელასავით გრძნობდა…
დილით ნიკოლამ დაასწრო გაღვიძება.გაუნძრევლად იწვა,რომ არ გაეღვიძებინა.თავს ისიც სხვანაირად ბედნიერად გრძნობდა.იმის აღმოჩენამ რომ ტატიანამ თავისი უმწიკვლოება ჩააბარა სასიამოვნო შეგრძნება იყო.ნაზად ეფერებოდა სახეზე,აკვირდებოდა მისი სახის ნაკვთებს და ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი გამხდარიყო მისთვის ტატიანა,მისი სრულფასოვანი ცოლი.
ფრთხილად ადგა და თავის ოთახში გავიდა,შხაპი მიიღო,ტანსაცმელი ჩაიცვა,მოემზადა სამსახურში წასასვლელად,არადა როგორ არ უნდოდა.ეზიზღებოდა ყველა ორშაბათი,რადგან სხვანაირად დაძაბული და მძიმე დღე იყო..არეულ საწოლს გახედა,მერე წუხანდელი ღამე გაახსენდა და ჩაეღიმა. ტელეფონი ამოიღო,საბას გადაურეკა.
-დღეს არ მოვალ.ჩემს მაგივრად შენ წადი შეხვედრაზე..კი ყველაფერი კარგადაა...სხვა დროს გეტყვი...აბა დროებით.... ტელეფონი იქვე მიაგდო და გამოიცვალა,სახლის ტანსაცმელი ჩაიცვა,ქვემოთ ჩამოვიდა სამზარეულოში და გადაწყვიტა ტატიანასთვის სიუპრიზი გაეკეთებინა...ნანკას დაურეკა.
-დილა მშვიდობისა ნანკა,მაპატიე რომ ასე ადრიანად გირეკავ.
-არაუშავს,რა მოხდა ხო მშვიდობაა?
-კი,კი მშვიდობაა.რაღაც უნდა გკითხო
და იქნებ დამეხმარო.
-თუ შემეძლება…
-მაინტერესებს ტატიანას საყვარელი ტკბულეული რა არის.რა უყვარს,მითუმეტეს დილით…
-ვანილის ტორტი,დილით თურქული ყავა ერთი კოვზი შაქრით,შუადღეს ცივი ყავა ნაყინით და ცივი საზამთრო..
-გასაგებია,საჭმელებიდან?
-პომიდვრის სალათი,აჭარული ხაჭაპური,მადამ ბოვარი და კიტრის მჟავე.
-რა საინტერესო გემოვნება ჰქონია შენს მეგობარს..-გაეცინა კაცს.
-ეს ასე უცებ რაც გამახსენდა, დანარჩენი შენ თვითონ გაიგე.ახლა წავედი,მაცადე ძილი..
ნიკოლამ უცებ გაუთიშა,საფულე აიღო და სახლიდან გავარდა.გაუჭირდა ასე ადრიანად,მაგრამ მაინც იშოვა ის რაც უნდოდა,უკანა გზაზე ერთი ცალი წითელი ვარდიც გამოაყოლა და დატვირთულმა შეაღო სახლის კარი…
ტატიანას ისევ ეძინა,ნიკოლამ მაგიდაზე დააწყო ყველაფერი. აჭარულ ხაჭაპურს ისევ ორთქლი ასდიოდა ისეთი ცხელი იყო.თეფშებზე გადაანაწილა,მერე პომიდორი დაჭრა კიტრთან და საჭირო ატრიბიტებთან ერთად.გვერდით მიუდო ლამაზად დაჭრილი საზამთო და ტორტი. ვარდს ვერ მოუძებნა ადგილი,ამიტომ ხელში აიღო და ტატიანას გასაღვიძებლად წავიდა.გოგო ლოგინზე გაშოტილიყო და გემრიელად ეძინა,კი შეეცოდა რომ გაეღვიძებინა,მაგრამ ვერ მოითმინა და ფრთხილად ჩამოუჯდა საწოლის კიდეზე.ვარდი ბალიშზე დაუდო
-ტატი...ტატიანა..-დაუძახა ნაზად.
-ჰმმმ,-შეიშმუშნა გოგო.
-გაიღვიძე საყვარელო..
-რომელი საათია?უკვე გათენდა? -ნელა გაახილა თვალები გოგომ,მაგრამ ვარდი დაინახა და მაშინვე შეჰკივლა სიხარულისგან.
-ეს მეე?-აიღო და დასუნა.
-კი ეს შენ,ეს კი ჩვენი ერთობლივი პირველი დილაა,მორჩა დღეიდან ჩემი ხარ,ჩემი სრულყოფილება..
გოგოს გაეღიმა,წამოდგა და ლოყაზე აკოცა.
-მხოლოდ ეს?-წარბები აქაჩა ბიჭმა.
-ნუ ამ ეტაპზე დაკმაყოფილდი.
-კარგი,სხვა გზა თუ არაა… წამოდი ახლა,შენთვის სიუპრიზი მაქვს…
-რა სიუპრიზი?-პატარა ბავშვივით გაუბრწყინდა თვალები გოგოს.
-მაგას ქვემოთ რომ ჩამოხვალ,მაშინ გაიგებ.გამოიცვალე მანამდე..
უცებ წამოხტა,სულ დაავიწყდა წუხელ რაც მოხდა და რა მდგომარეობაშიც იყო,თავი ვერ შეიმაგრა და შებარბაცდა.უცებ შეაშველა ხელი ნიკოლამ და სხეულზე აიკრა.
-რა დაგემართა?
-თავბრუ დამეხვა და ტკივილი ვიგრძენი ცოტა წელის არეში.
-მერე ასე უცებ რომ არ უნდა წამოხტე არ იცი?-უსაყვედურა ბიჭმა.
-საიდან უნდა ვიცოდე?-ნაწყენმა ახედა გოგომ
-ჩემი ბრალია,თავი უნდა შემეკავებინა და ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი.მითხარი,არ დამიმალო ძალიან გეტკინა წუხელ?უხეშად ხომ არ მომივიდა რამე?
-დამშვიდდი ნიკო,შენი ბრალი არაფერი არაა,ძალიან ნაზი და მოსიყვარულე იყავი.თავი უბედნიერეს ქალად მაგრძნობინე.
-ახლა რომ ცუდად ხარ?
-ეს ჩემი ბრალია,შენ რა შუაში ხარ? კარგი დაივიწყე,მოდი ქვემოთ ჩავიდეთ უბრალოდ.მაინტერესებს რა სიუპრიზი დამახვედრე.ტატიანამ უცებ ამოიცვა ტანსაცმელი და ნიკოლას აედევნა უკან.
მართლა გაოცდა,როცა მაგიდაზე ის ყველაფერი დაინახა,რაც ყველაზე ძალიან უყვარდა.
-არ მჯერა,საიდან გაიგე? წარმოუდგენელია,-აღფრთოვანებული იყო გოგო და აუცილებლად დაიწყებდა ადგილზე ხტუნვას,რომ შესძლებოდა.
-როცა გაინტერესებს ადამიანი,მასზე ყოველ წვრილმანს იგებ და ცდილობ ყოველი დღე გაულამაზო.
-ნიკოლა შენი არსებობით მილამაზებ თითოეულ დღეს.მანამდეც,სანამ ჩვენს შორის ეს მოხდებოდა და ახლა მითუმეტეს.არ ვიცი რა დავარქვა ამას რასაც ახლა ვგრძნობ.მხოლოდ ის ვიცი რომ გული სიხარულითაა სავსე და საგულედან ამოხტომას ცდილობს..
-არც მე ვიცი რა მჭირს ან რა მემართება,მაგრამ მაღელვებს შენს გვერდით ყოფნა,შენი განცდები. მაინტერესებს რას გძნობ და განიცდი, რა გიხარია და რა გწყინს.ალბათ ეს ყოფილა მთავარი ორი ადამიანის ურთიერთობაში, სიყვარული კი მერე მოდის და უფრო მყარდება გრძნობები.
-კიდევ ერთხელ დამარწმუნე შენს არაამქვეყნიურობაში,-გაეცინა ტატიანას და სკამზე ჩამოჯდა.
-ასე არ გამოვა,მოიცადე,-წამში გაჩნდა ჰაერში,მერე კი ნიკოლას მუხლებზე,-ასე უკეთესია,-გაეცინა ბიჭს და ტორტის თეფში მიიწია თავისკენ, მერე ჩანგალს დასწვდა და პირველი ლუკმა ჩამოაჭრა.
-აბაა გავაღო პირი და ვთქვა აააა? -გაეცინა გოგოს და ენა გადაისვა ტუჩებზე
-ჯანდაბა ტატიანა ასე ნუ შვები,თორემ ჭკუიდან გადავდივარ.-თვალები დააწვრილა ბიჭმა.
-რატომ?
-იმიტომ რომ ამ დროს ძალიან სექსუალური და ვნებიანი ხარ,მე კი ვერ ვაკონტროლებ თავს და იცოდე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
-მართლა?და რას იზავ?
-აი ამას...ტუჩებზე დააცხრა გოგოს,მერე კისრისკენ ჩაუყვა და ბოლოს მკერდზე შეაჩერა მზერა.
-იცი,ახლა შევამჩნიე რომ საკმაოდ სექსუალური და მადისაღმძვრელი მკერდი გაქვს..
-მერე რა გინდა?რატომ მაწვალებ? -გაუღიმა ტატიანამ.
-მიწვევ?
-არა,უბრალოდ გეუბნები რომ შეგიძლია ისარგებლო მისით…
-შენგან ნებართვა არ მჭირდება,რაც ჩემია ჩემია,-კმაყოფილს ჩაეღიმა ბიჭს და მკერდს წაეტანა.ტატიანამ ვნებისგან დაიკვნესა და სიამოვნებისგან რომელიღაც პლანეტაზე იგრძნო თავი.ფეხები კარგად გადაადო ნიკოლას, კომფორტულად მოეწყო და თავი უკან გადააგდო.ხალათი ერთი ხელის მოძრაობით ჩახსნა ბიჭმა და მადისაღმძვრელი მკერდი მორიგეობით დაუკოცნა. ტატიანა მის შარვალს წაეტანა,მაგრამ უეცრად ამირეჯიბმა კოცნა შეწყვიტა და გოგოც შეაჩერა.
-რატომ გაჩერდი?
-არ შეიძლება,ცოდო ხარ.
-არაფერი მომივა.
-არა ტატიანა,შენ ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე ფაქიზი და სათუთი არსება ხარ,უნდა გაგიფრთხილდე და მოგიარო.ასე რომ დღეს არა.
-მაგრამ რომ მინდა….
-ოჰ,გაუგე გემო და აღარ გინდა გაჩერება.?-გაეცინა ამირეჯიბს…
-შენ მანდომებ..
-არა,მორჩა,მოდი ეხლა ჭამე.მერე მოწესრიგდი და სადმე წავიდეთ..
-დღეს არ მუშაობ?
-არა,დღეს შენს გვერდით უნდა ვიყო.
-აი ეს მომწონს.ნიკოლა ამირეჯიბის ცხოვრებაში სიახლე შევიტანე.შენი ცხოვრების სტილი შევცვალე….
-ხო,ამ პატარა ბავშვმა ჭკუიდან გადამიყვანე ..
-არ ვარ ბავშვი..
-მართალი ხარ.უკვე ქალი ხარ.. ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალი.ქალი რომელმაც მოახერხა და ყველა და ყველაფერი დამავიწყა…
ტატიანამ კისერზე მოხვია ხელი,აკოცა და მერე ტორტს მიუბრუნდა,სწრაფად შეჭამა პირველი ნაჭერი და მეორეც გადმოიღო.
-დღეს რა გავაკეთოთ?შენს განკარგულებაში ვარ.
-ცოტა ხანს მოიცადე,ზემოთ ავალ, მოვწესრიგდები და თან მოვიფიქრებ.- უპასუხა გოგომ და კიბეს აუყვა.
-რა ესიამოვნება ნეტავ?-ჩამოჯდა დაფიქრებული ნიკოლა დივანზე და ტელევიზორს მიაჩერდა.
ტატიანამ ვერ მოითმინა და ნიკოლას ოთახში შევიდა.დავალაგებო იფიქრა. ისევ არეული დახვდა საწოლი.თვალში სისხლიანი ზეწარი მოხვდა..უყურებდა მას და უეცრად ათასი ფიქრი და აზრი მოაწვა თავში.თავი ერთდროულად ბედნიერადაც იგრძნო და ამავე დროს შეეშინდა კიდეც.ნიკოლას დაკარგვის, ამ ურთიერთობის დასრულების შეეშინდა.რომ ის წავიდოდა და მიატოვებდა.გული შეეკუმშა. იგრძნო როგორ ღრმად შემოსულიყო ამირეჯიბი მის გულში…
ფრთხილად აიღო ზეწარი.მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გამხდარიყო.გადაახვია და იქიდან გამოიტანა,სარეცხის მანქანაში შეაგდო გასარეცხად.მერე უკან დაბრუნდა,კარადაში სუფთა ზეწარი მონახა,გადააფარა და საწოლი გაასწორა.უცებ დაალაგა იქაურობა და თავის ოთახში დაბრუნდა…
რომ არადა არ ჩამოვიდა ქვემოთ, ნიკოლამ თვითონ ააკითხა.უკვე ტანსაცმელს იცმევდა,წელსზევით შიშველი დახვდა.მისგან ზურგით იდგა და ვერ ხედავდა როგორ უახლოვდებოდა კაცი.
-იცი ახლა შევამჩნიე ეს ტატუ, ულამაზესია,-ჩასჩურჩულა ყურში და ზურგზე აატარა თითები.ტატიანას ეკალმა დააყარა.მისკენ მობრუნდა და კისერზე შემოხვია ხელები..
-ეს ტატუ დიდი ხნის უკან გავიკეთე, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. მახსოვს მამამ რომ გაიგო,ძალიან მეჩხუბა და დამსაჯა კიდეც. მთელი თვით ამიკრძალა მეგობრებთან შეხვედრა,მხოლოდ სკოლაში დავყავდი მძღოლს და მერე უკან მოვყავდი.

-მართალი იყო მამაშენი.იცი მაინც რამდენი ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს თუ სანიტარული წესები არ არის დაცული?
-მაშინ ბავშვი ვიყავი და არ მესმოდა, მეგონა ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო.მერე მივხვდი რომ მამა მართალი იყო.ისე შემეშინდა მართლა რამე არ მომსვლოდა,რამდენიმე თვის მერე ექიმთან გავვარდი და ყველანაირი ანალიზი ჩავაბარე,საბედნიეროდ ყველაფერი რიგზე იყო.
-კარგია რომ ასეა.მიხარია.შემდეგში კარგად დაფიქრდები სანამ ასეთ დაუფიქრებელ საქციელს ჩაიდენ.- ცხვირზე დაჰკრა თითი ნიკოლამ.
-ხანდახან მაინც დაუფიქრებლად ვმოქმედებ.
-ახლა არ მითხრა რომ ის რაც წუხელ მოხდა დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო.
-არა,ეგ ყველაზე კარგად გააზრებული ნაბიჯი იყო,რაც კი ოდესმე ჩამიდენია. ამაზე მეტად არაფერი მდომებია და არაფერი მსურდა.თავს ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობ..
-მართლა?
-კი მართლა,არ მომერიდება ისიც რომ გითხრა რამდენად ძლიერად გაქვს ჩემში ფესვები გამდგარი.რამდენად ძლიერად ხარ ჩემში შემოსული..
-ჩემო ტატიანა,-სახე ღიმილმა გაუპო ნიკოლას და ცოლს ჩაეხუტა…
ის დღე სახლში გაატარეს. ფილმებს უყურეს ერთად,რომ მოშივდათ ერთად მოამზადეს ვახშამი,გემრიელად მიირთვეს.საღამოს ერთად ივახშმეს მერე კი დაძინების დროც დადგა. კართან შეყოვნდა ტატიანა.ნიკოლამ წელზე მოჰკიდა ხელი და კოცნით შეითრია ოთახში…
ასე იქცნენ ნამდვილ ცოლ-ქმრად. ერთადერთი რაც მათ ურთიერთობას დაღად აჩნდა,ეს იყო ის რომ არც ერთი არ ტყდებოდა სიყვარულში. არც ერთს არ უნდოდა ეს რაღაც მარტივად და უბრალოდ მომხდარიყო,უნდოდათ რაღაც განსხვავებულ სიტუაციაში ეთქვათ ეს,ამის შესაფერისი დრო კი არადა არ დადგა…
უკვე ზაფხულის მეორე თვე იწურებოდა.ქალაქში აუტანელი სიცხეები დაიჭირა.სული ეხუთებოდა ტატიანას.სახლში უსაქმოდ ჯდომა არ შეეძლო,ხანდახან თავისებთან მიდიოდა,ხან ნანკას გაუვლიდა და ასე ცდილობდა დროის გაყვანას..
ერთ საღამოს,როცა ნიკოლა სამსახურიდან დაბრუნდა,ვეღარ მოითმინა და ჰკითხა.
-ნიკო,საყვარელო,უკვე ზაფხული გადის და დასასვენებლად ხომ არ წავსულიყავით სადმე?
-წავსულიყავით კი არა ხვალ მივდივართ,შეგიძლია ბარგის ჩალაგება დაიწყო.
ტატიანა იმდენად არ ელოდა ამას, რომ სიხარულისგან ყვირილი დაიწყო,ადგილზე ხტუნავდა,მერე ქმრისკენ გაიქცა და სხეულზე შეაფრინდა.
-ნიკოლა,ჩემო საყვარელო,ჩემო ბედნიერებავ,-მთლიანი სახე დაუკოცნა და მერე ტუჩებზე დაასო მზერა.-სანამ წავალთ ხომ შეიძლება მოვასწროთ?-თვალი ჩაუკრა გოგომ.
-შეიძლება,-ლოგინზე დააწვინა კაცმა და ზემოდან მოექცა.
-არ გამოვა,დღეს ჩემი ჯერია,-გაეცინა გოგოს და თვითონ მოექცა ზემოდან.
-ასე მოკლე დროში ასეთი გათამამება ძალიან მიკვირს.
-კარგი მოსწავლე ვარ.-გაეცინა გოგოს და ტუჩებზე ეძგერა..
ცოტა ხანში ორივე დაღლილი გადაწვა საწოლზე.ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში მათი სუნთქვა არღვევდა სიჩუმეს.
-ნიკო,-დაარღვია სიჩუმე ტატიანამ.- მეშინია.
-რისი?-წამოიწია კაცი და გოგოს გადახედა.
-შენი დაკარგვის.
-საიდან მოგივიდა ასეთი სულელური აზრი თავში?-გაეღიმა ბიჭს.
-არ ვიცი,ეს ბოლო პერიოდი ეს აზრი ამეკვიატა და ვეღარ ვიშორებ.
-დამშვიდდი სულელო,ყველაფერი კარგად იქნება..თავქვეშ ხელი ამოუდო გოგოს და მკერდზე მიიხუტა
-იმ კონტრაქტს რომ ვადა გაუვა და ჩვენი მშობლები ვალს გაასწორებენ, მერე რა იქნება?
-ნუ ფიქრობ მაგაზე,ჯერ ადრეა,თუ მაინცდამაინც ფიქრი გინდა იფიქრე იმაზე რომ ეს ქორწინება არ დასრულდება..
-ცოტა დამამშვიდე..-გაეცინა გოგოს..
-მხოლოდ ცოტა?
-კი,ცოტა.
-ისე ქალები უცნაური არსებები ხართ.
-რატომ?
-პრობლემებს ეძებთ იქ სადაც არაა და პირიქით როცა პრობლემაა,თვალებს ხუჭავთ და რეალობას ვერ უსწორებთ თვალს..
-საკმაოდ ფართოდ მაქვს თვალები გახელილი და კარგად ვხვდები რამხელა პრობლემის წინაშე ვარ შენ რომ ასეთი სიმპატიური და მომხიბვლელი ხარ.
-მართლა?
-კი,და ისიც კარგად ვიცი რომ შესაძლოა რომელიმე ქალმა შენი წართმევა მოინდომოს.
-მთავარი ისაა მე ვინ მინდა,თორემ ასეთი ქალი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შემხვდეს.შენ დარწმუნებული იყავი იმაში,რომ შენს გარდა სხვა არავინ არ მინდა….

********
დილით ადრიანად დაიწყეს მომზადება და ჩემოდნის ჩალაგება. ისეთი ენერგიით იყო დამუხტული ტატიანა რომ ემოციებს ვერ თოკავდა. ნიკოლაც კი გადარია.სანამ რეგისტრაცია გაიარეს,მთელი აეროპორტი მოიარა და ისიც მოატარა..
თვითმფრინავშიც ვერ მოისვენა,ენა ვერ გააჩერა,ხან რა მოუყვა ბიჭს და ხან რაა.
ეგვიპტეში რომ ჩაფრინდნენ,ისეთი საშინელი სიცხე იყო,სუნთქვაც კი გაჭირდა.ტაქსი გააჩერეს და სასტუმროს მისამართი უკარნახეს. დაბინავდნენ, მაგრამ მაინც ვერ დაცხრა ტატიანა და აუზზე ჩასვლა მოინდომა.
-ამდენი ენერგია საიდან გაქვს ქალბატონო?საწოლზე მიწვა ნიკოლა და თავქვეშ ბალიში ამოიდო.
-კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია,ახალგაზრდა ვარ და ამიტომ…
-მაგით რა გინდა მითხრა,რომ მე ბებერი ვარ?
-არა,მაგას უკვე გავცდით,ასაკზე აღარ ვხუმრობთ,-გაეცინა გოგოს.-წავიდეთ რაა.გეხვეწები..
ბუზღუნით წამოდგა ამირეჯიბი, გამოცვალა და გოგოს გაჰყვა.თვალს ვერ აშორებდა ტატიანას,რომელიც მის წინ მიდიოდა ღია ცისფერ კაბაში გამოწყობილიყო.კაბა საკმაოდ მოჭრილი იყო. მზის ქუდი დაეფარებინა და სათვალე ცხვირზე დაეკოსებინა.
თავისუფალი შეზლონგები მოძებნეს. ნიკოლა წამოწვა,ტატიანამ კი კაბა გადაიძრო და აუზისკენ წავიდა. მიდიოდა და ულამაზეს ტანს მიარხევდა. აქამდეც უნახავს მისი სხეული,მითუმეტეს შიშველი,მაგრამ ახლა უფრო სხვანაირი იყო, განსხვავებულად ლამაზი. სათვალე შეისწორა და სკამზე მოხერხებულად მოეწყო,რომ მისთვის ეყურებინა.
აუზის კიდესთან მივიდა ტატიანა, მოემზადა და თავით გადაეშვა წყალში.ნიკოლას თვალები გაუფართოვდა,გოგო კარგად ცურავდა.რამდენიმეჯერ გაცურა აუზის ერთი კიდიდან მეორეში,მერე დაიღალა,წყლიდან ამოვიდა და მზეზე წამოწვა.
-დაიწვები,-გააფრთხილა ნიკოლამ.
-მზისგან დამცავი კრემი მაქვს, წამისვი.-მოაწოდა და ზურგით დაუჯდა,ნიკოლა გვერდით გადაუჯდა, გელი ხელისგულებზე მოითავსა და ნაზი მოძრაობით დაუსვა ზურგზე. მოფერებას უფრო ჰგავდა,გოგოს სიამოვნებდა და თვალები მინაბა.
-რა გჭირს?-ჰკითხა ნიკოლამ.
-შენი შეხება მსიამოვნებს..
ნიკოლამ კიდევ ერთხელ წაისვა მაზი და მკერდისკენ გადაჰყვა,იქით გააპარა ხელი.მკერდის ღართან შეჩერდა და ნაზად დაუსვა ბიკინს ზემოდან ხელი.
-ნუ მაგიჟებ,-მოუბრუნდა ტატიანა და ხელი ააღებინა.-ბავშვი ვარ.
-კარგად ცურავ.-გადაიტანა საუბარი ნიკოლამ და გვერდით გადაჯდა.
-ჩემმა ძმამ მასწავლა. ბავშვობაში ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, ხუთი წლის ასაკში ჩვენს აუზში ვიხრჩობოდი.მაშინ გადაწყვიტეს რომ ცურვა უნდა მცოდნოდა.პირველ წელს გამიჭირდა ვერ შევძელი,მაგრამ ნელ-ნელა მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და მომავალ წელს უკვე ურეკში ზღვაში ვცურავდი..
-რატომ არ გამიკვირდა ნეტავ.-გაეცინა ნიკოლას.
-შენზე რატომ არაფერს მიყვები?სულ მე ვლაპარაკობ,შენს ბავშვობაზე კი თითქმის არაფერი ვიცი
-განსაკუთრებული და მოსაყოლი არც არაფერია,ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი,დინჯი,წყნარი,მშობლებს დიდად არ ვაწუხებდი.უმეტესად ვმეცადინეობდი.
-რატომ არ მიკვირს მეც..ახლაც გეტყობა როგორი მშვიდი და დამჯერი ბავშვი იქნებოდი.
-კი ძალიან. ცოტა რომ წამოვიზარდე, მერე გავხდი დაუმორჩილებელი. ვსწავლობდი,მაგრამ ამავე დროს ძალიან ცუდ რაღაცეებს ვაკეთებდი. ერთი ბარიდან მეორეში გადავდიოდით,ვსვავდით და ვილეშებოდით.ჭკუა მაშინ ვისწავლე, როცა საშინელ ავარიაში მოვყევი და სიკვდილს ძლივს გადავურჩი. ერთი წელი მომიწია საავადმყოფოში დარჩენა და მკურნალობა. იქიდან სულ სხვა ნიკოლა გამოვედი.იტალიაში წავედი და მაგისტრატურა დავამთავრე.უკან რომ დავბრუნდი მამაჩემის ბანკში დავიწყე მუშაობა.აღმოჩნდა რომ მანამდე თუ არც ერთ მეგობარს არ გავხსენებივარ, დაბრუნების მერე ყველას გავახსენდი.ამჯერად მე აღარ მომინდა მათთან. შევიცვალე,უფრო ჩაკეტილი გავხდი. იმ ბინაში გადმოვედი და მხოლოდ საბასთან მქონდა ურთიერთობა,ის შემრჩა ბავშვობის მეგობრებიდან და იმიტომ.
-და მერე იყო ის ქალი ხომ? -სპეციალურად ჰკითხა ტატიანამ.
-დაივიწყე ის ქალი,ნომერში დავბრუნდეთ,მზე თითქმის ჩავიდა.
-თავს სულ არიდებ ამ თემაზე საუბარს.
-არ მინდა და მორჩა.
-რატომ?
-ტატიანა,-გაღიზიანდა კაცი.
-იმიტომ ხომ არა რომ ისევ გიყვარს? ან რამეს გრძნობ მის მიმართ.
-როგორ ამბობ ამას?რამეს რომ ვგრძნობდე მის მიმართ,შენთან როგორ ვიქნებოდი?შენთან როგორ დავწვებოდი?როგორ მოგეფერებოდი?
ასეთი უგრძნობი გგონივარ?-ხმას ოდნავ აუწია ნიკოლამ.
-არ მგონიხარ,უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდა თქვენს შორის. განა ამაში რამეს ხედავ უცხოს და უცნაურს?
-კი ვხედავ,იმას ვხედავ რომ მიზეზს ეძებ საჩხუბარს,არადა არ გაქვს ამის საფუძველი,რომ ეჭვი შეგეპაროს. ხოლო ის ყველაფერი რაც შენამდე იყო,დარჩა შენამდე,შენს შემდეგ კი ყველაფერი სხვანაირია,სხვა ფერია ჩემი სამყარო…
ნიკოლა წამოდგა და ნაწყენი გაემართა ნომრისკენ..ტატიანამ სწრაფად გადაიცვა კაბა,ნივთები მოხვეტა და უკან აედევნა.
-მოიცადე ნიკოლა,-დაუძახა გოგომ. მაგრამ მხოლოდ ლიფტთან დაეწია,-გაწყენინე?
-არა,-ლიფტში შევიდა და გოგოც შეჰყვა.
-ვხვდები რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდა დამეწყო,არ გსიამოვნებს.ხმაზე შეგეტყო.ბოდიში.-თავი ჩაღუნა დამნაშავესავით გოგომ.
-ბოდიშს ნუ მიხდი,არაა საჭირო. -გვერდულად გადახედა ამირეჯიბმა.
-რატომ?თუ დავაშავე,ამის აღიარებაც შემიძლია და ბოდიშის მოხდაც. ამიერიდან მეცოდინება,რომ ეს თემა დახურულია შენთვის,რომ ამ თემაზე არასოდეს აღარ უნდა გელაპარაკო, - ენას არ აჩერებდა და უკან მისდევდა გოგო.ნიკოლამ ნომრის კარი გააღო და პირველი შევიდა.
-მივხვდი რომ ის ქალი წარსულში დარჩა..
ვეღარ მოითმინა კაცმა,უცებ მობრუნდა,კარის მიხურვა ძლივს მოასწრო ტატიანამ,რომ ნიკოლამ ზედ ააკრა,ორივე ხელით წასასვლელი ჩაუღობა და ჯიქურ გაუსწორა მზერა.
-ხო,მართალი ხარ,ის ქალი სამუდამოდ დარჩა წარსულში,სამუდამოდ. გაინტერესებს მიზეზი რატომ?გეტყვი. იმიტომ რომ ქალი,რომელიც მიყვარდა,რომელთანაც ოჯახის შექმნა მინდოდა,რომელიც მინდოდა რომ ჩემი შვილების დედა გამხდარიყო,მოულოდნელად ადგა და წავიდა,მიმატოვა,თურმე მოულოდნელად აღმოაჩინა რომ გათხოვებისა და ოჯახის შექმნისთვის მზად არ ყოფილა..ისე წავიდა, პირდაპირ ვერ მითხრა და მხოლოდ წერილი დამიტოვა.იმ დღეს მოკდა ის ჩემთვის და იმ დღეს ჩავაბარე წარსულს.ახლა შენ ხარ ჩემთან და მე არ ვაპირებ რომ დაგთმო შენ.მე აღარ მინდა იგივე ტკივილი განვიცადო, აღარ მინდა გესმის?მე მინდა რომ ერთი წელი კი არა მთელი ცხოვრება გავატარო შენთან.მქონდეს ბედნიერი ოჯახი და გვყავდეს შვილები.გესმის ტატიანა?
-მესმის…-დაიკნავლა გოგომ და ქმარს ახედა.
-ძალიან კარგი თუ გესმის.წადი ახლა მოემზადე,გამოიცვალე და საჭმელად გავიდეთ..-ამირეჯიბი მოშორდა გოგოს და ჩემოდანთან მივიდა,ტანსაცმლის ასარჩევად..დამნაშავე ბავშვივით გაემართა ტატა სააბაზანოსკენ. სწრაფად გადაივლო წყალი, პირსახოცი შემიხვია ტანზე და ასე დაბრუნდა უკან რომ საჭირო ნივთები მოეძებნა. ნიკოლა აივანზე იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.ცოლი რომ დაინახა ასეთ ფორმაში,ნერწვი გადაყლაპა და სწრაფად გათიშა. ჯერ კიდევ შერჩენოდა წყლის წვეთები გოგოს ტანზე.პირსახოცი კი ოდნავ სცდებოდა საჯდომს და ძლივს უფარავდა.ჩემოდანს დასწვდა და ტანსაცმელი ამოყარა,საცვლების ძებნაში ისე გაერთო,რომ როცა ნიკოლამ წელზე შემოხვია ხელები შეჰკივლა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ასეთ ფორმაში ნუ დადიხარ ჩემს წინ და ნუ მაღიზიანებ-თქო?-ჩასჩურჩულა ვნებიანად ყურში და ყურის ძირში აკოცა…
-რატომ?იბნევი თუ...
-მინდები..-გააწყვეტინა,სწრაფად მოაბრუნა თავისკენ და სხეულზე აიკრა.პირსახოცი ხელის ერთი მოძრაობით შეხსნა და მის წინაშე სრულიად შიშველი დარჩა გოგო.
-იცი ჭამა გადავიფიქრე,აჯობებს უფრო მნიშვნელივანი საქმით დავკავდეთ,- ხელში აიყვანა და საწოლზე მიაწვინა, მერე ზემოდან მოექცა, უცებ გადაიძრო მაისური და გოგოს ველურივით დააცხრა ტუჩებზე.
-ნამდვილად,-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა ტატიანამ და თვალები დახუჭა..
*********
დილით ადრიანად გაეღვიძა გოგოს. ნიკოლას მშვიდად ეძინა.თმის ბოლო აიღო და სახეზე ჩამოუსვა.მას რეაქცია არ ჰქონია.კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე.ამჯერად შეიშმუშნა ბიჭი,მაგრამ თვალები არ გაუხელია, მესამედ რომ დაუსვა თმის ბოლო, მაშინ გაახილა თვალები და ტატიანას მოციმციმე ირისებს წააწყდა.
-ეს რაღაც ახალია ხო?-გაეღიმა.
-არც ისე,ასეთი მაიმუნობები მიყვარს, ხშირად ვუწყობდი ჩემს ძმას. არ ვასვენებდი.
-მე რა დავაშავე?
-ის დააშავე რომ მე რომ არ მძინავს,არც შენ არ უნდა გეძინოს.
-ეგოისტო,-ნიკოლამ წელზე მოხვია ხელი და ზემოდამ გადაიწვინა.
-იცი წუხელ ბევრი ვიფიქრე და ერთ რამეს მივხვდი.ხშირად უნდა გაგაბრაზო,რომ ასე განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე იყო.
-გირჩევ ამდენი არ იფიქრო.თორემ მერე სისულელეებში გადაგდის..
-ასე ხომ?ესეგი სულელი ვარ?
-კი ჩემი პატარა,სულელი გოგო, -ცხვირის წვერზე აკოცა კაცმა,მერე თავის ადგილზე დააბრუნა და წამოდგომა სცადა.
-სად მიდიხარ?
-ამჯერად მართლა ძალიან მშია, ქვემოთ ჩავიდეთ,მერე კი პირამიდების დასათვალიერებლად მივდივართ…
-ვაშა,რა მაგარია,-ხელი ხელს შემოჰრა გოგომ და მოსალოდნელი ექსკურსიის მოლოდინში მხიარულად წამოდგა საწოლიდან. სწრაფად მოემზადნენ და სასაუზმოდ ჩავიდნენ.
როგორც ყოველთვის მხიარული იყო ტატიანა და ნიკოლასაც არ აძლევდა მოწყენის საშუალებას.
მერე მოემზადნენ,გიდიც მოვიდა და პირამიდების დასათვალიერებლად წავიდნენ.მზე ძალიან აცხუნებდა, მაგრამ ამას ნაკლებად გრძნობდნენ. ერთმანეთის გვერდით ყოფნა იმდენად უხაროდათ,რომ სულ არ აინტერესებდათ ირგვლივ ქარი იქნებოდა,წვიმა თუ მზე…
ემოციებს ვერ მალავდა ვერც ერთი,ხელიხელ ჩაკიდებული დადიოდნენ სფინქსის ლაბირინთებში,იღებდნენ ფოტოებს და ერთმანეთით ტკბებოდნენ…
საკმაოდ დაიღალნენ.გამყოლი კი არადა არ ჩერდებოდია და ექსკურსიაში წამოსულებს უამბობდა აქაურობის და თითოეული ნივთის ისტორიას…
შიმშილი მაშინ იგრძნეს,როცა სასტუმროში დაბრუნდნენ. გაოფლილებს და მთელი დღის ნასიარულებლებს წყლის გადავლება ისე დაეზარათ,აუცილებლად იტყოდნენ უარს,რესტორანში რომ არ ყოფილიყვნენ წასასვლელები…
ტატიანას თვალი ვერ მოსწყვიტა ნიკოლამ,როცა დაინახა.
ოდნავ რუჯმოკიდებულზე თეთრი, მოკლე შიფონის კაბა საოცრად უხდებოდა,თმა გაეშალა,მხოლოდ წითელი პომადა ესვა ტუჩზე
სხვა არაფერი და ეს ძალიან ლამაზი იყო.ფერად თვალებს კიდევ უფრო მეტად შეჰმატვოდა ელვარება..
-საოცარი ხარ,-ნიკოლამ ხელი მოჰკიდა და ადგილზე დააბზრიალა.
-მხოლოდ შენთვის საყვარელო, -გაუცინა გოგომ და პატარა ჩანთა აიღო.-წავიდეთ?
-წავიდეთ,-ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გამოვიდნენ…
-ყველაზე ძალიან ასეთ დროს ვგრძნობ როგორ მიყვარხარ. .-წამოსცდა ტატიანას და უცებ იკბინა ენაზე,მაგრამ გვიანი იყო, ნიკოლა ადგილზე გაშეშდა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა.
-რა თქვი?
-არაფერი.-შერცხვენილმა თავი ჩაღუნა.
-ჯანდაბა ტატიანა,გაიმეორე რა თქვი?-გაშეშდა ბიჭი
-წამომცდა…
-არ წამოგცდა,რომ არ გრძნობდე არ წამიგცდებოდა.
-არ მეგონა ამას პირველი თუ ვიტყოდი,მინდოდა განსაკუთრებულ სიტუაციაში მეთქვა,მაგრამ ასეა. ძალიან მიყვარხარ ნიკოლა,ვფიქრობ იმ წუთიდან როცა დაგინახე,უბრალოდ ამას გვიან მივხვდი,-ძალა მოიკრიბა და გაბრწყინებულმა უთხრა გოგომ
-იქნებ გეჩვენება?იქნებ იმიტომ ამბობ ამას,ერთად რომ ვიყავით?-დაიბნა ბიჭი.
-ასეთი სულელი გგონივარ რომ რას ვგრძნობ შენს მიმართ ის ვერ გავიგო? რომ სიყვარული და ვნება ვერ განვასხვავო ერთმანეთისგან?
-არ ვიცი,ძალიან დამაბნიე.
-კარგი,როგორც ჩანს შენ ასე არ ფიქრობ.ან რა უფლება მაქვს რამე დაგაძალო და ის მითხრა რასაც არ გრძნობ.დაივიწყე რაც გითხარი და წავიდეთ ვივახშმოდ.-ეწყინა ტატიანას,ხელი გაუშვა და ლიფტისკენ წავიდა.
-მოიცადე ტატი,არასწორად გამიგე,-დაეწია ნიკოლა და მკლავში სწვდა.
-არაფერი თქვა გთხოვ.უარესად ნუ გააფუჭებ ყველაფერს.
უხმოდ ჩამოვიდნენ ქვემოთ და სასტუმროდან გამოვიდნენ.ნიკოლა თავს დამნაშავედ გრძნობდა.მიხვდა რომ გოგოს აწყენინა…
მაინც როდის ვხვდებით ან როგორ რომ ადამიანი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება?რომ გვიყვარდება?იქნებ ყველაფერი მარტივადაა და ჩვენ ვართულებთ ყველაფერს? იქნებ ნიკოლას უფრო ადრე შეუყვარდა ტატიანა და ამის აღიარება უჭირდა.ყველაზე მეტად საკუთარ თავთან?ასეა თუ ისე ვერ გაბედა გამბედაობის მოკრება და გოგოსთვის იმის თქმა რაც გულის სიღრმეში ასე ძალიან უნდოდა და სურდა ..
ნაწყენი და გაბუსხული იჯდა ტატიანა სუფრასთან,თითქმის არ გაუგია რა მიირთვა და როგორი გემო ჰქონდა საჭმელს.მხოლოდ იმას მიხდა რომ შიმშილი აღარ აწუხებდა.
-ახლა ასე უნდა იყო გაბუსხული?
-არ ვარ..
-ხარ,გატყობ და ნუ ცდილობ თავი მომაჩვენო რომ ასე არაა.
-გეჩვენება მართლა.
-ასე იმის გამო ხარ რაც წეღან მითხარი?თუ იმის გამო რომ მე იგივე არ გიპასუხე?
-დაივიწყე,აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი..
-გინდა ვიცეკვოთ?-საუბარი გადაიტანა კაცმა.
-არ მინდა,ნომერში დავბრუნდეთ,თავი ამტკივდა..
-კარგი,ანგარიშს გავასწორებ და წავიდეთ..
მოულოდნელად ნიკოლას ნაცნობი ხმა მოესმა,ნაცნობი გადაკისკისება. საპირისპირო მხარეს გაიხედა და გაშრა,არ ელოდა ამ შეხვედრას. იქიდანაც იგრძნო მზერა. ტატიანამ იქით გაიხედა საითაც ნიკოლა იხედებოდა და ის უარესად დაიძაბა, მაგიდიდან არც მეტი არც ნაკლები ლიკა ქავთარაძე იყურებოდა და ჯიუტად არ აშორებდა მზერას კაცს..
ეჭვიანობამ გააგიჟა გოგო და ნიკოლას შეხედა.
-ისაა ხომ?
-წავიდეთ,-უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა კაცმა და წამოდგა..
-არა,რატომ უნდა წავიდეთ?ვიყოთ..
-რომ გეუბნები მივდივართ,-მკაცრად უთხრა ნიკოლამ
-ასეც მივხვდი,მივხვდი რომ მის მიმართ ჯერ კიდევ გაქვს გრძნობები.-დაიჩურჩულა გოგომ.
-ნუ ამბობ იმას რაც არ იცი,-გაიღიმა ნიკოლამ და შეეცადა ამით გაბრაზება დააეფარა,რომ სხვებს არ შეემჩნიათ.
-იცოდი რომ ისიც აქ იყო და სპეციალურად წამომიყვანე ხომ?-ასეთივე ღიმილით უპასუხა ტატიანამ,შორიდან მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ჰგავდნენ ერთმანეთს რომ შესციცინებენ თვალებში.
-რა სისულელეს ამბობ?ამას როგორ ვიზავდი?
-როგორც ქენი,ისე..სულელი ვარ,ნამდვილი სულელი,მე კი ყველაფერი დავიჯერე.დავიჯერე რომ ჩვენ რამე გამოგვივიდოდა…
-ახლა გაჩერდი ტატიანა.ძალიან გთხოვ გაჩერდი..
-მხოლოდ იმიტომ არ ვაწყობ ახლა სკანდალს,რომ იმ ქალბატონს ისტერიჩკა და კაპასი დედაკაცი არ ვეგონო,თორემ მაგას ვაჩვენებდი როგორ უნდა ასე უტიფრად სხვისი ქმრისთვის ყურება და თვალებით ფლირტი,მაშინ როცა გვერდით მამაკაცი უზის…
-ეჭვიანობ?-ამის აღმოჩენა ესიამოვნა ნიკოლას.
-არა,არ ვეჭვიანობ.ჩემს საკუთრებას ვიცავ.გაფრთხილებ ნიკოლა შენთვის აჯობებს,მართლა არაფერ შუაში არ იყო.
-ანგარიში გავასწორეთ,წავიდეთ.- წამოდგა ამირეჯიბი და გოგოც მიჰყვა.გვერდით ამოუდგა და გასასვლელისკენ წავიდნენ. იმ საბედისწერო მაგიდას რომ გაუსწორდნენ,ტატიანამ ხელი გააპარა მისი ხელისკენ და მაგრად ჩაჰკიდა,მითუმეტეს რომ ქალი წამოდგა და გზა გადაუღობა.
-რა სასიამოვნო დამთხვევაა,-გაიცინა მან.-თვით ნიკოლა ამირეჯიბი.-მისკენ გადმოიწია და გადაკოცნა,თითქოს კარგი მეგობრები ყოფილიყვნენ.
-მე ამას ვერ ვიტყოდი,-ნიკოლას ხმაში წყენა იგრძნობოდა.
-არ მითხრა რომ ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე.კიდევ ვერ მაპატიე?
-არ ვარ გაბრაზებული.ალბათ უკეთესიცაა ასე რომ მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მშვენიერ გოგოს ვერ გავიცნობდი.
-და ვინაა ეს გოგო?
-გაიცანი ჩემი ცოლი ტატიანა ბერიძე, ეს ლიკაა საყვარელო.
-აჰა,ეს ის ლიკაა?მართლა ლამაზი ყოფილა,როგორც ამბობდნენ მასზე. -ფარული ირონია იგრძნობოდა მის ხმაში
-შენც ლამაზი ბავშვი ხარ საყვარელო,- მისკენ მიიწია და ცხვირზე საჩვენებელი თითი დაჰკრა ლიკამ.
-შეიძლება ბავშვი ვარ,სამაგიეროდ უკეთ ვიცი ქმრის და ოჯახის ფასი და უკეთ ვაფასებ იმას რომ მე ნიკოლა ამირეჯიბის ცოლი მქვია და მისი შვილების დედა გავხდები.არ ვნერვიულობ იმაზე რომ მალე დამაბერებს ეს,კანს მომიმჩვარავს და სხეულზე ნაკვალევს დამიტოვებს ან ნაოჭებს გამიჩენს…
-ვხედავ უკვე გადმოგიყვანია შენს ჭკუაზე,შენ ხომ ყოველთვის ეს გინდოდა და ამაზე ოცნებობდი.. -ტატიანას თავი დაანება და ნიკოლას მიუბრუნდა ლიკა.
-შენი თანმხლები მამაკაცი,თავს უხერხულად გრძნობს და ხომ არ გაგვაცნობ ერთმანეთს?იქნებ უთხრა ვინ ვართ?-საუბარი გადაუტანა ნიკოლამ.
-აუცილებლად,ჟან ეს ნიკოლაა,ჩემი ძველი ნაცნობი,ეს ჟანია,-ერთმანეთს წარუდგინა ინგლისურად მამაკაცები. ჟანმა გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
-ჩვენი წასვლის დროა,ასე არაა საყვარელო?-ჰკითხა ტატამ ქმარს და სხეულზე მიეხუტა.
-წავიდეთ,ნომერში მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს,-უპასუხა ნიკოლამ და დაემშვიდობა.იგრძნო ტატიანამ როგორ შურით გააყოლა ლიკამ თვალი,თუმცა არ შეიმჩნია და ისე მიყვებოდა ნიკოლას,თითქოს სულ არ ახრჩობდა ეჭვიანობა და სულაც არ იყო მასზე გაბრაზებული.როგორც კი იქიდან გამოვიდნენ,მაშინვე გაუშვა ხელი,მოშორდა და ისე გაჰყვა უკან.
-ახლა რაა,ასე უნდა იყო სულ?
-ასე როგორ?
-გაბუტული და ნაწყენი..
-შენ მე დღეს ორჯერ მაწყენინე,ორჯერ მატკინე გული,მიუხედავად ამისა მაინც შენთან ვარ და არ გავრბივარ, რაღაც ძალა მაიძულებს რომ დავრჩე,სხვა დროს და სხვასთან ამას არ ვიზავდი..
ამის თქმა და ნიკოლას წყობიდან გამოსვლა ერთი იყო.მხრებში ჩაავლო ხელი და მაგრად შეანჯღრია.
-სხვა არ იქნება არასოდეს შენს ცხოვრებაში,გასაგებია?-თითქმის უყვირა ბიჭმა..
-არც შენს ცხოვრებაში გასაგებია?-არ დაუთმო ტატიანამ.
-რატომ მიწვევ?
-კიდევ მე გიწვევ?იცი მაინც წეღან რად დამიჯდა იქ თავის შეკავება?იმ ქალბატონისთვის პასუხების გაცემა? აშკარად რომ გეფლირტავებოდა,რომ არ მალავდა ამას.რომ ფარულად მემუქრებოდა,შენს წართმევას? -იყვირა გოგომ და თვალები ცრემლით აევსო.-რას ითხოვ ჩენგან?მე შენ ყველაფერი მოგეცი, ყველაფერი მოგიძღვენი რაც კი წმინდა გამაჩნდა,ეს გაძლევს იმის უფლებას რომ ხმას აუწიო ჩემთან?ეს გაძლევს ასე მოქცევის უფლებას?მე არ ვარ შენი საკუთრება და ვერაფერს მომთხოვ იქამდე,სანამ შენ არ იქნები ჩემი,მთლიანად,სხეულითაც,სულითაც,გონებითაც..ახლა კი გამიშვი ხელი,მეტკინა,-წყობიდან გამოსულიყო ტატიანა,არ იცოდა რა გაეკეთებინა,მობრუნდა და სასტუმროდან გაიქცა. სანამ ნიკოლა გონს მოვიდა ის უკვე თვალთახედვის არედან გამქრალიყო…
******
არადა არ ჩანდა ტატიანა,რამდენიმე საათი გავიდა,გოგო კი არ დაბრუნდა.ნერვიულობამ შეიპყრო ნიკოლა.ნერვიულად დააბიჯებდა ოთახში და სვავდა.აზრი არ ჰქონდა მოძებნას,ან ამ უცხო ქალაქში სად უნდა მოეძებნა?ერთადერთი იმას შიშობდა,რომ ამ ქვეყანაში ხშირი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების გატაცება და მათ ხელში არ აღმოჩენილიყო.რომ მშვიდობით დაბრუნებულიყო…
უკვე შუაღამე იყო,როცა ნომრის კარი გაიღო და ტატიანა შემოვიდა. დამშვიდებული ჩანდა,მაგრამ სავარძელში მჯდომმა ნიკოლამ მაინც შეამჩნია მისი ნამტირალევი თვალები.სასმლით სავსე ჭიქა გვერდით გადადო და მას მიაჩერდა.
-სვავ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ტატიანამ.
ნიკოლა წამოდგა,მაგრამ თავი ვერ შეიკავა და დაბარბაცდა.სავარძლის სახელურს დაეყრდნო,რომ არ დაცემულიყო.
-სვავ კი არა მთვრალი ხარ,ფეხზე ძლივს დგახარ,-მივარდა ტატიანა,მხარქვეშ ამოუდგა და საწოლისკენ წაიყვანა.
-არ ვარ მთვრალი,ჩემით წავალ.
-ნიკოლა,-თვალები დაუბრიალა გოგომ.
-არ გეჩვენება რომ გაბრაზების უფლება მე უფრო მაქვს ვიდრე შენ.
-არ მეჩვენება.
-ტატიანა ნუ მაღიზიანებ,ნუ ცდილობ ჩემს გაბრაზებას.-ხმას აუწია ნიკოლამ.
-ახლა ისევ უნდა ვიჩხუბოთ?
-მე არ მიჩხუბია,ეს შენ დაიწყე,მე უბრალოდ პასუხს გცემ იმაზე რაც დაიწყე.როგორ წახვედი?როგორ დამტოვე,ისე რომ არც კი მომისმინე.
-რაც საჭირო იყო ,ის მითხარი და გავიგე.მეტი რაღა დაგრჩა სათქმელი?
-არა,მე არაფერი არ მითქვამს,ჯერ არ მითქვამს,აქამდე ვცდილობდი მიმეხვედრებინე,ისე ვიქცეოდი,რომ მეგონა გაიგებდი იმას თუ რას ვგრძნობდი შენს მიმართ.მეგონა მიხვდებოდი,მაგრამ ვერ მიხვდი. მეგონა საქციელი უფრო მეტი იყო,ვიდრე სიტყვა მიყვარხარ-ის თქმა.
-ანუ გიყვარვარ?-თვალები გაუბრწყინდა გოგოს,მაგრამ ნიკოლამ ხმა არ გასცა,საწოლზე გადაწვა და თვალები დახუჭა…
დამნაშავედ იგრძნო ტატიანამ თავი. ბიჭა ეძინა,ის კი საწოლის კიდეზე ეჯდა და მის უშფოთველ სახეს ათვალიერებდა.მიხვდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სახე და რამდენად მისეული გამხდარიყო.რომ აღარ სურდა მის გარეშე ცხოვრება.
მეორე მხრიდან მოუარა საწოლს, ტანსაცმელი გამოიცვალა, გვერდით მიუწვა ქმარს და მაგრად ჩაეხუტა,ისე თითქოს იმ საღამოს ვინმე წაართმევდა…
მართალია ნაწყენი იყო ამირეჯიბი, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა როცა ტატიანა დაინახა გვერდით მასზე ჩახუტებული,წამსვე დაავიწყდა გუშინდელი ჩხუბი და ჩაეღიმა.ხელი მოხვია და თმის წვალება დაუწყო.
მალევე გაეღვიძა გოგოსაც,ქვემოდან ახედა და ნიკოლას მომღიმარ სახეს წააწყდა.
-პირველად და უკანასკნელად მოხდა ის რომ ისე მეჩხუბე და დამადანაშაულე,არც კი მომისმინე. -მკაცრად უთხრა მან,მერე გოგოს ზემოდან მოექცა და კოცნა დაუწყო.
-და კიდევ დაიმახსოვრე საწოლი ერთადერთი ადგილია სადაც ცოლ-ქმარი აუცილებლად რიგდება..
-ხომ იცი კარგი მოსწავლე ვარ? ყველაფერს ადვილად ვითვისებ და ვიმახსოვრებ.-გაიცინა მან და მისმა კისკისმა ნიკოლას გონება დაუბინდა. უფრო მეტად გახელდა და პირველი ჩხუბის შემდეგ პირველი შემარიგებელი სე...ი ჰქონდათ..
*****
იმ დღეს და მეორე დღესაც რამდენჯერმე შეამჩნია ტატიანამ ლიკა,რატომღაც სულ მათ სიახლოვეს ტრიალებდა,იქ ჩნდებოდა სადაც ისინი იყვნენ და ამჯერად მარტო. მაშინვე მიუხვდა ტრიუკს გოგო და ერთი წუთით არ ტოვებდა ქმარს. უმეტეს დროს აუზზე ატარებდნენ. ნიკოლა სულ აფრთხილებდა მზეზე დიდხანს ყპფნას და წყალში ხშირად ჩასვლას მოერიდეო,მაგრამ არ უჯერებდა. ჯიუტად იწვა მზის გულზე რუჯის მისაღებად…
საღამოობით მზე რომ ჩავიდოდა სასეირნოდ გამოვიდოდნენ. დადიოდნენ ძალიან ბევრს. ათვალიერებდნენ მაღაზიებს და სხვადასხვა სუვენირებს. ყიდულობდნენ რაც მოეწონებოდა რამდენიმე დღეში იმდენი ბარგი დაუგროვდათ,რომ ვეღარ ტევდნენ ჩემოდნებში და ახლის ყიდვა მიუწიათ.
ათვლიერებდმენ მუზეუმებს,სხვა ქალაქებს,ნილოსზეც გაისეირნეს, თუმცა ეს ყველაზე მეტად დამღლელი იყო და ტატიანამ მთელი დღე იწუწუნა.
-მაპატიე კარგი?-სთხოვა მოულოდნელად საღამოს ნიკოლამ.
-რა გაპატიო?-გაუკვირდა გოგოს.
-როცა ტურისტულ კომპანიაში საგზურს ვყიდულობდი,შენც უნდა წამეყვანე და ერთად უნდა შეგვერჩია ეს ყველაფერი-მარშუტიც და ქვეყანაც.
-ნუ დარდობ,ყველაფერი კარგი და მშვენიერია,არ ინერვიულო.მე მომწონს და მეც აუცილებლად ამ ქვეყანას ავირჩევდი ისეთი შთამბეჭდავი ადგილები აქვს.-გაუღიმა ტატიანამ.
-ცდილობ რომ გამამართლო ხო?
-იცი როცა გავიგე რომ შენზე უნდა დავქორწინებულიყავი,დედამ ერთი დარიგება მომცა და ახლა ვფიქრობ რას გულისხმობდა ის.
-და რა გითხრა ჩემმა სიდედრმა ასეთი?
ტატიანას გაეცინა დედის ამ სტატუსით მოხსენიებაზე.
-მითხრა კარგ კაცს მოსიყვარულე ცოლი ჰყავსო.მიიღე ისეთი როგორიც არის და არ შეეცადო მის შეცვლასო. მეც მალევე მივხდი ამას,როცა რამეს აკეთებ ჩემს დაუკითხავად, თავს შენს ადგილზე წარმოვიდგენ და ვრწმუნდები რამდენად სწორია შენი ესა თუ ის გადაწყვეტილება..
-მიხარია თუ ასე ფიქრობ.აი სამაგიეროდ შენ უნდა დაინახო შენი თავი ჩემი თვალით და შენ იმას მიხვდები რამდენად საყვარელი და კარგი ხარ.-ნიკოლამ ცოლს მხარზე მოხვია ხელი და იმ ქუჩაზე მოუხვიეს სადაც მათი სასტუმრო იყო…
მეორე დღეს უდაბნო მოინახულეს. აქლემებით გაისეირნეს.ბედუინებს შეხვდნენ.აღფრთოვანებულები იყვნენ სამყაროს ერთ-ერთი საოცრების ხილვით…თუმცა ტატიანა შუადღეს ძალიან დაიღალა,ნიკოლამ შეწყვიტა ტური და უკან წამოვიდნენ გამყოლთან ერთად. გზაში მზემ უფრო მეტად დააცხუნა და უფრო მეტად მოეშვა გოგო.ნიკოლას ჩაუდო თავი კალთაში,უკანა სავარძელზე მოიკეცა და ასე იყო სასტუმრომდე.
-რატომ არ გინდა ექიმთან წამოსვლა ვერ ვიგებ,-გაუწყრა ნიკოლა და ხელში აიყვანა.-იქნებ რამე ცუდია?
-გამოვიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება.უპასუხა გოგომ და თავი მკერდზე მიადო.
საწოლზე მიაწვინა ნიკოლამ და გვერდით მიუწვა თვითონაც.ტატიანას მალევე ჩასთვლიმა,მაგრამ მაინც კარგად გაიგონა,როგორ დარეკა ნიკოლას ტელეფონმა და როგორ გაუთიშა ხმა.მერე ადგა ფრთხილად და ნომრიდან გარეთ გავიდა. მასინვე გამოფხიზლდა ტატიანა,ეჭვიანობამ შეიპყრო და ვეღარ მოხუჭა თვალი.ის რომ ლიკა აქ იყო და ნიკოლამ მასთან ურთიერთობა დაასრულა,სულაც არ ნიშნავდა იმას რომ მშვიდად ყოფილიყო…
როგორც კი მიხვდა ნიკოლა რომ მარტო იყო,მაშინვე გადარეკა.
-ნიკო მარტო ხარ?ტატიანა შენს გვერდით ხომ არაა?
-არა ნანკა,მარტო ვარ რა მოხდა?ხო მშვიდობაა?-შეშფოთება დაეტყო კაცს.
-კი,კი,მშვიდობაა,უბრალოდ მაინტერესებს როდის ბრუნდებით?
-ხვალ საღამოს მანდ ვიქნებით.
-არ ვიცი იცი თუ არა,მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამ თემაზე არც კი გილაპარაკიათ და არც იცით არც ერთმა.ხვალ მისი დაბადების დღეა.
-მართლა არ ვიცოდი ნანკა.როგორ მცხვენია რომ ცოლის დაბადების დღე არ ვიცი.
-არაუშავს,მე უბრალოდ იმიტომ გირეკავ,რომ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ავღნიშნავდით და ყოველთვის განსხვავებულად უყვარდა.მაინტერესებს სიურპიზი რომ მოვუწყო შენ რამე ხომ არ გაქვს დაგეგმილი?
-არა,არა პირიქით ძალიან გამიხარდება და მეც შემოგიერთდები. რაც გინდა ის დაგეგმე და მე პირდაპირ იქ მოვიყვან ტატიანას. შენ უბრალოდ საბას შეეხმიანე და მკგეხმარება.მარტო ცოდო ხარ.
-აუცილებლად,სუპერ სიძე ხარ რაა,- მხიარულად შესძახა გოგომ. ამირეჯიბი დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა,ხელშივე შერჩა,რადგან ტატიანა დაინახა მისკენ მიმავალი გაბრაზებული სახით.
-ვის ელაპარაკებოდი?
-შენ რატომ ადექი?
-მიპასუხე რომ გეკითხები,
-ანგარიში უნდა გაბარო?-
-მგონი მაქვს უფლება რომ გკითხო,შენი ცოლი ვარ. ლიკა იყო ხო? ამიტომ გამოხვედი ოთახიდან,მარტო რომ დალაპარაკებოდი და ხელი არ შემეშალა.
-სისულელეებს ლაპარაკობ.გითხარი მზისდარტყმა გაქვს თქო და არ დამიჯერე,-გაეცინა ნიკოლას მის ეჭვიანობაზე.მობრუნდა და ნომრისკენ დაიძრა,ტატიანა უკან აედევნა ჩხუბით.უეცრად თავი ცუდად იგრძნო,თავბრუ დაეხვა და ნიკოლას რომ არ ეყოჩაღა ძირს დაეცემოდა.
-გითხარო ცუდად ხარ-თქო და არ დამიჯერე,ახლა დაწვები და აღარ ადგები სანამ არ წავალთ იქამდე.-ხმა გაიმკაცრა და ტატიანაც გაიტრუნა, თუმცა ეჭვიანობისგან ისე იყო გაბრაზებული რომ ზურგი შეაქცია მეუღლეს და გაებუტა. კაცს ეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე და არ იმჩნევდა,მაგრამ საყვარლად რომ გამობუსხა ტუჩები ვერ მოითმინა, წამოიწია, აკოცა და ისიც გადმობრუნდა საპირისპირო მხარეს. არ შეიმჩნია მაგრამ ესიამოვნა გოგოს და ჩაეღიმა კიდეც,მერე თვალები დახუჭა და ბედნიერს ჩაეძინა.
*******
თბილისში საღამოს ჩამოფრინდნენ. ჯერ კიდევ ეგვიპტის აეროპორტში აიტეხა ნიკოლამ მაღაზიებში შევიდეთ და რამე კაბა აარჩიეო,ტატინას გაუკვირდა,მაგრამ უარი ვერ თქვა, როგორც კი სასურველი კაბა მოისინჯა, აღარ გაახდევინა და ასე წამოიყვანა იქიდან.გოგოს ბუზღუნის თავი აღარ ჰქონდა და ძალაგამოცლილს მთელი გზა ეძინა.
ტაქსში ისხდნენ,როცა ნიკოლას ტელეფონმა დარეკა.უპასუხა და სასურველი ინფორმაცია რომ მიიღო,მძღოლს მისამართი შეაცვლევინა.
-სად მივდივართ?-ჰკითხა ტატიანამ.
-საბა უნდა წამოვიყვანოთ. რესტორნშია მთვრალი და ვიღაცეებს ეჩხუბა.-იცრუა ოსტატურად
-ოჰ,ჯანდაბა რაა,არადა მე სახლში მეჩქარებოდა.
-სულ ორი წუთით შევჩერდებით, გამომაყვანინებ და წავალთ…
რამდენიმე წუთი დასჭირდა სასურველ მისამართამდე მისვლას.
-გადმოდი,-კარი გაუღო ნიკოლამ და გვერდით ამოიყენა.მძღოლს ჩუმად გადაუხადა ფული და დალოდება სთხოვა,მერე კი ცოლთან ერთად შიგნით შევიდა რესტორანში. ტატიანას თვალები შუბლზე აუვიდა და მოულოდნელობისგან გაშეშდა ჩაბნელებულ დარბაზში უცებ შუქი რომ აინთო და უამარავი ადამიანი დახვდა იქ.ძირითადად ოჯახის წევრები, მეგობრები და მათთან დაახლოებული პირები.დაბადების დღის მისალოცი სიმღერა დაიწყო და ჭერიდან ფერადი ფურცლების წვიმა წამოვიდა.დარბაზი მთლიანად მორთული იყო ბუშტებით და ინტერიერიც საოცრად ორიგინალურად მოწყობილი.
-დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო..-უჩურჩულა ნიკოლამ ყურში და პატარა კოლოფი გახსნა,საიდანაც ულამაზესი ყელსაბამი ამოიღო. გაუკეთა,მერე თავისკენ მოატრიალა, შეაფასა,ნამდვილად უხდებოდა, ლოყაზე აკოცა და ხელი ჩაჰკიდა.
-სიტყვებს ვერ ვპოულობ,არც კი ვიცი რა ვთქვა.
-ნუ მეტყვი ნურაფერს,შენს თვალებში ვკითხულობ,იმას,რისი დანახვაც მინდა.-გაუცინა ნიკოლამ.
-ტატიი,გილოცავ საყვარელო.- მოეხვია ნანკა,-ხომ მოგეწონა?-ჰკითხა მერე.
-ძალიან,ძალიან მომეწონა.
-შენმა ქმარმა სრული თავისუფლება მომცა,რაც მინდოდა ის უნდა გამეკეთებინა,ასე რომ იამაყე მისით.როგორც კი დავურეკე მაშინვე ყველაფერზე დამთანხმდა
-ესეგი შენც იცოდი?
-კი,ვიცოდი
-ნანკას ელაპარაკებოდი ხოლმე ტელეფონზე?-მიუბრუნდა ქმარს.
დასტური რომ მიიღო თავი საშინლად იგრძნო,სინდისის ქეჯნამ არ მოასვენა. როგორ უსამართლოდ მოექცა,როგორ აწყენინა და ეჩხუბა, მან კი არაფერი თქვა თავის გასასამართლებლად.
-ჩემო გოგო,მოდი ჩემთან,მოგილოცო, -მისკენ დაიძრა ჯინა და ფიქრებიდან გამოარკვია.-ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო.შენი საჩუქარი იქ დავდე მაგიდაზე.დანარჩენებიც იქაა და სახელები აწერია,კი მიხვდები,რომ სათითაოდ არ მოგაწოდოთ.
-დიდი მადლობა,არ იყო საჭირო, რატომ შეწუხდით?-გაუღიმა ტატიანამ.
-ეს რა შეწუხებაა?შენ ამაზე მეტს იმსახურებ..
-არ მინდა მეტი,მე უბრალოდ მინდა რომ თქვენ,ჩემი საყვარელი ადამიანები იყოთ ჩემს გვერდით..
-ჩემი მოკრძალებული გოგო,ასეთი კარგი როგორ გაზარდეთ?-მიუბრუნდა მერე ქეთინოს.
-თავიდანვე განსხვავებული იყო, როგორც კი დაიბადა მაშინვე,-გაეცინა ქეთინოს.
ყველამ რომ მიულოცა,მერე სუფრასთან გადაინაცვლეს, ერთობოდნენ და მხიარულობდნენ, ცოტა დალიეს კიდეც,მერე მუსიკა ჩაირთო და აცეკვდნენ.ნიკოლამ ტატიანა საცეკვაოდ გაიწვია,წელზე მოხვია ხელი და ნაზად ააყოლეს სხეულები მუსიკას.
-მეჩვენება თუ საბა ნანკას უჟუჟუნებს თვალებს?-ჰკითხა ტატამ.
-არ გეჩვენება,მაგრამ მოდი ახლა მათ შევეშვათ და მითხარი კიდევ ცუდად ხომ არ ხარ?
-არა,გადამიარა,აშკარად მზის ბრალი იყო,ეტყობა დიდხანს რომ მომიწია მზეზე სიარული ამან იმოქმედა…
-გინდა ხვალ ექიმთან წავიდეთ?
-კარგად ვარ ნიკოლა კარგად.-გაუცინა გოგომ,-ნუ ნერვიულობ.
-კარგი როგორც გინდა.მაგრამ თუ ისევ ცუდად გახდი ხომ მეტყვი?
-გეტყვი..ისე რა მალე დასრულდა არა ჩვენი დასვენება?
-რატომ?
-ხვალიდან სამსახურში არ ბრუნდები?
-ვინ გითხრა რომ დასრულდა ან ვბრუნდები? წინ კიდევ ორი კვირა გვაქვს,შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა შემოვიაროთ.დავიჯერო ყველაფერი ნანახი გაქვს?
-არა,არ მაქვს.
-ხოდა ხვალ დავისვენოთ და თან დავგეგმოთ სად წავალთ.
-კარგი,-გაუღიმა ტატიანამ.
წვეულება გაგრძელდა ჩვეულ რიტმში როგორც ხდება ხოლმე მაღალ საზოგადოებაში...
უკვე გვიანი იყო,ნიკოლა ვერანდაზე იდგა,მოაჯირს დაყრდნობოდა და ქალაქის ხედით ტკბებოდა.. ტატიანა მიუახლობდა,ზურგიდან აეკრო,წელზე შემოხვია ხელები და თავი ზურგზე დაადო.
-დაიღალე?
-არა.
-აბა აქ რატომ ხარ?
-სუფთა ჰაერზე გამოსვლა მომინდა,იქ ძალიან დაცხა,-მობრუნდა,გოგოს წელზე მოხვია ხელი და მიიხუტა.
-გინდა წავიდეთ?
-უხერხულია,ჯერ სტუმრები არ წასულან.
-მერე რაა,ჩვენი მშობლები გააცილებენ.საპატიო მიზეზი გვაქვს..
-ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ,.
-მადლობა,ნიკო.დიდი მადლობა ყველაფრისთვის.მართლა სასიამოვნო სიუპრიზი იყო ეს ჩემთვის…
-ყველაფერს გავაკეთებ რომ შენს სახეზე ეს ღიმილი არასოდეს გაქრეს,-მოეხვია და ჩაეხუტა ნიკოლა.
-იცი,როცა პირველად მამამ მითხრა რომ უნდა გავთხოვილიყავი და სრულიად უცხო მამაკაცის ცოლი გავმხდარიყავი,მეგონა ყველაფერი დასრულდა.მეგონა დაინგრა ჩემი ცხოვრება,დაიმსხვრა ოცნებები, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ქალის ცხოვრებაში ეს ყოფილა მთავარი- ოჯახი, ქმარი და შვილები.მას ვერაფერი შეცვლის.
-ჩემო ტატიანა,-გაეღიმა ნიკოლას და ცოლს მოეხვია.-მგონი მართლა აჯობებს გავიპაროთ,რადგან უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდიხარ..
ტატიანამ ეშმაკურად აათამაშა თვალები და ქმარს ლოყაზე აკოცა…
ნორმალურად დასვენება ვერ მოასწრეს,რომ მეორე დღეს საბა და ნანკა დაადგნენ თავზე და მყუდროება დაურღვიეს.
-კარგი იქნებოდა გაგეფრთხილებინე მოსვლას რომ აპირებდი,-გაეხუმრა ნიკოლა ძმაკაცს.
-ხელი შეგიშალეთ?-ხმას დაუწია მან და სამზარეულოში მოფუსფუსე გოგოებს გახედა.
-შენ წარმოიდგინე და კი.
-არ მითხრა რომ…
-გაჩერდი საბა,ამ თემას არ შეეხო. -თვალები დაუქაჩა ამირეჯიბმა.
-რა გჭირს ბიჭო?უცხო ხომ არ ვარ.არაფრის თქმას არ ვაპირებ, უბრალოდ უნდა აღმენიშნა რომ მიხარია თუ ამ მხრივაც მოგვარდით და კარგად გაქვთ ყველაფერი.
-მართლა ყველაფერი შესანიშნავადაა, იმდენად კარგად რომ ხანდახან მეშინია ეს სიზმარი არ იყოს და ისეთივე დასასრული არ ჰქონდეს როგორც იმ ამბავს.
-მორჩი,შეეშვი დაივიწყე წარსული. ნუ ადარებ ლიკას და ტატიანას ერთმანეთს.
-არ ვადარებ.უბრალოდ იქ ლიკა შეგვხვდა და ეს ტატიანას არ ესიამოვნა.ამაზე დიდი კამათიც კი მოგვივიდა.
-რა გიკვირს რომ ასე მოიქცა?იეჭვიანა ალბათ.შენც ასე არ ხარ?არც შენ მოგწონს როცა მის გვერდით რომელიმე მამაკაცს ხედავ,მითუმეტეს როცა დიტოსთან აკავშირებენ.
-ხო აი ეგ მაგიჟებს,ტიპი როგორი უტიფარია და როგორი არაკაცი საყვარელ გოგოს მის დაქალთან უღალატა და კიდევ აქეთ აქვს პრეტენზიები.
-შენ რა იცი?
-ტატიანამ ყველაფერი მომიყვა, მითხრა როგორ წაასწრო ერთად დიტოს აგარაკზე.სიუპრიზის მოსაწყობად წავიდა და აქეთ მოუწყეს იმ ორმა სიუპრიზი.
-ახლა გასაგებია ყველაფერი.ამიტომ მტრობენ ერთმანეთს.
-იცი კიდევ რაღაც მოხდა იქ. -შეყოყმანდა ნიკოლა


-მართალი იყო მამაშენი.იცი მაინც რამდენი ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს თუ სანიტარული წესები არ არის დაცული?
-მაშინ ბავშვი ვიყავი და არ მესმოდა, მეგონა ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო.მერე მივხვდი რომ მამა მართალი იყო.ისე შემეშინდა მართლა რამე არ მომსვლოდა,რამდენიმე თვის მერე ექიმთან გავვარდი და ყველანაირი ანალიზი ჩავაბარე,საბედნიეროდ ყველაფერი რიგზე იყო.
-კარგია რომ ასეა.მიხარია.შემდეგში კარგად დაფიქრდები სანამ ასეთ დაუფიქრებელ საქციელს ჩაიდენ.- ცხვირზე დაჰკრა თითი ნიკოლამ.
-ხანდახან მაინც დაუფიქრებლად ვმოქმედებ.
-ახლა არ მითხრა რომ ის რაც წუხელ მოხდა დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო.
-არა,ეგ ყველაზე კარგად გააზრებული ნაბიჯი იყო,რაც კი ოდესმე ჩამიდენია. ამაზე მეტად არაფერი მდომებია და არაფერი მსურდა.თავს ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობ..
-მართლა?
-კი მართლა,არ მომერიდება ისიც რომ გითხრა რამდენად ძლიერად გაქვს ჩემში ფესვები გამდგარი.რამდენად ძლიერად ხარ ჩემში შემოსული..
-ჩემო ტატიანა,-სახე ღიმილმა გაუპო ნიკოლას და ცოლს ჩაეხუტა…
ის დღე სახლში გაატარეს. ფილმებს უყურეს ერთად,რომ მოშივდათ ერთად მოამზადეს ვახშამი,გემრიელად მიირთვეს.საღამოს ერთად ივახშმეს მერე კი დაძინების დროც დადგა. კართან შეყოვნდა ტატიანა.ნიკოლამ წელზე მოჰკიდა ხელი და კოცნით შეითრია ოთახში…
ასე იქცნენ ნამდვილ ცოლ-ქმრად. ერთადერთი რაც მათ ურთიერთობას დაღად აჩნდა,ეს იყო ის რომ არც ერთი არ ტყდებოდა სიყვარულში. არც ერთს არ უნდოდა ეს რაღაც მარტივად და უბრალოდ მომხდარიყო,უნდოდათ რაღაც განსხვავებულ სიტუაციაში ეთქვათ ეს,ამის შესაფერისი დრო კი არადა არ დადგა…
უკვე ზაფხულის მეორე თვე იწურებოდა.ქალაქში აუტანელი სიცხეები დაიჭირა.სული ეხუთებოდა ტატიანას.სახლში უსაქმოდ ჯდომა არ შეეძლო,ხანდახან თავისებთან მიდიოდა,ხან ნანკას გაუვლიდა და ასე ცდილობდა დროის გაყვანას..
ერთ საღამოს,როცა ნიკოლა სამსახურიდან დაბრუნდა,ვეღარ მოითმინა და ჰკითხა.
-ნიკო,საყვარელო,უკვე ზაფხული გადის და დასასვენებლად ხომ არ წავსულიყავით სადმე?
-წავსულიყავით კი არა ხვალ მივდივართ,შეგიძლია ბარგის ჩალაგება დაიწყო.
ტატიანა იმდენად არ ელოდა ამას, რომ სიხარულისგან ყვირილი დაიწყო,ადგილზე ხტუნავდა,მერე ქმრისკენ გაიქცა და სხეულზე შეაფრინდა.
-ნიკოლა,ჩემო საყვარელო,ჩემო ბედნიერებავ,-მთლიანი სახე დაუკოცნა და მერე ტუჩებზე დაასო მზერა.-სანამ წავალთ ხომ შეიძლება მოვასწროთ?-თვალი ჩაუკრა გოგომ.
-შეიძლება,-ლოგინზე დააწვინა კაცმა და ზემოდან მოექცა.
-არ გამოვა,დღეს ჩემი ჯერია,-გაეცინა გოგოს და თვითონ მოექცა ზემოდან.
-ასე მოკლე დროში ასეთი გათამამება ძალიან მიკვირს.
-კარგი მოსწავლე ვარ.-გაეცინა გოგოს და ტუჩებზე ეძგერა..
ცოტა ხანში ორივე დაღლილი გადაწვა საწოლზე.ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში მათი სუნთქვა არღვევდა სიჩუმეს.
-ნიკო,-დაარღვია სიჩუმე ტატიანამ.- მეშინია.
-რისი?-წამოიწია კაცი და გოგოს გადახედა.
-შენი დაკარგვის.
-საიდან მოგივიდა ასეთი სულელური აზრი თავში?-გაეღიმა ბიჭს.
-არ ვიცი,ეს ბოლო პერიოდი ეს აზრი ამეკვიატა და ვეღარ ვიშორებ.
-დამშვიდდი სულელო,ყველაფერი კარგად იქნება..თავქვეშ ხელი ამოუდო გოგოს და მკერდზე მიიხუტა
-იმ კონტრაქტს რომ ვადა გაუვა და ჩვენი მშობლები ვალს გაასწორებენ, მერე რა იქნება?
-ნუ ფიქრობ მაგაზე,ჯერ ადრეა,თუ მაინცდამაინც ფიქრი გინდა იფიქრე იმაზე რომ ეს ქორწინება არ დასრულდება..
-ცოტა დამამშვიდე..-გაეცინა გოგოს..
-მხოლოდ ცოტა?
-კი,ცოტა.
-ისე ქალები უცნაური არსებები ხართ.
-რატომ?
-პრობლემებს ეძებთ იქ სადაც არაა და პირიქით როცა პრობლემაა,თვალებს ხუჭავთ და რეალობას ვერ უსწორებთ თვალს..
-საკმაოდ ფართოდ მაქვს თვალები გახელილი და კარგად ვხვდები რამხელა პრობლემის წინაშე ვარ შენ რომ ასეთი სიმპატიური და მომხიბვლელი ხარ.
-მართლა?
-კი,და ისიც კარგად ვიცი რომ შესაძლოა რომელიმე ქალმა შენი წართმევა მოინდომოს.
-მთავარი ისაა მე ვინ მინდა,თორემ ასეთი ქალი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შემხვდეს.შენ დარწმუნებული იყავი იმაში,რომ შენს გარდა სხვა არავინ არ მინდა….

********
დილით ადრიანად დაიწყეს მომზადება და ჩემოდნის ჩალაგება. ისეთი ენერგიით იყო დამუხტული ტატიანა რომ ემოციებს ვერ თოკავდა. ნიკოლაც კი გადარია.სანამ რეგისტრაცია გაიარეს,მთელი აეროპორტი მოიარა და ისიც მოატარა..
თვითმფრინავშიც ვერ მოისვენა,ენა ვერ გააჩერა,ხან რა მოუყვა ბიჭს და ხან რაა.
ეგვიპტეში რომ ჩაფრინდნენ,ისეთი საშინელი სიცხე იყო,სუნთქვაც კი გაჭირდა.ტაქსი გააჩერეს და სასტუმროს მისამართი უკარნახეს. დაბინავდნენ, მაგრამ მაინც ვერ დაცხრა ტატიანა და აუზზე ჩასვლა მოინდომა.
-ამდენი ენერგია საიდან გაქვს ქალბატონო?საწოლზე მიწვა ნიკოლა და თავქვეშ ბალიში ამოიდო.
-კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია,ახალგაზრდა ვარ და ამიტომ…
-მაგით რა გინდა მითხრა,რომ მე ბებერი ვარ?
-არა,მაგას უკვე გავცდით,ასაკზე აღარ ვხუმრობთ,-გაეცინა გოგოს.-წავიდეთ რაა.გეხვეწები..
ბუზღუნით წამოდგა ამირეჯიბი, გამოცვალა და გოგოს გაჰყვა.თვალს ვერ აშორებდა ტატიანას,რომელიც მის წინ მიდიოდა ღია ცისფერ კაბაში გამოწყობილიყო.კაბა საკმაოდ მოჭრილი იყო. მზის ქუდი დაეფარებინა და სათვალე ცხვირზე დაეკოსებინა.
თავისუფალი შეზლონგები მოძებნეს. ნიკოლა წამოწვა,ტატიანამ კი კაბა გადაიძრო და აუზისკენ წავიდა. მიდიოდა და ულამაზეს ტანს მიარხევდა. აქამდეც უნახავს მისი სხეული,მითუმეტეს შიშველი,მაგრამ ახლა უფრო სხვანაირი იყო, განსხვავებულად ლამაზი. სათვალე შეისწორა და სკამზე მოხერხებულად მოეწყო,რომ მისთვის ეყურებინა.
აუზის კიდესთან მივიდა ტატიანა, მოემზადა და თავით გადაეშვა წყალში.ნიკოლას თვალები გაუფართოვდა,გოგო კარგად ცურავდა.რამდენიმეჯერ გაცურა აუზის ერთი კიდიდან მეორეში,მერე დაიღალა,წყლიდან ამოვიდა და მზეზე წამოწვა.
-დაიწვები,-გააფრთხილა ნიკოლამ.
-მზისგან დამცავი კრემი მაქვს, წამისვი.-მოაწოდა და ზურგით დაუჯდა,ნიკოლა გვერდით გადაუჯდა, გელი ხელისგულებზე მოითავსა და ნაზი მოძრაობით დაუსვა ზურგზე. მოფერებას უფრო ჰგავდა,გოგოს სიამოვნებდა და თვალები მინაბა.
-რა გჭირს?-ჰკითხა ნიკოლამ.
-შენი შეხება მსიამოვნებს..
ნიკოლამ კიდევ ერთხელ წაისვა მაზი და მკერდისკენ გადაჰყვა,იქით გააპარა ხელი.მკერდის ღართან შეჩერდა და ნაზად დაუსვა ბიკინს ზემოდან ხელი.
-ნუ მაგიჟებ,-მოუბრუნდა ტატიანა და ხელი ააღებინა.-ბავშვი ვარ.
-კარგად ცურავ.-გადაიტანა საუბარი ნიკოლამ და გვერდით გადაჯდა.
-ჩემმა ძმამ მასწავლა. ბავშვობაში ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, ხუთი წლის ასაკში ჩვენს აუზში ვიხრჩობოდი.მაშინ გადაწყვიტეს რომ ცურვა უნდა მცოდნოდა.პირველ წელს გამიჭირდა ვერ შევძელი,მაგრამ ნელ-ნელა მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და მომავალ წელს უკვე ურეკში ზღვაში ვცურავდი..
-რატომ არ გამიკვირდა ნეტავ.-გაეცინა ნიკოლას.
-შენზე რატომ არაფერს მიყვები?სულ მე ვლაპარაკობ,შენს ბავშვობაზე კი თითქმის არაფერი ვიცი
-განსაკუთრებული და მოსაყოლი არც არაფერია,ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი,დინჯი,წყნარი,მშობლებს დიდად არ ვაწუხებდი.უმეტესად ვმეცადინეობდი.
-რატომ არ მიკვირს მეც..ახლაც გეტყობა როგორი მშვიდი და დამჯერი ბავშვი იქნებოდი.
-კი ძალიან. ცოტა რომ წამოვიზარდე, მერე გავხდი დაუმორჩილებელი. ვსწავლობდი,მაგრამ ამავე დროს ძალიან ცუდ რაღაცეებს ვაკეთებდი. ერთი ბარიდან მეორეში გადავდიოდით,ვსვავდით და ვილეშებოდით.ჭკუა მაშინ ვისწავლე, როცა საშინელ ავარიაში მოვყევი და სიკვდილს ძლივს გადავურჩი. ერთი წელი მომიწია საავადმყოფოში დარჩენა და მკურნალობა. იქიდან სულ სხვა ნიკოლა გამოვედი.იტალიაში წავედი და მაგისტრატურა დავამთავრე.უკან რომ დავბრუნდი მამაჩემის ბანკში დავიწყე მუშაობა.აღმოჩნდა რომ მანამდე თუ არც ერთ მეგობარს არ გავხსენებივარ, დაბრუნების მერე ყველას გავახსენდი.ამჯერად მე აღარ მომინდა მათთან. შევიცვალე,უფრო ჩაკეტილი გავხდი. იმ ბინაში გადმოვედი და მხოლოდ საბასთან მქონდა ურთიერთობა,ის შემრჩა ბავშვობის მეგობრებიდან და იმიტომ.
-და მერე იყო ის ქალი ხომ? -სპეციალურად ჰკითხა ტატიანამ.
-დაივიწყე ის ქალი,ნომერში დავბრუნდეთ,მზე თითქმის ჩავიდა.
-თავს სულ არიდებ ამ თემაზე საუბარს.
-არ მინდა და მორჩა.
-რატომ?
-ტატიანა,-გაღიზიანდა კაცი.
-იმიტომ ხომ არა რომ ისევ გიყვარს? ან რამეს გრძნობ მის მიმართ.
-როგორ ამბობ ამას?რამეს რომ ვგრძნობდე მის მიმართ,შენთან როგორ ვიქნებოდი?შენთან როგორ დავწვებოდი?როგორ მოგეფერებოდი?
ასეთი უგრძნობი გგონივარ?-ხმას ოდნავ აუწია ნიკოლამ.
-არ მგონიხარ,უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდა თქვენს შორის. განა ამაში რამეს ხედავ უცხოს და უცნაურს?
-კი ვხედავ,იმას ვხედავ რომ მიზეზს ეძებ საჩხუბარს,არადა არ გაქვს ამის საფუძველი,რომ ეჭვი შეგეპაროს. ხოლო ის ყველაფერი რაც შენამდე იყო,დარჩა შენამდე,შენს შემდეგ კი ყველაფერი სხვანაირია,სხვა ფერია ჩემი სამყარო…
ნიკოლა წამოდგა და ნაწყენი გაემართა ნომრისკენ..ტატიანამ სწრაფად გადაიცვა კაბა,ნივთები მოხვეტა და უკან აედევნა.
-მოიცადე ნიკოლა,-დაუძახა გოგომ. მაგრამ მხოლოდ ლიფტთან დაეწია,-გაწყენინე?
-არა,-ლიფტში შევიდა და გოგოც შეჰყვა.
-ვხვდები რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდა დამეწყო,არ გსიამოვნებს.ხმაზე შეგეტყო.ბოდიში.-თავი ჩაღუნა დამნაშავესავით გოგომ.
-ბოდიშს ნუ მიხდი,არაა საჭირო. -გვერდულად გადახედა ამირეჯიბმა.
-რატომ?თუ დავაშავე,ამის აღიარებაც შემიძლია და ბოდიშის მოხდაც. ამიერიდან მეცოდინება,რომ ეს თემა დახურულია შენთვის,რომ ამ თემაზე არასოდეს აღარ უნდა გელაპარაკო, - ენას არ აჩერებდა და უკან მისდევდა გოგო.ნიკოლამ ნომრის კარი გააღო და პირველი შევიდა.
-მივხვდი რომ ის ქალი წარსულში დარჩა..
ვეღარ მოითმინა კაცმა,უცებ მობრუნდა,კარის მიხურვა ძლივს მოასწრო ტატიანამ,რომ ნიკოლამ ზედ ააკრა,ორივე ხელით წასასვლელი ჩაუღობა და ჯიქურ გაუსწორა მზერა.
-ხო,მართალი ხარ,ის ქალი სამუდამოდ დარჩა წარსულში,სამუდამოდ. გაინტერესებს მიზეზი რატომ?გეტყვი. იმიტომ რომ ქალი,რომელიც მიყვარდა,რომელთანაც ოჯახის შექმნა მინდოდა,რომელიც მინდოდა რომ ჩემი შვილების დედა გამხდარიყო,მოულოდნელად ადგა და წავიდა,მიმატოვა,თურმე მოულოდნელად აღმოაჩინა რომ გათხოვებისა და ოჯახის შექმნისთვის მზად არ ყოფილა..ისე წავიდა, პირდაპირ ვერ მითხრა და მხოლოდ წერილი დამიტოვა.იმ დღეს მოკდა ის ჩემთვის და იმ დღეს ჩავაბარე წარსულს.ახლა შენ ხარ ჩემთან და მე არ ვაპირებ რომ დაგთმო შენ.მე აღარ მინდა იგივე ტკივილი განვიცადო, აღარ მინდა გესმის?მე მინდა რომ ერთი წელი კი არა მთელი ცხოვრება გავატარო შენთან.მქონდეს ბედნიერი ოჯახი და გვყავდეს შვილები.გესმის ტატიანა?
-მესმის…-დაიკნავლა გოგომ და ქმარს ახედა.
-ძალიან კარგი თუ გესმის.წადი ახლა მოემზადე,გამოიცვალე და საჭმელად გავიდეთ..-ამირეჯიბი მოშორდა გოგოს და ჩემოდანთან მივიდა,ტანსაცმლის ასარჩევად..დამნაშავე ბავშვივით გაემართა ტატა სააბაზანოსკენ. სწრაფად გადაივლო წყალი, პირსახოცი შემიხვია ტანზე და ასე დაბრუნდა უკან რომ საჭირო ნივთები მოეძებნა. ნიკოლა აივანზე იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.ცოლი რომ დაინახა ასეთ ფორმაში,ნერწვი გადაყლაპა და სწრაფად გათიშა. ჯერ კიდევ შერჩენოდა წყლის წვეთები გოგოს ტანზე.პირსახოცი კი ოდნავ სცდებოდა საჯდომს და ძლივს უფარავდა.ჩემოდანს დასწვდა და ტანსაცმელი ამოყარა,საცვლების ძებნაში ისე გაერთო,რომ როცა ნიკოლამ წელზე შემოხვია ხელები შეჰკივლა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ასეთ ფორმაში ნუ დადიხარ ჩემს წინ და ნუ მაღიზიანებ-თქო?-ჩასჩურჩულა ვნებიანად ყურში და ყურის ძირში აკოცა…
-რატომ?იბნევი თუ...
-მინდები..-გააწყვეტინა,სწრაფად მოაბრუნა თავისკენ და სხეულზე აიკრა.პირსახოცი ხელის ერთი მოძრაობით შეხსნა და მის წინაშე სრულიად შიშველი დარჩა გოგო.
-იცი ჭამა გადავიფიქრე,აჯობებს უფრო მნიშვნელივანი საქმით დავკავდეთ,- ხელში აიყვანა და საწოლზე მიაწვინა, მერე ზემოდან მოექცა, უცებ გადაიძრო მაისური და გოგოს ველურივით დააცხრა ტუჩებზე.
-ნამდვილად,-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა ტატიანამ და თვალები დახუჭა..
*********
დილით ადრიანად გაეღვიძა გოგოს. ნიკოლას მშვიდად ეძინა.თმის ბოლო აიღო და სახეზე ჩამოუსვა.მას რეაქცია არ ჰქონია.კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე.ამჯერად შეიშმუშნა ბიჭი,მაგრამ თვალები არ გაუხელია, მესამედ რომ დაუსვა თმის ბოლო, მაშინ გაახილა თვალები და ტატიანას მოციმციმე ირისებს წააწყდა.
-ეს რაღაც ახალია ხო?-გაეღიმა.
-არც ისე,ასეთი მაიმუნობები მიყვარს, ხშირად ვუწყობდი ჩემს ძმას. არ ვასვენებდი.
-მე რა დავაშავე?
-ის დააშავე რომ მე რომ არ მძინავს,არც შენ არ უნდა გეძინოს.
-ეგოისტო,-ნიკოლამ წელზე მოხვია ხელი და ზემოდამ გადაიწვინა.
-იცი წუხელ ბევრი ვიფიქრე და ერთ რამეს მივხვდი.ხშირად უნდა გაგაბრაზო,რომ ასე განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე იყო.
-გირჩევ ამდენი არ იფიქრო.თორემ მერე სისულელეებში გადაგდის..
-ასე ხომ?ესეგი სულელი ვარ?
-კი ჩემი პატარა,სულელი გოგო, -ცხვირის წვერზე აკოცა კაცმა,მერე თავის ადგილზე დააბრუნა და წამოდგომა სცადა.
-სად მიდიხარ?
-ამჯერად მართლა ძალიან მშია, ქვემოთ ჩავიდეთ,მერე კი პირამიდების დასათვალიერებლად მივდივართ…
-ვაშა,რა მაგარია,-ხელი ხელს შემოჰრა გოგომ და მოსალოდნელი ექსკურსიის მოლოდინში მხიარულად წამოდგა საწოლიდან. სწრაფად მოემზადნენ და სასაუზმოდ ჩავიდნენ.
როგორც ყოველთვის მხიარული იყო ტატიანა და ნიკოლასაც არ აძლევდა მოწყენის საშუალებას.
მერე მოემზადნენ,გიდიც მოვიდა და პირამიდების დასათვალიერებლად წავიდნენ.მზე ძალიან აცხუნებდა, მაგრამ ამას ნაკლებად გრძნობდნენ. ერთმანეთის გვერდით ყოფნა იმდენად უხაროდათ,რომ სულ არ აინტერესებდათ ირგვლივ ქარი იქნებოდა,წვიმა თუ მზე…
ემოციებს ვერ მალავდა ვერც ერთი,ხელიხელ ჩაკიდებული დადიოდნენ სფინქსის ლაბირინთებში,იღებდნენ ფოტოებს და ერთმანეთით ტკბებოდნენ…
საკმაოდ დაიღალნენ.გამყოლი კი არადა არ ჩერდებოდია და ექსკურსიაში წამოსულებს უამბობდა აქაურობის და თითოეული ნივთის ისტორიას…
შიმშილი მაშინ იგრძნეს,როცა სასტუმროში დაბრუნდნენ. გაოფლილებს და მთელი დღის ნასიარულებლებს წყლის გადავლება ისე დაეზარათ,აუცილებლად იტყოდნენ უარს,რესტორანში რომ არ ყოფილიყვნენ წასასვლელები…
ტატიანას თვალი ვერ მოსწყვიტა ნიკოლამ,როცა დაინახა.
ოდნავ რუჯმოკიდებულზე თეთრი, მოკლე შიფონის კაბა საოცრად უხდებოდა,თმა გაეშალა,მხოლოდ წითელი პომადა ესვა ტუჩზე
სხვა არაფერი და ეს ძალიან ლამაზი იყო.ფერად თვალებს კიდევ უფრო მეტად შეჰმატვოდა ელვარება..
-საოცარი ხარ,-ნიკოლამ ხელი მოჰკიდა და ადგილზე დააბზრიალა.
-მხოლოდ შენთვის საყვარელო, -გაუცინა გოგომ და პატარა ჩანთა აიღო.-წავიდეთ?
-წავიდეთ,-ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გამოვიდნენ…
-ყველაზე ძალიან ასეთ დროს ვგრძნობ როგორ მიყვარხარ. .-წამოსცდა ტატიანას და უცებ იკბინა ენაზე,მაგრამ გვიანი იყო, ნიკოლა ადგილზე გაშეშდა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა.
-რა თქვი?
-არაფერი.-შერცხვენილმა თავი ჩაღუნა.
-ჯანდაბა ტატიანა,გაიმეორე რა თქვი?-გაშეშდა ბიჭი
-წამომცდა…
-არ წამოგცდა,რომ არ გრძნობდე არ წამიგცდებოდა.
-არ მეგონა ამას პირველი თუ ვიტყოდი,მინდოდა განსაკუთრებულ სიტუაციაში მეთქვა,მაგრამ ასეა. ძალიან მიყვარხარ ნიკოლა,ვფიქრობ იმ წუთიდან როცა დაგინახე,უბრალოდ ამას გვიან მივხვდი,-ძალა მოიკრიბა და გაბრწყინებულმა უთხრა გოგომ
-იქნებ გეჩვენება?იქნებ იმიტომ ამბობ ამას,ერთად რომ ვიყავით?-დაიბნა ბიჭი.
-ასეთი სულელი გგონივარ რომ რას ვგრძნობ შენს მიმართ ის ვერ გავიგო? რომ სიყვარული და ვნება ვერ განვასხვავო ერთმანეთისგან?
-არ ვიცი,ძალიან დამაბნიე.
-კარგი,როგორც ჩანს შენ ასე არ ფიქრობ.ან რა უფლება მაქვს რამე დაგაძალო და ის მითხრა რასაც არ გრძნობ.დაივიწყე რაც გითხარი და წავიდეთ ვივახშმოდ.-ეწყინა ტატიანას,ხელი გაუშვა და ლიფტისკენ წავიდა.
-მოიცადე ტატი,არასწორად გამიგე,-დაეწია ნიკოლა და მკლავში სწვდა.
-არაფერი თქვა გთხოვ.უარესად ნუ გააფუჭებ ყველაფერს.
უხმოდ ჩამოვიდნენ ქვემოთ და სასტუმროდან გამოვიდნენ.ნიკოლა თავს დამნაშავედ გრძნობდა.მიხვდა რომ გოგოს აწყენინა…
მაინც როდის ვხვდებით ან როგორ რომ ადამიანი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება?რომ გვიყვარდება?იქნებ ყველაფერი მარტივადაა და ჩვენ ვართულებთ ყველაფერს? იქნებ ნიკოლას უფრო ადრე შეუყვარდა ტატიანა და ამის აღიარება უჭირდა.ყველაზე მეტად საკუთარ თავთან?ასეა თუ ისე ვერ გაბედა გამბედაობის მოკრება და გოგოსთვის იმის თქმა რაც გულის სიღრმეში ასე ძალიან უნდოდა და სურდა ..
ნაწყენი და გაბუსხული იჯდა ტატიანა სუფრასთან,თითქმის არ გაუგია რა მიირთვა და როგორი გემო ჰქონდა საჭმელს.მხოლოდ იმას მიხდა რომ შიმშილი აღარ აწუხებდა.
-ახლა ასე უნდა იყო გაბუსხული?
-არ ვარ..
-ხარ,გატყობ და ნუ ცდილობ თავი მომაჩვენო რომ ასე არაა.
-გეჩვენება მართლა.
-ასე იმის გამო ხარ რაც წეღან მითხარი?თუ იმის გამო რომ მე იგივე არ გიპასუხე?
-დაივიწყე,აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი..
-გინდა ვიცეკვოთ?-საუბარი გადაიტანა კაცმა.
-არ მინდა,ნომერში დავბრუნდეთ,თავი ამტკივდა..
-კარგი,ანგარიშს გავასწორებ და წავიდეთ..
მოულოდნელად ნიკოლას ნაცნობი ხმა მოესმა,ნაცნობი გადაკისკისება. საპირისპირო მხარეს გაიხედა და გაშრა,არ ელოდა ამ შეხვედრას. იქიდანაც იგრძნო მზერა. ტატიანამ იქით გაიხედა საითაც ნიკოლა იხედებოდა და ის უარესად დაიძაბა, მაგიდიდან არც მეტი არც ნაკლები ლიკა ქავთარაძე იყურებოდა და ჯიუტად არ აშორებდა მზერას კაცს..
ეჭვიანობამ გააგიჟა გოგო და ნიკოლას შეხედა.
-ისაა ხომ?
-წავიდეთ,-უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა კაცმა და წამოდგა..
-არა,რატომ უნდა წავიდეთ?ვიყოთ..
-რომ გეუბნები მივდივართ,-მკაცრად უთხრა ნიკოლამ
-ასეც მივხვდი,მივხვდი რომ მის მიმართ ჯერ კიდევ გაქვს გრძნობები.-დაიჩურჩულა გოგომ.
-ნუ ამბობ იმას რაც არ იცი,-გაიღიმა ნიკოლამ და შეეცადა ამით გაბრაზება დააეფარა,რომ სხვებს არ შეემჩნიათ.
-იცოდი რომ ისიც აქ იყო და სპეციალურად წამომიყვანე ხომ?-ასეთივე ღიმილით უპასუხა ტატიანამ,შორიდან მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ჰგავდნენ ერთმანეთს რომ შესციცინებენ თვალებში.
-რა სისულელეს ამბობ?ამას როგორ ვიზავდი?
-როგორც ქენი,ისე..სულელი ვარ,ნამდვილი სულელი,მე კი ყველაფერი დავიჯერე.დავიჯერე რომ ჩვენ რამე გამოგვივიდოდა…
-ახლა გაჩერდი ტატიანა.ძალიან გთხოვ გაჩერდი..
-მხოლოდ იმიტომ არ ვაწყობ ახლა სკანდალს,რომ იმ ქალბატონს ისტერიჩკა და კაპასი დედაკაცი არ ვეგონო,თორემ მაგას ვაჩვენებდი როგორ უნდა ასე უტიფრად სხვისი ქმრისთვის ყურება და თვალებით ფლირტი,მაშინ როცა გვერდით მამაკაცი უზის…
-ეჭვიანობ?-ამის აღმოჩენა ესიამოვნა ნიკოლას.
-არა,არ ვეჭვიანობ.ჩემს საკუთრებას ვიცავ.გაფრთხილებ ნიკოლა შენთვის აჯობებს,მართლა არაფერ შუაში არ იყო.
-ანგარიში გავასწორეთ,წავიდეთ.- წამოდგა ამირეჯიბი და გოგოც მიჰყვა.გვერდით ამოუდგა და გასასვლელისკენ წავიდნენ. იმ საბედისწერო მაგიდას რომ გაუსწორდნენ,ტატიანამ ხელი გააპარა მისი ხელისკენ და მაგრად ჩაჰკიდა,მითუმეტეს რომ ქალი წამოდგა და გზა გადაუღობა.
-რა სასიამოვნო დამთხვევაა,-გაიცინა მან.-თვით ნიკოლა ამირეჯიბი.-მისკენ გადმოიწია და გადაკოცნა,თითქოს კარგი მეგობრები ყოფილიყვნენ.
-მე ამას ვერ ვიტყოდი,-ნიკოლას ხმაში წყენა იგრძნობოდა.
-არ მითხრა რომ ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე.კიდევ ვერ მაპატიე?
-არ ვარ გაბრაზებული.ალბათ უკეთესიცაა ასე რომ მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მშვენიერ გოგოს ვერ გავიცნობდი.
-და ვინაა ეს გოგო?
-გაიცანი ჩემი ცოლი ტატიანა ბერიძე, ეს ლიკაა საყვარელო.
-აჰა,ეს ის ლიკაა?მართლა ლამაზი ყოფილა,როგორც ამბობდნენ მასზე. -ფარული ირონია იგრძნობოდა მის ხმაში
-შენც ლამაზი ბავშვი ხარ საყვარელო,- მისკენ მიიწია და ცხვირზე საჩვენებელი თითი დაჰკრა ლიკამ.
-შეიძლება ბავშვი ვარ,სამაგიეროდ უკეთ ვიცი ქმრის და ოჯახის ფასი და უკეთ ვაფასებ იმას რომ მე ნიკოლა ამირეჯიბის ცოლი მქვია და მისი შვილების დედა გავხდები.არ ვნერვიულობ იმაზე რომ მალე დამაბერებს ეს,კანს მომიმჩვარავს და სხეულზე ნაკვალევს დამიტოვებს ან ნაოჭებს გამიჩენს…
-ვხედავ უკვე გადმოგიყვანია შენს ჭკუაზე,შენ ხომ ყოველთვის ეს გინდოდა და ამაზე ოცნებობდი.. -ტატიანას თავი დაანება და ნიკოლას მიუბრუნდა ლიკა.
-შენი თანმხლები მამაკაცი,თავს უხერხულად გრძნობს და ხომ არ გაგვაცნობ ერთმანეთს?იქნებ უთხრა ვინ ვართ?-საუბარი გადაუტანა ნიკოლამ.
-აუცილებლად,ჟან ეს ნიკოლაა,ჩემი ძველი ნაცნობი,ეს ჟანია,-ერთმანეთს წარუდგინა ინგლისურად მამაკაცები. ჟანმა გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
-ჩვენი წასვლის დროა,ასე არაა საყვარელო?-ჰკითხა ტატამ ქმარს და სხეულზე მიეხუტა.
-წავიდეთ,ნომერში მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს,-უპასუხა ნიკოლამ და დაემშვიდობა.იგრძნო ტატიანამ როგორ შურით გააყოლა ლიკამ თვალი,თუმცა არ შეიმჩნია და ისე მიყვებოდა ნიკოლას,თითქოს სულ არ ახრჩობდა ეჭვიანობა და სულაც არ იყო მასზე გაბრაზებული.როგორც კი იქიდან გამოვიდნენ,მაშინვე გაუშვა ხელი,მოშორდა და ისე გაჰყვა უკან.
-ახლა რაა,ასე უნდა იყო სულ?
-ასე როგორ?
-გაბუტული და ნაწყენი..
-შენ მე დღეს ორჯერ მაწყენინე,ორჯერ მატკინე გული,მიუხედავად ამისა მაინც შენთან ვარ და არ გავრბივარ, რაღაც ძალა მაიძულებს რომ დავრჩე,სხვა დროს და სხვასთან ამას არ ვიზავდი..
ამის თქმა და ნიკოლას წყობიდან გამოსვლა ერთი იყო.მხრებში ჩაავლო ხელი და მაგრად შეანჯღრია.
-სხვა არ იქნება არასოდეს შენს ცხოვრებაში,გასაგებია?-თითქმის უყვირა ბიჭმა..
-არც შენს ცხოვრებაში გასაგებია?-არ დაუთმო ტატიანამ.
-რატომ მიწვევ?
-კიდევ მე გიწვევ?იცი მაინც წეღან რად დამიჯდა იქ თავის შეკავება?იმ ქალბატონისთვის პასუხების გაცემა? აშკარად რომ გეფლირტავებოდა,რომ არ მალავდა ამას.რომ ფარულად მემუქრებოდა,შენს წართმევას? -იყვირა გოგომ და თვალები ცრემლით აევსო.-რას ითხოვ ჩენგან?მე შენ ყველაფერი მოგეცი, ყველაფერი მოგიძღვენი რაც კი წმინდა გამაჩნდა,ეს გაძლევს იმის უფლებას რომ ხმას აუწიო ჩემთან?ეს გაძლევს ასე მოქცევის უფლებას?მე არ ვარ შენი საკუთრება და ვერაფერს მომთხოვ იქამდე,სანამ შენ არ იქნები ჩემი,მთლიანად,სხეულითაც,სულითაც,გონებითაც..ახლა კი გამიშვი ხელი,მეტკინა,-წყობიდან გამოსულიყო ტატიანა,არ იცოდა რა გაეკეთებინა,მობრუნდა და სასტუმროდან გაიქცა. სანამ ნიკოლა გონს მოვიდა ის უკვე თვალთახედვის არედან გამქრალიყო…
******
არადა არ ჩანდა ტატიანა,რამდენიმე საათი გავიდა,გოგო კი არ დაბრუნდა.ნერვიულობამ შეიპყრო ნიკოლა.ნერვიულად დააბიჯებდა ოთახში და სვავდა.აზრი არ ჰქონდა მოძებნას,ან ამ უცხო ქალაქში სად უნდა მოეძებნა?ერთადერთი იმას შიშობდა,რომ ამ ქვეყანაში ხშირი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების გატაცება და მათ ხელში არ აღმოჩენილიყო.რომ მშვიდობით დაბრუნებულიყო…
უკვე შუაღამე იყო,როცა ნომრის კარი გაიღო და ტატიანა შემოვიდა. დამშვიდებული ჩანდა,მაგრამ სავარძელში მჯდომმა ნიკოლამ მაინც შეამჩნია მისი ნამტირალევი თვალები.სასმლით სავსე ჭიქა გვერდით გადადო და მას მიაჩერდა.
-სვავ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ტატიანამ.
ნიკოლა წამოდგა,მაგრამ თავი ვერ შეიკავა და დაბარბაცდა.სავარძლის სახელურს დაეყრდნო,რომ არ დაცემულიყო.
-სვავ კი არა მთვრალი ხარ,ფეხზე ძლივს დგახარ,-მივარდა ტატიანა,მხარქვეშ ამოუდგა და საწოლისკენ წაიყვანა.
-არ ვარ მთვრალი,ჩემით წავალ.
-ნიკოლა,-თვალები დაუბრიალა გოგომ.
-არ გეჩვენება რომ გაბრაზების უფლება მე უფრო მაქვს ვიდრე შენ.
-არ მეჩვენება.
-ტატიანა ნუ მაღიზიანებ,ნუ ცდილობ ჩემს გაბრაზებას.-ხმას აუწია ნიკოლამ.
-ახლა ისევ უნდა ვიჩხუბოთ?
-მე არ მიჩხუბია,ეს შენ დაიწყე,მე უბრალოდ პასუხს გცემ იმაზე რაც დაიწყე.როგორ წახვედი?როგორ დამტოვე,ისე რომ არც კი მომისმინე.
-რაც საჭირო იყო ,ის მითხარი და გავიგე.მეტი რაღა დაგრჩა სათქმელი?
-არა,მე არაფერი არ მითქვამს,ჯერ არ მითქვამს,აქამდე ვცდილობდი მიმეხვედრებინე,ისე ვიქცეოდი,რომ მეგონა გაიგებდი იმას თუ რას ვგრძნობდი შენს მიმართ.მეგონა მიხვდებოდი,მაგრამ ვერ მიხვდი. მეგონა საქციელი უფრო მეტი იყო,ვიდრე სიტყვა მიყვარხარ-ის თქმა.
-ანუ გიყვარვარ?-თვალები გაუბრწყინდა გოგოს,მაგრამ ნიკოლამ ხმა არ გასცა,საწოლზე გადაწვა და თვალები დახუჭა…
დამნაშავედ იგრძნო ტატიანამ თავი. ბიჭა ეძინა,ის კი საწოლის კიდეზე ეჯდა და მის უშფოთველ სახეს ათვალიერებდა.მიხვდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სახე და რამდენად მისეული გამხდარიყო.რომ აღარ სურდა მის გარეშე ცხოვრება.
მეორე მხრიდან მოუარა საწოლს, ტანსაცმელი გამოიცვალა, გვერდით მიუწვა ქმარს და მაგრად ჩაეხუტა,ისე თითქოს იმ საღამოს ვინმე წაართმევდა…
მართალია ნაწყენი იყო ამირეჯიბი, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა როცა ტატიანა დაინახა გვერდით მასზე ჩახუტებული,წამსვე დაავიწყდა გუშინდელი ჩხუბი და ჩაეღიმა.ხელი მოხვია და თმის წვალება დაუწყო.
მალევე გაეღვიძა გოგოსაც,ქვემოდან ახედა და ნიკოლას მომღიმარ სახეს წააწყდა.
-პირველად და უკანასკნელად მოხდა ის რომ ისე მეჩხუბე და დამადანაშაულე,არც კი მომისმინე. -მკაცრად უთხრა მან,მერე გოგოს ზემოდან მოექცა და კოცნა დაუწყო.
-და კიდევ დაიმახსოვრე საწოლი ერთადერთი ადგილია სადაც ცოლ-ქმარი აუცილებლად რიგდება..
-ხომ იცი კარგი მოსწავლე ვარ? ყველაფერს ადვილად ვითვისებ და ვიმახსოვრებ.-გაიცინა მან და მისმა კისკისმა ნიკოლას გონება დაუბინდა. უფრო მეტად გახელდა და პირველი ჩხუბის შემდეგ პირველი შემარიგებელი სე...ი ჰქონდათ..
*****
იმ დღეს და მეორე დღესაც რამდენჯერმე შეამჩნია ტატიანამ ლიკა,რატომღაც სულ მათ სიახლოვეს ტრიალებდა,იქ ჩნდებოდა სადაც ისინი იყვნენ და ამჯერად მარტო. მაშინვე მიუხვდა ტრიუკს გოგო და ერთი წუთით არ ტოვებდა ქმარს. უმეტეს დროს აუზზე ატარებდნენ. ნიკოლა სულ აფრთხილებდა მზეზე დიდხანს ყპფნას და წყალში ხშირად ჩასვლას მოერიდეო,მაგრამ არ უჯერებდა. ჯიუტად იწვა მზის გულზე რუჯის მისაღებად…
საღამოობით მზე რომ ჩავიდოდა სასეირნოდ გამოვიდოდნენ. დადიოდნენ ძალიან ბევრს. ათვალიერებდნენ მაღაზიებს და სხვადასხვა სუვენირებს. ყიდულობდნენ რაც მოეწონებოდა რამდენიმე დღეში იმდენი ბარგი დაუგროვდათ,რომ ვეღარ ტევდნენ ჩემოდნებში და ახლის ყიდვა მიუწიათ.
ათვლიერებდმენ მუზეუმებს,სხვა ქალაქებს,ნილოსზეც გაისეირნეს, თუმცა ეს ყველაზე მეტად დამღლელი იყო და ტატიანამ მთელი დღე იწუწუნა.
-მაპატიე კარგი?-სთხოვა მოულოდნელად საღამოს ნიკოლამ.
-რა გაპატიო?-გაუკვირდა გოგოს.
-როცა ტურისტულ კომპანიაში საგზურს ვყიდულობდი,შენც უნდა წამეყვანე და ერთად უნდა შეგვერჩია ეს ყველაფერი-მარშუტიც და ქვეყანაც.
-ნუ დარდობ,ყველაფერი კარგი და მშვენიერია,არ ინერვიულო.მე მომწონს და მეც აუცილებლად ამ ქვეყანას ავირჩევდი ისეთი შთამბეჭდავი ადგილები აქვს.-გაუღიმა ტატიანამ.
-ცდილობ რომ გამამართლო ხო?
-იცი როცა გავიგე რომ შენზე უნდა დავქორწინებულიყავი,დედამ ერთი დარიგება მომცა და ახლა ვფიქრობ რას გულისხმობდა ის.
-და რა გითხრა ჩემმა სიდედრმა ასეთი?
ტატიანას გაეცინა დედის ამ სტატუსით მოხსენიებაზე.
-მითხრა კარგ კაცს მოსიყვარულე ცოლი ჰყავსო.მიიღე ისეთი როგორიც არის და არ შეეცადო მის შეცვლასო. მეც მალევე მივხდი ამას,როცა რამეს აკეთებ ჩემს დაუკითხავად, თავს შენს ადგილზე წარმოვიდგენ და ვრწმუნდები რამდენად სწორია შენი ესა თუ ის გადაწყვეტილება..
-მიხარია თუ ასე ფიქრობ.აი სამაგიეროდ შენ უნდა დაინახო შენი თავი ჩემი თვალით და შენ იმას მიხვდები რამდენად საყვარელი და კარგი ხარ.-ნიკოლამ ცოლს მხარზე მოხვია ხელი და იმ ქუჩაზე მოუხვიეს სადაც მათი სასტუმრო იყო…
მეორე დღეს უდაბნო მოინახულეს. აქლემებით გაისეირნეს.ბედუინებს შეხვდნენ.აღფრთოვანებულები იყვნენ სამყაროს ერთ-ერთი საოცრების ხილვით…თუმცა ტატიანა შუადღეს ძალიან დაიღალა,ნიკოლამ შეწყვიტა ტური და უკან წამოვიდნენ გამყოლთან ერთად. გზაში მზემ უფრო მეტად დააცხუნა და უფრო მეტად მოეშვა გოგო.ნიკოლას ჩაუდო თავი კალთაში,უკანა სავარძელზე მოიკეცა და ასე იყო სასტუმრომდე.
-რატომ არ გინდა ექიმთან წამოსვლა ვერ ვიგებ,-გაუწყრა ნიკოლა და ხელში აიყვანა.-იქნებ რამე ცუდია?
-გამოვიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება.უპასუხა გოგომ და თავი მკერდზე მიადო.
საწოლზე მიაწვინა ნიკოლამ და გვერდით მიუწვა თვითონაც.ტატიანას მალევე ჩასთვლიმა,მაგრამ მაინც კარგად გაიგონა,როგორ დარეკა ნიკოლას ტელეფონმა და როგორ გაუთიშა ხმა.მერე ადგა ფრთხილად და ნომრიდან გარეთ გავიდა. მასინვე გამოფხიზლდა ტატიანა,ეჭვიანობამ შეიპყრო და ვეღარ მოხუჭა თვალი.ის რომ ლიკა აქ იყო და ნიკოლამ მასთან ურთიერთობა დაასრულა,სულაც არ ნიშნავდა იმას რომ მშვიდად ყოფილიყო…
როგორც კი მიხვდა ნიკოლა რომ მარტო იყო,მაშინვე გადარეკა.
-ნიკო მარტო ხარ?ტატიანა შენს გვერდით ხომ არაა?
-არა ნანკა,მარტო ვარ რა მოხდა?ხო მშვიდობაა?-შეშფოთება დაეტყო კაცს.
-კი,კი,მშვიდობაა,უბრალოდ მაინტერესებს როდის ბრუნდებით?
-ხვალ საღამოს მანდ ვიქნებით.
-არ ვიცი იცი თუ არა,მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამ თემაზე არც კი გილაპარაკიათ და არც იცით არც ერთმა.ხვალ მისი დაბადების დღეა.
-მართლა არ ვიცოდი ნანკა.როგორ მცხვენია რომ ცოლის დაბადების დღე არ ვიცი.
-არაუშავს,მე უბრალოდ იმიტომ გირეკავ,რომ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ავღნიშნავდით და ყოველთვის განსხვავებულად უყვარდა.მაინტერესებს სიურპიზი რომ მოვუწყო შენ რამე ხომ არ გაქვს დაგეგმილი?
-არა,არა პირიქით ძალიან გამიხარდება და მეც შემოგიერთდები. რაც გინდა ის დაგეგმე და მე პირდაპირ იქ მოვიყვან ტატიანას. შენ უბრალოდ საბას შეეხმიანე და მკგეხმარება.მარტო ცოდო ხარ.
-აუცილებლად,სუპერ სიძე ხარ რაა,- მხიარულად შესძახა გოგომ. ამირეჯიბი დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა,ხელშივე შერჩა,რადგან ტატიანა დაინახა მისკენ მიმავალი გაბრაზებული სახით.
-ვის ელაპარაკებოდი?
-შენ რატომ ადექი?
-მიპასუხე რომ გეკითხები,
-ანგარიში უნდა გაბარო?-
-მგონი მაქვს უფლება რომ გკითხო,შენი ცოლი ვარ. ლიკა იყო ხო? ამიტომ გამოხვედი ოთახიდან,მარტო რომ დალაპარაკებოდი და ხელი არ შემეშალა.
-სისულელეებს ლაპარაკობ.გითხარი მზისდარტყმა გაქვს თქო და არ დამიჯერე,-გაეცინა ნიკოლას მის ეჭვიანობაზე.მობრუნდა და ნომრისკენ დაიძრა,ტატიანა უკან აედევნა ჩხუბით.უეცრად თავი ცუდად იგრძნო,თავბრუ დაეხვა და ნიკოლას რომ არ ეყოჩაღა ძირს დაეცემოდა.
-გითხარო ცუდად ხარ-თქო და არ დამიჯერე,ახლა დაწვები და აღარ ადგები სანამ არ წავალთ იქამდე.-ხმა გაიმკაცრა და ტატიანაც გაიტრუნა, თუმცა ეჭვიანობისგან ისე იყო გაბრაზებული რომ ზურგი შეაქცია მეუღლეს და გაებუტა. კაცს ეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე და არ იმჩნევდა,მაგრამ საყვარლად რომ გამობუსხა ტუჩები ვერ მოითმინა, წამოიწია, აკოცა და ისიც გადმობრუნდა საპირისპირო მხარეს. არ შეიმჩნია მაგრამ ესიამოვნა გოგოს და ჩაეღიმა კიდეც,მერე თვალები დახუჭა და ბედნიერს ჩაეძინა.
*******
თბილისში საღამოს ჩამოფრინდნენ. ჯერ კიდევ ეგვიპტის აეროპორტში აიტეხა ნიკოლამ მაღაზიებში შევიდეთ და რამე კაბა აარჩიეო,ტატინას გაუკვირდა,მაგრამ უარი ვერ თქვა, როგორც კი სასურველი კაბა მოისინჯა, აღარ გაახდევინა და ასე წამოიყვანა იქიდან.გოგოს ბუზღუნის თავი აღარ ჰქონდა და ძალაგამოცლილს მთელი გზა ეძინა.
ტაქსში ისხდნენ,როცა ნიკოლას ტელეფონმა დარეკა.უპასუხა და სასურველი ინფორმაცია რომ მიიღო,მძღოლს მისამართი შეაცვლევინა.
-სად მივდივართ?-ჰკითხა ტატიანამ.
-საბა უნდა წამოვიყვანოთ. რესტორნშია მთვრალი და ვიღაცეებს ეჩხუბა.-იცრუა ოსტატურად
-ოჰ,ჯანდაბა რაა,არადა მე სახლში მეჩქარებოდა.
-სულ ორი წუთით შევჩერდებით, გამომაყვანინებ და წავალთ…
რამდენიმე წუთი დასჭირდა სასურველ მისამართამდე მისვლას.
-გადმოდი,-კარი გაუღო ნიკოლამ და გვერდით ამოიყენა.მძღოლს ჩუმად გადაუხადა ფული და დალოდება სთხოვა,მერე კი ცოლთან ერთად შიგნით შევიდა რესტორანში. ტატიანას თვალები შუბლზე აუვიდა და მოულოდნელობისგან გაშეშდა ჩაბნელებულ დარბაზში უცებ შუქი რომ აინთო და უამარავი ადამიანი დახვდა იქ.ძირითადად ოჯახის წევრები, მეგობრები და მათთან დაახლოებული პირები.დაბადების დღის მისალოცი სიმღერა დაიწყო და ჭერიდან ფერადი ფურცლების წვიმა წამოვიდა.დარბაზი მთლიანად მორთული იყო ბუშტებით და ინტერიერიც საოცრად ორიგინალურად მოწყობილი.
-დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო..-უჩურჩულა ნიკოლამ ყურში და პატარა კოლოფი გახსნა,საიდანაც ულამაზესი ყელსაბამი ამოიღო. გაუკეთა,მერე თავისკენ მოატრიალა, შეაფასა,ნამდვილად უხდებოდა, ლოყაზე აკოცა და ხელი ჩაჰკიდა.
-სიტყვებს ვერ ვპოულობ,არც კი ვიცი რა ვთქვა.
-ნუ მეტყვი ნურაფერს,შენს თვალებში ვკითხულობ,იმას,რისი დანახვაც მინდა.-გაუცინა ნიკოლამ.
-ტატიი,გილოცავ საყვარელო.- მოეხვია ნანკა,-ხომ მოგეწონა?-ჰკითხა მერე.
-ძალიან,ძალიან მომეწონა.
-შენმა ქმარმა სრული თავისუფლება მომცა,რაც მინდოდა ის უნდა გამეკეთებინა,ასე რომ იამაყე მისით.როგორც კი დავურეკე მაშინვე ყველაფერზე დამთანხმდა
-ესეგი შენც იცოდი?
-კი,ვიცოდი
-ნანკას ელაპარაკებოდი ხოლმე ტელეფონზე?-მიუბრუნდა ქმარს.
დასტური რომ მიიღო თავი საშინლად იგრძნო,სინდისის ქეჯნამ არ მოასვენა. როგორ უსამართლოდ მოექცა,როგორ აწყენინა და ეჩხუბა, მან კი არაფერი თქვა თავის გასასამართლებლად.
-ჩემო გოგო,მოდი ჩემთან,მოგილოცო, -მისკენ დაიძრა ჯინა და ფიქრებიდან გამოარკვია.-ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო.შენი საჩუქარი იქ დავდე მაგიდაზე.დანარჩენებიც იქაა და სახელები აწერია,კი მიხვდები,რომ სათითაოდ არ მოგაწოდოთ.
-დიდი მადლობა,არ იყო საჭირო, რატომ შეწუხდით?-გაუღიმა ტატიანამ.
-ეს რა შეწუხებაა?შენ ამაზე მეტს იმსახურებ..
-არ მინდა მეტი,მე უბრალოდ მინდა რომ თქვენ,ჩემი საყვარელი ადამიანები იყოთ ჩემს გვერდით..
-ჩემი მოკრძალებული გოგო,ასეთი კარგი როგორ გაზარდეთ?-მიუბრუნდა მერე ქეთინოს.
-თავიდანვე განსხვავებული იყო, როგორც კი დაიბადა მაშინვე,-გაეცინა ქეთინოს.
ყველამ რომ მიულოცა,მერე სუფრასთან გადაინაცვლეს, ერთობოდნენ და მხიარულობდნენ, ცოტა დალიეს კიდეც,მერე მუსიკა ჩაირთო და აცეკვდნენ.ნიკოლამ ტატიანა საცეკვაოდ გაიწვია,წელზე მოხვია ხელი და ნაზად ააყოლეს სხეულები მუსიკას.
-მეჩვენება თუ საბა ნანკას უჟუჟუნებს თვალებს?-ჰკითხა ტატამ.
-არ გეჩვენება,მაგრამ მოდი ახლა მათ შევეშვათ და მითხარი კიდევ ცუდად ხომ არ ხარ?
-არა,გადამიარა,აშკარად მზის ბრალი იყო,ეტყობა დიდხანს რომ მომიწია მზეზე სიარული ამან იმოქმედა…
-გინდა ხვალ ექიმთან წავიდეთ?
-კარგად ვარ ნიკოლა კარგად.-გაუცინა გოგომ,-ნუ ნერვიულობ.
-კარგი როგორც გინდა.მაგრამ თუ ისევ ცუდად გახდი ხომ მეტყვი?
-გეტყვი..ისე რა მალე დასრულდა არა ჩვენი დასვენება?
-რატომ?
-ხვალიდან სამსახურში არ ბრუნდები?
-ვინ გითხრა რომ დასრულდა ან ვბრუნდები? წინ კიდევ ორი კვირა გვაქვს,შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა შემოვიაროთ.დავიჯერო ყველაფერი ნანახი გაქვს?
-არა,არ მაქვს.
-ხოდა ხვალ დავისვენოთ და თან დავგეგმოთ სად წავალთ.
-კარგი,-გაუღიმა ტატიანამ.
წვეულება გაგრძელდა ჩვეულ რიტმში როგორც ხდება ხოლმე მაღალ საზოგადოებაში...
უკვე გვიანი იყო,ნიკოლა ვერანდაზე იდგა,მოაჯირს დაყრდნობოდა და ქალაქის ხედით ტკბებოდა.. ტატიანა მიუახლობდა,ზურგიდან აეკრო,წელზე შემოხვია ხელები და თავი ზურგზე დაადო.
-დაიღალე?
-არა.
-აბა აქ რატომ ხარ?
-სუფთა ჰაერზე გამოსვლა მომინდა,იქ ძალიან დაცხა,-მობრუნდა,გოგოს წელზე მოხვია ხელი და მიიხუტა.
-გინდა წავიდეთ?
-უხერხულია,ჯერ სტუმრები არ წასულან.
-მერე რაა,ჩვენი მშობლები გააცილებენ.საპატიო მიზეზი გვაქვს..
-ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ,.
-მადლობა,ნიკო.დიდი მადლობა ყველაფრისთვის.მართლა სასიამოვნო სიუპრიზი იყო ეს ჩემთვის…
-ყველაფერს გავაკეთებ რომ შენს სახეზე ეს ღიმილი არასოდეს გაქრეს,-მოეხვია და ჩაეხუტა ნიკოლა.
-იცი,როცა პირველად მამამ მითხრა რომ უნდა გავთხოვილიყავი და სრულიად უცხო მამაკაცის ცოლი გავმხდარიყავი,მეგონა ყველაფერი დასრულდა.მეგონა დაინგრა ჩემი ცხოვრება,დაიმსხვრა ოცნებები, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ქალის ცხოვრებაში ეს ყოფილა მთავარი- ოჯახი, ქმარი და შვილები.მას ვერაფერი შეცვლის.
-ჩემო ტატიანა,-გაეღიმა ნიკოლას და ცოლს მოეხვია.-მგონი მართლა აჯობებს გავიპაროთ,რადგან უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდიხარ..
ტატიანამ ეშმაკურად აათამაშა თვალები და ქმარს ლოყაზე აკოცა…
ნორმალურად დასვენება ვერ მოასწრეს,რომ მეორე დღეს საბა და ნანკა დაადგნენ თავზე და მყუდროება დაურღვიეს.
-კარგი იქნებოდა გაგეფრთხილებინე მოსვლას რომ აპირებდი,-გაეხუმრა ნიკოლა ძმაკაცს.
-ხელი შეგიშალეთ?-ხმას დაუწია მან და სამზარეულოში მოფუსფუსე გოგოებს გახედა.
-შენ წარმოიდგინე და კი.
-არ მითხრა რომ…
-გაჩერდი საბა,ამ თემას არ შეეხო. -თვალები დაუქაჩა ამირეჯიბმა.
-რა გჭირს ბიჭო?უცხო ხომ არ ვარ.არაფრის თქმას არ ვაპირებ, უბრალოდ უნდა აღმენიშნა რომ მიხარია თუ ამ მხრივაც მოგვარდით და კარგად გაქვთ ყველაფერი.
-მართლა ყველაფერი შესანიშნავადაა, იმდენად კარგად რომ ხანდახან მეშინია ეს სიზმარი არ იყოს და ისეთივე დასასრული არ ჰქონდეს როგორც იმ ამბავს.
-მორჩი,შეეშვი დაივიწყე წარსული. ნუ ადარებ ლიკას და ტატიანას ერთმანეთს.
-არ ვადარებ.უბრალოდ იქ ლიკა შეგვხვდა და ეს ტატიანას არ ესიამოვნა.ამაზე დიდი კამათიც კი მოგვივიდა.
-რა გიკვირს რომ ასე მოიქცა?იეჭვიანა ალბათ.შენც ასე არ ხარ?არც შენ მოგწონს როცა მის გვერდით რომელიმე მამაკაცს ხედავ,მითუმეტეს როცა დიტოსთან აკავშირებენ.
-ხო აი ეგ მაგიჟებს,ტიპი როგორი უტიფარია და როგორი არაკაცი საყვარელ გოგოს მის დაქალთან უღალატა და კიდევ აქეთ აქვს პრეტენზიები.
-შენ რა იცი?
-ტატიანამ ყველაფერი მომიყვა, მითხრა როგორ წაასწრო ერთად დიტოს აგარაკზე.სიუპრიზის მოსაწყობად წავიდა და აქეთ მოუწყეს იმ ორმა სიუპრიზი.
-ახლა გასაგებია ყველაფერი.ამიტომ მტრობენ ერთმანეთს.
-იცი კიდევ რაღაც მოხდა იქ. -შეყოყმანდა ნიკოლა

-მიდი ბარემ ბოლომდე მომიყევი.
-ტატიანას ვუყვარვარ…
-რაა?-ლუდი გადასცდა ბიჭს და კინაღამ დაიხრჩო.
-ხო.წამოსცდა თუ გააზრებულად მითხრა არ ვიცი,მაგრამ ნამდვილად გულწრფელი იყო.
-ასე მალე შეუყვარდი?იქნებ ეშლება? იქნებ ვერ არკვევს რას გრძნობს სინამდვილეში?რაც არ უნდა იყოს მისთვის თუ პირველი ხარ
აღფრთვანებული ყველა ვარიანტში იქნება.იქნებ ვერ არკვევს ეს რა გრძნობაა სინამდვილეში?-ხმას კიდევ უფრო დაუწია საბამ.
-მეც ასე მეგონა,მეც ეგ ვიფიქრე თავიდან,მაგრამ ის არ ცდება. ნამდვილად იმას გრძნობს რასაც ამბობს.მე კი უბრალოდ იმდენად შემეშინდა ამის რომ არაფერი მითქვამს,იმის შეგრძნება მაქვს რომ იმედგაცრუებული დავტოვე. არადა ვიცი ჩემგან უფრო მეტს მოელის.
-შენ რატომ ხარ ასე?მიდი ბარემ ბოლომდე დაიხარჯე?მე ხომ შენი ფსიქოლოგი ვარ.-გაეცინა ბიჭს.
-მეც მეშინია საბა,ძალიან მეშინია,იცი რატომ?ისევ იგივე რომ განმეორდეს? ისევ ისე რომ დავრჩე იმედგაცრუებული??
-მესმის შენი,დიდი დრო არ გასულა რაც ის ამბავი მოხდა ლიკასთან. ისევ ხომ არ გიყვარს ბიჭო?
-აქამდე მეგონა რომ ასე იყო,ახლა კი როცა იქ ვნახე,მივხვდი რომ მის მიმართ არაფერს არ ვგრძნიბ, საერთოდ არაფერს.
-ხოდა ძალიან კარგი თუ ასეა, გრძნობებს მიენდე ნიკოლა. შენს გულს ენდე,-გაეცინა საბას და მეგობრულად მხარზე დაჰკრა ხელი..
გოგოები სამზარეულოში საქმიანობდნენ,უმეტესად ტატიანა, ნანკა კი ენას არ აჩერებდა.
-აი მაგიჟებს რაა,ისიც და შენც ცალკე გადაგყავარ ჭკუიდან. ერთად ხართ,ერთად გძინავთ.ამბებში ხართ და მაინც ვერ გაგიბედავთ ერთმანეთისთვის იმის თქმა თუ როგორ გიყვართ.-ნანკა უკან გადაიხარა და მოლაპარაკე ბიჭებს გამოხედა.
-მისი არ ვიცი,მაგრამ მე რასაც ვგრძნობ კარგად ვიცი და ეს მასაც ვუთხარი.მართალია მისგან იგივე პასუხი ვერ მივიღე,მაგრამ ვიგრძენი. მისი საქციელით ვიგრძენი. განსაკუთრებით მაშინ ცუდად რომ გავხდი.
-რაა?ცუდად გახდი?როდის?როგორ?- თვალები დააჭყიტა გოგომ.
-უდაბნოში,მზეზე თავბრუ დამეხვა და გული მიმდიოდა.
-დარწნუნებული ხარ რომ ეგ მზის ბრალია?იქნებ ორსულად ხარ?
-არა,გამორიცხულია.-დაიბნა ტატაც.
-რატომ?ექიმთან იყავი?
-იმიტომ რომ ციკლი მაქვს და გაგიჟებული ვარ რომ ვერ ვეკარები ქმარს,-გაეცინა გოგოს.
-აუუ,მე კიდევ იმედი მქონდა რომ ნათლული მეყოლებოდა..
-რა სისულელეს ამბობ ქალბატონო? სად მე და სად ბავშვი?ამ თემაზე არც კი გვილაპარაკია.იქნებ არ უნდა საერთოდ?თან ჩვენი მომავალი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
-სისულელეებს შენ ლაპარაკობ. რატომაა ეს შეუძლებელი? თქვენ უკვე გაქვთ მომავალი ერთად და ნუ უარობ, ნუ იხევ უკან.ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ორივე ამ ქორწინებას დათანხმდით.
-მეშინია ნან,ხანდახან შიში მიპყრობს იმის რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიზმარია და მალე გამეღვიძება.
-გაგეღვიძება,აუცილებლად გაგეღვიძება,ეს პერიოდიც გადაივლის,მერე უფრო უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს,უფრო მეტად შეეჩვევით,გრძნობებიც დამშვიდდება და ერთად ცხოვრების სხვა ეტაპზე გადახვალთ,მაგრამ ერთად რომ იყოთ ბოლომდე ესაა მთავარი.ერთმანეთის შენარჩუნება უნდა შეძლოთ..
-ჩემი ფილოსოფოსი გოგო,-გაეცინა ტატიანას და ჩაეხუტა.
-ტატი რას აკეთებ?დამსვარეე,-იყვირა მან და დაქალის მოშორება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და ერთიანად გააფქვილიანა ბერიძემ.
-თქვენ მანდ პიცას აცხობთ თუ მაიმუნობთ?-მოისმა ნიკოლას ხმა და მერე ისინიც გამოჩნდნენ.
-შენი ცოლი მაიმუნობს და არ მაცდის არაფერს,-შესჩივლა ნანკამ,-ნახე რა დღეში ჩამაგდო.
-ჩემმა ცოლმა ამ ბოლო დროს სახე გახსნა და ხუმრობების კორიანტელი დააყენა,არც სხვადასხვა ოინების მოწყობას ერიდება.
-წუწუნს იწყებ ნიკოლა?რა იყო ახალგაზრდა გოგოს ვერ აუბი მხარი?- გაეხუმრა საბა.პასუხად ნიკოლასგან კეფაში წამოთაქება მიიღო.
-გეყოთ კინკლაობა და სუფრას მივუსხდეთ,პიცა მზადაა,-ელექტრო ღუმელიდან ტაფა გამოიღო ტატიანამ და მათ წინ ააფრიალა.
-მადის აღმძვრელად გამოიყურება,- მისი სურნელი შეისუნთქა ნიკოლამ.
-მიბრძანდით ბატონებო,ჩვენც მოვდივართ,- ნანკამ უკვე მომზადებულ სალათს დასტაცა ხელი და ბიჭებს წინ გაუძღვა..
რამდენიმე წამში ოთხივე სუფრას უჯდა და მხიარულად ვახშმობდნენ.
-იცით როცა გავიგე რომ ტატიანაზე დაქორწინება მიწევდა,მეგონა რომ ერთმანეთს ვერ გავუგებდით და აუტანელი იქნებოდა ჩვენი ერთად ყოფნა.საბედნიეროდ მალევე მივხვდი რომ ის სულ სხვანაირი იყო და არანაირად არ ჰგავდა იმ ტატიანას, მასზე რომ საუბრობდნენ.
-და რას ამბობდნენ ჩემზე?-წარბები აქაჩა გოგომ.
-რომ უზრდელი,უსაქმური და გართობის მოყვარული იყო,არაფრის მაქნისი და ჩხუბისთავი და კიდევ უამრავი საშინელება.
-ტატიანა ასეთია,სპეციალურად იქცეოდა ასე,გარდატეხის პერიოდში დაუმორჩილებელ გოგოდ იქცა და მშობლებს ძალიან აბრაზებდა. ვერავინ იმორჩილებდა.მერე დაჭკვიანდა,მაგრამ ხალხის თვალში მაინც ასეთად დარჩა.
-კარგია რომ სხვებს არ დავუჯერე და საკუთარი თვალით ვნახე როგორია ის სინამდვილეში.
-და როგორი ვარ?-ღიმილით ჰკითხა ტატიანამ.
-ჭკვიანი,ლამაზი,მამაცი,საუკეთესო დიასახლისი და საუკეთესო ცოლი, ისეთი როგორსაც ყველა კაცი ინატრებდა.-მისი ხელი ხელში მოიქცია ნიკოლამ და ხელის ზურგზე აკოცა.
-მოდით ჩემზე საუბარს მოვრჩეთ და იცით რაზე ვისაუბროთ?როგორ გავატაროთ ზაფხულის დარჩენილი დღეები.
-სადმე წავიდეთ.მთაში მაგალითად ან ზღვაზე.
-ნანკა მართალია,ჩემთან წავიდეთ რაჭაში,-იდეა წამოაყენა საბამ.
-მორჩა გადაწყდა ხვალ მივდივართ.
-ტატიანამ უკვე გადაწყვიტა,შენს განკარგულებაში ვარ საყვარელო, მიბრძანე რაც გინდა.
-კარგი,საყვარელო,ამაღამ მოგხედავ,-უჩურჩულა ყურში.
-მაშინ ჩვენ წავალთ,მომზადება ხომ გვინდა,-წამოდგა ნანკა და საბაც თან მიჰყვა.
-ნანკას მე წავიყვან.
-აღარ დაგაყოვნებთ.დილით ადრე უნდა ავდგეთ,საბა ჯერ აქ გამოაიარე, მაღაზიებში წავიდეთ,ამასობაში გოგოებიც ჩაბარგდებიან და წავალთ.
-აბა თქვენ იცით,ღამე მშვიდობისა.
როგორც კი კარი მიხურა ტატიანამ და მობრუნდა,მაშინვე ნიკოლას შეეჯახა ცხვირით.მომხიბვლელად უღიმოდა კაცი.
-რა გჭირს?-გაკვირვებულმა ჰკითხა.
-მომენატრე..
-ასე მალე?
-რა ვქნა თავს ვერაფერს ვუხერხებ. ყოველ წუთს და ყოველ წამს მენატრები.-წელზე მოჰკიდა ხელი და კისერში წაეტანა საკოცნელად.
-რა გჭირს ადამიანო?გადაიკისკისა გოგომ,მაგრამ ამან უარესად გაახელა ბიჭი.-მეც ჭკუიდან გადაგყავარ ამირეჯიბო,მაგრამ დღესაც მოგიწევს თავის შეკავება.
-ისეევ!-იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა ბიჭმა...
*******
დილით ადრიანად გაიღვიძეს. დაპირებისამებრ ადრიანად დაადგათ საბაც და მამაკაცები საყიდლებზე წავიდნენ.უამრავი რამე იყიდეს,რაც შეიძლებოდათ იქ დასჭირვებოდათ. ბინა დაკეტილი იყო და მხოლოდ ასე სეზონურად თუ სტუმრობდნენ ისიც რამდენიმე დღით...
გადაწყდა საბას ჯიპით წავიდოდნენ. ყველაფერი საბარგულში ჩააწყვეს და ნანკას გაუარეს,მალევე ჩამოვიდა გოგო,დიდი დრო არ დასჭირვებია, აი ტატიანას კი ელოდნენ საკმაოდ დიდ ხანს.ბოლოს ნიკოლას მოთმინება დაელია,შესაბამისად სახლში გაბრაზებულმა ააკითხა,მაგრამ ტატიანა ისეთ ფორმაში დახვდა სულ დაავიწყდა ყველაფერი.
-ახლა წასასველები რომ არ ვიყოთ…
-მზად ვარ,მივდივართ?-საუბარი გადაიტანა გოგომ,და ნიკოლას ანიშნა ჩემოდნები წამოიღეო.
-ამდენი რა მოგაქვს?
-სხვათა შორის მანდ შენი ნივთებიცაა,ასე რომ ნუ წუწუნებ..
ბიჭები წინ მოთავსდნენ,გოგოები უკან.საჭესთან საბა დაჯდა და რაჭისკენ აიღეს გეზი. გზა ცოტა გაიწელა,დამღლელიც იყო და ხშირად ისვენებდნენ.გოგოები ენას არ აჩერებდნენ. ნანკამ გიტარა რომ გადმოიღო და დაკვრა დაიწყო და ტატიანა აჰყვა,მანდ საბოლოოდ გადაეკეტათ ორივეს. სასიამოვნოდ გაოცებულები და გაკვირვებულები დარჩნენ..
რაჭისკენ რომ გადაუხვიეს, გოგოებმა სიმღერა შეწყვიტეს და ბუნების სიმშვენიერით აღფრთოვანებულები გაოცებას ვერ მალავდნენ.
დაბინდებულზე ჩავიდნენ.სახლი პირდაპირ შაორს გადაჰყურებდა. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა.
-ნიკო,საყვარელო,მგონი აქ გვაქვს სამოთხე და
ჩვენ სხვაგან ვეძებდით, სხვა ქვეყანაში,-წამოიძახა აღფრთოვანებულმა ტატიანამ და ქმარს მიეხუტა.
-შენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ყველგან სამოთხეს უდრის ჩემთვის.-უპასუხა მან,ლოყაზე აკოცა და მერე მოიშორა,-ნუ მაცდენ,საბას უნდა მივეხმარო,ცოდოა მარტო ეზიდება ბარგს.
-უჟმურო,-მიაძახა ტატამ და ნანკასკენ წავიდა,რომელიც ფაქტიურად შაორთან იყო ჩასული.
-არ თქვა ახლა ბანაობას ვაპირებო.
-უკვე გვიანია,თორემ კი მინდა,ხვალ აუცილებლად ჩავალ წყალში,-უპასუხა მან და ხელები დაისველა გრილი წყლით.მერე სახეზე მოისვა და ცოტა გაგრილდა.-რაო შენმა პრინცმა?
-რაო და ზარმაცები ხართ ორივეო,-გაიხუმრა ტატამ.
-ისე შენ რა გითხარიო,სად გაგონილა ტატიანა ბერიძის სიზარმაცეო არ უთხარი?
-არა,შენ უთხარი,როცა სახლში მივალთ…
-აჰაა,აი მოდიან კიდეც,ყველაფერი ჩვენ ჩაგვაბარეს და თვითონ როგორ სეირნობენ ნახე.-გადაუჩურჩულა საბამ ნიკოლას და წინსაფარი შეისწორა.
-ამათ მართლა გაუტკბათ ჩვენი კეთილგანწყობა,-არც ნიკოლა ჩანდა მშვიდი.-სად ხართ აქამდე?სად დაბოდიალობთ ამ უცხო მხარეში? გარშემო ახლომახლო სახლიც კი არაა ნუთუ არ გეშინიათ?თან მობინდდა.
-კარგი რაა ქმარუკა,ნუ ბრაზობ,- მიეაფერისტა ტატიანა.
-გიხდება საბუნა ეს წინსაფარი,აბა რა მოგვიმზადე?მოგვშივდა ჩვენ.მხარზე ხელი ჩამოადო ნანკამ
-ესენი ახლა მასხარად გვიგდებენ?
-ასე გამოდის.
-ვიღაც მშიერი დარჩება.-თვალი ჩაუკრა საბამ ნიკოლას.
-აბა რა მოამზადეთ?-დათმო ტატიანამ.
-ეს სამწვადეა,გარეთ მწვადს შევწვავთ და იქ გავატარებთ საღამოს.
-ძალიან კარგია,მიხარია რომ ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი მამაკაცივით იქცევა.
-ეს მიწვევს ხო საბა?
-ასეა ძმაო.-გაეცინა მასაც.
ნიკოლამ თვალი ჩაუკრა საბას,უცებ ფეხებში სტაცა ხელი,კისერზე ტომარასავით გადაიკიდა და იქიდან გააქცუნა.
-მწვადს მიხედე საბა,მალე დავბრუნდებით.სულ არ მიუქცევია ყურადღება ტატიანას ყვირილისთვის დამსვიო.
-გადარეულები,-გაეცინა ნანკას.
-მერე იტყვიანს ერთმანეთს ვერ ვუგებთო.ერთმანეთისთვის არიან შექმნილები….
ნიკოლამ პირდაპირ საწოლზე დააგდო ტატიანა,ზემოდან მოექცა და წასასვლელი ორივე ხელით ჩაუკეტა.
-დიდი ხანი გავიდა რაც არ მიკოცნია შენთვის.
-ძალიან მოგენატრე?-გამომწვევად ჰკითხა გოგომ.
-ჯანდაბა ტატიანა,რას მიკეთებ?ასეთს რას მმართებ ამხელა კაცს ეს პატარა გოგო?-დაიჩურჩულა და კისერში წაეტანა.
-ნიკო სირცხვილია,ახლა არა,წავიდეთ მათ დავეხმაროთ,-წინააღმდეგობა გაუწია ტატიანამ.
-ესეგი არ გინდა?ესეგი ტყუილად გამომიწვიე?
-ნუ მიყვარს შენს ნერვებზე თამაში ხო იცი არა?
-ოჰ,ტატიანა,ოჰ,-ამოისუნთქა ნიკოლამ და გვერდით გადაწვა,მოშიშვლებულ ბარძაყებზე აატარა ხელი და მოეფერა.ტატიანას სხეულზე ეკლებმა დააყარა და თვალები დახუჭა.
-აკი არ მინდაო?-გაეცინა ნიკოლას.
-კარგი,მხოლოდ ერთხელ,-ვეღარ მოთოკა თავი და ზემოდან მოექცა ბიჭს…..
ნანკას და საბას მწვადი უკვე შეეწვათ, გარეთ სუფრაც გაეშალათ და მათ ელოდნენ.როგორც იქნა შეყვარებული წყვილიც გამოჩნდა.
-რადგან ცოცხლები ხართ არაფერს ვჩივით,-ეხუმრა საბა.
-შენ ენა გააჩუმე,-შეუღრინა ნიკოლამ.
-ძალიან მშიაა,მმმმ,რა გემრიელია,- სურნელი შეისუნთქა ტატიანამ.
-მოგშივდებოდათ აბა რა იქნებოდა,- მოურიდებლად თქვა ნანკამ და საბას თვალი ჩაუკრა ეშმაკურად.-აბა გვრიტებო ბოლოსდაბოლოს დაიწყეთ პატარა ნიკოლაზე ან ტატიანაზე მუშაობა თუ ჯერ ვერა?
დაბნეულმა გადახედა ორივემ ერთმანეთს და ვერაფერი თქვეს, ნანკამ ალბათ მათი ორივეს ჩუმი და ფარული სურვილი ხმამაღლა გააჟღერა,რაზე საუბარსაც ერთმანეთთანაც კი ვერ ბედავდნენ…
-მოდი ვჭამოთ,-საუბარი გადაიტანა ნიკოლამ და ეზოში გაშლილ მაგიდას მიუჯდა,დანარჩენებიც მას შეუერთდნენ,იმ ღამეს,პირველად გაატარეს ერთად მეგობრებთან ერთად ცოლ-ქმრის ამპლუაში მათი დასვენების პირველი დღე. ვახშამს მოჰყვა გათენებამდე კოცონთან ჯდომა,სხვადასხვა თემებზე საუბარი,მხიარულება,მერე ტატიანამ გიტარა ნანკას მიაჩეჩა დაუკარიო,მასაც უარი არ უთქვამს, მაშინვე ჩამოჰკრა სიმებს ხელი და ნაზი მელოდიები მიყოლებით ააჟღერა…. გამთენიისას მიაშურეს საწოლებს და გადაღლილებს და უძილოებს გვიანობამდე ეძინათ….
ნაშუადღევს გაეღვიძათ. არ მოასვენა გოგომ და ქმარიც გააღვიძა,აქ დასაძინებლად არ ჩამოვსულვართო..

საოცრად ჩაიარა პირველმა ერთობლივმა დასვენებამ მეგობრებთან ერთად.დადიოდნენ მდინარეზე,შაორზე,გრილდებოდნენ წყალში,მიდიოდნენ პიკნიკზე და ათვალიერებდნენ რაჭის ულამაზეს ბუნებას. კიდევ უფრო უკეთ გაიცნეს და გაიგეს ერთმანეთის ხასიათი და საბოლოოდ გადაწყვიტეს რომ ერთად იქნებოდნენ ცხოვრების ბოლომდე, ოღონდ ხმამაღლა არც ერთს არაფერი უთქვამს.ისევ სდუმდნენ,რატომ რომ გეკითხათ ვერც ერთი გიპასუხებდათ, მაგრამ ორივე აშკარად იხევდა უკან…
ეს იყო ტატიანას პირველი და ყველასგან განსხვავებული ზაფხული.დაუვიწყარი დასვენება, რომელსაც პირველად შეხვდა განსხვავებულ ამპლუაში -გათხოვილი ქალის რანგში…
უკან ბრუნდებოდნენ მამამისმა რომ დაურეკა და სთხოვა როცა მოახერხებდა მათთან მისულიყო,თან ქმარიც წაეყვანა.გაუკვირდა რატომ იბარებდა,ნიკოლასთვის იმ დღეს არაფერი უთქვამს.ხვალ ვეტყვი დღეს მაინც გვიანიაო.მეორე დღეს კი უკან ბრუნდებოდნენ და გულდაწყვეტილი იყო რომ ასე უცებ დასრულდა ყველაფერი...
ბარგიც არ ამოულაგებიათ,ისე დაიღალნენ მგზავრობით,იქვე დატოვეს შესასვლელში.პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა ნიკოლა და ტატიანაც თან გაიყოლა.
-წავალ რამეს მოვამზადებ, ვჭამოთ,- წინააღმდეგობა გაუწია გოგომ,მაგრამ ნიკოლამ არ გაუშვა,ხელი ჩაჰკიდა, გვერდით მიიწვინა,ორივე ხელი მოჰხვია და ჩაეხუტა,თვალები დახუჭა.
-დაიძინე გთხოვ,ყველაზე მეტად ახლა ეს მინდა,შენთან ჩახუტებული ძილი.
-მეც ჩემო სიმპატიურო ქმარო,მაგრამ რომ არ მეძინება.
-არ დაიღალე?-ჰკითხა ისე რომ თვალები არ გაუხელია.
-ნწ.-თავი გაუქნია მან.
-ასეთი ენერგიული და დაუღლელი ვის ჰგავხარ?-გაეცინა ბიჭს და თმაზე აკოცა.
-ხომ არ დამიბერდი ქმარო?ამ ბოლო დროს ძალიან იღლები,თანაც მალე.
-მე დავიღალე?გააჩნია შენ რას გულისხმობ დაღლაში.-ეშმაკურად უთხრა ბიჭმა.
-ზოგადად დაღლას და წუწუნსაც მოუხშირე.
-რაც მთავარია საწოლში ხომ მაგარი ვარ?
-მაგაში კიი,-თითები აატარა მის მკერდზე გოგომ
-მოისვენე და დაიძინე,არ მაქვს დღეს არაფრის თავი,-ისევ დახუჭა თვალები ბიჭმა.
-ნიკო,იცი რაღაც უნდა გითხრა,თან ორი და ხომ არ გაბრაზდები?
-ორი?-ისევ გაიღვიძა ბიჭმა
-კი ორი.
-რადგან არ მაძინებ,მიდი დაიწყე..
-ზეგიდან სამსახურში ბრუნდები,მე კი სახლში მომიწევს ჯდომა,აღარც უნივერსიტეტში ვივლი და მუშაობა ხომ არ დამეწყო?
-ამის აუცილებლობა არსებობს?
-არა,მაგრამ მინდა,რა გავაკეთო სახლში მარტომ?მთელი დღე?
-ის რასაც სხვა ქალები აკეთებენ.წადი მეგობრებთან ერთად გასართობად, საყიდლებზე,კაფეებში ყავის დასალევად..
-სერიოზულად გელაპარაკები..
-მეც.
-არ მინდა,-გაიბუტა გოგო და ზურგი შეაქცია.ნიკოლამ ამოიოხრა,მისკენ მიიჩოჩა,ზურგზე აეკრო და ყელში აკოცა.
-თავი დამანებე.ეგოისტი ხარ,გინდა სულ შენ გელოდო და სახლში ვიჯდე. შენ კიდევ იქ უამრავი ქალი გახვევია ირგვლივ,გასართობის მეტი რა გყავს..
-სულელო,-გაეცინა ბიჭს.-ეჭვიანობ?
-სულაც არა.-არ მოუხედია გოგოს.
-კი,ეჭვიანობ და თანაც ძალიან კარგად შეგიმჩნევია ის რომ ჩემთან ბევრი ქალი მუშაობს.
-დიდი ხნის უკან შევნიშნე ეგ და ნუ ცდილობ თავი აარიდო საუბარს.
-რა გინდა ტატიანა?-მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა მასთან მიეაფერიატებას.- საჩხუბრად მიზეზს ეძებ?
-არა,არ ვეძებ,მუშაობა მინდა..
-კარგი,ჯანდაბას,იმუშავე,მოგიძებნი რამეს ჩემთან.ან დაგეხმარები.
-შენთან არ მინდა.იტყვიან მერე ცოლი დაასაქმაო.მინდა ყველაფერს ჩემით მივაღწიო.
-რას აპირებ?ნანახი გაქვს რამე?
-არა,მაგრამ ვაკანსიებს გადავხედავ, თუ ვერაფერი ვნახე ,მერე მივიღებ შენს დახმარებას…
-კარგი,მეორე ამბავი?
-ხვალ მამაჩემმა მიგვიწვია თავისთან ვახშამზე.
-ოჰ,ეს უარესი ყოფილა.
-რატომ ამბობ ყოველთვის უარს ჩემს ოჯახში მოსვლაზე?რამე პრობლემა გაქვს მათთან?
-არა,არაფერი,ისე უბრალოდ, უხერხულად ვგრძნობ თავს..
-გთხოვ ნიკოლა,..
ისეთი სახე მიიღო ტატიანამ და ისე საყვარლად უყურებდა რომ უარი ვეღარ უთხრა,.
-კარგი წავიდეთ ხვალ საღამოს შენს მშობლებთან..
გოგომ ხელები შემოხვია კისერზე, ზემოდან მოექცა და ხმაურიანად დაუკოცნა ლოყები.
-მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ.- იმეორებდა და სახეს უკოცნიდა. ნიკოლას სიხარულით ევსებოდა გული, ენით აუღწერელს გრძნობდა და თავის გაკონტროლება გაუჭირდა. იმდენად ელემენტარული რამით მიანიჭა ბედნიერება ტატიანას.სახე დაუჭირა,თვალებში ჩააცქერდა და ხმადაბლა უთხრა.
-გონების დაკარგვამდე მიყვარხარ ტატიანა,არაამქვეყნიურად ალბათ, მეგონა სიტყვები არ იყო მნიშვნელოვანი და ქცევა საკმარისი იქნებოდა,მაგრამ მივხვდი რომ ესეც საჭირო ყოფილა.. მიყვარხარ და მინდა რომ ჩემი შვილების დედა გახდე…
-მე შენ აგისრულებ მაგ ოცნებას,ჩვენ გვექნება ოცნაებები,რომლებსაც ერთად ავისრულებთ,-უპასუხა ტატიანამ და ქმარს ჩაეხუტა.
******
კვირა საღამო დაპირებისამებრ ბერიძეებთან გაატარეს.დიდხანს ემზადებოდა ტატიანა,ნიკოლას მოთმინება დაელია და ბოლოს პირდაპირ სააბაზანოში შეუღო კარი. ისეთ ფორმაში დახვდა ცოლი,პირს მომდგარი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
-ასე მოდიხარ?
-კი,რა იყო?-მხრები აიჩეჩა გოგომ.
-მოიცადა რამე ხდება იქ ისეთი რაც არ ვიცი?
-არა,რა უნდა ხდებოდეს?
-აბა ასეთი გამოპრანჭული რატომ ხარ?
-შენთვის საყვარელო,-გაუცინა გოგომ და ჩაეხუტა.-მინდა სულ ლამაზი ვიყო,სულ ასე გამოვიყურებოდე, უკეთესადაც კი,რადგან გვერდით ასეთი მამაკაცი მყავს და ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმემ თვალი დაადგას..
-ეს რაღაც ახალია?ეჭვიანობის შემოტევები დაგეწყო.-გაეცინა ნიკოლას.
-ახლა,როგორც არასდროს,ისე მეშინია შენი დაკარგვის.
-ეგ არ მოხდება.-უპასუხა ნიკოლამ,- თუ მზად ხარ წავიდეთ.
-წავიდეთ,მზად ვარ,ისე მიხარია,რომ იმ კლასიკურ სამოსს თავი დააღწიე, ასე უკეთესია.-გაეცინა გოგოს…
ბერიძეების ოჯახი სრული შემადგენლობით შეკრებილიყო. ტატიანას გაუკვირდა კიდეც,ვერ ხვდებოდა რა იყო ამის მიზეზი.
-როგორ არ მიყვარს ეს ხალხმრავლობები და წვეულებები.
-კიდევ ერთი მიზეზი იმის რომ დამიბერდი,-გაეცინა ტატიანას.
-ხომ შევთანხმდით,-თითქოს ნაწყენმა უპასუხა ბიჭმა.
-რა ვქნა მიყვარს შენთან კამათი,შენი გაბრაზება…-გაუღიმა გოგომ და ამირეჯიბიც მაშინვე დატკბა…
-მაგის გამო დაისჯები,-უჩურჩულა ყურში და მანქანიდან გადავიდა. უკან მიჰყვა ტატიანაც.ხელჩაკიდებულები შევიდნენ სახლში…
ნიკოლას მშობლებიც მოეწვიათ,ჯინამ როგორც კი დაინახა შვილი და რძალი მაშინვე მათკენ წამოვიდა,თბილად მოიკითხა ორივე და საყვედურებიც არ დააკლო.
-თქვენ გართობის და ერთმანეთის გარდა გახსოვთ ვინმე საერთოდ?
-დედა ახლა არ დაიწყო.გთხოვ,- უპასუხა შვილმა.
-რა არ დავიწყო რაა? წეღან მე და ქეთინო ვლაპარაკობდით. ისიც ნაწყენია თქვენზე,თურმე არც მათთან მოდიხართ სტუმრად.
-დედა,ჩვენ ერთმანეთის გაცნობიის პროცესში ვართ და რა გიკვირს რომ აქეთ-იქით სიარულის მაგივრად ერთმანეთის გაცნობას ვუთმობთ დროს.
-მართლა?ესეგი გაუგეთ ერთმანეთს?
-ვცდილობთ ჯინა და მგონი ეს კარგად გამოგვდის,-ჩაერთო ტატიანა.
-ჩემო გოგო,ნეტავ იცოდეთ როგორ მიხარია,-მოეხვია ჯინა.
-ოჰ,სიძეს ვახლავარ,სიძეს,-გამოჩნდა სერგო და ნიკოლას ხელი ჩამოართვა, მეგობრულად ჩაეხუტა.
-როგორ ბრძანდებით ბატონი სერგო?
-აბა უყურე ეხლა ამას?რაღა დროს ბატონობაა ბიჭო?სერგო დამიძახე,- გაეცინა კაცს.
-აბა სუფრასთან მობრძანდით, ყველაფერი მზადაა,-ჩაერთო ქეთინო.
სერგომ სიძეს ხელი მოხვია და გვერდით მიისვა სუფრის თავში,რასაც ტატიანას უკმაყოფილება მოჰყვა.
-რა გჭირს ქალბატონო?ცოტა ხნით მათხოვე შენი ქმარი,სულ სახლში არ გყავს?
-მამაა,ახლა არ დაიწყოთ იცოდე ყანწებით დალევა და რაღაცეები.- დაიწუწუნა გოგომ



-შვილო შენ ხომ არ გავიწყდება რომ ქართველები ვართ და ეს ჩვენს გენშია?
-მამა...ნიკოლაა..-გაბრაზებულმა ვერაფერი მოიფიქრა და გაიბუტა. ნიკოლა გვერდით მიუჯდა და ყურში ჩასჩურჩულა:
-ტატი საყვარელო,დღეს მამაშენთან ერთად ვიქნები,მასთან ერთად ვიქეიფებ და ვეცდები გავუგოთ ერთმანეთს და უკეთ გავიცნო ის.არ გაბრაზდე გთხოვ.
-შეხედეთ ერთი ამათ.როგორ ეპრანჭებიან ერთმანეთს და როგორ უყურებენ.-ხმამაღლა წამოიძახა ჯინამ.
-ბოლოსდაბოლოს ორივე საკმაოდ კარგები არიან და რა გასაკვირია ეს?- ჩაერთო ქეთინო.
-დედა გეყოფა,მორჩით ჩვენზე საუბარს. ჩვენი ქორწინების მიზეზი და მიზანი ყველამ კარგად ვიცით და ნუ გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. მალე ამოიწურება კონტრაქტის ვადა,ალბათ ჩვენი ერთად ყოფნის დროც და მერეც ასე ილაპარაკებთ?
ეწყინა ნიკოლას,მერედა როგორ ეწყინა ტატიანას სიტყვები.
არადა ჯერ კიდევ გუშინ საბოლოოდ გამოუტყდა სიყვარულში ამდენი ხნის დუმილის შემდეგ.ახლა?ახლა რა იქნებოდა?ნუთუ ისევ ძველ მდგომარეობას უბრუნდებოდნენ?
-ხვალ სამსახურში მიდიხარ და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად,რომ დღეს დალიო,მითუმეტეს მამაჩემს აჰყვე,-გამოაფხიზლა ტატიანას სიტყვებმა.
-თუ ცუდად ვიქნები გავაცდენ,- უპასუხა უხეშად და სიმამრის გვერდით გადაჯდა,გაოცებული დატოვა გოგო.
სერგომ ჭიქები შეავსო და ფეხზე წამოდგა.
-მინდა ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გაგაცნოთ ყველას. დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა,ზუსტად 35 წლის უკან მე და ქეთინომ ერთმანეთს დავუკავშირეთ ჩვენი ცხოვრება -დავქორწინდით და მას შემდეგ ერთად მივდივართ. ერთად ვუმკლავდებით ცხოვრების სირთულეებს,გავზარდეთ და გზაზე დავაყენეთ ორი შვილი,რაც დამეთანხმებით არც ისე ადვილია. მინდა გისურვოთ ცხოვრებაში ყველას ისეთი სიყვარული როგორიც ჩენ გვაქვს.მინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრა მას როგორ ძლიერად მიყვარს ისევ ისე,როგორც მაშინ,-სერგომ სასმელი ბოლომდე გამოცალა.დანარჩენებმაც მიულოცეს და იგივე გაიმეორეს...
სასმელმა რომ გაჭრა სიმღერა შემოსძახეს.ტატიანა დაბოღმილი იჯდა და თითქმის არაფერი უჭამია, არც საერთო მხიარულებას უერთდებოდა. ამჩნევდა ნიკოლა ამას რომ უხასიათოდ იყო,მაგრამ არ იმჩნევა და არც რამე სანუგეშოს ეუბნებდა.
-ისე იცით ტატიანას მუშაობის დაწყება უნდა,-თქვა მერე და ყველას ყურადღება მიიქცია.
-ეს რაღაც ახალია,-გაეცინა ქეთინოს..
-რატომ გინდა მუშაობა შვილო?- ჰკითხა მამამ.-რამე გაკლია?
-არაფერი მამა,ყველაფერი მაქვს,მაგრამ უსაქმოდ ჯდომა არ მინდა.მთელი დღე და ნიკოლას მოლოდინში.
-ესეგი არ მოგწონს მე რომ მელოდები?
-არა,პირიქით,ძალიან მომწონს და სასიამოვნოცაა,მაგრამ მეც მინდა ჩემი საქმე მქონდეს და შემდგარი, დამოუკიდებელი ქალი ვიყო.
-მშვენიერია,რას ჩააცივდით ამ გოგოს? მე გიშოვი რამეს ჩემო ლამაზო,ამათ არ მიაქციო ყურადღება.-მიეფერა ჯინა.
-თუ გინდა ჩვენს ბანკში დაიწყე მუშაობა,შენთვის ერთ ადგილს გამოვნახავთ როგორმე.
-ეგ მეც შევთავაზე მამა,მაგრამ უარი თქვა..
-მაშინ აჯობებს ჩვენთან დაიწყო მუშაობა,ჩვენს კომპანიაში. ბოლოსდაბოლოს ერთ-ერთი მემკვიდრე ხარ.
-ჯერ ჩემით ვეცდები მამა,თუ ვერ ვნახე ვერაფერი,მერე მოგმართავთ თქვენ,ახლა კი თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. დავიღალე და დასვენება მინდა.
-ამას ხასიათი რატომ შეეცვალა? -გადაულაპარაკა ქეთინოს ჯინამ.
-არ ვიცი.არა, ნაკლები არ იყო, მაგრამ ახლა ნამეტანია.
-იქნებ გათხოვებამ შეცვალა?ხომ იცი როგორ იცვლებიან გოგოები ასეთ დროს?
-კი,მაგრამ მე უფრო სხვა რამეს ვფიქრობ.მათ შორის ყველაფერი რიგზეა?იქნებ პრობლემები აქვთ?იქნებ ჩვენ გვეჩვენება რომ ყველაფერი კარგად აქვთ?ან იქნებ ყველაფერი მოჩვენებითია?
-მეც სერიოზულად შევშფოთდი ეხლა.მემგონი ჩვენი მცდელობა რომ ერთმანეთს დაუხლოვდნენ უშედეგოა.
-ამასწინათ ტატიანა იყო მოსული და თითქმის გამოტყდა რომ ნიკოლა უყვარს.არ შემეშლებოდა.მე დედა ვარ და ყოველთვის ვხდები ის რას გრძნობს.
-მეც ვფიქრობ რომ ნიკოლა შეყვარებულია,რამდენიმე დღის უკან,როცა ჩემთან იყო სტუმრად ისე მელაპარაკა,როგორც შეყვარებული.
-აბა ახლა რა დაემართათ?ვაიმე არაა.-წამოიკივლა და უცებ აიფარა ქეთინომ პირზე ხელი,-იქნებ ორსულადაა და მისი ხასიათის ეს ცვლილება ამან გამოიწვია? -უჩურჩულა ჯინას.
-ნეტავ მართლა ასე იყოს, -სიხარულისგან ხელი ხელს შემოჰკრა ქალმაც და უკვე მთვრალ და მომღიმარ შვილს გადახედა.. .
ტატიანა კი გაბუტული იწვა საკუთარ ოთახში და ელოდა,ელოდა ქმარს, რომელიც სულაც არ აპირებდა მგონი ამაღამ დაძინებას.მითუმეტეს რომ ქვემოდან მუსიკის ხმაც მოესმა..
ნიკოლა სპეციალურად აგვიანებდა ასვლას,არ უნდოდა კამათი მოსვლოდათ, მითუმეტეს მისი მშობლების სახლში და მათ ენახათ ეს. ყველანაირად იკავებდა თავს.
უხმოდ მიუწვა გვერდით ჩაძინებულ გოგოს.ხელები შეეტყუპებინა ტატას,ლოყებქვეშ ამოედო და მშვიდად და თანაბრად სუნთქვდა. ულამაზესი იყო ან ნიკოლას ეჩვენებოდა ასე.როცა შეყვარებული ხარ,საყვარელ ადამიანზე ლამაზი და ანგელოზი არავინ გეჩვენება. უყურებდა ცოლს და მასზე ბედნიერი არავინ იყო,მაგრამ საქმე იმაშია რამდენხანს გასტანდა ეს?ამაზე დღეს სერიოზულად დაფიქრდა და პირველად,ცხოვრებაში პირველად შეეშინდა ტატიანას დაკარგვის… მის ოთახშიც,მის სახლშიც უცნაურად გრძნობდა თავს. ეს სულ სხვა იყო,ეს ოთახი ტატიანას ბავშვობას,ტატიანას ლამაზ მოგონებებს ინახავდა. ხო,სწორედ ამ ოთახში მოემზადა პირველად ნიკოლასთან და მის ბედთან შესახვედრად,სწორედ აქედან გამოიყვანა მამამისმა ქორწილის დღეს და მასთან მიიყვანა.კიდევ ერთხელ მოავლო,ოდნავ განათებულ ოთახს თვალი,თავი გააქნია,აბეზარი ფიქრები მოიშორა,გოგოს წელზე მოხვია ხელი,ზურგიდან აეკრო და ჩაეხუტა,თვალები დახუჭა,ცოლის სურნელი კიდევ ერთხელ შეისუნთქა და მასთან ერთად გადაეშვა სიზმრების სამეფოში…
მეორე დღეს რა თქმა უნდა თავი უსკდებოდა,ნაბახუსევზე გაეღვიძა, ტატიანა გვერდით არ დახვდა,საათს დახედა,სამუშაო დღე კარგა ხნის დაწყებული იყო. ამოიხორა და საბას გადაურეკა დღეს არ მოვალო განუცხადა,რასაც მისი მხრიდან მორიგი ხუმრობების კორიანტელი მოჰყვა. მასთან საუბარს რომ მორჩა,მაშინ შემოაღო კარი ტატიანამ ხელში ლანგარი ეჭირა და მასზე ცხელი წვნიანი იდო.
-ჩემს საყვარელ ქმარუკას საყვარელი ცოლისგან,-გაეცინა გოგოს,თითქოს სულაც არ ყოფილიყო გაბრაზებული გუშინდელზე..
-ასე გათამამებაც არ შეიძლება, -გაუღიმა ნიკოლამ და საწოლში წამოჯდა.ტატიანამ წინ დაუდო ყველაფერი და მობრუნდა რომ წასულიყო.
-სად მიდიხარ?-კოვზი უკან დააბრუნდა ნიკოლამ და მას მიაჩერდა.
-დედას უნდა მივეხმარო.
-იქნებ მე გამირბიხარ.
-რატომ უნდა გაგირბოდე?-მობრუნდა გოგო.
-ეგ შენ უნდა მითხრა,იქნებ ნელ-ნელა ცდილობ უშენობას შემაჩვიო, მითუმეტეს რომ მალე კონტრაქტის დრო ამოიწურება?- როგორც იქნა სასურველ თემას შეეხო ბიჭი.
-ეგ რა შუაშია?ან რატომ ფიქრობ ასე?
-წუხანდელიდან გამომდინარე.
-ჭამე და მერე შხაპი მიიღე,ქვემოთ დაგელოდები.ნუ ფიქრობ მაგაზე,-აუღელვებლად უპასუხა გოგომ,მობრუნდა და წასასვლელად მოემზადა,მალე მოესმა ნიკოლას ხმა.
-ჩემ ცხოვრებას შენი სურნელი აქვს უკვე,ისევე როგორც ამ საწოლს,ასე რომ რაც არ უნდა ეცადო არ გამოგივა ჩემგან წასვლა.
ტატიანას ბედნიერებისგან გაეღიმა, მაგრამ კარის სახელურისთვის ხელი არ გაუშვია, მარტო დატოვა ნიკოლა..
******
სამსახურის პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა,როგორც ელოდა.ვერც მისმა გავლენამ და ცნობადობამ გაჭრა,ან სადაც გაჭრა იქ სიტუაცია არ მოეწონა.დადიოდა გასაუბრებებზე და ყოველი გასაუბრებიდან იმედგაცრუებული ბრუნდებოდა. მითუმეტეს ცოტა აირია,როცა ნიკოლასთან ურთიერთობა დაეძაბა, რატომღაც გაურბოდა ქმარი.ამის დაგვირგვინება იყო,ორ დღეში რომ გამოუცხადა საქმიან შეხვედრაზე მივდივარო,ცოტა გაბრაზდა და გული დასწყდა.

-ახლა შენ გამირბიხარ?-ჰკითხა საღამოს სახლში დაბრუნებულს.
-არა რატომ ფიქრობ ეგრე?
- მთელი კვირაა უცნაურად იქცევი,არ მეკარები,ისე იძინებ არ მკოცნი.
-კარგია თუ შეამჩნიე.მაგრამ უფრო კარგი იქნება მიზეზს თუ მიხვდები.
-ესეგი საქმე ჩემშია?-გაუკვირდა ტატიანას.
-კი,შენშია.-ნიკოლა ნივთების ჩალაგებას განაგრძობდა.
გაუკვირდა გოგოს და ტანსაცმელი გამოართვა,გვერდით გასწია,თვითონ განაგრძო ჩალაგება.
-მე მეგონა უკვე გავიარეთ ეს სიტუაცია,ეჭვიანობა და ამბები.
-ახლა არ მცალია სალაპარაკოდ, თვითმფრინავზე მაგვიანდება..
-მარტო მიდიხარ?
-არა,ჩემი ასისტენტიც მოდის.
-შენი ასისტენტი გოგოა?
ნიკოლა მიხვდა ტატიანა ეჭვიანობდა ,გულში ჩაეღიმა,მაგრამ არ შეიმჩნია.ცოტა იწვალოს,რომ დავრწმუნდე მის გრძნობებშიო.
-კი გოგოა,თანაც საკამოდ სიმპატიური და ლამაზი.
-შენი ჩემოდანი მზადაა,შეგიძლია წახვიდე.
-არ გამაცილებ

-არა,-უპასუხა გულმოსულმა და თავის ყოფილ საძინებელში შეიკეტა.
არ დამშვიდობებია ნიკოლა,ისე წავიდა.გული ეტკინა,ძალიან ეტკინა იმდენად რომ ცრემლი მოერია, ფანჯრიდან მაინც გაიხედა და გააყოლა თვალი,როგორ ჩაჯდა მანქანაში.გვერდით საბა ეჯდა დაცოტა დამშვიდდა,ესეგი ისიც მიდიოდა..
აუტანელი იყო მისთვისაც და ნიკოლასთვისაც ცალ-ცალკე ყოფნა. ბიჭს სინდისი ქეჯნიდა რომ აწყენინა და ასე დაუმშვიდობებლად დატოვა და წამოვიდა. არადა ტატიანას ერთი კოცნა,გაღიმება და ჩახუტება ქვეყანას ერჩივნა…
ტატიანაც არ იყო ნაკლებ დღეში.ვერ ხვდებოდა ეს რა იყო ან რა ეწყინა ბიჭს ან რატომ. დადიოდა და გაბრაზებული ეძებდა სამსახურს მაგრამ მაინც ვერაფერი.ბოლოს ისევ მამის შემოთავაზებას დათანხმდა და მის კომპანიაში დაიწყო მუშაობა ფინანსურ დეპარტამენტში..
ნიკოლასთან მისი საუბრები მოკლე და არაფრისმთქმელი იყო, ყველანაირ თბილ სიტყვებს მოკლებული.ის რაც აქამდე არყოფილა ახლა იყო.გაუგებრობას აბრალებდა ყველაფერს და მაინც არ უტყდებოდა საკუთარ თავს რომ ბიჭს აწყენინა.მისმა ჯიუტმა ხასიათმა აქ იჩინა თავი.
პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. როგორ უნდოდა ახლა ქმარი გვერდით ჰყოლოდა და მისი სიხარული გაეზიარებინა,ის თუ რამდენად აღფრთვანებული იყო რომ მუშაობას იწყებდა.
სარკეში უკანასკნელად შეისწორა თმები,ბოლოჯერ დატრიალდა, ყველაფერი რიგზე იყო, ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა.კარის სახელურს წაეტანა,ჩამოსწია და ადგილზევე გაშეშდა.მის წინ ნიკოლა იდგა.
-სიუპრიზიი,-გაუღიმა მან.
დაიბნა და ვერაფერი მოიფიქრა.
-როგორც ჩანს მიდიხარ.
-ნიკოლა,-გონს მოეგო,ხელები გაშალა და ჩაეხუტა.-როგორ მომენატრე.
-მეც მომენატრე ჩემო პატარა,-ჩაეხუტა ისიც.
-ესეგი აღარ მიბრაზდები?
-ვფიქრობ საკმარისად გაწვალე, მიუხედავად იმისა დარწმუნებული არ ვარ მიხვდი თუ არა შენგან რა მეწყინა.
-მივხვდი,მივხვდი,მაგრამ ახლა რომ მეჩქარება,რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი?
-სად მიბრძანდები?
-სამსახურში.მამასთან დავიწყე მუშაობა.
-გილოცავ,როგორც ჩანს ბევრი რამ გამოვტოვე.
-დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს,ვერ დავაგვიანებ და ხალხს ვერ ვათქმევინებ რომ უპირატესობით ვსარგებლობ.იქ მე ჩვეულებრივი თანამშრონელი ვარ.
-წადი,მე დაგელოდები,საღამოს კი ყველაფერს მომიყვები.
-შენც,-ტატიანამ ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა.
-ტატი,შესანიშნავად გამოიყურები, -მიაძახა ნიკოლამ და ბედნიერი გაუშვა გოგო..
*******
დამღლელი იყო პირველივე სამუშაო დღე,მითუმეტეს რომ გული და სული სახლისკენ ჰქონდა.ისე მონატრებოდა ნიკოლა,რომ ეს მონატრება მთელ სხეულს მოსდებოდა და სტკიოდა. მალ-მალე დახედავდა საათს,როგორც კი ექვსი გახდა,მაშინვე დაემშვიდობა ყველას და სახლისკენ წავიდა.
არც ნიკოლა იყო ნაკლებ დღეში. ძლივს გაძლო საღამომდე. ცოტა ხანს გამოიძინა,მერე კი გადაწყვიტა სიუპრიზი მოეწყო მისთვის. მაშინვე გადარეკა რესტორანში და მზა კერძები შეუკვეთა,სანთლები და ყვავილები იყიდა და მაგიდაზე მიუჩინა ადგილი,ოღონდ ისე დადგა ყველაფერი რომ როგორც კი ტატიანა სახლში შემოვიდოდა,მაშინვე დაენახა. ყველაფერი უკვე მზად ჰქონდა,სკამზე დაჯდა,ფარდები გადასწია რომ ყველაფერს ეფექტი ჰქონოდა…
ბინდი შეეპარა ქალაქს,დაინახა როგორ მოვიდა ტატიანა,სანთლები აანთო და სინათლე ჩააქრო.
კარი შეაღო ტატამ და ადგილზევე გაშრა.პირველი რაც თვალში მოხვდა სანთლებანთებულ მაგიდასთან მჯდომი ნიკოლა იყო.კარი მიხურა და ნელ-ნელა დაიძრა მისკენ.
-არც კი ვიცი რა ვთქვა.ეს..ეს შესანიშნავია,-ჩაილაპარაკა დაბნეულმა გოგომ და მაგიდას მიუახლოვდა.
-მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ ტატიანა.კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე.ისე გიყვარვარ რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ,რაც არ უნდა მოხდეს ჩემთან დარჩები?
-რა თქმა უნდა,ამას არ უნდა კითხვა, ამაში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს, რადგან დიდი ხანია კონტრაქტიც, მამაჩვენებიც და სხვა ყველაფერი დავივიწყე.მე მხოლოდ შენთან მინდა..
სახე გაუნათდა ნიკოლას,გაიღიმა და წამოდგა,ტატიანას მიუახლოვდა, სახე დაუჭირა და ვნებიანად აკოცა.მერე სკამი გამოსწია და უთხრა.
-დაბრძანდით ქალბატონო და ივახშმეთ თქვენზე ყურებამდე შეყვარებულ მამაკაცთან.
-მიყვარხარ ნიკოლა,-გაუმეორა კიდევ ერთხელ გოგომ და სუფრას მიუჯდა.
********

მათი ცხოვრება ჩვეულებრივად არ გაგრძელებულა.ორივე გადატვირთული გრაფიკით მუშაობდა, ტატიანამ მალე აუღო ალღო ყველაფერს და მალევე გაერკვა ფინანსებშიც და კომპანიის საქმეებშიც. მთელი დღე ორივეს სამსახურში ყოფნა უხდებოდათ, ეს კი მათ გრძნობას და მონატრებას უფრო აღრმავებდა.ხშირად კონტაქტობდნენ ტელეფონით ერთმანეთთან,მაგრამ იყო პერიოდები,როცა რამდენიმე საათი ისე გავიდოდა,რომ ერთმანეთის ხმასაც ვერ იგებდნენ.
ნიკოლა აკითხავდა ჩვეულებისამებრ საღამოს ცოლს სამსახურში და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ,ან მეგობრებთან ერთად გასართობად მიდიოდნენ.მთელი დღის მონატრებას ხანდახან სადმე მყუდრო გარემოში ახშობდნენ
ერთად აღნიშნეს პირველი ერთობლივი რთველი ბერიძეების მამულში.ნიკოლას დაბადებისდღე ნოემბერში,ახალი წელი და შობა დეკემბერსა და იანვარში. ვალენტინობა თებერვალში.. ახლოვდებოდა მათი ქორწინების წლისთავი და კონტრაქტის დასრულების დრო. მართალია უკვე გაერკვიათ ყველაფერი,მაგრამ მაინც ეშინოდათ მომავლის.
ასეა ყოველთვის, როცა ადამიანს გულში შემოუშვებ,როცა მისით სუნთქვას და არსებობას დაიწყებ, ყოველთვის გექნება იმის შიში რომ არ დაკარგო…
განსაკუთრებულად ემზადებოდა ტატიანა ამ დღისთვის,მარტის თვე არასოდეს ყვარებია,ყოველთვის არეულ და ჩამოუყალიბებელ თვეს ეძახდა,რომ ვერ გაერკვია რა უნდოდა საერთოდ,ვერ მიმხვდარიყო საბოლოდ წელიწადის რომელი დროისთვის მიეკუთვნებინა ზამთრისთვის თუ გაზაფხულისთვის.
მაგრამ ახლა განსაკუთრებულად შეუყვარდა,განსაკუთრებულად ელოდა მის მოსვლას,ახლა მიხვდა რომ ის გაზაფხული იყო,ის გაზაფხული რომელმაც ნიკოლა მოუყვანა…
სააბაზანოდან გამოვიდა,თბილი პიჟამოები ეცვა,ფეხზე თბილი წინდები ჩაიცვა და ქმარს გვერდით მიუწვა,ნიკოლა წელსზევით შიშველი იყო,საწოლში წამომჯდარიყო და სანახევროდ ეფარა საბანი, ინტერესით უყურებდა ტელევიზორში რაღაცას.
-ვგიჟდები როგორ არ გცივა..
-აქ თბილა ტატიანა,გათბობაა ჩართული.-გაეცინა მას ტოლმასავით შეფუთულ ცოლზე.
-მე მაინც მცივა,სუულ,სუულ მცივა, ზაფხულშიც კიი.
-ესეგი ვერ შევძელი შენი გათბობა?
-არ ჩამხუტებიხარ და აბა როგორ? -გაეცინა გოგოს და ნიკოლას გაშლილ ხელებში მოექცა კომფორტულად.
-ხვალ ბათუმში მიწევს წასვლა იქაურ ფილიალში რაღაც მოხდა და აუცილებლად უნდა ჩავიდე.
-აუუ,ნიკოლაა,კარგი რაა,ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეოთხედ მიდიხარ.-დაიწუწუნა ტატიანამ.
-გასართობად ხომ არ მივდივარ?
-იქნებ ერთობი კიდეც,მე რა ვიცი აბა?- გაბრაზებულმა უპასუხა,რასაც ნიკოლას გადახარხარება მოჰყვა.
-ვისთან უნდა გავერთო?
-ქალების მეტი რა არის?
-ისევ ეჭვიანობის შემოტევა დაგეწყო? ხომ იცი რომ შენს გარდა არავინ არ მინდა?-ბიჭი დაიხარა და ცოლს ტუჩებში აკოცა.-შენც წამოდი და აღარ მოგიწევს ასეთ უაზრობებზე ფიქრი?
-ხომ იცი რომ ვერ წამოვალ?მეც მაქვს ჩემი საქმე და გამორიცხულია მივატოვო,თანაც ხვალ ახალი ღვინის პრეზენტაცია გვაქვს..
-მამაშენი აღარ ხუმრობს.
-ვიცი და არც მე ვხუმრობ, როცა გეუბნები რომ შენს გვერდით არც ერთი ქალი არ უნდა შევამჩნიო იცოდე.
-გასაგებია ჩემო მბრძანებელო,- გაეცინა ამირეჯიბს..-წავალ წყალს დავლევ და მოვალ. დამელოდე შენ.
-აუ ნიკო ისე ძალიან მომშივდა და გეხვეწები ის პიცა წამომიღე,-მიაძახა ტატიანამ
-შენ ეს ბოლო დღეებია ღამით ჭამას მოუმატე და წონაშიც მოიმატე მგონი და ყველაფერი წესრიგში გაქვს?
-კი,ნიკო ყველაფერი კარგადაა, ორსულად არ ვარ,რას აიჩემეთ ყველამ ამ ბოლო დროს.-გაბრაზდა ტატიანა.
-კარგი,კარგი,მაგრამ იცოდე როცა ჩამოვალ იქიდან,ექიმთან აუცილებლად წამომყვები, -გააფრთხილა ბიჭმა და ოთახიდან გაუჩინარდა.
‘*******
დილით საკუთარი ხელით ჩაულაგა ტანსაცმელი,გაუმზადა ჩემოდანი და ბათუმში გაუშვა.უცნაური შეგრძნება ჰქონდა ტატიანას,თითქოს სამუდამოდ მიდიოდა ნიკოლა.მისი ღიმილიც განსაკუთრებული და სხვანაირი ეჩვენა.მთელი დღე ფიქრობდა აბეზარი ფიქრებისგან თავი დაეღწია,მაგრამ ვერაფრით შეძლო. ბოლოს თავს სძლია,ადგა და საღამოსთვის დაიწყო მზადება.
პრეზენტაციაზე უამრავი ხალხი იყო მოწვეული,მნიშვნელოვანი და გავლენიანი პირები,ჟურნალისტები, მომღერლები,მსახიობები და ელიტის სხვა წარმონადგენლები.ასევე კომპანიის მნიშვნელოვანი თანამშრომლები. გული სიხარულით ევსებოდა, როცა მამის გახარებულ სახეს ხედავდა. მისი მცდელობა რომ ოჯახური ბიზნესი გადაერჩინა წარმატებული აღმოჩნდა.თუ ღვინო წარმატებით გაიყიდებოდა და ექსპორტიც წარმატებული იქნებოდა, ყველაფერი მოგვარდებოდა.
ახალი დაწყებული იყო წვეულება, როცა ტატიანა მივიდა.მაშინვე მიიქცია ყურადღება და ჟურნალისტების გარემოცვაში აღმოჩნდა.უამრავი კითხვა დააყარეს,ძირითადად იმას ეხებოდა რატომ იყო მარტო.მოკლე პასუხი გასცა და მამამისისკენ დაიძრა, მიესალმა,სტუმრებში ჯინა და ვახოც მოძებნა და მათთან განმარტოვდა.
-აბა მზად ხარ წარადგინო ჩვენი ახალი პროდუქტი?-ჰკითხა მამამ.
-კი მამა,-გაუცინა გოგომ.
ამ დროს მისმა ტელეფონმა დაიწკაპუნა, ნიკოლა ეგონა და თამამად გახსნა შეტყობინება.მაშინვე თვალთ დაუბნელდა როგორც კი ფოტო დაინახა.ნიკოლა,მისი ნიკოლა და ლიკა ქავთარაძე ერთად იყვნენ ფოტოზე გადაღებულები.ფერი გადაუვიდა და ნანკას რომ არ დაეჭირა დაეცემოდა.
-რა გჭირს?რა დაგემართა?-შეშფოთდა გოგო
-ნახე?-ეკრანი აუფრიალა წინ.
-არ შეიძლება ეგ მართალი იყოს.ვერ დავიჯერებ.
-რას ვერ დაიჯერებ?რას?-აყვირებას არაფერი უკლდა ტატას.
-მივდივარ,ახლავე ბათუმში მივდივარ.
-მოიცადე,ვერ წახვალ,იცოდე რომ ახლა მამაშენს სჭირდები, პრეზენტაცია.
-არ მაინტერესებს არაფერი,არც პრეზენტაცია და არც სხვა ვინმე ან რამე.-სპეციალურად მომზადებული საქაღალდე მამამისს მიაჩეჩა და უთხრა.
-მაპატიე მამა,მაგრამ ახლა არ შემიძლია,სხვას უთხარი.მე მივდივარ.
-რა მოხდა?სად მიდიხარ?
-მაგას სხვა დროს გეტყვი,-უპასუხა და ცრემლიანი თვალებით გავარდა იქიდან.რა თქმა უნდა ნანკამ მარტო არ გაუშვა,გზაში ჯინას შეეჩეხა და გადარია ქალი.მან ყოველგვარი კითხვის გარეშე საკუთარი მანქანის კარი გაუღო და მძღოლს უთხრა სადაც გეტყვის იქ წაიყვანეო.
ტატიანა ადამიანს აღარ ჰგავდა, მთელი გზა ტიროდა.თვალები დაუწითლდა და დაუსივდა.ვერ მშვიდდებოდა და ვერც თავს ერეოდა რომ ცუდზე არ ეფიქრა.ფანჯარაში იყურებოდა,საცოდავად მოკუნტულიყო და ხმას არ იღებდა.იმაზე უფრო გიჟდებოდა,რომ არ ურეკავდა ქმარი. სამაგიეროდ მისი ტელეფონი არ ჩერდებოდა და მორიგეობით ურეკავდა ყველა,მისი და ნიკოლას მშობლები,ბოლოს ნანკამ უპასუხა და უთხრა რომ ყველაფერი რიგზე იყო. უბრალოდ ტატიანას ნიკოლა მოენატრა და მასთან წავიდაო და აღარც შეუეწუხებიათ...
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ბათუმის იმ სასტუმროს ფოიეში იდგა სადაც ნიკოლა იყო დაბინავებული, ბიჭი მომღიმარი სახით იჯდა ლიკასთან ერთად და ყავას მიირთმევდა.თითქოს იცოდა ტატიანა რომ მივიდოდა,ირონიულად გამოხედა გოგოს,გვერდით გადაუჯდა ნიკოლას და მოეხვია..მეტი აღარ დაუნახავს ტატას,როგორ მოიშორა გაბრაზებულმა ბიჭმა როგორ გაააფრთხილა რომ აღარასოდეს მიახლოვებოდა მას და ეს საღამოც და ჩაის დალევაც უბრალო ზრდილობის და კარგად აღზრდილი მანერების გამო რომ შედგა.
ტატიანა გარეთ გამოვარდა და მანქანაში რომ უნდა ჩამჯდარიყო, გულწასული ჩაიკეცა…
პირდაპირ საავადმყოფოში გააქანა ნანკამ.ჯერ კიდევ ყურებში ედგა ექიმის სიტყვები და ექოსავით იმეორებდა ვიღაც.
-გილოცავთ,თქვენ ექვსი კვირის ორსული ხართ.გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ გინეკოლოგს,რადგან სუსტი ორგანიზმი გაქვთ და სპეციალურ ყურადღებას საჭიროებთ.
-ეს როგორ?-გაუფართოვდა თვალები.
-გოგონა როგორ ხდება ეს არ იცით?გათხოვილი ბრძანდებით და მგონი უნდა გესმოდეთ ეს ნორმალური მოვლენაა.
-ნორმალური,მაგრამ მოულოდნელი,- გაეღიმა ტატიანას და აქამდე ამოუხსნელი გრძნობა დაეუფლა.
-რა თქმა უნდა ექიმო,თბილისში რომ ჩავალთ აუცილებლად მივალთ გინეკოლოგთან და ყველანაირ გამოკვლევას ჩავიტარებთ.
ცოტა ხანს გააჩერეს იქ,გადასხმები გაუკეთეს მოსაძლიერებლად და დილით გამოუშვეს. ნიკოლამ რომ დარეკა,გვიანი იყო.არ უპასუხა, დაე ეგონოს რომ მძინავსო. გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.უკან რომ დაბრუნდნენ ნანკა სახლში გაუშვა,დავისვენებ,შენც დაისვენე და მერე მოდიო.
ნიკოლამ ისევ რომ დაურეკა ჯერ არ უნდოდა ეპასუხა,მერე როგორც იქნა თავს სძლია და აიღო.ისე ელაპარაკა რომ არაფერი შეემჩნია.
-გისმენ საყვარელო.
-როგორც იქნა.როგორ ვინერვიულე, რომ არ მპასუხობდი
-არ მესმოდა საყვარელო,თავს სუსტად ვგრძნობდი და მეძინა.
-ახლა როგორ ხარ?-შეშფოთდა ბიჭი.-თუ ცუდად ხარ ახლავე წამოვალ,თუ არადა ხვალ დილით გამოვემგზავრებით.
-კარგად ვარ,კარგად.ნუ ნერვიულობ. ამაზე კარგად არასოდეს ვყოფილვარ.
-მომენტრე ტატიანა,ძალიან მენატრები.მართალია მხოლოდ ორი დღე გავიდა,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ..
იცოდა რომ ბიჭი არ ტყუოდა,მაგრამ თვალებიდან არ გამოსდიოდა ის რაც ნახა და რაც იმ წუთას იგრძნო, თვალები აუცრემლიანდა, თავი ძლივს შეიკავა,რომ არ ატირებულიყო და ნიკოლას არ შეემჩნია ეს.
-უშენოდ გატარებული ყოველი დღე და წუთი არაფერია ტატი,თითქოს ვიკარგები შენს გარეშე.
-მაგას გულით ამბობ ნიკო,თუ სინდისი გქეჯნის?
-სინდისის ქეჯნას რატომ უნდა ვგრძნობდე?განა რამე დავაშავე?-გაუკვირდა ბიჭს.
-ეგ შენ უნდა იცოდე.მანდ დავიჯერო მარტო ხარ და ქალი არ გყავს გვერდით?
ამირეჯიბმა გადაიხარხარა,მერე კი სული რომ მოითქვა უთხრა.
-კი,საყვარელთან ერთად ვარ აქ.
-ხოდა იყავი,-გაგულისებულმა უპასუხა გოგომ.
-ისევ ეჭვიანობის შემოტევები დაგეწყო?-დასერიოზულდა ბიჭი.
-არა,არ დამეწყო.ვგრძნობ,რომ რაღაც ხდება ნიკო და ეს მივლინება ჩვენს ცხოვრებაში ბევრს რამეს შეცვლის.
-არაფერს არ შეცვლის,ყველაფერი კარგად იქნება და მე ისევ ისე მეყვარები,როგორც მიყვარდი აქამდე.
გული აუჩუყდა და ცრემლები წამოუვიდა.
-მეც მიყვარხარ ნიკო,-დაიჩურჩულა და ძლივს გააგონა ბიჭს.
-კარგი ტატი,წავედი ეხლა,შეხვედრა იწყება,დაგირეკავ რომ გამოვალ.
გოგომ ტელეფონი გათიშა,ჯიბეში ჩაიდო,თვალცრემლიანმა მოავლო თვალი საძინებელს,სადაც უბედნიერესი წამები ჰქონდა გატარებული ნიკოლასთან,ჩემოდანს დაავლო ხელი და ოთახიდან გამოვიდა,სახლის კართან კიდევ ერთხელ შედგა,ღრმად ჩაისუნთქა,თითქოს უკანასკნელად იყო აქ და დაიჩურჩულა..
-მშვიდობით ჩემო ბედნიერებავ..
********
ნიკოლა მოუსვენრად იყო მთელი დღე.გული ცუდს უგრძნობდა და ძლივს გაძლო შეხვედრაზე.შინაგანად იყო აფორიაქებული.როგორც კი დასრულდა შეხვედრა,მაშინვე ტატიანას დაურეკა,არ უპასუხა, გამორთული ჰქონდა ტელეფონი, გაუკვირდა.საათს დახედა,ჯერ კიდევ სამუშაო დრო იყო და ალბათ ისიც რომელიმე შეხვედრაზეაო გაიფიქრა და აღარ დაურეკავს,პირდაპირ ჩაალაგა ბარგი და თბილისისკენ გამოემგზავრა.გზად ყვავილების მაღაზიაში შეიარა და ულამაზესი ვარდები უყიდა.არც სუნამო დავიწყებია.ერთად ცხოვრების პერიოდში ზუსტად იცოდა რომელს ხმარობდა და როგორ სურნელს ანიჭებდა უპირატესობას.
მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა. საჩუქრები აიღო და სახლისკენ დაიძრა.უკვე დაბნელებულიყო,მაგრამ სახლში სინათლე არ ენთო,ესეგი სახლში არ იყო და გული დასწყდა რომ სახლის კარს ცოლი არ გაუღებდა.
კარი გასაღებით გააღო,სახლში შევიდა,სიცივე იგრძნო და რაღაცნაირი ავისმომასწავლებელი სიჩუმე.ყველაფერი მისაღებში პატარა მაგიდაზე დააწყო და ზემოთ ავიდა რომ ტანსაცმელი გამოეცვალა და შხაპი მიეღო,იქნებ ცოტა დავისვენო სანამ ტატა მოვაო.მაშინვე თვალში მოხვდა ტატიანას შეცოტავებული ტანსაცმელი და პირადი ნივთები. გულში ცუდად ენიშნა და კიდევ ერთხელ დაურეკა.ისევ გამორთული იყო. დედამისს დაურეკა თქვენთან ხომ არ არისო.ჯინამ რომ უთხრა მამამისის პრეზენტაციის საღამოდან გაგიჟებული გამოვარდა შენთანო,სულ გაგიჟდა და გადაირია.ვაითუ გზაში რამე დაემართაო,მაგრამ მერე რომ დაფიქრდა,გაიხსენა რომ მის მერე ელაპარაკა. ნერვიულად მოჰყვა ოთახში ბოლთის ცემას,უეცრად საწოლზე ოთხად მოკეცილ ქაღალდს მოჰკრა თვალი,საწოლზე ჩამოჯდა, გაშალა და კითხვა დაიწყო.
-ჩემო ნიკოლა,ჩემო სიყვარულო,ჩემო ერთადერთო,ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ წერილის დაწერა თუ მომიწევდა,მითუმეტეს მას შემდეგ რაც ურთიერთობა გავარკვიეთ და გადავწყვიტეთ რომ ერთად ვიქნებოდით. ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება და წასვლა.ან შეიძლება წარმოიდგენ და ვცდები,მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი,რომ ეს ორივესთვის რთული იქნება…
როგორ ველოდებოდი იმ დღეს,როცა ჩვენი ქორწინებიდან ერთი წელი გავიდოდა,სიუპრიზის მოწყობას ვაპირებდი,მაგრამ აღმოჩნდა რომ შენ მომიწყვე საოცარი სიუპრიზი…
ჩვენ თავიდანვე განსხვავებულები ვიყავით,თავიდანვე გაგვიჭირდა ერთმანეთთან შეგუება,არ ვიცი რას დავაბრალო ეს ჩვენ შორის ასაკობრივ სხვაობას,თუ იმ წარსულის აჩრდილებს, ყოველთვის რომ ასე იდგა ჩვენს შორის…
ასეა თუ ისე,მიზეზების ძებნას და მიზეზებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, მივდივარ...მივდივარ, მაგრამ, მივდივარ უბედნიერი ქალი, შენ მე სულ სხვა სამყარო დამანახე. შენთან ისეთი რამე ვიგრძენი,რაც აქამდე არასოდეს არ განმიცდია.
მივდივარ შენგან და მიმაქვს ყველაზე დიდი საჩუქარი შენი საოცარი სიყვარული.გპირდები ყოველთვის გულით გატარებ,სხვანაირად არც შეიძლება,ამ სიყვარულით არის უკვე გაჯერებული ჩემი სხეული…
კიდევ ერთხელ გეტყვი მიყვარხარ ჩემო ერთადერთო,ძალიან მიყვარხარ მაგრამ პატიება ძალიან მიჭირს…
არ ვიცი რა იქნება ხვალ,ზეგ,მაზეგ.. შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ეს გრძნობა არასოდეს შეიცვლება..
მარად შენი ტატიანა.“
აუტანელი ტკივილი იგრძნო.წერილი ხელში მოჭმუჭნა და სადღაც მოისროლა. თვითონაც გაუკვირდა როგორ შეინარჩუნა სიმშვიდე.ოთახს თვალი მოავლო,ჯერ კიდევ ტატიანას სურნელი შერჩენოდა ყველაფერს. მერე ერთიანად შემოაწვა სევდა და გული შეეკუმშა,თითქოს მისთვის სამყარომ არსებობა შეწყვიტა. აი პირველმა ემოციებმა რომ გადაიარა, მერე იცოცხლე აფეთქდა და რა აფეთქდა.რაც ხელში მოხვდა ყველაფერი დალეწა,ყვიროდა, ღრიალებდა, თითქოს გაიგონებდა ტატა და მასთან მოვიდოდა.თითქოს სიზმარში იყო,მალე გაიღვიძებდა და ეს კოშმარიც დამთავრდებოდა.
ის ღამე თეთრად გაათენა,სვავდა და გონების გათიშვას ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა უგონოდ მთვრალსაც მაინც კარგად ახსოვდა ტატიანა…
გიჟური ქარი ანგრევდა ყველაფერს ირგვლივ.დანგრეული და განადგურებულები იყვნენ ორივე ერთმანეთისგან შორს მყოფნი მაინც ერთად იყვნენ ფიქრებით.
როგორც კი გამოფხიზლდა, დამშვიდდა და საღი გონებით ფიქრი დაიწყო.ფაქტი იყო რომ მის არყოფნაში რაღაც მომხდარიყო და ეს საკმაოდ სერიოზული რაღაც იყო. აბა ისე ტატიანა ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
პირველი სახლში,მშობლებთან გადარეკა და ჰკითხა ტატიანა მათთან ხომ არ იყო.მერე ნანკასთან. როგორც კი ნანკამ გაიგო რომ დაქალი სადღაც გამქრალიყო გულმა ცუდი უგრძნო და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა…
-არა,ვერ ვიჯერებ,ამას მართლა ვერ ვიჯერებ,რომ ტატიანა რაღაც უაზრობის გამო წავიდა.-უკვე მერამდენედ იმეორებდა მონაყოლის მერე ნიკოლა.
-აბა როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა?მისიც გაიგე.არ გაამტყუნო.
-არ ვამტყუნებ,უბრალოდ ვბრაზდები, ძალიან ვბრაზდები,როცა ჩემი არ სჯერათ და არ მენდობიან.მისგან ყველაზე მეტად ეს მწყინს.იმის მაგივრად რომ მოსულიყო და ჩემთვის ეკითხა რა ხდებაო,ადგა და წავიდა,თან ისე წავიდა რომ არც დაბრუნდება.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,იქნებ თავის მშობლებთან დაბრუნდა?
-არა მგონია იქ წასულიყო,იცის რომ პირველს იქ მოვძებნი და ასე ადვილად მოსაძებნიც არ იქნება.
-მოკლედ ძალიან მწყინს თქვენი ამბავი,ახლა უნდა წავიდე ნიკოლა, მაგრამ თუ რამეს გავიგებ, აუცილებლად გაგაგებინებ შენც.
-კარგი ნანკა,მადლობა რომ მენდე და მითხარი რაც მოხდა.ეს უკეთესია, ახლა მიზეზი მაინც ვიცი.
ცოტა ხანს კიდევ იჯდა იქ,ფიქრობდა და მონაყოლის ბოლომდე გაანალიზებას ცდილობდა.ბოლოს უკვე ესეც რომ მობეზრდა ადგა და წამოვიდა,მაგრამ მანქანაში არ ჩამჯდარა,ქალაქში უაზროდ დახეტიალობდა,შემოაღამდა კიდეც. უამრავჯერ დაურეკა,ისევ არაფერი გამორთული ჰქონდა ტელეფონი.
სახლში რომ დაბრუნდა,ვერ იცნო იქაურობა,ისეთი არეული და დამტვრეული იყო ყველაფერი,მაგრამ ეს იმდენად არ იყო მტკივნეული, რამდენადაც ის რომ ტატიანა არ იყო აქ.მის გარეშე უკვე ყველაფერი ცარიელი იყო…
თუ გინდა დარწმუნდე, რომ ის შენ გეკუთვნის, გაუშვი. თუ ის შენია აუცილებლად დაბრუნდება, თუ არ დაბრუნდა, მაშინ შენი არც არასდროს ყოფილა.უბედურება ის იყო,რომ იცოდა ტატიანა უკვე მას ეკუთვნოდა, ის კი ტატიანას და მაინც უჭირდა მის გარეშე ყოფნა.არც ლიკას გაჰკიდებია მაშინ,არ მოუძებნია, სწამდა თუ წყვილს შორის ყველაფერი რიგზეა არც ერთი მოინდომებდა წასვლას, ესეგი რაღაც ვერ იყო რიგზე,ესეგი არ ენდობდნენ ერთმანეთს,ნდობის გარეშე კი რთული იყო ერთად ცხოვრება…
პირველი ორი დღე ითმინა,მერე კი ვეღარ გაძლო და სასმელისგან გაბრუებული ბერიძეების სახლს მიადგა.
-ტატიანა,გამოდი ტატიანა,ვიცი რომ სახლში ხარ და მანდ იმალები. -აყვირდა ეზოში,როგორც კი მანქანიდან გადავიდა.გაოცებულები უყურებდნენ დაცვის წევრები და ვერც ეკარებოდნენ.
-რა ხდება?რა ხმაურია?-კარში გამოჩნდა სერგო და სიძე რომ დაინახა,მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში ძალიან გაუკვირდა.
-რა ხდება შვილო?რა ამბავია?ასეთ მდგომარეობაში აქ რას აკეთებ?
-ტატიანას დაუძახეთ ბატონო სერგო, ჩემი ცოლის წასაყვანად მოვედი.
-ტატიანას აქ რა უნდა ნიკოლა?რატომ უნდა იყოს აქ?
-იმიტომ უნდა იყოს აქ ბატონო სერგო,რომ სახლიდან წავიდა.
-რას ჰქვია სახლიდან წავიდა?მოიცა შენ რა მთვრალი ხარ?-ხელი შეაშველა როცა ამირეჯიბი დაბარბაცდა და წონასწორობა დაკარგა.
-მთვრალი ვარ,ხო მთვრალი ვარ,სიყვარულისგან მთვრალი, ტატიანას სიყვარულმა გამაგიჟა და დამათრო.ტატიანაა,-კიდევ ერთხელ იყვირა ნიკოლამ.
-მოდი ჩამოჯექი,ან სახლში შევიდეთ.იქ ვილაპარაკოთ, ყველაფერი ამიხსენი რა ხდება და რატომ ხარ აქ ასეთ მდგომარეობაში.
-ღვთის გულისათვის ბატონო სერგო ნუ მაწამებთ,მითხარით რომ აქაა ტატიანა,მითხარით,-ხელები სახელოში ჩაავლო და შეაბანჯღარა სიმამრი ძლიერად,მერე კი მოეშვა,ძალა გამოეცალა და უღონოდ ჩამოყარა.ცრემლი ჩაუდგა თვალებში.
-რა მოხდა ნიკოლა?ამიხსენი,თორემ ახლა მეც ვნერვიულობ.-ასეთ ნიკოლას პირველად ხედავდა უფროსი ბერიძე,განადგურებულს და თითქოს დაბერებულსაც.გატეხილიყო.
-ტატიანას ჰგონია რომ ბათუმში კონფერენციაზე კი არა,ძველ შეყვარებულთან წავედი და ის ჩემი საყვარელია,არადა ასე არაა, გეფიცებით,ყველაფერს გეფიცებით,ამ ქვეყნად ყველაზე წმინდას გეფიცებით რომ ასე არაა და ცდება,კაცობას ვფიცავ მისთვის არასოდეს მიღალატია,როგორ შეიძლება მინდოდეს ვინმე სხვა,როცა გვერდით ასეთი ანგელოზი მყავს.
-არც კი ვიცი რა გითხრა შვილო, ძნელია ადამიანი განსაჯო, გაამართლო ან გაამტყუნო თუ მისი ცხოვრება არ იცი,თუ მისი თვალით არ შეგიხედავს სამყაროსთვის ან ისე არ აძგერებულა შენი გული,როგორც მისი.მე ალბათ ვერასოდეს გავიგებ რას გრძნობ ახლა,რადგან არასოდეს განმიცდია ეს,რადგან მე და ჩემი მეუღლე არასოდეს გავბუტულვართ, არასოდეს გვიკამათია,სამაგიეროდ კარგად ვიცნობ ჩემს ქალიშვილს და ვიცი რა არანორმალურია ის,როგორი ჯიუტი, თუ შეჯდა ვირზე არასოდეს არ გადმოვა იქიდან…
-ოღონდაც მივაგნო,მთავარია ვიპოვო,მერე კი ყველაფერს გავაკეთებ რომ შევირიგო,თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რა დავაშავე.
-ქალები ასეთები არიან უცნაურები და ჭირვეულები..
-არადა ქორწინებიდან ერთი წელი გვისრულდებოდა.იცით როგორ ვემზადებოდი?მისთვის სიუპრიზის მოწყობა მინდოდა.მინდოდა ეს დღე ყველაზე მეტად დამახსოვრებოდა და არა ასე,როგორც ახსოვდა,იძულებით რომ შეგვაქმენვინეთ ოჯახი.- რაღაცნაირი სევდიანი იყო ნიკოლა და ეს კარგად შეამჩნია სერგომ,მის გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია.
-იცი რა,წამოდი ახლა სახლში შევიდეთ,დაიძინე,გამოფხიზლდი, ხვალ კი ერთად დავიწყოთ მისი მოძებნა..
დიდი ხვეწნის მიუხედავად,ნიკოლა მაინც არ დარჩა,სახლში წასვლა დაიჟინა,სერგომ საჭესთან არ დასვა და თვითონ მიიყვანა სახლში,უკან კი ტაქსით დაბრუნდა…
-როგორც კი გათენდება ჩემი შვილის ძებნაი დაიწყეთ,სასწრაფოდ მიპოვეთ,რადაც არ უნდა დაგიჯდეთ.- დაავალა დაცვის უფროსს,ეს მისი პირველი გაქცევა არ იყო და კარგად იცოდა როგორ უნდა მოეძებნა მას,გამოცდილი იყო ამ საქმეში.
********
არაფრის მომცემი და უიმედო ერთი კვირა გავიდა,ნიკოლა იძულებით იჯდა სამსახურში,საქმეს გულს ვერ უდებდა, დროდადრო მოსწყდებოდა და ფიქრებში გადაეშვებოდა.მორიგი შეხვედრისთვის ემზადებოდა,როცა მდივანმა ამცნო რომ მასთან ადვოკატი იყო მოსული.სასწრაფოდ შემოყვანეო სთხოვა.
-დაბრძანდით,-მიუთითა სკამზე,-რამეს მიირთმევთ?
-არა ბატონო ნიკოლა,არაფერი მინდა.
-მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
-რა თქმა უნდა,ჩემთვისაც უკეთესია, ბევრი საქმე მაქვს.მოკლედ მე აქ ტატიანა ბერიძეს წარმოვადგენ.მას თქვენთან განქორწინება სურს.
ნიკოლამ გადაიხარხარა,დიდხანს იცინოდა,მერე უცებ დასერიოზულდა და მკაცრად განუცხადა.
-მე არ ვარ თანახმა,რის საფუძველზე სურს ქალბატონს განქორწინება?
-მიზეზად ცოლ-ქმრულ ღალატს ასახელებს.
-მაგას დამტკიცება სჭირდება..
-გვაქვს ამის მტკიცებულება.
-რა?ფოტო?უბრალო ფოტო,სადაც ყოფილ საცოლეს ვესაუბრები? მითუმეტეს რომ ეგ ძველი ფოტოა?
-ამის დამტკიცება არ გაგვიჭირდება,- ჯიუტობდა კაცი და მკაცრად ითხოვდა განქორწინების საბუთებზე ხელი მოეწერა.
-მისმინეთ ბატონო ადვოკატო, დარწმუნებული ვარ უამრავ მსგავს საქმეზე გიმუშავიათ,ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი მაინტერესებს განქორწინების უფლებას მაძლევს ის რომ ცოლი არ მენდობა?რომ მუდმივი ეჭვიანობის გამო მოსვენებას არ მაძლევს?
-ანუ თუ სწორად გავიგე თქვენ მას ადანაშაულებთ?
-მე არავის ვადანაშაულებ,ამას მე თვითონ მას ვეტყვი,გადაეცით თქვენს კლიენტს რომ საბუთებზე ხელს მივუწერ და განქორწინებაზე დავთანხმდები,მაგრამ ერთი პირობით უნდა შემხვდეს,შემხვდეს და პირისპირ მითხრას ის რომ არ ვუყვარვარ.
-ეგ უკვე ჩემი საქმე არაა,გრძნობებში ვერ ჩავერევი.
-მოკლედ თქვენგან ზარს დაველოდები. ამ საბუთებს დავიტოვებ და შეხვედრაზე მოვუტან ხელმოწერილს.
ნიკოლა ადვოკატს დაემშვიდობა და მარტო დარჩა,ისეთი შეგრძნრბა ჰქონდა,თითქოს ვიღაც შიგნიდან სერავდა და რაც უფრო მეტად ფიქრობდა ტატიანასთან შესაძლო დაშორებაზე, მით უფრო.ტკივნეული იყო ეს.
******
-მართლა ასე თქვა?ასე ადვილად დაგთანხმმათ განქორწინებაზე? -გაოგნებული უჯდა ტატიანა მაგიდას ადვოკატის წინ და ნერვულად აწვალებდა საკუთარ თითებს.
-დიახ ასე თქვა,შემხვდეს და თვითონ მივუტან ხელმოწერილ საბუთებს, სასამართლოში სიარული და მისი საქვეყნოდ შერცხვენა არ მინდაო.
-რა სულელი ვიყავი,როგორ მჯეროდა რომ ჯერ კიდევ ჰქონდა გრძნობები. - ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა
-არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა და მართალია თუ არა ის რაც თქვენ მიზეზად მოგაქვთ,მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეთ,რომ იმ ბიჭის თვალებში სიყვარული იკითხებოდა, მისი სიტყვები კი გულწრფელი მომეჩენა,დამიჯერეთ უამრავ ასეთ საქმეზე მიმუშავია და კარგად ვანსხვავებ ნამდვილ და ყალბ გრძნობებს.
-თქვენ ისიც გეცოდინებათ მაშინ,რომ არსებობს რაღაცეები,რისი პატიებაც არ შეიძლება..
-თუ გიყვარს ყველაფერი შეიძლება, ყველაფრის პატიება.კარგით მე წავალ ახლა,თქვენ კი დაფიქრდით,კარგად იფიქრეთ და მერე მითხარით როდის გნებავთ მასთან შეხვედრა.
-კარგით,დიდი მადლობა ყველაფრისთვის,დაგირეკავთ, ნახვამდის.
მარტო დარჩენილ ტატიანას ფიქრები შემოაწვა და დარდმა წაიღო,აღარც ყვარლის ტბის სილამაზე ხიბლავდა და აღარც აქაურობა,საერთოდ ნიკოლას გარეშე ადგილის პოვნა,სადაც თავს მყუდროდ და კარგად იგრძნობდა,გაუჭირდა. ხვებოდა რომ ადგილები კი არა ამ ადგილებს გვერდით მყოფი ადამიანები ანიჭებდნენ სიმყუდროვეს და ისინი ხდიან დასამახსოვრებელს..
ერთ კვირაზე მეტი იყო,რაც აქ წამოვიდა,რაც ნიკოლას გარეშე გაატარა,თავიდან ეგონა გადაუვლიდა და დამშვიდდებოდა,მაგრამ ვერა და ვერ მიაღწია სულიერ სიმშვიდეს. ძლიერად იყო შემოჭრილი ამირეჯიბი მის გულში და გონებაში..
ტელეფონი გამორთული ჰქონდა,არც კი უფიქრია რომ ჩაერთო ან ვინმესთან დაერეკა.მხოლოდ ერთხელ მიწერა ნანკას რომ კარგად იყო და არ ეძებნათ,თვითონ დაბრუნდებოდა…
კარგად გაიაზრა რამხელა გამოწვევის წინაშე დააყენა ცხოვრებამ დედა ხდებოდა და ისე მიდიოდა საქმე რომ მარტოხელა დედის სახელი დაერქმეოდა. საშინლად მოუნდებოდა ხოლმე ნიკოლას ჩახუტება და მის გვერდით ძილი,მის გვერდით გაღვიძება.მისი სურნელი ისევ შეეგრძნო. ღამით ხშირად ეღვიძებოდა გაოფლიანებულს და კოშმარებისგან გადაღლილს.
გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ უცებ მიიღო და მაშინვე დაურეკა ადვოკატს,რადგან იცოდა რომ ბევრს თუ იფიქრებდა აუცილებლად გადაიფიქრებდა…
ერთი კვირის შემდეგ სისუსტე უფრო მეტად დაეწყო და ტოქსიკოზიც მოემატა,ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა ბოლომდე რა მდგომარეობაში იყო.სასტუმროს ნომერში იწვა და იქიდან იშვიათად გამოდიოდა.ექიმის სიტყვები გაახსენდა ბათუმში რომ უთხრეს საავადმყოფოში,უცნაურმა შიშმა შეიპყრო.აუცილებლად უნდა დაერეკა ვიღაცისთვის,ნანკა არ გამოადგებოდა, გამოუცდელი იყო ამ საკითხში და თან შეიძლება ნიკოლასთვის ეთქვა.ვერავინ გაუგებდა ისე როგორც დედა.დიდხნს ყოყმანობდა და ფიქრობდა. საბოლოოდ მაინც დაურეკა,მაგრამ სხვა ნომრიდან.
-დედა როგორ ხარ?-უცნაური ეჩვენა საკუთარი სიტყვები.
-შვილო..ტატიანა?სად დაიკარგე?რა ხდება შენს თავს?
-დედა ახლა რაღაცას გეტყვი,გთხოვ და არ მკითხო რატომ.უბრალოდ ადექი და ჩემთან ჩამოდი და კიდევ არავის უთხრა ჩემთან რომ მოდიხარ…
-კარგი,შვილო,როგორც გინდა. მითხარი სად ხარ..
-ყვარელში,სასტუმროს მისამართს გამოგიზავნი..
-როგორ ვერ მივხვდი რომ მანდ იქნებოდი,შენ ხომ განსაკუთრებულად გიყვარდა ეგ ადგილი,-გაეცინა დედას და შვილს დაემშვიდობა..
სახლიდან რომ გადიოდა,სერგო შეეჩეხა კარში.გაუკვირდა წასასვლად მომზადებული ცოლი რომ დაინახა.
-სად მიდიხარ?
-საქმეები მაქვს,ჯერ მასაჟი,მერე სალონი და ასე შემდეგ,ბოლო პერიოდში დავივიწყე იქაურობა. -ოსტატურად იცრუა ქალმა.
-ქეთინო რამეს ხომ არ მიმალავ?
-რას უნდა გიმალავდე?-დაიბნა ქალი.
-მაგალითად ტატიანას..
-სერგოო,-ნაწყენმა შეხედა კაცმა.
-კარგი ხო,კარგი,წადი.გვიან მოხვალ?
-ალბათ,იქიდან მაღაზიებში უნდა გავიარო.
-მაშინ მძღოლს უთხარი და წაგიყვანს, მე ჩემი მანქანით წავალ სამსახურში.
-არა,იყოს,არ მინდა,ტაქსი უკვე მოვიდა,შენ წაიყვანე..
ქეთინოს უარმა დააეჭვა კაცი,ცოლს კარგად იცნობდა და მისი ეს სიმშვიდე მოჩენებითი იყო ხვდებოდა.როგორც კი ქალი ტაქსში ჩაჯდა,მაშინვე დაუძახა დაცვის უფროსს და უკან გაყოლა დაავალა.
-დარწმუნებული ვარ ტატიანასთან მიდის,ისე გაყევი,რომ არ შეგამჩნიოს, მერე კი როცა დარწმუნები რომ ნამდვილად მას შეხვდება,გამაგებინე მისამართი..
-დიახ ბატონო სერგო.-უპასუხა ბიჭმა და ნაჩქარევად ჩაჯდა მანქანაში…

რამდენიმე წუთი დედასთან ჩახუტებული იყო,ძლიერად ეხვეოდა და ძლივს იკავებდა ცრემლებს…
-შვილო ახლა დაჯექი და ამიხსენი რა მოხდა?აქ რატომ ხარ და საერთოდაც რა ხდება შენს თავს.
-ის ხდება რომ ადამიანი, რომელსაც ვენდე,ყველაფერი მივეცი და შევიყვარე, მოღალატე აღმოჩნდა.
-მაგას ვერ დავიჯერებ,-გაეცინა ქალს.
-საკუთარი თვალით ვნახე დედა.ჩემი არ გჯერა?
-ხანდახან საკუთარ თავს და თვალებსაც კი არ უნდა დაუჯერო შვილო.არსებობს მომენტები ან სიტუაციები,რაზეც ხანდახან თვალის დახუჭვა გვიწევს,ისევ ჩვენი ბედნიერებისთვის.
-მე არ შემიძლია ეს,-ტატიანა საწოლზე წამოწვა,თავი კალთაში ჩაუდო დედას და თვალები დახუჭა.
-ნიკოლამ იცის მიზეზი რატომაც წამოხვედი?
-ალბათ კიი.ადვოკატი ეტყოდა.
-შვილო შენ სულ გადაირიე?- აღშფოთდა ქეთინო,-შენ არ იყავი ამ თემაზე ლაპარაკი რომ დაგიწყო მამაშენმა,თავზე რომ დაგვამხე ყველაფერი ეგ მეორედ არ თქვათო?
-დედა აქ სასაყვედუროდ ჩამოხვედი თუ ჩემს დასახმარებლად?
-შენს დასახმარებლად და თვალის ასახელად რომ ჩამოვედი,იმიტომ გელაპარაკები ასე,დედა რომ ვარ,ეს უფლებას მაძლევს,ცოტა მკაცრი ვიყო შენს მიმართ.
-მე თვალის ახელა კი არა დახმარება მჭირდება,-წამოჯდა გოგო და დედას მიაჩერდა.-ორსულად ვარ
-რაა?-თვალები გაუფართოვდა ქალს.-ტატიი ეს ხომ ძალიან მაგარია, სახე გაუნათდა ქეთინოს.-ახლა უფრო მეტი მიზეზი გაქვს ნიკოლას დაელაპარაკო და შერიგდეთ.
-დედა აქ იმიტომ დაგიბარე,რომ სუსტი ორგანიზმი მაქვს და ბავშვის დაკარგვის საფრთხე არსებობს.გთხოვ დამეხმარე და კარგ ექიმთან მიმიყვანე, ეს ბავშვი ჩემი ერთადერთი იმედია.
-რა თქმა უნდა,რა თქმა უნდა, -აღფრთოვანებული იყო ქეთინო ახალი ამბით და დაბნეულს არ იცოდა რა გაეკეთებინა….
სერგოს მიერ გაყოლებული კაცი ყვარელამდე გაჰყვა ქეთინოს,რომ დარწმუნდა ტატიანა ნამდვილად იქ იყო,დაურეკა და ყველაფერი მოახსენა.უკან დაბრუნდიო უთხრა კაცმა და შესაბამისად აღარ გაუგიათ როგორ გამოვიდნენ დედა შვილი იქიდან და როგორ დაბრუნდნენ თბილისში…
ტატიანა თავს ისე გრძნობდა თითქოს ჰაერში დაფრინავდა ბედნიერებისგან.
პირველად რომ ექიმმა მუცელზე აპარატი დაადო,სიცივისაგან გააჟრჟოლა,მერე ეკალმა დააყარა და ყურებში უცანური ხმა მოესმა.
-ეს შენი შვილის გულისცემაა ტატიანა. ბავშვი ჯანმრთელია და ამ ეტაპისთვის შესანიშნავად ვითარდება,მაგრამ თქვენი ანალიზები არ მომწონს, დაბალი ჰემოგლობინი გაქვთ და ზოგადად ძალიან ხართ გამხდარი.
-ეს დიეტების ბრალია ექიმო,-ჩაერთო ქეთინო.
-ხოდა ამ წუთიდან გიკრძალავთ ყველანაირ დიეტას და მსგავს სისულელეებს,თავს უნდა გაუფრთხილდეთ,რადგან ახლა მხოლოდ თქვენ არ ხართ,ახლა ბავშვსაც უნდა მოუფრთხილდეთ,სხვა პასუხისმგებლობა გეკისრებათ.
-ყველაფერი ისე იქნება ექიმო, როგორც მეტყვით. -გაუღიმა შუახნის ქალბატონს ტატიანამ და დედას ხელი ჩაჰკიდა…
-ახლა რას აპირებ?-ჰკითხა დედამ, როცა საავადმყოფოდან გამოვიდნენ.
-არ ვიცი, წამლებს ვიყიდი და ალბათ უკან დავბრუნდები.
-მე ამას არ გეკითხები,ნიკოლამ უნდა იცოდეს ბავშვის არსებობის შესახებ.
-ჯერ არაფერს ვეტყვი,მერე ალბათ ისედაც მიხვდება და გაიგებს.არ მინდა ბავშვის გამო დარჩეს ჩემთან.
-სისულელებს ლაპარაკობ შვილო, მე ვნახე ის იმ დღეს როცა ჩვენთან ნასვამი მოვიდა,ნეტავ იცოდე როგორ დარდობდა და განიცდიდა შენს წასვლას..
-ალბათ სინდისი ქეჯნიდა.
-არაა მასე და ნუ ჯიუტობ,ახლა ამის დრო არაა,უნდა დაელაპარაკო.
-დედა,დავიღალე,ძალიან დავიღალე, წავალ მე კარგი?შენ კი სახლში დაბრუნდი.
-როგორ გაგიშვა იქ?შენ ახლა სხვანაირი მოვლა გინდა.სახლში მაინც წამოდი,თუ მასთან არ ბრუნდები
-დავბრუნდები სახლში დედა,ძალიან მალე,ახლა ცოტა დასვენება და მარტო ყოფნა მინდა.
-კარგი,როგორც იტყვი,რომ ჩახვალ დამირეკე,-ქეთინო შვილს ჩაეხუტა,მოეხვია,მერე ტაქსში ჩასვა და უკან გაუშვა.
*********
სერგო ბერიძემ რომ დაურეკა სამსახურს მორჩენილი იყო და სახლში წასასვლელად ემზადებოდა.
-ნიკოლა როგორ ხარ?
-კარგად არ ვარ,თქვენ როგორ ხართ?
-ახლა კარგად გახდები,-გაეცინა კაცს,- ტატიანას ადგილსამყოფელი გავიგე. მასთან მიდიხართ,.
-ვაღიარებ თქვენ ჩემზე მეტად მოგინდომებიათ.-აღფრთოვანება ძლივს დამალა ბიჭმა.
-მოკლედ მისამართი გამოგიგზავნეთ, დანარჩენი შენ იცი.მინდა ბედნიერები იყოთ,სხვა არაფერი.
-დიდი მადლობა,მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ,ახლა სხვანაირად უნდა ვიმოქმედო,მასთან იმიტომ არ მივდივარ რომ რამე შევეხვეწო,ისე უნდა მოვიქცე რომ მიხვდეს თავის შეცდომას და გთხოვთ,რაც არ უნდა მოხდეს არ შეიმჩნიოთ.ამყევით თამაშში.
-შენ იმაზე მეტად გიყვარს ის,ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.იყოს ყველაფერი ისე,როგორც შენ გინდა..
სიმამრს დაემშვიდობა და წასასვლელად მოემზადა. სეიფიდან საბუთები აიღო და კაბინეტი დატოვა.
მთელი გზა ფიქრობდა რას ეტყოდა ან როგორ შეხვდებოდა ტატიანა, როგორი იქნებოდა მათი შეხვედრა. ათასი ვარიანტი წარმოიდგინა,მაგრამ მაინც სულ სხვანაირი იყო ყველაფერი…
ძალიან მოშივდა,ვერაფრით მოისვენა ოთახში,ადგა და კაფეში ჩავიდა სავახშმოდ.შეკვეთა რომ მისცა, მიმტანმა გაოცებულმა შეხედა,ალბათ იფიქრა ეს გამხდარი გოგო ამდენ რამეს როგორ შეჭამსო. შეკვეთის მოლოდინში ეზოს დათვალიერებით იყო გართული.უეცრად მის წინ ვიღაც დაჯდა და მაშინვე შემოუღიტინა ცხვირის ნესტოებში ნაცნობმა სურნელმა…
ტატიანა რომ დაინახა,მაშინვე გაუნათდა სახე და ისევ ისე შეუფრთხიალდა გული,როგორც აქამდე მისი თითოეული დანახვისას.
როგორც კი მიმტანი წავიდა,მაშინვე დაიძრა მისკენ ნელი ნაბიჯებით, სკამი გამოსწია და მის წინ ჩამოჯდა. თვალებგაფართოებული უყურებდა გოგო და ხმას ვერ იღებდა.ისიც დუმდა.თითქოს მდუმარების ფიცი დაედოთ ორივეს.
-გამარჯობა ტატიანა,-დაარღვია დუმილი ნიკოლამ.
-გამარჯობა ნიკოლა,-გაპარული ხმით უპასუხა გოგომ.
-როგორ ხარ?
-ნორმალურად,შენ?
-გეტყობა რომ არ განიცდი უჩემობას, მადაც შესანიშნავი გაქვს და ფორმებიც დაგტყობია.
ტატიანას გულში გაჰკრა ვაითუ ბავშვზე გაიგოო და ფერი გადაუვიდა სახეზე,მაგრამ მაინც აიყვანა თავი ხელში და ამ თემაზე არაფერი უთქვამს.
-არც შენ არ განიცდი უჩემობას,ასე არაა?-ჭამა შეწყვიტა და ქმარს მიაჩერდა.
- მართალი ხარ,მეც ისევე არ განვიცდი,როგორც შენ.
-მე მარტო მაინც ვარ,შენ კი ლიკა გყავს.-გაბრაზებულმა უპასუხა გოგომ.
-აჰაა როგორც იქნა სასურველი თემისკენ წავედით.აბა მეტყვი რატომ წახვედი ასე უეცრად თუ ჩემით ვცადო გარკვევა?ხომ იცი არ გამიჭირდება ისევე როგორც შენი პოვნა არ გამიჭირდა.-მკაცრად უპასუხა ნიკოლამ
-უჩემოდაც კარგად ხვდები რატომ წამოვედი.კარგი იყო ბათუმში იმ ქალთან ერთად?
-ძალიან კარგი,შესანიშნავი.
-ხოდა შეგიძლია წახვიდე მასთან, გაგიმარტივებ ცხოვრებას და..
-მაგრამ უჯობესი იქნებოდა შენ ყოფილიყავი ჩემს გვერდით. -გააწყვეტინა ბიჭმა.
-რადგან აქ ხარ ესეგი უკვე იცი რატომაც წამოვედი.
-და მაინც შენ არ გიკითხავს სიმართლე იყო თუ არა ის ყველაფერი.
-არ მჭირდებოდა კითხვა,დავინახე ისედაც
-რა დაინახე ადამიანო რაა?ის როგორ მესაუბრებოდა ლიკა და გვერდით როგორ გადმომიჯდა?როგორ მოინდომა ჩემი მოფერება,რადგან შენ იქ იყავი,ეს კი მან კარგად იცოდა.-ხმას აუწია ნიკოლამ.
-და შენც უარი არ გითქვამს,-არ დაუთმო ტატიანამ.
-კარგი,ახლა რაღაცას გაჩვენებ და დანარჩენს მერე ვიტყვი.შენს მესენჯერში ვიდეო გადმოგიგზავნე, გახსენი და კარგად ნახე.მერე კი აუცილებლად მომისმენ.
ტატიანა დამუნჯებული უყურებდა ვიდეოს,რომელიც ნიკოლას უდანაშაულობას ადასტურებდა. სასტუმროს კამერის ჩანაწერი იყო,ხმაც კარგად ისმოდა თუ როგორ მოიშორა ნიკოლამ ლიკა და როგორ განუცხადა
„- ამ ქვეყნად მხოლოდ ერთი ქალი მიყვარს ტატიანა ბერიძე და მის გარდა ჩემთვის სხვა ქალი არ არსებობს,არც იარსებებს,თავი დამანებე და სამუდამოდ დაივიწყე ის რაც გვაკავშირებდა ერთმანეთთან, წარსულში, დიდი ხნის უკან დაგტოვე, მაშინ როცა წახვედი,წერილი და ბეჭედი დამიტოვე და როცა საკუთარი ხელით დაანგრიე შენთან დაკავშირებული ყველა ოცნება. “
-ეს..ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს,-ცრემლი მოადგა თვალზე ტატიანას და ნიკოლას შეხედა, ყინული და სიცივე დაინახა მის თვალებში.
-ახლა მე ვილაპარაკებ და კარგად მომისმინე.,-ბიჭმა შეისვენა,მერე კი ლაპარაკი დაიწყო: -ზუსტად ერთი წლის უკან, მამაჩემმა რომ დამირეკა და სასწრაფოდ დაბრუნება მთხოვა, შიშით გადმოვფრინდი საქმიანი შეხვედრიდან,მეგონა რაღაც ცუდი მოხდა,არც შევმცდარვარ,ასე იყო ნამდვილად,როცა გავიგე რომ აეროპორტიდან პირდაპირ შენი ხელის სათხოვნელად წამოვედით. მაშინ,მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობდი,მაინც შენზე ვდარდოდბი, მამაჩვენებს ვამტყუნებდი რომ ახალგაზრდა გოგოს ცხოვრებას ვუნგრევდით და არ გვქონდა უფლება მისთვის ჩემზე დაქორწინება ეიძულებინათ.შენზე ცუდი წარმოდგენა იმ საღამოსვე შემექმნა,როცა საკუთარი ყურით გავიგონე,როგორ ესაუბრებოდი ჩემზე საუკეთესო დაქალს და როგორი სიტყვებით მამკობდი.სულ სხვა იყავი მაშინ,როცა ჩემს წინაშე წარსდექი და შენი ხელი ვითხოვე,ბეღურასავით კანკალებდი და გითრთოდა ხელები,როცა ბეჭედი მოგარგე ხელზე.შენი საშინელი ხასიათი მეორე დღესაც გამოავლინე და მერეც რამდენჯერმე,მაგრამ მაინც მჯეროდა რომ ამ აუტანელი გოგოს მიღმა არსებობდა სულ სხვანაირი ტატიანა, გოგო რომელსაც არავინ იცნობდა, გოგო რომელიც ვნახე ქორწილში, გოგო,რომლის მსგავსიც არავინ მეგონა.ბავშვური და გულუბრყვილო, რომელიც ვნახე ვენეციაში,იქიდან ჩამოსვლის მერე, გოგო რომელიც სახლში შემომისახლდა,მერე ოთახში და გულში, რომელმაც თავი სიგიჟემდე შემაყვარა…
-ნიკოლა გთხოვ არ გინდა..-ტატიანა უკვე ტიროდა.
-ნუ მაწყვეტინებ კარგი..
-თავს ცუდად ვგრძობ ასე რომ მელაპარაკები…
-ახლა გრძნობ ცუდად?შენ წარმოდგენა მაინც გაქვს მე რას ვგრძნობ?-ისევ აუწია ხმას ნიკოლამ. -რამდენჯერ ტატიანა?რამდენჯერ გთხოვე რომ ჩემი ნდობა გქონოდა და სხვისთვის არაფერი დაგეჯერებინა? როგორ გაები ლიკას მახეში?აი ესაა ის რაც მკლავს და მანადგურებს. რაც მაიძულებს იმას რომ შენი აღარაფერი აღარ მჯეროდეს..
-სხვა რა უნდა მეფიქრა ნიკოლა? ჯერ ფოტო,მერე საკუთარი თვალით დავინახე როგორ ჩაგეხუტა და მოგეხვია.იგივე მდგომარეობაში შენ რომ გენახე,თუნდაც დიტოსთან რას იზავდი?რას იფიქრებდი?
-ყოველშემთხვევაში არ გავიქცეოდი და შენგას ახსნას დაველოდებოდი. მოგისმენდი მაინც.
-ალბათ ასე უნდა ყოფილიყო და ის მოხდა,რასაც ორივე ველოდით.
-არა,მე არ ველოდი,მე ეს არ მინდოდა, მე შენთან ყოფნა მინდოდა ცხოვრების ბოლომდე, მე მინდოდა რომ ზუსტად ერთი წლის უკან,ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა სამუდამოდ გაგრძელებულიყო,გვყოლოდა შვილები,გაგვეზარდა და მერე მათ შვილებსაც მოვსწრებოდით ერთად. მაგრამ არა და არა,შენ არ მოინდომე, არ ირწმუნე ჩემი,ჩემი სიყვარულის და ერთგულების ბოლომდე და ბრმად, ისევე როგორც მე ვირწმუნე ეს. ერთი წელი...რამდენი რამე მოხდა ამ დროის განმავლობაში,თითქოს ბევრი არაა,მაგრამ არც ისე ცოტაა, სამაგიეროდ იმისთვის საკმარისია რომ ადამიანი შემოუშვა შენს გულში და მერე იმან ერთი პატარა ქცევით ბოლომდე გაგანადგუროს,გაგტეხოს…
აიღე,ეს ის საბუთებია,შენ რომ გამომიგზავნე ადვოკატის ხელით, ჩემი ხელმოწერაც აქვს,მორჩა დღეიდან აღარაფერი გვაკავშირებს, აღარ ვართ ცოლ-ქმარი, შარშან ამ დღეს დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და დღეს დასრულდა.ახლა თავისუფალი ხარ,ახლა შეგიძლია ბედნიერიც იყო…
ალბათ იპოვი მამაკაცს,რომელიც შეგიყვარებს და მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ და როგორიც მე მიგიღე, ალბათ მეც შევხვდები ქალს, რომელთანაც ისევ შევქმნი ოჯახს, მაგრამ შენსავით მაინც ვერავის შევიყვარებ და ვერც შენნაირად გამანადგურებს ვერავინ..
ნიკოლა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა,ტატიანა დაჰყურებდა ფურცლებს და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ნიკოლამ ეს გააკეთა. რომ ისინი უკვე აღარ იყვნენ ცოლ-ქმარი და რომ ასე ადვილად დათმო კაცმა.
-მე.მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო.. -დაიჩურჩულა გოგომ.-ნიკოლა..
-ხო სხვათაშორის,ამ საქციელით მამაშენიც გაანადგურე და მისი კომპანიაც,კონტრაქტი გავწყვიტეთ და მას ახლა მოუწევს იმ ფულის მთლიანად დაბრუნება ან თავისი წილის გადმოფორმება ჩვენს სახელზე.ასე რომ მისი გეგმა ყველაფერი მის შვილს დარჩენილიყო, როგორც ამირეჯიბების რძალს ჩაიშალა და შენი თავგანწირვაც ამაო აღმოჩნდა.
ტატიანამ ნიკოლას თვალებში ისეთი რამ დაინახა რაც არასოდეს და ამან ძალიან შეაშინა,იმანაც შეაშინა,რომ მისმა დაუფიქრებელმა საქციელმა ოჯახი და ოჯახური ბიზნესი გაანადგურა...ღონეგამოცლილი დაეშვა სკამზე და წყალს წაეტანა, მაგრამ ვეღარ შეძლო და გულწასული გადავარდა იატაკზე….
გულნატკენი,მაგრამ ამავე დროს კმაყოფილი გამოვიდა ნიკოლა კაფიდან,თუმცა გულში საკუთარ თავს უჯავრდებოდა,ასე რომ დასაჯა და ატკინა ტატას.მანქანაში ჩაჯდა და საჭეზე ჩამოდო თავი,ცხოვრებაში პირველად ნიკოლა ამირეჯიბი ტიროდა…
ხალხის ჩოჩქოლმა მალევე მიიპყრო მისი ყურადღება,მანქანა უნდა დაექოქა, მაგრამ ვერ შეძლო,გულმა ცუდი უგრძნო და ფანჯარას ჩამოუწია. ვიღაცამ დაიყვირა ახალგაზრდა გოგოა ცუდად სასწრაფო გამოიძახეთო. ინსტიქტურად გადავიდა მანქანიდან და შიგნით შევარდა, იატაკზე დავარდნილი და გონდაკარგული ტატიანა რომ დაინახა, გადაირია და დასაბმელი გახდა.მისი ქმარი ვარო დაიყვირა და მის წინ მუხლებზე დავარდა.
-ტატიანა,ტატიანა საყვარელო, გონს მოდი გეხვეწები,გთხოვ..სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ…
უკან თავისი მანქანით გაჰყვა...საჭეს ძლივს იმორჩილებდა,ისე ნერვიულობდა.
ერთი საათი დაჰყვეს თელავის საავადმყოფოში,ისე რომ ნიკოლამ არაფერი იცოდა ტატას მდგომარეობის შესახებ.ექიმი რომ გამოჩნდა შვებით ამოისუნთქა და მაშინვე ჰკითხა როგორ არისო?
-კარგად არიან..-უპასუხა ექიმმა.
-ვერ მიგიხვდით,-დაიბნა ის.
-დედაც კარგადაა და შვილიც.გონების დაკარგა ძლიერმა ემოციურმა ფონმა გამოიწვია.
-რას ამბობთ ექიმო?ეს როგორ?
-შვილო შენ ამ გოგოს ქმარი ხარ თუ არა?არ იცი რომ ის ორსულად იყო?
-არ ვიცოდით,ეს ორივესთვის სიუპრიზია ექიმო. ძალიან კარგი და სასიამოვნო სიუპრიზი,-სახე გახსნა და გონს მოეგო ნიკოლა.
-თუ გნებავთ შეგიძლიათ ინახულოთ..
-ერთი უცნაური რაღაც უნდა გთხოვოთ ექიმო.არ უთხრათ მას რომ მე ეს ვიცი და აქ ვიყავი,მინდა სიუპრიზი მოვუწყო,სახლში რომ დაბრუნდება.
-უცნაური სურვილია,მაგრამ როგორც გენებოთ.-გაეღიმა ხანშიშესულ კაცს. -უცნაური ხართ ეს ახალგაზრდები, რას გაგიგებთ ადამიანი…
ნიკოლამ გზიდან სერგოს და ქეთინოს დაურეკა და ყველაფერი უთხრა,იმის გარდა რომ ბავშვზე იცოდა.საიმედო ხელში სტოვებდა ტატიანას, თვითონ კი უკვე თბილისში შემოდიოდა..

ჩაბნებულ ოთახში იჯდა და აგერ უკვე მერამდენე ჭიქა ვისკის სვავდა. არადა არ გაიარა ამ საშინელმა გრძნობამ,რაც იქიდან დაბრუნების მერე დაეუფლა.აქამდე რომ გაეგო, მანამდე სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა,ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა,არც იმ დაწყევლილ შეხვედრაზე წავიდოდა და არც იმ საშინელ სიტყვებს ეტყოდა ტატიანას.
ბავშვი..ბავშვი ყველაფერს ცვლიდა. მათი სიყვარულის ნაყოფი არსებობდა უკვე,მათი ოცნება ახდა,მართალია უკვე აღარ იყვნენ ცოლ-ქმარი,მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლიდა. ბოლოსდაბოლოს ისევ დაქორწინდებოდნენ… მაგრამ იყო ერთი მაგრამ.იმ გატეხილ უნდობლობას ვინ გაამთელებდა და ვინ დაუბრუნებდა?..

საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წაიყვანეს ტატიანა მშობლებმა.გზაში ხმა არც ერთს არ ამოუღიათ.თითქოს ყველაფერი აქ სრულდებოდა.თითქოს გრძნობდნენ რომ მათი ოჯახის ბედი აქ წყდებოდა ან უკვე გადაწყვიტეა კიდეც მის გარეშე.მსგავს ფიქრებს მისცემოდა გოგო,მაგრამ რაზეც არ უნდა ეფიქრა,მაინც ნიკოლას უბრუნდებოდა მისი ფიქრებიც და გონებაც…
-ჩემს ოთახში ავალ,დავიძინებ,-თქვა ყრუდ და პასუხს არ დალოდებია,ისე აუყვა კიბეს.
-რა ვქნათ ქეთო?როგორ ვუშველოთ?- სასოწარკვეთილმა გადაულაპარაკა ქმარმა.
-იქნებ დაელაპარაკო ნიკოლას და შერიგდნენ,მან გადმოდგას პირველი ნაბიჯი..
-ის ბიჭი მართალია და მე არ ვთხოვ რომ ტატიანას დაუთმოს.დროა ჩვენმა ქალიშვილმა ისწავლოს თავის მოთოკვა და ემოციების მართვა.ახლა წამოდი დავიძინოთ,დღეს ძალიან დავიღალე.
ცოლ-ქმარი კიბეებს აუყვა საძინებლისკენ…
******
მარტი ისე გავიდა,ტატიანა საწოლი ოთახიდან არ გამოსულა.იწვა და სულ ფიქრობდა,ფიქრობდა ძალიან ბევრს, ფიქრობდა ნიკოლაზე,მათ მომავალ შვილზე,გული სიხარულით ევსებოდა, როცა წარმოიდგენდა რომ დედა უნდა გამხდარიყო.ეფერებოდა მუცელს და ბევრს ელაპარაკებოდა ბავშვს. ტოქსიკოზმა ცოტა გადაუარა და მოღონიერდა.შესაბამისად საწოლიდანაც წამოდგა და საძინებელი ოთახიდანაც გამოვიდა.
აპრილის პირველ კვირას მორიგ კონსულტაციაზე იყო ექიმთან. თვითონ არ დაუნახავს,მაგრამ მის შორიახლოს ტრიალებდა ნიკოლა და თვალყურს ადევნებდა გოგოს, რომელსაც სიდედრ-სიმამრი ეხმარებოდა ყველაფერში და მის ერთგულ მეკავშირეებად გამხდარიყვნენ…
იქიდან დაბრუნებულმა ვეღარ მოითმინა და საღამოს მამას სამუშაო ოთახში მიაკითხა.
-შეიძლება ვილაპარაკოთ..
-მოდი შვილო,მოდი,- გაუღიმა კაცმა და საბუთები გვერდით გადადო.
-ეს კომპანიის საბუთებია?-ანიშნა დახურულ საქაღალდეზე.კაცმა თავი დაუქნია.
-ისევ ცუდადაა ხო საქმე? -გულდაწყვეტილმა ჰკითხა გოგომ.
-თითქმის.
-ყველაფერი ჩემი ბრალია,მე რომ ასე დაუფიქრებლად არ მოვქცეულიყავი, ასე არ მოხდებოდა.
-თავს ნუ იდანაშაულებ.ჯანდაბას წაუღია ის აქციები,მთავარია შენ და ჩემი შვილიშვილი იყოთ კარგად.
-იცი?-თვალები გაუფართოვდა გოგოს.
-როგორ ფიქრობ დედაშენი ამას დამიმალავდა?ცხოვრებაში არ მოგვიტყუებია ერთმანეთი, ერთმანეთის ნდობა სულ გვქონდა, ბრმად გვჯეროდა ჩვენი ერთგულების, შენ კი რა გააკეთე?იმ ბიჭსაც უღალატე შენი უნდობლობით და მეც მაწყენინე, როცა ეს ამბავი დამიმალე და ბავშვზე არ მითხარი.
-მაპატიე მამა,-ცრემლი წამოუვიდა გოგოს.
-ამ ბოლო დროს ხშირად ტირი,- გაეცინა კაცს,-გიჭირს თავის კონტროლი?
-მე ნიკოლას გარეშე უფრო მიჭირს.
-მერე რატომ ხარ აქ?რატომ ზიხარ ასე უმოქმედოთ?
-არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ ჩემი საქციელის მცხვენია.
-დაფიქრდი საყვარელო,დაფიქრდი როგორ შემოირიგო ის,არ შეიძლება ბავშვი მამის გარეშე გაიზარდოს.
-ხომ იცი რომ ტიპიური ქალი არ ვარ და მის დასაბრუნებლად ბავშვს არ გამოვიყენებ?
-არც გეუბნები ამას,უბრალოდ გეგმა შეიმუშავე და ისე დაიბრუნე ის სიყვარულით.
-რამეს მოვიფიქრებ,მამა,ახლა წავალ დავისვენებ,ხო მართლა ხვალიდან სამსახურში დავბრუნდები.
-იქნებ არ ღირს?
-ღირს,სახლში ჯდომა არ მინდა,უფრო ცუდად ვხდები.
-როგორც გინდა შვილო,-უთხრა და ოთახიდან გააცილა გოგო.მერე ტელეფონს დასწვდა და სადღაც დარეკა.რომ უპასუხეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა.
-ხვალიდან სამსახურში ბრუნდება. შეგიძლია დაიწყო მოქმედება.
*******
დილით ადრიანად ადგა,შხაპი მიიღო და სამსახურში წასასვლად მოემზადა. ტანსაცმლის არჩევა გაუჭირდა.ვერც მაღალქუსლიანები მოირგო,ფეხები დასიებოდა.საბოლოოდ დაბალძირიანი ფეხსაცმელი და ჩვეულებრივი სადა,მუხლამდე კაბა ჩაიცვა,თხელი მოსაცმელი მოიცვა და სახლიდან გავიდა…
სამსახურში ყველა ღიმილით და თბილად დახვდა.მონატრებოდათ მათი მხიარული და მუდამ მომღიმარი ტატიანა.გულწრფელად გაუხარდა რომ ასეთი კარგი თანამშრომლები ჰყავდა.
თავის მაგიდასთან შეჩერდა და კომპიუტერი ჩართო.მერე სკამზე გადაკიდა მოსაცმელი და ჩაის მოსამზადებლად გავიდა.უკან რომ ბრუნდებოდა,მოულოდნელად დაიბნა, იმ წუთას შემოსული მამაკაცი რომ დაინახა და ძლივს შეიკავა თავი რომ ადუღებული ჩაი არ გადასხმოდა…
ნიკოლა,მისი ნიკოლა მოაბიჯებდა დერეფანში და საოცარი ენერგია მოჰქონდა თან,ყველა უღიმოდა, ეგებებოდა და ესალმებოდა, ზოგიერთი ეპრანჭებოდა კიდეც. ტატიანა ადგილს იყო მიჯაჭვული და ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებდა.
ეჭვიანობისგან სკდებოდა ნიკოლა რომ სხვას უღიმოდა,სხვას ჩაუკრა თვალი და გაეარშიყა კიდეც. სიბრაზისგან წამოწითლდა და ეს კარგად შეამჩნია ბიჭმა.
-ნათია ძვირფასო,ცოტა ხანში ჩემს კაბინეტში გელოდები,საქმე მაქვს, დავასრულოთ გუშინდელი,-თვალი კიდევ ერთხელ ჩაუკრა გოგოს და ის ღიმილი აჩუქა,ტატიანას რომ ეკუთვნოდა…
მის ტელეფონს რომ არ დაერეკა და ლალის რომ არ მიეკრა ხელი, ტელეფონი გირეკავსო ალბათ დიდხანს იქნებოდა ასე..
-ამან არ იცის ვინ არის ნიკოლა? -გადაუჩურჩულა მას.
-თქვენ ხომ დაშორდით?-დაიბნა ის.
-საიდან მოიტანე?
-ყველა ასე ამბობს და არც ნიკოლა მალავს.
-დიდი ხანია აქ არის?
-ორი კვირაა,როგორც ვიცი მამაშენმა კომპანიის ნაწილი მის სახელზე გააფორმა.
-აჰაა,ესეგი მეწილეა?
-დიახ და უარესი,ზუსტად ამ განყოფილების,სადაც შენ მუშაობ. მოიცადე სად მიდიხარ?-მკლავში სწვდა ლალი და უკან დაბრუნა სკამზე ტატიანა.
-მე აქ ვერ ვიმუშავებ…
საუბარი კარის გაღების ხმამ გააწყვეტინათ.ნიკოლამ დარბაზს მოავლო თვალი და მოჩურჩულე და საუბარში გართულ თანამშრომლებს გადახედა.
-თქვენ ორნი ჩემს კაბინეტში,-ანიშნა ტატიანას და ლალის და მკაცრი მზერა სტყორცნა.
-დავიღუპე.-თავში ხელი შემოირტყა გოგომ.
-რატომ?
-ანგარიშის დაწერა დამავალა და ვერ მოვასწარი.ახლა ნამდვილად გამანთავისუფლებს,ამასწინათაც გამაფრთხილა.
-მომეცი ეგ საბუთები და ჩემთან ერთად წამოდი.მე ვილაპარაკებ..
თავი გაიმხნევა,ფეხზე წამოდგა და ნელა დაიძრა მისი კაბინეტისკენ, თან გზად თვალი გადაავლო ნაწილს.
კარზე დააკაკუნა და დასტურის შემდეგ,პირველი თვითონ შევიდა..
-დაბრძანდით.-მიმართა ოფიციალურად და მის ხმაში სიცივე იგრძნო ტატიანამ.ახლა მიხვდა რატომ ამბობდნენ მასზე მისი თანამშრომლები სასტიკი და უჟმურიაო.მის წინ ჩამოსხდნენ და ინტერესით მიაჩერდნენ.
-ლალი ანგარიში მომიტანე?
-დიახ,ბატონო ნიკოლა,მაგრამ…
-მომაწოდე,-გააწყვეტინა.
შიშით გადახედა ტატას და თითებს დაუწყო წვალება.ტატიანამ საქაღალდე მიაწოდა. ნიკოლამ გადაშალა და კითხვა დაიწყო.ნელა შლიდა ფურცლებს,გოგოები კი ხან მას უყურებდნენ ხან ერთმანეთს და განაჩენს ელოდნენ.
-მე ვთქვი სრულად მოამზადე-თქო,აქ კი ნახევარია..-ისევ ის სიმკაცრე.
-ვერ მოვასწარი ბატონო ნიკოლა, ბოდიში,-თავი ჩაღუნა გოგომ
-რატომ?იმიტომ ხომ არა რომ ბევრ დროს ხარჯავ ჭორაობაში და საქმეს უპასუხისმგებლოდ უდგები?-ხმას აუწია ბიჭმა.ლალის თვალები აუცრემლიანლდა.
-უკაცრავად მაგრამ ყვირილის და თანამშრომლის შეურაწყოფის უფლება არ გაქვთ.-წამოხტა ტატიანა.
-თქვენთან ჯერ არ დამიწყია,ასე რომ დაბრძანდით და დამელოდეთ ქალბატონო ტატიანა ბერიძე.-ხაზი განსაკუთრებით გაუსვა ბოლო სიტყვებს.
-არ დავჯდები და არც გავჩუმდები, მამაჩემის კომპანიაში რა უფლებით მბრძანებლობთ?
-ეს უკვე ჩემი კომპანიაა და როგორც მე ვიტყვი ისე იქნება,კარგით რადგან ვერ ითმენ,თქვენით დავიწყებ. როგორც მივხვდი დიდი ხანი არაა რაც აქ მუშაობთ და ისიც ვიცი რომ სამსახური საკმაოდ დიდი ხნით გააცდინეთ,ვინაიდან და რადგანაც შვებულება არ გეკუთვნოდათ მომიწევს გაცდენილი საათების ანაზღაურება,თქვენი ხელფასიდან ჩამოგეჭრებათ თანხის ნაწილიც, რადგან არ მინდა თანამშრომლების დისკრიმინაციაში დამდონ ბრალი, და კიდევ თუ რამე არ მოგწონთ შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება და წახვიდეთ.
-მაგ ბედნიერებას არ მოგანიჭებთ ბატონო ნიკოლა,ყველა გაცდენილ დღეს და საათს ავანაზღაურებ,ყველა საბუთს მოვაწესრიგებ,თქვენ კი შეეშვით ჩემზე გაბრაზებული სხვაზე ჯავრის ამოყრას და მხოლოდ მე დამავალეთ თუ რამე პრობლემა გექნებათ...ხმას აუწია ტატიანამაც.
ოხ,როგორ მოეწონა ნიკოლას ეს ტატიანა და როგორ გააგიჟა,როგორ უყვარდა,მაგრამ ახლა არ დათმობდა, არაფრის დიდებით არ დათმობდა…
-მაშინ წახვალთ და ამ თვის ანგარიშს თქვენ დაწერთ,საღამომდე უნდა მოასწროთ.
-მაშინ დაგტოვებთ,-ისევ თამამად უპასუხა ტატიანამ და დაუმშვიდობებლად გამოვიდა იქიდან.როგორც კი ლალიმ კარი მოხურა,მაშინვე ამოისუნთქა და იგრძნო როგორ მოუდუნდა დაძაბული სხეული..
-ლალი,მომეცი ეგ საბუთები და დანარჩენებიც მომიტანე,ყველაფერი რაც დამჭირდება,მერე კი ერთი კარგი ჩაი მომიდუღე რომ ენერგია მოვიკრიბო,ნიკოლა ამირეჯიბს არ მივანიჭებ ამ ბედნიერებას..
მთელი დღე თავი არ აუწევია საბუთებიდან.ძალიან დაიღალა ცალკე ჯდომით,ცალკე ამდენი რიცხვების ანგარიშით.ლალი გვერდით ედგა და დახმარებას ცდილობდა,მაგრამ არ გააკარა საბუთებს,მხოლოდ სთხოვდა საჭმელით და ჩაით მოემარაგებინა.
ჩუმად უთვალთვალებდა ნიკოლა და ეცინებოდა მასზე,როგორ გემრიელად ილუკმებოდა და სიამოვნებით სვავდა იმ ჩაის,რომელიც არასოდეს ჰყვარებია...
გაუკვრიდა,როცა სამუშაო დღე, დასრულდა,ტატიანა კი ისევ სამუშაო მაგიდასთან დაინახა.რატომღაც ელოდა რომ წავიდოდა და დავალებას უგულოდ მოეკიდებოდა,არადა ასე არ მოხდა.რომ გამოვიდა მის თვალებს შეეჩეხა,გოგომ თვალი აარიდა და კმაყოფილმა ჩარგო თავი ისევ საბუთებში.
-სამუშაო დღე დიდი ხანია დასრულდა, შეგიძლიათ წაბრძანდეთ.-უთხრა ბიჭმა.
-მალე წავალ,თითქმის მოვრჩი…
-არ იყო საჭირო,-მაინც გატყდა ნიკოლა და ხელი მხარზე შეახო. გოგოს მთელ სხეულში დაურა მისგან წამოსულმა ენერგიამ.
-აი ბატონო ნიკოლა,ინებეთ,- კმაყოფილმა მიაწოდა საქაღალდე და წამოდგა.ქურთუკი მოიცვა და ჩანთას დასწვდა.
-ხო მართლა შეგიძლიათ ორი საათი ჩემს მიერ გაცდენილ საათების რაოდენობას გამოაკლოთ.- კმაყოფილმა უთხრა ტატიანამ,მხარი გაჰკრა და ისე აუარა გვერდი ნიკოლას.
-ჩემი გოგო ხარ,-ღიმილით ჩაილაპარაკა მან და საქაღალდე იქვე დადო,არც უფიქრია გადაშლა და წაკითხვა,ზუსტად იცოდა რომ იქ ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც საჭირო იყო …
*****
მთელი კვირა ასე გაატარეს კამათსა და დაძაბულობაში,ნიკოლა მიზეზს ეძებდა ტატიანას დასასჯელად ან მის კაბინეტში შესასვლელად,გოგო კი ყველაფერს ისე ასრულებდა როგორც საჭირო იყო,ბოლოს ტატიანაც დაიღალა,მითუმეტეს რომ ჩათვალა იმ სიტუაციაში ნიკოლა დამნაშავე იყო და ტყუილად უყვირა ლალის. შესვენებაზე იყო გასული,უკან რომ დაბრუნდა და აცრემლებული ლალი დაინახა,გადაეკეტა,მაშინვე მიხვდა მიზეზს და ნიკოლას კაბინეტისკენ აიღო გეზი.უნებართვოდ შეაღო კაბინეტის კარი და ხმაურით დახურა.
ბიჭი საბუთებში იყო ჩართული, ხმაურზე თავი ასწია და გააფთრებული ტატას თვალებს წააწყდა.მისკენ დაიძრა გოგო და მაგიდაზე ორივე ხელი დაარტყა.
-ვინ გგონია შენი თავი?რა უფლება გაქვს რომ ადამიანებს უყვირი ან შეუარაწყოფას აყენებ?შენ ჩემთან გაქვს პრობლემა და მე მომმართე, მე მიყვირე თუ გინდა,მაგრამ არ მოგცემ უფლებას სხვა დაამცირო,გესმის ნიკოლა ამირეჯიბო?
ისე აბრიალებდა თვალებს ტატიანა, რომ შესძლებოდა აუცილებლად მოკლავდა ამ მზერით.უარესად გაგიჟდა,როცა ნიკოლა მშვიდი და უდარდელი სახით უყურებდა.
-ამოიღე ხმა,მიპასუხე რატომ?რატომ იქცევი ასე?გსიამოვნებს?მოგწონს? კი ბატონო,თუ მოგწონს ჩემზე იყარე ჯავრი,მაგრამ სხვებს შეეშვი.-ხელის ერთი მოსმით მოისროლა ნიკოლამ ყველაფერი რაც მაგიდაზე იყო. სახიდან ღიმილი წაეშალა და გაბრაზებულმა შეხედა ტატიანამ.
-არც მე ვიყავი არაფერში დამნაშავე, მაგრამ შენ მაინც ჩემზე იყარე ჯავრი.- უყვირა და ტატიანა მაშინვე მოიბუზა, სადღაც გაქრა ის მამაცი გოგო რამდენიმე წამის უკან რომ დაატყდა ნიკოლას.
-არ მოგწონს ეს ყველაფერი?-წამოდგა და მისკენ დაიძრა ბიჭი.-არც მე არ მომწონს,როცა უსამართლოდ მადანაშაულებენ,არც მე არ მომწონს როცა არ მენდობიან,მაგრამ ვიტან და ვითმენ,ასე რომ შენც აიტან ამ ყველაფერს და შენც მოითმენ. -მკლავებში მოჰკიდა ხელი და წყობიდან გამოსულმა დააბანჯღარა.
-ფრთხილად ბ..-კინაღამ წამოსცდა ტატიანას და ენაზე იკბინა უცებ. ნიკოლაც მიხვა რის თქმა უნდოდა გოგოს და ოდნავ შეუშვა ხელი შეშინებულმა.
-კარგად ხარ?-ჰკითხა,როცა დაინახა რომ გოგომ ფერი დაკარგა.
-როგორ უნდა ვიყო კარგად?როგორ?- თვალები აუცრემლიანდა ტატიანას.
-ბოდიში,ზედმეტი მომივიდა,- ჩაილაპარაკა ნიკოლამ და სახეზე ჩამოუსვა ხელი,თმა გადაუწია და მოეფერა,მერე ქვედა ტუჩზე გადაატარა ცერა თითი და ტუჩები გაილოკა,ახლა ისე უნდოდა მისი კოცნა. ო,როგორ ენატრებოდა,მისი ყველა უჯრედი ენატრებოდა.ტატამ თვალები დახუჭა და წამით იმ რეალობაში დაბრუნდა ერთად რომ იყვნენ…მერე უცებ გამოერკვა, აწმყოში დაბრუნდა,უხეშად აუკრა ხელი ბიჭს და მოიშორა.
-არასოდეს მომეკარო და არც ჩემს გამო მიაყენო შეურაწყოფა თანამშრომლებს,აქ შენი ბანკი არ გეგონოს,აქ ჩემი კომპანიაა, პირობას ვდებ დავიბრუნებ მას და აქედანაც ისე გაგიშვებ,როგორც ჩემი ცხოვრებიდან..
ოჰ,როგორ ეტკინა ნიკოლას ეს სიტყვები.ეტკინა კი არა პირდაპირ გული დაუსერა,პირდაპირ საკონტროლო გასროლა გააკეთა. ხელი გაუშვა გოგოს და მიაჩერდა.
-ხომ იცი რომ შენს ცხოვრებაში ისეთი კვალი დავტოვე,ვერასოდეს წაშლი და ვერასოდეს მოიშორებ?-ჰკითხა გამომცდელად და ირონიულად გაუღიმა
-შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს,-უპასუხა და კაბინეტიდან ამაყად გამოვიდა..
საღამოს მამას ეახლა კაბინეტში და სალაპარაკო მაქვსო სთხოვა.კაცმაც კარი მიხურა და გვერდით მიუჯდა.მისი ხელი ხელში აიღო და დაღლილ სახეზე შეატყო რომ რაღაც რიგზე არ იყო.
-რამე მოხდა შვილო?ცუდი ფერი გაქვს.
-აღარ შემიძლია მამა,უკვე ორი თვე გადის რაც ნიკოლას გვერდით აღარ ვარ,ვეღარ ვუძლებ,ვნადგურდები.- ცრემლებმა თავისით იპოვეს გასაქანი.
-რადგან შენ ტირი ესეგი რაღაც სერიოზული მოხდა..
-მამა გთხოვ დაელაპარაკე მას,იქნებ რამე გამოსავალი მოძებნო და კომპანია ისევ დაიბრუნო,სთხოვე, შეეხვეწე...მე ვნადგურდები.ცალკე ის მანადგურებს რომ ჩემს გამო დაკარგე ის რასაც ამდენი წელი აშენებდი და ცალკე მის სიახლოვეს ყოფნა.
-აბა რას აკეთებ ახლა?ასე ნერვიულობა როგორ შეიძლება? ბავშვისთვის საზიანოა ეს ყველაფერი.
-დაამშვიდა მამამ.
-დაელაპარაკები?
-გპირდები კიდევ ერთხელ დაველაპარაკები, თან რაც შეიძლება მალე. წადი ახლა შენ დაისვენე, დაიძინე,და გჯეროდეს რომ ხვალ ახალი დღე გათენდება ახალი იმედებით და ოცნებებით.
-ხო ოცნებებით,ოცნებებით რომლებიც არასოდეს ხდებიან,-ჩაილაპარაკა გოგომ და მამას ჩაეხუტა,მერე დაემშვიდობა და საძინებელში ავიდა.
დაღლილს მალევე ჩაეძინა..
ძილში ისევ მოაკითხა ნიკოლამ,ისევ ესიზმრა,როგორც ყოველ ღამე. ამჯერადაც სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი.თითქოს ბიჭმა იცოდა რომ ტატიანა ორსულად იყო და მუცელზე ეფერებოდა,ნათლად გრძნობდა მის შეხებას.იმდენად იყო ძილბურანში,რომ ვერ გაარჩიან ცხადი იყო თუ სიზმარი.არადა იქ მართლა ნიკოლა იყო…
**********
ვერ მოითმინა სერგომ და როგორც კი ტატიანა გავიდა მაშინვე დაურეკა ამირეჯიბს.შეხვედრა სთხოვა,ბიჭი ბარიდან ახალი გამოსული იყო,ცოტა ნასვამი იყო,მაგრამ მაინც არ გადაუდია შეხვედრა და ნახევარ საათში ბერიძეების ჭიშკარს მიადგა. იმედი ჰქონდა რომ ტატიანას ნახავდა,ნუ შორიდან მაინც მოჰკრავდა თვალს,მაგრამ არ გაუმართლა.
-სძინავს,-ღიმილით ამცნო სერგომ,- ტყუილად ეძებ,დაიღალა და განერვიულებული იყო.-
-საშიში ხომ არაფერია?-ანერვიულდა ბიჭი.
-ეს შენ უნდა გკითხო,რა ხდება ნიკოლა?ჩვენი შეთანხმენა საშიშ ფაზაში შედის მგონი და ძალიან მეშინია,არ მინდა ტატიანას ასეთ განერვიულებულს ვხედავდე.
-დამშვიდდით ბატონო სერგო,ხომ იცით რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ,რაც მას და ჩემს შვილს ზიანს მიაყენებს.მხოლოდ ცოტა მკაცრად მოვექცევი.
-ცოტა?-ეჭვით შეხედა კაცმა.
-ხომ მიცნობთ და ხომ იცით რომ სიტყვის კაცი ვარ?აბა მე ვგავარ ახლა პატარა ბავშვს,რომ ჩემს საქციელს ვერ ვაკონტროლებდე.
-უკვე აღარაფერი აღარ ვიცი, დავიღალე ამ ყველაფრით, დავიღალე მისი ცრემლიანი თვალების ყურებით, ძალიან განიცდის. იქნებ აპატიო და შერიგდეთ..
-რაც უფრო დრო გადის,უფრო მეტად მინდა მის გვერდით ყოფნა და მასთან დაბრუნება,მაგრამ რომ მახსენდება რა გააკეთა,ვცოფდები და თავის კონტროლს ვკარგავ.
კაცმა მის თვალებში იმხელა სევდა და დარდი დაინახა,როგორსაც თავისი შვილის თვალებში ხედავდა. ისინი ნამდვილად ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები…
-დალევ?-წამოდგა და ბარისკენ წავიდა სერგო
-მხოლოდ ერთი ჭიქა და მერე წავალ.
უხმოდ გამოცალეს თითო ჭიქა ვისკი. მერე ნიკოლა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა,მაგრამ ფეხს ითრევდა და სერგოს გამოცდილმა თვალმა ადვილად შეამჩნია ეს..
-ნიკოლა,-შეაჩერა კართან.-მას ახლა სძინავს,მგონი არაფერი დაშავდება თუ ცოტა ხნით ნახავ.
უხმოდ გაიღიმა ბიჭმა და კატის სისწრაფით აუყვა კიბეებს. ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი .ჩაბნელებულ ოთახში საწოლთან ჩამოკიდებული ბრა,სუსტად ანათებდა. ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და ზემოდან დახედა მძინარე გოგოს. შფოთავდა ტატიანა,აშკარად არ ეტყობოდა რომ კარგად იყო. სახეზე ოფლს დაესხა.მის წინ ჩაიმუხლა და ფრთხად ჩამოუსვა სახეზე ხელი.მერე თმაზე მიეფერა და მისი სურნელი კიდევ ერთხელ შეიგრძნო.ტატა შეირხა და გვერდი იცვალა.საბანი გადაიხადა და ნიკლასკენ გადმობრუნდა,ბიჭს ეგონა ახლა გაეღვიძებაო,მაგრამ არ გაღვიძებია,ისევ ისე გააგრძელა ძილი.თვალი მუცლისკენ მექცა,ფრთხილად გააპარა ხელი და აწეულ პიჟამოს ქვეშ შეუცურა.
-საოცარი ხარ ტატიანა,როგორი უსუსური და ამავე დროს როგორი ძლიერი.მაგრამ როგორ უცებ მოგერია ბოროტი ხალხი და როგორ უცებ გატყდი.
ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.
-შვილო..-დაიჩურჩულა ისევ,-მამა გავხდები,ეს ჩემთვის ჯერ კიდევ რთულია,მაგრამ რომ ვიაზრებ ვხვდები რომ ჩემს ცხოვრებაში მოვლენილი სასწაული ხარ, დედაშენთან დამაკავშირებელი რგოლი. არ დაგთმობ,არც ერთს არ დაგთმობ, მორჩა მართლა გვეყო ორივეს.-სწრაფად მოტრიალდა და ისევ ჩუმად დატოვა იქაურობა. კარის ხმაზე ტატიანას გაეღვიძა,როგორც ჩანს დაიმედებულმა ნიკოლამ ვერ მოთოკა ემოციები და ნერვები და ხმაურით მოუვიდა დაკეტვა. ვერაფერი დაავიწყება ტატა ბერიძეს ნიკოლა ამირეჯიბის სუნამოს სურნელს, ნათლად იგრძნო ის და დააკვნა რომ ბიჭი არა მარტო სიზმარში,არამედ ცხადშიც მის გვერდით იყო.
სხვანაირი წამოვიდა ბერიძეებისგან ნიკოლა. ისეთი ბედნიერი რომ მიწას ფეხს არ აკარებდა,რომ შესძლებოდა ცაში გაფრინდებოდა.გზად სასმელი კიდევ იყიდა,აივანზე მოეწყო და დალევა განაგრძო,თან ტატიანაზე ფიქრობდა. მომავალ შვილზე.რა საოცარი შეგრძნება იყო საყვარელი ქალი მისგან რომ ელოდებოდა შვილს და მის ოცნებას ასრულებდა…
******
რაც უფრო გადიოდა,მით უფრო უჭირდა ტატას ორსულობის დამალვა, ორი ზომით დიდი ტანსაცმელი,კვების რაციონის შეცვლა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, გამუდმებული შესვენებები და სუფთა ჰაერზე გასვლა საეჭვო გახდა. ხვდებოდა რომ ნიკოლა ამას ადრე თუ გვიან მიხვდებოდა და წარმოდგენაც არ უნდოდა რა შედეგი მოჰყვებოდა .მართალია ბოლო პერიოდში ნაკლებად ერჩოდა და ხშირად ეძახდა კაბინეტში,ყოველი ახალი საქმის ან გადარიცხვის დროს განსაკუთრებით, მაგრამ ამას სიყვარულს აბრალებდა და სულ არ ჰქონია ის აზრი რომ მასაც შეეძლო სცოდნოდა ყველაფერი. რამდენჯერმე საქმიან შეხვედრაზეც წაიყვანა,წასვლა არ უნდოდა, იძულებული გახდა. შუა შეხვედრაზე იგრძნო როგორ აეწვა კუჭი და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა. იცოდა ნიკოლამ რომ წინააღმდეგი იქნებოდა,მაგრამ მაინც გაჰყვა. გარედან უსმენდა როგორ ცუდად იყო,რომ დაწყნარდა მაშინ დაუკაკუნა კარზე.
-ტატიანა კარგად ხარ?
-კარგად ვარ.-გამოსძახა,მერე კარიც გაიღო და ფერდაკარგული გოგოც გამოჩნდა.
-მართლა კარგად ხარ?-მკლავში სტაცა ხელი ნიკოლამ და თავისკენ მიაბრუნა. იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, იმდენად ახლოს,რომ ერთმანეთს გრძნობდნენ.ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ და ორივე ხვდებოდა რომ ეს გულისცემა მათ ეკუთვნოდათ….
-დავბრუნდეთ კარგი?სტუმრები გველოდებიან.-თავი გასწია ტატამ,რომ მიხვდა ნიკოლა მის კოცნას აპირებდა.გამოერკვა ბიჭიც,ხელი გაუშვა და უკან აედევნა.
რაზე ილაპარაკეს ნახევარზე მეტი არ გაუგია ტატას,იჯდა და ფიქრებით წარსულში იყო დაბრუნებული.
-სახლში გაგიყვანო?-ხელით შეაფხიზლა ნიკოლამ.
-მორჩა შეხვედრა?
-კი,ახლახანს წავიდნენ ყველა.ჩვენც წავიდეთ…
-წავიდეთ,-უპასუხა და წამოდგა ისიც.
გარეთ რომ გამოვიდნენ მოულოდნელად ჟურნალისტების არმია დაატყდათ თავს,თავის არიდება ვერაფრით შესძლეს.
-მართალია რომ ერთმანეთს დაშორდით?
-თუ ასეა რატომ ხართ ახლა ერთად?
-ორსულად არ ხართ?პატარა ამირეჯიბს ხომ არ ელოდებით?
ერთმანეთს არ აცდიდნენ და უამრავ შეკითხვას აძლევდნენ.ისედაც უხასიათო ტატიანას,კიდევ უფრო მოეშხამა ხასიათი.სამაგიეროდ ნიკოლა არ დაიბნა,წელზე მოხვია ხელი,სხეულზე აიკრა და გაიღიმა.
-არ დავშორებულვართ,ყველაფერი ჭორია,ბოროტი ხალხის მოგონილი, რომელთაც ჩვენი ერთად ყოფნა არ უნდათ,მაგრამ ახლა ხმამაღლა ვამბობ რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და არ ვაპირებთ დაშორებას….
მერე გვერდი აუარა ყველას და მანქანაში თითქმის ჩატენა ტატიანა.
-ეს რა იყო?რატომ იცრუე?-მოეგო გონს.
-შენი და შენი ოჯახის შერცხვენა არ მინდოდა.
-ვინ გითხრა მერე ან ვინ გთხოვა ივაჟკაცეო?
-არავინ,მაგრამ მამაშენს და შენს ოჯახს ვცემ პატივს,არ მინდა მათი ქალიშვილის დაუფიქრებელი საქციელის გამო მათ სამიზნედ ვაქციო.კარგად იცი რა აუტანელია
მუდმივად უკან დევნა და შენს პირადში ქექვა.
-როგორც ყოველთვის ცდილობ კიდევ ერთხელ შემახსენო ჩემი საქციელი.
ნიკოლას პასუხი არ გაუცია.უხმოდ მიჰყავდა მანქანა.უცებ საჭეს ხელი დაარტყა და გაბრაზებულმა შეიკურთხა.
-ჯანდაბა,რამდენიმე ჟურნალისტი უკან მოგვყვება,სხვა გზა არ გაქვს, ჩემთან უნდა წამოხვიდე, ნუ შეგეშინდა,ხელს არ დაგადებ. შენს ყოფილ ოთახში დაიძინებ....
-ყოველთვის ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ როგორაა, -აბუზღუნდა და ტუჩები სასაცილოდ გამობუსხა.ჭკუა კინაღამ დაკარგა ნიკოლამ,ისე უნდოდა ახლა ამ ტუჩებში ეკოცნა.
ამ სახლს განსაკუთრებულია აურა და სურნელი ჰქონდა,რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა ტატიანას. სულ ამბობდა რომ მაშინვე იგრძნო ეს,როცა აქ პირველად მოვიდა.როცა პირველად მოიყვანა ნიკოლამ,მაშინ ჯერ კიდევ იძულებით იყო მასთან,პრინციპში ახლაც,მაგრამ ახლა რამდენიმე გარემოება შეცვლილიყო.
-შემოხვალ თუ დიდხანს იდგები მანდ?
-გამოაფხიზლა ნიკოლას ხმამ.კარი მიხურა და შიგნით შევიდა ისე თითქოს ისევ პირველად ყოფილიყოს აქ. უხმოდ მოავლო თვალი სახლს. აქაურობა სხვანაირი ეჩვენა.
-რა გჭირს?ისე იქცევი თითქოს უცხო იყო ან პირველად იყო აქ,ან სადღაც გაურკვეველ ადგილას მოგიყვანე. -ქურთუკი გაიხადა და იქვე საკიდზე ჩამოკიდა. ტატიანამაც იგივე გაიმეორა და უკან გაჰყვა.
-სხვანაირია აქაურობა.-ჩაიბურტყუნა გოგომ,მაგრამ მაინც გაიგო ბიჭმა.
-როგორ სხვანაირი?-
-აი არ ვიცი როგორ ვთქვა….ცარიელი.. -დამნაშავესავით თავი დახარა გოგომ.
-ამას ახლა მიხვდი?ისე წესით ეგ აქამდე უნდა გეფიქრა და გაგეანალიზებინა.უნდა გეფიქრა რა მოჰყვებოდა შენ საქციელს,უნდა გეფიქრა ვინ ვიყავი მე და რამდენად ვიყავი იმის ჩამდენი,რაც დამაბრალე. იცი რატომ არ გავაკეთებდი ამას? იმიტომ რომ მხოლოდ შენ მიყვარდი და შენ მიყვარხარ,შენ ხარ ჩემი ცხოვრების ქალი და არამარტო შენ,არამედ საკუთარ თავს არ მივაყენებდი ასეთ შეურაწყოფას…
ტატიანამ ვერაფერი უპასუხა,თვალს მომდგარი ცრემლები მოიწმინდა და ზურგი შეაქცია ბიჭს რომ არ ენახა ეს. მერე ოთახისკენ დაიძრა,ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა უნდოდა.კიდევ ერთხელ რომ ენანა თავის დაუფიქრებელი საქციელი…
ოთახამდე გზა სანამ გაიარა,იმდენად გაიწელა,რომ ეგონა არასოდეს დასრულდებოდა.უკვე შედიოდა,როცა კარის შეღებასთან ერთად მუცელში ტკივილი იგრძნო,არ შეიმჩნია,თავს ძალა დაატანა და საწოლამდე მივიდა. წამოწვა,მაგრამ არადა არ გაიარა ტკივილმა,უფრო მეტად მატულობდა. ბოლოს იმდენად შეეშინდა რომ საკუთარ თავს და სიამაყეს სძლია და ნიკოლას დაუძახა. პასუხი არ გასცა ბიჭმა. უფრო მეტად შეეპარა შიშიც და ხმასაც უფრო აუწია..უეცრად სისველე იგრძნო და მიხვდა რომ სისხლდენა დაეწყო. განწირულმა იკივლა,დაინახა როგორ შემოგლიჯა ბიჭმა კარი,მერე კი გონება დაკარგა..
****
სანამ სასწრაფო მოვიდა ერთი სიცოცხლე დაამთავრა ნიკოლამ. საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ეფერებოდა ტატიანას ხელებს,სახეს, მუცელს და ღმერთს ბავშვის გადარჩენას სთხოვდა.. გამოკვლევებზეც შეჰყვა და არ დატოვა მარტო. ბოლოს ექიმი ისე შეაწუხა,რომ გარეთ გამოაბუნძულეს..
დერეფანში ნერვიულად სცემდა ბოლთას,ძლივს გაიგონა ტელეფონის ხმა.ეკრანს რომ დახედა,მაშინ მიხვდა რომ ტატიანას მშობლებმა არაფერი იცოდნენ.
-ნიკოლა,როგორ ხარ?
-ცუდად ბატონო სერგო
-რა მოხდა?რა გჭირს..
-ჯერ მეც არ ვიცი,იმედია ისეთი არაფერია.
-მოკლედ,ტატიანა სახლში არ მოსულა,აგვიანებს და ხომ არ იცი სადაა?ძალიან ვნერვიულობთ
-არც კი ვიცი როგორ გითხრათ,ტატა საავადმყოფოშია,გონება დაკარგა და აქ გადმოვიყვანე,ექიმები არაფერს მეუბნებიან,ლამისაა გავგიჟდე,- მიაყარა ბიჭმა
-რაო?რა დაემართა ჩემს გოგოს? ნიკოლა მითხარი რომ შენ…
-მე არაფერ შუაში ვარ ბატონო სერგო,გეფიცებით,ყველაფერს გეფიცებით.-სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა ნიკოს.
-მოვდივარ,ახლავე მოვდივართ, ქეთინოო…-გასძახა ცოლს და მერე ტელეფონიც გაითიშა..
ოცი წუთის შემდეგ ბერიძეები საავადმყოფოს კედლებში ნიკოლას გვერდით ისხდნენ და ერთმანეთს უხმოდ უმზერდნენ,მოთმინება ისევ ნიკოლას დაელია,წამოხტა და იყვირა.
-ჯანდაბა სად არიან აქამდე?რას აკეთებენ?გესმით?ჩემი ცოლის ნახვა მინდა…
-რა გაყვირებს რაა?-წინ გადაეღობა ვახო და დაუყვირა გაბრაზებულმა.
-შენ აქ რას აკეთებ?
-მე რას ვაკეთებ აქ?როგორ ფიქრობ არ უნდა მცოდნოდა თქვენი ამბები? სხვისგან უნდა ვიგებდე ამას?თუ იმის უფლებაც არ მაქვს ჩემი შვილიშვილის მდგომარეობით დავინტერესდე?
-აქ არ იყავით…-თავი დახარა და ცოტა დამშვიდდა.
-შეგეძლო დაგერეკა,ვის უნდა დავუდგე გვერდით თუ არა ჩემს შვილს ან ვისი იმედი უნდა გქონდეს თუ არა შენი მშობლების?
-მამაშენი მართალია ნიკო,ხომ იცი რომ ჩვენ შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ვეგუებით?არ შეიძლება ასეთ რაღაცეებზე ტელევიზიიდან ვისმენდეთ.მითუმეტეს რა დღეში ყოფილა ტატიანა…-ვიშვიშს მოჰყვა ჯინა.
ნიკოლამ პასუხი ვეღარ გასცა,ექიმი გამოჩნდა,გადაღლილი სახე ჰქონდა. ყველა მის წინ გამწკრივდა ამბის მოლოდინში.
-ექიმო როგორაა ჩემი ცოლ-შვილი?
-ბევრი ვიბრძოლეთ და გადავარჩინეთ ორივე,ტატაც ძალიან დაგვეხმარა, იმიტომ რომ დიდ ტკივილს გაუძლო და აიტანა.მაგრამ რისკი კიდევ არსებობს ბავშვის დაკარგვის,არ ვიცი რა ინერვიულა ამ გოგომ ეს ბოლო დღეები ან როგორ გადაიღალა,მაგრამ ერთი ვიცი რომ მეტი აღარ უნდა განმეორდეს.რამდენიმე დღე საავადმყოფოში დავტოვებთ რომ დავაკვირდეთ და მოღონიერდეს ცოტა გადასხმებით.მერე გავწერთ..
-მადლობა ღმერთს,-წამოიძახა ქეთინომ და ყველამ შვებით ამოისუნთქა.
-ექიმო შეიძლება მისი ნახვა?-
-ახლა სძინავს,მაგრამ ცოტა ხნით შეგიშვებთ.მხოლოდ ხუთი წუთით..
-მადლობა ექიმო,-მოეხვია ნიკოლა და დაუფიქრებლად გაჰყვა უკან ექთანს…
ნაწამები სახე ჰქონდა ტატიანას, ფერმკრთალი და თვალის უპეები ჩაშავებოდა.ტუჩები გამომშრალი და დამსკდარი.გული მოუკვდა,ეს მის ტატიანას არაფრით არ ჰგავდა… მიუახლოვდა,მისი ხელი ხელში მოიქცია,მეორე ხელით სახეზე ნაზად მოეფერა.
-ჩემო გოგო,მაპატიე...მაპატიე რომ ასე დაგტანჯე,ყველაფერი ჩემს გამო მოხდა,ყველაფერში მე ვარ დამნაშავე...როგორ ვნანობ,ნეტავ იცოდე როგორ ვნანობ ყველაფერს. შენთვის ნათქვამ თითოეულ სიტყვას,რაც მაშინ გითხარი და რომელმაც ასეთი ტკივილი მოგაყენა. ოღონდაც კარგად იყავით,მე დავიტანჯები თქვენს მაგივრად….
ექთანმა მეტი აღარ გააგრძელებინა, წასვლის დროა და ნიკოლასაც დამშვიდობება მოუწია…
ჯოჯოხეთური ღამე იყო,ისეთი ყველას რომ ცუდის მოლოდინი ჰქონდა, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და დუმდნენ,თითქოს სათქმელიც არაფერი ჰქონდათ…
მაგრამ დილით მზე ამოვიდა და მათ გულებშიც გამოანათა… ტატიანა გონს მოვიდა,გაეღვიძა და პირველი რაც ითხოვა ნიკოლას ნახვა იყო…
მისი შემოსვლისას უხერხული სიტუაცია შეიქმნა და სიჩუმე ჩამოვარდა,რომელიც გოგომ დაარღვია.
-როგორ ხარ?ბევრი ინერვიულე? სახეზე გეტყობა.
-რა თქმა უნდა ვინერვიულე,მაგრამ ახლა მთავარი მე კი არა,შენ ხარ…
-შეგეშინდა?
-ძალიან შემეშინდა,შენი დაკარგვის საოცრად შემეშინდა,ისე რომ სხეულის ყველა ნაწილი ამტკივდა.- სევდა ჩაუდგა თვალებში.ტატიანას შეეცოდა,იმდენად შეეცოდა რომ უნდოდა სიმართლე ეთქვა ბავშვის შესახებ,მაგრამ ვერ გაბედა და ისევ უკან დაიხია…
-მეგონა წახვიდოდი..
-მაგრამ მე ისევ აქ ვარ,შენს გვერდით..
-რატომ არ მიდიხარ?
-არ შემიძლია.ვერ მივატოვებ,ქალს რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და რომელიც ჩემი შვილის დედა გახდება.
-ესეგი ექიმმა მაინც გითხრა…- დანანებით ჩაილაპარაკა გოგომ.
-ეს რა ტონია?შენ რაა გგონია ამას ვნანობ?და აქ ამის გამო ვარ?-ხმას აუწია ნიკოლამ.
-ნუ ყვირი,თავი მტკივა,-მოიკუნტა გოგო.
-კარგი,მაპატიე….
-ამიტომ ხარ აქ?
-არა,ამიტომ არა.მე უკვე გითხარი რატომაც…
-არ ბრაზობ რომ დაგიმალე?
-თავიდან გავბრაზდი.მერე გადამიარა.
-ესეგი დიდი ხანია იცი?
-მას შემდეგ რაც ყვარელში ჩამოგაკითხე და ცუდად გახდი.მე ვიყავი შენს გვერდით და საავადმყოფოშიც მე წაგიყვანე. საერთოდაც შენზე ყველაფერი ვიცოდი,ისიც კი როდის რას ჭამდი. მაშინაც როცა ექიმთან კონსულტაციებზე დადიოდი, შენთან ერთად ვისმენდი ბავშვის გულისცემას…
-ვინ ხარ ასეთი?რატომ გიყვარვარ ასე?-გაეღიმა ტატიანას.
-იმიტომ რომ შენ ჩემთვის ხარ შექმილი..
-თუ ასე იყო,რატომ დამთანხმდი და რატომ მოაწერე განქორწინების საბუთებს ხელი?
-იმიტომ რომ შენზე თავიდან დავქორწინდე უფლის წინაშე, იმიტომ რომ შენზე ჯვარი მინდა დავიწერო და სიყვარულით დამთანხმდე.-გაუღიმა ნიკოლამ.
-ჯანდაბა ამირეჯიბო,როგორ მშლის ჭკუიდან ეგ შენი ღიმილი.
-მე კიდევ შენ,ყველა მდგომარეობაში და ყველანაირ ფორმაში.-დაიხარა და ტუჩებში აკოცა.
-ესეგი აღარ მიბრაზდები?
-არა.-თავი გააქნია ნიკოლამ.
-ასე მარტივად შევრიგდით?
-თუ გინდა გავართულებ ისევ...
-არა,არა.ბავშვს მშობლები სჭირდება
-ხოდა მაშინ მალე გამოჯანმრთელდი, რომ მოვაგვაროთ ეს საკითხიც..
-მიყვარხარ ნიკოლა…
-მეც მიყვარხარ ტატიანა….

*******
რამდენიმე დღე დასჭირდა ტატიანას მოღონიერებას.მნახველები არ აკლდა, ხშირად სტუმრობდნენ მისი და ნიკოლას მშობლები,ნანკაც,საბამაც შემოიარა რამდენჯერმე.ყველაზე მეტად მაინც ნიკოლას მოსვლა უხაროდა.ღამით მასთან რჩებოდა ბიჭი,საუბრობდნენ ბევრს და საუბრობდნენ ყველაფერზე. იხსენებდნენ ერთად გატარებულ დროს და ბედნიერ წამებს. სიხარულისგან აღარ იყვნენ რომ მშობლები ხდებოდნენ...ტატიანა ხშირად ბუზღუნებდა,ასეთ დროს ნიკოლა გვერდით მიუწვებოდა, ჩაეხუტებოდა და კოცნით აჩუმებდა…
-ეს არ შეიძლება,ის არ შეიძლება,ასე როგორ შეიძლება?-აბუზღუნდა მორიგ დილას ტატიანა.
-შენთვის ყველაფერი შეიძლება ჩემო პრინცესა…-გაეღიმა ნიკოლას და წელზე შემოხვია ხელები,უკან დააბრუნდა საწოლში გოგო.
-სულ ყველაფერი?მუშაობაც? სახლიდან გასვლაც?საყიდლებზე სიარულიც და ასე შემდეგ…
-ნწ.ეგენი არა…-კისერში დაუწყო კოცნა ბიჭმა.
-მაშინ არც ეგ,-ხელი გააშვებიმა გოგომ.
-ტატიანა ნუ მომკალი.დამინდე…
-საავადმყოფოში ვართ,ახლა რომ ვინმე შემოვიდეს..
-კარი ჩავკეტე.
-სულელო,-გადაიკისკისა გოგომ.
-რას იტყვი ხელახლა რომ დავქორწინდეთ?-დასერიოზულდა ნიკოლა.
-ხომ იცი ამ თემაზე ჩემი აზრი?
-მე შენგან მინდა მოვისმინო.ტატიანა ბერიძე გახდები ჩემი ცოლი?-ბალიშის ქვეშიდან ბეჭედი გამოაძვრინა და გოგოს მიაცქერდა.
-კი,კიი..იმდენჯერ გეტყვი თანხმობას რამდენჯერაც შემომთავაზებ,-ხელები მოხვია კისერზე გოგომ
ნიკოლამ ბეჭედი ხელზე გაუკეთა და ამჯერად თვითონ ჩაეხუტა…
-კარგი,მოიცადე ერთი წუთით და მომისმინე ,არ ვიმუშავებ და დავჯდები სახლში,მაგრამ დროებით და კიდევ ერთ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ.
-ასეთი სიტუაცია სამსახურზე საუბრით უნდა გააფუჭო?არადა ვცდილობდი რომანტიკული ვყოფილიყავი..
-ამის სპეციალისტი ვარ ხო იცი?
-კარგი გისმენ…
-მე თუ წამოვალ კომპანიიდან იმ შემთხვევაში რომ შენ თანამშრომლებს კარგად მოექცევი და არა ისე როგორც მე მექცეოდი მანამდე. და კიდევ რაიმე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ მამაჩემმა რომ კომპანია დაიბრუნოს.
-ხანდახან მგონია რომ შენ ხარ მამაჩემის შვილი და არა მე,ზუსტად მისნაირი ხარ,ყველა სიტუაციაში პოულობს სარგებელს…
-სერიოზულად გელაპარაკები,ხომ იცი რომ საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ და ძლიერი სპეციალისტი დადგება ჩემგან,ვიბრძოლებ იმისთვის,რაც მამაჩემმა ჩემს გამო დაკარგა..
-ზედმეტად ხარ საკუთარ თავში დაჯერებული.
-ეს შენ მასწავლე და ხომ იცი მე გაკვეთილებს როგორ კარგად ვითვისებ?-გაუღიმა გოგომ.
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კარგად გიცნობ…
-აბა გელოდები
-არ მოგიწევს ლოდინი და არც არაფრისთვის ბრძოლა,ყველაფერი ისედაც თქვენია,კონკრეტულად კი შენი,რადგან როცა შენზე ვქორწინდებოდი,პირველი რაც მოვითხოვე კონტრატქში ჩასაწერად ის იყო რომ ჩვენი განქორწინების შემთხვევაში ვადამდე,კომპანია მაინც შენი იქნებოდა,სხვა ყველაფერი კი ჩემი და მამაშენის დადგმული იყო,შენს შესარიგებლად…
-რაა?აი ამას არ გაპატიებთ არც ერთს,-ხელი გააშვებინა გოგომ,მაგრამ ბიჭმა არგაუშვა,არც გაბუტვის საშუალება მისცა,სახე დაუჭირა და ტუჩებში აკოცა…
*******
-სად მივდივართ?-ჰკითხა ტატიანამ,როცა სახლისკენ არ გადაუხვია ბიჭმა.
-მოითმინე და გაიგებ..
-ამჯერად რა მოიფიქრე?
-გიტაცებ..
-ისედაც შენი არ ვარ?და ისედაც სულ მარტო ვართ.
-ახლა სხვანაირად გიტაცებ,-გაეცინა ნიკოლას.-შენზე ვქორწინდები.
-რას ამბობ?
-ეკლესიაში მივდივართ…
-მარტო ჩვენ?
-ყველა იქაა,ვინც გვინდა რომ იყოს.შენ ამის წინააღმდეგი ხარ?
-სულაც არა,პირიქით გამიხარდება კიდეც.ისეთი ქორწილი მქონდა, გოგოების უმეტესობა კი არა,ალბათ ყველა იოცნებებდა,ახლა მხოლოდ საყვარელი ადამიანები მინდა გვერდით და შენ…
ნიკოლას პასუხი აღარ გაუცია,მანქანა ეკლესიის ეზოში გააჩერა და გადავიდა,მერე ტატიანას მიეხმარა და გვერდით ამოიყენა გოგო,რომელსაც სიმშვიდე დაეუფლა და ბიჭს სიყვარულით შეხედა.
-გახსოვს ლეგენდა გონდოლის შესახებ?
-კი,-თავი დაუქნია ბერიძემ.
-მინდა გითხრა რომ ეგ ლეგენდა ტყუილია,ჩვენ მაშინ ერთმანეთისთვია არც კი გვიკოცნია,პირიქით ალბათ ორივე იმას ვფიქრობდით რომ მამაჩვენების ბიზნესმა შეიწირა ჩვენი თავისუფლება,ახლა კი გეტყვი რომ აი ესაა ლეგენდა-ჯვრისწერა,როცა უფალი აკურთხებს და დალოცავს ჩვენს სამუდამო კავშირს.მუდამ შენთან მინდა გავატარო ცხოვრება ჩემო საყვარელო,-სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა ბიჭმა.
-მუდამ შენთან და მუდამ ერთად, მთავარია გვჯეროდეს ჩვენი გულების,მთავარია ვგრძნობდეთ…
-მივენდოთ გრძნობებს?
-ყოველთვის და ბოლომდე….
-სიკვდილამდე,-უპასუხა ტატიანამ, სიყვარულით ანთებული თვალები მიანათა ბიჭს,კიდევ ერთხელ დაინახა ნიკოლა ამირეჯიბმა რომ ტატა ბერიძე მთელი არსებით მას ეკუთვნობდა…
ეკლესიის ზარების ხმამ თითქოს ქვეყანას მოსდო მათი ლეგენდარული სიყვარულის ამბავი…..



მუზებმა დამტოვა..სანამ იქნება ახალი,მანამდე ისიამოვნეთ ძველით..
პ.ს.ძალიან მომენატრეთ...მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით



№1  offline წევრი დარინა

გამიხარდაა ამ ისტორიის სრულად ნახვა რადგან მიყვარს ეს ისტორიაა და იმდენჯერ მაქვს წაკითხულიი, ხო აი თვალში დამაკლდიი ვფიქრობდიი სად დაიკარგამეთქი რადგან შენ არ გახასიათებს ასეთი გაუჩინარებებიი, იმედია მუზა მალე დაგიბრუნდება და იმ ისტორიასაც დაასრულებ. წარმატებები და გელოდებიი ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
გამიხარდაა ამ ისტორიის სრულად ნახვა რადგან მიყვარს ეს ისტორიაა და იმდენჯერ მაქვს წაკითხულიი, ხო აი თვალში დამაკლდიი ვფიქრობდიი სად დაიკარგამეთქი რადგან შენ არ გახასიათებს ასეთი გაუჩინარებებიი, იმედია მუზა მალე დაგიბრუნდება და იმ ისტორიასაც დაასრულებ. წარმატებები და გელოდებიი ❤️❤️❤️

ახლა ვკითხულობდი ძველ კომენტარებს,მტხოვდი სრულად ამეტვირთა და აი ისიც თქვენს წინაშეა..
ახალი ისტორია თითქმის მზადაა უბრალოდ რედაქტირება დამრჩა და ისიც დღის სინათლეს იხილავს...
მიხარიხართ და მიყვარხართ ყველა ვინც ჩემს შემოქმედებას კითხულობსდა ეცნობა..

 


№3  offline წევრი დარინა

katiusha
დარინა
გამიხარდაა ამ ისტორიის სრულად ნახვა რადგან მიყვარს ეს ისტორიაა და იმდენჯერ მაქვს წაკითხულიი, ხო აი თვალში დამაკლდიი ვფიქრობდიი სად დაიკარგამეთქი რადგან შენ არ გახასიათებს ასეთი გაუჩინარებებიი, იმედია მუზა მალე დაგიბრუნდება და იმ ისტორიასაც დაასრულებ. წარმატებები და გელოდებიი ❤️❤️❤️

ახლა ვკითხულობდი ძველ კომენტარებს,მტხოვდი სრულად ამეტვირთა და აი ისიც თქვენს წინაშეა..
ახალი ისტორია თითქმის მზადაა უბრალოდ რედაქტირება დამრჩა და ისიც დღის სინათლეს იხილავს...
მიხარიხართ და მიყვარხართ ყველა ვინც ჩემს შემოქმედებას კითხულობსდა ეცნობა..

სხვათაშორის გუშინ გადავიკითხე ეს და წარსულის კვალდაკვალ ❤️❤️❤️ იქაც ხომ იცი ნინიაზე და ლევანზე ვჭედავდიიი :დდდდდ მე მიყვარს შენი ისტორიებიი აი სულ პირველი ისტორიიდან მოგყვებიი და შენთან ერთად მოვდივარ და მართლა იმედი არასდროს არ გაგიცრუებია ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი katiusha

უღრმესი მადლობა

 


№5  offline წევრი Elza Ghudushauri

გამიხარდა თქვენი დაბრუნება.თქვენი ყველა ისტორია მიყვარს

 


№6  offline წევრი katiusha

Elza Ghudushauri
გამიხარდა თქვენი დაბრუნება.თქვენი ყველა ისტორია მიყვარს

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო

 


№7  offline მოდერი ენქეი

ძალიან კარგი იყო,წარმატებები heart_eyes

 


№8  offline წევრი katiusha

ენქეი
ძალიან კარგი იყო,წარმატებები heart_eyes

დიდი მადლობა

 


№9 სტუმარი მარიამკო

აიი ინდურ სერიალებში რომ მიდის დიალოგები ისეა ზუსტად აწყობილი. საერთო ჯამში კი საყვარლობა ისტორიაა მაგრამ უფრო რეალურად რომ წერდეთ კარგი იქნებოდა არცერთი 21 წლის გოგო არ დათანხმდევა ასე მარტივად ქორწინებას და მითუმეტეს 1 კვირაში არ შეუყვარდება ქმარი. მოკლედ როგორცაა წარმატებები იმედია შემდგომში უკეთესად გამართულ ისტორიებს დაწერთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent